თამბაქოს მავნებლობა.
-
Author
enuqishvili -
Category
Education
-
view
1.551 -
download
1
Embed Size (px)
Transcript of თამბაქოს მავნებლობა.

პროექტითამბაქოს
მავნებლობათელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის VIII კლასის
მოსწავლეები.ხელმძღვანელი
თამარ ენუქიშვილი.

თამბაქოს კვამლი შეიცავს 4000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებასა და აირს, მათ შორის: ნიკოტინს, ბენზოლს, კარბონის მონოქსიდს, ამონიუმს, დიმეთილნიტროზამინს, ფორმალდეჰიდს, ციანიდის ჰიდროგენს, აკროლეინს. 60%-ზე მეტი კომპონენტი ადამიანისთვის წარმოადგენს კარცინოგენს, მათ შორისაა აზბესტი, დარიშხანი, ბენზოლი და რადონის აირი.
თამბაქოს კვამლის შემადგენლობა

თამბაქოს ხანგრძლივი გამოყენებისას ხშირად ვითარდება არასუსურველი შედეგები: კარიესი – თამბაქოს კვამლის შესუნთქვისას ზიანდება კბილის მინანქარი, რაც იწვევს კარიესს;კბილების გაყვითლება; სტომატიტი.

სასუნთქი გზების დაავადებები – ქრონიკული ბრონქიტი.ფილტვის კიბო – მისი ერთ-ერთი ყველაზე საშიში შედეგია. ამ ეტიოლოგიურ ფაქტორთან არის დაკავშირებული ყველა ლოკალიზაციის კიბოს 30%-ის განვითარება. ფილტვის კიბოს 90% გამოწვეულია თამბაქოს მოწევის მიზეზით.

ავთვისებიანი სიმსივნე – შეიძლება წარმოიქმნას აგრეთვე პირის ღრუში, ხახაში, ხორხში, საყლაპავ მილში, თირკმელში, შარდის ბუშტში;კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები;

თამბაქოს აქტიური და პასიური მოწევა იწვევს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებებს, კიბოს, პათოლოგიურ ორსულობას, მშობიარობის გართულებებს, ახალშობილთა სიმახინჯეებს.

ბავშვთა რესპირატორულ და ალერგიულ დაავადებებს; ბავშვებში ანვითარებს არაჯანმრთელი ცხოვრების წესის ჩვევებს და ზრდის მათში ნარკოტიკული დამოკიდებულების რისკს, ამოკლებს ადამიანთა სიცოცხლის ხანგრძლივობას.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის 2008 წლის შეფასებით, თამბაქოს ყოველდღიური მოხმარება მამაკაცებში 13.5-ჯერ აღემატება იგივე მაჩვენებელს ქალებში. ყველა კვლევა, რომელიც ჩატარდა საქართველოში, ამას ადასტურებს, მაგალითად, 2010 წლის მონაცემებით, ეს შეფარდება 11.7-ს შეადგენს. ამ კვლევამ გამოავლინა, რომ თამბაქოს მოხმარების პრევალენტობა მთლიანი მოსახლეობის 30.3%-ს შეადგენს, კაცებში – 55.5%, ქალებში – 4.8%.

თამბაქოს მოხმარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (36.5%) თბილისში დაფიქსირდა. საკმაოდ მაღალია თამბაქოს პასიურ მომხმარებელთა წილი: 23.3% მთლიან მოსახლეობაში, 32.9% – კაცებში და 13.7% – ქალებში

ადამიანს, რომელიც სუნთქავს თამბაქოს ბოლით დაბინძურებულ ჰაერს, – პასიური მწეველი ეწოდება. მწეველები დიდ ზიანს აყენებენ თავიანთი ოჯახის წევრებს, მეგობრებს და თანამშრომლებს. გამოთვლილია, რომ წელიწადში თითქმის 50 000 არამწეველი იღუპება პასიური წევისაგან გამოწვეული შედეგების გამო. არამწეველთა შორის პასიური მოწევა ყველაზე ძალიან მოქმედებს ბავშვებზე, მოზარდებზე და იმ პირებზე, რომელთაც აქვთ ასთმა, გულის თუ სხვა სერიოზული დაავადებები.

კითხვარი. გთხოვთ უპასუხოთ კითხვებს.შემოხაზეთ ის პასუხი,რომელიც თქვენი აზრით განმარტავს მიზეზს,რის გამოც დაიწყეთ მოწევა.1. მინდოდა უფროსებისათვის მიმებაძა;2. მივბაძე თანატოლებს;3. ვფიქრობდი,რომ მოწევა თანატოლების თვალში გამომაჩენს როგორც უფრო თამამს და თანამედროვეს;4. მინდოდა იმის გაკეთება,რასაც მიკრძალავდნენ;5. ორგანიზმი განიცდიდა მოწევის მოთხოვნილებას.
რატომ იწყებენ ადამიანები მოწევას?-ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად 50 მწეველ ადამიანს შევავსებინეთ კითხვარები,რომლებიც წინასწარ მოვამზადეთ.

პასუხები შევიტანეთ ცხრილში და შევაჯამეთ.
შეკითხვები პასუხები საერთო ჯამი
1 X X X X X X X X X X X X
12
2 X X X X X X X X 8
3 X X X X X X X X X X 10
4 X X X X X X X X X X X X X X X
15
5 X X X X X 5

1 2 3 4 50
2
4
6
8
10
12
14
16
პასუხების რაოდენობა
1. მინდოდა უფროსებისათვის მიმებაძა;
2. მივბაძე თანატოლებს;
3. ვფიქრობდი,რომ მოწევა თანატოლების თვალში გამომაჩენს როგორც უფრო თამამს და თანამედროვეს;
4. მინდოდა იმის გაკეთება,რასაც მიკრძალავდნენ;
5. ორგანიზმი განიცდიდა მოწევის მოთხოვნილებას.

50 მწეველი ადამიანიდან 15-მა მონიშნა მე-4 კითხვა :მინდოდა იმის გაკეთება,რასაც მიკრძალავდნენ;12- მა 1. მინდოდა უფროსებისათვის მიმებაძა;ხოლო 10-მა 3. ვფიქრობდი,რომ მოწევა თანატოლების თვალში გამომაჩენს როგორც უფრო თამამს და თანამედროვეს.

დასკვნა. იმედია ჩვენი პრეზენტაციის შემდეგ ისინი ვინც ეწევიან თამბაქოს , დაუჯერებენ მშობლებს და აღარ გააკეთებენ იმას,რასაც უკრძალავენ.არ მიბაძავენ მწეველებს და აუხსნიან თამბაქოს მავნებლობის შესახებ.ადამიანმა არ უნდა იფიქროს იმაზე,რომ თამბაქოს მოწევა სხვის თვალში უფრო თამამს და თანამედროვეს გამოაჩენს .მოკლედ, მოსწიე, თუ გსურს, მაგრამ ხომ იცი უკვე რა შედეგი მოაქვს თამბაქოს მოწევას.
მოწევა კლავს!

ინფორმაციისათვის გამოყენებულია http://janmrtelobainfo.ge/?page_id=4685http://tambaqooo.blogspot.com/2013/01/blog-post.html

მადლობა ყურადღებისათვის