ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

49
ბიბლიის მოკლე შინაარსი შესავალი ბიბლია (ბერძ. წიგნები) წმინდა წიგნია, რომელსაც ღვთის შთაგონებით ღვთივსათნო ადამიანები წერდნენ. ბიბლიას წმინდა წიგნს ან წმინდა წერილსაც უწოდებენ. იგი შედგება ორი ნაწილისგან: ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა. ძველ აღთქმაში საუბარია ღვთის მიერ სამყაროს შექმნაზე და მოთხრობილია ღვთის რჩეული ერის - ებრაელების ისტორია. ახალი აღთქმა სამ ნაწილად იყოფა: სახარება, სადაც ქრისტეს ოთხი მოწაფე (მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე) გადმისცემს ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებასა და ქადაგებებს; მეორე ნაწილში საუბარია მოციქულთა საქმეებზე, ანუ ქრისტეს მოწაფეების მოღვაწეობაზე, მას შემდეგ რაც იესო ცად ამაღლდა და მესამე - მოციქულთა ეპისტოლეები (წერილები). მოციქულები სხვადასხვა ქვეყნის მორწმუნეებს წერილებს სწერდნენ და შეაგონებდნენ ქრისტეს ჭეშმარიტ რჯულს. ეს წერილებიც შესულია ბიბლიაში. ბიბლია მთავრდება იოანე ღვთისმეტყველის (ქრისტეს მოწაფის) გამოცხადებით ანუ აპოკალიფსით. ეს წერილი წინასწარმეტყველებაა ქრისტეს მეორედ მოსვლისა, როცა უფალი მოვა და განიკითხავს ყველას ჩადენილი ცოდვების გამო, მართლებს სამოთხეში დაამკვიდრებს სამუდამო ნეტარებისთვის, ხოლო ბოროტებს კი ჯოჯოხეთში გაგზავნის, სადაც იქნება მუდმივი ტანჯვა-წამება. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ამბავი არ შესულა ბიბლიაში, იგი ზეპირად გადაეცემოდა თაობებს. შემდეგში მათი ჩაწერაც მოახდინეს. ეს ზეპირი გადმოცემა ანუ ”საეკლესიო გარდამოცემა”, ავსებს ბიბლიის ტექსტს. ჩვენც ბიბლიის შინაარსის გადმოცემისას, ასევე ვხელმძღვანელობდით წმინდა გარდამოცემით. სანამ საღვთო ისტორიის მოთხრობაზე გადავიდოდეთ, ორიოდე სიტყვით განვიხილოთ მართლმადიდებლური რწმენის ელემენტარული საფუძვლები: სამებისა და იესო ქრისტეს ორბუნებიანობის საკითხები; მეცნიერული შეხედულებით სამყარო შეიქმნა მილიარდობით წლის წინ; სამყარო შედგებოდა პაწაწინა, მაგრამ ძალზედ მკვრივი სფეროსაგან, რომელიც გასკდა, რის შედეგადაც წარმოიქმნა პლანეტები. შემდეგ მიკროორგანიზმები გაჩნდა, მერე - სიცოცხლის უფრო რთული ფორმები: ფრინველები და ცხოველები და ბოლოს, ევოლუციამ მაიმუნი ადამიანად აქცია. ქრისტიანებს კი ამ მნიშვნელოვან საკითხზე პასუხს ეკლესია გვაძლევს. ეკლესიას ღვთის სახლს უწოდებენ, რადგან იქ მორწმუნეები იკრიბებიან სალოცავად. ეკლესია ხელმძღვანელობს წმინდა წიგნით - ბიბლიით. ბიბლიის მიხედვით ყოველივეს საწყისი არის ღმერთი. ღმერთი სამი პირისგან შედგება (მამა, ძე და სული წმინდა) და ამავე დროს ერთი არსებაა. იგი არც არავის შეუქმნია, რადგან თავადაა ყოველივეს შემოქმედი. ღმერთმა შექმნა ყველაფერი: ვარსკვლავები, პლანეტები, ცხოველები, ადამიანები და თვით დროც. ღმერთი დროის მიღმა არსებობს, იგი მარადიული და უცველელია ანუ მასზე დროის მსვლელობა არ მოქმედებეს, იგი ყველგანმყოფია და ყოველითვის იყო, არის და იქნება ანუ მას არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. ღმერთს, ასევე, ”აბსოლუტურ გონს” უწოდებენ, რადგან ელემენტარული ნივთის დამზადებასაც ადამიანის გონება სჭირდება. წარმოიდგინეთ რამხელა გონება დასჭირდებოდა მთელი სამყაროს შექმნას. ბუნებრივია, ღმრთის ბოლომდე შეცნობა ადამიანის მწირი გონებით შეუძლებელია; ერთხელ ერთი წინდა მამა ზღვის პირას სეირნობდა და თან ღმერთზე ფიქრობდა. უცებ თვალი მოკრა ბავშვს, რომელსაც ქვიშაში პატარა ორმო ამოეთხარა და მის გავსებას ზღვის წყლით ცდილობდა, მაგრამ რამდენჯერაც ჩაასხამდა წყალს ორმოში იმდენჯერ შრებოდა იგი. მაშინ წმინდა მამამ გაიფიქრა, რომ როგორც ეს ბავშვი ვერასოდეს ვერ შეძლებდა ამ ორმოს ზღვის წყალით ამოვსებას, ასევე ადამიანის გონებაც ვერასოდეს დაიტევდა ღმრთის

Transcript of ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

Page 1: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

ბიბლიის მოკლე შინაარსი

შესავალი

ბიბლია (ბერძ. წიგნები) წმინდა წიგნია, რომელსაც ღვთის შთაგონებით ღვთივსათნო

ადამიანები წერდნენ. ბიბლიას წმინდა წიგნს ან წმინდა წერილსაც უწოდებენ. იგი შედგება ორი ნაწილისგან: ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა. ძველ აღთქმაში საუბარია ღვთის მიერ სამყაროს შექმნაზე და მოთხრობილია ღვთის რჩეული ერის - ებრაელების ისტორია. ახალი აღთქმა სამ ნაწილად იყოფა: სახარება, სადაც ქრისტეს ოთხი მოწაფე (მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე) გადმისცემს ქრისტეს ამქვეყნიურ ცხოვრებასა და ქადაგებებს; მეორე ნაწილში საუბარია მოციქულთა საქმეებზე, ანუ ქრისტეს მოწაფეების მოღვაწეობაზე, მას შემდეგ რაც იესო ცად ამაღლდა და მესამე - მოციქულთა ეპისტოლეები (წერილები). მოციქულები სხვადასხვა ქვეყნის მორწმუნეებს წერილებს სწერდნენ და შეაგონებდნენ ქრისტეს ჭეშმარიტ რჯულს. ეს წერილებიც შესულია ბიბლიაში.

ბიბლია მთავრდება იოანე ღვთისმეტყველის (ქრისტეს მოწაფის) გამოცხადებით ანუ აპოკალიფსით. ეს წერილი წინასწარმეტყველებაა ქრისტეს მეორედ მოსვლისა, როცა უფალი მოვა და განიკითხავს ყველას ჩადენილი ცოდვების გამო, მართლებს სამოთხეში დაამკვიდრებს სამუდამო ნეტარებისთვის, ხოლო ბოროტებს კი ჯოჯოხეთში გაგზავნის, სადაც იქნება მუდმივი ტანჯვა-წამება.

უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი ამბავი არ შესულა ბიბლიაში, იგი ზეპირად გადაეცემოდა თაობებს. შემდეგში მათი ჩაწერაც მოახდინეს. ეს ზეპირი გადმოცემა ანუ ”საეკლესიო გარდამოცემა”, ავსებს ბიბლიის ტექსტს. ჩვენც ბიბლიის შინაარსის გადმოცემისას, ასევე ვხელმძღვანელობდით წმინდა გარდამოცემით.

სანამ საღვთო ისტორიის მოთხრობაზე გადავიდოდეთ, ორიოდე სიტყვით განვიხილოთ მართლმადიდებლური რწმენის ელემენტარული საფუძვლები: სამებისა და იესო ქრისტეს ორბუნებიანობის საკითხები;

მეცნიერული შეხედულებით სამყარო შეიქმნა მილიარდობით წლის წინ; სამყარო შედგებოდა პაწაწინა, მაგრამ ძალზედ მკვრივი სფეროსაგან, რომელიც გასკდა, რის შედეგადაც წარმოიქმნა პლანეტები. შემდეგ მიკროორგანიზმები გაჩნდა, მერე - სიცოცხლის უფრო რთული ფორმები: ფრინველები და ცხოველები და ბოლოს, ევოლუციამ მაიმუნი ადამიანად აქცია.

ქრისტიანებს კი ამ მნიშვნელოვან საკითხზე პასუხს ეკლესია გვაძლევს. ეკლესიას ღვთის სახლს უწოდებენ, რადგან იქ მორწმუნეები იკრიბებიან სალოცავად. ეკლესია ხელმძღვანელობს წმინდა წიგნით - ბიბლიით.

ბიბლიის მიხედვით ყოველივეს საწყისი არის ღმერთი. ღმერთი სამი პირისგან შედგება (მამა, ძე და სული წმინდა) და ამავე დროს ერთი არსებაა. იგი არც არავის შეუქმნია, რადგან თავადაა ყოველივეს შემოქმედი. ღმერთმა შექმნა ყველაფერი: ვარსკვლავები, პლანეტები, ცხოველები, ადამიანები და თვით დროც. ღმერთი დროის მიღმა არსებობს, იგი მარადიული და უცველელია ანუ მასზე დროის მსვლელობა არ მოქმედებეს, იგი ყველგანმყოფია და ყოველითვის იყო, არის და იქნება ანუ მას არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. ღმერთს, ასევე, ”აბსოლუტურ გონს” უწოდებენ, რადგან ელემენტარული ნივთის დამზადებასაც ადამიანის გონება სჭირდება. წარმოიდგინეთ რამხელა გონება დასჭირდებოდა მთელი სამყაროს შექმნას.

ბუნებრივია, ღმრთის ბოლომდე შეცნობა ადამიანის მწირი გონებით შეუძლებელია; ერთხელ ერთი წინდა მამა ზღვის პირას სეირნობდა და თან ღმერთზე ფიქრობდა. უცებ თვალი მოკრა ბავშვს, რომელსაც ქვიშაში პატარა ორმო ამოეთხარა და მის გავსებას ზღვის წყლით ცდილობდა, მაგრამ რამდენჯერაც ჩაასხამდა წყალს ორმოში იმდენჯერ შრებოდა იგი. მაშინ წმინდა მამამ გაიფიქრა, რომ როგორც ეს ბავშვი ვერასოდეს ვერ შეძლებდა ამ ორმოს ზღვის წყალით ამოვსებას, ასევე ადამიანის გონებაც ვერასოდეს დაიტევდა ღმრთის

Page 2: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

შესახებ სრულ ცოდნას. მართლაც, ღმერთი რომ არსებობს ეს ფაქტია, ამას დამტკიცება ისევე არ სჭირდება, როგორც მათემატიკაში - აქსიომას. მაგალითად, აქსიომა იმის თოაბაზე, რომ ორ წერტილზე მხოლოდ და მხოლოდ ერთი წრფის გავლება შეიძლება ვერ დამტკიცდება, ეს თავისთავად ცხადია. შემდეგ აქსიომების საფუძველზე მტკიცდება რთული თეორემები. ამ თეორემების დახმარებით ინჟინრები აგებენ ურთულეს კონსტრუქციებსა და აპარატებს, რომელთა გამართული მუშაობაც დასტურია აქსიომის სიზუსტისა. ასევეა ღმერთიც - მიმოიხედეთ ირგვლივ; ნუთუ მთელი ეს სამყარო შემთხვევითობაა? ნუთუ პლანეტები შემთხვევით მოძრაობენ მზის ირგვლივ ზუსტი ტრაექტორიით? ნუთუ ამ პლანეტის სილამაზის შექმნას გონება არ სჭირდებოდა? ნუთუ ყოველივეს რაღაც საერთო საწყისი არ უნდა ჰქონოდა?

ათეისტები თვლიან, რომ ღმერთი არ არსებობს. მათვის გაუგებარია ამ ცვალებად სამყაროში, სადაც ყველა მოვლენასა თუ სხეულის არსებობას აქვს დასაწყისი და დასასრული, როგორ შეიძლება არსებობდეს ღმერთი უცვალებელად, როგორ შეიძლება, რომ მას არც დასაწყისი ქონდეს და არც დასასრული. საერთოდ, ურწმუნო ადამიანები თვლიან, რომ მეცნიერება და რელიგია ერთმანეთს უპირისპირდება. მეცნიერება ზუსტად განმარტავს მოვლენებს, ხოლო რელიგიური სწავლება ბუნდოვანია. ასე მაგალითად, როგორ შეძლება ღმერთი სამპიროვანი იყოს და ამავე დროს ერთი არსება? ან როგორ შეიძლება ქრისტეს ორი ბუნება ქონდეს: კაციც იყოს და ღმერთიც?

მაშ ასე, ”დავუპირისპიროთ” ერთმანეთს მეცნიერება და რელიგია:

მეცნიერება რელიგია ენერგიის მუდმივობის კანოანი განმარტავს: ბუნებაში ყოველი მოვლენის დროს ენერგია არასოდეს არ ქრება უკვალოდ და არც არაფრისგან ჩნდება, არამედ იგი გარდაიქმნება ერთი სახიდან მეორეში ან უცვლელი რაოდენობით გადაეცემა ერთი სხეულიდან მეორეს.

ღმერთს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული. იგი ყოველთვის იყო, არის და იქნება. იგი არავის არ შეუქმნია, ვინაიდან თავადაა ყოველივეს შემოქმედი.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სინათლეს ახასიათებს ორმაგი ბუნება (დუალიზმი). სინათლე გარემოში გავრცელების დროს (უწყვეტი) ტალღის მსგავსად იქცევა, ხოლო გამოსხივებისა და შთანთქმის დროს _ ნაწილაკების ნაკადის მსგავსად. აღმოჩნდა, რომ დუალიზმი დამახასიათებელია არა მარტო სიანათლისთვის, არამედ მატერიის ნებისმიერი სხვა ფორმისათვისაც. [იხ: ვ. ვაშაყმაძე _ ”ფიზიკა” _ 1985წ. გვ.91; 476-479.]

იესო ქრისტეს `ღმერთკაცს~ უწოდებენ რადგან მას ორი ბუნება აქვს: იგი ღმერთიცაა და ადამიანიც. ქრისტე განხორციელდა, რათა ადამიანთა ცოდვები თავის თავზე აეღო. მან სრულად მიიღო ადამიანური ბუნება. დროებით კი არ ჩასახლებულა ადამიანის სხეულში, როგორც ამას ზოგიერთი სექტა ასწავლის, არამედ სრულად გაითავისა ადამიანობა და თავის ღვთიურ ბუნებას დაურთო ადამიანურიც.

ძველი აღთქმა

ქვეყნისა და ადამიანის გაჩენა თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა. მიწა იყო უსახო და უდაბური. ბნელოდა და

ღვთის სული იძვროდა წყლებს ზემოთ. შემდეგ ღმერთმა თქვა: ”იყოს ნათელი!” და

Page 3: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

სიბნელეში სინათლე აკიაფდა. დაინახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო და გაჰყარა ნათელი და ბნელი. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე, ბნელს - ღამე.

მეორე დღეს ღმერთმა გააჩინა მყარი და გაყო ერთმანეთისაგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. მყარს ღმერთმა უწოდა ცა;

მესამე დღეს ღმერთმა თქვა: ”შეგროვდეს ერთად ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი!” ხმელეთს უწოდა მიწა, ხოლო შეგროვილ წყალს - ზღვა. შემდეგ ღმერთმა თქვა: ”აღმოაცენოს მიწამ მცენარეული!” და ასეც მოხდა.

მეოთხე დღეს ღმერთმა გააჩინა ცის მნათობები: მზე, მთვარე და ვარსკვლავები; მეხუთე დღეს - თევზები და ფრინველები (წყლისა და ჰაერის ცხოველები); მეექვსე დღეს - ყველა ოთხფეხი ცხოველი და ქვეწარმავალი. ამავე დღეს ღმერთმა შექმნა

ადამიანი. ღმერთმა ადამიანებსა და ცხოველებს საზრდოდ მცენარეულობა დაუწესა. მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა თავისი საქმეებისგან და წმინდა დღედ დააწესა იგი. განმარტებები: ჩვენ ვიცით, რომ ყველა ადამიანი დედ-მამისაგან იბადება. აგრეთვე ვხედავთ, რომ

ცხოველები ცხოველებისაგან ჩნდებიან, მცენარეები მცენარეებისაგან მრავლდებიან. მაგრამ პირველი დედ-მამა როგორღა დაიბადა? პირველი ცხოველები და მცენარეები როგორღა გაჩნდნენ ქვეყანაზე? – ისინი შექმნა ღმერთმა.

ღმერთი არის ყოვლის შემოქმედი, ყველაფრის დამბადებელი. მან გააჩინა ცა, მან შექმნა დედამიწა და მან დაბადა ყოველი სულიერი და უსულო არსება, რასაც კი ქვეყნიერებაზე ვხედავთ. თვითონ ღმერთი კი არავისგან შექმნილა და არავისგან დაბადებულა; იგი ყოველთვის იყო, არის და იქნება. ამიტომ ღმერთს ჩვენ ვუწოდებთ საუკუნო არსებას.

კაცი როცა რაიმე ნივთს აკეთებს, მასალას ხმარობს. ღმერთმა კი ქვეყანა არაფრისაგან შექმნა. კაცი საქმის დროს ჯაფასა სწევს, ხელებსა და ფეხებს, მთელ სხეულს ამუშავებს. უფალმა კი მთელი ქვეყანა შექმნა მარტო სიტყვით, ბრძანებით. ამიტომ ღმერთს ვუწოდებთ ყოვლისშემძლებელს. მას შეეძლო, ყველაფერი ერთ წამს გაეჩინა, მაგრამ სხვაფრივ ინება: ცისა და დედამიწის შექმნას ექვსი დღე მოანდომა.

პირველ დღეს გაჩენილ ”ცასა და მიწაში” იგულისხმება მთელი სამყარო, უფრო სწორად პირველყოფილი მასა - ნივთიერება რომლისგანაც შეიქმნა მთელი კოსმოსი. აქვე ნახსენები ”წყალი” მიუთითებს იმაზე, რომ კოსმოსის მასალა იყო ქაოტური ნივთიერება გამდნარ სითხისებურ მდგომარეობაში. როგორც ჩანს პირველი პლანეტა, რომელიც შექმნა ღმერთმა იყო დედამიწა.

”სული ღვთისა იძვროდა” ანუ ღმერთი (უფრო სწორად ღვთის მესამე ჰიპოსტასი (სახე, წევრი) - სული წმიდა) ქმნიდა მომავალ კოსმოსს. გარდა ამისა ზოგიერთი ბიბლიის განმმარტებელი ”ცაში” გულისხმობს უხილავ სამყაროს - ანგელოზებს. ამ განმარტების საფუძველს იძლევა ის, რომ ქაოტურობა და უწესრიგობა მიეწერება მხოლოდ ”მიწას” ანუ ხილულ მსოფლიოს, რითაც ”ცა” გამოყოფილია ”უსახო და უდაბური” მიწისაგან და თითქოს უპირისპირდება მას თავისი მოწყობილი და მოწესრიგებული ბუნებით.

პირველ დღეს გაჩენილი ნათელი მზის შუქი კი არ იყო (მზე მეოთხე დღეს გააჩინა ღმერთმა), არამედ თვით ღმერთის გაჩენილი ნათელი.

მეორე დღე; გულუპრყვილო პირველყოფილ ადამიანს ციური ატმოსფერო წარმოედგინა გარკვეული მყარი სახურავის სახით, რომელიც ერთმანეთისგან ჰყოფდა ზეციურ წყალს მიწაზე არსებული წყალისაგან. ხოლო წვიმის მოვლენას ხსნიდა იმით, რომ დროგამოშვებით ეს მყარი გარსი ამა თუ იმ ადგილზე იხსნებოდა და ციური წყალი მიწაზე ჩამოედინებოდა. წმ. მამების აზრით, ბიბლია საუბრობს იმ დროინდელი ადამიანისთვის გასაგებ ენაზე და არ თვლის საჭიროდ ამ გულუბრყვილო მსოფლმხედველობაში შეიტანოს მეცნიერული შესწორებები.

Page 4: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

თანამედროვე გაგებით კი აქ ალბათ იგულისხმება წყლის ორთქლით გაჯერებული ჰაერი ანუ დედამიწის ატმოსფერო. ეს ორთქლი ქმნის ღრუბლებს, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა ნალექებს. მაგ: წვიმას, სეტყვას, თოვლს.

მესამე დღეს წყალი და მიწა ერთმანეთს გამოეყო, ანუ დედამიწაზე გამოჩნდა კუნძულები და მატერიკები. წყლებმა წარმოქმნეს ზღვები, ოკეანეები და მდინარეები. იმაზე თუ რა გზით და რამდენხანს მიმდინარეობდა წყლის მიწისაგან განცალკევების პროცესი, ბიბლია არაფერს გვეუბნება. ამავე დღეს გამოჩნდა სხვადასხვაგვარი მცენარე. აქ ნათლადაა მითითებული, რომ მიწის დაფარვა მცენარეებით არ ყოფილა წამიერი აქტი, არამედ შემოქმედის ბრძანებით მცენარე ”აღმოცენდა.”

მხოლოდ მეოთხე დღეს გამოჩნდნენ ციური სხეულობი, რომელთა საშუალებითაც (მზე და მთვარე) ადამიანები დროს ითვლიან. გასაგებია, რომ შესაქმის პირველ დღეებს, რომლებიც წინ უსწრედნენ მზის წარმოშობას, საკმაოდ ძნელია მოვარგოთ დღევანდელი ჩვეულებრივი ასტრონომიული საზომი მისი 24-საათიანი ხანგრძლივობით, რომელიც დამოკიდებულია დედამიწის ბრუნვაზე მისი ღერძის გარშემო. ბიბლიიის განმარტებლები თვლიან, რომ ღმერთი პირველყოფილ ადამიანს, განსაკუთრებულ ხილვაში, უჩვენებს სამყაროს შექმნის თანმიმდევრობას და თითოეულ ეტაპს, დასრულებულ მოვლენათა ჯგუფს, უწოდებს ”დღეს.” სინამდვილეში კი სამყაროს შექმნას მთელი ეპოქები დასჭირდა.

მეოთხე-მეხუთე დღეს ღმერთი ქმნის ცხოველთა სამყაროს და ბოლოს - ადამიანს. ადამინები და ცხოველები თავიდან მხოლოდ მცენარეებით იკვებებოდნენ. ხორცი

ადამიანის საკვებ როციონში ცოდვით დაცემის შემდეგ შემოვიდა. მეშვიდე დღეს ღმერთმა დაისვენა, ამიტომ ამ დღეს - შაბათს*, ადამიანები ისვენებდნენ,

უფრო სწორად ღმერთს უძღვნიდნენ მას (იგულისხმება უფრო მეტი ლოცვა და კეთილი საქმეების კეთება). ქრისტეს აღდგომის შემდეგ წმინდა დღედ კვირა ითვლება და ყველა ქრისტიანი ვალდებულია დაიცვას ამ დღის სიწმინდე.

ღვთიური დასვენება გულისხმობს შემოქმედებითი პროცესის შეწყვეტას; ღმერთმა დაამთავრა შესაქმე და წმინდა მამათა სწავლების მიხედვით, მეშვიდე დღე ანუ მეშვიდე პერიოდი დღემდე გრძელდება. ეს დღე დასრულდება უფლის, იესო ქრისტეს, მეორედ მოსვლით და დაიწყება მერვე საუკუნო* დღე.

ლექსიკონი: შაბათი – ებრაულად ნიშნავს დასვენებას. უფალი – ბატონი, მეპატრონე. მთელი სამყაროს ბატონ-პატრონი ღმერთია, ამიტომაც

უწოდებენ მას უფალს. ასევე ღმერთს ხშირად უწოდებენ მეუფეს (მეფეს), რადგანაც იგია მთელი სამყაროს ჭეშმარიტი მეფე.

ჭეშმარიტება - სიმართლე საუკუნო - სამუდამო

ანგელოზები და ეშმაკები ქვეყნიერების გაჩენამდე, ღმერთმა გააჩინა ურიცხვი ანგელოზები. ანგელოზი არის სული

უსხეულო, გონიერი, თავისუფალი და ადამიანის თვალისათვის უხილავი. ანგელოზებს შეუძლიათ დიდი სისწრაფით გადაადგილება სივრცეში, კედელში გასვლა, მათზე არ მოქმედებს დედამიწის მიზიდულობის ძალა. ზოგჯერ ანგელოზები ხულულადაც ეცხადებიან ადამინაებს, რადგან ანგელოზის მოვალეობაა აუწყოს ადამიანს ღვთის ნება და დაიცვას იგი ცუდი საქმისაგან. ყველა ანგელოზი თავისუფალ, კეთილ სულად გააჩინა ღმერთმა, მაგრამ ერთმა მთავარანგელოზმა, ლუციფერმა*, ბოროტად მოიხმარა ეს თავისუფლება. იგი გაამპარტავნდა*, წინ აღუდგა ღმერთს და თვით ღმერთობაც კი მოინდომა. მის მაგალითს წაბაძეს სხვა ანგელოზებმაც და ამით განარისხეს ღმერთი. ამიტომ ღმერთმა მოაკლო მათ თავისი მადლი* და მფარველობა და ამიტომაც შემცდარი ანგელოზები შეიქნენ ღვთისაგან შერისხულ* ბოროტ სულებად. ლუციფერს დაერქვა ეშმაკი (მაცდური)

Page 5: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

ანუ სატანა (მოწინააღმდეგე), ხოლო სხვებს ბოროტი სულები, ან ეშმაკის ანგელოზები. ასევე ეშმაკებს უწოდებენ ურჩხულებს და დემონებს, ხოლო სატანას - მხეცს. რადგან თვით შერისხული არიან ღვთისაგან, ბოროტი სულები ცდილობენ ადამიანიც აცდუნონ და მოაკლონ ღვთის მადლსა და მოწყალებას. ყოველი ბოროტი, ცუდი და მავნებელი სურვილი და მოთხოვნილება, რომელიც გაუჩნდება ადამიანს, ეშმაკისაგან არის, მის შესაცდენად აღძრული; ამიტომ ყოველი ღონისძიება უნდა ვიხმაროთ, რომ ასეთ სურვილებს გავლენა არ მივცეთ ჩვენზე. ყოველი კეთილი აზრი და სურვილი ანგელოზისგან არის და უნდა ვეცადოთ კიდეც დავემორჩილოთ ასეთ აზრებს და სურვილებს. ყოველ ქრისტიან კაცს მიჩენილი ჰყავს ღვთისაგან საკუთარი ანგელოზები, რომელიც იცავს მას ბოროტი სულისაგან, თუ კი თვით კაცი დაემორჩილება. ასეთ ანგელოზს ჰქვია მფარველი ანგელოზი.

კეთილ ანგელოზთა სამყარო ცხრა ხარისხად ანუ დასად იყოფა; ისინი თავის მხრივ სამ იერარქიულ ტრიადად (მწყობრად) ნაწილდებიან, რომელთაგან თითოეული სამი დასისგან შედგება. პირველ იერარქიულ ტრიადაში ღმერთთან ყველაზე დაახლოებულნი: საყდარნი, ქერუბიმნი და სერაბიმნი ერთიანდებიან. მეორე, შუა ტრიადაში - უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. ჩვენთან ყველაზე ახლოს მდგომ მესამე ტრიადაში კი მთავრობანი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.

ცნობილია შვიდი უმაღლესი ანგელოზის სახელიც: მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი, ურიელი, სელაფიელი, იეგუდიელი, და ვარახიელი.

ლექსიკონი: ლუციფერი - მანათობელი ვარსკვლავი, სინათლის მატარებელი. ამპარტავნება - სიამაყე, განდიდებისკენ სწრაფვა. მთავარი ვნება (სულის სნეულება). მადლი - ღვთის მიერ მინიჭებული ნიჭი ანუ ძალა, რომელიც ღვთისგან ეძლევა ადამიანს

ღვთისავე ნება-სურვილის შესასრულებლად. შერისხვა - დაწყევლა, შეჩვენება.

ადამინის შექმნა მეექვსე დღეს ღმერთმა შექმნა ადამიანი. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. თქვა

ღმერთმა: ”შევქმნათ კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდა. ეპატრონოს თევზებს, ფრინველებს, პირუტყვს და მთელს დედამიწას.” პირველი კაცის სხეული ღმერთმა მიწის მტვერისაგან შექმნა და შთაბერა მის ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა და იქცა იგი ცოცხალ არსებად. ღმერთმა პირველ კაცს უწოდა ადამი. რამდენიმე ხნის შემდეგ ღმერთმა გააჩინა ქალიც.

მაგრამ მანამდე უფალმა ღმერთმა ედემის ბაღი გააშენა და იქ დაასახლა ადამი, რათა მას დაემუშავებინა და დაეცვა იგი. შუაგულ ბაღში იყო ორი ხე: ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა.

უფალმა გააფრთხილა ადამი: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა, მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ მოკვდებიო. თქვა უფალმა: არ ვარგა ადამის მარტოდ ყოფნა. გავუჩენ შემწეს მის შესაფერისს.

მიჰგვარა უფალმა ადამს ყველა ცხოველი და ფრინველი, რომ ენახა, რას დაარქმევდა. ადამმა ყველა ცხოველსა და ფრინველს დაარქვა სახელი, მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა მისი შესაფერისი შემწე.

უფალმა ძილქუში მოჰგვარა ადამს. ძილში გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისგან კი შექმნა დედაკაცი და მიუყვანა ადამს. თქვა ადამმა: ”ეს ჩემი ძვალი და ხორცია, რადგან ჩემგან გამოვიდა. დედაკაცი ერქვას მას რაც კაცისგან არის გამოღებული.” ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ.

ბოლოს უფალმა* აკურთხა* ორივე და უთხრა: ”გამრავლდით, აავსეთ დედამიწა და დაეუფლეთ მას.” ადამი და მისი დედაკაცი შიშვლები იყვნენ და არ რცხვენოდათ.

Page 6: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

განმარტებები: ამ თავში უფრო დაწვრილებითაა განხილული ადამიანის შექმნის პროცესი. „შევქმნათ

კაცი ხატად და მსგავსად ჩვენდაო“ - ამბობს უფალი. მრავლობითი რიცხვი მიანიშნებს, რომ ღმერთი ერთი პირი არ არის. მხოლოდ იოსე ქრისტეს დაბადების შემდეგ (ნათლისღებისას) გაცხადაა, რომ ღმერთი არის სამპიროვანი: მამა, ძე და სული წმიდა, მაგრამ ამავე დროს არის ერთი არსება.

უფალმა ადამიანი თავის ”ხატად და მსგავსად” შექმნა. აქ გარეგნული მსგავსება კი არ იგულისხმება, არამედ სულიერი; ღმერთმა ადამინს სხეულის გარდა სულიც მიანიჭა: ”შთაბერა მის ნესტოებში სიცოცხლის სუნთქვა”. ბიბლიის ამ მონაკვეთში სულზე ცხადად არაა საუბარი, თუმცა სხვა ბევრ ადგილას პირდაპირაა ნათქვამი, რომ ადამიანი შედგება არა მარტო სხეულისგან, არამედ სულისგანაც. სული არ არის მატერიალური* ანუ იგი უხილავია. სხვა არც ერთი ქმნილებისათვის ღმერთს სული არ შთაუბერია.

ეკლესიის სწავლების მიხედვით ”ღვთის ხატებაში” იგულისხმება განსაკუთრებული ძალები, რომელიც უფალმა მიანიჭა ადამინს, ესენია: გონება, თავისუფალი ნება და გრძნობა. ხოლო ”ღვთის მსგავსებაში” იგულისხმება ადამიანის თვისება მიმართოს თავისი ძალები ღმერთზე დამსგავსებისკენ ანუ განღმრთობისკენ. საბოლოო ჯამში ”ღვთის მსგავსებაში” ანუ განღმრთობაში იგულისხმება ადამიანის სწრაფვა სიკეთისკენ და ჭეშმარიტებისკენ*. თუმცა, აქვს რა მინიჭებული თავისუფალი ნება, ადამინს შეუძლია არ დაემსგავსოს ღმერთს და არ იცხოვროს ღვთის მცნებების მიხედვით (ქვემოთ ვნახავთ, რომ ამას ადამიანის დაღუპვა მოჰყვება).

”ედემის ბაღი” ებრაულიდან ითარგმნება როგორც ”სიტკბოების სამოთხე”. სავარაუდოდ ედემის ქვეყანა მდებარეობდა პალესტინიდან აღმოსავლეთით, მესოპოტამიაში, მდინარეების ტიგროსია და ევფრატის აუზში.

ადამიანი სამოთხეში უშრომელად როდი იყო; ღმერთმა დაავალა მას ”დაემუშავებინა და დაეცვა” ბაღი, ანუ დაემუშავებინა მიწა და მოეყვანა სხვადასხვა მცენარე. ეს მსუბუქი და სასიამოვნო შრომა შესანიშნავი ვარჯიში იყო ადამინის სხეულისა და გონებისთვის. ასევე ადამინი იცავდა სამოთხის ბაღს უგუნური ცხოველებისგან, რომელთაც შეეძლოთ დაეზიანებიათ იგი.

”სიცოცხლის ხეს” ღვთისგან ჰქონდა მინიჭებული მადლი განეახლებინა ადამიანის დასუსტებული ბუნება, იგი იცავდა მას სიკვდილისაგან; ადამიანი იყო უკვდავი.

”კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე” ადამიანს სიკეთის (ანუ ღმერთთან ყოფნის) და ბოროტების (ღვთისგან დაშორების) გარჩევის საშუალებას მისცემდა, მაგრამ ადამიანს თანდათანობით უნდა შეემეცნა ჭეშმარიტება, მით უმეტეს, რომ პირველ ადამიანებს ღმერთთან უშუალო ურთიერთობა ჰქონდათ და უფალი როგორც მოსიყვარულე მამა ისე ესაუბრებოდა ადამსა და მის ცოლს. ღმერთმა ეს ხე აირჩია ადამიანის რწმენისა და სიყვარულის გამოსაცდელად. ამ მიზნით მისცა მას მცნება*, რომლის თანახმადაც ადამს აეკრძალა ამ ხის ნაყოფის ჭამა. თვით ამ ხის ნაყოფი კი არ ყოფილა საწამლავი, მომაკვდინებელი ის იყო, რომ იმის ჭამით ირღვეოდა ღვთის ბრძანება. ეს აკრძალვა იყო პირველი მარხვა, რომელიც თვით უფალმა დაუწესა ადამინებს.

”ადამმა ყველა ცხოველსა და ფრინველს დაარქვა სახელი”... ვინაიდან სახელის დარქმევა არ იყო შემთხვევითი, არამედ იგი ეფუძნებოდა სახელის დასარქმევ არსებათა ბუნების ცოდნას, იგი მოწმობს პირველი ადამიანის გაცილებით მაღალ გონებრივ განვითარებაზე ცხოველებთან შედარებით. გარდა ამისა, სახელების დარქმევა (უფლის ბრძანებით) მიუთითებდა ცხოველებზე ადამინის გაბატონებულ მდგომარეობაზე.

”მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა მისი შესაფერისი შემწე”... რა თქმა უნდა უფალს ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი ქალის შექმნა, მაგრამ მან ჯერ ადამში გააღვიძა სრული სიმარტოვით გამოწვეული ჩუმი სევდა და ამ უკმარისობის შევსების სურვილი. მხოლოდ ამის შემდეგ გააჩინა ქალი.

Page 7: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

უფალმა გადაწყვიტა ადამისთვის გაეჩინა ”მისი შესაფერისი შემწე”, ანუ ქალიც, კაცის მსგავად, ღვთის ხატი და მსგავსა. მეორე მხრივ ქალი ერთგვარად დამოკიდებულია ქმარზე, რადგან ყოველი თანაშემწე, საზოგადოებრივი თვალსაზრისით, ერთი საფეხურით დაბლა დგას თავის უშუალო უფროსსთან შედარებით.

”უფალმა ძილქუში მოჰგვარა ადამს”, მაგრამ ეს უბრალო ძილი კი არ იყო არამედ ღრმა ექსტაზური, რომლის დროსაც ადამმა იხილა თუ როგორ ამოაცალა უფალმა მას ნეკნი და ამიტომ თქვა: ”ეს ჩემი ძვალი და ხორცია, რადგან ჩემგან გამოვიდა. დედაკაცი ერქვას მას რაც კაცისგან არის გამოღებული.”

ამ შემთხვევაში ”დედაკაცში” იგულისხმება არა უბრალოდ ქალი, არამედ ცოლი, რადგან ბიბლიის ებრაულ ტექსტში აქ ნახმარია სიტყვა ცოლი - ”იშშა”, რომელიც ნაწარმოებია სიტყვისაგან ”იში” - ქმარი. ამრიგად იგი წარმოადგენს მიმიშნებას თუ როგორია ქალის წარმოშობის ისტორია.

”ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას”... ეს სიტყვები ადამს არ უნდა ეკუთვნოდეს რადგან მას ხორციელი მშობლები არ ჰყავდა. ამიტომ ეს სიტყვები მოსეს, დაბადების ავტორს, ან ღმერთს ეკუთვნის და ადასტურებს, რომ ქორწინება უფლის ნებითაა დადგენილი.

”და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ”... აქ საუბარია მეუღლეთა ინტერესების და სულიერ ერთიანობაზე, იმდენად, რომ ორი პიროვნება უნდა იქცეს ერთ მთლიან პიროვნებად.

”ადამი და მისი დედაკაცი შიშვლები იყვნენ და არ რცხვენოდათ”... ჯერ ერთი, სირცხვილი ცოდვის ნაყოფია, ამიტომ ცოდვით დაცემამდე ადამიანისთვის ეს გრძნობა უცნობია იყო და მეორე - ადამიანის ორგანიზმი ისეთი ამტანი იყო, რომ არ საჭიროებდა ატმოსფერული მოვლენებისაგან რაიმე სახით დაცვას.

ლექსიკონი: მატერია - ხილული, ნივთიერი საგანი. კურთხევა – მღვდლის მიერ მორწმუნის დალოცვა რამე საქმეზე. რა ბედნიერნი იყვნენ

ჩვენი წინაპრები, როცა უშუალოდ ღვთისგან ღებულობდნენ კურთხევას. მცნება - ბრძანება, ”დასაცველი”.

ცოდვით დაცემა*

გველი, უფლის მიერ გაჩენილ ცხოველებს შორის ყველაზე უფრო ცბიერი იყო. და უთხრა

გველმა დედაკაცს: მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო? დედაკაცმა მიუგო: სამოთხის ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა, ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთო, გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო.

უთხრა გველმა დედაკაცს: კი არ მოკვდებით, არამედ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და გახდებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი.

როცა დაინახა დედაკაცმა, რომ ხე თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო და კარგი იყო საჭმელად, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის ქმარს და ქმარმაც შეჭამა. აეხილათ თვალები ორივეს, და მიხვდნენ, რომ შიშვლები იყვნენ, შეკერეს ლეღვის ფოთლები და გაიკეთეს თავისთვის შემოსარტყმელები.

შემდეგ გაიგონეს ღმერთის ხმა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა, და დაემალნენ ადამიც და მისი ცოლიც უფალს ბაღის ხეებს შორის. დაუძახა ღმერთმა ადამს: ადამ, სადა ხარ? ადამმა მიუგო: შენი ხმა გავიგონე და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ, და დავიმალე. უფალმა უთხრა: ვინ გითხრა, შიშველი რომ ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, მე რომ აგიკრძალე? ადამმა უპასუხა: შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე. უთხრა ღმერთმა დედაკაცს: ეს რა ჩაიდინა? დედაკაცმა მიუგო: გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე.

Page 8: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე. მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენ თესლსა და მის თესლს შორის; ის თავს გაგიჭეჭყავს და შენ მას ქუსლს დაუგესლავ.

დედაკაცს უთხრა: სატანჯველს გაგიმრავლებ, გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს; ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.

ხოლო ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო. ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე. ნარი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო. პიროფლიანი ჭამდე პურს ვიდრე დაუბრუნდები მიწას, რომლისგანაც ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი.

ამის შემდეგ ადამმა თავის ცოლს ევა უწოდა, რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა.

გაუკეთა უფალმა ღმერთმა ადამს და ევას ტყავის სამოსელი და შემოსა ისინი. და თქვა ღმერთმა: აჰა, ადამი გახდა, როგორც ერთი ჩვენგანი, შემცნობელი კეთილისა და

ბოროტისა. ახლა არ გაიწოდოს ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფი, არ შეჭამოს და არ გახდეს უკვდავი. და განდევნა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან მიწის დასამუშავებლად, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ.

განმარტებები: წმინდა მამების განმარტებით, ”გველის” მიერ წარმოთქმული სიტყვები ეკუთვნოდა

ეშმაკს. ამ ცხოველით იგი სარგებლობს ადამიანების საცდუნებლად. გველი მიმართავს ქალს, როგორც უფრო სუსტ ჭურჭელს, თანაც დედაკაცს, ალბათ, პირადად არ მოუსმენია ღვთის მიერ მიცემული მცნება, არამედ გადაეცა ქმრნისგან და ამიტომ ეს მცნება უფრო სუსტად იყო მასში გამჯდარი.

გველი სიცრუით იწყებს ადამიანთან საუბარს, როცა ეკითხება ქალს: ”მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არც ერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?” მაცდური შეგნებულად აზვიადებს მცნების სიმძიმეს, რათა ქალში გააღვიძოს უარყოფითი განწყობა მცნებისადმი და ღვთისადმი.

ქალი პასუხობს: ”სამოთხის ყველა ხის ნაყოფი გვეჭმევა, ოღონდ შუაგულ ბაღში რომ ხე დგას, იმის ნაყოფს ნუ შეჭამთო, გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო.” ამ პასუხში ყურადღებას იქცევს ქალის მიერ საღვთო მცნების გაზვიადება, კერძოდ, დამატებულ ”არ გაეკაროთ”-ში იგრძნობა ქალის მხრიდან ღვთისადმი მიმართული ფარული უკმაყოფილება.

ეშმაკი უკვე აშკარა ტყუილზე გადადის და ეუბნება ”არ მოკვდებითო”, რადგან სწორად მიხვდა, რომ ქალის მორჩილება გამოწვეულია არა იმდენად ღვთისადმი პატივისცემისა და სიყვარულის გრძნობით, რამდენადაც სიკვდილის შიშით, ამიტომაც ცდილობს გაანადგუროს სიკვდილის შიში ქალში.

ეშმაკი ხედავს, რომ ქალი არ ეწინააღმდეგება მის აშკარა ტყუილს (სიკვდილის უარყოფას), ამიტომ უკვე ცილს სწამებს ღმერთს და წარმოადგენს მას, როგორც ადამიანების ბოროტ ბატონს, რომელიც სარგებლობს რა მათი გულუბრყვილობით, სურს, რომ ადამიანები დარჩნენ უმეცარნი, ვერ შემცნობელნი კეთილისა და ბოროტისა: ”კი არ მოკვდებით, არამედ იცის ღმერთმა, რომ როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და გახდებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი.”

”და გახდებით ღმერთივით...” ამ სიტყვებით ეშმაკი ცდილობს ამპარტავნების (სიამაყის) გრძნობა გააღვიძოს ადამიანში; ეშმაკი სწორედ იმიტომ იქნა ღვთის სასუფევლიდან გამოგდებული, რომ გაამპარტავნდა და თავი ღმერთს გაუტოლა.

Page 9: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

”...კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი” - ამ სიტყვებით ეშმაკი ცდილობს გააღვიძოს ადამიანში პატივმოყვარული აზრები დიდ შემეცნებაზე და უმაღლეს ძალაუფლებაზე.

თავიდან ქალი შიშით უყურებდა ”კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხეს”, მაგრამ ეშმაკის სიტყვების შემდეგ ”დაინახა დედაკაცმა, რომ ხე თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო და კარგი იყო საჭმელად”... მის სულში უკვე ფიქრით ცოდვით დაცემის პროცესი ხორციელდება.

”მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა. მისცა თავის ქმარს”... ევა უკვე ცოდვით დაეცა და ჩქარობს ქმარიც დასცეს, თუმცა იგი ამას სჩადის ყოველგვარი ბოროტი განზრახვის გარეშე, რადგან ცოდვის შხამი იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო შეღწეული მის სულში.

”...და ქმარმაც შეჭამა”... თუ ცოდვით დაცემა ქალს გარკვეულწილად შეიძლება ეპატიოს, მისი შედარებითი სისუსტის გამო, ადამს, რომელმაც თავად ღვთისგან მიიღო მრისხანე მცნება და რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა უფლის სიყვარული, ვერაფერი გაამართლებს. ასე, რომ მისი ცოდვა ქალის ცოდვაზე უფრო დიდია.

ბიბლიის მემდეგი ტექსტიდან ნათელი ხდება, რომ უფალი საღამოობით ”ედემის ბაღში” დადიოდა და ადამიანებს ესაუბრებოდა, მაგრამ ამჯერად ადამიანები ისე არიან დაბნეულები რომ შესაძლებლად თვლიან უფალს ხეებში დაემალონ. უფალი მოუხმობს ადამს, ის კი ყალბი მობოდიშებით ცდილობს თავის გამართლებას: ”შენი ხმა გავიგონე და შემეშინდა, რადგან შიშველი ვარ, და დავიმალე.”

”ვინ გითხრა, შიშველი რომ ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, მე რომ აგიკრძალე?” - ამ სიტყვებით უფალი ეხმარება ადამს ცოდვის აღიარებასა და მონანიებაში, მაგრამ ცოდვით დაცემული და მისი ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი უძლური აღმოჩნდა უეჭველი მონანიებით ეშველა საკუთარი თავისათვის, უფრო მეტიც, ადამი თავის გამართლებას ცდილობს და თავად ღმერთს საყვედურობს იმ წყალობისთვის, რომელსაც ადრე სასურველ სიკეთედ მიიჩნევდა (ადამი ქალის გაჩენამდე სწუხდა, რომ არ ჰყავდა ”ღირსეული თანაშემწე”): ”შენ რომ დედაკაცი მომიყვანე” იმან მაცდუნაო, პასუხობს ადამი. ქალიც აღიარებს მცნების დარღვევას, მაგრამ ისიც ადამის მსგავსად პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს: ”გველმა შემაცდინაო.”

ამის შემდეგ უფალი წყევლის თავის ქმნილებებს; გველს ეუბნება: ”რაკი ეს ჩაიდინე... მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე.” უმრავლესობა ბიბლიის განმარტებლების თანახმად, ხოხვა არ წარმოადგენდა რაღაც ახალ საოცრებას. იგი გველის ბუნებრივი თვისება იყო, მაგრამ ადრე ამ თვისებას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა მინიჭებული - წყევლის მერე კი იგი იქცა გველისადმი ზიზღის სიმბოლოდ. ეს წყევლა ასევე ეხებოდა გველში დაბუდებულ ეშმაკსაც. ეშმაკი ამიერიდან მიწაზე იხოხებდა და ადამიანური სიბილწეებით (ანუ მის მიერ შთაგონებული ცოდვებით) იკვებებოდა.

”მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და დედაკაცს შორის, შენ თესლსა და მის თესლს შორის”... აქ საუბარია ეშმაკებსა და ადამიანებს (დედაკაცის თესლი) შორის დაპირისპირებაზე; ეშმაკი ყოველნაირად ცდილობს ადამიანი ააცდინოს ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზას და არ მისცეს მას სამოთხეში დაბრუნების საშუალება, ხოლო გონიერი ადამიანები ენერგიულად ებრძოდნენ და ებრძვიან ბოროტებას.

”ის თავს გაგიჭეჭყავს და შენ მას ქუსლს დაუგესლავ”... ესაა წინასწარმეტყველება ქრისტეზე, რომელმაც თავისი განკაცებით და მოღვაწეობით დაამარცხა ეშმაკი (გაუწეჭყა თავი), მაგრამ ეს არ მომხდარა უმსხვერპლოდ - იესო ქრისტემ თავი გასწირა ადამიანებისთვის (ქუსლში დაგესვლა).

ქალი ასე დაწყევლა: ”სატანჯველს გაგიმრავლებ, გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს”... დაეცა რა ცოდვით ადამიანმა დაარღვია თავისი სულიერი და ფიზიკური ძალების წონასწორობა და თავისი სხეული ავადმყოფობასა და სიკვდილს დაუქვემდებარა.

”ქმრისკენ გექნება ლტოლვა”... ამ სიტყვებით უფრო ნათლადაა გამოხატული ქალის მდგომარეობის ტრაგიზმი. მიუხედავად იმისა, რომ იგი საშინელი ტკივილებით მშობიარობს და თვით მისი სიცოცხლეც კი საფრთხის ქვეშაა, იგი არათუ უარს ამბობს ქმართან ურთიერთობაზე, მისი ტანჯვის უნებურ მიზეზზე, არამედ მისი ლტოლვა უფრო ძლიერი ხდება, ვიდრე მანამდე იყო.

Page 10: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

”ის კი იბატონებს შენზე”... ეს ცოლ-ქმრული ურთიერთობის ახალი შტრიხია, რომელიც ამკვიდრებს ქმრის სრულ ბატონობას ცოლზე. თუ ადრე ქალი, როგორც თანაშემწე მხოლოდ გარკვეულწილად იყო დამოკიდებული ქმარზე, მას შემდეგ რაც პირველმა ქალმა დაამკიცა, რომ არ შეუძლია თავისუფლების გონიერად გამოყენება, ღმერთმა იგი მეუღლის უმაღლეს კონტროლს დაუმორჩილა. მხოლოდ ქრისტიანობის - მონანიების რელიგიის - დროს ქალს დაუბრუნდა თავისუფლება, რომელიც მას ჰქონდა ცოდვით დაცემამდე (თანაშემწის პოზიცია).

ადამს ასე წყევლის: ”რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი”... აქ უფალი, განაჩენის გამოტანამდე არკვევს ადამის დანაშაულს და მიუთითებს, რომ ცოლზე გამომაფხიზლებელი ზემოქმედების მაგივრად, იგი თავად ექცევა მისი მაცდუნებელი გავლენის ქვეშ.

”მიწა დაიწყევლოს შენს გამო. ტანჯვით მიიღებდე მისგან საზრდოს მთელი სიცოცხლე. ნარი და ეკალი აღმოგიცენოს და მინდვრის ბალახი იყოს შენი საზრდო. პიროფლიანი ჭამდე პურს”... განრისხებულმა უფალმა დააკნინა მიწის ნაყოფიერება, რაც თავის მხრივ ყველაზე უფრო მეტად ადამიანის მდგომარეობაზე აისახა, რადგანაც იგი ამ შემთხვევაში განწირულია მძიმე და შეუპოვარი შრომისთვის, რათა მოიპოვოს საზრდო.

”ვიდრე დაუბრუნდები მიწას... რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი”... აქ საუბარია სიკვდილზე, რომლითაც უფალი დაემუქრა ადამიანს, თუ იგი მცნებას დაარღვევდა. ეს სასჯელი ეხებოდა მხოლოდ სხეულს და არ სულს. როგორც ბიბლიის სხვა ადგილებიდან ჩანს სული უკვდავია.

ამის შემდეგ ადამმა თავის ცოლს უწოდა ”ევა”, რომელიც ებრაულიდან ითარგმნება როგორც ”სიცოცხლე” ან ”სიცოცხლის შემქმნელი”. ეს იმ მომენტში ხდება, როცა ღმერთმა ადამიანებს სიკვდილის განაჩენი გამოუტანა, მაგრამ ადამს ერთი წამითაც არ ეპარება ეჭვი ღვთისგან მიღებული აღთქმის გარდაუვლობაზე ქალის (მისი თესლის) შესახებ, როგორც სიცოცხლის აღმდგენელზე.

”გაუკეთა უფალმა ღმერთმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი”... ბიბლიის განმმარტებლების აზრით, უფალმა ადამიანებს მსხერპლის შეწირვა და მისი ტყავის სამოსელად გამოყენება ასწავლა.

შემდეგ უფალი ამბობს: ”აჰა, ადამი გახდა, როგორც ერთი ჩვენგანი”... რა თქმა უნდა აქ ადამიანის ღმერთად ქცევა კი არ იგულისხმება, არამედ როგორც უფალი დასძენს ”კეთილისა და ბოროტის” შეცნობის, გააზრების უნარი, რომელიც მანამდე ადამიანს ღვთისგან განსხვავებით, არ ჰქონდა.

შემდეგ უფალმა ადამიანები გამოაძევა სამოთხიდან და ჩაკეტა უკან დასაბრუნებელი გზა. ღმერთმა ”კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხესთან” მისასვლელი ადამიანების სიყვარულის გამო ჩაკეტა, რადგან ღმრთისგან განდგომილი ადამიანის მარადიული სიცოცხლე დაუსრულებელი ტანჯვა იქნებოდა.

მრავალმოწყალე ღმერთს, შეიძლება კიდეც ეპატიებინა ადამიანებისთვის შეცოდება, ცოლ-ქმარს რომ მოენანიებინათ, მაგრამ ამის მაგიერ, თავის მართლება დაიწყეს და თვით ღმერთსაც კი დასდვეს ბრალი; ადამმა პირდაპირ უთხრა ღმერთს: შენმა მოცემულმა ცოლმა შემაცდინაო, ევამ კი გველს დააბრალა. ამიტომ ღმერთმაც არ აპატია ურჩობა.

თითოეულმა ადამიანმა თავისი ცოდვა თავის თავს უნდა დააბრალოს. ეშმაკს შეუძლია მხოლოდ შეაგონოს ადამიანი, ძალას კი ვერ დაატანს, ამის უფლება მას არ აქვს ადამიანზე. ევას მხოლოდ ურჩია ეშმაკმა ნაყოფის ჭამა, ძალა კი არ დაუტანებია, გინდა თუ არა ჭამეო. როცა ცუდი სურვილი დაგვებადება, უნდა ვიცოდეთ, რომ ეშმაკისაგან არის. ჩვენ ნებაზეა დამოკიდებული დავემორჩილებით თუ არა.

ამნაირად, უკვდავებისა და ნეტარებისათვის გაჩენილი ადამიანი, თავისი შეცოდების გამო, გახდა მოკვდავი და უბედური. ხშირად ისმის საყვედური: რატომ მარტო პირველი ადამიანები არ დაიხოცნენ თავისი ცოდვებისათვის, ჩვენ რაღა დავაშავეთ, რომ ყველანი ვიხოცებითო? როგორც ვიცით, მსგავსი მსგავსსა შობს, წამხდარი თესლისაგან ნაყოფიც წამხდარი გამოვა, წამხდარი წყაროსაგან ნაკადულიც წამხდარი გამოდის. ასევე უნდა

Page 11: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

ვიფიქროთ ადამიანზეც. ცოდვილი მშობლებიდან, შვილებიც ცოდვილი უნდა დაბადებულიყვნენ. ამიტომ პირველი მშობლების ცოდვა ჩვენზედაც გადმოვიდა ყველა თავისი შედეგებით. ადამის მიერ ჩადენილი ცოდვით მთელი კაცობრიობა მოიწამლა და ამიტომ ყველა მოკვდავი გავხდით, რადგან ჩვენც ყველანი ვცოდავთ, როგორც ამას დავინახავთ კაენის და შემდეგი თაობის მოქმედებიდან.

ლექსიკონი: ცოდვა - ღვთის ნებისადმი დაუმორჩილებლობა, ანუ ღვთისაგან მოცემული კანონის

დარღვევა. ცოდვით დაცემა - ცოდვის ჩადენა. მაცხოვარი - მხსნელი, სიცოცხლის მომცემელი; მაცხოვარია იესო ქრისტე. აღთქმა - დაპირება. აღთქმის დადება - პირობის მიცემა, შეპირება.

კაენი და აბელი ედემიდან გამოძევებული ადამი და ევა იქვე, ედემის მახლობლად დასახლდნენ. მალე

მათ გაუჩნდათ შვილები. უფროს ვაჟს დაარქვეს კაენი, უმცროსს - აბელი. კაენი მიწის მუშა იყო, აბელი - ცხვრების მწყემსი. ერთხელ მათ ღმერთს მსხვერპლი* შესწირეს. კაენმა შესწირა მიწის ნაყოფი, აბელმა კი თავისი ცხვრის ფარიდან – პირველშობილი კრავი. გადმოხედა ღმერთმა აბელს და მის ძღვენს, ხოლო კაინს და მის მსხვერპლს არ მიხედა. ამის გამო კაენი ძალზედ შეწყხდა. ღმერთმა გააფრთხილა კაენი, რომ ცოდვა არ ჩაედინა, მაგრამ მან ყური არ უგდო ამ გაფრთხილებას, გაიტყუა მინდვრად აბელი და მოკლა.

უფალი გამოეცხადა კაენს და ჰკითხა: „კაენ, სად არის შენი ძმა?“ კაენმა მიუგო: „რა ვიცი, ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ!“ მაშინ უფალმა უთხრა: „ეს რა ჩაიდინე! შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს. ამიერიდან დაწყევლილი ხარ მიწისაგან, დაამუშავებ მიწას, მაგრამ აღარ მოგცემს იგი თავის ძალას; დევნილი და მიუსაფარი შეიქნები ამ ქვეყანაზე.” ამის შემდეგ ღმერთმა გააძევა კაენი მამის სახლიდან. აბელის მაგიერ ღმერთმა მისცა ადამს ვაჟი სეითი.

განმარტებები: ეს იყო პირველი მკვლელობა, რომელიც მოხდა ქვეყნის გაჩენის შემდეგ. ძლივს ორი ძმა

დაიბადა ქვეყანაზე და ერთმა მეორე მოკლა. რატომ? იმიტომ, რომ ერთს შეშურდა*, შეეხარბა მეორის კარგი კაცობა, მისი სათნო-ყოფა ღვთის წინაშე.

ბიბლიის განმმარტებლების მიხედვით მსხვერპლის შეწირვა ასე მოახდინეს: დააგროვეს ცალ-ცალკე შეშა, დადეს ზედ მსხვერპლი და წაუკიდეს ცეცხლი. კაენის ცეცხლის ბოლო მიწას გაეკრა, აბელის მსხვერპლის ალი პირდაპირ ზეცას წავიდა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ უფალმა მიიღო მსხვერპლი უმცროსი ძმისა, ხოლო უფროსისა კი უარყო. რატომ? იმიტომ, რომ აბელმა წმინდა გულით, სარწმუნოებით და მოწიწებით მიართვა შესაწირავი, კაენის გული კი ამ დროს უწმინდური და ღვარძლით სავსე იყო.

ღმერთმა კაენი წინდაწინვე გააფრთხილა, რომ ძმა არ მოეკლა. აქედან ჩვენ ვგებულობთ რომ უფლისთვის ჩვენი ფიქრებიც კი არ არის დაფარული. ასე გვაფრთხილებს ჩვენც ღმერთი, როცა რომელიმე ცუდ საქმეს ვაპირებით, გული გვიშლის. ეს ღმერთი გვაფრთხილებს, ნუ ჩაიდენ ცოდვასო და ჩვენც უნდა დავუჯეროთ. კაენი ღმერთმა ამხილა ძმის მკვლელობაში, ჩვენც ასე გვამხელს ხოლმე ღმერთი, როცა ღმერთის გაფრთხილებას არ მივიღებთ და ცუდ საქმეს მაინც ჩავიდენთ, გული გვიწუხს, ვერ ვისვენებთ. ეს ღმერთი გვამხილებს ცოდვაში. რა უნდა ვქნათ მაშინ? უნდა გამოვტყდეთ, რომ ცუდი საქმე ჩავიდინეთ და თან აღთქმა დავდოთ, რომ აღარ გავიმეორებთ და ვეცდებით სხვა ცუდი საქმეც არ ჩავიდინოთ.

Page 12: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

უფალი, სანამ ამხელდა კაენს, კვლავ სინანულისკენ უბიძგებს მას შეკითხვით: „კაენ, სად არის შენი ძმა?“ მონანიების ნაცვლად კაენი ბრიყვულად პასუხობს: „რა ვიცი, ჩემი ძმის დარაჯი ხომ არა ვარ!“ ამიტომაც დაისაჯა კაენი და განდევნილ იქნა მამის სახლისაგან.

ასეთი ბოლო მოსდევს უგნურ შურს. გავუფრთხილდეთ, რომ არაფერი შეგვშურდეს სხვისი. თუ რამე სიკეთე შევამჩნიეთ ვინმეს, ნუკი შეგვეხარბება, არამედ ვეცადოთ, რომ ჩვენც კარგები ვიყოთ. მოკვლის მაგიერ რომ კაენს აბელის სიკეთისთვის მიებაძა, თვითონაც მალე გახდებოდა ღვთის სათნო* კაცი და მის მსხვერპლსაც მოწყალებით მიიღებდა ღმერთი. ახლა კი დაისაჯა იგი. ასე დაისჯება ყოველი ხარბი კაცი, რომელიც მოძმის ცუდს იფიქრებს.

ლექსიკონი: შური - მწუხარება სხვისი სიკეთისა და სიხარულის გამო. სათნო - კეთილი; მოსაწონი. მსხვერპლი - არის ის, რასაც ადამიანი თავისი პირადი ქონებიდან გაიღებს და

სამაგიეროდ არანაირ მატერიალურ ანაზღაურებას არ ელის. მსხვერპლი - ეს არის საჩუქარი, რომელსაც სიყვარულის ნიშნად ვუძღვნით მას, ვის მიმართაც ამ გრძნობას განვიცდით. მსხვერპლს უფალი მაშინ შეიწირავს ჩვენგან, როდესაც მას სუფთა გულით მივუძღვნით.

კაენისა და სეითის შთამომავლობა

კაენისა და სეითისაგან მეტად ჩქარა გამრავლდა ხალხი ქვეყანაზე (სეითსა და კაენს

ყავდათ დებიც, რომლებიც მათ ცოლად შეირთეს, კაცობრიობის გასამრავლებლად თავდაპიველად ეს დასაშვები იყო). ეს სწრაფი გამრავლება მოხდა იმიტომ, რომ მაშინ ადამიანები იყვნენ მეტად დღეგრძელნი. ბევრი მათგანი ცხრაას წელიწადზე მეტს ცოცხლობდა.

სეითის შთამომავალნი იყვნენ სათნონი და კეთილნი. მათ დაერქვათ სახელად „ძენი ღვთისანი“ იმიტომ, რომ ღმერთი მუდამ ახსოვდათ, ერთგულად თაყვანს სცემდნენ მას და ასრულებდნენ მის ნებას. აგრეთვე დიდი სიყვარული და ხათრი ჰქონდათ ერთმანეთისა და ყოველ ბოროტ საქმეს ერიდებოდნენ. ერთმა მათგანმა, სახელად ენუქმა, ისე აამა უფალს თავისი წმინდა ცხოვრებით, რომ მან სიკვდილს წაართვა მასზედ ძალა და ზეცაში ცოცხლად იქნა ატაცებული.

კაენის შთამომავალნი კი მასვე დაემსგავსნენ და იყვნენ ბოროტნი. იმათ სრულიად დაივიწყეს ღმერთი, სძულდათ ერთმანეთი, ახსოვდათ მარტო საკუთარი თავი და ბიწიერი ცხოვრება ჰქონდათ. მათ შორის გავრცელდა: შური, სიცრუე, ცილისწამება, გარყვნილება, შფოთი, მკვლელობა და სხვა ბოროტება, ამიტომ მათ სახელად დაერქვათ „ძენი კაცისანი“.

წარღვნა* გავიდა დიდი ხანი ქვეყნის გაჩენის შემდეგ, ხალხი გამრავლდა, მაგრამ მალე დაივიწყა

ღმერთი. ამიტომ ქვეყანა გაირყვნა და აივსო უსამართლობით. არავინ დარჩა მართალი და მორწმუნე, გარდა ერთი კაცისა, რომელსაც სახელად ნოე ერქვა და მისი ოჯახისა. ღმერთმა უბრძანა ნოეს ექადაგა, რომ ხალხი მოქცეულიყო. ნოემ იქადაგა ასოცი წელიწადი, მაგრამ ვერაფერი გააწყო. მაშინ ღმერთმა განიზრახა წარღვნით მოესპო შეუნანებელი კაცობრიობა და უბრძანა ნიეს გაეკეთებინა კიდობანი, ე.ი. დიდი ხომალდი, და შესულიყო შიგ თავისი ოჯახით და თან შეიყვანა შვიდ-შვიდი წყვილი წმინდა ცხოველები და ფრინველები, ხოლო ორ-ორი წყვილი - უწმინდური. დაიხურა თუ არა კიდობნის კარები, დაუშვა კოკისპირული წვიმა და იწვიმა 40 დღე და ღამე. წყალი მიწიდან ამოსკდა, ზღვები და მდინარეები გადმოვიდა ნაპირებიდან, წყალმა დაფარა უმაღლესი მთის მწვერვალები. ყველა დაიღუპა, ვინც კი კიდობანს გარეთ დარჩა - ადამიანები და ცხოველები. ეს წარღვნა მთელი დედამიწის ზურგზე იყო და ამიტომ მსოფლიო წარღვნა ჰქვია.

Page 13: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

ორმოცი დღის შემდეგ წვიმამ გადაიღო და წყალმაც კლება იწყო. კიდობანი, რომელიც აქამდის წყალზე უგზო-უკვლოდ ტივტივებდა, ბოლოს არარატის მთაზე გაჩერდა. ნოე დარჩა კიდობანში, სანამ დედამიწა არ გაშრა, შემდეგ გამოვიდა კიდობნიდან, ცხოველებიც გამოუშვა და გამოსვლისთანავე ღმერთს სამადლობელი მსხვერპლი შესწირა. ღმერთმა მიიღო ნოეს მსხვერპლი, გაუმეორა აღთქმა მაცხოვარზე და შეატყობინა, რომ ამის შემდეგ წარღვნა აღარ იქნება, და ნიშნად ამისა გამოუსახა ცისარტყელა.

ლექსიკონი: წარღვნა - მსოფლიო წყალდიდობა. განმარტებები: ნოე თავისი ოჯახით ღმერთმა წარღვნას გადაარჩინა, იმიტომ, რომ იგი კეთილი კაცი იყო

და ღმერთი უყვარდა. ასევე ჩვენც ყოველი გაჭირვებისაგან დაგვიხსნის ღმერთი, თუ კეთილი ადამიანები ვიქნებით და მას არ დავივიწყებთ.

ქამის უმართებულო საქციელი

ნოეს სამი შვილისაგან წარმოსდგა ყველა ხალხი. ნოეს უფროს შვილს ერქვა სემი,

შუათანას – ქამი, და უმცროსს – იაფეთი. ნოე რომ კიდობნიდან გამოვიდა, მიწის დამუშავება დაიწყო და ვენახი გააშენა. როცა ვენახმა ნაყოფი გამოიტანა, ღვინო დააყენა, მეტი დალია, დათვრა და ქოხში შიშველს მიეძინა. მამის ასეთი მდგომარეობა პირველად შუათანა შვილმა - ქამმა შენიშნა და ძმებს დაცინვით შეატყობინა. მაგრამ სემმა და იაფეთმა ამ დაცინვაში მონაწილეობა არ მიიღეს, მაშინვე წყნარად შევიდნენ კარავში და ისე დაახურეს მამას ტანისამოსი, რომ მისი სიტიტვლე არ დაუნახავთ. როცა ნოემ გაიღვიძა და ქამის უმართებულო საქციელი შეიტყო, მოიხმო სამივე შვილი. შეაჩვენა (დაწყევლა) ქამი და უთხრა, რომ მისი შთამომავლობა იქნებოდა უკანასკნელი; ხოლო სემი და იაფეთი კი აკურთხა და იწინასწარმეტყველა, რომ იაფეთის შთამომავალი იქნებოდა უმრავლესი, ხოლო სემის შთამომავლობიდან მაცხოვარი დაიბადებოდა. ნოეს ლოცვა-კურთხევა გადავიდა სემზე და იაფეთზე, ქამის შთმომავლობასაც სავსებით შეუსრულდა მისი შეჩვენება.

განმარტებები: ასეთ გავლენას აძლევს ღმერთი მშობლების ლოცვა-კურთხევას და მათ შეჩვენებას

შვილებზე; ამიტომ უნდა ვეცადოთ კეთილი შვილები ვიყოთ, რომ მშობლების ლოცვა-კურთხევა დავიმსახუროთ.

ბაბილონის გოდოლი*

წარღვნის შემდეგ კაცობრიობა ნოეს შვილებისაგან გამრავლდა. ჯერ ყველანი ერთად

ცხოვრობდნენ, ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ და ერთ ჭეშმარიტ ღმერთს სცემდნენ თაყვანს, მაგრამ მალე დაივიწყეს ღმერთი, გაირყვნენ* და გაამპარტავდნენ. მათ მოინდომეს ცამდის გოდოლის აგება, რომ სახელი გაეთქვათ ქვეყანაზე. ღმერთს არ მოეწონა მათი ასეთი საქციელი და შეურია მაშენებლებს ენა. ხალხმა ვეღარაფერი გაიგო ერთი მეორისა და გაიფანტა სხვადასხვა ქვეყნებში. აქედან წარმოსდგა სხვადასხვა ხალხი და სხვადასხვა ენა. გოდოლს, რომელიც ვერ დაამთავრეს, დაერქვა ბაბილონი (შერევნა).

განმარტებები:

Page 14: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

ამპარტავნება დიდად მავნებელია ადამიანისათვის. ამპარტავნებამ დაღუპა პირველად

ანგელოზები, ამპარტავნებამ დააკარგვინა ადამს და ევას სამოთხე, ამპარტავნებამ გააბნია და გააშორა ერთი მეორეს ხალხი და წარმოშვა სხვადასხვა ენა. აქედან ჩანს, რომ ამპარტავანი არ უყვარს ღმერთს, და სჯის მას, ამიტომ უნდა ვეცადოთ გულში ამპარტავნება ამ შეგვეპაროს, რომ ღმერთმა ჩვენც არ დაგვსჯის.

ლექსიკონი: გოდოლი - კოშკი. გარყვნა - დამახინჯება, შერყვნა.

აბრაამის მოწოდება

გოდლის შენების შემდეგ გაფანტულმა ხალხმა მალე დაივიწყა თავისი მოდგმა და

ჭეშმარიტი ღმერთი. შემოქმედის ნაცვლად კერპებს* დაუწყეს თაყვანისცემა. ღმერთად აღიარეს მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ზოგიერთი ცხოველები, ფრინველები და ქვეწარმავლები. აკეთებდნენ ამ საგნების გამოსახულებას, ასვენებდნენ სახლში ან საგანგებოდ გაკეთებულ ტაძრებში და თაყვანს სცემდნენ მათ. ასე წარმოსდგა კერპები და მათი თაყვანისცემა.

როცა მთელი კაცობრიობა კერპების თაყვანისმცემელი შეიქნა, ამ დროს ქალდეველთა ქვეყანაში ცხოვრობდა ერთი კეთილმორწმუნე კაცი, სახელად აბრაამი. ქვეყანაზე ჭეშმარიტი სარწმუნოება რომ შენახულიყო აბრაამის შთამომავლობაში მაინც, ღმერთმა უბრძანა მას დაეტოვებინა თავისი სამშობლო და ქანაანის ქვეყანაში გადასახლებულიყო. აბრაამი დაემორჩილა ღვთის ბრძანებას, წაიყვანა თავისი ცოლი სარა და მივიდა ქანაანის ქვეყანაში. აქ ღმერთი ხელმეორედ გამოეცხადა მას და აღუთქვა: ამ ქვეყანას შენს შთამომავლობას დავუმკვიდრებო, და თესლისაგან შენისა იკურთხევიან ყოველნი ტომნი ქვეყანისანიო. ესე იგი, შენი შთამომავლობისაგან დაიბადება მხსნელი ქვეყნისაო (ქრისტე). ამ დროიდან ქანაანს ეწოდება „აღთქმული მიწა“.

ლექსიკონი: კერპი - წარმართული ღმერთების სკულპტურული გამოსახულება, მათ როგორც

ღმერთებს მსხვერპლს სწირავდნენ.

აბრაამი და სამი მგზავრი აბრაამი სტუმართმოყვარე კაცი იყო. ერთხელ მან სამი მგზავრი დაინახა მომავალი,

მიეგება მათ, მორიდებით მიიწვია კარავში. ჩვეულებისამებრ მგზავრებს ფეხი დაბანეს და საჭმელი მიართვეს; ტრაპეზის* დროს ერთმა მგზავრმა სარა მოიკითხა და აუწყა აბრაამს: ერთი წლის შემდეგ ვაჟი გაგიჩნდებაო. ეწოდება. ამ დროს აბრაამს და სარას ჯერ კიდევ შვილი არ ჰყავდათ და უკვე ღრმად მოხუცებულნი იყვნენ, ამიტომ სარას გულში ჩაეცინა. მაშინ სტუმარმა თქვა: „რად გაიცინა სარამ და რად გაიფიქრა გულში, სიბერის დროს შვილი როგორღა უნდა მეყოლოსო? განა ღვთისათვის არის რაიმე ძნელი, რისი აღსრულებაც მას არ შეეძლოს?“

სარამ და აბრაამმა ცხადად დაინახეს, რომ სტუმარმა ისიც იცოდა, რასაც კაცი გულში იფიქრებდა, და უწყოდა მომავალი. მაშინ მაშინ ისინი მიხვდნენ თუ ვინ იყვნენ მათი სტუმრები. ერთი მათგანი იყო თვით უფალი, ორნი - ანგელოზები.

ლექსიკონი: ტრაპეზი - სუფრა, მაგიდა; სადილი, წვეულება.

Page 15: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

სოდომი და გომორი როცა აბრაამი აცილებდა სტუმრებს, უფალმა გამოუცხადა მას, რომ აპირებდა მეზობელი

ქალაქების - სოდომისა და გომორის განადგურებას, რადგან მისი ცოდვები ზეცას შემოჰღაღადებენო.

სოდომის და ახლო ქალაქების მცხოვრებლები მართლაც მეტად ბოროტნი, ბიწიერნი და საშინლად გარყვნილნი იყვნენ. უფალი ხედავდა, რომ მათგან მოულოდნელი იყო სინანული და სწორ გზაზე მოქცევა. ხოლო ცოდვანი მათნი ისეთი მძიმენი, რომ მათი ქვეყანაზე დარჩენა საშიში იყო: სხვებიც მათ მაგალითს წაბაძავდნენ და მთელი ქვეყანა გაირყვნებოდა. ამიტომ უფალმა გადაწყვიტა, სამაგალითოდ დაესაჯა ისინი.

აბრაამის ძმისწული სოდომში ცხოვრობდა, ამიტომ აბრაამს შეეშინდა, ისიც სხვებთან ერთად არ დაიღუპოსო და დაუწყო ვედრება უფალს, დაეფარა უსჯულო ქალაქი, თუ იქ რამდენიმე მართალი კაცი მაინც იქნებოდა. უფალმა ბოლოს უპასუხა: „არ დავღუპავ ქალაქს ათი მართალი კაციც რომ იყოსო“.

მაგრამ ქალაქში ლოთის გარდა სხვა მართალი კაცი არ აღმოჩნდა, ამიტომ ანგელოზები ადამიანის სახით შევიდნენ სოდომში და ლოთი და მისი ოჯახი სასწრაფოდ განარიდეს იქაურობას, თან უთხრეს: „ჩქარა უშველე თავს. გასწი, უკან ნუღარ მოიხედავ და ნუ გაჩერდები ამ მინდორზე, თორემ დაიღუპები! “ ამოვიდა თუ არა მზე, აი, რა საშინელი სასჯელი მიაყენა უფალმა სოდომსა და მის ახლო ქალაქებს: ციდან წამოვიდა ცეცხლის წვიმა, მოედო ქალაქებს და მათ გარშემო არემარეს და მთლად გადაბუგა. შემდეგ გასკდა დედამიწა, ჩავარდა ძირს და მის ადგილას გაჩნდა საშინელი მტუტე და მწარე ზღვა. ამ ზღვას დაერქვა სახელად მკვდარი ზღვა, იმიტომ, რომ თვითონ მასშიც და მის გარშემოც ცოცხალი არსება ძნელი სანახავია.

ლოთის ცოლმა არ აღასრულა ღვთის ბრძანება; წინააღმდეგ ანგელოზის დარიგებისა, იგი გზაზე გაჩერდა, მიიხედა უკან და თითქო ნანობდა სოდომის დატოვებას. ამისთვის მასაც საშინელი სასჯელი მიადგა: მისი სხეული უცებ გადაიქცა მარმარილოს სვეტად.

ისაკის მსხვერპლად შეწირვა

უფლის წინასწარმეტყველება ასრულდა, აბრაამს გაუჩნდა სარასაგან შვილი, რომელსაც

ისაკი უწოდა. როცა ისაკი 17 წლის შეიქნა, ღმერთმა გამოსცადა აბრაამის სარწმუნოების სიმტკიცე და მოსთხოვა, რომ ისაკი მსხვერპლად შეეწირა იმ ადგილას,სადაც უჩვენებდა. შეწუხდა აბრაამი, მაგრამ, ღვთის კეთილ განზრახვაში სრული დარწმუნებული დაუყოვნებლივ შეუდგა ბრძანების შესრულებას. მან მოამზადა ყველაფერი, რაც საჭირო იყო, წაიყვანა ისაკი და გაუდგა გზას. სამი დღე იარა და მხოლოდ მესამე დღეს საღამოს მიიღო ღვთისაგან ბრძანება, სად უნდა შეესრულებინა მსხვერპლის შეწირვა (როგორც ამბობენ, ეს ადგილი სწორედ ის გოლგოთას მაღლობი იყო, სადაც შემდეგ ჯვარს ეცვა აღთქმული მაცხოვარი). ისაკმა არ იცოდა მამის განზრახვა და გზაში ეკითხებოდა: ყველაფრით მზად მივდივართ და სამსხვერპლო ცხოველი კი რად არ მიგვყავსო? ღმერთი მოგვცემსო, - ანუგეშებდა მამა. ბოლოს ავიდნენ მთის წვერზე. აბრაამმა ააშენა სამსხვერპლო, დააწყო ზედ შეშა, მერმე შეკრა ისაკი და დადო შეშაზე. აბრაამმა აიღო ხელში დანა და ის იყო, უნდა დაეცა შვილისათვის, რომ ამ დროს ზეციდან მოისმა ხმა: „აბრაამ! ნუ შეახებ ხელს ყრმასა მაგას, ნურას დაუშავებ მას. ახლა ცხადად გამოჩნდა, რამდენად გიყვარს შენ ღმერთი, რადგანაც არ დაიშურე ერთადერთი საყვარელი ძე შენი“.

აბრაამი სიხარულით ცას ეწია და მაშინვე ახსნა ისაკი. მიიხედა აბრაამა და დაინახა იქვე ახლოს ცხვარი, რომელიც რქებით გახლართულიყო ბუჩქნარში. აიყვანა ეს ცხვარი აბრაამმა და მსხვერპლად შესწირა უფალს ისაკის მაგიერ. აი, რა ხმა მოესმა ზეციდან აბრაამს მსხვერპლის შეწირვის შემდეგ: „რადგანაც შენ არ დაიშურე ჩემთვის შვილი შენი საყვარელი, ამიტომ გაკურთხებ შენ დიდითა კურთხევითა და ისე გავამრავლებ შენს შთამომავლობასა, როგორც მრავალნი არიან ვარსკვლავნი ცისანი და ქვიშანი ზღვისანი. და ერთი შენი

Page 16: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

შთამომავლის მეოხებით (იგულისხმება ქრისტე) მიიღებენ უფლის კურთხევას ყოველნი ხალხნი ქვეყანისანი“.

ისაკის შვილები. საიდუმლო კიბე

ისაკს ტყუპი ვაჟი შეეძინა: ესავი და იაკობი. ესავი უფროსი იყო, იაკობი უმცროსი. ესავი

როცა მოიზარდა, მონადირეობა აირჩია ხელობად, იაკობმა კი არ დააგდო კვალი მამა-პაპისა და მწყემსი გახდა.

ესავი იყო ანჩხლი, გულჩქარი და ბრიყვული თვისების. ხოლო იაკობსა ჰქონდა მშვიდი, ხათრიანი და უწყინარი ხასიათი. პირველი შვილი მამას მომეტებულად უყვარდა, რადგანაც ნადირის ხორცით ხშირად ასიამოვნებდა ხოლმე, მეორე კი დედას უფრო უყვარდა.

მაშინდელი ჩვეულებით მამის კურთხევა და ორი წილი ქონება უფროსს, ესავს, უნდა რგებოდა, მაგრამ, ღვთის განაგებით, ისაკმა იაკობი აკურთხა და ამით უფროსობაც მას მიაკუთვნა. აი როგორ მოხდა ეს:

ერთხელ ესავი დიდი ხნის ნადირობის შემდეგ მოვიდა შინ საშინლად დაღლილი და მშიერი. ამ დროს იაკობს წინ ედგა სავსე ჯამი ოსპის შეჭამანდისა. „მოიტა, გამაძღე ერთი, მაგ შენი შეჭამანდით“, - უთხრა ესავმა იაკობს. „შენი უფროსობა ეხლავე მე დამითმე და ბატონი ბრძანდები“, - უპასუხა იაკობმა. „რა თავში ვიხლი უფროსობას, როდესაც შიმშილით ვკვდები“, - მოუფიქრებლად მიუგო ესავმა. ასე წინდაუხედავად დაუთმო მან უფროსობა უმცროს ძმას და შეჰფიცა კიდეც, რომ თავის დღეში აღარ შეეცილებოდა.

ესავს, როგორც დაუდევარს* კაცსა, მალე დაავიწყდა ეს შემთხვევა და მოინდომა თავისი უფროსობის დალოცვა. მაგრამ ეს დალოცვა ერგო მასზედ უფრო ღირსეულს - იაკობს. საქმე იაკობს გაურიგა რებეკამ, რომელსაც იგი უფროს შვილზე მომეტებულად უყვარდა.

რებეკამ შეიტყო, რომ ისაკი აპირებდა ესავის დალოცვას, ადგა და გაგზავნა იაკობი მამასთან კურთხევის მისაღებად მაშინ, როდესაც ესავი სანადიროდ გაიგულა. ისაკი ამ დროს ძალიან მოხუცებული იყო და ვეღარ ხედავდა. როცა იაკობი შევიდა დასალოცად, ისაკს ეგონა ესავიაო, აკურთხა იგი და დაულოცა უფროსობა ძმაზე.

ესავი მალე დაბრუნდა ნადირობიდან და, რომ შეიტყო მამისაგან ძმის ოინი, საშინელი ყვირილი და ტირილი მორთო და ხვეწნა დაუწყო ისაკს, რომ მას თავისი ლოცვა-კურთხევა მისთვის მიეცა. მაგრამ ისაკმა დალოცვის შეცვლა აღარ მოინდომა, რადგანაც იფიქრა: უთუოდ ღმერთს ნებავდა, რომ იაკობს მისცემოდაო უფროსობა.

ესავი საშინლად გაცეცხლდა და იმუქრებოდა, რომ მოკვდებოდა თუ არა ისაკი, იაკობს ერთ დღესაც არ აცოცხლებდა. შეშინებული იაკობი, დედის რჩევით, თავის ბიძა ლაბანთან გაიქცა ქალდეაში დასამალავად. როცა მიდიოდა, გზაში შემოაღამდა და ტრიალ მინდორზე დაიძინა. ძილში ნახა კიბე, რომელიც სიმაღლით ცას სწვდებოდა. კიბეზე ადიოდნენ და ჩამოდიოდნენ ანგელოზები. ზემოთ იდგა ღმერთი და იაკობს მოესმა ხმა უფლისა: მე ვარ ღმერთი აბრაამისი და ისაკისი, ნუ გეშინია, რადგან მე ვიქნები შენი მფარველი. იმ ქვეყანას, სადაც ახლა შენ გძინავს, შენს შთამომავლობას დავუმკვიდრებ. ამ ჩვენებამ გაამხნევა იაკობი. როცა გაიღვიძა, ღმერთს მადლობა შესწირა და დამშვიდებული, რომ ძმა ვერაფერს დააკლებდა, გაუდგა გზას ბიძისაკენ. ბიძასთან იაკობი ოცი წელი დარჩა, ცოლი შეირთო, დიდძალი სიმდიდრე შეიძინა და მამის სიცოცხლეშივე გადაწყვიტა უკან დაბრუნება. ადგა და წავიდა მთელი სახლობით, მრავალი მონითა და საქონლით ქანაანის ქვეყანაში. იაკობს ერთი მხრით მიუხაროდა ქანაანის ქვეყანაში, მეორე მხრით კი ეშინოდა, ესავს ისევ ბოროტი გული ექნება ჩემზეო. მაგრამ უფალმა ერთი მოვლინებით ცხადად აჩვენა იაკობს, რომ მას შიში არაფრისა უნდა ჰქონოდა. იაკობმა გზაზე ნახა გუნდად ანგელოზები, რომლებიც მზად იყვნენ, დაეცვათ ყოველივე ბოროტისაგან.

იმედმოცემულმა იაკობმა გაგზავნა ძმასთან რამდენიმე მონა, რომ შეეტყობინებინათ, შენი ძმა დაბრუნდა სამშობლო ქვეყანაშიო. გაგზავნილნი მობრუნდნენ უკან და ვერაფერი სასიამოვნო ამბავი მოუტანეს იაკობს, მათ უთხრეს: შენი ძმა ესავი თვითონ მოდის შენთან დასახვედრად მრავალი შეიარაღებული კაცითო. იაკობმა მოიაზრა, ეჩვენებინა ძმისთვის

Page 17: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

თავისი პატივისცემა და სიყვარული და ამით მოეგო მისი გული. საქონელში აარჩია საუკეთესო, ძვირფასი პირუტყვები და გაუგზავნა ესავს საჩუქრად, მაგრამ იაკობი მაინც კიდევ იჭვნეულობდა ძმაზე და ამიტომ ყველაფერი მოამზადა გასაქცევად იმ შემთხვევისათვის, თუ ძმა მტრულად დაუხვდებოდა მას.

ამ თადარიგის დაჭერის შემდეგ იაკობმა დიდი მღელვარებითა და შფოთით დაუწყო ლოდინი ძმასთან შეხვედრას. უფალმა ახლაც ნუგეში სცა მას და გაამხნევა შემდეგი გასაოცარი გამოცხადებით:

ღამე იყო. იაკობი ბინას გაშორდა და მინდორში გავიდა მარტო. უცებ გამოცხადდა მასთან ერთი ვინმე და დაუწყო ჭიდაობა. ბრძოლა გაგრძელდა გათენებამდის. როცა განთიადმა მოატანა, უცნაურმა მოჭიდავემ უთხრა იაკობს: ეხლა კი გამიშვი, კმარაო. იაკობმა უპასუხა: არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებო. მოჭიდავემ მაშინვე ჰკითხა იაკობს სახელი და უთხრა: „ამის შემდეგ შენი სახელი იქნება ისრაელი* იმიტომ, რომ შენ ამ ღამეს ღმერთთან იჭიდავე, და, მაშასადამე, ყოველ კაცს დასძლევ“. ბოლოს აკურთხა იაკობი და გაუჩინარდა.

იაკობმა კარგად შეიტყო, ვინ იყო მასთან მოჭიდავე და ღვთის სიტყვების შემდეგ შიში სრულიად გაუქრა, - ძმისგან აღარ მოელოდა რაიმე ბოროტსა და ვნებას.

ამის შემდეგ იაკობს დაერქვა ისრაელი და მის შთამომავლობას ეწოდა და ეწოდება ისრაელი ხალხი. სახსოვრად ამ ბრძოლისა იაკობს ერთი ძარღვი ფეხისა დაუშავდა და მთელი სიცოცხლე ცოტათი კოჭლობდა.

მეორე დღეს იაკობმა დაინახა თავისი ძმა ესავი, რომელიც მის შესახვედრად მოიდიოდა მრავალი კაცით. იაკობი რომ მიუახლოვდა, ნიშნად პატივისცემისა შვიდჯერ დაუკრა ძმას თავი მიწაზე. ესავი გაექანა იაკობისაკენ, ძმური სიყვარულით მოეხვია ყელზე, კოცნიდა და თან ტიროდა მეტის სიხარულით, რომ მშვიდობით ეღირსა ძმის ნახვა. ტიროდა თვით იაკობიც. ასე შერიგდნენ ძმები და იწყეს ბედნიერი ცხოვრება.

ლექსიკონი: ისრაელი ქართულად ღმერთთან ნაჭიდავებს ნიშნავს.

იაკობის შვილები იაკობს თორმეტი ვაჟიშვილი ჰაყვდა, რომელთაგან ყველაზე მეტად იოსები უყვარდა,

რადგან იგი მართალი, მშვიდი და მორჩილი ყმაწვილი იყო. იაკობი არ ფარავდა თავის სიყვარულს იოსებისადმი: როცა დანარჩენი შვილები მთელ თვეებს სამწყემსურში ატარებდნენ, იოსები მამას მუდამ შინ ჰყავდა და ჭრელი ტანისამოსით მოსავდა. ძმებმა იოსების შური ჩაიდეს გულში. ეს შური მალე სიძულვილად ექცათ, როცა იოსებმა ძმებს სიზმრები უამბო.

„მე სიზმრად ვნახე, - უთხრა იოსებმა ძმებს, - რომ ჩვენ ყველანი პურის სამკალში ვიყავით და ძნებს ვკონავდით. ჩემი ძნა შუაში ჩადგა, თქვენი ძნები და გარშემო ეხვივნენ და თაყვანს* სცემდენო; და კიდევ: მზე, მთვარე და თერთმეტი ვარსკვლავი მე მცემდნენ თაყვანსო“. ეს სიზმრები იაკობმა და მისმა შვილებმა ისე ახსნეს, ვითომ იოსები დიდი კაცი უნდა გამხარიყო და მათ მისთვის თაყვანი უნდა ეცათ. ამის შემდეგ ძმებმა სიკვდილიც კი დაუპირეს იოსებს, მხოლოდ მარჯვე დროს ელოდებოდნენ. ეს დროც მალე დაუდგათ. ერთხელ ძმებმა ცხვარი შორს გარეკეს საძოვრად და დიდხანს შინ არ დაბრუნებულან, არც ამბავი შეუტყობინებიათ მამისათვის. შეწუხდა იაკობი და ამბის გასაგებად იოსები გაგზავნა. მისვლისთანავე ძმებმა შეიპყრეს იოსები, ჯერ სიკვდილი დაუპირეს, მერე ტანისამოსი გახადეს და ორმოში ჩააგდეს, სადაც შიმშილით უნდა მომკვდარიყო. ამ დროს, შემთხვევით, ისმაიტელმა ვაჭრებმა გამოიარეს და იოსები ოც ოქროდ იყიდეს. მამის რისხვას რომ გადარჩენილიყვნენ, ძმებმა იოსების ტანისამოსი თიკნის სისხლში ამოსვარეს და მამას უთხრეს, იოსები ნადირს დაუგლეჯიაო. იაკობმა დაიჯერა და დიდხანს იგლოვა თავისი საყვარელი შვილი.

ლექსიკონი:

Page 18: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

თაყვანისცემა - მოწიწებით თავის დახრა.

იოსები ეგვიპტეში ვაჭრებმა იოსები ეგვიპტეში მიიყვანეს და მეფის კარისკაცს პეტეფრეს მიჰყიდეს. იოსები

ამ დროს იყო ჩვიდმეტი წლისა. პეტეფრემ მალე დააფასა იოსების ერთგულება და სახლთუხუცესობა უბოძა ანუ ჩააბარა მოურაობა (მართვა-გამგეობა) მთელი სახლისა და ქონებისა. ცოტა ხნის შემდეგ პეტეფრეს ცოლმა ცილი* დასწამა იოსებს და საპყრობილეში ჩააგდებინა. ღმერთი ყველგან შველიდა კეთილ იოსებს. საპყრობილეში იყო ორი პყრობილი - მეფის მეღვინეთუხუცესი და მეპურეთუხუცესი. ერთხელ ოისებმა ეს კაცები ძალზე დაღონებული ნახა და მიზეზი გამოჰკითხა. მათ უთხრეს: სიზმრები ვნახეთ, ვერავინ აგვიხსნა და მით მეტად დავღონდითო, და მოუყვენ თავის სიზმრებს. მეღვინეთუხუცესმა უთხრა: მე ვნახე, ვითომ ჩენ წინ ვაზი ამოვიდა და სამი მტევანი ყურძენი გამოიხსა. მე დავკრიფე ის, გამოვწურე და მეფეს მივართვიო. მეპურეთუხუცესმა უთხრა: სამი კალათი მედგა თავზე, ზემო კალათი გამომცხვარი პურით იყო სავსე და ჩიტები კენკავდნენო. იოსებმა ორივეს აუხსნა სიზმარი. მეღვინეთუხუცესს უთხრა: სამი დღის შემდეგ გაგათავისუფლებენ და შენს თანამდებობას დაგიბრუნებენო; მეპურეთუხუცესს კი უთხრა: სამი დღის შემდეგ შენ თავს მოგაჭრიან და ხეზე ჩამოგკიდებენ ფრინველების საკენკადო. ამასთანავე მეღვინეთუხუცესს სთხოვა, ნუ დაგავიწყდები, მეც მომიგონე და გამათავისუფლე აქედანო. ყოველივე ისე შესრულდა, როგორც იოსებმა თქვა. მეპურე სიკვდილით დასაჯეს, მეღვინეს კი დანაშაული აპატიეს და უწინდელი ადგილი ისევ დაუბრუნეს.

როცა მეღვინე ბედნიერებაში ჩავარდა, იოსები სრულიად დაივიწყა და აღარ ახსოვდა მისი თხოვნა, მაგრამ უფალი არ დაივიწყებს მართალთ არასდროს.

ლექსიკონი: ცილისწამება - ადამიანისთვის იმის დაბრალება, რაც მას არ ჩაუდენია.

იოსები სიზმრებს უხსნის ფარაონს ორი წელიწადი კიდევ გავიდა და იოსები ჯერ ისევ საპყრობილეში ეწვალებოდა. ამ დროს

ეგვიპტის ფარაონმა ნახა სიზმრები, რომლებიც ვერავინ აუხსნა. მაშინ მეღვინეთუხუცესს მოაგონდა საპატიმროში მყოფი იოსები და მეფეს მოახსენა. მეფემ დაიბარა იოსები და სიზმარი უამბო: „მდინარიდან ამოვიდა ჯერ შვიდი მსუქანი ძროხა და შემდეგ შვიდი მჭლე. მჭლე ძროხებმა მსუქანი ძროხები შეჭამეს და თვით არაფერი დაეტყოთ. ერთ ღეროზე ჯერ შვიდი ხორბლით სავსე თაველი ამოვიდა, და მერე შვიდი ცარიელი და ცარიელებმა დაჭამეს სავსენი“. იოსებმა ასე აუხსნა მეფეს ეს სიზმრები: „შვიდი სავსე თაველი და შვიდი მსუქანი ძროხა შვიდ მოსავლიან წელიწადს მოასწავებს; შვიდი ცარიელი თაველი და შვიდი მჭლე ძროხა - შვიდი წლის მოუსავლობას. ღმერთმა ჩვენებით გაუწყა ეს ამბავი, რომ მოსავლიან წლებში პური შეაგროვო და შიმშილობის დროს ხალხი გამოჰკვებო“. ფარაონს მეტად მოეწონა სიზმრების ახსნა და ჭკუაში მოუვიდა იოსების წინადადება. ამიტომ თქვა: „სად ვპოვებთ იმისთანა გონიერ და საზრიან კაცს, როგორიც შენ ყოფილხარ? შენით ლაპარაკობს თვით უფალი და შენვე დაგადგენ მთელი ეგვიპტის უფროსად. ყველა შენს სიტყვას დაემორჩილება და უშენოდ არაფერი გაკეთდება ჩემს საბრძანებელში. მარტო მე ვიქნები შენი უფროსი“.

ამის შემდეგ იოსები გახდა მეორე კაცი ეგვიპტეში და მართავდა მთელ სახელმწიფოს. ამ დროს იგი იყო ოცდაათი წლისა.

იოსებისა და მისი ძმების შეხვედრა. იაკობის გადასახლება ეგვიპტეში

Page 19: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

გავიდა შვიდი მოსავლიანი წელიწადი და დადგა შიმშილობა. მოსავლიან წლებში იოსებმა იმოდენა პური შეაგროვა, რომ შესაძლებელი შეიქნა სხვა ქვეყნებშიაც გაეყიდა. შიმშილობა ქანაანის ქვეყანაშიაც ჩამოვარდა. იაკობმა გაიგო ეგვიპტეში პური იყიდებაო და გაგზავნა შვილები. ათი უფროსი ძმა გაუდგა გზას, მეთერთმეტე კი, სულ უმცროსი, რომელსაც სახელად ბენიამენი ერქვა, შინ, მამასთან დარჩა. მისვლისთანავე ისნი იოსებს წარუდგინეს, როგორც უცხო ქვეყნიდან მოსულები. იოსებმა მაშინვე იცნო თავისი ძმები, ძმებმა კი ვერ იცნეს იგი. იოსებს უნდოდა გაგეგო, რამდენად შეიცვალნენ მისი ძმები და მკაცრად დაუწყო მათ ლაპარაკი. „თქვენ მზვერავები უნდა იყოთ, როგორც გეტყობათ, თქვენ პურის საყიდლად კი არ მოსულხართ, გინდათ დაზვეროთ ჩვენი ქვეყანა, მერე მოხვიდეთ, აიკლოთ და თვითონ დაესახლოთ“. „ჩვენ მზვერავები არა ვართ, - მოახსენეს ძმებმა, - ჩვენ ერთი კაცის შვილები ვართ, თორმეტი ვიყავით, ერთი აღარა გვყავს, ერთიც შინ დარჩა მამასთან და ათნი აქ მოვედით პურის საყიდლად, და თერთმეტმა კაცმა რანაირად უნდა შევძლოთ ამოდენა ქვეყნის დაპყრობა?“ „თქვენ თუ მართალს ამბობთ, ერთი ძმა მძევლად დამიტოვეთ და მეორედ რომ მოხვალთ, უმცროსი ძმაც მომიყვანეთ“, - უთხრა მრისხანედ იოსებმა. ძმებმა ერთი მეორეში დაიწყეს ლაპარაკი ებრაულ ენაზე, ღმერთი გვსჯის იოსების გაყიდვისთვისო. იოსები მიხვდა, რასაც ლაპარაკობდნენ, მიხვდა, რომ ძმებს შეუნანებიათ ცოდვა, ვეღარ მოითმინა, გავიდა მეორე ოთახში და დიდხანს ტიროდა. გული რომ მოიბრუნა, იოსები დაბრუნდა უკანვე და უბრძანა, ერთი მათგანი, სახელად სვიმონი, შეეკრათ მის თვალწინ და უკანვე საპყრობილეში წაეყვანათ, სხვებისთვის კი მიაცემინა პური და გაისტუმრა.

როცა ძმები დაბრუნდნენ შინ და უამბეს მამას თავიანთი თავგადასავალი, იაკობი ძალიან შეწუხდა და თქვა: „თქვენ გინდათ, რომ სრულიად უშვილოდ დამაგდოთ. იოსები დამეღუპა, სვიმონიც არსად ჩანს და ბენიამენიც გინდათ წამართვათ. არა, არასდროს ბენიამენს თქვენ არ გაგატანთ. გზაზე მას ხიფათი რამე შეემთხვევა და მოხუცებულს სიმწრით ჩამიყვანთ საფლავში“.

მაგრამ, როცა პური შემოელიათ, იაკობი იძულებული შეიქმნა ბენიამენიც გაეტანებინა. იოსებმა სიხარულით მიიღო ძმები და დიდი ნადიმი გაუმართა მათ. მსახურთ უბრძანა, მის სახლში დაებინავებინათ ისინი, მიეყვანათ მათთან ის ძმა, რომელიც საპყრობილეში იყო და კარგად გამასპინძლებოდნენ, თვითონაც მათთან დაჯდა და სთავაზობდა საჭმელს. სადილის შემდეგ იოსებმა უბრძანა, მიეცათ მათთვის პური და ყველანი შინ გაისტუმრა. იოსები კიდევ არ გაუტყდა ძმებს. იმიტომ, რომ უნდოდა, ჯერ გაეგო, ჰქონდათ თუ არა მათ შური უმცროსი ძმისა, რომელიც იოსების შემდეგ მამას მომეტებულად უყვარდა. მზად იყვნენ თუ არა, გამოსარჩლებოდნენ მას და ებრალებოდათ თუ არა მოხუცი მამა. ამ განზრახვით იოსებმა უბრძანა, ბენიამენის ტომარაში ჩუმად ჩაეტანებინათ თავისი ვერცხლის ბარძიმი*.

როცა ძმები, რომელთაც ეს ამბავი ფიქრადაც არ მოუვიდოდათ, წავიდნენ თავიანთ გზაზე, იოსებმა გამოუყენა მათ უკან თავისი ეზოსმოძღვარი.

„სიკეთისათვის ბოროტი რად გვიყავით?“ - დაუყვირა მათ სახლის გამგებელმა, როდესაც დაეწია და გააჩერა გზაზე.

ძმები სახტად დარჩნენ, ერთმანეთს დაუწყეს ცქერა და არ იცოდნენ, თუ რაზე იყო ლაპარაკი.

„რად მოიპარეთ ბარძიმი ჩემი ბატონისა, ის ბარძიმი, რომლითაც იგი ღვინოსა სვამს?“ „რას ბრძანებ, ბატონო? - მიუგეს შეძრწუნებულმა და შეშინებულმა ძმებმა, - ჩვენ

იმისთანა ხალხი როდი ვართ, რომ მაგისთანა საქმე ჩავიდინოთ? თუ ჩვენგანს ვისმეს ის ბარძიმი უპოვეთ, სიკვდილით დაისაჯოს და ჩვენც ყველანი გავხდეთ მონანი შენის ბატონისა“.

„კარგი, აგრე იყოს. ვისაც ვუპოვნი ბარძიმს, ის ჩემი მონა უნდა გახდეს“. ეს რომ თქვა ეზოსმოძღვარმა, დაუწყო გახსნა ყველა ტომარას და გაუჩხრიკა ყველას,

უფროსიდან დაწყებული უმცროსამდის. ბარძიმი აღმოჩნდა ბენიამენის ტომარაში. საშინელი თავზარი დაეცათ ძმებს. სიმწარით ტანისამოსი გაიგლიჯეს და სახედრებს უკანვე აქნევინეს პირი. როცა იოსების წინაშე წარდგნენ, მან სასტიკი საყვედურით მიიღო ისინი.

Page 20: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

მაშინ იუდა წინ წარდგა და მოახსენა: „რაღა გვეთქმის, ბატონო, და რითიღა გავიმართლებთ თავს? ღმერთი უწინდელი შეცდომებისათვის გვსჯის ჩვენ. აი, ახლა ჩვენ, სულ ყველანი, შენს მონებად ვრჩებით“.

„არა, - მიუგო იოსებმა, - მე მაგას არ ვიქმ. ჩემს მონად უნდა დარჩეს მარტო ის, ვის ტომარაშიც ბარძიმი იპოვეს. თქვენ კი ყველას, შეგიძლიათ მშვიდობით დაბრუნდეთ მამასთან“.

მაშინ იუდამ ხვეწნა და ვედრება დაუწყო, რომ არ ექნა ეს იოსებს მათთვის: „მოხუცებულ მამაჩვენს ერთი დღეც არ შეუძლია იცოცხლოს უბენიამენოდ. თუ იგი მას დაკარგავს, უსათუოდ ჯავრით მოკვდება. როგორღა უნდა ვეჩვენო მოხუცებულ მამას, რა უნდა ვუთხრა, როგორ ვუცქირო მის საცოდაობას? არა, დამტოვე ამ ყმაწვილის მაგივრად შენს მონად და მას კი ნება მიეცი, წავიდეს შინ თავის ძმებთან ერთად“.

მაშინ კი იოსებმა ვეღარ შეიმაგრა თავი და ვეღარ დამალა თავისი ვინაობა. დაითხოვა გარეთ ყველა მსახური და როცა ძმებთან მარტო დარჩა, მდუღარე ცრემლი წასკდა და დაიძახა: „მე იოსები ვარ! ცოცხალია კიდევ მამაჩემი?“

ძმებს გონება სრულიად დაეკარგათ საშინელი განცვიფრებისაგან. მათ ერთი სიტყვაც ვერ მიუგეს, ისე შეეშინდათ. სირცხვილმა და შიშმა მომიცვა ისინი და იდგნენ ძმის წინ თავზარდაცემულნი.

მაშინ იოსებმა თქვა: „ახლო მოდით ჩემთან“. მივიდნენ, მაგრამ ხმას კიდევ ვერ იღებდნენ. „მე იოსები ვარ, - გაუმეორა, - თქვენი ძმა, სწორედ ის, რომელიც ეგვიპტელებს მიჰყიდეთ.

მაგრამ ნუ სწუხართ ჩემს გაყიდვაზე. თვით უფალმა მომიყვანა აქ თქვენი სიცოცხლის გადასარჩენად. გაეჩქარეთ მამაჩემთან და ახარეთ ჩემი დიდება ეგვიპტეში. უთხარით ყველაფერი, რაც აქ ნახეთ და ჩქარა მომგვრეთ აქ“.

მერე გაექანა, მოეხვია ყელზე ბენიამენს, ჰკოცნიდა და ორივე ტიროდა სიხარულით. მერე თვალცრემლიანმა ყველა ძმა დაჰკოცნა. ისინიც ტიროდნენ და ერთმანეთს ერწყმოდა მათი ცრემლები. მხოლოდ ეხლა აეხსნათ მათ ენა და დაუწყეს იოსებს ლაპარაკი. მაგრამ თანაც შეეშინდათ, - ვაი თუ იოსებმა შური იძიოს და დაგვხოცოსო. იოსებმა ანუგეშა ისინი და უთხრა: „ნუ გეშინიათ, ჩემი გაყიდვა უთუოდ ღვთის განგებით მოხდა, რომ თქვენ შიმშილით არ დახოცილიყავით, წადით, უთხარით მამაჩემს ეგვიპტეში გადმოსახლდეს, რადგან მოუსავლიანობა კიდევ დიდხანს გასტანსო“.

ფარაონმა რომ შეიტყო თავისი საყვარელი იოსების სიხარული, თვითონაც გაიხარა და უბრძანა, რომ მის მაგივრადაც მოოეწვიათ იაკობი ეგვიპტეში. იოსებმა გაისტუმრა ძმები მრავალი საჩუქრით და მდიდრული ეტლები გაატანა მამის გადმოსაყვანად.

ძმები სიხარულით დაბრუნდნენ შინ და მამას სასიხარულო ამბავი მოუტანეს. იაკობმაც დიდად გაიხარა და ეგვიპტეში გადასახლდა. ფარაონმა მისცა იაკობს საცხოვრებლად ერთი ყველაზე უკეთესი კუთხე ეგვიპტისა, სადაც იაკობი დაბინავდა მთელი თავისი სახლობით. სიკვდილის წინ იაკობმა აკურთხა თავისი შვილები და ერთ მათგანს, იუდას, უწინასწარმეტყველა, რომ მის შთამომავლობაში არ გამოილეოდნენ მთავარნი და მეფენი, სანამ არ მოვიდოდა ქვეყნად მაცხოვარი, რომელიც იქნებოდა მისივე შთამომავლობისა.

ლექსიკონი: ბარძიმი - სასმისი.

მოსე წინასწარმეტყველი

იაკობის შვილები ძლიერ გამრავლდნენ ეგვიპტეში; ასე რომ მალე მთელი ხალხი შეიქნა,

რომელსაც ისრაელნი დაერქვათ. ისრაელთა უზომო გამრავლებამ საგონებელში ჩააგდო ეგვიპტელები. მათ ეშინოდათ, ვაი თუ ისრაელნი შემთხვევის დროს ჩვენს მტრებს შეუერთდნენ, გვძლიონ და ეგვიპტიდან წავიდნენო. ამიტომ დაუწყეს მათ შევიწროება სხვადსხვა მძიმე სამუშაოებით, ამასთანავე, ყველა ეგვიპტელს ნება მისცეს, ეცემა, დაერბია,

Page 21: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

მოეკლა კიდეც ისრაელი, ისრაელთ კი უფლება არ ჰქონდათ სამაგიერო გადაეხადათ. როცა ვერაფერმა უშველა და ისრაელნი უფრო მრავლდებოდნენ, ერთმა ფარაონმა ბრძანება გამოსცა, რაც ისრაელთა შორის ვაჟი დაიბადოს, ყველა დაარჩვეთ ან მდინარეში გადაყარეთო.

ამ საშიშარ დროს ერთ ისრაელის ოჯახში ფრიად შესანიშნავი სილამაზის ვაჟი დაიბადა. დედამ სამი თვე მალა იგი და, რადგან მეტი დამალვა აღარ შეიძლებოდა, გაფისულ კალათში ჩააწვინა და მდინარის პირას დადგა, თავის ქალიშვილს, მარიამს, კი დაავალა ფარულად ყური ეგდო. ცოტა ხნის შემდეგ მდინარეზე საბანაოდ მეფის ასული ჩამობრძანდა; კალათი რომ გახსნა, შიგ ბავშვი დაინახა, მაშინვე მიხვდა, რომ ეს ისრაელის ბავშვი იყო, მას შეებრალა საცოდავად დაგდებული ბავშვი და ძიძა მოიკითხა. ამ დროს მარიამიც გამოვიდა თავისი საფარიდან და ძიძად თავისი დედა შესთავაზა. ბავშვი, ღვთის განგებით, ისევ თავის დედის ხელში აღიზარდა. როცა ჩვილი წამოიზარდა, მეფის ქალიშვილმა სასახლეში მოაყვანინა, იშვილა და სახელად მოსე უწოდა, რაც წყლიდან ამოყვანილს ნიშნავს. ამის შემდეგ მოსე სასახლეში იზრდებოდა საუკეთესო მასწავლებლების ხელში და მაშინდელი ეგვიპტის მთელი მეცნიერება შეისწავლა.

ლტოლვა* ეგვიპტიდან

მოსემ კარგად იცოდა თავისი შთამომავლობა და წუხდა ისრაელთა უნუგეშო

მდგომარეობის გამო. უნდოდა რამენაირად დახმარებოდა ტანჯულ ხალხს, მაგრამ რას გააწყობდა ეგვიპტის სასტიკი მეფეების ხელში? ამასთანავე, თვითონაც მალე უნდა გაქცეულიყო ეგვიპტიდან.

ერთხელ გზაში მოსემ შენიშნა, რომ ეგვიპტელი სასტიკად სცემდა ისრაელს, მოსე გამოესარჩლა ისრაელს და მოკლა ეგვიპტელი. მეფეს რომ არ გაეგო, ეგვიპტელი იქვე მიწას მიაბარა, მაგრამ გაუგებარი მაინც არ დარჩა ეს ამბავი და მოსე იძულებული გახდა დამალოდა მეფის რისხვას. იგი გაექცა მადიამის ქვეყანაში და თავი შეაფარა მღვდლის იოთორის ოჯახს; ცოტა ხნის შემდეგ მისი ქალიშვილი ცოლად შეირთო და ცხვრის მწყემსი გახდა.

ლექსიკონი: ლტოლვა - გაქცევა

მოსეს მოწოდება

ისრაელნი ეგვიპტეში ოთხას წელიწადს დარჩნენ. მათ ტანჯვას რომ უყურებდა, მოსეს

ეგონა, რომ ისინი სრულიად მოისპობოდნენ ეგვიპტეში, ისე, როგორც ხე იწვის და ისპობა ცეცხლში. მაგრამ ღმერთმა არ დაღუპა თავისი რჩეული ხალხი და იმავე მოსეს ხელით მალე გამოიხსნა იგი ეგვიპტის მონობისაგან.

ერთხელ მოსე ცხვარს აძოვებდა ქორენ მთაზე; უეცრად შენიშნა, რომ მაყვლის ბუჩქს ცეცხლი ეკიდა და არ იწვოდა. გაუკვირდა მოსეს, მივიდა ახლოს და ბუჩქიდან ასეთი სიტყვები გაიგონა: „მე ვარ ღმერთი აბრაამისი, ისაკისი და იაკობისი, მე ვხედავ ჩემი რჩეული ხალხის ტანჯვას ეგვიპტეში, აწ წადი შენ და გამოიხსენი იგი ფარაონის მონობისაგან“. მოსე მიხვდა, რომ ღმერთი აგზავნიდა მას ისრაელთა გამოსახსნელად; ჯერ უარზე დადგა სხვადსხვა მიზეზების გამო, მაგრამ შემდეგ დათანხმდა, რადგან ღმერთმა სასწაულთმოქმედების ძალა მისცა და მისივე ძმა, აარონი, თანაშემწედ დაუნიშნა.

პასექი და ისრაელთა გამოსვლა ეგვიპტიდან

ქორებ მთაზე ღმერთის მოწოდების შემდეგ მოსე დაუყოვნებლივ წავიდა ეგვიპტეში,

წაიყვანა თავისი ძმა აარონი და განუცხადა ფარაონს ღვთის ბრძანება, რომ ებრაელები გაეთავისუფლებინა. ფარაონი ჯერ უარზე დადგა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა დათანხმებულიყო, რადგან ღმერთმა ურჩობისათვის დასაჯა იგი და მთელი ეგვიპტე. მეფის

Page 22: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

ჯიუტობამ ათი სხვადასხვა სასჯელი მიაყენა ეგვიპტელებს. უკანასკნელი და უმძიმესი სასჯელი მათი უფროსი შვილების უეცარი დახოცვა იყო. ეს ამბავი ასე მოხდა: მოსემ მოიხმო ისრაელთა თავკაცები და გამოუცხადა მათ ღვთის ბრძანება, რომ 14 მარტს თითოეულ ოჯახს დაეკლა თითო წლის უმანკო ტარიგი (კრავი), სისხლი კარებზე მოეცხო, ხორცი მთლად შეეწვა და შეეჭამა ხმიადი პურით და მწარე ბალახით, ძვლები კი არ დაემტვრია, თანაც მზად ყოფილიყვნენ სამგზავროდ. ღამით, - უთხრა მოსემ, - ჩამოივლის ანგელოზი და პიმშოებს დახოცავს იმ ოჯახებში, სადაც კარებზე სისხლი არ ეცხება. ისრაელთ შეასრულეს მოსეს ბრძანება. დანიშნულ დროს, შუაღამისას, საზარელი ტირილი გაისმა მთელ ეგვიპტეში. აღმოჩნდა, რომ ყველა ეგვიპტელს, მეფიდან დაწყებული, პირმშო მოკვდომოდა. მაშინ ფარაონმა საჩქაროდ დაიბარა მოსე და აარონი და უბრძანა: დაუყოვნებლივ გაეყვანათ ისრაელნი ეგვიპტიდან. ისრაელთ არ ეძინათ და მზად იყვნენ სამგზავროდ. ექვსასი ათასი კაცი გამოიყვანა მოსემ ეგვიპტიდან ქალებისა და ბავშვების ჩაუთვლელად, და ღვთის ბრძანებით წაიყვანა ქანაანის ქვეყანაში, საიდანაც იაკობი გადმოესახლა ეგვიპტეში. ეს ქანაანის ქვეყანა ერთ დროს ღმერთმა აბრაამს აღუთქვა და ამიტომ მას აღთქმის ქვეყანაც ეწოდება.

14 მარტი ებრაელებმა დღესასწაულად დაიდვეს და პასექი უწოდეს (ე.ი. ჩაიარა ან გაიარა, რადგან ანგელოზმა ვნებამიუყენებლად ჩაუარა იმ სახლებს, რომლებსაც სისხლი ეცხო.)

ისრაელთა მოგზაურობა

როცა ეგვიპტელებმა პირმშოები გამოიტირეს, ფარაონს დაენანა ისრაელთა გაშვება,

შეკრიბა დიდძალი ჯარი და დაედევნა უკან დასაბრუნებლად. ისრაელნი მეწამული ზღვის პირას იყვნენ, როცა ეგვიპტელები დაიწიენ; მათ შეეშინდათ და მოსეს ყვედრება დაუწყეს ეგვიპტიდან გამოყვანისათვის. მაშინ მოსეს ლოცვით სასწაულებრივ ზღვა შუა გაიპო, წყლის ნადგომი გაშრა და ისრაელნი მშვიდობით გავიდნენ მეორე ნაპირზე. ფარაონს ეგონა, თვითონაც ასე გავიდოდა ზღვაში, მაგრამ ძლივს შუამდის მიაღწიეს, რომ წყალი შეერთდა და ფარაონი თავისი ამალით ზღვის უფსკრულში ჩაინთქა.

მეწამული ზღვიდან ისრაელნი ქანაანის ქვეყნისაკენ გაემართნენ, ღმერთი ცხადად ეხმარებოდა მათ ამ მოგზაურობის დროს: გამოვიდნენ თუ არა ეგვიპტიდან, ჰაერში გამოჩნდა ღრუბლის სვეტი, რომელიც დღისით მზისგან იფარავდა მგზავრებს, ღამით კი გზას უნათებდა; როცა ხორცი და პური შემოაკლდათ, ღმერთმა მანანა (თეთრი თაფლნარევი პურის მსგავსი ნამცეცები, რომელიც ცვიოდა ზეციდან ყოველდღე, გარდა შაბათისა. ამით იკვებებოდნენ ისრელნი, სანამ აღთქმის ქვეყანაში არ შევიდნენ) და მწყერები მოუვლინა; როცა წყალი შემოალდებოდათ ხოლმე, მოსე სასწაულებრივ უხმარ წყალს სახმარად აქცევდა ან კლდიდან გადმოადენდა. გზაში ისრაელთ თავს ესხმოდნენ უცხო ტომები, მაგრამ ისინი ღვთის შეწევნით სძლევდნენ მათ.

სჯულის მიცემა სინის მთაზე

გავიდა 50 დღე ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ და ისრაელნი მიადგნენ სინის მთას,

სადაც დროებით დაბინავდნენ. აქ ღმერთმა მისცა მათ ათი მცნება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს ღმერთი და მოყვასი. ეს მცნებები დაწერილი იყო ორ ქვის ფიცარზე. მოსემ ეს ქვის ფიცრები ძვირფას ყუთში ჩაასვენა, რომელსაც შემდეგ აღთქმის კიდობანი დაერქვა. აღთქმის კიდობანში გარდა ამისა შენახული იყო მანანით სავსე ჭურჭელი და აარონის კვერთხი.

შემდეგ მოსემ ღვთის ჩვენებით მოაწყო მოძრავი ტაძარი. რადგან ისრაელნი მოგზაურობაში იყვნენ და კარავიც თან უნდა ეტარებინათ, ამიტომ მოსემ გააკეთა იგი ძვირფასი ქსოვილებისაგან, რომლებიც გაფენილი იყო ხის სვეტებზე. კარავი განიყოფებოდა სამ ნაწილად: - ეზო, საწმიდარი და წმიდათა-წმიდა. ეზოში ლოცულობდნენ და მსხვერპლს

Page 23: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

სწირავდნენ, საწმიდარში შედიოდნენ მღვდლები ღვთისმსახურებისათვის, წმიდათა-წმიდაში მხოლოდ მღვდელმთავრებს შეეძლოთ შესვლა და ისიც წელიწადში ერთხელ.

საღვთო მსახურების შესასრულებლად, ღვთის ბრძანებით, მოსემ აირჩია მღვდელმთავრად აარონი, მღვდლებად აარონის შვილები და უბრალო მსახურებად - ლევიტელები, იაკობის შვილის, ლევის შთამომავლები.

განმარტებები: სჯულის კანონი - საეკლესიო კანონების კრებული, რომელიც აერთიანებს მსოფლიო

საეკლესიო კრებების, გამორჩეული ადგილობრივი საეკლესიო კრებების, გამორჩეული ადგილობრივი საეკლესიო კრებების ეპისტოლეებიდან გამოკრებილ საეკლესიო კანონმდებლობას. პირველი სჯული ათი მცნება იყო; ათი მცნება განმარტებებით ქვემოთ იქნება მოცემული.

აღთქმის ქვეყანაში შესვლა

დიდხანს დააგვიანდათ ისრაელთ აღთქმის ქვეყანაში შესვლა. ღმერთმა დასაჯა ისინი და

ორმოცი დღის მაგიერ ორმოც წელიწადს იმოგზაურეს არაბეთის უდაბნოში. ასეთი სასჯელი დაიმსახურეს მათ წარამარა ყვედრებითა და თავიანთი ურწმუნოებით. ყველა დაიხოცა ამ მოგზაურობის დროს, ვინც ეგვიპტიდან გამოსვლის დროს ოცი წლისა ან მეტის იყო. მოსემაც აღთქმის ქვეყნის საზღვარზე განუტევა სული, აარონი კიდევ უფრო ადრე გარდაიცვალა. ცოცხალი დარჩა მხოლოდ ორი კაცი - ქალებ და ისუ ნავე. მოსეს მაგიერ ისრაელთა წინამძღვარი აღთქმის ქვეყანაში ისუ ნავე გახდა. ღმერთი ეხმარებოდა ისუ ნავეს ისე, როგორც მოსეს: მიუახლოვდნენ თუ არა აღთქმის ქვეყანას, ისრაელნი უნდა გასულიყვნენ მდინარე იორდანეში, რომელიც ამ დრის ადიდებული იყო. ისუ ნავეს ბრძანებით მღვდლებმა აიღეს აღთქმის კიდობანი და შევიდნენ მდინარეში, მაშინვე წყალი გაიყო და ისრაელნი მშრალად გავიდნენ მეორე ნაპირზე. შემდეგ იერიშით უნდა აეღოთ ქალაქი იერიქონი, რომელიც მაღალი კედლებით იყო გამაგრებული. ღვთის ბრძანებით, მღვდლებმა, აღთქმის კიდობნით, და მასთან ერთად ხალხმა რამდენჯერმე შემოუარა ქალაქს და მათ ყვირილზე კედლები თავისთავად დაიქცა. ისრაელებმამ იოლად აიღეს ქალაქი. მის შემდეგ ღვთის შეწევნით, ექვსი წლის განმავლობაში მთელი ქანაანის ქვეყანა დაიპყრეს და გაიყვეს თორმეტ ნაწილად იაკობის თორმეტი შვილის სახელზე. ამნაირად აღესრულა ღვთის აღთქმა, რომელიც აბრაამს მისცა ქანაანის ქვეყნის შესახებ.

მსაჯულები

ისრაელთ დაისაკუთრეს აღთქმის ქვეყანა. სიკვდილის წინ ისუ ნავემ მოიხმო მათი

თავკაცები. დაარიგა და უთხრა: „უკეთუ თქვენ (ე.ი. ისრაელნი) არ დაივიწყებთ ღმერთს და მტკიცედ დაიცავთ მის სჯულს, ღმერთი თქვენთა იქნება და მტრები ვერას დაგაკლებენ; და თუ არა, ღმერთი განეშორება თქვენგან და მტრები ადვილად დაგიმორჩილებენო“. პირველ ხანებში ისრაელნი მართლაც მტკიცედ იცავდნენ ღვთის სჯულს და მტრის შიშიც არ ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ ხშირად კერპთაყვანისცემას ეძლეოდნენ ხოლმე. ასეთ შემთხვევებში ისინი მტრებს უცვიოდნენ ხელში, სანამ არ შეინანებდნენ და ღვთის სჯულს არ დაადგებოდნენ, მაშინ ღმერთი უგზავნიდა მათ რჩეულ ადამიანებს, რომლებიც ათავისუფლებდნენ მტრებისგან და სიკვდილამდე მართავდნენ ხალხს. ასეთ პირებს დაერქვათ მსაჯულები, რომელთაგან შესანიშნავი იყვნენ გედეონი, სამსონი და სამოელი. გედეონმა და სამსონმა რამდენჯერმე გაათავისუფლეს ისრაელნი ფილისტიმელთაგან. სამოელის შემდეგ ისრაელთ მეზობელ ხალხებს წაბაძეს და მეფეების არჩევა დაიწყეს.

პირველი მეფე - საული

Page 24: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

ისრაელთა პირველი მეფე იყო საული. საული პირველად ვირის უბრალო მწყემსი იყო და ღმერთმა კი უბრძანა სამოელს მეფედ ეკურთხებინა. სანამ საული მტკიცედ იდგა სჯულზე და სამოელს უჯერიდა, ღმერთი ეხმარებოდა მას და მტრები ვერაფერს აკლებდნენ, ხოლო როცა სჯულს გაუდგა და სამოელს ურჩობა დაწყო, მტრებმა მძლავრობა დაუწყეს. ღმერთმაც მალე სრულიად შერისხა იგი, წაართვა მეფობა და მისცა მის ახლო ნათესავს, უფრო ჭკვიანს და ღვთის მოშიშ დავითს.

საულის მაგალითიდან ჩანს, რომ ღმერთი რომელიმე სიკეთისათვის აამაღლებს ადამიანს, მისცემს მას სიმდიდრეს და გავლენას; მაგრამ თუ ადამიანი ამით გამედიდურდა, ღმერთი უარყო და მისი სჯული დაგმო, იგი წაართმევს მას თავის მოწყალებას და სხვას მისცემს. რომ საულის სენი არ დაგვემართოს, უნდა მუდამ გვახსოვდეს, რომ ყოველი სიკეთე ღვთისგან გვაქვს ნაბოძები და მანამ შეგვიძლია ვისარგებლოთ ამ სიკეთით, სანამ ღვთის მორჩილნი ვართ და მისი ნების აღმსრულებელნი.

დავითის მეფედ ცხება და გოლიათზე გამარჯვება

შერისხა თუ არა საული, ღმერთმა უბრძანა წინასწარმეტყველ სამოელს წასულიყო ქალაქ

ბეთლემში და იუდას ტომიდან, იესეს უმცროსი შვილი მეფედ ეკურთხებინა. დავითი ამ დროს ახალგაზრდა იყო და ცხვრის ფარას მწყემსავდა. სამოელი წავიდა ბეთლემს და დავითს სამეფო ზეთი სცხო.

ამის შემდეგ არ გასულა დიდი ხანი, რომ საულ მეფეს ომი მოუხდა ფილისტიმელებთან. მტრის ბანაკიდან გამოვიდა ერთი დევ-გმირი, სახელად გოლიათი, რომელიც გმობდა ღმერთს და იწვევდა ისრაელთაგან მებრძოლს. იგი ამბობდა: „თუ მე მოვკლავ თქვენს გმირს, ისრაელები ფილისტიმელების მონები შეიქნებიან, თუ მე მომკლავს - ფილისტიმელები გახდებიან ისრაელთა მონებიო“. ვერავინ გაბედა გოლიათთან შებრძოლება, ის კი ყოველდღე გამოდიოდა და უშვერი სიტყვებით გმობდა ღმერთს და ლანძღავდა მეფეს. ამ დროს ისრაელების ბანაკში ძმების სანახავად მოვიდა მეფედცხებული ჭაბუკი დავითი. საულის თანხმობით დავითი გავიდა გოლიათის წინააღმდეგ, მაგრამ არა იარაღით, არამედ შურდულით და რამდენიმე ქვით. გამოვიდა გოლიათიც; იგი დასცინოდა დავითს: „ძაღლი ხომ არა ვარ, ქვებით რომ მოდიხარო?“ „შენ მოდიხარ ჩემზე იარაღით, მე კი შენზე ღვთის ძალით მოვდივარო“, - უპასუხა დავითმა, თან შურდულით ქვა სტყორცნა და შიგ შუბლში მოარტყა. გოლიათს რეტი დაესხა და ძირს დაეცა. მიიჭრა დავითი და მისივე ხმლით მოჰკვეთა თავი. მტერმა პირი იბრუნა და გაიქცა. ისრაელები დაედევნენ და მრავალი დახოცეს. ამის შემდეგ დავითი ხშირად გადიოდა ომში და საქმე ყოველთვის ისრაელების გამარჯვებით თავდებოდა.

დავითის მეფობა

საულის სიკვდილის შემდეგ ისრაელთ მეფედ დავითი აირჩიეს. რადგან დავითი

ღვთისმოყვარე კაცი იყო და მტკიცედ იდგა სჯულზე, ამიტომ ღმერთი ეხმარებოდა მას. ღვთის შეწევნით მან გაათავისუფლა ისრაელნი მტრებისაგან და ისეთი ძლიერი სამეფო შექმნა, რომ მეზობელი ხალხები ომს ვერ უბედავდნენ. დავითმა დაიპყრო ქალაქი იერუსალიმი და თავის სატახტო ქალაქად აქცია. აქ მან ააშენა კრებულის კარავი და დაასვენა შიგ აღქმის კიდობანი, მისი სურვილი იყო დიდებული ტაძარი აეგო ღვთისათვის, დიდძალი და ძვირფასი მასალაც შეაგროვა ამისთვის, მაგრამ ტაძარი კი არ აუშენებია. ღმერთმა განუცხადა დავითს, რომ მისი თესლისაგან განხორციელდება მაცხოვარი ქვეყნისა. დავითი შესანიშნავი მუსიკოსი და მგალობელი იყო. მან ბევრი საგალოგელი შეთხზა, რომლებსაც ფსალმუნები ჰქვია. ამ ფსალმუნებში დავითი მხოლოდ ღმერთს უგალობს; იგი აქ ხან სთხოვს ღმერთს მოწყალებას, ხან მადლობას უძღვნის, ხან ადიდებს. ამ საგალობლებისგან შედგა მთელი წიგნი, რომელსაც „დავითნი“ ეწოდება და რომელიც ყოველ წირვა-ლოცვაზე იკითხება.

Page 25: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

დავითი წინასწარმეტყველიც იყო და ბევრი რამ თქვა თავის ფსალმუნებში მომავალი მხსნელის შესახებ.

სოლომონ მეფე

დავითს შემდეგ გამეფდა მისი შვილი სოლომონი. ტახტზე ასვლის შემდეგ სოლომონმა

ღმერთს სიბრძნე გამოსთხოვა, რომ გონივრულად ეწარმოებინა რჩეული ხალხის მართვა-გამგეობა. ასეთი კეთილი თხოვნისათვის ღმერთმა ისეთი სიბრძნით დააჯილდოვა სოლომონი, როგორიც არავის ჰქონია, არც წინათ და არც შემდეგ. ამის შემდეგ სოლომონი გახდა ფრიად ბრძენი და სამართლიანი მეფე. ყველა მეზობელ მეფეებს აკვირვებდა მისი სიბრძნე და მოდიოდნენ მასთან სამუსაიფოდ.

თავისი სიბრძნე სოლომონმა პირველად სამართალში გამოიჩინა. ერთხელ მასთან მოვიდა ორი მეძავი დედაკაცი ძუძუმწოვარი ჩვილით. ერთმა მათგანმა მოახსენა მეფეს: „ჩვენ ორივე ერთ სახლში ვცხოვრობთ, სადაც ჩვენს მეტი არავინაა. მე ვაჟი შემეძინა, მესამე დღეს კი მაგ ქალსაც შეეძინა ვაჟი. რამდენიმე დღის შემდეგ მაგან ძილში თავისი შვილი უცაბედად მოახრჩო და მე შემომიწვინა, ხოლო ჩემი ცოცხალი მან მიითვისაო“. „არა, - ამბობდა მეორე დედაკაცი, - ცოცხალი ბავშვი ჩემია, მკვდარი კი მაგისიო“. „გასჭერით ბავშვი შუაზე, ნახევარი ერთს მიეცით და ნახევარი მეორესო“, - ბრძანა მეფემ. „არა მეფევ, - უთხრა პირველმა, - ნუ გასჭრით, ოღონდ ცოცხალი დარჩეს და მაგას ჰყავდეს“. „გასჭერით, - იძახოდა მეორე, - ნურც ჩემთვის იქნება და ნურც მაგისთვისო“. სოლომონმა იცოდა, რომ ნამდვილ დედას შვილი შეებრალებოდა და ნებას არ მისცემდა გაეჭრათ. ამიტომ ბავშვიც პირველ დედაკაცს მიაკუთვნა. სოლომონმა წიგნებიც ბევრი დაწერა; ამ წიგნებში კიდევ უფრო მომეტებული სიბრძნე გამოიჩინა და ბევრი რამეც თქვა მომავალ მაცხოვარზე. სოლომონმა გაამშვენა და გააძლიერა ისრაელთა სამეფო. ეხლა მეზობელი მეფეები იმის ფიქრშიღა იყვნენ, თუ როგორ დამეგობრებოდნენ სოლომონს. მანვე ააშენა ის დიდებული ტაძარი, რომელზედაც ფიქრობდა დავითი და დიდი ზეიმით გადმოასვენა დავითის ტაძრიდან აღქმის კიდობანი.

მოხუცობაში სოლომონი დიდ ცოდვაში ჩავარდა. მან ააშენა საკერპო ტაძარი და ბოლო დროს თითონაც მონაწილეობდა კერპთმსახურებაში. ამიტომ ღმერთმა დასაჯა იგი იმით, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ისრაელების სამეფო ორად გაიყო და უმცირესი მის შვილს ერგო. ეს სიცოცხლეშივე შეატყობინა ღმერთმა სოლომონს წინასწარმეტყველის პირით.

ისრაელთა სამეფოს გაყოფა

სოლომონის სიკვდილის შემდეგ გამეფდა მისი შვილი - რობუამი. ავიდა თუ არა რობუამი

ტახტზე, ისრაელებმა შეუთვალეს: „მამაშენმა მძიმე უღელი დაგვადგა (ბევრი ხარჯი დაგვიწესა გადასახდელად), შეგვიმსუბუქე, რომ შენი მორჩილი ვიყოთო“. რობუამმა უარი განუცხადა და უფრო მეტი ხარჯისა და სასჯელის დადებას დაჰპირდა. მაშინ ისრაელთა ათი ტომი გამოეყო მას ცალკე მეფე დაისვა, დარჩა რობუამის ერთგული ორი ტომი, რომელიც იერუსალიმში და მის მახლობლად ცხოვრობდა. რობუამს უნდოდა ძალით შემოეერთებინა განდგომილი ტომები, მაგრამ ღმერთმა წინასწარმეტყველის პირით აუკრძალა ასეთი საქციელი. ამნაირად ისრაელნი ორ სამეფოდ გაიყვნენ. რობუამის სამეფოს დაერქვა იუდეველთა სამეფო, რადგან უმთავრესად იუდას ტომისაგან შედგებოდა, ხოლო მეორეს - ისრაელისა.

ისრაელნი ისევ იერუსალიმში დადიოდნენ სალოცავად და მსხვერპლის შესაწირავად. მეფეს შეეშინდა, ვაი თუ ისრაელნი ისევ რობუამს შეუერთდნენო. ამიტომ მან გააკეთებინა ორი ოქროს ხბო და დაადგმევინა ორ ქალაქში, შემდეგ შეკრიბა ისრაელნი დაიარებით, აი ესენია თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტიდან, ამას ეცით თაყვანიო“. მეფემ თვითონ სცა კერპებს თაყვანი და აუარებელი მსხვერპლი შესწირა. ამის შემდეგ ისრაელთ შეწყვიტეს იერუსალიმში სიარული და დაიწყეს კერპების თაყვანისცემა. მალე ამ ორ განაყოფ

Page 26: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

სამეფოთა შორის ჩამოვარდა უკმაყოფილება, შური და მტრობა; ხშირად კიდეც ომობდნენ ურთიერთშორის, რამაც ორივე ძალზე დაასუსტა. მათ მტრებსაც ეს უნდოდათ. მალე ასურეთის მეფემ დაიპყრო ისრაელთა სამეფო და გადაასახლა ისინი, მათ ადგილზე კი ასურელები გადმოასახლა. დარჩენილმა ისრაელებმა მალე შეითვისეს ასურელების ზნე-ჩვეულება და წარმოიქმნენ ხალხი, რომელსაც სამარიტელები დაერქვა.

ასი წლის შემდეგ იუდეველების სამეფოც დაემხო. იგი დაიპყრო ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა, რომელმაც დაანგრია იერუსალიმი, დაწვა სოლომონის ტაძარი და გადაასახლა იუდეველები ბაბილონში. ასე მოისპო ისრაელთა ორი სამეფო მათი ცოდვებისა და უსჯულოებისათვის.

წინასწარმეტყველები: ელია, ელისე და იონა

თუმცა ისრაელნი ხშირად ივიწყებდნენ ღმერთს, მაგრამ ღმერთი არ ივიწყებდა მათ;

დროგამოშვებით უგზავნიდა ისეთ კაცებს, რომლებიც ასწავლიდნენ ღვთის სჯულს, აუწყებდნენ ღვთის ნებას, ამხილებდნენ ცოდვისათვის და წინასწარმეტყველებდნენ მომავალზე, განსაკუთრებით მაცხოვარზე - ესენი იყვნენ წინასწარმეტყველები. ისრაელის სამეფოში შესანიშნავი წინასწარმეტყველენი იყვნენ ელია, ელისე და იონა.

ელია ამხილებდა ხალხს კერპთაყვანისცემისათვის და ეუბნებოდა: თუ არ მოიქცევით, სამ წელიწადს და ექვს თვეს არც წვიმა იქნება, არც ნამიო, ხალხმა არ შეინანა და განაგრძო კერპების თაყვანისცემა. დადგა სამწლიანი გვალვა, დაშრა წყლები და ხალხი შიმშილ-წყურვილით იხოცებოდა. ბოლოს შეინანეს, მოსპერ კერპები და დახოცეს ქურუმები. მაშინ ელიას ლოცვით წვიმაც მოვიდა და მოსავალიც. ელია წმინდა კაცი იყო და ამიტომ ღმერთმა ცოცხლად აიტაცა იგი ზეცაში, ამ შემთხვევას დაესწრო მისი მოწაფე, წინასწარმეტყველი ელისე. ელია მეორე ადამიანი იყო ენუქის შემდეგ, ვისაც ასეთი პატივი ერგო.

ელისეც წმიდა კაცი იყო და დიდი სასწაულმოქმედი. ერთხელ მან მწარე წყალი ერთი მუჭა მარილით დაატკბო და სასმელად ვარგისი გახადა; განკურნა კეთროვანებისაგან ნეემან ასური; მკვდრეთით აღადგინა ერთი კეთილმორწმუნე ქვრივის ვაჟიშვილი; სიკვდილის შემდეგ ელისეს ძვლებმა აღადგინეს მიცვალებული, რომელიც შემთხვევით მის საფლავში დაასვენეს.

იონა ღმერთმა ქალაქ ნინევში გაგზავნა საუწყებლად, რომ ქალაქი დაინგრევა, თუკი მოქალაქენი არ მოიქცევიანო. ნინეველები ისრაელების მტრები იყვნენ და იოანას არ უნდოდა ქალაქი დაღუპვისგან გადაერჩინა. ამიტომ იგი ჩაჯდა ხომალდში და სხვა მხარეს წავიდა. უეცრად ზღვა აღელდა. მეზღვაურებს შეეშინდათ და წილი იონას ხვდა, რომელიც ყველაფერში გამოტყდა და სთხოვა ზღვაში დაგაეგდოთ, რომ ზღვა დაწყნარებულიყო. ზღვაში გადაგდებული იონა ვეშაპმა გადაყლაპა, სამი დღე და ღამე მუცლით ატარა და მეოთხე დღეს ნაპირზე გამოაგდო. მაშინ იონა წავიდა ნინევში და ქადაგება დაიწყო: ქალაქი დაიქცევა, თუ არ შეინანეთო. მოქალაქენი მოიქცენენ და ქალაქიც დაქცევას გადარჩა.

წინასწარმეტყველენი იუდეველების სამეფოშიც იყვნენ. მათ შორის შესანიშნავი არიან: ესაია, იერემია და დანიელი.

დანიელი და სამნი ყრმანი

როცა ბაბილონის მეფემ იერუსალიმი დააქცია, მაშინ, სხვათა შორის, ტყვედ წაიყვანა

ერთი შესანიშნავი ყმაწვილი დანიელი და სამი მისი ამხანაგი - ანანია, აზარია და მისაილი. როგორც დიდი გვარისშვილები, ყმაწვილები სასწავლებელში მისცეს და საჭმელ-სასმელს სასახლიდან აძლევდნენ. ყმაწვილებმა დიდი ნიჭი გამოიჩინეს სწავლაში და მალე სახელოვნად დაასრულეს სასწავლებელი, თან ღვთის სჯულსაც მტკიცედ იცავდენ, რომ ნაკერპალი საჭმლით არ შერყვნილიყვნენ, მხოლოდ პურით და მწვანილით იკვებებოდნენ. სწავლის დამთავრების შემდეგ დიდი სახელმწიფო სამსახური უბოძეს ნიჭიერ ყმაწვილებს. გარდა ამისა დანიელმა სახელი გამოითქვა იმით, რომ მეფეს სიზმარი აუხსნა.

Page 27: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

კარისკაცებს შეშურდათ ყმაწვილების ასეთი დაწინაურება და მოინდომეს მათი დაღუპვა. ერთხელ მეფემ მათი რჩევით მინდორში კერპი დაადგმევინა და ბრძანება გასცა, ყველას თაყვანი ეცა მისთვის. დანიელი ამ დროს შინ არ იყო და მისმა ამხანაგებმა კი არ შეასრულეს მეფის ბრძანება. მაშინ იდროვეს მტრებმა და დანიელის ამხანაგები მეფესთან დააბეზღეს. განრისხდა მეფე და ბრძანა, ურჩები გახურებულ სახმილში ჩაეყარათ. თვით მეფე დაესწრო მათ დასჯას და მაღლობიდან უყურებდა. სახმილ ისეთი გახურებული იყო, რომ ჯალათებიც კი ახლოს მისვლისას დაინთქენ. მაგრამ ღმერთმა ტანჯულებს ანგელოზი მოუვლინა და სახმილი გაუგრილა. ცოტა ხნის შემდეგ მეფემ თვითონ ჩაიხედა სახმილში და გაოცებული დარჩა, როცა იქ სამი კაცის მაგიერ ოთხი დაინახა და ისიც სრულიად უვნებელი. მეფემ ბრძანა მათი გამოყვანა. ყრმები სრულიად უვნებელი გამოვიდენ, ისე, რომ თმაც კი არ შერუჯოდათ. ასეთი სასწაულის შემდეგ მეფემ ბრძანება გასცა არავის შეეგინებინა იუდეველთა ღმერთი, თორემ სიკვდილით დაისჯებოდა.

დანიელი ლომების ორმოში

გავიდა ხანი, მოკვდა ბაბილონის მეფე და ბაბილონი სპრასეთის მეფე დარიოსმა

დაიპყრო. დარიოსს გამორჩეულად უყვარდა დანიელი, რაც ძალიან აწუხებდა მის კარისკაცებს. ამიტომ მათ მოინდომეს დანიელის დაღუპვა, შეაგონეს მეფე: ხალხს გამოუცხადე სამი დღის განმავლობაში არავის თაყვანი არა სცენ შენს გარდაო, და ვინც წინააღმდეგი იქნება, ლომებს ჩაუგდეთ შესაჭმელადო. დარიოსმა დაუჯერა ცბიერ კარისკაცებს და ბრძანება გასცა. დანიელმა, რა თქმა უნდა, არ შეასრულა მეფის ბრძანება და მტრებსაც ეს უნდოდათ. დანიელი მეფესთან დააბეზღეს. დარიოსი მიხვდა კარისკაცების ვერაგობას, მაგრამ სიტყვა ვეღარ გატეხა და დანიელი მშიერი ლომების ორმოში ჩააგდებინა. მეორე დღეს მეფე თავისი ფეხით მივიდა და ჩაიხედა ორმოში. დანიელი ცოცხალი იყო, ლომებს არაფერი ევნოთ მისთვის. გაკვირდა მეფე. კარისკაცებმა მოახსენეს, ლომები უთუოდ მაძღრები არიანო, მაშინ დარიოსმა ამოაყვანინა დანიელი და კარისკაცები ჩააყრევინა. რასაკვირველია, ლომებმა მყისვე დაგლიჯეს ისინი.

წინასწარმეტყველი ესაია

წინასწარმეტყველი ესაია სამეფო გვარეულობას ეკუთვნოდა. როგორც თვითონ

მოგვითხრობს, მისი მოწოდება ღმერთის მიერ მოხდა იმ წელიწადს, როცა ოზია მეფე გარდაიცვალა. ესაიამ იხილა ტაძარში ღმერთი, მჯდომარე დიდებულსა და ზესთა ამაღლებულ ტახტზე; მას გარს ეხვივნენ სერაფიმნი; თითოეულ მათგანს ექვს-ექვსი ფრთა ესხა, - ორით პირს იფარავდნენ, ორით - ფეხებს, ხოლო ორით ფრინავდნენ და ყველანი ღაღადებდნენ: წმინდა არს, წმინდა არს, წმინდა არს უფალი საბაოთ! სავსე არს ყოველი ქვეყანა დიდებითა მისითა! ამ დიდებული სანახაობით ზარ-განხდილმა ესაიამ წამოიძახა: „ვაიმე რომ ბაგენი ჩემნი უწმინდურნი არიან და ვცხოვრობ ისეთ ხალხში, რომელთა ბაგენიც უწმინდურნი არიან, დავიღუპე, რადგან ვიხილე უფალი ღმერთი საბაოთი“ (იუდეველთა რწმენით ცოდვილი კაცი ღვთის ხილვას ვერ აიტანს და მოკვდება. ეს იყო მიზეზი ესაიას გოდებისა). ამ დროს მოფრინდა ერთი ანგელოზი, მარწუხით ნაკვერცხალი შეახო ბაგეზე და უთხრა: „აი, ესერა შევახო ბაგეთა შენთა, მოგეტევნეს შენ უსჯულოებანი შენნი და ცოდვანი შენნი განგეშორენ“. ცოდვებისაგან განწმენდილი ესაია უფალმა გაგზავნა მისი რჩეული ხალხის სამხილებლად. ამის შემდეგ ესაია განუწყვეტლივ ქადაგებდა იერუსალიმში და ურჩევდა იუდეველთ, ხელი აეღოთ კერპებზე, შესდგომოდნენ ჭეშმარიტ ღმერთს და მტკიცედ დაეცვათ მოსეს სჯული; წინააღმდეგ შემთხვევაში უქადდა ღვთის რისხვას, იერუსალიმის განადგურებას, ტაძრის დაქცევას და ტყვეობას. მაგრამ თანაც ანუგეშებდა, რომ ღმერთი არ დაივიწყებს რჩეულ ხალხს, დასჯიდა მის მტრებს, გაათავისუფლებდა ტყვეობიდან, დააბრუნებდა იერუსალიმში და მოუვლენდა მშვიდობის მეფეს - მესიას (მაცხოვარს).

Page 28: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

ესაიამ ბევრი რამ იწინასწარმეტყველა მომავალ მაცხოვარზე. თითქმის მთელი მისი ცხოვრება აგვიწერა დაბადებიდან დაწყებული სიკვდილამდე.

როგორც ამბობენ, ესაია წამებით გარდაიცვალა: არაწმინდა მეფე მანასემ იგი ხის ხერხით გაახერხინა.

იუდეველთა ტყვეობიდან დაბრუნება

იუდეველნი ბაბილონის ტყვეობაში 70 წელიწადს დარჩენ. ბევრი ტანჯვა და წვალება

გამოიარეს ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ ეს ტყვეობა მათთვის სასარგებლო გამოდგა. ისინი დაუბრუნდნენ ჭეშმარიტ ღმერთს და ხელი აიღეს კერპებზე. იუდეველთა ტყვეობა არც იმ ხალხებისთვის დარჩა უმნიშვნელო, რომლების ხელშიაც ისინი რიგრიგობით გადადიოდნენ. იუდეველებისგან ამ ხალხებმა გაიგეს ჭეშმარიტი ღმერთის არსებობა და შეითვისეს აზრი და მოლოდინი მომავალ მხსნელზე.

სამოცდაათი წლის დასასრულს ბაბილონის სამეფო სპარსეთმა დაიპყრო და იუდეველნიც მის ხელში გადავიდნენ. სპარსეთის მეფემ კიროსმა თავისი მეფობის პირველ წელიწადსვე მისცა იუდეველებს ნება სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ და იერუსალიმში ტაძარი აეგოთ. ამასთანავე დაუბრუნა ის ძვირფასი ოქრო-ვერცხლის ნივთებიც, რომლებიც ბაბილონის მეფეს, ნაბუქოდონოსორს, გამოეტანა სოლომონის ტაძრიდან. იუდეველთა წინამძღვრობა ბაბილონიდან იერუსალიმში თავს იდვა ვინმე ზორობაბელმა. ამნვე ააგებინა იერუსალიმში ტაძარი იმ ადგილზე, სადაც სოლომონის ტაძარი იდგა. სოლომონის ტაძრის მომსწრენი წუხდნენ, რომ ახლადაგებული ტაძარი ბევრად ნაკლები იყო პირველზე, მაგრამ ზაქარია წინასწარმეტყველი ანუგეშებდა ხალხს და ეუბნებოდა: ახალი ტაძარი ძველზე უდიდებულესი იქნება, რადგან იგი ღირსი იქნება თავის ჭერქვეშ მაცხოვრის მიღებისაო.

ამის შემდეგ არ გასულა დიდი ხანი, რომ იერუსალიმი რომაელებმა დაიპყრეს, რომაელებმა მოუსპეს იუდეველთ საკუთარი მთავრები და დაუყენეს თავისი არჩეული უცხო ტომის მმართველები. აქ ასრულდა წინასწარმეტყველება იაკობისა: - ისრაელთ მოესპო იუდას ტომის მთავრები და მოაწია მისმა დაბადებამ, „რომელი-იგი არს მოლოდება წარმართთა“, ე.ი. მოაწია მაცხოვრის დაბადების დრომ.

ახალი აღთქმა

მაცხოვრის მოლოდინი როგორც ვიცით, კაენისა და სეითის შთამომავალნი მალე გამრავლდნენ და მოეფინენ

დედამიწის პირზე. ყველას დაბადებიდანვე დაჰყვა ადამის ცოდვა. ამის გამო ადამიანები ბევრ ცუდ საქმეს ჩადიოდნენ, ბევრს ცოდავდნენ. საქმე ბოლოს იქამდის მივიდა, რომ ყველა ხალხმა დაივიწყა ღმერთი და თაყვანისცემა დაუწყო სხვადასხვა უსულოსა თუ სულიერ საგანს.

მხოლოდ ისრაელთა ერს ახსოვდა ჭეშმარიტი ღმერთი და ემსახურებოდა მას. ღმერთმაც ამ ერს მისცა ძველი სჯული და აღუთქვა, რომ მისგან გააჩენდა მაცხოვარს.

რადგან ადამის ცოდვა ყველა მის შთამომავალზე გადმოდიოდა, ამიტომ ყველანი ჯოჯოხეთში ჩადიოდნენ. სანამ ამ ცოდვისაგან არ იქნებოდნენ გამოხსნილნი, ჯოჯოხეთს ვერ ასცდებოდნენ. ამიტომ მორწმუნენი მოუთმენლად ელოდნენ მესიის* მოსვლას. მაგრამ ეს ნატვრა მალე არ ასრულებიათ – ბევრმა, ძლიერ ბევრმა წელმა გაიარა, ვიდრე მესია დაიბადებოდა და გამოიხსნიდა ადამიანებს ცოდვისა და ჯოჯოხეთისაგან.

რომაელთაგან დაპყრობის შემდეგ იუდეველნი უკვე ელოდნენ დავითის შთამომავალს, რომელიც იქნებოდა საუკუნო მეფე არა მარტო იუდეველთა, არამედ ყველა ხალხისა, ესე იგი, ღვთისაგან აღთქმული მაცხოვარი ქვეყნისა. დრო მისი ქვეყნად მოსვლისა, მართლაც, მოახლოებული იყო.

Page 29: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

ლექსიკონი: მესია (ებრ„მხსნელი“) - ძე ღვთისა - იესო ქრისტე, რომელიც მოავლინა ღმერთმა

ადამიანის მხსნელად, ბოროტების აღმოსაფხვრელად და მარადიული ცხოვრების დასამკვიდრებლად.

ქალწულ მარიამის შობა და ტაძრად მიყვანება

იმ დროს ერთ პატარა ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდა ქალწული მარიამი, დეიდაშვილი

ელისაბედისა (ელისაბედი იყო იოანე ნათლისმცემელის დედა). მარიამის დაბადება და აღზრდა ისეთივე სასწაულებრივი იყო, როგორც იოანესი.

მარიამის მამას ერქვა სახელად იოაკიმე და დედას – ანა. ესენიც ისეთივე ღვთისმოსავნი იყვნენ, როგორც ზაქარია და ელისაბედი. მათაც მოხუცებულობამდე შვილი არა ჰყავდათ და ღმერთს აღუთქვეს, ოღონდ შვილი გვაღირსე და შენვე შემოგწირავთო. ღმერთმა ამათი ვედრებაც შეისმინა და მისცა ქალი, რომელსაც დაარქვეს მარიამი.

მარიამი რომ მოიზარდა, დედ-მამამ მიიყვანა იერუსალიმს და იქ ტაძარში მიაბარა აღსაზრდელად მოძღვრებს, რომელთაც სხვა პატარა ქალებიც ბევრი ებარათ. ტაძარში ყოფნის დროს მარიამს დაეხოცა მშობლები და დაობლდა.

მარიამი ყველა სხვა ქალზე უფრო ბევრს ლოცულობდა, უფრო ბეჯითად კითხულობდა საღმრთო წერილს და ხელსაქმეც მშვენივრად შეისწავლა. მან ისე ძლიერ შეიყვარა ღმერთი, რომ უნდოდა, სულ ღმერთზე ეფიქრა, სულ ვედრებაში ყოფილიყო. ამიტომ უფალს დაუდო აღთქმა: „არ გავთხოვდები, ქალწულად დავრჩები და ჩემს თავს შენ შემოგწირავო“.

როცა მარიამის ტოლ-ამხანაგი ქალები სრულწლოვანნი შეიქმნენ, მოძღვრებმა ყველანი გაათხოვეს. მხოლოდ ერთმა, მარიამმა, განუცხადა მათ უარი გათხოვებაზე და უთხრა: „ღმერთს აღთქმა დავუდე, სამუდამოდ ქალწულად დავრჩეო“.

მოძღვრებს ეს ძლიერ გაუკვირდათ, რადგანაც მაშინდელ დროში ქალწულად და მონაზვნად დარჩენა ჩვეულებად არა ჰქონდათ, მაგრამ ძალას მაინც ვერ დაატანდნენ და ვერ დაარღვევინებდნენ აღთქმას.

ეკლესიაში სრულწლოვანი ქალის დარჩენა არ შეიძლებოდა; მონასტრები მაშინ არ არსებობდა; მონაზვნობა არ იცოდნენ, როგორც ვთქვით. ამიტომ ვინმე ნათესავი უნდა ეშოვათ მარიამისთვის და მისთვის ჩაებარებინათ.

მარიამის სამშობლოში, ქალაქ ნაზარეთში, ცხოვრობდა ერთი დურგალი, სახელად იოსები, რომელიც შორეულ ნათესავად ერგებოდა მას. ეს იოსები დიდი ხნის ქვრივი იყო, შვილების პატრონი, ღრმად მოხუცებული და ღვთისმოყვარე ადამიანი. მან სიხარულით მიიღო მარიამი სახლში და ზრუნდავდა მასზე, როგორც საკუთარ შვილზე (ამ ხნიდან იოსებს მარიამის ქმარი ეწოდა). მარიამი ნაზარეთშიაც მუდამ გართული იყო საღმრთო წერილის კითხვით, ლოცვითა და ხელსაქმით. თანაც იოსების შვილებს უვლიდა დედობრივი სიყვარულით.

ხარება მარიამ ღმრთისმშობელისა

ერთხელ მარიამი საღმრთო წერილს გულმოდგინედ კითხულობდა. ამ დროს უცებ

გამოეცხადა მას იგივე მთავარანგელოზი გაბრიელი, ღვთისაგან გამოგზავნილი, და უთხრა: „გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის“.

თავმდაბალი მარიამი ამისთანა უცნაურმა ხარებამ ძლიერ შეაძრწუნა და არ იცოდა, რა ეფიქრა.

მაშინ ანგელოზმა ხელმეორედ უთხრა: „ნუ გეშინინ, მარიამ, შენ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა, და აი, ჩაგესახება ძე, შობ მას და დაარქმევ სახელად იესოს. იგი იქნება დიდი და ეწოდება ძე მაღლისა“.

Page 30: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

მარიამმა უპასუხა: „როგორ მოხდება ეგ, როდესაც მე მამაკაცი არ ვიცი?“ (რადგამ იოსებს ქმრობა მარიამისთვის არასოდეს გაუწევია, არც ქრისტეს შობამდე და არც მის შემდეგ, ამიტომ ღვთისმშობელს ეწოდება მარად ქალწული).

ანგელოზმა მიუგო: „სულიწმიდა გადმოვა შენზედ და ძალი მაღლისა დაგფარავს. ამიტომაც შენგან შობილი იქნება წმინდა და ძე ღვთისა დაერქმევა. აგერ, შენი ნათესავი მოხუცი ელისაბედიც ხომ უშვილო იყო? მაგრამ ახლა კი ექვსი თვეც არის, რაც შვილი ჩაესახა. ღმერთისათვის შეუძლებელი არაფერია“.

ამ სიტყვების შემდეგ მარიამმა ირწმუნა ხარება მთავარანგელოზისა და თავმდაბლად უთხრა: „აჰა, მხევალი უფლისა, მეყოს მე სიტყვისაებრ შენისა“.

და განშორდა მას ანგელოზი.

იოანე ნათლისმცემლის დაბადება ისრაელთა ქვეყანაში ცხოვრობდა ერთი მღვდელი, სახელად ზაქარია. მას ჰყავდა

მეუღლე, რომელსაც ელისაბედი ერქვა. ორნივე ძლიერ ღვთის მოყვარულნი იყვნენ და მადლიანნი, მაგრამ ღრმა მოხუცებულობამდე მათ შვილი არა ჰყავდათ და მეტად წუხდნენ, მხურვალედ შესთხოვდნენ უფალს, მიეცა მათთვის შვილი. მათი ხვეწნა დიდხანს რჩებოდა უყურადღებოდ. ბოლოს უფალმა წყალობის თვალით გადმოხედა და აუსრულა ნატვრა მათ.

ერთხელ ზაქარია წირვაზე იდგა და საკურთხეველში აკმევდა. უეცრად ანგელოზი გამოეცხადა. ზაქარია შეკრთა და შეშინდა.

ანგელოზმა უთხრა: „ნუ გეშინინ, ზაქარია, უფალმა ისმინა ვედრება შენი და შენ მოგეცემა შვილი, რომელსაც დაარქმევ იოანეს. იგი იქნება სახელოვანი მქადაგებელი, წინამორბედი მაცხოვრისა, და მოამზადებს ხალხს მის მისაღებად“.

განცვიფრებულმა ზაქარიამ არ დაიჯერა ეს და უთხრა: „რაღა დროს ჩვენი შვილია? მე და ჩემი მეუღლე ღრმად მოხუცებულნი ვართ“.

მაშინ ანგელოზმა უპასუხა: „მე ვარ მთავარანგელოზი გაბრიელი, მდგომარე წინაშე ღმრთისა; უფალმა გამომგზავნა, რომ გახარო ეს ამბავი, და რადგანაც არ დაიჯერე ჩემი სიტყვა, შენ დამუნჯდები იმ დრომდე, ვიდრე შვილი არ დაგებადება“. თქვა ეს ანგელოზმა და უჩინარ იქმნა.

ზაქარიას მაშინვე ენა ჩაუვარდა, გამოვიდა საკურთხევლიდან და ხალხს ანიშნა, დავმუნჯდი და წირვა აღარ შემიძლიანო.

მთავარანგელოზის სიტყვა მალე ასრულდა. მეცხრე თვეს ზაქარიას დაებადა ვაჟიშვილი. მაშინდელი წესისამებრ, ახალშობილისათვის მერვე დღეს სახელი უნდა შეერქმიათ. ებრაელთა სჯულის მიხედვით, ბავშვისათვის მამამისის სახელის შერქმევა უნდოდათ ნათესავებს. ელისაბედმა კი თქვა, რომ ბავშვის სახელი იოანე უნდა იყოსო. ბოლოს მუნჯ მამასაც ანიშნეს, რას არქმევდა იგი შვილს. მან მოითხოვა ფიცარი და ზედ დაწერა: „იოანე“, და უცებ აეხსნა ენა, იწყო დიდება ღმრთისა და წინასწარმეტყველება.

ამის მნახველი ყველა გაკვირვებული იყო და ასე ამბობდნენ: „ახლადდაბადებული ბავშვი საოცარი კაცი უნდა გამოვიდესო“.

იოანე, ვიდრე პატარა იყო, დედ-მამასთან ცხოვრობდა. როცა მოიზარდა, გავიდა უდაბნოში, მარხულობდა, ლოცულობდა და ემზადებოდა საქადაგებლად.

იესო ქრისტეს შობა

ამ დროს ისრაელის ქვეყანა ცალკე სამეფოს აღარ შეადგენდა და ემორჩილებოდა რომის

იმპერატორს, ანუ კეისარს. მაშინდელმა კეისარმა მოინდომა, შეეტყო, რამდენი სული მცხოვრები იყო მის საბრძანებელში. ამისთვის გასცა ბრძანება: ყოველი ჩემი ქვეშევრდომი გამოცხადდეს იმ ქალაქში, რომელსაც ეკუთვნოდნენ მისი წინაპარნი, და იქ ჩაეწეროსო.

Page 31: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

იოსები და მარიამი მეფე დავითის შთამომავალნი იყვნენ. ხოლო ამ მეფის სამშობლო ქალაქი იყო ბეთლემი. ამიტომ იოსები და მარიამი ნაზარეთიდან ბეთლემს უნდა წასულიყვნენ და იქ ჩაწერილიყვნენ.

გზაზე დაუგვიანდათ და მხოლოდ ბინდისას მივიდნენ ბეთლემში. ქალაქი მთლად გავსებული დახვდათ მოსული ხალხით და ბინა ვეღარ იშოვეს. ადგნენ, ქალაქის განაპირას გავიდნენ და შეეფარნენ გამოქვაბულს, სადაც მწყემსებს საქონელი შეუდიოდათ ავდრის დროს.

სწორედ ამ ღამეს დაუდგა მარიამს დრო მშობიარობისა. შვა ძე, შეახვია და ჩააწვინა ბაგაში. ამგვარი სახით აღსრულდა წინასწარმეტყველის სიტყვა, რომელიც ამბობდა, ქრისტე ბეთლემში დაიბადებაო.

ყველაზე ადრე ქრისტეს შობა შეიტყვეს იქაურმა მწყემსებმა. ეს მწყემსები საქონელს უდგნენ ღამით და აძოვებდნენ ქალაქის ახლოს. უცებ ცაში რაღაცამ გაანათა და მათ ჰაერში დაინახეს ადამიანის მსგავსი ფრთიანი სულიერი – ბრწყინვალე ანგელოზი. მწყემსები ძლიერ შეშინდნენ.

ანგელოზმა მაღლიდან ჩამოსძახა: „ნუ გეშინიათ, მე გახარებთ თქვენ დიდ სიხარულს, - ეს არის ახლა დავითის ქალაქში დაიბადა მაცხოვარი, ქრისტე ღმერთი. და, აი, ამის ნიშანიც: თქვენ იპოვით ახალშობილს ჩვრებში გახვეულს და ბაგაში მწოლიარეს“.

რაწამს ეს სიტყვები თქვა ანგელოზმა, მის გვერდით გაჩნდა მთელი გუნდი სხვა ანგელოზებისა და მათ ერთად იწყეს გალობა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

ამ გალობით ანგელოზები წავიდნენ მაღლა-მაღლა და გაქრნენ ცაში. როცა მწყემსები გონზე მოვიდნენ, საჩქაროდ გასწიეს ბეთლემში, იპოვეს გამოქვაბული,

შევიდნენ შიგ, ნახეს ბაგაში მწოლარე პატარა იესო და თაყვანის სცეს მას, ვითარცა ღმერთს. განმარტებები: იესო - ებრაული სახელია და ნიშნავს მხსნელს, მაცხოვარს. ქრისტე - ბერძნულად ცხებულს ნიშნავს. ქრისტეს მეფეეებს და მღვდელმთავრებს

უწოდებდნენ, რადგან მათ წმინდა ზეთს სცხებდნენ, რომელიც რქაში იდგა და თავზე გადმოაპირქვავებდნენ ხოლმე. უფალს ეწოდება ქრისტე, როგორც მეფეს, რომელიც ცოდვის წინააღმდეგ გამეფდა, და როგორც მღვდელმთავარს, რომელმაც თავისი თავი ჩვენთვის მსხვერპლად მიიტანა.

მოგვთა თაყვანისცემა

როცა ქრისტე იშვა, აღმოსავლეთიდან იერუსალიმში მოვიდნენ მოგვნი

(ვარსკვლავთმრიცხველნი) და იკითხეს: „სად არის იუდეველთა მეფე, რომ დაიბადა? ჩვენ ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რომ თაყვანი ვსცეთ მას“. როცა ეს გაიგონა, ჰეროდე მეფე შეძრწუნდა. მან შეკრიბა მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი და ჰკითხა მათ: „სად უნდა იშვას ქრისტე?“ მათ უპასუხეს: „იუდას ბეთლემში, რადგან ასე არის დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ“. მაშინ ჰეროდემ ჩუმად მოუწოდა მოგვებს და უთხრა მათ: „წადით და ყველაფერი გაიგეთ იმ ყრმის შესახებ. შემდეგ მე მაცნობეთ, რომ მეც წავიდე მის თაყვანისსაცემად“.

მოგვები წავიდნენ ბეთლემში. ვარსკვლავი, რომელიც მათ იხილეს აღმოსავლეთში, კიდევ გამოჩნდა და იმ ადგილას გაჩერდა, სადაც ყრმა იესო იყო. ისინი შევიდნენ სახლში და იხილეს ყრმა თავის დედასთან, მარიამთან. დაემხნენ, თაყვანი სცეს მას და შესწირეს ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური. მოგვებს უნდოდათ ჰეროდესთან მიბრუნება, მაგრამ ძილის დროს ღმრთისაგან ბრძანება მიიღეს, არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან და სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში.

მირქმა უფლისა

Page 32: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

შობის შემდეგ მეორმოცე დღეს მარიამმა და იოსებმა მიიყვანეს იესო ტაძარში, რათა

ღმრთისათვის მსხვერპლი შეეწირათ. ამ დროს იერუსალიმში ცხოვრობდა მოხუცი სვიმეონი, კაცი მართალი და კეთილმსახური; ის მოელოდა მაცხოვარს და სულიწმიდა იყო მასზე. მას სულიწმიდამ წინასწარ უთხრა, რომ არ მოკვდებოდა, სანამ არ იხილავდა უფალს.

სულიწმიდის შთაგონებით ის მოვიდა ტაძარში, აიყვანა ყრმა იესო ხელში და თქვა: „აწ განუტევე მონაჲ შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თუალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დადებად ერისა შენისა ისრაელისა“. იქვე იყო ანა წინასწარმეტყველი, 84 წლის ქვრივი, რომელიც მუდამ ტაძარში ცხოვრობდა. ისიც მივიდა, ადიდებდა ღმერთს და მაცხოვარზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც კი ცხონებას (გამოხსნას) მოელოდა ღმრთისაგან.

უფლის მირქმას (ხელში აყვანას) ვდღესასწაულობთ ახ.სტ. 15 თებერვალს (ძვ.სტ. 2 თებერვალს).

ლტოლვა ეგვიპტეში

როცა ჰეროდემ გაიგო მოგვების შინ დაბრუნება, განრისხდა და მხედრები გაგზავნა ყველა

ყრმის მოსაწყვეტად ბეთლემსა და მის შემოგარენში, იმ განზრახვით, რომ მათ რიცხვში ქრისტეც მოხვდებოდა. მხედრებმა იმ დროს მრავალი ყმაწვილი დახოცეს, მაგრამ ვერ მოასწრეს ქრისტეს მოკვლა, რადგან იოსებმა, ღმრთის ბრძანებით, ჯარისკაცთა მოსვლამდე ყრმა იესო და მისი დედა წაიყვანა ეგვიპტეში, სადაც ისინი ჰეროდეს სიკვდილამდე დარჩნენ.

როცა ჰეროდე მოკვდა, ღმრთის ბრძანებით, იოსებმა წამოიყვანა იესო და მისი დედა და დაბრუნდა ქალაქ ნაზარეთში; აქ იესო იზრდებოდა დედ-მამის მორჩილებაში, ივსებოდა სიბრძნით და მადლი უფლისა იყო მის ზედა. თანაც მამობილს შველოდა დურგლობაში, რომელიც მშვენივრად შეისწავლა. ნაზარეთში იესო ქრისტე ოცდაათ წლამდე ცხოვრობდა, რის გამოც იწოდებოდა ნაზარეველად.

იოანე ნათლისმცემლის ქადაგება

წმიდა იოანე სიყმაწვილეში დაობლდა. ის წავიდა და მარხვით და ლოცვით ატარებდა

დროს. ეცვა აქლემის მატყლისაგან მოქსოვილი უხეში სამოსელი, ერტყა ტყავის სარტყელი; ჭამდა კალიებსა და გარეული ფუტკრის თაფლს. როცა მას ოცდაათი წელი შეუსრულდა, ღმრთის ბრძანებით, მან დაიწყო ქადაგება მდინარე იორდანის გარშემო სოფლებში: „შეინანეთ, - ეუბნებოდა მასთან მიმსვლელებს, - რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა“. ის სინანულისკენ მოუწოდებდა ხალხს. ამბობდა, რომ მათ მრავალი ცოდვა ამძიმებდათ, „ჰქმენით ნაყოფი, ღირსი სინანულისა“, და ახლა მათი მონანიებით უნდა შედგომოდნენ განწმენდას, რადგან მოახლოებული იყო ცათა სასუფეველი. იმათ, ვინც აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს, ის ნათლავდა იორდანეში. ამიტომ მას ეწოდება ნათლისმცემელი.

ხალხი ფიქრობდა, რომ ის არის ქრისტე, მაგრამ ის ეუბნებოდა ხალხს: „მე არა ვარ ქრისტე, მე ნათელს-გცემ თქვენ წყლით, მაგრამ მოვა ჩემზე უძლიერესი, ის ნათელს გცემთ სულიწმიდითა და ცეცხლით“.

იესო ქრისტეს ნათლისღება

როცა იესო ქრისტე შობიდან 30 წლისა იყო, მივიდა იოანესთან იორდანეზე, რომ ნათელი

მიეღო (მონათლულიყო) მისგან. იოანემ უთხრა მას: „მე უნდა ნათელ-ვიღო შენგან და შენ ჩემთან მოდიხარ?“ მაგრამ იესომ უთხრა: „ჩვენ უნდა აღვასრულოთ ყოველი სიმართლე, ეს არის ღმრთის ნება და ჩვენ უნდა დავემორჩილოთ მას“. იოანემ დაუჯერა და ნათელ-სცა მას.

Page 33: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

როცა იესო წყლიდან ამოვიდა და ლოცულობდა, გაიხსნა ცა და სულიწმიდა გადმოვიდა მასზე მტრედის მსგავსად და ზეციდან ხმა მოისმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“. ნათლისღების შემდეგ იესო ქრისტე ლოცულობდა და მარხულობდა უდაბნოში ორმოც დღეს. ამ დროს ეშმაკი ცდილობდა მის შეცდენას, მაგრამ ქრისტემ სძლია მას. ამის შემდეგ იესო ქრისტემ ხალხში ქადაგება დაიწყო.

იესო ქრისტეს ქადაგება

იესო ქრისტე უქადაგებდა ხალხს ჭეშმარიტ მოძღვრებას (სწავლებას) ღმერთზე. იგი

ამბობდა: „ღმერთი არის არსებით ერთი, მაგრამ სამპიროვანი: მამა, ძე და სულიწმიდა. მე ვარ ძე ღმრთისა. მამაჩემმა გამომგზავნა ქვეყნად, რომ გასწავლოთ გზა ცხონებისა (ხსნისა), შევწირო ჩემი თავი მას მსხვერპლად და ამით გამოგიხსნათ ყველანი ცოდვისა და ჯოჯოხეთისაგან. ჩემს მოსვლამდე ყველა ჯოჯოხეთში მიდიოდა, ხოლო ჩემს შემდეგ ყველა სამოთხეში წავა, ვინც მე მირწმუნებს და აღასრულებს ჩემს შემდეგ მცნებათ: „არა კაც ჰკლა, რომელმან მოკლას, ღირსია სასჯელისა“. ხოლო მე გეტყვი (გეუბნები) თქვენ: რომელიც განურისხდება ძმასა, ანუ მოყვასსა თვისსა ცუდუბრალოდ, ისიც ღირსია სასჯელისა. რომელიც უწოდებს მოძმეს სულელს, ღირსია საზოგადოებისაგან გაგდებისა. და თუ ვინმე თავის ძმას, ანუ მოყვასს დაარქმევს გიჟს, ღირსია ცეცხლში ტანჯვისა.

გსმენიათ კიდევ: „შეიყვარო მოყვასი შენი და მოიძულო მტერი შენი“. ხოლო მე გეტყვი თქვენ: გიყვარდეთ მტერნი თქვენნი და აკურთხევდიღ მწყევართა თქვენთა, კეთილს უყოფდით მოძულეთა თქვენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გდევნიან თქვენ.

როდესაც კეთილ საქმეს იქმ, ნუ გაიგებს მარცხენა შენი, რასაც აკეთებს მარჯვენა. კეთილი საქმე უნდა ქმნა ფარულად და მამა შენი ზეციერი, რომელიც ხედავს დაფარულსაც, მოგაგებს შენ ცხადად.

თუკი მიუტევებთ თქვენ კაცთა შეცოდებათა მათთა, თქვენც მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი თქვენს შეცოდებებს; თუკი არ მიუტევებთ, არცა თქვენ მოგიტევებთ იგი.

ნუ გაკიცხავთ და დაძრახავთ, რათა არ იქნეთ გაკიცხულნი და დაძრახულნი, რამეთუ რომელი განკითხვითაც განიკითხავთ, იმავე განკითხვით განიკითხებით; რომელი საწყაულითაც მიუწყავთ სხვას, იმავე საწყაულით მოგიწყავენ თქვენც.

რად ხედავ შენი მოძმის თვალში ბეწვს და საკუთარში კი მორს ვერ ამჩნევ? ან როგორ ეუბნები მოძმესა შენსა: „მაცადე და ამოგიღო ბეწვი თვალიდან“, როდესაც საკუთარი თვალიდან დიდი ხე ვერ მოგიშორებია? ორგულო, ჯერ შენი თვალიდან გამოიღე ხე და მერმე სხვებს ამოაცალე ხიჭვი.

რა სიკეთეც გინდათ, რომ თქვენ გიყონ მოძმეთ, თქვენც მათ იგივე სიკეთე უყავით. მცნებასა ახალს მოგცემთ თქვენ, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ

თქვენ, ისევე უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი. მხოლოდ მაშინ აღგიარებენ თქვენ ჩემს მოწაფეებად, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ.

იესო ქრისტეს პირველი მოწაფეები და მისი პირველი სასწაული

ერთ დღეს ქრისტეს ნათლისღების შემდეგ, იოანე ნათლისმცემელი იდგა იორდანის

ნაპირზე და მასთან იყო მისი ორი მოწაფე: ანდრია და იოანე. იოანე ნათლისმცემელმა დაინახა მომავალი იესო და თქვა: „აჰა, ტარიგი ღმრთისა“. ეს რომ გაიგონეს, ნათლისმცემლის მოწაფეები - ანდრია და იოანე - გაჰყვნენ იესოს და იმ დღეს მასთან დარჩნენ. ანდრიამ მიიყვანა ქრისტესთან თავისი ძმა სიმონი, რომელსაც ქრისტემ პეტრე უწოდა. შემდეგ ქრისტე წავიდა გალილეაში და მგზავრობისას მან მოუწოდა ფილიპეს, ხოლო ფილიპემ მოიყვანა ნათანაელი.

ამ მოწაფეებითურთ ქრისტე მივიდა გალილეაში. იქ, კანაში, ქორწილი იყო. ქორწილში მიიპარიჟეს იესო დედით და მოწაფეებითურთ. ლხინის დროს ღვინო შემოაკლდათ. ღმრთისმშობელმა უთხრა იესოს: „ღვინო არ აქვთ“. იქ ექვსი დიდი ქვის სარწყული იდგა.

Page 34: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

ქრისტემ უბრძანა მოსამსახურეებს: „აღავსეთ სარწყულნი წყლითა“. და აღავსეს ისინი. შემდეგ უბრძანა: „ამოიღეთ და მიართვით თამადას“. მოსამსახურეებმა მიუტანეს, თამადამ გასინჯა ღვინო და უთხრა სიძეს: „პირველად ყოველი კაცი კარგ ღვინოს მოიტანს სუფრაზე და მერე, როცა სტუმრები დათვრებიან, უარესს, შენ კი კარგი ღვინო ბოლოსთვის შეგინახავს“. მან არ იცოდა, საიდან მოიტანეს ეს ღვინო, ეს იცოდნენ მხოლოდ მოსამსახურეებმა. ამით დაიწყო იესომ სასწაულები და ერწმუნნენ მას მისი მოწაფეები.

ვაჭართა განდევნა ტაძრიდან

პასექი მოახლოვდა. ქრისტე იერუსალიმში მივიდა, ტაძარში შევიდა და ნახა, რომ იქ

სამსხვერპლო ცხოველებს ყიდდნენ და ფულის დამხურდავებელნი ისხდნენ. მაშინ მან თოკისაგან გააკეთა შოლტი და ყველანი ტაძრიდან გამორეკა ხარებითა და ცხოველებითურთ; ფულის დამხურდავებლებს დახლები წაუქცია და ფულები დაუფანტა. მტრედების გამყიდველებს უთხრა: „გაიყვანეთ ესენი აქედან და სახლსა მამისა ჩემისასა ნუ აქცევთ სავაჭრო სახლად“. ამაზე იუდეველებმა უთხრეს: „რა სასწაულით დაგვიმტკიცებ ჩვენ, რომ შენ გაქვს უფლება, ასე მოიქცე?“ იესომ მიუგო: „დაარღვიეთ ეს ტაძარი და მე მესამე დღეს აღვადგენ მას“. იესო ქრისტე ამბობდა თავისი სხეულის ტაძარზე, ესე იგი, როცა თქვენ მომკლავთ მე, დაარღვევთ ჩემს სხეულს (ღვთის ტაძარს), მე მესამე დღეს აღვსდგები. განსაკუთრებით ამაში ჩანს ქრისტეს ღვთაებრივი ძალა.

იუდეველებმა მისი სიტყვები ვერ გაიგეს და განშორდნენ მას. პასექის დროს იესომ ბევრი სასწაული მოახდინა და ბევრმა ირწმუნა ის.

დავრდომილის განკურნება ბეთეზდასთან

ვაჭრების ტაძრიდან განდევნიდან ერთი წლის შემდეგ, იესო ქრისტე პასექის

დღესასწაულზე მივიდა იერუსალიმში. აქ ცხვრის ჭიშკართან აუზი იყო ხუთთავიანი დერეფნით. მას ებრაულად ერქვა ბეთეზდა (მოწყალების სახლი). აქ იწვა მრავალი უძლური, ბრმა, კოჭლი და ყველანი წყლის შერხევას მოელოდნენ. ეს ხდებოდა მაშინ, როცა უფლის ანგელოზი ჩამოდიოდა აუზში და წყალს აღელვებდა. და ვინც პირველი მოასწრებდა წყალში ჩასვლას, განიკურნებოდა, რა სენითაც უნდა ყოფილიყო შეპყრობილი.

იქ იყო 38 წლის კაცი, იესო მივიდა მასთან და ჰკითხა: „გინდა რომ განიკურნო?“ სნეულმა მიუგო: „მინდა, მაგრამ კაცი არა მყავს, რომ ჩამსვას საბანელში, როცა წყალი შეირხევა. ხოლო როცა მე მივალ, სხვა ჩემზე წინ ჩადის და იკურნება“. ქრისტემ უთხრა მას: „ადექი, აიღე შენი სარეცელი და წადი“. სნეული მაშინვე განიკურნა, თავისი სარეცელი აიღო და წავიდა. ეს იყო შაბათი დღე.

იუდეველებმა უთხრეს განკურნებულს: „დღეს შაბათია, სარეცელის აღება არ შეიძლება“. მან მიუგო: „ვინც მე განმკურნა, მან მიბრძანა სარეცელის წაღება და წასვლა“. მას ჰკითხეს: „ვინ არის ის კაცი?“ განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო, რადგან იესო ხალხში შეერია. შემდეგ იესო ტაძარში შეხვდა მას და უთხრა: „აი, შენ განიკურნე, მეტს ნუღარ სცოდავ, რომ უარესი არ დაგემართოს“. ის კაცი წავიდა და იუდეველებს განუცხადა, რომ მისი განმკურნავი არის იესო. იუდეველებმა დაუწყეს დევნა იესოს და მისი მოკვლა უნდოდათ, რადგან შაბათ დღეს საქმე აღასრულა.

თორმეტი მოციქულის არჩევა

ერთხელ იესო ქრისტე მთაზე ავიდა სალოცავად და მთელ ღამეს ლოცულობდა. როცა

გათენდა, დაუძახა თავის მოწაფეებს და ამოირჩია მათგან თორმეტი, რომელთაც მოციქულები უწოდა. მათი სახელებია: სიმონი, პეტრედ წოდებული და ანდრია, ძმა მისი; იაკობ და იოანე, ზებედეს ძენი; ფილიპე; ბართლომე; მათე და თომა; იაკობ ალფეს ძე და

Page 35: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

ლებეოსი, რომელსაც ეწოდა თადეოზი, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელიც შემდგომ ქრისტეს გამცემელი გახდა.

ქადაგება მთაზე

ერთხელ მთაზე შეკრებილ მოწაფეებს იესო ქრისტემ ასე უქადაგა: ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა. ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი

განძღენ; ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ; ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ; ნეტარ იყვნენ მშვიდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ; ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა; ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყვაი

ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქვენი ფრიად არს ცათა შინა.

(ეს ქადაგება ცხრა ნეტარების სახელითაა ცნობილი და იგი ქვემოთ იქნება განმარტებული).

იესო ქრისტე ასწავლიდა აგრეთვე: არ დაერღვიათ ღვთის სჯული, არამედ შეესრულებინათ; არავინ განრისხებოდა თავის ძმას, არამედ ყველასთან მშვიდობით ეცხოვრათ; განშორებოდნენ ყოველივე იმას, რაც აცდუნებს კაცს; არ დაეფიცათ არაფერი და ყოველთვის სიმართლე ელაპარაკათ. ბოროტის წილ ბოროტი არ მიეგოთ, არამედ ყვარებოდათ მტერიც და ეკურთხებინათ მაწყევარნი მათნი; ქველმოქმედებით მოპყრობოდნენ თავიანთ მოძულეებს; სიკეთე ფარულად აღესრულებინათ და ლოცვის დროს ბევრი არ ელაპარაკათ, ემარხულათ მოუწყენლად, მიეტევებინათ ადამიანებისთვის მათი შეცოდებანი; მომეტებულად ეზრუნათ ზეციურ სასუფეველზე, და არა ქვეყნიურ სარგებლობაზე; არ განესაჯათ სხვა და არ ეძებნათ სხვისი ნაკლი, არამედ თავიანთი გამოესწორებინათ; ყოველივე, რასაც სხვისგან მოითხოვდნენ, თვითონაც აღესრულებინათ სხვის მიმართ.

როცა იესო ქადაგებდა, ხალხს უკვირდა მისი მოძღვრება, რადგან ის ასწავლიდა, როგორც ძალაუფლების მქონე და არა როგორც მათი მწიგნობარნი.

ნაინელი ქვრივის ძის აღდგინება

ერთხელ იესო ქრისტე ქალაქ ნაინს მიდიოდა. მას მიჰყვებოდნენ მისი მოწაფეები და

მრავალი ხალხი. როცა მიუახლოვდა ქალაქის კარებს, დაინახა, რომ ქალაქიდან დასამარხავად მკვდარს მოასვენებდნენ; ის იყო ქვრივის ერთადერთი ვაჟი. დედა მწარედ ტიროდა. იესოს შეეცოდა ის და უთხრა: „ნუ სტირ“. შემდეგ ცხედართან მივიდა. გამსვენებელნი შეჩერდნენ. მაშინ უფალმა უთხრა: „ჭაბუკო! შენ გეუბნები, აღდეგ!“ მიცვალებული გაცოცხლდა, წამოჯდა და დაიწყო ლაპარაკი. იესომ იგი თავის დედას გადასცა. ყველანი შეშინდნენ, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: „დიდი წინასწარმეტყველი აღმდგარა ჩვენს შორის, ღმერთმა მოხედა ჩვენს ერს“.

იგავი მთესველის შესახებ

Page 36: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

ერთხელ იესო ქრისტე გალილეის ტბის ნაპირზე გაჩერდა. მასთან შეიკრიბა დიდძალი ხალხი. ის ნავში ავიდა და დაჯდა, ხალხი კი ნაპირზე იდგა. მან დაიწყო ხალხის სწავლება იგავით:

„გამოვიდა მთესველი სათესად. როცა თესავდა, ზოგი თესლი დავარდა გზაზე და ფრინველებმა აკენკეს. ზოგი კლდოვან ადგილზე დავარდა, ჩქარა აღმოცენდა, მაგრამ მალევე გახმა, რადგან მიწა ღრმა არ იყო, ზოგი დავარდა ეკალთა შორის, ამოვიდა ეკალი და მოაჭკნო იგი. ზოგი კი ნაყოფიერ მიწაზე დავარდა, აღმოცენდა და ასმაგი ნაყოფი გამოიღო“.

როცა იესომ იგავი დაამთავრა, თქვა: „რომელსა ასხენ ყურნი სმენად ისმინეთ“. მოწაფეებმა ჰკითხეს მას: „რას ნიშნავს ეს იგავი?“ ქრისტემ ასე განმარტა: „თესლი არის

ღმრთის სიტყვა, მთესველი არის ის, ვინც ქადაგებს ღმრთის სიტყვას. თესლი, რომელიც დავარდა გზაზე ნიშნავს იმ ადამიანებს, რომელთაც გულში ჩაეთესათ სიტყვა, მაგრამ უყურადღებოდ ისმენდნენ. მათთან მივიდა ეშმაკი და მოსტაცა მათ გულში ჩათესილი სიტყვა. თესლი, რომელიც დავარდა კლდოვან ადგილზე ნიშნავს მათ, რომლებიც სიხარულით მიიღებენ სიტყვას, მაგრამ მწუხარებისა და დევნის დროს განდგებიან (უარყოფენ). თესლი, რომელიც დავარდა ეკალთა შორის ნიშნავს მათ, რომელნიც ისმენენ ღვთის სიტყვას, მაგრამ სიმდიდრესა და ქვეყნიურ ცხოვრებაზე ზრუნვა აბრკოლებს მათ და ვერ მოაქვთ კეთილი ნაყოფი. თესლი, რომელიც დავარდა ნაყოფიერ ადგილზე ნიშნავს მათ, რომლებიც ისმენენ ღმრთის სიტყვას, იმარხავენ კეთილსა და წმინდა გულში და გამოაქვთ ნაყოფი მოთმინებით“.

ქარიშხლის დაცხრომა

ერთხელ იესო ქრისტე თავის მოწაფეებთან ერთად ჩაჯდა ნავში და გალილეის ზღვით

წავიდა ღადარინელთა ქვეყანაში. ცურვის დროს მან დაიძინა. უეცრად ატყდა ძლიერი ქარი. ნავი წყლით ივსებოდა. მოწაფეები შეშინდნენ, გააღვიძეს ის და უთხრეს: „უფალო! ვიღუპებით, გვიშველე!“ იესომ უთხრა მათ: „რად შეშინებულხართ, მცირედმოწრმუნენო?“ მერმე ადგა, შერისხა ქარსა და ზღვას და დადგა დიდი მყუდროება. ყველანი გაკვირდნენ და ამბობდნენ: „ვინ არის ეს, რომ ქარიც და ზღვაც ემორჩილებიან მას?“

იაიროსის ასულის აღდგინება

ერთხელ იესო ქრისტე ზღვის ნაპირზე ასწავლიდა ხალხს. მასთან მივიდა შესაკრებლის

(სინაგოგის) უფროსი, იაიროსი, მის წინ დავარდა და უთხრა: „ჩემი ასული სიკვდილამდეა მიწევნილი, მოდი, დასდევი მას ხელი და ის განიკურნება“. იესო წაჰყვა მას. იესოს მიჰყვებოდნენ მოწაფეები და დიდძალი ხალხი. ხალხში იყო ერთი ქალი, რომელიც 12 წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა: მან მთელი თავისი ქონება ექიმებს გადააგო, მაგრამ არ განიკურნა. როცა გაიგო იესოს ამბავი, იფიქრა: თუკი შევეხები მის ტანისამოსს, განვიკურნებიო. ის მივიდა, სარწმუნოებით შეეხო მის ტანისამოსს და მაშინვე განიკურნა. იესო მიუბრუნდა ხალხს და უთხრა: „ვინ შეეხო ჩემს ტანისამოსს?“ პეტრე მოციქულმა უთხრა: „მოძღვარო! გარშემო ხალხი გახვევია და გავიწროვებს, შენ კი ამბობ: „ვინ შემეხო მე?“ იესომ მათ უთხრა: „მე ვიღაც შემეხო, რადგანაც მე ვიგრძენი, რომ ჩემგან ძალა გავიდა“. ქალი კანკალით მივიდა, დავარდა მის წინ და ხალხის წინაშე განაცხადა, რისთვისაც შეეხო მას და როგორ განიკურნა მაშინვე. ქრისტემ უთხრა მას: „ასულო! სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ, წარვედ მშვიდობით“.

ამ დროს მოვიდა ვიღაცა და იაიროსს უთხრა: „მოკვდა შენი ასული. ნუღარ აწუხებ მოძღვარს“. მაგრამ იესომ ეს რომ გაიგონა, უთხრა იაიროსს: „ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს და ასულს ეშველება“. იესო იაიროსის სახლში მივიდა, დაინახა იქ მომტირალნი და მგოდებელნი და უთხრა მათ: „ნუ სტირთ, გოგონა კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს“. და დასცინოდნენ მას, რადგანაც იცოდნენ, რომ გოგონა მკვდარი იყო. მაშინ იესომ სახლიდან ყველა დაითხოვა, მხოლოდ პეტრე, იაკობი და იოანე და ბავშვის დედ-მამა შეიყვანა, შევიდა

Page 37: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

იქ, სადაც მკვდარი ესვენა, მოჰკიდა მას ხელი და უთხრა: „ასულო! შენ გეუბნები, ადექი“. გოგონა ადგა და დაიწყო სიარული. იესომ უბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის. მშობლები გაკვირდნენ, ხოლო იესომ ბრძანა, რომ არავისთვის ეთქვათ ამ შემთხვევის შესახებ.

იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა

წმიდა იოანე წინამორბედმა აღასრულა ის საქმე, რომლისათვისაც იყო მოვლენილი

ღმრთისაგან: მან მოამზადა ხალხი მაცხოვრის მისაღებად, მოწმობდა ქრისტეზე, რომ ის არის ძე ღმრთისა, შემდეგ კი აღესრულა მოწამეობრივი სიკვდილით.

მეფე ჰეროდემ შირთო ცოლად ჰეროდია - თავისი ძმის, ფილიპეს, ცოლი. ამ უსკულოებისათვის იოანე ამხელდა ჰეროდეს, რის გამოც ჰეროდემ ის საპყრობილეში ჩასვა. ბოროტი ჰეროდეა ამით არ კმაყოფილდებოდა. ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ მოეკლა იოანე. შემთხვევა მალე მიეცა: ჰეროდემ თავის დაბადების დღეზე დიდკაცობას ლხინი გაუმართა. ლხინის დროს ჰეროდეას ასული შევიდა დარბაზში და იცეკვა, ამით ასიამოვნა მეფეს და მის სტუმრებს. მეფემ შეჰფიცა მას და უთხრა: „მთხოვე რაც გინდა და მოგცემ, თუ გინდა ჩემი სამეფოს ნახევარს“. მან დედის დარიგებით უთხრა ჰეროდეს: „მომეცი ახლავე იოანე ნათლისმცემლის თავი“. მეფე შეწუხდა, მაგრამ ფიცის გამო უბრძანა ჯარისკაცს, მოეტანა იოანეს თავი. ჯარისკაცი საპყრობილეში წავიდა, მოჰკვეთა თავი იოანეს, მოიტანა ლანგრით და მისცა ქალს, ქალმა კი მიუტანა თავის დედას. იოანეს მოწაფეები მივიდნენ საპყრობილეში, წაასვენეს იოანეს ნეშტი და დაასაფლავეს.

ხუთი პურით 5000 კაცის დაპურება

ერთხელ იესო ქრისტე დიდხანს ასწავლიდა ხალხს გალილეის ტბის იქით, ერთ

უდაბნოში, და განკურნა მრავალი სნეული. როცა საღამომ მოაწია, მოწაფეებმა უთხრეს მას: „აქ უდაბნო ადგილია და გვიანაა, გაუშვი ხალხი, რომ წავიდნენ სოფელში და იყიდონ საჭმელი“. უფალმა უთხრა: „თქვენ მიეცით საჭმელი“. აქ იყო ერთი ყმაწვილი, რომელსაც ხუთი პური და ორი თევზი ჰქონდა, იესომ თქვა: „ის ხუთი პური მომართვით აქ“. მოწაფეებმა მიუტანეს. უფალმა ახედა ზეცას, აკურთხა პურები, გატეხა და მისცა მოწაფეებს, ხოლო მოწაფეებმა დაურიგეს ხალხს. ყველამ ჭამა და გაძღნენ. შემდეგ იესოს ბრძანებით შეკრიბეს დანარჩენი ნატეხები და 12 გოდორი აავსეს. იქ ხუთი ათასამდე კაცი იყო დედაკაცებისა და ბავშვების გარდა. მაშინ ხალხმა თქვა: „ეს ნამდვილად ის წინასწარმეტყველია, რომელიც უნდა მოსულიყო ქვეყნად“.

ქანანელი დედაკაცის ასულის განკურნება

ერთხელ იესო ქრისტე ტვიროსის სიდონის საზღვარზე მივიდა. ის დაინახა ერთმა

ქანაანელმა წარმართმა (კერპთაყვანისმცემელმა) დედაკაცმა, მივიდა მასთან და დაუწყო ვედრება: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო, ასული ჩემი ბოროტად ეშმაკეულ არს“. მაგრამ იესომ ხმა არ გასცა მას. მაშინ მოწაფეებმა სთხოვეს: „გაუშვი ის, რადგან მოგვდევს და ყვირის“. იესომ უთხრა მოწაფეებს: „მე მოვლინებულ ვარ ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისათა დასახსნელად“. ქანაანელი დედაკაცი დავარდა მის ფერხთა წინაშე და უთხრა: „უფალო, შემეწიე მე“. ქრისტემ მიუგო მას: „არა კეთილ არს მოღებად პური შვილთაგან და დაგებად ძაღლთა“. მან უპასუხა: „ჰე, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ჭამენ ნამცეცებს, რომლებიც მათი ბატონის სუფრიდან ცვივა“. მაშინ იესო ქრისტემ უთხრა მას: „დედაკაცო! დიდ არს სარწმუნოება შენი, გეყავნ შენ, ვითარცა გნებავს“. და მისი ასული მაშინვე განიკურნა.

ფერისცვალება

Page 38: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

მოწაფეებს რომ არ დაეკარგათ იმის რწმენა, რომ დაინახავდნენ ქრისტეს წამებასა და სიკვდილს, იესომ აჩვენა მათ თავისი ღვთაებრივი დიდება. ერთხელ მან წაიყვანა პეტრე, იაკობი, იოანე და მათთან ერთად ავიდა თაბორის მთაზე სალოცავად. დაღლილობის გამო მოციქულებს დაეძინათ, ქრისტემ კი ლოცვა დაიწყო. ლოცვის დროს მან ფერი იცვალა: მისი სახე გაბრწყინდა, როგორც მზე და ტანისამოსი გათეთრდა, როგორც თოვლი. გამოცხადდნენ მოსე და ელია და ესაუბრებოდნენ ქრისტეს მის წამებასა და სიკვდილზე, რომელიც მოელოდა იერუსალიმში.

ძლიერმა სინათლემ გამოაღვიძა მოციქულები და მათ დაინახეს უფლის დიდება. როცა წინასწარმეტყველებმა დააპირეს ქრისტესაგან განშორება, პეტრემ უთხრა: „უფალო, კარგია ჩვენი აქ ყოფნა; თუ გნებავს, გავაკეთებთ სამ კარავს: შენთვის, მოსესთვის და ელიასთვის“. ამ დროს ნათელმა ღრუბელმა დაფარა მოწაფეები და მათ მოესმათ ხმა ზეციდან: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ, მაგისი ისმინეთ“. მოციქულები შეშინდნენ და მიწაზე დაეცნენ. იესო მივიდა, ხელი შეახო მათ და უთხრა: „ადექით, ნუ გეშინიათ“. ისინი ადგნენ და დაინახეს იესო ჩვეულებრივი სახით.

იგავი მოწყალე სამარიტელის შესახებ

ერთმა სჯულის მცოდნემ გამოსაცდელად ჰკითხა ქრისტეს: „მოძღვარო! რა უნდა ვქნა,

რომ დავიმკვიდრო საუკუნო ცხოვრება?“ უფალმა უთხრა მას: „სჯულში როგორ სწერია?“ სჯულის მცოდნემ უპასუხა: „შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა, და ყოველთა გონებითა შენითა, და მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი“. იესომ უთხრა: „მართლად მომიგე, მაგას იქმოდე და სცხოვნდე“. მაგრამ მას უნდოდა თავის გამართლება და უთხრა იესოს: „ვინ არის მოყვასი ჩემი?“ ამის პასუხად იესომ უთხრა იგავი მოწყალე სამარიტელის შესახებ.

ერთი კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიქონში და ჩავარდა ავაზაკების ხელში, რომლებმაც გახადეს ტანისამოსი, დაჭრეს იგი, დააგდეს ცოცხალმკვდარი და წავიდნენ. შემთხვევით იმ გზაზე მიდიოდა ერთი მღვდელი, შეხედა მას და აუარა გვერდი. ასევე ლევიტელი, რომელმაც ამ ადგილას გაიარა, მივიდა, დახედა და გაუდგა გზას. იმავე გზაზე მიდიოდა ვინმე სამარიტელი, დაინახა დაჭრილი და შეიწყალა, შეუხვია ჭრილობა, დაასხა ზეთი და ღვინო, შესვა თავის სახედარზე, მიიყვანა სასტუმროში და მოუარა მას. მეორე დღეს, როცა მიდიოდა, მან მისცა სასტუმროს პატრონს ორი დინარი და უთხრა: „უპატრონე ამას და, თუ ამაზე მეტს დახარჯავ, როცა დავბრუნდები, მოგცემ“.

„რას ფიქრობ შენ, - ჰკითხა იესომ სჯულის მცოდნეს, - იმ სამი კაციდან რომელი უფრო იყო დაჭრილის მოყვასი?“ სჯულის მცოდნემ უპასუხა: „ვინც მას მოწყალება იყო“. ქრისტემ უთხრა მას: „წადი და შენც ეგრე მოიქეცი“. ესე იგი, ყოველი კაცი ახლობლად ჩათვალე, ვინც უნდა იყოს იგი და, რითაც შეგეძლოს, გაჭირვების დროს შეეწიე მას.

იგავი უძღები შვილის შესახებ

მოძღვრება, რომ ღმერთი სიხარულითა და სიყვარულით მიიღებს სინანულში მყოფ

ცოდვილს, იესო ქრისტემ გამოთქვა უძღები შვილის შესახებ. ერთ კაცს ორი შვილი ჰყავდა. უმცროს შვილს მისი თხოვნით მამამ ქონებიდან თავისი

წილი მისცა. ის წავიდა შორ ქვეყანაში, დაიწყო იქ უწესოდ ცხოვრება და გაფლანგა ყველაფერი. მალე იმ ქვეყანაში შიმშილობა დაიწყო. ის ღორის მწყემსად დაუდგა ერთ იქაურ კაცს და მოხარული იქნებოდა, რომ ღორების საჭმელი რომ მაინც ჰქონოდა თავისთვის, მაგრამ იმასაც არ აძლევდნენ. გაჭირვებამ ჭკუა ასწავლა მას: გაახსენდა მამა, სინანული იწყო და გადაწყვიტა, მამასთან დაბრუნებულიყო და მოჯამაგირედ მაინც დასდგომოდა.

ასეც მოიქცა. როცა მამამ ის შორიდან დაინახა, შეებრალა, მიეგება, გადაეხვია და კოცნა დაუწყო. შემდეგ მოსამსახურეებს უბრძანა, შეემოსათ იგი საუკეთესო ტანსაცმლით, ბეჭედი წამოეგოთ თითზე, ფეხსაცმელი ჩაეცმიათ და ლხინი გაემართათ.

Page 39: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

ამ დროს უფრო შვილი მინდვრიდან დაბრუნდა. როცა გაიგონა სიმღერა და მოლხენა, და ლხინის მიზეზიც გაიგო, იწყინა და არ უნდოდა სახლში შესვლა. გამოვიდა მამა მის დასაძახებლად, მაგრამ მან უპასუხა: „შენ ჩემთვის ერთი თიკანიც არ მოგიცია არასდროს, რომ მეგობრებთან მომელხინა, ხოლო მისთვის, რომელმაც თავისი ქონება გაფანტა უწესოდ, დაკალი ნასუქი ხბო“. მამამ უთხრა: „შვილო, შენ მუდამ ჩემთან ხარ და ყოველივე ჩემი შენია. ჩვენ ის უნდა გვიხაროდეს, რომ შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა“.

იგავი მდიდრისა და ღარიბი ლაზარეს შესახებ

იესო ქრისტე ასწავლიდა, რომ მდიდარნი არ უნდა იყვნენ გულქვანი, არამედ უნდა

ეხმარებოდნენ ღარიბებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მიეცემიან სატანჯველს. ეს დარიგება გამოხატა იგავში მდიდრისა და ღარიბი ლაზარეს შესახებ.

ერთი მდიდარი კაცი იყო. იმოსებოდა პორფირითა და ბისონით (ძვირფასი სამოსლით) და მთელი დღე ლხინობდა, იყო აგრეთვე გლახაკი, სახელად ლაზარე. ის იწვა მდიდრის კარებთან დაწყლულებული და სურდა, გამძღარიყო მდიდრის სუფრის ნარჩენებით. ძაღლები მიდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ მას. მოკვდა გლახაკი და მისი სული ანგელოზებმა მიიყვარნეს აბრაამის წიაღში (მართალთა სამყოფელი იმქვეყნად).

მოკვდა მდიდარი და დამარხეს იგი. ჯოჯოხეთში, სატანჯველში მყოფმა აიხედა ზევით, დაინახა აბრაამი შორს და ლაზარე მის წიაღში და ხმამაღლა დაიძახა: „მამაო აბრაამ! შემიბრალე მე და გამომიგზავნე ლაზარე, რომ მან დაისველოს თითის წვერი წყალში და გამიგრილოს ენა, რადგანაც ამ ალში ვიტანჯები“. მაგრამ აბრაამმა უთხრა: „გაიხსენე, რომ შენ კეთილი სიცოცხლეშივე მიიღე, ლაზარემ კი - ბოროტი. ახლა კი აქ იგი ნუგეშცემულია, შენ კი იტანჯები. და ამას გარდა, ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრულია, რომელზეც გადასვლა შეუძლებელია“. მაშინ მდიდარმა უთხრა: „მაშ, გთხოვ, მამაო, გააგზავნე ეგ მამაჩემის სახლში, მე ხუთი ძმა მყავს, გააფრთხილოს ისინი, რომ არ მოხვდნენ ამ სატანჯველ ადგილას“. აბრაამმა უთხრა: „მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი (ანუ აქვთ საღმრთო წერილის წიგნები), მათი ისმინონ“. მდიდარმა უთხრა: „არა, მამაო აბრაამ, თუ ვინმე მკვდართაგან აღდგება და მივა მათთან, ისინი შეინანებენ“. მაშინ აბრაამმა უთხრა მას: „თუ მოსესა და წინასწარმეტყველებისას არ დაიჯერებენ, არც მკვდრეთით აღმდგარს დაუჯერებენ“.

იგავი მეზვერესა* და ფარისევლის* შესახებ

კაცი რომ თავისი სიმართლით არ იქადდეს და სხვას არ ამდაბლებდეს, ქრისტემ თქვა

იგავი მეზვერისა (მებაჟისა) და ფარისევლის შესახებ. ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად: ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერე.

ფარისეველი ლოცულობდა: „ღმერთო! გმადლობ შენ, რომ არა ვარ ისეთი, როგორც სხვები, მტაცებელი, ცრუ, მრუში, აი, როგორიც ეს მებაჟეა; კვირაში ორჯერ ვმარხულობ, მეათედს გწირავ ყოველი ჩემი მონაგებისაგან“. ხოლო მეზვერე უკან იდგა და ვერ ბედავდა ზეცაში ახედვას, მკერდში ხელს ირტყამდა და ამბობდა: „ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას!“ გეუბნები თქვენ, რომ ეს მეზვერე უფრო გამართლებული წავიდა სახლში, ვიდრე ფარისეველი, რადგან რომელმაც აღიმაღლოს თავი თვისი, დამდაბლდეს, და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ამაღლდეს.

ლექსიკონი: მეზვერე - გადასახადების ამკრეფი. მეზვერეები, რომლებიც ძირითადად დამპყრობ

რომაელებს ემსახურებოდნენ, ებრაელებს განსაკუთრებულად ეზიზღებოდათ.

Page 40: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

ფარისეველი - ებრაული რელიგიური ელიტის წარმომადგენელი. ფარისევლები გამოირჩეოდნენ იმით, რომ გარეგნულად მოსეს მიერ მიცემულ ებრაულ სჯულს ზედმიწევნით ასრულებდნენ, რაც საკმაოდ რთული იყო.

ყრმების კურთხევა

ერთხელ დედებს მიჰყავდათ თავიანთი ბავშვები იესო ქრისტესთან, რომ მას დაედო

მათზე ხელი და დაელოცა. მოწაფეები არ უშვებდნენ ბავშვებს. იესო ქრისტემ შენიშნა ეს და უთხრა მოწაფეებს: „გამოუშვით ყრმები, რომ მოვიდნენ ჩემთან, რამეთუ მაგათთანებისთვის არის ღმრთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც ისე არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, როგორც ბავშვი, ვერ შევა მასში“. ამის შემდგომ მან დაადო ხელი და აკურთხა ისინი.

ლაზარეს აღდგინება

იერუსალიმის სიახლოვეს იყო სოფელი ბეთანია. იქ ცხოვრობდა ქრისტეს მეგობარი

ლაზარე თავისი ორი დით, მართათი და მარიამითურთ. ქრისტე ხშირად იყო მათთან და უყვარდა ისინი კეთილმსახურებისთვის.

ერთხელ ლაზარე ძლიერ ავად გახდა. დებმა ეს ამბავი იესო ქრისტეს მაშინვე აცნობეს, მაგრამ ქრისტემ დაიგვიანა, ლაზარე მოკვდა და დაასაფლავეს. ქრისტე ლაზარეს სიკვდილისა და დამარხვიდან ოთხი დღის შემდეგ მოწაფეებითურთ მივიდა ბეთანიაში. მართა და მარიამი მწარედ ტიროდნენ, ნათესავნი და ნაცნობებიც ტიროდნენ ლაზარეს სიკვდილის გამო. როცა მტირალნი დაინახა, ქრისტესაც ცრემლი მოერია, მაშინვე წავიდა ლაზარეს საფლავზე და ბრძანა საფლავის ლოდის გადაგორება. უფალმა აღაპყრო თვალები ზეცად და ილოცა, შემდეგ კი ხმამაღლა დაიძახა: „ლაზარე! გამოვედ გარე!“ ლაზარე აღდგა და გამოვიდა საფლავიდან. მაშინ ბევრმა ირწმუნა ქრისტე.

ეს იუდეველთა მღვდელმთავრებმა გაიგეს. ისინი მაშინვე შეიკრიბნენ, ჰქონდათ ბჭობა მასზე, თუ რა უყონ იესოს, და კაიაფა მღვდელმთავრის რჩევით გადაწყვიტეს, რომ მოეკლათ იგი. იესო განშორდა ბეთანიას და წავიდა ეფრაიმში.

უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში

პასექამდე ექვსი დღით ადრე იესო ქრისტე კვლავ მივიდა ბეთანიაში და იქიდან წავიდა

იერუსალიმში. მოწაფეებმა მისი ბრძანებით მოჰგვარეს ვირი და მისი ჩოჩორი. ჩოჩორს გადააფარეს ტანისამოსი, იესო შეჯდა მასზე და წავიდა იერუსალიმში. ამასობაში იერუსალიმში ხმა გავრცელდა, რომ იესო იქ მიდიოდა. ბევრი გამოეგება მას, ადიდებდნენ და მეფურ პატივს მიაგებდნენ; ხალხი თავიანთ ტანსაცმელს და ხის ტოტებს უფენდა გზაზე და გალობდა: „ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არ მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა მაღალთა შინა“.

როცა იესო იერუსალიმში შევიდა, მთელი ქალაქი შეიძრა და რომელთაც არ ენახათ, კითხულობდნენ: „ვინ არის ეს?“ ხალხი ეუბნებოდა მათ: „ეს არის იესო, წინასწარმეტყველი ნაზარეთიდან“. იესო შევიდა ტაძარში, გამოდევნა იქიდან მოვაჭრეები, განკურნა ბრმები და კოჭლნი. ბავშვები ტაძარში ხმამაღლა გალობდნენ: „ოსანა ძესა დავითისსა“. მღვდელმთავრნი და მწიგნობარნი განრისხდნენ და უთხრეს მას: „გესმის, რას ამბობენ ისინი?“ იესომ უთხრა მათ: „განა თქვენ არასოდეს აღმოგიკითხავთ: პირითა ყრმათა ჩჩვილთა მწოვართაჲთა დაამტკიცე ქებაჲ?“ (ფსალმუნი 8, 3) იესო ქრისტემ დატოვა ისინი, გავიდა ქალაქიდან და დაბრუნდა ბეთანიაში.

გაფრთხილება საშინელი სამსჯავროს შესახებ

Page 41: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

იესო ქრისტე თავის მეორედ მოსვლასა და საშინელ განსჯაზე ასე ასწავლიდა: როდესაც მოვა ძე კაცისა (ანუ ქრისტე) თავისი დიდებითა და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ ის დაჯდება თავისი დიდების ტახტზე და მის წინაშე შეიკრიბება მთელი კაცობრიობა და იგი გაყოფს მას ერთიმეორისაგან, როგორც მწყემსი ჰყოფს ცხვრებს თიკანთაგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თიკნებს - მარცხნივ. მაშინ მეუფე ეტყვის მათ, რომელნიც მარჯვნივ იქნებიან: „მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო. და დაიმკვიდრეთ განმზადებული თქვენთვის სასუფეველი სოფლის დასაბამითგან. იმიტომ, რომ მშიოდა და მაჭამეთ მე, მწყუროდა და მასვით მე; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ მე; სნეული ვიყავი და მომინახულეთ; საპყრობილეში ვიყავი და მოხვედით ჩემთან“. მაშინ მართალნი მიუგებენ მას: „უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ან მწყურვალი და გასვით? როდის გიხილეთ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ? როდის გიხილეთ შენ უძლური და საბყრობილეში და მოვედით შენთან?“ მეუფე მიუგებს მათ: „ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ: რაოდენიც უყავით ერთს მცირეთაგან ჩემს ძმას, იგი მე მიყავით“.

მაშინ ეტყვის იმათაც, ვინც მარცხნივ იქნებიან: „წარვედით ჩემგან, წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელ განმზადებულ არს ეშმაკისათვის და ანგელოზთა მისთათვის, იმიტომ, რომ მშიოდა და არ მაჭამეთ მე; მწყუროდა და არ მასვით მე; უცხო ვიყავ და არ შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავ და არ შემმოსეთ; უძლური ვიყავ და საპყრობილეში და არ მოხვედით ჩემთან“. მაშინ ისინიც მიუგებენ მას: „უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხოდ, ან შიშველი, ან უძლურებაში, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ შენ?“ მაშინ ეტყვის მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რამდენიც არ უყავით ერთს ჩემს მცირეთაგან ძმას, იგი მე არ მიყავით“. და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი - საუკუნო ცხოვრებაში.

იუდას გამცემლობა და საიდუმლო სერობა

პასექის დღესასწაული მოახლოვდა. მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი შეიკრიბნენ

კაიაფას ეზოში, ბჭობა ჰქონდათ და დაადგინეს: დაეჭირათ იესო ეშმაკობით და მოეკლათ. მაშინ ერთი თორმეტ მოციქულთაგანი, იუდა ისკარიოტელი, მივიდა მათთან და უთხრა: „რას მომცემთ, რომ მოგცეთ იგი?“ მას მიუწონეს ოცდაათი ვერცხლი. იუდა დათანხმდა და ეძებდა მარჯვე დროს, რომ იგი გაეცა. ეს იყო ოთხშაბათს.

ხუთშაბათ საღამოს თავის მოწაფეებთან ერთად უფალი წავიდა იერუსალიმში, სადაც მისთვის მომზადებული იყო ოთახი, რომ მას უკანასკნელად შეესრულებინა პასექი. როცა შევიდა იმ ოთახში, იესო ქრისტემ პირველად თავის მოციქულებს დაბანა ფეხები და ამით აჩვენა მათ თავმდაბლობის მაგალითი, მერე დაჯდა სერობად (ვახშმად).

იესო ქრისტემ აიღო პური, აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და თქვა: „მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი, მისატევებელად ცოდვათა“. შემდეგ აიღო ბარძიმი ღვინით, აკურთხა, მისცა მოწაფეებს და თქვა: „სუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქუმისა, თვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა“. მოწაფეებმა პურის და ღვინის სახით მიიღეს ქრისტეს ჭეშმარიტი ხორცი და სისხლი. შემდეგ ქრისტემ დაუმატა: „ამას ყოფდეთ ჩემდა მოსახსენებელად“.

სერობის დროს მან უთხრა მოწაფეებს: „ჭეშმარიტად გეტყვი თქვენ, ერთი თქვენგანი მიმცემს მე“. მოწაფეები გაოცდნენ და ეკითხებოდნენ: „მე ხომ არ ვარ, უფალო?“ იოანემ ჩუმად ჰკითხა: „უფალო, ვინ არის ის?“ უფალმაც ხმადაბლა უპასუხა: „ეს ის არის, ვისაც მე ამოწებულ პურის ლუკმას მივცემ“. და იუდა ისკარიოტელს მისცა პურის ლუკმა. იუდა მაშინვე გამოვიდა; მან გაიგო, იესო სად გაატარებდა ღამეს.

ამის შემდეგ უფალი და მისი მოწაფეები ადგნენ და ფსალმუნთა გალობით წავიდნენ გეთსამანიის ბაღში. გზაზე იესო ქრისტემ თავის მოციქულებს მისცა ახალი მცნება. „მცნებასა ახალსა მოგცემ თქვენ, - უთხრა ქრისტემ მოციქულებს, - რაჲთა იყვარებოდეთ ურთიერთარს, ვითარცა მე შეგიყვარე თქვენ“. ამით გაიგოს ყველამ, რომ ჩემი მოწაფეები ხართ თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ.

Page 42: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

იესო ქრისტეს ჯვარცმა

იესო ქრისტე ღმერთად ირწმუნა და მისი სწავლა მხოლოდ ზოგიერთმა ისრაელმა მიიღო,

ხალხის უმეტესმა ნაწილმა კი უარყო იგი. ეს უფრო იმიტომ მოხდა, რომ მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ემტერებოდნენ მაცხოვარს. რად? იმიტომ, რომ ქრისტე იმათ ცუდ ყოფა-ქცევას ამხილებდა და მათ ბრმა მწყემსებს უწოდებდა.

მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ხალხს ეუბნებოდნენ: „ჩვენ კარგად ვიცით, რომ იესო დურგლის, იოსების, შვილია და თვითონ კი ღმერთის ძეს უწოდებს თავს; ეს ღვთის გმობააო“.

რომის იმპერატორის მიერ დანიშნულ იუდეის განმგებელთან, პონტოელ პილატესთან, სხვა გზით აბეზღებდნენ იესოს: „თავი მეფე დავითის მემკვიდრედ მიაჩნია, უნდა, ხალხი ააჯანყოს იმპერატორის წინააღმდეგ, რომაელები გარეკოს და თავი ისრაელთა მეფედ გამოაცხადოსო“.

გაჭრა ამ ორკეცმა დაბეზღებამ. მაშინ მღვდელმთავართ გაბედეს, დაეჭირათ ქრისტე და სამართალში მიეცათ.

მაცხოვრის დაჭერა მათ იუდამ გაუადვილა. როგორც უკვე ვთქვით, მან გაყიდა თავისი მოძღვარი და ღმერთი ოცდაათ ვერცხლად, ასწავლა მისი სამყოფელი, ღამით თავს დაასხა მღვდელმთავრები და მხედრები და დააჭერინა იგი. დღისით დაჭერა ვერ გაბედეს, რადგანაც ხალხის აჯანყებისა ეშინოდათ. აი როგორ მოხდა ეს ამბავი: იესო ქრისტე სამი მოწაფით - პეტრეთი, იაკობით და იოანეთურთ შევიდა გეთსამანიის ბაღში; იქ ის წუხდა, სამჯერ მიწაზე დავარდა და ილოცა: „მამაო, თუ შესაძლებელ არს, ამაცილე მე ეს სასმისი, ხოლო არა როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენ“. ანგელოზი გამოეცხადა მას და განაძლიერებდა.

ამ დროს ბაღში შემოვიდა იუდა გამცემელი. მან მოიყვანა ჯარისკაცები და მღვდელმთავართა მსახურნი და უთხრა მათ: „რომელსაც მე ვეამბორები, ის შეიპყარით“. მივიდა იესოსთან, აკოცა მას და უთხრა: „გიხაროდენ, მოძღვარო!“ მაშინ მსახურებმა და ჯარისკაცებმა შეიპყრეს იესო, შეკრეს და წაიყვანეს მღვდელმთავრებთან. ხოლო მისი მოწაფეები შიშისაგან გაიფანტნენ.

მისცეს მაცხოვარი სამართალში. ქრისტე პირველად მიიყვანეს მღვდელმთავარ ანნასთან, შემდეგ - კაიაფასთან. აქ გამოცხადდნენ ცრუმოწმეები, მაგრამ ვერაფერი დაუმტკიცეს. მაშინ კაიაფა მღვდელმთავარმა უთხრა მას: „გაფიცებ შენ ღმერთსა ცხოველსა, გვითხარი: შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა?“ იესომ უპასუხა: „მე ვარ. და ამიერიდან იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ღმრთის მარჯვნივ, მომავალს ცის ღრუბლებზე“ . ეს რომ გაიგონა, კაიაფამ შემოიგლიჯა თავისი ტანისამოსი და დაიყვირა: „რაღად გვინდა სხვა მოწმენი? თქვენ თვითონ გაიგონეთ მისგან ღმრთის გმობა. თქვენ როგორ გგონიათ?“ ყველამ მიუგო: „ის სიკვდილის ღირსია“. მაშინ მსახურებმა გამოიყვანეს იესო გარეთ და დაუწყეს დაცინვა: აგინებდნენ მას, სცემდნენ ყვრიმალში, აფურთხებდნენ სახეში, იესო ითმენდა და ჩუმად იყო.

პარასკევ დილით იესო ქრისტე წაიყვანეს პილატესთან, რომ მას სასიკვდილო განაჩენი დაემტკიცებინა. პილატემ მღვდელმთავრებს ჰკითხა: „რა ბრალს სდებთ ამ კაცს?“ იმათ მიუგეს: „ის ხალხს რყვნის, თავს მეფეს უწოდებს და ხალხს კეისრისთვის ხარკის მიცემას უკრძალავს“. პილატემ ჩვენება ჩამოართვა იესოს, მაგრამ ვერაფერი ბრალი ვერ უპოვა და უნდოდა მისი გაშვება, მაგრამ ხალხი მღვდელმთავრების შთაგონებით თხოულობდა მის სიკვდილს.

პილატემ ბრძანა ეცემათ, ჩაეცმიათ ძოწეული სამოსელი და დაედგათ ეკლის გვრიგვინი, და ასე ეჩვენებინათ ის იუდეველთათვის. პილატე ფიქრობდა, რომ ასე აღძღავდა მათში სიბრალულს. მაგრამ ისინი ყვიროდნენ: „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ეგე!“ ჩვეულებისამებრ დღესასწაულზე პილატე ხალხს უნთავისუფლებდა პატიმარს, რომელსაც მოისურვებდნენ. იმ დროს დაჭერილი ჰყავდათ ცნობილი პატიმარი ბარაბა. გამგებელმა ხალხს არჩევანი შესთავაზა იესოსა და ბარაბას შორის, მაგრამ მღვდელმთავრებმა დაარწმუნეს ხალხი ბარაბა გაენთავისუფლებიათ. ხალხიც აყვირდა: ბარაბა გაგვითავისუფლეო. პილატემ იკითხა,

Page 43: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

ქრისტეს რაღა ვუყოთო, ხალხმა მიუგო: „ჯვარს აცვი!“ სულმოკლე პილატემ ხალხის წინ დაიბანა ხელი და თქვა: „უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგისა, თქვენ იხილეთ“. ხალხმა დაიყვირა: „სისხლი მაგისი ჩვენ ზედა, და შვილთა ჩვენთა ზედა“. მაშინ პილატემ მისცა იესო ქრისტე იუდეველთ, რომ ჯვარზე ეცვათ იგი.

მაცხოვარი წაიყვანეს გოლგოთას მთაზე. აქ სჯიდნენ ყველა დამნაშავეს. აქვე აღმართეს დიდი ჯვარი, აიყვენეს ქრისტე და გააკრეს ზედ. მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი: ერთი ქრისტეს მარჯვენით და მეორე – მარცხენით. როცა ჯვარს აცვამდნენ იესოს, იგი არამცთუ არ წყევლიდა თავის მწვალებლებს, კიდეც ევედრებოდა უფალს მათთვის და ამბობდა: „მამაო, მიუტევე მათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“.

შეუბრალებელი მტრები ჯვარზედაც კი არ აძლევდნენ მაცხოვარს მოსვენებას. ისინი დაცინვით შესძახოდნენ ზევით: „თუ შენ ხარ ძე ღვთისა, ჩამოდი ჯვრიდან და მაშინ გირწმუნებთ“. თვითონ ერთმა ჯვარცმულმა ავაზაკმა დაცინვით უთხრა იესოს: „შენ თუ ხარ ქრისტე, იხსენ შენი თავი და ჩვენცა“. სამაგიეროდ მეორე ავაზაკმა უპასუხა თავის ამხანაგს: „ღმერთი არა გწამს, რომ მაგას ეუბნები? ჩვენ სამართლიანად ვისჯებით, ეს კი სრულიად უბრალოა“.

ეს რომ თქვა, პირი იესოსაკენ მიიბრუნდა და მოწიწებით უთხრა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“.

მაცხოვარმა უპასუხა: „ამინ გეტყვი (ჭეშმარიტად გეუბნები) შენ, დღესვე ჩემთან იქნები სამოთხეში“.

ჯვრის ახლოს იდგა საშინლად მწუხარე ღვთისმშობელი მარიამი და მდუღარე ცრემლსა ღვრიდა. მის გვერდით იყვნენ: საყვარელი მოწაფე იესოსი, იოანე, და რამდენიმე გალილეველი ქალი. მაცხოვარმა გადმოხედა დედას, იოანეზე ანიშნა და უთხრა: „აგერ, შვილი შენი“. მერმე იოანეს ანიშნა მარიამზე და უთხრა: „აგერ, დედა შენი“.

ამ დღიდან იოანე ზრუნავდა ღვთისმშობელზე, როგორც საკუთარ დედაზე, და თავის სახლში ჰყავდა, ვიდრე იგი მიიძინებდა.

სამხრობის დრო იქნებოდა, როდესაც იესომ საშინელი ტანჯვის შემდეგ მიაბარა თავისი ღვთაებრივი სული უფალს. ბოლოს ქრისტემ თქვა: „აღსრულდა!“ მან დახარა თავი და მისცა თავისი სული მამა ღმერთს.

ქრისტეს ტანჯვის დროს მზე დაბნელდა, მიწა იძრა, ტაძრის კრეტსაბმელი (ფარდა) ორად გაიპო, კლდენი გასკდნენ, საფლავები გაიხსნა და ბევრი მკვდარი აღდგა და ბევრს გამოეცხადნენ ქრისტეს აღდგომის შემდეგ. ყოველივე ამის მხილველნი იუდეველნი მკერდზე ხელს იცემდნენ და დაბრუნდნენ შინ; ხოლო ასისთავი, რომელიც ჯვართან იდგა, შიშით ამბობდა: „ჭეშმარიტად ძე ღმრთისა იყო ესე“.

პარასკევ საღამოს პილატეს ნებართვით ქრისტეს ორმა ფარულმა მოწაფემ, იოსებ არიმათიელმა და ნიკოდიმოსმა იესოს სხეული გარდამოხსნენ ჯვრიდან, სცხეს მას ნელსაცხებელი, შეახვიეს იგი არენაკში (წმინდა ტილოში) და დაასვენეს ახალ საფლავში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი იოსების ბაღში და საფლავზე დაადეს დიდი ლოდი.

შაბათს, დილით ადრე, იუდეველნი მივიდნენ პილატესთან და უთხრეს: „ჩვენ გავიხსენეთ, რომ იმ მაცდურმა თქვა: სამ დღეში აღვდგებიო. უბრძანე საფლავის დაცვა მესამე დღემდე, რომ ღამე მისმა მოწაფეებმა არ მოიპარონ და არ უთხრან ხალხს, აღდგა მკვდრეთითო“. პილატე დათანხმდა და საფლავს დაუყენეს მცველები, ხოლო ლოდი დაბეჭდეს.

როდესაც იესოს სხეული საფლავში განისვენებდა, იგი სულით ჩავიდა ჯოჯოხეთში, გამოიხსნა იქიდან ყველანი, ვინც კი მის მოსვლას მოელოდა, აიყვანა სამოთხეში და იქ დაამკვიდრა საუკუნოდ.

ქრისტეს აღდგომა

იესოს ჯვარცმის შემდეგ გაიარა ორმა დღემ და მოატანა მესამემ. უნდა აღსრულებულიყო

წინასწარმეტყველება ქრისტესი, რომელიც ამბობდა: „მესამე დღეს მკვდრეთით აღვდგებიო“.

Page 44: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

კვირას, დღის რიჟრაჟმა რომ მოატანა, უცებ საფლავის დარაჯებმა იგრძნეს მიწისძვრა; მერმე დაინახეს ფრთიანი სულიერი – ანგელოზი, რომელმაც გადააგორა საფლავიდან ლოდი, და ბოლოს, იხილეს მაცხოვრის საფლავიდან აღდგომა. დარაჯებს შიშით თავზარი დაეცათ და მიწაზე მკვდრებივით დაემხნენ, მერმე კი მოსულიერდნენ, გონს მოვიდნენ და გაიქცნენ.

ჯერ არ გათენებულიყო, როცა საფლავთან მოვიდა მარიამ მაგდალინელი, თაყვანისმცემელი იესოსი და მასზედ მგლოვიარე. აქ მან ნახა, რომ ლოდი საფლავიდან გადაეგორებინათ და საფლავი ცარიელი იყო, დაიჩოქა საფლავის წინ, მწარედ ატირდა და როდესაც შიგ ჩაიხედა, იხილა ორი ანგელოზი, თეთრი ტანისამოსით შემოსილი.

ანგელოზებმა ჰკითხეს მარიამს: „დედაკაცო, რასა სტირი, ვის ეძიებ?“ მარიამმა მიუგო: „წაუღიათ უფალი ჩემი და არ ვიცი, სად!“ – ეს რომ თქვა, უკან მიიხედა

და დაინახა იქვე მდგომარე ადამიანი მშვენიერი შეხედულებისა, მეტად ნათელი სახისა, ეს იყო თვითონ იესო, აღმდგარი მკვდრეთით.

მაგრამ მარიამმა ვერ იცნო. მაშინ მარიამს ჰკითხა იესომ: „დედაკაცო, რასა სტირი, ვის ეძებ?“

მარიამს ეგონა, მებაღეაო, და უთხრა: „უფალო, თუ შენ აიღე იგი, მითხარ, სად დაასვენე, და მე წარმოვიღო იგი“.

მაშინ იესომ დაუძახა უწინდელი ხმით: „მარიამ!“ მარიამმა ხმაზედ იმწამსვე იცნო იესო და შესძახა: „მოძღვარო!“ მერმე გაექანა და

უნდოდა, მოხვეოდა მუხლებზე, მაგრამ მაცხოვარმა უთხრა: „ნუ შემეხები მე, რადგან ჯერ არ ავსულვარ მამისა ჩემისა თანა. წადი ჩემს ძმებთან და

უთხარი: აღვალ მამისა ჩემისა და მამისა თქვენისა, ღვთისა ჩემისა და ღვთისა თქვენისა“. მარიამ მაგდალინელმა საჩქაროდ ახარა იესოს აღდგომა მოწაფეთ და მორწმუნე ქალებს.

ყველანი აივსნენ დიდი სიხარულით, გაეჩქარნენ საფლავისაკენ, ნახეს იგი ცარიელი, ირწმუნეს ქრისტეს აღდგომა და ადიდებდნენ ღმერთს.

აღდგომა დღეს ქრისტე მარიამ მაგდალინელს გარდა გამოეცხადა ორ მოწაფეს, რომლებიც მიდიოდნენ ემაოსს, საღამოს კი იერუსალიმში თომას გარდა ყველა მოწაფეს გამოეცხადა. ერთი კვირის შემდეგ ის კიდევ გამოეცხადა ყველა მოწაფეს, როდესაც მათთან თომაც იყო, რომელიც ეჭვობდა მის აღდგომას, და რომელსაც მან ნება მისცა, გაესინჯა მისი ხელები და გვერდი. შემდეგ გამოეცხადა მოწაფეებს გალილეის ტბის ნაპირზე; გამოეცხადა გალილეის მთაზე ხუთასზე მეტ მორწმუნეს. ის ეცხადებოდა მოციქულებს 40 დღის განმავლობაში და ასწავლიდა მათ ღვთის სასუფევლის შესახებ.

ქრისტეს ამაღლება

აღდგომის შემდეგ მაცხოვარი მეორმოცე დღეს უნდა ამაღლებულიყო ზეცას და მან

გამოსალმების წინ მოწაფეებს მისცა შემდეგი დარიგება: „მომეცა მე ყოველი უფლება ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. წადით ყველანი ქვეყნად,

იქადაგეთ სახარება და ნათელ ეცით სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა. ასწავლეთ ერთა ყოველი მცნება, რომელიც მე თქვენ მოგეცით. ვინც თქვენს ქადაგებას მიიღებს, მირწმუნებს მე, მოინათლება და ჩემს მცნებაზედ ივლის, იგი ცხონდება; ხოლო ვინც უარყოფს, წარწყმდება“.

სულ ბოლოს იესომ შეკრიბა მოწაფენი იერუსალიმში და უთხრა: „იერუსალიმიდან ფეხს ნუ მოიცვლით, ვიდრე თქვენზე არ გადმოვა სულიწმიდა. იოანე წყლითა სცემდა ნათელს, რამდენიმე დღის შემდეგ კი თქვენ მოინათლებით სულითა წმიდითა. მაშინ თქვენ მოგენიჭებათ განსაკუთრებული ნიჭი სახარების ქადაგებისა, სხვადასხვა ენის ცოდნა; მოგეცემათ ძალა ავადმყოფთა კურნებისა და სასწაულმოქმედებისა; თქვენ იწყებთ ქადაგებას იერუსალიმში, იუდეასა და სამარიაში და მთელი დედამიწის ზურგზე“.

მისცა ეს აღთქმა იესომ მოწაფეებს, გაიყვანა ისინი იერუსალიმიდან, აიყვანა ზეთისხილის მთაზე და იქ აკურთხა და დალოცა ისინი. ამ კურთხევის დროს მაღლა-მაღლა წავიდა ჰაერში, ამაღლდა ზეცას და დაჯდა ზეციურ ტახტზე, მარჯვენით მამისა.

Page 45: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

განცვიფრებულნი მოწაფენი მთაზე იდგნენ და კარგა ხანს იცქირებოდნენ მაღლა, ზეცაში, სადაც მიეფარა მაცხოვარი. ამ დროს გამოეცხადნენ მათ ანგელოზნი და უთხრეს:

„კაცნო გალილეველნო, რასა დგახართ და იცქირებით ზევით? იესო, რომელიც ახლა თქვენგან ამაღლდა, იმ სახითვე მოვა, როგორც იხილეთ ზეცას ამაღლებული“.

მაშინ მოწაფენი აივსნენ დიდი სიხარულით, დაბრუნდნენ იერუსალიმში, ადიდებდნენ უფალს და ელოდნენ სულიწმიდის გარდამოსვლას.

სულიწმიდის გარდამოსვლა მოციქულებზე

იესო ქრისტეს აღდგომიდან ორმოცდაათი დღის შემდეგ იერუსალიმში მოციქულები სხვა

მორწმუნეებთან ერთად იყვნენ ერთ ოთახში და ღმერთს ევედრებოდნენ. მესამე საათზე (დილის ცხრა საათზე) უეცრად ციდან მოისმა ხმა, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო და აავსო სახლი, რომელშიც ისინი იყვნენ. სულიწმიდა ცეცხლის ენების მსგავსად გადმოვიდა თითოეულ მათგანზე. მოციქულებმა აქამდე ებრაულის მეტი არა ენა არ იცოდნენ და ახლა კი დაიწყეს უცებ ლაპარაკი სხვადასხვა ენაზე და, ამას გარდა, აივსნენ სულიერი ძალით, ძლიერებით. იმ დროს იერუსალიმში იყო ბევრი იუდეველი, დღესასწაულის გამო სხვადასხვა მხრიდან შემოკრებილი. როცა ხმაური მოესმათ, შეიკრიბნენ იმ სახლთან, რომელშიც მოციქულები იყვნენ, და უკვირდათ, რომ მოციქულები სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ.

მაშინ პეტრე მოციქულმა დაიწყო ქადაგება და განუმარტა ხალხს, რომ ქრისტე, იუდეველთაგან ჯვარცმული, აღდგა მკვდრეთით, ამაღლდა ზეცაში და მოუვლინა მათ სულიწმიდა; რომ ქრისტე არის ძე ღმრთისა, ქვეყნიერების მხსნელი. ბევრმა დაიჯერა და ეკითხებოდნენ, რა ვქნათო? პეტრე მოციქულმა უთხრა მათ: „შეინანეთ და თითოეული თქვენგანი მოინათლოს“. მათ სიხარულით დაიჯერეს მისი სიტყვა და იმ დღეს სამიათას კაცამდე მოინათლა. ამგვარად იწყო ღმრთის სასუფეველმა, ე.ი. ქრისტეს ეკლესიამ, ქვეყანაზე დაფუძვნება.

სულიწმიდის გადმოსვლის შემდეგ მოციქულებმა დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ქვეყანაში და მორწმუნეთა რიცხვი სულ უფრო და უფრო მრავლდებოდა. ამიტომ მოციქულებმა დანიშნეს საღმრთო ხელდასხმით ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები, რომ ისინი დახმარებოდნენ მათ ქადაგებისას და შეესრულებინათ საიდუმლოებანი. ბევრი წვალება და ტანჯვა გამოიარეს, სიკვდილითაც ბევრი მათგანი დაისაჯა, მაგრამ არაფერს შეუშინდნენ, მხნედ ემსახურებოდნენ თავის წმინდა საქმეს და მრავალი ერი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე.

საქართველო – ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ხდება

როგორც ვთქვით, სულიწმიდის მოფენის შემდეგ მოციქულებმა დაიწყეს სხვადასხვა

ქვეყანაში ქადაგება, მანამდე კი წილი ყარეს, ვინ რომელ ქვეყანაში უნდა წასულიყო ქრისტიანობის გასავრცელებლად. ამ წილისყრაში მონაწილეობა მიიღო ღვთისმშობელმაც და წილად ხვდა საქართველო. იგი მოემზადა ჩვენს ქვეყანაში წამოსასვლელად, მაგრამ ღამით მაცხოვარი გამოეცხადა და ურჩია: „შენ თვითონ იერუსალიმში დარჩი, რადგან მოხუცი ხარ, და შენს მაგივრად საქართველოში საქადაგებლად გაგზავნე ანდრია მოციქული, პირველწოდებულიო“. ასეც მოიქცა ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი.

მოციქული ანდრია პირველწოდებული მოვიდა შავი ზღვის პირად, უქადაგა სახარება გურულებს, იმერლებს, მეგრელებსა და აფხაზებს და მოაქცია ისინი ქრისტეს სჯულზედ. მაგრამ იმდენი აღარ დასცალდა, რომ ქართლ-კახეთშიაც გადმოსულიყო და იქაც გაევრცელებინა ქრისტიანობა.

ქართლ-კახეთის მოქცევა ქრისტიანობაზე შემდეგში მოხდა წმინდა ნინოს მიერ, რომელსაც ამის გამო დაერქვა ქართველთა განმანათლებელი.

Page 46: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინება ღვთისმშობელმა მაცხოვრის ზეცაში ამაღლების შემდეგ კიდევ მრავალი წელი იცოცხლა,

რათა ქრისტეს მოწაფეები გასაჭირში გაემხნევებინა, რწმენაში განემტკიცებინა. ის ორმოცდაოთხი წლისა გარდაიცვალა. მიძინების დღესასწაული, როგორც ჩვენში ამბობენ, სწორედ ღვთისმშობლის გარდაცვალების დღეა.

ღვთისმშობლის გარდაცვალება იმდენად უჩვეულო იყო, რომ მას სიკვდილს ვერც კი უწოდებენ, მას მიძინება ჰქვია.

ყოვლადწმიდა ქალწული მარიამი, როგორც ჯვარზე გაკრულმა იესომ დაუბარა, იოანე მოციქულის სახლში ცხოვრობდა. ღვთისმშობელს ჩვეულებად ჰქონდა იმ ადგილების მონახულება და მოლოცვა, სადაც იესო ჯვარს აცვეს, იმ საფლავისა, საიდანაც ის მკვდრეთით აღსდგა, საიდანაც ზეცად ამაღლდა.

და აი, ზეთისხილის მთასთან, იერუსალიმის მახლობლად, ღვთისმშობელს ლოცვის დროს გაბრიელ მთავარანგელოზი გამოეცხადა, სამოთხის პალმის რტო მიართვა და ამცნო, რომ სამ დღეში ის მარადიულ სამყოფელში, ზეცაში უნდა გადასახლებულიყო. სამოთხის მარადმწვანე რტო - ესაა მარადახალგაზრდა, დაუბერებელი სიცოცხლის ნიშანი. და მარიამიც არამიწიერი სიხარულით აღივსო. ის სთხოვს იესოს, შეუსრულოს სურვილი და უკანასკნელად ანახოს უფლის თორმეტივე მოციქული. მათგან ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იყო წასული საქადაგებლად, ნაწილი კი უკვე გარდაცვლილიყო.

იოანეს სახლში, რომელიც იერუსალიმში სიონის მთაზე იდგა, უამრავი ხალხი შეიკრიბა. ყველა ტიროდა, რადგან ძალიან უჭირდათ ღვთისმშობელთან განშორება. ის ყველას ლოცავდა, აკურთხევდა და აიმედებდა, რომ არასოდეს მიატოვებდა და ქრისტეს წინაშე იქნებოდა მათი შუამდგომელი, მათი ზეციული მფარველი და შემწე.

აქვე მოიყარეს თავი მოციქულებმა. ცოცხლები სასწაულებრივად იქნენ გადმოყვანილი იერუსალიმში, ხოლო გარდაცვალებულნი სამოთხიდან გამოცხადდნენ ღვთისმშობლის მიძინების დასასწრებად.

ღვთისმშობელმა მოციქულები დალოცა და სთხოვა, რაც კი ებადა - ორი კაბა და რამდენიმე ნივთი გადაეცათ იმ ქვრივებისა და ქალწულებისათვის, რომლებიც სიყვარულით და მოწიწებით ემსახურებოდნენ მას. ახლოვდებოდა სამი საათი, როცა დედა ღვთისა მარადიულ საუფლოში უნდა გადასულიყო. მან ისურვა სანთლები აენთოთ და საკმეველი ეკმიათ, იაკობ მოციქულის ხელით უკანასკნელად ეზიარა და მიწვა მისთვის განმზადებულ სარეცელზე. ყველა იქ მყოფი ქებისა და დიდების საგალობლებს უგალობდნენ ღვთისმშობელს და მისგან ამქვეყნად შობილ ღმერთს. მის მისაგებებლად ზეციდან ჩამოვიდნენ გაბრიელ მთავარანგელოზი, დავით მეფე, აბრაამი, ისააკი და იაკობი, მართალი სვიმეონის და იოანე ნათლისმცემელი.

ამ დროს სახლი აავსო არაჩვეულებრივმა ნათელმა, რომელმაც ყველაფერი დაჩრდილა. მაცხოვარი, გარშემორტყმული ანგელოზთა გუნდებით, თავისი ღვთაებრივი დიდებით ზეციდან გარდამოვიდა, რათა საკუთარი დედის სული პატივითა და სიყვარულით სასუფეველში მიეცილებინა.

ღვთისმშობელმა სთხოვა უფალს, ისე გაეტარებინა სიკვდილის კარიბჭე, რომ ბნელეთის მთავარნი, ანუ ბოროტი ანგელოზები, ჯოჯოხეთის საშინელება არ ენახა. ასევე შეევედრა, რომ მოციქულები და ყოველი, ვინც უფლის სახელს მოიხსენებდა, შეეწყალებინა და ეკურთხებინა.

„აჰა, დედაო ჩემო, - უპასუხა უფალმა, - ყოველი მადლი, რაც გამაჩნია, შენი არს, ყოველი დაბადებული შენი მადიდებელი იქნება, და რასაც ითხოვ, ყოველივე შეგისრულდება“.

ანგელოზთა გალობაში მიიძინა დედაღვთისამ. თავისი ხელით აიყვანა უფალმა ღვთისმშობლის სული და მარადიულ ნათელში აამაღლა.

როცა საოცარი სანახაობა თვალს მიეფარა, მოციქულებმა ღვთისმშობლის წმიდა სხეულს , რომელიც უმშვენიერეს სურნელებას აფრქვევდა, ნელსაცხებლები აპკურეს, ტილოში გაახვიეს და ანთებული სანთლებით, საკმევლის კმევითა და გალობით, გეთსიმანიის ბაღის

Page 47: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

სიახლოვეს, გამოქვაბულში გადაასვენეს. იქვე იყვნენ დაკრძალული მისი მშობლები იოაკიმე და ანა, ასევე იოსებ დამწინდველი. მსვლელობას ნათელი ღრუბელი ედგა თავს, წინ იოანე მიუძღოდა, რომელსაც სამოთხის რტო ეჭირა. ღვთისმშობელს უამრავი მორწმუნე მიაცილებდა.

შურით აღვსილმა იუდეველთა მღვდელმსახურებმა მეომრები გაგზავნეს, რათა ქრისტეს მიმდევარნი დაერბიათ და წმიდა ნეშტი დაეწვათ. ერთი ყველაზე გაბოროტებული ურწმუნო იუდეველი, სახელად იოფანე, ისე გათავხედდა, რომ სარეცლისაკენ გაიქცა, რომელზეც ღვთისმშობელი განისვენებდა და მისი გადმოგდება დააპირა. იმავე წამს უგუნურს ხელები მოეკვეთა.

იუდეველებმა იხილეს სასწაული და შეშინდნენ. თუკი ხელები ისევ გაუმრთელდება, თქვენს ღმერთს ვიწამებთო, უთხრეს მოციქულებს. მოციქულებმა ილოცეს ღვთისმშობლისა და ღვთის მიმართ და მოკვეთილი ხელები იოფანეს ისევ გაუმრთელდა.

ურწმუნონი გონს მოეგნენ, მოინანიეს და ქრისტეს მიმდევარნი გახდნენ, მათ შორის იყო იოფანეც. ყველა, ვინც რწმენითა და კრძალვით თაყვანს სცემდა ღვთისმშობლის სხეულს, იკურნებოდა.

ღვთისმშობლის სხეული მოციქულებმა აკლდამაში დაკრძალეს, დიდი ლოდით დაგმანეს და სამი დღე არ მოშორებიან. ისინი საგალობლებითა და ლოცვით გამოხატავდნენ თავიანთ სიყვარულსა და მადლიერებას ღვთისა და მისი დედისადმი.

მესამე დღეს გამოჩნდა თომა მოციქული, რომელიც ვერ დაესწრო ღვთისმშობლის მიძინების სასწაულს. იქ მყოფმა მოციქულებმა გადააგორეს საფლავის ლოდი, რათა თომასაც ეცა თაყვანი ღვთისმშობლის ცხედრისათვის, მაგრამ სამარხი ცარიელი დაუხვდათ. აკლდამაში მხოლოდ სუდარები დარჩენილიყო.

იმავე საღამოს, ტრაპეზზე, პურობისას, მკვდრეთით აღმდგარი ღვთისმშობელი გამოეცხადა მოციქულებს და ახარა: „გიხაროდენ, მე თქვენთან ვიქნები ყოველთვის“. ამგვარად წმინდა მოციქულები დარწმუნდნენ, რომ დედა ღვთისა თავისმა ძემ და ღმერთმა მესამე დღეს მკვდრეთით აღადგინა და ხორცით აღამაღლა ზეცაში.

ღვთისმშობლის მიძინების დღეა 28 აგვისტო (ახალი სტილით). ეს დღე მოციქულებმა დღესასწაულად დააწესეს.

აპოკალიფსი

აპოკალიფსი (ბერძ. ”გამოცხადება”) წმინდა იოანე ღვთისმეტყველისა, ბიბლიის ბოლო

წერილს წარმოადგენს და ახალი აღთქმის ერთადერთი წინასწარმეტყველური წიგნია. იოანეს გამოცხადება იდუმალი სიმბოლოებითა და სახეებით მთელი ქვეყნიერების ისტორიას აღწერს. ეკლესიის მამათა მცირე ნაწილი თუ ბედავდა შეძლებისდაგვარად განემარტათ იგი. მაშ ასე, იოანე ღვთისმეტყველის აპოკალიფსისა და სხვა წმინდა მამათა (ეფრემ ასური, ნილოს მირონმდინარე და სხვ.) წინასწარმეტყველების საფუძველზე, ვნახოთ თუ რა გველის მომავალში;

როგორც ეკლესია გვასწავლის, ეს ცხოვრება გამოცდაა. ჩვენი ნამოქმედარის მიხედვით მოგვეგება ღვთისგან ან სასჯელი ან ჯილდო. სასჯელი სამუდამო ტანჯვაა ჯოჯოხეთში, ხოლო ჯილდო სამუდამო ნეტარება სამოთხეში. ადამიანი ნაკლებად უნდა ფიქრობდეს მატერიალურ სიკეთეებზე და უმეტეს დროს სულის განწმედას უნდა უთმობდეს, რაც სწორი ეკლესიური ცხოვრებით მიიღწევა. იესო ქრისტე გვაფრთხილებდა, რომ სოფლის (სამყაროს) აღსასრულამდე ცოტა დროა დარჩენილი. მალე დამყარდება ღვთის უშუალო მმართველობა, რაც მოხდება ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ. მაგრამ სანამ ქრისტე მოვიდოდეს მსოფლიოში საშინელი უბედურებები დატრიალდება. ქრისტე გვაფრთხილებდა: ”იმ დღეებში ისეთი გასაჭირი იქნება, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან... და აღარც არასოდეს იქნება... მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არისო ქრისტე, ან: აჰა, იქაო, არ ერწმუნოთ. ვინაიდან აღდგებიან ცრუ ქრისტეები და ცრუ წინასწარმეტყველნი და მოიმოქმედებენ სასწაულებსა და ნიშებს, რათა რჩეულნი შეაცდინონ, თუ კი შეძლებენ” (მარ.

Page 48: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

13; 19-22). ”ვინაიდან, როგორც ელვა ელავს ცის ერთი კიდიდან და ანათებს მეორე კიდემდე, ასევე იქნება კაცის ძე თავის დღეს” (ლუკ. 17; 24). (კაცის ძეში იგულისხმება ქრისტე).

პირველად ქრისტე მოვიდა, როგორც ადამიანი და ჩვენს შორის ადამიანივით დადიოდა. მან დაგვიტოვა მცნებები, რომელთა აღსრულებაც ჩვენი ვალია. მეორედ როცა ქრისტე მოვა, მოვა როგორც ღმერთი და მას მთელი მსოფლიო ერთდროულად იხილავს ცაში, ღრუბლებზე მომავალს ანგელოზებთან ერთად. ამჯერად ქრისტე მოვა არა საქადაგებლად, არამედ განსასჯელად, ყველას მოთხოვს თავისი საქციელისთვის პასუხს. ამიტომ ის ვინც ქრისტეს მეორედ მოსვლამდე მისი სახელით მოვა და ქადაგებას დაიწყებს, სასწაულებიც რომ მოახდინოს იცოდეთ, რომ იგი ”ცრუ ქრისტე” ანუ ანტიქრისტეა.

თუმცა, იუდეველ ებრაელებს სჯერათ, რომ იესო ქრისტე თვითმარქვია იყო და დღესაც ელიან აღთქმული მესიის დაბადებას. წინასწარმეტყველების მიხედვით მათ ასეთ სიჯიუტესა და უგუნურებას კარგად გამოიყენებს ეშმაკთა მთავარი, ლუციფერი, რომელიც ქვეყანას მოევლინება, როგორც ზებუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი (და არა, როგორც ურჩხული, რის პროპაგანდასაც დაუღალავად ეწევიან კინოკომპანიები). იგი მაშინ გამოჩნდება საჯაროდ, როცა მსოფლიოში საშინელი კრიზისი იქნება გამეფებული. ანტიქრისტე ითავებს ამ კრიზისის მოგვარებას და ამასთან მოჩვენებითი სასწაულებითაც გააოცებს მსოფლიოს. მას პირველად სწორედ ებრაელები მიიღებენ, როგორც მხსნელსა და ღმერთს, შემდეგ კი მსოფლიოს სხვა ხალხებიც (ძირითადად არამართლმადიდებლები) აღიარებენ მას და ქვეყნის აღსასრულამდე სამ ნახევარი წლით ადრე, მსოფლიოს მეფედ, მმართველად გამოაცხადებენ.

ანტიქრისტეს ფარისევლობა იქამდე მივა, რომ არათუ მტრობას გამოიჩენს ქრისტიანთა მიმართ, არამედ მათ მფარველობასაც კი იკისრებს. შეეცდება გარეგნული წესით ქრისტეს მიბაძოს. დღეს ხომ ადამიანებს ცდილობენ ღრმად ჩაუნერგონ: ”ლიდერი კარგია, სამწუხაროდ გარემოცვა ყავს ცუდი”, ალბათ ასე იქნება მაშინაც, რადგან ქრისტიანების დევნის მოთავე ანტიქრისტეში დანაშაულს ბევრი ვერ დაინახავს. თუმცა, ანტიქრისტე დიდხანს ვერ შეინარჩუნებს კეთილი ადამიანის იმიჯს, რადგან მას დაუპირისპირდება ძველი აღთქმის ორი წინასწარმეტყველი -ილია და ენუქი, რომლებიც ცოცხლად და სხეულებრივად იყვნენ ატაცებული ზეცად და ქვეყნის დასასრულის წინ კვლავ უნდა მოევლინონ დედამიწას. ქვეყნის დასასრულამდე 7 წლით ადრე, უფალი მათ იერუსალიმში მოავლენს, რათა მათ თავიანთი საკვირველი ქადაგებითა და სასწაულთმოქმედებით ადამიანებს განუცხადონ ის არნახული სიცრუე, რომელიც სულ უფრო და უფრო ეუფლება კაცობრიობას. ელია და ენუქ წინასწარმეტყველნი სამნახევარი წლის განმავლობაში თავისუფლად, დაუბრკოლებლად ამხილებენ ანტიქრისტეს და გააფრთხილებენ ადამიანებს არ მიიღონ მისი სიცრუე.

მიუხედავად მთელი თავისი სიძლიერისა, ანტიქრისტე ვერ შეძლებს ხელი შეუშალოს ელიასა და ენუქს მამხილებელ ქადაგებაში. სამწელიწად ნახევარის გასვლის მერე კი ანტიქრისტე წმინდა წინასწარმეტყველთა მიმართ პირდაპირ ძალადობას მიმართავს - მოკლავს მათ, და ამის გამო იძულებული გახდება დიდი მშვიდობისმყოფელის უწინდელი ნიღაბი ჩამოიცილოს.

ანტიქრისტეს მეფობის პერიოდში ჭეშმარიტი ქრისტიანები საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, რადგან ანტიქრისტე შემოიღებს თავის ბეჭედს. ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა სახის იქნება ეს ბეჭედი, მაგრამ ვიცით მისი ფუნქცია; იგი იქნება ერთადერთი საშუალება ვაჭრობაში მონაწილეობის მისაღებად, ანუ ამ ბეჭდის გარეშე ადამიანი პურსაც ვერ იყიდის: “აიძულა ყველა - პატარები და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები - მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე. რომ არავის შეძლებოდა ყიდვა-გაყიდვა, იმათ გარდა, ვისაც ექნებოდა ნიშანი - მხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი. აქ არის სიბრძნე: ვისაც გაგება აქვს, გამოთვალოს მხეცის რიცხვი, რადგან რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია ექვსას სამოცდაექვსი” (გამოცხ. 13.16-18). ქრისტიანებმა ასევე ვიცით იოანეს გამოცხადებიდან, რომ ვინც ამ ბეჭედს მიიღებს მომავალ ცხოვრებაში სამუდამოდ ჯოჯოხეთში დაიტანჯება, თუმცა არც ამ ცხოვრებაში იქნებიან ბოლომდე დალხენილები:

Page 49: ბიბლიის მოკლე შინაარსი.pdf

”...და გაუჩნდათ სასტიკი და საზარელი ჭრილობები ადამიანებს, რომელთაც მხეცის ნიშანი ჰქონდათ...” (გამოცხ. 16. 2). ასე, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანები შიმშილით სიკვდილს არჩევენ, ვიდრე ამ ბეჭდის მიღებას. თანაც ანტიქრისტეს მეფობა არ გაგრძელდება დიდხანს, სულ რაღაც სამ წელიწად ნახევარი, რის შემდეგაც იგი მოკლულ იქნება და მოვა იესო ქრისტე, განიკითხავს ყველას და მართლები სამუდამო ნეტარებას მიეცემიან სამოთხეში, ბოროტნი და ყველა ვინც ანტიქრისტეს ბეჭედი მიიღო, ჯოჯოხეთში აღმოჩნდებიან.

აპოკალიფსის ზოგიერთი განმმარტებლის მიხედვით, ანტიქრისტეს ამოცნობა რთული არ იქნება, რადგან იმისთვის რომ მსოფლიოს მმართველი გახდეს მას მსოფლიო მასშტაბით, საყოველთაო არჩევნები დასჭირდება და როგორც კი ასეთი არჩევნები გამოცხადდება იცოდეთ, რომ ანტიქრისტე იყრის კენჭს და ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება არ შეიძლება!

სრულყოფილი სახით, PDF - ფორმატი შექმნილია

www.books.interesting.ge - ს მიერ

სხვა საიტზე დაკოპირების შემთხვევაში დაიტანეთ

საიტის მისამართი © 2011: www.books.interesting.ge