1 მერი ბოლქვაძის ,,ერთი დღე გაზაფხულის...

12

Transcript of 1 მერი ბოლქვაძის ,,ერთი დღე გაზაფხულის...

Page 1: 1 მერი ბოლქვაძის ,,ერთი დღე გაზაფხულის ცაზე''
Page 2: 1 მერი ბოლქვაძის ,,ერთი დღე გაზაფხულის ცაზე''

მოკრიალებულ ცაზე გაზაფხულის პატარა ღრუბელი , მოცურავს და ისეთი დაღვრემილია სულ სახე

. ჩამოსტირის მოდის და სულ უფრო ღონდება და. ღონდება

Page 3: 1 მერი ბოლქვაძის ,,ერთი დღე გაზაფხულის ცაზე''

შემოხვდა ერთი წერო. -ეჰეი, ღრუბლიკო! -შორიდანვე შესძახა წერომ, -რადაგმართვია?

Page 4: 1 მერი ბოლქვაძის ,,ერთი დღე გაზაფხულის ცაზე''

-რაღა რა დამმართვია, მეგობარო, საკითხავი აღრა ვარ, -ამოიოხრა ღრუბელმა, -ხომ იცი, პატარაობიდანვე როგორ მიყვარს ყვავილები და ბალახები, მერე რა გამოვიდა? სულ ასე, ზემოდან უნდა დავყურებდე? მეც მინდა ახლოს მივიდე, თვალებში ჩავხედო ნაზად დავყნოსო, არადა აღარ მინდა ასე ცხოვრება... -მსხვილი ცრემლები გადმოყარა პატარა ღრუბელმა.

Page 5: 1 მერი ბოლქვაძის ,,ერთი დღე გაზაფხულის ცაზე''

წერო ჩაფიქრდა. მერე კი უთხრა:-ცოტა დაიცადე რა, სულ ცოტა, კარგი? -და ძირს დაეშვა. დაფრინდა მიწაზე, გრძელი ნისკარტით გადაქექა გაზაფხულის მიწის ხნულები, ამოკრიფა თესლები და აფრინდა ღრუბელთან. უბეში ჩაუყარა და უთხრა: -თბილად შეინახე და ბედნიერი იქნებიო.

Page 6: 1 მერი ბოლქვაძის ,,ერთი დღე გაზაფხულის ცაზე''

ჩაითბუნა ღრუბელმა თესლები და გატრუნული . ფრთხილად გასრიალდა ცაზე რამდენიმე დღის

, , -შემდეგ რაღაცნაირად აწრიალდა აცმუკდა ჯერ ერთი , : ორჯერ ჩაიცინა მერე კი ახითხითდა და აკისკისდა , თურმე თესლები გაღვივდნენ პატარა ფესვები

!აატოკეს და უღიტინებდნენ ღრუბელს

Page 7: 1 მერი ბოლქვაძის ,,ერთი დღე გაზაფხულის ცაზე''

ცოტა ხანში კი, ჰოი, საოცრებავ! ზედ ღრუბლის მკერდზე თავი ამოყო და აბიბინდა ჯეჯილი. ცოტა ხანში გვირილაც ამოიზარდა, მიიხედ-მოიხედა და გაიცინა. მას ყაყაჩოები მოჰყვნენ, აღაღანდნენ წითლად.

Page 8: 1 მერი ბოლქვაძის ,,ერთი დღე გაზაფხულის ცაზე''

გაიხარა ღრუბელმა და სიმღერით გასწია ცაზე. მიდის და მიიმღერის. მღერის და ბედნიერია. ცის ნიავი მის ყვავილებს ეთამაშება. ღრუბლები გაკვირვებით შესცქერიან ამ პატარა ღრუბელ-მდელოს. თუმცა რა არის გასაკვირი? რაღა არ ხდება ამ დალოცვილ ცაზე?

Page 9: 1 მერი ბოლქვაძის ,,ერთი დღე გაზაფხულის ცაზე''
Page 10: 1 მერი ბოლქვაძის ,,ერთი დღე გაზაფხულის ცაზე''
Page 11: 1 მერი ბოლქვაძის ,,ერთი დღე გაზაფხულის ცაზე''
Page 12: 1 მერი ბოლქვაძის ,,ერთი დღე გაზაფხულის ცაზე''