2 რბილი დაშვება - მაია ბურჭულაძე

74
მმმმ მმმმმმმმმ მმმმმ მმმმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმ ,,მმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმმ” მმმმმ მმმმმმმ უუუუ უუუუუუუუ უუუუუუ უუუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუუუ უუუუუუ უუუუუუ უუ უუუუუ უუუუუუ უუუუუუუუუუ _ უუუუუუუუუ უუუუუუუუუუუუუ უუუ უუუუ უუუუუუუუ. უუ უუუუუუუუ უუუ უუუუუუუ, უუუ უუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუუ, უუუუუ უუუუუუუუ უუუუუუუუუუ უუუუ უუუუუუ უუუუუუუუუ. _ უუუუუუუუუუ. _ უუუუუუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუუ. უუუუუუ უუუუ უუუუუუუ უუ უუუუუუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუუუ უუუუუუუუ. უუუუ უუუუუუუ უუუუუუ უუ უუუუუუუუ. უუუუუუუუუუუუუ, უუუუ უუუუუუუ უუუუუ უუუუუუ უუუუუ უუუუუუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუ უუუუუუ, უუუუ უუუუუუ, უუუ უუუუუუ უუუ, უუუუ უუ უუუუ უუუუუუუუუუ, უუუ _ უუუუუუ, უუუ უუუუუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუუუ. უუუუუუუუ, უუ უუუუუუუუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუუუუუ უუუუუუუ, უუუუუუუუუ უუუუუუუუ უუუუ უუუუუუუუ უუუუუუუუუუუუ. უუუუუუუუ უუუუ უუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუ უუუუუ, უუუუუუ უუუუუუ უუუუუუ უუუუუუუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუ. უუ უუუუ, უუუუუუუუ უუუუუუუ უუუუუ... უუ უუუ უუუუუ უუუუ უუუუუუუ, უუუუუუუ უუუუუ უუუუუუუ, უუუუუუუუუ უუ უუუუუუუუუუ, უუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუუუ უუუუუუუუ. უუუუუუუუუ, უუუუუ უუუუუუუუუუ უუუ, უუუუუ უუუუ უუუუუუუ. უუუუუუუუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუ _ უუუ უუუუ უუუუუუუ უუუუუ უუუუუუუუუუ უუუუ უუუუუუუუუუუუუ უუუუუუუუ? უუუუუ, უუუუუუუუუ უუუუ უუუუუ, უუუუუ უუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუუუ უუუუუუუუუუუუუუუ... უუუუუ უუუუუუ, უუუ უუუუუუუუუუუ უუუ. უუ, 32 უუუუ უუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუუუუუ უუუ 39 უუუუ უუუუ უუუუუუუუუუ, უუუუუუუ, უუუუუუუ უუუუუუუუუუ უუუუუუუუ (უუ. ,,უუუუუუუუუ უუუუუუუ”) უუ უუუუუუ უუუუუუუუუუუუ, უუუ უუუუ უუუუუუუ უუუ, უუუუუუუუუუ უუუუუუუუუ უუუუუუუ უუ უუუუუ უუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუუ უუუუუ. უუუუუ უუუუუუუ. უუუუუუ უუუუ, უუ უუუუ უუუუუ უუ უუუუუუუუუუუ უუუუ, უუ უუ უუუუუ _ უუუუუუუუ! უუუუუუ! უუუუუუ! უუუუუუუ უუუუუუუ უუ უუუუუუუუუუ უუუუუუ უუუუუუუუ. უუუუუუუუ უუუუუუუუუ უუუ უუუუუუუ, უუუ, უუუუ უუუუუუუ. უუუ უუუუუ, უუ უუუუუუუუუუუ უუუუ უუუუუუუ უუუუუუ უუუუ უუუუუუუუუუუ, უუუუ უუუუუუ უუუ უუ უუუუუუუუუუუუუ. უუუუუუუუ უუუუუუ, უუუ უუუუ უუუუუუუუუუუუ, უუუუუუ უუუუუუუუუ უუუ უუ უუუუუუუუუუ?უუუუუუ, უუ უუუუუ უუუუუუუუუუუუ უუუუუუუუუ, უუ უუუუუუუუ, უუუუუ უუუუუუუუუუ... უუუ, უუუუ უუუუუუ? უუუუ უუუუუუუუ უუუ უუუუუუუუუუუუუუ უუუუუუუ, უუუუუუუუ უუუუ უუუუუუუ უუუუუუუუუუ უუ უუუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუუუ უუუუუუუუ უუუუუუუ უუუუუუუუუუ.

description

მაია ბურჭულაძის დეტექტიური რომანი „რბილი დაშვება“. სერიიდან „იათამზე მდივანი თვითმარქვია დეტექტივი“. წიგნი მეორე

Transcript of 2 რბილი დაშვება - მაია ბურჭულაძე

მაია ბურჭულაძე

მეორე დეტექტიური რომანი ციკლიდან ,,იათამზე მდივანი თვითმარქვია დეტექტივი”

რბილი დაშვება უკვე ნახევარი საათია ჩემი მოწაფეების მონოტონურ დუდუნს ვუსმენ და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები _ ადამიანის შესაძლებლობას არა აქვს საზღვარი. მე შემიძლია თან ვისმინო, თან მომავალ პაემანზე ვიფიქრო, თანაც სათვალის მოწყვეტილი ყური ჩარჩოს მივამაგრო.

_ საკმარისია. _ ვაჩერებ მექანიკური თოჯინასავით მომართულ მარიამს.

გოგონა უმალ ჩუმდება და ძაღლური ერთგულებით შემყურებს თვალებში. გული უსკდება ორიანი არ დავუწერო. გამოგიტყდებით, დიდი სურვილი მაქვს ერთხელ მაინც დავუფიქსირო ჟურნალში ფრიადზე დაბალი ნიშანი, განა იმიტომ, რომ ბოროტი ვარ, ანდა ის ამას იმსახურებს, არა _ იმიტომ, რომ კომპლექსისგან გავათავისუფლო. მმარიამს, ამ ნაადრევად მომწიფებულ სწორხაზოვან გოგონას, სერიოზული პრობლემა აქვს ნიშანთან დაკავშირებით. ოთხიანზე ისეთ ჩუმ ისტერიკაში ვარდება ხოლმე, თითქოს სახლში როზგის შეიარაღებული მშობელი ელოდება. რა ვიცი, შეიძლება ელოდება კიდეც... მე რომ ისეთი დედა მყოლოდა, როგორიც ჰყავს მარიამს, ისტერიკის რა მოგახსენოთ, მაგრამ სახლიდან ცხრაჯერ ვიქნებოდი გაქცეული.

პრინციპში, ახლაც გამოქცეული ვარ, ოღონდ სხვა მიზეზით. დამოუკიდებელი ცხოვრება მინდა _ ხომ უნდა ეღირსოს ორჯერ განათხოვარ ქალს დამოუკიდებელი ცხოვრება? თუმცა, ყველაფერი იქით მიდის, მგონი ვკარგავ სიმწრით მოპოვებულ დამოუკიდებლობას... საქმე იმაშია, რომ შეყვარებული ვარ. მე, 32 წლის იათამზე მდივანი შეყვარებული ვარ 39 წლის დათა მეტრეველზე, ქვრივზე, რომელიც სასაფლაოზე გავიცანი (იხ. ,,სისხლიანი ვახშამი”) და რომლის დამსახურებაა, რომ დღეს ცოცხალი ვარ, გერმანულის გაკვეთილს ვატარებ და ბეჯით მარიამს ჟურნალში გამართულ ხუთიანს ვუწერ.

საათს დავხედე. ღმერთო ჩემო, რა ნელა გადის ეს ორმოცდახუთი წუთი, და რა ჩქარა _ ცხოვრება!

ახტუნგ! ახტუნგ! ჟურნალი დავხურე და გაკვეთილის ახსნას შევუდექი. თხუთმეტი ბავშვიდან ათი მისმენს, არა, უფრო ნაკლები. რას ვიზამ, არ აინტერესებთ ფრაუ სტოპარი თავისი ცვეი ფრეინდითურთ, ამათ ასაკში არც მე მაინტერესებდა. სიმართლე ითქვას, არც ახლა მაინტერესებს, მაგრამ პროფესიას ხომ არ გამოვიცვლი?აარადა, რა კარგი გამომძიებელი ვიქნებოდი, ან ადვოკატი, სულაც მოსამართლე... ხოო, რაზე ვიყავი? ფრაუ სტოპარის სამ გამოთაყვანებულ დაქალზე, რომლებიც უქმე დღეებში იკრიბებიან და ვაგნერის მუსიკის თანხლებით მოცხარის მურაბას მიირთმევენ.

მარიამი ყურადღებით მისმენს, იმდენად ყურადღებით, რომ წამწამებს არ ახამხამებს. თავს უხერხულად ვგრძნობ და მზერა აჩიკოზე გადამაქვს. აჩიკო მოუთმენლად წრიალებს, კისერს ღრეცს ტილიანი თუთიყუშივით; მაკა საღეჭ რეზინს აღლაჭუნებს. უზრდელი! ნეტავ ლოგინშიც ღლაჭუნით წვება? კატო შატბერაშვილი ფანჯარაში იცქირება _ ნატიფ პროფილს მაჩვენებს... კატო, შემოგევლე, როცა მასწავლებელი გაკვეთილს გიხსნის, სულ

ცოტა, თვალებში მაინც უნდა უყურო. შეგიძლია არ უსმინო, როგორც მაგალითად გოგიტა _ მიყურებს, მაგრამ ვერ მხედავს.

უცებ კატომ მოიხედა და ცრემლიანი თვალები მომაპყრო. ერთი ცრემლი ქუთუთოს მოწყდა და ლოყაზე ჩამოსრიალდა, მგონი არც შეუმჩნევია. გოგიტასი არ იყოს, მიყურებს და ვერ მხედავს. მზერა ავარიდე და დაძაბული ხმით განვაგრძე გაკვეთილის ახსნა. ვლაპარაკობ და კატოზე ვფიქრობ: რა ხდება მის თავს, ნუთუ შეყვარებულია? თოთხმეტი წლის ასაკში მეც მიყვარდა _ გამოჩენილი ბუნტისთავი პარალელური კლასიდან.

როგორც იქნა, ნანატრი ზარი გაისმა. ბავშვები აპაჩების შესაშური ყიჟინით გავარდნენ კლასიდან, მე კატოს მივუახლოვდი.

_ კატო, რა მოგივიდა? ავად ხარ?

გოგონას ნიკაპი აუკანკალდა და ტუჩები გაექცა. სულ ცოტაც და აღრიალდება.

_ შემიძლია დაგეხმარო? _ ჩურჩულით ვეკითხები.

უარყოფის ნიშნად თავს აქნევს და უსიტყვოდ ტირის. დავიბენი. კატო, მარიამი არაა ნიშნის გამო გულის პრანჭვები დაიმართოს, კატოს თავს რაღაც უსიამოვნებაა!

_ გინდა სახლში მიგაცილებ... არა? მაშინ... მაშინ... ჩემთან წამოდი. დავჯდეთ, დავილაპარაკოთ. ან უბრალოდ, ჩაი დავლიოთ. რას იტყვი?

თქმით არაფერი უთქვამს, მაგრამ ისეთი სასოწარკვეთით დამიქნია თავი, მივხვდი, ,,უსიამოვნება” რბილად არის ნათქვამი, კატოს თავს რაღაც უბედურებაა.

_ _ _

ინტუიციამ არ მომატყუა, თურმე კატო დედამ მიატოვა_ მიტოვებასაც გააჩნია... დედამ მხოლოდ გამოსამშვიდობებელი წერილი გაიმეტა ერთადერთი ქალიშვილისთვის. ეს მოხდა ორი კვირის წინ, სრულიად მოულოდნელად, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე...

კატოს დედა ჩვეულ დროს მოვიდა სამსახურიდან, ვახშამი მოამზადა, ავტომატში სარეცხი შეაგდო, გააუთოვა კატოს საყვარელი პერანგი, ჩართო ტელევიზორი... მეორე დღეს კი, კოლეჯიდან დაბრუნებულ კატოს მაცივრის კარზე დამაგრებული წერილი დახვდა, სადაც დედა საქმის კურსში აყენებდა ოჯახს, უფრო სწორედ პირადად მას, კატოს. საბრალო გოგონამ მაშინვე მამას დაურეკა. ბატონი გედეონი დაფეთებული მოვარდა სამსახურიდან, წერილს თვალებით დააკვდა და ერთადერთი ფრაზა წამოსცდა: ,,ასეც ვიცოდი!~

_ და რა იცოდა? _ ვერ მოვითმინე მე.

_ არ ვიცი, თქვა და თავის ოთახში ჩაიკეტა.

_ როგორ თუ ჩაიკეტა?! შენ არაფერი გითხრა?

_ მითხრა. _ თავი ჩაქინდრა კატომ.

_ რა?

_ მთხოვა არასოდეს მეხსენებინა დედაჩემის სახელი.

ჰჰმ! გამხნევებაც ასეთი უნდა _ არ მკითხო, არ მომეკარო, ჩემი გამჭირვებია...

_ კატო, არ დაინტერესდი, რას ნიშნავს ,,ასეც ვიცოდიო~?

_ დავინტერესდი. როცა გაიზრდები, გაიგებო.

აამოვიოხრე. ვატყობ, ისევ ვირგებ თვითმარქვია დეტექტივის მანტიას, მაგრამ უკან დასახევიც რომ არ მაქვს?!

_ როდის ნახე უკანასკნელად დედა?

_ ღამე, ძილის წინ, დედამ მითხრა, დილით რა უნდა მეჭამა, მე ღამე მშვიდობისა ვუსურვე და დასაძინებლად წავედი. სახლში ყველაზე ადრე ვდგები ხოლმე... მშობლებს ამ დროს სძინავთ, ათზე ეწყებათ სამსახური და...

_ შეგიძლია მომიყვე წერილის შინაარსი?

_ თქვენ თვითონ წაიკითხეთ, თან დამაქვს.

კატომ ზურგჩანთიდან ოთხად დაკეცილი ფურცელი ამოიღო. თვალში მომხვდა ნაბეჭდი ტექსტი. გგავოცდი. დდავიჯერო, კლავიშებზე საკაკუნოდ ეცალა ოჯახის მისატოვებლად დარაზმულ ქალს? კიდევ უფრო გავოცდი, როდესაც წერილის შინაარს გავეცანი: ,,ჩემო საყვარელო კატო, მე მივდივარ, გემშვიდობები. არ ვიცი, შევხვდებით თუ არა ოდესმე ერთმანეთს. იმედია მაპატიებ, მაგრამ ჩემთვის გაუსაძლისი გახდა ცხოვრება ადამიანთან, რომელიც არ მიყვარს. ალბათ მიხვდი, რომ მამაშენს ვგულისხმობ, თუმცა მასაც ვთხოვ პატიებას. თავს ნუ შეიწუხებთ ჩემი ძებნით, მაინც ვერ მიპოვით.მმედიკო.”

რა არის ეს, თუ არა გულგრილობისა და ცინიზმის აპოთეოზი? ნუთუ შეიძლებოდა დედას ასეთი წერილი დაეწერა? წარმოვიდგინე ქალბატონი მედეა... _ თეთრი პირისკანი, წითური თმა, მეტყველი თვალები... _ ტიპიური რენუარის მუზა. რამდენიმე კილოგრამის ჩამოყრა არ აწყენდა, მაგრამ ეს უკვე გემოვნების ამბავია. ყველას არ მოსწონს სერფინგის დაფათავით ბრტყელი ქალები.

_ დარწმუნებული ხარ, რომ დედაშენის დაწერილია?

_ თქვენც არ გჯერათ? _ კატოს თვალებში იმედის სხივი გაბრწყინდა. გული შემეკუმშა. არ მინდა ამ სხივის არსებობა ჩემზე იყოს დამოკიდებული.

_ მე შენი აზრი მაინტერესებს, ჩემზე უკეთ იცნობდი დედაშენს.

კატომ წერილი გამომართვა და მხრები აიჩეჩა:

_ მაგრამ აქ თეთრზე შავით წერია, რომ ის წავიდა, მიგვატოვა, სხვა კაცს გაჰყვა...

_ აქ არაფერი წერია სხვა კაცის შესახებ.

_ არ წერია, მაგრამ იგულისხმება. რადგან მამა აღარ უყვარს, ე. ი. სხვა შეუყვარდა.

,,სხვა შეუყვარდა~, გავიმეორე გულში. დავუშვათ, შეუყვარდა. შვილი რაღა შუაშია? 14 წლის მოზარდი! 34 წლისაც რომ იყო, მაინც ძნელია, როცა დედა მიგატოვებს. იქნებ ვცდები, იქნებ რენუარის თვალების მიღმა მატა ჰარი იმალება?

_ რატომ გაჩუმდით, ია მასწ?

_ დედაშენს ჰქონდა კომპიუტერთან შეხება?

_ სამუშაო გვერდი ჰქონდა გახსნილი, კლიენტების მონაცემებს ინახავდა.

_ რომელი კლიენტების? რა პროფესიისაა დედაშენი?

_ ადვოკატი.

ჰმ, ადვოკატი რომ მასწავლებლის დასაცავი იქნება, რატომ ღმერთი არ გაიცინებს?

_ სახლში პრინტერი გაქვთ? _ ვკითხე ხმამაღლა.

_ არა. რატომ მეკითხებით?

რატომ ვეკითხები? გამოდის, ქალბატონ ადვოკატს ცხელ გულზე კი არ მიუღია გადაწყვეტილება, არამედ წერილი წინასწარ, სამსახურში ამოუბეჭდავს, და მერე, ვითომც არაფერი, სახლში მობრძანებულა და ტელევიზორის საყურებელი დროც გამოუნახავს. რაღაც ვერ არის ისე, მაგრამ ისედაც დაზაფრულ გოგოს ცეცხლზე ნავთს ხომ ვერ დავასხამ?!

_ ეცადე, სადმე მოგეძებნა დედაშენი? _ უხერხული შეკითხვა თავიდან ავიცილე.

_ წარმოდგენა არ მაქვს, სად შეიძლება იყოს.

_ იქნებ ოჯახში დაბრუნდა, მშობლებთან...

_ ბებია და ბაბუა დიდი ხნით წინ მოკვდა, დედმამიშვილები არ ჰყოლია.

_ მეგობრები?

_ მეგობრებთან დარეკვის შემრცხვა, მაგრამ სამსახურში დავრეკე. _ მზადყოფნით მიპასუხა კატომ.

_ მერე?

_ მერე არაფერი, მითხრეს რომ იქ აღარ მუშაობს.

_ ანუ, სამსახურიდანაც წავიდა?

თავი დამიკრა და ისევ ფანჯარას შეაფარა აწყლიანებული თვალები.

_ კატო, რაღაც მინდა გკითხო... წეღან სხვა კაცი ახსენე, რა გაძლევს ასეთი ფიქრის საფუძველს, იქნებ...

_ არა! _ კატო მკვეთრად მოტრიალდა და გამომწვევად შემომხედა. _ წეღან სისულელე დავაყრანტალე. დედა გიჟდებოდა ჩემი გულისთვის, მამაც უყვარდა.

_ აკი თეთრზე შავით წერიაო... _ ვანიშნე წერილზე. _ თუ დედაშენმაც ,,დააყრანტალა?

_ არ ვიცი, მეგონა უყვარდა.

_ მამას თუ უყვარდა დედა?

წეღანდელი უკმეხობა ბავშვურმა დაბნეულობამ შეცვალა, ხშირ_ხშირად აახამხამა ნამიანი წამწამები.

_ არ ვიცი, ია მასწ, ჩემ წინ არასოდეს უჩხუბიათ და...

_ დავიჯერო, არც უკამათიათ?

_ უკამათიათ. თქვენ არასოდეს გიკამათიათ?

_ რამდენიც გინდა! _ დაუფიქრებლად ვუპასუხე. მე რომ კამათის კულტურა მქონოდა, ორჯერ არ დამენგრეოდა ოჯახი. მაგრამ მოწაფესთან ხომ არ ვაღიარებ პედაგოგი ქალი?!

_ კატო, რაღაც უნდა გკითხო და წინასწარ გაფრთხილებ, არ გეწყინოს.

_ ვიცი, რასაც მკითხავთ, _ კატომ თვალები მოისრისა და დიდი ქალივით ამოიოხრა.

_ აბა?

_ მამაჩემზე მკითხავთ.ნნუ, ვინმე ხომ არ ჰყავსო...

_ გამოიცანი. _ გულზე მომეშვა.

_ შეიძლება ჰყავს, მაგრამ სერიოზული არაფერი.

_ არასერიოზული?

_ მამა ექიმია, ღამის მორიგეობები უწევს ხოლმე. დედა ხანდახან ეჭვიანობდა, მაგრამ ეს ყველაფერი სისულელეა. დედას არ შეეძლო ჩემი მიტოვება. მე ის უნდა ვნახო, მომეხმარეთ, ია მასწ, ძალიან გთხოვთ, მოპოვნინეთ დედა!

მოულოდნელად კატო წინ გადმოიხარა, თავი კალთაში ჩამიდო და ხმამაღლა აქვითინდა. თმაზე ხელი გადავუსვი. ნაცნობმა, დიდი ხნით დავიწყებულმა სურნელმა თავბრუ დამახვია. კატოს ჩემი კლასელის სუსიკოს სუნი ჰქონდა. სუსიკო აღარ არის ცოცხალი, მე თანდათან მავიწყდება მისი სახე, მაგრამ მახსოვს სუნი _ გახამებული საყელოსი, ათასჯერ გადაღებილი მერხების, მოხალული მზეთუმზირის, ცარცის, სკოლის ბუფეტის... თავი ავწიე და საათის ციფერბლატი დავინახე. პაემანზე მაგვიანდება... არა, უკვე დამაგვიანდა! კატოს ამოღრიალება ვაცალე და დაკითხვა განვაგრძე:

_ კიდევ ვინ იცის დედაშენის გაქრობის ამბავი?

_ თამრიკო მამიდამ. _ შეგუბებული ხმის მიპასუხა კატომ.

_ რაო, რას ამბობს?

_ ფეხებზე ჰკიდია.

კატომ თავი ასწია და ჩემს გაოგნებულ მზერას წააწყდა.

_ ნუ გიკვირთ, ია მასწ, თამრიკო მამიდას არასოდეს უყვარდა დედა.

_ მიზეზი?

_ რავი, დედა ლამაზია, მამიდა _ უშნო.

ტუჩის კუთხე გასაღიმებლად შემიხტა.

_ შენ... შენ თუ უყვარხარ `უშნო~ მამიდას?

_ იმას მარტო თავისი თავი უყვარს... და მამაჩემი.

_ მოდი ასე გავაკეთოთ: ჩამომიწერე დედაშენის უახლოესი მეგობრების სია, მიუწერე ტელეფონის ნომრები და ხვალ სკოლაში მომიტანე. ოღონდ ერთი პირობით _ მამაშენმა არაფერი უნდა იცოდეს ჩვენი მოლაპარაკების შესახებ.

_ რას ამბობს, ია მასწ, პირიქით, ეგ თქვენთვის უნდა მეთხოვა.

_ მაშინ ხვალამდე.

კატომ ზურგჩანთა მოიკიდა და წასასვლელად მოემზადა.

_ მოიცა, მეც მოვდივარ. _ კართან დავეწიე და მაკიაჟის განუახლებლად გავვარდი სახლიდან.

_ _ _

ჩემს დანახვაზე დათამ წარბები შეკრა და მოქნილი თითები საჭეზე ააკაკუნა _ პროგრესირებადი გაღიზიანების უტყუარი ნიშანი.

_ არ გამებუტო, სერიოზული მიზეზი მქონდა, ოღონდ მართლა_ _ მოვახსენე მანქანაში ჩაჯდომისთანავე.

დათამ თავის დაფასება სცადა, მაგრამ მე ამოსუნთქვა არ ვაცალე, ლოყაზე ვაკოცე და რეაქციის მოლოდინში გავისუსე. რაღა მე, რაღა ჩემი მოწაფე მარიამი!

_ იცი, რა არ მესმის? _ ხმა ამოიღო დათამ, _ ქალმა შეიძლება ათი წუთი დააგვიანოს, დაუშვათ _ ოცი, ჯანი გავარდეს _ ნახევარი საათი, მაგრამ როცა გადის ორმოცდახუსი წუთი და შენ ისევ არ ჩანხარ, რა უნდა ვიფიქრო? არა, მიპასუხე, რა უნდა ვიფიქრო?

_ უნდა იფიქრო, რომ მანქანამ გამიტანა.

_ სწორედ მაგას ვფიქრობდი!

_ მართლა? _ გული ამიჩვილდა, მაგრამ სულ ცოტა ხნით. რა დროს წარმოსახვითი ავარიაა, როდესაც იგივე დათა შეიძლება ინფორმაციის წყაროდ გამომადგეს.

_ მისმინე, დათა, გედეონ შატბერაშვილს ხომ არ იცნობ? ექიმია, შენი კოლეგა.

_ გედი? _ დათამ გაბრაზება გადაიფიქრა და ეჭვიანი ცნობისმოყვარეობით მომაჩერდა.

_ გედია თუ მტრედი არ ვიცი, შენ ის მითხარი, რა კაცია?

_ რაში გაინტერესებს?

დაწვრილებით ვუყვები კატო შატბერაშვილის ისტორიას და არც დაგვიანების მიზეზის შეხსენება მავიწყდება. დათა საბოლოოდ გალღვა _ საჭეზე კაკუნი შეწყვიტა, მეტი დამაჯერებლობისთვის ჩაახველა.

_ გედი ქირურგიაში მუშაობს, იმავე კორპუსში, სადაც ჩვენი სამშობიაროა, ერთი სართულით დაბლა. ჩინებული ანესთეზიოლოგია. მოკითხვის დონეზე ვიცნობ. რას გადაეკიდე იმ კაცს, ცოლი ვის არ გაქცევია?

_ მე შვილი მადარდებს, გესმის? შეიძლება ნორმალურმა დედამ შვილი მიატოვოს?

_ მაგაზე უარესიც ხდება. _ ხელი ჩაიქნია დათამ და მანქანას დაქოქა.

_ უარესი მხოლოდ სიკვდილია.

_ სად მივდივართ? _ დათამ თემის გადატანა სცადა. ერთი სული აქვს, ყავის დალევის საბაბის სახლში მივიპატიჟო, რომ მერე ლოგინში შემიტყუოს. ვერ მივართვი! დღეს არ ვარ ბუქნაობის ხასიათზე.

_ შენთან! _ ვთქვი და გამომწვევად შევხედე.

ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ. დათას პირველი ქორწინებიდან 17 წლის ქალიშვილი, დეა ჰყავს, რომელმაც იცის ჩემი არსებობა და თუკი დათას დაეჯერება, გაცნობის სურვილიც გამოუთქვამს. ვნახოთ, ვნახოთ...

_ ძალიან კარგი! _ დათა არც დაფიქრებულა, მობილურს ხელი დასტაცა და ნომრის აკრეფას შეუდგა. _ დეას დავურეკავ, სახლი მიალაგოს.

_ არა! _ უკან დავიხიე მე, _ არ დარეკო, არავითარ შემთხვევაში! ვიხუმრე, უბრალოდ ვიხუმრე.

დათა უკანვე აბრუნებს მობილურს, ტუჩებზე ირონიული ღიმილი დასთამაშებს. მიმიხვდა ფარულ აზრებს. გამოგიტყდებით, დროგამოშვებით ვამოწმებ ხოლმე, მაინტერესებს: რამდენად სერიოზული გეგმები აქვს ჩემს მიმართ. ვრწმუნდები, რომ ნამდვილად `აქვს~ და იქვე ვმშვიდდები. ვერ გეტყვით, რა მიზეზის ვაჭიანურებ ჩვენი ურთიერთობის

გაოფიციალურებას... ალბათ მეშინია. მეშინია კიდევ ერთხელ არ შევცდე, კიდევ ერთხელ არ ჩავირტყა პასპორტში ყბადაღებული `შტამპი,~ რომელსაც გაწბილების გარდა ჩემთვის არაფერი მოუტანია.

_ რისი გეშინია? _ არ დამზოგა დათამ.

_ ჰმ, ჩემზე არავის უთქვამს, მშიშარააო.

_ მე გეუბნები. შენ მომავლის გეშინია, იაკო. ერთფეროვანი, მაგრამ სტაბილური აწმყო გირჩევნია გაურკვეველ მომავალს. იცი, ბედნიერება მაცივარი არ არის, გარანტია მოყვებოდეს. ან გაგიმართლებს, ან არა. რაც უფრო მეტს იყოყმანებ, მის უფრო მეტ მიზეზს იპოვი უკან დასახევად. უნდა გარისკო! გარისკე, იათამზე, მე ხომ ვიცი, გულის სიღრმეში ნამდვილად გულადი გოგო ხარ.

ყასიდად ამოვიოხრე. სინამდვილეში მომწონს დათას მსჯელობა. დათაც მომწონს, უცნობი დეაც კი... რა არის ეს, თუ არა სიყვარული? და თუ სიყვარულია, რატომ არ მინდა გავხდე ამ კაცის ცოლი, მის გვერდის დავიძინო, მის გვერდის გავიღვიძო, მის გვერდის ვიყო ბედნიერი თუ უბედური. კაცმა რომ თქვას, რატომ უნდა ვიყო უბედური? ყველა პარამეტრით ვაკმაყოფილებ ფსიქოლოგების შედგენილ ბედნიერების ფორმულას _ ვარ მედეგი არასასურველი ფაქტორის მიმართ, გამაჩნია ადაპტაციის უნარი, ჯანმრთელობას არ ვუჩივი, რეალობას ობიექტურად აღვიქვავ... კიდევ რა დარჩა? სოციალური სტატუსი და ფინანსური სტაბილურობა. მეტ-ნაკლებად ორივე მაკმაყოფილებს. მართალია ამბიცია მაკლია, მაგრამ რა პრობლემაა, დათას ამბიცია ორივეს გვეყოფა.

_ დათა, ამბიციური ხარ?

_ ისეთი გამომეტყველება გქონდა, ვიფიქრე, ჩვენი მომავალი წყდება, შენ კი რაღაც ამბიციებზე მელაპარაკები.

_ ბედნიერების ფორმულაზე ვფიქრობდი.

_ ბედნიერების ფორმულა არ არსებობს. არსებობს ბედნიერების ჰორმონი სახელად სეროტონინი. ეს ჰორმონი მზიან ამინდში აქტიურდება, ღრუბლიანში კი მოწყენილია.

_ ღრუბლიანში მეც მოწყენილი ვარ.

_ შოკოლადი უნდა ჭამო. შავი შოკოლადი სტიმულს აძლევს სეროტონინის გამომუშავებას. ამას, როგორც ექიმი, ისე გეუბნები.

_ მართლა? კიდევ რა აძლევს სტიმულს სეროტონინის გამომუშავებას?

_ ინდაურის ხორცი, ბანანი, სექსი... _ დათას ხელი ჩემი მუხლისკენ მიცოცავს და იქ ჩერდება.

სეროტონინები და სხვა მისთანები ჩემგან იფრქვევა, როგორც ფერფლი ახალგაღვიძებული ვულკანიდან. არის საშიშროება, რომ უახლოეს წუთებში ფერფლი ლავად გადაიქცეს და მერე...

_ ბოლო-ბოლო სად მივდივართ? _ ბურანში მესმის დათას ხმა.

_ ჩემთან. _ გაუცხოებული ხმით ვპასუხობ მე.

_ _ _

დილით ხერხის ხმამ გამომაღვიძა. გულგახეთქილი წამოვჯექი ლოგინზე, მივაყურადე. უსაზიზღრესი შეგრძნებაა, თითქოს ცოცხლად გხერხავენ. ფეხშიშველა გავტყაპუნდი ფანჯარასთან. რასაკვირველია, მუშებია, დილაუთენია დაახრიგინებენ არმატურას, ჭრიან, ხერხავენ, ცემენტს ზილავენ... თბილისში ლოჯიების მიშენების ბუმია, რის გამოც კორპუსების ფასადები ბებერი ქოფაკის ჭიანაჭამ კბილებს დაემსგავსა. ის ფაქტი, რომ ჩემს ერთოთახიან ბინას ორმოცი კვადრატული მეტრი მოემატება, რასაკვირველია, მახარებს, მაგრამ მუშების განუწყვეტელი შლიგინი ჩემს აივანზე დეპრესიაში მაგდებს. უკან დახევა გვიანაა. ფული მაქვს გადახდილი, მართალია ნახევარი, მაგრამ მაინც.

ის იყო ჩაი დავისხი, რომ კარზე ზარი გაისმა. შაბათ დღეს არავის ველოდები, ჩემს დას თუ გავახსენდი ამ დილაუთენია. ლელას უყვარს გასტრონომიული შინაარსის სიურპრიზების კეთება, შინ გაკეთებულ ხაჭაპურს შეჭამდა კაცი...

ზღურბლზე კატო დამხვდა. არც მომსალმებია, ისე შემოაბიჯა ოთახში და მობილური ტელეფონი გამომიწოდა:

_ ეს დედაჩემის მობილურია. შემოსული ზარების მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ, ვინ ურეკავდა ბოლო დღეებში.

_ მობილური... რატომ თან არ წაიღო?

_ სიჩქარეში თუ დაავიწყდა... წუხელ აივანზე ვიპოვე, კალათაში ეგდო, ხახვებთან. ალბათ სარეცხს ფენდა და გადმოუვარდა.

_ და პირდაპირ კალათაში ჩავარდა?

_ ან კალათაში ჩავარდებოდა, ან ვედროში, ან ტაშტში, ან ქვიშაში... ჩვენთანაც ლოჯიებს აშენებენ, ისეთი არეულობაა, რომ... _ კატომ ფანჯრის მიღმა გამკრთალ მუშებზე მანიშნა.

_ მამაშენმა, რაო?

_ მამასთვის არ მიჩვენებია. ხომ გითხარით, ამიკრძალა ამ თემაზე ლაპარაკი, ჩვენთვის დედაშენი მოკვდაო.

_ ეჭვიანობს?

_ არ ვიცი! _ ისეთი გაცხარებით შესძახა, მაშინვე ეჭვი გამიჩნდა, რომ რაღაც იცის და მიმალავს. უცებვე ჩაცხრა და წარბქვეშიდან მომაჩერდა, თითქოს მე ვიყო დამნაშავე.

მესმის მისი. გოგონა დედამ მიატოვა, ადამიანები კი ძველებურად დადიან, ჭამენ, სვამენ, შრომობენ, სძულთ და უყვართ ერთმანეთი. აგერ, მეც მოვიმზადე ჩემი წილი ბუტერბროდი, რას იზამ, ორგანიზმი თავისას ითხოვს.

_ წამო, კატო, ჩაი დავლიოთ. _ მხარზე ხელი გადავხვიე და სამზარეულოში შევუძეხი.

_ არ მშია, ია მასწ...

_ ჭამე, თორემ არ მოგეხმარები.

_ ყელში არ გადამდის ლუკმა.

_ ძალით უნდა ჩაყლაპო. ცხელი ჩაი დააყოლო და ისე.

_ ინდაურივით?

_ დიახაც.

პურის ნაჭერს მდნარი ყველი წავუსვი და კატოს მივაწოდე. კარადაში წუხელ გადარჩენილი შოკოლადის ნატეხიც აღმოვაჩინე, ფართხაფურთხით შემოვაცალე ფოლგის ქაღალდი და ჩაისთან ერთად მივართვი.

_ ახლა მითხარი, რას მიმალავ. _ ვკითხე, როცა საუზმე მოამთავრა.

_ მე? _ თან გაუკვირდა, თან ლოყები აელეწა. მიმალავს, წყალი არ გაუვა.

_ კატო, თუკი დეტალები არ მეცოდინება, შენი დახმარება გამიჭირდება. ნათელმხილველი კი არ ვარ, აზრების წაკითხვა შემეძლოს?!

_ საიდან მოიტანეთ, ია, მასწ...

_ გელოდები. _ მკაცრად გავაწყვეტინე.

კატომ მზერა ამარიდა და ისე ხმადაბლა ალაპარაკდა, იძულებული გავხდი სკამი ახლოს მიმეწია:

_ დედაჩემის ლაპარაკს მოვუსმინე პარალელური ტელეფონიდან. შემთხვევით ავიღე ყურმილი, არ იფიქროთ, რომ სპეციალურად, ოღონდ მართლა არ იფიქროთ... ამხანაგთან უნდა დამერეკა და... დედა უცხო კაცს ელაპარაკებოდა. იცინოდნენ. მაშინვე დავკიდე. როცა დედას ვკითხე, ვინ იყო მეთქი: მაკა დეიდაო, _ მიპასუხა. მომატყუა. მეწყინა, მაგრამ არ ჩავციებივარ. უბრალოდ ერთი კვირა ცხვირჩამოშვებული დავდიოდი.

_ არ დაინტერესდა, რატომ?

_ არა, დედა ძალიან დაკავებული იყო, მგონი არც შეუმჩნევია.

_ როდის მოუსმინე ამ ლაპარაკს?

_ დაახლოებით, სამი თვის წინ. აგვისტოს ბოლოს, ზღვიდან რომ ჩამოვედის, მაშინ.

შეგრილებული ჩაი მოვსვი. მგონი ახლოს ვარ კვანძის გახსნათან.

_ `უცხო~ კაცის სახელი გახსოვს?

_ რაღაც უცნაური სახელი დაუძახა, მგონი `იშა~-ზე მთავრდებოდა, იშა... თუ ლუშა... არა, არ მახსოვს.

_ გრიშა ხომ არა?

_ არა.

_ მიშა?

_ არა, არა.

_ მეტსახელი თუ იყო. _ ვივარაუდე და დამჯდარ მობილურს დავხედე.

_ ვაი, დამტენი რომ სახლში დამრჩა! _ კატომ ლოყაში შემოიკრა ხელი, _ გავიქცევი, მოვიტან.

_ დამტენს მე თვითონ ვიშოვი, შენ სახლში წადი, კატო. გაკვეთილები მოამზადე, რამე წიგნი წაიკითხე... ფერშტეინ?

_ რა წიგნი, ია, მასწ, რა დროს წიგნია?!

_ წიგნის დრო ყოველთვის არის, გააჩნია წიგნს. რამეს კითხულობ, საერთოდ?

_ დედამ `ჯეინ ეარი~ მომაჩეჩა, მაგრამ გული ვერ დავუდე. ერთი თვეა ვკითხულობ და ბოლოში ვერ გავედი.

_ რატომ, არ მოგწონს საბრალო ჯეინი?

_ სულაც არ არის ისეთი საბრალო, როგორადაც თავს გვაჩვენებს. მოსწონს ცუდად ყოფნა, მაზოხისტია.

_ შენ ასე ფიქრობ? _ გამიკვირდა.

_ თქვენ, არა?

_ არ ვიცი, შეიძლება. კეთილი, სხვა რამე წაიკითხე, გულს რასაც დაუდებ. მაგალითად... მაგალითად... _ ჩავფიქრდი. რას ვკითხულობდი 14 წლის ასაკში? `გმირთა ვარამი~, `დავით აღმაშენებელი~... ეტყობა, საბჭოთა ბავშვები ისტორიული რომანების კითხვით ვიკლავდით თავისუფლების ჟინს. ახლა კი, როცა ნანატრი თავისუფლება კარს მოგვდგომია, არც გმირები გვაინტერესებს, არც მათი ვარამი. _ ადექი, კატო, ერთად შევარჩიოთ რამე.

სამზარეულოდან მისაღებში გადავინაცვლე, სადაც მეგულებოდა წიგნის თაროები.

_ არ მინდა წიგნი, ია მასწ, წავალ რა, დამტენს მოვიტან... _ წუწუნით გამომყვა კატო.

უარის ნიშნად თავი გავაქნიე და თაროსთან შევდექი. არ ვაპირებ მოზარდის ჩართვას საგამოძიებო დეტალებში. გზადაგზა შეიძლება ისეთი სიბინძურეები ამოტივტივდეს, კატოს კი არა, მე, მრავლისმნახველ `დეტექტივს~ დამიხუჭუჭდეს ყურები. ამ გახსენებაზე, აგატა კრისტი ხომ არ შევთავაზო? იქნებ პატიოსან ჯეინზე მეტად გამჭრიახმა პუარომ მოხიბლოს? სულაც ჩიბუხიანმა ჰოლმსმა? არა. წიგნშიც და ცხოვრებაშიც დეტექტივი მეტისმეტია. `თამაში ჭვავის ყანაში~ _ აი, რა უნდა წაიკითხოს.

_ _ _

ქალბატონი მედეას მობილურის გამოცოცხლებას სულ ნახევარი საათი დასჭირდა. რის შემდეგაც საქმეზე გადავედი, ანუ მენიუში შევძვერი... სხვის მენიუში! სარკეში თვალი მოვკარი საკუთარ გამოსახულებას _ არ მომეწონა. ლეშის სუნზე დაგეშილ სვავს ვგავარ. ორფეხა სვავს მობილურის ხელში!

პირველ რიგში ახლობლების ნომრები გადავამოწმე, ანუ ისინი, ვინც მხოლოდ სახელით ფიქსირდებოდა. ასეთი, ათიოდე სუბიექტი აღმოჩნდა, მათ შორის ვინმე ილია, რომლის თიკინობითი სახელი სავარაუდოდ ილუშა იქნებოდა. დიდხანს არ მიყოყმანია, მოკვლევა ამ ნომერდან დავიწყე. მამაკაცის სასიამოვნო ხმა გამეპასუხა.

_ ილია ბრძანდებით?

_ დიახ. გისმენთ.

_ საქმე იმაშია, რომ ვიპოვე მობილური, სადაც თქვენი ნომერიც ეწერა. ვერ მომეხმარებით მფლობელის დაზუსტებაში?

_ სიამოვნებით, მაგრამ როგორ?

_ ჩამოგითვლით რამდენიმე კონტაქტს, იქნებ გეცნოთ და მიხვდეთ.

_ კეთილი. _ დამთანხმდა ილია.

დავიწყე ალფავიტიდან.

_ სტოპ! _ შემაწვყვეტინა ილიამ. _ ის მობილური მანდ გაქვთ?

_ დიახ.

_ ქალაქის ტელეფონიდან გადმოვრეკავ, თუ იმისია, ვისზეც ეჭვი მაქვს, მობილური დარეკავს.

ორიოდე წუთში მედეას მობილური აწკრიალდა. მაშინვე გავეპასუხე და ჩემი სიხარული უცნობ ილიას გავუზიარე.

_ ეს მედეა შატბერაშვილის მობილურია. სახლის ტელეფონს მოგცემთ და დაურეკეთ. _ საქმის კურსში ჩამაყენა ილიამ.

სინდისის ქენჯნის გარეშე გავითამაშე ტელეფონის ნომრის ჩაწერის არშემდგარი სცენა.

_ უკაცრავად, თქვენი სახელი?

_ ია, იამზე.

_ იამზე, ხომ ვერ მეტყვით სად იპოვეს მობილური?

_ ტაქსში. _ მორიგი ტყუილი გამოვაცხე. არც ამჯერად შევუწუხებივარ სინდისს.

დამიჯერა. მობილური გავთიშე და ჩავფიქრდი. ცხადია, არ დამირეკავს, ისედაც ვიცი, რომ მედეა სახლში არ დამხვდება, მაგრამ ამ ილუშასთან გაპარულსაც რომ არ ჰგავს?! წინააღმდეგ შემთხვევაში, მეტყოდა: `რა ბედნიერებაა, მედეა სწორედ ჩემთან არის, ახლავე დაგალაპარაკებთო~. გამოდის, ადრესატი შემეშალა.

გავთავხედდი და ხელმეორედ დავურეკე:

_ იცით, ილია, მედეა იმ სახლში აღარ ცხოვრობს.

_ როგორ თუ არ ცხოვრობს? _ გაუკვირდა, _ იქნებ ნომერი შეგეშალათ?

_ არა, არ შემშლია, ყურმილი მამაკაცმა აიღო და საკმაოდ უხეშად მიპასუხა, რომ მედეა შატბერაშვილი ამ სახლში აღარ ცხოვრობს.

ხაზის მეორე მხარეს დადუმდნენ.

_ ილია? _ თავი შევახსენე.

_ ჰო...

_ რა ვუყო ამ მობილურს?

_ არ ვიცი... პირდაპირ ასე გითხრათ, აღარ ცხოვრობსო?

_ დიახ.

_ ნახვამდის.

_ მაგრამ...

_ რა გამიწყალეთ გული ამ მობილურით! _ იფეთქა მოულოდნელად. _ დაიტოვეთ, ბოლოს და ბოლოს! ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ.

და გათიშა. შეურაცხყოფილი მივაჩერდი ჩამქრალ ეკრანს. მადლობის მაგიერია?!ჲუზრდელი.

გულის გადასაყოლებლად აბაზანას მივაშურე. ცხელი შხაპი სხეულსაც უხდება და სულისთვისაც შვების მომგვრელია. ასევე, ხელს უწყობს ხერხემლის მიდამოებში ჩაბუდებული კუნდალინების გახსნას. ინდოელებს რომ ჰკითხო, კუნდალინებში თვლემს ადამიანთა შესაძლებლობების ოთხმოცდათი პროცენტი. ჩვენ, ჩვეულებრივი მოკვდავები, ათიოდე პროცენტის რეალიზიციას ვახერხებთ. წარმომიდგენია, რა მოხდება ერთ

მშვენიერ დღეს მთელი ასი პროცენტი რომ გაიხსნას... მოხდება ის, რომ ადამიანი გაფრინდება კოსმოსში _ თავისით, ყოველგვარი სკაფანდრის გარეშე, დისტანციურად წაიკითხავს აზრებს, მისხალ-მისხალ გათვლის მომავალს.... და ცხოვრება გახდება... ფრიად უინტერესო. ამასობაში, ასის რა მოგახსენოთ, მაგრამ ერთი კუნდალინი უეჭველი გამეხსნა და გედეონ შატბერაშვილთან დარეკვა მიკარნახა.

ჩვენი საუბარი მოკლე იყო და საქმიანი. ერთ საათში შეხვედრა დავთქვით.

გედეონ შატბერაშვილი აღმოხნდა ორმოცი-ორმოცდახუთი წლის მამაკაცი, საშუალო სიმაღლის, მხარბეჭიანი, შეთხელებული ხორბლისფერი თმითა და საკმაოდ დახვეწილი ნაკვთებით. ჩემთან შესახვედრად არ დაენანა ოდეკოლონის სოლიდური ულუფა, რის გამოც მისალმების ნაცვლად ზედიზედ სამჯერ დავაცემინე.

კატოს მამამ, ინტილიგენტმა კაცმა და გამოცდილმა ექიმმა, არ შეიმხნია ჩემი მორიდებული ცხიკი და ქათინაური შემაგება.

_ თქვენს შესახებ ქების გარდა არაფერი მსმენია, როგორც კატოსგან, ისე ჩემი ყოფილი მეუღლისგან.

მადლობა მოვახსენე და საქმეზე გადავედი.

_ ბატონო გედეონ, კატოს შესახებ მინდოდა დალაპარაკება. საქმე ნიშნებს რომ ეხებოდეს, ტელეფონისაც შეიძლებოდა, მაგრამ ვეჭვობ, ნიშნებზე სერიოზული პრობლემა აქვს.

_ რას ბრძანებთ? _ გაუკვირდა გედეონს. _ თუ ასეა, ყურადღებით მოგისმენთ.

_ გავიაროთ?

_ თუ გნებავთ, სადმე დავჯდეთ. ყავაზე დაგპატიჟებთ.

_ არა, გავლა მირჩევნია.

ქუჩას გავუყევით. მანქანების გუგუნში ცოტა ხმამაღალი ლაპარაკი მეწევდა, მაგრამ კაფეში ჯდომის არც დრო მქონდა, არც სურვილი.

_ ...ბოლო დროს კატოს ვერ ვცნობ. სწავლაზე გული აიცრუა, გაკვეთილზე ნაღვლიანი ზის, ცრემლჩამდგარი თვალებით. დედამისი დავიბარე, მაგრამ რატომღაც ვერ მოიცალა, ამიტომ თქვენი შეწუხება გადავწყვიტე. არ ვიცი, რამდენაც სწორედ მოვიქეცი, მაგრამ ყოველთვის იმას ვაკეთებ, რასაც ინტუიცია მკარნახობს. _ გვერდულად შევხედე, რეაქცია შევამოწმე და რიხიანად განვაგრძე. _ ინტუიცია კი იშვიათად მღალატობს, ბატონო გედეონ... გულახდილად მითხარით, რა არის თქვენი ქალიშვილის თავს? იმედია არ ფიქრობთ, რომ უბრალო ცნობისმოყვარეობა მალაპარაკებს.

გედეონმა სიგარეტს მოუკიდა და ზედიზედ ორი ნაფაზი დაარტყა.

_ არა, არ ვფიქრობ. ასე რომ ყოფილიყო, არ მოვიდოდი. პრობლემა იმაშია, რომ კატოს დედამ მიგვატოვა.

_ გასაგებია. _ თანაგრძნობით ამოვიოხრე და ხანმოკლე პაუზის შემდეგ საქმეს მივუბრუნდი:

_ ისე წავიდა კოორდინატები არ დაუტოვებია?

_ არა.

_ როგორ არ ჰგავს ქალბატონ მედეას...

_ თქვენ არ იცის, როგორი იყო ის სინამდვილეში.

_ მე ვიცი, რომ კატოს უჭირს... ის ცუდად იქნება მანამ, სანამ არ ექნება დედამისის ნახვის იმედი.

_ ღირს კი ასეთ დედასთან ურთიერთობა?

_ ეს კატოს გადასაწყვეტია, მას უნდა ჰქონდეს არჩევანი.

_ ჰქონდეს, კი ბატონო, არ ვარ წინააღმდეგი.

_ იმის თქმა გინდათ, რომ არ იცით სად წავიდა თქვენი ცოლი? _ კითხვა შევუბრუნე.

_ ასეა.

_ არც ის იცით, ვისთან წავიდა?

გედეონმა სიგარეტი მოისროლა და გამომცდელად შემომხედა.

_ ქალბატონო მასწავლებელო, დაუკრეფავში ხომ არ გადადიხართ?

_ შეიძლება. _ ვთქვი და დავდუმდი.

რას ველოდი ამ შეხვედრიდან? ან რატომ უნდა გადაუშალოს გული პრაქტიკულად უცნობ ადამიანს?! ეჰ, დამაღალატა მოწონებულმა ინტუიციამ. ის დროა, დავიშალოთ.

_ არ გეწყინოთ, იამზე. _ გედეონი შემრიგებლურად შემეხო ხელზე. _ მიჭირს ამ თემაზე ლაპარაკი... თქვენი თავი წარმოიდგინეთ ჩემს ადგილას, რქიანი ტირანი.

_ რქიანი ტირანი? _ გავიმეორე უსაგნოდ.

_ ჩემო კარგო, ბავშვი არ ვარ, ვერ ვხვდებოდე, რომ მედიკომ სხვა კაცში გამცვალა. `ტირანი, ეგოისტი, უსულგულო...~ ეს მისი სიტყვებია, თქმული ჩემი მისამართით. ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი, ცარიელი ლაყბობა მეგონა და იმიტომ. თურმე ვცდებოდი, ჩემს ცოლს გაცილებით ღრმად შეუტოპავს, ვიდრე მეგონა.

_ იცით, ვისთან წავიდა?

_ ერთზე მაქვს ეჭვი, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ. უბრალოდ ვიცი, რომ ახალგაზრდობაში ჰქონდათ რომანი, რომელიც თითქოს მეგობრობაში გადაიზარდა... _ გედეონმა თავი გაიქნია და ცალყბად ჩაიცინა, _ იცით, მე არ მჯერა ქალსა და მამაკაცს შორის მეგობრობის. მომკალით და არ მჯერა. თქვენ?

პასუხად მხრები ავიჩეჩე. სინამდვილეში მყავდა მამრობითი სქესის ბავშვობის მეგობარი, წკრიალაშვილი მერაბი, მეტსახელად წკ, რომელიც სისტემატიურად მემათხოვრებოდა ჩემი ერთოთახიანის გასაღებს. ძალიანაც ვბრაზობდი, მაგრამ წკ-სთვის უარი არასოდეს მითქვამს _ ვიცოდი, რა მონსტრი ეჯდა სახლში ცოლის სახით. საინტერესოა, ვისთან ჰქონდა რომანი ქალბატონ მედეას?

და აქ, წეღან მიჩექმილმა ინტუიციამ ახალი, უფრო სწორედ ძველი ადრესატი მიკარნახა. ბატონ გედეონს თავაზიანად გამოვემშვიდობე და მობილური მოვიმარჯვე.

_ ილია, ისევ მე გაწუხებთ, წეღან მობილურის თაობაზე გირეკავდით...

_ ქალთამზე?

_ იამზე.

ჩემი სახელი ისედაც მაღიზიანებს, მაგრამ ქალთამზე მეტისმეტია, ეს ილუშაა თუ ცუმბუშა მგონი მაშაყირებს.

_ რაშია საქმე? _ მკითხა საკმაოდ უკმეხად.

_ თქვენი ნახვა მინდა, გადაუდებული საქმე მაქვს.

_ ჩაიწერეთ მისამართი. _ სრულიად მოულოდნელად დამთანხმდა.

მეორე წუთს ტაქსში ვიჯექი და აღნიშნულ მისამართს ვკარნახობდი.

_ _ _

ილია ნუცუბიძის ქუხაზე, კერძო სახლში ცხოვრობდა. რკინის ჭიშკართან შევდექი და ზარი დავრეკე. პირველი შოკი მაშინ მივიღე, როდესაც კარი ძაღლმა გამიღო _ უზარმაზარმა კავკასიურმა ნაგაზმა, რომლის დანახვაზე უკან გავხტი და ხმადაბლა შევკივლე.

_ რიჩარდ, სდექ! _ მოისმა სადღაც ზევიდან.

და აქ მეორე შოკი მივიღე _ აივანზე, ინვალიდის ეტლში იჯდა... ღმერთკაცი. მაგალითად ზევსი, რომელმაც დაამხო ყველა არსებული და არარსებული მტერი, დაეუფლა ყველა არსებულ და არარსებულ ქალს, დაიცალა, დაიღალა და მოიწყინა. ნიავი ოდნავ უწეწავდა მხრებზე ჩამოშლილ ხვეულ თმასა და პატრიარქალურ წვერს, ხოლო თვალები _ დარდიანი და მეტყველი, თითქოს რაღაც დიდ საიდუმლოს ინახავდნენ. ძაღლი, სახელად რიჩარდი, ღმერთკაცის ბრძანებას დაემორჩილა და ადგილზე შედგა.

_ ილია მინდოდა... _ დავიკნავლე ქვევიდან.

_ მე ვარ. ამოდით, ნუ გეშინიათ.

ფრთხილი ნაბიჯებით გავემარსე კიბისკენ. სფინქსად ქცეულ

ძაღლი არც შერხეულა.

_ მე იამზე ვარ. _ ყოველ შემთხვევაში, თავი წარვუდგინე.

_ მივხვდი. შევიდეთ სახლში. _ ილიამ სკამის სახელურზე განთავსებულ ღილაკს თითი მიაჭირა და მსუბუქად შესრიალდა ოთახში.

მეც შევყევი.

შესვლისთანავე იმედი გამიცრუვდა _჻ქალს აქ არც ჩაუვლია. მარტოხელა მამაკაცის ტიპიური საცხოვრისი _ მყუდროდ გამურული ბუხარი, სიძველისგან ფერდაკარგული შპალიერი, ანტიკვარული ბუფეტი სხვადასხვა სერვიზიდან შემორჩენილი ჭურჭლითურთ, კედელზე - სიმებგაწყვეტილი გიტარა და კონსტრუქციულ-დეკორატიული კომპოზიციები. კუთხეში _ შავი როიალი და საკმაოდ სოლიდური მუსიკალური ცენტრი. მარტო ექვსი ხმის გამაძლიერებლი დავთვალე _ შავი, მართკუთხა ყუთების უტყვი სასაფლაო. კომპიუტერი, პრინტერი, კომპაქტური დისკები...

ისმის კისხვა: რა მომარბენინებდა? ის დროა, ნაქებ ინტუიციას მიწა მივაყარო და სამუდამოდ გამოვიგლოვო. მაგრამ ძეგლივით ხომ არ ვიდგები ინვალიდი ღმერთკაცის წინაშე? თავი მაინც ვიმართლო.

_ სამწუხაროდ, ვისაც მე ვეძებ, აქ არ უნდა იყოს. მაპატიეთ შეწუხებისთვის.

_ მართალია, ის აქ არის და არც ყოფილა.

_ ვის გულისხმობთ?

_ იამზე, არ გინდათ ეს მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი, ჩვენ, ორივე, მედეა შატბერაშვილს ვეძებთ.

თავის კანტურით დავეთანხმე.

_ ყავას დალევთ?

_ კი. _ სიამოვნებით ავიტაცე შეთავაზება. დათასთან შეხვედრამდე ქუჩაში ხეტიალს ზევსისმიერი ილიას გარემოცვაში ყავის დალევა მირჩევნია. სხვა თუ არაფერი, ორივეს ერთი საფიქრალი გვაქვს.

_ მაშინ დაჯექით და დამელოდეთ. _ ამ სიტყვებით ის სამზარეულოში გაუჩინარდა, მე კი მარჩიელობა დავიწყე ილიას პროფესიასთან დაკავშირებით.მმუსიკოსია? იქნებმმხატვარი?ჱყავის

სურნელის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მზარეულობა მოუხდებოდა. მზარეული, რომელიც ერკვევა მუსიკაში და უყვარს მხატვრობა. თუ პირიქით?

ილიამ საკმაოდ ოსტატურად შემოასრიალა გორგოლაჭებიანი ურიკა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა:

_ აბა, მითხარით ვინ ხართ და რაში გაინტერესებს მედეას ადგილსამყოფელი.

მე გულახდილად მოვუყევი კატოს შესახებ და იგივე მოვითხოვე მისგან.

_ მე და მედიკო ჯგუფელები ვიყავით, _ დაიწყო ილიამ.

... ისინი თექვსმეტი წლის წინ შეხვდნენ ერთმანეთს, უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, რასაც ილიას მხრიდან მალევე მოჰყვა ოფიციალური წინადადება, მაგრამ მედიკო არ აღმოჩნდა მზად ოჯახის შესაქმელად _ `დრო მომეცი, უნდა ჩამოვყალიბდეო.~ ჩამოყალიბების პროცესი მთელი სამი წელი გაიჭიმა, განელდა თავდაპირველი ემოციები, ვიდრე ერთ მშვენიერ დღეს არ გამოჩნდა `სხვა~ და განელებულ ემოციებს სული არ ჩაბერა. ილიამ მიიხედა-მოიხედა და ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა _ აქეთ მეგობრობაში გადაზრდილი სიყვარული, იქით _ ვნება, რომელიც ახელებდა, აჩქარებდა, ცეცხლზე ნავთს ასხამდა. ილიამ ერთხანს იფაფხურა და ვიდრე დაიფერფლებოდა, `სხვაზე~ დაქორწინდა. შემდგომი მოვლენები უკვე სტატისტიკის სფეროა. საქმროს ღალატიდან ერთი წლის თავზე მედეა გათხოვდა. ცოლად გაჰყვა გედეონ შატბერაშვილს. ორიოდე წელიწადში ილია `სხვას~ გაეყარა. ჱყოფილი შეყვარებულების გზები პროფესიული თვალსაზრისისაც გაიყო. ილიამ გადაიფიქრა იურისტობა, უნივერსიტეტი მიატოვა და მუსიკაში სცადა ბედი. რაღაც პერიოდი ანსამბლში უკრავდა, მერე ხატვამ გაიტაცა.

მმთელი ეს წლები არ ტოვებდა შეგრძნება, რომ სხვის მაგივრად ცხოვრებდა, რომ ეს ცხოვრება უჭერდა, როგორც ერთი ზომის პატარა ფეხსაცმელი, ნაუცბათევად ნაყიდი ძვირადღირებულ მაღაზიაში. თითქოს იმ სხვამ მიატოვა უნივერთიტეტი, სხვა უკრავდა საშუალო გაქანების ანსამბლში, სხვას გამოჰყავდა ფუნჯით აბსტრაქტული კომპოზიციები, სხვა იკეთებდა ვენაში წამალს, პატრიოტულ სულისკვეთებას ამოფარებული სხვა გაიქცა ომში.

წლები გავიდა, ვიდრე ყოფილ შეყვარებულებს ბედისწერა შეახვედრებდა...

საერთო ნაცნობისგან მედეამ სამწუხარო ამბავი შეიტყო: ილია აფხაზეთის ომში დაიჭრა და სამუდამოდ დაინვალიდდა. მედეამ მისი მონახულება გადაწყვიტა. ეს მოხდა ორი წლის წინ...

მას შემდეგ არც გაუწყვეტიათ ურთიერთობა.მმედეას, რომელიც იმთავითვე განიცდიდა მეგობრების დეფიციტს, მოთხოვნილებად ექცა ილიას მონახულება, მასთან საუბარი, კამათი, საადვოკატო საქმეების გაზიარება... თან წამდაუწუმ საათზე იყურებოდა _ სახლში არ დამაგვიანდესო. ხელწერილით გათავისუფლებულ პატიმარს ჰგავდა, რომელსაც ციხეში გამოცხადების დრო ეწურება. ილია მადლობელი იყო ნაგვიანევი საჩუქრისთვის. იქ, სამხედრო ჰოსპიტალში, როცა პირველად მოუგორეს ინვალიდის ეტლი, რატომღაც მედეა გაახსენდა... ის რომ გვერდით ჰყოლოდა, ალბათ ვერავითარი ავადმყოფობა ვერ მოერეოდა, და თუ მოერეოდა, მაინც ერთად იქნებოდნენ _ ჭირშიც და ლხინშიც, რადგან მათ მეგობრობაში გარდამავალი სიყვარული აკავშირებდათ და არა სიძულვილში გარდამავალი ვნება.

_ გედეონმა იცოდა თქვენი არსებობის შესახებ? _ ვკითხე მისი აღსარებით შეცბუნებულმა.

_ როგორც ჩანს იცოდა, აკი თქვენთვისაც მოუხსენებია?!

_ მას ჰგონია, რომ თქვენ შორის უფრო სერიოზული ურთიერთობაა, ვიდრე მეგობრობა.

_ ეს მორიგი ფანდია, თქვენ დაბნევად გათვლილი. მე ზედმიწევნით ვიცოდი მედიკოს ყველა ნაბიჯი, გამორიცხულია ვიღაც ჰყოლოდა ჩემ გარდა... თუკი შეიძლება ითქვას, რომ მე ვყავდი. _ ცალყბა ღიმილით დაიხედა უღონო ფეხებზე.

_ მაშინ არ მესმის... სად გაქრა, ვისთან წავიდა?

_ გედეონს ეცოდინება. მეტს არავის. თქვენი ზარის შემდეგ ვიფიქრე ამაზე. გედეონმა დამალა ცოლი, მედეა რაღაცაში უშლიდა ხელს. რაში არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად უშლიდა.

_ გაქვთ არგუმენტი?

_ მხოლოდ ინტუიცია.

ეჰ, ჩემი უბედურების არ იყოს, ესეც ინტუიციის იმედზეა.

_ თუმცა... _ ილიამ მრავალმნიშვნელოვანი პაუზა გააკეტა და ყავიანი ჭიქა ლამბაქზე დადო.

მმეც მივბაძე და სმენად ვიქეცი.

_ თუმცა, პაწია ხელჩასაჭიდი მაქვს, _ დამაინტრიგებლად განაგრძო ილიამ, _ რამდენად ანგარიშგასაწევია, თავად განსაზღვრეთ.მმოკლედ ცოლ-ქმარს უსიამოვნება ჰქონდათ გედეონის სამსახურთან დაკავშირებით. მედიკოს ერთხელ წამოცდა კიდეც: `თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება გავშორდეო.~

_ რას გულისხმობდა?

_ არ ვიცი. ვკითხე და არ მიპასუხა, უფრო სწორედ ბუნდოვანი პასუხი გამცა: `ყველაფერს დავაზუსტებ და მერე მოგიყვებიო~. სამწუხაროდ, არ დასცალდა...

_ რას ნიშნავს არ დასცალდა?! _ წამოვიძახე აღშფოთებულმა.

ილიამ ჯერ პირზე მიირტყა ხელი, მერე სამჯერ დააკაკუნა ეტლის სახელურზე. ის აღარ ჰგავდა ღმერთკაცს, ის ჰგავდა ტყუილში გამოჭერილ მოწაფეს. ნუთუ აქაც შემეშალა?

_ სულ ტყუილად მოყურებთ პროკურორის თვალებით, _ დამანამუსა ილიამ, _ თქვენზე მეტად მე ვარ დაინტერესებული.

_ მაშინ მომაწოდეთ ვერსიები, რაც არ უნდა იყოს ყოფილი იურისტი ხართ...

_ კარგი, კარგი, _ ხელის აწევით შემაჩერა, _ დაახლოებით სამი კვირის წინ მედეამ დისკი დამიტოვა შესანახად, ერთ ადამიანზე კომპრომატს ვაგროვებ და შენთან უფრო უსაფრთხოდ იქნებაო.

_ ის `ერთი ადამიანი~, სავარაუდოდ ქმარია...

_ რატომ?

_ წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისთან შეინახავდა. ამიხსენით: რატომ უნდა იყოს ყოფილი შეყვარებულის სახლი საკუთარ სახლზე უსაფრთხო?

_ არ არის საქმე ასე მარტივად. მედიკო პროფესიონალი იურისტია, გამორიცხული არაა კომპრომატი ჰქონოდა საჯარო პერსონაზე. მსგავსი დოკუმენტის შენახვა ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას ყოვლად დაუშვებელია.

_ `ყველაში~ ოჯახის წევრებს მოიაზრებთ?

_ რატომაც არა?!

_ მერე რა უდგას წინ დისკის ნახვას? _ ვკითხე გამომწვევად, დარწმუნებულმა იმაში, რომ დამიწყებს ახლა მორალის კითხვას _ სხვისი წერილების კითხვა არ შეიძლება, მე თქვენ ვინ გგონივართ, ადამიანი მენდო... არადა თავი მისკდება, სიამოვნებით მოვნიშნავდი მეხსიერების ბუფერში დაგროვილ ყველა უარყოფით ინფორმაციას, დავაჭერდი ვირტუალურ მაუსს და წავშლიდი, როგორც კომპიუტერში.

_ უკვე ვნახე. _ მომესმა უცებ.

_ მერე? _ გამოვფხიზლდი.

_ ვერაფერი გავიგე.

_ შეიძლება მეც დავხედო?

თავი დამიკრა და კომპიუტერიკენ გასრიალდა. მეც მივყევი.

_ ვირტუალური თამაშები გყვარებიათ. _ ვანიშნე მაგიდაზე დახორხოლავებულ დისკებზე.

_ არც უმაგისობაა. ამ დისკებს თუ გულისხმობთ, სიმღერებია ჩაწერილი. ჩემი სიმღერები.

გგავოცდი. ბრმა მომღერალი გამიგია, მეტიც _ საკუთარი თვალით მინახავს, მაგრამ ინვალიდის სავარძელში მჯდარი...

_ მე მუსიკას ვწერ, ისინი მღერიან. _ ჩემი აზრი განავრცო ილიამ.

_ ვინ ისინი?

_ ვისაც დღეს ვარსკვლავებს ეძახიან.

გასაგებია. დღეს ყველას ვარსკვლავებს ეძახიან, ვინც ერთხელ მაინც გამომხტარა სცენაზე და ექსტაზში დაუღია თავისი უნიჭო პირი.

_ მუსიკას ადრეც ვწერდი, უფრო გასართობად, ვიდრე გასაყიდად. დღეის მდგომარეობით არ მაქვს გართობის ფუფუნება, მუსიკა _ ჩემი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. დაჯექით, იათამზე. _ მიმითითა ფრიად ორიგინალურ ხის სკამზე, რომლის საზურგეს ლოტოსის ინკრუსტრირებული ყვავილი ამშვენებდა.

_ ფარაონის სკამის ასლია, _ განმიმარტა ილიამ. _ მგონი ტუტანხამონის. კაიროდან ჩამომიტანეს, ას დოლარად.

_ ორიგინალი რომ არ არის, ვხვდები. _ იხტიბარი არ გავიტეხე და დავჯექი. მოვსინჯო, რანაირ სკამზე ასვენებდა თავის ღვთაებრივ საჯდომს ახალგაზრდა ფარაონი. ცოტა მაგარია, მაგრამ არა უშავს. ასეთ სკამზე ვერ მოიღვენთები, წელში გამართული უნდა იჯდე, შეტყუპებული ფეხებითა და ამაყად მოღერებული ყელით.

ფამასობაში ილიას მოესწრო მედეას გადაცემული დისკის გახსნა.ჶეკრანზე გამოჩნდა დანომრილი ინიციალები. ნომრები მარტო ავტორისთვის გასაგები ლოგიკით იყო განთავსებული, ანუ, ეს არ იყო სია კლასიკური გაგების. # 35 _ კალაძე. ლ. 1951 ვინ არის იდუმალებით მოცული კალაძე ლ, რომელიც სავარაუდოდ 1951 წელსაა დაბადებული?აანდა # 3 _ საჯაია მ. რომლის გასწვრის წერია 1930. სულ შვიდი კაცი... თუ ქალი... თუ ბავშვი...

_ დაბადების წლის გათვალისწინებით, საქმე ადამიანებთან გვაქვს. _ აღნიშნა ილიამ.ჶ

_ თქვენ საშიში კაცი ხართ, ილია, სხვის აზრებს კითხულობთ...

უცნაურად შემომხედა. შეიძლება ითქვას, შემფასებლურად. უხერხულად შევიშმუშნე. ასე არ იყურებიან ინვალიდები, ასე იყურებიან ნამდვილი მამაკაცები _ ურცხვად, ირონიით, უპირატესობის შეგრძნებით. სუნიც ნამდვილი მამაკაცისა ასდიოდა _ სიგარეტის, ძაღლის, ყავის... ამ სკამს მგონი მაგიური ძალა აქვს, სწრაფად გავსწორდი წელში და საქმიანი გამომეტყველება მივიღე.

_ იამზე, თქვენთვის არავის უთქვამს რომ ეგვიპტელს გავხართ?

_ ეგვიპტელის რა მოგახსენოთ, მაგრამ ბარბრა სტრეიზანდს მამსგავსებენ.

_ რას ამბობთ, ბარბრას ცხვირი შუბლიდან ეზრდება!

_ მისი ხმის პატრონს, შუბლზეც რომ ეზრდებოდეს, ეპატიება. ვისი უნდა იყოს ეს ინიციალები? _ მივუბრუნდი ეკრანს.

_ არ ვიცი, მაგრამ...

სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ მობილურზე დათამ დამირეკა.

_ გადმოგირეკავ. _ მოკლედ ვუთხარი და ილიას ვანიშნე _ დაესრულებინა წინადადება.

_ გედი შატბერაშვილის კომპიუტერი უნდა ინახოს. შეხედეთ...

ილიამ მაუსი აამუშავა და ეკრანზე ახალი წარწერები ამოხტა: #35 _ საყლაპავი მილის დივერტიკული; #32 _ სწორი ნაწლავის კიბო; #33 _ თირკმელების უკმარისობა; #3 _ რბილი დაშვება...

_ `რბილი დაშვება~ რაღაა? _ ვიკითხე ხმამაღლა.

_ საავიაციო ტერმინს ჰგავს...

_ რა უნდა საავიაციო ტერმინს დაავადებების ჩამონათვალში?!

_ შეიძლება არცაა ტერმინი, რაღაც კოდური სიტყვაა... ისეთი პირი უჩანს, რომ მედეამ ინფორმაცია ქმრისგან მოიპოვა. სულაც მისი კომპიუტერიდან გადმოქაჩა.

_ მაგას დამტკიცება უნდა.

_ რომ დაამტკიცო, უნდა შეაღწიო გედეონის კომპიუტერში.

_ რომელი ხაკერი მნახეთ, რომ `შევაღწიო~?!

_ არ შეიძლება მასწავლებელი მოსწავლეს ესტუმროს, როცა ოჯახის უფროსი შინ არ ბრძანდება? _ შემომაპარა ილიამ.

_ შუბლის ძარღვი თუ გაიწყვიტე, ყველაფერი შეიძლება. რას მთავაზობთ? მოტყუების გზის შევაღწიო სხვის სახლში, თანამზრახველად გავიხადო მოზარდი, მამამისის კომპიუტერში შევძვრე... თქვენ მე ვინ გგონივართ?!

_ გულადი ადამიანი.

შევიფერე.

_ კეთილი, გულისხმიერი, ცნობისმოყვარე...

`ცნობისმოყვარე~ არ მომეწონა. დიდი ვერაფერი კომპლიმენტია.

_ ისე მიყურებთ, თითქოს ცნობისმოყვარეობა ნაკლი იყოს, და არა ღირსება. _ ილიამ ეტლიანად მობრუნდა, _ ცნობისმოყვარეობა კაცობრიობის მამოძრავებული ძალაა, რომ არა ის, დღესაც გამოქვაბულში ვიცხოვრებდით.

_ მაგას რა ჯობია?! დილას მზის ამოსვლა გაგვიხარდებოდა, საღამოს _ მთვარის.

_ რა გიშლით ხელს მზის ამოსვლით დატკბეთ?

_ დროის დეფიციტი. _ საათს დავხედე.

ღმერთო ჩემო, ექვსზე კერძო გაკვეთილი მაქვს. ხუთი წუთიც რომ დამაგვიანდეს, ჩემი მოწაფეები შატალოზე გაჭენდებიან. ცალკე დათასთან მომიწევს თავისმართლება ნაჩქარევი პასუხის გამო...

წამოვხტი.

_ გეწყინათ რამე? _ ქვევიდან ამომხედა ილიამ.

_ არა, რას ამბობთ?! სულ დამავიწყდა, რომ გაკვეთილი მაქვს...

_ აჰა, ნაკლიც გქონიათ, გულმავიწყი ყოფილხართ.

_ ეჰ, ნაკლი იმდენი მაქვს, ხუთი თითი არ მეყოფა. შეიძლება ათიც. _ ხელჩანთა ამოვიღლიავე და კარისკენ გავემართე.

_ ერთი წუთით! _ მომაძახა ილიამ. _ ძაღლი გავაფრთხილო, თორემ შეგჭამთ.

_ დავიჯერო, ის დელიკატური ნაგაზი კანიბალია?

_ მე თუ ვუბრძანე, ხარაკირსაც გაიკეთებს. _ გაეღიმა ილიას და ისევ ღმერთკაცს დაემსგავსა.

_ _ _

მმომდევნო ორი დღე დათას შემორიგებას მოვუნდი. ბოლოს და ბოლოს, შევაბი _ დავპირდი რა რომანტიკულ ვახშამს სანთლის იუქზე. ამ მომენტისთვის სანთლის გარდა სახლში არაფერი გამაჩნია, თუ არ ჩავთვლით კალათაში ობლად მოლაყლაყე რამდენიმე კარტოფილს და დაობებისთვის განწირულ ყველის ნაჭერს. არც ერთი გამოიყურებოდა რომანტიულად, არც მეორე. რჩევისთვის კულინარიის ჯადოქარს, ლელას მივმართე. უფროსი და გაგებით მოეკიდა უმცროსი დის (ანუ ჩემი) სულისკვეთებას `რაღაც ისეთი~ დაეხვედრებინა საყვარელი მამაკაცისთვის და საზეიმო ხმით ჩამაწერინა რეცეპტი შთამბეჭდავი სახელით _ `თევზი მარსელურად~.

ყურმილი დავკიდე და ჩავფიქრდი. სად ვიშოვო თევზი ამ ღამიანად? რომც ვიშოვო, სად შემწვარი თევზის სუნით აყროლებული სახლი, სად რომანტიული ვახშამი? რეცეპტს ჩავუღრმავდი... `ზეითუნის ზეთში შევწვათ წვრილად დაჭრილი ხახვი...~ მინდა გითხრათ, არც ზეითუნის ზეთი მაქვს... ვითომ ჩვეულებრივ ზეთს არ იკადრებს ლელას ვირტუალური თევზი?... `ვუმატებთ წვრილად დაჭრილ პომიდორს, კამას, ოხრახუის, ნიორს, დაფნას, პილპილს, ზაფრანას...~ არა, ბატონებო, ეს ყველაფერი თუ ერთ საათში მოვასწარი და მერე კიდევ რომანტიკელი სანთლების თანხლებით ღლიცინის თავი მექნება, ჩემპიონი ვყოფილვარ!

რეცეპტი ჩაიდანის ცხვირს ჩამოვაცვი და გამოსავლის ძებნა დავიწყე. გგამოსავალი კი არ ჩანდა, გარდა ერთისა _ დათა მაძღარი მოსულიყო. კიდევ ერთხელ გამოვგლიჯე მაცივრის კარი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ობიანი ყველის არსებობაში, კიდევ ერთხელ დავუარე უჯრებს... რის მერეც ქურთუკში მკლავი გავუყარე და მარკეტში ჩავქანდი.

ერთ საათში სუფრაზე თავს იწონებდა კუჭმაჭი ბროწეულით და ბაჟეში ჩადებული თევზი `ქართულად~. ერთი პირობა ვიფიქრე ობიანი ყველის ნაკუწი ფრანგულ `კამამბერად~ გამესაღებინა, მაგრამ დათას რას გამოაპარებ?Êრომანტიულობის გასამძაფრებლად ხელს გამოვაყოლე ერთი ბოთლი შავი ღვინო, ტანწერწეტა ჭიქებიც შემოვუწყვე და საათს დავხედე. რვას აკლია თხუთმეტი წუთი. სად არის ჩემი გულისსწორი და სულის მტევანი? რვის ნახევარზე დამპირდა...

ტელევიზორი ჩავრთე და სუფრასთან ჩამოვჯები რომანტიულ სანთელთან ერთად.

ეკრანზე გამოჩნდა თეთრხალათიანი ექიმი ყვითელი სითხით სავსე ქილების გარემოცვაში. მივაყურადე. ქილებში აღმოჩნდა არც მეტი, არც ნაკლები _ პოლიციელების მიერ გაღებული ერთი ულუფა შარდი. თურმე, ეს პროცედურა ძალოვან სტრუქტურებში ნარკომანების გამოვლენას ემსახურება. თავისთავად მისასალმებელი ფაქტია, მაგრამ დამეთანხმეთ, ყველაფრის გატელევიზორება რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია... განსაკუთრებით მაშინ, როცა ზიხარ გაშლილ სუფრასთან და შეყვარებულის მოლოდინში სასიამოვნო პერსპექტივას უღიმი.

გადავრთე და მორიგ ამერიკულ თრილერს გადავაწყდი. წივილ-კივილი, ცემა-ტყეპა და სისხლი, ბევრი სისხლი... გამოგიტყდებით, შარდის ყურებას სისხლის ყურება მირჩევნია, თანაც ეს სისხლი ხელოვნურია, მაშინ, როდესაც შარდი...

ზარის ხმაზე ფეხზე წამოვიჭერი და ციმციმ გავაღე კარი. ღიმილი პირზე შემაცივდა, როცა ზღურბლზე გედეონ შატბერაშვილი დავინახე. განსაკუთრებით მისმა გარეგნობამ შემზარა _ შავი პიჯაკის ფონზე ამოზრდილი მიტკლისფერი სახე. სილამაზის სალონში გაპატიოსნებულ მიცვალებულს ჰგავდა.

_ უკაცრავად იათამზე, თქვენი დახმარება მჭირდება. _ წარმოთქვა გათეთრებული ტუჩებით.

_ რაშია საქმე, ბატონო გედეონ?

_ არ გვინდა ოფიციოზი, გედი დამიძახეთ, როგორც ახლობელმა.

სახლში შევიპატიჟე. ჩემი მოკრძალებული სუფრის დანახვაზე გედეონი შეცბა.

_ სტუმრებს ელით?

_ დიახ. _ ვაღიარე მე. თუმცა სტუმრების რაოდენობა არ დამიკონკრეტებია.

_ ცუდ დროს მოვედი, მაგრამ რომ არ მოვსულიყავი არ შემეძლო. უნდა გამომყვეთ იამზე, კატო ცუდადაა.

_ რა მოუვიდა?

_ ნერვული შეტევა. მამიდამისი მოვიყვანე, მაგრამ არავის იკარებს.

_ რა იცით, რომ ჩემი დანახვა გაუხარდება?

_ მაგას ახლა დედამისის გარდა არავის დანახვა არ გაუხარდება, მაგრამ თქვენც ახლობლად გთვლით, ამიტომ... დამეხმარეთ, გთხოვთ, არ ვიცი, რა წყალში გადავვარდე?

_ ცოლი უნდა მოძებნოთ, ბავშვს დედა უნდა!

_ ვეძებ, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ძალიან გთხოვთ, დამითმეთ ორიოდე საათი.

`ორიოდე საათი~ კარგია! დათა?!

_ იამზე...

_ მანქანით ხართ?

_ კი.

_ კარგით, ქვევით დამელოდეთ, ხუთ წუთში ჩამოვალ. _ დავპირდი ყოყმანით და კარის მიხურვისთანავე დათას დავურეკე.

_ სად დაიკარგე? _ შევძახე პრეტენზიულად, თავი იმთავითვე დამნაშავედ რომ ეგრძნო.

_ თხუთმეტ წუთში შენთან ვარ. _ მომახარა დათამ.

_ ძალიან კარგი, გასაღებს ქეჩის ქვეშ ამოვდებ და მეც მალე შემოგიერთდები.

_ გაგიჟდი? რას ნიშნავს `შემომიერთდები?~ სად ხარ? _ ქვემეხივით მომაყარა დათამ.

_ სახლში, მაგრამ ამ წუთში გავდივარ. გედეონ შატბერაშვილი მელოდება ქვევით, კატო გამხდარა ცუდად.... დავხედავ და მოვალ.

პასუხს არ დაველოდე, მობილური გავთიშე და კიბეზე დავეშვი.

_ _ _

კატო ზურგშექცევით იწვა ტახტზე, ზევიდან ეფარა აქლემებით მოხატული ფუმფულა პლედი. ოთახს მყუდროდ ანათებდა კედელზე მიმაგრებული ბრა. კარის ჭრიალზე კატომ მოიხედა და გაკვირვებულმა მომაპყრო ტირილისაგან დაოსებული თვალები. თმა აბურდოდა, პულოვერის საყელოდან უმწეოდ მოუჩანდა წვრილი, თეთრი ყელი.

სიბრალულის ტალღამ მთელ სხეულში დამიარა და ქუთუთოებთან შემიგუბდა. ხმაურით ჩავისუნთქე ჰაერი.

გედეონმა სკამი დამიდგა და ტაქტიანად გაგვეცალა.

_ როგორ ხარ, კატო?

_ მეშინია. _ ჩურჩულით მიპასუხა.

_ რისი? _ მეც ჩურჩულზე გადავედი.

_ საკუთარი თავის. კიდევ, დაძინების მიშინია... დავხუჭავ თუ არა თვალებს, დედას ვხედავ. თითქოს მეძახის, შველას მთხოვს, მე კი არ ვიცი, რით ვუშველო. წეღან სასწრაფო იყო, დამაწყნარებელი ნემსი გამიკეთეს, ვკვდები ისე მეძინება, მაგრამ თავს ვიძინებ, მეშინია...

_ დაიძინე, მე აქ ვიქნები.

_ მამიდაჩემიც მაგას მეუბნება, აქ ვიქნებიო, მაგრამ მე არ მინდა აქ მეჯდეს და მძინარეს მიყუროს. თქვენ საიდან გაჩნდით, ია მასწ?

_ ტელეფონით მოგიკითხე. მამაშენმა _ კატოსთან სასწრაფო არისო. _ ვიცრუე და თემის გადატანას შევეცადე. _ რატომ გაღიზიანებს მამიდა?

_ მაგას არასოდეს უყვარდა დედა.

_ რა ჰქონდათ გასაყოფი?

_ ისეთი არაფერი, უბრალოდ არ აღიარებდნენ ერთმანეთს.

წეღან, სასტუმრო ოთახში ტანდაბალ ქალს მოვკარი თვალი, ქერად მელირებელი ფაფარით, ის თუა კატოს მამიდა.

_ ია მასწ, როგორ ფიქრობთ, დედას ჩემზე მეტად უყვარს ის კაცი?

_ ვინ კაცი, კატო?

_ ვისთანაც წავიდა.

_ ეს შენი აკვიატებაა, ამოიგდე თავიდან. კიდევ ერთხელ გიმეორებ _ იმ წერილში კაცი ნახსენები არ ყოფილა.

_ მამაჩემისა და მამიდაჩემის ლაპარაკს მოვკარი ყური, ორივე დარწმუნებულია დედაჩემის ღალატში. მამამ იმის სახელიც კი ახსენა _ ილია. ვაიმე! _ კატომ პლედი მოიქნია და გაფაციცებული წამოჯდა. _ ილია, ანუ ილუშა! იმ დღეს დედაჩემი ილუშას ელაპარაკებოდა! გახსოვთ, ამასწინათ გიყვებოდით...

_ ვიცი, ვიცი. ვნახე ის ილია. დედაშენი მასთან არ არის, კატო. და საერთოდ...

_ რა?

_ ის კაცი ინვალიდია, წელს ქვევის მოწყვეტილი, ღალატზე ლაპარაკი ზედმეტია.

_ ინვალიდი... დედა ინვალიდთან მეგობრობდა?

_ მთელი ცხოვრება კი არ ყოფილა ინვალიდი, აფხაზეთის ომში დაიჭრა. ჯგუფელები ყოფილან. როცა დედაშენმა ილიას ამბავი შეიტყო, მოიკითხა. რა არის ამაში დასაძრახი?

_ ის, რომ ამას ჩუმად აკეთებდა.

_ პირადი ცხოვრების უფლება ყველას აქვს. დავიჯერო, შენ არ გაგაჩნია პატარა საიდუმლო?

კკატო ისევ მიწვა და მზერა ამარიდა.

_ ახლა დაიძინე, ხვალ ადრე ხარ ასადგომი.

_ რომ არ წავიდე სკოლაში?

_ ცოტაც გაუძელი, იქითა კვირიდან არდადეგები იწყება. თანაც გერმანულში საკონტროლო გვაქვს, თუ დაგავიწყდა?

_ რა მესაკონტროლოება ია მასწ, ცუდად ვააარ... _ ცხვირში წაიდუდუნა კატომ.

_ იცი, მეცადინეობა თავისებური ფსიქოთერაპიაა. რაც მეტად დაიტვირთავ თავს, მით ნაკლებად შეგაწუხებს უსიამოვნო ფიქრები. დაიძინე.

კატომ თვალები დახუჭა.

_ ისევ რომ დამესიზმროს?

_ დაგესიზმროს, რა უშავს მერე. ალბათ ენატრები და სიზმარში გსტუმრობს ხოლმე. _ პლედი შევუსწორე და ხელზე მივეფერე. მწყერივით დრეკადი ძვლები ჰქონდა, გრილი თითები. _ შენ დაიძინე, მე კი რამეს წაგიკითხავ.ჰჰო, მართლა, `თამაში ჭვავის ყანაში~ წაიკითხე?

_ ბოლომდე არა.

_ რატომ?

_ დამრთგუნა მაგ თქვენმა კოლფილდმა, მგონი ცოტა გიჟია, არა?

_ ახლა, მაგაზე თუ წავიდა, ცოტ-ცოტას ყველა ვუბერავთ.

_ რამე ხალისიანი მომიყევით, ია მას, ჭკუის სასწავლებელი არა.

_ ჩემი პირველო შატალო. გინდა?

_ მინდა.

ნახევარ საათში კატოს თანაბარი სუნთქვა გაისმა. დათა ალბათ დასაბმელია. სასწრაფოდ უნდა გავიქცე, იმედია გედი-მტრედი სახლამდე მანქანით მიმაცილებს. რატომ უნდა ვხარჯო ტაქსში ჩემი ფული, როდესაც ხელფასის ნარჩენები ე.წ. რომანტიკულ ვახშამში მივაფშვენი?!

_ დაიძინა? _ სასტუმრო ოთახში და-ძმა შემომეგება.

_ დაიძინა. _ დავუდასტურე და საფუძვლიანად შევათვალიერე კატოს მიერ ათვალისწუნებული მამიდა.

_ ყავას ხომ დალევთ? _ დაიწრიპინა ქალმა.

არ ვაჭარბებ, სწორედაც დაიწრიპინა. ასაკთან შედარებით წვრილი ხმა ჰქონდა და ვირთხასავით ახლოს ჩამჯდარი, ურცხვი თვალები.

_ არა, მე წავალ, სახლში მელოდებიან...

_ რას მირჩევთ, იამზე, როგორ მოვიქცე? _ შეწუხებული სახით მკითხა გედეონმა.

_ ამაზე მაშინ უნდა გეფიქრათ, როცა იმ საშინელ წერილს აცნობდით გოგონას. _ ცივად მოვუჭერი. _ ის, რომ თქვენი მეუღლე სასტიკად მოიქცა, საკამათო არაა, მაგრამ თქვენ უარესი გააკეთეთ... რა საჭირო იყო წერილის ჩვენება კატოსთვის? დედის სიკვდილს უფრო მოინელებდა, ვიდრე იმ გაურკვევლობას, რომელიშც ახლა იმყოფება.

_ სიკვდილს? _ ჩაფიქრდა გედეონი.

_ დიახ, სიკვდილს. ის მაინც ეცოდინებოდა, რომ ბუნებაში არსებობს დედის საფლავი, სადაც ყვავილების მიტანა შეიძლება, სანთლის დანთება, ტირილი... აბა, მითხარით, რა შეღავათია კატოსთვის ასეთი დედის არსებობა?

_ მეც რა გითხარი?! _ ნიშნისმოგებით შესძახა ქალმა.

_ ხო, გაიცანით, ეს ჩემი დაა, თამრიკო. ისე შემეშინდა, სასწრაფოდ გამოვიძახე.

_ მაპატიეთ, ბატონო გედი, მაგრამ რომ არ ვთქვა, არ იქნება:

თუ კატოს მსგავსი ისტერიკა დაემართება, არ გირჩევთ დის გამოძახებას.

ისეთი სახეები გაუხდათ, თითქოს ცოცხალი გველი გადაყლაპეს. მკვეთრად მივტრიალდი და გასასვლელისკენ წავედი, იმ იმედით, რომ გედეონი მოისაზრებს და სახლამდე მიყვანას შემომთავაზებს.ჵინიციატივა ქალბატონმა თამარმა გამოიჩინა:

_ მე მივაცილებ პატივცემულ მასწავლებელს, მაინც ვაპირებდი წასვლას.

სვლა შევანელე.

_ მარტო მტოვებ თამრიკო? _ გააპროტესტა გედეონმა.

_ კარგი რა, გედი, პატარა ბავშვივით იქცევი ამხელა კაცი... თუ რამეა, მობილურზე დარეკე, ჩართული მექნება. მეც მყავს შვილები, სხვათა შორის. _ დააყოლა გაღიზიანებულმა, დამეწია, იასამნისფერ ბოას ხელი დაავლო და ჩემთან ერთად ბაქანზე დაწინაურდა.

ჲუყურე შენ, შვილებიც ჰყოლია ამ ვირთხების დედოფალს, დარწმუნებული ვარ ქმარიც ეყოლება. არა, რა, აი, ასეთების ჯიბრზე უნდა გავთხოვდე.

_ ვიცოდი, ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა. გული მიგრძნობდა, მაგრამ ვინ დამიგდო ყური?! _ თამრიკომ ისეთი გააფრთებით გამოიძახა ლიფტი, ლამის ლაქწასმული ფრჩხილი მოიტეხა.

_ ამით, რისი თქმა გინდათ?

_ ჩემი ძმა უკეთესი ქალის ღირსი იყო.

_ გარეგნობას გულისხმობთ? _ გაოცებული შევყევი ლიფტში.

_ გარეგნობა რა შუაშია?! ჯიშია მთავარი.გგენეტიკა. არ ვარ მართალი?

_ როცა ცხენებს არჩევენ, კი.

_ ჰმ! იუმორი გაწუხებთ. _ შემომიღრინა პატარა ქალმა და მელირებული ფაფარი გაარხია. _ მედიკო ნაშვილებია. აი, სად ამოხეთქა ცუდმა გენეტიკამ, მერჩივნა გედის ერთი სოფლელი გოგონა შეერთო ცოლად, ვიდრე ვიღაცის ნაბიჭვარი.

_ მედეას `ნაბიჭვრობის~ არაფერი ეტყობა, ქმრები წესიერ ოჯახში გაზრდილ ქალებსაც მიუტოვებიათ.

თამრიკო პირველი გამოხტა ლიფტიდან და გასაღებების აცმის წკარუნით უზარმაზარი `ჯიპისკენ~ წავიდა. ჩემი დაკვირვებით, ჩია ტანის ადამიანებს განსაკუთრებული ლტოლვა აქვთ დიდი მანქანების მიმართ. ვითომ,კკომპლექსის კომპენსაციის მიზნით? `პიუმ~ _ დაიწივლა სიგნალიზაციამ. მე არ ვარ შურიანი ადამიანი, მაგრამ როცა ეს ბოაშემოხვეული ლილიპუტი გაზიზინებულ ავტოში ძვრებოდა, დიდი სურვილი გამიჩნდა პანღური ამომეკრა.

გვერდით მივუჯექი და მისამართი ვუკარნახე. თამრიკო მამიდამ მანქანა დაქოქა და თვითონაც დაიქოქა:

_ რა ეშველება ახლა ჩემს საცოდავ ძმას?! კატოს ხომ არ ჩამოუჯდება მთელი დღე... სამსახურში თუ არ წავიდა, ოჯახს ვინ არჩენს?... სად უნდა ეძებოს ის გველის წიწილი, სად? ღმერთო, ეს რა დღეში ჩაგვაგდო, ან შვილს რას ერჩოდა, ან ქმარს...

_ ვთქვათ, რძალი არ გიყვართ, კატომ რაღა დაგიშავათ, ის ხომ თქვენი ძმისშვილია?

მვიფიქრე, ახლა კი გამომლანძღავს, მაგრამ მოულოდნელად მოლბა, ცრემლიც კი ჩაუდგა უხვად შეღებილ თვალებში.

_ არაფერი დაუშავებია, _ თქვა ხმადაბლა, _ უბრალოდ არ მიყვარს, როცა ჩვეული რითმიდან ამომაგდებენ. საშინლად ვღიზიანდები. მთელი დღე სამსახურში ვყურყუტებ, სახლში არაქათგამოცლილი მივდივარ, დასვენება მჭირდება და არა სხვის პრობლემებზე ტვინის ჭყლეტა.

_ მაშინაც კი, თუკი `სხვა~, ძმად გეკუთვნის?

_ კარგი რა, გენაცვალე, ნუ იქნები რომის პაპზე დიდი კათოლიკე... შენი ნოტაციების გარეშეც ვხვდები სიტუაციის სიმძიმეს. ეს ორი კვირა გიჟად ვარ, არ ვიცი რით ვუშველო ამ საცოდავებს.

ჲუკმაყოფილოდ გავიხედე ფანჯარაში. შენობით მელაპარაკება, თითქოს ხელზე მოსამსახურე გოგო ვიყო და არა პატივცემული მასწავლებელი. სხვათა შორის, ბებიაჩემი მოსამსახურეებსაც თქვენობით ელაპარაკებოდა, თავადის ქალი იყო და იმიტომ, პეტერბურგის ქალთა გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული, ოთხი ენა იცოდა, ჩემსავით... სამწუხაროდ, მხოლოდ ენების ათვისებაში დავემსგავსე. ეჰ, ქუთუსია ბებია, რა ეშხით მოიხვევდი ამაყ ყელზე ამ კიკიმორას იასამნისფერ ბოას...

_ დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი მული სხვა კაცთან წავიდა?

თამრიკო გაჩუმდა. მარჯვენა ხელით სიგარეტი მოიძია, სანთებელას გაჰკრა და ფანჯარაში გააბოლა. არ მპასუხობს, ე. ი. არ არის დარწმუნებული. აღარ ჩავაცივდი.

_ _ _

ჩემი სახლი აკლდამისებრი სიჩუმით შემხვდა. ავისმომასწავებლად ფრიალებდა ორგანზის ბოლისფერი ფარდა.ააივნის კარი მივხურე, ნასუფრალი შევაფასე და ჩემს ლოგინზე ჩაძინებული დათაც აღმოვაჩინე. ჩაცმულ-დახურული იწვა, გვერდზე მოქცეული ჰალსტუხით, უკმაყოფილოდ შეყრილი წარბებით. იწვა და ღვინის არომატს აფრქვევდა. გული სინაზით გამებერა, ისე გამებერა, კინაღამ გავიგუდე. შესაძლებელია ადამიანს ბედნიერებისგან გაიგუდოს? საწოლთან ჩავიცუცქე და გულაჩუყებული მივაჩერდი კაცს, რომელიც მიყვარდა.

_ _ _

ორშაბათს, დილის ცხრა საათსა და ოც წუთზე, სამარშრუტო ტაქსში მჯდარს, თავში გრანდიოზული იდეა მომივიდა _ როგორმე უნდა შევაღწიო საავადმყოფოში, სადაც ანესთეზიოლოგად მუშაობს გედეონ შატბერაშვილი. უნდა შევაღწიო, მაგრამ როგორ? მთელი გზა ტვინს ვიჭყლეტდი, მაგრამ ისე მივადექი კოლეჯს, ვერც ერთი, მეტ-ნაკლებად მისაღები ვარიანტი ვერ მოვიაზრე.

სამასწავლებლო ფუტკრის სკას ჰგავდა. პედაგოგები მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე მსჯელობდნენ, უფრო სწორედ, ერთმანეთს ხრავდნენ. ჩემ გარდა მგონი არავინ იყო ნეიტრალური, მე და ფანჯრის რაფაზე შემომდგარი წოწოლა კაქტუსი. არ ვარ წინააღმდეგი ყოველდღე ვუსმინო ჩვეულებრივ რძალ-დედამთილიანს, მაგრამ როცა საქმე პოლიტიკას ეხება, ეს კლდემამოსილი მანდილოსნები პირსისხლიან ვამპირებს ემსგავსებიან. აგერ, მათემატიკის მასწავლებელი, სქელკისერა ლიანა, იმხელა პირს აღებს, ეშვები მოუჩანს. როცა რძალზე ჭორაობს, არ უჩანს ხოლმე, როცა სათაყვანებელ პრეზიდენტს იცავს _ აშკარად ეზრდება.

_ დაუნახავები ხართ, დაუნახავები! _ ხაოდა გულდამწვარი ლიანა და საკლასო ჟურნალით აჭარხლებულ სახეს ინიავებდა.

_ რა დაინახა ასეთი?

_ მორჩით რა კამათს!

_ კამათში იბადება ჭეშმარიტება.

_ და კვდება საღი აზრი.

ზარმა სულზე მოუსწროთ, სათითაოდ გაიკრიფენ სამასწავლებლოდან, რომ საკლასო ოთახებში მოეხდინათ დაუხარჯავი ენერგიის რეალიზება.

კლასთან კატო მყარაულობდა. დამშვიდებული და გალამაზებული მეჩვენა, რაც მაშინვე ავღნიშნე.

_ ია მასწ, დედაჩემის მობილურს ვერ დამიბრუნებთ?

_ რასაკვირველია. ხვალ მოგიტან.

_ დღესვე რომ მინდა?

_ შეიძლება ვიცოდე, რატომ?

_ ილიას ტელეფონი მაინტერესებს. _ მიპასუხა მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ.

_ რამე სიახლეა?

_ არა.

_ გაკვეთილის მერე ვილაპარაკოთ.

_ არ მინდა ლაპარაკი. _ გაჯიუტდა კატო. _ მე მინდა ტელეფონის ნომერი.

_ გაკვეთილის მერე. _ არანაკლები კატეგორიულობით მივუგე და საკლასო ოთახისკენ ვუბიძგე.

_ _ _

კვირაში ერთხელ დათა იპოდრომზე ჯირითობდა. ცხენზე ჯდომა და ცხენის მოვლა სვანეთში ისწავლა, თოთხმეტი წლის ასაკში, როცა ერთ-ერთი ქუჩური გარჩევის შემდეგ მამამისმა ქეჩოში ხელი ჩაავლო და სვანეთის გზას გაუყენა. ერთწლიანმა გადასახლებამ სრულიად შეცვალა მოზარდის ცნობიერება, თბილისში სხვა დათა დაბრუნდა _ მშვიდი, გაწონასწორებული, სწავლაზე ორიენტირებული. სამ წელიწადში სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი გახდა, დღეს კი მეან-გინეკოლოგია. ცხენის სიყვარული არც ასაკში განელებია, როგორც კი თავისუფალ დროს მოიხელთებდა, იპოდრომზე გარბოდა. მეც იქ გამოვიჭირე _ დიდი ამბით დააჭენებდა წაბლისფერ ბედაურს.

_ მოდი, ლაურა გაგაცნო! _დდამიძახა შორიდან.

მივიხედ-მოვიხედე.ბბილიკზე წამზომით შეიარაღებული ორი დედაკაცი მიკუნტრუშებდა. ელასტიკებში გამოკვართული საჯდომების თახთახით ჩამიქროლეს და მოსახვევში გაუჩინარდნენ.

_ სად იყურები, იკო?ააი, ლაურა. _ ცხენზე მანიშნა დათამ.

_ გოგოა?

კითხვა არ მქონდა დამთავრებული, რომ ლაურა უკანა ფეხებზე დადგა და თავისი სოლიდური ღირსება დამანახა.

_ აი, ჩემს მაგივრად გიპასუხა. _ გაეცინა დათას, ცხენს ლაგამი მოუჭირა და საწყის პოზიციაში დააბრუნა.

_ ქალის სახელი რატომ ჰქვია მამალ ცხენს?

_ მე არ შემირქმევია, ჩემამდე იორიგინალა ვიღაცამ. გინდა შემოგსვა?

_ არა.

_ აბა, რატომ მოხვედი?

დავიბენი. დათას უხეში პირდაპირობა ხანდახან ისე მაბნევს, მზად ვარ იქვე გავწყვიტო ურთიერთობა, თუმცა იმასაც ვხვდები, რომ უზრდელობით არ მოსდის _ ადამიანია ასეთი. რაღაცას დააყრანტალებს და ალალად გიყურებს თვალებში. არ ღირს აფრების გაშლა, სჯობს საქმეზე გადავიდე.

_ შენთან სათხოვარი მაქვს.

ბილიკს გავუყევით _ დათა ცხენით, მე _ ფეხით და სათხოვარით. დათამ იგრძნო სიტუაციის უხერხულობა, მოხდენილად ჩამოხტა ცხენიდან და გვერდით გამომყვა:

_ აბა, დაიწყე. ლაურას სქესის გასარკვევად რომ არ გამოქცუნდი ამ დილაუთენია იპოდრომზე, ვხვდები.

_ სამუშაოდ უნდა მომაწყო. _ ვთქვი და საკუთარი სიტყვების შემრცხვა.

_ მერე, რად უნდა მაგას დიდი ცერემონიები!

_ რა ცერემონიები?

_ ისე გაწითლდი, თითქოს ბანკის დაყაჩაღებას მთხოვ. უცხო ენებში გინდა თუ უნივერსიტეტი გირჩევნია?

_ არა, არა, შენ ვერ გაიგე, დათა... მე მინდა შენთან მომაწყო, საავადმყოფოში, უფრო სწორედ გედეონ შატბერაშვილთან. თუ ბანკის დაყაჩაღება უფრო ადვილია? _ ნერვიულობის შესანიღბად ხუმრობა ვცადე, მაგრამ არ ჩამეთვალა. დათა ისე მიყურებს, თითქოს პირველად მხედავს.

_ რამდენადაც ვიცი, საავადმყოფოს არ სჭირდება გერმანულის სპეციალისტი. _ თქვა ბოლოს.

_ მე დამლაგებლის შტატი მინდა.

დათა სარგადაყლაპულივის დგას. მზადაა მეც გადამყლაპოს სართან ერთად. მეშინია, სასტიკად მეშინია დათას გაბრაზების, ამიტომ ახსნა-განმარტებას ვჩქარობ:

_ თუ დამლაგებლის ადგილს გამიშანსავ, საშუალება მექნება ახლოს გავეცნო გედეონის საქმიანობას. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მედეას გაქრობა გედის სამსახურთანაა დაკავშირებული. უნდა გავარკვიო, ვის ეკუთვნის ინიციალები, რომლებიც გედეონის კომპიუტერში აღმოვაჩინე და რომლებიც ზედმიწევნით ემთხვევა მედეას მიერ მოპოვებელ მასალას. ამის გაკვევას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვახერხებ, თუკი იქვე, საავადმყოფოშ ვიტრიალებ.

_ მეორედ აღარ გაიმეორო ეგ სისულელე. _ იყო პასუხი.

_ ქალი უკვალოდაა გამქრალი, დათა, მთელი ორი კვირა!

_ ამისთვის არსებობს კომპეტენტური ორგანოები.

_ გოგო დეპრესიაშია, შენ კი რაღაც ორგანოებზე მელაპარაკები.

_ იმ გოგოს ჰყავს მამა.

_ იდიოტი მამა! რქიანი ტირანი!

_ ეგ არაა შენი საქმე.

დათამ ცხენს აღვირი გამოქაჩა და ოდნავ დაწინაურდა.

_ ე. ი. მივიდე დირექტორთან, ვუთხრა: ბატონო რევაზ, დამდეთ პატივი და გამოყავით დამლაგებლის შტატი ჩემი საცოლისთვის, მისი ოცნებაა იატაკი მოხეხოს გედეონ შატბარაშვილის კაბინეტში. ჰა, ასე წარმოგიდგენია?

ცხენმა გვერდულად მოიხედა, ზედა დრუნჩი აათრთოლა და მსხვილი, კომშისფერი კბილები გამოაჩინა.

– აი, ლაურასაც კი გაუკვირდა! _ ნიშნისმოგებით მომიგო დათამ.

_ _ _

მთელი საღამო თეატრალური მაკიაჟის კეთებას მოვანდომე და როდესაც ფინალში გავედი, მივხვდი _ ბებრულად მოჩიფჩიფე, სათვალიან დამლაგებელს ვარიკოზიანიფფეხებით არც ერთი თავმოყვარე კლინიკა არ მიიღებს სამსახურში. მე უნდა გავხდე ჯანმრთელი იერსახის, სოფლელი ქალი. გავსუქდებას ვერ მოვსწრებ, მაგრამ თვალების მსუყედ შეღებვას, ლოყების აღაჟღაჟებას და ტუჩებზე კონტურის გაკეთებას წინ არაფერი უდგას. მე ვიქნები სვეტობაზე პრეტენზიის მქონე სოფლელი გოგო, ბაზრობაზე, იაფფასიან პარფიუმერიას ბრენდად რომ ასაღებენ, ისეთი. რასაკვირველია, თუ გავქაჩე.

სარკიდან უკან დავიხიე და კმაყოფილი მივაჩერდი საოცარ მეტამორფოზას. ამ ფორმაში გედეონი კი არა, საკუთარი დედა ვერ მიცნობს. თუ მიცნობს, იქვე მოკვდება. ან სახლში მისვლისთანავე მოიკლავს თავს.

დდა მაინც რაღაც მაკლია. რაღაც მნიშვნელოვანი ატრიბუტი. შუბლზე ხელი ვიტკიცე და ბამბის მოსატანად გავიქეცი. სად გაგონილა ჯანმრთელი სოფლელი გოგო ძუძუ-მკერდის გარეშე? იმისთანა ბორცვებს დავიყენებ, ანდერსონის ქალი გახუნდეს.

დარჩა ტანსაცმელი. რამე ისეთი მინდა... მოდიდან გამოსული და მაინც პრეტენზიული. მომიწევს მეორადებში გასეირნება.

მმეორე დილით საავადმყოფოს მივადექი. ვიტრინაში თვალი მოვკარი საკუთარ გამოსახულებას _ დამწყები მეძავის პირობაზე ვითომ რა მიშავს?! ბრჭყვიალა ჩანთა ზოლიან პიჯაკზე პირდაპირ მისწრებაა. ადმინისტრატორმა შემათვალიერა და გამოსაცდელი ვადით აყვანა შემომთავაზა. სიამოვნებით დავთანხმდი _ ამას თუ ჰგონია ჩემს კოხტა კოლეჯს ამ მაღალჭერიან ბოსელზე გავცვლი, ძალიან ცდება.

_ მესამე სართულზე ახვალ და ზოიას იკითხავ. _ დამაკვალიანა ადმინისტრატორმა და მკაცრად გამაფრთხილა ხელი არაფერზე წამცდენოდა.

_ როგორ გეკადრებათ?! _ ვიუკადრისე და თვალწინ გედეონის ლეპტოპი დამიდგა. ვითომ, ინფორმაციის მოპარვა ქურდობაში ჩამეთვლება?

ზოია აღმოჩნდა კაფანდარა დედაკაცი ჭაღარა ქილვაშებით და ტიკიანი ტუჩებით. ენთუზიაზმით მომაჩეჩა თეთრი ხალათი, გრძელტარიანი ჯოხი, ვედრო, ტილოს ნაკუწი და მაშინვე ჩემი წარმოშობით დაინტერესდა.

_ თელაველი ვარ. _ რაც პირველი მომადგა ენაზე, ის დავაყრანტალე. თურმე უნდა დავფიქრებულიყავი, რადგან თელავის ხსენებაზე ზოიას თვალები აენთო.

_ უი, შენ კი გაიხარე, გოგო, მეც თელაველი ვარ!

_ მართლა? _ ყასიდად გამიკვირდა.

_ რომელ უბანში ცხოვრობ?

ჩავფიქრდი. თელავში სულ ერთხელ ვარ ნამყოფი, ისიც გავლით. ჶ

_ წყაროსთან. _ ვუპასუხე და საქმიანად დავწვდი ვედროს. ამან თუკდაკითხვა განაგრძო, ვედროს ქილვაშიან თავზე ჩამოვაცმევ და პასუხს არ ვაგებ.

_ რომელ წყაროსთან? _ შემიჩნდა ცნობისმოყვარე თელაველი.

_ ერეკლეს მოედანთან როა... საიდან დავიწყო?

კკაფანდარა ზოია მიხვდა, არ ვარ ლაყბობის ხასიათზე და საქმეზე გადავიდა:

_ ჯერა კაბინეტებში შედი, სანამ შემოვლაზე არიან, მიალაგე იქაურობა, მერე პალატებს ჩამოყე, მტვრების გადაწმენდა არ დაგავიწყდეს. კარიდორი ბოლოში მოიტოვე. დროზე ქენი, თორემ დღის მეორე ნახევარში წყალი წყდება.

დალოცვილო, წყალი თუ წყდება, რა თელავი და უბანი აგიტყდა ამ დილაუთენია!? თავზე წაკრული ბენდენა შევისწორე და ვედროს გრიხინით გავემართე მითითებული ადგილისკენ.

მმივდიოდი და ვფიქრობდი _ როდის ეღირსება ჩემი საწყალი ქვეყანა ნორმალურ სამედიცინო დაწესებულებებს?ააქ ალბათ სსრკ-ს დაშლის მერე არ გაკეთებულა კაპიტალური რემონტი _ ბათქაშდამსკდარი კედლები, ამოჭმული ლინოლუმი, ქლორისა და ამიაკის სუნი... მაშინ, როცა სართულით ქვევით, სადაც დათა მუშაობს, ნამდვილი ევროპაა. ფასიან მომსახურებაზე გადავიდნენ და იმიტომ. ისეთ გაკრიალებულ ბოქსებში უწევთ მშობიარეები, ფეხმძიმობას ინატრებ.

რასაკვირველია, პირველ რიგში გედეონ შატბერაშვილის კაბინეტი დავლაშქრე. აქ არაფერი იყო საინტერესო ფურცლის ნაგლეჯზე მიწერილი ტექსტის გარდა. შეიძლება არც ტექსტი იყო საინტერესო, მაგრამ მე, ყოველ შემთხვევაში, დავიმახსოვრე: `რუსთავი. შუახევის 7. 25 ნოემბერი. ბუზიაშვილი ქ.~ ნაწერს თითი გადავუსვი _ მელანი ამყვა. გამოდის, სულ ახალი დაწერილია.

ფართხაფურთხით მივალაგე იქაურობა და კაბინეტიდან მოვცოცხე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. დერეფანში სიურპრიზი მელოდა _ ექიმების გარემოცვაში მდგარი გედეონი. ის ხმამაღლა ბჭობდა პანკრეასის როლზე შაქრიან დიაბეტიკებში.

ბამბით გამოტენილი ბიუსჰალტერი ქვემეხივით მოვმართე და ვედროს წკარუნის ჩავუარე თეთრხალასიანებს. მგონი ზედმეტი მომივიდა. ზურგსუკან ვიღაცამ დაუსტვინა. ახტუნგ, ახტუნგ! რას უნდა ნიშნავდეს ნეტავ? ვერ მოვითმინე და მივიხედე. გედეონი ზედაც არ მიყურებდა, ხელების ქნევით განაგრძობდა ლექციის კითხვას. სამაგიეროდ ერთი ჭკნობაშეპარული ესკულაპე მომჩერებოდა კუს თვალებით.

საპირფარეშოში ცოტა სული მოვითქვი და ჟანგიანი სარკის წინ ავიტუზე. მგონი წყალში მეყრება ამდენი მცდელობა. მეტისმეტად გამომწვევი მაკიაჟი მაქვს, არც ბამბების ჩატენვა იყო მაინცადამაინც ბრძნული იდეა. მაგრამ პლასტიკურ ოპერაციას ხომ არ გავიკეთებდი კატოს გულისთვის?! რაც არის არის, მთავარია გედეონმა არ მიცნოს, და ცხადია, დათამ.

თავი მტკივა. თანაც ძალიან. ჰოლში აფთიაქს მოვკარი თვალი, ტკივილგამაყუჩებელი თუ არ დავლიე, მუშაობას ვერ გავაგრძელებ, ელემენტალურად ვერ დავიხრები. ინვენტარი კუთხეში მივაქუჩე და სერიოზული სახით გამოვედი დერეფანში. გამოვედი და კინაღამ უკან შევბრუნდი.

ტუალეტის კართან იდგა კუსთვალა ესკელაპე და ნება_ნება აბოლებდა სიგარეტს. რა დარჩენია ნორმალურ მამაკაცს ქლორის სუნის აქოთებულ ტუალეტთან, თუ არა სექსუალური გადახრა?!

აარ შევიმჩნიე, პირდაპირ გასასვლელისკენ გავემართე.

_ ქალიშვილო! _ დამიძახა.

არ მიმიხედავს. არ ვარ ბატონო, ქალიშვილი, ორჯერ ვარ განათხოვარი და არაფერი დამიშლის მესამედაც გავრისკო. თქვენ წარმოიდგინეთ დამეწია და მაჯაზე დამეჯაჯგურა.

_ არ გესმის, რომ გეძახი? _ დამეკითხა პრეტენზიულად.

_ მე? _ რაც შეიძლება მიამიტად გავიკვირვე.

სამოცი წლის მაინც იქნება ეს ბებერი ხრონწი. მარჩელო მასტროიანის ულვაშიც რომ დაუყენებია?! წვრილი, ოდნავ შემხტარი ბოლოებით. კუს თვალებში არაჯანსაღი სევდა იკითხება _ იმპოტენტის სევდა.

_ ახალი ხარ?

უსიტყვოდ დავუკარი თავი, მეშინია ხმამ არ გამთქვას,

უფრო სწორედ ლაპარაკის მანერამ. მ

_ მერე რა იყო, რას გარბიხარ?

_ თავი მტკივა, წამლის საყიდლად მივდიოდი.

_ წამალს მე მოგცემ, კაბინეტში მაქვს, სართულით დაბლა.

სართულით დაბლა დათა მუშაობს. ღმერთო ჩემო, ამ თახსირს სურს კაბინეტში შემიტყუოს და წამალთან ერთად საკუთარი თავი მაჩუქოს!

_ სხვა რამეც უნდა ვიყიდო.

_ მაინც რა, მე ყველაფერი მაქვს... _ ხმას დაუწია და ფაიფურის პროტეზი მომანათა.

_ ჰიგიენური პაკეტიც? _ ვკითხე გამომწვევად, ხელი გავაშვებინე და უკანმოუხედავად დავეშვი კიბეზე.

წარმომიდგენია, რა გამომეტყველებით დგას ბაქანზე.

ციცქნა აფთიაქში შეყუჟელი ხუთი ქალი გუშინდელ სერიალს არჩევდა.

_ ჰოდა, მოკიდა ხელი მიგელ ანხელმა თავის შეუგნებელ ცოლს და პირდაპირ უთხრა: გაიგე ადამიანო, სხვა ქალი მიყვარსო!

_ მალადეც!

_ მერე, მერე?

_ ცოლმა, იმ ბებერმა ქოფაკმა, მითხარი ვინ არის, იმის ჯიგარი უნდა შევჭამოო...

_ ჯიგარი მანდაც იციან?

_ აცალე. მერე?

_ მერე, ეს ჩვენი სოლედატი ტირის, ტირის, დადნა გოგო ტირილით... დედამისს ჰგონია საქმროს გამო, რას იფიქრებდა თუ ცოლიან კაცს მისტირის... ეგ რომ სცოდნოდა, სულ

თმებით ითრევდა... იქაც განა თავის ნებაზე უშვებენ ქალიშვილ გოგოებს?! გავიხედე და არ მოადგა სახლში მიგელ ანხელი?!

_ მაგ დროს გამომირთეს შუქი იმ დასამიწებლებმა! თითქოს სპეციალურად, რა?!

_ უკაცრავად, თუ შეიძლება... _ შევახსენე ჩემი არსებოდა.

ერთდროულად მოიხედეს. ისეთი სახეები აქვს, თითქოს პატიოსანი მყიდველის ნაცვლად მიგელ ანხელის ქოფაკი ცოლი გამოეცხადათ პირდაპირ ბრაზილიიდან... თუ ვენესუელიდან... თუ მექსიკიდან...

_ უჩემოდ არ მოყვე. _ გამყიდველმა მთხრობელი დაანამუსა და ნაჩქარევად გამისტუმრა.

ანალგინით ხელში გავუყევი კიბეებს. ჩემს წინ შინდისფერთმიანი ქალი მიირწევა მხრებზე მოსხმული ხალათით. ხალათს ქათქათი გაუდის და ისეა გახამებული, არ ირხევა. ლაქის მოდური ჩექმები აცვია, ისარივით წამახული ცხვირებით.ააბა, ასეთს გაუბედოს კუთხეში მიმწყვდევა იმ მასტროიანის კარიკატურამ!

_ აგვიანებთ, მადამ! _ ნაცნობი ხმა მომესმა.

`წამლის საყიდლად ვიყავი,~ ლამის მექანიკურად წამოვიძახე, მაგრამ ჩემს მაგივრად შინდისფერთმიანი პასუხობს:

_ სიგარეტის საყიდლად გავედი.

აავიხედე და კიბის მოაჯირზე გადმოყუდებული დათა დავინახე. ზედაც არ მიყურებს, ღიმილით მიჩერებია ამ ჩექმებიან კატას, რომლის მომრგვალებული უკანალი პირდაპირ ჩემს ცხვირთან მიირწევა. ნეტა ეს დაწყევლილი ბაქანი ჩაინგრეს და თან ჩამიყოლოს ჩემი გრიმიან-ანალგინიანა.

_ ვერ მითხარი, მოგცემდი. _ ისევ დათა ხმა.

_ თუ მომცემ, სიამოვნების გამოგართმევ. _ გაიკეკლუცა ქალმა და ბაქანზე დაწინაურდა.

`მომცემ~, `გამოგართმევ~ _ რას ნიშნავს რებუსებით საუბარი რიგით თანამშრომელთან? იქნებ სულაც არ არის რიგითი?ბ

ბოლოს, რაც დავინახე, იყო დერეფნის სიღრმეში სიამტკბილობით მიმავალი წყვილი.

არ ვიცი, როგორ ავაღწიე მესამე სართულზე. ჩაქრა ჩემი ენთუზიაზმი, შინდისფერსმიანმა გაიგდო წინ, ფეხბურთის ბურთივით. ახლა პალატების დალაგებას, მირჩევნია ჯვარზე გამაკრან.

პალატასთან დოინჯშემოყრილი ზოია დამხვდა. ისე მიყურებს, თავს მართლაც ჯვარზე გაკრულად ვგრძნობ.

_ სად დასეირნობ, გოგო შენ?

_ თავი მტკივა, აი, ანალგინი ვიყიდე. _ ჯიბიდან ნივთმტკიცება ამოვიღე.

_ ბიჭიკო ექიმმა გიკითხა წეღან, ვინ არის ახალი გოგოო...

_ ვინ ბიჭიკო ექიმმა?

_ გინეკოლოგიაში მუშაობს, ქვევით. _ გამანათლა ზოიამ. _ ეტყობა მოეწონე. მე ვუთხარი, ჩვენებური გოგოა, თელაველი... მოიწი აქეთ, რაღაც უნდა გითხრა... ამ ერთხელ გაფრთხილებ, მეტს აღარ გაგიმეორებ: ბიჭიკოსთანა ბაბნიკი ამ საავადმყოფოში მეორე არ დადის, პოლის ჯოხს რო კაბა ჩამოაცვა, იმასაც მიახტება. თავი არ წაიხდინო, გოგო!

_ მადლობ გაფრთხილებისთვის. მეცოდინება.

_ მადლობა არ მჭირდება. საქმეს მიხედე.

წამალი დავლიე, ვედროს ხელი დავავლე და `საქმის მისახედად~ შევგრიხინდი მეორე პალატაში.

პალატაში წითელქუდას ბებია დამხვდა. ზუსტად ასეთი ბებია ეხატა ჩემი ბავშვობის წიგნში _ მაქმანიანი ჩაჩი სიფრიფანა თმაზე, კისრამდე შეკრული ღამის პერანგი, კაკლის ნაჭუჭივის რელიეფური სახის კანი.

ჩემს დანახვაზე ბებია შეინძრა და ისეთი ბედნიერი ღიმილი მომაგება, თითქოს დამლაგებლის მაგივრად საყვარელი შვილიშვილი დაეხატა.

_ მაიკო, შვილო...

მმივიხედ-მოვიხედე. პალატაში ჩვენს გარდა არავინ იყო. ცარიელ საწოლზე იდო რულეტივით დახვეული ზოლიანი ლეიბი საავადმყოფოს შტამპით.

_ სად დაიკარგე, გენაცვალოს დედა, _ შემომჩივლა მოხუცმა _ გამიდნა გული ლოდინით, სულ კარებს გავყურებდი, შენ კი არ ჩანდი. აღარც გათენება მიხაროდა, აღარც დაღამება... ახალ წელს უშენოდ შევხვდი, ჩემო პატარა, რად არ გამოჩნდი, რად დამტოვე იმ უგულო ქალების საჯიჯგნად, ჰა? მაგათ მე ჭკუასუსტი ვგონივარ _ შენო, ჩვენ გარდა არავინ გყავსო. აკი შენ მყავხარ? დაავიწყდათ, გენაცვალე, რომ გოგო მომესწრო! ვიცოდი, არ მიმატოვებდი, მოხვიდოდი, მაპატიებდი... მომიახლოვდი, უნდა გაკოცო, უნდა გემთხვიო ლამაზ თითებზე, ჩემო ნიბლია...

ჶდავდნი. ასეთ ლამაზ სიტყვებს სიკვდილის შემდეგ თუ მაღირსებენ! ოთხი ფიცრის ვარიაციაღა აკლდა ჩემს ისედაც აწეწილ ნერვებს. ვედრო დავდგი, ჯოხიც იქვე მივაყუდე და სომნამბულას ნაბიჯებით საწოლისკენ გავემართე.

ბებიამ მაჯაში ხელი ჩამავლო და ჩემი თითები დაწვრილებულ ტუჩებთან მიიტანა. მკითხავთ, რატომ მივეცი თავს უფლება შეცდომაში შემეყვანა მარაზმატიკი მოხუცი, რატომ ჩავუსახე იმედი, რატომ მაშინვე არ ვუთხარი, რომ არ ვარ მისი ნანატრი `ნიბლია~... მაგრამ მაშინ არაფერი ვიცოდი ამ ქალბატონის სევდიანი ისტორიის შესახებ, მაშინ მეგონა, რომ ზღაპარში მოვხვდი, წითულქუდას ბებიასთან.

_ რას დაგითხაპნია თვალ-წარბი, _ გაბრაზდა მოულოდნელად, _ წითელი ფანრების ბინადარსა გავხარ! შენცკკლიენტს ხომ არ ელოდები?

წითელი ფარნების უბანი, რამდენადაც ვიცი, პარიზშია. უცნაურია, ძალზე უცნაური...

_ შენ იფიქრე ფერ-უმარილში ვერ გიცნობდი? _ გამოიდარა მაშინვე, ნაწარბალი შეჰყარა და ბებრულად ჩაიქირქილა: ჰაიტ, შე ეშმაკის ფეხო! დედა შვილს ყოველთვის იცნობს. გახსოვს, სიმბიოზურ კავშირზე გიყვებოდი?

_ არა, არ მახსოვს.

_ აი, ეგეთები ხართ ახალგაზრდები, რაც არ გინდათ, არ გახსოვთ. მე კი ყველაფერი მახსოვს, შენი პირველი კიჭი, შენი პირველი ნაბიჯები... თერთმეტი თვის იყავი, რომ გაიარე _ ერთი-ორი, ერთი-ორი...

ამოვიოხრე.

_ გეწყინა? კარგი, ჯანდაბას შენი თავი, დაიტოვე ეგ ქუჩის ქალის ნიღაბი, ნეტა ვიცოდე რაში გჭირდება... ოღონდ, მერე არ მითხრა ვიღაც ამეკიდაო. აგეკიდება, შემოგევლე, აბა რას იზამს?! მაჩვენე კბილები!

სულ არ ვაპირებ კბილები დავუკრიჭო ვიღაც სკლეროტიკს. ის, რომ ჩემს წინ სკლეროტიკია, დღესავით ნათელია. ბნელი სხვა რამ არის: რა უნდა სკლეროტიკს ქირურგიულ განყოფილებაში, როცა მისი ადგილი ფსიქიატრიულშია!

დაჟინებით მიყურებს, ბავშვური პირდაპირობით.

_ არ მაჩვენებ, ე.ი. მაინც ეწევი.

_ რას... რას ვეწევი?

_ ვითომ ვერ ხვდები?! პაპიროსს. მაჩვენე კბილები!

არ ვიცი, რატომ, მაგრამ მორჩილად მოვიშიშვლე ღრძილები. ახლა რომ ვინმე შემოვიდეს გიჟი და გადარეული მე ვეგონები, და არა ეს მწოლიარე მოხუცი. სათვალე დაიკოფსა და გულდასმით შემამოწმა.

_ არა უშავს, მე უარესს ველოდი. მოგიხდა ჩემი წამლობა, ემალი გაცილებით საღად გამოიყურება, ვიდრე ერთი წლის წინ. გოგრის თესლი გაახმე, სიხარულო?

თავის დაკვრით შემოვიფარგლე.

_ ყოჩაღ. აი, მოვმჯობინდები და გოგრის თესლისგან ემულსიას მოგიმზადებ.

_ რაში მჭირდება?

_ აბა შენ იტყვი?! გოგრის ფაფა სახის კანისთვის შეუცვლელია. ყველაფერს შეიცავს: რკინა, ფოსფორი, კალციუმი, ცინკი...

მედელეევის სისტემამ ჩემი პირდაპირი მოვალეობა გამახსენა.

_ თქვენის ნებართვით, აქაურობას დავალაგებ. _ საწოლს მოვშორდი და დალაგებას შევუდექი.

ვიდრე მე ჯოხს ვიქნევდი, წითელქუდას ბებიამ ფიტოთერაპიული კურსი ჩამიტარა. ცისტიტის დროს უებარი ყოფილა ნიახურის ფესვის ნახარში, თავის ტკივილისას _ ბეგქონდარას ნაყენი, კიდურების დაღლილობისას _ კონტრასტული აბაზანა.

_ დაქვეითებული იმუნიტეტის დროს? _ ვკითხე მექანიკურად.

_ ვის აქვს დაქვეითებული იმუნიტეტი? _ ყური ცქვიტა ბებიამ.

_ მე.

_ მომიკვდეს თავი! ეგ არასრულფასოვანი კვების ბრალია. პლუს სიგარეტი. ალკოჰოლს ხომ არ ეტანები?

_ არა.

_ ძილის წინ ერთი კბილი ნიორი გაღეჭე, ნახე როგორ მოგიხდეს!

_ მეტი არაფერი?

_ არ უნდა ინერვიულო, შემოგევლე, ქრონიკული ნერვიულობა იმუნურ სისტემას ფიტავს. მოეშვი იმ არაკაცზე ფიქრს, ამოიგლიჯე გულიდან, ძირფესვიანად ამოიგლიჯე. ჩათვალე _ მოკვდა. აღესრულა.

_ ვინ, ვინ მოკვდა?

_ ის, ვისი გულისთვისაც ყველაფერი დაივიწყე, ჩურჩუტო... _ შემრიგებლურად გააქნია თავი და თანაგრძნობით მომაჩერდა. _ იმთავითვე გაფრთხილებდი - არ არის ეგ კაცი შენი

სიყვარულის ღირსი. არ დამიჯერე, მესამე ცოლად მოინდომე დაჯდომა და აკი დაისაჯე?! ჰო, კარგი, კარგი, არ გვინდა ამაზე, რაც იყო, იყო...

ჰოო, საინტერესოა, რა იყო.

ნაშუადღევს ზოიასთან გამოვცხადდი ინვენტარის ჩასაბარებლად.

_ რო არ მოისვენა იმ კურომ, იმანა? _ მომახალა დამლაგებლების შეფესამ.

_ ვინ?

_ ბიჭიკო ექიმმა! ხვალო, ჩემი კაბინეტი დაალაგოს ახალმა დამლაგებელმაო, პირადად გავუსწორებ ანგარიშსაო.

_ მე მხოლოდ მესამე სართულის დალაგება მევალება, ასე შევთანხმდით.

_ ჩვენ ვის რას გვეკითხება, ბალღო, _ გულით ამოიოხრა ზოიამ, _ ჩვენა პატარა ხალხი ვართ. უნდა დაალაგო, თუკიღა სამსახურის დაკარგვა არ გინდა. ნუ გეშინია, ძალას არ იხმარს, მთლად ეგრე კი არაა საქმე, აქა საავადმყოფოა, ის კი არა... უბრალოდ ნიადაგს მოსინჯავს, თუ გამოუვა _ ხო კაი, თუ არადა გაგეშვება.

_ რაღა მე დამადგა თვალი?!

_ გრძელი ქალები მოსწონს მაგ დასამიწებელს.

`გრძელი ქალი~, სავარაუდოდ მე ვარ. რაც არის არის, დავუმტკიცებ იმ `დასამიწებელს~, რომ გრძელ ქალებს არც ისეთი მოკლე ჭკუა აქვთ.

_ ზოია, მესამე პალატაში რომ მოხუცი წევს, რა სჭირს იმას?

_ მარგალიტა? _ ზოიას სახეზე ღიმილმა გადაურბინა, _ თავისი შვილი ეგონე, არა?

_ ხო.

_ ასე იცის მაგანა, ახალგაზრდა ქალს რო დაინახავს, ყველა თავისი მკვდარი მაიკო ჰგონია. არ უნდა დაიჯეროს, რომ შვილი მოუკვდა. ამდენი წელი გავიდა და მაინც არ სჯერა.

_ რითი მოკვდა?

_ ზღვაში დაიხრჩო. იმასაც ამბობენ - თავი მოიკლაო, ვითომ ქმარმა მიატოვაო და მაგიტომ. რას გაიგებ, ოცი წელი გავიდა უკვე. მარგალიტას არ სჯერა, კარისკენ აქვს მოღრეცილი კისერი, მუდამდღე ელოდება თავის გოგოს, ეგ უბედურ დღეზე გაჩენილი, ეგა! ეგრეა, როცა ერთადერთი შვილის საფლავიც არ იცი...

საწყალი, საწყალი მარგალიტა... ნუთუ ადამიანის ცხოვრებაში ასე ბევრს ნიშნავს სახელდახელოდ ამოთხრილი ორმეტრიანი ორმო? განა სულერთი არაა სად იქცევი ჩონჩხად - ზღვის ფსკერზე თუ მიწის სიღრმეში? მკვდრისთვის ალბათ სულერთია, ცოცხალზე რა მოგახსენოთ... ცოცხალს კაცს სადმე ახლოს უნდა ეგულებოდეს ძვირფასი ძვლები. ბებიაჩემი ყოველთვის ამაღლებული განწყობით გადიოდა ხოლმე ბაბუაჩემის საფლავზე, თითქოს გახარბებდა _ `მე რაღაცა მაქვსო, შენ კი არა გაქვსო.~

რა ბედი ელის კატოს, თუკი დედამისის გზა-კვალი არ ეცოდინება? ფუჭი ლოდინი ანადგურებს ადამიანს, შიგნიდან ხრავს, როგორც ავეჯს შეჩენილი ხის ჭია.

_ მარგალიტას ადგილი ფსიქიატრიულშია. აქ რატომ წევს? _ ვკითხე ზოიას.

_ სამი თვის წინ ნაღვლის ბუშტის შეტევით დაწვა და იმის მერე აქაა. სახლში ვინ არის მაგის პატრონი?

_ თუ უპატრონოა, მკურნალობის თანხას ვინ უხდის?

_ მთლად ეგრეც არაა, დისშვილი აკითხავს ხოლმე, ფულსაც ის იხდის.

რაღაც ვერ არის ისე, გავიფიქრე ჩემთვის, თუმცა გაჩუმება ვამჯობინე.

_ _ _

ჲუკვე ვტოვებდი საავადმყოფოს ტერიტორიას, როცა გვერდით დათას მანქანამ ჩამიქროლა. რასაკვირველია, აბრჭყვიალებულ სამოსში გამოწყობილი დამლაგებლისთვის ყურადღება არ მიუქცევია, სამაგიეროდ მე დავინახე მის გვერდით გამოჭიმული შინდისფერთმიანი ბანოვანი, ის, რომელიც კიბეზე მიკუნტრუშებდა და ლამის ცხვირზე ჩამომაცვა თავისი გახამებული საჯდომი.

ძლივს შევაკავე ჩემს ორგანიზმში უეცრად აღმოცენებელი გურული გენი და წივილ-კივილითა და წყევლა-კრულვით არ გავეკიდე. ხელმკლავის გაკეთება კოლეგიალობის ამბავში _ ერთია, მანქანაში დასკუპება _ მეორე, მესამეზე _ ფიქრიც არ მინდა!

კონსპირაციული სათვალე მოვიხსენი და დათას მობილურზე დავრეკე.

_ სად ხარ?

_ გზაში.Ï_ მიპასუხა პატიოსნად.

_ შეგიძლია მნახო?

_ ერთ საათში.

_ იქამდე?

_ იქამდე არა.

_ რატომ?

_ საქმე მაქვს.

_ გასაგებიააა... _ ცალყბად გავჭიმე.

დათამ არაფრად ჩააგდო ჩემი ცალყბა რეპლიკა, დარეკვას შემპირდა და გათიშა. ისევ გავიკეთე სათვალე _ ამჯერად ცრემლის დასამალად.

_ _ _

სახლში მისვლისთანავე აბაზანაში შევქანდი და იმდენ ხანს ვიდექი წყლის ქვეშ, ვიდრე მთელი უარყოფითი შლაკები იქ არ დავტოვე. ამასობაში დათამ აიკლო ჩემი მობილური, მაგრამ მე სხვა გეგმები მქონდა და იმ გეგმებში დათასთან პაემანი არ შედიოდა.

... ილიას ჩემი დანახვა თან გაუხარდა, თან გაუკვირდა. მე კი უხერხულად ვიგრძენი თავი, მუშაობის პროცესში დავადექი თავზე _ ილია როიალზე უკრავდა, მიკროფონთან კი, მუსიკის ტაქტში, ახალგაზრდა ქალიშვილი ზმუოდა.

_ სხვა დროს შემოვივლი. _ ვუთხარი მაშინვე.

_ პრაქტიკულად მოვრჩით. არა, ნატუკა? _ ილიამ ქალიშვილს შეხედა, იმან მიკროფონი ჩასწია და რაღაც გაურკვეველი ჟესტი გააკეთა _ ვერ მიხვდებოდი, ეწყინა თუ გაუხარდა.

გულდასმით შევათვალიერე. ჩემი მხრივ ადგილი ჰქონდა ოპტიკურ ცდომილებას _ ქალიშვილი სულაც არ იყო ისეთი ახალგაზრდა, უბრალოდ თინეიჯერივით ეცვა _ მაღალყელიანი კედები, მინი ქვედაბოლო, ნახევრად გამჭვირვალე ტოპი... მოშიშვლებულ მუცელს მიდიის ფორმის ჭიპი და მასში გაყრილი რგოლი უმშვენებდა.

მმე რომ მკითხო, დიდი უჭკუობაა ინვალიდ კაცთან ასეთ პროვოკაციულ სამოსში გამოცხადება, თუმცა არ მგონია ამ ფსევდოსექსუალური არსების ინტელექტუალური მაჩვენებელი თავმოყვარე თინეიჯერზე მეტი იყოს.

_ მოწაფეა? _ ვკითხე ილიას, როგორც კი ტოპიან-ჭიპიანი ნატუკა `ბაი-ბაის~ ძახილით თვალს მიეფარა.

_ მომღერალია. საკმაოდ უნიჭო, სამაგიეროდ ფულიანი.

_ სიმღერა დაუწერე?

_ კლიპისთვის. გინდა მოგასმენინო?

_ არა. _ უტაქტოდ წამოვიძახე და ის იყო თავისმართლება დავაპირე, რომ თვალი მოვკარი ნაცნობ კაშნეს, გიგანტურ ჭიაყელად გადადებულს ტუტანჰამონის სკამზე.

_ ეს კაშნე კატოს დარჩა. _ შეცბუნების მიზეზს მიმიხვდა ილია.

_ აქ იყო?

_ ხო.

_ რა უნდოდა?

_ ჩემი გაცნობა.

_ მერე?

_ მერე არაფერი. გავიცანი, ვილაპარაკეთ. მე მომეწონა მედიკოს შვილი, მგონი არც ის დარჩა უკმაყოფილო. _ ილიამ მზერა ამარიდა და რაღაცნაირად მორცხვად გაიღიმა.

აჰ, მიმალავს რაღაცას ეს ზევსისმიერი ინვალიდი, აშკარად მიმალავს.

_ ილია, რა უნდოდა კატოს? ოღონდ მართლა.

_ არ მომიტყუებიხარ.

_ ილია, გთხოვ...

_ კარგი, კარგი, გეტყვი. იცი, ის ისეთი მიამიატია... რატომღაც თავში მოუვიდა იდეა, რომ მამამისი ვარ. _ ილიამ თავმომწონედ ჩამოისვა ხელი პატრიარქალურ წვერზე, _ ღმერთმანი არ ვიცი, საიდან მოიტანა...

_ ვითომ გამორიცხულია? _ ვკითხე ეჭვით. იქნებ აქ არის ძაღლის თავი დამარხული, მე კი ძუნძგლიან ვედროებს დავაგრიხინებ და ვიღაც ბიჭიკოს უხამს გამოხდომებს ვითმენ.

_ გამორიცხულია. აბსოლუტურად გამორიცხული. _ დაბეჯითებით თქვა ილიამ, _ კატო არ არის ჩემი შვილი.

_ აბა, საიდან მოუვიდა თავში მსგავსი მკვრეხელობა?

_ კატოს არ უყვარს მამამისი, იმდენად არ უყვარს, რომ ურჩევნია ინვალიდი მამა ჰყავდეს. ეს ერთგვარი პროტესტია, ბავშვური პროტესტი, თუმცა ანგარიშგასაწევი. იცი, კატოს წასვლის შემდეგ ჩემს შვილს დავერეკე... რომ არ მოგატყუო იშვიათად ვკონტაქტობთ, იმ დღეს კი დავურეკე.

_ არ ვიცოდი, შვილი თუ გყავს...

_ კი, კატოსხელა გოგონა.

ილიამ აკურატულად დაკეცა კატოს კაშნე და ტახტის საზურგეზე დადო.

_ ალბათ მოაკითხავს. _ ჩაილაპარაკა თავისთვის.

_ სპეციალურად დატოვა?

_ ამდენი არ ვიცი, ჩემი სახლის კარი ნებისმიერ შემთხვევაში ღიაა მისთვის... და არა მხოლოდ მისთვის.

_ დედამისისთვისაც, არა? _ ვკითხე ნიშნისმოგებით.

_ თუ ღმერთი გწამს, იამზე, რაში ვჭირდები დედამისს?! _ ხელი ჩაიქნია ილიამ. _ კვირაში ერთხელ სტუდენტობის მეგობართან მორბენა ერთია, ინვალიდთან ცხოვრება _ კიდევ სხვა. მე თამრიკო მყავდა მხედველობაში.

_ ვინ თამრიკო? _ ცხვირი დამეძაბა. მაქვს ასეთი იდიოტური ჩვევა, როცა რაიმე ძალიან მაინტერესებს, საკუთარ ცხვირს ვგრძნობ.

_ გედეონის და.

_ ის შურიანი ლილიპუტი?!

_ შურიანის რა მოგახსენო, მაგრამ ფსიქოპათს ჰგავს.

_ რაო, რა მინდაო?

_ მედეას გადაეცი სახლში დაბრუნდეს, თორემ პოლიციაში გამოვაჭენებთო, როგორც ძებნილს.

_ მერე?

_ რა მერე... რაც შენ გითხარი, იმასაც იგივე გავუმეორე _ არ ვიცი მედეას გზა-კვალი. ჰმ, პოლიციით შემაშინეს! მე რომ მკითხო, პოლიციაში აქამდეც უნდა განეცხადებინათ.

_ მართალია. _ დავეთანხმე. _ როგორ ფიქრობ, რატომ არ აცხადებენ?

ილიამ ისევ ამარიდა მზერა. ეს კაცი დღეს გაპრანჭვის ხასიათზეა, ეტყობა ვერ ხვდება ვისთან აქვს საქმე.

_ რატომ? _ გავუმეორე.

_ იქნებ გედეონი და მედეა ერთ თამაშს თამაშობენ?

_ მაშინ რა საჭირო იყო ამ კომედიის გათამაშება, კატოს ამ მდგომარეობამდე მიყვანა...

_ მედეა მკვლელობაში ეჭვმიტანილს იცავდა, მოკლულის ახლობლები მას ემუქრებდნენ. იქნებ გედეონმა ცოლი გადამალა?

_ და შვილი გაწირა, არა? _ უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე. _ მერე კი საკუთარი და მოგიქსია... არა, ილია, ეს ვერსია არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.

_ მაშინ არ ვიცი რა ვიფიქრო, მართლა არ ვიცი.

_ ამაზე რას იტყვი? _ ვთქვი და გედეონის მაგიდაზე ნაპოვნი გზავნილის ამონაწერი მივაწოდე.

_ _ _

დათამ ვერაფრით დაადგინა ჩემი გაბუტვის მიზეზი. ეჭვიანობის სცენები რომ გამემართა, სიმართლე უნდა მეთქვა. სიმართლე კი უეჭველად დამაკარგინებდა დათას თავს. ჯერ უნდა გამერკვია _ რა აკავშირებს იმ შინდისფერთმიან ქალთან. კაფეში სალათი შევუკვეთეთდდა უცებ მეუბნება:

_ კვირას ჩემთან გეპატიჟები, დეა უნდა გაგაცნო.

დავიბენი. უნდა გამოგიტყდეთ, დეა ერთადერთი მოზარდია მსოფლიოში, ვისიც ცოტა არ იყოს მეშინია. ხომ შეიძლება არ მივეწონო, მამამისს უთხრას – ვინ არის ეს ორჯერ განათხოვარი აყლაყუდა, რაღაცით მაინც ჰგავდეს დედაჩემსო!

_ დაგეძინა? _ მკითხა დათამ.

_ მოვიფიქრებ.

_ როდემდე იფიქრებ, ვიდრე მე გადავიფიქრებ?

ჴოო, ეს უკვე საბოტაჟია. ეწყინა. მის ადგილას მეც მეწყინებოდა. წარმომიდგენია, როგორ ავიფოფრებოდი, დათას რომ ჩემიანების გაცნობაზე დელიკატური უარი ეთქვა.

საღამომ უგემურად ჩაიარა. დათა უსიტყვოდ ციცქნიდა `ცეზარს~ და როგორც მომეჩვენა, ჩვენს არშემდგარ ტანდემზე ფიქრობდა.

გამოდარებული დათა მხოლოდ მეორე დღეს ვიხილე, საავადმყოფოში, სადაც მორიგეობაზე გამოვცხადდი. ის და შინდისფერთმიანი ქალბატონი მეორე სართულის ბაქანზე სიგარეტს ეწეოდნენ. ვაღიარებ, საკმაოდ ეშხიანი ქალი იყო, თამბაქოს ბოლსაც ელეგანტურად უშვებდა და აშკარად, აი აშკარად ეპრანჭებოდა ჩემს რჩეულს.

თავდახრილი ავიჭერი ჩემს განყოფილებაში, ზოიას დავენახე და და მარგალიტას მივაკითხე.

_ მოხვედი, შვილო, შენი სიცოცხლის ჭირიმე, _ მიცნო წითელქუდას ბებიამ. _ ვიცოდი რომ მოხვიდოდი, თვალები გამიწყალდა ლოდინით.

_ როგორ ხართ?

_ მუხლის ტკივილი არ მოსვენებს, დავიტანჯე ადამიანი. შენს გაზრდას, შავი მოცხარის ჩაი მომიდუღე...

_ შავი მოცხარის?

_ ჟოლოს ნერგს თუ მოაყოლებ, ძალიან გამახარებ. მარტის ბოლოს გასხლულ ჟოლოს არაფერი ჯობია.

ეეჰხ, ჟოლოს ნერგს კიდევ იშოვის კაცი, მაგრამ ამ თვალებს სად დავემალო?! ნეტავ სულ არ შემოვსულიყავი, გულის ნაცვლად გამდნარი ნაყინი მიდევს საგულეში.

_ შენთან სათხოვარი მაქვს, ჩემო ნიბლია, მოდი, ყურში ჩაგჩურჩულო, არავინ გაიგოს...

საწოლთან დავიხარე. სულ ახლოს ვხედავდი მის დანაოჭებულ სახეს, ხახვის ფურცელივით სიფრიფანა კანს, უწამწამო თვალების მიამიტ სიმრგვალეს...

_ შინ წამიყვანე, შენი მუხლების ჭირიმე, მაიკო, აღარ შემიძლია მუდამდღე ამ კედლების ყურება, თითოეული ბზარი ზეპირად ვიცი, თითოეული ნაპრალი... ღამღამობით ულვაშგადაწკეპილი ტარაკნები მესტუმრებიან ხოლმე, შენ ხომ იცი როგორი აზიზი ვარ... უცხო რომ იყო, არ შემოგკადრებდი, მაგრამ ჩემი შვილი ხარ, ჩემი სისხლი და ხორცი! წამიყვანე შინ, ჩემს ლოგინში მწადია სიკვდილი, წამიყვანე, დაგეწამლოს დედა!

მიდი და ნუ აღრიალდები ასეთი სიტყვების გამგონე. მიდი და უთხარი, რომ ვერსადაც ვერ წაიყვან, რომ არა ხარ მისი ნიბლია, რომ...

ზურგსუკან კარი გაიღო და ზოიას კაფანდარა ფიგურა დაილანდა.

_ ზევით გიხმობენ, ჩემებურო!

_ სად ზევით?

_ ბიჭიკოს კაბინეტში.

უხალისოდ წამოვიმართე. რა კარგი იქნება ქვეყანა ზოიებისა და ბიჭიკოების გარეშე. ზოიას რას ვერჩი, პირადად ჩემთვის არაფერი დაუშავებია, მაგრამ მის თვალებში მქროლავი ცნობისმოყვარე ეშმაკუნები მაღიზიანებს.

_ მიდიხარ? _ სახე წაუხდა მარგალიტას.

_ მიდის, მაშ! ჲუფროსობა იბარებს. _ ჩემს მაგივრად უპასუხა ზოიამ. _ ხარჩო ხომ არ ამოგიტანო ბუფეტიდან, ქალბატონო მაგრალიტა?

_ არ მინდა თქვენი წყალწყალა ხარჩო, გენაცვალე, შინ მინდა, ჩემს ლოგინში. შავი მოცხარის...

_ კატლეტიც არ გინდა? _ გააწყვეტინა ზოიამ.

_ ცარიელი პურია ის თქვენი კატლეტი, შინაურ კატლეტს კი შევჭამდი. _ დაიმორცხვა მარგალიტამ.

_ უყურე ამას, კიდეც რო იწუნებს! _ თავი გააქნია ზოიამ და კარისკენ მიბიძგა.

დერეფანში გავედით.

_ რამდენადაც ვხვდები ახლობლები არ ანებივრებენ მოსვლით ქალბატონ მარგალიტას.

ზოიამ გაკვირვებულმა შემომხედა:

_ შენ რა ქალაქელივით ლაპარაკობ, გოგო!

პასუხად პირზე ხელი ავიფარე და ნატურალური გლეხის ქალივით ავხითხითდი. ზოიაც ამყვა. ასე ხითხით-ხითხითით მიმაცილა კაბინეტამდე, სადაც სულმოუთქმელად მელოდა კუსთვალა ექიმი ბიჭიკო ვეშაპიძე.

დაკაკუნების გარეშე შევედი კაბინეტში, ვიღაც ვეშაპის გამო არ ვაპირებ კედელ-კედელ სიარულს. ის მაგიდასთან იჯდა და გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, თავი მართლა მასტროიანის ტყუპისცალი ეგონა.

_ შემოდი, გენაცვალე, არ მოგერიდოს... შენ მიალაგე, მე კი... მე რაღაც-რაღაცეებზე ვიფიქრებ. _ თქვა და მაგიდის ზედაპირზე მიმოფანტულული ფურცლები მოაქუჩა.

`იფიქრე, იფიქრე...~, დავეთანხმე გულში და ჯოხი ვედროში ჩავაწე. მაგრამ ბიზიკო ექიმს ხმამაღალი ფიქრი ჰყვარებია...

_ შენ წარმოიდგინე, მამაკაცი ბევრად უმწეოა სნეულებათა მიმართ, ვიდრე ქალი... _ დაიწყო არტისტულად _ ორსულობა, მშობიარობა, სტრესი ქალის ორგანიზმს უფრო ამტანს ხდის. ახლა სოციალური მდგომარეობა აიღე - ვინ იტვირთა ოჯახის რჩენის მძიმე ტვირთი?

`ტვირთი იტვირთაო~ _ ეს რა წამოროშა? თავს დავდებ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთი წელმოწყვეტილი სამიანი ჰყავდა.

_ ვინ და ქალმა! _ შესძახა საკუთარი აღმოჩენით გაცისკროვნებულმა. _ ქალი საზოგადოების ბურჯია, განსაკუთრებით, მშრომელი ქალი. მე მომწონს შენსავით მშრომელი ქალები. _ დააყოლა ინტიმური ჩურჩულით.

_ მეც. _ უკანმოუხედავად ვესროლე და ენერგიულად მოვიქნიე ჯოხი.

_ ერთი საათი მაქვს დრო, მერე საოპერაციოში შევდივარ. ექსტრემალური სიტუაცია გვაქვს _ მენჯის ანატომიური სივიწროვის მეოთხე ხარისხი.

_ ვინ აკეთებს ოპერაციას? _ ვკითხე მოულოდნელად. მენჯის ძვალთან დაკავშირებით დათა ლაპარაკობდა მობილური ტელეფონით.

_ მე და ჩემი კოლეგა, დათა მეტრეველი.

_ მართლა?

_ რა იყო, რო?

_ ამასწინათ, ჩემს დეიდაშვილს მოეშალა მუცელი, ხოდა მაგ დათა ექიმმა გაუკეთა აბორტი. _ სახელდახელოდ გამომცხვარ ტყუილს გავუღიმე.

_ მერე, შენ რა გიხარია?

_ ჰი, ჰი, დიდი ბაბნიკი არის ის თქვენი კოლეგა...

_ დათა? _ გაუკვირდა ბიჭიკოს.

_ მაშ!

_ არ გადამრიაო ახლა! ნააბორტალ ქალს ხომ არ დაუწყო ხიმანდრი?

_ არა, არა, მგონი აქ უნდა ჰყავდეს ვიღაც...

_ ააა... ეგ სხვა ამბავია, ლიკა იქნებოდა, ჩვენი თერაპევტი. კაი ხანია საყვარლები არიან.

_ მართლა? _ ნირწამხდარმა გავიღიმე, უფრო სწორედ ტუჩები გავჭიმე.

_ მართლა, მართლა... რა არის გასაკვირი, დათა ქვრივია. რაში გაიტერესებს?

_ რა ვი, დეიდაშვილს რომ ვნახავ, მოვუყვები. ისე მოსწონდა ეგ დათა როო...

_ დათა კარგი ბიჭია, სამწუხაროდ დაკავებული. ასე გადაეცი შენს დეიდაშვილს. მმდააა... და შენთან როგორ არის საქმეები... ამ ფრონტზე? _ ჩაახველა ბიჭიკომ.

_ მეც დაკავებული ვარ. _ ცივად მოვუჭერი და აგრესიულად გავასრიალე იატაკზე ნამიანი ტილო.

გამოდის დათას საყვარელი ჰყავს, აქ, სამსახურში! მე კი თავს ვიფასებ, შვილის გასაცნობად არ მივყვები... მიმატოვებს, ნამდვილად მიმატოვებს! ამდენი წელი თუ ერთად არიან, მომავალში რა დაუშლით? არა, დათა, მე შენს თავის არავის დავუთმობ. ხვალ დეას გასაცნობად წამოვალ, ზეგ ცოლად გამოგყვები, მაზეგ შვილს გაგიჩენ... ხომ გინდა ამ სიბერეში ერთი ოქროსქოჩრიანი ბიჭი, გვარის გამგრძელებელი, რამე... შენსავით მკაცრი და ჩემთავით კეთილი... ერთი შანსიც მომეცი, თავპატიჟს არ დავიწყებ, დედას გეფიცები...

ისე გავერთე შინაგანი მონოლოგით, სულ დამავიწყდა ბიჭიკოს არსებობა, რომელსაც დრო არ დაუკარგავს _ უკნიდან მომეპარა და წელზე ხელები დამადო.

დანარჩენი ბუნდოვნად მახსოვს. მახსოვს დროშის ტარივით აღმართული იატაკის ჯოხი, რომელიც მოწყევეტით დაეშვა ბიჭიკოს შევერცხლილ თავზე. როგორ დაეცა წერას ატანილი ესკულაპე, არ დამინახავს _ თავს გაქცევით ვუშველე. ბრაგვანის ხმა უკვე დერეფანში ქროლვისას მომესმა, წამით მივიხედე, და როცა ისევ მოვიხედე... ჩემს წინ დათა იდგა.

_ თქვენი ექიმი შემომელახა, მიხედეთ თუ შეიძლება! _ სხაპასხუპით მივაყარე, იმ იმედით, რომ დამლაგებლის ამუნიციაში ვერ მიცნობს.

მიცნო. ხმამ გამყიდა... ხმამ და ჩემმა იდიოტურმა გულისხმიერებამ. ხომ შეიძლებოდა უსიტყვოდ ჩამევლო, არ შემემჩნია...

დათა ხმას არ იღებს. მისი თვალები სიღრმეში შეიწია და ახლა იქიდან იყურება ორ გაოგნებულ წერტილად. უცნაურია, ადამიანებს ელდისგან თვალები უდიდდებას, ამას _ პირიქით.

უცებ მკლავში ხელი ჩამავლო და თავისი კაბინეტისკენ წამაცანცალა.

_ ფეხი არ მოიცვალო აქედან! _ გამოსცრა კბილებში და კაბინეტი დატოვა.

ერთი ამოღრიალება ქვეყანას მირჩევნია, მაგრამ ტირილს ყოველთვის მოვასწრებ. ამ საქმისთვის სახლში სპეციალური ბალიში მეგულება _ შექსპირს არ დასიზმრება, იმდენი ცრემლი ახსოვს.

დათას სამუშაო მაგიდასთან გავჩნდი და უჯრებში ღალატის ნაკვალევს ვეძებ. დავუშვათ, პრეზერვატივს, ან უნებლიედ დატოვებული პომადას... მსგავსი არაფერი, სუფთაა, როგორც მთის ბროლი. მეწყინოს თუ გამიხარდეს?

კდათამ კი შემოაღო, ლამის შემოგლიჯა კაბინეტის კარი და გამძვინვარებელი სახით დამადგა თავზე.

_ ამიხსენი, რას ნიშნავს ეს მასკარადი, ახლავე ამიხსენი!

_ ხომ არ მოვკალი შენი კოლეგა?

_ კითხვაზე მიპასუხე! _ დამიღრიალა. ისე თუხთუხებს, ცეცხლი რომ მოუკიდო კოსმოსში აიჭრება ცეცხლოვან რაკეტად.

_ ისედაც ყველაფერი იცი. კატოს დედას ვეძებ.

_ აქ, საავადმყოფოში, არა? გედეონთან დაიმალა, არა?

_ ნუ მიყვირი!

_ საცემი ხარ!

_ მადლობ.

_ იქნებ ბოდიში?

_ მე არაფერი დამიშავებია, მე...

_ გაჩუმდი! _ შემაწყვეტინა ხელის აწევით და ხალათის ფრიალით გაიარ-გამოიარა. _ ასე არაფერი გამოვა, ეტყობა, მართლა ცუდად გიცნობ...

_ სამაგიეროდ ერთ შინდისფერთმიან ქალბატონს იცნობ კარგად! _ ამჯერად მე გავაწყვეტინე. ის დროა, აქეთ შევახსენო ცოდვები. _ შეგიძლია დღესვე თხოვო ხელი... და გულიც ზედ დააყოლო, დესერტად.

_ ვინ არის შინდისფერთმიანი? _ დათა გაკვირვებული მომაჩერდა.

_ ის, რომელიც გუშინ მანქანაში გყავდა გაჭიმული, ვის გამოც ჩვენი შეხვედრა ერთი საათით გადაიდო.

_ ლიკა?

_ შენთვის შეიძლება ლიკაა, ჩემთვის _ ჩექმებიანი კატა ჭარხლისფერი ქოჩრით.ფ

_ წეღან შინდისფერი იყო... _ მოულოდნელად დათას ღიმილი გადაეფინა. ის ღიმილი, რომლის გამო მზად ვიყავი ქვეყნის დასასრულამდე მყვარებოდა ეს კაცი. მგონი დღესაც მზად ვარ...

_ მე ჭარხალი მირჩევნია.

ვატყობ _ ყინული გალღვა. რამდენიმე წუთიც და დათა ჩემია _ თავისი ღიმილიანა, თვალებიანა, ტუჩ-კბილიანა და ა.შ.

_ სარკეში ჩაიხედე, რას გავხარ... _ შემრიგებლური ტონით წარმოთქვა და ჩემს წინ, მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა.

_ სხვანაირად არ მიმიღებდნენ დამლაგებლად, თანაც არ მინდა გედეონმა მიცნოს. _ ვთქვი ხმის კანკალით. დათას სიახლოეს ხან ხმა მიკანკალებს, ხან მუხლი, ხანაც სხეულის სხვა ნაწილი.

ის გრძნობს ჩემს მდგომარეობას. მუხლზე ხელს მადებს და დანისლული თვალებით მაკვირდება. მე მის გუგებში ვირეკლები _ მსუყედ შეღებილი პომადიანი მეძავი. დათას ეს მომენტი რატომღაც აღაგზნებს, ყოჩაღად დგება, კარს გასაღებით კეტავს და უკან ბრუნდება:

_ ნახევარ საათში ოპერაცია მეწყება. _ ჩურჩულებს მისი ცხელი ტუჩები.

გვხედავდეს ახლა ის კუსთვალა ესკულაპე...

_ _ _

რუსთავში ჩასვლა მხოლოდ შაბათს, 26 ნოემბერს მოვახერხე. გედეონის კაბინეტში ნაპოვნ გზავნილს თუ დაეჯერება, მას აქ 25 ნოემბერს, 11 საათსა და 00 წუთზე ელოდნენ. ვნახოთ, ვინ არის ბუზიაშვილი ქ.

თბილისიდან მიკროავტობუსით ვიმგზავრე და რუსთავის ცენტრში ჩამოვედი. მისამართს ადვილად მივაგენი, ახლა მთავარია ტყუილის თქმა გამომივიდეს ადვილად. სიმართლე იმდენად აბსურდულად გამოიყურებოდა, ვინმე ბუზიაშვილს კი არა, მე არ მჯეროდა. წუხელ, ძილის წინ, ტყუილის რამდენიმე ვარიანტი მოვიფიქრე, ბოლოს სოციოლოგიერ გამოკითხვაზე შევჩერდი. წიგნაკიც კი შევიძინე, საჭიროების შემთხვევაში რომ ამომეფრიალებინა.

არ დამჭირდა ყალბი გამოკითხვის ჩატარება. ბუზიაშვილების ოჯახში პანაშვიდი დამხვდა. უკან მიბრუნებას აზრი არ ჰქონდა, რადგან აქამდე მოვსულვარ, გავარკვიო მაინც, ვინ მოკვდა და როგორ.

მიცვალებული აღმოჩნდა სამოც წელს გადაცილებული მამაკაცი სახელად ქართლოსი, რომელმაც ორწლიანი კომის შემდეგ წუხელ ღამე სული განუტევა. ოჯახში დარჩა ვაჟი, რძალი და ორი შვილიშვილი. როგორც მოგვიანებით, ჭორიკანა მეზობლისგან შევიტყვე, ბატონი ქართლოსი ორი წლის წინ ჩამოვარდნილა კიბიდან, გული წასვლია და მას მერე აღარც მოსულა გონზე. ლოგინად ჩავარდნილ ავადმყოფს ჯერ ცოლი უვლიდა, მერე კი რძალი, რადგან ცოლი ერთი წლის წინ გარდაიცვალა.

`დაისვენა უბედურმა ქართლოსმა და ოჯახიც დაასვენა. ბოდიში და, სულ ფეკალიების სუნი გამოდიოდა მაგათი ბინიდან, სიქა გაძვრა საწყალ მადონას მაგის მოვლით, ჩამოხმა ახალგაზრდა ქალი...~ _ ამბობდნენ მეზობლები.

ჭირისუფალში ერთი ძროხისთვალება ქალი იჯდა, ის თუა `საწყალი მადონა~, გავიფიქრე გულში და წამოვედი.

რაც უფრო ვუახლოვდებოდი თბილისს, მით უფრო მეტად მეუფლებოდა გაურკვევლობის განცდა. მაინც ვერ გავარკვიე, რა კავშირში იყო გედეონ შარბერაშვილი აწ გარდაცვლილ ქართლოს ბუზიაშვილთან.

_ _ _

დდა აი, მე დათას სახლში ვარ, საზეიმოდ გაშლილ სუფრასთან ვზივარ და რატომღაც არ ვღელავ. სამაგიეროდ ღელავს დათა. რომ ჰკითხო სიგარეტს თავი დაანება, არადა, ჩაქრობას ვერ ასწრებს, რომ ახალი ღერი ამოაქვს კოლოფიდან. დეა, მისი ქალიშვილი, ოპტიკურ სათვალეს ატარებს და ზომიერი ინტერესით მაკვირდება. მომწონს მისი თავშეკავებული მანერები, რომ მცოდნოდა ასეთი სასიამოვნო გოგოა, გაცნობას არ გავწელავდი.

_ ნამცხვარს ხომ არ ინებებთ? _ მეკითხება დეა.

_ არა, მადლობ.

_ დეას გაკეთებულია, _ აკონკრეტებს დათა.

_ მაშინ კი. _ ვიღიმები მე.

_ ჩვენი გაცნობის შევსვათ. _ ჭიქას ავსებს დათა.

მე და დეას გვეღიმება. დათა, მგონი, მესამედ სვამს ჩვენი გაცნობის სადღეგრძელოს.

_ გემრიელი ნამცხვარია. _ ვაქებ დეას ნახელავს.

ნამცხვარი მართლა კარგია, მაგრამ ყლაპვა მიძნელდება. ეტყობა მაინც ვღელავ, შინაგანად. ღელვა უარყოფითად მოქმედებს მადის რეცეპტორებზე.

_ არ გავხართ ტიპიურ მასწავლებელს. _ ამბობს დეა.

_ ალბათ იმიტომ, რომ არ მინდა ვგავდე.

_ არ გიყვარს თქვენი პროფესია?

_ როგორ გითხრა... მასწავლებლობაზე არასოდეს მიოცნებია. აღარც მახსოვს როდის დავიწყე პირველად ბავშვების მომზადება, მერე კოლეჯი დაემატა და... და ასე გავხდი მასწავლებელი.

_ ახალი წლის მერე გერმანიაში მაგზავნიან, სტაჟირებაზე. ინგლისური კარგად ვიცი, გერმანული _ ცუდად.

_ მერე რა პრობლემაა, ჩემთან იარე, მოგამზადებ.

დეამ ნიშნისმოგებით შეხედა მამამისს, იმან თეფშში ჩარგო თავი. მზერა მამიდან შვილზე გადავიტანე და პირიქით.

_ თქვენთან მომზადება ჩემი იდეა იყო, მაგრამ მამამ უარი მითხრა. _ გამოტყდა დეა.

_ რატომ? _ ვკითხულობ გაკვირვებული. განა შეიძლებოდა ასეთი შანსის ხელიდან გაშვება? სუფრაზე კეკლუცობა ერთია, ერთობლივი მეცადინეობა _ დაახლოების ყველაზე მოკლე და ბუნებრივი გზა.

_ მიზეზი არ აუხსნია. _ დათას მაგივრად მპასუხობს დეა. _ მე ვიფიქრე, ასე უფრო კარგად გაგიცნობდით, მითუმეტეს, თუ დანათესავებას ვაპირებთ.

ეს გოგონა პირდაპირ ჩემს გულში ზის. დათა კი ჩემზე უარესი მშიშარა ყოფილა.

_ სად გადიხარ სტაჟირებას?

_ ვაიმარიდან რამდენიმე კილომეტრზე ძველებური ციხე-სიმაგრეა, სადაც ამჟამად კოლეჯი ფუნქციონირებს. ლამაზი ადგილებია, ყოველ შემთხვევაში, ბუკლეტებში ასე ხანს.

_ ზირბერბლიკის ვილა ხომ არა?

_ არა, რაღაც სხვა სახელი ქვია. და ზირბერბლიკი რაღაა?

_ ნიცშეს უკანასკნელი თავსაყუდელი. ახლა იქ არქივია. თუ მოხვდები იმ მიდამოებში, აუცილებლად მოინახულე.

_ ნიცშეს შესახებ არაფერი ვიცი. _ ამბობს დეა.

_ შენს ასაკში მეც არ ვიცოდი.

_ მე ჩაის მივადუღებ, თქვენ ილაპარაკებთ... ნიცშეზე. _ ხაზგასმული ირონიით ამბობს დათა და სამზარეულოში გადის.

მე და დეა თავშეკავებული ღიმილით ვაცილებთ.

_ _ _

კკატლეტი, როგორც ასეთი, არ არის ჩემი საყვარელი კერძი, მაგრამ იმ დილით მოვინდომე და გავაკეთე. ორი ცალი ცხელ-ცხელი შევჭამე, ოთხი _ ხვალისთვის გადავდე, დანარჩენი _ ქალბატონი მარგალიტასთვის შევახვიე.

სამწუხაროდ, არ დასცალდა `შინაური კატლეტის~ დაგემოვნება წითელქუდას ბებიას, ვიდრე მე ხორცს ვატარებდი, ის ჩუმად მომკვდარა.

მარგალიტას პალატაში უცნობი ქალი ფუსფუსებდა. ჩემს დანახვაზე ტუმბოდან ნივთების ამოლაგებას თავი დაანება და მტრულად მომაჩერდა.

_ როდის მოკვდა? _ ვკითხე გაბზარული ხმით.

_ წუხელის.

_ პარასკევს კარგად იყო.

_ კვირას გამხდარა ცუდად.

_ ნათესავი ხართ?

_ დეიდაჩემია.

ჩემი კატლეტებიანა დერეფანში გამოვედი. უმწეო ბრაზი მახრჩობს და ტირილი მინდება. არ მაქვს ემოციების ფუფუნება, გედეონის მოსვლამდე უნდა მოვასწრო მის კომპიუტერში შეღწევა და ინიციალების გაშიფვრა. ნაჩქარევად გადავიცვი ხალათი, ცოცხს ხელი დავავლე და გედეონის კაბინეტში შევედი. კომპიუტერი ჩავრთე და თვალებით დავაკვდი

სიღრმიდან წამოსულ ნათებას, რომელსაც მოკლე სიგნალი და დესკტოპზე დაყრილი საქაღალდეების გამოჩენა მოჰყვა. `მაჩვენე შენი დესკტოპი და გეტყვი ვინ ხარ შენ.~ გედეონ შატბერაშვილი თხემით ტერფამდე ექიმი აღმოჩნდა. სამედიცინო სტატიები, წამლების ანოტაციები, დაავადებების სიმპტომები... აჰა, ის წყეული, დანომრილი ინიციალებიც გაეძრო! ილია მართალია _ ცოლმა ქმარს ინფორმაცია მოპარა. ყოჩაღ ბიჭი, შენში ისევ ცოცხლობს ყოფილი იურისტი.მმაინც, რა ედო სარჩულად მედეას საქციელს _ შანტაჟი? ეჭვიანობა? თუ ორივე ერთად?დდავიჯერო, ამ კოდირებული სიის მიღმა გედეონის საყვარლები იმალებიან? ვერა, ვერ დავიჯერებ. ჯანმრთელი კაცი უბრალოდ არ იკადრებდა ოცდაათიან წლებში დაბადებულ მოხუცთან სასიყვარულო ურთიერთობების გაბმას, ცხადია, თუ უნდა ადგილი არა აქვს სექსუალურ გადახრას.

მორჩა, დროის ლიმიტი პრაქტიკულად ამოიწურა, აი, `ნაგვის~ კალათასაც გავხსნი და არა მარტო გედეონის კაბინეტს, სათოფეზე არ მივეკარები ამ საავადმყოფოს. კალათაში არც მეტი, ერც ნაკლები, მედეას გამოსამშვიდობებელი წერილი დამხვდა. მე ქვეცნობიერად ვეძებდი მას და აი, მივაგენი. ისმის კითხვა: საიდან მოხვდა ცოლის წერილი ქმრის კომპიუტერში? დიახ, მაგაშია საქმე...

დერეფანში მარგალიტას დისშვილს მოვკარი თვალი, გასასვლელისკენ მიირწეოდა ხელში ჩაბღუჯული პარკებით. მომეჩვენა, რომ იმ პარკებში დეიდამისის სული მიჰქონდა, შინაურ კატლეტზე მეოცნებე სული.

_ გამარჯობა ჩვენებურო! _ მომესალმა ზურგსუკან აღმოცენებული ზოია.

_ მარგალიტა მომკვდარა...

_ ვიცი. _ არხეინად მომიგო კაფანდარა დამლაგებელმა. _ მაგანაც დაისვენა და პატრონიც მოასვენა.

ჶეს ფრაზა მეორედ მესმის, პირველად ბუზიაშვილის მეზობელმა გააჟღერა.

_ ვის რას უშლიდა?

_ უშლიდა, მა არ უშლიდა? ახლა დისშვილს დარჩა მარგალიტას სახლ-კარი, უნდა გაყიდის, უნდა მოიხმარს. ეკუთვნის კიდეც, ამდენი წელი უვლიდა გამოპრუტუნებულ დეიდამისს... დეიდა კი არა, დედა არავის უნდა მზითევის გარეშე.

_ რა გვარია მარგალიტა?

_ საჯაია.

საჯაია... საჯაია... მეცნობა ეს გვარი, ძალიან მეცნობა.

_ სახლში გადაასვენეს?

_ ჯერ მორგში იქნება.

_ უნდა გაკვეთონ?

_ არა, გოგო, ვის აინტერესებს მაგის სკლეროზიანი გოგრა! ბალზამს გაუკეთებენ, საბუთებს გააფორმებენ და გაატანენ ჭირისუფალს.

_ გედეონი არ გამოჩენილა?

_ წუხელ მოვკარი თვალი... _ მიამიტად მიპასუხა ზოიამ.

_ წუხელ კვირა იყო. _ დავაზუსტე მე.

_ მერე, რა?

_ კვირაობითაც დადიან ექიმები?

_ არა.

_ მორიგე იყო?

_ არა, მორიგე არ ყოფილა.

_ აბა, რა უნდოდა უქმე დღეს სამსახურში?

_ რა შენი საქმეა, გოგო, რა ეჭვიანი ცოლივით შემიჩნდი? _ შემიტია ზოიამ, მაგრამ მე არ ვაპირებ პოზიციების დათმობას.

_ გედეონს ცოლი აკითხავდა ხოლმე?

_ იშვიათად.

_ ბოლოს როდის იყო?

_ ერთი თვის წინ იქნებოდა, მაგრამ გედი ექიმი ოპერაციაზე იყო შესული. ცოლმა _ კაბინეტში დაველოდებიო. ნეტა ვიცოდე რაში გაინტერესებს?

_ ცნობისმოყვარე ვარ. გაწყობს? _ ფართედ გავუღიმე და მარგალიტასთვის განკუთვნილი კატლეტები ზოიას მივაჩეჩე. _ ეს შენ, შესვენებაზე მიირთვი.

_ _ _

მმორგის კარი იმ განწყობით შევაღე, რომ დამხვდებოდა სტერილური დარბაზი, მაცივარ-აგრეგატებში განთავსებული მიცვალებულები, თეთრხალათიანი ექიმები, როგორც ტელევიზორში მინახავს, ამერიკულ ფილმებში...

სინამდვილეში ჯოჯოხეთის მიმღებ პუნქტში აღმოვჩნდი _ უფანჯრო, ნახევრად ჩაბნელებული დარბაზი, ფორმალინის სუნით გაჟღენთილი კედლები, გორგოლაჭებიან საკაცეებზე ამხედრებული სანთლისფერი მკვდრები _ შიშველ ტერფებზე მიკრული გვარ-სახელით... ჩემი მარგალიტა აქ არ იყო.

დდარბაზის ბოლოში კარი დავინახე, საიდანაც იმედისმომცემად მოიპარებოდა სინათლის ზოლი. იმავე წამს ინსტრუმენტების წკრიალი და ღიღინი მომესმა. იქით გავემართე.

გაკაშკაშებულ ბოქსში, საოპერაციო მაგიდაზე, მარგალიტა საჯაია ესვენა. გული მომიკვდა მისი წამახული პროფილის დანახვაზე. თავზე ედგა ასაკოვანი ექიმი თეთრი წარბებით და აიბოლოტის წვერით.

_ გამარჯობათ.

_ გაგიმარჯოს, გენაცვალე. _ ღიღინი შეწყვიტა და სათვალის ზევიდან ამომხედა მოხუცმა. _ ვის ეძებ?

_ ვინც მანდ გიწევთ.

_ ააა... ბებიაა?

ვიდრე გონებაში პასუხს ვეძებდი, მოხუცმა მოზრდილი საკვოიაჟი გახსნა და იქიდან ფუნჯები ამოიღო.

_ რას აპირებთ? _ ვკითხე გაოცებულმა.

_ ბებიაშენის პრეზენტაბელურ ფორმაში მოყვანას. მიცვალებულს რომ შეხედავ, გული არ უნდა გაგისკდეს. ჭირისუფლისთვისაც სასიამოვნოა და ვინც იმქვეყნად დახვდება, მათთვისაც.

საკვოიაჟის შიგთავსს ჩავხედე და თეატრალური გრიმებით სავსე ქილები დავინახე. ფსკერზე ეყარა კოსმეტიკური ფანქრები, პომადები, ტუში, ხელოვნური წამწამები... ექიმმა რეზინის ელასტიური ხელთათმანები გაიკეთა და ხორცისფერი გრიმი მარგალიტას ლოყაზე გამოტუმბა.

_ ხელს ხომ არ გიშლით? _ დავეკითხე თავაზიანად.

_ პრინციპში, მუშაობა მარტოობაში მირჩევნია.

_ გამონაკლისს ვერ დავუშვებთ?

თანაგრძნობით შემომხედა. როგორ არ ჰგავს ეს მოხუცი გვამების მფატრავს, საიდან მოხდა ამ სარკოფაგში?

_ არავის უთქვამს, რომ ექიმ აიბოლიტს ჰგავხართ?

_ მართლა? ` Добрый доктор Айболит! Он под деревом сидит~...Ïკეთილი, თუ არ გეშინია, მიყურე.

_ რისი უნდა მეშინოდეს?

_ ზოგს ეშინია მიცვალებულის, ღამე არ მომელანდოსო, ჱყურში არ ჩამასუნთქოსო...

_ მე არ ვარ მათ რიცხვში. როგორ მოგმართოთ?

_ სიმონი მქვია, გენაცვალე, შეგიძლია ბატონი სიმონი დამიძახო, ან ძია სიმონი. როგორც გაგიხარდება.

_ დიდი ხანია აქ მუშაობთ?

_ მალე ორი წელი შესრულდება, _ მან თანაბრად გადაანაწილა გრიმი მარგალიტას სახეზე და თითებით შეაზილა. _ ადრე მოსკოვში ვმუშაობდი, კრემლის საიდუმლო ლაბორატორიაში. იქ გაცილებით სოლიდური `კლიენტები~ მყავდა, ვიდრე ბებიაშენია.

_ მაშინ, რატომ ჩამოხვედით?

_ ლაბორატორია დაიშალა, მეც დავბერდი... ჩემს ქვეყანაში მინდა დავიმარხო, მშობლების გვერდით. მიცვალებულის გალამაზება ერთგვარი ხელოვნებაა, მაგრამ საქართველოში ეს არ ესმით, იაფფასიან პუდრს მიაყრიან და მორჩა _ შეგიძლია გამოდგა ზალაში, ბავშვების დასაფრთხობად.

_ ყველას ასე ალამაზებთ?

_ ყველას არა, ვინც გარკვეულ საფასურს გადაიხდის. ჩემი აზრით ადამიანი კუბოშიც ღირსეულად უნდა გამოიყურებოდეს, ეს ხომ მისი უკანასკნელი, ამქვეყნიური გზაა... არ მეთანხმები?

_ არ ვიცი, არ მიფიქრია ამაზე.

_ იმიტომ, რომ ახალგაზრდა ხარ, სიკვდილისთვის თვალებში არ ჩაგიხედავს... ის კი არც ისეთი საშიშია, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ. მე რომ მკითხო პირიქით, მიმზიდველიცაა, როგორც ნებისმიერი გამოუცნობი ინსტანცია.

მარგალიტას სახე ჩემს თვალწინ ცოცხლდება. სიმონი ახლა თვალებთან ჯადოქრობს, თითებში მოცახცახე ფუნჯი ქუთუთოზე ეშვება და ნაოჭებს ფარავს.

_ ჩემი ნება რომ იყოს, სარიტუალო კანტორას გავხსნიდი, _ მეოცნებე ხმით ამბობს ბატონი სიმონი, _ საკუთარი, ცივილიზებული მორგით, პანაშვიდების გასამართი დარბაზით, კრემატორიუმით, მუსიკით, შენ ხარ ჩემი ბატონი... ეს არ არის იაფფასიანი სიამოვნება, მაგრამ ფრიად საჭირო.

_ ასეთ საქმეში ვინ ჩადებს ინვესტიციას?

_ ვიცი. იმიტომაც ვზივარ ამ კატაკომბაში. `Аллооо, это морг?~ `Да, морг!~ `Гуттенморгенн!~ მომწონს ეს ანეკდოტი, ჩემზეა ზედგამოჭრილი. ერთადერთი, რაც აქ მაძლებინებს, რწმენაა... რწმენა იმისა, რომ მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურები. მიცვალებული ზოგჯერ ცოცხალზე მეტყველია... მე მათ ვგრძნობ, ხშირად ვესაუბრები, რჩევას ვეკითხები, ვეკამათები... იცი, ამ წუთში რა მითხრა ბებიაშენმა?

_ არა... _ მარგალიტას დავხედე. ის პირმომუწული იწვა, ძალიან სერიოზული გამომეტყველებით.

_ ეს პომადა ნამეტანი მუქი მოგსვლიაო, მეო უნაბისფერი უფრო მიხდებაო... ბაცი უნაბისფერი. ასე არაა, ქალბატონო? _ ბატონი სიმონი გარდაცვლილის ტუჩებთან დაიხარა. _ კიო, ეგრეაო... ჰი, ჰი, ნუ გეშინია, გენაცვალე, ბებიაშენის სული აქ დაფარფატებს, ფიზიკური სხეულის სიახლოვეს.

თუ ასეა, მშვიდობით ქალბატონო მარგალიტა, იმედია იმქვეყნად მაინც შეხვდებით თქვენს დაკარგულ ქალიშვილს.

_ _ _

ერთი პირობა ვიფიქრე, სადმე განვმარტოვდები და მომხდარს გავაანალიზებ მეთქი, მერე კი გამახსენდა _ ასეთი საქმისთვის თვით ჰოლმსაც ჰყავდა თავისი ვატსონი და ილიასთან გავწიე.

ჭიშკარი, როგორც ყოველთვის, ძაღლმა გამიღო და საპატიო ყარაულივით მიმაცილა კიბემდე. ოთახიდან გამოსულმა მუსიკის ჰანგებმა ცოტა არ იყოს გამაღიზიანა _ არ მესმის, მარტო მე დამკარგვია ეს მედეა შატბერაშვილი?

თურმე ვცდებოდი _ ილიასთან კატო დამხვდა. კატო და უცნობი გოგონა, რომელიც ილიამ თავის ქალიშვილად გამაცნო. სამივენი გაცისკროვნებელი თვალებით მომაჩერდნენ, როგორც ბავშვები თოვლის ბაბუას, მე კი არაფერი გამაჩნდა გედეონის კომპიუტერში ნაპოვნი წერილისა და საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი მოხუცების გარდა.

_ ია მასწ, ილუშამ სიმღერა დაწერა ჩემთვის და ნინისთვის, უკვე რეპეტიციას გავდივართ. _ კატომ დიდი ხნით უნახავი დაქალივით გადამკოცნა.

სუბორდინაციის დარღვევა მასწავლებელსა და მოწაფეს შორის, ყოვლად დაუშვებლად მიმაჩნია, მაგრამ კატო ისეთი ბედნიერია, ილიას ქალიშვილი კი ისეთი ლამაზი... ნამდვილი კარმენი! საყურეც შესაფერისი უკეთია _ ოქროს მძიმე ბურთულები. ასეთები ქურთის ქალებზე მახსოვს, ჩემს ბავშვობაში ეზოებს გვიდნენ ხოლმე ჭრელა_ჭრულა ქვედაკაბებით დახუნძლული ქურთის ქალები. ნინის ადგილზე მსახიობი გავხდებოდი და კარმენს ვითამაშებდი. სიმღერის ნიჭი თუ აქვს, ოპერაც შეიძლება.

_ დუეტის შექმნა გადავწყვიტე. _ განმიმარტა ილიამ, _ კატოს და ნინის კლიპში გადაიღებენ. სპონსორი გვყავს, სიმღერა გვაქვს, არც ენთუზიაზმი გვაკლია... ეგ არის, დუეტის სახელი არ შეგვირჩევია. რამე იდეა ხომ არ გაქვს?

გგაკვირვებულმა შევხედე. ილია მიხვდა სიტუაციის უხერხულობას და გოგოებს ნაყინზე გასეირნება შესთავაზა.

_ ნაყინი? შემოდგომაზე?! _ გაუკვირდა კატოს.

_ არ ვიცი, მაშინ ყავა...

_ ნუ ღელავ, შენ ფული მოგვეცი და მოვიფიქრებთ რამეს. _ ნინი ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა და გრაციოზულად მიუახლოვდა მამამისს. ჯაჭვებითა და მეტალით გაწყობილი შოტლანდიური ქვედაკაბა ეცვა, ფეხზე _ ყვითელი გამაშები. მასთან შედარებით ტვიდის პალტოში ჩაცმული კატო მოწიწებასა და უბრალოებას განასახიერებდა.

_ კატო, კაშნე არ დაგავიწყდეს. _ შეახსენა ილიამ და პალტოს სახელოდან გამოსრიალებულ კაშნეზე მიუთითა.

კატომ ღიმილით დაითრია კაშნე და ნინისთან ერთად გავიდა. ილია კი ჩემსკენ გამოსრიალდა:

_ დაჯექი იამზე, და ნუ მიყურებ ასეთი თვალებით, მე არაფერი დამვიწყებია. პირიქით, ეს წამოწყებაც კლიპთან დაკავშირებით თავისებური ფსიქოთერაპიაა... სულაც ვალის მოხდა. რაც გინდა ის დაარქვი.

_ ვის წინაშეა ვალის მოხდა?

_ ამ გოგონების დედების წინაშე. მე ისინი მიყვარდა... და თითიც არ გამინძრევია ამ სიყვარულის შესანარჩუნებლად. გოგოები კი დამეგობრდნენ... შეატყვე, როგორ ავსებენ ერთმანეთს? მგონი მშვენიერი დუეტი გამოვა.

_ ახლა ამის დრო იყო? _ მძიმედ დავეშვი ტუტანხამონის სკამზე.

_ სწორედ ახლა, იათამზე, ახლა! საკუთარი თვალით ნახე როგორ შეიცვალა კატო, დეპრესიიდან გამოდის, ასე არაა?

_ კი, მაგრამ...

_ რა `მაგრამ...~ _ გამაწყვეტინა ილიამ _ არ გიხარია?

_ მიხარია, მაგრამ...

_ არავითარი `მაგრამ~. მე არაფერი შემიძლია დავუპირისპირო დედამისის უგულო წერილს. აბსოლუტურად არაფერი! უძლური ვარ, გესმის? ერთადერთი რაც შემიძლია _ ყურადღება გადავატანინო მუსიკაზე. ინვალიდს მეტი არც მოეთხოვება.

_ შეიძლება ასეცაა.. ერთი ნიუანსის გამოკლებით... _ თავი ავწიე და თვალებში ჩავხედე. _ `უგულო წერილი~ მედეას დაწერილი არ არის.

და ყველაფერი მოვუყევი, გედეონის კომპიუტერში აღმოჩენილი წერილით დაწყებული, მარგალიტას სიკვდილით დამთავრებული.

_ ღმერთო ჩემო, მედიკო... _ ილიამ გვერდზე გაიხედა და სახეზე ხელები აიფარა.

მხოლოდ ახლა გავაცნობიერე მთელი სიცხადით, რომ შესაძლოა მედეა მკვდარია, უფრო სწორედ, მოკლულია ქმრის მიერ! იქ, გედეონის კაბინეტში, რეალობის აღქმა ინფორმაციის სენსაციურობამ გადაფარა, ზედ მარგალიტას სიკვდილიც დაერთო. რა მიმარბენინებდა მორგში, პირდაპირ პოლიციაში უნდა წავსულიყავი...

_ პოლიციაში ხომ არ განვაცხადოთ? _ ილია, როგორც ყოველთვის, ჩემს აზრებს კითხულობს.

_ მოგვიწევს, მაგრამ იქამდე სიას გადავხედოთ, საჯაიას გვარი თუ ფიგურირებს...

ილიამ მკვეთრი მოძრაობით მიაბრუნა ეტლი და კომპიუტერისკენ გასრიალდა. მეც მივყევი.

# 3 საჯაია მ. 1930. ის არის, წითელქუდას ბებია.

_ _ _

მშიერი კუჭითა და აწეწილი ნერვებით მივადექი ჩემს დას.

_ შემოდი, დაკარგულო. _ გულში ჩამიხუტა ზურამ, სიძე-კაცმა.

_ ნიძლავს ჩამოვალ მშიერია, ისე ხომ არ გავახსენდებით?! _ ოთახიდან ლელას ხმა გაისმა.

_ იაკო! _ შემეგება ჩემი საყვარელი დისშვილი, 15 წლის მიკა. _ კარგია, რომ მოხვედი... დედაჩემი ისევ არ მელაპარაკება, ორი დღეა ცხვირჩამოშვებული დადის, მიდი რა დაებაზრე...

_ რა ვქნა? _ ქოჩორი მოვწიწკნე მიკას.

_ იმუსაიფეთ. _ გამოასწორა მიკამ და სამზარეულოში შემაცილა.

ლლელას უკვე შემოედგა გასაცხელებლად ხარჩოიანი ქვაბი და მაგიდაზე თეფშებს აწყობდა.

ლელას სამზარეულო არც დიდია, არც პატარა, ის მყუდროა. აქ მუდმივად თუხთუხებს ვერცხლისფერი ჩაიდანი და თავისთვის ლაპარაკობს მაცივარზე შემოდგმული პატარა ტელევიზორი. რაც მთავარია, დგას თავისებური, გემრიელი სუნები, მაშინვე რომ მიხვდები _ ამ სახლში ყოველ დღე კეთდება ცხელი სადილი და დესერტი.

_ ანანო სად არის? _ მოვიკითხე უფროსი დისშვილი, 17 წლის ანანო.

_ პაემანზე ბრძანდება. _ ლელამ პურის საჭრელი დანა მოიმარჯვა და ლოჯიის მხარეს გაიჭყიტა, სადაც კომპიუტერთან მჯდარ ზურას ავტოკადში გადაჰყავდა რომელიღაც სამშენებლო ობიექტი.

_ მართლა? მამამისმა იცის?

_ ხვდება, მაგრამ არ იმჩნევს.

_ მერე რას ჩამოგტირის ცხვირ-პირი?! შვილი მოგესწრო, მალე ბებია გახდები.…

_ გაჩუმდი, თორემ გაგიყრი ამ დანას... მერე თავსაც მოვიკლავ. @_ გამაფრთხილა ლელამ.

_ ჯერ მაჭამე, მერე რაც გინდა მიქენი, _ პირის ყუა მოვტეხე და ხარჩოს ბუყბუყს მივაყურადე. _ მიკამ რაღა დაგიშავა?

_ ორიანს აყოლებს ინგლისური. ერთადერთი საგანი, რომელიც მეტ-ნაკლებად იცის და ბაც _ ორიანი! წარმოგიდგენია?

_ აბა, რა გითხრა...

_ იცის, იცის, მაგრამ დავალებებს არ აკეთებს, საერთოდ არ აკეთებს, გესმის? მეტიც, ინგლითური ბოლო გაკვეთილია და სისტემატიურად აცდენს. გავიხედავ და მომადგება პირველ საათზე... გამიცდაო _ მატყუებს. არა, იკო, ეს კომპიუტერი უნდა გადავაგდო, აი, ავიღებ და ჩემი ხელით მოვიფრენ მეშვიდე სართულიდან. სიამოვნების მოვუსმენ, როგორ მიეკვერცხება ასფალტს. მეზობლების მერიდება, თორემ უკან არ დავიხევდი.

_ მიკასი არ გერიდება?

_ არა, მიკა ღირსია.

მაგიდაზე გაჩნდა ორნაირი სალათა, დამარილებული ქაშაყი, სურნელოვანი ხარჩო...

_ მამამისი რას ამბობს? _ ვკითხე, როცა ცოტა სული მოვითქვი.

_ ფეხებზე ჰკიდია, ოღონდ არ აჩხუბო და მთელი ცხოვრება სირაქლემას ითამაშებს. კაკაო გინდა?

_ ვა, კაკაოც გაქვს?

_ ბავშვებს უყვართ.

_ მინდა. ბაღის მერე არ დამილევია. რატომ არ გვასმევდა დედა კაკაოს?

_ სად ეცალა კაკაოსთვის?! ვიდრე სადოქტორო არ დაიცვა, უნივერსიტეტიდან არ გამომძვრალა.

_ შენ რომ სახლში ზიხარ, რა, ვერ იღებს მიკა ორიანს?

_ მამამისის ბრალია, საყვედური არ დაცდება, მე კი ძაღლის ენა მაქვს გამობმული.

_ ესეც ერთგვარი თავდაცვაა. რაც არ შეუძლია, ნუ მოთხოვ.

_ ჩვენ რატომ ვიყავით ასეთი დამჯერე შვილები, ჰა, იკო? სამიანის მოტანას როგორ გავბედავდით სახლში?! სამიანშიც არაა საქმე, უზრდელია! შენ გგონია რატომ არ ველაპარაკები... დისკის ფულს მედავებოდა და არ მივეცი. იცი რა მითხრა?

_ რა? _ ღეჭვა შევწყვიტე და საშინელების მოლოდინში გავიტრუნე.

_ ჟმოტი ხარო, _ ამოისლუკუნა ლელამ _ ეს მე ვარ ჟმოტი? მე, რომელიც...

აქ ლელამ თავისი ღირსებების ჩამოთვლა დაიწყო, მე კი ხვალინდელ დღეზე შევფიქრიანდი... პირველ რიგში უნდა გადავამოწმო, გადიოდნენ თუ არა გედეონთან მკურნალობას სიაში დაფიქსირებული ადამიანები. დათას დახმარება დამჭირდება, იმედია ახლა, როცა სიმართლეს გაიგებს, გამოიჩენს გულისხმიერებას და პატარაზე ხელს გაანძრევს.

_…...რომ ჰკითხო გუდაურისთვის ილესავენ კბილებს, _ თავისას მღერის ლელა, _ ანანო თხილამურების ფულს გვეჯღანება, ის კი არ იცის, რომ ცოცხალი თავით არ გავუშვებ...

_ რატომ? _ გამოვფხიზლდი მე.

_ ის ტიპიც წაყვება, ასიანი.

_ ვინ ტიპი?

_ ანანოს შეყვარებული! გუდაური, თოვლი, ალკოჰოლი, ხიჟინა... გადასარევად ვიცი, რაც მოყვება ხიჟინებში ძრომიალს.

_ თუ იცი, გაუშვი. _ ნაზად გავიზმორე და ჩაიდანს გავხედე, იმ იმედით, რომ ლელა ჩაის შემომთავაზებს.

_ გაგიჟდი? _ შეშლილი სახით მეკითხება ლელა.

_ ნეტავ მე დამპატიჟებდეს ვინმე, ხიჟინაში...

_ დაგპატიჟოს მერე იმ ლოყებჩაცვენილმა ფრანკენშტეინმა, რას მიკეთებს?

_ ის ფრანკენშტეინი, სხვათა შორის, მალე შენი სიძე გახდება. _ მოვაკეტინე მე.

სიჩუმე ჩამოვარდა. ლელა ახალ ამბავს ხარშავს.

_ დედამ იცის? _ იკითხა ბოლოს.

_ ქორწილში დავპატიჟებ.

_ საძაგელო, რატომ არაფერს მიყვები! ზურააა, გაიგე, ჩვენი იკაკო გათხოვებას აპირებს! _ გასძახა ქმარს.

_ ჰო-ო! ძალიან კარგი. _ ზურას თავი არ აუწევია კომპიუტერიდან.

_ მუდო! _ წაისისინა ლელამ, _ ხომ გითხარი, ფეხებზე კიდია.

_ ცეკვას ხომ არ დაიწყებს ამხელა კაცი!

_ ჰა, ჰა, ცეკვა ქორწილში! მიდი, მიდი, ყველაფერი მომიყევი, ბზიკოოოო...

ლელასთან გვიან ღამემდე შევრჩი. ჯერ იყო და, ჩემი ამბები მოვუყევი, მერე ანანო მოვიდა _ იმის ამბებს მოვუსმინეთ, მერე მიკას წავუკითხეთ ლექცია სწავლა_განათლების ამბავში, ბოლოს ზურამაც მოამთავრა თავისი ავტოკადი და სამზარეულოში შემოგვიერთდა. ჭორაობაში დროებით დამავიწყდა ჩემი მიცვალებულები. კარგია, როცა დედმამიშვილი გყავს. თუ გავთხოვდი, ზედიზედ გავაჩენ სამ შვილს და კუსთვალა ესკულაპეს ჯიბრზე აღარასოდეს გამოვაღწევ სამშობიარო ბოქსიდან. ეს ისე, ხუმრობით.

_ _ _

დდამესიზმრა, თითქოს ლიფტით ვმგზავრობდი და უეცრად სინათლე ჩაქრა. ორიენტაციადაკარგული ვიდექი სიბნელეში და თავბედს ვიწყევლიდი. `ქალბატონო!~ _ სადღაც ზემოდან დამიძახა ვიღაცამ. კაცის ხმა იყო. `მე აქ ვარ, აქ!~ _ ვიბღავლე მთელ ხმაზე. `ქალბატონო, ქალბატონო!~ _ მეორე ხმაში ბღაოდა ის. აშკარად არ ესმოდა ჩემი განწირული შეძახილი.

გთვალები გავახილე. შავ-ბნელი სიზმარი გაქრა, ხმა კი რატომღაც დარჩა. როცა საბოლოოდ გამოვფხიზლდი, აივნის მხრიდან, ფანჯარასთან მდგარი მუშა დავინახე. ეს მისი ხმა შემოიჭრა ჩემს სიზმარში. რა ჯანდაბა უნდა ამ დილაუთენია, იქნებ გამოვსულიყავი იმ წყეული ლიფტიდან, დღის სინათლე დამენახა... ახლა მთელი დღე დათრგუნულმა უნდა ვიარო, ცუდი ამბის მოლოდინში.

ხალათი მოვისხი და ფანჯარაში გავიჭყიტე.

_ რა გინდათ?

_ ორი ვედრა წყალი, ცემენტი უნდა მოვურიო.

_ გაქვთ ის... ვედრო?

_ კარს თუ გამიღებ, შემოგაწოდებ.

მე თქვენობით, ის – შენობით. გაუზრდელი! ეგეთი არც მოშენება მინდა, არც დამშვენება... მაგრამ სხვა რა დამრჩენია, უნდა მოვემსახურო. დაძინებას აზრი არ ჰქონდა, სიზმრის გაწყვეტილ ძაფს მაინც ვეღარ აღვიდგენ, მოსახდენი კი მოხდება.

ყავა მოვადუღე და სიგარეტი გავაბოლე. დღის პირველ ნახევარში არ ვეწევი, მაგრამ დათასთან ლაპარაკის წინ ნერვები უნდა დავიწყნარო. ვერ გეტყვით, რომ

სიგარეტი ნერვებს აწყნარებს, მაგრამ რაღაც სარიტუალო ფუნქციას ნამდვილად ასრულებს. ზიხარ, აბოლებ, აზრების მობილიზაციას ახდენ...

თორმეტი საათისთვის დათას საავადმყოფოში დავურეკე. ამ დროს ექიმებს შემოვლა მოთავებული უნდა ჰქონდეთ, თუ საოპერაციო დღე არ არის, ,,კურილკაში” იკრიბებიან და უწმაწურ ანეგდოტებს ყვებიან.

_ როდის შემიძლია გნახო? სერიოზული სალაპარაკო მაქვს. _ უაპელაციო ხმით მოვახსენე დათას.

_ რასთან დაკავშირებით? _ დათა ხმაში შეშფოთება იკითხება და ამ შფოთის მიზეზი მე გახლავართ.

გეტყვით რატომ: დათა ეჭვიანია არაკლასიკური გაგებით. ის არ ეჭვიანობს პირადად ჩემზე, ის ეჭვიანობს ჩემს აზრებსა და ქმედებებზე. რატომღაც შეუძლია დაუშვას, რომ თქვენმა მონა-მორჩილმა შეიძლება რაღაც უტაქტობა ქმედება ჩავიდინოს. მაგალითად, უარი თქვას დეას გერმანულში მომზადებაზე, ან საკუთარ ქორწილში დააგვიანოს... სულაც, წინა ღამით გადაიფიქროს. მგონი დათა ზედმეტად წესიერი ადამიანია, აქედან გამომდინარე - პრობლემატური. დათას სიკვდილივით ეშინია აღმოჩნდეს სასაცილო მდგომარეობაში, რაზეც მე მხოლოდ მეღიმება. სწორედ ეს ღიმილია მისი შფოთია მიზეზი.

_ საქმე გედეონ შატბერაშვილს ეხება.

_ ისევ? _ ამოიოხრა დათამ.

_ დათა, ამ საქმეს კრიმინალის სუნი ასდის და ვიდრე პოლიციაში დამირეკავს, სჯობს მოხვიდე.

_ კარგი, მოვალ, მაგრამ ამ წუთში ვერ გამოვიქცევი. ოთხზე პაციენტს ველოდები.

_ გამოდი და მერე ისევ წადი.

_ ახლა საკეისრო მაქვს გასაკეთებელი, ვადაგადაცილებული ფეხმძიმე მოიყვანეს და...

_ რა უნდა საკეისროს, ხუთი-შვიდი წუთი, მეტი ხომ არა?

_ დაგირეკავ როცა შევძლებ. _ მომიჭრა დათამ. _ ან პირდაპირ მოვალ.

_ რა დაგახვედრო?

_ შემწვარი კარტოფილი.

რა ადვილი სარჩენია ეს კაცი, შემწვარი კარტოფილი მისი ფანტაზიის მწვერვალია. იმიტომაც გაწელა ამდენ ხანს ცოლის მოყვანა, კარტოფილს თვითონაც კარგად შეიწვავს კაცი. ჩემს დას რომ ჰკითხო, შემწვარი კარტოფილი ზარმაცი დიასახლისების გაპიარებულია. ამიტომ 24 საათი გაზქურაშია შემძვრალი – ხარშავს, ხრაკავს, აცხობს... რომ სამსახურიდან მობრუნებულ ქმარს ღირსეული სუფრა დაახვედროს. როცა ზურა მივლინებაშია, ლელა ადგილს ვერ პოულობს, ალბათ სიამოვნებით შეძვრებოდა სადმე ბუნაგში და დათვივით გამოიზამთრებდა. ვინაიდან ორი შვილი ჰყავს, იძულებულია ცხოვრება განაგრძოს, მაგრამ ძირითადად ფანჯარასთან. დგას და ელოდება.ჶვერ ვიტყვი, რომ იგივეს განიცდის ზურა ცოლის მიმართ. უყვარს, განა არ უყვარს, მაგრამ ასეთივე წარმატებით უყვარს სრულიად კაცობრიობა. ასეთია ჩემი სიძე _ ყველასი და არავისი.

ის იყო კარტოფილი შევწვი, რომ დათაც მოვიდა. ლელას გაკეთებული ტყემალი დავუდგი და მოთმინებით აღვიჭურვე _ ჭამოს და მერე გადმოვულაგებ ჩემს ეჭვებსა და ვერსიებს.

ხოდა, გადმოვულაგე.

დათას სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, ყელზე დაადგა ჩემი შემწვარი კარტოფილიც, ლელას ტყემალიც და ჩაიც, რომელიც ეს-ესაა მოსვა.

_ მიჭირს დაჯერება. _ თქვა ბოლოს.

_ დათა, უნდა დამეხმარო...

_ რა შემიძლია?

_ საავადმყოფოში გექნებათ აღრიცხვის ჟურნალი პაციენტების მონაცემებით. დისკეტაზე დაფიქსირებულ შვიდ გვარს ჩამოგიწერ და ეგებ გადაამოწმო?

_ დავუშვათ, გადავამოწმე.

_ ამომიწერე კოორდინატები, დანარჩენი მე ვიცი.

_ კარგი. _ მოულოდნელად დამეთანხმა.

_ მართლა? _ ავყვავდი მე.

_ ხელწერილი დაგიდო?

_ დათა! _ შევკივლე გახარებულმა და კისერზე ჩამოვეკიდე.

დათამ ისარგებლა მომენტით და საწოლისკენ მიბიძგა. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები - კაცები უემოციო ცხოველები არიან. ამ სიტუაციაში, როცა ამდენი გვამი გვაყრია თავზე ერთი შეხება საკმარია, რომ ყველა ნერვულმა დაბოლოებამ წელს ქვევის გადაინაცვლოს.

_ არ გამოვა, აივანზე მუშები დაშლიგინებენ. _ არგუმენტი მოვიყვანე მე.

_ გავკარი. _ ბუტბუტებს დათა.

_ უკვე სამი ვედრო წყალი მივაწოდე, მეოთხე რომ მოუნდეთ?!

_ არ მაინტერესებს...

ეს არის კაცების ლოგიკა. არ აინტერესებს და მორჩა. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არა აქვს, თუ გაბრაზდა, შეიძლება აღარც დამეხმაროს...

ფანჯარის მინაზე პრეტენზიულმა კაკუნმა ორივე ადგილზე გაგვაშეშა.

_ ხაზეიკა! _ დასჭექა მუშამ.

_ ხომ გეუბნებოდი! _ ნიშნისმოგებით ავსისინდი მე.

_ გინდა დავიფრინო? _ შემომთავაზა დათამ.

_ ასეთ ფორმაში თუ დაიფრენ, მთელ სამეზობლოს შეყრიან -

არიქა, იათამზეს სახლში შიშველი კაცი ჰყავსო.

_ ვითომ ქმარი ვარ.

_ ბარემ პასპორტი აჩვენე! _ გავბრაზდი.

_ რომელი, ბავშვები რომ აჩვენებენ ხოლმე უცხო ბიძიებს?

_ დათა!

_ ხაზეიკა, წყალიიიიი! _ არ ცხრებოდა მუშა.

_ მოვდიივაარ! _ გავძახე ოთახის სიღრმიდან და ხალათი ჩავიცვი.

უკან მობრუნებულს დათა ჩაცმულ-დახურული დამხვდა. ჰალსტუხის გაკეთებაც მოესწრო, `პასპორტის~ შენახვაც და ახლა სარკეში ილაგებდა შეთხელებულ ქოჩორს.

_ წახვედი? _ წელზე ხელები შემოვხვიე და პასუხის ლოდინში გავიტრუნე.

_ ხო, წავედი.

არა უშავს, ნორმალური ხმა აქვს, მგონი ძალიან არ წყენია.

_ დამირეკავ? _ გავთამამდი მე.

_ რემონტს როცა მორჩები _ მერე.

_ ე. ი. გეწყინა.

_ დაგირეკავ, დაგირეკავ, ხუმრობა არ იცი? _ დათამ ნაჩქარევად მაკოცა და კარი გაიხურა.

დარეკვაზე, ის უბედური ოჯახი გამახსენდა, ვის ინტერესებსაც მედეა შატბერაშვილი იცავდა. ეს იყო საკმაოდ გახმაურებული მკვლელობა - ერთს ახალგაზრდას ჩხუბში შემოაკვდა მეორე. მკვლელი ჯერ დააკავეს, მერე საპროცესო გარიგებით გაუშვეს, რაც მოკლულის ოჯახმა გააპროტესტა. ამ ფრონტზეც უნდა მოვსინჯო ნიადაგი, ისე არ გამოვიდეს, რომ მარტო გედეონი ამოვიჩემე, მედეას კი სხვა მხრიდან ემუქრებოდა საფრთხე.ჰყურმილი მოვიმარჯვე და სუნთქვაშეკრული დაველოდე.

პატარა ბავშვის ხმამ იმედი გამიცრუა. ყველაფერთან ერთად ვერაფრით შევაგნებინე, რომ არ ვარ მანანიკო დეიდა. `ხაააარრრრ...~ _ მანამუსებდა ჭირვეული გოგონა და რაღაც საგანს გამეტებით ურტყამდა აპარატს. როგორც იქნა, ყურმილი უფროსმა გამოართვა. ეს იყო ნანული – მოკლული ვაჟის დედა.

_ თქვენი ნახვა მინდა, ქალბატონო ნანული, _ დავიწყე რაც შეიძლება თავაზიანად.

_ ლილი ხართ? _ მკითხა ქალმა. მისმა ხმამ წამში მომაჯადოვა. მომწონს ასეთი ხმები _ დაბალი, ხრინწნარევი, მშვიდი...

_ ჰო, _ უსინდისოდ ვიცრუე. თუ ვიღაცაში ვეშლები, გულახდილი საუბრის შანსი იზრდება, მე კი ისე მჭირდება სიმართლე...

_ ვერ ვხედავ ჩვენი შეხვედრის აუცილებელობას. ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ.

_ მაგრამმმ... _ ენა დამება.

_ ჩვენ გამოგვაქვს სარჩელი. ამის შესახებ უკვე მოვახსენე თქვენ მიერ მოგზავნილ პიროვნებას... დატკბეს თქვენი შვილი თავისუფლებით, იცხოვროს, იბედნიეროს... თუ დასასჯელია, ღმერთი ისედაც დასჯის.

ახტუნგ! ლილი ალბათ ბოროტმოქმედის დედაა, მე მას ლილი ვგონივარ!

_ არ მეგონა, თუ... _ ესღა წავილუღლუღე.

_ არ გვინდა ზედმეტი სიტყვები. _ შემაწყვეტინა ნანულიმ. _ და კიდევ... ფულით ნუ მახარბებთ... თუ თქვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გამოჩნდება ქრთამით ხელდამშვენებული მსტოვარი, საქმის ხელმეორედ აღძვრას მოვითხოვ.

_ როგორი დიდსულოვნებაა... _ სისულელეს ვროშავ, მაგრამ გაჩუმებაც უხერხულია.

_ არ მაინტერესებს თქვენი აზრი ჩემს შესახებ.

_ მაპატიეთ, მაპატიეთ... მაგრამ ადვოკატი, თქვენი ადვოკატი გაჩუმდება?

_ ადვოკატი უკვე გაჩუმდა.

ყურმილი ლამის გამივარდა ხელიდან. როგორ თუ გაჩუმდა?

_ მოკვდა? _ ვკითხე გაპარული ხმით.

_ ღმერთმა დაიფაროს, ახალგაზრდა ქალია, უბრალოდ ჩამოშორდა ამ საქმეს, ასე შევთანხმდით.

_ პირადად ელაპარაკეთ?

_ არა, მის მეუღლეს. ქალბატონი მედეა გასულია ქალაქიდან.

_ ვინ გითხრათ, რომ გასულია?

_ ხომ გითხარით, მისმა მეუღლემ. რამე არ გაწყობთ?

_ როგორ გეკადრებათ, პირიქით...

ყურმილი დავკიდე.ჶეს არამზადა გედეონი ბედავს და ცოლის სახელით, ცოლისავე კლიენტებს ელაპარაკება. უფრო სწორედ, აბოლებს. `გასულია ქალაქიდან!~ ისე მაგას რა ვუთხარი?!

სახლი დავალაგო თუ წყალი გადავივლო? თუ რამე გემრიელი გამოვაცხო დათასთვის? მაგალითად, ფორთოხლის კექსი. მაცივარში მეგულება ერთი ქილა ვადაგასული მაწონი და ორი ჭკნობაშეპარული ფორთოხალი. სადღაც უნდა იყოს ფქვილი, თუ ჩრჩილი არ დაესია...

დავბზრიალდი, მაგრამ რას დავბზრიალდი...

როცა დათამ დარეკა, კექსი პრაქტიკულად მზად იყო. აერღუმელიდან ისეთი ფორთოხლოვანი არომატი იფრქვეოდა, რომ ტერორისტი მუშა ორჯერ მოადგა ფანჯარას – იმ იმედით, ეგებ რამეს გამოვრჩეო.

_ შენ მართალი ხარ, იაკო! _ დათა ისე იყო აჟიტირებული, ლამის ყურმილში გამოძვრა. _ შენი მოწოდებული გვარები ემთხვევა ჟურნალში არსებულს. უკლებლივ ყველა, გარდა ბუზიაშვილისა. ოთხი მათგანი, მას შორის, მარგალიტა საჯაია აქვე, საავადმყოფოში გარდაიცვალა, დანარჩენები სამი - არ ვიცი...

_ დანარჩენები სიკვდილის კანდიდატები არიან... _ ჩავილაპარაკე ნირწამხდარმა.

_ ეს ნუმერაცია გვარების გასწვრივ _ #31, #34, #3... ხვდები რასაც ნიშნავს?

_ არა.

_ პალატის ნომრებია. მესამე სართულის პალატის ნომრები, სადაც გედეონი მუშაობს. ანუ, ეს ადამიანები მისი პაციენტები არიან. ყოფილი პაციენტები.

_ `რბილი დაშვება~ რაღაა? #3 –ის გასწვრივ წერია...

_ `რბილი დაშვება~, იგივე სასიამოვნო სიკვდილი, იგივე ევთანაზია...

_ ევთანაზია?! _ შევძახე გაოგნებულმა.

ამ პროცედურის შესახებ ერთობ ზედაპირული ინფორმაცია მაქვს, თუ არ ვცდები, ინგლისში ერთი სომეხი ექიმი დააპატიმრეს. დათას საფუძვლიანი ახსნა-განმარტება მოვთხოვე.

_ დოქტორი ჯეკ კევორკიანი - ევთანაზიის კლასიკოსი. სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. _ მიპასუხა დათამ. _ სპეციალური ხელსაწყო გამოიგონა, ე. წ. მოკვდინების ხელსაწყო. დააჭერ თითს ღილაკზე და უკვე საიქიოში ხარ. ამბობენ, ფრიად ამაღელვებელი მომენტიაო, არ ვიცი, არ შევსწრებივარ. ზოგადად, ევთანაზია, უიმედო ავადმყოფის ნებაყოფლობითი სიკვდილს ნიშნავს. ოფიციალურად, მხოლოდ ორ ქვეყანაშია ნებადართული - ჰოლანდიაში და ბელგიაში, ანუ იმ ქვეყნებში, სადაც ცხოვრების შედარების მაღალი დონეა, აქედან გამომდინარე, მენტალობაც განხვავებული. იქ ასე დგას საკისხი: თუკი ადამიანმა ბედნიერად იცხოვრა, რატომაც არ შეიძლება ასევე ბედნიერად მოკვდეს?

_ არავის აქვს უფლება ხელოვნურად შეწყვიტოს ღვთით მონიჭებული სიცოცხლის უფლება! _ შევძახე პათეტიკურად, თითქოს ხაზის მეორე მხარეს თავად დოქტორი კევორკიანი მეგულებოდა.

_ გეთანხმები, არ აქვს. მაგრამ როცა ადამიანი გააზრებულად, საკუთარი სურვილით წყვეტს სიცოცხლეს, ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს მიფრინავს, რბილად ეშვება, ასე ვთქვათ.

_ ეშვება თუ მაღლდება?

_ ო, ეგ უკვე არ ვიცი... ზოგი ალბათ ეშვება, ზოგი მაღლდება, ზოგიც პოლტერგეისტად გადაიქცევა. ევთანაზიას უფრო უგონოდ მყოფი ავადმყოფების პატრონები მიმართავენ. ვთქვათ, როცა პაციენტი კომაშია, როგორც შენი ქართლოს ბუზიაშვილი, ანდა ჭკუასუსტია, როგორც შენი მარგალიტა...

_ რატომ `ჩემები?~

_ შენი აღმოჩენილები ხომ არიან?

_ ის მაინც ვიცოდე, ვის მივადგე ამ ჩემი `აღმოჩენით?!~ წარმომიდგენია, პოლიციელების სახეები... რა ევთანაზია, რის ევთანაზია... გიჟად ჩამთვლიან.

_ რაც მთავარია, ვერაფერს დაუმტკიცებ. შეუძლებელია ამის კონტროლი.

_ როგორ?! _ აღვშფოთდი მე. _ ადამიანს, ვინც ახლობლის სიკვდილს მოაწერა ხელი, ეს ყველაფერი უნდა შერჩეს? კომაში ჩავარდნილი ქართლოს ბუზიაშვილი კიდევ მესმის - არც მკვდარი იყო, არც ცოცხალი, მაგრამ მარგალიტა... ეს სიმპათიური მოხუცი, წითელქუდას ბებია - რატომ უნდა მომკვდარიყო? მკვლელები!

დათა გაჩუმდა.

_ არ მეთანხმები? _ ვკითხე დადარაჯებული ხმით.

_ `ნეტარ არიან რომელთა ჰშიოდეს და სწყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ ისინი განძღნენ~

_ ვის გულისხმობ?

_ შენ, იაკო, შენ... _ დაღლილი ხმით გამეპასუხა დათა.

_ რომელი მშიერ-მწყურვალი მე მნახე?! გუშინ ლელასთან იმდენი ვჭამე, ფეხები ძლივს მოვიტანე სახლში.

_ კაი ახლა, თავს ნუ ისაწყლებ, შენ უშიშარი ხარ, იაკო... უშიშარი და კეთილი. მმე კი უარით გაგისტუმრე, მაშინ, იპოდრომზე... ეჭვი არ შეგეპაროს, ეს ცოდვა მომეკითხება.

_ რას ამბობ, დათა, შენ ჩემთან შედარების ანგელოზი ხარ! რამდენი ბავშვის, რამდენი ორსულის სიცოცხლე გადაგირჩენია?! ღმერთი ყველაფერს ხედავს!

_ ალბათ იმასაც, როგორ ვიღებ ამაში ჯამაგირს. შენ კი...

მე და დათამ კიდევ დიდხანს ვაქეთ ერთმანეთი და იმ დასკვნამდე მივედით, რომ ერთად გავფრინდებოდით სამოთხეში... ასი წლის შემდეგ.

ნარცისიზმით შეპყრობილმა ვერც ვიგრძენი, როგორ გადაიზარდა ფორთოხლოვანი არომატი დამწვრის სუნში. ახია ჩემზე!

_ _ _

მთელი ის დღეები, ვიდრე ევთანაზიის მსხვერპლთა ვინაობას ვადგენდი, დათა გვერდიდან არ მომშორებია. საათობით მელოდა მანქანაში, არ წუწუნებდა, არ მსაყვედურობდა და საერთოდ, ისე იქცეოდა, მგონი სერიოზულად აპირებდა სამოთხეში მოხვედრას.

ამასობაში, საკმაოდ სოლიდური მასალა დამიგროვდა. ერთმა ისტორიამ განსაკუთრებით ამიჩუყა გული. მშრალი ფაქტების გადმოლაგება უინტერესოდ მომეჩვენა, გადავწყვიტე ლიტერატურულ ფორმაში მომექცია მთავარი გმირის `რბილი დაშვება.~

ნორა წილოსანს არასოდეს უოცნებია მსახიობობაზე, სკოლის დამთავრების შემდეგ საბუღალტრო ტექნიკუმში ჩააბარა, პარალელურად კი დიდ უნივერმაღში, პარფიუმერიის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. ვინ იცის, როგორ უღიმღამოდ ჩაივლიდა მისი ცხოვრება, რომ არა უნივერმაღში შემოხეტებული ცნობილი რეჟისორი, რომელსაც ისე მიეწონა ლამაზი, ხალისიანი ნორა, რომ მხატვრულ ფილმში გადასაღებად მიიწვია. ნორამ შესანიშნავად გაართვა თავი როლს, სახელი გაითქვა და ახალი მწვერვალების დასაპყრობად განეწყო, მაგრამ... მაგრამ მწვერვალი არ ჩანდა და არც მისკენ სავალ გზაზე ეპატიჟებიდა ვინმე. ცნობილი რეჟისორი ახალი ფილმის გადასაღებად მოსკოვში გაუჩინარდა.

ნორას ესიკვდილებოდა უნივერმაღში დაბრუნება, დიდხანს არ უფიქრია, ტექნიკუმიდან საბუთები გამოტანა და თეატრალურ ინსტიტუტში შეიტანა. სილამაზე და გამოცდილება ჰქონდა, ცნობადობაც არ აკლდა.ჲუპრობლემოდ მოეწყო.

პირველივე კურსზე ეწვია სიყვარული. ოთარ წერეთელი. ლამაზი, არტისტული, რომანტიული... იყო ყვავილების წვიმა და ქათინაურების ზღვა, რომელსაც გულისა და ხელის თხოვნაც მოჰყვა. ნორა, რომელსაც სასტიკად ესირცხვილებოდა თავისი მუშურ-გლეხური წარმომავლობა, წერეთლების რძალი გახდა, არათითზე საქორწინო ბეჭედი ჩამოიცვა, ყელზე - საგვარეულო კოლიე. ეს მოხდა მაისში, ივლისში კი სამამულო ომი დაიწყო. ოთარი ჯარში გაიწვიეს.

ნორას სახელზე მოსულ სამკუთხა ბარათებს დენთის, თამბაქოს, უძილო ღამეების, მონატრების სუნი ასდიოდა. ასე გრძელდებოდა ორი წელი. მერე წერილების ნაკადი შეწყდა, მაგრამ არც გარდაცვალების ცნობა მოსულა. ოთარი თითქოს მიწამ ჩაყლაპა. იქნებ ჩაყლაპა კიდეც, მაგრამ ნორას უნდა სცოდნოდა ამის შესახებ.გგაურკვევლობა

ყველაზე ცუდ პროგნოზზე უარესია, მითუმეტეს, ახალგაზრდა ქალისთვის, რომელსაც ცხოვრება უნდა გაეგრძელებინა.

ომის დამთავრებას ერთი წელი აკლდა, როდესაც მოსკოვს გადაკარგული რეჟისორი დაბრუნდა. თეატრალურ ინსტიტუტში გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს, ნორამ ლექსი წაიკითხა. რეჟისორმა სულ სხვა თვალით შეხედა სცენაზე მდგარ დაქალებულ ნორას. `ეს ქალი ჩემი აღმოჩენილია.~ _ გადაუჩურჩულა გვერდზე მჯდომ კოლეგას. `აღმოჩენას~ ჯერ კინოში გადაღება შესთავაზა, მერე _ ლოგინი. ნორა ერთზეც დათანხმდა და მეორეზეც, თუმცა `მეორემ~ სულაც არ აღფრთოვანა. რეჟისორი ასაკში იყო, ნიკოტინისაგან გაყვითლებული კბილები, ნამიანი ხელისგულები და თახთახა, დაბერილი უპეები ჰქონდა. მასთან სიახლოვისას ნორას ისტერიული მთქნარება ეწყებოდა, მაგრამ როლის გამო მზად იყო უარესებიც აეტანა. თეატრი დიდად არ იტაცებდა, არც არავინ აგლეჯდა კალთას _ გინდა თუ არა, სცენა დაამშვენეო. ნორა კინოზე ოცნებობდა, გადასაღებ მოედანზე, მისკენ მიშვერილ კამერებზე, ავტოგრაფებზე... ყველაფერს მისცემდა, ოღონდ ერთხელ კიდევ გაეგონა სანუკვარი: `მატოოოორრრ!~

1945 წლის 5 იანვარს, პირველ თოვლთან ერთად ომიდან ოთარი დაბრუნდა _ ტყვეობაგამოვლილი, ლოყებჩაცვენილი, ფარაჯის სამხრეებზე შერჩენილი თოვლით. დაბრუნდა და ჭორებიც დახვდა. ნორა მუხლებში ჩაუვარდა, მაგრამ ქმარმა მის თვალწინ დაწვა ომიდან გამოგზავნილი წერილები და კარზე მიანიშნა.

ნორა ქუჩაში აღმოჩნდა – თავშესაფრის გარეშე, როლის გარეშე, პერსპექტივის გარეშე. დაიწყო კარდაკარ სიარულისა და როლზე მათხოვრობის უთავმოყვარეო ეპოპეა. ის უფრო შორს მიმავალ ურთიერთობაზეც იყო თანახმა, მაგრამ ვერც საბედისწერო ქალის ამპლუა მოიგო, ვერ გამოდნა მისგან ანა კარენინა, საერთოდ ვერაფერი გამოდნა. ხალისიანი გამომეტყველება, რომელმაც თავის დროზე ასერიგად მოხიბლა ცნობილი რეჟისორი, გაწბილებულმა ღიმილმა შეცვალა. ისევ თეატრმა შეიფარა, მართალია, მესამეხარისხოვან როლებს ვერ გაცდა, მაგრამ სულ არაფერს, `ბუჩქის~ როლი ჯობდა.

ამასობაში, მისი ყოფილი ქმრის სახელი ძალას იკრებდა და სულ მალე ოთარის მიერ განსახიერებულ როლებზე მთელი ქვეყანა ალაპარაკდა. ნორა მიხვდა, რაც დაკარგა, იმასაც მიხვდა, რომ განგაბამ მას, უნივერმაღში მომუშავე უბრალო გოგონას შანსი მისცა, მან კი მოკლევადიან ინტრიგას ანაცვალა ყველაფერი.

დ ერთხელაც გაბედა და პირდაპირ საგრიმიოროში დაადგა ქმარყოფილს. განა ურთიერთობის აღდგენა სურდა, არა! როლი! მხოლოდ როლი! ერთი, თუნდაც პატარა როლი მხატვრულ ფილმში. ოთარის ერთი სიტყვა საკმარისი იქნებოდა... მაგრამ არა - არ მიიღო, არ მოუსმინა, არ მიიკარა, ისევ კარზე მიანიშნა, როგორც მაშინ, 45 წლის იანვარში. ყველა სიკეთესთან ერთად, დერეფანში ოთარის ელეგანტურ ცოლს შეეჩეხა, რომელმაც ვუალეტის გამჭვირვალე ბადიდან ალმაცერი მზერა ტყორცნა, გამომწვევად ჩაუქროლა და ქმრის საგრიმიოროში გაუჩინარდა.

იმ დღის შემდეგ ნორას ცხოვრება ერთ გრძელ, უსასრულოდ გაჭიმულ სტოპ-კადრს დაემსგავსა. დილით - ყავა სიგარეტით, მერე უღიმღამო რეპეტიცია, საღამოს თეატრი. ის შერჩა თეატრს, როგორც მოდიდან გამოსული, ჩამოწერილი დეკორაცია.

მიუხედავად ამისა, პენსიაში გასვლა მტკივნეულად განიცადა. რა უნდა ეკეთებინა მთელი დღე სახლში? ქმარი აწუხებდა, შვილი თუ ძაღლი? იტალიური ეზო, სადაც ნორა ცხოვრობდა, მთლიანად ექვემდებარებოდა ნგრევას. ამ ადგილზე თანამედროვე, კეთილმოწყობილი კორპუსის აშენებას აპირებდნენ. მეზობლებს უხაროდათ, ნორასთვის კი სულერთი იყო. ერთადერთი ნატვრაღა შემორჩა - რაც შეიძლება სწრაფად გასულიყო ეს უსასრულოდ გაჭიანურებული დღეები, რომელსაც ცხოვრება ერქვა - მისი ცხოვრება! ხშირად ახსენდებოდა დედა _ უბრალო ქალი შრომისგან დაშაშრული ხელებით. არავის

უყვარდა დედასავით, არავის! ნორას კი მისი რცხვეოდა. რა საერთო უნდა გამოენახა მის მშრომელ დედას ოთარის მშობელთან, რომელიც საპირფარეშოში არ შედიოდა წიგნის გარეშე.

ერთ მშვენიერ დღეს კი მოხდა საოცრება. ერთი ხელის დადება ეზოში ოთარმა შემოაბიჯა. მართალია თანამედროვედ ეცვა და ვარცხნილობაც სხვანაირი ჰქონდა, მაგრამ მაინც ოთარი იყო, მისი ოთარი!

_ ბაბუაჩემი გარდაიცვალა, ოთარი. ზეგ გასვენებაა. მე მისი შვილიშვილი ვარ, მეც ოთარი მქვია. _ თქვა ნორას ოთარის ორეულმა. _ სიკვდილის წინ მთხოვა, თქვენთვის მეცნობებინა...

_ ჩემთვის... _ ყურებს არ დაუჯერა ნორამ.

_ დიახ, მისი სიკვდილის შემთხვევაში. იცოდა რომ მოკვდებოდა, წინასწარ იცოდა.

_ და... და... ნორას შეატყობინეთო, ასე თქვა?

_ დიახ.

_ არ მატყუებ, შვილო?

ოთარის შვილიშვილმა თავი გააქნია და ზუსტად ისე გაიღიმა, როგორც მისმა ოთარმა, იქ, ძველ ცხოვრებაში. ნორა უცნობის მკერდზე აქვითინდა. არასოდეს ყოფილა მისი ცრემლები ასეთი ნამდვილი, ასე ცხელი და წრფელი...

პანაშვიდზე წასვლა ვერ მოახერხა, რადგან გულის შეტევით საავადმყოფოში ამოჰყო თავი. აქ გაიცნო გედეონ შატბერაშვილი, აქვე გაუჩნდა სურვილი ნებაყოფლობით წასულიყო ამ ქვეყნიდან, რომ რაც შეიძლება მალე შეხვედროდა კაცს, რომელსაც სიკვდილის წინ პირველი სიყვარული გაახსენდა.

აქ მთავრდება ამ ისტორიის რომანტიული მხარე. არარომანტიული კი იწყება იქ, სადაც ნორა წილოსანმა ანდერძი დაწერა გედეონ შატბერაშვილის სახელზე.

არ დასცალდა გედეონს ანდერძით ბოძებული საცხოვრებელი ფართით ესარგებლა, ის დაიჭირეს, როგორც ეჭვმიტანილი ცოლის მკვლელობაში.

მე არ ვყოფილვარ დაკავების მოწმე, მაგრამ როგორც თვითმხილველები ყვებიან, ძლივს მოაბრუნეს იმ ქვეყნიდან, სადაც დიდი ენთუზიაზმით აცილებდა სხვებს.

_ _ _

_ ის დაწყევლილი ბინა დაუყოვნებლივ უნდა გაიყიდოს! _

იღრიალა ილიამ, როდესაც მედეას მკვლელობის ნიუანსები გავაცანი. _ იქამდე კატო ჩემთან იცხოვრებს, სურვილის შემთხვევაში, მერეც... მე მას შვილად ავიყვან, თუ დათანხმდება გვარსაც მივცემ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ სამუდამოდ დაივიწყოს მამამისის სახელი.

ტრაგედია შატბერაშვილების ოჯახში შემდეგი თანმიმდევრობით დატრიალდა.

სიკვდილამდე ერთი თვით ადრე მედიკოს გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ფულს, რომელიც მის ქმარს ოჯახში შემოჰქონდა ავანტიურის სუნი ასდიოდა. უცნაური სატელეფონო საუბრები, გაქცეული მზერა, დაბნეული პასუხები ელემენტალურ

კითხვებზე... თავდაპირველად მედეა არ ჩაღრმავებია, მაგრამ როცა ბუნებით ხელმომჭირნე გედეონმა ჯერ მანქანა გამოცვალა, მერე კი საარაკოდ იაფ ფასში შეიძინა ფეშენებელური აგარაკი, მედიკო აფორიაქდა. წარმოუდგენელია, ანესთეზიოლოგს, თუნდაც ჩინებულს, ასეთი მაღალი ანაზღაურება ჰქონოდა. ქმარზე ინტენსიურმა დაკვირვებამ ის თავზარდამცემ დასკვნამდე მიიყვანა: გედეონი ადამიანების სიცოცხლით მანიპულირებს და ამაში გასამრჯელოს იღებს - ფულს ან უძრავ ქონებას. გააჩნია კლიენტს. მაგალითად, ნორას შემთხვევაში ადგილი ჰქონდა პირდაპირ კონტაქტს, ზოგჯერ სიკვდილის კანდიდატების ოჯახის წევრები ან მეურვეები მიმართავდნენ, როგორც ქართლოს ბუზიაშვილის შემთხვევაში.მმედეამ ქმარი ლაპარაკში გამოიწვია და და პასუხიც მიიღო:

_ თუკი პაციენტი მოურჩენელია, რა აზრი აქვს მის სიცოცხლეს? უსათუოდ ტანჯვაში უნდა ამოხდეს სული?

_ სიცოცხლე, ნებისმიერ შემთხვევაში, ღირს. _ შეეწინააღმდეგა მედეა.

_ მაშინაც კი, თუკი ადამიანს ის არაფრად მიაჩნია?

_ ასეთი ადამიანი თავს იკლავს.

_ იქნებ მას სასიამოვნო სიკვდილი სურს, რბილი დაშვება, ასე ვთქვათ, და არა ტყვია შუბლში, რომელიც ან მოგკლავს, ან არა! მოწამვლა კიდევ უარესი, ჩაიყრი სტომაქში საეჭვო წარმოშობის პრეპარატებს და სიკვდილის ნაცვლად საავადმყოფოში ამოყოფ თავს. იკეთე მერე მარგანცოვკის ოყნები წინ და უკან, აღარაფერს ვამბობ ახლობლების უტყვ საყვედურზე.

_ არ მესმის შენი ლოგიკა. მართლა არ მესმის...

_ იმიტომ რომ არ გიფიქრია ამაზე! _ მგზნებარედ უპასუხა გედეონმა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. უნდა დაცლილიყო, ბოლოს და ბოლოს, ვინმესთან ხომ უნდა ამოეღო დაგროვილი სათქმელი?! _ მისმინე, მედიკო, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი არის ერთ-ერთი, მე ვიტყოდი, ერთადერთი სერიოზული ფილოსოფიური განსჯის საგანი. რატომ მიდიან ნებაყოფლობის ამ ქვეყნიდან ადამიანები? ნუთუ ყველას აქვს კონკრეტული მიზეზი? ვთქვათ, შეყვარებულმა უღალატა, ან მეგობარმა, არ რამე ასეთი... არა! მათ ვერ გაიგეს ცხოვრების არსი! შენ ახლა იტყვი - ხმამაღალი ნათქვამიაო, მაგრამ თუკი ადამიანმა ვერ გასცა პასუხი ელემენტალურ კითხვებს _ რატომ მოვიდა ამ ქვეყანად, რა მიზნით... - ის განწირულია! გაურკვევლობა მას შიგნიდან ხრავს, მოსვენებას უკარგავს და... და სუიციდისკენ უბიძგებს.

_ მე კი მგონია თავს მოწყენილობისგან იკლავენ... მაგრამ შენ თემას გადაუხვიე, გედი, მე უიმედო ავადმყოფებზე გეკითხებოდი, რამდენად მარალურია ის, რასაც მისტერ კევორკიანი აკეთებდა.

_ სიკვდილი ერთია. _ ნამიანი შუბლი მოიწმინდა გედეონმა.

მედეა მიხვდა – ლაპარაკს აზრი არა აქვს და შეგონებიდან საქმეზე გადავიდა. მან მოახერხა გედეონის კომპიუტერში შეღწევა და კოდირებული სიის დისკეტაზე გადატანა. აღმოჩნდა, რომ სიაში ჩამოთვლილი ადამიანები ნამდვილად მიეკუთვნებიან საევთანაზიო კონტინგენტს. მედეა ისტერიკაში ჩავარდა - მისი ქმარი, მისი შვილის მამა, ფაქტიურად მკვლელია! მისი ადგილი ციხეშია! მაგრამ საკუთარ ქმარს ხომ არ დაასმენს?! ან კატოს რა პასუხს გასცემს ან საკუთარ კარიერას რას უშვება? ვინ დახარბდება ადვოკატს, რომლის ქმარი უმწეო მოხუცებულთა მკვლელობაშია ეჭვმიტანილი?

და მედეამ მიიღო საბედისწერო გადაწყვეტილება, მან ქმარს ულტიმატუმი წაუყენა: გედეონი უნდა გადაიხვეწოს ქვეყნიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევს მისი საქმიანობის გასაჯაროება.

ეს ლაპარაკი შედგა სადღაც ღამის თორმეტ საათზე, როცა კატოს ეძინა და ცოლ-ქმარიც დასაძინებლად ემზადებოდა.

გედეონს სასაცილოდ არ ეყო ცოლის ულტიმატუმი, ის, არათუ ქვეყნიდან გადახვეწას, კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის შეწყვეტასაც არ აპირებდა. კამათი ურთიერთშეურაცხყოფაში გადაიზარდა, წყობიდან გედეონმა ცოლს სახეზე ბალიში დააფარა და სიცოცხლეს გამოასალმა.

მოსახდენი მოხდა. მთავარი მოწმე მოკლულია, მაგრამ მკვდარს დამარხვა სჭირდება. გედეონის შემთხვევაში, გადამალვა...

გვამს სახლიდან კიდევ გაიტანდა კაცი, საბარგულშიც ჩატენიდა, მაგრამ ქუჩებში გაძლიერებული რეიდებია, საბარგულის გახსნა რომ მოთხოვონ? დაუშვათ, პატრულს დაუსხლტდა და გვამიც სადღაც ჩაფლა. რა გარანტია აქვს, რომ ადრე თუ გვიან გვამს არ იპოვიან, არ დაიწყება გამოძიება და კვალი გედეონთან არ მიიყვანს?! ტელევიზორით გაცხადებული: `სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა~ - უარეს აჟიოტაჟს გამოიწვევს. გვამი უნდა გაქრეს!

გეგმა, რომელიც გედეონს მოაფიქრდა, თავისი შინაარსით იყო აბსოლუტურად კლასიკური: ცოლმა ქმრის მიტოვება გადაწყვიტა, დატოვა რა გამოსამშვიდობებელი წერილი. შარსაც ვერავინ მოგდებს, პოლიციას რატომ არ შეატყობინეო... რაში აინტერესებს შეურაცხყოფილ ქმარს სად წავიდა მოღალატე ცოლი, მითუმეტეს, ეს ამბავი ქვეყანას მოსდოს?! მოსაგვარებელი დარჩა მთავარი _ სად გააქროს გვამი?

პასუხი ამ კითხვაზე გამთენიისას, მუშების გადაძახილმა უკარნახა.

შატბერაშვილების კორპუსშიც სრული სვლით მიდიოდა ლოჯიების მოშენების პროცესი. აივანზე უკვე მოესწროთ ბეტონის დასხმა. ფასადის ამოყვანა და კარ-ფანჯრის ჩასმა უკვე პატრონის გემოვნებასა და შესაძლებლობაზე იყო დამოკიდებული. გედეონს უკვე მოემარაგებინა სამშენებლო მასალა, მათ შორის, რამდენიმე ტომარა ცემენტი. გვამის შესანახად თავისუფლად გამოდგებოდა ძველი, უზურგო ტახტი, რომელშიც მოშენებულ ლოჯიაში იდგა და რომელშიც მედეა სამურაბე ქილებს ინახავდა.

როგორც კატო კოლეჯში გაისტუმრა, გედეონმა ცოლის გვამი ტახტში ჩაასვენა, ცემენტი წყალში აურია და ზევიდან მოასხა, ჩააბეტონა, ასე ვთქვათ. გაწამაწიაში, ვერ შენიშნა მედეას ხალათიდან გამოცურებული მობილური, რომელიც მოგვიანებით კატომ იპოვა. ამის შემდეგ გედეონი სამსახურში გაიქცა, კომპიუტერზე გამოსამშვიდობელი წერილი ამობეჭდა, ისევ მოირბინა სახლში, წერილი თვალსაჩინო ადგილზე დადო და სამსახურში დაბრუნდა.

. . .

რა მოხდა მერე...

მერე საქმეში ჩავერთე მე. რომ არა ჩემი ძალიხმევა (მგონი ისევ ნარცისმა შემიტია), ვინ იცის, გედეონს ხახვივით შერჩენოდა ჩადენილი დანაშაული. ერთი რამ მაღელვებს: რამდენად მიზანშეწონილი იყო კატოსთვის სიმართლის გამხელა. რა სჯობდა მისთვის _ მკვლელი მამა თუ მოღალატე დედა? იმედს ვიტოვებ, რომ მკვლელი მამა, იმ უბრალო მიზეზით, რომ მამა არ უყვარდა, დედამისს კი აღმერთებდა.

გედეონის დაკავების შემდეგ თამრიკო მამიდამ გამოთქვა სურვილი შეფობა აეღო კატოზე, რაზეც ძმისშვილის მხრიდან კატეგორიული უარი მიიღო. კატო ილიასთან გადავიდა საცხოვრებლად. ცდილობს რაც შეიძლება ნაკლებად იფიქროს წარსულზე, უსმენს მუსიკას ან ნინისთან ერთად რიჩარდს ასეირნებს. საახალწლოდ კლიპის პრეზენტაციას გეგმავენ, მეც დაპატიჟებული ვარ.

უახლოეს მომავალში მე და დათა დაქორწინებას ვაპირებთ, რის შესახებაც დედაჩემს მოვახსენე. აფორიაქებული მშობელი მეორე დღესვე ჩამოფრინდა მოსკოვიდან. შედგა სასიდედრო და სასიძო კანდიდატების ოფიციალური გაცნობის ცერემონია. ერთმანეთით კმაყოფილები დარჩნენ, ყოველ შემთხვევაში, გამგზავრების წინ დედაჩემმა გულში ჩამიხუტა და ორიოდე კურცხალიც გადმოყარა პირდაპირ აეროპორტში. ისეთი თავდაჭერილი ქალბატონისგან, როგორიც დედაჩემია, ეს გახლდათ დადებითი ემოციის პიკი.

დათამ კოლეგებს გააცნო გედეონის სამარცხვინო ბიზნესის მამხილებელი, ანუ მე - ყოფილი `დამლაგებელი~ და აწ უკვე საცოლე. უნდა გენახათ ბიჭიკო ექიმი! ალბათ, ასეთი სახე ექნებოდა ოიდიპოს მეფეს, როცა საკუთარ ცოლთან მჭიდრო ნათესაური ურთიერთკავშირის შესახებ შეიტყო. სხვათა შორის, არსად შემინიშნავს შინდისფერთმიანი თერაპევტი. დანარჩენებმა ერთსულოვანი აღფრთოვანება გამოხატეს ჩემი პერსონით, იმდენი მაქეს და მადიდეს, რომ რაღაც მომენტში ისევ ვიგრძენი ნარცისიზმის შემოტევა. იმედია, დროებით.

დასასრული

2003 წელი