მცირე ბიზნესის დაზღვევა

32
მცირე ბიზნესის დაზღვევა თამარ წიგნაძე

Transcript of მცირე ბიზნესის დაზღვევა

Page 1: მცირე ბიზნესის დაზღვევა

მცირე ბიზნესის დაზღვევა

თამარ წიგნაძე

Page 2: მცირე ბიზნესის დაზღვევა

2

ლექციის დანიშნულება და

მიზნები

ლექციის დანიშნულებაა, გაიღრმაოთ ცოდნა დაზღვევის

სფეროს შესახებ და მიღებული ცოდნა და უნარები გამოიყენოთ,

მომავალი ან არსებული ბიზნესის ეფექტიანობის

გაუმჯობესებისათვის.

ამ ლექციის დასრულების შემდეგ თქვენ შეძლებთ:

დაზღვევის სფეროს შესახებ თქვენი ცოდნის

გაუმჯობესებას;

ბიზნესისათვის საჭირო სადაზღვევო პროდუქტების

განსაზღვრას;

იმის ახსნას თუ რატომაა საჭირო ბიზნესისათვის

დაზღვევა

Page 3: მცირე ბიზნესის დაზღვევა

3

• ◊საერთოდ არ ვეთანხმები, ◊ არ ვეთანხმები, ◊ვეთანხმები, ◊ სრულიად ვეთანხმები

• ◊საერთოდ არ ვეთანხმები, ◊ არ ვეთანხმები, ◊ვეთანხმები, ◊ სრულიად ვეთანხმები

• ◊საერთოდ არ ვეთანხმები, ◊ არ ვეთანხმები, ◊ვეთანხმები, ◊ სრულიად ვეთანხმები

რა იცით დაზღვევის შესახებ?

Page 4: მცირე ბიზნესის დაზღვევა

4

Pre-Test

ლექციის დაწყებამდე შეამოწმეთ თქვენი ცოდნა დაზღვევის შესახებ:

1. რა არის დაზღვევა?

დაზღვევა გულისხმობს საკუთარი რისკების

იგნორირებას

დაზღვევა გულისხმობს საკუთარი რისკების სხვა

პირზე გადაცემას

რისკების საკუთარ თავზე აღებას

2. ვინაა მზღვეველი? დამზღვევი და დაზღვეული?

სადაზღვევო კომპანია, პირი რომელიც დებს ხელშეკრულებას სადაზღვევო

კომპანიასთან და პირი რომელის სასარგებლოდაც ხორციელდება დაზღვევა

-შესაბამისად

Page 5: მცირე ბიზნესის დაზღვევა

5

პირი რომელიც დებს ხელშეკრულებას სადაზღვევო კომპანიასთან და იხდის

სადაზღვევო პრემიას, სადაზღვევო კომპანია და პირი, რომელიც

სარგებლობს აღნიშნული დაზღვევით?

სადაზღვევო კომპანია, სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე, სადაზღვევო

შენატანების (პრემიის) განმახორციელებლი

3. რა ტიპის სადაზღვევო ხელშეკრულების

გაფორმებისას გვხვდება დაზღვევის სუბიექტი

-

„ მოსარგებლე“?

ჯანმრთელობის დაზღვევის

ავტოდაზღვევის

სიცოცხლის დაზღვევის დროს

Page 6: მცირე ბიზნესის დაზღვევა

6

4. სადაზღვევო ობიექტი ესაა?

ქონება, პასუხისმგებლობა, სიცოცხლე

სადაზღვევო კომპანია, სადაზღვევო აგენტი, დაზღვეული

მზღვეველი, მოსარგებლე

5. რა განსხვავებაა ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და ქონების დაზღვევას შორის?

6. რას მეტყვით პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ?

Page 7: მცირე ბიზნესის დაზღვევა

7

ტერმინოლოგია

მზღვეველი – სადაზღვევო კომპანია

დამზღვევი – პირი, რომელიც დაზღვეულის

სასარგებლოდ იხდის სადაზღვევო პრემიას

დაზღვეული – პიროვნება, რომლის ჯანმრთელობის

გაუარესების დროს მზღვეველი ანაზღაურებს სამედიცინო

ხარჯების ღირებულებას

სადაზღვევო პერიოდი – პერიოდი , რომლის

განმავლობაშიც სადაზღვევო ხელშეკრულება არის ძალაში

(1 წელი)

Page 8: მცირე ბიზნესის დაზღვევა

8

გეოგრაფიული ლიმიტი (სადაზღვევო ტერიტორია) -

ის ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც დაზღვევა

მოქმედებს.

სადაზღვევო თანხა (ლიმიტი) – ანაზღაურების

მაქსიმალური ლიმიტი, რომლის ფარგლებში მოხდება

ხარჯების ანაზღაურება

სადაზღვევო პრემია – დამზღვევის მიერ გადასახდელი

პოლისის ღირებულება

სადაზღვევო შემთხვევა – ზარალის დადგომა ისეთ

გარემოებებში, როდესაც სადაზღვევო ორგანიზაცია

ვალდებულია აანაზღაუროს ეს ზარალი.

Page 9: მცირე ბიზნესის დაზღვევა

9

რეზიუმე :

დაზღვევის მნიშვნელობა ბიზნესის წარმატებული

ფუნქციონირებისათვის

ბიზნესის პასუხისმგებლობის დაზღვევა

კომერციული ავტო დაზღვევა

ბიზნესის ქონების დაზღვევა

ბიზნესის შეფერხებისაგან დაზღვევა

თანამშრომელთა ჯანმრთელობის, სიცოცხლისა

და შრომისუუნარობის დაზღვევა

Page 10: მცირე ბიზნესის დაზღვევა

10

იმისთვის რომ ბიზნესი წარმატებული იყოს, ფინანსურმა

მენეჯერმა აუცილებელად უნდა უზრუნველყოს ბიზნესის

დაცვა ყველა იმ რისკისაგან, რომლის წინაშეც ის შეიძლება

აღმოჩნდეს და რომელმაც შესაძლოა, არამარტო დიდი ზარალი

მიაყენოს კომპანიას, არამედ საერთოდ გაკოტრებამდეც კი

მიიყვანოს იგი. ამიტომ, ჩვენ თავადვე უნდა დავაზღვიოთ ჩვენი

ბიზნესი! ქვემოთ განვიხილავთ დაზღვევის

იმ სახეებს, რომელიც აუცილებელია

რისკებისა და დანაკარგების მინიმიზაციისა

და ბიზნესის წარმატებული

ფუნქციონირებისათვის.

მცირე ბიზნესად, ჩვეულებისამებრ, განიხილება ბიზნესი, სადაც დასაქმებულია 2-50 თანამშრომლამდე.

Page 11: მცირე ბიზნესის დაზღვევა

11

პასუხისმგებლობის დაზღვევა (Liability Insurance)

პასუხისმგებლობის დაზღვევა გულისხმობს კომპანიის ან

მისი მფლობელის დაცვას ფორმალური სარჩელებისა და

მესამე მხარესთან არსებული სასამართლო დავების

არსებობის შემთხვევაში. სადაზღვევო დაფარვა მოიცავს

ნებისმიერ ხარჯებს დაკავშირებულს კომპანიის ფინანსურ

პასუხისმგებლობასთან, ასევე იურიდიული მომსახურების

ხარჯებს. პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეებია:

Page 12: მცირე ბიზნესის დაზღვევა

12

დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევა (Employers’

Liability) - დაქირავებულის გარდაცვალება, დაზიანება,

ჯანმრთელობის გაუარესება გამოწვეული დამქირავებლის

დაუდევრობით

პროდუქტზე პასუხისმგებლობის დაზღვევა (Product

Liability) - ელექტრომოწყობილობები, საკვები, საბურავები,

სასუქი, ქიმიკატები - ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი,

ქონების დაზიანება

პროფესიული პასუხისმგებლობის

დაზღვევა (Professional Indemnity) -

სადაზღვევო ბროკერი, ფინანსური

კონსულტანტი, ექიმი, ადვოკატი -

Page 13: მცირე ბიზნესის დაზღვევა

13

ჯანმრთელობის გაუარესება, ფინანსური დანაკარგი

სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა (Public Liability) -

მესამე პირთა გარდაცვალება, დაზიანება, ჯანმრთელობის

გაუარესება, ქონების დაზიანება/განადგურება დაკავშირებული

დაზღვეული ბიზნესის დაუდევრობით

კომერციული ავტო დაზღვევა ფარავს ზარალს მიყენებულს

თქვენი ბიზნესის კუთვნილებაში არსებული

ავტომობილებისათვის და ასევე, იმ მატერიალურ ზიანს

რომელიც შესაძლოა თქვენმა ავტომობილებმა მიაყენოს სხვის

მფლობელობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებს.

Page 14: მცირე ბიზნესის დაზღვევა

14

მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა (MTPL)

უფლებამოსილი მძღოლის მიერ დაზღვეული ავტომობილის

მართვის შედეგად მესამე პირის სიცოცხლის ან

ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი და/ან მესამე პირის

ქონებისთვის მიყენებული ზიანი - ანაზღაურდება თანხა,

რომლის გადახდაც დაზღვეულ პირს დაეკისრება სასამართლოს

მიერ (ლიმიტის ფარგლებში)

მძღოლისა და მგზავრების

უბედური შემთხვევისგან დაზღვევა

(MA)

Page 15: მცირე ბიზნესის დაზღვევა

15

ბოლო დროს ელენეს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, მან

მიმართა ექიმს, დოქტორ „იქს“-ს, რომელმაც ურჩია მასთან

ჩაეტარებინა მკურნალობის 3 თვიანი კურსი, რომლის შემდეგაც

ის გამოჯანმრთელდებოდა. თუმცა, სამთვიანი პერიოდის

გასვლის შემდეგ, ელენეს მდგომარეობა გაუარესდა და

უკმაყოფილომ დასახმარებლად მიმართა სხვა ექიმს, რომელმაც

დაადგინა, რომ ჯანმრთელობის გაუარესება გამოწვეული იყო

დოქტორ „იქს“-ის მიერ დასმული არასწორი დიაგნოზითა და

არასწორად შერჩეული პრეპარატებით. საბოლოოდ, ელენემ

გადაწყვიტა ეჩივლა მისი მკურნალი ექიმისათვის და მიმართა

სასამართლოს მატერიალური ზიანის ანაზღაურების

მოთხოვნით. აღნიშნულ შემთხვევაში რა ტიპის სადაზღვევო

პოლისს უნდა ფლობდეს მისი მკურნალი ექიმი, რათა

Page 16: მცირე ბიზნესის დაზღვევა

16

სადაზღვევო კომპანიამ აუნაზღაუროს სასამართლო დავასთან

დაკავშირებული ხარჯები?

Page 17: მცირე ბიზნესის დაზღვევა

17

ქონების დაზღვევა (Property Insurance ) გულისხმობს ბიზნესის

ქონების (როგორც შენობების ისე მისი

შიგთავსის) დაზღვევას დაკარგვისა და

დაზიანებისაგან (განადგურებისაგან).

ქონების დაზღვევის პოლისით ბიზნესს

შეუძლია ასევე დააზღვიოს კლიენტების,

მომწოდებლების და იმ კონტრაგენტთა

ქონება, რომელზეც დამოკიდებულია

აღნიშნული ბიზნესის გამართულად

ფუნქციონირება. დაზღვეული ლოკაცია

შესაძლოა იყოს უშუალოდ კომპანიის

მფლობელობაში ან აღებული იყოს

იჯარით.

Page 18: მცირე ბიზნესის დაზღვევა

18

ბიზნესის შეფერხებისაგან დაზღვევა (Business Interruption Insurance)

ბიზნესის შეფერხებისაგან დაზღვევა ანაზღაურებს კომპანიის

შემოსავლების დანაკრგს, გამოწვეულს ბიზნესის საქმიანობის

შეფერხებით, რაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა

მოვლენებმა როგორიცაა: ხანძარი, სტიქიური მოვლენები,

ტერორიზმი, გეოპოლიტიკური

მოვლენები და ა.შ. „B.I“ ჩვეულებისამებრ

არ იყიდება ცალკე პოლისის სახით და

წარმოადგენს ქონების დაზღვევის

დამატებას. ასევე შეიძლება შედიოდეს

კომპლექსური (კომბინირებული)

პაკეტის შემადგენლობაში.

Page 19: მცირე ბიზნესის დაზღვევა

19

რატომ არის “B.I” ასეთი მნიშვნელოვანი?

ის იცავს შენს კომპანიას....

შემოსავლების დაკარგვისაგან

საბაზრო წილის დაკარგვისაგან

სტრატეგიული ალიანსებისა ან პარტნიორობის

დაკარგვისაგან

კომპანიის წამყვანი თანამშრომლების დროის...ან კიდევ

უარესი

წამყვანი თანამშრომლების (მნიშვნელოვანი

ფიგურების) დაკარგვისაგან

Page 20: მცირე ბიზნესის დაზღვევა

20

რა იფარება?

ძირითადი დაფარვები:

წმინდა მოგება

(წმინდა მოგება ან წმინდა ზარალი)

ფიქსირებული ხარჯები

გავრცელებული დამატებითი ბენეფიტები

დამატებითი ხარჯები

ანაზღაურების გახანგრძლივებული პერიოდი

მომარაგების ჯაჭვი

კონტინგენტის B.I

წამყვანი თანამშრომლები

Page 21: მცირე ბიზნესის დაზღვევა

21

For example, if a disability policy provides for six months of income in the event of an accident, the

period of indemnity would be six months. An extended period of indemnity endorsement in a

business interruption policy provides insurance coverage for loss of income for a specified period after

the damaged property has been repaired and business has reopened.

Time of Loss

Page 22: მცირე ბიზნესის დაზღვევა

22

მაგალითად, თუ თქვენი ბიზნესი განთავსებულია ბიზნეს

ცენტრის მეშვიდე სართულზე და წყალდიდობის შედეგად

მოხდა ამ შენობის მხოლოდ პირველი სართულის დატბორვა.

ამავე დროს, თქვენ ფლობთ ქონებისა და ბიზნესის

შეფერხებისაგან დაზღვევას. რა სახის ზიანი მიადგება თქვენს

ბიზნესს ამ შემთხვევაში და დაზღვევის რომელი პოლისით

მოხდება (თუ მოხდება საერთოდ) ამ ზარალის ანაზღაურება?

Page 23: მცირე ბიზნესის დაზღვევა

23

სიცოცხლისა და შრომისუუნარობისაგან დაზღვევა (Life anDisability)

იცავს ბიზნესს წამყვანი თანამშრომლების (პარტნიორების)

გარდაცვალებისა თუ ხანგრძლივი შრომისუუნარობისაგან.

ერთ-ერთი პარტნიორი, რომელიც ფლობს სიცოცხლის დაზღვევის

პოლისს, და რომლის მოსარგებლესაც წარმოადგენს კომპანია (შპს,

სპს...). გარდაიცვალა, ბიზნესს შეუძლია ამ პოლისიდან მიღებული

სარგებელი გამოიყენოს გარდაცვლილის

წილის გამოსასყიდად.

Page 24: მცირე ბიზნესის დაზღვევა

24

სიცოცხლის ვადიანი დაზღვევა

სადაზღვევო ანაზღაურებას ადგილი ექნება მხოლოდ იმ

შემთხვევაში, თუ დაზღვეული გარდაიცვალა ან დაავადდა

კრიტიკული სენით პოლისის მოქმედების განმავლობაში.

იფარება დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული

გარდაცვალება, გარდა შესაბამისი ხელშეკრულებით

განსაზღვრული გამონაკლისებისა (თვითმკვლელობა, შიდსი,

კანონსაწინააღმდეგო ქმედება...)

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას პოლისში დაფიქსირებული

მოსარგებლე (კომპანია) იღებს პოლისში აღნიშნულ სადაზღვევო

თანხას.

Page 25: მცირე ბიზნესის დაზღვევა

25

კრიტიკული დაავადებებისგან დაზღვევა (დაფარული რისკები)

• ავთვისებიანი სიმსივნე

• ინსულტი

• თირკმლის უკმარისობა

• სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ორგანოების ტრანსპლანტაცია

• დამბლა

• სიბრმავე და ა.შ

სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან 3 თვის (მოცდის) შემდეგ

ჩამონათვალიდან ერთ-ერთი დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში

დაზღვეული იღებს წინასწარ ფიქსირებულ სადაზღვევო თანხას.

Page 26: მცირე ბიზნესის დაზღვევა

26

Health Insurance (ჯანმრთელობის დაზღვევა)

დღესდღეობით, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად ბევრი

კომპანია სთავაზობს თავის თანამშრომლებს ჯანმრთელობის

დაზღვევას. რაც, სარგებლის მომტანია როგორც

დასაქმებულთათვის, ასევე დამსაქმებლისთვის.

Page 27: მცირე ბიზნესის დაზღვევა

27

განვიხილოთ სამედიცინო დაზღვევის სტანდარტული ბარათი

მომსახურებათა ჩამონათვალი დაფარვა ლიმიტი

24 საათიანი სატელეფონო

სამედიცინო კონსულტაცია

100% ულიმიტო

პირადი ექიმის მომსახურება 100% ულიმიტო

პროფილაქტიკური გამოკვლევები 100% წელიწადში ორჯერ

სასწრაფო სამედიცინო დახმარება 100% ულიმიტო

ჰოსპიტალური მომსახურება

უბედური შემთხვევის გამო

100% 10 000.00 ლარი

გადაუდებელი ჰოსპიტალური

მომსახურება

100%

გეგმიური ჰოსპიტალური

მომსახურება

100%

Page 28: მცირე ბიზნესის დაზღვევა

28

გადაუდებელი ამბულატორიული

მომსახურება

100% ულიმიტო

გეგმიური ამბულატორიული

მომსახურება

80% 2 000.00 ლარი

მედიკამენტები, მათ შორის

ქრონიკული მოხმარების

მედიკამენტები

80% 5 000.00 ლარი

ორსულობა 100% 600.00 ლარი

მშობიარობა 100% 1 000.00 ლარი

გადაუდებელი სტომატოლოგიური

მომსახურება

100% ულიმიტო

გეგმიური სტომატოლოგიური

მომსახურება

100% 2 000.00 ლარი

Page 29: მცირე ბიზნესის დაზღვევა

29

1. დაზღვევაში მონაწილე მხარეებია:

a. დამზღვევი, დაზღვეული, სადაზღვევო კომპანია,

მოსარგებლე

b. მზღვევლი, მოსარგებლე, დამზღვევი, დაზღვეული

c. არცერთი არაა მართებული

2. რას გულისხმობს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა?

3. რა განსხვავებაა ბიზნესის შეფერხებისაგან დაზღვევასა და ქონების დაზღვევას

შორის?

Page 30: მცირე ბიზნესის დაზღვევა

30

4. როდის ანაზღაურებს სადაზღვევო კომპანია ზარალს?

a. დაზღვეულის მოთხოვნისთანავე

b. სადაზღვევო შემთვევის დადგომისას, შესაბამისი პროცედურების გვალის

შემდეგ

c. სადაზღვევო პერიოდის დაწყებისთანავე

5. სიცოცხლის ვადიანი დაზღვევა გულისხმობს:

a. დაფარვას დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული

გარდაცვალებისას, გარდა შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული

გამონაკლისებისა

b. დაფარვას დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული

გარდაცვალებისას, გარდა შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული

Page 31: მცირე ბიზნესის დაზღვევა

31

გამონაკლისებისა, პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო პერიოდის

განმავლობაში

c. დაფარვას დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით გამოწვეული

გარდაცვალებისას, პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო პერიოდის

განმავლობაში

6. როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას კომპანიის ერთ-ერთი მეწილის

გარდაცვალებისას სიცოცხლის დაზღვევა ბიზნესის მიერ ?

Page 32: მცირე ბიზნესის დაზღვევა

32

მადლობა ყურადღებისთვის