დიოგენე - თბილისის წიგნის ფესტივალი...

44
70 pepi კატალოგი თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

description

გამომცემლობა "დიოგენეს" 2015 წლის თბილისის წიგნის ფესტივალის კატალოგი

Transcript of დიოგენე - თბილისის წიგნის ფესტივალი...

Page 1: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

70pepi

გ ა მ ო მ ც ე მ ლ ო ბ ა

კ ა ტ ა ლ ო გ ითბილისის წიგნის ფესტივალი

2015

Page 2: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015
Page 3: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკა“ 2

სერია „ამერიკელები“ 11

სხვა თარგმანები 17

არამხატვრული ლიტერატურა 26

ქართველი ავტორები 29

საბავშვო და საყმაწვილო 33

გ ა მ ო მ ც ე მ ლ ო ბ ა

კ ა ტ ა ლ ო გ ი

თბილისის წიგნის ფესტივალი

2015

Page 4: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

2

ჰერმან ბროხი მთვარეულები, 850 გვ.გერმანულიდან თარგმნა მაია ბადრიძემ

„მთვარეულები“ დიდი ავსტრიელი მწერლის, ჰერმან ბროხის (1886-1951) პირველი ფილოსოფიური რომანი-ტრილოგიაა. მწერალმა, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისის გერმანიის მაგალითზე, მოახერხა არა მხოლოდ აღეწერა და გაეანალიზებინა ეპოქათა ცვლის მტკივნეული პრო-ცესი, არამედ წინასწარ განეჭვრიტა ის ახალი რეალობა, რო-მელიც ევროპულ ფასეულობათა შეუქცევადი ცვლის შედეგად დადგებოდა. ამან, უდავო ლიტერატურულ ღირსებებთან ერთად, რომანი საეტაპო მნიშვნელობის ნაწარმოებად აქცია.

მაიკლ ონდააჩი ინგლისელი პაციენტი, 344 გვ.ინგლისურიდან თარგმნა მარიამ ჩადუნელმა

მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, ფლორენციის მახლობ-ლად, მიტოვებულ ვილაში ახალგაზრდა მედდა ერთიანად დამწვარ, სასწაულით გადარჩენილ უცნობს უვლის. მათ გარდა ვილაში კიდევ ორი ადამიანია: კანადელი ქურდი და სიქჰი გამ-ნაღმველი. ეს წიგნი სწორედ ამ ოთხი, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული, თუმცა ომით ერთნაირად დაღდასმული ადა-მიანის ამბავია. „ინგლისელი პაციენტისთვის“ მაიკლ ონდააჩის ბუკერის პრემია მიენიჭა. წიგნი კიდევ უფრო ცნობილი მას მერე გახდა, რაც მის მიხედვით ფილმი გადაიღეს.

10.00d14.90d

15.00d19.90d

სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკაში“ გაერთიანებული უცხოენო-ვანი ლიტერატურა პირველად გამოიცემა ქართულად. სერიაში ბევრ ისეთ წიგნს ნახავთ, რომლებსაც კრიტიკოსები აღმატე-ბითი ეპითეტებით ახასიათებენ: ლეგენდარული, ეპოქალური, უმნიშვნელოვანესი... ჩვენ კი ასე ვიტყოდით – ძალიან კარგი წიგნები, რომლებსაც ნამდვილი მკითხველი დიდხანს ელოდა.

Page 5: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

3

10.00d11.90d

15.00d19.90d

15.00d19.90d

სალმან რუშდი ჯოზეფ ანტონი, 846 გვ.ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ

1989 წლის 14 თებერვალს სალმან რუშდის BBC-ის რეპორტიორ-მა დაურეკა და ამცნო: აიათოლა ჰომეინიმ სიკვდილი მოგისაჯა-

თო... ბრალად იმას სდებდნენ, შენი რომანი „ეშმაკეული აიები“ ისლამის, წინასწარმეტყველისა და ყურანის წინააღმდეგაა

მიმართულიო. ასე იწყება ლამის დაუჯერებელი ამბავი იმის შესახებ, როგორ იქცა მწერალი დევნილად საკუთარ ქვეყანაში; მდევნელთაგან დასამალად კი იძულებული ხდებოდა, ერთთა-

ვად პოლიციის დაცვის ქვეშ ყოფილიყო და ისიც კი მოსთხოვეს, ეგებ ფსევდონიმი შეგერჩიაო. მანაც საყვარელი მწერლები გაიხ-სენა და არჩევანი კონრადსა და ჩეხოვზე შეაჩერა – ასე მოევლი-

ნა ქვეყანას ჯოზეფ ანტონი.

ელის მანრო ძვირფასი სიცოცხლე, 284 გვ.ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

2013 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში კანადელ მწერალ ელის მანროს (1931) გადაეცა. ეს გადაწყვეტილება ბევ-რისთვის მოულოდნელი იყო. მწერლის ნიჭსა და ოსტატობაში

ეჭვი არავის შეჰპარვია, გაკვირვება სხვა რამემ გამოიწვია – ელის მანრო მოთხრობის ჟანრის ოსტატია, რომანი არასდროს

დაუწერია, მცირე პროზის ავტორები კი სქელტანიანი რომა-ნების ავტორების გვერდით თითქმის ყოველთვის იჩაგრებიან

ხოლმე. მანროსადმი მიძღვნილ სტატიებში ხშირად აღნიშნავდ-ნენ, რომ 2013 წლის ლიტერატურული ნობელი არა მხოლოდ

მწერლის, არამედ ჟანრის დაფასებაც იყო. „ძვირფასი სიცოცხ-ლე“ ავტორის ბოლო კრებულია.

სალმან რუშდი ეშმაკეული აიები, 758 გვ.ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

ზამთრის ერთ დილას, გარიჟრაჟზე, ტერორისტების მიერ გა-ტაცებული თვითმფრინავი ლამანშის თავზე აფეთქდა. ნამსხ-ვრევებსა და ათას უსარგებლო ნივთს შორის ორი ადამიანი

მოფრინავს – მთელს ჰინდუსტანში სახელგანთქმული მსახიობი ჯაბრაილ ფარიშტა და მავანი სალადინ ჩამჩა, 1001 ხმის პატრონს

რომ ეძახდნენ... ერთმანეთს ებღაუჭებიან, მოფრინავენ, მოიმ-ღერიან, მერე კი ზღვაში ჩაინთხლევიან და, რაღაც სასწაულით

გადარჩენილებს, ტალღები ალბიონის დათოვლილ სანაპიროზე გამორიყავს... ჯაბრაილს წმინდანის ბაკი ადგას თავზე, სალადინ

ჩამჩა კი ერთ რაღაც გაბანჯგვლულ, ფლოქვებიან, რქოსან არსე-ბად ქცეულა. ვიღაცამ უეჭველად კეთილისა და ბოროტის დაუს-

რულებელი ბრძოლის ასპარეზზე გამოსაყვანად არჩია ისინი...

დიოგენეს ბიბლიოთეკა

Page 6: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

4

მილან კუნდერა ყოფის აუტანელი სიმსუბუქე, 380 გვ.ჩეხურიდან თარგმნა სულხან მუხიგულაშვილმა „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ – მილან კუნდერას ყველაზე ცნო-ბილი რომანი – 1982 წელს დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ ორი წლის შემდეგ მოახერხა. ჩეხურ ენაზე დაწერილი წიგნი პირველად ფრანგულად გამოიცა. რომანის გმირები 1960-70-იანი წლების პრაღაში ცხოვრობენ, თუმცა ის რთული ურთიერთობები და ფილოსოფიური საკითხები, რომ-ლებსაც კუნდერა ეხება, ნებისმიერ ეპოქასა თუ ადგილს გულის-ხმობს.

ფილიპ როთი ამერიკული პასტორალი, 612 გვ.ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ სეიმურ ლევოვი, მეტსახელად „შვედი“, 40-იანი წლების ნიუარკ-ში ნამდვილი ვარსკვლავია. იგი თავისი სკოლელის, შემდგომში ცნობილი მწერლის, ნათან ცუკერმანის მეხსიერებაში ღრმა კვალს ტოვებს. სწორედ ცუკერმანი მოგვითხრობს მისი ბავშვო-ბის კერპის, სრულყოფილი სხეულისა და კეთილშობილი ბუნე-ბის მქონე ბიჭის შესახებ. სკოლის დამთავრების შემდეგ „შვედი“ სათავეში უდგება საოჯახო ბიზნესს და წარმატებული, ყოველმ-ხრივ სანიმუშო ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა ერთ დღეს კომუნისტური იდეებით გატაცებული „შვედის“ თექვსმეტი წლის გოგონა ყველაფერს თავდაყირა აყენებს...

ჯეკ კერუაკი გზაზე, 488 გვ.ინგლისურიდან თარგმნა თამარ ჭილაძემ ამერიკელი მწერალი და პოეტი ჯეკ კერუაკი (1922-1969) ბიტ-მოძ-რაობის პიონერია. „გზაზე“ კერუაკის საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. რომანი ძალიან სწრაფად – სამ კვირაში დაიწერა, თუმცა მისი გამოქვეყნება ავტორმა მხოლოდ შვიდი წლის შემ-დეგ – 1957-ში მოახერხა. „გზაზე“ ავტობიოგრაფიული წიგნია. სალ ფარადაიზი (რომლის პროტოტიპი თავად ჯეკ კერუაკია) შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში მოგზაურობს. მისი ლეგენ-დარული ოდისეა ამერიკული ლიტერატურის კლასიკად იქცა. წიგნი, რომელსაც გამოქვეყნებისას კრიტიკოსების უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, დღეს მეოცე საუკუნის ასი საუკეთესო ინ-გლისურენოვანი რომანის სიაშია შეტანილი.

10.00d14.90d

10.00d11.90d

10.00d11.90d

დიოგენეს ბიბლიოთეკა

Page 7: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

5

7.00d9.90d

10.00d15.90d

5.00d9.90d

ბოჰუმილ ჰრაბალი ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს, 310 გვ.ჩეხურიდან თარგმნა სულხან მუხიგულაშვილმა

„ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ მეოცე საუკუნის დიდი ჩეხი

მწერლის, ბოჰუმილ ჰრაბალის (1914-1997) ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია. 1971 წელს დაწერილი რომანი ცენზურის მიერ კარგა ხანს

იყო აკრძალული და მხოლოდ 1989 წელს გამოქვეყნდა (თუმცა არაოფიციალური გამოცემები მანამდეც არსებობდა). იან დიტე ძალიან დაბალია. ამის გამო ხან თავში წაუთაქებენ ხოლმე, ხა-

ნაც პატარასავით უყვავებენ. ოფიციანტად მსახურობს და ამქვეყ-ნად ორი რამ აღელვებს – ფული და გოგოები... „ვემსახურებოდი

ინგლისის მეფეს“ მის თავს გადამხდარი ამბებია, რომლებსაც თავად ყვება – მთლად შესაშური სიმწყობრით ვერა, თუმცაღა

მთელი მონდომებით.

ჩაკ პალანიკი მებრძოლთა კლუბი, 264 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ

„მებრძოლთა კლუბი“ – ჩაკ პალანიკის პირველი რომანი – 1996 წელს გამოქვეყნდა. 1999-ში დევიდ ფინჩერმა წიგნის მიხედვით

ამავე სახელწოდების ცნობილი ფილმი გადაიღო. „არსად ისეთი ცოცხალი არ ხარ, როგორც „მებრძოლთა კლუბში“. აქ მხოლოდ შენ და შენი მეტოქე ხართ, სარდაფის ცენტრში ნათურის ქვეშ დგახართ

სხვა მებრძოლებით გარშემორტყმული... ხედავ პირველად მოსულ ტიპს, აშკარად ვიღაც უტრაკო ცინგლიანია. გადის ექვსი თვე და იგივე

ტიპი ქვისგან გამოკვეთილი გგონია, უკვე აღარაფრის ეშინია და თავდაჯერებულია. „მებრძოლთა კლუბშიც“ ისმის ხმაური და ხვნეშა,

როგორც სპორტდარბაზში, ოღონდ აქ გარეგნობაზე არავინ ზრუნავს. აქაც ისმის ისტერიული წამოძახილები, როგორც ეკლესიაში და,

როცა კვირას შუადღით იღვიძებ, თავს გადარჩენილად გრძნობ“.

მარგარეტ ეტვუდი ბრმა მკვლელი, 868 გვ.ინგლისურიდან თარგმნა თამარ ჯაფარიძემ

რომანისთვის „ბრმა მკვლელი“ კანადელ მწერალ მარგარეტ ეტვუდს (1939) ამ საუკუნეში პირველი ბუკერის პრემია მიენიჭა. ჟურნალმა „თაიმმა“ კი წიგნი 2000 წლის საუკეთესო რომანად გამოაცხადა. ეს სქელტანიანი წიგნი, რომელიც ოჯახური საგის,

სამეცნიერო ფანტასტიკის, ისტორიული რომანის, სასიყვარულო ისტორიისა და დეტექტივის ელემენტებისგან შედგება, ჩინურ ყუთს გავს: დების – აირის და ლორა ჩეიზების ამბავს თავად

აირისი მოგვითხრობს, თუმცა რომან „ბრმა მკვლელში“ ამავე სახელწოდების კიდევ ერთი რომანია...

დიოგენეს ბიბლიოთეკა

Page 8: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

6

ჯონ ბენვილი ზღვა, 226 გვ.ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ თანამედროვე ირლანდიურ ლიტერატურაში ჯონ ბენვილის (1945) სახელი გამორჩეულია. მის დახვეწილ, სტილისტურად უნაკლო პროზას ხშირად ვლადიმირ ნაბოკოვისას ადარებენ. ბენვილი არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია, მათ შორის ბუკერის პრემიის, რომელიც მწერალს 2005 წელს მიენიჭა რომა-ნისთვის „ზღვა“. „ზღვა“ ხანში შესული მაქს მორდენის მონათხ-რობია, რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ზღვისპირა სოფელში ჩადის. იგი იხსენებს ბავშვობაში ამ ადგილას გატარე-ბულ ზაფხულს, როცა გრეისების ოჯახი გაიცნო – ადამიანები, რომლებმაც მის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვეს.

სემუელ ბეკეტი მოლოი, 296 გვ.ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ სემუელ ბეკეტს (1906-1989) ხან უკანასკნელ მოდერნისტად მოიხსენიებენ, ხანაც პირველ პოსტმოდერნისტად. ნებისმიერ შემთხვევაში, ბეკეტი – ჯეიმზ ჯოისთან ერთად – მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი ირლანდიელი მწერალია. „მოლოი“ – ბეკეტის ერთ-ერთი საუკეთესო რომანი – ფრანგულად დაიწერა და 1951 წელს გამოიცა. რამდენიმე წლის შემდეგ პატრიკ ბოულზ-მა, ავტორთან ერთად, წიგნი ინგლისურად თარგმნა. რომანი ორ ნაწილადაა გაყოფილი და ორი პერსონაჟის, მოლოისა და ჟაკ მორანის მონათხრობისაგან შედგება.

რადიარდ კიპლინგი კიმი, 442 გვ.ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ პატარა, ობოლი კიმბოლ ო’ჰარა – მეტსახელად „ქვეყნიერების ძმაბიჭი“ – ინდოეთის ქალაქ ლაჰორში ცხოვრობს. იქაური ბაზ-რის ბიჭბუჭობაში არც გამოირჩევა, შავტუხაა და მეტწილად ად-გილობრივ კილოკავზე უქცევს, თუმცა თეთრკანიანია – ირლან-დიელ ფეხოსანთა ლეგიონის მედროშის შვილი. კიმი ტიბეტელ ლამას უმეგობრდება და მასთან ერთად გასწევს სახეტიალოდ. მალე კი გამჭრიახი და ენამოსწრებული პატარა ბიჭი „დიდი თამაშის“ მონაწილე ხდება, თამაშისა, რომელშიც ჩაბმულები არიან ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური და რუსეთის იმპერიის ჯაშუშები.

7.00d9.90d

5.00d11.90d

5.00d9.90d

დიოგენეს ბიბლიოთეკა

Page 9: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

7

5.00d11.90d

5.00d9.90d

6.00d9.90d

ჯულიან ბარნსი ფლობერის თუთიყუში, 280 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ნინო ქაჯაიამ

„რატომ გვაქეზებს ნაწერი, რომ მწერალს ავედევნოთ? რატომ

ვერ ვეშვებით? წიგნებს რატომ ვერ ვჯერდებით? ფლობერს უნდოდა, წიგნები გვეკმარა: სულ ერთი-ორი მწერალი თუ მო-იძებნება, მასზე მეტად რომ სჯეროდეს ნაწერის ობიექტურობა

და მწერლის პიროვნების უმნიშვნელობა; თუმცა ჩვენ მაინც ვჯი-უტობთ, თავს არ ვანებებთ“. ეს ჯეფრი ბრაითუეიტის, ფლობერის

შემოქმედების მოყვარული მკვლევრის სიტყვებია, რომელიც მთელი წიგნის მანძილზე გენიოსის ცხოვრების დეტალებს უღრ-მავდება და მათზე მსჯელობს. ეს წიგნი შეიძლება გუსტავ ფლო-ბერის უჩვეულო ფორმის ბიოგრაფიად ჩაითვალოს, შეიძლება

– ერთი ახირებული კაცის მსჯელობად მწერლობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ნამდვილი ლიტერატურაა.

გ. კ. ჩესტერტონი მოთხრობები მამა ბრაუნზე, 398 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ

ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსი გ. კ. ჩესტერტონი (1874-

1936) უამრავი ლექსის, მოთხრობის, რომანისა და ესეს ავტორია, თუმცა, პირველ რიგში, მაინც მამა ბრაუნის შესახებ შექმნილი

მოთხრობებითაა ცნობილი. ამ მოთხრობებში ყოველთვის არის დამნაშავე, რომლის მხილებასაც ჩია, მორიდებული კათოლიკე მღვდელი ცდილობს. ბრიტანეთში მამა ბრაუნი პოპულარობით

ლეგენდარულ ბეიკერსტრიტელ დეტექტივსაც კი უწევს მეტო-ქეობას. ჩესტერტონი – მისი კლასიკად ქცეული სენტენციებისა

და თხრობის ბრწყინვალე სტილის წყალობით – არა მხოლოდ დეტექტიური ჟანრის მოყვარულებს იზიდავს.

რომენ გარი თეთრი ძაღლი, 304 გვ.ფრანგულიდან თარგმნა მერაბ ფიფიამ

რომენ გარი ცნობილი ფრანგი მწერლის, რეჟისორის, სამხედრო

მფრინავისა და დიპლომატის, რომან კაცევის (1914-1980) ფსევ-დონიმია. იგი ერთადერთი მწერალია, ვისაც ორჯერ გადაეცა

გონკურის პრემია, რომელიც – წესის მიხედვით – ავტორს მხო-ლოდ ერთხელ ენიჭება. მეორე გონკური მწერალს ემილ აჟარის ფსევდონიმით გამოცემული რომანისთვის ერგო. „თეთრი ძაღ-

ლი“ ავტობიოგრაფიული წიგნია. ეს არის ადამიანისა და ძაღლის ურთიერთობის ტრაგიკული ისტორია – რეალური ამბავი, თუ რო-

გორ ცდილობდა მწერალი ხელახლა გაეწვრთნა და ადამიანე-ბისთვის უსაფრთხო არსებად ექცია პოლიციის მიერ საგანგებოდ

შავკანიანებზე დაგეშილი ნაგაზი.

დიოგენეს ბიბლიოთეკა

Page 10: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

8

პოლ ოსტერი, ჯ. მ. კუტზეე

აქ და ახლა – წერილები (2008-2011), 332 გვ.

ინგლისურიდან თარგმნეს ქეთი ქანთარიამ და ირმა ტაველიძემ

მართალია, ერთმანეთის ნაწერებს წლების განმავლობაში კით-

ხულობდნენ, ურთიერთობა კი 2005 წლიდან აქვთ, პოლ ოსტერი

და ჯონ მაქსველ კუტზეე ერთმანეთს მხოლოდ 2008 წელს შეხვ-

დნენ. შეხვედრიდან ძალიან მალე კუტზეემ ოსტერს წერილი

მისწერა, რომელშიც თანამშრომლობას სთავაზობდა. მისმა

წინადადებამ ოსტერი დააინტერესა. საპასუხო წერილში მან

კუტზეეს მათთვის საინტერესო თემებზე ხანგრძლივი დიალოგის

წამოწყება შესთავაზა. ასე გაჩნდა ის მიმოწერა, რომელიც ამ

წიგნშია წარმოდგენილი.

პიტერ კერი ძარცვა, 404 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ ავსტრალიელმა მწერალმა პიტერ კერიმ (1943) იგივე მოახერხა, რაც თურქმა ორჰან ფამუქმა და სამხრეთ აფრიკელმა ჯონ კუტ-ზეემ – თავისი ქვეყანა გეოგრაფიული პერიფერიიდან თანამედ-როვე ლიტერატურის ცენტრში გადაიტანა. პიტერ კერის ყოველი ახალი წიგნი ინგლისურენოვან ლიტერატურულ სამყაროში წლის მოვლენაა. 2006 წელს გამოქვეყნებული რომანი „ძარცვა“ ერთ დროს სახელგანთქმული ავსტრალიელი მხატვრის, მაიკლ ბოუნის, მეტსახელად ბუჩერის ამბავია. ყველასგან დავიწყებული მაიკლი დღეებს მიყრუებულ სოფელში, აუტისტ ძმასთან ერთად ატარებს, სანამ მათ ცხოვრებაში ახალგაზრდა ქალი არ ჩნდება, რომელიც ყველაფერს ცვლის.

ჯონ ფაულზი კოლექციონერი, 436 გვ.ინგლისურიდან თარგმნა გია ბერაძემ ჯონ ფაულზი 1926 წელს ინგლისში დაიბადა. სკოლის დამთავრე-ბის შემდეგ საზღვაო ქვეითად მსახურობდა, მოგვიანებით კი ოქს-ფორდში ფრანგულს სწავლობდა. რამდენიმე წელი ფაულზმა სა-ბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე გაატარა, სადაც მასწავლებლად მუშაობდა. სწორედ ამ დროს დაიწყო წერაც. „კოლექციონერი“ – ახალგაზრდა მხატვრის, მირანდა გრეისა და მასზე შეყვარებუ-ლი კლერკის, ფრედერიკ კლეგის შემზარავი ისტორია – ფაულზის პირველი გამოქვეყნებული რომანია. წიგნს დიდი წარმატება ხვდა. მწერალმა შეძლო, მასწავლებლობისთვის თავი გაენებებინა და მთელი დრო ლიტერატურისთვის დაეთმო. იგი ინგლისის სამხ-რეთით, პროვინციულ ქალაქში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.

8.00d11.90d

10.00d11.90d

5.00d9.90d

დიოგენეს ბიბლიოთეკა

Page 11: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

9

8.00d11.90d

10.00d13.90d

7.00d9.90d

პ. გ. ვუდჰაუსი დაიკიდე, ჯივზ!, 272 გვ.ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

რომანებისა და მოთხრობების სერია ჯივზისა და ვუსტერის შე-

სახებ იუმორისტული ლიტერატურის კლასიკოსის, პელემ გრენ-ვილ ვუდჰაუსი წიგნებს შორის ყველაზე ცნობილია. ინგლისელი არისტოკრატი ბერტი ვუსტერი და მისი გამჭრიახი კამერდინერი ჯივზი მსოფლიო ლიტერატურაში ისევე ცნობილები არიან, რო-

გორც ჰოლმსი და უოტსონი. „დაიკიდე, ჯივზ!“ ამ სერიის ერთ-ერთი წიგნია.

ედით უორტონი, უმანკოების ხანა, 428 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა

„უმანკოების ხანა“ ძველი ნიუ-იორკის ცხოვრების ამსახველი რომანია. მწერალი ხატოვნად აცოცხლებს გაზით განათებულ

ქუჩებს, სასახლეებში გამართულ მეჯლისებსა და საზოგადოებას, რომლის წევრებიც „სკანდალს ავადმყოფობაზე მეტად უფრთ-

ხიან“. ასეთია ნიულენდ არჩერისა და მისი საცოლის, მეი უელან-დის სამყარო. მაგრამ უეცრად, დიდი ხნის შემდეგ, ნიუ-იორკში

ბრუნდება უცნაური, ყველასგან განსხვავებული გრაფინია ელენ ოლენსკა და არჩერის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

უილიამ ფოლკნერი დროშები მტვერში, 548 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ

„დროშები მტვერში“ უილიამ ფოლკნერის (1897-1962) რომანები-

დან პირველია, რომლის მოქმედებაც მწერლის მიერ გამოგო-ნილ „იოკნაპატოფას ოლქში“ ხდება. 1929 წელს გამოქვეყნებულ

წიგნს – გამომცემლის დაჟინებით – „სარტორისი“ დაერქვა, რომანის ტექსტი კი მნიშვნელოვნად შემოკლდა. „დროშები

მტვერში“ – ავტორისეული სახელწოდებით და სრულად – მხო-ლოდ ფოლკნერის გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ – 1973-ში

გამოიცა. ეს არის მდიდარი სამხრეთული ოჯახის დრამატული ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წლებში

ვითარდება.

დიოგენეს ბიბლიოთეკა

Page 12: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

ჰენრი მილერი კირჩხიბის ტროპიკი, 420 გვ.ინგლისურიდან თარგმნა თამარ ჯაფარიძემ „კირჩხიბის ტროპიკი“, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ექს-ცენტრიკული და თამამი მწერლის, ჰენრი მილერის (1891-1980) სკანდალური რომანი, მისი სხვა წიგნების მსგავსად, დიდწილად ავტობიოგრაფიულია. რომანი გასული საუკუნის 30-იან წლებში პარიზში მცხოვრები, უფულობითა და შიმშილით გატანჯული ავ-ტორის მონოლოგია. წიგნი პირველად 1934 წელს პარიზში გამო-იცა და მილერის თანამედროვეთა – მათ შორის სემუელ ბეკეტისა და ჯორჯ ორუელის – დიდი მოწონება დაიმსახურა. პორნოგრაფი-ულობასა და ამორალურობაში ბრალდების გამო მწერლის რო-მანები მის სამშობლოში კარგა ხანს აკრძალული იყო. „კირჩხიბის ტროპიკი“ შეერთებულ შტატებში მხოლოდ 1961 წელს გამოიცა.

პოლ ოსტერი მისნის ღამე, 324 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ სიდნი ორი, ამ წიგნის პროტაგონისტი, სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. თვეების შემდეგ ახალ ცხოვრებას ისე იწყებს, თით-ქოს ბურანშია – და აი აქ ხვდები, რომ რეალობის განცდადაკარ-გულს, ფიზიკურად სრულიად გამოფიტულს, ქუჩაში ექიმის რჩე-ვით ჯიუტად მოლასლასე ადამიანს რეალობა სულ სხვანაირად წარმოუდგება. ყველაფერი, რაც ცხოვრებაში მყარი, თავისთავად მისაღები, მკვიდრად ფესვგადგმული ჩანს, მისთვის აუტანლად მძიმე და დიდია (თავის ლამის უსხეულო არსებობასთან შედა-რებით), ყველა როლი ცხოვრებაში – განსაკუთრებული, მწერ-ლის ხელობა კი – ერთადერთი გასაღები, რომლის მეშვეობითაც ხელახლა შეძლებს რეალობაში შესვლას.

ჯ. მ. კუტზეე სირცხვილი, 300 გვ.ინგლისურიდან თარგმნა გია ბერაძემ ჯონ მაქსველ კუტზეე (1940) თანამედროვეობის ერთ-ერთი ყვე-ლაზე მნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი რომანისტია. მწერალი ბუკერის პრემიის ისტორიაში პირველი ავტორია, რომელსაც ეს ჯილდო ორჯერ გადასცეს. მეორე ბუკერი კუტზეეს სწორედ 1999 წელს გამოქვეყნებულ რომან „სირცხვილისთვის“ მიენიჭა. 2003 წელს კი მწერალი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. წიგნის მთავარი გმირი კეიპტაუნის უნივერსიტეტის პროფესორი დევიდ ლურია, რომლის ცხოვრებაც თავდაყირა დგება მას შემდეგ, რაც სტუდენტ გოგონასთან მისი სასიყვარულო ურთიერთობის ამბა-ვი მჟღავნდება.

8.00d11.90d

8.00d9.90d

8.00d11.90d

დიოგენეს ბიბლიოთეკა

10

Page 13: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

11

10.00d14.90d

10.00d14.90d

ფილიპ როთი პორტნოის სინდრომიმაგარი ყდა, 340 გვ.

ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ

ამერიკული ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსი – ფილიპ როთი (1933) არაერთი ბრწყინვალე რომანის ავტორია, თუმცა „პორტნოის სინდრომი“ მათ შორის ყველაზე ცნობილია. 1969

წელს გამოცემულმა წიგნმა ამერიკაში ისეთივე ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორიც თავის დროზე ვლადიმირ ნაბოკოვის

„ლოლიტამ“ და ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკმა“. მთელი რომანი ფსიქოთერაპიის სეანსზე მყოფი ალექს პორტნოის გაბ-მული მონოლოგია, რომელიც ბავშვობის მოგონებებით იწყება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და თამამი წიგნი მეოცე

საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში.

სერია „ამერიკელები“ მეოცე საუკუნის მეორე ნახევრისა და ოცდამეერთე საუკუნის ამერი-კული ლიტერატურის 20 მნიშვნელოვან ტექსტს აერთიანებს. ეს არის წიგნები, რომელთა გარეშე ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურა.

ჯონათან საფრან ფოერი სრული გასხივოსნებამაგარი ყდა, 408 გვ.

ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

25 წლის ჯონათან საფრან ფოერის (1977) ამერიკულ ლიტერა-ტურაში გამოჩენა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ მის შესახებ

არათუ რიგითი კრიტიკოსები, პროზის დინჯი და სიტყვაძუნწი ოსტატებიც კი აღფრთოვანებით წერდნენ. 2002 წელს გამოქვეყ-ნებულ სადებიუტო რომან „სრულ გასხივოსნებას“ ჯონ აპდაიკმა „გამაოგნებელი წიგნი“ უწოდა. ეს არის გამქრალი ებრაული და-

სახლება ტრახიმბროდის, ამ დასახლების საძებნად უკრაინაში ჩასული ამერიკელისა და უხეირო ინგლისურით მოლაპარაკე

მისი ოდესელი თარჯიმნის ისტორია, მოთხრობილი მეტად უცნა-ური და სასაცილო ენით.

სერია „ამერიკელები“

Page 14: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

12

ამერიკელები

თომას პინჩონი ლოტ 49-ის გამოცხადებამაგარი ყდა, 224 გვ.ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ ჯერომ სელინჯერის შემდეგ თანამედროვე ამერიკულ ლიტერატუ-რაში თომას პინჩონი ყველაზე ცნობილი განდეგილია. მწერლის შესახებ დანამდვილებით ცნობილია, რომ 1937 წელს დაიბადა, მსახურობდა სამხედრო ფლოტში, სწავლობდა კორნელის უნი-ვერსიტეტში, მუშაობდა კომპანია „ბოინგში“, არის შვიდი რომანის ავტორი. „ლოტ 49-ის გამოცხადება“ – რომანი, რომელიც პოსტმო-დერნისტული ლიტერატურის შედევრად ითვლება და კალიფორ-ნიელი დიასახლისის თავს გადამხდარი უცნაური ამბავია – პინჩო-ნის მეორე, 1966 წელს გამოცემული წიგნია.

ჰანტერ ს. თომპსონი ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში მაგარი ყდა, 216 გვ.ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ „ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში“ თომპსონის ყველაზე ცნობილი რომანია. ეს არის სხვადასხვა ჯურის ნარკოტიკებით – „ამყვანებით, დამყვანებით, ამჭყივლებლებით, ამგდებ-დამგ-დებლებითა თუ მასხარების მთელი გროვით“ გაბრუებული მთა-ვარი გმირის – რაულ დიუკისა და მისი ადვოკატის ლას-ვეგასში, ამერიკული ოცნების საძიებლად გამგზავრების ამბავი.

უილიამ ბეროუზი ჯანქიმაგარი ყდა, 216 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ უილიამ ბეროუზი (1914-1997), ჯეკ კერუაკთან და ალენ გინზბერგ-თან ერთად, ბიტ-მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა და მეოცე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. „ჯანქი“ ბეროუზის პირველი გამოქვეყნებუ-ლი რომანია. ეს არის ავტობიოგრაფიული ტექსტი – ერთგვარი რეპორტაჟი, რომელშიც ნარკოდამოკიდებული ადამიანის გა-მოცდილებაა აღწერილი.

5.00d12.90d

5.00d12.90d

5.00d12.90d

Page 15: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

13

ამერიკელები

10.00d16.90d

10.00d12.90d

7.00d11.90d

ვუდი ალენი თანამდევი მოვლენებიმაგარი ყდა, 164 გვ.

ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

„თანამდევი მოვლენები“ ცნობილი ამერიკელი რეჟისორის, სცენარისტისა და მწერლის, ვუდი ალენის (1935) იუმორისტული კრებულია, რომელიც განსხვავებული ფორმისა და თემატიკის

ჩვიდმეტი ტექსტისაგან შედგება. პროფესორ ნიდელმანის მოსა-გონარს, მსჯელობას ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე, პლატონის

დიალოგების სტილში დაწერილ საკუთარი თავის აპოლოგიას თუ გამოსაშვებ საღამოზე წარმოთქმულ სიტყვას ერთი რამ აერ-

თიანებს – ყველა მათგანი ძალიან სასაცილოა.

სოლ ბელოუ ჰენდერსონი, წვიმის მეფემაგარი ყდა, 562 გვ.

ინგლისურიდან თარგმნა ლელა დუმბაძემ

სოლ ბელოუ (1915-2005) უილიამ ფოლკნერის შემდეგ უმნიშვ-ნელოვანეს ამერიკელ რომანისტად ითვლება. „ჰენდერსონი, წვიმის მეფე“ – ნობელიანტი მწერლის მეხუთე რომანი – 1959

წელს გამოიცა. წიგნის მთავარი გმირი, ჯინ ჰენდერსონი კონექ-ტიკუტელი მილიონერია, რომელიც ერთ დღესაც გადაწყვეტს,

რომ ცხოვრებაში რაღაცების შეცვლის დრო დამდგარა და აფ-რიკაში მიემგზავრება.

სილვია პლათი ზარხუფიმაგარი ყდა, 296 გვ.

ინგლისურიდან თარგმნა ლელა სამნიაშვილმა

„ზარხუფი“ ამერიკელი პოეტის, სილვია პლათის (1932-1963) ყველაზე ცნობილი პროზაული ტექსტია. რომანი, რომელიც

დიდწილად ავტობიოგრაფიულია, 1963 წელს, ავტორის თვითმ-კვლელობამდე ერთი თვით ადრე გამოიცა ვიქტორია ლუკასის

ფსევდონიმით.

Page 16: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

14

ამერიკელები

ჯეკ კერუაკი დჰარმის მაწანწალებიმაგარი ყდა, 300 გვ.ინგლისურიდან თარგმნა მაია გოგოლაძემ „ბავშვობაში ორეგონში სულაც არ ვგრძნობდი თავს ამერიკე-ლად. ჩემთვის უცხო იყო პროვინციული იდეალები, სექსთან და-კავშირებული აკრძალვები… მაგრამ შემდეგ ბუდიზმი აღმოვაჩი-ნე და მივხვდი, რომ ადრეც მიცხოვრია, მრავალი საუკუნის წინ, ახლა კი მაშინდელი შეცდომებისა და შეცოდებებისთვის ვისჯები. ასეთი ხვედრი მერგო – დავბადებულიყავი ამერიკაში, სადაც ვე-რავინ ხალისობს და არავის არაფრის სწამს, განსაკუთრებით კი თავისუფლების“. ეს ჯეფი რაიდერის, „დჰარმის მაწანწალების“ ერთ-ერთი მთავარი გმირის სიტყვებია, რომლებიც ამ წიგნის სულისკვეთებას საუკეთესოდ გამოხატავს.

ჯოის კეროლ ოუტსი შავი წყალიმაგარი ყდა, 154 გვ.ინგლისურიდან თარგმნა მაია გოგოლაძემ რომანი „შავი წყალი“ 1992 წელს გამოქვეყნდა. მომდევნო წელს ამ წიგნისთვის ოუტსი პულიცერის პრემიაზე წარადგინეს. ამ მცირე რომანში დატრიალებული ამბავი ე.წ. „ჩაპაკვიდიკის ინცი-დენტს“ ეხმიანება – 1969 წელს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, როცა კუნძულ ჩაპაკვიდიკთან სენატორ ტედ კენედის მანქანა წყალში გადავარდა, სენატორის თანამგზავრი ახალგაზრდა ქალი კი დაიღუპა.

კურტ ვონეგუტი სარწეველა ფისოსათვისმაგარი ყდა, 360 გვ.ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ დოქტორი ფელიქს ჰონიკერი, ატომური ბომბის ერთ-ერთი შემქმნელი, მთლიანად სამეცნიერო კვლევა-ძიებაშია ჩაფლუ-ლი და მისი მიღწევების პრაქტიკაში გამოყენების დამღუპველი შედეგები ნაკლებად აღელვებს. იგი ერთი მეტად სახიფათო გა-მოგონების ავტორია, რომელსაც „ყინული-9“ ჰქვია. „ყინული-9“ მსოფლიო ოკეანესთან დაკავშირებულ ნებისმიერ მდინარესა თუ ნაკადულში მოხვედრისას წყალს ყინულად აქცევს და საფრ-თხეს უქმნის სიცოცხლეს დედამიწაზე. ეს გამოგონება ჰონიკერის მემკვიდრეთა ხელში ხვდება, მათ კი ანგარება ამოძრავებთ...

5.00d11.90d

10.00d14.90d

10.00d14.90d

Page 17: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

15

ამერიკელები

10.00d14.90d

10.00d14.90d

10.00d14.90d

ჯეფრი იუჯინიდისი თვითმკვლელი ქალწულებიმაგარი ყდა, 296 გვ.

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

„თვითმკვლელი ქალწულები“ ჯეფრი იუჯინიდისის პირველი რო-მანია, რომლის მიხედვითაც ცნობილმა ამერიკელმა რეჟისორმა,

სოფია კოპოლამ სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. გასული საუკუნის 70-იან წლებში, მიჩიგანის შტატის ქალაქ გროს-პოინტში, ლისბონების ოჯახში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს ერთმნიშვ-ნელოვანი ახსნა არ აქვს. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ამერი-კელი მოზარდების – ლისბონების გოგონების თითოეული ნაბიჯი

თავზარდამცემად ლოგიკურიცაა და ამავე დროს ალოგიკურიც. სიცოცხლისა და სიყვარულის წყურვილი, სქესობრივი ლტოლვა, თავისუფლებისკენ სწრაფვა საბედისწეროდ სახეცვლილი წარ-

მოგვიდგება ჯეფრი იუჯინიდისის ამ წიგნში.

პოლ ოსტერი ილუზიების წიგნიმაგარი ყდა, 422 გვ.

ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ

პროფესორი დევიდ ზიმერი ღრმა დეპრესიით იტანჯება მას შემდეგ, რაც ავიაკატასტროფის შედეგად მეუღლე და შვილები დაკარგა. შემთხვევით იგი ნახულობს ფილმს მუნჯი კინოს ერთ

დროს ცნობილი მსახიობის ჰექტორ მანის მონაწილეობით, რომელიც 1929 წელს უკვალოდ გაუჩინარდა. ზიმერი იწყებს

მოგზაურობას ამერიკასა და ევროპაში, რათა მოიძიოს იშვიათი ფილმები მანის მონაწილეობით და მსახიობის შესახებ წიგნი

დაწეროს. ერთ დღეს იგი უცნაურ წერილს იღებს, რომლიდანაც იტყობს, რომ მსახიობი ჰექტორ მანი ცოცხალია და მასთან შეხ-

ვედრა სურს...

სტივენ კინგი კერიმაგარი ყდა, 280 გვ.

ინგლისურიდან თარგმნა დავით ახალაძემ

„კერი“ სტივენ კინგის პირველი გამოქვეყნებული რომანია. სწორედ ამ წიგნით დაიწყო ახალი ხანა ჰორორის ჟანრის ლი-ტერატურაში. ეს გახლავთ ერთი დაჩაგრული (შინ – დედის რე-

ლიგიური ფანატიზმისაგან, ხოლო სკოლაში – თანაკლასელების დაუნდობლობისაგან) და ყველასგან გარიყული გოგონას – კე-რიეტ უაიტის – ტრაგიკული ისტორია. გოგონას ყოველი მცდე-

ლობა, როგორმე გაარღვიოს მოჯადოებული წრე და ჩვეულებ-რივი ამერიკელი მოზარდის ცხოვრებით იცხოვროს, კრახით

მთავრდება. თითქოსდა ბედს შეგუებული კერი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ შეუძლია, მწარედ იძიოს შური...

Page 18: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

16

ამერიკელები

თრუმენ კეპოუტი ხელის აუკანკალებლადმაგარი ყდა, 368 გვ.ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

თრუმენ კეპოუტი ლიტერატურაში ე. წ. „ახალი ჟურნალისტიკის“ ჟანრის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. რომანი „ხელის აუკანკალებლად“ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. რომანს საფუძვლად რეალური ამბავი უდევს – 1959 წ. კანზასში ჩადენილი მკვლელობა, როდესაც მთელი ოჯახი (მამა, დედა და ორი შვილი) ამოწყვიტეს – და ძალადობის, როგორც რთული სოციალური და ფსიქოლოგიური ფენომენის, ამოხსნის მცდე-ლობაა.

12.00d16.90d

Page 19: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

17

25.00d34.90d

15.00d19.90d

ორჰან ფამუქი უმანკოების მუზეუმი712 გვ.

თურქულიდან თარგმნა ეკატერინე ახვლედიანმა

30 წლის ქემალისა და 18 წლის ფუსუნის სიყვარულის ისტორია, რომელიც, ძირითადად, 1970-80-იან წლებში ვითარდება. რო-

გორც მწერლის თითქმის ყველა წიგნში, აქაც ერთ-ერთი მთა-ვარი გმირი სტამბოლია – ევროპული ყაიდის პროსპექტებით და აზიური ქალაქის ჩიხებით, დიდებული მეჩეთებითა და ღარიბთა

უბადრუკი უბნებით.

ორჰან ფამუქი ნივთების უმანკოებამაგარი ყდა, სუპერი. 260 გვ.

თურქულიდან თარგმნა ეკატერინე ახვლედიანმა

წიგნი, რომელიც ძველ სტამბოლელ ტაქსის მძღოლებზე, სახ-ლიდან სახლში საკერავზე მოსიარულე თერძებზე, კაზინოებისა

და კინემატოგრაფისტების წრეებზე, ბოსფორის სრუტეზე, სააგა-რაკო ცხოვრების კულტურაზე, ჩაის სმაზე, ყავახანებში ბანქოს თამაშსა და მსგავს განსხვავებულ სფეროებზე მოგვითხრობს,

პარალელურად აღგვიწერს, თუ როგორ ქმნიდა ორჰან ფამუქი თხუთმეტი წლის განმავლობაში „უმანკოების მუზეუმს“ და მუზე-

უმის კატალოგადაც გვევლინება.

ორჰან ფამუქი სტამბოლი540 გვ.

თურქულიდან თარგმნა თამარ ალფენიძემ

„სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი“ ავტობიოგრაფიული წიგნია. „ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც სვამს

კითხვას თავის არსებობასთან, არსებობის არსთან, დაბადე-ბის ადგილისა და დროის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. რა აზრი დევს ნეტავ მაინცდამაინც მსოფლიოს ამ წერტილში, დროის ამ მონაკვეთში ჩვენს მოვლინებაში? სამართლიანია,

თუ არა, რომ ლატარიის ბილეთივით შემხვდა ეს ოჯახი, ქვეყანა, ქალაქი, რომელიც უნდა შემყვარებოდა და გულწრფელად შე-

მიყვარდა კიდეც“.10.00d13.90d

სხვა თარგმანები

Page 20: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

18

ორჰან ფამუქი გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი174 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ია ბერსენაძემ „გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი“ რომანის ხე-ლოვნების შესახებ დაწერილი ესეების კრებულია.

ორჰან ფამუქი სხვა ფერები, 694 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ბასილაშვილმა „სხვა ფერები“ ორჰან ფამუქის ჩანაწერების კრებულია. ეს ჩანა-წერები წლების მანძილზე, მწერლის რომანების პარალელურად იქმნებოდა. ისევე, როგორც ტექსტების ფორმა (ესე, სტატია, საჯარო გამოსვლა, ინტერვიუ, მოთხრობა...) მათი თემატიკაც განსხვავებულია: კულტურათა დაპირისპირება, ისტორია, პოლი-ტიკა, რელიგია, თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურა... ამ მასშტაბურ თემებზე მსჯელობა წიგნის მხოლოდ ნაწილია. აქვეა ჩანაწერები, რომლებიც ყოფით და, შესაძლოა, მკითხველისთვის უფრო საინტერესო ამბებს ეხება. მაგალითად, როგორ დაანება მწერალმა თავი მოწევას, ან რა ახირებები აქვს მაჯის საათებთან დაკავშირებით. 10.00d

15.90d

5.00d9.90d

7.00d9.90d

სტივენ კინგი ბნელი კოშკი 1 (მსროლელი), 294 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ

რვა წიგნისაგან შემდგარი სერია „ბნელი კოშკი“ ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, ჰორორისა და ვესტერნის მოყვარუ-ლებისთვის გამორჩეული საკითხავია. „ბნელ კოშკში“ მოთხ-რობილია მსროლელ როლანდ დისქეინის თავგადასავალი. მისი მიზანია, იპოვოს ბნელი კოშკი – ყველა სამყაროს შემაკავში-რებელი ღერძი, რომელიც სამყაროებს ნგრევისა და ქაოსისგან იცავს. თავად ავტორი ამ სერიას თავისი შემოქმედების მწვერ-ვალს უწოდებს. „მსროლელი“ სერიის პირველი წიგნია. მასში მკითხველი ეცნობა მთავარ გმირს, რომელსაც მეტოქის, ძლევა-მოსილი ჯადოქრის, შავსამოსიანი კაცის შეპყრობა განუზრახავს, რათა მისი დახმარებით ბნელ კოშკამდე მიაღწიოს.

სხვა თარგმანები

Page 21: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

19

10.00d14.90d

სტივენ კინგი ბნელი კოშკი 2 (სამის გამორჩევა), 510 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ნინო შეყილაძემ

„სამის გამორჩევა“ ციკლის მეორე წიგნია. პირველი წიგნის, „მსროლელის“, ბოლოს შავსამოსიანი კაცი როლანდს ტაროს

კარტით უმკითხავებს და მომავალს უწინასწარმეტყველებს. იგი როლანდს ყურადღებას სამ უჩვეულო კარტზე – „პატიმარზე“,

„ჩრდილების ქალბატონზე“ და „სიკვდილზე“ ამახვილებინებს. „სამის გამორჩევა“ სწორედ ამ წინასწარმეტყველების ახდენა-ზე მოგვითხრობს – როლანდის მეორე ნაბიჯზე კოშკის ძიების

რთულსა და ხიფათით სავსე გზაზე.

სტივენ კინგი ჯოილენდი, 316 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ბასილაშვილმა

ხანში შესული დევინ ჯონსი ახალგაზრდობის ამბებს იხსენებს: „21 წლის ვიყავი, ჯერ კიდევ ვაჟიშვილი გახლდით და ლიტერატურუ-

ლი მისწრაფებები მქონდა... დანჯღრეული „ფორდიც“ მყავდა (ვე-რაფერს ვიტყვი, რადიო კარგად უმუშავებდა), შიგადაშიგ თვითმ-კვლელობაზე ფიქრებს მივეცემოდი ხოლმე, გული კი გაბზარული მქონდა“. მთავარი გმირის ცხოვრება 1973 წლის ზაფხულში სამუ-დამოდ იცვლება. არდადეგებზე ჯონსი მუშაობას გასართობ პარკ

„ჯოილენდში“ იწყებს. „ჯოილენდი“ სხვა მსგავსი პარკებისგან არაფრით გამორჩეული იქნებოდა, რომ არა მის ერთ-ერთ პავი-ლიონში მომხდარი შემზარავი მკვლელობა და მასთან დაკავში-

რებული უცნაურობები, რომლებიც ჯონსს მოსვენებას არ აძლევს. 7.00d9.90d

სხვა თარგმანები

10.00d14.90d

სტივენ კინგი მისტერ მერსედესი, 612 გვ.ინგლისურიდან თარგმნეს თამარ წილოსანმა,

თამარ ხინჩაგაშვილმა და ნათია სოყურაშვილმა

ამ რომანში კინგი კლასიკურ დეტექტიურ სიუჟეტს სთვაზობს მკითხველს, რაც ჟანრობრივი სიახლეა მის შემოქმედებაში.

ნაწარმოებში მოქმედება 21-ე საუკუნის აშშ-ში ხდება. გადამდ-გარი დეტექტივი ჰოჯიზი, რომელსაც მოსვენებას არ აძლევს

მასობრივი მკვლელობის გაუხსნელი საქმე, ნელ-ნელა იძირება სულიერ დეპრესიაში. მოულოდნელად ფოსტით წერილი მოდის, რომელიც სავარაუდო მკვლელს ეკუთვნის. ეს წერილი ნამდვი-

ლი გამოწვევაა ყოფილი პოლიციელისთვის. ჰოჯიზი გადაწყვეტს, რომ ენერგიულად იმოქმედოს და აღარ დაუშვას მორიგი სისხ-

ლისღვრა...

Page 22: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

20

სტივენ კინგი უძილობა, 924 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ბასილაშვილმა სტივენ კინგის (1947) რომანი „უძილობა“ პირველად 1994 წელს გამოქვეყნდა. რომანის მოქმედება გამოგონილ ქალაქ დერი-ში ვითარდება. მთავარი გმირი, რალფ რობერტსი უძილობით იტანჯება. იგი სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, რათა დაძი-ნება შეძლოს, თუმცა ვერაფრით ახერხებს. საბოლოოდ, რალფს უცნაური ხილვები ეწყება. იგი ხედავს იმას, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ ამჩნევენ...

10.00d15.90d

10.00d14.90d

სტივენ კინგი წელიწადის დრონი, 712 გვ.ინგლისურიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ „წელიწადის დრონი“ ოთხი მცირე რომანისაგან შედგენილი კრებულია. „რიტა ჰეიუორთი და გაქცევა შოუშენკის საპატიმ-როდან“, „ნიჭიერი მოწაფე“, „გვამი“ და „სუნთქვის მეთოდი“ განსხვავდება კინგის სხვა წიგნებისგან და ერთი ჟანრის ფარგ-ლებს სცილდება. „წელიწადის დრონის“ ოთხი რომანიდან სამის მიხედვით ცნობილი ფილმებია გადაღებული.

კლდის პირზე, ჭვავის ყანაში... 220 გვ.ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

უცხოენოვან წიგნებს შორის ცოტაა ისეთი, ქართულად რამდენ-ჯერმე რომ ეთარგმნოთ. სელინჯერის „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში...“ ასეთი ბედნიერი გამონაკლისია. 1951 წელს გამოქვეყ-ნებული რომანი პირველად ვახტანგ ჭელიძემ თარგმნა 60-იან წლებში (წიგნს „თამაში ჭვავის ყანაში“ ერქვა), ოცდამეერთე სა-უკუნის დასაწყისში კი გია ჭუმბურიძის თარგმანი გამოიცა. ძველ ვარიანტთან შედარებით ახალ თარგმანში მთავარი გმირის – 17 წლის ჰოლდენ კოლფილდის მეტყველება (40-იანი წლების ამერიკული სლენგი) მეტადაა დაახლოებული სასაუბრო ენას და დიდწილად თავისუფალია ევფემიზმებისგან.

5.00d7.90d

სხვა თარგმანები

Page 23: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

21

5.00d7.90d

ფრენი და ზუი, 184 გვ.ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

ჯერომ სელინჯერის „ფრენი და ზუი“ გლასების ოჯახის შესახებ შექმნილი მოთხრობების ციკლის ნაწილია. წიგნი ორ მოზრდილ მოთხრობას აერთიანებს. ფრენი და ზუი (და-ძმა), მათი უფროსი

ძმების მსგავსად და დიდწილად მათი მეცადინეობით, ბავშვობიდან გამორჩეულები იყვნენ. მათ ვუნდერკინდებად მოიხსენიებდნენ.

რთული ოჯახური ურთიერთობები, კონფლიქტი გარესამყაროს-თან და საკუთარ თავთან, ძენ ბუდიზმი და ინდური ფილოსოფია

წიგნის მთავარი თემებია. ზედმეტად მგრძნობიარე და გაუწონას-წორებელ მთავარ გმირებს მწერალი განსაკუთრებული იუმორი-

თა და სითბოთი აღწერს.

5.00d7.90d

ჭერი ასწიეთ დურგლებო და სიმორი, შესავალი, 262 გვ.ინგლისურიდან თარგმნეს ვახტანგ ჭელიძემ და ლელა დუმბაძემ

„ჭერი ასწიეთ, დურგლებო“ პირველ პირში მოთხრობილი ამ-ბავია. ბადი გლასი აღწერს თავის უჩვეულო ოჯახს და რთულ,

თუმცა თბილ ურთიერთობას და-ძმებს შორის. „სიმორი, შესა-ვალი“ ასევე გლასების ოჯახზე მოგვითხრობს, კერძოდ უფროსი

ძმის, სიმორის შესახებ. სელინჯერის სხვა წიგნის „ფრენისა და ზუის“ მსგავსად ძენ ბუდიზმისა და ინდური ფილოსოფიის თემა

აქაც ერთ-ერთი მთავარია.

სხვა თარგმანები

7.00d9.90d

ჯულიან ბარნსი დასასრულის განცდა, 210 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ

„დასასრულის განცდა“ ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჯულიან

ბარნსის 2011 წელს გამოცემული რომანია. ამავე წელს ბარნსს წიგნისთვის ბუკერის პრემია მიენიჭა. ლონდონის ერთ-ერთ

სკოლაში, სადაც ამბის მთხრობელი, ტონი უებსტერი და მისი ორი მეგობარი სწავლობენ, ახალი მოსწავლე გადმოდის. ბიჭები

მალევე უმეგობრდებიან ედრიენ ფინს, რომელიც ყველასგან გამორჩეულია. სკოლის დამთავრების შემდეგ ოთხივე საუკუნო მეგობრობის ფიცს დებს და თავის გზას ადგება. წლების შემდეგ

უკვე ხანში შესული ტონი უებსტერი მოულოდნელ წერილს იღებს. წარსული, რომელშიც თითქოს ყველაფერი ნათელი იყო,

ბევრ უცნაურობას მალავს.

Page 24: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

22

პ. გ. ვუდჰაუსი ვუსტერთა გვარის ღირსება, 214 გვ.ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ „ვუსტერთა გვარის ღირსება“ ინგლისელი მწერლის პელემ გრენვილ ვუდჰაუსის (1881-1975) რომანებისა და მოთხრობების სახელგანთქმული სერიის ნაწილია. ამ ისტორიების მთავარი გმირები ინგლისელი ჭკუამხიარული არისტოკრატი ბერტი ვუს-ტერი და მისი ყოვლისმცოდნე, მუდამ აუღელვებელი მსახური ჯივზია. „ვუსტერთა გვარის ღირსება“ ვუდჰაუსის მეორე რომანია, რომელიც ქართულად ითარგმნა. პირველის („დაიკიდე, ჯივზ!“) მსგავსად, ამ წიგნშიც ბრწყინვალე ინგლისური იუმორითაა მოთ-ხრობილი მორიგ ხათაბალას გადაყრილი ბერტი ვუსტერისა და მხსნელად მოვლენილი ჯივზის ამბავი.

5.00d9.90d

7.00d9.90d

5.00d9.90d

პ. გ. ვუდჰაუსი ეგრე გააგრძელე, ჯივზ! 246 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ „ეგრე გააგრძელე, ჯივზ!“ პ. გ. ვუდჰაუსის მოთხრობების კრებუ-ლია. ეს მოთხრობები ინგლისელი მწერლის ყველაზე ცნობილი გმირების – ჯივზისა და ვუსტერის შესახებ შექმნილი სერიის ნაწი-ლია და მეოცე საუკუნის იუმორისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. კრებული ათ მოთხრობას აერთიანებს. როგორც ზოგა-დად ამ სერიის წიგნებში, აქაც მთხრობელი დარდიმანდი ბერტი ვუსტერია, რომელიც დაუზარებლად ჰყვება თავს გადამხდარ ამბებს. ვუსტერი ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რა ადვილად შეიძლება გაიჩარხოს ერთი შეხედვით ყოვლად უიმედო საქმე, როცა მსახუ-რად ისეთი ჭკუის კოლოფი გყავს, როგორიც ჯივზია. ამ კრებულ-შივე შედის მოთხრობა, რომელშიც ამბავს თავად ჯივზი ყვება.

რომენ გარი ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება 230 გვ., ფრანგულიდან თარგმნა ლია დარაშვილმა რომენ გარი ცნობილი ფრანგი მწერლის, რეჟისორის, სამხედრო მფრინავისა და დიპლომატის, რომან კაცევის (1914-1980) ფსევდო-ნიმია. გარი მეოცე საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში ყველაზე გახმაურებული და შთამბეჭდავი მისტიფიკაციის ავტორია. იგი ერთადერთი მწერალია, ვისაც ორჯერ გადაეცა გონკურის პრემია, რომელიც, წესის მიხედვით, ავტორს მხოლოდ ერთხელ ენიჭება. მეორე გონკური მწერალმა ემილ აჟარის ფსევდონიმით გამო-ცემული რომანისთვის მიიღო. „ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება“ ხანში შესული ფრანგი ბიზნესმენის, ჟაკ რენიესა და ოცდაორი წლის ბრაზილიელი გოგოს სიყვარულის ამბავია – სიყ-ვარულის, რომელსაც, ერთი შეხედვით, მომავალი არ აქვს.

სხვა თარგმანები

Page 25: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

23

10.00d14.90d

ზოია ფირზადი შევეგუებით, 522 გვ.სპარსულიდან თარგმნეს მზია ბურჯანაძემ და თეა შურღაიამ

თანამედროვე ირანელი მწერალი ქალის, ზოია ფირზადის წიგნში

გაერთიანებულია რომანი „შევეგუებით“ და მოთხრობები. აღსა-ნიშნავია, რომ რომანი „შევეგუებით“ ირანში გამოსვლისთანავე არნახულად პოპულარული გახდა და რვა წლის განმავლობაში

ოცდაექვსჯერ დაიბეჭდა – მწერლის შემოქმედებაში ორი საკით-ხია წამყვანი: გენდერული (რომლის საინტერესო და ორიგინა-

ლურ გააზრებას გვთავაზობს რომანი „შევეგუებით“) და სხვადასხ-ვა კონფესიის თანაარსებობა ისლამურ რესპუბლიკაში (რომლის

ღრმა და დელიკატურ ასახვასაც წარმოადგენს სამი მოთხრობა საერთო სათაურით „აღდგომამდე ერთი დღე რჩება“).

5.00d9.90d

ერნესტო ჩე გევარა მოტოციკლისტის დღიური, 340 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

1952 წელს ლექციებითა და გამოცდებით გაბეზრებული სამე-დიცინო ფაკულტეტის სტუდენტი ერნესტო გევარა, მეგობარ ალბერტო გრანადოსთან ერთად ტოვებს ბუენოს აირესს და

სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობას იწყებს. „მოტოციკლისტის დღიური“ სწორედ ამ მოგზაურობას აღწერს. ამ ჩანაწერების

ავტორი 23 წლისაა. მისთვის ჯერ არ შეურქმევიათ მეტსახელი „ჩე“, ჯერ კიდევ წინაა კუბის რევოლუცია და ფათერაკებით სავ-

სე, ლეგენდარული ცხოვრება, რომლის გამოც ჩე გევარას მეოცე საუკუნის დონ კიხოტს უწოდებენ... 2004 წელს უოლტერ სალესმა

„მოტოციკლისტის დღიურის“ მიხედვით ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო.

სხვა თარგმანები

5.00d9.90d

ნიკოლას სპარკსი გზა საკურთხევლისაკენ, 212 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ბასილაშვილმა

თანამედროვე ამერიკელი მწერლის, ნიკოლას სპარკსის რომა-

ნი „გზა საკურთხევლისაკენ“ პირველად 1999 წელს გამოქვეყნდა და გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. „წიგნი, რომელსაც

დიდხანს ვერ დაივიწყებ“ – ასე ახასიათებდა ამერიკული პრესა რომანს. რამდენიმე წლის შემდეგ წიგნის მიხედვით ფილმი

გადაიღეს, რომელიც რომანზე არანაკლებ პოპულარულია. „გზა საკურთხევლისაკენ“ ხანში შესული ლენდონ კარტერის მიერ მოთხრობილი ისტორიაა. იგი იხსენებს ორმოცი წლის წინან-

დელ ამბავს, რომელმაც პატარა სამხრეთულ ქალაქში მცხოვრე-ბი ჩვიდმეტი წლის ბიჭის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

Page 26: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

24

სხვა თარგმანები

კენ კიზი ...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა 410 გვ.ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ

XX საუკუნის ლეგენდარული რომანი, რომლის მიხედვით სა-ხელგანთქმულმა მილოშ ფორმანმა 5 მთავარი ოსკარის მფლო-ბელი ფილმი გადაიღო.

9.00d11.90d

5.00d6.90d

8.00d11.90d

ჟან ჟენე ნოტრ-დამ-დე-ფლერი, 480 გვ.ფრანგულიდან თარგმნა გიორგი კახაბერმა

„ნოტრ-დამ-დე-ფლერი“ (ყვავილების ღვთისმშობელი) ფრან-გი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის ჟან ჟენეს სადებიუტო რომანია. იგი პირველად 1943 წელს გამოქვეყნდა. მარგინალი, შეშლილი, გენიოსი – ეს ჟენეს მიმართ ყველაზე ხშირად გამოყე-ნებული ეპითეტებია. ჟენეს ავტობიოგრაფიული წიგნი საპყრო-ბილეში, მორიგი სასჯელის მოხდისას დაიწერა. პერსონაჟების უმრავლესობას რეალური პროტოტიპები ჰყავს. ავტორი პარიზე-ლი კრიმინალებისა და ჰომოსექსუალების ცხოვრებას აღწერს. აქ ჟარგონს დახვეწილი პოეტური შედარებები ცვლის, ინტიმური სცენების დეტალურ აღწერას კი – ღრმა ფილოსოფიური რეფ-ლექსია. ჟან ჟენეს შემოქმედების პირველ დამფასებლებს შორის იყვნენ ჟან კოქტო და ჟან პოლ სარტრი.

დანიელ პენაკი სკოლის სევდა, 280 გვ.ფრანგულიდან თარგმნა მერაბ ფიფიამ

ცნობილი ფრანგი მწერლის, დანიელ პენაკის ეს წიგნი ავტო-ბიოგრაფიულია და მისი ცხოვრების იმ პერიოდებზე მოგვითხ-რობს, რომლებიც მან სკოლაში გაატარა, ჯერ როგორც წარუმა-ტებელმა მოსწავლემ და შემდეგ – როგორც წარმატებულმა მას-წავლებელმა. „სკოლის სევდა“ აუცილებლად უნდა წაიკითხონ მოზარდებმა, მშობლებმა და, რაც მთავარია, მასწავლებლებმა. წიგნში ცოცხლად და საინტერესოდ არის გადმოცემული მტკივ-ნეული განცდები, რომელთა გადატანაც მოსწავლეს უხდება სკოლის კედლებში, პრობლემები, რომლებსაც მასწავლებელი და მშობელი აწყდებიან ბავშვის აღზრდისა და სწავლების ურ-თულეს პროცესში.

Page 27: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

25

სხვა თარგმანები

5.00d6.90d

დანიელ პენაკი რომანივით საკითხავი, 238 გვ.ფრანგულიდან თარგმნა ია ბერსენაძემ

ნატიფი ლიტერატურული გემოვნებით და დახვეწილი ფრანგუ-ლი იუმორით დაწერილი ამბავი იმაზე, რომელ ასაკში როგორ

უნდა მივუდგეთ ჩვენს შვილებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, რათა ის „უკურნებელი სენი“ შევყაროთ, რასაც ლიტერატურის

და ზოგადად კითხვის სიყვარული ჰქვია. ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს მეცნიერული ენით დაწერილი მეთოდოლოგიაა. ეს „რო-

მანივით საკითხავია“, რომელშიც თითოეული ჩვენგანი აუცი-ლებლად იპოვის საკუთარ თავს.

10.00d15.90d

უმბერტო ეკო პრაღის სასაფლაო, 558 გვ. იტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ

ოკულტისტები, სატანისტები, მასონები, იეზუიტები, რევოლუ-ციონერები, საფრანგეთის, იტალიის, პრუსიისა და რუსეთის

საიდუმლო სამსახურები, ანტისემიტიზმის აფეთქებისა და ფაშის-ტური ისტერიის ზღვარზე მყოფი ევროპა, კონსპირაციული თე-

ორიები, მსოფლიო შეთქმულების შიში... სრულიად დაუჯერებე-ლი და ამავე დროს რეალურად არსებული პერსონაჟებით სავსე,

წარმოუდგენელი ინტრიგებით ნაქარგი სიუჟეტი მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. რომანის ერთადერთი გამოგონილი

პერსონაჟი სიმონინო სიმონინია. გამოგონილი, მაგრამ ყველაზე ნამდვილი და „მარად ჩვენ შორის მყოფი“.

Page 28: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

26

არამხატვრული ლიტერატურა

10.00d19.90d

8.00d10.90d

მარკ ბელასენი, ოლგა შავერნე აუტისტი ბავშვი (სახელმძღვანელო მშობლებისთვის), 310 გვ.

როგორ შევამჩნიოთ აუტიზმის პირველი ნიშნები? როგორ და როდის უნდა დაისვას დიაგნოზი? როგორ შევამსუბუქოთ ის ყოველდღიური სიძნელეები, რომლებიც ყველასთვის თავი-სებურია? მკურნალობისა და სწავლების რომელი მეთოდი ავირჩიოთ? რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებას მივცეთ უპირატესობა? რაში გამოიხატება პროგრესი? ეს წიგნი სახელმ-ძღვანელოა მშობლებისთვის და ეხება ამ და სხვა პრობლემებს, რომლებსაც მშობლები და პროფესიონალები ყოველდღიურად აწყდებიან ბავშვის მოვლის, მკურნალობისა და სწავლების დროს.

ელიზაბეტ კენდელი ბალანჩინი და მისი დაკარგული მუზამაგარი ყდა, სუპერი, 552 გვ. ეს არის პირველი ქართული გამოცემა ბალანჩინის ცხოვრებისა და შემოქმედებითი გზის შესახებ. წიგნი ქართველი მკითხვე-ლისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რადგან მასში ვრცლადაა მოთხრობილი ჯორჯ ბალანჩინის ოჯახის ისტორია, მამის – მელიტონ ბალანჩივაძის, დედის – მარიას, დის – თამა-რისა და ძმის – ანდრიას შესახებ. წიგნში ბალანჩინისა და მისი ახალგაზრდობის დროინდელი მეგობრისა და თანამოაზრის, ლიდია ივანოვას მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული პერიპეტიები პარალელურადაა მოთხრობილი.

10.00d14.90d

კარლ გუსტავ იუნგი ფსიქოლოგია და რელიგია, პასუხი იობს 324 გვ.

წიგნში წარმოდგენილია ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებ-ლის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ინტელექტუალის, კარლ გუსტავ იუნგის (1875-1961) ორი ფუნდამენტური ნაშრომი, რომლებშიც იგი რელიგიაზე მსჯელობს. „ფსიქოლოგია და რე-ლიგია“ იუნგის მიერ 1937 წელს წაკითხულ სამ ლექციას აერთი-ანებს. „პასუხი იობს“ მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში, 1952 წელს დაწერილი წიგნია. მკვლევართა ნაწილი ამ მცირე ზომის ტექსტს იუნგის ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად თვლის. ორივე ნაშრომი ქართულად პირველად ითარგმნა.

Page 29: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

27

არამხატვრული ლიტერატურა

25.00d55.00d

ჯორჯ ბელჩი, მაიკლ ბელჩი რეკლამა და პრომოცია856 გვ.

ეს ცნობილი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ სასწავლო პროცესში,

ქართულად პირველად გამოიცა. წიგნში განხილულია ძირი-თადი მარკეტინგული საშუალებების – რეკლამის, პირდაპირი

მარკეტინგის, ინტერაქტიული მედიის, გაყიდვის პრომოციის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, პერსონალური გაყიდვის –

წარმართვის უახლესი მეთოდები. ყოველი თავი შეიცავს ინტეგ-რირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ხედვის, IMC ტექნო-

ლოგიების, გლობალური და ეთიკური ხედვის ჩანართებს.

20.00d39.90d

დენის ლ. უილკოქსი, გლენ ტ. კამერონი საზოგადოებასთან ურთიერთობა:

სტრატეგია და ტაქტიკა 612 გვ.

მრავალმხრივი და თანამედროვე „საზოგადოებასთან ურთიერ-თობა: სტრატეგია და ტაქტიკა“ ეხმარება სტუდენტებს, ჩასწვდნენ

ძირითად ცნებებს და დაეუფლონ სტრატეგიებსა და ტაქტიკას, რომლებიც საზოგადოებასთან ურთიერთობაში იხმარება თანა-მედროვე მსოფლიოში. მეცნიერულ მეთოდებზე დაფუძნებული ეს გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ახალი ტექ-

ნოლოგიებისა და მედიის შემოქმედებითად გამოყენებას.

1.00d9.90d

ჰენრი მ. ლევინი, პატრიკ ჯ. მაკივანი დანახარჯები – ეფექტიანობის ანალიზი, 388გვ.

შეზღუდული რესურსების პირობებში მაქსიმალურად ეფექტიანი საგანმანათლებლო პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება

ჩვენს ქვეყანაში საჭირბოროტო საკითხია. ეს ნაშრომი სწო-რედ ამ საჭიროებას ეხმიანება და განკუთვნილია განათლების

სფეროს სპეციალისტების, გადაწყვეტილებების მიმღებების, მკვლევრების, სტუდენტებისა და, ზოგადად, საზოგადოებრივი

სფეროს პროგრამებისა თუ პროექტების შეფასებით დაინტერე-სებული ადამიანებისთვის. წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს მათ შედეგზე ორიენტირებული და გონივრული საგანმანათლებლო

ინიციატივების დაგეგმვასა და შეფასებაში.

Page 30: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

28

არამხატვრული ლიტერატურა

3.00d5.00d

ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი (ორ ტომად) პირველი ტომი (ა-მ) 204 გვ., მეორე ტომი (მ-ჰ) 180 გვ.

სამაგიდო წიგნი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის! პროფესიონალთა მიერ მომზადებულ ამ აკადემიურ გამოცემაში ასახულია სკოლაში შესასწავლი საპროგრამო ლიტერატურული ტექსტების ლექსიკა და ფრაზეოლოგია. ლექსიკონი დაეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვაგვარი ლიტერატურული ტექსტების აღქმასა და გაგებაში, გაუმდიდრებს მათ ლექსიკურ მარაგს და გა-ნუვითარებს მშობლიური ენის გრძნობასა და სიყვარულს. ლექსი-კონი შეადგინა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერმა თანამშრომელმა, ფილოლო-გიის მეცნიერებათა დოქტორმა თამარ ბეროზაშვილმა.

3.00d5.00d

Page 31: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

29

ქართველი ავტორები

2.00d6.90d

აბო იაშაღაშვილი ოსმალური მარში 156 გვ.

„ოსმალური მარში“ არის საფათერაკო რომანი მეცხრამეტე საუკუნის ტფილისზე. პერსონაჟების ნაწილი ერთ დროს ნამდვი-ლად არსებული ადამიანებია, წიგნში აღწერილი ზოგიერთი ფაქ-ტი კი მართლაც მოხდა. სპარსეთის შაჰის პირველ ცოლს, ვენაში რომ თვალი იმკურნალა, მუსიკალური ზარდახშებით გატაცებულ კონსულ რეზა ხანს, სათავგადასავლო წიგნებისა და ღამის ტფი-

ლისში ხეტიალის მოყვარულ ვიცე-გუბერნატორ ჩაიკოვსკის, ბერლინსა და პარიზში ნასტუდენტარ მეთორმეტე ჩინის კანცლი-არისტ გიორგი ვახვახოვს, სხვებისგან უჩუმრად სტივენსონსა და კიპლინგს რომ თარგმნის, ბევრიც არაფერი აკავშირებთ, ვიდრე

სტამბოლიდან ტფილისში არ ჩამოდის ცნობილი ტერორისტი მუსტაფა, მეტსახელად „ბრმა“. მთავარი ამბავიც აქ იწყება...

2.00d6.90d

აბო იაშაღაშვილი როიალ-მერი 188 გვ.

„როიალ-მერი“ აგრძელებს რომან „ოსმალური მარშით“ დაწ-ყებულ საფათერაკო ციკლს მე-19 საუკუნის ტფილისზე. წიგნი

სავსეა ალუზიებით და ისტორიული ამბებით. აკვიტანელ ჰერ-ცოგთა შთამომავლის, ელეგანტური და საზრიანი ლუი ალბრეს ყურადღებას ალიხანოვის საჯინიბოდან უჩვეულო ვითარებაში გამქრალი დოღის ცხენი იპყრობს. ქურდების დევნაში ალბრე

რამდენიმე გვამს წააწყდება, რომელთაც, თითქოსდა, ერთი საერთო ნიშანი გამოარჩევს. მკვლელობების უკან გერმანული

და ბრიტანული დაზვერვა დგას. ცხენის ქურდობა დიდი თამაშის ნაწილია, ამ თამაშს კი არაერთი მოულოდნელობა ახლავს...

1.00d4.90d

დავით წერედიანი სვანური სიმღერების კვალდაკვალ 108 გვ.

წიგნი სვანური ფოლკლორის ნიმუშებს აერთიანებს. ახალი გამოცემა წლების წინ გამოსული კრებულის საფუძვლიანად გა-დამუშავებული და შევსებული ვარიანტია. წიგნს უძღვის დავით

წერედიანის შესავალი წერილი: „სვანური ტექსტების უმეტესობა ლიროეპიკურია. წინამდებარე კრებულში, ჩემი სუბიექტური მიდ-

რეკილებისდა მიხედვით, იმგვარი ნიმუშები ჭარბობენ, სადაც ლირიკის ხმა უფრო მკაფიოდ ისმის...“

Page 32: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

30

5.00d15.90d

1.00d7.90d

მალხაზ ხარბედია მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან 256 გვ. „მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან“ რამდენიმე ნა-წილისგან შედგება, აქაა ავტობიოგრაფიული ესეებიც, ბლოგები ლიტერატურაზე, მწვავე გამოხმაურებები მედიის, კულტურისა თუ პოლიტიკის საკითხებზე, მიმოხილვები, ლიტერატურული ენტომოლოგია, ქალაქი და ალტერნატიული ქალაქი, ეკოლოგია და ყოფითი ცხოვრება. ბლოგების დიდი ნაწილი რადიო „თავი-სუფლების“ საიტზე გამოქვეყნდა, დანარჩენები კი სხვადასხვა ელექტრონული თუ ბეჭდური გამოცემისთვის დავწერე“.

                                                                            მალხაზ ხარბედია

ლია სტურუა რჩეული 496 გვ.

„ლია სტურუას ლექსებში განუწყვეტლივ უკრავს ვიოლინო, ოღონდ ეს ვიოლინო რომელიმე კონკრეტულ მუსიკალურ მე-ლოდიას კი არ გამოსცემს, არამედ – ბუნებაში სტიქიურად არსე-ბულ ხმებს, ფარშევანგის ყივილი იქნება ეს, ძაღლის წკავწკავი თუ ცხენის ჭიხვინი. ეს ხმები ჩვენს ყურადღებას იპყრობენ არა მარტო შესრულების სიზუსტითა და პირველყოფილი სიცხოვე-ლით, რაც, თავისთავად, უკვე დიდი დამსახურებაა პოეტისა, არა-მედ ამასთანავე „ბგერით პეიზაჟს“ ქმნიან, რომელიც, შეიძლება ითქვას, საფუძველია ლია სტურუას, ერთი შეხედვით დარღვე-ული რიტმისა, მისი თავისუფალი ლექსისა...“

ოთარ ჭილაძე

1.00d17.90d

ირმა ტაველიძე აღმოსავლეთის გამოგონება 138 გვ.

ეს წიგნი ირმა ტაველიძის – მწერლის, მთარგმნელისა და დრა-მატურგის – მოთხრობების მეორე კრებულია.

ქართველი ავტორები

Page 33: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

31

ქართველი ავტორები

1.00d7.90d

კოტე ჯანდიერი კონკიას ღამე324 გვ.

კრებულში შესულია მწერლის მიერ ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე შექმნილი ცხრა მოთხრობა – „სიტყვა და წიგნი“, „მაყ-ვლიანი“, „საოჯახო ქრონიკა“, „ხანმოკლე შვებულება“, „დაპატი-ჟება კინოში“, „კონკიას ღამე“, „მატარებლები გვირაბში შედიან“,

„განსხვავებული კალიბრის ვაზნა“ და „გლობალიზაცია“. 2011 წელს ამ კრებულისათვის კოტე ჯანდიერს ლიტერატურული პრე-

მია „საბა“ მიენიჭა.

1.00d4.90d

ზაალ სამადაშვილი ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე 200 გვ.

„ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ ზაალ სამადაშვილის ბოლო წლების ჩანაწერებს აერთიანებს.

1.00d6.90d

გელა ჩქვანავა სოდგარენელი შ204 გვ.

კრებული ოთხი მოზრდილი მოთხრობისაგან შედგება. მთელი წიგნი სასპენსის ეფექტზეა აგებული. ძნელია განსაზღვრო, თუ სად ხდება მოქმედება – აქ ზღაპრული და რეალური სამყარო

ბუნებრივად იკვეთება, დრამატულ ეპიზოდებს კი ხშირად კომი-კური სცენები ცვლის.

Page 34: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

32

ქართველი ავტორები

1.00d6.90d

გელა ჩქვანავა ჭიანჭველები 260 გვ.

კრებულში ბოლო წლების განმავლობაში დაწერილი 13 მოთხ-რობა შევიდა, რომლებიც ავტორმა საგულდაგულოდ შეარჩია და წიგნად აქცია. მოთხრობების ნაწილი სხვადასხვა დროს ლიტერატურულ პერიოდიკაში დაიბეჭდა, ნაწილს კი მკითხველი პირველად გაეცნობა.

1.00d9.90d

Gela Chkvanava Toreadors, 154 გვ. ინგლისურად თარგმნა ფ. ჯ. ჰილერმა

თუ გინდათ, რომ უცხოელ მეგობრებს თანამედროვე ქართული პროზა და საქართველოს უახლესი ისტორიის დრამატული მოვ-ლენები გააცნოთ, ეს წიგნი საუკეთესო არჩევანია.

Page 35: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

33

საბავშვო და საყმაწვილო

20.00d29.90d

ა. ა. მილნი ვინი ფუუჰიზაზა ჭილაძისა და გია ჭუმბურიძის თარგმანი. დიდი ფორმატი,

ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, სუპერი. 336 გვ.

„ვინი ფუუჰი“ საქვეყნოდ ცნობილი წიგნია. ეს წიგნი პირველად 1926 წელს გამოვიდა და გამოსვლისთანავე მოიპოვა ბავშვებისა და მათი მშობლების სიყვარული. წიგნის გამოცემიდან თითქმის

50 წლის შემდეგ ერნესტ შეპარდმა გააფერადა პირვანდელი შავ-თეთრი ნახატები, რათა ისინი კიდევ უფრო მიმზიდველი გაეხადა ბავშვებისათვის. ძველი თარგმანისაგან განსხვავებით, რომელიც

წიგნის არასრული რუსული ვარიანტიდან იყო შესრულებული, ახალი გამოცემა ორიგინალის ენიდან ითარგმნა და „ვინი ფუ-

უჰის“ ორივე წიგნის სრულ ტექსტს შეიცავს.

3.00d9.90d

სემ მაკბრეტნი, ანიტა ჯირემი აბა გამოიცანი, როგორ მიყვარხარ დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 32 გვ.

ზოგჯერ, როცა ვინმე ძალიან, ძალიან გიყვარს, მთელი გულით გინდა გააგებინო, რა დიდია შენი სიყვარული. მაგრამ ციცქნა და დიდმა წაბლისფერმა ყურცქვიტებმა აღმოაჩინეს, რომ სიყვარუ-ლის გაზომვა არც ისე ადვილია. ეს წიგნი თანამედროვე საბავშვო

ლიტერატურაში მოვლენად იქცა. მსოფლიო მასშტაბით წიგნის თვრამეტ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და უკვე თხუთმეტი

წელია, რაც წაბლისფერი ყურცქვიტები მრავალი ქვეყნის ბავშვების საყვარელი გმირები არიან.

2.00d4.90d

მარტა ალტესი არრა! დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, 32 გვ.

რაღას არ იგონებს პატარა ძაღლი, ოღონდ კი ოჯახის წევრებს თავი მოაწონოს! ცხადია, იმათაც გულით უნდა უყვარდეთ, მაგ-

რამ ჩვენს ცუგას ერთი რამ მაინც ვერაფრით გაუგია... „არრა!“ მარტა ალტესის პირველი წიგნია, რომელიც გამოსვლისთანავე

პოპულარული გახდა. პატარა, მოუსვენარი ძაღლის ამბავი სკო-ლამდელი და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთ-

ვნილი. წიგნი ქართულად გია ჭუმბურიძემ თარგმნა.

Page 36: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

34

3.00d9.90d

გაბრიელ ვენსანი ერნესტი და სელესტინი პიკნიკზე მიდიან დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ.

გაბრიელ ვენსანი ქუჩის მუსიკოსები დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ.

„ერნესტი და სელესტინი პიკნიკზე მიდიან“ და „ქუჩის მუსიკოსები“ გაბრიელ ვენსანის სახელგანთქმული საბავშვო სერიის წიგნებია. მთავარი გმირები – თაგუნია სელესტინი და დათვი ერნესტი მეგობ-რები არიან. მათ თავს გადამხდარი მხიარული ამბები უკვე ათწ-ლეულებია, სხვადასხვა ქვეყნის და თაობის ბავშვების საყვარელი საკითხავია. სერიის ილუსტრაციები კი საბავშვო წიგნის მხატვ-რობის კლასიკადაა აღიარებული. 2014 წელს ამ წიგნების მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმი „ოსკარის“ ნომინანტი გახდა.

3.00d10.90d

ბარბარა რაიდი კოტრიალა ლექსებიდიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, სუპერი, 32 გვ.

„კოტრიალა ლექსები“ ინგლისური საბავშვო პოეზიის კლასი-კური ნიმუშების კრებულია. ქართულ ენაზე ნათარგმნი თოთხ-მეტი ლექსი დასურათებულია ცნობილი კანადელი მწერლისა და ილუსტრატორის – ბარბარა რაიდის მიერ. ილუსტრირების მისეული მეთოდი უნიკალურია: წიგნების დასასურათებლად იგი ფიგურებს პლასტილინისგან ძერწავს.

3.00d9.90d

3.00d7.90d

ვერნერ ჰოლცვართი, ვოლფ ერლბრუხი პატარა თხუნელას ამბავი, რომელსაც უნდოდა გაეგო, ვინ უქნა თავზედიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ.

„პატარა თხუნელას ამბავი“ მთელ მსოფლიოში სახელგანთ-ქმული წიგნია. მასში მოთხრობილი უჩვეულო, ტრადიციული საბავშვო წიგნებისაგან განსხვავებული ისტორია და მოუსვენარი მთავარი გმირი ბავშვებს განსაკუთრებით ამხიარულებს.

საბავშვო და საყმაწვილო

Page 37: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

35

საბავშვო და საყმაწვილო

3.00d10.90d

ალის ბრიერ-აკე, სელია შოფრე პიერი და მთვარე დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 32 გვ.

„პიერი და მთვარე“ პატარა ბიჭის ამბავია, რომელსაც დედის-თვის მსოფლიოში საუკეთესო საჩუქრის – ნამგალა მთვარის

მირთმევა განუზრახავს. ლექსის ფორმით მოთხრობილი ამბავი უჩვეულო ილუსტრაციებითაა გაფორმებული, რამაც განაპირობა

წიგნის პოპულარობა როგორც პატარებში, ისე დიდებში.

3.00d9.90d

სელმა მანდინი უთვალავი კოცნაფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ.

„როგორია კოცნა?“ კითხულობს ცნობისმოყვარე პატარა. „კოც-ნა ისეთი ნაზია, თითქოს ლოყაზე ბამბის ქულა გელამუნება“.

„უთვალავი კოცნა“ არის კითხვებისა და პასუხებისგან შედგე-ნილი წიგნი და განკუთვნილია იმ პატარებისთვის, რომლებიც

დამოუკიდებლად კითხვას ჯერ ვერ ახერხებენ. ორი პატარა ადამიანის დიალოგი სელმა მანდინის მიერაა ილუსტრირებული. ეს მთელ მსოფლიოში პატარების ერთ-ერთი ყველაზე საყვარე-

ლი და, ხშირად, პირველი წიგნია.

3.00d7.90d

ბეკი ბლუმი, პასკალ ბიეი წიგნიერი მგელიდიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ.

„ერთ პატარა, წყნარ დაბაში მგელი შეწანწალდა...“ საკბილოს ძებნაში მგელი ცხოველების ფერმას მიადგა და უცნაური რამ აღ-

მოაჩინა: ცხოველებს მისი არათუ ეშინოდათ, მგელს აინუნშიც არ აგდებდნენ, რადგან ყველა მათგანი წიგნის კითხვით იყო გართუ-

ლი. მგელმა გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, კითხვა ეს-წავლა, რადგან არ უყვარდა, როცა ყურადღებას არავინ აქცევდა.

ეს არის მხიარული ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიყვარა ჯიუტმა მგელმა წიგნი, გახდა ყველასთვის საყვარელი მეზღაპრე

და ახალი მეგობრები შეიძინა.

Page 38: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

36

5.00d9.90d

თეა თოფურია გასაღვიძებელი ზღაპრებიია გიგოლაშვილის ილუსტრაციები, 168 გვ.

„ეს ზღაპრები იმათთვისაა, ვისაც ძილი უყვარს და ამის გამო სკოლაში უგვიანდება. იკითხება დილაუთენია, ხმამაღლა და მკაფიოდ“. ასე იწყება თეა თოფურიას ეს მხიარული კრებული, რომელიც 25 ზღაპრისაგან შედგება. თეა თოფურია 2012 წელს ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ნომინანტი იყო.

2.00d9.90d

თეა თოფურია პარადიის არდადეგებიდიდი ფორმატი, მაგარი ყდა, ია გიგოლაშვილის ილუსტრაციები, 76 გვ.

„პარადიის არდადეგები“ თეა თოფურიას საბავშვო წიგნია, რო-მელიც ორი მოთხრობისგან შედგება. წიგნის სათაურად პირვე-ლი მოთხრობის სახელწოდებაა გამოტანილი. მეორე მოთხრობა – „მოდრეიფე სოფელი“ – პირველის გაგრძელებაა.

2.00d17.90d

ლელა ცუცქირიძე გუდანდარას და გუდუ-გუდუს თავგადასავალი თინა ჩხიკვიშვილის ილუსტრაციები, 44 გვ.

„გუდანდარას და გუდუ-გუდუს თავგადასავალი“ სკოლამდელი და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი მხი-არული ზღაპარია.

საბავშვო და საყმაწვილო

Page 39: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

37

საბავშვოსაბავშვო და საყმაწვილო

2.00d7.90d

თეა ლომაძე წერილი ბოთლშინანა სამანიშვილის ილუსტრაციები, 80 გვ.

მარიამი პატარა გოგონაა, რომელიც კოხტა ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს. ქალაქის მკვიდრების ნაწილი მარიამის მშობლიურ

ენაზე საუბრობს, მეორე ნაწილი კი ენაზე, რომელიც გოგონამ არ იცის. ქალაქელები ამაზე არ ნაღვლობენ და ერთმანეთთან საურთიერთოდ მესამე ენას იყენებენ, რომელიც ყველამ იცის.

გოგონა მშვიდად ცხოვრობს მშობლებთან ერთად მანამ, სანამ ქალაქში უცნაური ამბები დაიწყება…

12.00d14.90d

ასტრიდ ლინდგრენი პეპი გრძელწინდამაგარი ყდა, 340 გვ.

ინგრიდ ვანგ ნიმანის ილუსტრაციები, ეთერ კუბლაშვილის თარგმანი

პეპი, ანუ პეპილოტა ვიქტუალია რულგარდინა – კაპიტან ეფრაიმ გრძელწინდას, ზღვების ყოფილი რისხვისა და ზანგების ახლან-დელი მეფის ქალიშვილი – მთელი მსოფლიოს ბავშვების უსაყ-

ვარლესი გმირია. ეს წიგნი წითელთმიანი, ჭორფლიანი გოგონას ყოვლად უცნაური თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს.

8.00d12.90d

ასტრიდ ლინდგრენი ჩვენც სალტკროკელები ვართმაგარი ყდა, 272 გვ.

ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები, ჯენეტ ბაჯელიძის თარგმანი

რამდენიმე წლის წინ, ივნისის ერთ მშვენიერ დღეს, კუნძულის-კენ მოაგარაკეების ოჯახი გაემგზავრა: მამა და ოთხი შვილი, გვა-რად მელკერსონები, სტოკჰოლმის მკვიდრნი. არც ერთი არ იყო

სალტკროკაზე ნამყოფი და ამიტომაც მოუთმენლად ელოდნენ კუნძულის ნახვას. გაატარეს თუ არა მათ ზაფხული იმ ათასობით

სტოკჰოლმელზე უფრო საინტერესოდ და მხიარულად, რომ-ლებიც შხერებზე ისვენებენ ხოლმე? ძნელი სათქმელია, თუმცა

მელკერსონების ოჯახი სწორედ ასე ფიქრობდა.

Page 40: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

38

8.00d12.90d

ასტრიდ ლინდგრენი ყაჩაღის ასული რონიამაგარი ყდა, 212 გვ. ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები, თამარ ჩიქოვანის თარგმანი

ამ არაჩვეულებრივ საბავშვო წიგნში მოთხრობილია ყაჩაღის ასულ რონიას და ყაჩაღის ვაჟ ბირკის თავგადასავლებით აღ-სავსე ცხოვრება ტყეში, რასაც მოჰყვა მათი ოჯახების – მანამდე მოსისხლე მტრების – შერიგება და დამეგობრება.

15.00d25.00d

მიხაელ ენდე დაუსრულებელი ამბავი ასმათ ფარჯიანის თარგმანი. ორიგინალური გაფორმება, ფერადი შრიფტი, მაგარი ყდა, სუპერი. 538 გვ.

საბავშვო ლიტერატურის კლასიკოსის, მიხაელ ენდეს (1929-1995) „დაუსრულებელი ამბავი“ მწერლის ყველაზე ცნობილი წიგნია. ფენტეზის ჟანრის ეს შედევრი ათობით ენაზეა ნათარგმნი. ამ წიგნში აღწერილი საოცარი სამყარო უკვე რამდენიმე ათწლე-ულია, ბავშვებსა და უფროსებს ერთნაირად აღელვებს.

5.00d9.90d

სიუ ტაუნსენდი „ედრიან მოულის საიდუმლო დღიური“, 292 გვ. ხათუნა ბასილაშვილის თარგმანი

სიუ ტაუნსენდი 1946 წელს ინგლისში დაიბადა. 15 წლისამ სკოლა მიატოვა. მას მერე ბევრი საქმიანობა გამოიცვალა – ხან ფაბრი-კის მუშა იყო, ხანაც მაღაზიის გამყიდველი. 1982 წელს „ედრიან მოულის საიდუმლო დღიური“ გამოქვეყნდა და ავტორი მაშინვე ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მწერლად იქცა. სიუ ტაუნსენდი არაერთი რომანისა და პიესის ავტორია, თუმცა კო-ნან დოილისა და ა. ა. მილნის მსგავსად მისი მთელი შემოქმედე-ბა ერთმა პერსონაჟმა დაჩრდილა. ბრიტანეთში ედრიან მოული ისეთივე ცნობილი ვინმეა, როგორც შერლოკ ჰოლმსი ან ვინი ფუუჰი.

საბავშვო და საყმაწვილო

Page 41: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

39

საბავშვო და საყმაწვილო

8.00d9.90d

ჯინ ვებსტერი გრძელფეხება მამილო, 416 გვ. ლია გუგუნავას თარგმანი

ცნობილი ამერიკელი მწერლის, ჯინ ვებსტერის წიგნი „გრძელ-

ფეხება მამილო“ მოგვითხრობს ობოლი გოგონას ამბავს, რომე-ლიც უცნობმა ქველმოქმედმა კოლეჯში გაგზავნა. ამ კლასიკად ქცეულ ეპისტოლარულ რომანს დღემდე სიამოვნებით კითხუ-

ლობენ სხვადსხვა ასაკის მკითხველები მთელ მსოფლიოში. გამოცემა ორენოვანია – იგი ქართულ და ინგლისურ ტექსტებს

აერთიანებს. წიგნს დართული აქვს ლექსიკონი, რომელიც დაეხ-მარება მკითხველებს ინგლისური ტექსტის უკეთ გაგებასა და

ენის სრულყოფაში.

5.00d14.90d

მუსიკა – საყმაწვილო ენციკლოპედია დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 96 გვ.

ამ ენციკლოპედიაში გაეცნობით მუსიკას, როგორც ხელოვნების უნივერსალურ დარგს; ბევრ რამეს შეიტყობთ კლასიკური, თანა-

მედროვე და მსოფლიოს ხალხთა მუსიკის შესახებ; ნახავთ, რა ჟანრებად და მიმდინარეობებად იყოფა მუსიკა; ამოიკითხავთ საინტერესო ცნობებს ინსტრუმენტული და საოპერო მუსიკის,

საკრავებისა და მათი ისტორიის შესახებ. მრავალფეროვანი ინ-ფორმაციის შემცველი, ფოტოებითა და ნახატებით მდიდარი ეს ენციკლოპედია ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მკითხველს

დააინტერესებს.

Page 42: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

.ge

როგორც ყოველთვის, ერთგულ მკითხველებს „დიოგენემ“ წელსაც გაუმზადა საჩუქრები:

ფინჯნის სადგამი

10 ლარის ღირებულების წიგნების ყიდვის შემთხვევაში

ჩანთა 40 ლარის ღირებულების წიგნების ყიდვის შემთხვევაში

მაისური90 ლარის ღირებულების წიგნების ყიდვის შემთხვევაში

ლეპთრეი 200 ლარის ღირებულების წიგნების ყიდვის შემთხვევაში

ფინჯნის სადგამი, ჩანთა, მაისური და ლეპთრეი გაფორმებულია ჩვენს წიგნებთან დაკავშირებული სხვადასხვა გამოსახულებით,

შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი.

გელით ფესტივალზე და სადღესასწაულო განწყობას გისურვებთ !

https://www.facebook.com/diogenepublishers

Page 43: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015
Page 44: დიოგენე -  თბილისის წიგნის ფესტივალი 2015

სპეციალური აქცია წიგნის ფესტივალზე!

თუ თქვენ ორჰან ფამუქის შემოქმედების მოყვარული ბრძანდებით, შეგიძლიათ ისარგებლოთ „დიოგენეს“ შემოთავაზებით და სპეციალურ ფასად

20 ლარადიყიდოთ ნობელიანტი მწერლის წიგნი-ალბომი „ნივთების უმანკოება“

მობრძანდით ფესტივალზე „დიოგენეს“ სტენდთან, წარმოადგინეთ ორჰან ფამუქის წიგნის „უმანკოების მუზეუმის“ თქვენი პირადი ეგზემპლარი და მიიღეთ ეს განსაკუთრებული ფასდაკლება !

აქცია მოქმედებს მხოლოდ

2015 წლის 28-დან 31 მაისის ჩათვლით თბილისის წიგნის ფესტივალის ფარგლებში

.ge