ქრონიკული პროსტატიტი — თანამედროვე...

1
გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს გაიცემა რეცეპტის გარეშე ქრონიკული პროსტატიტი ძალზე გავრცელებული დაავადებაა მამაკაცის შარდ-სასქესო სისტემის ანთებად დაავადებათა შორის და ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მამაკაცთა ავადობაში. უროგენიტალური პრობლემებიდან იგი ყველაზე ხშირად გვხვდება 50 წლამდე. სამწუ- ხაროდ შეიმჩნევა დაავადების გაახალგაზრდავების ტენდენცია და ბოლო მონაცემებით ის უმეტესად ახალგაზრდა და საშუალო ასაკში გვხვდება (85%). მიუხედავად იმისა, რომ ქრონიკული პროსტატიტის გამომწვევი მიკრო- ფლორა ყველა მამაკაცის ორგანიზმშია, ერთნი ავადდებიან, ხოლო მეორენი კი არა. ქრონიკული პროსტატიტის ჩამოყალიბებას არა მარტო მიკროორგანიზმები განაპირობებს, არამედ ისეთი ხელშემწყობი რისკ- ფაქტორებიც, როგორიცაა მჯდომარე ცხოვრების წესი (ოფისი, მანქანა), არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება (ხანგრძლივი თავშეკავება ან კონტრაცეფციის მიზნით სქესობრივი აქტის მუდმივად გაწყვეტა), გადაცივება, ტრავმა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ორ- ხიტი, ეპიდიდიმიტი, პიელონეფრიტი, არასწორი კვება, სტრესი, ალკო- ჰოლი და სიგარეტი, ზოგადად იმუნური სისტემის დაქვეითება. ყველაზე ხშირად პროსტატიტი ქრონიკული ფორმით ვითარდება. იგი რამდენიმე წელი არ აწუხებს პაციენტს ან აქვს არაინტენსიური არასასიამოვნო შეგრძნებები შორისისმიდამოში გადამცემი ტკივილით კუდუსუნის, სასქესო ორგანოს ან სწორი ნაწლავის მიმართულებით. ზოგჯერ ვლინდება ტკივილი და გამონადენი მოშარდვის შემდეგ, გახ- შირებული ან გაძნელებული მოშარდვა, სექსუალური დისფუნქცია და ა.შ. სექსუალური დისფუნქცია გამოიხატება ლიბიდოს დაქვეითებით და ერექციის ხარისხის გაუარესებით. ქრონიკული პროსტატიტი წარმო- ადგენს ნაადრევი მეორადი ეაკულაციის ერთ-ერთ მიზეზს. შორსწასულ შემთხვევებში კი შეიძლება ადგილი ქონდეს დაგვიანებულ ეაკულაციას. კვლევებმა ცხადყო, რომ ქრონიკული პროსტატიტი მიმდინარეობს მამაკაცთა 60–80%-ში, რომელთაც აქვთ სექსუალური პრობლემები. პროსტატიტისათვის დამახასიათებელია დაძაბული ფსიქო-ემოციური ფონი, რომელიც ხშირ შემთხვევაში არაეფექტური და ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში უფრო მწვავდება. იმის გათვალისწინებით, რომ დაავადება დიდი ხნის განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, საჭიროა ფიზიკალური, ლაბორატორი- ული და ინსტრუმენტული მეთოდების კომპლექსური გამოყენება, სადაც განსაზღვრული იქნება პაციენტის ინდივიდუალური, ნევროლოგიური და იმუნური სტატუსი. აუცილებელია პაციენტის ასაკისა და დაავადების კლინიკური გამოვლინების, სტადიისა და ანთებადი პროცესის აქტივო- ბის ფაზის, წინამდებარე ჯირკვლის დაზიანების ხარისხის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებაც. მკურნალობა კომპლექსურ ხასიათს უნდა ატარებდეს და მასში უნდა იყოს ჩართული როგორც ანტიბაქტერიული თერაპია, ასევე სიმპტომატური მკურნალობაც, რომელიც მიმართული იქნება წინამდებარე ჯირკვალში სისხლის მიმოქცევისა და დრენირების აღსადგენად, აგრეთვე იმუნური და ჰორმონალური სტატუსის საკორექციოდ. მნიშვნელოვანია გვახსოვ- დეს, რომ ანტიბაქტერიული თერაპია მხოლოდ ბაქტერიალური პროს- ტატიტების დროს ინიშნება და კატეგორიულად აკრძალულია არაინფექ- ციური გენეზის პროსტატიტებისას. მეტიც, მას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს გამოჯანმრთელების პროცესს და განავითაროს იმუნო- დეფიციტური მდგომარეობა. ქრონიკული პროსტატიტის სიმპტომატიკა ძალზე მრავალფეროვანია, მაგრამ პაციენტთა უმრავლესობისათვის (80–85%) დაავადების ძირი- თადი სუბიექტური გამოვლინება მოშარდვასთან დაკავშირებული პრობ- ლემებია. ამ დარღვევების საწინააღმდეგოდ ყველაზე ხშირად იყენებენ უროსელქტიურ ⍺-1 ადრენობლოკატორებს, თუმცა, მათი ეფექტურობა 50%-ს არ აღემატება. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამ- კურნალწამლო საშუალებები, პრეპარატები რომლებიც აუმჯობესებენ მცირე მენჯის ღრუს ჰემოდინამიკას, ფიზიოთერაპია და სანატორიული მკურნალობა გვევლინება ეფექტურ მეთოდებად ქრონიკული პროსტა- ტიტების მკურნალობაში. პროსტატიტის კომპლექსური მკურნალობის თანამედროვე მეთოდე- ბიდან ძალზე ეფექტურია მცენარეული წარმოშობის პრეპარატების გამოყენება. ერთ-ერთი მათგანია გერმანული წარმოების ფიტო- პრეპარატი პროსტამედი. პროსტამედი ბუნებრივი მცენარეული გერმანული პრეპარატია, რომ- ლის შემადგენლობაში რამდენიმე ცნობილი კომპონენტი შედის. ესენია: სამკურნალო გოგრის განსაკუთრებული სახეობა (Cucurbita pepo), გოგრის გლობულინი, რომელსაც მისი თესლებისაგან იღებენ (ეს ნივთიერებები ხელს უშლის წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილების შემდგომ პათოლოგიურ ზრდას; ოქროწკეპლას, რომელიც ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური და შარდმდენი მოქმედებით ხასიათ- დება; ვერხვის ფოთლების ექსტრაქტს, რომელიც გამოხატული მადე- ზინფიცირებელი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა. პროსტამედის შემადგენლობაში ფიტოკომ- პონენტების გონივრული კომბინაციის კომპლექსური მოქმედება პრაქ- ტიკულად მთელ შარდსასქესო სისტემაზე ვრცელდება და ხელს უშლის ისეთი დაავადებების წარმოშობას, როგორიცაა პროსტატიტი და წი- ნამდებარე ჯირკვლის I-II ხარისხის ადენომა, აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, ზრდის ტონუსსა და საკუთარი თავის რწმენას! მოერიდეთ თვითმკურნალობას ან ახლობელთა რჩევის გათვალის- წინებას. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ სპეციალსტს და მიიღეთ კვალიფიციური დახმარება. გისურვებთ ჯანმრთელ და ხანგრძლივ სიცოცხლეს! გამოცდილების 60 წელი მამაკაცებისთვის პროსტამედი პრობლემებისგან დაცვის საშუალება! ნიკოლოზ რუსაძე | ექიმი–ანდროლოგი | 599 56 11 20 ქრონიკული პროსტატიტი თანამედროვე მედიცინის ასპექტები

description

პროსტამედი — მამაკაცებისთვის პრობლემებისგან დაცვის საშუალება!

Transcript of ქრონიკული პროსტატიტი — თანამედროვე...

Page 1: ქრონიკული პროსტატიტი — თანამედროვე მედიცინის ასპექტები

გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს

გ ა ი ც ე მ ა რ ე ც ე პ ტ ი ს გ ა რ ე შ ე

ქრონიკული პროსტატიტი ძალზე გავრცელებული დაავადებაა მამაკაცის შარდ-სასქესო სისტემის ანთებად დაავადებათა შორის და ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მამაკაცთა ავადობაში. უროგენიტალური პრობლემებიდან იგი ყველაზე ხშირად გვხვდება 50 წლამდე. სამწუ-ხაროდ შეიმჩნევა დაავადების გაახალგაზრდავების ტენდენცია და ბოლო მონაცემებით ის უმეტესად ახალგაზრდა და საშუალო ასაკში გვხვდება (85%).

მიუხედავად იმისა, რომ ქრონიკული პროსტატიტის გამომწვევი მიკრო-ფლორა ყველა მამაკაცის ორგანიზმშია, ერთნი ავადდებიან, ხოლო მეორენი კი არა. ქრონიკული პროსტატიტის ჩამოყალიბებას არა მარტო მიკროორგანიზმები განაპირობებს, არამედ ისეთი ხელშემწყობი რისკ-ფაქტორებიც, როგორიცაა მჯდომარე ცხოვრების წესი (ოფისი, მანქანა), არარეგულარული სქესობრივი ცხოვრება (ხანგრძლივი თავშეკავება ან კონტრაცეფციის მიზნით სქესობრივი აქტის მუდმივად გაწყვეტა), გადაცივება, ტრავმა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ორ-ხიტი, ეპიდიდიმიტი, პიელონეფრიტი, არასწორი კვება, სტრესი, ალკო-ჰოლი და სიგარეტი, ზოგადად იმუნური სისტემის დაქვეითება.

ყველაზე ხშირად პროსტატიტი ქრონიკული ფორმით ვითარდება. იგი რამდენიმე წელი არ აწუხებს პაციენტს ან აქვს არაინტენსიური არასასიამოვნო შეგრძნებები შორისისმიდამოში გადამცემი ტკივილით კუდუსუნის, სასქესო ორგანოს ან სწორი ნაწლავის მიმართულებით. ზოგჯერ ვლინდება ტკივილი და გამონადენი მოშარდვის შემდეგ, გახ-შირებული ან გაძნელებული მოშარდვა, სექსუალური დისფუნქცია და ა.შ.

სექსუალური დისფუნქცია გამოიხატება ლიბიდოს დაქვეითებით და ერექციის ხარისხის გაუარესებით. ქრონიკული პროსტატიტი წარმო-ადგენს ნაადრევი მეორადი ეაკულაციის ერთ-ერთ მიზეზს. შორსწასულ შემთხვევებში კი შეიძლება ადგილი ქონდეს დაგვიანებულ ეაკულაციას.

კვლევებმა ცხადყო, რომ ქრონიკული პროსტატიტი მიმდინარეობს მამაკაცთა 60–80%-ში, რომელთაც აქვთ სექსუალური პრობლემები. პროსტატიტისათვის დამახასიათებელია დაძაბული ფსიქო-ემოციური ფონი, რომელიც ხშირ შემთხვევაში არაეფექტური და ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში უფრო მწვავდება.

იმის გათვალისწინებით, რომ დაავადება დიდი ხნის განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, საჭიროა ფიზიკალური, ლაბორატორი-ული და ინსტრუმენტული მეთოდების კომპლექსური გამოყენება, სადაც განსაზღვრული იქნება პაციენტის ინდივიდუალური, ნევროლოგიური და იმუნური სტატუსი. აუცილებელია პაციენტის ასაკისა და დაავადების კლინიკური გამოვლინების, სტადიისა და ანთებადი პროცესის აქტივო-ბის ფაზის, წინამდებარე ჯირკვლის დაზიანების ხარისხის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებაც.

მკურნალობა კომპლექსურ ხასიათს უნდა ატარებდეს და მასში უნდა იყოს ჩართული როგორც ანტიბაქტერიული თერაპია, ასევე სიმპტომატური მკურნალობაც, რომელიც მიმართული იქნება წინამდებარე ჯირკვალში

სისხლის მიმოქცევისა და დრენირების აღსადგენად, აგრეთვე იმუნური და ჰორმონალური სტატუსის საკორექციოდ. მნიშვნელოვანია გვახსოვ-დეს, რომ ანტიბაქტერიული თერაპია მხოლოდ ბაქტერიალური პროს-ტატიტების დროს ინიშნება და კატეგორიულად აკრძალულია არაინფექ-ციური გენეზის პროსტატიტებისას. მეტიც, მას შეუძლია სერიოზული ზიანი მიაყენოს გამოჯანმრთელების პროცესს და განავითაროს იმუნო-დეფიციტური მდგომარეობა.

ქრონიკული პროსტატიტის სიმპტომატიკა ძალზე მრავალფეროვანია, მაგრამ პაციენტთა უმრავლესობისათვის (80–85%) დაავადების ძირი-თადი სუბიექტური გამოვლინება მოშარდვასთან დაკავშირებული პრობ-ლემებია. ამ დარღვევების საწინააღმდეგოდ ყველაზე ხშირად იყენებენ უროსელქტიურ ⍺-1 ადრენობლოკატორებს, თუმცა, მათი ეფექტურობა 50%-ს არ აღემატება. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამ-კურნალწამლო საშუალებები, პრეპარატები რომლებიც აუმჯობესებენ მცირე მენჯის ღრუს ჰემოდინამიკას, ფიზიოთერაპია და სანატორიული მკურნალობა გვევლინება ეფექტურ მეთოდებად ქრონიკული პროსტა-ტიტების მკურნალობაში.

პროსტატიტის კომპლექსური მკურნალობის თანამედროვე მეთოდე-ბიდან ძალზე ეფექტურია მცენარეული წარმოშობის პრეპარატების გამოყენება. ერთ-ერთი მათგანია გერმანული წარმოების ფიტო-პრეპარატი პროსტამედი.

პროსტამედი ბუნებრივი მცენარეული გერმანული პრეპარატია, რომ-ლის შემადგენლობაში რამდენიმე ცნობილი კომპონენტი შედის. ესენია: სამკურნალო გოგრის განსაკუთრებული სახეობა (Cucurbita pepo), გოგრის გლობულინი, რომელსაც მისი თესლებისაგან იღებენ (ეს ნივთიერებები ხელს უშლის წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილების შემდგომ პათოლოგიურ ზრდას; ოქროწკეპლას, რომელიც ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური და შარდმდენი მოქმედებით ხასიათ-დება; ვერხვის ფოთლების ექსტრაქტს, რომელიც გამოხატული მადე-ზინფიცირებელი, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა. პროსტამედის შემადგენლობაში ფიტოკომ-პონენტების გონივრული კომბინაციის კომპლექსური მოქმედება პრაქ-ტიკულად მთელ შარდსასქესო სისტემაზე ვრცელდება და ხელს უშლის ისეთი დაავადებების წარმოშობას, როგორიცაა პროსტატიტი და წი-ნამდებარე ჯირკვლის I-II ხარისხის ადენომა, აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, ზრდის ტონუსსა და საკუთარი თავის რწმენას!

მოერიდეთ თვითმკურნალობას ან ახლობელთა რჩევის გათვალის-წინებას. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ სპეციალსტს და მიიღეთ კვალიფიციური დახმარება.

გისურვებთ ჯანმრთელ და ხანგრძლივ სიცოცხლეს!

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი, კლინიკა გიდ-მედის უროლოგიური სამსახურის უფროსი – მედიცინის დოქტორი

მობ: 593 31 30 15

პროსტატიტი არის წინამდებარე ჯირკვლის ანთება. ის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა 25-დან 50 წლამდე ასაკის მამაკაცებს შორის.

არსებობს პროსტატიტის გამომწვევი უამრავი რისკ-ფაქტორი:სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: ქლამიდია, ურეოპლაზმა, მიკოპლაზმა, ჰერპესის ვირუსი, ციტო-მეგალოვირუსი, ტრიქომონადა, გონოკოკი, კანდი-დას გვარის სოკო, ნაწლავის ჩხირი, რომელთაც შე-უძლიათ ურეთრის დაზიანება და პროსტატის ქსოვილ-ში გადასვლა; მცირე მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა (შეგუბებითი მოვლენები ჯირ-კვლის ანთებას იწვევს), მჯდომარე ცხოვრების წესი (მანქანის მართვა, საოფისე სამსახური), სქესობრივი ცხოვრებისგან ხანგრძლივი თავშეკავება; ხშირი გა-დაცივება (ექსტრემალური გართობის – დაივინგის, სერფინგის, ასევე – სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს შორის); შეკრულობა; სხვადასხვა ორგანოს ანთებითი და ჩირქოვანი დაავადებები (მათ შორის – ანგინა, ქრონიკული ბრონქიტი, გრიპი, ტუბერკულოზი, პნევმონია, კარბუნკული, ფურუნკუ-ლი); დათრგუნული იმუნური სისტემა, სტრესი, ფსიქიკური და ფიზიკური გადატვირთვა და უხარისხო (არაბალანსირებული) კვება.

პროსტატიტის დროს ხშირად ვითარდება ახლომდე-ბარე ორგანოების ანთებაც, რის გამოც ადგილი აქვს კომბინირებულ ანთებით პროცესებს, მაგალითად პროსტატოვეზიკულიტი, პროსტატოურეთრიტი, პროსტატოეპიდიდიმიტი, პროსტატოცისტიტი.

აქედან გამომდინარე, პროსტატიტის კლინიკური ნიშნები მრავალფეროვანია. არსებობს სიმპტომები, რომლის გამოც პაციენტები ყველაზე ხშირად აკითხავენ ექიმს. ისინი იყოფა რამდენიმე ჯგუფად:ტკივილი წინამდებარე ჯირკვლის ან მენჯის არეში;

მოშარდვის აქტთან დაკავშირებული სიმპტომები:გახშირებული შარდვა; გაძნელებული შარდვა; მტკივნეული შარდვა; წვა მოშარდვისას; ქავილის შეგრძნება შარდსადენ მილში; მოშარდვის ცრუ სურვილი; დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მო-შარდვის შემდეგ; ტკივილი ურეთრაში;

გამონადენი ურეთრიდან – კუჭში გასვლის ან გაჭინ-თვისას ურეთრიდან ლორწოს სახით გამოდის პროს-ტატის წვენი.

სქესობრივ დისკომფორტთან დაკავშირებული სიმპტომები:იმპოტენცია ანუ ნებისმიერი სახის სქესობრივი უძ-ლურება; ლიბიდოს ანუ სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება; უნაყოფობა; ნაადრევი ან გახანგრძლი-ვებული ეაკულაციის ნიშნები.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაავადება ხშირად იმდენად ფარულად და თანდათანობით მიმდინა-რეობს, რომ ავადმყოფი ვერაფერს ამჩნევს და ჩვეულ მდგომარეობად მიაჩნია.

პროსტატიტი იყოფა სამ ფორმად:მწვავე, ქრონიკული და მცირე მენჯის ტკივილის სინდრომი (პროსტატოდინეა).

ქრ. პროსტატიტი ხშირად რთულდება იმპოტენციით ან უნაყოფობით, ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია მისი ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

პროსტატიტის პროვოცირებას ყოველთვის რამდენიმე ფაქტორი იწვევს, ამიტომაც მოქმედება საჭიროა რამდენიმე მიმართულებით. მკურნალობის კომპლექ-სურ პროგრამაში შედის ანტიბიოტიკოთერაპია, მკურნალობა პრეპარატებით, რომლებიც აუმჯობესებს სისხლძარღვების ტონუსს, ფიზიოთერაპიული პროცე-დურები (მაგნიტო-ლაზერო-ინდუქტოთერაპია, ულტრაბგერა, რეფლექსოთერაპია, ფიტოთერაპია), ასევე – ზოგად გამაჯანსაღებელი საშუალებები.

მწვავე და ქრონიკული პროსტატიტების კომპლექსური მკურნალობა ითვალისწინებს მცენარეული პრეპარა-ტების გამოყენებას, რომელთა შორის განსაკუთ-რებით აღსანიშნავია – გერმანული კომპლექსური პრეპარატი პროსტამედი. პროსტამედი აიოლებს შარდვას, ამცირებს ცრუ მოთხოვნას, ნარჩენ შარდს და შარდვის სიხშირეს, აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანტიანთებითი მოქმედება, ამავე დროს, პროსტამედი ახანგრძლივებს სექსუალურ აქტივობას და აუმჯობე-სებს ცხოვრების ხარისხს. პროსტამედი მიიღება 2 – 2 აბი დღეში 2 – 3 ჯერ.

პროსტატიტი – მამაკაცების პრობლემა

ხუსკივაძე ალექსანდრე

"გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების

შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს"

გამოცდილების 60 წელიგაიცემა რეცეპტის გარეშე

მამაკაცებისთვის

პროსტამედიპრობლემებისგან დაცვის საშუალება!

ნიკოლოზ რუსაძე | ექიმი–ანდროლოგი | 599 56 11 20

ქრონიკული პროსტატიტითანამედროვე მედიცინის ასპექტები