დინამოელი: სექტემბრის გამოცემა

10
#2 | სექტემბერი 2015 | 1.5 აკადემია: გიორგი მინაშვილი >> დემიენ ტეილორი >> მოკლე საუბარი: გიორგი ქვილითაია >> 1976 #FCDT WWW.FCDINAMO.GE სექტემბრის მიმოხილვა მიმდინარე სტატისტიკა

description

საკლუბო გაზეთი 'დინამოელი' - გამოიცემა თვეში ერთხელ და ეხმაურება კლუბის ცხოვრებას და მის გარშემო მომხდარ აქტუალურ მოვლენებს.

Transcript of დინამოელი: სექტემბრის გამოცემა

Page 1: დინამოელი: სექტემბრის  გამოცემა

#2 | სექტემბერი 2015 | 1.5

აკადემია: გიორგი მინაშვილი >> დემიენ ტეილორი >> მოკლე საუბარი: გიორგი ქვილითაია >> 1976

#FCDT

WW

W.F

CDIN

AM

O.G

E

სექ

ტე

მბ

რის

მიმ

ოხ

ილვ

მიმ

დინა

რე

სტატ

ისტ

იკა

Page 2: დინამოელი: სექტემბრის  გამოცემა

1 დინამოელი

დინამო თბილისის აკადემიის მთავარი მწვრთნელი- გიორგი მინაშვილი თავის პროფესიულ კარიერას ინგლისში გააგრძელებს. გიორგი ბაქსვუდის საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელის ასისტენტი და U18 გუნდის მთავარი

მწვრთნელი იქნება. იგი დაკავდება სამწვრთნელო, სამენეჯერო და სასელექციო სამუშაოებით. მინაშვილი ინგლისში 29 სექტემბერს მიემგზავრება. დინამო თბილისი წარმატებებს უსურვებს გიორგის პროფესიულ კარიერაში.

გიორგი მინაშვილი: “მინდა ჩემი დიდი პატივისცემა გამოვხატო საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის პრეზიდენტის ბ-ნ რომან ფიფიას მიმართ, ნდობისა და თანადგომისათვის. მადლობა კლუბის დირექტორატს თანამშრომლობისთვის. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელობას, საწვრთნელო შტაბს, ტექნიკურ პერსონალს და აკადემიის თითოეულ წევრს, რომლებიც 3 წლის განმავლობაში ჩემთან ერთად ზრუნავდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდასა და მომზადებაზე. მინდა წარმატება და დიდი გამარჯვებები ვუსურვო აკადემიის ყველა ფეხბურთელს.განსაკუთრებით მინდა პატივისცემა გამოვხატო დინამოს ფან

კლუბის - გლადიატორების მიმართ, რომლებმაც დაინახეს ჩემი მიდგომა და პროფესიონალიზმი, რაც ჩემთვის დიდი მოტივაცია იყო.მე კარგად მესმის რას ნიშნავს იყო დინამოს კარგი მენეჯერი

და წარმატებული მწვრთნელი. ამ ეტაპზე გადავწყვიტე ჩემი პროფესიული კარიერა კვლავ დავუკავშირო ინგლისს და მეტი გავიგო თანამედროვე ფეხბურთზე.იმედი მაქვს, რომ ინგლისში მიღებული ჩემი ცოდნა და გამოცდილება მომავალში კვლავ გამოადგება დინამოს და ქართულ ფეხბურთს.”

გიორგი მინაშვილი ინგლისში მიემგზავრება

Page 3: დინამოელი: სექტემბრის  გამოცემა

ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელ ბაზას დინამოს აკადემიის U13 და U14 გუნდები ესტუმრა. ვახტანგ იაგორაშვილისა და ვლადიმერ კაკაშვილის გუნდები დინამოელთა წვრთნას დაესწრნენ. ვარჯიშის დასრულების

შემდეგ კი თავად გამართეს წვრთნა და მათ დინამოს შემადგენლობიდან რამდენიმე ფეხბურთელი დაემატა. ასეთი სახის ვარჯიშებს დინამოელები აკადემიის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებთან სისტემატურად

გამართავენ, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ფეხბურთელთა მთავარ გუნდთან უფრო მეტად დაახლოებას და მათი სავარჯიშო რიტმის შეგრძნებას.

ვარჯიში ახალგაზრდა დინამოელებთან ერთად

რახან ამ კვირაში ბათუმის დინამო გვეწვევა, კარგი იქნებოდა გამეხსენებინა ის პერიოდი, როდესაც აჭარაში ვცხოვრობდი. როდესაც საქართველოში ჩამოვედი, დავსახლდი ბათუმთან ახლოს, პატარა სოფელში, რომელიც ძალიან მიყვარს და როდესაც თავისუფალი დრო მაქვს ყოველთვის ვსტუმრობ ხოლმე. ოჯახი სადაც მე ვცხოვრობდი ფეხბურთით დიდად დაინტერესებული არ იყო.

სულ მეკითხებოდნენ რატომ დავდიოდი ადელის სტადიონზე ფეხბურთის სანახავად; აჭარული დერბის სანახავად ქობულეთში, ან როდესაც მივდიოდი ფოთში და ოზურგეთში ფეხბურთის გამო. ოჯახის დიასახლისი აჭარის მთებში გაზრდილი გახლავთ და ყველა იმ კარგი თვისების მატარებელია, რაც ქართველებს ახასიათებთ. გულუხვი ადამიანი და ფანატიკოსი მზარეულია, მაგრამ ფეხბურთი არ უყვარს და ამ სპორტის შესახებ ერთადერთი ის იცის, რომ სადაღც

ვიღაცეები ბურთს აგორებენ.

ერთ დღეს, როდესაც საღამოს სახლში დავბრუნდი, ჩემი დამტვრეული ქართულით ვღიღინებდი დინამოს ჰიმნს და ამ დროს დიასახლისის უკმაყოფილება ვიგრძენი, მანაც გადმომხედა - „შეტევა, შეტევა!“ - ასეა სწორიო. არასოდეს გამიგონია მისგან ერთი სიტყვაც კი ფეხბურთზე და უცებ დინამოს ჰიმნის ტექსტი შემისწორა, შემდეგ თვითონაც წამიღერა და ოთახიდან გავიდა.

გაოგნებული ვიყავი, ადამიანმა რომელსაც არ ანაღლვებს ფეხბურთი და ნებისმიერი თემა ამ სპორტის გარშემო, იცოდა დინამოს ჰიმნი. შემდეგ ვკითხე „საიდან იცით დინამოს სიმღერა?“, „ვიცი, ვიცი“ - მიპასუხა მან და შემდეგ აღნიშნა, რომ დინამო თბილისის ჰიმნი საქართველოში ყველამ იცის. ეს იყო ჩვენი პირველი და უკანასკნელი საუბარი ფეხბურთზე. ამ ფაქტმა ბევრი რამ

ამიხსნა, მაშინ პირველად მივხვდი თუ რამხელა გავლენა ჰქონდა დინამოს ამ ქვეყნისა და რეგიონის მოსახლეობაზე. ჰოდა, სლოგანი „მეტი ვიდრე ფეხბურთი“ ამ ლეგენდარულ საფეხბურთო კლუბთან მიმართებაში, სრულ ჭეშმარიტებას წარმოადგენს.

დემიენ ტეილორიინგლისელი ჟურანლისტი და პედაგოგო სტოკიდან

2დინამოელი

სექტემბრის თვის იუბილარი დინამოელები

71 - ზორბეგ ებრალიძე 50 - გელა კეტაშვილი 78 - ილია დათუნაშვილი 71 - გიორგი სიჭინავა

Page 4: დინამოელი: სექტემბრის  გამოცემა

როგორ გაიარე გუნდთან ადაპტაციის პერიოდი?დინამოში ადაპტაცია არ გამჭირვებია. უმეტესობა ბიჭებთან ერთად

ნათამაშები მქონდა. მწვრთნელებისგან სითბო და გვერდში დგომა ვიგრძენი და ადაპტაციამ უპრობლემოდ ჩაიარა.

დინამო საკმაოდ ახალგაზრდული გუნდია, რამდენადაა გუნდი შეთამაშებული?

თავიდან ჩვენს მთავარ პრობლემას ზუსტად შეთამაშება წარმოადგენდა. ეხლა პროგრესი გვაქვს. გაბალასთან მატჩის შემდეგ გუნდი უფრო შეკრული და შეთამაშებულია. ცოტა მეტი დრო რომ გვქონოდა, დარწმუნებული ვარ აზერბაიჯანულ ბარიერს დავძლევდით.

ჩემპიონატში მიყოლებით მნიშვნელოვანი თამაშების ჩატარება გვიწევს...

გორთან მნიშვნელოვანი მატჩი დავთმეთ. არადა მოსაგებად ვიყავით მომართული და 3 ქულის აღების შემთხვევაში კომფორტულ უპირატესობას შევიქმნიდით. ჯერ არაფერი დამთავრებულა, ჩემპიონატის დიდი ნაწილი და მთავარი ბრძოლები წინაა. დინამო ფავორიტია და ყველანაირად ვეცდებით დავიბრუნოთ ჩემპიონის ტიტული. ბათუმის დინამოსთან რთული თამაში გვექნება, მაგრამ ჩვენ სახლში ვასპარეზობთ და ვალდებული ვართ მოვიგოთ. რაც შეეხება ქართულ დერბის - ეროვნულ ჩემპიონატში ყველაზე გამორჩეული მატჩია დაძაბულობითაც და მნიშვნელობითაც. შედეგი უნდა წამოვიღოთ

ქუთაისიდან.

შეტევის ხაზში ალექსანდრე იაშვილთან ერთად გიწევს თამაში...

იაშვილთან ერთად ძალიან სასიამოვნოა თამაში და ასევე ძალიან დიდი გამოცდილების მიღებაა შესაძლებელი. თითოეულ მომენტში მისგან იმდენი რამის სწავლა შეიძლება, რომ მთელ საფეხბურთო კარიერის მანძილზე გამოგადგება. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ამ დინამოში ალექსანდრე იაშილთან ერთად გვიწევს ასპარეზობა.

გულშემატკივარი უმნიშვნელოვანესია ფეხბურთელისთვის. რას იტყოდი ამაზე?

ჩვენ ძალიან ერთგული გულშემატკივარი გვყავს. გლადიატორების მხარდაჭერას ვგრძნობთ მატჩის ჩატარების ადგილისა და ტერიტორიის სიშორის მიუხედავად. მადლობა მინდა ვუთხრა მათ. შევეცდებით, რომ ჩვენი შედეგებით იამაყონ და გაიხარონ.

მოკლე საუბარი | გიორგი ქვილითაია

...1976 წლის 3 სექტემბერს, საღამოს, თბილისის ქუჩებში ავტომანქანების საყვირის ხმა არ

წყდებოდა - დინამომ საბჭოთა კავშირის თასის ფინალში ერევნის არარატი 3:0 დაამარცხა! ქართველებმა პირველად მოიგეს თასი!

სომეხ ფეხბურთელებთან გამარჯვებით ქართული კლუბი ევროპის საკლუბო ტურნირებს ორწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა და როგორც ქვეყნის თასის მფლობელმა, თასების თასზე გამოსვლის უფლება მიიღო. ეს შეჯიბრება რანგით მეორე იყო: ჩემპიონთა და უეფას თასებს შორის იდგა.

ერთი წლით ადრე ქვეყნის საფეხბურთო კავშირმა თასების თასზე კლუბის წარდგენის წესი შეცვალა: მანამდე ამ ტურნირში წინა წლის გამარჯვებული მონაწილეობდა, ცვლილების შემდეგ კი თასის მფლობელი უმალ ერთვებოდა თასთა თასის გათამაშებაში. რომ არა ეს ცვლილება, დინამო უეფას თასზე გავიდოდა.

საბჭოთა კავშირის თასის მფლობელის მეტოქე საკვალიფიკაციო წრეში გამოვლინდა: უელსის კარდიფ სიტიმ შვეიცარიის სერვეტთან ორი

1976: დინამოს დებიუტი თასების თასზე

3 დინამოელი

Page 5: დინამოელი: სექტემბრის  გამოცემა

4დინამოელი

მატჩის ჯამში ფრედ 2:2 ითამაშა, თუმცა 1/16-ფინალის საგზურს სტუმრად, ჟენევაში გატანილი გოლით დაეუფლა. სხვათა შორის, უელსელებთან დამარცხებულ სერვეტში ტოტენჰემ ჰოთსფურის ექს-ფორვარდი მარტინ ჩივერსი თამაშობდა, სწორედ ის ფეხბურთელი, რომელმაც 1973 წლის 12 დეკემბერს, ლონდონში, უეფას თასის მერვედფინალში, „უაით ჰართ ლენზე“ ორი გოლი გაუტანა ჩვენს დინამოს...

1976 წლის 15 სექტემბერს ნოდარ ახალკაცის გაწვრთნილი გუნდი უელსის დედაქალაქ კარდიფს ესტუმრა და „ნინიან პარკზე“ 0:1 დამარცხდა - 73-ე წუთზე ედრიან ოლსტონმა მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. დინამოს ორი კარგი საგოლე მომენტი ჰქონდა, თუმცა დავით ყიფიანის დარტყმული ბურთი ძელმა აისხლიტა, მეკარე ბილ ირვინთან პირისპირ გასულ ვლადიმერ გუცაევს კი მეტოქემ აჯობა.

29 სექტემბერს, თბილისური მატჩით დინამო მშობლიურ სტადიონს დაუბრუნდა - რვაწლიანი შესვენების შემდეგ დიდუბეში აგებულმა სარბიელმა სრულიად იცვალა სახე და ფეხბურთის მოყვარულებს 75-ათასიანი ტრიბუნებით შეეგება (ცნობილია, რომ სტადიონის დირექციამ ბრიტანელებთან მატჩის წინ 300 ათას ბილეთზე მიიღო დაკვეთა).

თამაშინ წინ კარდიფელთა მთავარი მწვრთნელი ჯიმი ენდრიუსი ამბობდა, ჩემი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა, საკადრო პრობლემებს არ ვუჩივით, რაც შეეხება ტაქტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ფრეც გვაწყობს, მაინც შევუტევთო.კუნძულელის გადაწყვეტილება მცდარი გამოდგა: ფეხბურთელთა ტრავმებს არც დინამო უჩიოდა და ახალკაცის გუნდმაც მეტოქე პირწმინდად დაჩაგრა:23-ე წუთზე ვლადიმერ გუცაევი მარცხნიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და რამდენიმე წამში

დინამოს ახალ ტაბლოზე პირველად სწორედ მისი გვარი აინთო - 1:0; 73-ე წუთზე დავით ყიფიანმა, დაახლოებით იმავე სტილში, როგორც არარატთან თასის ფინალში, რევაზ ჩელებაძის ჩაწოდების შემდეგ თავით გაიტანა - 2:0; მე-80 წუთზე კი გულშემატკივრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს სომხებთან მოგებული თასის ფინალი - ისევე, როგორც მოსკოვში, კარდიფ სიტისთან მატჩში პენალტის ნიშნულს კვლავ ტანმაღალი მცველი ფირუზ კანთელაძე მიუახლოვდა და... - 3:0!

„განახლებულისტადიონი 1976 წლის ზაფხულში გაიხსნა, პირველ საშინაო მატჩში კი უელსის კარდიფ სიტის ვუმასპინძლეთ - ეს იყო უეფას თასების თასის პირველი ეტაპის საპასუხო თამაში. დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ მატჩში პირველ გოლს მე გავიტანდი და როცა გასახდელში თბილისის კონსერვატორიის რექტორი მოვიდა და სპეციალური პრიზი მოიტანა პირველი გოლის ავტორისთვის, ხმამაღლა ვთქვი, ჩემთან დადგით, პირველ გოლს მე შევაგდებ-მეთქი! წინათგრძნობა 23-ე წუთზე ამიხდა - ანგარიში გავხსენი, ის თამაში კი 3:0 მოვიგეთ“, - იტყვის წლების შემდეგ ვლადიმერ გუცაევი.

ბრიტანელებთან გამარჯვება მართლაც შთამბეჭდავი გამოდგა და როცა დინამოს მომდევნო მეტოქე გაირკვა - უნგრეთის მტკ - ქომაგებმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს, აქაოდა, დინამო ბუდაპეშტურ კლუბსაც იოლად გაივლისო. მაგრამ მტკ-მ პროგნოზები თავდაყირა დააყენა - თბილისში 4:1 გაიმარჯვა, შინ 1:0 და საბჭოთა კავშირის თასის მფლობელიც თასთა თასის გათამაშებას დაემშვიდობა.

„უნგრელებთან თამაში ძალიან ცუდად მახსენდება. ყველა ფეხბურთელს აქვს კარიერაში რამდენიმე მატჩი, რომელსაც სიამოვნებით დაივიწყებდა და

ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი თამაში სწორედ მტკ-სთან თბილისში 1:4 წაგებაა. ეს იყო შეხვედრა, როცა ჩვენ არაფერი გამოგვდიოდა, მოწინააღმდეგეს კი პირიქით, ყველაფერი. არადა, მტკ ნამდვილად არ იყო ის გუნდი ჩვენთვის თბილისში 4:1 მოეგო“... - მანუჩარ მაჩაიძე.

„დინამო“ თასების თასის გათამაშებას 1980 წლის შემოდგომით დაუბრუნდა. თუ რით დასრულდა ის ამბავი, კარგად გეხსომებათ - ის სულ სხვა, ტკბილი და დაუვიწყარი ისტორიაა, გათამაშებაში კლუბის დებიუტზე თხრობა კი ამით დავასრულოთ.

ლაშა გოდუაძე

15 სექტემბერი, 1976. უელსი, კარდიფი, „ნინიან პარკი“. 27000კარდიფ სიტი 1:0 დინამოგოლი: 1:0 ედრიან ოლსტონი (73)კარდიფ სიტი: ბილ ირვინი, ფრედი პეტარდი, კლაივ ჩარლზი, ალან კემპბელი, რიჩი მორგანი, ალბერ ლამური, პეტერ სეიერი, დაგ ლივერმორი, ტონი ევანსი, დერეკ შაუერსი, ვილი ანდერსონი (ედრიან ოლსტონი 65)მწვრთნელი: ჯიმი ენდრიუსიდინამო: დავით გოგია, ნოდარ ხიზანიშვილი, ფირუზ კანთელაძე, ზორბეგ ებრალიძე, შოთა ხინჩაგაშვილი, ალექსანდრე ჩივაძე, მანუჩარ მაჩაიძე (კაპ), რევაზ ჩელებაძე, ვლადიმერ გუცაევი, დავით ყიფიანი, ვახტანგ კოპალეიშვილიმწვრთნელი: ნოდარ ახალკაციმსაჯები: ოლე ამუნდსენი; პ.ნილსენი, ე.იენსენი (დანია)

29 სექტემბერი, 1976. თბილისი, ვ.ი.ლენინის

სახელობის „დინამოს“ სტადიონი. 76000დინამო 3:0 კარდიფ სიტიგოლები: 1:0 ვლადიმერ გუცაევი (23), 2:0 დავით ყიფიანი (73), 3:0 ფირუზ კანთელაძე (80, პენ)დინამო: დავით გოგია, ნოდარ ხიზანიშვილი, ფირუზ კანთელაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, ზორბეგ ებრალიძე, გოჩა მაჩაიძე, მანუჩარ მაჩაიძე (კაპ), რევაზ ჩელებაძე, ვლადიმერ გუცაევი (ზურაბ წერეთელი 44), დავით ყიფიანი, ვახტანგ კოპალეიშვილიმწვრთნელი: ნოდარ ახალკაციკარდიფ სიტი: ბილ ირვინი, ფრედი პეტარდი, კლაივ ჩარლზი, ბრაიან ეტლი, ჯონი დუაიტერი, ალბერ ლამური, ჯონ ბუკენენი, დაგ ლივერმორი, ტონი ევანსი, ედრიან ოლსტონი (პეტერ სეიერი 71), დერეკ შაუერსი (ვილი ანდერსონი 71)მწვრთნელი: ჯიმი ენდრიუსიგაფრთხილება: ჯონ ბუკენენიმსაჯები: ვ.შპიგლი; ვ.კლოკერი, ი.ვიმერი (ავსტრია)

20 ოქტომბერი, 1976. თბილისი, ვ.ი.ლენინის სახელობის „დინამოს“ სტადიონი. 68000დინამო 1:4 მტკგოლები: 0:1 იანუშ შიკლოში (31), 0:2 ლასლო ტაკაჩი (51), 0:3 ლასლო ტაკაჩი (76), 0:4 ტიბორ კიში (86), 1:4 მანუჩარ მაჩაიძე (89)დინამო: დავით გოგია, ნოდარ ხიზანიშვილი, ვახტანგ ჭელიძე, შოთა ხინჩაგაშვილი, ზორბეგ ებრალიძე, ვახტანგ კოპალეიშვილი, მანუჩარ მაჩაიძე (კაპ), ვახტანგ ქორიძე, რევაზ ჩელებაძე (ტარიელ დვალიშვილი 46), ვიტალი დარასელია, ზურაბ წერეთელიმწვრთნელი: ნოდარ ახალკაციმტკ: იოჟეფ გაშპარი, ანდრაშ სიგეტი, ჩაბა ჩეტენეი, იშტვან ნიერე, ბელა კოვაჩი, ლასლო

ჩორნა, ლასლო ტაკაჩი, იანუშ შიკლოში, ტიბორ კიში, იანუშ ბორშო, ენო კუნსტიმწვრთნელი: მიხაი კეშტელეიმსაჯები: კ.გიკა; კ.ბარბუშესკუ, ა.ტუდორი (რუმინეთი)

3 ნოემბერი, 1976. უნგრეთი, ბუდაპეშტი, „ნეპშტადიონი“. 44000მტკ 1:0 დინამოგოლი: 1:0 ლაიოშ კორიტარი (89)მტკ: იოჟეფ გაშპარი, ტიბორ პალიჩკო, ჩაბა ჩეტენეი, იშტვან ნიერე, ბელა კოვაჩი, ლასლო ჩორნა, ლასლო ტაკაჩი (ლაიოშ კორიტარი 75), იანუშ შიკლოში, ტიბორ კიში, იანუშ ბორშო (ლასლო ბურგი 79), ენო კუნსტი

მწვრთნელი: მიხაი კეშტელეიდინამო: დავით გოგია, ნოდარ ხიზანიშვილი, ფირუზ კანთელაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, დავით მუჯირი, ალექსანდრე ჩივაძე, მანუჩარ მაჩაიძე (კაპ), ვახტანგ კოპალეიშვილი, ვლადიმერ გუცაევი, ვიტალი დარასელია, ზურაბ წერეთელიმწვრთნელი: ნოდარ ახალკაციგაფრთხილება: ფირუზ კანთელაძე, ლასლო ჩორნამსაჯები: ნ.ზლატონოსი; ი.ლაციოსი, ს.ლაქოიანისი (საბერძნეთი)

თასების მფლობელთა თასი - 1/16 ფინალი

თასების მფლობელთა თასი - 1/8 ფინალი

Page 6: დინამოელი: სექტემბრის  გამოცემა
Page 7: დინამოელი: სექტემბრის  გამოცემა
Page 8: დინამოელი: სექტემბრის  გამოცემა

16 სექტემბერს, დინამო არენაზე დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/8 ფინალური დაპირისპირების პირველი

მატჩი გაიმართა. დინამო თბილისმა ფოთის კოლხეთი მიიღო და 1:0 დაამარცხა.

შეხვედრა დინამოელთათვის

არასასიამოვნოდ დაიწყო. მატჩის დებიუტში ლიბორ ჰრდლიჩკამ ტრავმა მიიღო და მის მაგივრად მოედანზე გიორგი

ბეგაშვილი შემოვიდა. ამ მომენტამდე თბილისელებმა კინაღამ კურიოზული გოლი გაუშვეს, ბოლო წამს რენე ფერეირამ

1944 წლის ოქტომბერია, საბჭოთა ჯარები ბერლინისკენ მიდიან, მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე კი ნახევარ წელიწადზე ოდნავ მეტი რჩება. ფრონტის ხაზმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან გადაიწია და ქვეყანამაც ცოტათი ამოისუნთქა - ხალხმა სპორტისთვის მოიცალა.

საკავშირო ფეხბურთის მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებით, „დინამო“ პირველ უცხოურ ტურნეში გაემგზავრა - ქართველმა ფეხბურთელებმა ირანს მიაშურეს.

ის ამბები ძალიან საინტერესოდ აღწერა ლეგენდარულმა დინამოელმა ავთანდილ „ბასა“ ღოღობერიძემ თავის წიგნში, ჩვენ კი გეტყვით, რომ ამ ფოტოზე დინამოელები თეირანის ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად არიან გადაღებულნი.„დინამომ“ ირანში ორივე მატჩი მოიგო: 20 ოქტომბერს ქალაქების ნაკრები 5:1 დაამარცხა, 27 ოქტომბერს კი თეირანის გუნდს სძლია - 4:0.

1978 წელს თბილისის „დინამო“ მეორედ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, 1979 წლის სექტემბერში კი ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის გათამაშებაში ჩაერთო, ჩემპიონთა ლიგის წინამორბედ ტურნირში.ევროგათამაშების დაწყებამდე ერთ-ერთი გაზეთის ჟურნალისტმა გუნდის კაპიტანს მანუჩარ მაჩაიძეს მომავალ მეტოქეებზე ჰკითხა, მან კი უპასუხა, ჩვენი შესაძლებლობების გამოსაცდელად, ინგლისის და დასავლეთ გერმანიის ჩემპიონებთან პაექრობას ვისურვებდიო.

„დინამოს“ გუნდისთავს ნატვრა ასი პროცენტით აუხდა - 1/16-ფინალში მისი გუნდის მეტოქე

„ლივერპული“ აღმოჩნდა, ინგლისელებთან სენსაციური გამარჯვების შემდეგ კი წილისყრამ დინამოელები გფრ-ს ჩემპიონ „ჰამბურგით“ „დაასაჩუქრა“.„დინამოს“ ქომაგებისთვის 1979 წლის ევროშემოდგომა დაუვიწყარია: ოთხი შესანიშნავი მატჩი ნომერ პირველ საკლუბო ტურნირში და გაუხუნარი მოგონებები!3 ოქტომბერი, როცა „დინამომ“ იმ წლების მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი „ლივერპული“ თბილისში, წვიმაში 3:0 გაანადგურა, „ოქროს ასოებით“ ჩაიწერა არამარტო კლუბის, ზოგადად, ქართული ფეხბურთის ისტორიაში.

პირველი ტურნე უცხოეთში: „დინამო“ ირანში

დინამოს დებიუტი ჩემპიონთა თასზე

კროსვორდის კითხვები

1.თავდამსხმელი, 1936-1937 წლებში საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტი2.გუნდის კაპიტანი, თამაშობდა საქართველოს და ამიერკავკასიის ნაკრებ გუნდებში3.თავდამსხმელი, ითამაშა 1936 წლის სსრკ თასის ფინალში4.სსრკ თასის 1937 წლის გათამაშების ფინალში დინამოელთა გოლები მხოლოდ ამ გვარის ფეხბურთელებმა გაიტანეს5.მცველი, 1936 და 1937 წლებში სსრკ თასის ფინალისტი6.მცველი, სსრკ თასის 1936 წლის ფინალისტი, კარიერა მინსკის „სპარტაკში“ დაასრულა7.ლეგენდარული დინამოელი

ჟიულ ლიმბეკი დინამოს 1936-37 წლებში წვრთნიდა, უნგრული წარობის ფრანგმა სპეციალისტმა, მნიშნველოვანი როლი ითამაშა დინამოს ახალგარდული სისტემის ჩამოყალიბებაში და ასევე, კლუბი 1936 წლის საბჭოთა კვაშირის თასის ფინალში გაიყვანა სადაც მოსკოვის ლოკომოტივთან დინამოელები 2:0 დამარცხდნენ. არაოფიციალური ვერსიის თანახმად, ლიმბეკი 1937 წელის რეპრესიების დროს მოსკოვში დახვრიტეს. აქვე გთავაზობთ კროსვორდს, 30-იანი წლების დინამოელების შესახებ:

5 დინამოელი

11 სექტემბერს, მარტვილში მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონმა საქართველოს პირველობის მეოთხე ტურის მატჩს უმასპინძლა. ადგილობრივი მერანი დინამო თბილისს დაუპირისპირდა.

მატჩის დებიუტში ორივე გუნდი შეეცადა მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვებას. დინამოელებმა ეს უკეთ მოახერხეს და სათამაშო უპირატესობაც მოიპოვეს. მთელი ტაიმი საშუალო ტემპში გაგრძელდა მეტნაკლებად სახიფათო მომენტებით. პირველი ნახევრის ბოლო წუთზე კი ალექსანდრე იაშვილმა საჯარიმოში ტექნიკური მოძრაობით ჩამოიცილა მცველი, ბურთი გიორგი ქვილითაიას გადააწოდა, რომელმაც ზუსტი თაური დარტყმით ანგარიში გახსნა.

მეორე ნახევარი თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს და 56- ე წუთზე

ისევ ალექსანდრე იაშვილის ზუსტი გადაცემით გიორგი ქვილითაიამ მეორედ აიღო მასპინძელთა კარი 0:2. ათიოდე წუთში დინამოელებმა მწვავე შეტევა განახორციელეს. პეტრ სევასტიანენკომ მიყოლებით მოიგერია ოთარ კიტეიშვილის და ვახო ჭანტურიშვილის დარტყმები. შეხვედრა მთლიანად დედაქალაქელთა უპირატესობიტ გაგრძელდა. 76- ე წუთზე მათე ცინცაძემ საჯარიმოს კიდიდან ზუსტი დარტყმით მერანის კარში მესამე გოლი გაიტანა. ხუთ წუთში მასპინძლებმა ლაშა ჯღამაიას კარგი თამაშის წყალობით ორ ბურთამდე შეამცირეს სხვაობა 1:3. 88- ე წუთზე მასპინძელთა კარი ჯაბა ჯიღაურის დარტყმის შემდეგ ძელმა იხსნა. შეხვედრის ბოლო წუთზე ჯერ ვახო ჭანტურიშვილის დარტყმა მოიგერია ძელმა, ხოლო დამატებაზე ჯაბა ჯირაურმა

ითამაშა, მეკარემ ვერ შეიმაგრა ბურთი და საფინალო ანგარიში 1:4 დაფიქსირდა. დინამომ მიყოლებით მეოთხე მატჩი მოიგო და მიყოლებით ოთხი გოლი გაიტანა. შემდეგ მატჩს თბილისელები 16 სექტემბერს საქართველოს თასზე გამართავენ. დინამო 1/8 ფინალში ფოთის კოლხეთს მიიღებს.

მერანი 1:4 დინამოგოლი: 0:1 ქვილითაია 45’ 0:2 ქვილითაია 56’ 0:3 ცინცაძე 76’ 1:3 ჯღამაია 81’ 1:4 ჯიღაური 90’გაფრთხილება: ჭელიძე 63’ ჯღამაია 64’ ხორგუაშვილი 66’მერანი: სევასტიანენკო, პაჭკორია, შალიკაშვილი, რუხაია, ციცხვაია (წურწუმია 68), შალამბერიძე (პაპადოპულოსი 75), ხორგუაშვილი, აშორტია (გოგოლიძე 46), ჯღამია,

კუტალია, ციცხვაიადინამო: ბეგაშვილი, კაკაბაძე (ტვილდიანი 46), რენე, ჭელიძე, თევზაძე, ცინცაძე, პარუნაშვილი, ჯიღაური, ჭანტურიშვილი, იაშვილი (კიტეიშვილი 61), ქვილითაია (არაბული 77)მსაჯი: ა. ბასლეჰლო

მარტვილი 1:4 დინამო

დინამო 1:0 კოლხეთი

Page 9: დინამოელი: სექტემბრის  გამოცემა

26 სექტემბერს გორში, თენგიზ

ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა

ეროვნული პირველობის მეექვსე ტურის

მატჩს უმასპინძლა. ერთმანეთს გორის

დილა და დინამო თბილისი დაუპირისპირდა.

მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად

დაიწყო და პირველი ტაიმი ეგრეც

გაგრძელდა. მასპინძლებიც და სტუმრებიც

ცდილობდნენ მოედნის ცენტრში სათამაშო

უპირატესობის მოპოვებას. შეხვედრის

მე- 19 წუთზე მთავარმა არბიტრმა

დინამოელთა კარში პენალტი დანიშნა და

თბილისელთა მეკარე გიორგი ბეგაშვილი

მინდვრიდან გააძევა. თერთმეტმეტრიანი

დარტყმა ირაკლი მოდებაძემ ზუსტად

შეასრულა და დილა დააწინაურა 1:0. ტაიმი

ხისტ ორთაბრძოლაში და მნიშვნელოვანი

სახიფათო მომენტების გარეშე

გაგრძელდა. მეორე ტაიმის დებიუტი

გორელთა სწრაფი შეტევით და ოთარ

მარცვალაძის მიერ ხარიხას გარტყმული

ბურთით აღინიშნა. მე- 60 წუთზე

ირაკლი მოდებაძემ დუბლი შეასრულა 2:0.

საბოლოოდ შეხვედრაში აღარაფერი

შეცვლილა და კაცნაკლული დინამო

მიმდინარე ჩემპიონატში პირველად

დამარცხდა.

დილა 2:0 დინამო

გოლი: 1:0 მოდებაძე (პენ) 20’ 2:0

მოდებაძე 60’

გაფრთხილება: თევზაძე 28’ კვირკვია

36’ ჭანტურიშვილი 89’

გაძევება: ბეგაშვილი 17’

დილა: შევჩენკო, ნავალოვსკი,

ქარქუზაშვილი, კვახაძე, ღონღაძე,

ერისთავი (ხურცილავა 66),

ფალავანდიშვილი, გვალია, კვირკვია

(გოგუა 37), მარცვალაძე (ილურიძე 71),

მოდებაძე

დინამო: ბეგაშვილი, კაკაბაძე (ჭელიძე 65),

გველესიანი, რენე, თევზაძე, ცინცაძე,

პარუნაშვილი, ჯირაური, ჭანტურიშვილი,

იაშვილი (ლობჟანიძე 72), ქვილითაია

(ჰრდლიჩკა 19)

მსაჯი: გ. ვადაჭკორია

6დინამოელი

20 სექტემბერს, დინამო არენამ

საქართველოს პირველობის მეხუთე ტურის

შეხვედრას უმასპინძლა. ერთმანეთის

პირისპირ დინამო და ზუგდიდი წარდგნენ.

მატჩი მასპინძელთა დამაჯერებელი

გამარჯვებით ანგარიშით 3:1 დასრულდა.

შეხვედრა დინამოელთა სათამაშო და

ტერიტორიული უპირატესობით დაიწყო.

მე- 18 წუთზე ოთარ კიტეიშვილმა

კუთხური ჩამოაწოდა, გიორგი

გველესიანმა კი დასწრებაზე ითამაშა

კარგად და თაური დარტყმით ანგარიში

გახსნა 1:0. მატჩის 25- ე წუთზე

აღსანიშნავია ლაშა პარუნაშვილის

ტექნიკური დარტყმული, რომელიც

დინამოს ნახევარმცველმა მეტოქის

საჯარიმოს მისადგომებიდან შეასრულა.

ბურთი ზუგდიდელთა კარის ხარიხამ

მოიგერია. მეორე ნახევარი გიორგი

თევზაძის მიერ შესრულებული სახიფათო

საჯარიმო დარტყმით გაიხსნა. ბურთი

ოდნავ აცდა სტუმართა კარს. ტაიმის

დაწყებიდან ათიოდე წუთში თბილისელებმა

საგოლე კომბინაცია გაითამაშეს.

გიორგი თევზაძე შეტევის მარცხენა

ფრთიდან შეიჭრა საჯარიმოში, ბურთი

გადააწოდა გიორგი ქვილითაიას და მანაც

დინამოელთა უპირატესობა ორამდე

გაზარდა. 62- ე წუთზე დინამომ კიდევ

ერთი გოლი გაიტანა ზუგდიდის კარში.

კომბინაცია ალექსანდრე იაშვილმა

წამოიწყო. პასით საჯარიმოში

ვახო ჭანტურიშვილი შეიყვანა, ამ

უკანასკნელმაც ერთი შეხებით გიორგი

ქვილითაია იპოვა და ანგარიში 3:0

გახდა. ათ წუთში სტუმრებმა ერთი

გოლის გატანა მოახერხეს. ცოტნე

სამუშიამ კარგად ისარგებლა მასპინძელ

მცველთა შეუთანხმებელი თამაშით - 3:1.

ცოტახანში ვახო ჭანტურიშვილს შეეძლო

გატანა, მაგრამ მის თავით დარტყმულს

სიძლიერე დააკლდა. საბოლოოდ დინამომ

მიჯრით მეხუთე შეხვედრაში იმარჯვა.

შემდეგ მატჩს გია გეგუჩაძის გუნდი 26

სექტემბერს გორში დილას წინააღმდეგ

გამართავს.

დინამო 3:1 ზუგდიდი

გოლი: 1:0 გველესიანი 18’ 2:0 ქვილითაია

56’ 3:0 ქვილითაია 62’ 3:1 ც. სამუშია 71’

გაფრთხილება: ჯანელიძე 73’

ჭანტურიშვილი 78’ ბულია 85’

დინამო: ბეგაშვილი, თევზაძე, გველესიანი,

ჭელიძე, კაკაბაძე, ცინცაძე (ჯიღაური 65),

პარუნაშვილი, კიტეიშვილი (იაშვილი 57),

ჭანტურიშვილი, არაბული (ჯანელიძე 62),

ქვილითაია

ზუგდიდი: ჯომიდავა, თიბილაშვილი

(ნარმანია 67), გავაშელიშვილი, ზ.

მალანია, ჯავაშვილი, ქანთარია,

ტყემალაძე (ს. მალანია 63), ქირია

(თუთბერიძე 57), წყაროზია, ც. სამუშია,

ბულია

მსაჯი: გ. კიკაჩეიშვილი

დინამო 3:1 ზუგდიდი

გორის დილა 2:0 დინამო

ითამაშა კარგად და თბილისელთა კარი გადაარჩინა. დინამომ შეტევებს უმატა, რამდენიმე სახიფათო იერიშიც

განახორციელა, თუმცა გადამწყვეტი დარტყმისას ალექსანდრე იაშვილს და ვახო ჭანტურიშვილს სიზუსტემ უმტყუნა. მეტ-ნაკლებად სახიფათო კონტრშეტევებს სტუმრებიც ახორციელებდნენ. ერთ ეპიზოდში მიჯრით რამდენიმე კუთხური მოაწოდეს დინამოს კართან. 33- ე წუთზე გიორგი ქვილითაია გავიდა კოკა სეფაშვილთან პირისპირ, მაგრამ ვერ აჯობა ფოთელთა მეკარეს. ექვს წუთში მასპინძლებმა საგოლე კომბინაცია გაითამაშეს. ალქსანდრე იაშვილი შეტევის მარცხენა ფრთიდან შეიჭრა საჯარიმოში, ჩააწოდა ჯაბა ჯიღაურს და ამ უკანასკნელმა ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კოლხეთის კარში. ორიოდე წუთში ოთარ კიტეიშვილის სახიფათო დარტყმა

უკუაგდო კოკა სეფიაშვილმა. 53- ე წუთზე ოთარ კაკაბაძის გადაცემის შემდეგ ოთარ კიტეიშვილმა ბურთი ხარიხას გაარტყა. შეხვედრა დაბალ ტემპში და სახიფათო მომენტების გარეშე გაგრძელდა. 83- ე წუთზე კიდევ ერთი გაუთვალისწინებელი ცვლილება დინამოს შემადგენლობაში. დაშავებული მათე ცინცაძის ნაცვლად, მინდორზე ლაშა პარუნაშვილი გამოჩნდა. საბოლოოდ 1:0 დედაქალაქელთა სასარგებლოდ. საპასუხო მატჩი ლანჩხუთში 28 ოტომბერს გაიმართება.მომდევნო შეხვედრაში დინამოელები 20 სექტემბერს, 18:00 საათზე ეროვნული პირველობის მეხუთე ტურში ზუგდიდს უმასპინძლებენ.

დინამო 1:0 კოლხეთიგოლი: ჯიღაური 39’გაფრთხილება: ჭელიძე 54’ დინამო: ჰრდლიჩკა (ბეგაშვილი 8), თევზაძე, რენე (გურული 46), ჭელიძე, კაკაბაძე, ცინცაძე (პარუნაშვილი 83), ჯიღაური, კიტეიშვილი, ჭანტურიშვილი, იაშვილი, ქვილითაიაკოლხეთი: სეფიაშვილი, კილასონია, თევზაძე, ჩაკვეტაძე, ლემონჯავა, კაკულია, გურეშიძე, გიგაური, კოშკაძე (გოგონაია 64), სიჭინავა, ქებურია (კუხალეიშვილი 62)მსაჯი: ლ. კვარაცხელია

Page 10: დინამოელი: სექტემბრის  გამოცემა

საკლუბო მაღაზიაfc dinamo tbilisi club store

სავარჯიშო კომპლექტი - 170

მაისური - 20

სავარჯიშო კომპლექტი - 160

დინამო არენატელ.: +995 322 49 67 77 (130)მობ.: +995 577 68 08 68წერეთლის გამზირი #2; შესასვლელი A, მაღაზია 3თბილისი 0112; საქართველო