შეფასება ამბროლაური.pdf

28
7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 1/28

Transcript of შეფასება ამბროლაური.pdf

Page 1: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 1/28

Page 2: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 2/28

Page 3: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 3/28

შესავალი

გამოყენებული მეთოდოლოგია

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

შრომითი რესურსები და დასაქმების სტრუქტურა

ეკონომიკური პირობები

ხელისუფლება

ქალაქი ამბროლაური - განსახლების ტიპი

ხიფათები

რისკებისა და მოწყვლადობის შეფასება

მოსახლეობის მიერ რისკის აღქმა

რისკის შემცირების სტრატეგიები

რისკების შემცირების კონკრეტული პროექტები

4

5

7

8

8

9

10

11

11

14

14

16

შინაარსი

Page 4: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 4/28

4

უკანასკნელ წლებში რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონში

გააქტიურებული ბუნებრივი კატასტროფები და მათგან გამოწვეული

უარყოფითი შედეგები მხარის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემადგანიხილება.

სპეციალისტების მოსაზრებით, კატასტროფების სიხშირისა და ინტენ-

სივობის ზრდა ფაქტორთა კომპლექსითაა განპირობებული, რომელთა

შორისაც აღსანიშნავია:

• გლობალური დათბობა და ჩვენი ქვეყნისთვის უკვე საგრძნობი

კლიმატის ცვლილება;

• დაბალი ეკოლოგიური ცნობიერება და გარემოზე ზემოქმედებისმზარდი მასშტაბები.

ამგვარ მდგომარეობაში მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა

მოსახლეობას, ადგილობრივ ხელისუფლებას, სამეცნიერო წრეებსა

და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რათა მიღწეულ იქნას

კატასტროფების რისკის შემცირების ადექვატური ღონისძიებების

დროული განხორციელება.

ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი კარგი მეთოდია წითელი ჯვრისა დაწითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის

მიერ შემუშავებული „მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასების

მეთოდოლოგია“ (VCA), რომელიც თანამონაწილეობრივი გზით

გადაწყვეტილების მიღებისა და დაგეგმარების კარგი ინსტრუმენტია.

მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასება, როგორც პროცესის

ნაწილი, საშუალებას იძლევა ადგილობრივმა მოსახლეობამ განსაზღვროს

პრიორიტეტული რისკები იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს რისკები არ

წარმოადგენენ ბუნებრივ ხიფათებს.

მეთოდი იყენებს სხვადასხვა თანამონაწილეობრივ ინსტრუმენტს,

რათა შეფასდეს თემის წევრებისა და თემის მოწყვლადობა/მედეგობის

უნარი ხიფათების მიმართ ადგილობრივ დონეზე; გაიზარდოს

ცნობიერება მოსახლეობის შესაძლებლობების შესახებ, რათა ისინი

წინ აღუდგნენ რისკებსა და ხიფათებს; მიღწეულ იქნას შეთანხმება

ადგილობრივ ხელისუფლებასთან იმ ქმედებების შესახებ, რომელიც

საჭიროა კატასტროფების პოტენციური შედეგების პრევენციისა თუ

შემცირებისათვის; განხორციელდეს და კატასტროფების პრევენციის,

მათდამი მზაობისა და მათი რისკების შემცირების პროექტები.

შესავალი

Page 5: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 5/28

5

გამოყენებული მეთოდოლოგია

ქალაქ ამბროლაურის ბუნებრივი კატასტროფების რისკის შესაფა-

სებლად გამოყენებულ იქნა წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის

საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის მიერ შემუშავებული„მოწყვლადობისა და შესაძლებლობების თანამონაწილეობრივი შეფა-

სების“ მეთოდოლოგია“. აღნიშნული მეთოდოლოგიის ადგილზე სწორად

გამოყენების მიზნით, ჩატარდა წინასწარი სწავლება და მეთოდოლოგიის

გამოცდა.

შეფასების ჩატარებისთვის მოძიებულ იქნა მეორადი ინფორმაცია

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოწოდებულ ოფიციალურ

მასალებზე დაყრდნობით, ასევე განხორციელდა საქართველოს წითელი

ჯვრის საზოგადოების (სწჯს) თანამშრომლებისა და მოხალისეების მიერქალაქ ამბროლაურზე უშუალო დაკვირვება.

მოწყვლადობის და შესაძლებლობების შეფასება ჩაატარა ქალაქ

ამბროლაურის თემის მოხალისეთა ჯგუფმა (სპეციალური მოსამზადებელი

კურსი გაიარა ოცმა მოხალისემ) წინასწარ შემუშავებული კითხვარის

მეშვეობით. სულ გამოკითხულ იქნა მოსახლეობის 30%. გამოკითხვა

ჩატარდა ჯგუფური ინტერვიუების საშუალებით.

თემის წევრებთან ერთად შემუშავებულ იქნა კითხვარი, რომელშიც

გაერთიანებული იყო რამოდენიმე მეთოდოლოგიური ინსტრუმენტი:ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუ, საოჯახო და სამეზობლო

მოწყვლადობა და ისტორიული პროფილი.

შემდეგი შეხვედრის დროს კითხვარები დაურიგდათ მოხალისეებს,

რომლებმაც ამბროლაურის მოსახლეობაში გამოკითხვა ჩაატარეს.

გარდა ინტერვიუებისა, ინფორმაციის მიღების მიზნით, ქალაქ

ამბროლაურის წითელი ჯვრის ადგილობრივი მოხალისეების და თემის

წევრებისგან ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი, რომელთანაც სამუშაოშეხვედრები გაიმართა. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა წინასწარ

განისაზღვრა (განისაზღვრა იმ პირთა წრე, რომელიც პროექტის

განმახორციელებლების აზრით, აუცილებლად უნდა ჩართულიყო

კატასტროფების რისკების შემფასებელ ჯგუფში). კერძოდ, ჯგუფში

შევიდნენ შემდეგი უწყებებისა და სფეროების წარმომადგენლები:

• წითელი ჯვრის/თემის მოხალისეები

• სამხარეო ადმინისტრაცია

• გამგეობა

• საკრებულო

Page 6: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 6/28

6

• სახანძრო და სამაშველო სამსახურები

• არქიტექტურის სამსახური

• განათლების სფერო

• ჯანდაცვის სფერო

• იურიდიული სამსახური

• საჯარო რეესტრი

• სპორტი

• ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი

გარდა ამისა, სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა ნებისმიერი მსურ-

ველისათვის იყო შესაძლებელი.

სამუშაო ჯგუფთან გამართული შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა

თემის წევრებზე დაყრდნობით და მათი თანამონაწილეობით შეგრო-

ვებულიყო მაქსიმალური ინფორმაცია თემისთვის დამახასიათებელი

კატასტროფების შესახებ და მიღწეულიყო ჯგუფის წევრების მაქსიმალური

ჩართვა კატასტროფების მართვის საქმიანობებში.

საჭირო ინფორმაციის მისაღებად გამოყენებულ იქნა თანამონა-

წილეობრივი მუშაობის ინსტრუმენტთა ნაკრები, კერძოდ:

• სივრცული დაგეგმარება – თემის და მისი მნიშვნელოვანიტერიტორიების სივრცული ვიზუალიზაცია.

• ხიფათის/რისკის რუკაზე დატანა – თემის რუკაზე ხიფათების/

რისკების გამოვლენა.

• რესურსების/ შესაძლებლობების რუკაზე დატანა – რუკის შედგენა,

რომელიც აჩვენებს თემის რესურსებს და შესაძლებლობებს.

• სეზონური კალენდარი – ასახავს თემის აქტივობებს წლის

სეზონების მიხედვით.• ინსტიტუციური და სოციალური ქსელის ანალიზი – თემში არსებული

საკვანძო ორგანიზაციების, ჯგუფების და პიროვნებების განხილვა.

• პრობლემების ხე – თემში არსებული პრობლემების

იდენტიფიცირებისა და რანჟირების მიზნით, ასევე სხვადასხვა

პრობლემათა შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დასადგენად.

• თემის ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი (SWOT ანალიზი).

აღნიშნული ინსტრუმენტების გამოყენების შედეგად მიღებული მასალები

დამუშავდა და გაანალიზდა. შედეგები მოცემულია ანგარიშში.

Page 7: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 7/28

7

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი განთავსებულია რაჭა-ლეჩხუმისა

და ქვემო სვანეთის რეგიონის ცენტრალურ ნაწილში. ჩრდილო-

აღმოსავლეთიდან მას ესაზღვრება ონის მუნიციპალიტეტი, ჩრდილო-

დასავლეთიდან ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტები, სამხრეთ

დასავლეთიდან - წყალტუბოს მუნიციპალიტეტი (იმერეთის რეგიონი),

სამხრეთიდან - ტყიბულის მუნიციპალიტეტი (იმერეთის რეგიონი), ხოლო

სამხრეთ-აღმოსავლეთიდან - ჭიათურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტები

(იმერეთის რეგიონი).

მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1,142 კმ2-ია, საშუალო სიმაღლე ზღვის

დონიდან 500 მ. მუნციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი

ამბროლაური, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს რეგიონის

ადმინისტრაციულ ცენტრს.

მანძილი ქალაქ თბილისსა და ქ. ამბროლაურს შორის 280 კმ-ია. ქალაქის

გარდა მუნიციპალიტეტში შედის 19 ტერიტორიული ერთეული, რომელიც69 სოფელს აერთიანებს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი მოსახლეობა შეადგენს 13 800 ადამიანს

(2013 წ.)

ზოგადი ცნობები

Page 8: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 8/28

8

ეკონომიკური პირობები

დასაქმების სტრუქტურა

კლიმატი: ჰავა ნოტიო, საშუალო ტენიანობა - 76%, ზამთარი ცივია,

ზაფხული კი თბილი და ხანგრძლივი. საშუალო წლიური ტემპერატურაა

8 C0-9 C0 გრადუსი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოდგენილია შემდეგი მდინარეები:

• რიონი

• ლუხუნი

• რიცეულა

• კრიხულა

• ასკი

• შარეულა

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულია შაორის

წყალსაცავი.

ბუნებრივი პირობების მოკლე დახასიათება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ეკონომიკა ძირითადად ორი დარ-

გისაგან - ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობისგან შედგება, შედარებით

სუსტად არის წარმოდგენილი გადამამუშავებელი, მძიმე და მომპოვებელიმრეწველობა, თაბაშირის კარიერები, ღვინის ქარხნები, საკონსერვო

დასაქმების ძირითადი სფეროებია: საბიუჯეტო-საჯარო და ადგილობ-რივი სამსახურები, სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, მომსახურების სფერო,

მშენებლობა.

საშუალო ხელფასი –156,8 ლარი.

საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში აშშ დოლარზე გაან-

გარიშებით შეადგენს 141 დოლარს, კერძო სექტორში - 136 დოლარს.

საშუალო წლიური შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით

1881,6 ლარია.

Page 9: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 9/28

9

ხელისუფლება

რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში აღმასრულებელ ხელი-

სუფლებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული. მისი

ფუნქციებია:

• რეგიონში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კოორდინაციის უზრუნ-

ველყოფა.

• რესურსების მობილიზება.

• ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების სოციალურ-ეკონო-

მიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების

ორგანიზება.

• ინვესტიციების მოზიდვისა და რეფორმების განხორციელების ხელ-

შეწყობა.

• ადამიანის უფლებების დაცვა და სხვ.ადგილობრივი თვითმმართველობა მუნიციპალიტეტში ხორციელდება

ქარხანა, რაჭის წყლის ქარხანა. სოფელ ბუგეულში და ხიდიკარში არის

გოგირდის აბანოები.

ამბროლაურის ეკონომიკა ძირითადად წარმოდგენილია სოფლის

მეურნეობითა და ვაჭრობით. გააქტიურდა მშენებლობის სფერო, რაც

ძირითადად გამოწვეულია მთავრობის რეგიონული ინფრასტრუქტურისგანვითარების პროექტებით.

კვების მრეწველობა, ძირითადად, ღვინის ქარხნებითა და პურ-

ფუნთუშეულის წარმოების სახითაა წარმოდგებილი.

ვაჭრობის თვალსაზრისით ამბროლაურს კარგი მდებარეობა აქვს,

იგი იზიდავს როგორც საკუთრივ ადგილობრივ, ასევე მეზობელი

მუნიციპალიტეტების მომწოდებლებს.

მომსახურეობის სფეროდან გამოირჩევა ინდივიდუალური მეწარმეების

მიერ მიწოდებული მომსახურეობა, ძირითადად სასტუმრო სახლების

მომსახურეობის, ავტოტექნიკოსების და წვრილმანი ხელოსნების სახით.

Page 10: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 10/28

10

ქალაქი ამბროლაური – განსახლების ტიპი

ამბროლაური მდებარეობს ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე,გაშენებულია რიონისა და კრიხულის შესართავთან. იგი მდებარეობს

კავკასიონის სისტემის სამხრეთი ფერდობის ზონაში. მდინარე კრიხულას

სიგრძე 15,2 კმ-ია, აუზის ფართობი 134,6 კმ2, სათავე აქვს რაჭის ქედის

ჩრდილოეთ კალთაზე ზღვის დონიდან 1480 მეტრზე და ერთვის მდინარე

რიონს ამბროლაურთან. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა -

ზამთარში, ზაფხულ-შემოდგომაზე ახასიათებს წყალმოვარდნა. მდინარე

ქალაქს 3 კმ კვეთს და ორ ნაპირად ჰყოფს - მარჯვენა და მარცხენა

სანაპიროებად. მდინარე რიონი ქალაქის განაპირა მხარეს მიედინება.ამბროლაურის 87% რიონის მარცხენა სანაპიროზეა განლაგებული.

ქალაქში საცხოვრებელი სახლების აბსოლუტური უმრავლესობა ტი-

პიური 1 ან 2 სართულიანი კერძო სახლებია. გარდა ამისა, ზოგ შემთხვე-

ვაში, გვხვდება კორპუსის ტიპის ნაგებობებიც. უშუალო დაკვირვების

შედეგები გვიჩვენებს, რომ ამბროლაურში ძირითადად, ძველი, 60-იან

წლებზე ადრე აშენებული სახლები ჭარბობს, რომლებიც აშენებულია

კირქვით, ცემენტით, აგურით, ბლოკებითა და ხით.

მოსახლეობიდან და სამუშაო შეხვედრების მონაწილეებიდან მიღებულიინფორმაციის თანახმად, ქალაქში არ გვხვდება სამეურნეო მიწის

ნაკვეთები.

საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებიდან ქალაქის ტერიტორიაზე

გვხდება საავადმყოფო, აფთიაქები, კულტურის სახლი, მუზეუმი, სპორტული

დარბაზი, საჭიდაო დარბაზი, სასტუმრო, ადმინისტრაციული შენობა,

პოლიცია, საცურაო აუზი, მუსიკალური სკოლა, სასამართლო შენობა,

ბიბლიოთეკა, რედაქცია, სასამართლო, პროფესიული სასწავლებელი,

ღვინის ქარხანა და სხვა.

წარმომადგენლობითი (საკრებულო) და აღმასრულებელი (გამგეობა)

ორგანოების მიერ.

ქალაქ ამბროლაურში ადგილობრივი თვითმმართველობა ხორციელ-

დება ქალაქ ამბროლაურის საკრებულოსა და ქ. ამბროლაურის მერიის

მიერ.

Page 11: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 11/28

11

ხიფათები

ამბროლაურის რაიონში ბუნებრივი სტიქიური მოვლენების (მიწისძვრა,

წყალდიდობა, მეწყერი, დიდთოვლობა) შედეგად ზიანდება სახლები,

გზები და ხიდები. მდ. რიონის და მდ. კრიხულას პირას სახლები თითქმის

ყოველ გაზაფხულზე და შემოდგომაზე იტბორება. ბუნებრივი სტიქიების

გააქტიურების მიზეზი არის ტემპერატურის სწრაფი მატება, კოკისპირული

წვიმები და თოვლის სწრაფი დნობა. სოფელ ურავში არის ღია დარიშხანის

საბადო, რომელიც აბინძურებს მდინარე ლუხუნს.

სამუშაო პროცესში სამიზნე ტერიტორიაზე არსებული ხიფათების

შეფასება ძირითადად სამუშაო ჯგუფის მონაწილეების მიერ მოწოდებულ

ინფორმაციაზე დაყრდნობით განხორციელდა. მონაწილეების მიერ

ძირითად რისკებად დასახელდა:

- მდინარე რიონისა და მდინარე კრიხულას მიმდებარე ტერიტორიები

დაზიანებული სახლები

- თავშესაფრის არ არსებობა- მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები მოსახლეობის დაუცველობა

რუკა

Page 12: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 12/28

12

რისკებისა და მოწყვლადობის შეფასება

როგორც რისკების შეფასების წითელი ჯვრის და წითელი ნახე-

ვარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის მეთო-

დოლოგიაშია აღნიშნული, თემის რისკის სიდიდე დამოკიდებულია თემისტერიტორიაზე არსებული სახიფათო ბუნებრივი მოვლენებისა და თემის

მოწყვლადობის, ანუ იგივე დაუცველობის სიდიდეზე. ანგარიშის ამ თავში

მოცემულია ის ძირითადი საკითხები, რომლებიც გამოიკვეთა თემთან

მუშაობისას და რომლებიც განაპირობებს თემის მოწყვალდობას და,

შესაბამისად, რისკების ზომას.

თემის მოწყვლადობის განსასაზღვრად შევარჩიეთ საზოგადოებრივი

ცხოვრების სხვადასხვა სფეროს ანალიზის მეთოდი, კერძოდ:

დემოგრაფიული  თვალსაზრისით ამბროლაურის მოსახლეობა,როგორც მოყვანილი სტატისტიკიდან ჩანს, ძირითადად შრომისუნარიანი

მოსახლეობით არის წარმოდგენილი. ეს ფაქტორი დადებითად აისახება

ამბროლაურის წინაშე მდგარი რისკების შეფასებისას, რადგან, როგორც

ცნობილია, მით უფრო მაღალია მოსახლეობის დაუცველობის ხარისხი,

რაც უფრო მაღალია მოსახლეობაში ხანდაზმულთა და ბავშვთა ხვედრითი

წილი.

ეკონომიკური ფაქტორი  დაუცველობის და შესაბამისად, რისკის

განსაზღვრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ მხრივ,ამბროლაურის სიტუაცია საკმაოდ არასახარბიელოდ გამოიყურება,

რადგანაც უმუშევრობის მაჩვენებელი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში

საკმაოდ მაღალია, რაც განაპირობებს სიღარიბის მაღალ დონეს.

შესაბამისად, ეკონომიკური თვალსაზრისით შეგვიძლია ვივარაუდოთ,

რომ თემის დაუცველობა საკმაოდ მაღალია.

ინფრასტრუქტურა და შენობების მდგომარეობა  კიდევ

ერთი ფაქტორია, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თემის

დაუცველობასა და შესაბამისად, თემის წინაშე მდგარი რისკების ზომას.

ამ თვალსაზრისით ქალაქ ამბროლაურში შექმნილი მდგომარეობა

არაერთგვაროვანია. კერძოდ, შენობების დიდი უმრავლესობა

მოძველებულია (1991 წლის მიწისძვრის შემდეგ ამ სახლების უმეტესობა

დაზიანებულია, მინიჭებული აქვთ დაზიანების I, II და III კატეგორიები).

შესაბამისად, ამ კომპონენტის მიხედვით მოსახლეობის დაუცველობა

საკმაოდ მაღალია. მოსახლეობის დაუცველობას ასევე ზრდის სივრცითი

მოწყობის (ქალაქის დაგეგმარების) სტანდარტების არარსებობა, რის

გამოც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი პოტენციური ხიფათების

ზონაშია განსახლებული.

Page 13: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 13/28

13

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ამ მხრივ სიტუცია მეტ-ნაკლებად

უკეთესია. კერძოდ, ქალაქამდე მისასვლელი საგზაო კომუნიკაციები

მოწესრიგებულია. გარდა ამისა მთელი ქალაქი მოქცეულია მობილური

ოპერატორების დაფარვის ზონაში, შესაბამისად, არ არსებობს

ხელმისაწვდომობისა და კომუნიკაციის პრობლემა. ეს ფაქტორი, ცხადია,

დადებითად აისახება თემის წინაშე არსებული რისკების ზომაზე.

კატასტროფებზე რეაგირების შესაძლებლობა  წარმოადგენს

ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, რომელიც განსაზღვრავს რისკის

ზომას.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ მხრივ სიტუაცია დადებითისკენ იცვლება.

კერძოდ, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სახელმწიფო პრიორი-

ტეტების კვალდაკვალ კატასტროფებზე რეაგირება და სამაშველო სტრუქ-

ტურების სრულყოფა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად არისაღიარებული. შესაბამისად, ამ მხრივ მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა.

ასე მაგალითად, უკვე მზად არის და დამტკიცებულია ამბროლაურის

მუნიციპალიტეტის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა, რომელიც

მიუხედავად ამ დოკუმენტის ბევრი ხარვეზისა, უდავოდ წინ გადადგმულ

ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს.

სავარაუდოდ, მომავალში ხელისუფლების მხრიდან ამ სფეროთი

დაინტერესების შენარჩუნებისა და პრაქტიკული ყოველდღიურობის

საჭიროებებიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით მუშაობა კვლავგაგრძელდება.

გარდა ამისა, რეგიონში ამ კუთხით მუშაობს საქართველოს წითელი

ჯვრის საზოგადოება. მათი ძალისხმევა ასევე მნიშვნელოვნად აამაღლებს

ადგილობრივი თემის კატასტროფებისადმი მზაობისა და რეაგირების

შესაძლებლობას.

დასკვნის სახით შესაძლებელია ვთქვათ, რომ ქალაქ ამბროლაურშიკატასტროფების რისკის ხარისხი საკმაოდ მაღალია, რაც უპირველესად

განპირობებულია რისკის შემადგენელი ფაქტორებით. კერძოდ, ერთის

მხრივ, მრავალგვარი ბუნებრივი ხიფათები, ხოლო მეორეს მხრივ,

ადგილობრივი თემის მაღალი მოწყვლადობა/დაუცველობა და დაბალი

შესაძლებლობა (განსაკუთრებით ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული,

მზაობის შესაძლებლობების თვალსაზრისით) საკვლევ ტერიტორიაზე

განაპირობებს რისკის საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს.

Page 14: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 14/28

14

რისკის შემცირების სტრატეგიები

როგორც აღვნიშნეთ, ქალაქ ამბროლაურში კატასტროფების

რის-კი განპირობებულია, ერთის მხრივ, მრავალგვარი ბუნებრივი

ხიფათების არსებობით, ხოლო მეორეს მხრივ, ადგილობრივი თემის

მაღალი მოწყვლადობა/დაუცველობით. აქედან გამომდინარე,

რისკის შემცირებისაკენ მიმართული ღონისძიებანი უპირველესად

ამ კომპონენტებზე ზემოქმედებას უნდა გულისხმობდეს. ამ კუთხით

გამოვყოფდით ხიფათის შემცირების როგორც სტრუქტურულ, ისე

არასტრუქტურულ ღონისძიებებს, რაც გულისხმობს მდინარეთა

ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოებას, ფერდობების სტაბილიზირებას,

კალაპოტების გაწმენდას, საინჟინრო ნაგებობების აღდგენა/რეკონსტრუქციას. ასევე, ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად

მოსახლეობის მიერ რისკის აღქმა

ამ თავში მოცემულია ქალაქ ამბროლაურში ბუნებრივი კატასტროფების

რისკთან დაკავშირებული გამოკითხვის განზოგადებული შედეგები.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ უმთავრესი ბუნებრივიკატასტროფა, რომელიც აქტუალურია მოსახლეობისათვის არის

მიწისძვრა (პასუხების 85%). მას მოჰყვება წყალდიდობა (გამოკითხულთა

10%), მეწყერი (3%) და დიდთოვლობა (2%).

მოსახლეობის აზრით, მიწისძვრის შედეგების შესამსუბუქებელი

ღონისძიებებია: შენობების გამაგრება (70%) და თავშესაფრის აგება

(30%). მათი აზრით, წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გამოწვეული

პრობლემების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ნაპირსამაგრი

სამუშაოები და სანიაღვრე არხების შეკეთება/გაწმენდა (85%). როგორცვხედავთ, მოსახლეობა გამოსავლად, ძირითადად, ინფრასტრუქტურუ-

ლი ღონისძიებების განხორციელებას მიიჩნევს.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნისა და რეკომენდაციის

სახით უნდა აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი პროექტის განხორციელებისას

ქალაქ ამბროლაურში, რომელიც კატასტროფების რისკის შემცირებისაკენ

იქნება მიმართული, აუცილებელ კომპონენტად უნდა ჩაიდოს მოსახ-

ლეობის ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლება.

Page 15: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 15/28

15

აღქმული უნდა იქნას ადგილობრივი თემის (მოსახლეობა, ხელისუფლება,

ინსტიტუციები) შესაძლებლობების ზრდის გზით მათი დაუცველობის

შემცირება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აღვნიშნავდით ორ

კომპონენტს:

• სივრცითი დაგეგმარების კომპონენტების დანერგვა, რაც

გულისმობს მომატებული რისკების ზონების იდენტიფიცირებას და ამის

შესაბამისად განსახლების რეგულირებასა და ადექვატური სამშენებლო

ნორმების შემუშავებას.

• კატასტროფებზე რეაგირების შესაძებლობების გაძლიერება. ამ

თვალსაზრისით უპირველესად ვგულისხმობთ ადგილობრივი თემის

ცნობიერების ამაღლებასა და სახელისუფლებო სტრუქტურების მზაობისა

და რეაგირების შესაძლებლობის განვითარება/გაძლიერებას.

საინტერესოა იმ ინსტიტუციებისა და სხვადასხვა სამსახურების ჩამო-

ნათვალი, რომლებზეც, მოსახლეობის აზრით, შესაძლებელია კატას-

ტროფების დროს დაყრდნობა. მოსახლეობის მიერ აღნიშნული

სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერება მნიშვნელოვნად შეამ-

ცირებს თემის წინაშე მდგარ რისკებს. სამუშაო შეხვედრების პროცესში,მოსახლეობის მიერ ამგვარ სამსახურებად იდენტიფიცირებულ იქნა:

ეკლესია, სახანძრო–სამაშველო სამსახური, სასწრაფო, პოლიცია,

გამგეობა, ავტოპარკი, საცხობი, მაღაზიები, აფთიაქი.

Page 16: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 16/28

16

რისკის შემცირების კონკრეტული პროექტები

ამბროლაურის მოსახლეობასთან სამუშაო პროცესის დასკვნითი

ეტაპი დაეთმო იმ შესაძლო პროექტების იდენტიფიცირებას, რომელთა

განხორციელებაც, მათი აზრით, ხელს შეუწყობს ადგილზე კატასტროფების

რისკის შემცირებას.

ქალაქ ამბროლაურში მოწყვლადობისა და შესაძლებლობების

შეფასების შედეგად ადგილობრივმა მოსახლეობამ სხვადასხვათანამონაწილეობრივი ინსტრუმენტის გამოყენებით პრიორიტეტული

რისკები განსაზღვრა. მოწყვლადობისა და შესაძლებლობების შეფასების

პროცესში ყურადღება შეჩერდა შემდეგ პრიორიტეტებზე:

• წყალდიდობა/დატბორვა

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომელთა და

მოხალისეთა მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიდან მოსახლეობის

90%-მა წყალდიდობისა და დატბორვის პრევენციისათვის მნიშვნელოვნად

მიიჩნია შემდეგი ქმედებების განხორციელება:

Page 17: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 17/28

17

თემში კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევებისტენდენციების იდენთიფიცირების შემდეგ განისაზღვრა კლიმატის

ცვლილების მოსალოდნელი ზემოქმედების ახალი გამწვავებული

გამოწვევები თემში. კლიმატური ცვლილების ტენდენციები განისაზღვრა

ადგილობრივ ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით.

ქვემოთ მოცემული ცხრილი მოიცავს კლიმატური ცვლილების

ტენდენციებს და მოსალოდნელი შედეგების აღწერილობას იმ სფეროების

აღწერას, რომელიც შეიძლება დაზარალდეს კლიმატური ცვლილების

შედეგად.

კლიმატის ცვლილება და მისი შედეგები

1. ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, ჯებირების

აშენება/შეკეთება.-აღნიშნულ სამუშაოებს, გამოკითხვის შედეგებიდან

გამომდინარე, შემდეგი ტერიტორიები საჭიროებენ: კიკვიძის ქუჩა,

ჯანელიძის ქუჩა, გამსახურდიას ქუჩა „ურავის“ ბინების გასწვრივ, ვაჟა

ფშაველას ქუჩა გურგენიძის ქუჩის გასწვრივ.2. სანიაღვრე არხების შეკეთება, გაწმენდა. აღნიშნულ სამუშაოებს

საჭიროებენ შემდეგი ტერიტორიები: ჭავჭავაძის ქუჩის გასწვრივ,

გურგენიძის ქუჩა, გოგებაშვილის ქუჩა.

• დაზიანებული შენობები

სამუშაო ჯგუფთან შეხვედრის დროს მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს,

რომ ბუნებრივი სტიქიების ძლიერი ზეგავლენისა და სიხშირისა გამო

ქ. ამბროლაურში არსებული შენობების უმრავლესობა საჭიროებს

გამაგრებას.

• მეწყერი

გამოკითხვებისა და სამუშაო შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა

მეწყერსაშიში ტერიტორიები: ჭავჭავაძის ქუჩა, რუსთაველის ქუჩა სოფ.

ორიდან.

• მიწისძვრა

გამოკითხულთა აზრით საჭიროა თავშესაფრის აგება, სადაც

ევაკუირებული მოსახლეობა თავს შეაფარებს სტიქიის დროს.

Page 18: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 18/28

18

ცხრილი 1. კლიმატური ცვლილებები და მოსალოდნელი შედეგები 

კლიმატური

ცვლილებისტენდენციები

პირდაპირი შედეგი შესაბამისი

სფეროს ანალიზი

• ჰაერის

ტემპერატურის

ყველა პარამეტრის

მოსალოდნელი

ზრდა (წლიური

მაქსიმუმი)

• კლიმატური ცვლიელებებიდან

გამომდინარე გაიზარდა სოფლის

მეურნეობის მოწყვლადობა

• შეიცვალა სოფლის მეურნეობის

კალენდარი

• შემცირდა შემოსავლები სოფლის

მეურნეობიდან

• სოფლის მეურნეობა/

სასოფლო-სამეურნეო

სავარგულები

• გაიზრდება

წლიური ნალექი

• შეიცვლება

ნალექების

განაწილების

წლიური მოდელი

• ზრდა იმ

შემთხვევებისა,

როცა წლიური

ნალექი აღემატება

200მმ

• შენარჩუნებულია წყალდიდობების

და ღვარცოფების მაღალი რისკი

• მდინარის ნაპირების დატბორვის

მაღალი ალბათობა, აგრეთვე

წყალდიდობის შედეგად ეროზიის

საშიშროება

• შენარჩუნებულია და გაზრდილია

რისკი არსებული მეწყერსაშიში

ზონების გააქტიურებისა

 • მეწყერის რისკის და

ინტენსივობის ზრდა

• გარემო ექცევა მეწყერის,

წყალდიდობის და ღვარცოფების

მაღალი რისკის ქვეშ.

• მოსავლის გაზრდილი

მოწყვლადობა კლიმატურ

ცვლილებებთან დაკავშირებით.

• სასოფლო-სამეურნეო მიწების

ბუნებრივი დაზიანება/დეგრადაცია

• სოფლის მეურნეობიდან შემოსულიშემოსავლების შემცირება

• სასოფლო-სამეურნეო

სავარგულები

• ჰიდროგრაფიული

ქსელი

• ინფრასტრუქტურა –

საცხოვრებელი

სახლები,

საყოფაცხოვრებო

ნაკვეთები,

სასმელი წყლის

სისტემები,

გზები,

ელექტრო-გადამცემი

ხაზები,

საინჟინრო და

კომუნალური

ნაგებობები

• სავეგეტაციო

პერიოდის

შემცირება

• მოსავლის გაზრდილი

მოწყვლადობა კლიმატურ

ცვლილებებთან დაკავშირებით.

• სასოფლო-სამეურნეო კალენდრის

შეცვლა.

• სოფლის მეურნეობიდან შემოსული

შემოსავლების შემცირება

• სოფლის მეურნეობა/

სასოფლო-სამეურნეო

სავარგულები

Page 19: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 19/28

19

ვინ

რას

სად

აკეთებს

Page 20: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 20/28

orga n iz a ci i s s a x elwode b a : s a q arT v elo s w i T eli jvr i s s azo g ado e b a

I . s a k o nt a q t o i n for m a c ia I I. o r g a n i z ac i i s z o g a d i p rof il  i   da m i m arTul e b a

k at a strof e b i s ri s k i s S em c ire b i s s feroSi

  mo b : 5 7 7 2 3 0 0 2 3

s a T a o of i s i  : m is : Tb il is i j . k ax iZ is 15

ge n er alu ri mdiv a n i : m ede a m arRa n i a - a v al ia n i

k a t a s trof e b i s m a r T v i s d e p a rt a m e n t i s ufro s i  : k ax a m a mulaZ e m o b : 5 7 7 2 3 0 0 2 6

  ამბ რ ო ლ აუ რ ი m i s a m a rTi :

v e b - g v e rd i : www . r e d c r o s s . g e

ეროვნული  საზოგადოება, არსებული 

კანონმდებლობის თანახმად, დახმარებას უწევს 

 შეიარაღებული კონფლიქტის, ბუნებრივი 

კატასტროფისა და  სხვა  საგანგებო  სიტუაციის 

 შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.

ეროვნული  საზოგადოება  ხელს უწყობს 

კატასტროფებისადმი მაღალი რისკის მქონე 

თემებში კატასტროფებისათვის მზადყოფნისა და 

რეაგირების პროცესს: კატასტროფების რისკის 

 შეფასება მოსახლეობისთვის და  სხვა 

დაინტერესებულ პირებისთვის ინფორმაციის 

მიწოდება, შესაბამისი პრაქტიკული  და 

თეორიული ტრეინინგების და  სიმულაციური 

ვარჯიშების ჩატარება, კატასტროფების მართვის 

 სფეროში  საგანმანათლებლო მასალების 

 შემუშავება გავრცელება და  სხვა. გარდა ამისა,

 საქართველოს წითელი ჯვრის  საზოგადოება 

აქტიურად მუშაობს კატასტროფების მართვის ,

პირველი დახმარებისა და ფსიქოსოციალური 

დახმარების  სფეროში  შესაძლებლობების განვითარებაზე, რათა მოხდეს მოსახლეობისათვის 

კატასტროფების  შედეგების მინიმალიზება.

კატასტროფების 

რისკის  შემცირების 

 სფეროში  საკონტაქტო 

პირი :

კატასტროფების  მართვის 

ადგილობრივი  ოფიცერი :

მობ,  ტელეფონი: 5 9 9 9 8 2 8 2 0  

I I I. a d a m i a n uri r e s urs e b i kat a stro fe b i s

ri s k i s S e m c ire b i s s fero Si

I V. s a q mi a n o bi s g e o g r a f i ul i a r e a l i

ა მ ბ რ ო ლ ა უ რ ი ს  ადგილობრივი ოფიცერი,

თემის მოხალისეთა 

კატასტროფებისათვის მზადყოფნისა და 

რეაგირების გუნდის 2 0 წევრი.

ა მ ბ რ ო ლ ა უ რ ი ს მუ ნი ც ი პა ლ იტ ეტ ი  

V. s a m iz n e jgufe b i

ა მ ბ რ ო ლ ა უ რ ი ს მოსახლეობა 

ი რ ი ნ ა კ ე რ ე ს ე ლ ი ძ ე

Page 21: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 21/28

ორგანიზაციის სახელწოდება: ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო

I.

საკონტაქტო ინფორმაცია

II.

ორგანიზაციის ზოგადი

პროფილი

III.

ორგანიზაციის საქმიანობა

კატასტროფების რისკის

შემცირებაში

მისამართი: თამარ მეფის #1

ტელეფონი: 595 14 41 84

ფაქსი:

ვებ-გვერდი:

საკანონმდებლო ორგანო

მუნიციპალიტეტის დონეზე

შეიქმნას და შეიკრიბოს

საგანგებო შტაბი, ჩატარდეს

სხდომა, გამოიყოს

ფინანსური რესურსები

და დაიწყოს სამაშველო

სამუშაოები მუნიციპალიტეტის

ხელმძღვანელობასთან

ერთად ყველა იმ გეგმებისგათვალისწინებით რასაც

დასახავს შტაბი.ორგანიზაციის

ხელმძღვანელი (სახელი,

გვარი): ერასტი მეტრეველი

თანამდებობა:

საკრებულოს თავმჯდომარე

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 595 14 41 84

საკონტაქტო პირიკატასტროფების რისკის

შემცირების სფეროში:

ერასტი მეტრეველი

თანამდებობა:

საკრებულოს თავმჯდომარე

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 595 14 41 84

IV.

ადამიანური რესურსები კატასტროფებისრისკის შემცირების სფეროში

V.

საქმიანობის გეოგრაფიულიარეალი

36 თანამშრომელი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტიVI.

სამიზნე ჯგუფები

მუნიციპალიტეტის მოსახლეობა

ვინ, რას, სად აკეთებს

Page 22: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 22/28

ორგანიზაციის სახელწოდება: ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა

I.

საკონტაქტო ინფორმაცია

II.

ორგანიზაციის ზოგადი

პროფილი

III.

ორგანიზაციის საქმიანობა

კატასტროფების რისკის

შემცირებაში

მისამართი: თამარ მეფის #1

ტელეფონი:

ფაქსი:

ვებ-გვერდი:

მუნიციპალიტეტის

მმართველობა

შეიქმნას საგანგებო შტაბი,

სასწრაფოდ ჩატარდეს

სხდომა და გადანაწილდეს

რესურსები, ფინანსები

და დაიწყოს სამაშველო

სამუშაოები აპარატის სრული

შემადგენლობით, სამიზნე

ჯგუფებთან, სამხარეოადმინისტრაციასთან და ყველა

სამაშველო სამსახურებთან

ერთად

ორგანიზაციის

ხელმძღვანელი (სახელი,

გვარი): მალხაზ ლომთაძე

თანამდებობა:

საკრებულოს თავმჯდომარე

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 595 30 55 75

საკონტაქტო პირიკატასტროფების რისკის

შემცირების სფეროში:

ბეწაძე მერაბი

თანამდებობა: სოციალური

სამსახურის უფროსი

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 599 22 68 03

IV.

ადამიანური რესურსები კატასტროფებისრისკის შემცირების სფეროში

V.

საქმიანობის გეოგრაფიული არეალი

21 თანამშრომელი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტიVI.

სამიზნე ჯგუფები

მუნიციპალიტეტის მოსახლეობა

ვინ, რას, სად აკეთებს

Page 23: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 23/28

ვინ, რას, სად აკეთებს

ორგანიზაციის სახელწოდება: ამბროლაურის სახანძრო სამსახური

I.

საკონტაქტო ინფორმაცია

II.

ორგანიზაციის ზოგადიპროფილი

III.

ორგანიზაციის საქმიანობაკატასტროფების რისკის

შემცირებაში

მისამართი:

ბრატისლავა-რაჭის #10

ტელეფონი:

ფაქსი:

ვებ-გვერდი:

ხანძრის და სხვადასხვა

საგანგებო სიტუაციებზე

რეაგირება/დახმარების

აღმოჩენა

სახანძრო სამაშველო

სამუშაოები

ორგანიზაციის

ხელმძღვანელი (სახელი,

გვარი):

დალაქიშვილი ტარიელი

თანამდებობა:

სახანძროს უფროსი

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 599 41 83 89

საკონტაქტო პირიკატასტროფების რისკის

შემცირების სფეროში:

დალაქიშვილი ტარიელი

თანამდებობა:

სახანძროს უფროსი

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 599 41 83 89

IV.

ადამიანური რესურსები კატასტროფების

რისკის შემცირების სფეროში

V.

საქმიანობის გეოგრაფიული არეალი

13 თანამშრომელი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის

მოსახლეობა

VI.

სამიზნე ჯგუფები

მუნიციპალიტეტის მოსახლეობა

Page 24: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 24/28

ვინ, რას, სად აკეთებს

ორგანიზაციის სახელწოდება: სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური

I.

საკონტაქტო

ინფორმაცია

II.

ორგანიზაციის ზოგადი

პროფილი

III.

ორგანიზაციის საქმიანობა

კატასტროფების რისკისშემცირებაში

მისამართი:

ბრატისლავა-რაჭის #13

ტელეფონი: 595 14 41 84

ფაქსი:

ვებ-გვერდი:

სასწრაფო სამედიცინო

დახმარება

დაზარალებულის სასწრაფო

სამედიცინო დახმარება

ორგანიზაციის

ხელმძღვანელი (სახელი,

გვარი): ყიფიანი გიორგი

თანამდებობა:

სამსახურის უფროსი

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი:

595 07 34 74

საკონტაქტო პირიკატასტროფების რისკის

შემცირების სფეროში:

ყიფიანი გიორგი

თანამდებობა: სამსახურის

უფროსი

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი:

595 07 34 74

IV.

ადამიანური რესურსები კატასტროფების

რისკის შემცირების სფეროში

V.

საქმიანობის გეოგრაფიული არეალი

36 თანამშრომელი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტიVI.

სამიზნე ჯგუფები

მუნიციპალიტეტის მოსახლეობა

Page 25: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 25/28

ვინ, რას, სად აკეთებს

ორგანიზაციის სახელწოდება: რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის საგანგებო

სიტუაციების მართვის სამსახური

I.

საკონტაქტო

ინფორმაცია

II.

ორგანიზაციის ზოგადი

პროფილი

III.

ორგანიზაციის საქმიანობა

კატასტროფების რისკის

შემცირებაში

მისამართი:

ვაჟა-ფშაველას #3

ტელეფონი: 0790 22 00 11

ფაქსი:

ვებ-გვერდი:

სამაშველო სამუშაოები სამაშველო სამუშაოები

ორგანიზაციის

ხელმძღვანელი (სახელი,

გვარი): აბუთიძე სოსო

თანამდებობა:

სამსახურის უფროსი

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 591 00 77 45

საკონტაქტო პირი

კატასტროფების რისკის

შემცირების სფეროში:

კობახიძე ვაჟა

თანამდებობა: უფროსი

სპეციალისტი

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 599 15 03 33

IV.ადამიანური რესურსები კატასტროფების

რისკის შემცირების სფეროში

V.საქმიანობის გეოგრაფიული არეალი

12 თანამშრომელი

რაჭა-ლეჩხუმისა და

ქვემო სვანეთის მხარე

VI.

სამიზნე ჯგუფები

დაზარალებული მოსახლეობა

Page 26: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 26/28

ვინ, რას, სად აკეთებს

ორგანიზაციის სახელწოდება: ქალაქ ამბროლაურის საკრებულო

I.

საკონტაქტოინფორმაცია

II.

ორგანიზაციის ზოგადიპროფილი

III.

ორგანიზაციის საქმიანობაკატასტროფების რისკის

შემცირებაში

მისამართი: კოსტავას # 3

ტელეფონი:

ფაქსი:

ვებ-გვერდი:

საკანონმდებლო ორგანო

ქალაქ ამბროლაურის დონეზე

შეიქმნას საგანგებო შტაბი,

დაისახოს მიზნები და დაიწყოს

სამაშველო სამუშაოები

ქალაქ ამბროლაურში მხარის

ხელისუფლების და საგანგებო

სიტუაციების სამსახურთან

შეთანხმებით.

ორგანიზაციის

ხელმძღვანელი (სახელი,

გვარი): ასლან საგანელიძე

თანამდებობა:

საკრებულოს თავმჯდომარე

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 599 17 99 03

საკონტაქტო პირიკატასტროფების რისკის

შემცირების სფეროში:

ასლან საგანელიძე

თანამდებობა:

საკრებულოს თავმჯდომარე

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 599 17 99 03

IV.

ადამიანური რესურსები კატასტროფების

რისკის შემცირების სფეროში

V.

საქმიანობის გეოგრაფიული არეალი

12 ადამიანი

ქალაქი ამბროლაურიVI.

სამიზნე ჯგუფები

ამბროლაურის მოსახლეობა

Page 27: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 27/28

ვინ, რას, სად აკეთებს

ორგანიზაციის სახელწოდება: შ.პ.ს “მედიქალ პარკი” ამბროლაურის საავადმყოფო

I.საკონტაქტო ინფორმაცია

II.ორგანიზაციის ზოგადი

პროფილი

III.ორგანიზაციის საქმიანობა

კატასტროფების რისკის

შემცირებაში

მისამართი:

ბრატისლავა-რაჭის #15

ტელეფონი: 0439 22 11 81

ფაქსი:

ვებ-გვერდი:

სამედიცინო მომსახურება სამედიცინო მომსახურება

ორგანიზაციის

ხელმძღვანელი (სახელი,

გვარი): გოჩა ბერაია

თანამდებობა: მენეჯერი

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 577 75 21 10

საკონტაქტო პირიკატასტროფების რისკის

შემცირების სფეროში:

გოჩა ბერაია

თანამდებობა: მენეჯერი

ელ. ფოსტა:

მობ. ტელეფონი: 577 75 21 10

IV.

ადამიანური რესურსები კატასტროფების

რისკის შემცირების სფეროში

V.

საქმიანობის გეოგრაფიული

არეალი

65 ადამიანი

ქალაქი ამბროლაური და

ამბროლაურის მუნიციპალიტეტი

VI.

სამიზნე ჯგუფები

მუნიციპალიტეტის დაზარალებული მოსახლეობა

Page 28: შეფასება ამბროლაური.pdf

7/21/2019 შეფასება ამბროლაური.pdf

http://slidepdf.com/reader/full/-pdf5695d02d1a28ab9b029155d5 28/28