საგანმანათლებლო პროექტი

9
სსსსსსსსსსსსსსს სსსსსსს სსსს: ქქქქქქქ ქქქქქქქქქ სსსსს IX-X სსსსსსსსსსსსს: სსსს სსსსსსსსსსს, სსსსსს სსსსსსსსს 2014ს

Transcript of საგანმანათლებლო პროექტი

Page 1: საგანმანათლებლო პროექტი

საგანმანათლებლო პროექტითემა: ქართული ხელნაწერი

კლასი IX-X

მასწავლებლები: ლელა წიქარიშვილი, მარინე ვალიშვილი

2014წ

Page 2: საგანმანათლებლო პროექტი

• თემა: ქართული ხელნაწერი • თემის შინაარსი ქართული ხელნაწერების ისტორიის შესწავლის შემდეგ

მოსწავლეები ღრმად გააანალიზებენ ქ ართულ ხელნაწერ ტრადიციასა და წიგნის ხელოვნების თექვსმეტსაუკუნოვან ისტორიას.  მისი წარმოშობა და შემდგომი ცვლილება უკავშირდება საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების მრავალ ასპექტს- სარწმუნოებრივსა და პოლიტიკურ  ორიენტაციას, სოციალურ ურთიერთობებს, საგანმანათლებლო ტენდენციებს, მხატვრული აზროვნებისა და მატერიალური კულტურის განვითარებას. მოსწავლეები.გაავლებენ პარალელს თანამედროვე ეპოქასთან . შექმნიან პრეზენტაციებს , გეგმებს , ჩანაწერებს .იმუშავებენ ისტორიულ მასალაზე , ამოკრეფენ  საჭირო ინფორმაციას წიგნებიდან თუ სხვადასხვა კომპიუტერული საიტებიდან  და დაახარისხებენ , ჩაატარებენ შემაჯამებელ დისკუსიას. 

Page 3: საგანმანათლებლო პროექტი

პრეზენტაცია ხელნაწერთა ცენტრში

Page 4: საგანმანათლებლო პროექტი

• ჯრუჭის I ოთხთავი — X საუკუნის ქართული ხელნაწერი ოთხთავი. იგი ქართული ოთხთავის უძველესი რედაქციაა და ერთ-ერთი პირველია კლასიკურად ილუსტრირებულ ხელნაწერთაგან. გადაწერილია შატბერდის მონასტერში, კალიგრაფ გაბრიელის მიერ 936-940 წლებში. ხელნაწერი მოხატულია თევდორე კამარათმწერლის მიერ, მომგებელი კი გრიგოლ მირდატის ძეა.

• საწერ მასალად გამოყენებულია ეტრატი. გადაწერილია ასომთავრულით შავი მელნით, სათაურები და საზედაო ასოები კი სინგურითაა შესრულებული. მათესა და მარკოზის სახარებების ბოლო ნაწილები, რომლებიც მინიატიურებიან ფურცლებზე სრულდება, მხატვრის მიერაა გადაწერილი.

• ჯრუჭის I ოთხტავი ერთადერთი ხელნაწერია ამ ეპოქიდან, რომელშიც მომხატველის სახელი მოხსენიებულია. ხელნაწერი შემკულია ჯვრებით, კამარებით, რვა კანონითა და რვა მინიატიურით. წინ წამძღვარებული აქვს კვადრიფოლიუმის მოყვანილობის ჯვარი, თაღოვან ჩარჩოში ჩასმული ღვთისმშობელი ყრმითურთ, მახარებლებისა და კურნების სცენები.

• ჯრუჭის I ოთხთავი დაცულია საქართველოს ეროვნული ცენტრში

Page 5: საგანმანათლებლო პროექტი

• ადიშის ოთხთავი — ძველი ქართული ენისა და მწერლობის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, თარიღიან ოთხთავთა შორის უძველესი (897) ნუსხა. გადაწერილია კლარჯეთში, შატბერდის ლავრაში. ხელნაწერი ეტრატზეა შესრულებული, ნაწერია მრგვლოვანი ხელით, ორ სვეტად. 1-5 ფურცელი შემკულია მინიატურებით. დაცული იყო ზემო სვანეთში, სოფ. ადიშში . ამჟამად ინახება სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ადიშის ოთხთავი რედაქციულად განკერძოებით დგას სხვა ოთხთავებისაგან. ძეგლში დაცულია მდიდარი ლექსიკა და თავისებური გრამატიკული ფორმები. ადიშის ოთხთავს კარგად იცნობენ და ინტენსიურად იკვლევენ როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში (ამერიკაში, ბელგიაში, გერმანიაში და სხვა). გამოცემულია სამჯერ: 1916 ფოტოტიპიური ტექსტი გამოაქვეყნა ე. თაყაიშვილმა, მეორედ 1926-1955 პარიზში ცალკე წიგნებად გამოსცა ამერიკელმა ქართველოლოგმა რ. ბლეიკმა (გამოცემას ახლავს ვარიანტები ოპიზისა და ტბეთის ოთხთავებიდან, აგრეთვე მთელი ტექსტის ლათინური თარგმანი). მესამედ გამოქვეყნდა 1945 სერიაში „ძველი ქართული ენის ძეგლები“ადიშის ოთხთხთავის გარეკანის პირველი შრე შესრულებულია IX საუკუნის გარეკანის ოსტატის, მიქაელის მიერ. წარმოადგენს ტყავისა და მეტალის კომბინაციას. სქელ, სწორად მოჭრილ ხის დაფბზე ტყავის სამი ფენა შეიმჩნევა. პირველი შრე, რომელიც IX საუკუნისაა, ფრაგმენტულია და ამოუტვიფრავი[2].

• მეორე, X საუკუნის შრე შენარჩუნებულია მხოლოდ ზედა ფრთის ცენტრალურ ნაწილში. ტყავი ძლიერ დაზიანებულია, მასზე ამოტვიფრულია წრეში ჩახაზული ჯვრის სტილიზებული ფორმა, რომბისებური წნული ელემენტები ჩახვეული ბოლოებით, რომლებსაც მცირე ზომის დეკორატიული სამსჭვალები აფორმებს. ამოტვიფრულ ტყავის ზედაპირზე დამაგრებულია გრავირებული, საშუალო ზომის ტოლფერდა ჯვარი XIV საუკუნიდან. ვერცხლზე ამოკვეთილია ფოთლოვან-ყვავილოვანი ორნამენტი.

• მესამე სქელი ტყავის შრე XVI საუკუნით თარიღდება. ეს შრე ამჟამად მოხეულია და მხოლოდ ყუის მხარესაა შემორჩენილი].

Page 6: საგანმანათლებლო პროექტი

• სინური მრავალთავი - პირველი ქართული თარიღიანი ხელნაწერია, გადაწერილი 864 წელს იერუსალიმში, საბაწმიდის ლავრაში. სინური ეწოდა იმიტომ, რომ გადაწერისთანავე სინის მთას შესწირეს და ამჟამადაც იქაა დაცული, წმ. ეკატერინეს მონასტერში. შეიცავს წმინდა მამათა ქადაგებებს საუფლო დღესასწაულებზე. ხელნაწერს ერთვის გადამწერის, მაკარი ლეთეთელის ანდერძი. ტექსტი გამოქვეყნებულია ცალკე წიგნად, აკ. შანიძის რედაქციით

Page 7: საგანმანათლებლო პროექტი
Page 8: საგანმანათლებლო პროექტი
Page 9: საგანმანათლებლო პროექტი