ადმინისტრაციული ორგანოს...

21
2013 5/9/2013 ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები Caucasus School of Law (ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი) ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი / ნორმატიული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი / რეალაქტი / ადმინისტრაციული ხელშეკრულება . Authors: კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის სამართლის სკოლის მეორე კურსის სტუდენტი: ლაშა თვარაძე

description

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები

Transcript of ადმინისტრაციული ორგანოს...

Page 1: ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები

2013

5/9/2013

ადმინისტრაციული ორგანოს

საქმიანობის სამართლებრივი

ფორმები

Caucasus School of Law

(ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი)

ადმინისტრაციული

ორგანოს საქმიანობის

სამართლებრივი ფორმები:

ინდივიდუალური

ადმინისტრაციულ –

სამართლებრივი აქტი /

ნორმატიული

ადმინისტრაციულ –

სამართლებრივი აქტი /

რეალაქტი /

ადმინისტრაციული

ხელშეკრულება.

Authors: კავკასიის უნივერსიტეტის,

კავკასიის სამართლის სკოლის მეორე კურსის სტუდენტი:

ლაშა თვარაძე

Page 2: ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები May 9, 2013

CSL / კავვკასიის სამართლის სკოლა 2

= სარჩევი =

შესავალი ნაწილი (თემის ზოგადი მოხილვა).

ადმინისტრაციული სამართალი და საჯარო მმართველობა ................................................................... 3

ადმინისტრაციული სამართლის კონსტიტუციურსამართლებრივი საფუძვლები ............................. 4

ძირითადი ნაწილი (ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები) ............... 6

ადმინისტრაციული ხელშეკრულება (საერთო დახასიათება) ......................................................... 6

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის საჯარო–სამართლებრივი ფორმები

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტი ..................................................... 8

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის

მნიშვნელობა და ფუნქციები ........................................................................................................ 9

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის

ცნება და ცნების ელემენტები ...................................................................................................... 9

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის სახეები .......................... 12

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის

კანონიერება და უკანონობა ........................................................................................................ 13

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გაუქმება ....................... 15

ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი

ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის

ცნება და ცნების ელემენტები .................................................................................................... 16

ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების კლასიფიკაცია ................. 17

ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების

ფორმალური და მატერიალური კანონიერება ............................................................................... 18

რეალაქტი ................................................................................................................................................. 18

გამოყენებული ლიტერატურა ........................................................................................................................... 21

Page 3: ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები May 9, 2013

CSL / კავვკასიის სამართლის სკოლა 3

(შესავალი ნაწილი)

= ადმინისტრაციული სამართალი და საჯარო მმართველობა =

(საპრეზენტაციო თემატიკის ზოგადი მოხილვა)

მოყოლებული განმანათლებლური იდეოლოგიის გამარჯვებიდან (რამაც მოიტანა სამოქა–

ლაქო თვითშეგნების ნიშნების გაჩენა) ვიდრე დღემდე, იხვეწებოდა სახელმწიფოსა და

მოქალაქეს შორის ჩამოყალიბებული სამართალურთიერთობა, ანუ გარკვეულ პრინციპებზე

დაფუძნებული, კანონით მოწესრიგებული ურთიერთობა. მე–18 საუკუნის ბოლოსა და მე–19

საუკუნის დასაწყისში კამერალისტური იდეოლოგიის საფუძველზე მძაფრდებოდა მოთხოვნა

კანონით რეგლამენტირებული მმართველობისა 1 . ადმინისტრაციული სამართლის წარმოშობა

პირდაპირ არის განპირობებული სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის არსებულ ურთიერთო–

ბებში მომხდარი ცვლილებებით. რა არის საზოგადოების დაკვეთა? საზოგადოება ქირაობს

ხელისუფლებას და გადასცემს მას უფლებამოსილებას იმისა, რომ კეთილად წარმართოს მისი

ცხოვრება, დაიცვას და უზრუნველჰყოს მისი ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.

რა არის ადმინისტრაციული სამართალი? რას არეგულირებს ის? რა მიზანი აქვს სახელმ–

წიფოს, რომელიც გვთავაზობს ადმინისტრაციულ კანონმდებლობას? ყოველი ჩვენთაგანი ვიდრე

დაბადებიდან გარდაცვალებამდე იმყოფება გარკვეულ ნორმათა ზემოქმედების ქვეშ. ყოველი

აქტივობა ადამიანისა იქნება ეს განათლების მიღება, შრომითი საქმიანობა, სამხედრო სამსახური,

მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მუშაობა სახელმწიფო აპარატში და მრავალი სხვა,

წესრიგდება ადმინისტრაციული კანონმდებლობით. გაგვიჩნდება კითხვა – რა არის ადმინის–

ტრაციული კანონმდებლობა? თუმცა იმისათვის, რომ მივიღოთ სწორი პასუხი, საჭიროა კითხვა

დაისვას სწორად – რა მიზანს ახორციელებს სახელმწიფო საჯარო მმართველობის გზით?

სახელმწიფო მეტი არაფერია თუ არა „დაქირავებული“ მუშა მექანიზმი, რომელიც უზრუნველ–

ჰყოფს „დამქირავებელს“ სხვადასხვა სერვისებით, ახდენს ამ სერვისთა სწორ განაწილებას და

სერვისების მიწოდების პროცესში გამორიცხავს უკანონობას. გამომდინარე აქედან ნათელია

სახელმწიფოს როლი, მისი არსებობის მიზეზი და მიზანი, მისი მიმართება თავისი პირველადი

წყაროს, ანუ დამქირავებლისადმი. პასუხი კითხვაზე, თუ რა არის ადმინისტრაციული კანონმ–

დებლობა, მიღებულია. სწორედ ადმინისტრაციული კანონმდებლობაა, რომელიც აწესრიგებს

სერვისების მიწოდებას, მიწოდების პროცესს და გამორიცხავს უკანონობას, ისევე როგორც

1 ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო – სხირტლაძე, კალანდაძე, იზორია, ადეიშვილი,

ვარდიაშვილი, ტურავა, კოპალეიშვილი, ქიტოშვილი. გვ: 26.

Page 4: ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები May 9, 2013

CSL / კავვკასიის სამართლის სკოლა 4

„დაქირავებულის“, ასევე „დამქირავებლის“ მხრიდან. მიწოდებული სერვისები უზრუნ-

ველჰყოფს ნორმალური, მოწესრიგებული, დაფასებული და ღირსეული ცხოვრებისათვის

აუცილებელ მოთხოვნებს. საჯარო მმართველობა ადმინისტრაციული კნონმდებლობის

შესაბამისად უზრუნველჰყოფს სახელმწიფო უშიშროებას, მშვიდობას, კეთილდღეობას,

სტაბილურობას. სახელმწიფოს ამოცანები პირდაპირ ემთხვევა საჯარო მმართველობის

ამოცანებს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ სახელმწიფოს მიზნები და დავალებები ჰქმნის ჩაკეტილ

სისტემას, ისინი დამოკიდებულია დროზე, მოთხოვნადა და მათ მიხედვით ჩამოყალიბებულ

პოლიტიკაზე. გამომდინარე აქედან ადმინისტრაციული სამართალი, როგორც ერთგვარად

„იურიდიული ფორმა მმართველობითი საქმიანობისათვის“, მოწოდებულია მოაწესრიგოს

აღმასრულებელი ხელისუფლების, ანუ სახელმწიფო მმართველობის სფეროში წარ-მოქმნილი

საზოგადოებრივი ურთიერთობები. იგი ამას ახერხებს მასშივე წარმოდგენილი სამართლის

ინსტიტუტებისა და ნორმების მეშვეობით, რომლებისთვისაც სახელმწიფო კისრულობს

ვალდებულებას გამოკვლევის სხვადასხვა მეთოდებით უზრუნველჰყოს მათი მეტად ქმედითობა

და დემოკრატიული ხასიათი. იგი ადგენს სპეციალურ სუბიექტს – ადმინისტრაციულ ორგანოს,

რომელსაც პრეროგატივად განუსაზღვრავს ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცე–

მასა თუ მის აღსრულებას, ადმინისტრაციული საჩივრის თუ განცხადების განხილვასა და

ადმინისტრაციული გარიგების მომზადებას, ამ უკანასკნელისათვის იგი განსაზღვრავს მისი

დადებისა და შესრულების წესს. ადმინისტრაციული კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგა–

ნოებს ამ საქმიანობის განხორციელების ფარგლებში ავალდებულებს დაიცვას ადამიანის

ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ასევე საჯარო ინტერესები და კანონის უზენაესობა2.

ადმინისტრაციული სამართლის

კონსტიტუციურ–სამართლებრივი საფუძვლები

მმართველობის ორგანოთა ყოველი ქმედება და მისი შინაარსი განსაზღვრულია ადმინის–

ტრაციული სამართლის ნორმების მეშვეობით. ეს ნორმები კი პირდაპირ დამოკიდებულია

კონსტიტუციაზე, როგორც უზენაეს კანონზე, პრიმატზე. ყოველი სამართლებრივი აქტი უნდა

შეესაბამებოდეს კონსტიტუციას3. მათ შორის მოქმედებს იერარქია, რომლის ძალითაც სამართ–

ლის მთელი სისტემა აღიქმება ერთმანეთთან ლოგიკურ კავშირში მყოფი სამართლებრივი

ნორმების ერთობლიობად. კონსტიტუციურ–სამართლებრივი ურთიერთობები იზიარებენ ზო–

2 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. მუხლი 1. 3 საქართველოს კონსტიტუცია. მე–6 მუხლი.

Page 5: ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები May 9, 2013

CSL / კავვკასიის სამართლის სკოლა 5

გადსამართლებრივი ხასიათისათვის დამახასიათებელ ნიშ–ნებს, კონსტიტუციური დებულებები

განსაზღვრავენ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანიზაციის, შესაბამისი ორგანოების

საქმიანობის საფუძვლებს, რითაც ჰქმნიან ადმინისტრაციული სამართლის საწყის პირობებს4.

კონსტიტუციური სამართლის გავლენა ადმინისტრაციულ სამართალზე ნათლად ჩანს

შემდგომ მაგალითებში: 1. კონსტიტუცია, ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი,

სხვა დანარჩენი კონსტიტუციური ნორმები და საყოველთაოდ აღიარებული კონსტიტუციური

პრინციპები, თანაბარი მნიშვნელობის მქონეა სახელმწიფო ხელისუფლების ყოველი შტოსათვის,

მიუხედავად მათი გამოვლინებისა და ნების გამოხატვის ფორმებისა; 2. საჯარო მმართველობას,

როგორც სახელმწიფოს ხელისუფლების ერთ–ერთ ლეგიტიმურ შტოს, კონსტიტუციის სისტემაში

განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რომელიც იმავდროულად მჭიდროდ არის დაკავშირე–

ბული საკანონმდებლო ხელისუფლებასთან და კონტროლქვეშაა სასამართლო ხელისფლების

მიერ; 3. ადამიანის ღირსებისა და თავისუფლების დაცვის პრინციპი საქართველოს კონსტიტუ–

ციის ამომავალი დებულებაა. შესაბამისად ამისა თითოეული ადამიანი უნდა აღიქმებოდეს არა

როგორც ადმინისტრაციის ქვეეშევრდომი, არამედ როგორც „სრულუფლებიანი მოქალაქე“.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება: ა) პიროვნების სუბიექტური უფლების აღიარება; ბ) ადმინისტრა–

ციასა და მოქალაქეს შორის დადებული ხელშეკრულების აღიარება; გ) საჯარო მმართველობის

ორგანოთა ვალდებულება, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში

გაითვალისწინოს მოქალაქის ძირითადი უფლებებით დაცული სფეროები; დ) მოქალაქეთა

უფლებების დამცავი ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა. 4) და ბოლოს, შეგვიძ–

ლია კონსტიტუციურ ნორმებსა და პრინციპებზე დაყრდნობით მოვახდინოთ ადმინისტრა–

ციული სამართლის ზოგადი დებულებების დადგენა. ამისათვის ნათელი მაგალითია

ადმინისტრაციულ სამართალში აღიარებული კანონიერი ნდობის უფლება, რომელიც გამომ–

დინარეობს კონსტიტუციით არიარებული ისეთი პრინციპიდან, როგორიც არის სამართლებრივი

სახელმწიფოსა და სამართლებრივი ურთიერთობების სტაბილურობის პრინციპი5.

ყოველი ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საჯარო მმართველობა, როგორც აღმასრულე–

ბელი ხელისუფლება, უნდა ხორციელდებოდეს კონსტიტუციაზე დაყრდნობით. საჯარო მმარ–

თველობას აწესრიგებს და მის სამართლიანობას უზრუნველჰყოფს საჯარო სამართლის შემადგე–

ნელი ნაწილი – ადმინისტრაციული სამართალი. ერთგვარად „კონსტიტუციური ბოჭვის“ პირო–

ბებში, ადმინისტრაციული ორგანონი ეწევიან საჯარო საქმიანობას, რომელიც გამოხატულებას

4 საქართველოს კონსტიტუციური სამართალი. ზაზა რუხაძე. ბათუმი. 1999. გვ:4. 5 ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო – სხირტლაძე, კალანდაძე, იზორია, ადეიშვილი,

ვარდიაშვილი, ტურავა, კოპალეიშვილი, ქიტოშვილი. გვ: 37–39.

Page 6: ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები May 9, 2013

CSL / კავვკასიის სამართლის სკოლა 6

ჰპოვებს მათ მიერ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემასა თუ აღსრულებაში,

ადმინისტრაციული საჩივრის თუ განცხადების განხილვაში, ასევე ადმინისტრაციული გარიგე–

ბის მომზადებას, დადებასა თუ შესრულებაში. სწორედ ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობა

გვევლინება სახელმწიფოს მიერ მისი პოზიტიურ თუ ნეგატიურ ვალდებულებათა (Status

Positivus/Status Negativus) განხორციელებისათვის ნათელ მაგალითად (ასევე საგულისხმოა ორგა–

ნოთა საქმიანობა Status Activus-ის ჭრილშიც).

მოკლედ შეიძლება ითქვას შემდეგნაირად:– არ არსებობს აქტი, ადმინისტრაციული ორგა–

ნოს მიერ გამოცემული, რომელიც არ ჰპასუხობს კონსტიტუციურ დონეზე გარანტირებული

ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების

ბოჭვის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი აქტი უკანონოა და მას არსებობის უფლება არ

აქვს.

(ძირითადი ნაწილი)

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის

სამართლებრივი ფორმები

ვიდრე უშუალოდ მოხდება გადასვლა დასმული საკითხის არსებითი ნაწილის განხილვაზე,

სა–ჭიროა ყურადღება მიექცეს მმართველობითი საქმიანობის ფორმათა სამართლებრივ ბუნებას.

სამართ–ლებრივ ბუნებას განსაზღვრავს ის, თუ სამართლის რომელი დარგის ნორმები უდევს

საფუძვლად ფორმას. გამომდინარე აქედან მსჯელობა შეგვიძლია წარვმართოთ ორი კუთხით:–

მმართველობის ორგანოს საქმიანობის საჯარო–სამართლებრივი და საქმიანობის კერძო–

სამართლებრივი კუთხით.

ადმინისტრაციული ხელშეკრულება (საერთო დახასიათება);

თავისუფლად შეგვიძლია მას ვუწოდოთ აღმასრულებელი ხელისუფლების რეალიზაციის

ერთ–ერთი ფორმა და მართლებიც ვიქნებით. იგი არ წარმოადგენს არც ადმინისტრაციულ აქტს,

რომელშიაც წარმოდგენილია ადმინისტრაციული ორგანოს ცალმხრივი ხელისუფლებრივი ნება

და არც კერძო–სამართლებრივი ხასიათის ხელშეკრულებას, რომელიც მხარეთა თანასწორუფ–

ლებიანობას ეფუძნება, იგი წარმოადგენს ერთგვარად შუალედურ რგოლს მათ შორის. რთულია

ისეთი შემთხვევა, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო საჯაროსამართლებრივ უფლებამოსი–

ლებას ახორციელებს კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში ჩაბმის გზით, ისე, რომ ურთიერ–

თობაში ებმება, როგორც კერძო სამართლის სუბიექტი, რასაც მას განუსაზღვრავს კანონი.

Page 7: ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები May 9, 2013

CSL / კავვკასიის სამართლის სკოლა 7

სზაკ–ის მეხუთე თავით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებად მიჩნეულია

ყველა სახის სამოქალაქო–სამართლებრივი ხელშეკრულება, რომელშიაც ერთ–ერთ მხარედ

გვევლინება ადმინისტრაციული ორგანო. ანუ სამოქალაქო–სამართლებრივი ხელშეკრულება

ადმინისტრაციულ სახეს იძენს მაშინ, თუკი მასში ერთ–ერთ მხარედ გამოდის ადმი–

ნისტრაციული ორგანო. გამომდინარე აქედან სზაკ ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცნებით

სრულიად სამართლიანად უარჰყოფს ინტერესთა თუ სუბორდინაციის თეორიას და აღიარებს

ე.წ. „სუბიექტების თეორიას“, რომლის მიხედვითაც სამართლის დაყოფას კერძო და საჯარო

სამართლად საფუძვლად უდევს სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა

სტატუსი. კანონმდებელი მიუთითებს, რომ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში ადმინი–

სტრაციული ორგანო მოქმედებს, როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი6. ეს კი ნიშნავს

იმას, რომ საქმე გვაქვს კერძო–სამართლებრივი ხასიათის ურთიერთობასთან, რომელშიაც ერთ–

ერთ მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო. გამომდინარე აქედან, ადმინისტრა–

ციული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის კერძო–

სამართლებრივ ფორმას.

ადმინისტრაციული ხელშეკრულებანი ორგანიზაციული ხასიათისაა. ორგანიზაციული

ხასიათისაა თვით ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობაც. ადმინისტრაციული ხელშეკრუ–

ლების ერთ–ერთ მხარედ ყოფნით ადმ.ორგანოს მიზანია საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი

შედეგის მიღწევა, ანუ საჯარო–სამართლებრივი ინტერესის განხორციელება. ხელშეკრულების

ადმინისტრაციულ–სამართლებრივი სტატუსის თავისებურება ის არის, რომ ორგანო, როგორც

ერთ–ერთი სავალდებულო სუბიექტი, მოქმედებს საერთოსახელმწიფოებრივი ინტერესიდან

გამომდინარე ისე, რომ არ იღებს სარგებელს საკუთარი თავისთვის. თავისუფლად შეიძლება

ადმინისტრაციულ ხელშეკრულებაში კერძო ინტერესებიც იხატებოდეს, თუკი ერთ–ერთი

სუბიექტი ფიზიკური პირია, თუმცა ეს, გამომდინარე კანონმდებლის ნებიდან, რომელიც

ხელშეკრულების სტატუსის განსაზღვრისათვის უპირატესად მიიჩნევს მასში ადმინისტრა–

ციული ორგანოს მონაწილეობას, განმსაზღვრელი არ არის. სახელისუფლებო უფლებამო–

სილებით აღჭურვილი სუბიექტის სავალდებულო მონაწილეობა ხელშეკრულებაში მიუთითებს

ხელშეკ–რულების საჯარო, საერთოსახელმწიფოებრივ ინტერესზე, რამდენადაც სახელმწიფო

თავისი ინსტიტუტების სახით მოწოდებულია გამოხატოს, განახორციელოს და დაიცვას

სოციუმის ყველა წევრის საერთო ინტერესი.

6 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი. მუხლი 651.

Page 8: ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები May 9, 2013

CSL / კავვკასიის სამართლის სკოლა 8

სხვა ბევრი ქვეყნისაგან განსხვავებით საქართველოში ნორმატიულ ბაზას ადმინისტრა–

ციული ხელშეკრულებისათვის ჰქმნის სამოქალაქო სამართალი მისი ნორმებით და იმ

დამატებებით, აკრძალვებითა თუ შეზღუდვებით, რომლებიც მასში ადმინისტრაციული

კანონმდებლობის ნორმებს შეაქვთ. მაგ. გერმანიაში ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად გვხვდება

პირიქით – ადმინისტრაციული ხელშეკრულება წარმოების შესახებ მითითებული კანონის

შესაბამისად პირველ რიგში წესრიგდება ადმინისტრაციული სამართლის ნორმებით და

სამოქალაქო–სამართლებრივი ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი

ადმინისტრაციულ–სამართლებრივი ნორმები მოცემული ურთიერთობის რეგულირებისათვის

საკმარისი არ არის 7 . აღნიშნული პრობლემისადმი არსებითად სწორია ქართული მიდგომა,

ვინაიდან თუკი ადმინისტრაციული ორგანო კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედებს,

როგორც სამოქალაქო სამართლის სუბიექტი, აღარ არის საჭირო ადმინისტრაციულ კანონმდებ–

ლობაში ზედმეტი ნორმები დადებული ხელშეკრულების რეგულირებისათვის, როდესაც ისინი

დაწვრილებით არის გაწერილი სამოქალაქო კანონმდებლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანუ

სხვა ქვეყანათა მაგალითზე (მაგალითად გერმანია), ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში

სახეზე გვაქვს კერძო–სამართლებრივ ნორმათა კოლოსალურად დიდი რაოდენობა – განმეორე–

ბული და მთელის სიზუსტით გადმოწერილი სამოქალაქო კანონმდებლობიდან.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მნიშვნელობა და ფუნქციები

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული ორგანოს

საქმია–ნობის უპირველესი სამართლებრივი ფორმაა. იგი უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი

სამართლებრივი ინსტიტუტია და დატვირთულია ფუნქციურად. მისი გამოცემა იწვევს

განსაზღვრულ სამართლებრივ შედეგს. ადმინისტრაციული სამართლის მეცნიერებაში გამოყო–

ფენ ამ სამართლებრივი შედეგების ოთხ ძირითად ფუნქციას, ესენია: მატერიალურსამართ–

ლებრივი, წარმოებისსამართლებრივი, საპროცესოსა–მართლებრივი და აღსრულებითსამართ–

ლებრივი ფუნქციები. განვიხილოთ ისინი ცალ–ცალკე: 1) ინდივიდუალური ადმინისტრა–

ციულ–სამართლებრივი აქტის მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობა ვლინდება იმაში,

რომ ის არის კანონის მოთხოვნათა ცალკეულ შემთხვევებსა და კონკრეტულ პირებზე გასავრცე–

ლებელი ტიპიური საშუალება; 2) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის

წარმოებისსამართლებრივიმნიშვნელობა ვლინდება იმაში, რომ ის არის ადმინისტრაციული

7 ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო – სხირტლაძე, კალანდაძე, იზორია, ადეიშვილი,

ვარდიაშვილი, ტურავა, კოპალეიშვილი, ქიტოშვილი. თავი 10. გვ:201.

Page 9: ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები May 9, 2013

CSL / კავვკასიის სამართლის სკოლა 9

წარმოების აუცილებელი წინაპირობა, რამდენადაც სწორედ მისი გამოცემის მიზანი ხდის

შესაძლებლად ადმინისტრაციული წარმოებისათვის კოდექსით გათვალისწინებული ნორმების

გამოყენებას და ადმინისტრაცციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციული წარმოების სახეს

აძლევს. 3) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საპროცესოსამართ–

ლებრივი ფუნქცია კი ვლინდება იმაში, რომ თუმცა მისი არსებობა უფლებათა ადმინისტრა–

ციული გზით დაცვის უზრუნველყოფისათვის არ არის სავალდებულო წინაპირობა, სამართ–

ლებრივი დაცვის სწორი საშუალების შერჩე–ვისათვის აქტის არსებობას გადამწყვეტი მნიშვნე–

ლობა ენიჭება; 4) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის აღსრულებით–

სამართლებრივი ფუნქცია მდგომარეობს იმაში, რომ იგი შეიცავს აქტის გამომცემის პრივი–

ლეგიას, ანუ შესაძლებლობას, მოქალაქის ნების საწინააღმდეგოდ, მის ხელთ არსებული კანონით

დადგენილი სააღსრულებო საშუალებების გამოყენებით თვით აღასრულოს ეს აქტი.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ცნება და ცნების ელემენტები

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ზუსტ საკანონმდებლო

დეფინიციას იძლევა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი,

რომლის თანახმადაც:– „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი არის

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე

გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან

ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს“. ხსენებული

ლეგალური დეფინიცია იძლევა შესაძლებლობას და მიგვითითებს აუცილებლობისაკენ, მისი

უკეთ შემეცნებისათვის, იგი დავყოთ სხვადასხვა ელემენტებად და სათითაოდ განვიხილოთ

ისინი. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის დეფინიციაში უპირვე–

ლესად ვხვდებით 1) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელზე მითითებითაც

კანონ–მდებელი გვეუბნება, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტად

მიიჩნევა ისეთი ადმინისტრაციული ღონისძიება, რომელიც განახორციელა ადმინისტრაციულმა

ორგანომ. ადმინისტრაციული ორგანო კი შეიძლება იყოს ყველა სახელმწიფო თუ ადგილობრივი

თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანო თუ დაწესებულება, საჯარო სამართლის

იურიდიული პირი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობით მინიჭებული

უფლებამოსილების საფუძველზე ასრულებს საჯაროსამართლებრივ საქმიანობას. დეფინიციის

პირველი ნაწილი მიჯნავს ადმინისტრაციულ ორგანოს ყოველგვარი სამთავრობო, საკანონ–

მდებლო და სასამართლო ხელისუფლებათა საქმიანობიდან და მას აღიქვამს, როგორც

Page 10: ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები May 9, 2013

CSL / კავვკასიის სამართლის სკოლა 10

სახელმწიფო მმართველობის სისტემის შემადგენლობას (ორგანიზაციულსამართლებ–რივი

ცნება). ხოლო ფუნქციონალური გაგებით ერთიანდება ორგანიზაციულსამართლებრივი გაგებით

ადმინისტრაციული ორგანოები იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, რომლებიც არ არიან

სახელმ–წიფო ორგანოთა სისტემის სუბიექტები, თუმცა კანონმდებლობის საფუძველზე

ახორციელებენ საჯარო–სამართლებრივ უფლებამოსილებებს; ინდივიდუალური ადმინისტრა–

ციულ–სამართლებრივი აქტის ცნება გვეუბნება, რომ ადმინისტრაციული ორგანო ამ აქტს

გამოსცემს 2) ადმინისტრაციული კანონმდებ–ლობის საფუძველზე. რას გვეუბნება ეს? ღონის–

ძიება, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანო კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის

მოსაწესრიგებლად ახორციელებს, ადმინისტრაციული სამართლის მოქმედების სფეროდან უნდა

გამომდინარეობდეს. კანონით განსაზღვრული ეს პირობა, რომელსაც ინდივიდუალური

ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს, დაკავშირებულია სამართლის

მეცნიერებაში არსებულ ისეთ პრობლემასთან, როგორიც არის საჯარო და კერძო სამართლის

გამიჯვნა. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სამართლის იმ ნორმის ხასიათს, რომელიც

ორგანოს ქმედების უფლებამოსილებით აღჭურვავს და არა იმას თუ სამართლის რომელ

სფეროში იჩენს თავს სამართლებრივი შედეგი. ანუ მოკლედ რომ ითქვას გადამწყვეტია – საიდან

მოდის ღონისძიება და არა ის, თუ საითკენ არის იგი მიმართული.

ფრაზა „ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე“ რიგ შემთხვევებში ჰქმნის

პრობლემებს. მაგალითად, მაშინ როდესაც კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური

ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი სულაც არ არის

ადმინისტრაციული. მაგალითად შეგვიძ–ლია მოვიყვანოთ კონსტიტუციის 61–ე მუხლით

გარანტირებული პრეზიდენტის უფლებამოსილება მოიწვიოს პარლამენტის რიგგარეშე სესია ან

სხდომა და იგივე კონსტიტუციის 73–ე მუხლის საფუძველზე გაათავისუფლოს ან დანიშნოს

თანამდებობის პირები. ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს

კონსტიტუციურსამართლებრივი ნორმა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება – გაათავისუფლოს ან

დანიშნოს თანამდებობის პირები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–

სამართლებრივ აქტს, ვინაიდან იგი მიმართულია პირის უფლებების და მოვალეობების

შეცვლის, შეწყვეტის, დაწესების თუ დადასტურებისაკენ. მაშინ, როდესაც პრეზიდენტი

კონსტიტუციურსამართლებრივი ნორმის საფუძველზე გამოსცემს ინდივიდუალურ

ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს, ხოლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართ–

ლებრივი აქტის ცნება გვეუბნება, რომ ეს არის ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძ–

Page 11: ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები May 9, 2013

CSL / კავვკასიის სამართლის სკოლა 11

ველზე გამოცემული ინდივიდუალური აქტი, ვხვდებით რეალურ პრობლემას ინდივიდუალური

ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ცნებაში.

3) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ფორმულირებაში ჩადე–

ბული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი გულისხმობს იმას, რომ ინდივიდუალური ად–

მინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი სახეზე გვაქვს მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული

ორგანოს ღონისძიება, გამოხატული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში,

მიმართულია პირის ან პირთა შეზღუდული წრისაკენ. კონკრეტულია პირთა წრე მაშინ,

როდესაც გადაწყვეტილების მიღების დროს გარკვეულია, თუ ვის ეხება ის. ინდივიდუალური

ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტიც სწორედ ამით განსხვავდება სამართლის ნორმები–

საგან, რომლებიც ადგენენ ქცევის ზოგად წესს. ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მაშინ

შეგვიძლია მივიჩნიოთ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტად, როდესაც ეს

ქმედება ცალმხრივად მკაცრად განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისაკენ არის მიმართული,

ანუ არის მიმართული იქითკენ 4) „დააწესოს, შეცვალოს, შეწყვიტოს ან დაადასტუროს“ პირის ან

პირთა წრის უფლებები და მოვალეობები. ქმედების შედეგი აუცილებლად უნდა იყოს

მოწესრიგება.

„ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმი–

ნისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებაში შემავალი

საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. აგრეთვე ადმინის–

ტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება

მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი“8. აღნიშნული წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრა–

ციულ–სამართლებრივი აქტის დეფინიციის მეორე ნაწილს, რომელიც შედარებით უკვე ზემოთ

განხილული ნაწილისაგან გვიან ჩაემატა სზაკ–ის მე–2 მუხლიდ „დ“ ქვეპუნქტს. პირველი

ნაწილისაგან განსხვავებით იგი ახალს არაფერს გვეუბნება გარდა იმისა, რომ წამოჭრის

პრობლემას იმის შესახებ, თუ რამდენად წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–

სამართლებრივ აქტს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის

უფლებამოსილებაში შემავალი საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის

შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ყოველი ადმინისტრაციული

ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმისათვის ადგენს უფლების დაცვის შესაბამისი

სარჩელის სახეებს. თუკი ადმინისტრაციული ორგანოს უარი განმცხადებლისადმი მის

უფლებამოსილებას მიკუთვნებული რაიმე საკითხის დაკმაყოფილებაზე წარმოადგენს ინდივი–

8 სზაკ–ის მე–2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი.

Page 12: ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები May 9, 2013

CSL / კავვკასიის სამართლის სკოლა 12

დუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს, შესაბამისად, უფლების დაცვის სამართლებ–

რივი საშუალება იქნებოდა სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი

აქტის გაუქმების მოთხოვნით 9 . ამის საპირისპიროდ იმავე საპროცესო კოდექსის თანახმად,

შესაძლებელია ქმედების განხორციელების თაობაზე სარჩელი შეტანა, რო–მელიც სწორედ ისეთი

ქმედების განხორციელების ან ისეთი ქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის რეალიზაციას

ემსახურება, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი

აქტის გამოცემას10.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის სახეები

სამართლის მეცნიერებაში ხდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი

აქტების სხვადასხვაგვარი კლასიფიკაცია. იგი გამოცემის ფორმის მიხედვით შეიძლება იყოს

როგორც წერილო–ბითი, ისე ზეპირი (თუკი ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–

სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის უფლებებს, იგი 3დღის ვადაში გამოიცემა წერილობით)11.

გარდა ამ ორი ფორმისა იგი პრაქტიკაში გვხვდება დუმილის, სხეულის მოძრაობის, შუქნიშნების,

უმოქმედობის ან სხვა სახით.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების კლასიფიკაცია ხდება მათ

მიერ განხორციელებული მოწესრიგების შინაარსის მიხედვით. ამ ნიშნით ინდივიდუალური

ადმინისტრა–ციულ–სამართლებრივი აქტები შეიძლება იყოს 1) იმპერატიული, ანუ მბრძა–

ნებლური ხასიათის (იგი ადგენს ქცევის წესს და აიძულებს ადრესატს იმოქმედოს ნორმის

მოთხოვნების შესაბამისად); 2) კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის დამდგენი

ხასიათის (იგი აწესებს, ცვლის, წყვეტს კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობას); 3) უფლების

ან სამართლებრივი ურტიერთობის არსებობა–არარსებობის დამდგენი (იგი ადგენს პირის

უფლებებს, პირის ან საგნის სამართლებრივად მნიშვნელოვან თვისებებს).

გარდა ზემოთ თქმულისა შეგვიძლია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებ–

რივი აქტები დავყოთ ადრესატზე ზემოქმედების ხასიათის მიხედვით. ამ ნიშნით ეს აქტები

შეიძლება იყოს აღმჭურველი ან შემზღუდველი. აღმჭურველია ისეთი ინდივიდუალური

ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე

უფლებას ან სარგებელს 12 , ხოლო შემზღუდველია აქტი, რომელიც ამძიმებს პირის

სამართლებრივ მდგომარეობას, რაც შეიძლება კონკრეტული ქმედების აკრძალვით. იგი

9 სასკ–ის 22–ე მუხლი.

10 სასკ–ის 24–ე მუხლი.

11 სზაკ–ის 51–ე მუხლი.

12 სზაკ–ის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი.

Page 13: ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები May 9, 2013

CSL / კავვკასიის სამართლის სკოლა 13

შეიძლება კონკრეტული ქმედების განხორციელების ვალდე–ბულებაშიც გამოიხატოს,

გამომდინარე აქედან შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემზღუდველი ინდივიდუა–ლური

ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტიც იყოფა ორად, ესენია ამკრძალავი და მავალებელი

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტები. ინდივიდუალური ადმინისტრა–

ციულ–სამართლებრივი აქტი, გარდა ყოველი ზემოთ თქმულისა, შეიძლება იყოს როგორც

შერეული ზემოქმედების ძალით13 ისე ორმაგი ზემოქმედების ძალით14.

როდესაც საუბარია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების

კლასიფიკაციაზე ადრესატზე ზემოქმედების ხასიათის მიხედვით, უნდა აღინიშნოს კანონ–

მდებლის დამოკიდებულება რიგი საკითხებისადმი. ცოტაოდენი მაგალითის მოყვანა ალბათ

ნათლად დაგვანახებს კანონ–მდებლის ჰუმანურობას და შემწყნარებლობას პირისადმი. იგი

იზიარებს ადრესატის გულისტკივილს, როდესაც მას ეზღუდება რაიმე უფლება და ლმობიერად

ეკიდება მას: ა) თუკი კანონმდებელი შემზღუდველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–

სამართლებრივი აქტის გამოცემის პროცესში სახავს საკანონმდებლო საფუძვლების საჭიროებას,

აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის

კონკრეტული საკანონმდებლო ნორმის აუცილებლობასაც არ აყენებს; ბ) აღმჭურველი

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გაუქმებისათვის უფრო რთულ და

სამართლის ნორმებით რეგლამენტირებულ პროცესს ჰქმნის, ვიდრე შემზღუდველისათვის15.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის კანონიერება და უკანონობა

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის კანონიერებისა თუ

უკანონობის სა–მართლებრივი შედეგებიდანვე ნათელი ხდება მისი კანონიერებისა და

უკანონობის დადგენის მნიშვნელობა. მხედველობაშია მისაღები ის, რომ ინდივიდუალური

ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის კანონიერების დადგენისას მხედველობაში უნდა

იქნეს მიღებული ის სამართლებრივი ნორმები და ფაქტობრივი გარემოებანი, რომელნიც

არსებობდნენ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის პერიოდ–

ში. ე.ი. ყურადსაღებია აქტის გამოცემის დროს არსებული სამართლებრივი სივრცე, ბაზისი.

13

ამ შემთხვევაში აქტი წარმოდგენილია როგორც აღმჭურველი, ისე შემზღუდველი სახით. ასეთი აქტი

სახეზე გვაქვს მასინაც, როდესაც ხდება დაინტერესებული მხარისათვის უფლებებისა და სარგებლის

ნაწილობრივი მინიჭება. 14

ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი შეიძლება

დაინტერესებული მხარისათვის აღმჭურველი ხასიათის, ხოლო მესამე პირებისათვის/პირისათვის

შემზღუდველი ხასიათისა იყოს. 15

ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო – ტურავა. თავი 6. გვ: 128–129.

Page 14: ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები May 9, 2013

CSL / კავვკასიის სამართლის სკოლა 14

საგულისხმოა ის, რომ ნორმატიული ბაზის შემდგომი ცვლილება არ იწვევს კანონიერი აქტის

უკანონობას, ან პირიქით.

კანონიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი – უპირველესად

უნდა ითქვას ის, რომ აქტის კანონიერებისათვის მის გამომცემ ორგანოს უნდა გააჩნდეს

უფლებამოსილება საამისოდ. უნდა იქნეს არჩეული საქმიანობის სწორი სამართლებრივი ფორმა

და გამოცემული უნდა იყოს ადმინისტრაციოული წარმოების სათანადო სახით, ასევე დაცული

უნდა იყოს აქტის გამოცემისათვის კანონით გათვალისწინებული ფორმა. ინდივიდუალური

ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი არის კანონიერი, როდესაც 1) კონკრეტულ შემთხვე–

ვაში ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოი–ყენოს ეს სამართლებრივი ფორმა

(ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის, როგორც საქმიანობის სამართ–

ლებრივი ფორმის დასაშვებობა); 2) კონკრეტულ შემთხვევაში დაცულია აქტის გამოცემისათვის

საჭირო საგნობრივი და ტერიტორიული კომპეტენცია, ადმინისტრაციული წარმოების სახე და

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის ფორმა (ინდივიდუა–

ლური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერება); 3) ინდივიდუა–

ლური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი შინაარსობრივად შეესაბამება მისი გამოცემის

სამართლებრივ საფუძვლებს. ე.ი. აქტი უნდა ჰპასუხობდეს სამართლის ნორმის ან კანონ–

ქვემდებარე აქტის მოთხოვნებს (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის

მატერიალური კანონიერება).

უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი – უკანონოა

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი, რომელიც მიიღება მოქმედი

სამართლის ნორმების არას–წორი გამოყენების გზით. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–

სამართლებრივი აქტის უკანონობის საფუძვლად შეიძლება იქცეს აქტის დასაშვებობის,

ფორმალური თუ მატერიალური კანონიერების კრიტერიუმების დარღვევა. ანუ აქტი, რომელიც

არ აკმაყოფილებს ხსენებულ კრიტერიუმებს, იგი უკანონოა. ხოლო მის უკანონობას გააჩნია

დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგები.

კანონის მოთხოვნათა დარღვევით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი

აქტის გამოცემა ყოველთვის არ იწვევს მის არარა აქტად 16 ცნობას. ეს დამოკიდებულია

სამართალდარღვევის ხასიათზე. განსხვავებით არარა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–

სამართლებრივი აქტისაგან, როგორც კანონიერი, ისე უკანონო ინდივიდუალური ადმინი–

სტრაციულ–სამართლებრივი აქტი, გამოცემის მომენტიდან იძენს შესასრულებლად სავალ–

16

არარა აქტი – გამოცემის მომენტიდან არ აქვს შესასრულებლად სავალდებულო ძალა.

Page 15: ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები May 9, 2013

CSL / კავვკასიის სამართლის სკოლა 15

დებულო ძალას და საჩივრისა და სარჩელის შეტანის ვადის გასვლის შემდგომ შესასრულებლად

სავალდებულო ძალის მქონე ხდება. ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი გამოცემისთანავე

არარაა, თუკი: შეუძლებელია გამომცემი ორგანოს ან პირის დადგენა; გამოცემულია

არაუფლებამოსილის მიერ; შესრულება შეუძლებელია ფაქტობრივი მიზეზების გამო და მისი

შესრულება გამოიწვევს სამართალდარღვევას17.

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გაუქმება

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გაუქმება ზოგადი ტერმინია

და მოიცავს მის როგორც ბათილად ცნობას18, ისე ძალადაკარგულად გამოცხადებას19. ბათილად

და ძალა–დაკარგულად ცხადდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი.

თავად ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–

სამართლებრივი აქტებია.

ბათილად ცნობასა და ძალადაკარგულად გამოცხადებას შორის განსხვავება ძალადაკარ–

გულად გამოცხადებული აქტის სამართლებრივ ბუნებაში და იმ სამართლებრივ შედეგებში

მდგომარეობს, რომლებიც შედეგად მოსდევს აქტის გაუქმების თითოეულ სახეს. ბათილად

გამოცხადების ობიექტია უკანონო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი,

იგი ძალას კარგავს ძალაში შესვლის დღიდანვე და იწვევს სამართლებრივი ურთიერთობის

გაუქმებას, ხოლო განსხვავებით ამისაგან ძალადაკარგულად ცხადდება კანონიერი ინდი–

ვიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი და მისი მოქმედება წყდება მისი

ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართ–

ლებრივ აქტს ბათილად ან ძალადაკარგულად აცხადებს მისი გამომცემი ორგანო 20 , ხოლო

საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში მისი ბათილად ცნობა ზემდგომ ორგანოს და სასამართ–

ლოსაც შეუძლიათ21.

ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადების ობიექტი შეიძლება იყოს როგორც

აღმჭურველი ისე ამკრძალავი (მავალებელი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებ–

რივი აქტი. კანონმდებელი არის ჰუმანური იმ გაგებით, რომ ადრესატის ინტერესების

გათვალისწინებით განსხვავებულ შედეგებთან გვაქვს საქმე: მაშინ, როდესაც ის დაინტერე–

სებულია ამკრძალავი ან მავალებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი

17

სზაკ–ის მე–60 მუხლი. 18

სზაკ–ის 61–ე მუხლი. 19

სზაკ–ის 62–ე მუხლი. 20

სზაკ–ის 61–ე მუხლის პირველი ნაწილი. 21

სზაკ–ის მე60 მუხლის პირველი–პრიმას მესამე ნაწილი/ სასკ–ის 32–ე მუხლის პირველი ნაწილი.

Page 16: ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები May 9, 2013

CSL / კავვკასიის სამართლის სკოლა 16

აქტის გაუქმებით; ხოლო აღმჭურველი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი

აქტის გაუქმების დროს მას შეუძლია კანონიერი ნდობის პრინციპის საშუალებით წინააღმ–

დეგობა გაუწიოს მის გაუქმებას და გაიტანოს მისი ინტერესები. რათქმაუნდა, მნიშვნელობის

მატარებელია ის ფაქტორი, თუ როგორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართ–

ლებრივი აქტის გაუქმება ხდება – კანონიერი, თუ უკანონო ინდივიდუალური ადმი–

ნისტრაციულსა–მართლებრივი აქტის.

ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი –

ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ცნება და ცნების ელემენტები –

ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საკანონმდებლო დეფინიციას

გვაძლევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–2 მუხლის პირველი ნაწილის

„ე“ ქვეპუნქტი. ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის საკანონმდებლო ფორ–

მულირება ასეთია: „ეს არის უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საკანონ–

მდებლო აქტის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც შეიცავს მისი

მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის ზოგად წესს“. ისევე როგორც

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის დეფინიციიდან ნორმატიული

ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ფორმულირებიდანაც უნდა გამოიყოს ელემენტები,

რომლებიც საერთო ჯამში ჰქმნიან ცნების ზოგად ხასიათს. შესაძლებელია გამოიყოს 3 ელემენტი,

ესენია: ა) უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო; ბ) საკანონმდებლო აქტის საფუძველზე

და გ) ქცევის ზოგადი წესი.

ცნებაში უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს ხსენება ერთგვარად საინტერესო

სიტუაციასაც იწვევს. ლიტერატურაში ეს ფენომენი აიხსნება ამ გამართლებით:– რამდენადაც

საკანონმდებლო ხელისუფლებას ძალა არ შესწევს უზრუნველჰყოს ქვეყნის საზოგადოებრივი

ცხოვრების ყოველი მცირე აპექტის ნორმატიული მოწესრიგება, ნორმათშემოქმედება მოითხოვს

კომპეტენციის გაყოფას აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის. ამით წვრილმანი, სპეციფიური

საკითხების ნორმატიული უზრუნველყოფის ტვირთი საკანონმდებლო ხელისუფლებიდან

გადადის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რასაც გააჩნია ბევრი დადებითი, მეტად ეფექტური

მმართველობის და ამასთან ბევრი უარყოფითიც – „პოლიტიკური ნების შესაძლო აღრევისას

საზოგადოებრივი უძრაობის“ თამადობით. გამომდინარე აქედან ადმინისტრაციულ ნორმებს

ორგვარი – სამართალგამოყენებითი და სამართალდამდგენი იური–დიული დატვირთვა აქვთ22.

22

ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო – ტურავა, წკეპლაძე. გვ:83.

Page 17: ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები May 9, 2013

CSL / კავვკასიის სამართლის სკოლა 17

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით აღმ.ორგანოს ნორმატიული აქტები გამოიცემა კანონის

აღსრულების მიზნით, ანუ ისინი კანონქვემდებარე აქტებია. ნორმატიული ადმინისტრაციულ–

სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის უფლებამოსილი ორგანო განისაზღვრება იმ კანონით,

რომელიც შესაბამის ორგანოებს აღჭურვავს ასეთი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით.

რაც შეეხება ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის საკანონ–

მდებლო საფუძვლებს, ჩადებულია საქართველოს კონსტიტუციაში, კანონში „ნორმატიული

აქტების შესახებ“ და საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში. ნორმატიულ

ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტშივე, განისაზღვრება ნორმატიული ადმინისტრაციულ–

სამართლებრივი აქტის გამოცემის უფლება–მოსილების შინაარსი, მიზანი და მოცულობა. იგი

წარმოადგენს ქცევის ზოგად წესს. ცნებაში შემოტანილი სწორედ ეს ელემენტი მიჯნავს მას

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტისაგან. ის, რომ ნორმატიული

ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი ქცევის ზოგადი წესია, მიუთითებს მის მოქმედებაზე

განუსაზღვრელად მრავალ ურთიერთობასთან და განუსაზღვრელი რაოდენობის სუბიექტებთან

მიმართებაში.

ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების კლასიფიკაცია –

ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების კლასიფიკაცია შესაძლებელია

სხვადა–სხვა ნიშნების მიხედვით. ისინი რეგულირების სფეროს მიხედვით იყოფიან ა) გლობა–

ლური ხასიათის, რომლებიც მოიცავენ მთლიანად მმართველობის სფეროს და ისეთ აქტებად,

რომლებიც მმართველობის ცალკეულ დარგებს მოიცავენ, ერთგვარ ლოკალური ხასიათის

აქტებად. სივრცეში მოქმედების მიხედვით ისინი შეიძლება წარმოგვესახონ ცენტრალური ან

ადგილობრივი ადმინისტრაციული ორგანოების აქტებად. დროში მოქმედების მიხედვით ისინი

იმიჯნებიან ერთჯერადი და მრავალჯერადი გამოყენების აქტებად23, რაც მთლად მართებული არ

უნდა იყოს, გამომდინარე იქედან, რომ დროში მოქმედებას მისი ერთჯერადობა თუ მრავალ–

ჯერადობა ვერ განსაზღვრავს, ეს უფრო ინტენსივობის საზომია და არა დროში მოქმედების.

იურიდიული ძალის მიხედვით ისინი იყოფიან ზემდგომი და ქვემდგომი ადმინისტრაციული

ორგანოების აქტებად, რაც პირდაპირ მიუთითებს მათ შორის იერარქიაზე, რაც რიგ შემთხვე–

ვებში რეგულირების ეფექტიანობიდან გამომდინარე არ უნდა იყოს სწორი და მართებული.

იურიდიული შინაარსის მიხედვით მათში გამოყოფენ ამკრძალავ, მავალებელ, აღმჭურველ და

მასტიმულირებელ ნორმატიულ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებს.

23

ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო – სხირტლაძე, კალანდაძე, იზორია,

ადეიშვილი, ვარდიაშვილი, ტურავა, კოპალეიშვილი, ქიტოშვილი. თავი 7, გვ:168.

Page 18: ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები May 9, 2013

CSL / კავვკასიის სამართლის სკოლა 18

ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტების ფორმალური და მატერიალუ–

რი კანონიერება

ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვ–

რულ ფორმალურ მოთხოვნებს. მისი ფორმალური კანონიერება დგინდება შემდგომი

კრიტერიუმებით: ა) ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის

ორგანო უნდა იყოს უფლებამოსილი, რაც განისაზღვრება იმ კანონით, რომელიც შესაბამის

ორგანოებს აღჭურვავს ასეთი აქტის გამოცემის უფლებამოსილებით; ბ) ნორმატიული

ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს სზაკ–ით განსაზღვრული ადმინი–

სტრაციული წარმოების წესის გამოყენებით. გ) ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებ–

რივი აქტი უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით და დააკმაყოფილოს სზაკ–ის 52–ე და 53–ე

მუხლები24. დ) ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოყვეყნება არის მისი

ძალაში შესვლის აუცილებელი წინაპირობა. იგი უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალურ ბეჭდვით

ორგანოში. ოფიციალური გამოქვეყნება ფორმალურად ადასტურებს, რომ ესა თუ ის აქტი

მიღებულია და მოქმედებს. ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ოფიცია–

ლურად და რეგლამენტირებულად გამოქვეყნება კანონიერების განმტკიცების, აქტის ცოდნის

პრეზუმფციის აუცილებელი წინა–პირობაა.

რაც შეეხება ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მატერიალურ

კანონიერებას, იგი უნდა გამოიცეს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

მისი გამოცემისათვის დაცული უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული წესები, რაც სავალდე–

ბულოა მისი გამომცემი ორგანოსათვის. იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციის

ნორმებს და სხვა საკანონმდებლო აქტებს. გამომდინარე აქედან მატერიალური კანონიერების

შემოწმებისას უნდა შემოწმდეს არა მარტო მისი საკანონმდებლო საფუძვლების არსებობა,

არამედ ამ სამართლებრივი საფუძვლების კონსტიტუციურად გარანტირებულ ადამიანის ძირი–

თად უფლებებთან და თავისუფლებებთან, ასევე მომიჯნავე ნორმებთან მისი შესაბამისობა.

რეალაქტი

წარმოადგენს რეალურ მოქმედებას, უბრალო მმართველობით საქმიანობას, ყველა იმ

მმართველობითი ხასიათის ღონისძიებას, რომელიც მიმართულია ფაქტობრივი შედეგის დად–

გომისაკენ, რომელიც წარმოშობას, შეცვლასა თუ შეწყვეტაში გამოიხატება. იგი არ არის მიმარ–

24

ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები.

Page 19: ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები May 9, 2013

CSL / კავვკასიის სამართლის სკოლა 19

თული სამართლებრივი შე–დეგის დადგომისაკენ. სწორედ ეს განასხვავებს მას ადმინისტრა–

ციული ორგანოს საქმიანობის სხვა სამართლებრივი ფორმებისაგან. ადმინისტრაციულმა

რეალაქტმა გამოხატულება შეიძლება ჰპოვოს ორგვარი ფორმით, ამ მხრივ ხდება რეალაქტების

ორ ჯგუფად დაყოფა, ესენია: საინფორმაციო სახის რეალაქტები (საჯარო გაფრთხილება), ანუ

ისეთი რეალაქტები, რომლებიც წარმოადგენენ ინფორმაციის გაცემას, საჯარო გაფრთხილებას,

რჩევა დარიგების მიცემას და ა.შ. საჯარო გაფრთხილებისა და აკრძალვის შედარებისას

მივხვდებით თუ რა მწირი სამართლებრივი შედეგის მატარებელია საჯარო გაფრთხილება,

თუმცა საქმე ასე გადაჭრით არ არის, მას რიგ შემთხვევებში საინტერესო სპეციფიკა გააჩნია, მაგ:

როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აფრთხილებს მოსახლეობას რომელიმე საკვები პროდუქ–

ტის მავნებლობის შესახებ, ეს იწვევს არამარტო ამ საკვები პროდუქტის რეალიზაციიის

შეჩერებას, არამედ საწარმო, რომელიც მას აწარმოებს მოსახლეობაში ჰკარგავს რეპუტაციას, რაც

ხელს უშლის ამ საწარმოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი პროდუქციის გაყიდვადობას,

გამომდინარე აქედან აკრძალვის შედეგები შესაძლოა მეტად ვიწრო იყოს, ვიდრე საჯარო

გაფრთხილებისა იმ გაგებით, რომ თუკი აკრძალვა ერთ რომელიმე პროდუქტს მოიცავს,

გაფრთხილება კი მთლიანად ახდენს გავლენას პროდუქციის რეალიზაციის პროცესზე.

განსხვავებით ამისაგან, მეორე ჯგუფი, რომელიც წარმოადგენს ფაქტობრივ ქმედებებს, ასოცირ–

დება ქუჩების დასუფთავებას, ადმინისტრაციული შენობის აშენებას, ფულადი თანხების გაცე–

მასა თუ სხვა მოქმედებებთან25.

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული რეალური მოქმედება შეიძლება

გამოვლინდეს, როგორც ორგანიზაციის შიგნით, ისე მის გარეთ. შიდაორგანიზაციული რეალაქ–

ტი მაშინ გვაქვს სახეზე, როდესაც მისი ფაქტობრივი შედეგები არ სცილდება ორგანიზაციის

ფარგლებს. ასეთი შემთხვევაა მაგალითად: ა) მუშაკი ადგენს დოკუმენტს და ასრულებს სხვადასხვა

წერით სამუშაოებს; ბ) მზადყოფნაში მოჰყავს მუშაობისთვის საჭირო საშუალებები; გ) აწყობს თათბირებს

და ა.შ. განსხვავებით შიდაორგა–ნიზაციული რეალაქტისაგან, უფრო გავრცელებულია რეალაქტები,

რომელბიც მიმართულია ორგანიზაციის გარეთ სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ.

ის, რომ რეალური აქტები მიმართული არ არის სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ, არ

გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ იგი არის მოკლებული ყოველგვარ სამართლებრივ მნიშვნე–

ლობას. იგი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს კანონს. მისი კანონსაწინააღმდეგო ხასიათი დავის საფუძველია.

იგი უნდა პასუხობდეს მისთვის დადგენილ სამართლებრივ მოთხოვნებს. მასზე, მიუხედავად მისი

კანონთან სუსტი კავშირისა, თითქმის იგივე მოთხოვნები ვრცელდება, როგორიც ადმინისტრაციული

25 ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო – სხირტლაძე, კალანდაძე, იზორია,

ადეიშვილი, ვარდიაშვილი, ტურავა, კოპალეიშვილი, ქიტოშვილი. თავი 9, გვ:187.

Page 20: ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები May 9, 2013

CSL / კავვკასიის სამართლის სკოლა 20

ორგანოს სხვა სამართლებრივ ფორმებზე. განსხვავებით ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტებისაგან,

რეალაქტის უკანონობა არავითარ სამართლებრივ შედეგს არ იწვევს, თუმცა ადმინისტრაციული ორგანო

ვალდებულია გამოასწოროს უკანონო რეალაქტის მოქმედების შედეგად დამდგარი ფაქტები და აღად–

გინოს პირვანდელი მდგომარეობა. თუკი ხელყოფილია პიროვნების რომელიმე უფლება, პიროვნებას

შეუძლია მოითხოვოს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, მაგრამ თუკი ეს შეუძლებელია, მას უჩნდება

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

Page 21: ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმები May 9, 2013

CSL / კავვკასიის სამართლის სკოლა 21

გამოყენებული ლიტერატურა

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო – სხირტლაძე,

კალანდაძე, იზორია, ადეიშვილი, ვარდიაშვილი, ტურავა, კოპალეიშვილი,

ქიტოშვილი;

ზოგადი ადმინისტრაციული სამართლის სახელმძღვანელო – წკეპლაძე, ტურავა.

საქართველოს კონსტიტუციური სამართალი. ზაზა რუხაძე. ბათუმი. 1999.

საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“.