ახალი დროება

24
1 17/11/2015

description

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების მიერ მომზადებული სასწავლო ჟურნალი - ახალი დროება

Transcript of ახალი დროება

Page 1: ახალი დროება

117/11/2015

Page 2: ახალი დროება

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტური ჟურნალი

Page 3: ახალი დროება

317/11/2015

მთ. რედაქტორი:ბელა ჭულუხაძე

ნომრის რედაქტორიია ტეტიაშვილი

ავტორები:

სალომე ხუნაშვილი მარიამ კაკილაშვილიანი შაქარიანი თეო დავითულიანი ალმირა კურცხალიძელიკა ჭეიშვილი

დამკაბადონებელი: მარიამ კაკილაშვილი

სტილის რედაქტორი:ლელა ქაჯაია

კორექტორი: თამუნა აბაშიძე

ფოტოგრაფი:ანა ჩანგელია

ჟურნალისტიკა საინტერესო პროფესიაა, მაგრამ სრუ-ლად ვერ ვაცნობიერებთ, რამხელა პასუხისმგებლობას ვართ შეჭიდებულნი, ან რატომ მოგვწონს ჟურნალის-ტიკა. ეს პროფესია გვაძლევს შესაძლებლობას, ვიყოთ მრავალფროვანნი, გვიყვარდეს ჩვენი საქმე და ვემსა-ხუროთ ხალხს, რომელთაც სჭირდებათ სანდო და ოპა-რატიული ინფორმაცია.

სარედაქციო გუნდის შექმნისას, ჟურნალისთვის თე-მატიკის შერჩევა არ გაგვჭირვებია. ჩვენი მიზანი - მკით-ხველისთვის ის თემები მიგვეწოდებინა, რაც ამ ეტაპზე წინა პლანზეა წამოწეული, ასე თუ ისე შევძელით. ჟურ-ნალის წამყვან თემებად, სწორედ ის საკითხებია, რაც საზოგადოებას აინტერესებს, რაც ასე განსაზღვრავს მის ხვალინდელ დღეს.

რუსეთის „რბილი ძალის“ გავლენა ქართულ პოლიტა-კაზე, პროპაგანდა, რომელიც ცდილობს, რუსული შე-ხედულებები მოახვიოს თავს ქართულ საზოგადოებას; ბიუჯეტის ხელმეორე კორექტირების მოლოდინში მყო-ფი ქვეყანა, მისი შესაძლო გავლენა ისედაც გართულე-ბული სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკა, საცობების, იმავე ქართული ხერგილების“ პრობლემა თბილისში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხე-ბი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სულისშემძვრე-ლი ამბავი, ტკივილი, განცდები, ემოციები და პატარ-პა-ტარა სიხარულებიც, რომლებსაც ჟურნალის ამ ნომრით გაეცნობით.

ჩვენ მუდამ ვიქნებით ადამიანთა უფლებების სადა-რაჯოზე, ვიქნებით ხიდი საზოგადოებასა და სახელმწი-ფოს შორის. დავიცავთ ჟურნალისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ჟურნალისტურ ეთიკას. ვემსახურებით მხოლოდ სიმართლეს. შესაძლოა, ამგვარი, ცოტა არ იყოს, რომანტიკული დისკურსი, სასაცილოდაც მოეჩვე-ნოს მკითხველს, მაგრამ ამ სულისკვეთებით სჯობს ჟურ-ნალისტური საქმიანობის დაწყება.

ჩვენ გვინდა ცხოვრება დამოუკიდებელ, დეოკუპი-რებულ და მენტალურად თავისუფალ, თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ ქვეყანაში, სადაც ადამიანები და მათი უფლებები არ შეილახება.

ბელა ჭულუხაძე

რედაქტორის სვეტი

Page 4: ახალი დროება

4 17/11/2015

სარჩევი

პარიზის „11 სექტემბერი“

მარიამ კაკილაშვილი გვ.6

სალომე ხუნაშვილი

სირიაში გადახვეწილი ახალგაზრდები

ია ტეტიაშვილი

მედიის ერთი წელიბელა ჭულუხაძე

რუსეთი ოკუპანტია!გვ.8

გვ.12

მესამე მსოფლიო ომის პროლოგი

ანა შაქარიანი გვ.10

გვ.13

Page 5: ახალი დროება

517/11/2015

მარიამ კაკილაშვილი

ეს ჩვენ ვართ

დღე პირველიდღე - უკანასკნელი

და, ოსკარი გადაეცემა...

ბიუჯეტი კორექტირების მოლოდინში

გვ.14

გვ.14

ალმირა კურცხალიძეგვ.16

„არის, იყო და იქნება...“

გვ.17 მარიამ კაკილაშვილი

სალომე ხუნაშვილიგვ.18

თეონა დავითულიანიგვ.22

Page 6: ახალი დროება

6 17/11/2015

პარიზის 11 სექტემბერი“„

Page 7: ახალი დროება

717/11/2015

13... საბედისწერო რიცხვი აღმოჩნდა არა მხოლოდ თბილისისთვის, არამედ პარიზისთვისაც. 13 ნოემბერს, პარიზში განხორციელებულმა რამდენიმე ტერაქტ-მა არა მხოლოდ საფრანგეთის დედაქალაქი, მთელი მსოფლიო შეძრა. ექვსი აფეთქება თითქმის ერთდრო-ულად მოხდა სტადიონთან, „ბატალკანის“ საკონცერტო დარბაზთან და პარიზის ჩრდილო და აღმოსავლეთ ნა-წილებში, კაფეებსა და რესტორნებთან. სააგენტო „რო-იტერის“ ინფორმაციით, ეს ევროპაში განხორციელე-ბული ყველაზე დიდი ტერაქტია 2004 წელს მადრიდში მატარებლის აფეთქების შემდეგ.

პარიზში მომხდარი ტერაქტების შედეგად, CNN-ის ინფორმაციით, 153 ადამიანი დაიღუპა. რვა ტერორის-ტიდან თავი შვიდმა აიფეთქა. საფრანგეთის დედაქა-ლაქში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, უკიდუ-რესად გამკაცრდა უსაფრთხოების ნორმები, დაიხურა სახელმწიფოს საზღვრები.

BBC-ის ინფორმაციით, პარიზში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმ-წიფომ“ აიღო. „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ გავრ-ცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ეს იყო პასუხი საფრანგეთისთვის, რომელიც ჩართულია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებში სირიასა და ერაყში“. თუმცა, მხოლოდ ამ განცხადებით არ შემოფარგლულან „ისლამური სა-ხელმწიფოს“ წარმომადგენლები. აღნიშნულ განცხა-დებას მუქარისშემცველი მიმართვაც მოჰყვა: „თქვენ სიკვდილის სუნს იქამდე იგრძნობთ, სანამ ჯვაროსნე-ბის კოალიციაში ხართ, სანამ ჩვენს წინასწარმეტყველს ლანძღავთ, სანამ ამაყობთ თქვენი ომით ისლამის წი-ნააღმდეგ საფრანგეთში და ავიადარტყმებით სახალი-ფოს მიწებზე. არადა, ეს თვითმფრინავები პარიზის ქუ-ჩებში ვერ დაგიცავენ“.

პარიზში განხორციელებულ არნახულ სისასტიკეს გამოეხმაურნენ მსოფლიოს ლიდერები. ამერიკის შეერ-თებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ამ სა-კითხთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა: „ეს იყო თავდასხმა არა მხოლოდ ფრანგ ხალხზე, არამედ მთელ კაცობრიობასა და უნივერსალურ ფასეულობებ-

ზე. ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი სახის დახმარება გავუ-წიოთ ფრანგ ხალხს... ტერორიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლაში ჩვენ ფრანგებთან ერთად ვართ“.

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკერი: „პარიზის

მოსახლეობამ ძალადობის კოშმარი, ტერორი და შიში გადაიტანა. ჩვენ გერმანელი მეგობრები თქვენ გვერ-დით ვართ. ეს თავდასხმა არ ყოფილა მხოლოდ პა-რიზზე. ეს იყო თავდასხმა ყველა ჩვენგანზე და ერთად გავცემთ მათ პასუხს. ჩვენ ვიცით, რომ თავისუფალ გა-რემოში ცხოვრება ტერორიზმის ნებისმიერ ფორმაზე უფრო ძლიერია და, მოდი, ტერორისტებს საერთო ევ-როპული ღირებულებების დაცვით გავცეთ პასუხი“.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ლიდერმა, ფე-დერიკა მოგერინიმ ტერორიზმს გლობალური პრობლე-მა უწოდა.

საფრანგეთის პრეზიდენტი, „დიდი ოცეულის“ სამიტ-ზე აღარ გაემგზავრება. ფრანსუა ოლანდმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. პარიზის ტერაქტის გამო, ევროპის სახელმწიფოები უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ.

და ვიდრე მსოფლიოს ლიდერები ვენაში, „დიდი ოცეულის“ სამიტზე სირიის კრიზისის მოგვარებაზე იმს-ჯელებენ და გასცემენ პასუხს „ისლამურ სახელმწიფოს“, მანამდე თავად ფრანგებმა, საფრანგეთის ეროვნულ სტადიონზე, სტად დე ფრანსზე, ღირსეულად უთხრეს უარი ძალადობას, ფუნდამენტალიზმსა და ტერორიზმს. უსაფრთხოების მიზნით, ტრიბუნებიდან მოედანზე ჩამო-ყვანილი გულშემატკივრები საფრანგეთის ეროვნულ ჰიმნს მღეროდნენ.

იმედი ვიქონიოთ, რომ თავისუფალი სამყარო არა მხოლოდ დაგმობს და „უკიდურესად შეშფოთდება“, არა-მედ დაამარცხებს კიდეც „ისლამური სახელმწიფოს“.

მარიამ კაკილაშვილი

ისლამურმა ხალიფატმა კავკასიაში კიდევ ერთი ვილაიეთი - „გურჯისტანი (საქართველო)“ დააარსა. ინფორმაციას სამხედრო ექსპერტები ავრცელებენ. მათი თქმით, „გურჯისტანის ვილაიეთის“ მთავარი მიზანი ჩრდილო კავკასიასთან სატრანზიტო კომუ-ნიკაციის უზრუნველყოფა იქნება. ამ მიზნით, ელექ-ტრონული ქსელი შექმნილია. სირიისა და ერაყის შემდეგ ტერორისტულმა ორგანიზაციამ - „ისლამურ-მა სახელმწიფომ“ გააქტიურება ჩრდილოეთ კავკა-სიაში დაიწყო. გასულ ზაფხულს თურქეთის საზღვარ-თან მდებარე სირიული ქალაქი კობანი დაიკავა და ჩრდილოეთ კავკასიაში თავისი ვილაიეთი შექმნა, რომელიც დაღესტანს, ჩეჩნეთს, ინგუშეთს, ყაბარ-დო-ბალყარეთსა და კარაჩაის აერთიანებს.

როგორც ჩანს, ხალიფატი მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიას არ დასჯერდა და ახალი ვილაიეთის შექმ-ნა საქართველოშიც გადაწყვიტა. სამხედრო ექსპერ-ტის, ვახტანგ მაისაიას თქმით, „ხალიფატი საქართ-ველოში სტრუქტურირებულ ქსელს ქმნის, რომელიც, სავარაუდოდ, ქვემო ქართლს, პანკისსა და აჭარას მოიცავს. ჯერჯერობით ისლამური ხალიფატი გაჩუმე-ბულია. თუმცა, თანამებრძოლების შემოკრებასა და გაძლიერებას აგრძელებს“.

სამხედრო ექსპერტთა მოსაზრებები „გურჯისტანის ვილაიეთის“ შექმნის თაობაზე, სახელმწიფო უსაფრ-თხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურ-მა უარყო.

გურჯისტანის ვილაიეთი - მითი თუ რეალობა

პოლიტიკა

Page 8: ახალი დროება

8 17/11/2015

საქართველოს მტკივნეული რუსული ჩექმა მრა-ვალჯერ უწვნევია. დღესდღეობით რუსეთმა სტრატეგია შეიცვალა და ურთიერთობის „დათბობის“ გზით ცდი-ლობს საქართველოს გულის მოგებას. ბუნებრივი აირის ერთი შეხედვით დაბალ ფასსა და „გაზპრომზე“ დამოკი-დებულებით, შესაძლოა, საქართველო კვლავ რუსული ენერგეტიკული აბლაბუდის ქსელში ისე გაეხვეს, რომ მისგან თავის დაღწევა კარგა ხანს ვერც შეძლოს. „გაზ-პრომი“ რუსეთის პოლიტიკური ბერკეტია. როგორც ყო-ველთვის, „მოსკოვის ცრემლების არ სჯერა“ და ენერგო გიგანტის შემოსვლით საქართველოს ხელახალ ოკუპა-ციას ისახავს მიზნად. გასაკვირი არც არის: რუსეთი ხომ ოკუპანტია.

გარდა ამისა, საქართველოსთან მიმართებაში რუ-სეთი სხვა, კერძოდ კი პროპაგანდისტულ მეთოდებსაც იყენებს. ბოლო დროს საქართველოში გააქტიურდნენ ნეიტრალიტეტის მომხრეები. მედიის განვითარების ფონდმა ქართულ საზოგადოებაში რუსული პროპაგან-დის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. ანტიდასავლური გან-წყობების მთავარი წყარო მედია აღმოჩნდა, რომელსაც საზოგადოების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და სასულიერო პირები უბამენ მხარს.

NDI-ის კვლევის თანახმად, სახელწოდებით - „საზო-გადოების განწყობა საქართველოში“ არცთუ სახარბი-ელო მონაცემებს ააშკარავებს. აღმოჩნდა, რომ ყველა-ზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხთა სამეულიდან, ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა მოსახლეობის ინტერესის საგანს აღარ წარმოადგენს. ეს იმ დროს, როდესაც რუსული ოკუპაციის შედეგად, 2008 წელს სა-ქართველომ დამატებით დაკარგა ტერიტორიები. ამას ემატება ოკუპირებული და საზღვრისპირა სოფლები-

დან მკვიდრ მოსახლეთა გატაცების ფაქტები, მცოცავი ანექსია და ბორდერიზაცია. NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 31%-თვის „ევრაზიის კავშირში“ გაწევ-რიანება მისაღებია, 41%-თვის - მიუღებელი, ხოლო 27%-ს პასუხი არ აქვს. ამ გაურკვევლობას, სავარა-უდოდ, განაპირობებს ისიც, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს ევროკავშირსა და „ევრაზიის კავშირს“. ამდენად, გამოწვევა საკმაოდ სერიოზულია და მას სრულფასოვანი შესწავლა და შე-საბამისი პრევენციის მექანიზმის შექმნა სჭირდება.

თავისთავად, რუსული „რბილი ძალის“ კონცეფცია განსხვავდება ამერიკული ორიგინალისგან. „რბილი ძალა“ კრემლის ერთ-ერთი მძლავრი პოლიტიკური ინ-სტრუმენტია, რომლითაც საკუთარი საგარეო პოლიტი-კის იდეოლოგიურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას ახდენს. დასავლური და რუსული SOFT POWER-ის (რბი-ლი ძალა) სხვაობა, უპირველეს ყოვლისა, იდეოლოგი-ური ჭიდილია დასავლურ ღირებულებებსა და „ველიკო-რუსულ ფასეულობათა“ შორის. აშკარაა, რომ რუსეთი ცდილობს, მართოს საკუთარი „რბილი ძალა“ სახელმ-წიფო სტრუქტურების მაქსიმალური მონაწილეობით.

„რბილი ძალის“ განხორციელებაში ჩართულია რუ-სული მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები. ამ-დენად, რუსული SOFT POWER ოფიციალური მოსკოვის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელიც არა მხოლოდ ფასეულობათა გავრცელებას, არამედ რუსეთის მმართველი ელიტის ინტერესებს და იმპერიის გაფართოების მიზნებს ემსახურება. არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი: რუსეთი ხომ ოკუპანტია.

დღესდღეობით საქართველო რუსული პროპაგან-დისტული გამოწვევების წინაშეა. ამის თაობაზე მსჯე-

რუსეთი ოკუპანტია!

Page 9: ახალი დროება

917/11/2015

ლობენ პოლიტოლოგები, ექსპერტები, პოლიტიკოსები. თუმცა, ნაწილი ამ საკითხს ხაზგასმით უარყოფს და აშკარა ოკუპაციის ფონზე ჯიუტად კვლავ რუსეთის კეთილმეზობლურ ინტერესებზე მსჯელობს. სწორედ ამ საფუძველს დაეყრდნი პრორუსული ორიენტაციის არასამთავრობო ორგნიზაციები-სა თუ მედიის დაფუძნება საქართველოში.

რუსული რბილი ძალის გამოვლენაზე საქართველოში პოლიტიკოსთა და ანალისტიკოსთა ურთიერთსაწინააღმ-დეგო დამოკიდებულება საყოველთაოდ ცნობილია. ამდე-ნად, საკითხის სიმწვავისა და აქტუალობიდან გამომდინარე, აღნიშნულ პრობლემაზე ამჯერად საზოგადოების წარმო-მადგენლებს გავესაუბრეთ:

ლევან ღვინჯილია (ენათმეცნიერი): „ძლიერდება თუ არა რუსული პროპაგანდა, ამის თქმა ძნელია, იმიტომ, რომ სულ ცოტა ხნის წინ რუსული პროპაგანდა საერთოდ აკრძალული იყო. ამ ბოლო დროს საჯარო სივრცეში ცალკეული პირები საუბრობენ ამის შესახებ. მაგალითად, ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალისტი, სხვათა შორის ხელისუფლების მხარდამჭერი, წერდა, რამდენად საინტერესო გაერთიანება შეიძლება იყოს „ევრაზიის კავშირი“.

ზოგადად, მოსახლეობის განწყობა ერთმნიშვნელოვნად ევროატლანტიკური და დასავლური არ არის. ქვეყნის ორიენ-ტაციის საკითხი ძალიან ცუდადაა დამუშავებული. ქუჩაში გამოკითხვა რომ ჩავატაროთ - რას ნიშნავს ევროპული ან რუსული ორიენტაცია, გამოკვეთილად და გააზრებულად ვე-რაფერს გეტყვიან, ვინაიდან ამ ტერმინების შინაარსი კარ-გად არ ესმით. დასავლური ორიენტაცია გაუთვითცნობიერე-ბელი მოსახლეობის ნაწილისთვის აღვირახსნილობასთანაა გაიგივებული, ე.წ. რუსული ორიენტაცია კი - რელიგიურ და ტრადიციულ ურთიერთობებთან. რეალურად, ერთიცა და მე-ორეც გაზვიადებულია, მაგრამ ყოველივე ამას კვალიფიცი-ური განმარტება სჭირდება და მოსახლეობისთვის ინფორმა-ციის იმგვარად მიწოდება, რომ თავისუფალი არჩევანისა და გადაწყვეტილების მიღების საშუალება ჰქონდეს“.

გია ბუღაძე (ფერმწერი): „ვფიქრობ, ძალიან გაძლიერებუ-ლია რუსული პროპაგანდა, რაც ყველაზე უკეთ აისახა მედი-აში. ზოგადად, ქვეყანაში ისეთი განწყობაა, რომ ამ ყველა-ფერს ხელს უწყობს ხელისუფლება, რაც სამწუხაროა. თუმცა, ჩვენი საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი მეტ-ნაკლებად პროდასავლურია, რუსეთს გადაეჩვია, რაც იმედის მომცე-მია“.

თეო ხატიაშვილი (ხელოვნებათმცოდნე ): „რუსული პრო-პაგანდა მართლაც გაძლიერებულია. ერთი რამ ნათელია, რომ კულტურული მიმართულებით ეს ნამდვილად იგრძნობა. პოლიტიკურ ნაწილში რა ხდება, ნამდვილად ვერ გეტყვით“.

Center for International Media Assistance-ის 2014 წლის კვლე-ვაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი სოციალურ-ეკონომიკურად შედარებით ნაკლებად მოწყვლადია რუსული მედია-პროპა-განდის ზეგავლენისგან, რასაც ვერ ვიტყვით სომხეთზე და თუნდაც საქართველოზე. საქართველოში უმუშევრობა 14%-ზე მეტია, სომხეთში 17%-ს აჭარბებს. აქედან გამომდინარე, ქვეყნები ეძებენ ეკონომიკური აღმასვლის გზებს, რაც ბუნებ-რივადაა დაკავშირებული საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან. რუსეთი მუდმივად უსვამს ხაზს ევრაზიული კავშირის მნიშვნე-ლობას, ეკონომიკურ შესაძლებლობებს. აღნიშნული ფაქტო-რით ზემოქმედება თავისუფლად შეიძლება მოხდეს როგორც ახალგაზრდებზე, ისე შუახნის ასაკის დაუსაქმებელ ადამი-ანებზე, რომლებიც გამუდმებით ეძიებენ სამუშაოს.

ყოველივე ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსულ რბილ ძალას შეუძლია გაავრცელოს რელიგიური, კულტურული, ეთნიკური და სხვა სახის მომცველი ინფორმაცია.

სალომე ხუნაშვილი

Page 10: ახალი დროება

10 17/11/2015

მესამე მ

სო

ფლ

იო

ომის პ

რო

ლო

გი

Page 11: ახალი დროება

1117/11/2015

ბოლო ხანს სირიიდან ომის გამო დევნილი მოსახლეობის საკითხი განსაკუთრებით გამწ-ვავდა. მათი უმეტესობა ევროპულ ქვეყნებში ცდილობს შეღწევას. აშშ-ისა და ევროკავში-რის აქტიური ჩართულობის მიუხედავად, ეს ურთულესი პრობლემა გადაუჭრელი რჩება. დევნილთა ნაკადი რაოდენობა სულ უფრო მა-ტულობს.

არეულობა, რომელიც სირიაში 2011 წლის 15 მარტს დაიწყო, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასა-დის წინააღმდეგ იყო მიმართული. საზოგადო-ება მის გადადგომას მოითხოვდა. 2011 წლის აპრილში დემონსტრაციების ჩასახშობად ჯა-რისკაცებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხნეს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირე-ბა მოჰყვა.

2013 წელს ომს სირიის არმიის მხარდასაჭე-რად „ჰეზბოლა“ (ლიბანელ შიიტთა დაჯგუფება) შეუერთდა. სირიის ხელისუფლება, რუსეთის და ირანის დახმარებით ძალაუფლებას კვლავ ინარჩუნებს.

სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომი უფრო და უფრო მწვავდება. სირიიდან წამოსულ დევ-ნილთა უმრავლესობამ თავი თურქეთს შეაფა-რა. 2014 წლის მონაცემებით, მხოლოდ სტამ-ბოლში 200 000 დევნილი იმყოფებოდა. ამავე ინფორმაციით, თურქეთს თავი თითქმის მი-ლიონმა დევნილმა შეაფარა. დღესდღეობით მათი რაოდენობა ორ მილიონამდეა. BBC-ის ცნობით, სირიელი დევნილების მზარდი რიცხ-ვი პრობლემას ევროპისთვისაც წარმოადგენს. საბერძნეთსა და ბულგარეთში აშენდა ღობე-ები და გაძლიერდა უსაფრთხოების ზომები თურქეთის საზღვარზე, მაგრამ 600 000-ზე მეტ-მა დევნილმა და ემიგრანტმა საზღვაო გზები გამოიყენა და ამ ქვეყნებში შეღწევა მაინც შეძ-ლო. ბევრი მათგანი საბერძნეთის კუნძულებზე დასახლდა.

დევნილები პრობლემაა გერმანიისთვისაც. გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, წელს ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა რეკორდულ მაჩ-ვენებელს - 800 ათასს მიაღწევს. გერმანიას ყოველწლიურად 500 000 თავშესაფრის მა-ძიებლის მიღება შეუძლია. შესაბამისად, გერ-მანიას ამ მხრივ გამკლავება მეტ-ნაკლებად შეუძლია, მაგრამ დევნილები ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც უნდა მიიღონ. ლტოლვილთა შეფარებაზე უარს არც დიდი ბრიტანეთი ამ-ბობს. უახლოეს ხუთ წელიწადში ლონდონი 20 ათას ადამიანს მიიღებს. თუმცა, ბრიტანეთი

არა ევროპაში შესულ მიგრანტებს, არამედ სი-რიის მეზობელ ქვეყნებში მყოფ სირიელებს შე-იფარებს. ამის მიუხედავად, პრობლემა კვლავ გადაუჭრელი რჩება. სირიელი დევნილების მიღებას ევროკავშირის ყველა ქვეყანა ვერ ახერხებს და, შესაბამისად, არც აპირებს.

2015 წლის მონაცემებით, სირიაში წელს კიდევ 42 000-მდე ადამიანია გარდაცვლილი. ეს რიცხვი, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება. სირიის ომს ბევრი მესამე მსოფლიო ომის პროლოგად მიიჩნევს, რადგან აქ ერთმანეთს კვეთს ძლიერ სახელმწიფოთა ინტერესები. აშშ და მისი პარტნიორები ებრძვიან როგორც „ისლამურ სახელმწიფოს“, ისე ბაშარ-ალ-ასა-დის რეჟიმს. ამ ბრძოლაში ამერიკის მხარეს აღმოჩნდნენ თურქეთი, ქურთები და სირიის ზომიერი ოპოზიცია. რუსეთის ფედერაცია, რომელიც სექტემბრის ბოლოს ღიად ჩაერთო კონფლიქტში, ასადის რეჟიმის შესანარჩუნებ-ლად ყველა ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ იბრძვის.

რთულია პროგნოზირება, როგორ განვი-თარდება მოვლენები სირიაში და როგორ იმოქმედებს ის მსოფლიოზე, თუმცა აშკარაა - ამ კონფლიქტს მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება, უფრო მეტი კი, თავშესაფრის გარეშე რჩება.

P.S. როგორც აღვნიშნეთ, ლტოლვილებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნეს ევროპას. არსებობს ვარაუდი, რომ დევნილთა შორის ბევრია ტერორისტი. რამდენად სარწმუნოა ეს მოსაზრება, რთული სათქმელია, თუმცა პა-რიზში, „ბატაკლანის“ საკონცერტო დარბაზში აყვანილი მძევლები, სამი აფეთქება „სტად დე ფრანსის“ სტადიონთან, ამ ვარაუდის საფუძ-ველს ქმნის.

ამ თავდასხმებს გამოეხმაურნენ მსოფ-ლიოს ლიდერები. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზად არის, ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინოს საფრანგეთს ტერორიზმთან ბრძოლაში. პრე-ზიდენტ ფრანსუა ოლანდს თანადგომა აღუთ-ქვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დევიდ კამერონმაც. „ეს არ არის მხოლოდ პა-რიზზე ან ფრანგ ხალხზე თავდასხმა, ეს არის თავდასხმა ყველაზე, ვისაც ერთნაირი ღირე-ბულებები გვაქვს“, განაცხადა ობამამ ტერაქტ-თან დაკავშირებულ გამართულ ბრიფინგზე.

ანა შაქარიანი

Page 12: ახალი დროება

12 17/11/2015

ხელისუფლებისა და საზოგადოებრიობის წარმო-მადგენლები პანკისიდან სირიის ექსტრემის-ტულ დაჯგუფებებში გასაწევრიანებლად წასული ახალგაზრდების შესახებ ხშირად საუბრობენ. პანკისის ხეობა და პანკისელები კვლავ ქართუ-ლი და საერთაშორისო მედიის ყურადღების ეპი-ცენტრშია. სამწუხაროდ, ეს თემა განსაკუთრებით აქტუალური გახდა ტერორისტული ორგანიზაციის „ისლამური სახელმწიფოს“ მოქმედებებში პან-კისელი ახალგაზრდების თანამონაწილეობის შემდეგ. პარიზში განხორციელებულმა ტერაქტმა პანკისის თემაზე კიდევ ბევრი აალაპარაკა. ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია კითხვა - რა გზით შეიძ-ლება აღკვეთოს ხელისუფლებამ ახალგაზრდე-ბის ექსტრემისტულ დაჯგუფებებში გაწევრიანება, როცა ქართულ ოფიციალურ უწყებებს ხეობიდან წასული ახალგაზრდების შესახებ ზუსტი მონაცე-მებიც კი არ აქვთ. ადგილობრივების ინფორმა-ციით, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში 50-მდე პან-კისელია წასული. რას მოიმოქმედებს საქართველოს ხელისუფლე-ბა ამ ურთულესი პრობლემის გადასაჭრელად, ძნელი სათქმელია. არც პანკისში მოხვედრაა იოლი სტუდენტისთვის და მასალისთვის ინფორ-მაციის მოძიება. როგორ აფასებენ პანკისელები საკუთარი ხეობიდან წასული ახალგაზრდების არჩევანს, ამ საკითხზე ჩვენი უნივერსიტეტის სტუ-დენტს, მალიკა სვიაკაურს გავესაუბრეთ. მალიკა არც პოლიტიკოსია, არც ექსპერტი. ის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტია, ერთი ჩვე-ულებრივი, ლამაზი პანკისელი გოგონა, მეგობრუ-ლი და საკმაოდ მორიდებული:- რატომ მიდიან პანკისიდან ახალგაზრდები? - უმთავრესად ხეობაში არსებული მძიმე სო-ციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო. წარმოიდგინე, ყოველი დღე ერთნაირია მათთვის. დილა თენდება და რა უნდა გააკეთო, არ იცი. არ არსებობს დასაქმების პერსპექტივა. ვისაც საშუ-ალება ჰქონდა, ყველა წამოვიდა სასწავლებლად. დანარჩენი კი უსაქმოდ დარჩა სახლში. - დღეს პანკისის რეგიონი და ტერორიზმი ერთ კონტექსტში მოიხსენიება. როგორც ვიცი, შენი ძმაც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სა-ხელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა. - თავიდან ვიცოდით, რომ დათო თურქეთში წავი-და სამუშაოდ. მოგვიანებით, ინტერნეტით გავრ-ცელდა სირიაში გადაღებული მისი ფოტოები და მივხვდით, სადაც იყო. - არც მეუღლისთვის უთქვამს წასვლის მიზეზი? - მაგ დროს გაცილებული იყო ცოლთან.

- ოჯახის წევრებს ხშირად გეკონტაქტებოდათ?- თურქეთში ყოფნისას ხშირად გვაგებინებდა თა-ვის ამბებს. გვეუბნებოდა, რომ ევროპაში უნდოდა ცხოვრება, მაგრამ სირიაში გადასულა. ამბობენ, თურქეთიდან იოლია სირიაში გადასვლა. ბევრი ახალგაზრდა ასე აღმოჩნდა სირიაში, მათ შორის დათოც. მისი დაყოლიება და გადაბირება საკ-მაოდ მარტივი იყო.- წასვლის შემდეგ რას საქმიანობდა? - სირიაში თარხან ბათირაშვილთან, ომარ ალ ში-შანის სახელით ცნობილ სამხედრო მეთაურთან იბრძოდა. სხვათა შორის, ბათირაშვილი აგვის-ტოს ომის მონაწილეა. - „ისლამური სახელმწიფოს“ ცნობილ ტერორის-ტებს შორის სხვა პანკისელებიც სახელდებიან, მათ შორის -მუსლიმ აბუვ ვალიდ შიშანი, იგივე - მურად მარგოშვილი. დათოს გარდაცვალება რო-გორ შეიტყვეთ?- გარდაცვალებამდე კარგა ხანს აღარ შეგვხმი-ანებია. შემდეგ დაგვირეკეს და შეგვატყობინეს - გარდაიცვალაო. გამოპარვა უცდია თურმე, მაგ-რამ იქიდან წამოსვლა შეუძლებელია.- რას ამბობენ პანკისელები, როგორ იბირებენ ამ ახალგაზრდებს? - იოლად ზემოქმედებენ. თურმე რელიგიაში გაუც-ნობიერებელ, გამოუცდელ ადამიანებზე, რომ-ლებსაც იზიდავთ იარაღი. ესაუბრებიან რელიგი-აზე და არწმუნებენ, რომ თუ რწმენას შესწირავენ თავს, პირდაპირ სამოთხეში მოხვდებიან. ამას ემატება უკიდურესად გართულებული სოციალური ფონი და ასე დათრგუნულ ახალგაზრდებს აქცე-ვენ საკუთარი გავლენის ქვეშ. - რამდენადაც ცნობილია, თქვენი რელიგია არ ქადაგებს მკვლელობას, სისხლსა და ტერორს. სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ისლამის სტიგმატიზაციის პროცესი. ტერორიზმ-თან ისლამის იდენტიფიცირება რომ გაუმართ-ლებელია, ამის შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ და საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.- ისლამი ჰუმანური რელიგიაა და ნამდვილად არ ქადაგებს ძალადობასა და ტერორიზმს, პირიქით ადამიანის სიყვარულს, პატივისცემასა და დაფა-სებას გვასწავლის.

ია ტეტიაშვილი

სირიაში გადახვეწილი ახალგაზრდები

საზოგადოება

Page 13: ახალი დროება

mediis erTi weli

მედიის თავისუფლების თემა ყო-ველთვის აქტუალურია. ასეა ახლაც. შესაბამისად, ჩვენ, როგორც ჟურ-ნალისტები, ჩვენ მიერ გამოცემულ ჟურნალში ამ პრობლემას გვერდს ვერ ავუვლით. ამიტომ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მედიაში განვითარებულ მოვლენებს მიმო-ვიხილავთ. 2015 წელს მედიის თავისუფლების ინდექსში, საქართველო, გასულ წლებთან განსხვავებით, კარგ პოზიციაზე გავიდა - 180 ქვეყანას შორის 69-ე ადგილზეა. მედიის თავისუფლების ანგარიშს ორგა-ნიზაცია „რეპორტიორები საზღვ-რებს გარეშე“ აქვეყნებს. თუმცა, ეს მონაცემები 2014 წლის ვითარებას ასახავს. მიმდინარე წლის შემა-ჯამებელი ანგარიში კი 2016-ში გამოქვეყნდება. ჯერჯერობით, საქართველოს რეგიონში ყველაზე კარგი შედეგი აქვს, მაგრამ, წელს განვითარებული მოვლენების გამო, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი გაუ-არესდეს. ამის თქმის საფუძველს, საარჩევნო წლის დაწყებასთან ერთად, მედია სივრცეში, კერძოდ კი, ქართულ ტელეკომპანიებში მომხდარი ნეგატიური მოვლენები გვაძლევს, რაც შესაძლოა უარყო-ფითად აისახოს ქვეყნის იმიჯსა და მედიის თავისუფლების ინდექსზეც.2014 წლის დასასრულს ტელეკომ-პანია „მაესტროში“ დიდი რეორგა-ნიზაცია ჩატარდა, რასაც მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვა-ნისა და გენერალური დირექტორის მოადგილის, ნინო ჟიჟილაშვილის გათავისუფლება მოჰყვა. „მაესტ-როს“ ყოფილმა თანამშრომლებმა, ერთობლივი განცხადებით, ტელე-კომპანიიდან წასვლის მიზეზები განმარტეს. არგუმენტად „მაესტ-როს“ ახალი სარედაქციო პოლი-ტიკა დასახელდა. ტელეკომპანია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენ-ტის ანგარიშში მოხვდა. „მაესტროს“ ახალი ამბების მთა-ვარი გამოშვების წამყვანმა და ყოველკვირეული სატელევიზიო გადაცემის ავტორმა, ვახო სანაიამ, რომელმაც „მაესტრო“ სექტემბერში დატოვა, Facebook-ზე დაწერა, რომ ტელეკომპანიის დირექტორმა მას წასვლამდე რამდენჯერმე უთხრა, რომ მისი გადაცემები მთავრობას-თან კონფრონტაციას აღვივებდა“ - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.„მაესტროს“ არ ჩამორჩა საზოგა-დოებრივი მაუწყებელიც. ჯერი ეკა მიშველაძის პოლიტიკურ თოქ-შოუს დახურვაზე მიდგა, მიზეზად კი პოლიტიკოსთან (ალექსანდრე პეტრიაშვილი) ქორწინება და, შესა-ბამისად, ინტერესთა კონფლიქტი დასახელდა. თუმცა, მოგვიანებით, ეკა მიშველაძის თოქ-შოუ „ფენიქსი-ვით ფერფლიდან“ აღდგა და საზო-გადოებრივი მაუწყებლის ეთერში იანვრიდან გავა.მედიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი ხმაურიანი მოვლენა, ე.წ. „მიჯირყვნის“ მცდელობა, ტელე-კომპანია „იმედის“ თოქ-შოუების - „რეაქციისა“ და „იმედის კვირის“ დახურვას უკავშირდება. ინგა გრი-გოლიას თქმით, მაღალრეიტინგუ-ლი გადაცემების დახურვის მიზეზი არ არსებობდა და ეს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას დაუკავშირა. ამ მოვლენებიდან მალე „იმედზე“ სახეცვლილი და არაფრისმთქმელი ყოველკვირეული თოქ-შოუ („პოლი-ტიკა“) გავიდა. ცალკე განხილვის თემაა „რუსთავი 2“. აგვისტოში დაწყებული სასამარ-თლო დავა მოქმედ მფლობელებსა და ყოფილ მესაკუთრეს, ქიბარ ხალვაშს შორის, ოქტომბერში

განსაკუთრებით გამწვავდა. და-ყადაღდა ტელეკომპანიის ქონება, შეიცვალა მენეჯმენტი, მოსამართ-ლის გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა არა მხოლოდ ქართული საზოგადოებრიობის, არასამთავ-როებისა და სახალხო დამცველის, არამედ საერთაშორისო თანამე-გობრობის მხრივაც, მათ შორის, აშშ-ის მთავრობამ საქართველოს ხელისუფლებას მიანიშნა, რომ დამოუკიდებელი მედიის მენეჯმენ-ტის შეცვლა სააპელაციო პროცესის დასრულებამდე, პოლიტიკურ შე-დეგებს გამოიწვევდა. ასევე, ეუთოს (OSCE) წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩის თქმით, სასამართლოს განჩინება მედიის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის მიერ გამოტანილმა არაერთმა საეჭვო გადაწყვეტილებამ საქმე კერძო სამართლებრივი დავის კონ-ტექსტიდან გაიყვანა და პოლიტიკუ-რი ელფერი შესძინა. გაჩნდა ეჭვი, რომ მოქმედი მთავრობისადმი კრი-ტიკულად განწყობილი ტელევიზიის წინააღმდეგ ხელისუფლების სხვა-დასხვა შტო კოორდინირებულად მოქმედებდა. თუმცა, „დამოუკიდე-ბელი სასამართლოს დამოუკიდე-ბელმა მოსამართლემ“ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა, რამაც უკიდურესად დაძაბული სიტუაცია განმუხტა. არსებობს მოსაზრება, რომ მოსამართლის ბოლო გადა-წყვეტილება ხელისუფლების მხრივ გარკვეულ დათმობაზე წასვლაა, რაც საერთაშორისო საზოგადოების მწვავე რეაქციამ გამოიწვია. თუმცა, საქმეზე საბოლოო განაჩენი ჯერ არ დამდგარა და არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები.

ბელა ჭულუხაძე

Page 14: ახალი დროება

14 17/11/2015

2015 წელი მალე დასრულდება და ახალი კალენდა-რული წელი ჩამოდგება. როგორ ხვდება საქართველო 2016-ს, რთულია. გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის წინა-შეა, უცვლელია. შიდა თუ საგარეო დამძიმებულ პოლიტი-კურ მდგომარეობას ფონად გასდევს გართულებული სო-ციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკა. ერთი ქართული გამონათქვამისა არ იყოს - ფიცი მწამს, ბოლო მაკვირ-ვებსო. მთავრობა იფიცება, მაგრამ ბოლო სხვას ამბობს და მართლაც გვაკვირვებს. ხელისუფალთა მცდელობა არსებული ვითარება დამაიმედებლად წარმოუდგინოს საკუთარ მოქალაქეებს, ამაოა. ამ მდგომარეობას ვე-ღარც დევალვირებული ლარის განახლებული დიზაინის ბანკნოტებით ჩანაცვლება გამოასწორებს. უფრო მეტიც, მთავრობა 2015 წლის ბიუჯეტის მეორე კორექტირებას გეგმავს, ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხა-დურმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ხადურმა კო-რექტირების პროექტი საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას გააცნო.

2015 წლის ბიუჯეტის პირველი კორექტირება მთავრო-ბამ მეორე კვარტლის ბოლოს მოახდინა. პირველი კო-რექტირების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 5%-დან 2%-მდე შემ-ცირება იყო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წარმო-მადგენლები საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკთან იმუშავებენ ქვეყნის ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

წლის მეორე კვარტლის ბოლოს ეკონომისტები მთავ-რობას მიუთითებდნენ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი ზედმეტად ოპტიმისტურად იყო და-გეგმილი, რის გამოც მთავრობას მისი გაზრდა მოუწევ-და. მართლაც, ცვლილებები შეეხება ბიუჯეტის საგადა-სახადო ნაწილს, რომელიც წელს 120 მილიონი ლარით მოიმატებს, ასევე 283 მილიონით შემცირდება შიდა ვა-ლის აღება. გეგმის მიხედვით, გაიზრდება ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი. ჯანდაცვის სამინისტროში ბიუჯეტი 96 მილიონი ლარით ზრდა საყო-ველთაო ჯანდაცვის დაფინანსებას მოხმარდება, რომ-ლისთვის გამოყოფილი 484 მილიონი ლარი თითქმის ამოწურულია.

„მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა საერთაშორისო სა-ვალუტო ფონდთან. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ მაკ-როეკონომიკური პარამეტრები იყოს გარკვეული სტან-დარტების შესაბამისი, რაც ასევე არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული. ჩვენ ვაგრძე-ლებთ მუშაობას, რათა ფინანსური სტაბილურობა იყოს ქვეყანაში მიღწეული და ეკონომიკური ზრდა იყოს უფრო მაღალი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხა-დურმა.

ბიუჯეტი კორექტირების მოლოდინში

განახლებული 20, 50 და 100-ლარიანი ბანკნოტები

ეკონომიკა

Page 15: ახალი დროება

1517/11/2015

ბატონი ხადურის სურვილები თუ ოცნებები აშ-კარად დაცილებულია რეალობას. სტატისტიკური მონაცემებით, ოქტომბრის ინფლაციამ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, 2011 წლის აგვისტოს შემდეგ. „საქსტატის“ მონაცემებით, თვიური ინფლა-ციის დონე 2015 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით 1,1%-დან 0,8%-მდე შემცირდა. საშუალო ინფლაციის მაჩვენებელმა 3,5% შეადგინა. 2015 წლის ივლისში წლიურმა ინფლაციამ 4,9% შეადგი-ნა, ივნისში - 4,5%, მაისში - 3,5%, აპრილში - 2,5%, მარტში - 2,6%, თებერვალში - 1,3%, იანვარში - 1,4%.

ასეთი პესიმისტური მონაცემების მიუხედავად, მაღალია ფინანსთა მინისტრის მოლოდინი - „ეკო-ნომიკური ზრდა იყოს უფრო მაღალი“. საპარლა-მენტო უმრავლესობის წევრის, დარგობრივი ეკო-ნომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ზურაბ ტყემალაძის თქმით კი: „თუ საჭირო იქნება, მაშინ მოხდება ბიუჯეტის კორექტი-რება“. ეს ზერელე ნათქვამი, სულ ცოტა, სტალინის მეხოტბე კანონმდებლის გულგრილობაზე მიუთი-თებს. მას ალბათ წარმოდგენაც არ აქვს იმის თა-ობაზე, რომ ეკონომიკა ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია და განსაზღვ-რავს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის უზრუნველ-ყოფას; როგორც ჩანს, ბატონ ტყემალაძეს არც ის ახსოვს, რამდენად პრიორიტეტულია ეკონომიკის გაძლიერება, ინვესტიციების მოზიდვა და მთავარი საფინანსო დოკუმენტის ისე შემუშავება, რომელსაც კორექტირება არ დასჭირდება.

რაც შეეხება 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს, ქამ-რების შემოჭერის ნაცვლად, საარჩევნო წლისთვის ჩვეული ხელგაშლილობითაა დაღდასმული. 2016 წელს მთავრობა ეკონომიკის 3%-იან ზრდას ვარა-უდობს. აქვე თუ გავითვალისწინებთ ბიუროკრა-ტიულ-ადმინისტრაციული ხარჯების 57 მილიონით ზრდასა და კიდევ ეკონომიკასთან დაკავშირებულ არაერთ პრობლემას, საეჭვოა, მთავრობამ დაპირე-ბული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ხელშესა-ხებად იგრძნოს. „ცენტრალური მთავრობის სახელმ-წიფო აპარატის შრომის ანაზღაურება 2012 წელთან შედარებით 389.2 მილიონი ლარით გაიზარდა“, - აღ-ნიშნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმას-რულებელმა მდივანმა, სერგო რატიანმა.

ასეა თუ ისე, ბიუჯეტის პროექტი კორექტირების მოლოდინშია, მთავრობა - ოცნებების ახდენის მო-ლოდინში, მოქალაქეები კი უკიდურესი სიღარიბისა და კარსმომდგარი ზამთრის გამკლავების მოლო-დინში. ვის გაუმართლებს, ამას გაურკვეველი მომა-ვალი გვიჩვენებს. ერთი, რისი თქმაც დანამდვილე-ბით შეიძლება, ლარის განახლებული ბანკნოტებია, რომლებზეც ფინანსთა მინისტრის ხელმოწერა აღარ იქნება. თუმცა, ისიც საკითხავია, საარჩევნო 2016 წელს ვინ დარჩება ხელისუფლებაში და ვინ - არა.

მარიამ კაკილაშვილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გან-ვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის გან-ვითარების სააგენტოს CNN -თან მოლაპარაკების შედეგად, ტელეკომპანია CNN -ის ეთერით საქარ-თველოს საიმიჯო ვიდეორგოლი გადაიცა. რეკლა-მა გადაცემა Silk Road - Past, Present and Future-ს ფარგლებში განთავსდა.

საქართველოს საიმიჯო ვიდეორგოლი CNN -ის ეთერით 2015 წლის 21 სექტემბრიდან 2016 წლის მარტის ჩათვლით გადაიცემა. რგოლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს პოპულარიზაციას და წარმოაჩინოს ქვეყნის, როგორც რეგიონული ცენტრის როლი. გარდა ამისა, ხაზი გაუსვას სა-ქართველოს ტრანზიტულ დანიშნულებას და უნი-კალურ სტრატეგიულ მდებარეობას, რომელიც ევროპის, კასპიის რეგიონის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ აზის ქვეყნებს შორის მზარდი სავაჭრო ნაკადებით სარგებლობის შესაძლებლო-ბას იძლევა.

საიმიჯო ვიდეორგოლის მთავარ გზავნილს საქართველოში ბიზნესის წარმოების სიმარტივე (Georgia Making Business Easy) წარმოადგენს.

CNN -ის გადაცემა Silk Road - Past, Present and Future ახალი პროექტია, რომელიც მიზნად ისა-ხავს აბრეშუმის გზის ქვეყნების, მათ შორის საქარ-თველოს შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.

უკრაინა რუსულ გაზზე სრულად უარის თქმას გეგმავს. უკრაინის პრემიერ-მინისტრის, არსენი იაცენიუკის განცხადებით, ეს შესაძლებელი დაახ-ლოებით ათ წელიწადში გახდება. მისივე თქმით, კიევმა უკვე მოახერხა უარი ეთქვა გარკვეულწი-ლად რუსულ გაზზე დამოკიდებულებაზე. შედე-გად რუსული ბუნებრივი აირის წილი უკრაინის ბაზარზე მნიშვნელოვნად შემცირდა. ამჯერად იგი მხოლოდ 30 პროცენტს შეადგენს.

ამას გარდა, უკრაინის მთავრობამ დაიწყო მუშაობა რუსეთთან გაზის მიწოდების შესახებ გაფორმებული შეთანხმების გადახედვისთვის. ამასთან, ოფიციალურ კიევს მიაჩნია, რომ რუსე-თის მიერ უკრაინისათვის ბუნებრივ აირზე დაწე-სებული ფასი არასამართლიანია.

www.bpn.ge

Page 16: ახალი დროება

16 17/11/2015

რთულია, დაითანხმო სპეციალური საჭიროებების მქონე პირი ინტერვიუზე. ბევრი საკუთარ თავზე სა-უბარს გაურბის. თუმცა, ჩემმა რესპონდენტმა, ნიკამ, ეს ბარიერი გადალახა და გადაწყვიტა, საზოგადო-ებას მოუყვეს და გაანდოს ის, რამაც მისი ცხოვრება შეცვალა.

ნიკა 24 წლისაა და საფრანგეთში ცხოვრობს. ჩვე-ნი საუბარი skype-ით შედგა. სამი წლის წინ ის იყო ბიჭი, რომლისთვისაც ცხოვრება თამაში და გართო-ბა იყო. სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნი-ვერსიტეტში და თამაშობდა ფეხბურთს.

2012 წელმა მისი ცხოვრება შეცვალა. ხერხემლის ტრავმის შედეგად ნიკა ცხოვრებას ეტლის საშუალე-ბით აგრძელებს. ეგონა, ცხოვრება დასრულდა, ჩა-იკეტა, თავი უსარგებლო ნივთად მიაჩნდა, არავის ეკონტაქტებოდა, ოჯახის წევრებსაც კი არ ელაპარა-კებოდა. მისთვის შვება მხოლოდ ღამეს მოჰქონდა. მაშინ რჩებოდა მარტო და შეეძლო ეფიქრა ბევრი, მაგრამ იმ დასკვნამდე მიდიოდა, რომ ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა. ფიქრებში მთელი წელი გავიდა... მკურნალობდა, თუმცა - უშედეგოდ. თითქოს ის მო-მენტიც დადგა - შეგუება რომ ჰქვია, მაგრამ...

დღეს ნიკა საფრანგეთშია და სხვადასხვა საქმით არის დაკავებული. ხატავს, ფარიკაობს, კალათბურთს თამაშობს. მშობლების სურვილისამებრ, ექიმებთან ვიზიტებიც უწევს და ცდილობს, დრო გართობისთვი-საც დაიტოვოს. ბევრი მეგობარი შეიძინა, რომლებ-საც მსგავსი პრობლემები აქვთ. თუმცა, ცხოვრებას მაინც ხალისიანად აგრძელებენ. „აქ ბევრნი ვართ, არ გვიტყდება ჩვენი მდგომარეობა. ეს ჩვენ ვართ და მოგვწონს კიდეც. მინდა იმ ადამიანებს მოვუწოდო,

რომლებსაც მსგავსი პრობლემა აქვთ, იცხოვრონ და სისულელეებზე ფიქრით დროს ნუ გაფლანგავენ. მეც დიდი ჭიდილი დამჭირდა საკუთარ თავთან, რომ აქამდე მოვსულიყავი. თუ თქვენ არ შეეცდებით, არა-ფერი გამოვა“ - ამბობს ნიკა.

ჩვენ გვერდით ნიკას მსგავსი ბევრი ადამიანია. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოცი-ალური დაცვის სამინისტროს ინფორმაცით, საქარ-თველოში 118 651-მდე შშმ პირია რეგისტრირებული, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 3% -ია. დიახ, ეს ადამიანები ჩვენ გვერდით არიან. თუმცა, მათ ხშირად ვერ ვამჩნევთ. იმიტომ, რომ არ უნდათ გამოჩენა, რადგან საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვერპლნი არიან. დიახ, არ უნდათ, სხვებს ებრალებოდნენ. მათ მხოლოდ სახელმწიფო-სა და საზოგადოების მეტი ყურადღება სჭირდებათ. ამ ადამიანებისთვის ჩვენი თანადგომა უმთავრესია. მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, თავი საზოგადოების სრულყოფილ წევრებად იგრძნონ. მხოლოდ ამ შემ-თხვევაში აღმოვაჩენთ, რაოდენ საჭირონი არიან სა-ზოგადოებისთვის.

ასე მოხდა ნიკას შემთხვევაშიც. ნიკა არა მხო-ლოდ ნიჭიერი მხატვარი, ზოგადად ნიჭიერი ადა-მიანია, რომელიც გამოსავალს ყველანაირი მდგო-მარეობიდან იპოვის და, რაც მთავარია, სხვასაც უერთგულებს, სხვასაც შეაყვარებს სამყაროს, სი-ცოცხლეს და დაარწმუნებს, რომ ხვალინდელი დღე-ვანდელზე უკეთესი იქნება.

ალმირა კურცხალიძე

ნიკა ART

ეს ჩ

ვენ ვ

არ

პრობლემა

Page 17: ახალი დროება

1717/11/2015

„საცობები არ დაწყებულა ახლა, აქამდეც იყო და მომავალშიც იქნება“... ასე დააიმედა თბილისის მერმა დედაქალაქის მოსახლეობა საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე. მას შემდეგ ბევრ წყალს ნამდვილად არ ჩაუვლია, არც მანქანების დიდ ნაკადს, ან როგორ ჩაივლიდა, თბილისში საცობებია...

კარგა ხანია, თბილისში ავტოსატრასპორტო საშუალებებით გადაადგილება შეზღუდვით ხორციელდება. დედაქალაქის თითქმის ყველა ცენტრალურ თუ არა-ცენტრალურ ქუჩებზე საცობებია. ავტომობილების სიმრავლის გარდა, მძღოლები საცობების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად სხვადასხვა ქუჩაზე მიმდინარე სარეაბი-ლიტაციო სამუშაოებსა და არასწორ პარკირებას ასახელებენ.

„სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს“ ინფორმაციით, მიმ-დინარე წელს პარკირების წესების დარღვევისთვის 10 000-მდე ჯარიმაა გამო-წერილი, განხორციელდა 1 037 ავტომობილის ევაკუაცია. მძღოლთა დაუდევრობა-სა და არასწორ პარკირებას ემატება სატრანსპორტო საშუალებათა განუზომელი ტემპით ზრდა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რა-ოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ამ რაოდენობის 40-50% კი თბილისზე მოდის, ამიტომაც საცობი ყველაზე მეტად დედაქალაქში იგრძნობა.

მანქანის ყიდვის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად (ბოლო 6 წლის განმავ-ლობაში) 7-9%-ით იმატებს. ამ ყველაფერს ემატება მოძრაობის წესების დარღვე-ვა, მოქალაქეთა არასოლიდარობა, ურთიერთუპატივცემლობა, აგრესია, ქვეითად მოსიარულეთა დაუდევრობა, პარკინგისთვის ადგილების არასაკმარისი რაოდე-ნობა, არასწორად დაგეგმილი მოძრაობა, დასუფთავებისა და დისტრიბუციის მანქანების დღისით გადაადგილება, ავტომობილებით სავალი გზების ჩახერგვა, ნაგვის ბუნკერები, ცენტრალურ გზებზე უამრავი სარეკლამო სტენდი და მიკროავ-ტობუსებისა და ტაქსების ქაოსური მოძრაობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინ-ფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობრივი ზრდის მაჩვენებელმა 2014 წელს 9.7% შეადგინა. ავტოპარკის 80%-ზე მეტი მსუბუქი მაღალი გამავლო-ბის ავტომანქანაა.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა: სად არის ქალაქის ხელისუფლება, ვინ ფიქრობს ქალაქზე? თბილისის მერია დედაქალაქში არსებული საცობების განტვირთვას ტრანსპორტის განვითარების გეგმის შემუშავების შემდეგ იმედოვნებს. სპეცი-ალისტთა აზრით კი, მერიის უწყებებს შორის არასაკმარისი კოორდინაციაა და ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა საჭირო.

როგორც ვხედავთ, ეს ყოველივე, ისევე, როგორც ქვეყანაში არსებული უამრავი პრობლემის გადაჭრა გაურკვეველ მომავალს უკავშირდება. მთავარია დაპირება, შესრულება - არა. შეუსრულებელ დაპირებებს დაემატება ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის გაცემული ილუზორულ დაპირებათა მთელი კასკადი და საქარ-თველო კვლავ მომავლის იმედად აღმოჩნდება. მანამდე საცობები გადაავსებს თბილისს... მოძრაობის უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი, თბილისის მუ-ნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, შალვა ობგაიძის თქმით: „საცობებს ობიექ-ტური ან სუბიექტური მიზეზები განაპირობებს. ობიექტური მიზეზია ლანდშაფტი, ქუჩის სივიწროვე, რაც ვერ შეიცვლება. სუბიექტური მიზეზები კი დამოკიდებულია ადამიანსა და მენეჯმენტზე: მოძრაობის ორგანიზება, საგზაო ნიშნები, მონიშვნა, შუქნიშანი, პარკირების საკითხი, ტრანსპორტის მარშრუტების ნაკადი, სამძღოლო კულტურის დონე. მტკივნეული საკითხია გასულ წლებში გაცემული ინტენსიური ნე-ბართვები მრავალსართულიანი კორპუსების აშენებაზე, რომელიც განაპირობებს სატრანსპორტო კოლაფსს“.

დამაიმედებელი არც თავად ქალაქისთავის განცხადებაა: „თბილისის მთავრო-ბა მუშაობს რამდენიმე პროექტზე, რომელიც დედაქალაქის საცობებს ნაწილობ-რივ შეამცირებს. თუმცა სრულად ეს პრობლემა ვერ მოგვარდება, რადგან ქალაქ-ში არის ავტომობილების იმაზე მეტი რაოდენობა, ვიდრე ამ ტიპის დასახლებას შეუძლია აიტანოს“...

ამ კრიტიკულ შეხედულებებს, რა თქმა უნდა, არ იზიარებენ მერიის წარმო-მადგენლები. მათი განმარტებით, დედაქალაქის მასშტაბით საპარკინგე ადგილე-ბის საჭიროებისა და პარკინგის სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე მუშაობა დაიწყო. თუ ამ „დასაწყისს“ მერიის მხრივ შესაბამისი და დროული რეაგირება არ მოჰყვა, ყველაფერი უცვლელად დარჩება. მუნიციპალიტეტს რისი საშუალება ექნება და რისი - არა, ამას ისევ მომავალი გვიჩვენებს. აკი შეგვახსენეს - საცობები არ დაწ-ყებულა ახლა, აქამდეც იყო და მომავალშიც იქნებაო...

მარიამ კაკილაშვილი

„არის, იყო და იქნება...“

Page 18: ახალი დროება

18 17/11/2015

„დღე პირველი, დღე - უკანასკნელი“

Page 19: ახალი დროება

1917/11/2015

დილის ათი საათია, აუდიტორია სტუდენტებით ივ-სება. ლექტორი იგვიანებს... ოთახში ქაოსია. ეგრეთ წოდებულ „კუტოკებად“ ვართ დაყოფილები. ყველა თა-ვისთვის საუბრობს. ჩემი ყურადღება ერთმა სიტყვამ - მორგმა მიიქცია, გვერდით გავიხედე და დავინახე, ქერა გოგონა, რომელიც მორგზე საუბრობდა, გამიკვირდა, რას შეიძლება ლაპარაკობდეს-მეთქი. უფრო მეტად იმან გამაკვირვა, რომ ქერათმიან თანაკურსელ ლელას პირველად ვხედავდი ლექციაზე. ცნობისმოყვარეობამ მძლია და, როგორც ჩემი მეგობარი იტყოდა, სალომემ „უცნობის“ სივის შესწავლა დაიწყო.

როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ლელა თბილი-სის ცენტრალურ პროზექტურაში სტაჟირებას გადიოდა. პირველი აზრი, რამაც მორგში ფეხის შედგმისთანავე გაუელვა, იყო - „ღმერთს ეს ადგილი დაავიწყდა... იქ არ არსებობდა ადამიანი, ყველა იქ მყოფი უბრალოდ პარ-კში გახვეული გვამი იყო“.

ლელას შეხედვისას, ვერ წარმოიდგენთ, როგორ შეიძლებოდა, ასეთი, ერთი შეხედვით, ნაზი გოგო მორგ-ში ნამყოფი ყოფილიყო, რომ აღარაფერი ვთქვათ, სამ-თვიან პრაქტიკაზე...

დღე პირველი, პირველი გვამი... - „მახსოვს, გვითხრეს, დღეს არ გაიკვეთება, მიცვა-

ლებული არ გვყავსო... გამოვედით ოთხი გოგო პრო-ზექტურიდან. მოულოდნელად გვეძახიან: - დაიცადეთ, დაიცადეთ, გოგოებო, ახალგაზრდა ბიჭი მოუკლავთ და მოჰყავთო. რაღა დაგიმალოთ და შემეშინდა. მალე მოვიდა სასწრაფოც, რაღაც „ზილის“ მანქანა იყო, მოიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი, ისევ თბილი იყო, ჩემი ასაკის ბიჭი იქნებოდა, სადმე რომ მენახა, ალბათ გა-ვეპრანჭებოდი კიდეც, სიმპათიური იყო... შემეშინდა რაღაცის. ვიფიქრე, დავკრავ ფეხს და უკან მოუხედავად გავიქცევი-მეთქი, მაგრამ გაქცევაც ვერ გავბედე. მიც-ვალებული მორგში გადაიყვანეს. მახსოვს, დამპალი დერეფანი იყო. ჩემთვის ვფიქრობდი, ნეტავ არ გაჭრან ეს ახალგაზრდა ბიჭი-მეთქი, არ შემეძლო ამის ყურება. თან პირველი სამუშაო დღე იყო და... მოულოდნელად პროზექტურაში ბიჭები შემოცვივდნენ გინებით, მოით-ხოვეს მიცვალებულისთვის სასწრაფოდ ჩაეცვათ, აი მაშინ ამოვისუნთქე... საერთოდ ასეთი წესია, ვინმე ქუ-ჩაში თუ კვდება, პროზექტურაში გადაჰყავთ, იქ კიდევ ყველას კვეთენ, რადგან დასკვნა უნდა დაიწეროს. მოკ-ლედ, მიცვალებული წაიყვანეს, მომეშვა, რომ ეს ბიჭი არ გაკვეთეს“.

კარგად ახსოვს პირველი გვამის გაკვეთა - „სხვათა შორის, კაცის სასქესო ორგანოც მაშინ ვნა-

ხე პირველად. ბევრი პირბადე მეკეთა, სპეციფიკური სუ-ნია მორგში. ზაფხული იყო და წარმოიდგინეთ, რა იქნე-ბოდა. მახსოვს, „პეპსისა“ და „კოკა-კოლას“ გადაჭრილი ბოთლები, რომლებშიც მიცვალებულთა ორგანოებს ათავსებდნენ, შემდეგ რომ გაერკვიათ გარდაცვალების მიზეზი. ასევე არ მავიწყდება, ეს გადაჭრილი, სისხლი-ანი ბოთლები რომ მიმქონდა, როგორი ხმა და სუნი ჰქონდა ორგანოებსა და სისხლს, საშინელება იყო“.

რაც არასდროს დაავიწყდება - პროზექტურის დერეფანი, „დამპალი“ დერეფანი,

კედელზე ბევრი ქაღალდის ხატი. ჩემდა გასაოცრად, კედელი სისხლით იყო მოსვრილი, ოღონდ ვერაფრით ვხვდები, დერეფანში როგორ აღმოჩნდა სისხლი. საერ-თოდ, ადამიანის გაკვეთიდან ნახევარ საათში მიცვალე-ბულს სისხლი უდედდება“.

რაც არასდროს გაუკეთებია - „არასდროს ვჭამდი იმ ოთახში, სადაც გვამი იკვე-

თებოდა. ეგ კი არა, თავიდან კარგა ხანს ვერ ვჭამდი. იქ მომუშავე პერსონალი იმავე ოთახში, სადაც გვამს კვეთდნენ, იქვე სადილობდნენ. გინდა გითხრათ, მათი საყვარელი საჭმელი რა იყო? – „კალბასი“ (იცინის). რაც მორგიდან წამოვედი, ძალიან დიდი ხანი „კალბასი“ არ მიჭამია“.

პირად ცხოვრებაზე - „სხვათა შორის 17 წლის ვიყავი. ჩემი ცხოვრება ჩვე-

ულებრივად მიდიოდა, მორგიდან რომ გამოვდიოდი, ჩვეულებრივი ნაზი, ქერა გოგო ვიყავი. მორგიდან გამო-სვლა მიხაროდა, ვხვდებოდი, რომ გარეთ ცხოვრება გრძელდებოდა, ლამის მეყვირა, გიხაროდეთ, ხალხო, ცოცხლები ხართ, ცხოვრება მშვენიერია“.

როგორც ამბობს, მალე მიხვდა, რომ სამედიცინო მისი სფერო არ იყო - „17 წლის ვიყავი, სამედიცინოზე რომ ჩავაბარე. მალე მორგში პრაქტიკაც დავიწყე. სამ-წუხაროდ, მივხვდი, რომ ჩემს ფსიქიკაზე ძალიან ცუ-დად იმოქმედა. მივხვდი, მორგი არ იყო ის, რაც მთელი ცხოვრება მინდოდა. სამედიცინოდან წამოვედი. ად-რეულ ასაკში მივხვდი, რომ ყველაფერი დროებითია, ყველა კვდება. ჩვენი სხეული სულის ჭურჭელია მხო-ლოდ. სიკვდილის აღარ მეშინია“.

როგორც ამბობს, 7-8 გვამი ნახა სამი თვის განმავ-ლობაში. თითოეული კარგად ახსოვს. აგიჟებს ფიქრი, რომ შეიძლება ოდესმე თავისი ახლობელი მორგში მოხ-ვდეს – „გავგიჟდები... მახსოვს მიცვალებულები როგორ მოჰყავდათ, შემდეგ როგორ კვეთდნენ... მაგიჟებს იმაზე ფიქრი, რომ ჩემი ახლობელი შეიძლება ასეთ მდგომა-რეობაში აღმოჩნდეს...“

მორგიდან-ფსიქიატრიულამდე „იყო საინტერესო მომენტი ჩემს ცხოვრებაში. მუშა-

ობა დავიწყე ფსიქიატრიულში. ასათიანზე ვმუშაობდი, დიდი პასუხისმგებლობაა ფსიქიატრობა. იქ ყოფნის დროს მქონდა შეგრძნება, რომ შეიძლება ჩვენ ვყოფი-ლიყავით ფსიქიკურად აშლილები და არა პაციენტები. ისინი იყვნენ საოცარი ადამიანები, განათლებულები, თითოეულს თავის სამყაროში გადავყავდი, ვერ გეტყ-ვით, იმდენად საინტერესო მოსაუბრეები იყვნენ.

რა აოცებდა ფსიქიატრიულში ყველაზე მეტად?! - „მესამე სართულზე იყვნენ დაბმული მამაკაცები.

მათთან შესვლა მეკრძალებოდა“. ამბობს, რომ დიდი გამოცდილება მიიღო მორგიდან და ფსიქიატრიული-დან, პირად ცხოვრებაში მის ძველ პროფესიებს ხელი არასდროს შეუშლია. ხალისით აღნიშნავს, რომ სულ შეყვარებული იყო და არის.

ლელას ვერასდროს ნახავთ, როგორც თვითონ ამბობს „დაგრუზულს“, მორგმა სიცოცხლე შეაყვარა. მორგისა და ფსიქიატრიულის შემდეგ ჟურნალისტიკაზე სწავლა გადაწყვიტა. დღეს ერთ-ერთ სადაზღვევო კომ-პანიაში მუშაობს, მაგრამ არც ამით კმაყოფილდება. –„აუცილებლად დავამთავრებ ჟურნალისტიკის ფაკულ-ტეტს, ავიღებ დიპლომს, მაგისტრატურაშიც ჩავაბარებ. დიდი სურვილი მაქვს, ლექტორი გავხდე“.

ღიმილით ამბობს, რომ ქერა, სულელი გოგო არ არის, როგორც უმეტესობას ჰგონია. „ცხოვრებაში ბევ-რი რამ შევცვალე, მბეზრდება ერთი და იგივე როლი. ხშირად ხდება გარდასახვა ჩემი, როგორც ლელა ქაჯა-იასი“.

სალომე ხუნაშვილი

პროფილი

Page 20: ახალი დროება

20 17/11/2015

ლიტერატურა იყო და იარსებებს, თუმცაღა რა ფორმით, ეს უკვე დიდი მსჯელობის საგანია. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ახალმა ტექნოლოგიებმა ფურცელს ფუნქცია მეტ-ნაკლებად დაუკარგა. სრულდება თუ არა წიგნის ერა? შეიძლება ითქვას, რომ წიგნმა დღეს მეორე პლანზე გადაინაცვლა?

მედიატექნოლოგიურმა სიახლეებმა 21-ე საუკუნის კომუნიკაციებში რევო-ლუციური ცვლილებები გამოიწვია. ეს ეპოქა ინტერნეტის დანერგვით დაიწ-ყო და ახლა, ინტერაქტიული სოციალური მედიის სახით, მთელ მსოფლიოს იპყრობს. განსაკუთრებით ბოლო წლებში, ელექტრონულმა წიგნებმა მკითხ-ველს ბევრი შესაძლებლობა მისცა. ამის ყველაზე კარგი მაგალითია Amazon Kindle - ელექტრონული წიგნების საკითხავი მოწყობილობა, რომელიც 3 500-მდე წიგნს იტევს და, მიუხედავად ამისა, მსუბუქია. მისი ეკრანი საგანგებოდ კომფორტული კითხვისთვისაა შექმნილი, რომელიც არასდროს გატკენს თვალს.

საქართველოში Amazon Kindle -ის ანალოგი „იოტა რიდერია“ - პირველი ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკა, რომლის შექმნის იდეა literature.ge-ს შემოქმედებით ჯგუფს ეკუთვნის. „იოტა რიდერი“ 3 000-მდე წიგნს მოიცავს.

ახალმა ტექნოლოგიებმა ავტორის როლიც შეცვალეს. ინტერნეტში შეიძ-ლება ისეთ ტექსტებს წავაწყდეთ, რომელიც არა ერთი ავტორის, არამედ რამდენიმე ადამიანის მიერაა შექმნილი. დღეს, უკვე არსებობენ ავტორები, რომლებიც არა მარტო თავად კრეფენ საკუთარ ნაწარმოებებს, არამედ თა-ვადვე გამოსცემენ მათ. ასეთ ავტორებს „სელფ ფაბლიშერებს“ უწოდებენ. მათი გამოცემები, როგორც წესი, ელექტრონული წიგნებია. თუკი ქაღალდ-ზე ნაბეჭდი წიგნის გამოცემისას დასაფარია ქაღალდის, ბეჭდვისა და აკინ-ძვის ღირებულება, ელექტრონული წიგნის გამოცემისას მსგავსი ხარჯი არ არსებობს. ამიტომაც, ზოგიერთ შემთხვევაში, ავტორს ურჩევნია თავად-ვე გამოსცეს საკუთარი წიგნი. შესაბამის ლიტერატურულ პლატფორმებზე ელექტრონული წიგნების გამოცემა მაქსიმალურად გამარტივებულია მომხ-მარებლისათვის.

მართალია, თანამედროვე ტექნოლოგიებმა მსოფლიოში საკუთარი ადგი-ლი ნამდვილად დაიმკვიდრა, თუმცაღა ჯერჯერობით საქართველოში პოპუ-ლარულობა ვერც Amazon Kindle -მ და ვერც „იოტა რიდერმა“ მოიპოვეს. შე-საძლოა ეს იმის ბრალია, რომ საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა ჯერ კიდევ მცირეა, ან შეიძლება ისიც ვივარაუდოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ჯერ ისევ ლიტერატუ-რის გაცნობის ტრადიციულ გზას ანიჭებენ უპირატესობას. შეიცვლება თუ არა სამომავლოდ ეს ტენდენცია საქართველოსა და მსოფლიოში, ამის ზუსტად პროგნოზირება შეუძლებელია. თუმცა, ფაქტია, რომ ყველა სახის ტექსტი, მათ შორის მხატვრული ლიტერატურაც, ნელ-ნელა ელექტრონულ სამყარო-ში ინაცვლებს.

ია ტეტიაშვილი

ტექნოლოგიები

ბიბლიოთეკა ჩანთაში

Page 21: ახალი დროება

2117/11/2015

5 ianvari, 1886 w.

Zmao a k a k i, me Sen ver gagikadnierdi da ver mogarTvi is dabeWdili werili, romelic sxvebs

gavugzavne. sxvebi sxvani arian da Sen erTad-erTi akaki xar. amitomac, garda Cemis sakuTaris wadilisa,

movaleobam mamuliSvilobisam maiZula Cvenis qveynis `rCeulisaTvis~ rCeuli, gansakuTrebiTi werili

momerTmia da meTxovna gagemSvenierebina Cveni gazeTi Senis niWis naSuqiTa. Tu aqamde es werili

davagviane, magas nurc Cems ganTqmuls zarmacobas miawer, nurc romelsame avgunebian moZraobas

Cemis gulisas, romelsac Sen yovelTvis sasiqadulod eyolebi, rogorc ukeTesi meomari, Cveni qveynis

bednierebisaTvis Tavgawiruli. mizezi is iyo, rom ar vicodi sad imyofebodi. jer aq megone, axal wlis

wina Rames mogiwvive da pasuxad momitanes, - qalaqSi ar ariso. dRes Sevitye, rom Camosulxar da

gwer kidec.

gwer da ar vici, ra gTxovo, da rogor gTxovo. rac xani Jurnali `iveria~ gamodioda, Sen Zalian

Sors uvlidi, ar ekarebodi: eg CemTvis Tumca didi danaklisi iyo, magram sawyeni ki ara, radganac

vfiqrobdi, - iqneba Cemi mimarTuleba ar mohswons-meTqi. es iseTi samarTliani sabuTia, rom vera

gonieri da patiosani kaci wuns ver dahsdebs, win ver aRudgeba, sityvas ver Seubrunebs. raki es

vigulisxme, mec `kisrad viRe da davdumdi~.

dResac am yofaSi var Sen winaSe, radganac Cvens axal gazeTs igive mimarTuleba eqneba, rac

Jurnalsa hqonda da mec igive, rac uwin, guliTadi wadili maqvs, rom Senma saxelma daamSvenos Cveni

gazeTi; guli merCis gTxovo Semweoba da gulis xmad aRebuli sabuTi ki mafrTxobs: vai Tu es Txovna

zneobiTi Zaldataneba iyos da im kacs hos Tqma gavuZnelo da arasica meTqi.

me Cemi saTqmeli gulaxdilad giTxari, gulaxdiladve zed vumateb, rom uSenoba Cemis gazeTisaTvis

didi danaklisi iqneba. exla Sen ici. mainc da mainc gTxov - darwmunebuli iyo, rom Semewevi Tu ar

Semewevi, orsave SemTxvevaSi, sxvaTa Soris, mec erTi gulwrfeli madidebeli da damfasebeli Senis 25

wlis Rvawlisa vyofilvar, var da viqnebi.

Seni keTilis msurveli

ilia WavWavaZe

2015 წელს დიდ ქართველ პოეტს, აკაკი წერეთელს დაბადებიდან 175 წლისთავი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „იუნესკომ“ 2015 აკაკის წლად გამოაცხადა.

საიუბილეო წელს ეხმაურება ჩვენი ჟურნალიც და გთავაზობთ ილია ჭავჭავაძის წერილს აკაკისადმი. ეპის-ტოლარული მემკვიდრეობა ხშირად უკეთ წარმოაჩენს დამსახურებულ ადამიანთა პირად ურთიერთობასაც.

მომდევნო, 2016 კი „იუნესკომ“ მსოფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა.

P.S. ისევ „წყეული“ დასავლეთი თუ შეგვახსენებს ჩვენს წარსულს, თორემ აკაკი და შოთა რუსთაველი ვის დაკარგვია თანამედროვე საქართველოში...

აკაკის წელიწადი

Page 22: ახალი დროება

22 17/11/2015

ყველაფერი დაიწყო ისე, როგორც იწყება ხოლმე, ან უნდა დაწ-ყებულიყო...

1929 წელს ლოს-ანჯელესის „ჰოლივუდ რუზველტ ჰოტელში“ გა-მართულმა წამოწყებამ საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა კინემატოგრაფში.

ოსკარის პირველ დაჯილდოებაზე 15 გამორჩეულ ადამიანს გადა-სცეს თხუთმეტი ქანდაკება. საზეიმო ცერემონიალიც 15 წუთამდე გაგრძელდა. დაჯილდოების შედეგებს მედია ღამით, 23:00 საათზე ეცნობოდა ხოლმე. თუმცა, ხშირად, გამარჯვებულთა ვინაობას ჟურ-ნალისტები წინასწარ ასაჯაროვებდნენ. 1941 წლიდან კინოაკადემია იყენებდა დალუქულ კონვერტებს, რომლებშიც გამარჯვებულები იყვ-ნენ მოხსენიებულნი.

რადგან მედია ვახსენეთ, აქვე ვიტყვით იმასაც, რომ პირველად „ოსკარების შოუ“ 1953 წელს, NBC-ს ეთერით გადაიცა. 1960-1970 წლებში საზეიმო ცერემონიალი მაყურებელმა ABC-ის მეშვეობით იხილა. ამის შემდეგ კვლავ NBC გახდა მთავარი ტელემაუწყებელი. 1976 წლიდან „ოსკარებს“ ისევ ABC გადასცემს, რისი უფლებაც მას ხელშეკრულებით, 2020 წლამდე აქვს.

პირველი პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის 1929 წელს გადაეცა გერმანელ მსახიობს, ემილ იანინგს. იმ დროს კინომოღვაწეებს აჯილდოვებდნენ რამდენიმე ფილმში მონაწილე-ობისთვის. პირველი გამარჯვებული მსახიობი ქალი 1929 წელს გახ-და ჯენეტ გეინორი. მას „ოსკარი“ სამ ფილმში მონაწილეობისთვის გადაეცა. „ოსკარების“ მეოთხე ცერემონიალის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის, დაჯილდოვებაც. კინოპროფესიონალებს ამ-ჯერად ერთი კონკრეტული როლისთვის აჯილდოვებენ.

არც ისე დიდი დროა დარჩენილი მსოფლიო კინოინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს მოვლენამდე - ოსკარით დაჯილდოების 88-ე ცე-რემონიალამდე... თუმცა, ვისთვის როგორ... კინოსამყაროს წარმო-მადგენლებისთვის წლიდან წლამდე ბევრი რამ იცვლება, ბევრი ხდე-ბა ოსკაროსანი, ბევრიც - ვერა. ასეა თუ ისე, ოსკარი 2016 რამდენიმე თვის შემდეგ, 28 თებერვალს ჩატარდება და გამოავლენს რჩეულებს. როგორც ამბობენ, ცერემონიალს ამჯერად უნიჭიერესი კომედიანტი, კრის როკი წარუძღვება. ყოველ შემთხვევაში,ამას არც

ოსკარის ოფიციალურ ვებ-გვერდი უარყოფს.2016 წელს ნომინაციებში გასული 2015-ში გადაღებული ფილმები,

რეჟისორები, მსახიობები, ოპერატორები გაუწევენ კონკურენციას. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ჯერჯერობით ჯონი დეპი და ჯულია რობერტსი ლიდერო-ბენ. საზოგადოების აზრით, ნომინაციებში - („მამაკაცის საუკეთესო როლი“ და „ქალის საუკეთესო როლი“) სწორედ ისინი გაიმარჯვებენ. მაყურებელთა აზრით, დეპი კინოაკადემიის ჟიურის გულს ფილმით - „შავი მესა“ - დაიპყრობს; რობერტსი კი კინოსურათით - „საიდუმლო მათ თვალებში“. გამოკითხულები დეპის კონკურენტებად მოიაზრე-ბენ ტომ ჰენკსს ფილმიდან - „ჯაშუშური ხიდი“ და მაიკლ ფასბინდერს, ფილმიდან - „სტივ ჯობსი“. ჯულია რობერტსის მოწინააღმდეგედ ქეიტ ბლანშეტსა (ფილმიდან „კეროლი“) და ემილი ბლანტს (ფილმიდან „დაქირავებული“) ასახელებენ.

რთული სათქმელია, ვის „გაუღიმებს“ არტ-დეკოს სტილში დამზა-დებული ხმლიანი რაინდი და ვინ მოიპოვებს კინოაკადემიის ღირ-სების პრიზს. როგორც ვთქვით, ოფიციალურ დაჯილდოვებამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი და ვიდრე ნომინატები იმაზე ფიქრით არიან გართულნი, როგორ წარსდგნენ მილიონობით მაყურებლის წინაშე, თვალი გადავავლოთ იმ ფილმებისა და რეჟისორების არას-რულ ჩამონათვალს, რომლებიც ოსკარის რიგით 88-ე დაჯილდოება-ზე იქნებიან წარმოდგენილნი: ემანუელ ლუბეცკი - The Relevan; ჯონ სილი - Mad Max: Fury Road; რობერტ რიჩარდსონი - The Hateful Eight; ენტონი დოდ მენტლი - In The Heart of The Sea ან Snowden; იანუშ კა-მინსკი - Bridge of Spies; ედვარდ ლეჩმენი - Carol; სალვატორ ტოტინო -Everest.

თეონა დავითულიანი

კულტურა

და, ოსკარი გადაეცემა...

Page 23: ახალი დროება

2317/11/2015

ბრიტანული საინფორმაციო პორტალი Telegraph-ი ევროპის იმ ქალაქების სიას აქვეყნებს, რომელთა მონახულება, გამო-მცემლობის აზრით, აუცილებელია. ჩამო-თვლილ 21 ქალაქს შორის საქართველოს დედაქალაქიც არის, იგი სიის მერვე ად-გილს იკავებს.

პირველ ადგილზე იტალიის ქალაქი ბერ-გამოა; მეორეზე - ესპანეთის ქალაქი ვი-ტორია; მესამეზე - პორტუგალიის პატარა ქალაქი ტავირა; მას მოსდევს ხორვატიის ქალაქი ოსიეკი; მეხუთეზე - მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე; მეექვსეზე - შვედე-თის ქალაქი უმეო, მეშვიდეზე კი – კვლავ იტალიის ქალაქი ტრევიზო.

თბილისი მერვე ადგილზეა. გარდა იმისა, რომ გამომცემლობა საკუთარ მოსაზრებას გამოხატავს: - „სანამ ყველამ დაგასწროთ, სასწრაფოდ ადექით და ჩადით თბილისში“, - იმასაც აღნიშნავს, რომ სწორედ საქართ-ველოა ქართველი მომღერლის ქეთი მე-ლუას სამშობლო, სადაც ის გაიზარდა.

მიხეილ ჯავახიშვილის რომანი „კვაჭი კვაჭანტირაძე“ ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ რჩეულ ნა-წარმოებთა შორის მოხვდა. მწერალ უილიამ ბოიდის თქმით, მიხეილ ჯავახიშვილის რომანი ინგლისურ ენაზე წელს დაბეჭდილ სამ ყველა-ზე საინტერესო წიგნს შორისაა. მისი შესაფასებით, „კვაჭი კვაჭანტირაძე“ XX საუკუნის ქართული ლიტერატუ-რის გესლიანი ირონიით დაწერი-ლი შედევრია. ის სკაბრეზული და ემოციური ისტორიაა თაღლითისა, რომელიც სტალინის რუსეთში ცხოვ-რობს.

მიხეილ ჯავახიშვილის რომანი, რომელიც ინგლისურ ენაზე თარგ-მნა დონალდ რეიფილმა, გამო-მცემლობა Dalkey Archive Prss-მა 2015 წელს გამოსცა.

„კვაჭი კვაჭანტირაძე“ არ არის პირველი რომანი, რომელმაც გამო-მცემლობის ყურადღება მიიქცია. სერია „ქართული ლიტერატურა“ მიზნად ისახავს, ინგლისურენოვან მკითხველს გააცნოს თანამედროვე ქართული ლიტერატურა.

პროექტი საქართველოს კულტუ-რისა და ძეგლთა დაცვის სამინის-ტროს ფინანასური მხარდაჭერით ხორციელდება.

კოტე, როგორც მას ექსპედიციის წევრებმა შეარქვეს, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ერთ-ერთი უძველესი ადამიანის ნეშტია, რომლის გენის კვლევის შემდეგ ქართველ და უცხოელ მეცნიერთა ჯგუფმა უცნობ გენეტიკურ კომპო-ნენტს მიაკვლია. აღმოჩენა ადას-ტურებს, რომ სამხრეთკავკასიური გენი თანამედროვე ევროპელის გენეტიკური ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი რგოლია. ამ დრომდე მეცნიერები თვლიდნენ, რომ ევრო-პელები სამი პოპულაციის მემკ-ვიდრეები არიან: ადგილობრივი

მონადირე-შემგროვებლების, ლე-ვანტიდან გამოსული ნეოლითელი მწარმოებლური მოსახლეობისა და ჩრდ. ევრაზიის, იამნაის მესაქონლე ტომების. თუმცა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ადა-მიანის გენომის თანმიმდევრობის დადგენის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კავკასიელი მონადირე-შემგრო-ვებლები სრულიად განსხვავებულ, უძველეს შტოს წარმოადგენენ და აფრიკიდან წამოსული „მოაზროვნე ადამიანის“ მემკვიდრეები არიან, რომლებმაც მიგრაცია ორ ტალღად - 45 000 და 25000 წლის წინ განიცა-

დეს. ეს ტომებია ევროპაში მესამე ათასწლეულში გავრცელდნენ. მათ დასავლეთით ექსპანსია იამნაის ტომებთან ერთად კონტინენტალუ-რი ყინულის საფარის შემცირების შემდეგ დაიწყეს. წყალტუბოს მუნი-ციპალიტეტში არსებული საწურბ-ლის მღვიმის გვიან ზედაპალეოლი-თური 13 300 წლის და ჭიათურის მუნიციპალიტეტის კოტიას კლდის მღვიმის მეზოლითური ხანის 9 700 წლის ადამიანის ჩონჩხები მთავარი საკვლევი ობიექტებია.

საქართველო და მსოფლიო

კოტე - თანამედროვე ევროპელის კიდევ ერთი წინაპარი საქართველოდან

TELEGRAPH-ი თბილისის შესახებ

Page 24: ახალი დროება

24 17/11/2015© ახალი დროება