შენ აქ არა ხარ

75
1

description

ავტორი: გიორგი მახარობლიძე

Transcript of შენ აქ არა ხარ

1

2

რედაქტორი: ქეთევან გოგიაშვილი

3

მე უშენობის მწარე სევდას გულში ვინახავ,

შენთვის უცნობი და ერთგული ვრჩები

ბოლომდე,

რომ ამდენ ლამაზ ქალიშვილში მე შენ

მიყვარხარ,

უფლება არ გაქვს, ოდნავ მაინც რომ არ

მოგწონდე!

გამინაწყენდნენ მე ფურცლები,

ლექსებუხლები,

მხოლოდ ლექსებში და ფიქრებში როგორ

გეძიო?

შენი თითებით, შენი თმებით, შენი

მუხლებით

უნდა სიცოცხლე სამოთხეში შემაძლებინო.

ტუჩდახეთქილი მიღიმიან ბროწეულები,

ეს მერამდენედ სევდის ბაღში ღამეს ვათენებ

და ვარსკვლავები, შენს თვალებში

მომწყვდეულები,

ჰგვანან პატარა, მოციმციმე ციცინათელებს.

გულმა ფიქრები შავ ღრუბლებში ჩუმად

აზიდა

4

და ფრთხილად ვზომავ გადმოსადგმელ

შენკენ ნაბიჯებს

და წვიმს ქუჩაში ისე ნაზად, ისე ფაქიზად,

რომ შეიძლება მონატრებით კაცი გაგიჟდეს.

ვინ გამოუშვა გარეთ წვიმა ასე ტიტველა?

ხომ შეიძლება, გაცივდეს და ვეღარ

ვუშველოთ?

დატოვოს სევდა სულ პატარა, პაწაწკინტელა,

მერე თავსხმებმა ჩამიარონ გვერდით

უშენოდ.

შენზე ოცნებას შევინახავ, როგორც

დიდმარხვას.

ხვალ ცისარტყელა ჩემს სიმართლეს, დაე,

მოწმობდეს -

რომ ამდენ ლამაზ ქალიშვილში მე შენ

მიყვარხარ,

რა უფლება გაქვს, ოდნავ მაინც რომ არ

მოგწონდე?!

*** ამ მოლოდინსაც გამოღრღნიან სულში

ჩრჩილები,

ამოხეთქავენ ჩემი ტვინის ცხელი ლავიდან,

ხოლო ტუჩები, გვალვისაგან დახლეჩილები,

იჩურჩულებენ: „აღარ მოვა, გაქრა, წავიდა...“

5

შენ ვერ გაიგებ, ვარსკვლავები რატომ

კვნესიან,

ანდა სიზმრებში ღამით თავზე როგორ

გევლები.

მიტოვებული სიყვარულის ვარ ეკლესია,

ჩამოქცეულა ხავსიანი ჩემი კედლები.

უეცრად ქარში აკვნესდება ვიოლონჩელო,

ქარი ხემია, ხეები კი - ნაზი სიმები,

საჭრეთლით ხელში დგას მოხუცი

მიქელანჯელო

და ჩემს საფლავზე გაქანდაკებს

გულმოდგინებით.

გახსოვს? მინდოდა, სიყვარულით ზეცა

ამეკლო,

დღეს კი არავის აღარაფერს არ ვემართლები,

რა მაღალი და შორი იყო შენი სამრეკლო,

რა პატარა და უსუსური ჩემი სანთლები!

ხელიდან წასვლა

თქვენ თურმე უფლისწულს ელით და

აკორდსაც აიღებთ ფორტეთი,

რადგან პესიმისტებს ვერ იტანთ,

მეც გაღიმებული გშორდებით.

6

არსად არ მინდოდა, გამეშვით -

ვიცოდი, მარტოობა შემშლიდა.

იმ დღეს ცამ ჩამხედა თვალებში,

იტირა, იმგვარად შეშინდა.

და არის ქვეყანა ჭრელი და

დაცლილი გრძნობით და სითბოთი,

ხომ ნახეთ, ვერ გავუძელი და,

ხომ ხედავთ, ყოველდღე ვითრობი.

იები ჭკნებოდნენ როდესაც

და ორკესტრს უსმენდა ელიტა,

ეს ჩემი ძახილი მოგესმათ,

არყით ჩახლეჩილი ყელიდან.

არა ვარ არც მადლობელი და

არც გამჩენს გაჩენას ვუჩივი,

რად სჩანხართ მომწყდარი ცრემლიდან

ასეთი კარგი და გულცივი?!

ეძებეთ, ძებნას ვინ დაგიშლით?

მზის შუქზე გამოდით ბნელიდან.

როდესაც თქვენ ხელი გამიშვით,

მე მაშინ წავედი ხელიდან.

როდესაც ხანჯალი მჭრელი და

შხამით ალესილი დამისვით,

თქვენ იღიმებოდით მშვენივრად

და მეც სულს ვღაფავდი ხალისით.

7

ვიცინებ ოცნებით დაღლილი

ადრინდელ ჩემს სადარდელიდან.

დაგნებდი, თეთრ ბაირიაღივით

წერო აფრინდება ლელიდან.

კვლავ მტკივა იარა ძველი და

მაქვს ფრთები დალეწილი ქარიშხლით.

ეჰ, მაშინ წავედი ხელიდან,

ხელიდან როდესაც გაგიშვით...

მერე შენი ნებაა

შენ ყოველთვის გგონია ეს ცხოვრება მაჟორი,

აბა, ერთხელ ჩახედე ჩემს სევდიან

რვეულებს.

ნახე თავის ქალიდან სისხლი გამონაჟონი,

მერე გაესაუბრე აბოლებულ რევოლვერს.

მიდი, ნახე ცრემლებით დანამული ბალიში

და თუ არ დაგაწვება გულზე რაღაც სიმძიმე,

მერე როგორც გინდოდეს, რაკი შენსას არ

იშლი,

წამოწექი დივანზე, იცინე და იძინე.

8

***

მახსოვს, იყო წლების წინ, თქვენ პატარა

იყავით,

ლამაზების დეფიციტს ქუჩა არ განიცდიდა,

სანამ დაგინახავდნენ, მე მანამდე

მიყვარდით,

„გამარჯობათ“, „ნახვამდის“ ქუჩის ბოლოს

გიცდიდათ.

უთქმელობა მახრჩობდა, თითქოს ყულფზე

ვეკიდე,

ხალიან ყაყაჩოსთან თქვენ ცხოვრობდით

ზღაპარში,

პლისე-პლისე კაბაში ბავშვი ჩანდით ჯერ

კიდევ,

ის ის იყო, შეწყვიტეთ თოჯინებთან თამაში.

იზრდებოდა ეს დარდი, ვერაფერს

გიბედავდით,

გზას, მოსასვლელს თქვენამდის, ვსპობდი

თავგამეტებით,

მტკიცედ ვდუმდი პედანტი და შორიდან

ვხედავდი,

როგორ იფურჩქნებოდნენ ბროწეულის

კერტები.

9

თავის გასამართლებლად ვცოდვილობდი

იქნებ შინ?

თქვენ სულ მცირე სითბო და სათნოება

გმართებდათ.

ხშირად იფერფლებოდნენ იმედები

ფიქრებში,

სიგარეტით თითებში ბევრჯერ

შემომათენდა.

უსასრულო ლოდინი, უსასთუმლო ბალიში,

მინორული კლავიში სულს მიფორიაქებდა

და პატარა გოგონა ედრებოდა ქალიშვილს,

თქმა - მასზე ფიქრს დავიშლი - ადვილია

აქედან.

აზიდული წარბებით ჩაივლიდი ქუჩას და

ასი გული ერთბაშად აწყდებოდა ცივ

კარცერს.

ვგრძნობდი მე თქვენს სიმკაცრეს საზღვარი

არ უჩანდა

და ვიცოდი, მოსწონდით უკვე ვიღაც-

ვიღაცებს.

წლებმა გაირბინეს და მკერდი აგიკოკორდათ,

ვერ მიაგნეთ ოღონდაც პრინცს, რომელსაც

ეძებდით.

ნეტავ, ვის გაუღიმებთ, ქალბატონო

ჯოკონდა,

ანდა რომელ უფლისწულს აქვს სათქვენო

ბეჭედი.

10

სხვანაირად ანათებს თქვენი მზე და ჩემი მზე,

ვერ გიმზერთ და არაფერს არ გაბრალებთ

სრულებით,

საოცარი ბინდია ახლა გზაჯვარედინზე,

ჩვენი გზებიც მიდიან სულ სხვა

მიმართულებით.

ჩანაცრული ოცნება, ჩაუმცხრალი ვნებები,

ბედს მაინც არ ვნებდები, მტკივა ძველი იარა,

მწკრივად მოგოგმანებენ მწველი მოგონებები,

მე სიყვარულს ვეძებდი, მან გვერდით

ჩამიარა.

იყო წუთიც ნეტარი, ის ტკივილიც მიღირდა,

რადგან გულს რაც მიღრღნიდა, შვებაც

სდევდა

ყოველთვის.

სევდა, როგორც ნექტარი, წვეთავს სულის

სიღრმიდან

და სტრიქონებს ათრთოლებს განცდა

უსათნოესი.

პერპეტუუმ მობილე

ანუ ცალმხრივი სიყვარული

მაშინ სხვაგვარი ქარბუქი ქროდა,

ჯიუტი იყავ, როგორც წარმართი

11

და რადგან მკერდში გული არ გქონდა,

გული წამართვი.

დიდხანს გეძახდი, მივდევდი დაღმართს,

ტვირთი მოხსნილი გქონდა ბოლომდის,

აღარ მიყვარდი, სრულიად აღარ

და არც მომწონდი.

მერე კი მახსოვს, ირიბად თოვდა,

დაღმართი უცებ გახდა აღმართი

და რადგან მაშინ გული არ მქონდა,

გული წაგართვი.

ახლა შენ ქვემოთ დაუყევ ფერდობს,

შემომეყარე და წუთით შესდექ

და რადგან მკერდში გული არ გქონდა

და ასე შემდეგ...

*** რას ცახახებენ ცაში ცაცხვები?

დგანან ცაცხვები, ჰგვანან დიდ ცოცხებს...

ვარ სიყვარულით მირონნაცხები,

ჩემო ცრემლო და ჩემო სიცოცხლე!

ცას ცხრა ღრუბელი, როგორც ცხრა დევი,

მისდევს, ხან ცხრება, ხანაც ცხარდება,

ამ ცაცხვებთან თუ ამიცხადდები -

ვცხონდები, ისე გამიხარდება.

12

*** მე კვლავ უძილობით ვითხრი თვალებს,

შენ არც მეკითხები, რატომო,

გულში ჩიტბატონა გიფრთხიალებს,

შენს გულს ჩიტბატონა ბატონობს.

მოგელამუნება სიო ნაზი,

ნეტავ მოგეფერა სიო რად?

ჩემში მოწყენილი ჩიორა ზის,

ერთი ეჭვიანი ჩიორა.

უკვე სულს ღაფავენ კელაპტრები,

მოდი, სიყვარული ვიტიროთ,

მართლა ცრემლებამდე მენატრები,

ჩემო შროშანო და გვრიტინო.

სიყვარული

ეჰ, სულ ტყუილად ვამყარებდი თქვენზე

იმედებს,

ანათემაზე გადამეცით ანათემიდან;

მე მახსოვს, ერთხელ ღიმილიც კი

გამოიმეტეთ,

თვალებით ნათქვამ სალამზე რომ არაფერი

ვთქვათ.

13

სახელი თქვენი მათრთოლებდა და

მაბოდებდა,

ტკივილებამდე, ნეტავ, მართლა არ

შემეყვარეთ.

ახლახან შემხვდით, გვერდით ვიღაც ბიჭი

მოგდევდათ,

ჰო, მაპატიეთ, კი არ შემხვდით, შემომეყარეთ.

თქვენი ხატება ჩემს ფიქრებში მუდამ ენთება,

ვისთანაც გსურდეთ, ისეირნეთ, ნაზო

ქალწულო.

ღმერთო, შემინდე და დღეს ისეთ ხასიათზე

ვარ,

რომ საკუთარ თავს მინდა კარგად

გავულაწუნო.

შენ აქ არა ხარ

შენ აქ არა ხარ და ქალაქში ადრე ბინდდება,

დაშვებულია შენს ოთახში თეთრი ფარდები,

ისევ მინდება შენს ფანჯრებში გაამინდება,

სურას ლოდინით ჩასჭკნობია ყელში

ვარდები.

უკან დაგდევენ ნაწამები ჩემი ლანდები

და სიფრიფანა, გამჭვირვალე თეთრი

ფიქრები,

14

მე ავალ ცაში და ვარსკვლავებს

მივებლანდები,

რომ ვერ ამოხსნა უცნაური ლაბირინთები.

აი, ვინთები სიყვარულით, კვლავაც ვინთები,

რომ მახსენდება ზღვაჩამდგარი ლურჯი

თვალები,

შენი თითები - ღეროსავით წვრილი

თითები -

მოსაფერები, უფერული და საყვარელი.

შენ აქ არა ხარ და ქალაქში ადრე ბინდდება,

არ მინახიხარ დღე გავიდა უკვე რამდენი...

და ველოდები გულში როდის გაამინდდება,

ღმერთო, შემინდე ცრემლიანი სიტყვა

ამდენი.

*** შენი სურვილი სუროსავით მახრჩობს,

მეხვევა.

სული ამომდის, სასიკვდილოდ თითქოს

დამჭერი.

მწყინს, რადგან გჯერა, რომ სიყვარულს რაც

შეეხება,

ოცნება არის, წყლის ნაყვა და სხვა არაფერი.

აფრინდებიან ეგ წარბები, როგორც ორბები,

როცა ფიალა მოთმინების უკვე გელევა,

15

მომიბრუნდები და მიმტკიცებ, ჩემი

გრძნობები

უაზრობაა და ნამდვილად სისულელეა.

მთის წყაროსავით გაბრაზება სწრაფად

გადარბის,

მაჟრუანტელებს მომღიმარი სახის დანახვა.

რომ არ მიყვარდე, მე არა მაქვს რამე საბაბი

და თუკი მომცემ, კი, ბატონო, მე ვარ თანახმა.

შენს სადღეგრძელოს დღეს კი ისევ ვავსებ

პირამდე

და ბროლის ჭიქას ბოლომდე ვცლი, ჩემო

იმედო,

თუ მართლა წრფელი გულით გინდა, რომ არ

გიყვარდე,

იქნებ სულ მცირე სიძულვილი გამოიმეტო.

*** არა, გაბუტვა არ გამაგონო,

ღმერთი გაწყრომისთვის შეგრისხავს,

ჩემო გულჩიორა ქალბატონო,

როგორ მენატრება შენი ხმა.

მე ვგრძნობ, რომ ცხოვრება აირია

და ტვირთს მხრებით ვეღარ ვერევი.

ეს სევდა სხვადასხვანაირია

და აქვს შემოდგომის ფერები.

16

ვინ უთხრას გაბზარულ გულს შენდობა,

მასზე ვინ მომაცლის მარწუხებს?

ნუთუ ვერა გრძნობ, რომ უშენობა

ამტკივებია და მაწუხებს.

ასე მარტოსული არ დამტოვო,

შენი დაბრუნება მირონს მცხებს,

ჩემო გულჩიორა ქალბატონო,

ჩემო სიბერეში სიცოცხლე!

*** ალბათ მოგწყინდი გაცვეთილი

ფირფიტასავით,

სხვა ხასიათი მქონდა ადრე და სხვა ბუნება...

ახლა ქუჩაში მე დავდივარ ხშირად ნასვამი, -

რა ვქნა, რა ვუყო, კაცი ვარ და

მემთვრალუნება.

წუთისოფელი, ვიცი, კალთებს არც მე

დამახევს,

რომ აქ დარჩიო და ამ ქვეყნის ცქერით

დატკბიო,

ჩემი სიცოცხლე შენ ვერაფრით ვერ დაგანახვე

და რა აზრი აქვს, რომ საწუთრომ ზემოთ

დამტიოს.

17

ხოლო იქ, დაბლა, როცა ჩავალ ჩემი

ცოდვებით,

ზემოთ დაგრჩებათ ცა,

ვარსკვლავებამოქარგული,

მავანს და მავანს, რა თქმა უნდა, შევეცოდები,

მაგრამ ოდნავაც არ მოიწყენს შენი ქვა გული.

გთხოვ, მაპატიო, ისევ ვფეთქავ, ისევ

ვთავხედობ,

ვის რაში უნდა მელექსე და თანაც ღარიბი?!

სურვილიც არ გაქვს, რომ ამღვრეულ სულში

ჩამხედო,

აღარ გჭირდები უკვე ძველი კალენდარივით.

მე ფაკირი ვარ

ბევრი ვერ უძლებს შენს გამჭოლავ მზერას,

ჟინიანს,

ერიდებიან მაგ თვალების მსუსხავ ანკესებს,

მე ფაკირი ვარ და მე შენი არ მეშინია,

მე ფაკირი ვარ და გულიდან ლექსებს

ვაკვნესებ.

ჰო, შევეჩვიე შხამს, გესლსა და მწარე

სამსალას,

ტკივილებისგან არ ვტირივარ და არ

ვყვირივარ,

ვკვდები, ამქვეყნად დასანანი მრჩება

18

არცა რა -

მე ფაკირი ვარ!

ჩაფერფლილია ყოველგვარი ემოციები,

არავის ჰბაძავ, საკუთარ როლს თვითონ

ასრულებ,

შენს ჭრელ ხასიათს ვერ გაუგებს ძე

ხორციელი,

მიარწევ ტანს და მათრახივით

მიათხლაშუნებ.

ნასროლი ისრით ვერ განგმირავს შენს

მკერდს ამური,

ერთი კი არა, დაგახალოს გულზე, გინდაც,

ცხრა.

მოწამლულია ალბათ ლექსიც და

სალამურიც,

რადგან... მიყვარხარ!

მიტევების დღე

დამივიწყეთ, ვიცი სულ არ გახსენდებით,

ქარი ქრის და გამეტებით თოვს,

უგზოობას მიყვებიან გაზეთები,

საოცარო ქალბატონო,

მოსაწყენი სტრიქონები მაპატიეთ, გთხოვთ.

ამ თოვლისა, მე არ ვიცი, ვის რა მართებს

ან ვინ როგორ გადაუხდის ვალს.

19

მე ვკითხულობ ნაფეხურებს - მისამართებს.

საოცნებო ქალბატონო,

ვერ მივაგენ თქვენს დაკარგულ კვალს.

ზამთარს გულზე ისე გადავიტარებდი,

ოდნავაც არ მოვიხრიდი ქედს,

თითებშუა ჩაფერფლილი სიგარეტი,

მშვენიერო ქალბატონო,

როგორა ჰგავს ჩემს ჩანაცრულ ბედს.

სასთუმალზე არ მიგია მკლავი შენი

და ვერ ვუსმენ კამერტონის პულსს.

პიანინოს დაბზარული კლავიშები,

უცნაურო ქალბატონო,

არც კი იცით, როგორ მტკენენ გულს.

მარტოობით შეიშლება კაცი თურმე,

რეკლამებთან ლურჯი ფიფქი თოვს,

ვკოცნი ხელზე თქვენი ხელის ნათითურებს,

მოწყალეო ქალბატონო,

სიყვარული მომიტევოთ, გთხოვთ.

*** განა ყოველთვის ჩვენ ვართ მართლები? -

გულები მკერდში გვექცნენ ჭურვებად.

წვიმებს რად უნდათ მისამართები?

მიდიან, სადაც მოესურვებათ.

20

ჩვენ ვეჭვიანობთ, მერე ვფეთქდებით,

სადა ხართ, ნეტავ, დამალულები?

ავგიზგიზდებით და საფეთქლებით

თბებიან თოფის ცივი ლულები.

ვფიქრობდით: ცხელ ტვინს ტყვია ჩახრახნის,

მაგრამ სიცოცხლე გადაგვრჩენია,

არ დაშვებულა რადგან ჩახმახი,

თან გვიხარია და თან გვრცხვენია.

წვიმებს რად უნდათ მისამართები?

დე, როგორც უნდათ, ისე იარონ,

ნაცნობ სარდაფში ისევ დავთვრებით,

რომ ღვინოს სევდა გავუზიაროთ.

მე მოგინატრე და შენ აქა ხარ,

თან გეფერები და თან გემდური.

ჩემი ცხოვრების თეთრი ლაქა ხარ,

ვარ ბედნიერიც და უბედურიც.

გამოღვიძება

შენ ახლა გძინავს, ეხუტება წამწამს წამწამი

და ცაზე მხოლოდ დედისერთა მთვარე

ანთია,

მოსაწყენია მარტოდმარტო ღამე წანწალი,

ალუბლისფერი შეერევა ვიდრე განთიადს.

21

ამეკვიატა უცნაური ფიქრი დილიდან,

თითქოს დავდივარ და ცოდვებით მიწას

ვამძიმებ,

ვიცი, რომ ჩემი სიყვარული მოწყენილი გაქვს

და ეს ლექსებიც უფრო მეტად ჰგვანან

სამძიმრებს.

უნდა წავიდე, ვნახო სადმე ღვინის სარდაფი

და ჩავეტიო სამიოდე ბოთლის ფარგლებში.

შენ ახლა გძინავს, დახურულა ორი სადაფი,

წვანან თვალები ფოსოების სარკოფაგებში.

გინდ დამაბრალონ ლოთობა და უიმედობა,

საოცრად თბილი ჟრუანტელი მოაქვს ემ

ღვინოს.

აი, ამ ჭიქით სიყვარულის იყოს შენდობა,

ამ ფიალით კი... გულს ტკივილი

მოათმენინოს

გამომაფხიზლებს ჩამოკრული ცისკრის

ზარები,

ნისლში შეცურავს სევდიანი თეთრი მაგიდა.

გახსნი წამწამებს და წყლიანი შენი თვალები

გამოანათებს დამარხული სარკოფაგიდან.

22

ნუ დაღონდები

ბრბოს ყბები მუდამ ღონიერი აქვს,

ბრბოს - ბინძურსა და თავად მოუვლელს.

ქვეყნად რამდენი მორიელია -

შხამსა და ბალღამს რა გამოულევს.

დე, იჭორაონ შენ არ დაღონდე,

რა ვუყოთ, დღესაც მთვლიან მე გიჟად,

არ იშურებდი არც შენ ძალ-ღონეს,

ჩემთვის გული რომ ამოგეგლიჯა.

გაცვდა თითებში ძველი რვეული,

ვინ დამიბრუნოს დღეს ის წუთები?!

ყრია ნაგავში გადახეული

ლექსები, შენზე ნასათუთები.

ცაზე ღრუბლები ისევ შეერთდნენ,

თავზე დამნათის მთვარის პროფილი,

ისევ აღვსდექი ათასმეერთედ,

შენგან ათასგზის უარყოფილი.

წარსულ დღეებზე ნუღარ იდარდებ,

ატკივებული გული მომანდე,

რადგანაც, ვიცი, უნდა მიყვარდე

ბოლომდე, სულის ამოხდომამდე.

23

*** მე მახსოვს, იმ დღეს დუელში მომკლეს -

შიგ მკერდში მომხვდა ნასროლი ტყვია,

არ გავაგრძელებ და ვიტყვი მოკლედ,

სიკვდილით გული არ დამწყვეტია.

აზრი არ ჰქონდა ჩემს გამარჯვებას,

სისხლით შეღება სვავმა ნისკარტი,

არც ამიღია ზემოთ მარჯვენა,

რადგან ვიცოდი, აღარ გიყვარდი.

როცა სიცოცხლეს მწუხრი აქრობდა,

ცაში ჩიტებმა შეჰქმნეს განგაში.

როგორც შენ თვალზე ცრემლი არ გქონდა,

ისე არ მქონდა ტყვია ნაგანში.

*** წვიმაა. წვეთები ფარდაზე ეშვება.

ღიაა ფანჯარა, ვეწევი სიგარეტს.

დღეს ალბათ ორივეს რაღაცა გვეშლება,

იცინით რატომღაც და ისევ წვიმს გარეთ.

მაინტერესებს, გაღელვებთ რა უფრო:

იქნება ვერ იტანთ ღრუბლიან ამინდებს

თუ ის, ახლა რომ წვიმასთან ვსაუბრობ,

ვიღაცას ელით და მე უნდა წავიდე.

24

მე ვიცი ახლა, რომ რაღაცას მატყუებთ,

ღალატი იმგვარად გეტყობათ თვალებში

და ყურზე ცახახებს პატარა საყურე

და ერთი სული გაქვთ, წავიდე მალე შინ.

პასუხი მოკლე გაქვს, რომ „შენ არ გეხება“,

სიგარეტს ვაქრობ და ვუკიდებ სიგარეტს,

მივდივარ, თქვენ ახლა სხვა ბიჭი გეხვევათ,

იცინით, ვსველდები და ისევ წვიმს გარეთ.

*** გულში კვლავ სევდიან ნაკვალევს მიტოვებ,

გარს ვუვლი უცნაურ, პატარა ქარაგმას,

გეძებდი და ახლა როდესაც გიპოვე,

შენი სიყვარულის უფლება არა მაქვს.

და ვცდილობ თვალებში ჩავიქრო წვიმები,

ვგრძნობ, როგორ ვიწვი და ვგრძნობ, როგორ

გშორდები.

მე ქარს შევალეწე ლექსიც და იმედიც

და შენკენ გაწვდილი გამხმარი ტოტები.

მე ვგრძნობ, რომ თანდათან მივდივარ

ხელიდან,

ვთვრები და ვხმაურობ ცხოვრების ჯინაზე.

ო, ღმერთო, საიდან ამდენი ცრემლი და,

ო, ღმერთო, საიდან ამდენი სინაზე?!

25

*** თქვენი ღიმილი უსათნოესია,

შემინდეთ, თუ რამ ისე ვერ ვთქვი,

ეს თვენით ჩემში სუნთქავს პოეზია,

როგორც მაცხოვარში ღმერთი.

წლები მიფრინავენ და ვგრძნობ, რომ

ვბერდები,

მაინც სიზმარ-სიზმარ გეძებ,

მე გეტყვით: „მიყვარხარ!“ გავკადნიერდები

და მერე გავდგები გვერდზე.

მე ვიცი, მდინარეს არა აქვს უფლება

გაჰყვეს ნაკადულს ან ღელეს,

თუ იცით და თუ გრძნობთ, რომ თქვენი

სუფევა

სულში მიფათურებს ხელებს.

თქვენი ღიმილი უსათნოესია,

მათრობს ნეტარების წამი,

ეს თქვენით ჩემს გულს თუთქავს პოეზია,

ღმერთმა გაპატიოთ, ამინ!

26

*** ნეტავ იცოდე, თუ რა სევდით გწერ მე ამ

წერილს,

დღემდე ვერაფრით ამოვხსენი შენი ბუნება

შენ არ გეგონოს ჩემი გული ხორცის ნაჭერი,

ბაზრის ძაღლებს რომ გადაუგდო

გასაჩუმებლად.

რატომ აკენკეს ეს ცრემლები ჭრელმა

ჩიტებმა?!

რას მიაჩერდნენ მაღლა ცაში შავი გუგები?

თუ ეს თვალები უშენობით დაიშრიტება,

შენს დანახვამდე, ადრე იყვნენ დასაბუგები.

როგორც წვიმაში მოყოლილი სუსტი პეპელა

ისე ვფარფატებ, შენ კი მაინც ეჭვით მიყურებ.

თუ ეს თითები შენს თლილ თითებს არ

მიეფერა,

დე, სათითაოდ ჩამოსცვივდეს ხელზე

კიდურებს.

შორს გაფრინდება სული, წონით

ბაბუაწვერის,

ცაზე დარდისგან მიილევა მთვარე -

ქალწული,

დარჩება მხოლოდ ლექსი ესე სისხლით

ნაწერი

და შენი სახე ჩემს თვალებში ამოკაწრული.

27

*** გული უცნაურ სევდით ამევსო,-

მზე მოეფერა მთებზე ქარაფებს

და მე მივხვდი, რომ დღეს უალერსოდ

აზრი არა აქვს ქვეყნად არაფერს.

თუმცა ღრუბლები ჩამსაფრებიან,

მაინც ვნეტარებ, აქ რომ მეგულვი.

ძარღვები შენი ტრფობით თვრებიან

და ღელავს გული აბორგებული.

რა სასწაული ისმის ჰანგები,-

ათასი ჩიტი ციდან გიგალობს.

სადაც შენ მეტყვი, მე იქ დავდგები,

თუნდაც კლდე იყოს სალი, პიტალო.

ვიღაცა უკრავს ფორტეპიანოს,

მზე საოცარი შუქით ანათბეს

და რომ არავინ იეჭვიანოს,

პეპლების ფრთბზე მოგწერ ბარათებს.

და თუ ფიქრობ, რომ მხოლოდ ჟინია,

ჩავიფერფლები ჩუმად მაშინ მე...

სიკვდილის ისე არ მეშინია,

შენი დაკარგვა როგორც მაშინებს.

გული უცნაურ სევდით ამევსო, -

მზე მოეფერა მთებზე ქარაფებს

და მე მივხვდი, რომ დღეს უალერსოდ

აზრი არა აქვს ქვეყნად არაფერს.

28

დაბადების დღეზე

იღვრება თბილი მელოდიები,

ღვინის ჭიქასთან ვზივარ მარტოკა,

ნუთუ ვერა გრძნობ, რომ ველოდები?

შენ კი კვლავ ცეკვავ ჩემს ქალბატონთან.

თან სასაცილო ამბებს იგონებ,

ის კისკისებს და მხრებზე ეხვევი,

ერთხელ ტუჩებმა ყელიც იპოვეს -

ვფიქრობ, ჯანდაბას, ალბათ შემთხვევით.

ვიღიმი, მაგრამ ვგრძნობ, რომ ვცოდვილობ,

ლამის დამახრჩოს ახლა კითხვებმა.

შენ რასა ფიქრობ, ჩემო ძმობილო,

ქალს ბევრი არა მოეკითხება...

არ შემაყაროთ თვალში ნაცარი,

თქვენი ცოდვები ღმერთმა შეგინდოთ.

ის ქალბატონი რომ გაგაცანი,

მაპატიე და მომწონს მე თვითონ.

ვარ აყოლილი ვნებებს ვერთერის,

გულში გაიხსნა ძველი იარა,

კიდევ კარგი, რომ ცოტა შევთვერი

და თვითმკვლელობამ გადამიარა.

ვზივარ მარტოკა, ვსვამ და, ვინ იცის,

იქნებ ვიქცევი მართლა უწესოდ...

29

ნუთუ არ გქენჯნის სულში სინდისი,

ჩემო ძმაო და ძმაზე უტკბესო.

*** მოვიდა და გული მატკინა,

ყალბი გაღიმებით მომთხარა.

წავიდა ძალიან მარტივად,

თითქოს არაფერი მომხდარა.

ვერ მიხვდა, რა გრძნობით ველოდი,

თვალებში დაცინვა აენთო,

ის - ანგელოზი და მე - ლოთი,

თურმე არ გვქონია საერთო.

მიყვარდა, ვეტრფოდი შორიდან,

თავს ვგრძნობდი ეულად, მარტვილად.

მოვიდა, განა არ მოვიდა,

მოვიდა და გული მატკინა.

რა ვუყოთ, წყენასაც ავიტან,

ისევ ძველებურად მარტო ვარ.

ო, რა უცნაურად წავიდა,

ო, რა უსასოოდ დამტოვა.

მე მკერდში არ მედო ლოდი და

არც ცივი ყინული, არც რკინა,

ის, ვითომც არაფერი, მოვიდა,

მოვიდა და გული მატკინა.

30

ბავშვობის ნიავის მონატრება

მოდი, გამახსენე, ბავშვობის ნიავო,

ჩემი ყმაწვილობის წლები.

ერთად ვითამაშოთ „ბრის ილი მიაუ“,

ვლაშქროთ კოლექტივის ბლები.

ვენახში ცოტა ყურძენი მოვირთვილოთ,

გემო გავუსინჯოთ მტევნებს,

ჩუმად შარებში მივირბინ-მოვირბინოთ,

განა რას მოვაკლებთ ქვევრებს?!

სიმინდსაც წავიღებ უბით ბევრი ბევრი,

ნიავო, ხომ არა ჯავრობ?

ნეტავ, რატომ არის უფრო გემრიელი

სხვაგან მოპარული ტარო?

გადასაჭრელია მთვარის პრობლემები,

სხვისთვის, რა თქმა უნდა, ფუჭი.

როგორ ჭრაჭუნობენ ჭრიჭინობელები!

ჭრიჭინობელებსაც უჭირთ.

ცოტაც ჩამოღამდეს, ნეტავი, რა დროა,

დარაჯს სავსე რომ აქვს დოქი?

ჯერ კვლავ ფხიზელია ცალფეხა სანდრუა

თავის უპატრონო თოფით.

ნიავო, ბებოსთან არ ჩამინიავო,

თავზე არ შემარჩენს მე თმას,

31

მერე ვითამაშოთ „ბრის ილი მიაუ“

სოფლის გოგოებთან ერთად.

***

თუმც შენს სიყვარულს არ მაზიარეს

გვირილებმა და იასამნებმა,

სიცოცხლე მაინც ლამაზი არი,

როგორც გორაკზე წმინდა სამება.

არ გეძახი და აღარც მოგელი,

წახველ და გაჰქრი, როგორც ცდუნება,

ალუბლისფერი საღამოები

მახსოვს, მიყვარს და მეთბილუნება.

არ მეპარება ნოტი სიყალბის,

რა ვუყოთ, თუ დღეს სევდით ვმღერივარ,

ვიხსენებ, როცა ერთად ვიყავით

და იმ წუთებით ბედნიერი ვარ.

***

როცა რაიმეს კარგს ვამბობ შენზე,

საკუთარ თავსაც, გამოდის, ვიქებ,

რადგან შენს სულში მე ჩემს სულს ვეძებ

და შენს ფიქრებში ვამჩნევ შენს ფიქრებს.

32

თუმც, შეიძლება, ვირჯები ფუჭად,

მაინც არვისგან არ ვითხოვ შველას,

ჩემი ნაბიჯით მივყვები ქუჩას,

შენი ღიმილით ვუღიმი ყველას.

გზაში ხეები მხვდებიან მწკრივად

და როცა გულში ეშვება მწუხრი,

მე შენი ყველა ტკივილი მტკივა

და თავს საკუთარ ცრემლებსაც ვუხრი.

მე ვიცი ცრემლის გემო და ყადრი,

ჩვენ გავეცანით ერთმანეთს ადრე,

მე მას მარგალიტს არასდროს ვადრი,

რამეს ვადარო, ან როგორ ვკადრებ.

დე, ენთოს შენთვის სულ მზე და სულ მზე,

გული საგულეს მივიდეს გულთან,

ზეცას ხომ შენი თვალებით ვუმზერ,

ჰაერსაც შენი ფილტვებით ვსუნთქავ.

ჩემს სიზმრებშიაც შენს სიზმრებს ვხედავ

და იტანჯება სული და ხორცი,

ხანდახან ჩუმად ლექსებსაც ვბედავ

და ფურცლებს შენი ტუჩებით ვკოცნი.

33

სოფელში

აყვავებულ ალუბლის ტოტს ვეამბორე,

ბადრი მთვარე კვლავ მახსენებს შენს სახეს,

ვარსკვლავები უსათუოდ გიამბობენ

უცნაური სიყვარულის შესახებ.

ბაყაყები ბატებივით ყიყინებენ,

დე, ჩამთვალოს გაზაფხულმა არიფად,

აპრილია, მაგრამ მაინც ვიყინები,

ცოტა სითბო მომაშველე, არიქა!

ნიავქარო, იქნებ ჰკითხო ამ გოგონას,

ასერიგად გააშტერა ბიჭი, რად?

გულს ნაღველი მოსწოლია იმოდონა,

ის რად არის უდარდელი ჭრიჭინა?

ხელისგულზე ბარვისაგან ბებერები,

მჯერა, რომ დრო ყველა ტკივილს გადაშლის,

შენს მაგივრად ალუბლის ტოტს ვეფერები,

გამოწყობილს საპატარძლო კაბაში.

სადაც არის მოვა დილა მეამბოხე,

მზემ სხივები მთებზე უკვე მოფინა,

გაიღვიძებ და მერცხლები გიამბობენ,

რომ არც ისე ცუდი ბიჭი ვყოფილვარ.

34

*** თითქოს დაჩხვლიტეს გული ნემსებით,

ვიზე ოცნებობ, მე დღეს ვინ მკითხავს...

ცეცხლს წავაკითხე შენზე ლექსები,

რომლებიც შენთვის არ წამიკითხავს.

გულზე დამაწვა თითქოს ლოდი და

მზეს გადეფარა როცა ღრუბლის ფრთა,

ვიგრძენ, ამაოდ მოგელოდი და

ცა ოქროსფერი გაალუბლისფრდა.

გამიცივდი და გამიმყინვარდი,

არ ვიცი ასე გული ტირის რად?

რა მსუბუქია სიტყვა „მიყვარდი“

და რა მძიმეა სიტყვა „მტკივიხარ“!

მკითხავი გვირილა

მან ცუდი სიზმარი იხილა წუხელ და

შეწუხდა, წამხდარი წამოდგა,

სახლიდან გავიდა და არვის უმხელდა,

რას წუხდა, ისეთი რა მოხდა.

გატოპა მინდორი ჭრელი და ლივლივა,

მერე გაუსწორა მზეს თვალი

და წაიჩურჩულა: „მადლობა, გვირილავ...

ვუყვარვარ, ვუყვარვარ, ღმერთმანი!“

35

*** გვირილები აუნთია მინდორ-ველს,

გაზაფხული ძალას იკრებს, ასე რომ...

ამის მეტი სხვა რა უნდა მინდოდეს -

აპრილია და შენც ქვეყნად არსებობ!

სილამაზე შეემატა ამ ხედებს,

თავს არ ვუხრი არც ქარსა და არც წვიმას.

გახსოვს, ერთხელ თვალებში რომ ჩაგხედე,

იმის მერე ბედნიერი კაცი ვარ.

*** გაბუტული გოგო,

გაპუტული გვირილა,

მთას ბილიკი მისდევს ოკრობოკრო,

ხევში ნისლი იზმორება დილიდან.

იგვიანებს ბიჭი,

იგნიასეს შურთხებმა.

როგორც ჩვილის ამოსული კიჭი,

მწვერვალს თოვლი იმდაგვარად უხდება.

გაფანტული ფარა,

დაქანცული მეცხვარე.

წამოვიდა წვიმა მეტიჩარა,

მთიდან ცხვარი მაინც გადარეცხა ვერ.

შავი ჯანღი მოსწოლია გომბორს,

მოლოდინი გადაიქცა ტკივილად,

36

გაბუტული გოგო...

გაპუტული გვირილა...

*** ათასი თვალი უკან გაჰყვა ქალწულს ეშხიანს,

ნაპირს ლოკავდნენ გაშმაგებით ბროლის

შხეფები,

მას კი სურდა, რომ ტალღა მკერდზე

გადაემსხვრია

და მიდიოდა ზღვისკენ თეთრი ნუკრის

ფეხებით.

ზურგს უმშვენებდა ოქროსფერი თმები

შეკრული,

მის თლილ მალებზე იელვებდა თითქოს

მალე მზე

და ღვთაებრივი სილამაზით იყო შემკული

ტანი, მკერდი თუ ფოსოები მუხლისთავებზე.

ვერ იტოკებდა ასერიგად ქარშიც ლერწამი,

შეშურდებოდა ამ ქალწულის ტანის მიმოხრა,

არ ეყო ძალა ზღვას ვნებების დასალეწავად

და კვლავ ხმაურით სველ კენჭებზე

ამოიოხრა.

ფეხით მოსინჯა, წყალი ცივი იყო

ნამდვილად,

ცისფერ თვალებში საოცარი შუქი აენთო,

37

ჯიქურ შეიჭრა, გადეყარა რათა დარდი და

ზღვა ხალხისათვის ზღვა ლამაზი ტანით

გაეთბო.

მერე კი ნაპირს კარგა მანძილს განაცილებმა

შეკრული თმები გაიშალა წყალში ღიმილით,

უეცრად ტალღა დააბრმავა ოქროს სხივებმა

და მზის ამოსვლას ჰგავდა მისი თმების

ლივლივი.

მაშველ რაზმიდან თხოულობდა ხალხი

ბინოკლებს,

ჩია კაცებიც ვეღარ ისხდნენ მშვიდად

ცოლებთან,

ის ბრუნდებოდა ხალხით სავსე სანაპიროსკენ

და ლურჯ ტალღებში თეთრ თეძოებს

მოაძოვებდა.

*** ზღვამ ფერები შენს თვალებში გაისწორა,

მაცოდინა, ნეტავი, რა უფლებით?

აღარც ახსოვს, მისალმება დაიწყო რად,

დაივიწყა მოღუშული ღრუბლები.

ხედავ? წვიმამ, როგორც იქნა, გადაიღო,

ცისარტყელა გაბრწყინდება, ალბათ, დღეს,

ერთ რამეს გთხოვ, ხალხის ცოდო არ დაიდო,

კენჭს ნუ ესვრი, ზღვა ისევ არ გაბრაზდეს.

38

თეთრი ქაფი აიწონა-დაიწონა,

ცა გაიხსნა თოლიების თანხლებით,

ზღვამ ფერები შენს თვალებში გაისწორა,

დამშვიდდა და გაილურჯა ტალღები.

*** მინდორ-ველი დაუხატავთ აკვარელით,

წყალზე მიდის პაწაწინა თებრონე,

ასეთივე პატარა და საყვარელი

დგას იქ ბიჭი, გოგოს თანამედროვე.

ცაში მერცხლებს გააქვთ ერთი რია-რია,

წყაროს თავზე ეღიმება ტირიფს

და თებრონემ კოკა ქვაზე მიამსხვრია,

თვალზე ხელებს იფარებს და ტირის.

ბიჭი გოგოს ამშვიდებს და ეფერება,

სახლისაკენ ჩამოუყვნენ ფერდობს,

მოსახდენი მოხდა, რაღა ეშველება,

გეხვეწები, ნუ ტირიხარ, თებრო!

სიამოვნებს მოფერება და აბრუებს,

იცრემლება პაწაწინა ქალი

და რა იცის ყმაწვილმა, რომ დღეს თებრონემ

კოკა ქვაზე მიამსხვრია ძალით.

39

*** ეს ბოლო დროა, ნეტავ, რა მომდის? -

მომაჯადოვეს მწვანე ნიღბებმა.

მზე ჩიტბატონას ფრთებზე ამოდის

და რძია-რძიას რძეში იღვრება.

ღამით კი ცაზე მთვარე ჰკიდია

ბედნიერი და ისე ბრწყინავს, რომ

ვიღაც იფიქრებს ოქროს კლიტეა

და ვყარაულობ, არ მოიპარონ.

მთებზე მიბობღავს ნისლი ხუჭუჭა,

ამ სილამაზით მე ვარ დაღლილი,

არ შემიძლია, თვალი მოვხუჭო,

ვარ უძინარი ეზოს ძაღლივით.

და გადავყურებ მწვანე პოლიგონს,

მინდვრად ყაყაჩომ როგორ გატოპა

და ლამის არის ბოლო მომიღოს

ამ აპრილმა და იმ ქალბატონმა.

აფეთქებულა მთელი ბუნება

და დამნაშავის მიდის ძიება,

თუ ახლა გულს არ ეჟღურტულება,

მაშ სიცოცხლეც არ გეპატიება.

ვთქვათ, მეჩვენება, თვალი მიწყრება,

მაგრამ აპრილიც დგება თავდებად...

ცა ჩიტბატონას ფრთის ქვეშ იწყება

და რძია-რძიას ძირას მთავრდება.

40

წყალდიდობა

წვიმდა, წვიმაში არ იტეხდა მთვარე

იხტიბარს

და ღრუბლის ძონძებს მიარღვევდა

განრისხებული,

ზანგის ქალივით ნებივრობდა ღამე ზღვის

პირას

და იყო მიწაც თბილი, როგორც ქალის

სხეული.

წვიმის მკლავებში შემკრთალი და განაყუჩები

იდგა ქალაქი და ცდუნებას ვეღარ უძლებდა.

ზღვა ჩურჩულებდა სიცხიანი კაცის

ტუჩებით,

არ ჩერდებოდა - ჩურჩულებდა და

ჩურჩულებდა.

ჰაერში იდგა დაშაქრული ნესვის სურნელი,

აღმოსავლეთის ამოვარდა ქარი ცერცეტა,

დამფრთხალ ყვავივით შორს გაფრინდა შავი

ღრუბელი

და მთვრალ კაცივით ზღვა ქალაქში

შემოეხეტა.

ზღვამ ერთმანეთში აურია ღორღი, ნალაფი.

ტალღებს არ დარჩათ უნახავი ერთი ქუჩაც და

მოტყუებული ქალწულივით იდგა ქალაქი

და თავხედობას ზღვისას ბოლო აღარ

უჩანდა.

41

სკოლისაკენ

ჯერ კიდევ არ იყო ცხრა,

ხუთი წუთი ჰქონდათ წინ,

რამე მითხარიო, რა?

და ბიჭმაც მიუგო: - წვიმს.

- ვხედავ და სველი ხარ მთლად,

მოდი ჩემი ქოლგის ქვეშ,

ასე შორით დგეხარ რად,

მთლად გაულუმპიხარ თქეშს.

მალე დარეკავენ ზარს,

როგორ უმოწყალოდ წვიმს,

შენ რომ მოწყენილი ხარ,

მეც, რაღა თქმა უნდა, მწყინს.

იქნებ ამოიღო ხმა,

ხომ არ გადიქეცი ქვად?

მალე გახდებაო ცხრა,

ბიჭმა გოგოს ხათრით თქვა.

- ქარი უცნაურად სტვენს.

წვიმს. მე გათოვება მსურს.

ხომ არ გადაგღალე შენ,

მე რომ ვლაპარაკობ სულ?

კარგი, აღარ დავძრავ კრინტს

და მაინც აღმოხდა: ეხ!

42

ლოყაზე აკოცა ბიჭს,

მერე აუჩქარა ფეხს.

ჯერ კიდევ არ იყო ცხრა

და მე თქვენ ერთ რამეს გთხოვთ -

არავის არ უთხრათ, რა,

არავის არ ეტყვით, ხომ?

გაზაფხული

არა, მე არ განვგმირულვარ მახვილით,

გამაოგნა იმ გოგონას უარმა,

გაზაფხული ზედ გულზე მაქვს დახლილი

და არ ვიცი, გადავრჩები თუ არა.

ამ ტკივილებს, ჯანდაბას და, გავუძლებ,

სილურჯემდე ვინა სცემა ცის ტატნობს?

ტოტზე კვირტი გაულალავთ ალუბლებს

და ეს უფრო მიჭირს გადავიტანო.

გაზაფხული მხატვარივით ხალისობს,

ღიღინებს და ისე ქარგავს ფიანდაზს,

ჯერ მინდორი ია-იით აივსო,

მერე უცებ გაყაყაჩოიანდა.

არა, მე არ განვგმირულვარ მახვილით,

ხსნა სულისა კვლავ ჰკიდია ალალ ბედს,

ცხრათვალა მზეს თავი ძირს აქვს დახრილი

და მიწაზე ათრევს ოქროს დალალებს.

43

გასათხოვარი მეგონა

გასათხოვარი მეგონა

მე ის პატარა გოგონა,

ლამაზი, ცისფერთვალება

და კოხტა, როგორც მადონა.

ქუჩაში მონარნარებდა

და გული სევდით ამევსო -

ჩაიჭორავეს ქალებმა,

ორნაქმარევი არისო.

ვიფიქრე, გავერიდები, -

თვალები დარჩა ჩემზედა.

ორნაქმარევი გოგონა

ალბათ მესამეს ეძებდა.

*** ბიჭი, რომელიც მსხლის ძირას იწვა,

ნაკვერჩხლად იწვა.

ვისი საქმეა, რატომ ან როგორ

უყვარდა გოგო.

უკვე რამდენი ღამე ეთია...

მოწმე ღმერთია.

ხოლო იგი პასუხს არ ჰგვრიდა,

რადგან არ სწამდა.

44

ამ ბიჭს შეეძლო თავისი გული

შეეწვა მწვადად და მიერთმია,

მაგრამ რად გინდა?

გოგო მხოლოდ თვალებით ჭამდა.

*** რომ დამშორდი, დამენანე ძალიან

და სანამ ხელს სხვა გოგონას მოვხვევდი,

დავრწმუნდი, რომ დედამიწა მრგვალია,

იარე და ისევ ჩემთან მოხვედი.

მე მიხმობენ გზაზე იასამნები

არ აყვავდნენ სანამ იასამნები,

მე სხვა რამე, ჯადოსნური, არ მწამდა,

მწამდა მხოლოდ შუქი შენი თვალების

და იმ შუქში ჩრდილი მაგ შავ წამწამთა.

ახლა, როცა გაზაფხული გამეფდა,

საოცარი სიყვარულით მიყვარს მზე,

მე დავდივარ ველურ იასამნებთან

და მიტაცებს ეს ველური სინაზე.

სად არ მხვდება ანთებული ცისფერით,

ტოტებს მიწვდის, თავს მაწონებს თანდათან,

45

სადაც მნახავს, მაგ თვალებით მიცქერის

მინდორ-მინდორ, ბილიკ-ბილიკ, მთა-მთა-

მთა.

ღრუბლიანი ღამეების სიფითრე

არ მაშინებს, კვლავ სავსე ვარ იმედით,

რადგან გულში იასამნის სიცისფრე

ჩაღვრილი მაქვს უხილავი წვიმებით.

შენი ერთი გაღიმება ამანთობს,

მზის სხივებში წავალ, გავიხიზნები,

ღამ-ღამობით ვარსკვლავები დამათოვს

ოცნებებით და ფერადი სიზმრებით.

არ მექნება სევდა სიმარტოვეზე,

ამღერდება გული ათინათებში,

რადგან ვიცი, არსად მიმატოვებს მზე

და ოცნებებს ჩამანათებს თვალებში.

უცნაური სიყვარულით დავნებდი

ცისფერ შუქს და ჩრდილებს მაგ შავ წამწამთა

და მიხმობენ გზაზე იასამნები

მინდორ-მინდორ, ბილიკ-ბილიკ, მთა-მთა-

მთა.

46

*** გორში რომ ერთი გოგონა დადის,

გამომწვევია ის ჩემი დარდის.

დიდი ხანია, რაც შევიყვარე,

ის კი ახლოსაც კი არ მიკარებს.

იმას აქვს დიდი, ლურჯი თვალები -

ლამაზი, სათნო და საყვარელი.

მშვენიერია, მაგრამ უგულო,

მხოლოდ შორიდან უნდა უყურო

და იმ პატარა ძუძუკოკობამ

ქსელში გამაბა, როგორც ობობამ.

გორში რომ ერთი ლამაზი დადის.

მზე ამომდის და მზე მისით ჩამდის.

ტელევიზორი აცხადებს ამინდს

ტელევიზორი აცხადებს ამინდს,

თოვლი ჩაკეტავს ამაღამ რიკოთს.

მე მაინც მოვალ შენთან, ძვირფასო,

როგორი თოვლიც არ უნდა იყოს.

47

*** გალობენ ჩიტები

და ამ ნაზ ბგერებზე

მზე იწვევს სხივებზე,

ვით ფეხის წვერებზე.

ტოტები მზადაა ყვავილის ფურცლები

გაიძროს.

ამ მელოდიაში მე შენ მელანდები,

ტყემლებს ჩაუცვიათ ღამის პერანგები

და თითქოს ელიან სასიძოს.

გალობენ ჩიტები

და მათ გალობაზე

მზემ ცხელი ტუჩები

შემახო ლოყაზე.

*** ჩემი სიცოცხლე

ორღობეში პატარა ქარია

და უვარსკვლავო

ღამეების სევდა ცისფერი,

უსიყვარულოდ

ეს ცხოვრება ცუდი სიზმარია

და, მაპატიეთ,

თქვენს სიზმრებში შემოვიჭერი.

48

*** რას გაუგებ მარტს, კარტივით აჭრილს

ან ამ იებს, პაწაწინა ფერიებს,

ხუთი წუთის მზე აკლია აპრილს,

რა მოხდება, მოდი, მომეფერიე.

აგერ, წვიმა წამოვიდა ჟუჟუნა,

წყალი მიწამ ჩაისუნთქა ფილტვებით,

ცაზე უცებ მეხმა დაიგუგუნა

და შიშისგან დასკდნენ ნუშის კვირტები.

ტყიდან, მთიდან, ქალაქიდან, სოფლიდან

ამოსკდება მზე - ცხელი ბუმერანგი,

აგერ უკვე დირიჟორიც მოფრინდა

შავი ფრაკით და ქათქათა პერანგით.

არ მოველი არც შველას, არც დანდობას,

შენ იცვლები ყოველ წუთში მარტივით.

მე კი მხიბლავს შენი დარდიმანდობა

და არც მინდა იყო ჩემთვის მარტივი.

კვლავ მიყვარხარ და არ ვიცი, თუ რა მჭირს -

გელოდები უცნაურს და მშვენიერს.

რას გაუგებ მარტს, კარტივით აჭრილს

ან ამ იებს, პაწაწინა ფერიებს?!

49

*** შენ თუთასავით ტკბილი ხარ

და თუთასავით სათუთი,

მე შენ გაჩუქე სათითე -

ამ სიყვარულის საბუთი.

სათითეს ძირი არ ჰქონდა

და მიზეზს არც შენ ეძებდი,

შენს თითს ამშვენებს სათითე,

როგორც ძვირფასი ბეჭედი.

*** მარტო ვერ გაგიშვებ წყალზე,

პატარა ქალო!

ვიღაცას რომ შემოხვდე,

ვიღაც რომ შემოგხვდეს,

პატარა ქალო?

მისი ღიმილი რომ გულზე მოგეფონოს?

შენ ხომ გადარევ და... შენც რომ მოგეწონოს,

პატარა ქალო?

მარტო გაშვება შენი მეძნელება,

რომ გაგიშვა და რაღა მეშველება,

პატარა ქალო?

50

*** შენს ლურჯ თვალებში

დარბის ორი ტალღა ლივლივა,

მე დაღლილი ვარ

და ტალღების ღელვას დავნებდი.

რომ მოხვიდე და მომიტანო

მორცხვი გვირილა,

გამომიწოდო და

ღიმილით მითხრა, ინებეთ,

ჩემს ქუჩაზედაც

კვირტს გაშლიან იასამნები

და ჩემს თვალებშიც

ვარსკვლავები იციმციმებენ.

მარტოობა

რა სასწაული მღელვარებით მოვიდა თოვლი,

გადაათეთრა მიდამო და გული დათენთა,

ცაში აიჭრა მოგუგუნე ბუხრების ბოლი,

მოვიდა თოვლი და ბავშვივით დადგა

კარებთან.

მოწყენილი და შეცივნული ბუხართან

თბებით

51

და ვერა ხვდებით, რა აწუხებთ გარეთ

ფანტელებს,

შემოიტანეთ თქვენ ფიფქები გაშლილი

თმებით,

შემოიტანეთ და ოთახში გააცამტვერეთ.

ღამდება უკვე, საკუთარ თავს უწოდებთ

ეულს,

ატკიებულ სულს სევდას მატებს ტკაცუნი

შეშის,

სითბო ხელივით უალერსებს ჩამოქნილ

სხეულს

და გრძნობთ, რომ მალე მარტოობა ჭკუიდან

შეგშლით.

თვალზე შეგაშრათ მოციმციმე ცრემლები

ბროლის,

რამეთუ თქვენთან ერთადერთი ოცნება

წაწლობს,

გააღეთ კარი, შემოვიდა ოთახში თოვლი

და საყვარელი კაცისავით მიადგა საწოლს.

***

ზეცა ვარსკვლავებით მოჭედილა,

გული საგულეში ქანაობს,

ჩიტი ჩიტუნასთან მოფრენილა

ამაოდ.

52

ფიცი რა ტყუილად დახარჯულა,

ცრემლიც რა ტყუილად დაღვრილა,

გული რა ამაოდ დახანჯლულა,

დაღლილა.

შენამდე ყველა გზა მოჭრილია,

განუკითხავია ცოდვები,

დახურულ სეფაში ქორწილია...

თხოვდები!

***

არ შემიძლია დღეს ვიყო ჩუმად

და მორიდებულ საყვედურს გკადრებთ,

თქვენ დაიპყარით სიზმრები ჩემი

და მხოლოდ თქვენზე აჩვენებთ კადრებს.

ოცნება შორით ნისლებში დნება

და საქორწილო მეჯლისებს მართავს,

თქვით, თქვენ ვინ მოგცათ იმისი ნება,

რომ ჩემს სიზმრებშიც დადიხართ სხვასთან?

მზე ჩამცემს გულში სხივს, როგორც მახვილს

და მოვა მთვარე კვლავ დედისერთა,

თქვენ გაიგონებთ შორიდან ძახილს:

სიზმარში მაინც იყავით ჩემთან!

53

ცა დაუფარავთ აფრენილ გედებს,

ქარი ვარსკვლავებს ზედ გულზე მირწევს

და ყოველ დილით, სიზმრების შემდეგ,

მე თქვენს სიყვარულს თავიდან ვიწყებ.

***

ღამეა და ქუჩაც ისე ცარიელია,

ვით გაძარცული ფოთლებისგან ალვის ხეები.

მე ვიცი უკვე არავისთან არ მიმელიან

და არაფერი ქვეყნად აღარ მეკითხება და არც

მეხება.

გრიალებს ქარი... ვინ გაიგებს ფიქრებს ამ

ქართა

ან ვინ გაიგოს ამ პატარა ცრემლის სიმწარე...

სადა ხარ, სადა, შემოდგომა უკვე

დამთავრდა,

ვერ მოგისწარი.

მივალ, გშორდები. მოღრუბლული და

პირქუშია ზეცა

დილიდან,

წვიმს და ბასრია ეს წვეთები, როგორც

ნემსები

და გულიც დარდით უცნაურად

ამიტკივილდა,

თითქოს ხე ვიყავ და ამგლიჯეს მიწას

ფესვებით.

54

ვგრძნობ, ჩემს ოცნებებს ვეღარ გავშლი ქარში

აფრადა,

ტალღამ დალეწა, ყოველივე ჩაინთქა ზღვაში,

სად იყავ მაშინ, შემოდგომა სულს რომ

ღაფავდა,

სად იყავ მაშინ?

მე გპირდებოდი, რომ სითბოს არ

გამოგილევდი,

მაგრამ თვითონვე დამიტანა, ხედავ,

ზამთარმა?

დღეს რომ მიჭირავს ხელში ფოთოლი,

როგორც

ბილეთი,

არაფერს ნიშნავს - წარმოდგენა უკვე

დამთავრდა.

დავდივარ, დამაქვს დაჩხვლეტილი წვიმით

სხეული,

როგორ მიყვარხარ, ვერ გაიგებ სიტყვებით,

ასე,

გულში მინთია ცისარტყელა

გადამსხვრეული,

გადამსხვრეული, მაგრამ მაინც ფერებით და

სითბოთი სავსე.

55

*** გიყვარდეს, გტკიოდეს - ძალიან ძნელია,

ნამდვილად ძალიან ძნელი,

ქვეყანა საოცრად დიდი და ჭრელია,

ბოშას კაბასავით ჭრელი.

როდესაც ფიქრობ, რომ ღიმილით გელიან,

თურმე იქ არავინ გელის...

ამ დროში, მართლაც და, რა საკვირველია

თვალზე წამომცდარი ცრემლი.

სად უნდა წაიღო, სად უნდა დამალო

ასე აშკარა და ცხელი?

იწმინდავ და მერე ღამით არ გაძინებს

დაღუდუდებული ხელი.

*** შენ ახლა მასზე აღარ ოცნებობ,

უაზროდ უმზერ სივრცეს თვალებით.

ის ყვავილებიც გინდა მოცელო,

ადრე რომ თავზე დაჰკანკალებდი.

სიცოცხლე მიდის, მიდის უშენოდ,

ხარ სევდაში და დარდში ჩანთქმული.

ვინ გითანაგრძნობს ან ვის უჩვენო

გული, ტკივილით ამოშანთული?

56

თვალებში შიში ჩაგსაფრებია,

გეწვის სული და ირგვლივ ნისლია.

ეჰ, ეგ ჯერ კიდევ არაფერია -

ეგ დასასრულის დასაწყისია.

*** ამაოდ ეძებ ლამაზ ქალაქებს,

ოცნებებში რომ ხშირად ხატავდი,

შენ გაგიმეტეს და გიღალატეს,

თუმც რა იცოდი, გულს ვის ატანდი?

დგას შემოდგომა უკვე გვიანი,

მზე ნოემბერის ვეღარ მზიანობს.

ქვეყნად არ არის ადამიანი,

შენი სევდა რომ გაიზიაროს.

დანგრეულია ბროლის კოშკები -

ღამეები რომ უნდა გეთია,

შენ იცი, უკვე მალე მოკვდები,

თუმცა არ დარდობ და სულ ერთია.

ასაფრენი ცა აღარ გეგულვის,

ფრთები დაგეწვა, როგორც იკაროსს.

სადღაა ქალი, იგი ერთგული,

რომ შეგიყვაროს და შეგიფაროს?

სიკვდილი მაინც უნდა მოასწრო

და წინააღმდეგ წახვალ დინების,

ახლა ქუჩაში დგახარ უაზროდ,

57

იცინი, ტირი და იგინები.

***

შენთვის უცხოა ერთგულების გულში

გავლებაც,

სუნთქავ და ფეთქავ, რა თქმა უნდა, ისევ

იმედით,

უბრალოდ არ გაქვს არც ღალატის

საშუალება,

თორემ გაქცევით მედეასაც გააკვირვებდი.

არ შეგიძლია იყო ისე, არვინ გიყვარდეს

და აზიდულა შენი მკერდი, როგორც

გოლგოთა.

ელი, არ იცი, ოცნებები სად წაგიყვანენ,

სულ ერთი არის, წაგიყვანონ სადმე

ოღონდაც.

ხანდახან თვალებს ბროლის ცრემლი თუ

ესტუმრება

და შენს გაშლილ თმებს სევდიანი ათოვს

ფანტელი,

გინდა ღალატით სიყვარულის

დადასტურება,

მაგრამ არა ჩანს იაზონი არგონავტებით.

58

გახსენება

დღეს ის სუფრაზე მოიგონეს ისე, ზოგადად.

თქვენ თქვით, რომ სთვლიდით უახლოეს,

ძვირფას

მეგობრად.

მერე კი თვალზე სინანულის ცრემლი

მოგადგათ,

ჩააწეთ პური ღვინოში და ბრძანეთ შენდობა.

გადაიყოლა ღვინის სმამ და ხალხის ჭორებმა

და მერე აღმართს შეუყენეს ლურჯა ცხედარი.

რა უცნაური იყო მთელი მისი ცხოვრება,

ფიქრი, ოცნება, ფორიაქი მოუსვენარი.

გაქრა, წავიდა, დაგვტოვა და ცას შეერია.

მორჩა, ზღაპარი იყო ქვეყნად, არა იყო რა...

ჩვეულებრივი გოგონასგან შექმნა ფერია

და არაფრისგან სიყვარული გამოიგონა.

ვერ გაარღვია თუმცა თქვენი მკერდის

ბლოკადა,

დარჩა უდაბნოს ღაღადისი ანაკვნესები.

ის გიკითხავდათ, თქვენ კი ნერვიც არ

გიტოკავდათ,

უსმენდით, მაგრამ არ გესმოდათ მისი

ლექსები.

59

გული გწყდებათ, რომ თქვენზე ფიქრში

არვინ ათენებს,

დგას უსანთლობით მოწყენილი ძველი

შანდალი.

ცარიელია ბროლის ვაზა საქრიზანთემე,

ყრია უჯრაში სტრიქონები გაურანდავი.

არაფერია, შეხორცდება თქვენი ჭრილობა.

ბედი გქონიათ, ნუღარა ხართ ასე მწუხარედ,

რადგან ის ისე იღიმება მარმარილოდან,

არ შეიძლება მიწისქვეშაც რომ არ უყვარდეთ.

*** პიანინოზე უკრავდნენ თითები

და მე ვრჩებოდი სახტად.

უტაქტო მუსიკას, რა ვუყო, ვითმენდი -

თითების პატრონი ლამაზი ჩანდა.

წერილი უცნობ ქალიშვილს

გთხოვთ, მომიტევოთ, არც კი გიცნობთ და

რამდენს ვბედავ,

მაგრამ ჩემს ღიმილს, ქუჩაში რომ ცივად

ღებულობთ...

ისე დამტანჯა უძილობამ და თქვენზე

სევდამ,

როცა შემხვდებით, რა ვქნა, უნდა

გისაყვედუროთ.

60

სასიძო ქიტესა

- ამბობენ, ცოლს თხოულობდი,

გამოპრანჭულხარ იმ დღესა.

უარი რაზე გაკადრეს,

რას გიწუნებდნენ ისეთსა?

- უარი თვითონ ვუთხარი,

ღვთის მადლი არ გამიწყრესა,

ქალიც თინათინ არა ჰყავთ,

არც აყოლებენ მზითევსა.

- შენ მზითევისთვის მიხვედი

თუ ქალისათვის, ქიტესა?

სულ სხვა რაიმე გაბრაზებს,

გულზე ჯავრს გატყობ ისეთსა.

ან სუფრა არ გაგიშალეს,

მოჰყვენენ რაიმე მიზეზსა,

ან არაყი არ მოგართვეს,

ყელი არ ჩაგიწმინდესა?

თუ ის თინათინ არ არის,

მანათობელი მთვარისა,

არც შენ არა ხარ ავთანდილ,

ძე ამირ-სპასალარისა.

- კარგი და თვითონ განსაჯე,

მე არას ვეძებ მიზეზსა.

61

შეჰყარეს ნათესავები,

ჰგავდნენ სუყველა გიჟებსა.

საცოლე ვნახე, ვიფიქრე,

აქ გული არ გამისკდესა,

ნეტავ, მას, ვინც დაუძახებს

მის მშობლებს სიმამრ-სიდედრსა!

ვითომცდა სუფრა გაშალეს,

თავები გამოიდესა,

რაც იმათ სუფრაზე ჰქონდათ,

სამხარზე შევჭამ იმდენსა.

პატარა ჭიქა მე მომცეს,

თავად დახარბდნენ დიდებსა,

თვითონ ბოლომდე ივსებდნენ,

მე კი მისხამდნენ მცირედსა.

ნერწყვს ვაყოლებდი ორ იმდენს

იმ ციცქნას გადამკიდესა,

იქნებ როგორმე არაყი

ყელს იქით გადავიდესა.

ქვაბიდან ნელ-ნელა ჰყრიდნენ

კაპიკისხელა ხინკლებსა,

თან უყურებდნენ ქაფქირის

ნასვრეტში არ გაძვრინდესა.

ხელით ხომ ძლივას ვიღებდი,

ვერ ვახვედრებდი კბილებსა,

62

თვალს ვადევნებდი საცოლის

თავზე მოხტუნავ ტილებსა.

წამოველ მშიერ-მწყურვალი,

გზაში ვიკვნეტდი ფრჩხილებსა,

პანტას და ჟოლოს ვეძებდი,

ხეებს ვაცლიდი კვირტებსა.

მზეთუნახავის იმ სახლსა

რად არ ჰკიდებენ კლიტესა?

ჰაი, მოგიკვდათ ქალი და,

ჰაი, მოგიკვდათ ქიტესა.

სულაც უცოლო დავრჩები,

ვიდრე თვალს ამოვიკემსავ.

ჩემზე არც მტერს გავახარებ,

არც ვახარხარებ ბიჭებსა.

ვალსის ვალი

ათრთოლებულმა მოგხვიეთ ხელები

და ვშიშობ, რომ ტანი თითებში ჩადნება.

თუ ხვდებით, რარიგად მეჟრუანტელებით

ასეთი კარგი და ასეთი თავნება?

არავის არ უთხრათ, ეს ჩვენთვის ისე ვთქვათ,

თქვენთან სიახლოვე იმგვარად მაფეთებს,

რომ გული მე ახლა თვალებში მიფეთქავს

და ლავა სისხლისა აწვება საფეთქლებს.

63

საოცრად გიხდებათ ეგ კაბა ცისფერი,,

სათუთი მხრებიდან დაბლა რომ ჩაშლილა.

ჰა, თქვენი მკლავები და ჩემი კისერი,

მე ახლა ნამდვილად ამ ვალსის ვალში ვარ.

ხართ ამბოხებული, გაშლილი ზამბახი,

მაგ ცისფერ კაბიდან აშუქებთ, ასე რომ,

თქვენი დალალები ლოყაზე მეხება

და ვგრძნობ, რომ ამქვეყნად სამოთხე

არსებობს.

და ცვივა ჰანგები, ტკბილი ფანტელები,

კისერზე მავლია მკლავების არშია.

მომწონხართ, მიყვარხართ,

მეჟრუანტელებით,

დღეიდან მე უკვე ამ ვალსის ვალში ვარ.

***

ალბათ მამაკაცის თუ იყო გამო და

(მდედრს ფასი დაედო ჩალის),

როდესაც ერთ დიდ ქალაქში გამოჩნდა

საოცრად ლამაზი ქალი.

დანახვა ერთია და ყველას გულები

დასწვა უცნაურმა ალმა,

ჩამოისეირნა სრულიად უვნებლივ

ვარსკვლავს მოწყვეტილმა ქალმა.

64

შავი დალალები ბროლის მკერდს უმშვენებს,

ტანით ედარება ალვას.

ნეტავი, საერთოდ გარეთ რად უშვებენ

ქალს, ეგრე საშიშად ლამაზს.

მოდის, მოაბიჯებს იგი საოცრება

და არ ერიდება არვის.

ვინ მიხვდეს მის ფიქრებს ანდა მის ოცნებებს,

მზესავით ლამაზი ქალის.

ყმაწვილიც, მოხუციც ვნებებს აჰყოლია

და ყველას უბრწყინავს თვალი -

კატარაქტიანს და ზოგს გლაუკომიანს -

საშინლად ლამაზი ქალით.

ახლა ვინ დაიწყებს არშიყს ან ანცობას,

სიყვარულს თუმც ვერვინ მალავს.

ვინ მივა, ვინ ჰკადრებს ქუჩაში გაცნობას

ანგელოზს, მოვლენილს ქალად.

უნდა კაკალივით ვტეხო ღამეები,

ცაზე ვარსკვლავები ვთვალო.

ჯოკონდასავით ჩუმად გეღიმება

ჩვენზე, იდუმალო ქალო.

65

***

ნეტავ, ღრუბლები აღმა-დაღმა სად დადიანო

ან წამდაუწუმ მთებში მეხი რატომ ახველებს?

მეცა მაქვს გულში პაწაწინა სადარდიანო,

სადაც არავის, არასოდეს არ ჩავახედებ.

ცაში ტოროლას განთიადი მიაქვს

ნისკარტით.

სადედამიწედ მზემ სხივები გადაარჩია.

წარსული დროა, რა თქმა უნდა, „მე თქვენ

მიყვარდით“

და, სამწუხაროდ, მომავალი არ გააჩნია.

ჩემს ძველ ჭრილობებს დრო და ჟამი ვერ

შეახორცებს,

თქვენ კი ცდილობთ, რომ დამანახოთ სველი

თვალები,

მაგრამ სადღა გაქვთ ცრემლი, თუნდაც

საცხვირსახოცე,

თორემ ყველაფერს მხოლოდ ჩემს თავს

დავაბრალებდი.

ცაზე ღრუბლები ძველებურად გადარბიანო,

ფიქრობ და იცი, არ იქნება ჩემგან ხეირი.

ცარიელია რადგან შენი სადარდიანო,

მიხვალ ქუჩაში, მიაბიჯებ გულარხეინი.

66

***

ეგ ზღაპარი, ჩემო კარგო მოუყევი პატარებს,

მეტსაც გეტყვი, ვიცი შენი სიზმრებიც და

მიზნებიც.

უარს ამბობ, მაგრამ აბა კარტს რას გამოაპარებ

-

მიმკითხავეს - ასე მითხრეს, რომ შენ ჩემზე

გიჟდები.

არ იდარდო, შემიძლია საიდუმლოს შენახვა,

ნუ აჰყვები, იყბედებენ ჭორიანი ენები.

დამიჯერე მაგ ყოფაში, განა მარტო შენა ხარ,

უარეს დღეში არიან თურმე დანარჩენები.

თავიდან მეც ეჭვი მქონდა - განა მართლა

ვინა ვარ,

ერთი ბიჭის სიყვარულს რომ საქალეთი

ატარებს.

შენც რომ გკითხო, ასე მეტყვი, ვითომ სულ

არ

გიყვარვარ -

ვთქვათ, მე ვცდები, მაგრამ, აბა, კარტს რას

გამოაპარებ?

სულაც არ მსურს, ლიანდაგზე დაალაგონ

თავები,

ეძებონ სასახრჩობელე ტოტი, თოკი, მასალა,

67

შეაწუხონ ჩემ გულისთვის წმინდა

სალოცავები,

მოწყდნენ სალი კლდეებიდან, შესვან შხამი,

სამსალა.

მე იქნება სულელი ვარ, შეშლილი ვარ, გიჟი

ვარ

და ოცნება აბებივით მამშვიდებს და

მაწყნარებს.

თითქოს სულაც არ გიყვარდე, თავი ისე

გიჭირავს,

მაგარამ, აბა, დალოცვილო, კარტს რას

გამოაპარებ?

*** ყრია იატაკზე ძველი რვეულები,

ბზრიალებს ფანჯარაზე ბუზი.

ბედი არა მაქვს, მე შენ გეუბნები,

არა და არ მოდის ტუზი.

დამშრალა მოთმინების ზღვისხელა აუზი,

ვნებდები, ჩავუშვი ღუზა.

მეტოქე ქირქილებს, ტყუილა რას უზი, -

ხედავ, არც ტუზი გაქვს, არც მუზა.

ყრია იატაკზე ძველი რვეულები,

შიგ ძველი ლექსები ყრია

და დუმს საფეთქელთან შავი რევოლვერი,

ყელში გასჩხერია ტყვია.

68

სისხლმა ძარღვებში შეწყვიტა დუღილი,

თუმცა ჩემიც იყო ბრალი,

შეაშრა ცრემლი და უკვე მას უღიმის

კარტში წაგებული ქალი.

საუბარი გულთან

მე: წლები გადის და ხდები გულგრილი,

ადრეც მინდოდა, გულო, მეთქვა მე.

თუკი შეწყვიტე წვა და დუღილი,

რაღა აზრი აქვს, მკერდში ფეთქავდე?

გული: შენს ხელში კიდევ კარგად ვმუშაობ -

თამბაქოს ბოლში, ღვინით თრობაში.

პირდაპირ მითხარ, ტყვილა ნუ მშარობ,

კერძოდ, შენ რა გაქვს მხედველობაში.

მე: რად გემდური და გეტყვი - იმადა,

დავაფიქსირე დღესაც ის ფაქტი,

ლამაზმა ქალმა გამიღიმა და

არ მიგიღია მიკროინფარქტი.

გული: მაშ, შევეცდები ფაქტი განვმარტო,

ქვა გგონივარ და მე კი გული ვარ,

შენ არა, შენს ცოლს არა ვღალატობ,

მე შენზე ხელი ჩაქნეული მაქვს.

69

მესამე დღეა ქარი ქალივით კივის

მესამე დღეა ქარი ქალივით კივის,

გაივლის ეს თვეც, სულ ერთი ღამე დარჩა.

ივლის ივნისი, წამოეწევა ივლისს,

მესამეა დღეა, არ მინახიხარ არსად.

მესამე დღეა ქარი ქალივით კივის

და არვინ იცის, ფოთლებს გაფანტავს საით,

მესამე დღეა, არ უტირია ტირიფს,

წაქცეულია და არა ტირის მაინც.

მესამე დღეა ქარი ქალივით კივის,

თითქოს მოსტაცეს მას ერთადერთი პირმშო,

მან შემაჩვია მე უშენობის ტკივილს

და ეს ტკივილიც არსად დავკარგო, ვშიშობ.

მესამე დღეა ქარი ქალივით კივის...

***

გული ჯადოსნური, პატარა სარკეა,

ავსილი ზღვა ემოციებით,

გაზაფხულს სულ რაღაც წუთები აკლია

და ლურჯი იები.

არაფერს არ ნიშნავს მთებზე რომ მოთოვა

და თმებზე აქა-იქ ჭაღარა,

70

მე ისევ ისა ვარ , მე გულით თოთო ვარ,

თუმც ბავშვი აღარ ვარ.

ამ დილას სულ ერთი პატარა ნაკლი აქვს,

მწვავს და ვგრძნობ, ნელ-ნელა ვთავდები,

გაზაფხულს სულ რაღაც წუთები აკლია

და შენი თვალები.

***

წყარო ლიკლიკებს თუ შენი კისკისია,

ჩემი გული შენი გულის გამოდის ტყვე.

ვიცი, რომ ჩემთვის ეს დიდი რისკი კია,

მაგრამ სიყვარულში უნდა გამოგიტყდე.

ხელიდან წასული კაცის ბოდვებია,

არც რას გპირდები და არც რას გაიმედებ,

შენ ასე კარგსა და მე ასე ცოდვებიანს,

ღმერთი საჩემოდ მაინც არ გაგიმეტებს.

ჰო, უნდა გაგიცნონ დიდმა დარბაზებმა,

არც კაცის არ გაქვს და არც უფლის წუნი,

სულაც არ მინდოდა შენი გაბრაზება,

ვწუხვარ, არ გახლავარ მე ის უფლისწული.

სიხარულის გარდა სევდაც შეგძლებია,

მინდა, განუგეშო, მაგრამ, აბა, რითი?

ზღვის მოქცევაა თუ შენი ცრემლებია?

ბრწყინავს წამწამებზე წყვილი მარგალიტი.

71

ისე შეგეჩვიე, წუთით ვეღარა ვძლებ.

არა, არ გეგონო მართლა უდარდელი

და თუ ცოცხალი ვარ მე ამ ქვეყანაზე

შენი ტრფობითა და შენი ჟრუანტელით.

***

მიირწევა თებერვალი პირქუში და ზანტი,

მავთულებზე ნოტებივით ბეღურები სხედან.

სადაც არის თეთრი ბანტით მობრძანდება

მარტი

და გულიდან ამოსკდება უშენობის სევდა.

მოადგება უცხო გემი მარტოობის კუნძულს

და ტოროლა დარდიანი ცას აიკლებს

სტვენით,

მოდი, სანამ გაზაფხული რძით აივსებს

ძუძუს

და მთვრალ წვიმებს შეეშლებათ მისამართი

შენი.

გაზაფხული მოვა, მაგრამ როგორ გაპატიებს,

თუ ენძელებს შენი სულის სინაზე არ მოჰყვა,

თუ სილურჯე თვალებიდან არ აჩუქე იებს

ან ყაყაჩოს არ მიადე ანთებული ლოყა.

თუკი გულში ცისარტყელა არ გაიბი სიმად,

რა გგონია, მისი მოსვლა ეღირება რამედ?

72

შენს ძებნაში ფეხშიშველი იწანწალებს წვიმა

და უშენოდ შავ ძაძებში შეიშლება ღამე.

არც კვალი, არც მისამართი, სად გეძებო,

სადა?

ძაღლისავით ამედევნა მოგონება მწარე,

მენატრება ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და

შენი თმების ქარიშხალში გაშხლართული

მთვარე.

73

ს ა რ ჩ ე ვ ი

...მე უშენობის მწარე სევდას გულში ვინახავ 3

...ამ მოლოდინსაც გამოღრღნიან სულში ჩრჩილები 4

ხელიდან წასვლა 5

მერე შენი ნებაა 7

...მახსოვს, იყო წლების წინ 8

პერპეტუუმ მობილე ანუ ცალმხრივი სიყვარული 10

...რას ცახახებენ ცაში ცაცხვები? 11

...მე კვლავ უძილობით ვითხრი თვალებს 12

სიყვარული 12

შენ აქ არა ხარ 13

...შენი სურვილი სუროსავით მახრჩობს 14

...არა, გაბუტვა არ გამაგონო 15

...ალბათ მოგწყინდი გაცვეთილი ფირფიტასავით 16

მე ფაკირი ვარ 17

მიტევების დღე 18

...განა ყოველთვის ჩვენ ვართ მართლები 19

გამოღვიძება 20

ნუ დაღონდები 22

...მე მახსოვს, იმ დღეს დუელში მომკლეს 23

...წვიმაა 23

...გულში კვლავ სევდიან ნაკვალევს მიტოვებ 24

...თქვენი ღიმილი უსათნოესია 25

...ნეტავ იცოდე, თუ რა სევდით გწერ მე ამ წერილს 26

...გული უცნაურ სევდით ამევსო 27

დაბადების დღეზე 28

...მოვიდა და გული მატკინა 29

ბავშვობის ნიავის მონატრება 30

74

...თუმც შენს სიყვარულს არ მაზიარეს 31

...როცა რაიმეს კარგს ვამბობ შენზე 31

სოფელში 32

თითქოს დაჩხვლიტეს გული ნემსებით 34

მკითხავი გვირილა 34

...გვირილები აუნთია მინდორ-ველს 35

…გაბუტული გოგო 35

…ათასი თვალი უკან გაჰყვა ქალწულს ეშხიანს 36

…ზღვამ ფერები შენს თვალებში გაისწორა 37

…მინდორ-ველი დაუხატავთ აკვარელით 38

…ეს ბოლო დროა, ნეტავ, რა მომდის? 39

წყალდიდობა 40

სკოლისაკენ 41

გაზაფხული 42

გასათხოვარი მეგონა 43

…ბიჭი, რომელიც მსხლის ძირას იწვა 43

…რომ დამშორდი, დამენანე ძალიან 43

მე მიხმობენ გზაზე იასამნები 44

…გორში რომ ერთი გოგონა დადის 46

ტელევიზორი აცხადებს ამინდს 46

…გალობენ ჩიტები 47

…ჩემი სიცოცხლე ორღობეში პატარა ქარია 47

…რას გაუგებ მარტს, კარტივით აჭრილს 48

…შენ თუთასავით ტკბილი ხარ 49

…მარტო ვერ გაგიშვებ წყალზე 49

…შენს ლურჯ თვალებში 50

მარტოობა 50

…ზეცა ვარსკვლავებით მოჭედილა 51

…არ შემიძლია დღეს ვიყო ჩუმად 52

…ღამეა და ქუჩაც ისე ცარიელია 53

75

…გიყვარდეს, გტკიოდეს - ძალიან ძნელია 55

…შენ ახლა მასზე აღარ ოცნებობ 55

…ამაოდ ეძებ ლამაზ ქალაქებს 56

…შენთვის უცხოა ერთგულების გულში გავლებაც 57

გახსენება 58

პიანინოზე უკრავდნენ თითები 59

წერილი უცნობ ქალიშვილს 59

სასიძო ქიტესა 60

ვალსის ვალი 61

…ალბათ მამაკაცის თუ იყო გამო და... 62

…ნეტავ, ღრუბლები აღმა-დაღმა სად დადიანო 65

…ეგ ზღაპარი, ჩემო კარგო მოუყევი პატარებს 66

…ყრია იატაკზე ძველი რვეულები 67

საუბარი გულთან 68

მესამე დღეა ქარი ქალივით კივის 69

…გული ჯადოსნური, პატარა სარკეა 69

…წყარო ლიკლიკებს თუ შენი კისკისია 70

…მიირწევა თებერვალი, პირქუში და ზანტი 71

„შიდა ქართლის მწერლობა“

მისამართი:

გორი, სტალინის გამზ. 31.

ელფოსტა: [email protected]

ვებგვერდი:

http://mweraltasaxli.blogspot.com/

2015 წ.