მატერიალური აქტივების კლასიფიკაცია

11
ბბბბ 2 ბბბბ 16 ბბბბ 5 ბბბბ 40 ბბბბ 41 ბბბბბბბბბბბ ბბბბბბბბბ ბბბბბბბბბბბბ

Transcript of მატერიალური აქტივების კლასიფიკაცია

Page 1: მატერიალური აქტივების კლასიფიკაცია

ბასს 2 ბასს 16 ფასს 5 ბასს 40 ბასს 41

მატერიალური აქტივების კლასიფიკაცია

Page 2: მატერიალური აქტივების კლასიფიკაცია

განცხადება გარანტიის არარსებობაზე

• მიუხედავად იმისა, რომ ამ პრეზენტაციის მომზადებისას მისი ავტორი ეცადა საუკეთესოდ გამოეყენებინა მთელი საკუთარი ცოდნა პრეზენტაციის თემაზე ცოდნის გადაცემის მიზნით, არც პრეზენტაციის ავტორი და არც წამყვანი არ იძლევიან არანაირ გარანტიას, რომ წარმოდგენილი მასალა ზუსტად და სრულად ასახავს ყველა განსახილველ საკითხს და არ იძლევიან არანაირ გარანტიას, რომ ეს მასალა იქნება შესაბამისი თქვენი რომელიმე კონკრეტული ამოცანისათვის.

• აქ წარმოდგენილი მსჯელობები და რჩევები შესაძლოა არ შეესაბამებოდეს თქვენს კონკრეტულ მოთხოვნებსა და სიტუაციას.

• თქვენ უნდა გაიაროთ კონსულტაცია შესაფერის პროფესიონალთან ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო საკითხზე.

• არც ამ პრეზენტაციის შემქმნელი და არც წამყვანი არ შეიძლება განხილული იყოს ვალდებულად ამ პრეზენტაციის მასალებზე დაყრდნობით მიღებული რაიმე ზარალისა თუ ზიანისათვის.

• ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ოფიციალური ტექსტები და განმარტებები ხელმისაწვდომია ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოსაგან.

Page 3: მატერიალური აქტივების კლასიფიკაცია

აქტივი

რესურსი, რომელსაც საწარმო აკონტროლებს წარსულში მომხდარი მოვლენის შედეგად და საიდანაც მომავალში ეკონომიკური სარგებლის მიღება ივარაუდება;

Page 4: მატერიალური აქტივების კლასიფიკაცია

კლასიფიკაცია - ფიზიკური ფორმა

მატერიალური არამატერიალური

პატენტი

სავაჭრო ნიშანი

ლიცენზია

კომპიუტერული პროგრამა

LICENSE

მიწა

შენობა

დაზგა

კონდიციონერი

ავეჯი

ტრაქტორი

ვაზი

ძროხა

მანქანა რძე

ტელევიზორი

წიგნი

კალამი

ყველიბულდოზერი

ყურძენი

ღვინო

პალმა

ბანანი

Page 5: მატერიალური აქტივების კლასიფიკაცია

კლასიფიკაცია - გამოყენება (დანიშნულება)

A. ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში გასაყიდადაა გამიზნული (ანუ “სავაჭრო“ დანიშნულებაა აქვს);

B. კომპანია თვითონ იყენებს (წარმოებაში ან მომსახურების გაწევაში);

C. რაღაც მომენტამდე კომპანია თვითონ იყენებდა, მაგრამ ეხლა გაყიდვა გადაწყვიტა (ანუ ეს არ არის ჩვეულებრივ საქმიანობის პროცესში გასაყიდი, ანუ “სავაჭრო” დანიშნულების მქონე);

D. კომპანია აქტივს აქირავებს საიჯარო შემოსავლების მიღების მიზნით;

E. საერთოდ არ აქვს ჯერ გადაწყვეტილი რაში გამოიყენებს.

Page 6: მატერიალური აქტივების კლასიფიკაცია

კლასიფიკაცია - გამოყენება (დანიშნულება)

ჩვენს ოფისად ვიყენებთ? ძირითადი საშუალებაა

ასეთებს ვაშენებთ და ვყიდით?

მარაგია

ჩვენია, მაგრამ მთლიანად გაქირავებული გვაქვს და მხოლოდ იჯარას ვიღებთ?

საინვესტიციო ქონებაა

ისეთი აქტივია, რასაც ჩვეულებრივ გრძელვადიანად ვიყენებთ ხოლმე და ვიყენებდით კიდეც ჩვენთვის , მაგრამ ეხლა გადავწყვიტეთ გავყიდოთ?

გასაყიდად რასებული

გრძელვადიანი აქტივი

Page 7: მატერიალური აქტივების კლასიფიკაცია

კლასიფიკაცია - ცოცხალი / არაცოცხალი

“ჩვეულებრივი” სტანდარტები

მიწა

შენობა

დაზგა

კონდიციონერი

ავეჯი

ტრაქტორი

მანქანა რძე

ტელევიზორი

წიგნი

კალამი

ყველიბულდოზერი

ყურძენი

ღვინო

ბანანი

ბიოლოგიური აქტივი / სოფლის მეურნეობის პროდუქტი

ვაზი

ძროხა

ყურძენი

პალმა

ბანანი

Page 8: მატერიალური აქტივების კლასიფიკაცია

ღირებულების განსაზღვრის მეთოდები

A. თვითღირებულება (ანუ რა დაგვიჯდა ყიდვა/აშენება/წარმოება);

B. რეალური ღირებულება (ანუ რა ღირს დღეს ასეთი აქტივი ბაზარზე);

C. ნეტო სარეალიზაციო ღირებულება(ანუ სავარაუდო გასაყიდ ფასს მინუს ის ხარჯები, რაც დაგვჭირდება გავწიოთ აქტივის გასაყიდად მომზადებისათვის);

Page 9: მატერიალური აქტივების კლასიფიკაცია

ღირებულების განსაზღვრის მეთოდები აქტივთა სხვადასხვა კლასისთვის

მარაგითვითღირებულებასა და ნეტო

სარეალიზაციო ღირებულებას შორის უმცირესით

საინვესტიციო ქონება თვითღირებულებით ან რეალური ღირებულებით

ბიოლოგიური აქტივი

სამართლიან ღირებულებას მინუს გაყიდვისთვის მოსამზადებლად საჭირო დანახარჯები (განსაკუთრებულ შემთხვევაში თვითღირებულებით)

ძირითადი საშუალება

გასაყიდად არსებული გრძელვადიანი აქტივი

თვითღირებულებით ან რეალური ღირებულებით

საბალანსო ღირებულებასა და სამართლიან ღირებულებას (მინუს გაყიდვისთვის მოსამზადებლად საჭირო დანახარჯები) შორის უმცირესით

Page 10: მატერიალური აქტივების კლასიფიკაცია

შეჯამება

A. მატერიალური აქტივები უფრო მეტ კლასიფიკაციას მოიცავს, ვიდრე მხოლოდ მარაგი და ძირითადი საშუალებებია;

B. კონკრეტული კლასიფიკაცია დამოკიდებულია, ძირითადად, აქტივის გამოყენების ხასიათზე, ანუ იმაზე, თუ რისთვის ვიყენებთ ამ აქტივს;

C. ზოგადად აქტივების ღირებულების განსაზღვრისთვის ორი მიდგომაა - თვითღირებულებით წარდგენა ან რეალური ღირებულებით წარდგენა;

D. აქტივის თითოეულ კლასს ღირებულების განსაზღვრისთვის თავისი წესებია აქვს, სადაც ზოგან არჩევანი გვაქვს, ზოგან არა;

Page 11: მატერიალური აქტივების კლასიფიკაცია

იმედია ცოტათი სასარგებლო მაინც იყო გმადლობთ ყურადღებისათვის!