1. Putkaradze, Vashakidze. Ilia, 2012

9

Click here to load reader

Transcript of 1. Putkaradze, Vashakidze. Ilia, 2012

Page 1: 1. Putkaradze, Vashakidze. Ilia, 2012

1

სრული პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე /საქართველოს საპატრიარქოს ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი/, ასოცირებული პროფესორი ია ვაშაკიძე /სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი/

ილია ჭავჭავაძის ენობრივი კონცეფცია

მეცნიერული სიმართლე ისტორიის შესახებ -

ხალხთა შორის ურთიერთპატივისცემის შეუქცევადობის გარანტი.

შესავალი

მივესალმებით ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 175-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-კულტურული ფორუმის მონაწილეებს და პატივისცემას გამოვხატავთ ამ ფორუმის ორგანიზატორებისადმი. აქვე შევნიშნავთ, რომ ასეთი ტიპის სამეცნიერო შეხვედრები ხელს შეუწყობს, რუსულენოვან სამეცნიერო ველშიც გადაისინჯოს ჯერ კიდევ მეფის რუსეთში შექმნილი ქართველოლოგიური იდეოლოგემები. გვჯერა, რომ სამეცნიერო ელიტის აქტიური ურთიერთობები გახდება რუსეთსა და საქართველოს შორის კეთილმეზობლური დამოკიდებულების საფუძველი. ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოში 40-წლიანი რუსული სამხედრო მმართველობის შემდეგ, 1840-იანი წლებიდან დამყარდა მეფისნაცვლის ინსტიტუტი - სამოქალაქო მმართველობა. იმპერიის სამოქალაქო მოხელეებმა, ქართველი ხალხის ენობრივ-ეთნიკური ერთიანობის დანაწევრების მიზნით ("გათიშე და იბატონე"), 60-იანი წლებიდან აქტიურად დაიწყეს, ერთი მხრივ, ქართველთა ნაწილის არაქართველებად, მეორე მხრივ, კი ქართული ენის კილოების (მეგრულის, სვანურის...) დამოუკიდებელ ენებად გამოცხადება და ამ ახალ "ენებზე" სახარების თარგმნა. ამის პარალელურად ქართული ენა იდევნებოდა საეკლესიო ღვთისმსახურებიდან, მხატვრული მწერლობიდან, მეცნიერებიდან, ყველა დონის სკოლიდან. 1801-1839 წლებში ქართულ სამეფო-სამთავროებთან დადებული შეთანხმებების დარღვევითა და სამხედრო ძალის გამოყენებით რუსეთის იმპერიამ განახორციელა საქართველოს სრული ანექსია. 1840-იანი წლებიდან, მეფისნაცვლის ინსტიტუტის შემოღების შემდეგ, იმპერიამ საქართვ ელოში დაამყარა სამოქალაქო მმართველობა /კავკასიის მეფისნაცვლის ინსტიტუტი/. კავკასიის სამოქალაქო მმართველობამ ქართველი ერის ენობრივ-ეთნიკური ერთიანობის დანაწევრების მიზნით /"გათიშე და იბატონე"/ 60-იანი წლებიდან აქტიურად დაიწყო, ერთი მხრივ, პარალელურად, იმპერიის კავკასიის ადმინისტრაცია ქართულ ენას დევნიდა ადამიანური მოღვაწეობის ყველა სფეროდან: საეკლესიო ღვთისმსახურებიდან, მხატვრული მწერლობიდან, მეცნიერებიდან, ყველა დონის სკოლიდან. დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი ილია ჭავჭავაძე, დღეს უკვე წმინდა ილია მართალი, ასე აფასებს ამ პროცესს: "ჩვენში ეხლა მხოლოდ რუსულს ენასა ხმარობენ ყოველ-გვარს დაწესებულებაში და ადგილის ენები - კი, მაგალითად, ქართული ენა, ყოველგან გამოდევნილია... ქართულის ენის მცოდნე მოსამართლესთანაც კი აკრძალულია ქართულად ლაპარაკი"1

1ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურობდა კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი კირილე იანოვსკი (ამ პოსტზე მუშაობდა 1878 წლის დეკემბრიდან 1900 წლამდე). 1892 წელს კირილე იანოვსკიმ სპეციალური მოხსენება გაუგზავნა იმპერიის სახალხო განათლების მინისტრს

(ი. ჭავჭავაძე, 1955-ა, გვ. 365).

Page 2: 1. Putkaradze, Vashakidze. Ilia, 2012

2

იმპერიული პოლიტიკის საპირისპიროდ, მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან წმინდა ილია მართალმა და მისმა თანამოაზრეებმა აქტიურად დაიწყეს ბრძოლა ქართველი ერის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად2

და მოითხოვა, რომ საქართველოს სამღვდელოებისათვის ჩამოერთმიათ საეკლესიო-სამრევლო და ე.წ. წერა¬კითხვის სკოლების მართვის უფლება. იგი წერდა, რომ "სამღვდელოთა უმრავლესობა ქართველები არიან, მათმა დიდმა ნაწილმა არ იცის რუსული ენა და აბრკოლებენ მთავრობის სურვილს - იმპერიის განაპირა მხარეების შერწყმას რუსეთთან. კ. იანოვსკი თავის მოხსენებაში სხვადასხვა ხალხებად აცხადებს მეგრელებსა და დანარჩენ ქართველებს. "მეგრელებს ქართულისაგან განსხვავებული ენა აქვთ და აუცილებელია მეგრულზე გადავიღოთ საეკლესიო წიგნები და ლოცვათა ტექსტები" - წერდა იანოვსკი /თეიმურაზ გვანცელაძე, მერაბ ნაჭყებია, მანანა ტაბიძე, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გრიგოლ დადიანი (ბრძოლა დედაენისათვის XIX საუკუნის მეორე ნახევარში), სვეტიცხოველი, 2009, № 1, გვ. 148-162;

. თავად წმინდა ილია მართალი თავის ერთ-ერთ

http://sveticxovelijournal.ge/view.php?id=23. 2შდრ.: მე-19 და მე-20 საუკუნეთა მიჯნაზე ამ დაპირისპირებას სიმბოლურად განასახიერებდა ორი ცნობილი სასულიერო პირი (დღეს უკვე ორი წმინდანი) : წმინდა ამბროსი ხელაია და წმინდა ივანე ვოსტორგოვი; კერძოდ: სამეგრელოს მოსახლეობის აზრს გამოხატავდა და სამეგრელოსა თუ საქართველოს სხვა კუთხეებში მოქმედ მრავალსაუკუნოვან ეკლესიებში ქართულ ენას იცავდა სამეგრელოში აღზრდილი დიდი მოძღვარი, შემდგომში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ამბროსი ხელაია. სამეგრელოს მოსახლეობის ნების საწინაარმდეგოდ, რუსი მღვდელი, შემდგომში ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე - ივანე ვოსტორგოვი ითხოვდა ქართულენოვანი სკოლების აკრძალვას სამეგრელოში და ქართული ენის განდევნას ქართული სამოციქულო ეკლესიიდან; კერძოდ, იგი ცდილობდა, საქართველოს ისტორიულ მხარეებში - სამეგრელოში, სვანეთსა და აფხაზეთში - ღვთისმსახურების ტრადიციული ენა - ქართული ენა - ადგილობრივი კილოებით და რუსული ენით შეეცვალათ. მე-20 საუკუნის 10-იანი წლებიდან ქართული ენისათვის ბრძოლა გამძაფრდა სამეცნიერო ველშიც: ქართული ენის როლისა და ქართველოლოგიის დაგეგმვის თვალსაზრისით ერთმანეთს მკვეთრად დაუპირისპირდა ორი ცნობილი მეცნიერი: აკად. ივანე ჯავახიშვილი და აკად. ნიკო მარი (იხ. ტ. ფუტკარაძე, ი. ვაშაკიძე, ქართველოლოგიის ორგვარი დაგეგმვა... თბ., 2011). საქართველოს დამოუკიდებლობის მცირე მონაკვეთში (1918-1921) ქართულმა ენამ აღიდგინა თავისი უფლებები და სწრაფი ტემპით დაიწყო განვითარება მეცნიერულმა ქართველოლოგიამ. ამ პროცესს ხელი შეუწყო ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით თბილისში დაარსებულმა “ქართულმა უნივერსიტეტმა” (10.05.1917), რომელიც საზეიმოდ გაიხსნა 1918 წლის 26 იანვარს /8 თებერვალს/. საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს რესპუბლიკის 1918 წლის 3 სექტემბრის კანონით "ქართულ უნივერსიტეტს" მიენიჭა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი და მას ეწოდა "ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი". მეცნიერული ქართველოლოგიის განვითარების პროცესი შეაფერხა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამ (1921 წ.). მე-20 საუკუნის 20-იან წლებში იოსებ სტალინმა საბჭოთა იმპერიის ოფიციალურ პოზიციად აქცია მეფის რუსეთის მიერ პოლიტიზებული და ნიკო მარის მიერ მეცნიერული ტერმინოლოგიით შეფუთული დებულებები, რომელთა მიხედვითაც არაქართველებად და მწიგნობრობის არმქონეებად ცხადდება აჭარის, სამეგრელოსა და სვანეთის ქართველობა (იხ., ი. სტალინი, "მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი , თბ., 1951, გვ. 138-142). ამ დროიდან მეგრულს, ლაზურსა და სვანურს დაუმკვიდრდა ე.წ. უმწერლობო ქართველური ენების სახელი. ამავე პერიოდში აქტიურად დაიწყო ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების დისკრედიტირება; მაგ., ერთ-ერთი ბოლშევიკი ი. ჟვანია წიგნში: "როგორ იბრძოდა სამეგრელოს მშრომელი გლეხობა საბჭოების ხელისუფლებისათვის" უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა "ქართველ ნაციონალისტებსა" და "რეაქციონრებს": ილია ჭავჭავაძეს, იაკობ გოგებაშვილს, თედო ჟორდანიას... და "მათთან მიტმასნილ სამეგრელოს ეპისკოპოსს ბესარიონ დადიანს" (რომელიც წერდა, რომ მეგრული არის ქართული ენის დიალექტი). მეცნიერული ქართველოლოგიის აღორძინებისათვის კარგი პირობები შეიქმნა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის საფუძველზე - 1991 წლის 9 აპრილს - საქართველოს რესპუბლიკამ გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. ამ პერიოდიდან მეცნიერთა ერთი ნაწილის მიერ არგუმენტირებულად აღდგა საბჭოთა

Page 3: 1. Putkaradze, Vashakidze. Ilia, 2012

3

პირველ წერილში: "ორიოდ სიტყვა თავად რევაზ შალვას ძე ერისთავის მიერ კოზლოვიდგან შეშლილის თარგმანზედა") წერდა: "სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ უპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენ - კი მშობელ მამასაც არ დაუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას. ენა საღვთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს" (ი. ჭავჭავაძე, 1953, გვ. 26-27). ამავე პერიოდში წმინდა ილია მართლის ინიციატივით წინა პლანზე წამოწეულ იქნა ქართველთა ორი მთავარი მიზანი: 1. ქართულენოვანი განათლება /ამ მიზნით შეიქმნა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება"/; 2. ქართული ენის, როგორც ქართველთა დედაენის, ისტორიული როლის წარმოჩენა და ქართული სამწიგნობრო ენის ისტორიული ფუნქციის აღდგენა. საკუთრივ ილია ჭავჭავაძის ენობრივი კონცეფცია ორი ძირითადი წახნაგით შეიძლება განვიხილოთ: 1. დედაენა, როგორც პიროვნების მეობისა (იდენტობისა) და მოცემული საზოგადოების (ერის, ეთნიკური ჯგუფის) ერთობის განმსაზღვრელი; 2. დასავლეთევროპული ენების ადგილი განათლების სისტემაში. ჩვენს მოხსენებაში წმინდა ილია მართლის ციტირებების საფუძველზე შედარებით ვრცლად წარმოვადგენთ პირველ წახნაგს; მეორე საკითხის ფარგლებში კი ილია ჭავჭავაძის მხოლოდ ერთი დღეისთვისაც აქტუალური ფრაზის ციტირებით შემოვიფარგლებით; კერძოდ, 1887 წელს ილია წერდა: "უცხო ენის არცოდნა დიდი დამაბრკოლებელი მიზეზია ცხოვრების გზაზედ. უცხო ენის არმცოდნე ყმაწვილი კაცი მუნჯია და ყრუ განვითარებისა და წარმატებისათვის... მთელი განძი გაძლიერებულის მეცნიერებისა ცალკედ და ლიტერატურის საზოგადოდ მიუწვდომელია, თუ კაცს ერთ-ერთის ევროპიული ენის ცოდნა მაინც არა აქვს"3

.

ქართული ენა - ქართველთა ერთიანობის განმსაზღვრელი წერილში: „ვიცინოთ თუ ვიტიროთ“ილია ჭავჭავაძე ამხელს გორის საოსტატო სემინარიის გამგეობას, რომელმაც ქართულ სწავლებაზე თავის არიდების მიზნით, სხვადასხვა კუთხის ქართველები (გურულები იმერლები, ფშავლები...)სხვადასხვა გვარტომობის - ეროვნების წარმომადგენლებად ცნო4

„რადგანაც არსებითი ნიშანი ეროვნობისა, მისი გული და სული - ენაა, ამიტომაც ტლანქი ხელი უმეცარის მოხელეობისა ყველაზედ უწინარეს ენას მისწვდა“

. წმინდა ილია მართალმა დროულად გააცნობიერა იმპერიის მიზანი, ენობრივ-ეთნიკურად დაენაწევრებინათ ქართველი ერი; ის ასე აფასებს ამ მოვლენას:

5

.

ენა - ეთნიკური და კულტურული ისტორიის ამსახველი ფენომენი თანამედროვე მეცნიერებაში მიღებულია, რომ უძველესი არქეოლოგიური მასალის მიხედვით შეუძლებელია ვიმსჯელოთ ამა თუ იმ ერის/ეთნოსის ისტორიის შესახებ; წერილობითი წყაროები კი არც თუ ისე ძველია. შესაბამისად, მხოლოდ ენაა ის გამორჩეული ფენომენი, რომელიც უტყუარ ცნობებს გვაწვდის ამ თუ იმ ხალხის

პერიოდში უარყოფილი ტრადიციული თვალსაზრისიც ქართველთა ენობრივი სამყაროს კვალიფიკაციის შესახებ (ერთი სამწიგნობრო ენა და 30-მდე დიალექტი). 3ილია ჭავჭავაძე, გიმნაზიების ერთი დიდი ნაკლი, თხზულებანი, ტ. XI, თბ., 2006, გვ. 545-546; წერილში კრიტიკულადაა გააზრებული განათლების სისტემა რუსეთის იმპერიაში. 4ილია ჭავჭავაძე, რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად, ტომი IV, 1987, გვ. 229-230. 5ილია ჭავჭავაძე, რჩეული ნაწერები ხუთ ტომად, ტ. V, გვ. 213 . მსჯელობისათვის ვრცლად იხ., ტ. ფუტკარაძე, ქართველები, თბ., 2005.

Page 4: 1. Putkaradze, Vashakidze. Ilia, 2012

4

უძველესი ისტორიის შესახებ, რამდენადაც ენაში უკუფენილია არქაული კულტურული თავისებურებანიცა და ენობრივი კონტაქტებიც. ამ მიმართულებით ილია ჭავჭავაძე კარგად იცნობს თავის თანამედროვეთა მოსაზრებებს (მაგ.,ეიჰგოფის შეხედულებებს) და თავის თვალსაზრისს ასე აყალიბებს: „ენა, როგორც გასაღები დაკეტილისა, ყველაზედ უფრო შემძლებელია და ყველაზედ სანდო მოწამეა ცივილიზაციის ისტორიისათვის, რადგანაც უფროს-ერთს შემთხვევაში ერთობა ენისა მოასწავებს ერთობას კულტურისას...ცხოვრება ერისა გადაშლილია, გამომზევებულია მის ენაში, რომელიც უტყუარი სარკეა ყოველის მისის თავგადასავალისა და ყოფა-ცხოვრების ცვალებადობისა“6

.

დედაენა - განათლების, კულტურისა და საქმისწარმოების ენა მეფის რუსეთის ანტიქართული საგანმანათლებლო კურსის საპირისპიროდ, კერძოდ, საერო თუ სასულიერო, დაწყებითი თუ საშუალო სასწავლებლებიდან ქართული ენის დევნის პირობებში წმინდა ილია მართალმა გამოჩენილი პედაგოგების (უშინსკი, დისტერვეგი, პესტალოცი...) შეხედულებებზე დაყრდნობით, განავითარა მსჯელობა, რომ "ბავშვმა თავდაპირველად თავის დედა-ენაზედ უნდა გაიხსნას გონება"7

"ჩვენ რომ ეგრე დაჟინებით და უკან-დაუხევლად ვთხოულობთ დედა-ენისათვის სრულს და დაუბრკოლებელს გზას სასწავლებელში, - ეგ მარტო დედა-ენის სიყვარულით არ მოგვდის. ვთხოულობთ და ვნატრულობთ იმიტომაც, რომ უდედაენოდ გონების გახსნა ბავშვისა ყოვლად შეუძლებელია. მაშინ სკოლა გონების გახსნის სახსარი კი არ არის, გონების დაჩაგვრისაა, გონების დახშვისა, დათრგუნვისა, გათახსირებისა..."

. ილია ჭავჭავაძე სამართლიანად ამბობს, რომ დედაენაზე განათლება არის საფუძველი თავისუფალი და დამოუკიდებელი აზროვნებისა, ასევე, ეროვნული ცნობიერების ფორმირებისა; კერძოდ, ის წერს:

8

უშინსკი: „ბავშვი რომ სწავლობს დედაენას, იგი სწოვს სულისთვის სიცოცხლეს და ღონეს ღვიძლის ენის ღვიძლის ძუძუდან; „დედა-ენა ისე უხსნის ბუნებას ყმაწვილს, როგორც ვერც ერთი ბუნების მცოდნე კაცი; ისე აცოდინებს ხასიათს იმ ხალხისას და საზოგადოებისას, რომელთა შორისაც ბავშვი სცხოვრობს, მათს ისტორიას, თვისებას და მიდრეკილებას, როგორც ვერცერთი ისტორიკოსიო“

. ამ აზრის გასამყარებლად წერილში: „ბ-ნ იანოვსკის წერილისა გამო“ (გაზეთი „კავკაზი“, 1881 წ.) ილია იმოწმებს ცნობილი რუსი და ევროპელი პედაგოგების გამონათქვამებსაც; წარმოვადგენთ მათ ორ ციტატას:

9

ვესსელი: „ერს რომ თავისი დედა ენა არ ასწავლოთ, ეგ ის იქნება, რომ არ გინდათ ერის აზრი, მისი სულიერი ძალ-ღონე, ნიჭი გაიხსნას და გაიმართოს. ეგ ის იქნება, რომ არ გინდათ ერი ბალღობიდან გამოვიდეს. თუ ჩვენ არ დავაწყებინებთ ერს თავისის დედა-ენის სწავლებას და თუნდაც მის მაგიერ სხვა, ძალიან მახლობლის ენის სწავლებას მოვაყოლებთ, მაშინ უფრო უარესს ვიზამთ: სრულებით შევშლით ერის გონებითს განვითარებას, სრულებით შევშლით მის სულიერს ბუნებასა"

;

10

დაწყებით სკოლაში განათლების ენის შესახებ მსჯელობისას ის მწვავედ აკრიტიკებს იმპერიის ოფიციალურ მოხელეს; კერძოდ, წერს:

.

„იმ პროგრამით, როგორც ბ-ნ იანოვსკის მოუფიქრებია, ჩვენებური საერო სკოლა ვერც თავისს საკუთარს საქმეს გაარიგებს და ვერც რუსულს ენას გვაცოდინებს იმ ვიწრო გზაზედ, რაც საერო სკოლას ჩვენში დანიშნული აქვს“11

6ილია ჭავჭავაძე, რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად, ტომი IV, 1987, გვ. 23-24.

7ი. ჭავჭავაძე, 1955-ა, გვ. 358. 8ი. ჭავჭავაძე, 1955, გვ. 278. 9ილია ჭავჭავაძე, რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად, ტომი IV, 1987, გვ. 195 10ი. ჭავჭავაძე, 1955, გვ. 277. 11ილია ჭავჭავაძე, რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად, ტომი IV, 1987, გვ. 204.

Page 5: 1. Putkaradze, Vashakidze. Ilia, 2012

5

ილია კატეგორიულადაა წინააღმდეგი დაწყებით კლასებში ერთდროულად ორი ანბანის სწავლებისა: "სემინარიასთან არსებულ მოსამზადებელ კლასშიც - პროსემინარიაშიც სავალალო ვითარებააო - ერთდროულად ასწავლიან ბავშვებს ქართულ და რუსულ ანბანებს; მასწ. ნათიევი კი სწავლების გაადვილების მიზნით ბავშვებს ქართულ სიტყვებს რუსული ანბანით უდგენს; სადაც რუსულს „უჭირს“ „ქართული ხმების გამოხატვა“, იქ ახალი ასოები მოუგონია..."12

იმპერიის მოხელეების კრიტიკის პარალელურად, ილია მკაცრად ექცევა მედროვე თანამედროვეებსაც:

ილია სარკაზმსაც არ ერიდება და ამ "ახალ ასოებს" „ნათიაურს“ უწოდებს.

„ჩვენს ენას ჩვენში მოედანი არა აქვს სავარჯიშოდ. ჩვენი ეგრეთ-წოდებული მაღალი საზოგადოება, ნამეტნავად ქალაქში, თავის სამარცხვინოდ თაკილობს თავის დედა-ენით ლაპარაკსა. ნათქვამია, თევზი თავიდან აყროლდებაო. სწორედ ეგრე მოგვდის ჩვენც, ჩვენს ეგრეთ-წოდებულ მაღალ საზოგადოებას თუ დავაკვირდებით. ცოცხალი ლაპარაკი, ის დარბაისლური ქართული საუბარი, ის საამური ქართულის სიტყვის მიხვრა-მოხვრა, ის სიმდიდრე ქართულის სიტყვიერებისა აღარ ისმის, აღარ არის. გადაგვავიწყდა ყოველივე, რაც ენის შვენებას შეადგენს, რადგანაც ჩვენი აზრი ჩვენის ენით აღარ მოძრაობს, ჩვენი გული ჩვენის ენით აღარ თბება“13

ასეთ ვითარებაში ილია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, ერთი მხრივ, „სამუდამო“ (მუდმივი - ავტ.) ქართული სცენის გამართვას და, მეორე მხრივ, ფართო საზოგადოებისათვის ქართულად წერა-კითხვის სწავლებას; კერძოდ, ის წერს:

.

„ძლივს ერთი საჯარო ადგილი მაინც გვექნება, საცა ჩვენის ენით ვილხენთ, ჩვენის ენით ვინაღვლებთ, ჩვენის ენის მოწყალებით გავიტარებთ თვალწინ ჩვენს ცხოვრებასა...“14

„წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ განზრახვა და მოქმედობა შორსა სწვდება... თუ მართლა საზოგადოებამ და მისმა გამბედაობამ მთლად აღასრულეს ყოველიფერი, რაც კი წესდებულებაში არის მოხსენებული, იმედია, რომ ჩვენი ხალხის წარმატება და განვითარება ბევრად წინ წაიდგამს ფეხს; გავრცელდება სწავლა-განათლება სამშობლო ენაზედ და მით მიეცემა ჩვენს ქვეყანას ის ყოვლად უსაჭიროესი ნიადაგი, ურომლოდ საგვარტომო და თვითმომქმედი ცხოვრება და წარმატება შეუძლებელია... მართალია, მარტო პირველდაწყებითი სწავლა საკმარისი არ არის, მაგრამ ჯერ ერთი ის, რომ... სახლი უსაძირკვლოდ ვერ დაიდგმის; გარდა ამისა, არსებობს ჩვენში შკოლა, ჯერჯერობით მოსამზადებელი, რომელიც უნდა გახდეს საშუალო სასწავლებლად და მით შეივსოს საქმე, რომლისათვის ხელის მოკიდებას აპირობს ახლად დაარსებული საზოგადოება. ეს საშუალო სასწავლებელი, - ჩვენი საკუთარი, ქართული სასწავლებელი... გამოგვიზრდის ჩვენ ჩვენს საკუთარს, ქართველ ინტელიგენციას, ე.ი. იმგვარ პირთ, რომელნიც არიან დედაბოძნი ყოველის ხალხის განვითარებისა და წარმატებისა“

;

15

აქვე, ილია მიესალმება სახალხო განათლების მიმართულებით სხვადასხვა საზოგადოების დაარსებას (მაგ., სკოლების გახსნა ღარიბი ბავშვებისათვის)

.

16

ილია საგანგებოდ ამახვილებს ყურადღებას საქმისწარმოების ენაზე და აკრიტიკებს ადგილობრივი ენის არმცოდნე სახელმწიფო მოხელეებს, რომელთაც თავიანთი განუკითხავი ქმედებით დაამძიმეს ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა:

.

„რუსეთს არა ჰქონდა და არც დღეის-აქამომდე აქვს გამორკვეული და დადგენილი დედააზრი მასზედ, თუ სად თავდება უფლება ეროვნობისა და სად იწყება სახელმწიფოსი.

12ილია ჭავჭავაძე, რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად, ტომი IV, 1987, გვ. 232. 13ილია ჭავჭავაძე, რჩეული ნაწერები ხუთ ტომად, ტ. V, გვ. 176. 14ილია ჭავჭავაძე, რჩეული ნაწერები ხუთ ტომად, ტ. V, გვ. 177. 15ილია ჭავჭავაძე, რჩეული ნაწერები ხუთ ტომად, ტ. V, გვ. 183-184. 16ილია ჭავჭავაძე, რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად, ტომი IV, 1987, გვ. 238.

Page 6: 1. Putkaradze, Vashakidze. Ilia, 2012

6

მოხელეობა, რომელიც ხშირად მოკლებულია არამც თუ საზოგადო დედააზრებს, არამედ უმეცარია იმისიც, რაც ხშირად ფიქრად თუ საგნად აქვს უმაღლეს მთავრობასა, - ამ უდიდეს საგანს ისე ექცეოდა, როგორც მისი ქეიფი იყო. ეგონა, რომ ეროვნობის დევნა და ჩაგვრა თავი და ბოლოა სახელმწიფოდ მომქმედის კაცისა, საჭიროა სახელმწიფოს წარმატებისათვის და თითონ უმაღლესი მთავრობაც ამისი მსურველი და მცდელია... ამ მხრით არავის ისეთი ვნება არ მოუტანია რუსეთისათვის, როგორც თავის ქეიფზედ მოარულს მოხელეებსა...“17

წმინდა ილია მართალი ითხოვს, რომ რუსმა მოხელეებმა ქართული ისწავლონ.

18

„ჩვენში... არამც თუ მოხელისაგან თხოულობენ, რომ აქაური ენები იცოდნენ, არამედ თითონ აქაურებისთვისაც კი ამოაკვეთინეს ფეხი აქაურს ენებს აქაურის სასწავლებლებიდამ. იქ, საცა ჩვენის ხალხის მწყემსნი იზრდებიან, ჩვენის ხალხის მასწავლებელნი, მაგალითებრ - სასულიერო და საოსტატო სემინარიაში, იქიდამაც კი გამოდევნეს ჩვენი ენა. ქართველებსაც კი გზა არ გვაქვს, ჩვენი ენა შევისწავლოთ, თორემ სხვას ვინ ჩივის.“ დასასრულ, ილია იმედოვნებს, რომ თუკი იმპერიის მთავრობას „ჰსურს ხალხისა შეიტყოს რამე და ხალხს კიდევ თავისი აცოდინოს“, შეეცდება ამის გამოსწორებას.

; არგუმენტად მას მოჰყავს ევროპელთა კანონი, რომ „თუ ენა არ იცის, კაცს ფეხსაც არ შეადგმევინებენ იმ ხალხში, საცა მოხელეობას ჰნდომობს“... (ამ შემთხვევაში ილია იმოწმებს ინდოეთში სამუშაოდ გაგზავნილი ინგლისელი მოხელეების მაგალითს). იგი განაგრძობს:

თავისი პოზიციის გასამყარებლად ილია კვლავ იმოწმებს ევროპის ვითარებას, სადაც დიდი მოთხოვნაა დედაენის სწავლების თვალსაზრისით19

"ჩეხს შეუძლია თავის დედა-ენაზე გამართოს სკოლა და სინაური საქმეები, მაგრამ ავსტრიის იმპერიას ამით არაფერი დაუშავდება. (გვ. 177-178) იგივე აზრი ფეხს იკიდებს რუსეთშიცო, ამას გამოხატავს ჟურნალი „Вестник Европы“. სხვა ჟურნალ-გაზეთებმაც აიტაცეს მისი პოზიცია და ქადაგებენ ეროვნების აღდგენის უფლებას სახელმწიფოში როგორც ენის, ისე შინაური საქმეების გამგეობის შესახებ (გვ. 178). რუსეთის მოწინავე საზოგადოებამ აიტაცა სპასოვიჩის აზრი, რომ მოხელემ ენა უნდა იცოდეს ადგილობრივი მოსახლეობის (გვ. 179). ილია დასძენს, რომ წინათ ენის უფლების აღდგენას მხოლოდ „სკოლის საქმეში თხოულობდნენ“, ახლა კი ეს აზრი ისე განვითარებულა, რომ „ერის შინაურ საქმეთა წარმოებასა და გამგეობაშიაც ითხოვენ“ (გვ. 179). ილია შენიშნავს, რომ იმპერიის განაპირა რეგიონებში პირიქითი პროცესები მიმდინარეობდა ხელისუფლების მხრიდან. - შეეხო იანოვსკის და უჩვენა მისი სხვადასხვა დროს გამოხატული ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები ქართულ დაწყებით კლასებში რუსულის სწავლებასთან დაკავშირებით (გვ.182-183).

:

დედაენაზე ლოცვა მართლმადიდებლობის ერთ-ერთი განსაკუთრებულობაა წმინდა წერილის სწავლება დედაენაზე. საისტორიო წყაროების მიხედვით, ქრისტიანობის გავრცელების პირველივე ეტაპზე ისტორიულ საქართველოში იქადაგა სამმა მოციქულმა: ანდრია პირველწოდებულმა, მატათამ და სვიმონ კანანელმა. ქართული წყაროების მიხედვით, ანდრია პირველწოდებულმა მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ეკლესია ააგო აჭარაში. მოციქულთა დროიდან საქართველოს (ქართლის) ყველა კუთხეში: ეგრისშიც, აჭარაშიც, ქართლ-კახეთშიცა და მესხეთშიც წირვა-ლოცვა ქართულად აღესრულებოდა; ქართულენოვან სასულიერო მწერლობას გამორჩეული მოღვაწეები ჰყავს საქათველოს

17ილია ჭავჭავაძე, რჩეული ნაწერები ხუთ ტომად, ტ. V, გვ. 212 . 18ილია ჭავჭავაძე, „ჩემი რჩეული“, ტ. V, თბ., 2012, გვ. 133-134). 19ილია ჭავჭავაძე, ჩემი რჩეული, ტ. V, თბ., 2012.

Page 7: 1. Putkaradze, Vashakidze. Ilia, 2012

7

ყველა კუთხიდან; ამ თვალსაზრისით გამორჩეულნი არიან ძველი ეგრისის (დღევანდელი სამეგრელოს, იმერეთის, აფხაზეთის, აჭარის, ლაზეთის) მკვიდრნი: იოვანე ლაზი, ჭყონდიდლები, იოვანე მინჩხი, ტბელი აბუსერიძე... მე-19 საუკუნეში ამ ისტორიის მიჩქმალვას შეეცადა ზოგი ოფიციალური მოხელე; ასევე იყო მცდელობა, საეკლესიო ენის ფუნქცია დაეთმო ქართულ ენას. ამ მოვლენასაც მკაცრად გამოეხმაურა წმინდა ილია მართალი: „...დედაენას იმ ერისას, რომელ შორისაც ჩვენმა სემინარიელმა უნდა იმოძღვროს, სემინარიაში ისე ასწავლიან, რომ არ-სწავლა სჯობიან. ამისთვის ჩვენი უენო სამღვდელოება ძალაუნებურად უქმია იქ, საცა დიდი შემწეობა ეგრე ადვილი და შესაძლებელია. უქმია არამც თუ ერის სწავლა-განათლების საქმეში, არამედ ერის მოძღვრების საქმეშიაც. დამუნჯდა ამის გამო ჩვენი ეკლესიების კათედრები, გაუქმდა ყოვლად ძლიერი ქადაგება, წაწყმდა სასოება სარწმუნოებისა და ამის გამკითხველი არავინ არის. თუ სემინარიის მმართველებმა ამ საგანს ასე ყური მოუყრუეს და სემინარიის პროგრამას არა უხერხეს რა დედა-ენის სწავლების შესახებ, არამც თუ ჩვენს საქმეს სწავლა-განათლებისას გზა წარემართება, არამედ თითონ მოძღვრობის საქმეც იქამდის მივა, რომ ჩვენი ერი იძულებული შეიქმნება, რომ „პერევოჩიკის“ მეშვეობით გაენდოს ხოლმე თავის მოძღვარსა... „მოძღვარის ფარ-ხმალი ენაა. თუ ენა არ ეცოდინება, უქმია იმისი თანამდებობა"20

.

ე.წ. სამი სტილი თუ ერთიანი ნორმების მქონე სტანდარტული ენა ილიამ ლოგიკურად დაასაბუთა "სამი სტილის თეორიის" უსაფუძვლობა: "სამგვარად განყოფა ენისა ძველი უსაფუძვლობაა... რომელიც, ვიდრე იყო თავის მოქმედებაში, რკინის სალტესავით ავიწროებდა კაცის მეტყველებასა და აზრსა... ქვეყნად არ არსებობენ "მაღალნი და დაბალნი საგანნი", რომელთა გამოსახატავადაც საჭირო იქნებოდა "მრავალშტოიანი ენა", ყოველი საგანი მაღალია თავის კვალობაზე და, აქედან გამომდინარე, - ღირსი ერთნაირად გამოთქმისა21

ილია ჭავჭავაძემ ერთ-ერთმა პირველმა მიაქცია ყურადღება "ხალხის სიტყვის გამოთქმას", "ხალხის ენაში მონახულ ცოცხალ ფაქტებს" და, "დარბაისლური" ქართულის ნაცვლად, ცოცხალი სასაუბრო მეტყველება დასახა ერთიანი სამწერლობო ენის საფუძვლად. ცოტა უფრო ადრე იგივე აზრი იყო წარმოჩენილი ჟურნალ "ცისკრის" 1860 წლის N 2-ში:

.

"ლიტერატურასი პირველი ღირსება ის არის, რომ ცხოველს, სასაუბრო ენას დაუახლოვდებოდეს, რამდენადაც კი შეიძლება"22

სახალხო ენასთან დაახლოება იყო მიზეზი ორთოგრაფიული რეფორმისაც - ქართული ანბანიდან ხახისმიერი ყრუ ფშვინვიერი თანხმოვნის, ი, უ სონანტების უმარცვლო ვარიანტებისა და ზოგი სხვა ბგერის აღმნიშვნელი გრაფემების ამოღებისა; კერძოდ, ილია წერს:

.

ენის "კანონები, ერთ დროს საჭირონი, სხვა დროს უვარგისნი არიან ხოლმე; იმიტომაც ახალი ენა ძველს ენას არა ჰგავს, როგორც ახალი კაცი არა ჰგავს ძველ კაცს"23

.

ქართული ენა, როგორც მეცნიერების ენა და ტერმინთშემოქმედება XIX საუკუნის მეორე ნახევარი, სრულიად სამართლიანად, ახალ ეტაპად ითვლება სალიტერატურო ენის ისტორიაში. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ენობრივი რეფორმა და ტერმინთშემოქმედება, პირველ რიგში, ილია ჭავაჭავაძის სახელს უკავშირდება; მან "ივერიის" რედაქციაში გარს შემოიკრიბა ქართული ენის გულშემატკივართა მთელი წრე და, იმპერიის მესვეურთა რეაქციული პოლიტიკის

20ილია ჭავჭავაძე, რჩეული ნაწერები ხუთ ტომად, ტ. V, გვ. 239-240. 21ი.ჭავჭავაძე, 1986, გვ. 100. 22სარედაქციო წერილი: "სხვადასხვა ანბავი", "ცისკარი", 1860, N 2, გვ. 180. 23ი. ჭავჭავაძე, 1953, გვ. 30.

Page 8: 1. Putkaradze, Vashakidze. Ilia, 2012

8

პირობებში, ქართული პრესა ეროვნული მეცნიერებისა და კულტურის პროპაგანდის მძლავრ კერად აქცია. ილია ჭავჭავაძემ განავითარა ენათმეცნიერული კვლევის ტრადიცია, რომელიც, განსაკუთრებული სისრულით X-XI-XII საუკუნეების მეცნიერ-ლექსიკოგრაფთა მოღვაწეობის დროს გამოვლინდა, ხოლო XVII-XVIII საუკუნეებიდან, მწერლობისა და ფილოსოფიური აზროვნების გამოცოცხლებასთან ერთად, გაგრძელდა (ეს პროცესი, პირველ რიგში, სულხან-საბა ორბელიანისა და ანტონ კათალიკოსის სახელებთან არის დაკავშირებული). ქართული ენის უფლებების აღდგენისათვის ბრძოლაში წმინდა ილია მართალმა წინა პლანზე წამოსწია ეროვნული მეცნიერული ენისა და ლიტერატურის სისტემატიზაციის საკითხი, პირველ რიგში კი, სცადა გაებათილებინა ცრუ ბრალდება, თითქოს ქართული ენა მოუქნელი და ღარიბი იყო მეცნიერული ცნებების გამოსახატავად: "მე ვლაპარაკობ იმ უსაფუძვლოდ და ტყუილ-უბრალოდ გავრცელებულს ხმაზე, ვითომც არც ქართულ ენაზე სწავლება შეიძლება რისამე, არც წიგნებია ამისათვის და არც არის რამე, ღირდეს შესასწავლად, ავარჯიშებდეს კაცის გონებას..."24

ამ და მომდევნო პერიოდში ილიამ შეაჯამა XIX საუკუნის 50-იანი და მომდევნო წლების მოწინავე ქართული ინტელიგენციის თეორიული შეხედულებანი და ჩამოაყალიბა ტერმინთშემოქმედების კონცეფცია; კერძოდ, მისი ღვაწლი ასე გამოიყურება:

.

ა) მართებულად შენიშნა მეცნიერული ტერმინის ჩვეულებრივი სიტყვისგან განსხვავების აუცილებლობა (იხ, მაგ. მისი მსჯელობა სიტყვა ”კაპიტალის” შესახებ)25

ბ) დასვა ტერმინის სიზუსტის დაცვის საკითხი: ;

”ლექსიკონი ვულგარულს თუ უკაცრაოდ არ ვიქნები, ქუჩურს მნიშვნელობასაც სიტყვისას ანგარიშს უწევს, მოვალეა, ამ მხრივაც სიტყვა ახსნას”26

გ) გაითვალისწინა შეჩვევის მომენტი ახალი სიტყვის დამკვიდრებასთან დაკავშირებით: .

”რაც უნდა კარგად მოიგონო სიტყვა, თუნდა წმინდა ქართულიც იყოს, რაკი იმ სიტყვას ახალ მნიშვნელობას მისცემ, ისიც გაუგებარი იქნება ჯერხანად, როგორც უცხო ენის სიტყვა... რასაკვირველია, ამ სიტყვის აზრს შევეჩვევით თავის დროზედ, მაგრამ, სანამ შევეჩვევით, იმ დრომდე ეგენი ბნელნი იქნებიან და ძნელად გასაგონი”27

დ) ტერმინოლოგიური სიტყვაქმნადობის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ქართული ენის ლექსიკას, როგორც ტერმინოლოგიის ძირითად ბაზას და, ასევე, ტრადიციულ სიტყვაწარმოებით საშუალებებს.

.

ე) ძველი თაობის წარმომადგენლებთან გამართულ პოლემიკაში სწორად განსაზღვრა უცხო სიტყვებისადმი დამოკიდებულება, როცა გამიჯნა ”საჭირო” და ”არასაჭირო” სიტყვების, თანამედროვე ტერმინოლოგიით, ”ნასესხობისა” და ”ბარბარიზმის” ცნებები. XV-XIX საუკუნეებში დამპყრობლებთან განუწყვეტელი ომის პირობებში საქართველოში შენელებული იყო სამეცნიერო მოღვაწეობა (ამ პერიოდის ქართული კულტურა ძირითადად მხატვრული შემოქმედებით შემოიფარგლება), ამიტომ ქართული საზოგადოება გადაჩვეული იყო ტერმინთსიახლეებს; ილია ჭავჭავაძე წერს: „ჩვენ წინადვე ბოდიშს ვიხდით...რომ აქ იძულებულნი ვიქნებით, ბევრი იმისთანა სიტყვები - ქართული თუ უცხო - ვიხმაროთ, რომელთაც ჯერ ადგილი არ დაუჭერიათ ჩვენს ენაში. ტერმინების უქონლობა ამ შემთხვევაში მეტისმეტად აბრკოლებს კაცსა, და იმის გარდა, რომ აძნელებს გაგებას ნათქვამისას, სიტყვასაც ძალაუნებურად აგრძელებს,

24ი. ჭავჭავაძე, 1955-ა, გვ. 282-283. 25ვრცლად იხ., ი. ვაშაკიძე, ტერმინთშემოქმედების პრინციპები XIX საუკუნის II ნახევრის საქართველოში, კავკასიოლოგიური სერია, VIII, თბ., 2009. 26ი. ჭავჭავაძე, 1956, გვ. 266. 27ი. ჭავჭავაძე, 1953, გვ. 471.

Page 9: 1. Putkaradze, Vashakidze. Ilia, 2012

9

თითონ ენასაც აჭრელებს, ამძიმებს..."28; "ჯერჯერობით ენა და მწერლობა იმდენად ვერ შეგვიმუშავებია, რამდენადაც საჭირო და სანატრელია"29

ილია აქტიურად იყო ჩართული საბუნებისმეტყველო დისციპლინების ტერმინთშემოქმედების პროცესშიც კი; მაგ., 1882 წლის 21 ნოემბერს თბილისის საქალაქო სამმართველოს დარბაზში გამართულა კრება, სადაც აზრთა სხვადასხვაობა იყო არითმეტიკისა და ფიზიკის ძველ სახელმძღვანელოებში არსებული ტერმინების გამოყენებასთან დაკავშირებით. კრებაზე სიტყვით გამოვიდა ილია ჭავჭავაძე, რომელმაც სწორი მიმართულება მისცა საზოგადოებას

.

30

ილია ჭავჭავაძის შეხედულებები ტერმინოლოგიის საკვანძო საკითხებზე დღესაც საყურადღებოა დარგის სპეციალისტთათვის.

.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ილია ჭავჭავაძის ენობრივი კონცეფცია მიზნად ისახავდა რუსეთის იმპერიისგან დაეცვა ქართველი ხალხისა და ქართული ენის სასიცოცხლო ინტერესები... წმინდა ილია მართალის ძირითადი დებულებები დღესაც აქტუალურია, რამდენადაც, ახლა არის მცდელობა, მრავალსაუკუნოვანი ქართული ენა ჩანაცვლდეს ინგლისურით...

28ილია ჭავჭავაძე, რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად, ტომი IV, 1987, გვ. 21 29ი. ჭავჭავაძე, 1953, გვ. 313. 30”შრომა”, 1882, # 46, გვ. 3.