თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა

20
თთთთთთთთ თთთთთთთ თთთთთთთთთთთთ თთთთ თ. თთთთთთთთ N90 თთთთთთ თთთთთთ X თთთთთთ თთთთთთთთთთთ: თთთთთ თთთთთთთთთთთ თთთთთთ თთთთთთთთ 2015 თთთთ

Transcript of თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა

Page 1: თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა

თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა

სსიპ ქ. თბილისის N90 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეები:

მეიკო მიმინოშვილივერიკო ბოკუჩავა

2015 წელი

Page 2: თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა

მცენარე თამბაქო

თამბაქო თავდაპირველად სამხრეთ ამერიკაში მცხოვრებმა მაიას ტომის ხალხმა აღმოაჩინა და დააგემოვნა. ერთ-ერთი ისტორიკოსი წერდა: “ამერიკის აღმოჩენამდე, თამბაქოს შესახებ არავითარი ცნობები არ არსებობდა. პირველად აბორიგენებმა თამბაქო კოლუმბს შესთავაზეს”. თამბაქოს დიდი ფოთლები და სურნელოვანი ყვავილები აქვს. მისი სამოცამდე სახეობა არსებობს და მათგან მხოლოდ ორია ძირითადი _ ნიკოტინიანი ტობაკუ და ნიკოტინიანი რუსტიკა. პირველის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა, თუმცა დღეს მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაშია კულტივირებული. ნიკოტინიანი რუსტიკა კი ძირითადად ინდოეთსა და ჩრდილოეთ ამერიკის აღმოსავლეთში ხარობს.

Page 3: თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა

მოსაწევი თამბაქო მრავალწლოვანი მცენარეა, მაგრამ მოჰყავთ როგორც ერთწლოვანი. აქვს სწორი, მომრგვალო, 2,5 მ-მდე სიმაღლის ღერო, რომელიც ზემოთ დატოტვილია. ფოთლები ღეროზე მორიგეობითაა განლაგებული, მჯდომარეა ან ყუნწიანი, კიდემთლიანი. ფირფიტა ოვალური, მომრგვალო ან ელიფსირია, ფერად მწვანე (იშვიათად ყვითელი ან მომწვანო-მოყვითალო). ყვავილები ხუთწევრიანი ვარდისფერი, წითელი ან თეთრია, შეკრებილია ციმოზური ტიპის ყვავილედად მთავარ ღეროსა და გვერდითი ტოტების კენწეროებზე. ნაყოფში დიდი რაოდენობითაა წვრილი, მუქი ყავისფერი თესლი (1000 თესლი 60-80 მგ-ს იწონის).

Page 4: თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა

თამბაქოს პლანტაცია

ყალიონით მოსაწევი დაქუცმაცებული თამბაქოს

ფურცლები

Page 5: თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა

თამბაქოს ფოთლის ქიმიური შემადგენლობაა: ნიკოტინი 1-4%, ნახშირწყლები 2-20%, ორგანული მჟავები

5-17%, ცილები 1-13%, ეთერები 0,1-1,7%.

Page 6: თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა

მას შემდეგ რაც თამბაქოს ფოთლები დახარისხდება, მათ ჯერ აშრობენ, შემდეგ კი სპეციალური მანქანით პატარ-პატარა ნაწილებად აქუცმაცებენ, ამატებენ ხელოვნურ არომატიზატორებს, სხვა ქიმიურ დანამატებს და ამზადებენ სიგარეტს.

Page 7: თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა
Page 8: თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა

სიგარეტში, გარდა ქაღალდისა და თამბაქოსი, კიდევ 597 ინგრედიენტია:

თამბაქოს გადამუშავებისას ფერმერები სხვადასხვა არომატებსა და დიდი რაოდენობით ქიმიურ ნივთიერებებს ურევენ.

თამბაქოს მწარე გემოს გადასაფარად ამატებენ ნივთიერებას, რომელიც კარგ გემოს სძენს, რამაც უფრო მეტი ადამიანი გახადა სიგარეტზე დამოკიდებული.ამიაკი - ამატებენ, რათა ნიკოტინის ბოლი სწრაფად გაჯდეს ფილტვებში.ნიკელი - შხამი, რომელიც კუჭ-ნაწლავის პრობლემებს იწვევს;ბენზოლი - გამოიყენება საღებავის შესაქმნელად;

Page 9: თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა

დარიშხანი - თაგვის საწამლავის მოსამზადებლად იყენებენ;ბუტანი - თხევადი აირი, რომელსაც სანთებელა შეიცავს;კადმიუმი - ბატარეებისა და აკუმულატორების საწარმოებლად გამოიყენება;ციანიდი - მომაკვდინებელი შხამი;DDT - მომაკვდინებელი გაზი;ეთილის ფუროატი - აზიანებს ღვიძლს;ტყვია - ძლიერი მომწამლავი;ფორმალდეჰიდი - გვამების ბალზამირებისა და შესანახად გამოიყენება;ნაფტალინიმეთილიზოციანატი - 1984 წელს, ინდოეთში, მისმა შემთხვევითმა გაჟონვამ 2 000 ადამიანი იმსხვერპლა;აცეტონი;

Page 10: თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა

უშუალოდ კიბოს გამომწვევ ნივთიერებებს, რომლებსაც შეიცავს თამბაქოს კვამლი, მიეკუთვნება სხვადასხვა მრავალბირთვიანი არომატული ნახშირწყალბადები. ბენზპირენის გარდა, რომელიც დღეს განსაკუთრებით საშიშია, კარცენოგენული მოქმედება აქვს კვამლში შემავალ ფენოლებსა და ო-დიჰიდროქსიბენზოლს. კვამლში შედის სხვადასხვა ორგანული ნაერთები, დარიშხანისა და კადმიუმის არაორგანულ ნაერთები, რადიაქტიული პოლონიუმი (Po), კალა (Sn) და ბისმუტი-210 (Bi).

ბენზპირენი (C20H12) ფენოლი

(C6H5OH) ო-დიჰიდროქსიბენზოლი (C6H4(OH)2)

Page 11: თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა

თამბაქოს კვამლში არის ათეულობით ნივთიერება, რომლებიც ლორწოვან გარსზე გამაღიზიანებელ მოქმედებას ახდენენ. მათგან, შედარებით მთავარია უჯერი ალდეჰიდი პროპენალი (აკროლენი), რომელსაც გააჩნია მაღალი ქიმიური და ბიოლოგიური აქტიობა. იგი კვამლში შემავალ სხვა ნივთიერებებთან ერთად იწვევს მწეველების ტიპურ ბრონქიტს.ხველა ორგანიზმის ბუნებრივი დამცავი რეაქციაა. ხველების დროს, ორგანიზმი ცდილობს მოიშოროს გამაღიზიანებელი ნივთიერებები. ამ პროცესს თან ახლავს ორგანიზმის სხვა თავდაცვითი რეაქციაც – ბრონქების სანათურები მცირდება და ბრონქებში გამაღიზიანებელ ნივთიერებების მოხვედრის შესაძლებლობაც იკლებს.

პროპენალი

Page 12: თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა

თამბაქოს ფოთლების არასრული წვის დროს მიმდინარეობს რთული ორგანული ნივთიერებების: ცელულოზების, ცილოვანი ნივთიერებების, ალიფატური, არომატული თუ ჰეტეროციკლური ნაერთებისა დაჟანგვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება უფრო მარტივი ნივთიერებები, რომლებიც წვის ტემპერატურაზე აირად მდგომარეობაში იმყოფებიან, მაგრამ კვამლის გაცივებისას მათი ნაწილი კონდენსირდება კუპრის სახით. შხამიანი აირებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ნახშირბადის (II) ოქსიდი (მხუთავი აირი). ამოსუნთქვისას ის თხევადდება და ამიტომ მწეველის ფილტვებში მისი საშუალო კონცენტრაცია 4 %-ია. ნახშირჟანგს  აქვს ჰემოგლობინის შებოჭვის უნარი. ჩვეულებრივ, ჰემოგლობინი უერთდება ჟანგბადს, წარმოქმნის არამდგრად ნაერთს – ოქსიჰემოგლობინს, რომელიც ადვილად იშლება და უჯრედებს ამარაგებს ჟანგბადით:ჰემოგლობინი + O2 ოქსიჰემოგლობინი

Page 13: თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა

მაგრამ ეს წონასწორული პროცესი ირღვევა აირთა ცვლის სხვა მონაწილეების მოქმედებით. ისინი ქმნიან ჰემოგლობინთან მდგრად ნაერთს – მეტჰემოგლობინს:ჰემოგლობინი + CO კარბოქსიჰემოგლობინი.კარბოქსიჰემოგლობინის მდგრადობა 200-ჯერ მაღალია, ვიდრე ოქსიჰემოგლობინისა. წარმოქმნილ კარბოქსიჰემოგლობინს ჟანგბადი ვეღარ გადააქვს და უჯრედები უჰაერობით იხუთებიან.

Page 14: თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა

თუ დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევით, ორგანიზმში 400 მლ-ზე მეტი მხუთავი აირი ხვდება, კარბოქსიჰემოგლობინის დონე კი 7-10%-ს შეადგენს. ასე რომ, ყველა ორგანო და სისტემა ჟანგბადოვან შიმშილს განიცდის. იტალიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სიგარეტს კვამლს ავტომობილის გამონაბოლქვის ჩასუნთქვაც კი სჯობია.

გახსოვდეთ!!!

Page 15: თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა

თამბაქოს კვამლში გოგირდწყალბადისა და ციანწყალბადის კონცენტრაცია უფრო დაბალია, ვიდრე CO- სი, მაგრამ მათი ტოქსიურობა უფრო მაღალია. ეს აირები უერთდებიან სისხლის ჰემოგლობინს და ამცირებენ მის მიერ ჟანგბადის გადატანის უნარს. ამის გამო პირველ რიგში ზიანდება გულის კუნთი, რომელიც თავისთავზე განიცდის გოგირდწყალბადისა და ციანწყალბადის სპეციფიურ ზემოქმედებას.ანალოგიურად მოქმედებს სისხლზე სხვა აირები: ანილინი, ნიტრობენზოლი და აზოტშემცველი ორგანული ნაერთები. მწეველებში ცილოვანი აირადი ნივთიერებების აზოტის ოქსიდთან ურთიერთობის დამამტკიცებელია თითების გაყვითლება.

Page 16: თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა

თამბაქოს ფოთლებში ნიკოტინის გარდა შედის 11 ალკალოიდი: ნორნიკოტინი, ნიკოტირინი, ნიკოტეინი, ნიკოტიმინი და ა.შ. ისინი აგებულებითა და თვისებებით ჰგვანან ნიკოტინს, მაგრამ ნიკოტინი მათგან ყველაზე შხამიანია.ნიკოტინი – Nikotiana tabakum, Nikotiana rustica, იგივე პირიდინმეთილ-პიროლიდინი,ზეთოვანი, უფერო, მომწარო გემოს სითხეა თამბაქოს სუნით. შედის ძაღლყურძნისებრთა ოჯახის მცნარეებში, განსაკუთრებით თამბაქოში. თამბაქოდან პირველად მიიღეს 1828 წელს გერმანელმა ქიმიკოსებმა პოსელტონმა და რაიმანმა. მისი ქიმიური ემპირიული ფორმულა პირველად აღწერა მელსენსონმა 1843 წელს.

პირიდინმეთილ-პიროლიდინი

Page 17: თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა

ნიკოტინი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შხამია ცნობილ შხამებს შორის, რომელიც მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. სიგარეტის მოწევის დროს ის იშლება მხოლოდ ნაწილობრივ ≈ 25%. ნიკოტინის შემცველობა კვამლში მერყეობს 0,4-3 მგ-ს შორის, რაც სიგარეტში არსებული ნიკოტინის 20%-ია. ნამწვავში რჩება ≈ 50%, ხოლო დანარჩენი 50% იმ შენობის ჰაერშია, სადაც ეწევიან.

Page 18: თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა

ნიკოტინს არ გააჩნია არავითარი სამკურნალო თვისება, იწვევს შეჩვევას, აქვს ძლიერი მომწამლავი ქმედება. ნიკოტინით მოწამვლის ნიშნებია: ქავილი, თავის ტკივილი, მხედველობისა და სმენის დაქვეითება, გუგების გაფართოება, სიმკრთალე, ღებინება, სუნთქვის გაძნელება, არითმიული პულსი, კუნთების სპაზმი, კრუნჩხვა, გონების დაკარგვა, ციანოზი, სიკვდილის მომენტი დგება სასუნთქი ცენტრისა და სასუნთქი კუნთების დამბლის შედეგად.ფრინველები იხოცებიან, თუ ნისკარტთან მივუტანთ მხოლოდ ნიკოტინში დასველებულ მინის წკირს. კურდღლები იღუპებიან ნიკოტინის ¼, ძაღლები კი – ½წვეთისაგან. ადამიანისათვის სუფთა ნიკოტინის სასიკვდილო დოზაა 50-დან 100 მგ-მდე, ანუ 2-3 წვეთი. თუმცა ადამიანები თამბაქოს მოხმარებისას არ იღუპებიან, რადგან დოზა ორგანიზმში შედის თანდათან, არაერთჯერადად. იგი ანგრევს ჯანმრთელობას ნელი სიკვდილით.

გახსოვდეთ!!!

Page 19: თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა

გმადლობთ ყურადღებისათვის!!

!

Page 20: თამბაქოს ქიმიური შემადგენლობა

https://sites.google.com/a/iliauni.edu.ge/tambakos-mokhmareba/home/tambakos-shemadgenloba

http://www.mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=7&npid=1&id=815 http://esinfo.ge/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%94

%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94/

http://www.reitingi.ge/ise/5610-sigaretis-mtsarmoeblebis-mier-gamkhelili-saidumlo-thambaqos-momakvdinebeli-shemadgenloba.html?lang=ka-GE

http://icode.ge/2010/10/25/%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%94/#more-1842

გამოყენებული ლიტერატურა