პრეზენტაცია სქემაში...

25
პპპპპპპპპპპ პპპპპპ პ პპპპპპპპპპპპპპპ პპპპპპპპპპპ პპპპპპ პპპპპპპპ პპპპპპ პპპპპპ პპპპპპპპპპპპ პპპპპპ პპპპპპპპპპპპპ 24,01,2017 პპპპ

Transcript of პრეზენტაცია სქემაში...

Page 1: პრეზენტაცია სქემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ

პრეზენტაცია სქემაში განხორციელებული

ცვლილებების შესახებჯუგაანის საჯარო სკოლის ფასილიტატორი ქეთინო ჩალახეშაშვილი

                                                                    24,01,2017 წელი

Page 2: პრეზენტაცია სქემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ

სქემის განახლებულ ვერსიაში მოცემული ცვლილებების მიხედვით მასწავლებელს სტატუსის მოსაპოვებლად, ასევე კარიერული წინსვლისათვის ერთის ნაცვლად რამდენიმე გზა აქვს,ასევე გაიზარდა იმ აქტივობების ჩამონათვალი, რომელთა განხორციელების შედეგად პედაგოგს კრედიტების მოპოვება შეუძლია.

Page 3: პრეზენტაცია სქემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ

ცნობილია, რომ ახალი სქემით გვყავს ოთხი კატეგორიის მასწავლებელი

პრაქტიკოსიუფროსიწამყვანიმენტორი

Page 4: პრეზენტაცია სქემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ

პრაქტიკოსი მასწავლებელი – ვრცელდება მხოლოდ სქემაში განაწილებულ მოქმედ მასწავლებლებზე;

უფროსი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს პრაქტიკოსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სქემით დადგენილი წესით განაწილებულია სქემაში უფროს მასწავლებლად ან მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი;

წამყვანი მასწავლებელი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს უფროსი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სქემით დადგენილი წესით განაწილებულია სქემაში წამყვან მასწავლებლად ან მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი;

მენტორი – მასწავლებელი, რომელიც აკმაყოფილებს წამყვანი მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრულ მოთხოვნებს და სქემით დადგენილი წესით მიენიჭება მენტორის სტატუსი;

Page 5: პრეზენტაცია სქემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ

პრაქტიკოსი მასწავლებელი :

ახორციელებს თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით;

თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე, გამოკვეთს პროფესიულ საჭიროებებს და ადგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას;

ყოველი წლის ბოლოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს წარუდგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების პრეზენტაციას და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსებს მის მიერ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელ დოკუმენტებს

Page 6: პრეზენტაცია სქემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ

პრაქტიკოსი მასწავლებელი პრაქტიკოსის სტატუსს ინარჩუნებს უვადოდ/ უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებამდე 

სტატუსის მოსაპოვებლად სქემა 3 გზას სთავაზობს:I გზა საგნისა და პროფესიული

კომპეტენციების დადასტურება ტესტირებით-ჯამში 15 კრედიტქულა

2 საგაკვეთილო დაკვირვება-ჯამში 4 კრედიტქულა

Page 7: პრეზენტაცია სქემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ

II გზა

საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების შედეგად მოიპოვებს 10-10 კრედიტქულას

Page 8: პრეზენტაცია სქემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ

საგნობრივი და პროფესიული ტესტირებისას კრედიტქულების დაგროვების პრინციპი მოცემულია ცხრილში

Page 9: პრეზენტაცია სქემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ

თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი სავალდებულო აქტივობებით სრულად ვერ

დააგროვებს უფროსი მასწავლებლის 19 სტატუსის მიღწევისთვის საჭირო

, კრედიტქულას მას შესაძლებლობა ეძლევა დარჩენილი კრედიტქულები შეივსოს

, პროპორციულად შესაბამისი : მიმართულების აქტივობებით

Page 10: პრეზენტაცია სქემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ

პრაქტიკოსი მასწავლებლის აქტივობების ჩამონათვალი რომელიც მას კრედიტქულების დაგროვებაში დაეხმარება

Page 11: პრეზენტაცია სქემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ

პრაქტიკოს მასწავლებელს, მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი იმ შემთხვევაშიც, თუ:

ა) მოიპოვებს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების მეცნიერებების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში;

ბ) მოიპოვებს დოქტორის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს განათლების მეცნიერებების მიმართულებით ან იმ დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში.

გ)პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიიღებს მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატს, მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

Page 12: პრეზენტაცია სქემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ

უფროსი მასწავლებელი;

ახორციელებს თვითშეფასებას თვითშეფასების კითხვარის გამოყენებით;

თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე გამოკვეთს პროფესიულ საჭიროებებს და ადგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმას;

ყოველი წლის ბოლოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფს წარუდგენს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური გეგმის შესრულების პრეზენტაციას;

მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში განათავსებს მის მიერ განხორციელებული აქტივობების დამადასტურებელ დოკუმენტებს.

Page 13: პრეზენტაცია სქემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ

უფროსი მასწავლებლის სატატუსის შენარჩუნება

უფროსი მასწავლებელი, უფროსი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად, ვალდებულია   გათვალისწინებული აქტივობების განხორციელებით ყოველი 3 წლის განმავლობაში დააგროვოს არანაკლებ 13 კრედიტქულა

Page 14: პრეზენტაცია სქემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ

უფროსი მასწავლებელი ვალდებულია 4 კრედიტქულა დააგროვოს მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ უფროსი მასწავლებლის ჩატარებული გაკვეთილის შეფასებით (თითოეული საგაკვეთილო დაკვირვება – 2 კრედიტქულა), დანარჩენი კრედიტქულები კი უნდა დააგროვოს დამატებითი საქმიანობებით/აქტივობებით (იხ.ცხრილი N3) და/ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობებით

Page 15: პრეზენტაცია სქემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ
Page 16: პრეზენტაცია სქემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ
Page 17: პრეზენტაცია სქემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ
Page 18: პრეზენტაცია სქემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ

იმ შემთხვევაში, თუ უფროსი მასწავლებელი ზემოღნიშნული ვადის განმავლობაში ვერ დააგროვებს სტატუსის შესანარჩუნებლად საჭირო კრედიტქულებს, მასწავლებლის შეფასების ჯგუფთან ერთად ადგენს ინდივიდუალურ გეგმას და ვადა ერთი წლით უხანგრძლივდება. ინდივიდუალური გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში შეუწყდება უფროსი მასწავლებლის სტატუსი და მიენიჭება პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი.

უფროსი მასწავლებლის სტატუსის ხელახლა მოსაპოვებლად პრაქტიკოსი მასწავლებელი აგროვებს 19 კრედიტქულას, რომელთაგან 4 კრედიტქულა უნდა მოიცავდეს მასწავლებლის შეფასების ჯგუფის მიერ პრაქტიკოსი მასწავლებლის ჩატარებული ორი გაკვეთილის შეფასებას (თითოეული – 2 კრედიტქულა), ხოლო 15 კრედიტქულა დაგროვებულ უნდა იქნეს დამატებითი საქმიანობების/აქტივობების განხორციელებით.

Page 19: პრეზენტაცია სქემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია დააგროვოს 19 კრედიტქულა.

მას ამისთვის აქვს ორი გზა:I გზა - სავალდებულო აქტივობები

ა) ახორციელებს  პედაგოგიური პრაქტიკის კვლევას და კვლევის შედეგებს  უზიარებს კოლეგებს(2 კრედიტქულა);ბ) გადის გარედაკვირვებას  (4 კრედიტქულა);გ) ატარებს 2 სამოდელო გაკვეთილს (თითოეული 1 კრედიტქულა);დ) ახორციელებს  ცხრილით გათვალისწინებულ აქტივობებს (11 კრედიტქულა), რომლებიც განაწილებულია 4 მიმართულებად. უფროსი მასწავლებელი 11 კრედიტქულას აგროვებს არანაკლებ 3 მიმართულებიდან (გამონაკლისს წარმოადგენენ ფასილიტატორები).

Page 20: პრეზენტაცია სქემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ

II გზა: უფროს მასწავლებელს, განათლების მიმართულებით, ან იმ

დარგში/სპეციალობაში, რომლის შესაბამის საგანსაც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სასწავლო წლის განმავლობაში, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მინიჭების შემთხვევაში, მიენიჭება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს უფროსი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას უფროსი მასწავლებლისათვის წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენის შესახებ.

Page 21: პრეზენტაცია სქემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ

წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნება

წამყვანი მასწავლებელი, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის შესანარჩუნებლად ვალდებულია ყოველი ოთხი წლის განმავლობაში დააგროვოს 17 კრედიტქულა. წამყვანი მასწავლებელი ვალდებულია კრედიტქულები დააგროვოს დამატებითი საქმიანობებით/აქტივობებით (იხ.ცხრილი N3) და/ან მენტორის სტატუსის მისანიჭებლად სავალდებულო აქტივობებით.

იმ შემთხვევაში, თუ წამყვანი მასწავლებელი ზემოღნიშნული ვადის განმავლობაში ვერ დააგროვებს სტატუსის შესანარჩუნებლად საჭირო კრედიტქულებს, შეუწყდება წამყვანი მასწავლებლის სტატუსი და მიენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

Page 22: პრეზენტაცია სქემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ

მენტორის სტატუსის მისანიჭებლად ა) ატარებს არანაკლებ 4 სამოდელო გაკვეთილს (თითოეული 1

კრედიტქულა); ბ) ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების

კვლევასა და კვლევის შედეგების საფუძველზე ატარებს სამუშაო შეხვედრას კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით (3 კრედიტქულა);

გ) ქმნის სასწავლო რესურსს ან რეცენზირებულ პროფესიულ ლიტერატურას (2 კრედიტქულა);

დ) ახორციელებს დამატებით საქმიანობებს/აქტივობებს (იხ.ცხრილი N3) (16 კრედიტქულა). მენტორის სტატუსის მისანიჭებლად წამყვანი მასწავლებელი სტატუსის შესაბამის კრედიტქულებს აგროვებს საჭიროებებზე დაფუძნებით.

მასწავლებლის შეფასების ჯგუფი აფასებს წამყვანი მასწავლებლის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს და მასწავლებლის პროფესიულ საქაღალდეში არსებული დოკუმენტების შეფასების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას წამყვანი მასწავლებლისათვის მენტორის სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის წარდგენის შესახებ.

Page 23: პრეზენტაცია სქემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ

მენტორს სტატუსი უნარჩუნდება უვადოდ.მენტორის ფუნქცია-მოვალეობები მიმართულია სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებაზე და კათედრის/სკოლის განვითარებაზე

Page 24: პრეზენტაცია სქემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ

გამოყენებული მასალა და ფოტოები

      www.maswavlebeli.ge

https://www.google.ge/search?q=მასწავლებელი&espv=2&rlz=1C1CHBD_enGE716GE716&biw=1366&bih=662&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwjO07jX48PRAhUKKcAKHWjGA-UQ_AUIBigB#imgrc=Ss-V0e8XghCzGM%3

Page 25: პრეზენტაცია სქემაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ

გმადლობთ ყურადღებისთვის!