ფიროსმანის ბიოგრაფია

20
ნნნნ ნნნნნნნნნნ ნნნნნნნნნ

Transcript of ფიროსმანის ბიოგრაფია

Page 1: ფიროსმანის ბიოგრაფია

ნიკო ფიროსმანის

ბიოგრაფია

Page 2: ფიროსმანის ბიოგრაფია

საუკუნეც არ გვაშორებს ფიროსმანს. ფოტო, გაზეთი, კინო, მაშინაც არსებობდა,მაგრამ ფიროსმანაშვილზე მცირე რამ ვიცით.   1862 წელს ასლან ფიროსმანაშვილსა და თეკლე ტოკლიკიშვილს მესამე შვილი, ნანატრი ვაჟი შეეძინათ. პატარას ნიკო დაარქვეს. 8 წლის იყო, როცა მშობლიურ სოფელს, მირზაანს, მოაშორეს და უფროს დას, ქალაქში გათხოვილ მარიამს, თან გააყოლეს - “უცხო გარემოში მარიამს ძმა რომ ეყოლება, აღარ ინაღვლებს, თანაც სადმე მდიდრის ოჯახში მივაბარებთ, ზრდილობას, წერა-კითხვას ისწავლის და კაცი დადგებაო.”

Page 3: ფიროსმანის ბიოგრაფია

 პატარა ნიკო დას ვერაფრით დაეხმარა, თვითონ გახდა მისახედი. თბილისური მჭიდრო სახლები, ქუჩისპირას ჩამწკრივებული დუქნები, ქვაფენილით მოკირწყლული გზები და ამ გზებზე მოსიარულე ეტლები მალევე მობეზრდა. თავიანთი წნული ქოხი, სახლის წინ გაშენებული ვენახი და დედა მოენატრა. - აქედან საით არის მირზაანიო? - ხშირად ეკითხებოდა ხოლმე დას.

Page 4: ფიროსმანის ბიოგრაფია

თბილისი საბედისწერო აღმოჩნდა ნიკოს დისათვის. ქალაქში გავრცელებულმა ქოლერამ მარიამი იმსხვერპლა. მარტო დარჩენილი ნიკო სოფელში არ დაბრუნდა და სიძის დახმარებით ქალანთაროვების ოჯახში მსახურად “პურის ჭამაზედ დადგა”. სწორედ ამ დროიდან იწყება მისი ბრძოლა არსებობისათვის: იყო ქალანთაროვებთან მზარეული, ბაშინჯაღიანთან შინამოსამსახურე, ზემელზე და მერე სადგურზე რძის დახლიდარი, კავკასიის რკინიგზის დამუხრუჭების კონდუქტორი... ყველა სამუშაოს პატიოსნად, მაგრამ უგულოდ ასრულებდა. ერთადერთი საქმე, რაც სიამოვნებას ჰგვრიდა, ხატვა იყო. ხატავდა ყველგან, ყველა გარემოში, ყველაფერზე... კედელზე, მუყაოზე, მუშამბაზე...

Page 5: ფიროსმანის ბიოგრაფია

პირველი ბავშვური ნახატების ხატვა ნიკომ კალანტაროვების ოჯახში დაიწყო. ხატავდა ყველაფერზე, კედლებზეც კი, ამის გამო უჯავრდებოდნენ. თუმცა, ის მაინც აჭრელებდა კედლებს ნახატებით. ნიკო ჭაბუკობის ასაკში წავიდა კალანტაროვების ოჯახიდან და ამის მიზეზიც ჰქონდა ის წერილების მეშვეობით სიყვარულში გამოუტყდა ოჯახის უფროსის დას ელისაბედს, რამაც ოჯახის აღშფოთება გამოიწვია , ნიკომ იწყინა მათი არშფოთება და სამუდამოდ დატოვა მათი ოჯახი. ასე დაიწყო ნიკოს მარტოსული და მოხეტიალე ცხოვრება.

Page 6: ფიროსმანის ბიოგრაფია

1883 წელს ნიკო თბილისის რკინიგზის სადგურში მიიღეს. პირველ ხანებში ის დარაჯად მუშაობდა, ჰქონდა სამორიგეო ფარდული , ხის ტახტი, მაგიდა, ორი სკამი და ჯამაგირი. ერთხელ უფროსს შეუსწრია ხატვისას, ნახატებისტვის ხელი დაუვლია და გარეთ მოუსვრია.

Page 7: ფიროსმანის ბიოგრაფია

რკინიგზიდან წამოსვლის შემდეგ, იგი გაეცნო და დაუახლოვდა მედუქნეებს, რომელთა პატარა ფარდულებზე მალე ნიკოს დახატული აბრები გამოჩნდა. ერთერთ მედუქნეს, რომელიც რძის ნაწარმით ვაჭრობდა დაუხატა ძროხა რძიანი ქილით. მედუქნეებს მოეწონათ ნიკოს ნახელავი, თუმცა, მათ არ შეეძლოთ ჩაწვდომოდნენ ნიკოს ტილოების სერიოზულ მხატვრულ დონეს. ნიკოს ფერწერის დამნახველები ჯერ არსად ჩანდნენ. უბრალო ხალხი ვინც მის ნახატებს ნახულობდა ნაკლებად ესმოდათ მხატვრობის საიდუმლოებები, მაგრამ გაუცნოებიერებლად განიცდიდნენ იმ დიად სიმძლავრეს, რომელი ნიკოს ნახატებიდან მოედინებოდა.

Page 8: ფიროსმანის ბიოგრაფია
Page 9: ფიროსმანის ბიოგრაფია

შეუძლებელია ნიკოს ცხოვრების წარმოდგენა “აკტრისა მარგარიტას” გარეშე. სხვა ქალი მის ბიოგრაფიაში არ მოიხსენიება. თუ არ ჩავთვლით პატარძალს, რომელსაც ქორწილიდან გაექცა ნიკო. რატომ გაექცა? შეიძლება უბრალოდ არ მოეწონა, შეიძლება წარმოიდგინა, რომ სამუდამოდ სოფელში უნდა ჩარჩენილიყო ან თავისუფლების დაკარგვის საფრთხე იგრძნო,ცხადია, რომ შეყვარებული ნამდვილად არ იყო თავისი დის მიერ შერჩეულ საცოლეზე.

Page 10: ფიროსმანის ბიოგრაფია

ფრანგი ქალი, მადამ მარგარიტა პირველად მუშტაიდის ბაღში ნახა ნიკომ. იმასაც ამბობენ რომ ნიკოს დანახვისთანავე შეუყვარდა ნატიფად გამოწყობილი და მოხდენილად მოცეკვავე ფრანგი ქალი. ისინი სწრაფად დახლოვდნენ და მათი რომანი ერთი წელიწადი გაგრძელდა. ერთი წლის შეემდეგ, მადამ მარგარიტამ გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვა ნიკოს და სამუდამოდ გაქრა.

Page 11: ფიროსმანის ბიოგრაფია

ძველი თბილისის დუქანი, ელენე ახვლედიანი

ახალგაზრდობაშივე ნიკომ ორჯერ სცადა ბედი მხატვრობაში. იმხანად დედაქალაქში არ არსებობდა გალერეა, სალონი, სადაც შეიძლებოდა მხატვარს საკუთარი ნამუშევარი გამოეფინა, ხალხის თვალამდე მიეტანა. სამაგიეროდ, მრავლად იყო დუქანი. ამ დუქნებს გარედან აბრები, შიგნით კი კედლებს გალამაზება სჭირდებოდა. ჯერ მხატვარ გიგო ზაზიაშვილს დაუმეგობრდა, მაგრამ რამდენიმე თვეში საქმე ჩაუვარდათ და მერე ვინმე გაზერნაძეს გაურიგდა. ეს წამოწყებაც მარცხით დასრულდა.

Page 12: ფიროსმანის ბიოგრაფია

დიმიტრი ალუღიშვილი

განსხვავებული იყო ბუნებითაც, მეგობარი დიმიტრი ალუღიშვილი ხან “ტვინდასეტყვილს” ეძახდა და ხან “თვითრჯულს”. შეეძლო ბავშვივით გაბუტვოდა იმ ადამიანს, ვინც ქომაგად მოევლინებოდა. ერთხელ ფიროსმანი ილია ზდანევიჩის პორტრეტს ხატავდა. ახალგაზრდა დაგვიანებით მივიდა. ნიკალამ უსაყვედურა, შენზე გაბრაზებული ვარო, მაგრამ მეორედაც რომ დაიგვიანა, პირდაპირ მიახალა: “ჩემი ტალანტი დაღლილია ლოდინით. მე დილიდან გელოდით, თქვენ კი დაიგვიანეთო”.

Page 13: ფიროსმანის ბიოგრაფია

ილია ზდანევიჩი – ნიკო ფიროსმანის ნახატი..

Page 14: ფიროსმანის ბიოგრაფია

იყო უსახლკარო, უმისამართო, უპატრონო, მაგრამ ცხოვრებაშიც და საქმეშიც ღირსებას ინარჩუნებდა. არც მედუქნეებთან ქეიფს კადრულობდა და არც ხატვისას ითვალისწინებდა მათ კაპრიზს. სვამდა მაშინ, როცა მოუნდებოდა და ხატავდა ისე, როგორც სურდა. ამიტომაც ქმნიდა შედევრებს..

Page 15: ფიროსმანის ბიოგრაფია

როცა ზდანევიჩები გაიცნო, თითქოს ებოდიშებოდა და ხშირად იხსენებდა იმ დროს, კოხტად და მოდურად რომ იცვამდა. მართლაც, შავი პიჯაკით, შარვლითა და მოხდენილი პალტოთი გამოწყობილს ოქროს საათიც ეკეთა, ჯიბეში კი იმდენი ფული ედო, რომ სხვებსაც ეხმარებოდა, სოფელში სახლი ააშენა, გამრჯე დას, ფეფეს, საოცნებო საკერავი მანქანა უყიდა... ქონება მისთვის მეტად უმნიშვნელო იყო. ალბათ, ამიტომაც შეიქმნა ლეგენდა, რომ ყველაფერი გაყიდა და ფრანგ მომღერალ ქალს სასტუმროსთან ყვავილებით დატვირთული რამდენიმე ურემი მიაყენა.

Page 16: ფიროსმანის ბიოგრაფია

ძალიან გვიან და თანაც ძალიან ცოტამ მიაქცია ნიკო ფიროსმანს ყურადღება. 1913 წლის 24 მარტს მოსკოვში ფოროსმანაშვილის 4 ნახატიც გამოფინეს. მისი შემოქმედებისადმი ინტერესი გაუჩნდათ ახალგაზრდა მხატვრებს, მაგრამ პრაქტიკული დახმარება ვერავინ გაუწია. ისევ ცივ სარდაფში მედუქნეებისა და შეზარხოშებული მუშტრების ირგვლივ ტრიალებდა “გრაფად” დაბადებული მხატვარი.

Page 17: ფიროსმანის ბიოგრაფია
Page 18: ფიროსმანის ბიოგრაფია

ხატვისას ხშირად უბრუნდებოდა ერთსა და იმავე თემას. უყვარდა თამარი, რუსთაველი, საქართველოს წარსული. უყვარდა პორტრეტები, ქეიფის სცენები, ზოგს დაკვეთით, ზოგსაც საკუთარი სურვილით ქმნიდა. ხატავდა ძირითადად იმ გარემოს, იმ ხალხს, ვის ირგვლივაც თვითონ ტრიალებდა, რაც მის მეხსიერებაში იყო ჩაბეჭდილი. თანაც ხატავდა ძალიან სადად.

Page 19: ფიროსმანის ბიოგრაფია

1918 წლის გაზაფხულზე ნიკო ავად გახდა. რამდენიმე დღე მარტო იწვა ბნელ სარდაფში. საავადმყოფოში რომ გადა-იყვანეს, უკვე დაგვიანებული იყო. დიდხანს ესვენა მისი გვამი და რომ არავინ მოაკითხა, უპატრონო მიცვალებული წაიღეს და სადღაც დაკრძალეს. იმ მხატვრის, რომლის სახელითაც ხშირად მსოფლიოს ქართულ კულტურას ვაცნობთ, საფლავიც კი არ ვიცით.

Page 20: ფიროსმანის ბიოგრაფია

მადლობა ყურადღებისთვის...

პრეზენტაციაზე მუშაობდნენ:იზა ჩადუნელი

რობიკო ოსეფაშვილი მარიამ ტურაშვილისესილი კაკაურიძენიკოლოზ აბრამია

ალექსი გულუა