დანაშაულის აღქმა

26
დანაშაულის აღქმა ადამიანების დამოკიდებულება რეალურ სივრცესა და ინტერნეტში ჩადენილი დანაშაულების მიმართ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი ლიკა კაჩუხაშვილი 2015 წელი

description

ლიკა კაჩუხაშვილი

Transcript of დანაშაულის აღქმა

Page 1: დანაშაულის აღქმა

დანაშაულის აღქმა

ადამიანების დამოკიდებულება რეალურ სივრცესა და ინტერნეტში

ჩადენილი დანაშაულების მიმართ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა

ფაკულტეტი

ლიკა კაჩუხაშვილი

2015 წელი

Page 2: დანაშაულის აღქმა

2

სარჩევი

თუ რამე მოხდა ინტერნეტში, ეს ნამდვილად მოხდა? ....................................................................... 3

ანონიმურობა და დანაშაული ................................................................................................................. 4

ონლაინ განმუხრუჭების ეფექტი ............................................................................................................ 5

დანაშაულის და კიბერ-დანაშაულის განმარტება ............................................................................... 8

ბულინგი ..................................................................................................................................................... 8

განსხვავება ბულინგსა და კიბერბულინგს შორის: ....................................................................... 10

კონსტრუირების დონის თეორია და ფსიქოლოგიური დისტანცია ......................................... 11

კვლევის მიზანი: ...................................................................................................................................... 14

ჰიპოთეზა: ................................................................................................................................................. 14

კვლევის მეთოდი: ................................................................................................................................... 14

შედეგების აღწერა .................................................................................................................................. 15

სქესთა შორის განსხვავები დანაშაულების აღქმაში, საშულოების შედარება ......................... 15

საერთო შედეგები (ქალებისა და კაცების შეფასებები ერთად) .................................................. 18

დისკუსია .................................................................................................................................................. 19

დასკვნა: ..................................................................................................................................................... 21

კვლევის უარყოფითი მხარეები .......................................................................................................... 23

დანართი N.1 ............................................................................................................................................. 24

გამოყენებული ლიტერატურა .............................................................................................................. 25

Page 3: დანაშაულის აღქმა

3

თუ რამე მოხდა ინტერნეტში, ეს ნამდვილად მოხდა?

ინტერნეტში მიღებული გამოცდილებები ხშირად უპირისპირდება „რეალურ სამყაროში“

მიღებულ გამოცდილებებს. ეს აჩვენებს, რომ ინტერნეტით გაშუალებული ინტერაქცია

განიხილება, როგორც რაღაც არარეალური. და რაღა თქმა უნდა, თუ რამე წარმოგვიდგება

როგორც არარეალური - მორალურად დაშვებული ქცევებიც იცვლება. (Polder-Verkiel, 2010)

„სივრცეთა ცვლილების“ თეორიის მიხედვით ადამიანთა ქცევა რადიკალურად იცვლება,

როდესაც იგი რეალური სამყაროდან გადადის კიბერსივრცეში, ანუ ინტერნეტში. (Jaishankar,

2007)

კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად შეიცვალა ადამიანების

კომუნიკაციის ფორმაც.

ასევე ნაკვლევი იყო, თუ როგორ იცვლება პიროვნება ინტერნეტში 5-ფაქტორიანი მოდელის

მიხედვით. კვლევაში მონაწილეობა 122-მა სტუდენტმა მიიღო, რომლებმაც თავდაპირველად

შეავსეს NEO-FFI კითხვარი, კვლევის მეორე ეტაპზე კი ამავე კითხვარის მოდიფიცირებული

ვერსია, რომელიც მორგებული იყო კომპიუტერით გაშუალებულ კომუნიკაციაზე. ხუთივე

ფაქტორი ინდივიდუალურ ქცევაში, ემოციაში და კოგნიციაში ნაკლები ინტენსივობითაა

გამოხატული ინტერნეტში. 5 დან 4 ფაქტორის გამოვლინების ინტენსივობა ინტერნეტში

იკლებს, რაც შეიძლება დავუკავშიროთ განსხვავებული სიტუაციის სპეციფიკურობის

გავლენას. ნევროტიზმის შემთხვევაში კი - მონაწილეები აჩვენებდნენ უფრო მაღალ ემოციურ

სტაბილობას ვიდრე რეალურ გარემოში. (Blumer, T., & Doering, N., 2012)

ერთ-ერთი კვლევა აანალიზებს ონლაინ აგრესიის გამოხატვას სხვადასხვა ონლაინ

გარომოებში. კვლევა მოიცავს 2000-2007 წლებში ონლაინ მედიიდან: ბლოგებიდან და

ფორუმებიდან ამოღებული ინფორმაციის კონტენტანალიზს. განიხილება სამი სახის წყარო:

(1) ანონიმური კომენტარები, (2) თემატური ფორუმები და სოციალური ქსელები და (3)

ბლოგები. აგრესიის გამოვლენა პირისპირ კომუნიკაციის დროს სოციალურად მიუღებელია

და აგრესიული შინაარსის შემცველი მასალა მედია საშუალებებშიც ხშირად იბლოკება. ამის

საპირისპიროდ, ინტერნეტი უფრო მეტ თავისუფლებას იძლევა აგრესიის გამივლენისათვის.

(Laineste)

ონლაინ აგრესიის გამომწვევ უმთავრეს მიზეზად ანონიმურობა ითვლება, თუმცა ეს არ არის

ერთადერთი ფაქტორი, როგორც ამას ბოლო კვლევები აჩვენებენ. (Malamuth, 2009.

ციტირებულია წყაროში (Laineste)) ვერბალური აგრესიის 3 ძირითად მიზეზად ითვლება

აგრესიის მოტივაციის შექმნა, შინაგანი და გარებანი შემზღუდავი ფაქტორების მოცილება,

რომლებიც აგრესიის გამოვლენას უშლიან ხელს და აგრესიის გამოვლენის შესაძლებლობის

შექმნა. ( Malamuth, 2009. ციტირებულია წყაროში (Laineste)

Page 4: დანაშაულის აღქმა

4

ანონიმურობა და დანაშაული

ადამიანის ქცევა პირდაპირ მიმართულია მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე; მათი

დაკმაყოფილების ხერხები კი რეგულირდება სოციალური ნორმებით (ასევე

ღირებულებებით, მაგრამ ისინი ასევე სოციალური გარემოს და მასში არსებული ნორმების

საფუძველზე ყალიბდება). რეალურ გარემოში უამრავი შემაკავებელი ფაქტორი არსებობს,

იმისათვის, რომ ადამიანმა არ ჩაიდინოს საზოგადოებისათვის მიუღებელი ქცევა.

ნებისმიერმა რაიმემ, ან ნებისმიერმა სიტუაციამ, რომელიც ადამიანებს ანონიმურობის

გრძნობას აძლევს, თითქოს არავინ იცის ან არ აღელვებთ თუ ვინ არიან ისინი - ამცირებს მათ

პირად ვალდებულებას, რითიც ზრდის ბოროტი ქმედებების განხორციელების პოტენციალს.

(Zimbardo, 2007)

ზიმბარდოს მიერ 1969 წელს ჩატარებულ ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ კოლეჯის

სტუდენტები, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით გაყვეს ორ ჯგუფად, თითოეულში

იყო 4-4 გოგონა. ერთი ჯგუფი მოქმედებდა ანონიმურად, დეინდივიდუალიზაციის

პირობებში: სახელები ჩანაცვლებული იყო 1-დან 4-მდე ციფრებით, მათი გარეგნობა

დამალული იყო ხალათებითა და კაპიუშონებით; მეორე ჯგუფის წევრების ვინაობა

ცნობილი იყო: მათი გარეგნობა არ იყო დამალული და ტანსაცმელზე ეწერათ სახელები და

გვარები. სხვა ყველა დანარჩენი პირობა ორივე ჯგუფისათვის ერთნაირი იყო: ორივე ჯგუფის

წევრებს ევალებოდათ 2 გოგონასთვის ელექროშოკის დახმარებით გაეზარდათ სტრესის

ფაქტორი. ექსპერიმენტის მიზნად შემოქმედებითი უნარების სტრესულ სიტუაციაში კვლევა

დასახელდა.

შედეგებმა აჩვენა, რომ დეინდივიდუალიზაციის პირობაში მყოფი ცდისპირები 2-ჯერ უფრო

მეტ ელექტროშოკს არტყავდნენ თავის „მსხვერპლს“, ვიდრე მეორე ექსპერიმენტული

ჯგუფის ცდისპირები, რომელთა იდენტობაც არ იყო დაფარული. (Zimbardo, 2007)

ასევე, ადამიანებს უფრო მეტად აქვთ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოაშკარავების და

დასჯის შიში, როდესაც მათი იდენტობა კარგად ჩანს. ინტერნეტი იძლევა საშუალებას

ადამიანმა მარტივად დამალოს საკუთარი იდენტობა, ეს ანონიმურობა კი თავის მხრივ

იწვევს ისეთი ქცევების განხორციელების თავისუფლებას, რომელსაც იგი არ ჩაიდენდა თუ

მისი იდენტობა ყველასვის ხილული იქნებოდა. ფიზიკურ, რეალურ სამყაროში ეს შეიძლება

იყოს ნიღაბი, მუქი სათვალე, ან ნებისმიერი სხვა რამ, რაც ფარავს ადამიანის სახეს და

სხეულს, რითიც ართულებს მისი იდენტიფიკაციის შესაძლებლობას სხვების მიერ.

Page 5: დანაშაულის აღქმა

5

ონლაინ განმუხრუჭების ეფექტი

ონლაინ განმუხრუჭების ეფექტის თანახმად, ადამიანები ინტერნეტში ამბობენ და აკეთებენ

ისეთ რაღაცეებს, რასაც არ გააკეთებდნენ პირისპირ ურთიერთობის დროს. ისინი

დუნდებიან, თავს უფრო თავისუფლად გრძნობენ და შესაბამისად საკუთარ აზრებსაც უფრო

თამამად გამოხატავენ. (John Suler, 2004)

ავტორი განმუხრუჭების ეფექტში 2 მიმართულებას განასხვავებს: განმუხრუჭების დადებით

ეფექტს და უაროფით - ტოქსიკურ - ეფექტს.

ონლაინ განმუხრუჭების დადებით ეფექტში იგი მოიაზრებს ადამიანის გახსნას და საკუთარი

იდეების თავისუფლად გამოხატვას, მის პერსონალურ ზრდას და აქტუალიზაციას, ხოლო

ტოქსიკურ განმუხრუჭებას შულერი უკავშირებს ადამიანის ფარული, აგრესიული

მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილს. ამ შემთხვევაში ადამიანი ინტერნეტში

აგრესიულად იქცევა, რაც არაა დაკავშირებული მის პიროვნულ ზრდასთან (John Suler, 2004).

ტოქსიკური განმუხრუჭება

ლაპიდოტ-ლეფლერმა და აზი ბარაკმა იკვლიეს ონლაინ კომუნიკაციის სამი ძირითადი

ფაქტორის გავლენა ტოქსიკურ განმუხრუჭებაზე. ესენია: ანონიმურობა, უხილავობა და

მზერითი კონტაქტის ნაკლებობა. 142 მონაწილე შემთხვევითად დაყვეს წყვილებად და

მისცეს დილემა, რომელიც ონლაინ ჩატში უნდა განეხილათ და გამოეტანათ საბოლოო

გადაწყვეტილება. შემდეგ მკვლევრები აანალიზებდნენ მონაწილეთა თვითანგარიშებს,

მონაწილეთა საუბრის ანალიზს და ექსპერტების მიერ ჩატის ტრანსკრიპტების შეფასებას.

შედეგებმა აჩვენა, რომ ამ სამი დამოუკიდებელი ცვლადიდან, მხედველობითი კონტაქტის

ნაკლებობა ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ნეგაიურ ონლაინ განმუხრუჭებაზე. (Noam

Lapidot-Lefler, Azy Barak, 2012)

შემდგომმა კვლევებმა აჩვენეს, რომ დამოკიდებულება ანონიმურობასა და უხილავობას

შორის დიდ გავლენას ახდენს ემოციების გამოვლენაზე. მხედველობითი კონტაქტის

ნაკლებობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს პირველ პირში საუბრის მოტივაციაზე. კვლევაში

მონაწილეობა 144-მა ისრაელის უნივერსიტეტის სტუდენტმა მიიღო (72 ქალი, 72 კაცი). მათი

დავალება იყო „თირკმლის ტრანსპლანტაციის დილემა“ „ჩატში“ განეხილათ და

გადაეწყვიტათ თუ ვინ მიიღებდა თირკმელს. ერთი ჯგუფში მონაწილეებს ჰქონდათ

მხედველობითი კონტაქტი ვიდეოთვალის საშუალებით, მეორე ჯგუფს - არა. (Noam Lapidot-

Lefler, Azy Barak, 2015)

ანონიმურობას, უხილავობას და მხედველობითი კონტაქტის ნაკლებობას მნიშვნელოვანი

ეფექტი ჰქონდა ადამიანის მიერ საკუთარი თავის მთლიანად გახსნაზე, თუმცა ამ

ფაქტორების მნიშვნელოვანი გავლენა პროსოციალურ ქცევაზე ვერ დადგინდა. ამ და

ტოქსიკურ განმუხრუჭებაზე ჩატარებული წინა კვლევის მონაცემების საფუძველზე

Page 6: დანაშაულის აღქმა

6

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ადამიანის პოზიტიურ და ტოქსიკურ განმუხრუჭებაზე

განსხვავებული ფაქტორები ახდენს გავლენას. (Noam Lapidot-Lefler, Azy Barak, 2015)

შულერი ადამიანის ინტერნეტში ქცევის ასახსნელად გამოყოფს 6 ძირითად

ფაქტორს:

1. დისოციაციური ანონიმურობა („არავინ არ მიცნობს“)

ინტერნეტში ყოფნისას ადამიანის იდენტობა შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად იყოს

დაფარული. მომხმარებლის სახელი შეიძლება ჩანდეს, მაგრამ იგი არ გასცემს ადამიანის

შესახებ ბევრ ინფორმაციას, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ იგი

ფალსიფიცირებულია, სხვებმა კი მხოლოდ ის იციან, რასაც ამბობს ეს ადამიანი. (Suler, 2005)

ინტერნეტი ადამიანს საშუალებას აძლევს ერთმანეთისგან განაცალკევოს ონლაინ და

რეალური ცხოვების სტილი (in-person lifestyle). ადამიანის ონლაინ სელფი ხდება

დანაწევრებული, დისოციაციური. აგრესიის ან სხვა დევიანტური ქცევის გამოვლენის

შემთხვევაში ადმიანს შეუძლია თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა და საერთოდაც არ

აღიაროს ქცევის ჩადენა.

რაც არ უნდა ითქვას ან გაკეთდეს ინტერნეტში - ეს არ აღიქმება დანარჩენ ცხოვრებასთან

უშუალოდ დაკავშირებულად. ე.ი. ინტერნეტში განხორციელებული ქცევა ამოვარდნილია იმ

საერთო კონტექსტიდან, რასაც ადამიანი წარმოადგენს რეალურად.

2. უხილავობა („ვერავინ მხედავს“)

ის ფაქტი, რომ ონლაინ კომუნიკაციიის დროს ადამიანები ვერ ხედავენ ერთმანეთს ასევე

ხელს უწყობს ადამიანის ქცევის განმუხრუჭებას. (აქ იგულისხმება მხოლოდ მიწერ-მოწერა

და არა ვიდეოთვალით კომუნიკაცია, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხედავენ).

ინტერნეტში ადამიანი შეიძლება ისე „მოძრაობდეს“ საიტებზე, რომ არავინ იცოდეს მისი აქ

ყოფნის შესახებ. უხილავობა ადამიანს მატებს გამბედაობას წავიდეს იქ სადაც იგი არასოდეს

წავიდოდა და აკეთოს ის, რასაც იგი არ გააკეთებდა რეალურ სამყაროში. (John Suler, 2004)

მაშინაც კი, როდესაც ადამიანის იდენტობა არაა დაფრული, მისი ფიზიკური უხილავობა

ხელს უწყობს მისი ქცევის განმუხრუჭებას.

3. დროში ასინქრონულობა

Page 7: დანაშაულის აღქმა

7

ელექტრონული ფოსტით, „ჩატებით“, კომენტარებით კომუნიკაცია ასინქრონულია.

ადამიანები არ ეკონტაქტებიან ერთმანეთს რეალურ დროში. პასუხის მიღებამ შეიძლება

წაიღოს წუთები, საათები, დღეები და თვეებიც კი. სხვის რეაქციებთან მომენტალური

გამკლავების საჭიროების არქონა ადამიანის განამუხრუჭებას, კონტროლის შემცირებას

უწყობს ხელს. (John Suler, 2004)

უწყვეტი კავშირის დროს, მომენტალური პასუხი სხვებისგან იწვევს ისეთი სახის ქცევას და

თვითგამოხატვას, რომელიც სოციალურ ნორმებს ექვემდებარება. ინტერნეტით

კომუნიკაციის დროს, როდესაც უკუკავშირში დროის შეფერხებები არსებობს, ადამიანის

თვითგამოხატვა და ქცევა ნაკლებად ექვემდებარება სოციალურ ნორმებს (და არ აქვს

მნიშნელობა, იქნება ეს დადებითი თუ ტოქსიკური განმუხრუჭება).

4. სოლიფსისტური ინტროექცია („ყველაფერი ჩემს თავში ხდება“)

იმის გამო, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ ადამიანს ინტერნეტით კომუნიკაციის დროს, ჩვენ არ

გვაქვს არანაირი წარმოდგენა, თუ როგორ გამოიყურება იგი ან როგორი ხმა აქვს. მიუხედავად

ამისა, ჩვენ მივაწერთ მას გარკვეულ თვისებებს და ნელ-ნელა ვიყალიბებთ ამ ადამიანის

გარეგნულ ხატს საკუთარი სურვილებისამებრ. წარმოსახვა ადამიანებს აძლევს

უსაფრთხოების გრძნობას, თითქოს ჩვენ საკუთარ თავს ველაპარაკებით. ამიტომ ადამიანს

შეუძლია გაახმოვანოს ისეთი რამ, რასაც პირისპირ ურთიერთობის დროს არასოდეს იტყოდა.

5. დისოციაციური წარმოდგენა („ეს ყველაფერი თამაშია“)

ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს შეგრძნება, რომ ის, რაც ხდება ინტერნეტში არარეალურია: ესაა

არაარეალური სამყარო წარმოსახვითი პერსონაჟებით, სადაც არ მოქმედებს რეალური

სამყაროს სოციალური ნორმები, მოთხოვნები და პასუხისმგებლობები.

ემილი ფინჩი, იურისტი და მწერალი, რომელიც სწავლობს პირადი მონაცემების ქურდობას

ინტერნეტში, ვარაუდობს, რომ ზოგი ადამიანი ინტერნეტ სივრცეს ხედავს როგორც თამაშს,

თავისი წესებით და ნორმებით, რომლებიც არ ვრცელდება ყოველდღიურ ცხოვრებაზე. (E.

Finch, unpublished observations, 2002 ციტირებულია წყაროში (John Suler, 2004)). ისინი უარს

ამბობენ აიღონ პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება არარეალურ სამყაროში, თამაშში.

6. სტატუსის და ავტორიტეტის მნიშვნელობის დასუსტება („ყველა თანასწორი ვართ“)

მაშინაც კი, როდესაც ადამიანის სტატუსი ცნობილია, ინტერნეტში მის ავტორიტეტულობას

არ აქვს ისეთი მნიშვნელობა, როგორიც მას ექნებოდა ყოველდღიურ ცხოვრებაში. იმის გამო,

რომ ინტერნეტში თითქმის არ არსებობს სოციალური იერარქია, ადამიანები მიდრეკილნი

Page 8: დანაშაულის აღქმა

8

არიან მოიქცნენ უფრო თავისუფლად და გამომწვევად, ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. ასეთი

თანასწორობა უფლებას აძლევს ადამიანს გამოხატოს თავისი აზრი ავტორიტეტს წინაშე მისი

დასის შიშის გარეშე.

დანაშაულის და კიბერ-დანაშაულის განმარტება

სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად დანაშაული განისაზღვრება

როგორც მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება/უმოქმედობა. არსებული

განსაზღვრებიდან გამომდინარე დანაშაული არის ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება

არა ვიწრო გაგებით დადგენილ ნორმებს, არამედ უშუალოდ საზოგადოებაში

დამკვიდრებულ კულტურულ ღირებულებებსაც და შესაბამისად ასეთი აქტივობის

ჩადენისათვის საქმის სუბიექტს წარედგინება ბრალი . ( ლაშა ხოჯანაშვილი, 2015)

კიბერ-დანაშაულს წარმოადგენს ნებისმიერი მართლსაწინააღმდეგო ქმედება,

რომელიც ჩადენილია კომპიუტერული სისტემის გამოყენებით

კიბერსივრცეში. (შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი)

საქართველოში კიბერდანაშაულის დასჯადობის საკითხებს არეგულირებს სისხლის

სამართლის კოდექსის (სსკ) XXXV თავი, რომლის თანახმადაც სისხლის სამართლის

პასუხისმგებლობას იწვევს კიბერსივრცეში ჩადენილი შემდეგი ქმედებები: კომპიუტერულ

სისტემაში უნებართვო შეღწევა (მუხ.284), კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული

სისტემის უკანონოდ გამოყენება, კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული

სისტემის ხელყოფა. აღნიშნულთან ერთად, დანაშაულს წარმოადგენს ბავშვთა

პორნოგრაფიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ნებისმიერ ფორმით (მათ შორის

ონლაინ), (სსკ– მუხ. 255, ნაწ.2), ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევა და

კიბერ საშუალებებით ჩადენილი ტერორიზმი. (სსკ. მუხ.3241). (კანონმდებლობა კიბერ

დანაშაულზე და ზოგადი პოლიტიკა)

ბულინგი

ბულინგი ესაა ხანგრძლივი ფიზიკური ან / და ფსიქოლოგიური ძალადობა ერთი ინდივიდის

ან ჯგუფის მხრიდან მეორე ინდივიდზე, რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა კონკრეტულ

სიტუაციაში. ბულინგი განზრახული და მიზანმიმართული აქტივობაა. (htt1)

ბულინგის თემა ყველაზე ხშირად განიხილება ბავშვებთან მიმართებაში, რომელიც

გულისხმობს ერთი ბავშვის ან ბავშვთა ჯგუფის მიერ სხვა ბავშვის დაჩაგვრას და დევნას,

თუმცა ბულინგი შეიძლება მიმართული იყოს ასევე ზრდასრულ ადამიანებზეც.

განასხვავებენ ბულინგის 4 ძირითად ფორმას:

Page 9: დანაშაულის აღქმა

9

1. ფიზიკური ბულინგი: ბულინგის ყველაზე ძალადობრივი ფორმა, რომელიც

გულისხმობს ფიზიკური ზიანის მიყენებას ან მის მცდელობას. მისი ფორმებია: პანღურის

დარტყმა, ჩხუბი, თმის მოქაჩვა, პირადი ნივთების განზრახ დაზიანება და სხვა.

2. ფარული ბულინგი: მორალური და ემოციური ძალადობის ფორმა, როლმელიც

პირდაპირ არ არის მიმართული ობიექტისადმი. მისი მიზანია ავნოს სხვა ადამიანს, მის

სოციალურ რეპუტაციას და დაამციროს ის სხვების თვალში ისეთი ქცევებით, როგორებიცაა:

ტყუილები, ჭორების გავრცელება, სოციალური, იდენტობის ნიშნით დამცირება. ადამიანის

სოციალურ იზოლაციაში მოქცევა ან ამის მცდელობა.

3. ვერბალური ბულინგი: დაცინვა, შეურაცხყოფა, ღირსების შელახვა, დაშინება,

ჰომოფობიური და ქსენოფობიური კომენტარები, ნებისმიერი განმასხვავებელი ნიშნის

მიმართ ვერბალური აგრესია.

4. კიბერ-ბულინგი: ბულინგის ფორმა, რომელიც ხორციელდება კომპიუტერული

ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის გამოყენებით. იგი შეიძლება იყოს ანონიმური. კიბერ

ბულინგი მოიცავს შეურაცხმყოფელ იმეილებს ან მესიჯებს, სოციალურ ქცელებში

ბოროტული მიზნებით გავრცელებულ პირად ინფორმაციას და ფოტოებს.

არსებობს მზარდი მტკიცებულება იმისა, რომ ბულინგი ღრმა ემოციური ზიანის მომტანია.

უსაზღვრო კიბერსივრცე (ინტერნეტის უსაზღვრო სივრცე) გარდაქმნის ბულინგის ბუნებას

და წარმოგვიდგება როგორც სარისკო ტერიტორია, სადაც უფრო და უფრო მეტი მოძალადე

მოქედებს თავისუფლად (ხულიგანი), რაც თავისმხრივ ზრდის მსხვერპლთა რაოდენობას

კიბერსივრცეში. (Yavuz Akbulut, Yusuf Levent Sahin, Bahadir Eristi, October, 2010)

თურქეთში 1470 მონაწილეზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კიბერბულინგის

ვიქტიმიზაცია ისეთ ფაქტორებზეა დამოკიდებული, როგორიცაა სქესი, მატერიალური და

სოციო-ეკონომიკური სტატუსი, ბულინგის მიზანი, სიხშირე, ადგილმდებარეობა,

ინტერნეტის გამოყენების დრო, ფორმა და ენების ფლობა; ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა

ასაკი, განათლების დონე და ინტერნეტის ფლობა მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონია. (Yavuz

Akbulut, Yusuf Levent Sahin, Bahadir Eristi, October, 2010)

ამასთან ერთად შეიძლება განვიხილოთ ბულინგის სხვა ფორმებიც:

სექსუალური შინაარსის ბულინგი: ფიზიკური ან ვერბალური შეურაცხყოფა,

რომელიც ეხება მსხვერპლის სექსუალობას ან გენდერს. (ხშირ შემთხვევაში

მიმართულია ქალების წინააღმდეგ).

ბულინგი სამუშაო ადგილას: ვერბალური, არავერბალური, ფიზიკური შეურაცხყოფა

და დამცირება სხვა თანამშრომლების მხრიდან. (ბულინგი ძირითადად იერარქიის

ზედა საფეხურზე მდგომი თანამშრომლების მხრიდან მოდის).

Page 10: დანაშაულის აღქმა

10

განსხვავება ბულინგსა და კიბერბულინგს შორის:

მიუხედავად იმისა, რომ კიბერბულინგი გამორიცხავს ფიზიკური ბულინგის ფორმას, მისი

გარკვეული ასპექტები კიბერბულინგს ბევრად უფრო მძიმე ხასიათს აძლევს: ადამიანი

კიბერბულინგის მსხვერპლი ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერ ადგილას შეიძლება გახდეს.

კიბერბულინგი შეიძლება ბევრად უფრო დიდ ზიანს აყენებდეს ადამიანის ფსიქიკას - რადგან

შენთვის სრულიად უცნობი ადამიანები გაყენებენ შეურაცხყოფას, ამასთან კიბერბულინგში

შეიძლება ბევრად უფრო ფართო მონაწილეთა რიცხვიც იყოს ჩართული და ბევრად მეტ

„მაყურებლებსაც“ მიიზიდავს.

მიუხედავად იმისა, რომ ბულინგი და კიბერბულინგი ძალიან მძიმე და სერიოზული

პრობლემაა მთელს მსოფლიოში, ქვეყნების უმრავლესობაში ჯერ კიდევ არ არსებობს მისი

დასჯისკენ მიმართული კანონები; ამერიკის 50 შტატში უკვე მოქმედებს ბულინგის

საწინააღმდეგო კანონები, თუმცა მხოლოდ 18 შტატს აქვს კანონები მიმართული

კონკრეტულად კიბერბულინგის წინააღმდეგ (ესაა რამოდენიმე კანონი, რომლის

მიხედვითაც კიბერბულინგის კონკრეტული ფორმები, რომლებიც მოიცავენ მძიმე

შეურაცხყოფას ეთნიკურ თუ გენდერულ საფუძველზე - ისჯება). (http://nobullying.com/is-

cyberbullying-a-crime/)

ნიდერლანდებში ბულინგის საკვლევად შეიმუშავეს 2 კითხვარი: ერთი ბავშვებისთვის და

მეორე მათი მშოლებისთვის. კვლევა ჩატარდა დაწყებითი განათლების დამამთავრებელი

წლის და საშუალო განათლების პირველი წლის მოსწავლეებზე და მათ მშობლებზე.

შედეგებმა აჩვენა, რომ ახალგაზრდების დაახლოებით 16% თვითონ იყო ჩართული

კიბერბულინგში (ინტერნეტის და მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით), 23%

ერთხელ მაინც გამხდარა კიბერბულინგის მსხვერპლი. (Francine Dehue, Catherine Bolman, and

Trijntje Vollink., 2008)

თურქეთის საშუალო სკოლის 269 მოსწავლე იყო გამოკითული მათ კიბერბულინგში

ჩართულობასა და კიბერბულინგის დაძლევის სტრატეგიებზე. შედეგებმა აჩვენა, რომ

მოსწავლეთა 35.7%-ს აღენიშნებოდა ძალადობრივი ქცევები, 23.8%-ს აღენიშნებოდა

მსხვერპლი-მოძალადის (bully-victim - ადამიანი, რომელიც არის ბულინგის მსხვერპლიც და

მოძალადეც) ძალადობრივი ქცევები. მოსწავლეთა მხოლოდ 5.9% იყო ბულინგის მსხვერპლი.

უფრო მეტი ბიჭი ავლენდა მოძალადის, მსხვერპლის და მსხვერპლი-მოძალადის ქცევებს

გოგონებთან შედარებით. კიბერბულინგის შემთხვევაში მოსწავლეთა 25% ეუბნებოდა

მშობლებს კიბერბულინგის ინციდენტის შესახებ და 30.6%-მა შეძლო ისეთი გამოსავლის

პოვნა, როგორიცაა შეურაწმყოფელის (bully) დაბლოკვა. (Tolga Aricak, Sinem Siyahhan, Aysegul

Uzunhasanoglu, Sevda Saribeyoglu, Songul Ciplak, Nesrin Yilmaz, and Cemil Memmedov., 2008)

Page 11: დანაშაულის აღქმა

11

„Pew Research Center“ კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით,

ინტერნეტში შეურაცხყოფა ყველაზე მეტად უკავშირდება ასაკისა და სქესის ფაქტორებს:

ახალგაზრდები 18-29 წლამდე უფრო დიდი ალბათობით შეიძლება გახდნენ ონლაინ

შეურაცხყოფის მსხვერპლნი ვიდრე ნებისმიერი სხვა დემოგრაფიული ჯგუფი. გამოკითხულ

ახალგაზრდათა 65%-მა აღნიშნა, რომ იყო 6-დან მინიმუმ 1ტიპის შეურაცხყოფის ან

შევიწროვების მსხვერპლი. აქედან 70% 18-24 წლამდე ასაკისაა.

18-24 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ქალები უფრო ხშირად ხდებიან ონლაინ შეურაცხყოფის ან

შევიწროების მსხვერპლნი ვიდრე მამაკაცები; აქედან 26%-ს დევნიდნენ, 25% კი იყო

სექსუალური შინაარსის შეურაცხყოფის მსხვერპლი; ამასთან ერთად ისინი ასევე იღებდნენ

დიდი რაოდენობით ფიზიკურად გასწორების მუქარასა და მუდმივ შეურაცხყოფას, რაც

უფრო მეტად გავრცელებულია ამავე ასაკის მამაკაცებში და ზოგადად - ახალგაზრდებში.

(Duggan, October 22, 2014)

ამავე გამოკითხვაში დადგინდა, რომ ინტერნეტში თამაშის დროს, ვებ-გვერდის

კომენტარების სექციაში და სადისკუსიო ფორუმებზე მამაკაცებს უფრო ლოიალურად

ექცევიან, ვიდრე ქალებს. (Duggan, October 22, 2014)

ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ქალები უფრო მძაფრად განიცდიან ინტერნეტში მიყენებულ

შეურაცხყოფას ან დევნას ვიდრე მამაკაცები: იმ ქალთა 38%, რომლებმაც ბოლო დროს

განიცადეს ონლაინ დევნის (ბულინგი, მუქარა, დისკრიმინაცია, შეურაცხყოფა და ა.შ.)

რომელიმე ფორმა, ამ გამოცდილებას აფასებს, როგორც „განსაკუთრებულად“ ან „ძალიან“

საწყენს (upsetting), მამაკაცთა 17%-ის საპირისპიროდ (Duggan, October 22, 2014).

კონსტრუირების დონის თეორია და ფსიქოლოგიური დისტანცია

ადამიანები პირდაპირ განიცდიან რაიმეს მხოლოდ აქ და ამჟამად. შეუძლებალია პირდაპირ

განიცადო წარსული, მომავალი ან შენგან შორს არსებული ობიექტი ან მოვლენა. მიუხედავათ

ამისა ჩვენს ქცევაზე და აღქმაზე დიდ გავლენას ახდენს წარსულიც, მომავალიც და ის

მოვლენებიც, რომლებბიც ჩვენგან შორს ხდება. ჩვენ ამას ვახერხებთ საგნების და მოვლენების

მენტალური კონსტრუქტების შექმნით.

კონსტრუირების დონის თეორიის (Liberman N; Trope Y, 1998) მიხედვით, რაც უფრო შორსაა

რაიმე ობიექტი ადამიანისგან, მით უფრო აბსტრაქტულია მისი ადამიანის მიერ აღქმა, მაშინ

როცა ახლოს მდებრე ობიექტი უფრო კონკრეტულია. ფსიქოლოგიური დისტანცია არის

რაიმე ობიექტის ან მოვლენის სიახლოვის ან დაშორებულობის სუბიექტური განცდა. (Trope

Y, Liberman N. , 2003); (Trope Y, Liberman N, Wakslak CJ., 2007)

ფსიქოლოგიური დისტანციის აღქმა ძალიან სუბიექტური და ეგოცენტრულია, რადგან

ათვლის წერტილი ყოველთვის არის კონკრეტული მომენტი და კონკრეტული ადამიანი.

Page 12: დანაშაულის აღქმა

12

ფსიქოლოგიური დისტანცია შეიძლება იყოს დროითი, სივრცითი, სოციალური (ორ ადამიანს

ან სოციალურ ჯგუფს შორის დისტანცია, ჯგუფისადმი მიკუთნებულობა. რაც უფრო

მსგავსად აღიქმება სხვა ადამიანი, მით უფრო სოციალურად ახლოს აღიქმება იგი) ან

ჰიპოთეტური (ჰიპოტეთურობა უკავშირდება რაიმე მოვლენის ან სიტუაციის აღმოცენების

ალბათობას: ჰიპოთეტურად ახლო მოვლენას მოხდენის უფრო დიდი ალბათობა აქვს,

როდესაც ჰიპოთეტურად შორეულ მოვლენას მოხდენის ძალან მცირე ალბათობა აქვს

(Wakslak, Cheryl J., Trope, Yaacov, Liberman, Nira, & Alony, R, 2006). ეს ფსიქოლოგიური

დისტანციები ურთიერთდაკავშირებულია.

კონსტრუირების დონის თეორიის მიხედვით, ფსიქოლოგიურად დაშორებული ობიექტების

ან მოვლენების კონსტრუირება ხდება მაღალ დონეზე, როდესაც ფსიქოლოგიურად ახლოს

მდებარე ობიექტების კონსტრუირება დაბალ დონეზე ხდება.

მაღალი დონის კონსტრუირება უკავშირდება ადამიანის აბსტრაქტულ აზროვნებას.

(ადამიანები სიტუაციის ან ობიექტის მხოლოდ რამდენიმე მნიშვნელოვან, ძირითად

მახასითებელზე ფოკუსირდებიან და არ აქცევენ ყურადღებას დეტალებს.)

აბსტრაქტულობის მაღალი დონე ნაკლებ კონკრეტულობას და დეტალებზე ნაკლებ

ფოკუსირებას გულისხმობს (Semin & Fielder 1988; Trope 1986)

ასევე, მრავალმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ფსიქოლოგიური დისტანციის ზრდასთან ერთად,

კონსტრუქტები უფრო და უფრო აბსტრაქტული ხდება და რაც უფრო მაღალია

კონსტრუირების დონე, ფსიქოლოგიური დისტანციის სიდიდეც უფრო დიდად აღიქმება.

(Yaacov Trope, Nira Liberman, 2010)

მოვლენების დაბალი დონის კოსტრუირების დროს ადამიანები ფოკუსირებულნი არიან

კონკრეტულ მომენტზე, აწმყოზე და ყურადღებას აქცევენ ბევრად უფრო მეტ დეტალებს.

ადამიანები უფრო კონკრეტულები არიან რაიმეს აღწერისას (მათ შორის ნაკლებად

მნიშვნელოვან, მეორეხარისხოვან დეტალებზეც), რაც ფსიქოლოგიურ სიახლოვეს

უკავშირდება. (Trope, 2012)

აქედან გამომდინარე ნებისმიერი მოვლენა, ჩვენს შემთხვევაში - დანაშაული, რომელიც

ჩადენილია „რეალურ სამყაროში“ ადამიანების მიერ აღქმული იქნება როგორც უფრო ახლო

(კონსტრუირების დაბალი დონე) და წარმოდგენილი უფრო მეტი კონკრეტულობით და

დეტალებით, მაშინ როდესაც ინრეტნერის საშუალებით განხორციელებული დანაშაული

აღქმული იქნება როგორც შორი, ძალიან აბსტრაქტული, ხელშეუხებელი. შესაბამისად,

რადგან კიბერდანაშაული ჩვენ პირდაპირ არ გვეხება, მისი შეფასება ნაკლებად ნეგატიურია,

ვიდრე „რეალურ სივრცეში“ ჩადენილი დანაშაული, რომელსაც პირდაპირ განვიცდით.

სლოვენიაში ჩატარებულმა პილოტური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა

უმრავლესობა დიდ განსხვავებას ხედავდა დანაშაულის კონკრეტულ ფორმებს შორის,

რომლებიც ჩადენილი იყო ინტერნეტის გამოყენებით და რეალურ სამყაროში. მაგალითად:

Page 13: დანაშაულის აღქმა

13

ქურდობის ან ყაჩაღობის ფაქტი ყოველდღიურ ცხოვრებაში მიუღებლად შეფასდა, მაგრამ

ანალოგიური ფაქტი ინტერნეტში რესპოდენტებმა ბუნებრივად ჩათვალეს. კვლევამ ასევე

გამოავლინა არსებული ინფორმატიულობის ნაკლებობა კიბერდანაშაულის სხვადასხვა

ფორმებთან დაკავშირებით არა მარტო საზოგადოებაში, არამედ სამართალდამცავ

ორგანოების წევრებს შორისაც. (Maja Dimc, Bojan Dobovšek, 2010)

სხვა გამოკთხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ინდივიდუალური ცოდნა კომპიუტერული

დანაშაულის და ძალადობის/შეურაცხყოფის შესახებ მაღალია და რესპოდენტების

უმრავლესობა ამას პრობლემად მიიჩნევს, თუმცა მათი შეხედულება სხვადასხვა სახის

ძალადობის და მათი გამომწვევი მიზეზების სერიოზულობასთან დაკავშირებით ბევრად

უფრო მრავალფეროვანია. ამასთან ერთად, ცოდნა დანაშაულებთან მიმართებაში უფრო

გავრცელებულია, ვიდრე იმ კანონების, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მათი

თავიდან ასაცილებლად ან დასასჯელად. (P. S. Dowland’, S.M. Furnelll, H.M. Illingworthl and P. L.

Reynolds, 1999)

ფაქტობრივად, თითქმის ყველა დანაშაული, რომელიც შეიძლება იყოს ჩადენილი რეალურ

სივრცეში, ასევე შეიძლება იყოს ჩადენილი ინტერნეტის საშუალებითაც (ფიზიკური

ძალადობის გამოკლებით) (ცხრილი N.1). მიუხედავად ამისა, ვფიქრობ ინტერნეტის

საშუალებით ჩადენილი დანაშაულები ნაკლებ ყურადღებას იქცევს და ნაკლებად მძიმედ

ფასდება საზოგადოების მხრიდან.

ცხრილი N. 1: რეალურ სივრცეში განხორციელებული დანაშაულები და მათი ანალოგიური

დანაშაულები ინტერნეტის გამოყენებით (მცირე ჩამონათვალი).

რეალურ სივრცეში ინტერნეტში

ყაჩაღობა, ქურდობა იდენტობის (პირადი მონაცემების) მოპარავა

და მისი საშუალებით ქურდობა, ჰაკერობა

ბანკის გაძარცვა ბანკის გაძარცვა სერვერის გატეხვით -

ჰაკერობა

შეურაცხყოფა, სიტყვიერი დამცირება,

ბულინგი

შეურაცხყოფა, სიტყვიერი დამცირება

ინტერნეტით, ონლაინ ბულინგი

მუქარის წერილები მუქარის შემცველი იმეილები

CD დისკების, ჩანაწერების, ფილმების

მოპარვა მაღაზიიდან

პირატული ვერსიების გადმოწერა (ითვლება

დანაშულად და ისჯება კანონით ბევრ

ქვეყანაში - თუ დაიჭირეს)

პლაგიატი, იდეების მოპარვა სხვისი ონლიაინ საკუთრების კოპირება და

საკუთრად გასაღება

Page 14: დანაშაულის აღქმა

14

კვლევის მიზანი: იმის დადგენა, როგორ ხედავენ ადამიანები რეალურ სივრცეში და

ინტერნეტის საშუალებით ჩადენილი დანაშაულების სიმძიმეს საქართველოში. არის თუ არა

ამ ორ სივრცეში ჩადენილ დანაშაულებს შორის განსხვავება ადამიანების აღქმაში.

ჰიპოთეზა:

H0 – რეალურ სივრცეში და ინტერნეტში ჩადენილ დანაშაულებებს შორის არ არის

განსხვავება ადამიანთა აღქმაში და ორივე სივრცეში ჩადენილ დანაშაულებებს ერთნაირად

აფასებენ.

H1 - რეალურ სივრცეში და ინტერნეტში ჩადენილი დანაშაულების აღქმაში არის განსხვავება

და ადამიანები უფრო მძემე კვალიფიკაციას აძლევან რეალურ სივრცეში ჩადენილ

დანაშაულებებს, ვიდრე ინტერნეტის საშუალებით ჩადენილ დანაშაულებებს.

H2 - რეალურ სივრცეში და ინტერნეტში ჩადენილი დანაშაულების აღქმაში არის განსხვავება

და ადამიანები უფრო მძიმე კვალიფიკაციას აძლევენ ინტერნეტის საშუალებით ჩადენილ

დანაშაულებებს, ვიდრე რეალურ სივრცეში ჩადენილ დანაშაულებებს

კვლევის მეთოდი:

კვლევის მონაწილეებმა შეავსეს ონლაინ-კითხვარი, რომელიც შედგება სხვადასხვა

ქეისებისგან. ქეისების ნახევარი აღწერს ინტერნეტის საშუალებით ჩადენილ დანაშაულს,

მეორე ნახევარი კი - კიბერ-დანაშაულის ანალოგიურ, რეალურ სივრცეში ჩადენილ

დანაშაულს (სულ 8 ქეისი). ვინაიდან ამ ორ სივრცეში ჩადენილი დანაშაულების ქეისები

შინაარსით ერთმანეთს ჰგავს, მათი თანმიმდევრობა კითხვარში იყო არეული, რათა

რესპოდენტს არ გასჩენოდა ნაცნობობის გრძნობა ან ასოციაცია წინა ქეისთან. გამოყენებული

ქეისებიდან ერთი წყველი აღწერს ქურდობის სიტუაციას, ერთი წყვილი - მუქარას და

დანარჩენი ორი წყვილი - ბულინგის სიტუაციებს). თითოეულ ქეისს მოჰყვება 2 სკალა,

რომელზეც რესპოდენტმა 1-დან 7-მდე ქულით უნდა შეაფასოს: (ა) თუ რამდენად

მიუღებლად თვლის იგი ამ კონკრეტულ ქმედებას, და (ბ) რამდენად მძიმე სასჯელი უნდა

მოჰყვეს ამ კონკრეტულ ქმედებას. (1 ქულა = მისაღებია / საერთოდ არ უნდა დაისაჯოს,

ხოლო 7 = ძალიან მიუღებელია / ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს). ინსტრუქციის

მიხედვით, კვლევის მონაწილეებმა უნდა წაიკითხონ ქეისები და შეაფასონ ისინი მოცემული

სკალების მიხედვით.

კვლევა ჩატარდა 100 ადამიანზე, აქედან 50 იყო ქალი, 50 მამაკაცი და მონაწილეობა მიიღეს 17

დან 25 წლამდე ასაკის ადამიანებმა.

Page 15: დანაშაულის აღქმა

15

5.72 5.68 5.44

5.86

4.22

5.72

4.06

4.86

6.18

5.06 5.58

6.16

4.26 4.52

3.76

5.68

ქეისები 1 ქეისები 2 ქეისები 3 ქეისები 4 ქეისები 1 ქეისები 2 ქეისები 3 ქეისები 4

სიმძიმე სასჯელი

ინტერნეტში რეალურ სამყაროში

შედეგების აღწერა

შემთხვევების ვარიანტების მიმართ დამოკიდებულება გაანალიზდა როგორც ერთიანად,

ასევე სქესის ფაქტორის გათვალისწინებით.

სქესთა შორის განსხვავები დანაშაულების აღქმაში, საშულოების შედარება

(მამაკაცები)

(**აქ და შემდგომ დიაგრამებზე - ქეისების წყვილი N1: დაცინვა/დამცირება სოციალურ

ქსელში და პირისპირ; ქეისების წყვილი N2: ქურდობა; ქეისების წყვილი N3: დამცირება და

შეურაცხყოფა სხვების თანდასწრებით ან სხვებთან ერთად; ქეისების წყვილი N4: მუქარა.)

როგორც ვხედავთ მამაკაცები მკვეთრად უარყოფით შეფასებებს აძლევენ როგორც

ინტერნეტში, ასევე რეალურ სამყაროში ჩადენილ დანაშაულებს (საშუალო შეფასებები 5-7

მდე ინტერვალშია) თუმცა ქურდობის გარდა (ქეისების წყვილი N2: M1=5.68; M2=5.06)

რეალურ სამყაროში ჩადენილი დანაშაულები უფრო მძიმედ არის აღქმული, ვიდრე

ინტერნეტში ჩადენილი დანაშაულები. საინტერესოა, რომ თითოეული დანაშაულის

შესაბამისი სასჯელის შეფასებისას სოციალურ ქსელებში და რეალურ სამყაროში დაცინვის

შემთხვევაში საშუალოებს შორის განსხვავება თითქმის არ არის, (ქეისები N1: M1=4.22;

M2=4.26) მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში ჩადენილი დანაშაული ნაკლებად მძიმედაა

შეფასებული ვიდრე ინტერნეტში. ხოლო ქეისების მესამე წყვილის შემთხვევაში, სადაც

Page 16: დანაშაულის აღქმა

16

6.68 6.56 6.24 6.30

4.34

5.58

4.14 4.80

6.58 6.26

5.92

6.62

4.44 4.64

3.90

5.52

ქეისები 1 ქეისები 2 ქეისები 3 ქეისები 4 ქეისები 1 ქეისები 2 ქეისები 3 ქეისები 4

სიმძიმე სასჯელი

ინტერნეტში რეალურ სამყაროში

სხვების თანდასწრებით მიყენებული შეურაცხყოფა ფიგურირებდა, მამაკაცების შეფასებით

ინტერნეტში ჩადენილი დანაშაული უფრო მეტ სასჯელს იმსახურებს (M1=4.06; M2=3.76).

როგორც ამ დიაგრამაზე ვხედავთ, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება შეფასებებში

მხოლოდ პირველი ქეისის სიმძიმის, მეორე ქეისის შემთხვევაში - როგორც სიმძიმის, ასევე

სასჯელის და მეოთხე ქეისის მხოლოდ სასჯელის შემთხვევაში გვაქვს.

(ქალები)

Page 17: დანაშაულის აღქმა

17

როგორც დიაგრამაზე ვხედავთ 1, 2, და 3 წყვილებში, სადაც საუბარი იყო დამცირება-

დაცინვაზე, ქურდობაზე და სხვების თანდასწრებით შეურაცხყოფაზე, საშუალო შეფასებებით

ინტერნეტში ჩადენილი დანაშაულები ქალების მიერ უფრო მძიმედაა აღქმული.

გამონაკლისია მუქარა (წყვილი N4: M1=6.30; M2=6.62), სადაც რეალურ სამყაროში მიღებული

მუქარის წერილი უფრო მძიმე დანაშაულად ფასდება ვიდრე ინტერნეტში, ელექტრონული

ფოსტით მიღებული მუქარის წერილი.

შეფასებათა საშუალოების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქეისი საკმაოდ

მძიმედაა აღქმული, თუმცა თითოეული დანაშაულისთვის მინიჭებული სასჯელი ნაკლებად

მკაცრია (სიმძიმის შეფასებები ვარირებს 5,92-დან 6,68-მდე, ხოლო სასჯელის ქულები 4,14-

დან 5,58-მდე). ქალების შეფასებებით, ყველაზე მძიმე დანაშაულებია დაცინვა და დამცირება

(ე.წ. ბულინგი) და მუქარა, თუმცა ყველაზე მკაცრად ინტერნეტის საშუალებით ჩადენილი

ქურდობა უნდა დაისაჯოს.

როგორც ამ ცხრილში ვხედავთ, ქალების შემთხვევაში, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი

განსხვავება მივიღეთ მხოლოდ მეორე ქეისის სასჯელის და მეოთხე ქეისის რგორც სიმძიმის,

ასევე სასჯელის შეფასებებში.

Page 18: დანაშაულის აღქმა

18

6.20 6.12 5.84

6.08

4.28

5.65

4.1

4.83

6.38

5.66 5.75

6.39

4.35 4.58

3.83

5.6

ქეისები 1 ქეისები 2 ქეისები 3 ქეისები 4 ქეისები 1 ქეისები 2 ქეისები 3 ქეისები 4

სიმძიმე სასჯელი

ინტერნეტში რეალურ სამყაროში

საერთო შედეგები (ქალებისა და კაცების შეფასებები ერთად)

როგორც ამ დიაგრამაზე ვხედავთ, ქეისების პირველ წყვილში, დაცინვა და დამცირება

რეალურ სამყაროში უფრო მძიმედ აღიქმება, ვიდრე ინტერნეტში. ასეთივე შედეგი ჩანს

ქეისების მეოთხე წყვილში, სადაც მუქარა ფიგურირებდა. თუმცა მეორე (ქურდობა) და მესამე

(სხვების თანდასწრებით შეურაცხყოფა) ინტერნეტში უფრო სერიოზულ დანაშაულადაა

აღქმული, ვიდრე რეალურ სამყაროში. ანალოგიური შედეგებია ამ დანაშაულებისთვის

შესაბამისი სასჯელის მინიჭებისას (მეორე და მესამე ქეისების წყვილებში ინტერნეტში

ჩადენილი დანაშაულები უფრო მკაცრად უნდა დაისაჯონ ვიდრე მათი ანალოგიური,

რეალურ სამყაროში ჩადენილი დანაშაულები).

Page 19: დანაშაულის აღქმა

19

მიუხედავად იმისა, რომ ქეისების შეფასებების საშუალო მაჩვენებლების შედარებიდან ჩანს

ინტერნეტსა და რეალურ სამყაროში ჩადენილი დანაშაულების აღქმას შორის სხვაობა,

მიღებული შედეგებით არ დასტურდება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება მათ

შორის 4-დან 2 ქეისში (მოცემულ გრაფიკზე: პირველი ქეისი- წყვილები1 და2 და მესამე ქეისი

-წყვილები 5 და 6). სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება მოგვცა მეოთხე - მუქარის

ქეისმა, სადაც ნამდვილად, რეალურ სივრცეში ჩადენილი ეს დანაშაული უფრო მძიმედაა

აღქმული და ასევე უფრო მკაცრი სასჯელი აქვს მინიჭებული. ასევე მნიშვნელოვანი

სტატისტიკური განსხვავება ჩანს ქურდობის შემთხვევაში, თუმცა აქ საპრისპირო შედეგი

მივიღეთ: უფრო მძიმე დანაშაულად ინტერნეტის საშუალებით ქურდობა აღიქმება.

დისკუსია

უნდა აღინიშნოს ის, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევები ძალიან

ცოტაა, საკითხის აქტუალურობა კი მუდმივად იზრდება კომპიუტერული ტექნოლოგიების

განვითარებასთან ერთად. მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემია ზემოთ განხილული

კვლევები, თუმცა ისინი იკვლევენ არა ადამიანთა დამოკიდებულებას ინტერნეტში და

რეალურ სამყაროში განხორციელებულ ქცევების და დანაშაულების მიმართ, არამედ უფრო

ადამიანის ქცევის ცვლილებას როგორც ასეთს და მის გამომწვევ მიზეზებს. ჩვენს მიერ

ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა ამ მიმართულებით შემდგომი კვლევების ჩატარების

აუცილებლობა.

თუ კონსტრუირების დონის თეორიას (Trope Y, Liberman N, Wakslak CJ., 2007) (Trope, 2012)

(Yaacov Trope, Nira Liberman, 2010) დავეყრდნობით, ჩვენ უნდა გვქონოდა სტატისტიკურად

მნიშვნელოვანი განსხვავება ჩვენს მიერ გამოყენებულ ყველა ქეისთა წყვილს შორის (სადაც

Page 20: დანაშაულის აღქმა

20

რეალურ სივრცეში ჩადენილი დანაშაული უფრო მძიმედ იქნებოდა აღქმული ვიდრე

ინტერნეტში ჩადენილი დანაშაული (H1 ჰიპოთეზა)), რაც არ მოხდა. რეალურად, ჩვენ

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება მივიღეთ მხოლოდ 2 წყვილში, რომელთაგანაც

ერთი ეხება ქურდობას, ხოლო მეორე - მუქარას.

მუქარის (მეოთხე წყვილი) შემთხვევაში, გამართლდა H1 ჰიპოთეზა - მუქარა რეალურ

სამყაროში უფრო სერიოზულ დანაშაულად აღიქმება და შესაბამისად სასჯელიც უფრო

მკაცრი ეკუთვნის რეალურ სამყეროში მუქარას. ეს შედეგი დამოკიდებულია მუქარის

რეალურობის განცდაზე: თუ ვინმე ქუჩაში მოდის და გემუქრება, ეს უფრო მეტად აღიქმება

სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციად და შესაბამისად უფრო მძიმე დანაშაულის

კვალიფიკაციასაც იღებს. ეს მონაცემები ადასტურებს კონსტრუირების დონის თეორიის

დებულებას, იმის შესახებ, რომ ფიზიკურად ან დროში ჩვენთან ახლოს მდებარე მოვლენა (აქ:

რეალურ სამყაროში მუქარა) უფრო დაბალ დონეზე კონსტრუირდება და შესაბამისად უფრო

კონკრეტულად და დეტალურად მოგვეცემა აღქმაში ვიდრე ჩვენგან დაშორებული მოვლენა,

რომლის აღქმაც უფრო აბსტრაქტულია (აქ: ინტერნეტის საშუალებით მუქარა). (Yaacov Trope,

Nira Liberman, 2010) (Trope Y, Liberman N. , 2003) თუმცა იგივე არ ვრცელდება ჩვენს მიერ

გამოყენებულ სხვა ქეისთა წყვილებში.

ქურდობის შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ საპირისპირო შედეგი - გამართლდა H2 ჰიპოთეზა

(ინტერნეტის საშუალებით ჩადენილ ქურდობას უფრო მძიმე კვალიფიკაცია მისცეს როგორც

კაცებმა, ასევე ქალებმა). ასეთი შეფასების მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ დღესდღესობით

ადამიანთა უმრავლესობა ფულს საბანკო ანგარიშებზე ინახავს და ანგარიშის გატეხვით

შეიძლება უფრო მეტი ფული დაკარგონ, ვიდრე რეალურ სამყაროში გაქურდვის დროს.

ამასთან ერთად, ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი გახდა ინტერნეტის

გამოყენებით სხვადასხვა ოპერაციების (იგივე საბანკო) შესრულება და შესაბამისად

ინტერნეტში უსაფრთხოებაც მნიშვნელოვანი გახდა.

არ არის მნიშვნელოვნად განსხვავებული შედეგები ინტერნეტსა და რეალურ სამყაროში

დაცინვა/დამცირებას შორის (პირველი წყვილი). ორივე შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმეც

და მისთვის მინიჭებული სასჯელის დონეც თითქმის ერთმანეთის ტოლია; თუმცა რეალურ

სამყაროში იგი ოდნავ უფრო მძიმეა და ოდნავ უფრო მკაცრ სასჯელს მოითხოვს.

(გამართლდა H0 ჰიპოთეზა).

ასევე მინიმალურია განსხვავება ინტერნეტსა და რეალურ სამყაროში სხვების თანდაწრებით

შეურაცხყოფის მიყენებას შორის (წყვილი N3), თუმცა აქ ინტერნეტში მიყენებულმა

შეურაცხყოფამ ოდნავ უფრო მეტი ქულა აიღო როგორც სიმძიმის, ისე სასჯელის სკალებზე

(გამართლდა H0 ჰიპოთეზა). ეს შეიძლება აიხსნას შეურაცხყოფის მომსწრეების რაოდენობებს

შორის განსხვავებულობით: მაშინ, როდესაც სხვების თანდასწრებით შეურაცხყოფას

გვაყენებენ, მომსწრეთა რაოდენობა მაინც ასე თუ ისე შეზღუდულია, მაშინ როდესაც

Page 21: დანაშაულის აღქმა

21

ინტერნეტში მომსწრეთა რაოდენობა შეიძლება არ იყოს შეზღუდული. თუმცა, როგორც უკვე

ავღნიშნეთ, შეფასებებს შორის განსხვავება არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი.

სქესთა შორის განსხვავებებმა აჩვენა, რომ ქალები ინტერნეტის საშუალებით ჩადენილ

დანაშაულებს უფრო მძიმედ აფასებენ, ვიდრე მამაკაცები. გამონაკლისია მუქარა და

ქურდობა - აქ როგორც ქალები, ასევე მამაკაცები რეალურ სივრცეში ჩადენილ დანაშაულს

უფრო მძიმედ აფასებენ. ეს შედეგები ემთხვევა ამერიკის კვლევითი ცენტრი „Pew Research

Center“-ის ანალიტიკოსი მაივ დუგანის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს, რომლის

თანახმადაც ქალები უფრო მძაფრად განიცდიან ინტერნეტში მიყენებულ შეურაცხყოფას ან

დევნას, ვიდრე მამაკაცები (Duggan, October 22, 2014).

დასკვნა:

როგორც ვნახეთ, შეფასებების საშუალოების შედარებებიდან, განსხვავება არსებობს

ინტერნეტსა და რეალურ სამყაროში ჩადენილი დანაშაულების აღქმას შორის და

მიუხედავად იმისა, რომ კვლევამ არ აჩვენა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება

ჩვენს მიერ აღწერილ ყველა ქეისების შეფასებებს შორის, გარკვეული დასკვნების გამოტანა

მაინც შესაძლებელია.

ინტერნეტსა და რეალურ სამყაროში ჩადენილი დანაშაულების აღქმის შედარებამ აჩვენა,

რომ:

1. არ არის მნიშვნელოვანი განსხვავება ინტერნეტსა და რეალურ სამყაროში

დაცინვა/დამცირების აღქმას შორის (ქეისთა პირველი წყვილი): (M=6,20; SD=1,62) და

(M=6,38; SD=1,11) t(99)=1,277; p = 0,205);

2. სტატისტიკურად მნიშვნელოვანია განსხვავება რეალურ სამყაროში და ინტერნეტში

ჩადენილი ქურდობის აღქმას შორის (ქეისთა მეორე წყვილი): (M=6,12; SD=1,69) და

(M=5,66; SD=1,73) t(99)=2,721; p = 0,008), თუმცა ინტერნეტის საშუალებით ჩადენილი

ეს დანაშაული უფრო მძიმედ აღიქმება ვიდრე რეალურ სივრცეში ჩადენილი.

3. ასევე არ არის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება ინტერნეტში და რეალურ

სამყაროში სხვების თანდაწრებით ან სხვებთან ერთად შეურაცხყოფის მიყენებას

შორის (ქეისთა მესამე წყვილი): (M=5,84; SD=1,50) და (M=5,75; SD=1,57) t(99)=-0,593; p =

0,555).

4. მნიშვნელოვანია განსხვავება ინტერნეტში და რეალურ სამყაროში მუქარის

შეფასებებს შორის (ქეისების მეოთხე წყვილი): (M=6,08; SD=1,41) და (M=6,39;

SD=1,127) t(99)=-2,384; p = 0,019); მუქარა რეალურ სამყაროში უფრო სერიოზულ

დანაშაულად აღიქმება და შესაბამისად სასჯელიც უფრო მკაცრი ეკუთვნის რეალურ

სამყეროში მუქარას.

Page 22: დანაშაულის აღქმა

22

5. კვლევის შედეგები ასევე გვაჩვენებს, რომ ქალები უფრო მძიმე კვალიფიკაციას

აძლევენ ინტერნეტის საშუალებით ჩადენილ დანაშაულებს ვიდრე მამაკაცები.

6. ვინაიდან ჩვენმა კვლევამ არ მოგვცა განსხვავება ბულინგისა და კიბერ-ბულინგის

(დაცინვა / სხვების თანდასწრებით შეურაცხყოფა) ქეისების აღქმას შორის, შეგვიძლია

ვივარაუდოთ, რომ ინტერნეტის და სოციალური ქსელების განვითარებამ და მათი

მნიშვნელოვდების ზრდამ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, გამოიწვია მათი აღქმის

ცვლილებაც: დღესდღეისობით რეალურ სამყაროსა და ინტერნეტში ბულინგის

სერიოზულობის აღქმას შორის განსხვავება არ არის, რაც ერთმნიშვნელოვნად კარგის

მანიშნებელია.

ვინაიდან კვლევამ მოგვცა ასეთი არაერთმნიშვნელოვანი შედეგები, საჭიროა დამატებითი

კვლევების ჩატარება უფრო ზუსტი დასკვნების გასაკეთებლად:

საჭიროა შემდგომი კვლევები იმის დასადგენად, თუ რამ გამოიწვია ინტერნეტის

საშუალებით ჩადენილი ქურდობის უფრო მძიმედ შეფასება ვიდრე რეალურ

სივრცეში ქურდობის.

საჭიროა შემდგომი კვლევები იმის დასადგენად, თუ კონკრეტულად რა ფაქტორების

გამო არ მოგვცა განსხვავება ბულინგის შეფასებისას ინტერნეტის და რეალური

სამყაროს ქეისების შეფასებისას.

Page 23: დანაშაულის აღქმა

23

კვლევის უარყოფითი მხარეები

- მოცემული კვლევა ჩატარებულია მხოლოდ 17-25 წლის ადამიანებზე, შესაბამისად

შედეგების გენერალიზება ვერ მოხერხდება მთელ საზოგადოებაზე.

- გამოყენებულ კითხვარში მოცემული ქეისები არ მოიცავს დანაშაულების ფართო

სპექტრს: აქცენტი გაკეთებულია ბულინგზე, პირად შეურაცხყოფაზე, მცირე ქურდობასა

და მუქარაზე, ბევრად უფრო მძიმე დანაშაულების ქეისები, როგორებიცაა

ორგანიზებული, მაშტაბური ძარცვა, ფიზიკური ძალადობა, კიბერტერორიზმი,

ვირუსების გავრცელება და მრავალი სხვა - არ არის მოყვანილი.

- კვლევაში გათვალისწინებული არ არის ქეისებში აღწერილი დანაშაულების მონაწილე

პირების ასაკი: არ შეგვიძლია ვთქვათ ერთნაირად მიუღებლად ფასდება თუ არა

ახალგაზრდას, არასრულწლოვნის და ზრდასრულის ან შედარებით ასაკოვანი ადამიანის

მიერ ჩადენილი ერთი და იგივე დანაშაული.

- კვლევაში არაა გათვალისწინებული რესპოდენტთა განათლების დონე და მიღებული

განათლების სფერო, რაც სავარაუდოდ გავლენას მოახდენს მათ მიერ კონკრეტული

დანაშაულების სიმძიმის შეფასებაზე.

- კვლევაში გამოყენებული ქეისების ექვივალენტურობა არ არის ზუსტად დაცული, რასაც

შეეძლო გავლენა მოეხდინა კვლევაში მიღებულ შედეგებზე.

- კვლევაში არ არის გათვალისწინებული რესპოდენტთა პირადი გამოცდილება

კონკრეტულ ქეისებთან დაკავშირებით და მათი დანაშაულის შეფასებებს შორის კავშირი.

Page 24: დანაშაულის აღქმა

24

დანართი N.1

კვლევაში გამოყენებული ქეისები

ინტერნეტში რეალურ სამყაროში

გიორგი 17 წლისაა. იგი დადის სკოლაში,

თავისუფალი დროის დიდ ნაწილს კი

ფეისბუქზე ატარებს და მეგობრებს

„ეჩატავება“. მას ჰყავს კლასელი - ნიკა,

რომელიც არ მოსწონს. იგი ფეისბუქზე ნიკას

სურათებზე დამამცირებელ და

შეურაცხმყოფელ კომენტარებს უწერს:

ზედმეტსახელებს არქმევს და გარეგნობის

გამო დასცინის.

გვანცა 18 წლისაა. მის კლასში არის გოგონა,

რომელიც სათვალეს ატარებს და კბილებზე

ბრეკეტები უკეთია. გვანცას ძალიან

აღიზიანებს ეს გოგონა და ამიტომ იშვიათად

ელაპარაკება, მასთან საუბრისას კი ძალიან

უხეშია და ხშირად დასცინის, რადგან

ბრეკეტების გამო მას ლაპარაკი უჭირს.

ლუკა კარგად ერკვევა კომპიუტერებში. ცოტა

ხნის წინ მან შეძლო სხვისი ანგარიშის

გატეხვა და აღმოაჩინა, რომ ამ ადამიანის

საბანკო ანგარიშზე საკმაოდ დიდი თანხა

დევს. ლუკას ძალიან გაუხარდა, რომ ახალი

ჰაკერული ტექნიკები ისწავლა. მან ამ

ანგარიშის ნომრის გამოყენებით იყიდა

მისთვის სასურველი ნივთები ინტერნეტ

მაღაზიაში.

სანდროს ძალიან უყვარს სურათების

გადაღება. მას არ მოსწონს თავისი

ფოტოაპარატი და ძვირადღირებული

პროფესიონალური ფოტოკამერის ყიდვა

უნდა, მაგრამ მას არ აქვს საკმარისი ფული.

იგი ჩუმად პარავს ფულს მშობლებს და

აგროვებს იმ მიზნით, რომ იყიდოს

სასურველი ფოტოაპარატი.

ანამ ფეისბუქზე სტატუსი დაწერა, რომელიც

დათოს არ მოეწონა და დამცინავი ტექსტი

მისწერა კომენტარებში. ამან დათოს

რამდენიმე მეგობარი გაამხიარულა და მათაც

მიწერეს ანას დათოს მხარდამჭერი და

ანასთვის დამამცირებელი და

შეურაცხმყოფელი კომენტარები ანას

სტატუსზე.

მარიკა აქტიურად ცდილობდა თავისი აზრის

მეგობრებისთვის გაზიარებას და თავის

სისწორეში დანარჩენების დარწმუნებას.

დისკუსიისას ლიკა მას არ ეთანხმებოდა და

საწინააღმდეგო არგუმენტები მოჰყავდა.

მარიკა ამის გამო ძალიან გაბრაზდა, ლიკას

ეჩხუბა და შეურაცხყოფა მიაყენა სხვების

თანდასაწრებით.

ნინო აქტიურად წერს სტატიებს მისთვის

საინტერესო სოციალურ თემებზე და

ბლოგზე აქვეყნებს. მისი ბოლო სტატია

გამაღიზიანებელი აღმოჩნდა რამდენიმე

მკითხველისთვის და ელექტრონულ

ფოსტაზე უკვე მესამეჯერ მოსდის მუქარის

შემცველი წერილი მისთვის უცნობი

მეილიდან.

თორნიკეს მოსწონს ერთი გოგონა. ისინი

ბევრ დროს ატარებენ ერთად და თორნიკე

მას ყოველთვის სახლამდე აცილებს. გიორგი

და მისი მეგობრები ხშირად ხვდებიან

თორნიკეს სახლთან ახლოს და ემუქრებიან,

რომ თუ ამ გოგონასთან ურთიერთობას არ

შეწყვეტს, მას ფიზიკურად გაუსწორდებიან.

Page 25: დანაშაულის აღქმა

25

გამოყენებული ლიტერატურა

(n.d.). Retrieved from http://education.ge/index.php?do=definition/view&id=1891

ლაშა ხოჯანაშვილი. (2015). დელინკვენტური ქცევა და პიროვნება. In მ. ბ. ლაშა ხოჯანაშვილი,

საგამოძიებო საქმიანობის ფსიქოლოგიური ასპექტები (p. 3). თბილისი: შინაგან საქმეთა

სამინისტროს აკადემია.

Blumer, T., & Doering, N. (2012). Are we the same online? The expression of the five factor personality

traits on the computer and the Internet. Cyberpsychology: Journal of Psychosocial Research on

Cyberspace, 6(3), article 5 .

Duggan, M. (October 22, 2014). Online Harassment. Pew Research Center.

Francine Dehue, Catherine Bolman, and Trijntje Vollink. (2008). Cyberbullying: Youngsters’ Experiences

and Parental Perception. CYBERPSYCHOLOGY & BEHAVIOR Volume 11, Number 2 .

Jaishankar, K. (2007, July). Establishing a Theory of Cyber Crimes. International Journal of Cyber

Criminology , pp. Vol 1 Issue 2: 7–9.

John Suler, P. D. (2004). Cyber psychology & behaviour, Online Disinhibition Effect.

Kerryn Brack, Nerina Caltabiano. (2014). Cyberbullying and self-esteem in Australian adults.

Cyberpsychology: Journal of Psychosocial Research on Cyberspace .

Laineste, L. (n.d.). Verbal expressions of aggressiveness.

Liberman N; Trope Y. (1998). The role of feasibility and desirability considerations in near and distant

future decisions: A test of temporal construal theory. Journal of Personality and Social Psychology ,

75:5–18.

Maja Dimc, Bojan Dobovšek. (2010). Perception of Cyber Crime in Slovenia. Journal of Criminal Justice

and Security , pp.378-396.

Malamuth, Neil & Linz, Daniel & Yao, Mike. (2009). The Internet and aggression: motivation,

disinhibitory and opportunity aspects. The socialnet: Human behavior in cyberspace. New York: Oxford

University Press , pp. 163-191.

Noam Lapidot-Lefler, Azy Barak. (2012, March). Effects of anonymity, invisibility, and lack of eye-contact

on toxic online disinhibition. „Computers in Human Behavior“, Volume 28, Issue 2 , pp. 434-443.

Noam Lapidot-Lefler, Azy Barak. (2015). The benign online disinhibition effect: Could situational factors

induce self-disclosure and prosocial behaviors? Cyberpsychology: Journal of Psychosocial Research on

Cyberspace, 9(2), article 3.

Page 26: დანაშაულის აღქმა

26

P. S. Dowland’, S.M. Furnelll, H.M. Illingworthl and P. L. Reynolds. (1999). Computer Crime and Abuse: A

Survey of Public Attitudes and Awareness. Computers & Security Vol.18, No.6 , pp.715-726.

Polder-Verkiel, S. E. (2010, December). Online Responsibility: Bad Samaritanism and the Influence of

Internet Mediation.

Suler, J. (2005). The Online Disinhibition Effect. International Journal of Applied Psychoanalytic Studies,

Vol. 2, No. 2 .

Tolga Aricak, Sinem Siyahhan, Aysegul Uzunhasanoglu, Sevda Saribeyoglu, Songul Ciplak, Nesrin Yilmaz,

and Cemil Memmedov. (2008, June 7). Cyberbullying among Turkish Adolescents. CyberPsychology &

Behavior. Volume: 11 Issue 3 .

Trope Y, Liberman N, Wakslak CJ. (2007). Construal levels and psychological distance: Effects on

representation, prediction, evaluation, and behavior. Journal of Consumer Psychology , 17:83–95.

Trope Y, Liberman N. . (2003). Temporal construal. Psychological Review , 110:403–421.

Trope, Y. L. (2012). Construal Level Theory Washington DC: Sage Publications Ltd. In Handbook of

Theories of Social Psychology (pp. pp. 118-134). Washington DC: Sage Publications Ltd.

Wakslak, Cheryl J., Trope, Yaacov, Liberman, Nira, & Alony, R. (2006). Seeing the forest when entry is

unlikely: Probability and the mental representation of events. Journal of Experimental Psychology:

General , 135, 641–653.

Yaacov Trope, Nira Liberman. (2010). Distance, Construal-Level Theory of Psychological. Psychological

Review, Vol. 117, No. 2, © 2010 American Psychological Association , pp. 440 – 463.

Yavuz Akbulut, Yusuf Levent Sahin, Bahadir Eristi. (October, 2010, October ). Cyberbullying Victimization

among Turkish Online Social Utility Members. Journal of Educational Technology & Society; Vol. 13, No. 4

, pp. 192-201.

Zimbardo, P. (2007). The Shocking Behavior of Anonymous Women. In P. Zimbardo, The Lucifer Effect:

Understanding How Good People Turn Evil (pp. 299-300).

კანონმდებლობა კიბერ დანაშაულზე და ზოგადი პოლიტიკა. (n.d.). Retrieved from შინაგან

საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი: http://police.ge/ge/projects/kiberdanashauli/kanonmdebloba-

kiber-danashaulze-da-zogadi-politika

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდი. (n.d.). Retrieved from

http://police.ge/ge/projects/kiberdanashauli