საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან...

52
აღნიშნული ტექსტი წარმოადგენს IIFFMCG ანგარიშის I ტომის არაავტორიზებულ თარგმანს, რომელიც შესრულდა „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფონდის დაკვეთით კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პროგრამის ფარგლებში 2009 წელს. საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია ტომი I ტომი II ტომი III სექტემბერი, 2009

description

 

Transcript of საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან...

Page 1: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

აღნიშნული ტექსტი წარმოადგენს IIFFMCG ანგარიშის I ტომის არაავტორიზებულ თარგმანს, რომელიცშესრულდა „ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული ფონდის დაკვეთით კონფლიქტისმშვიდობიანი ტრანსფორმაციის პროგრამის ფარგლებში 2009 წელს.

საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენიდამოუკიდებელი საერთაშორისო მისია

ტომი I ტომი II ტომი IIIსექტემბერი, 2009

Page 2: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

2

შესავალი 6

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი საქართველოში 12

ფაქტების შესწავლის შედეგები 40

მადლობის გამოხატვა 47

მისიის ძირითადი ვიზიტებისა და შეხვედრების ჩამონათვალი 51

Page 3: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

3

ევროკავშირის საბჭოს 2008 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილების

საფუძველზე ჩამოყალიბდა საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან

დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო

მისია (სმკდფდდსმ). პირველად მისი ისტორიის მანძილზე ევროკავშირმა

გადაწყვიტა აქტიურად ჩართულიყო სერიოზულ შეიარაღებულ

კონფლიქტში. ასევე პირველად მოხდა ის, რომ ცეცხლის შეწყვეტის

შესახებ ხელშეკრულების მიღწევის შემდეგ ევროკავშირმა ჩამოაყალიბა

ფაქტების დამდგენი მისია, როგორც კონფლიქტის შემდგომი პერიოდის

პოლიტიკური და დიპლომატიური მექანიზმი. მისიას მისი მუშაობის

პროცესში დახმარებასა და კონსულტაციებს უწევდა უფროს მრჩეველთა

საბჭო (იხ. მადლობის გამოხატვა). წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს

მანდატირებული გამოძიების შედეგს.

მისია მადლობას უხდის ევროკავშირს იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის,

რომელიც მან მისიას მისი მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში

აღმოუჩინა.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ფაქტების დამდგენი მისია

მხოლოდ ფაქტების დადგენით შემოიფარგლა და ის არ წარმოადგენს

ტრიბუნალს. მისიას სჯერა, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა მანამ არ

დამყარდება, სანამ არ მიიღწევა ურთიერთგაგება ამ ფაქტებთან

დაკავშირებით.

Page 4: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

4

L323/66 ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალი 3.12.2008

საბჭოს 2008 წლის 2 დეკემბრისგადაწყვეტილება 2008/901/CFSP

საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელისაერთაშორისო მისიის შესახებ

ევროკავშირის საბჭომ, 2. პირველი პარაგრაფით გათვალისწინებული თანხით დაფარული იქნება 2008 წლის 2 დეკემბრის შემდგომ გაწეული ხარჯები.

ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების, კერძოდ კი, მისი 13(3) მუხლისა და 23(1)მუხლის გათვალისწინებით,

3. ხარჯების მართვა მოხდება იმ წესებისა და პროცედურებისშესაბამისად, რომლებიც მოქმედებს ევროპის სახელმწიფოთა საერთობიუჯეტისათვის. ხარჯების მართვა უნდა განხორციელდეს ფაქტებისდამდგენის მისიის ხელმძღვანელსა და კომისიას შორის გაფორმებულიკონტრაქტის ფარგლებში.

ვინაიდან:

(1) 2008 წლის 01 სექტემბერს ევროპის საბჭომ განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადარის მხარი დაუჭიროს საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი დაგრძელვადიანი მოგვარების უზრუნველყოფის ყველა მცდელობას, და რომ ის მზადარის მხარი დაუჭიროს ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.(2) 2008 წლის 15 სექტემბერს საბჭომ მხარი დაუჭირა დამოუკიდებელისაერთაშორისო გამოძიების ჩატარების იდეას საქართველოში მომხდარკონფლიქტთან დაკავშირებით.(3) ქ-ნი ჰაიდი ტალიავინი უნდა დაინიშნოს ფაქტების დამდგენი ამ მისიისხელმძღვანელად,

4. ფაქტების დამდგენი მისიის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულიიქნება კომისიის წინაშე ყველა გაწეული ხარჯისათვის.

მუხლი 3

ფაქტების დამდგენი მისიის შემადგენლობა გადაწყვეტილებას

ფაქტების დამდგენი მისიის შემადგენლობის შესახებმიიღებს მისიის ხელმძღვანელი. მისიის შემადგენლობა უნდამოიცავდეს აღიარებულ ექსპერტებს, განსაკუთრებით კისამართალმცოდნეებს, ისტორიკოსებს, სამხედრო პირებსა დაადამიანის უფლებათა ექსპერტებს.

მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: მუხლი 4

მუხლი 1 შეფასება

ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელიდა მისი უფლებამოსილების ფარგლები

წინამდებარე გადაწყვეტილების განხორციელება განხილული იქნებასაბჭოს მიერ 2009 წლის 31 ივლისამდე.

მუხლი 5

1. ქ-ნი ჰაიდი ტალიავინი დაინიშნა საქართველოში მომხდარ კონფლიქტთანდაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის(შემდგომში “ფაქტების დამდგენი მისია”) ხელმძღვანელად 2008 წლის 2დეკემბრიდან 2009 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდის განმავლობაში.

2. ფაქტების დამდგენი მისიის მიზანია გამოიძიოს საქართველოში მომხდარიკონფლიქტის გამომწვევი მიზეზები და მისი მიმდინარეობა, მათ შორისსაერთაშორისო სამართალთან (1), ჰუმანიტარული სამართლის და ადამიანისუფლებებისა და ამ კონტექსტში გამოთქმული ბრალდებების (2) მიმართებაში.გამოძიების გეოგრაფიული არეალი და დროის ინტერვალი საკმარისად ვრცელიიქნება იმისათვის, რათა განისაზღვროს კონფლიქტის ყველა შესაძლო მიზეზი.გამოძიების შედეგები ანგარიშის სახით წარედგინება კონფლიქტის მხარეებს,საბჭოს, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) დაგაერთიანებული ერების ორგანიზაციას (გაერო).

ძალაში შესვლა და ვადის გასვლა

წინამდებარე გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღების დღიდან.

მისი ვადა ამოიწურება 2009 წლის 31 ივლისს.

მუხლი 6

გამოქვეყნება

წინამდებარე გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ევროკავშირისოფიციალურ ჟურნალში.

შესრულებულია ბრიუსელში, 2008 წლის 2 დეკემბერს.

3. ფაქტების დამდგენი მისიის ხელმძღვანელი პასუხისმგებელი იქნება ფაქტებისდამდგენი მისიის განხორციელებაზე. იგი სრულიად დამოუკიდებლადგანსაზღვრავს ფაქტების დამდგენი მისიის პროცედურებს, მუშაობის მეთოდებსა დამე–2 პარაგრაფში მითითებულ ანგარიშის შინაარსს.

მუხლი 2

დაფინანსება

1. 2008 წლის 2 დეკემბრიდან 2009 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდისგანმავლობაში ფაქტების დამდგენი მისიის განხორციელებასთან დაკავშირებულიხარჯების დასაფარად გამოყოფილი იქნება თანხა 1 600 000 ევროს ოდენობით.

საბჭოს სახელითპრეზიდენტიქ. ლაგარდი

(1) მათ შორის, ჰელსინკის დასკვნითი აქტი

(2) მათ შორის, სამხედრო დანაშაულებებში დადანაშაულების ფაქტები

Page 5: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

წყარო: Fischer Weltalmanach, Fischer Taschenbuch Verlag, ფრანკფურტი მაინზე, 2009

Page 6: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

6

შესავალი

1.) 2008 წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამეს, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მზარდიდაძაბულობისა და ინციდენტების შემდეგ, მძიმე ბრძოლები დაიწყო სამხრეთ ოსეთისქალაქ ცხინვალში და მის შემოგარენში. ბრძოლები, რომელიც მალე საქართველოს სხვაკუთხეებსაც მოედო, 5 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მან მთელი ქვეყნისმასშტაბით სხვადასხვა ადგილას დიდი ნგრევა და მთელი რიგი ქალაქებისა დასოფლების სრული განადგურება გამოიწვია. დაიღუპა საკმაოდ ბევრი ადამიანი.საბოლოო ჯამში, საქართველოს მხარემ განაცხადა 170 სამხედრო მოსამსახურის, 14პოლიციელის და 228 სამოქალაქო პირის დაღუპვისა და 1 747 პირის დაჭრის თაობაზე.რუსეთის მხარემ განაცხადა 67 სამხედრო მოსამსახურისა და 283 დაჭრილის თაობაზე,ხოლო სამხრეთ ოსეთმა - 365 პირის დაღუპვის შესახებ, რაც სავარაუდოდ როგორცსამხედრო მოსამსახურეებს, ასევე სამოქალაქო პირებსაც მოიცავდა. მთლიანობაშიდაიღუპა 850 ადამიანი, რომ არაფერი ვთქვათ დაჭრილებზე, დაკარგულებზე, ან იმ 100000-ზე მეტ სამოქალაქო პირზე, რომლებმაც თავიანთი საცხოვრებელი მიატოვეს.დაახლოებით 35 000 მათგანმა ჯერ კიდევ ვერ შეძლო საკუთარ სახლებში დაბრუნება.ომით ვერც პოლიტიკური კონფლიქტი დასრულდა და ვერც ის საკითხები გადაიჭრა,რომლებიც მის მიზეზს წარმოადგენდა. დაძაბულობა კვლავაც გრძელდება.პოლიტიკური ვითარება ომის დასრულების შემდეგ არ განმუხტულა და გარკვეულითვალსაზრისით გართულდა კიდეც.

2.) ხანგრძლივი გაურკვევლობისა და სიტუაციის არასტაბილურობის გათვალისწინებით,სამი კვირის შემდეგ, 2008 წლის 1 სექტემბერს ევროკავშირის საბჭომ მზადყოფნაგამოთქვა მხარი დაეჭირა ყველა მცდელობისათვის, რომელიც მიმართული იქნებოდასაქართველოში მომხდარი კონფლიქტის მშვიდობიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტისუზრუნველყოფისკენ. მან ასევე გამოხატა მზადყოფნა მხარი დაეჭირა ნდობის აღდგენისმიმართულებით გადადგმული ნაბიჯებისთვის. ამის შემდგომ, 2008 წლის 2 დეკემბერსევროკავშირის მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში მომხდარკონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისომისიის (სმკდფდდსმ) ჩამოყალიბების თაობაზე, რომლის უფლებამოსილების სფეროციქნებოდა:

“საქართველოში კონფლიქტის გამომწვევი მიზეზებისა დამიმდინარეობის გამოძიება, მათ შორის, საერთაშორისო სამართალთან(სქოლიო: მათ შორის, ჰელსინკის დასკვნით აქტთან), ჰუმანიტარულისამართლის და ადამიანის უფლებებისა და ამ კონტექსტში გამოთქმულიბრალდებების (სქოლიო: მათ შორის, სამხედრო დანაშაულებებშიდადანაშაულების ფაქტებთან) მიმართებაში.”

Page 7: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

7

გარდა ამისა, მინისტრთა საბჭომ აღნიშნა, რომ გამოძიების გეოგრაფიული არეალი დადროის მონაკვეთი საკმარისად ვრცელი უნდა ყოფილიყო კონფლიქტის ყველა შესაძლომიზეზის დასადგენად. ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს მიერ 2008 წლის 2 დეკემბერსმიღებული გადაწყვეტილების სრული ტექსტი შეტანილია წინამდებარე ანგარიშში (გვ.

4.)

3.) სმკდფდდსმ არის პირველი ამგვარი ტიპის ფაქტების დამდგენი მისია ევროკავშირისისტორიაში. ფაქტების დამდეგნი კომისია მუშაობას შეუდგა ევროკავშირის მინისტრთასაბჭოს მიერ 2008 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილების მიღებისთანავე. მისი ძირითადიჯგუფი შედგებოდა სამი წევრისგან შვეიცარიელი ელჩის ჰაიდი ტალიავინისხელმძღვანელობით, რომელიც სმკდფდდსმ-ს ხელმძღვანელად ევროკავშირისმინისტრების მიერ დაინიშნა და მათ მიერ მიენიჭა სრული უფლებამოსილება, თავადგანესაზღვრა მისიის პროცედურები და მუშაოების მეთოდები, ისევე როგორც მიეღოგადაწყვეტილებები კადრების შერჩევასთან დაკავშირებით. მანდატში ასევე აღნიშნულიიყო, რომ ფაქტების დამდგენი მისიის ხელმძღვანელს სრულიად დამოუკიდებლად უნდაგანესაზღვრა ანგარიშის შინაარსი. უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი მხრიდან არ ყოფილაამ დამოუკიდებელ მანდატში რაიმე სახის ჩარევის მცდელობა. ძირითადი ჯგუფიდაფუძნდა ჟენევაში, სადაც ჟენევის უსაფრთხოების პოლიტიკის ცენტრმა სულგრძელადგამოუყო მას სამუშაო ფართი, ხოლო ბელგიის მთავრობამ ასევე უზრუნველყომისიისათვის საოფისე ფართი ბრიუსელში. მისიის კიდევ ერთი ოფისი თბილისშიგაიხსნა.

4.) რამდენიმე დამხმარე თანამშრომლის დაქირავების შემდეგ, მისიამ კონტრაქტის

საფუძველზე დაიქირავა 20-მდე ექსპერტი, რომელთაც უნდა მოემზადებინათწერილობითი მასალები იმ სამხედრო, სამართლებრივ, ჰუმანიტარულ და ისტორიულსაკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყომანდატის ფარგლებში. გარდა ამისა, შეიქმნა უფროს მრჩეველთა საბჭო, რომელსაცდაევალა მისიის მუშაოების შემოწმება და მისთვის რჩევებისა და რეკომენდაციებისმიცემა. მის შემადგენლობაში შევიდნენ საერთაშორისო ურთიერთობების, კერძოდ კი,კონფლიქტის მართვის სფეროში საყოველთაოდ აღიარებული ცოდნისა დაკომპეტენციის მქონე პირები. მისიას წილად ხვდა პატივი ამ საბჭოში ემასპინძლა საგარეოსაქმეთა და თავდაცვის ოთხი ყოფილი მინისტრისათვის, გარდა ამისა, წითელი ჯვრისსაერთაშორისო კომიტეტის ყოფილი დიდი ხნის პრეზიდენტისათვის და ასევე დიდიგამოცდილების მქონე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისყოფილი მოადგილისა და სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტისხელმძღვანელისათვის. როგორც ეს უფრო დეტალურად იქნება აღწერილი თანდართულოფიციალურ სამადლობელო მიმართვაში, მისია უდიდეს მადლიერებას გამოხატავს იმრჩევებისა და მხარდაჭერისათვის, რომლებიც მან როგორც უფროსი

Page 8: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

8

მრჩევლებისგან, ასევე ექსპერტებისგან (სრული სიისათვის იხ. თანდართული მადლობისგამოხატვა) მიიღო.

5.) მისიის მანდატის თანახმად, გამოძიების შედეგები ანგარიშის სახით წარედგინებაევროკავშირის მინისტრთა საბჭოს, ასევე 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტში ჩართულმხარეებს, ეუთო-სა და გაერო-ს. წინამდებარე ანგარიშის მიზნებიდან გამომდინარე,იმისათვის, რომ ანგარიშზე მუშაობა დაწყებულიყო უშუალოდ დაინტერესებულიმხარეების მოსაზრებებზე დაყრდნობით, კითხვარები, რომლებიც მოვლენებისსამხედრო, სამართლებრივ, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ ასპექტებს ეხებოდა,გაიგზავნა მოსკოვში, თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში. გარდა ამისა, მხარეებსეთხოვათ წარმოედგინათ თავიანთი ყოვლისმომცველი მოსაზრებები და მოვლენათაშეფასებები. მართალია, ყველა შეკითხვას პასუხი არ გაეცა, მაგრამ სამართლიანობისთვისუნდა აღინიშნოს, რომ მთლიანობაში, მხარეთა პასუხები იყო არსებითი მნიშვნელობისდა მათ გაამართლეს მისიის მოლოდინი. ყველა წერილობითი პასუხი და სხვა სახისმასალა, კერძოდ, ოფიციალური დოკუმენტები, რუკები და ზოგადი ცნობები, რომლებიცმოწოდებული იყო კონფლიქტში მონაწილე სხვადასხვა მხარის მიერ, სრულად დაუცვლელად ერთვის წინამდებარე ანგარიშს. ცხადია, მხარეების მიერ წარმოდგენილიინფორმაციის გარდა, უამრავი ინფორმაცია არსებობდა ღია წყაროებიდან, მათ შორისწიგნებიდან, სტატიებიდან, კვლევებიდან და სხვა დოკუმენტებიდან, ასევე ვიდეო დაფოტო მასალებიდან, რომლებიც დამატებით საფუძვლად დაედო ანგარიშს. ყოველივეზემოაღნიშნული დაკვირვებით იქნა შესწავლილი, შემოწმებული და გადამოწმებულისაჭიროებისდა მიხედვით და შესაძლებლობის ფარგლებში.

6.) გარდა ამისა, მისიის ძირითადი წევრები და ექსპერტები რამდენიმეჯერ ჩავიდნენ

თბილისში, მოსკოვში, ცხინვალსა და სოხუმში, ასევე იმ ადგილებში, სადაცმიმდინარეობდა ბრძოლები და/ან, რომლებიც წარმოადგენდა განსაკუთრებულ ინტერესსჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით. გარდა ამისა,მონახულებული იყო ისეთი მნიშვნელოვანი ადგილები, როგორიცაა როკის გვირაბი,ახალგორის რაიონი და კოდორის ხეობა. საველე ვიზიტები განხორციელდა პირდაპირისაუბრებისათვის იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ ტრაგიკული მოვლენების უშუალოთვითმხილველები გახდნენ. მისიის წარმომადგენლებმა გამართეს ათობითმოლაპარაკება და საუბარი მთავრობის წარმომადგენლებსა და დიპლომატებთან,პოლიტიკურ და ასევე სამხედრო ხელმძღვანელობასთან, თვითმხილველებთან დადაზარალებულებთან, მკვლევარებთან, დამოუკიდებელ ექსპერტებსა და სხვასპეციალისტებთან, რომლებიც კავკასიის რეგიონს და 2008 წლის ზაფხულის მოვლენებსიცნობენ. მოხდა დაკავშირება ევროკავშირის ყველა მთავრობასთან, სხვადაინტერესებულ მხარეებთან, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან,

Page 9: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

9

უკრაინასთან, მეზობელ ქვეყნებთან, ნატო-სთან, ეუთო-სთან, ევროსაბჭოსა და წითელიჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან (წჯსკ), რომელთაც ეთხოვათ წარმოედგინათსაქმესთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული ნებისმიერი მასალა. ასევე, ინფორმაციისმოწოდების თხოვნით მიმართვა გაეგზავნათ გაეროს შტაბ-ბინას ნიუ- იორკში, გაეროსლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობასა და ადამიანის უფლებათადაცვის უმაღლეს კომისარიატს. დეტალური განხილვები გაიმართა ამერიკისშეერთებული შტატების წამომადგენლებთან ვაშინგტონში და უკრაინისწამომადგენლებთან – ბრიუსელში. გარდა ამისა, შედგა ვიზიტები ნატოს, ეუთოს,ევროსაბჭოსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის შტაბ–ბინებში.

7.) კონფლიქტში მონაწილე მხარეთა მოსაზრებები დასაწყისშივე ძალიანწინააღმდეგობრივი იყო და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო წინააღმდეგობრივიხდება. ამგვარად, სიმართლის დადგენა და გადამოწმება სულ უფრო და უფრორთულდება. მიუხედავად ამისა, ის მოვლენები, რომლებმაც კონფლიქტამდე მიგვიყვანაისტორიულ ფაქტებს წარმოადგენს და წინამდებარე ანგარიში შეეცდება, ახსნას ისინირუსეთს, საქართველოსა და მის სეპარატისტულ რეგიონს, სამხრეთ ოსეთს შორის რთულურთიერთობებზე ყურადღების გამახვილებით. აფხაზეთში არსებულმა კონფლიქტმანაკლები, მაგრამ მაინც არსებითი როლი შეასრულა 2008 წლის აგვისტოს წინა პერიოდისმოვლენებში. მისასალმებელია, რომ მთელმა რიგმა პატივსაცემმა საერთაშორისოორგანიზაციებმა და ინსტიტუტებმა, მათ შორის ევროსაბჭომ, ბრიტანეთის ლორდთაპალატამ, აშშ კონგრესმა, საქართველოსა და უკრაინის პარლამენტებმა, გაეროს

ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წამომადგენლობამ, წითელის ჯვრისსაერთაშორისო კომიტეტმა, “ჰიუმან რაითს ვოჩ”-მა (HRW), საერთაშორისო კრიზისისჯგუფმა (ICG), "საერთაშორისო ამნისტიამ" (ai) და სხვებმა უკვე გამოიძიეს 2008 წლისაგვისტოს კონფლიქტის საფუძვლები და გამომწვევი მიზეზები. მისია აღიარებს ამმცდელობებს და ბევრ შემთხვევაში მან შესძლო გამოეყენებინა მათი ავტორების ცოდნადა გამოცდილება. ზოგიერთ შემთხვევაში, ცალკეულმა პირებმა თუ ინსტიტუტებმახელმისაწვდომი გახადა მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მასალები მისიისათვის მათისაკუთარი ინიციატივით. შეჯამების სახით უნდა აღინიშნოს, რომ მისიას მართლაცმოულოდნელი და კეთილგანწყობილი თანამშრომლობა გაუწია კონფლიქტის უშუალომონაწილე ყველა მხარემ, და ბევრ შემთხვევაში სხვა გარეშე მონაწილეებმაც.

8.) ფაქტების დამდგენ მისიას სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ მის მიერ სახელების,ტერმინებისა და გამონათქვამების გამოყენება, განსაკუთრებით კონფლიქტურრეგიონებთან მიმართებაში, არ უნდა იქნეს აღქმული მისიის მხრიდან რაიმე ფორმითმათ აღიარებად ან არაღიარებად, ან რომ მათ აქვთ რაიმე სახის სხვა პოლიტიკურიქვეტექსტი. განსაკუთრებული სიფრთხილე არის საჭირო ასევე საერთაშორისო

Page 10: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

10

ჰუმანიტარული სამართლის და ადამიანის უფლებების დარღვევებთან, ისევე როგორცსამხედრო დანაშაულებებსა და გენოციდთან დაკავშირებული ბრალდებებისთვალსაზრისით. ევროპის საბჭომ მისიას ამ ბრალდებების გამოძიება დაავალა.აღსანიშნავია, რომ მისიამ მუშაობა მხოლოდ 2008 წლის ბოლოს დაიწყო. შესაბამისად,საჭირო გახდა, რომ ფაქტების დადგენა დაფუძნებოდა იმ გამოძიებებს, რომლებიცჩატარდა მალევე კონფლიქტის დასრულების შემდეგ ისეთი საერთაშორისო დარეგიონული ორგანიზაციების მიერ, როგორებიცაა ადამიანის უფლებათა დაცვისუმაღლესი კომისარიატი (ეუთო), ევროსაბჭო და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესიკომისარიატი, ასევე, კარგად ცნობილი და პატივსაცემი არასამთავრობო ორგანიზაციებისმიერ, როგორებიცაა “საერთაშორისო ამნისტია”, “ჰიუმან რაითს ვოჩი”, "საერთაშორისოკრიზისის ჯგუფი" და სხვები. მისიას ასევე ჰქონდა რამდენიმე შეხვედრა წითელი ჯვრისსაერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, მისიამ მოახერხა,შეეგროვებინა უშუალო მტკიცებულებები თვითმხილველებისგან დადაზარალებულებისგან, ასევე, პირადი დაკვირვებებისა და ადგილზე მოპოვებულიდოკუმენტების საშუალებით. დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი გზითშექმნილი ფაქტობრივი საფუძველი შეიძლება მიჩნეულ იქნას სათანადოდ ფაქტებისდასადგენად, მაგრამ არა რაიმე სხვა მიზნისათვის, მათ შორის, სასამართლოპროცესებისათვის იმ საქმეებზე, რომლებიც განიხილება საერთაშორისოსასამართლოებში, ან რაიმე სხვა მიზნებისათვის.

9.) გაწეული დიდი სამუშაოს მიუხედავად, წინამდებარე ანგარიშს არა აქვს აბსოლუტური

ჭეშმატირებისა და სრულყოფილების პრეტენზია. ის მოიცავს ყველაფერს, რაცმისიისთვის მუშაობის პროცესში გახდა ხელმისაწვდომი. შესაძლებელია, რომდამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდეს მოგვიანებით, ვინაიდან მისიმნიშვნელობა ამ ეტაპზე შესაძლებელია ჯეროვნად არ შეფასდა, ან იმის გამო, რომ ისშემთხვევით ან შეგნებულადაც კი იქნა დაფარული წყაროების მიერ. ამგვარი რამგამორიცხული არ არის, თუმცა მისიის წევრების ხელთ არსებული ინფორმაციით,ამჯერად არ არსებობს რაიმე ამგვარი მინიშნება კონკრეტულ დეტალებთან თუკომპონენტებთან მიმართებაში. შესაძლებელია, რომ სხვა კომპონენტები თეორიულადმაინც იყო ფალსიფიცირებული ან არასწორად გაგებული. კონფლიქტის მხარეებს შორისიყო ღია დაპირისპირების შემთხვევები მნიშვნელოვანი დოკუმენტების შეფასებისას.მისიისათვის არ იყო ხელმისაწვდომი დაზვერვის ანგარიშები ან სატელიტურიფოტომასალა დაზვერვის წყაროებისგან. მისიის მოსაზრებები ასევე შეზღუდული უნდაყოფილიყო დროისა და სივრცის თვალსაზრისით. მაშინ, როდესაც ათვლის წერტილისარჩევის თვალსაზრისით შეზღუდვა არ არსებობდა, იმის გათვალისწინებით, რომმსჯელობები 2008 წლის 7 აგვისტოს მოახლოებასთან ერთად უფრო დეტალური გახდა,განხილვის პერიოდის დასასრულად ზოგადად განისაზღვრა 2008 წლის 8 სექტემბერი,როდესაც

Page 11: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

11

პრეზიდენტებს სარკოზის, მედვედევსა და სააკაშვილს შორის მიღწეული ცეცხლისშეწყვეტის შესახებ რიგით მეორე შეთანხმებით ნათელი გახდა, რომ მოვლენებისგანვითარება არა სამხედრო, არამედ კვლავ პოლიტიკისა და დიპლომატიის სფეროშიინაცვლებდა. მისი გეოგრაფიული საზღვრების თვალსაზრისით, ანგარიში რეგიონულ დაარარეგიონულ მოთამაშეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუკი ისინიჩართულები იყვნენ კონფლიქტში პოლიტიკური ან სამხედრო კუთხით მოვლენებისდროს თუ ამ მოვლენებამდე.

10.) თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ მისია ყოველმხრივ შეეცადა მოეგროვებინა,გამოეკვლია და სათანადო პასუხისმგებლობით გაეთვალისწინებინა საქმესთანდაკავშირებული ცალკეული ცნობები წინამდებარე ანგარიშის მიზნებიდან გამომდინარე.ეს უდიდესი სიფრთხილით გაკეთდა და, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს იმისსრული გარანტია, რომ არ იქნა დაშვებული შეცდომები ან ადგილი არ ჰქონდახარვეზებს, ყველა მცდელობა იქნა გამოყენებული იმისათვის, რომ მათი რაოდენობაშეძლებისდაგვარად უმნიშვნელო ყოფილიყო. გარდა ამისა, მისია ღრმად არისდარწმუნებული წინამდებარე ანგარიშზე მუშაობისას გამოყენებული მთავარიპრინციპების - პატიოსნების, პირუთვნელობისა და მიუკერძოებლობის – სისწორეში.ამგვარად, წინამდებარე ანგარიშის მიზანს არ წარმოადგენს ღია ჭრილობებისგაღიზიანება ან ემოციების აღძვრა. პირიქით, მისი დაწერის დროისათვისხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე მოვლენათა თანმიმდევრობისწარმოდგენით, ამ მოვლენებზე პასუხისმგებლობის განხილვით, ანგარიში შექმნისმტკიცე საფუძველს, რათა, მოხდეს რეალურად არსებული სიტუაციის ზომიერიშეფასება. ეს არის ამოსავალი წერტილი ყველა სერიოზული და საპასუხისმგებლოპოლიტიკისათვის, და ამ თვალსაზრისით, ანგარიში თავის წვლილს შეიტანს სტაბილურდა მშვიდობიან გარემოს დამკვიდრებაში, რომელიც ასე სჭირდება სამხრეთ კავკასიას,როგორც ამ რეგიონში არსებული ყველა ქვეყნისა და ერის განვითარების წინაპირობა.მისია იმედოვნებს, რომ კონფლიქტის ყველა მხარისათვის გასაგები და მისაღები იქნებაეს პრინციპები, ზოგიერთი მათი ქმედების კრიტიკულად განხილვისგათვალისწინებითაც კი. ანგარიში მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს შექმნას უკეთესიპერსპექტივები საქართველოში მომხდარი კონფლიქტის გრძელვადიანი, მშვიდობიანიგადაწყვეტისათვის, ევროპის საბჭოს მხრიდან 2008 წლის 1 სექტემბერს გამოთქმულიმზადყოფნის შესაბამისად.

Page 12: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

12

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტი საქართველოში

1.) შეიარაღებული დაპირისპირების შედეგი ყოველთვის არის ადამიანური ტრაგედია.

ბრძოლების დასრულების შემდეგ, ბევრია მკვლელობებისა და სხვა დანაკარგების, დიდიტანჯვის, ოცნებებისა და იმედების ხშირ შემთხვევაში სამუდამო მსხვრევის სამწუხაროფაქტები. ჩვენ არ ვიცით უფრო ეფექტური საშუალება საქართველოში მომხდარი 2008წლის კონფლიქტის მიზეზების გააზრებისა, ვიდრე იმის გათვითცნობიერება, რამაცკონფლიქტში მონაწილე და კონფლიქტისგან დაზარალებული ადამიანების გონებაშიგაიარა. ჩვენ გავიგებთ, რომ კონფლიქტში მონაწილე ყოველ მხარეს გააჩნდა საკუთარიწყენები, რომ მათი ქმედებები მომდინარეობდა მათი გამოცდილებიდან დამეხსიერებიდან, და, რომ იმ ადამიანების უმრავლესობა, რომლებიც კონფლქტშიმონაწილეობდნენ, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამგვარად უნდა მოქცეულიყვნენ.ადამიანთა ქმედებების მოტივების გააზრებით, გავიგებთ მათ მისწრაფებებს, მაშინაც კი,როდესაც ჩვენთვის მიუღებელია მათი განხორციელების გზები. ადამიანების გაგებამიგვიყვანს ფაქტებამდე. წინამდებარე ანგარიში შეეცდება, წარმოადგინოს სამართლიანიდა მიუკერძოებელი აზრი იმ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც კონფლიქტისმხარეებმა განახორციელეს, ასევე მათი მიზეზები და შედეგები. ბევრი მათგანიგაკრიტიკებული იქნება. თუმცა, არაფერი შეეხება არც პიროვნების ბედისწერის და არც ამრეგიონში მცხოვრები დიდი თუ მცირე ხალხების მისწრაფებების მიმართ ჩვენსპატივისცემას. ეს მისწრაფებები სამხედრო ქმედებების ძირითადი გამომწვევი მიზეზებიარ იყო, ვინადიან არსებობს მსგავსი პრობლემების მშვიდობიანი გადაჭრის შემთხვევებისხვა ადგილებში. შეიარაღებულ დაპირისპირებამდე მიგვიყვანა იმ გზამ, რომლითაცხდებოდა ამ პრობლემების გადაჭრა და ზოგჯერ მათი საკუთარი ინტერესებისათვისგამოყენება. აღნიშნული პატივისცემისა და გაგების გათვალისწინებით, წინამდებარეანგარიშის მიზანს წარმოადგენს მომხდარი მოვლენების აღწერა, რათა გაკეთდესდასკვნები უფრო უსაფრთხო მომავლისათვის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.

2.) 2008 წლის 7–დან 8 აგვისტოს ღამეს ქართულმა არტილერიამ ქალაქ ცხინვალზეგანუწყვეტელი საარტილერიო შეტევა მიიტანა. ხდებოდა ქართული შეიარაღებულიძალების სხვა გადაადგილებებიც ცხინვალისა და მისი მიმდებარე ტერიტორიებისმიმართულებით. მალე ბრძოლაში რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სამხედრონაწილები და შეიარაღებული ქვედანაყოფები ჩაერთნენ. თუმცა, საქართველოს იერიშისამხრეთ ოსეთის მიმართულებით მალევე შეჩერდა. კონტრ- შეტევის შედეგად, რომელიცსაჰაერო დარტყმებითა და შავის ზღვის ფლოტის ქვედანაყოფების მონაწილეობითგანხორციელდა, რუსეთის შეიარაღებული ძალები ღრმად შეიჭრნენ საქართველოსტერიტორიაზე, გადაკეტეს ქვეყნის ძირითადი აღმოსავლეთ-დასავლეთისავტომაგისტრალი, მიაღწიეს ფოთის პორტამდე და

Page 13: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

13

თბილისის, საქართველოს დედაქალაქის მახლობლად გაჩერდნენ. დაპირისპირებასახელმწიფოთაშორის და ქვეყნისშიდა კომბინირებულ კონფლიქტში გადაიზარდა, ერთიმხრივ, საქართველოსა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის დაპირისპირებაში,ხოლო მეორე მხრივ, სამხრეთ ოსეთისა და აფზახეთის მეომრებსა და ქართულშეიარაღებულ ძალებს შორის. სხვადასხვა დონეებზე მიმდინარე კონფლიქტების ამგვარიკომბინაციის დროს დიდია ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების სფეროშისაერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის ალბათობა. ამჯერადაც ასე მოხდა.ბევრი ამგვარი ფაქტი განაპირობა სამხრეთ ოსეთის მხარის არარეგულარულიშეიარაღებული დაჯგუფებების მოქმედებებმა, რომლებიც არ და ვერ იქნებოდასათანადოდ კონტროლირებული რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალების მიერ.შემდეგ გაიხსნა სამხედრო მოქმედებების მეორე არენა დასავლეთ ფლანგზე, სადაცაფხაზეთის ძალებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერითა და ქართველებისმხრიდან უმნიშვნელო წინააღმდეგობის პირობებში ზემო კოდორის ხეობა დაიკავეს.ხუთდღიანი ბრძოლის შემდეგ, 2008 წლის 12 აგვისტოს მიღწეული იქნა შეთანხმებაცეცხლის შეწყვეტის თაობაზე რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს,საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლასარკოზის შორის. ეს უკანასკნელი ევროკავშირის სახელით მოქმედებდა. ამას კვლავსაფრანგეთის პრეზიდენტის დაჟინებული მცდელობების შედეგად მოჰყვა 2008 წლის 8სექტემბრის შეთანხმება განხორციელების შესახებ. ეს წარმატებული პოლიტიკურიქმედება მკვეთრად გამოირჩეოდა საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის კიგაეროს უშიშროების საბჭოს უუნარობისგან, ემოქმედა სწრაფად და გაბედულად მზარდიდაძაბულობის გასაკონტროლებლად შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე. თუმცა,ამის შემდეგ, თუ არ ჩავთვლით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (ეკსმ) შექმნასადა ჟენევის მოლაპარაკებებს, არ მომხდარა წინსვლა რეგიონში მშვიდობისა დასტაბილურობის დამკვიდრების რთულ პროცესში. სიტუაცია რჩება დაძაბული დაცვალებადი, და ბევრი შიშობს, რომ შესაძლებელია სამხედრო მოქმედებები განახლდეს.

3.) ქართული შეიარაღებული ძალების მიერ ცხინვალის საარტილერიო დაბომბვით 2008წლის 7-დან 8 აგვისტოს ღამეს დაიწყო ფართომასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტისაქართველოში. თუმცა, ეს იყო დიდი ხნის განმავლობაში მზარდი დაძაბულობების,პროვოკაციებისა და ინციდენტების კულმინაცია. მართლაც, კონფლიქტს გააჩნია ღრმაფესვები რეგიონის ისტორიაში, ერების ნაციონალურ ტრადიციებსა და მისწრაფებებში,ასევე, ერთმანეთის აღქმაში ან, უფრო სწორედ, არასწორ აღქმაში, რაც არასდროს ყოფილაგამოსწორებული და მხოლოდ ხანდახან იყო გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომრეგიონს გააჩნდა სხვადასხვა ერებისა და სარწმუნოებების მშვიდობიანი თანაცხოვრებისდიდი ხნის ტრადიცია, მის პატარა ერებს ჰქონდათ იმის ქვეცნობიერი შეგრძნება, რომმათი უფლებები შევიწროებული, ხოლო მდგომარეობა

Page 14: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

14

ჩამოქვეითებული იყო. საბჭოთა ფედერალიზმმა ვერ მოახერხა ფარული ანტაგონიზმისდაძლევა და ქაოსურმა პერიოდმა, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა, კიდევუფრო გაამძაფრა ორმხრივი უნდობლობისა და მტრობის ფაქტორი რეგიონში.ახლადდამკვიდრებული თვითშეგნების ტალღა, რომელიც მოჰყვა საქართველოშიმომხდარ პოლიტიკურ ცვლილებებს 2003 წლის ბოლოდან მოყოლებული, გადაიკვეთათვითდაჯერებულობის მეორე ტალღასთან, რომელიც რუსეთის ფედერაციიდანმომდინარეობდა, და რომელიც ცდილობდა მის “ახლო საზღვარგარეთში”დაემკვიდრებიდა ინტერესების პრივილეგირებული ზონა, სადაც მოვლენები, რომლებიცრუსეთის ინტერესებისთვის საზიანოდ მიიჩნეოდა, არ იყო ადვილად მიღებული.ამავდროულად, სამშვიდობო ოპერაციებს, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობისდახმარებით დაინერგა, მნიშვნელოვნად გაუსწრო პოლიტიკური და სამხედრო კუთხითგანვითარებულმა ახალმა და უფრო სახიფათო მოვლენებმა. ეს სამშვიდობო მისიები1990-იან წლებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარი შეიარაღებულიკონფლიქტებისა და საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ შეიქმნადა იმ დროიდან მოყოლებული მეტ-ნაკლებად უცვლელი დარჩა. პრობლემებისდარეგულირებისა და პოლიტიკური მხარდაჭერის არარსებობის გამო, რომლებიცსაჭირო იყო რეგიონში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის, მათსაბოლოოდ დაკარგეს თავიანთი ფუნქცია და ვეღარ შეძლეს დასახული ამოცანებისშესრულების უზრუნველყოფა.

4.) ადამიანური ასპექტის გარდა, რა თქმა უნდა არსებობს 2008 წლის აგვისტოსშეიარაღებული კონფლიქტის ისტორიული და პოლიტიკური საფუძველიც. ქართველებიძალიან დიდი ხნის ისტორიის მქონე ქრისტიანული ერია, რომელიც რუსეთთანშედარებით უფრო ძველ ერად მიიჩნევს თავს. ქართული სახელმწიფოებრიობაისტორიულ დასაბამს იღებს მე-4 საუკუნეში ქართული ავტოკეფალური ეკლესიის

დაარსებითა და მე-5 საუკუნეში ქართული ანბანის შექმნით. გადამწყვეტი ისტორიულიდაპირისპირება ორ ერს შორის მოხდა რუსეთის იმპერატორის, ეკატერინე II-ის მეფობისდროს, როდესაც 1783 წელს ქალაქ გეორგიევსკში ხელი მოეწერა ტრაქტატს რუსეთსა დამეფე ერეკლე II-ს შორის, რომელიც აკონტროლებდა ამჟამინდელ აღმოსავლეთსაქართველოს, რასაც უნდა უზრუნველყო სპარსეთის თავდასხმებზე რუსეთის მხრიდანდაცვა. ამ გარემოებამ ნიადაგი მოამზადა რუსეთის შემდგომი ბატონობისდასამყარებლად, როგორც სიღრმისეული, ასევე სივრცითი თვალსაზრისით, რასაცსაბოლოოდ შედეგად მოჰყვა საქართველოს სრული ინტეგრაცია რუსეთის იმპერიისშემადგენლობაში 1881 წლიდან1917 წლამდე პერიოდში. მთლიანობაში, ეს პერიოდი დაემთხვა ქართველების ეროვნულგამოღვიძებას პატრიოტულად განწყობილი ქართული ინტელიგენციის მიერ, რომელიცხშირად კრიტიკულად იყო განწყობილი რუსეთის ბატონობისა და რუსიფიკაციისმიმართ. თუმცა, რუსების აზრით, საქართველომ მიიღო მისთვის ძალზე

Page 15: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

15

საჭირო დაცვა მეზობლების მხრიდან განხორციელებული გამანადგურებელითავდასხმებისაგან. თანამედროვე სისტემების დანერგვა, გზების მშენებლობიდანდაწყებული ეფექტური განათლების სისტემით დამთავრებული, იყო კიდევ ერთიმიღწევა, რომელიც რუსეთმა საქართველოში დანერგა. იმის პარალელურად, რომრუსეთი აღიქმებოდა ქართული ისტორიული ქრონიკების ნაწილის მიერ, როგორცქართველი ერისათვის საფრთხის შემცველი, და მაშინ, როდესაც მართლაც იყო რუსეთისმხრიდან იმის მცდელობები, რომ დაკნინებულიყო ქართული კულტურულიმემკვიდრეობა, მიუხედავად ამისა, ქართველები გარკვეულწილად პრივილეგირებულერადაც კი მიიჩნეოდნენ რუსეთის იმპერიაში. და ბოლოს, საქართველოში ბევრი იყოგანწყობილი ანტიპატიურად რუსეთის იმპერიული ძალაუფლების, მისი მოუქნელობისადა ჩამორჩენილობის მიმართ, მაგრამ ამავდროულად, ისინი მოხიბლულები იყვნენთანამედროვე ცივილიზაციითა და ევროპული მსოფლმხედველობით, რომლებთანზიარებაც რუსეთის მეშვეობით ხდებოდა.

5.) დღევანდელი საქართველო ითვლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის

სამწლიან არსებობას 1918-1921 წლებში, რაც სწრაფად და ულმობლად მოისპო

ბოლშევიკური ძალების მიერ. დამოუკიდებლობის ეს წლები მნიშვნელოვანი ათვლისწერტილი იყო ეროვნული თავისუფლებისა და თანამედროვე დემოკრატიულისახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის დაშლისშემდეგ მისი საბოლოო გამონთავისუფლება, რაც დაფიქსირდა საქართველოსსახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის გამოქვეყნებით 1991 წლის 9აპრილს. ორივე შემთხვევაში, საქართველო დამოუკიდებელი გახდა მისი ძლევამოსილიჩრდილოელი მეზობლის მძიმე კრიზისისა და დაცემის პირობებში. 1991 წლისდამოუკიდებლობას წინ უძღვოდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები,როდესაც საბჭოთა შეიარაღებულმა ძალებმა ქართველი დემონსტრანტები დახოცეს.დამოუკიდებლობა აღდგა სტალინის ეპოქით ცნობილი ათეულობით წლებისშეიარაღებული ბრძოლის, წნეხისა და მასობრივი ტერორის შემდეგ. მართლაც, თითქმისარაფერი იყო, რაც ახლად დამოუკიდებელ საქართველოს წააქეზებდა, კვლავდაბრუნებოდა რუსეთის სტანდარტებსა და საბჭოთა წლებს. ამის გამო პოლიტიკურმაკლასმა და ასევე საზოგადოებრივმა აზრმა საქართველოში აიღო მკვეთრად გამოხატულიპრო-დასავლური ორიენტაცია. თუმცა, საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი იყო ერთიმნიშვნელოვანი მემკვიდრეობა: საქართველო დაყოფილი იყო სამ პოლიტიკურ-ტერიტორიულ ერთეულად, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკად დასამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქად. რა თქმა უნდა, არსებობდა მთლიანისაქართველო მის დედაქალაქ თბილისთან ერთად, მის საერთაშორისოდ აღიარებულსაზღვრებში, რომელიც ყოფილ “საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას”ემთხვეოდა 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით. პოსტ-საბჭოთა სუვერენულსახელმწიფოდ გარდაქმნის პერიოდში ზვიად გამსახურდიამ, ქვეყნის

Page 16: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

16

პირველმა პრეზიდენტმა, ბევრი გააკეთა ნაციონალიზმის კუთხით, რათა მოეხდინააფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ორი პატარა პოლიტიკურ-ტერიტორიული ერთეულისგამოცალკევება საქართველოს დამოუკიდებლობის პროექტიდან, წამოაყენა რაეთნოცენტრისტული ლოზუნგი – “საქართველო ქართველებისათვის”. ყველა მხრიდანწამოსულმა ნაციონალიზმმა და, ზოგ შემთხვევებში შოვინიზმმაც კი საეჭვო პოლიტიკურქმედებებთან ერთად კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა გამოიწვია. საბოლოოდ ბრძოლა,რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებსა და სეპარატისტულ ძალებს შორისდაიწყო თავდაპირველად სამხრეთ ოსეთში 1991-1992 წლებში და შემდეგ აფხაზეთში1992-1994 წლებში, საქართველოს მიერ ორივე ტერიტორიის დიდ ნაწილზე კონტროლისდაკარგვით დასრულდა. ამბოხებულებს მხარს უჭერდა რუსეთი, თუმცა ჩანს, რომრუსეთის პოლიტიკურ ელიტასა და ძალაუფლების სათავეში მდგომ პირებს შორის იყოაზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით და ისინი მხოლოდ ნაწილობრივადიყვნენ ჩართულები ამ პროცესში. ამავე დროს, მოსკოვი უხერხულ მდგომარეობაშიაღმოჩნდა თბილისთან.

6.) აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ კონფლიქტებში ქვეყნის მიერ

განხორციელებული წარუმატებელი სამხედრო ოპერაციების შემდეგ, საქართველოს შიდაარეულობის პირობებში, ზვიად გამსახურდიას მემკვიდრე პრეზიდენტი ედუარდშევარდნაძე იძულებული გახდა, დახმარების თხოვნით მიემართა მოსკოვისათვის 1993წლის ოქტომბერში, რათა ჩაეხშო ამბოხი, რომელიც ამჯერად გამსახურდიასმხარდამჭერებმა დასავლეთ საქართველოს რეგიონში, სამეგრელოში წამოიწყეს. რუსეთისშეიარაღებულმა ძალებმა დახმარების თხოვნა დააკმაყოფილეს. საბოლოოდ, ამანგამოიწვია საქართველოს საგარეო პოლიტიკის ორიენტაციის შეცვლა პრო- რუსულიმიმართულებით. 1993 წლის ოქტომბერში ედუარდ შევარდნაძემ ხელი მოაწერასაქართველოს გაერთიანებას რუსეთის მიერ მართულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთათანამეგობრობაში (დსთ), ხოლო მომდევნო წელს თბილისი შეუერთდა ასევე რუსეთისმიერ მართულ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებას (კუხ). რუსეთის ოთხმასამხედრო ბაზამ გააგრძელა თავისი არსებობა საქართველოს მიწაზე და რუსეთისსასაზღვრო ჯარები კვლავაც დარჩნენ განლაგებულნი საქართველო- თურქეთისსაზღვარზე და პატრულირებდნენ ზღვის სანაპიროს. გარდა ამისა, რუსეთისშეიარაღებულმა ძალებმა თავის თავზე აიღეს სამშვიდობო ფუნქცია როგორც სამხრეთოსეთში, ასევე მოგვიანებით აფხაზეთშიც. 1992 წლის ივნისში სოჭში ორი ქვეყნისმეთაურს – ედუარდ შევარდნაძესა და ბორის ელცინს შორის გაფორმებულიხელშეკრულების საფუძველზე შეიქმნა ერთობლივი სამშვიდობო ძალები (ესძ) სამხრეთოსეთისათვის, რომელშიც შედიოდა რუსეთის, საქართველოსა და ოსეთის მხრიდან,თითოეულიდან ხუთასამდე სამხედრო მოსამსახურით დაკომპლექტებული ერთიბატალიონი, რომელსაც მეთაურობდა რუსი ოფიცერი. აფხაზეთში მშვიდობისშენარჩუნება განისაზღვრა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სხვა შეთანხმებით, რომელიც

Page 17: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

17

მოსკოვში 1994 წლის მაისში გაფორმდა და, რომელსაც მოგვიანებით მხარი დაუჭირაგაეროს უშიშროების საბჭომაც, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა 3 000-მდე სამხედრომოსამსახურით დაკომპლექტებული დსთ-ს სამშვიდობო ძალები (დსთ-ს სძ). თუმცა,დსთ-ში შემავალი ქვეყნებიდან მხოლოდ რუსეთმა გამოყო შეიარაღებული ძალები. 1993წლის აგვისტოში საქართველოში შეიქმნა გაეროს სადამკვირვებლო მისია (UNOMIG). მისფუნქციებში შედიოდა აფხაზეთთან დაკავშირებით არსებული ცეცხლის შეწყვეტისშესახებ შეთანხმებების განხორციელებაზე კონტროლის უზრუნველყოფა. გაეროსგენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს დაევალა, ხელი შეეწყო ქართულ-აფხაზური სამშვიდობო პროცესისათვის. ეუთოს მისიას, რომელიც 1993 წლისდეკემბერში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით შეიქმნა, მიენიჭა მანდატიკონფლიქტის მშვიდობიანი პოლიტიკური გადაწყვეტის მიზნით კონფლიქტში ჩართულიმხარეებისათვის დახმარების აღმოსაჩენად. ეს სტრუქტურები რუსეთის მნიშვნელოვანიგავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ, თუ უშუალოდ არა, მისი ვეტოს დადების უფლებიდანგამომდინარე მაინც.

7.) ახალი ათასწლეულის დასაწყისში ნათელი გახდა, რომ სამხრეთ ოსეთისა დააფხაზეთის გაურკვეველი პოლიტიკური სტატუსი უფრო ძნელად სამართავი იყო, და არცსაკითხის ცალსახად გადაჭრის გზა ჩანდა. ამავე დროს, გამოიკვეთა გეოპოლიტიკურიცვლილებებიც, მათ შორის ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და ახალი საერთაშორისოდაინტერესება კავკასიის რეგიონით, ახალი უსაფრთხოების მოსაზრებებიდან დაენერგორესურსების საჭიროებებიდან გამომდინარე. ახალი პრეზიდენტის, ვლადიმერპუტინის მმართველობის პირობებში, რუსეთი გახდა უფრო სტაბილური და, ასევეთავდაჯერებული “ახლო საზღვარგარეთში” მისი გავლენის დამკვიდრებისთვალსაზრისით. ცვლილებები საქართველოშიც ხდებოდა. უკვე თანამდებობრივი ფიცისდადებისას, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისკონფლიქტების მოგვარება მისი პრეზიდენტობის პრიორიტეტი იქნებოდა. მისითანამდებობაზე ყოფნის პირველივე 2004 წელს დიდი სირთულეების გარეშე,წარმატებით მოხდა სამხრეთ საქართველოს განცალკევებული რეგიონის, აჭარისთბილისის კონტროლს ქვეშ დაბრუნება, ასევე საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესება,რამაც კიდევ მეტი გაბედულება შემატა პრეზიდენტ სააკაშვილის ზემოაღნიშნულგადაწყვეტლებას. თუმცა, ორ სხვადასხვა მხარეს მოვლენები სხვადასხვაგვარადწარიმართა. მოკლე საწყისი პერიოდის შემდეგ, რომლის დროსაც საიმედო ნიშნებიც კიგამოიკვეთა, ურთიერთობები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ახლადარჩეულ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის მალევე დაიძაბა.პოლიტიკური კლიმატი მკვეთრად გაუარესდა. პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობისდროს საქართველოს სამხედრო დანახარჯები სწრაფად გაიზარდა მშპ-ს 1%-დან მშპ–ს8%-მდე და მხოლოდ ერთეულები ვერ იაზრებდნენ ამის დანიშნულებას. გარდა ამისა,საქართველოს საგარეო პოლიტიკის მკვეთრად

Page 18: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

18

გამოკვეთილმა პრო-დასავლურმა ორიენტაციამ და პრეზიდენტ სააკაშვილისენერგიულმა მცდელობამ, საქართველო გამხდარიყო ნატოს წევრი, კიდევ უფრო მეტადშეაშფოთა რუსეთი, მიუხედავად იმისა, რომ პირველი თხოვნა ამ ორგანიზაციაშიმიღების თაობაზე განსახილველად შეტანილი იყო პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ.საბოლოოდ, საქართველოს საგარეო პოლიტიკას სააკაშვილის პრეზიდენტობისპერიოდში გამოუჩნდა თანამოაზრე მოკავშირეები, მათ შორის, კიევი ნარინჯისფერირევოლუციის შემდეგ და მხარდაჭერა პრო-დასავლური ორიენტაციისა მთელ რიგქვეყნებში, დაწყებული ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან შავი და კასპიის ზღვის ქვეყნებითდამთავრებული. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ამ ყველაფერს უკვალოდ არჩაუვლია რუსეთთან მიმართებაში, რომელიც პოსტ-საბჭოთა სივრცეში განახლებულითვითდაჯერებულობით ამოქმედდა.

8.) საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაუარესების პარალელურად, რასაც თანსდევდა ინციდენტები, ასევე არამეგობრული და ზოგჯერ საომარი რიტორიკაც კი,ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თბილისის საგარეო პოლიტიკურ პარტნიორებს შორისწამყვანი ადგილი დაიკავა. აშშ–მ მკაფიოდ გამოკვეთილი პოლიტიკური მხარდაჭერადააფიქსირა საქართველოსა და, პირადად პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, რამაცკულმინაციას მიაღწია 2005 წლის 10 მაისს პრეზიდენტ ბუშის მიერ თბილისშიწარმოთქმულ ცნობილ სიტყვაში - “თავისუფლების შუქურა”. აშშ–მ ასევე მნიშვნელოვანიეკონომიკური დახმარება გასწია. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით, საქართველოგახდა აშშ–ს დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმღები. რაც ყველაზემნიშვნელოვანია, აშშ–მ წამოიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო დახმარების პროგრამასაქართველოსათვის, როგორც წვრთნისა და აღჭურვის, ასევე ფინანსური საშუალებებისგამოყოფის თვალსაზრისით. თავდაპირველად, სამხედრო დახმარება ითვალისწინებდასაქართველოს დახმარებას სრული კონტროლის აღდგენაში პანკისის ხეობაში (კავკასია),სადაც დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჩეჩენი მეომრები აფარებდნენ თავს, როგორცამას რუსეთი აცხადებდა. აშშ–ს მომდევნო სამხედრო დახმარების პროგრამებიითვალისწინებდა საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადებას საერთაშორისომისიებში, კერძოდ კი კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში მონაწილეობის მისაღებად.საბოლოოდ, შევარდნაძის პრეზიდენტობის წლებთან შედარებით, საქართველოსშეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა გაორმაგდა. ისინი გაცილებით უკეთგაწვრთნილები და აღჭურვილები გახდნენ, ვიდრე მანამდე და ეს ახლად შექმნილისამხედრო ძალა მოდერნიზებულ სამხედრო ბაზებზე განთავსდა; მისი ყველაზემნიშვნელოვანი ნაწილი - სენაკში, აფხაზეთის მიმართულებით, ხოლო მეორე ნაწილიგორის მახლობლად – სამხრეთ ოსეთის მიმართულებით. არსებული მონაცემებით, 2008წლის აგვისტოში კონფლიქტის დაწყების დროს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებშიაშშ–ს ასზე მეტი სამხედრო მრჩეველი იყო, ხოლო კიდევ უფრო მეტი ამერიკელისპეციალისტი და მრჩეველი

Page 19: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

19

აქტიურად იყო ჩართული საქართველოს სახელისუფლო სტრუქტურების დაადმინისტრაციის სხვადასხვა შტოში. მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერააღჭურვილობის და, გარკვეულწილად წვრთნის თვალსაზრისით თანაბრად იქნაუზრუნველყოფილი რიგი სახელმწიფოების, პირველ რიგში უკრაინის, ჩეხეთისრესპუბლიკისა და ისრაელის მიერ. ამ უკანასკნელის მხარდაჭერა უფრო მეტადუზრუნველყოფილი იყო ტექნოლოგიური და ხარისხობრივი, ვიდრე რაოდენობრივიდახმარების სახით. ყოველივე ეს ერთად აღებული კი, საქართველოს სამხედროშესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურებოდა, რაც სიამაყით იყო ხოლმედემონსტრირებული შესაფერისი მოვლენების, მაგალითად ეროვნული სადღესასწაულოაღლუმების დროს.

9.) რაც შეეხება ევროპას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობამ არც თუ ისედიდი მისწრაფება გამოიჩინა საქართველოსთვის დამატებითი სამხედრო დახმარებისგაწევის კუთხით. თუმცა, ევროკავშირის, უფრო სწორად, მისი ზოგიერთი დიდი წევრიქვეყნის მხრიდან, ადგილი ჰქონდა მშვიდობის დამყარების მცდელობებს. მაგალითად,ჩამოყალიბდა საქართველოს მეგობართა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შევიდნენამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი დაგერმანია, რათა პოლიტიკურად ეთანამშრომლათ აფხაზეთის საკითხებთანდაკავშირებით (აფხაზების პროტესტის საპასუხოდ, 1997 წლიდან მოყოლებული მათეწოდებათ გაეროს გენერალური მდივნის მეგობრები). ევროკავშირის მთელმა რიგმააღმოსავლელმა და ჩრდილოელმა ქვეყნებმა მჭიდრო კავშირი დაამყარესსაქართველოსთან პრეზიდენტ სააკაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში, რათადახმარებოდნენ ქვეყანას მისი ატლანტიკური და ევროპული ორიენტაციისგანვითარებაში. საქართველომ 1992-2004 წლებში ევროკავშირის კომისიისგან მიიღო 400

მილიონ ევროზე მეტი ეკონომიკური დახმარება. დამატებით ევროკავშირის ზოგიერთმაქვეყანამ, მათ შორის გერმანიამ, ევროკავშირისგან დამოუკიდებლად ქვეყანასმნიშვნელოვანი ორმხრივი ეკონომიკური მხარდაჭრა აღმოუჩინა. ასევე, ევროპაჩართული იყო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხების მოგვარების პროცესში.1997 წლიდან მოყოლებული, სამხრეთ ოსეთში განხორციელდა ევროკავშირის კომისიისრამდენიმე პროექტი, ხოლო 2004 წელს საქართველო-ოსეთისა და საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტურ ზონებში დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულიფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო პროგრამის განხორციელება. 2001 წლის აპრილშიევროკავშირის კომისია გახდა დამკვირვებელი, თუმცა მხოლოდ ეკონომიკურსაკითხებზე, ერთობლივი საკონტროლო კომისიის (შერეული ორგანო, რომელიცსამხრეთ ოსეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სოჭის შეთანხმების განხორციელებასაკონტროლებდა) შეხვედრებზე. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებხელშეკრულებას საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი 1996 წელს მოეწერა და ისძალაში 1999 წელს შევიდა.

Page 20: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

20

10.) ახალი ათასწლეულის დაწყების შემდეგ აღმოსავლეთის მიმართულებითგაფართოებამდე ცოტა ხნით ადრე, ევროკავშირმა უფრო აქტიური ქმედებებისგანხორციელება დაიყო სტაბილურობის ხელშესაწყობად მის მეზობელ აღმოსავლეთისრეგიონებში, მათ შორის სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში. 2003 წელს სამხრეთკავკასიაში დაინიშნა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, რომლისთავდაპირველ მანდატს რეფორმის პოლიტიკის მხარდაჭერა წარმოადგენდა, ხოლომოგვიანებით მას დაემატა კონფლიქტების მოგვარებაში დახმარების აღმოჩენა. ერთიწლის შემდეგ საქართველო თავის ორ სამხრეთ კავკასიელ მეზობელთან, სომხეთსა დააზერბაიჯანთან ერთად გაერთიანდა ევროპის სამეზობლო პოლიტიკაში, რომელიცუზრუნველყოფდა უფრო მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებსევროკავშირთან და მეტი დახმარების გამოყოფას. ამგვარად, წლების განმავლობაშიევროპის ჩართვა საქართველოში მიმდინარე პროცესებში თანდათანობით იზრდებოდა,რაც შეიძლება განისაზღვროს, როგორც სამომავლო ეკონომიკური დახმარებისთვალსაზრისით, ორმხრივად მეგობრული პოლიტიკური თვალსაზრისით,თანამშრომლობაზე ორიენტირებული, მაგრამ ფრთხილი სადავო პოლიტიკურსაკითხებთან მიმართებაში და, ევროკავშირის მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის მხრიდანგარკვეული ორმხრივი მხარდაჭერის გარდა, ძირითადად დისტანციური სამხრედრომხარდაჭერისა და მგრძნობიარე უსაფრთხოების საკითხებთან მიმართებაში. ამის კარგიმაგალითი იყო ევროპის მხრიდან სურვილის არქონა, თავის თავზე აეღო საზღვრისმონიტორინგის მისიის განხორციელება რუსეთის მოსაზღვრე კავკასის ქედის გასწვრივმას შემდეგ, რაც 2004 წელს რუსეთმა ვეტო დაადო ეუთოს მონაწილეობით მანამდეარსებულ მისიას. შესაძლებელია, რომ ამგვარმა ფრთხილმა მიდგომამ განაპირობა 2008წლის აპრილის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაც, დადებითი პოზიციადაეფიქსირებინა საქართველოს თხოვნაზე ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით,მაგრამ თავი შეეკავებინა იმ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისგან, რაც უშუალოდგანსაზღვრავდა მის ამ ორგანიზაციაში მიღებას.

11.) მართალია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამ წარმოშვა სადავო სამართლებრივისაკითხები, რომლებმაც თავის მხრივ გარკვეული როლი ითამაშა შეიარაღებულიკონფლიქტების წარმოქმნაში, რასაც მოჰყვა 2008 წლის აგვისტო. სამხრეთ ოსეთისა დააფხაზეთის ხალხთა თვითგამორკვევის უფლება, ისევე როგორც ცალმხრივიგადაწყვეტილება საქართველოს სახელმწიფოდან გამოყოფის უფლების შესახებწარმოადგენს იმ ორ სამართლებრივ საკითხს, რომელიც კონფლიქტს უკავშირდება.ორივე, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი თვითგამორკვევის უფლებას განიხილავს, როგორცსამართლებრივ საფუძველს შესაბამისი ტერიტორიების სუვერენიტეტისა დადამოუკიდებლობისაკენ სწრაფვაში. თუმცაღა, საერთაშორისო სამართალი არ აღიარებსახალი სახელმწიფოს ცალმხრივი გადაწყვეტილებით შექმნის უფლებას ერთა

Page 21: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

21

თვითგამორკვევის პრინციპებზე დაყრდნობით, თუ საქმე არ ეხება კოლონიალურ დააპარტეიდულ შემთხვევებს. განსაკუთრებული თანხმობა სახელმწიფოდან გამოყოფაზემისაღებია ისეთი უკიდურესი პირობების შემთხვევაში, როგორიც არის გენოციდი, რასაცჯერჯერობით საყოველთაო აღიარება არ მოჰყოლია. როგორც შემდგომმა პერიოდმაგვიჩვენა, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისშემდგომი აღიარების შემთხვევაში მისიამ დაადგინა, რომ გენოციდს ადგილი არ ჰქონია.უფრო მეტიც, უამრავი ქვეყნის საერთაშორისო პრაკტიკიდან გამომდინარე უმეტესისახელმწიფოები აშკარად გამოხატავენ საწინააღმდეგო პოზიციას, როგორც ესმაგალითად რუსეთმა კოსოვოს შემთხვევაში გააკეთა. ეს აგრეთვე ეხება სახელმწიფოსდანაწევრების პროცესს, რაც შეიძლება განხილული იქნეს საქართველოსთანმიმართებაში საჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. საყოველთაოდ მიღებული uti possidetisპრინციპის თანახმად, მხოლოდ ყოფილ საბჭოთა კავშირის შემადგენელ რესპუბლიკებს,როგორიც არის საქართველო, და არა მათ ტერიტორიულ ნაწილებს, როგორიც არისსამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, შეუძლიათ მიიღონ დამოუკიდებლობა ისეთი დიდისახელმწიფოს დაშლის შემთხვევაში, როგორიც არის საბჭოთა კავშირი. აქედანგამომდინარე, სამხრეთ ოსეთს არ ჰქონდა საქართველოდან გამოყოფის უფლება, დაზუსტად იგივე ეხება აფხაზეთსაც იმავე მიზეზებიდან გამომდინარე. სეპარატისტულიტერიტორიული ერთეულების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება მესამე ქვეყნისმიერ შესაბამისად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, რადგან ასეთი ქმედებაწარმოადგენს უკანონო ჩარევას დაზარალებული ქვეყნის, ამ შემთხვევაში საქართველოსსუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაში. ეს ეწინააღმდეგება ჰელსინკისდასკვნითი აქტის პრინციპებს, რომლის თანახმად ”მონაწილე ქვეყნებმა პატივი უნდასცენ ერთმანეთის სუვერენულ თანასწორობას და ინდივიდუალობას, ისევე როგორცუფლებებს, რომლებსაც მოიცავს და ითვალისწინებს ეს სუვერენიტეტი, კერძოდ ამაშიშედის ყველა ქვეყნის უფლება სამართლებრივ თანასწორობაზე, ტერიტორიულმთლიანობაზე, თავისუფლებასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე.

12.) კიდევ ერთი სამართლებრივი საკითხი, რომელიც კონფლიქტსა და რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობებს უკავშირდება, არის რუსული ეგრეთ წოდებული”პასპორტიზაციის” პოლიტიკა, რაც გულისხმობს მასიურად რუსეთის მოქლაქეობისმინიჭებას და შემდგომ პასპორტების გაცემას იმ პირებზე, რომლებიც სამხრეთ ოსეთსა დააფხაზეთში ცხოვრობენ. ამჟამად, ამ ტერიტორიაზე მოსახლეობის უმრავლესობარუსული პასპორტების მფლობელია. მაშინ, როცა წინა პერიოდში რუსეთის მოქალაქობისმინიჭება ინდივიდუალური შემთხევების განხილვით ხდებოდა, მოქალაქეობის შესახებახალი რუსული კანონმდებლობით, რომელიც ძალაში 2003 წელს შევიდა, მოქალაქობისმინიჭება რეგულირდება მე–13 და მე–14 მუხლებით, რაც რუსეთის მოქალაქეობისმიღების გამარტივებულ პროცედურებს წარმოადგენს. ამით

Page 22: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

22

ფართოდ გაეხსნათ კარი ათასობით განაცხადის შემტანს სამხრეთ ოსეთიდან დააფხაზეთიდან. ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა სხვა სახელმწიფოებისთვისვალდებულება აიღოს მოქალაქეობის მინიჭებაზე საერთაშორისო სამართლისფარგლებში არის აუცილებლობა ადეკვატური ფაქტობრივი კავშირის არსებობისაგანაცხადის წარმდგენსა და მიმღებ სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში კი რუსეთს შორის.თუმცაღა, გადაწყვეტილება არ შეიძლება იყოს თვითნებური. მაგალითად, ფაქტობრივიკავშირის ასეთ შემთხვევებს წარმოადგენს ოჯახის გაერთიანება, ხანგრძლივი პერიოდითსხვა ქვეყანაში ცხოვრება, გრძელვადიანი საჯარო ან სამხედრო სამსახური. დამატებით,აუცილებელია მშობლიური ქვეყნის ცალსახად გამოხატული თანხმობა. თუმცაღა,საქართველოს კანონმდებლობა არ აღიარებს ორმაგ მოქალაქეობას. ყოფილი საბჭოთაკავშირის მოქალაქეობა არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც საკმარისი საფუძველი,ვინაიდან საბჭოთა კავშირის მოქალაქეობის სტატუსი დამოუკიდებლობისგამოცხადებისთანავე საქართველოს მოქალაქეობის სტატუსით შეიცვალა. ამმოთხოვნების შესაბამისად მინიჭებული მოქალაქეობის მხოლოდ შეზღუდულირაოდენობა შეიძლება მიჩნეული იყოს კანონიერად საერთაშორისო სამართლისფარგლებში. საერთაშორისო სამართლის თანახმად, აფხაზეთიდან და სამხრეთოსეთიდან ნატურალიზებული მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქე არ არის.ამ გზით მინიჭებული რუსული მოქალაქეობის აღიარება არ არის სავალდებულო არცსაქართველოსთვის და არც რომელიმე მესამე ქვეყნისთვის. შესაბამისად ის პირები,რომლებიც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ცხოვრობენ და რომლებიც საქართველოსმოქალაქეები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახდნენ, ”პასპორტიზაციის”პოლიტიკისდა მიუხედავად საქართველოს მოქალაქეებად რჩებიან. 2008 წლის აგვისტოსშეიარაღებული კონფლიქტის პერიოდში ისინი ჯერ კიდევ საქართველოს მოქალაქეებიიყვნენ და, სამართლებრივი თვალსაზრისით დღემდე საქართველოს მოქალაქეებადრჩებიან, თუ მათ უარი არ უთქვამთ მოქალაქეობაზე ან არ დაუკარგავთ საქართველოსმოქალაქეობა დადგენილი პროცედურების დაცვით. რუსეთის მოქალაქეობის მასიურიმინიჭება საქართველოს მოქალაქეებისთვის და პასპორტების მასიური გაცემასაქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის სეპარატისტული რეგიონების ჩათვლით,საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, ეწინააღმდეგება კეთილმეზობლურიპოლიტიკის პრინციპებს, რაც საქართველოს სუვერენიტეტს აშკარად უქმნისსირთულეებს და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას წარმოადგენს.

13.) კონფლიქტის ზონაში ხანგრძლივი უკიდურესი დაძაბულობა ღია სამხედროდაპირისპირებას აღწევდა. უკვე 2008 წლის გაზაფხულზე სიტუაციის კრიტიკულიგაუარესება აღინიშნებოდა საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტურ ზონაში.დაძაბულობის ერთ-ერთი ფაქტორი კონფლიქტის ზონაში საჰაერო მანევრირებისინტენსივობა გახლდათ, ცეცხლის შეწყვეტის ზონაში რეაქტიული საბრძოლოთვითმფრინავებისა და უპილოტო საფრენი აპარატების UAV (დისტანციური მართვის

Page 23: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

23

საფრენი აპარატი) გახშირებული ფრენების ჩათვლით. მოწოდებული ინფორმაციისთანახმად, რამდენიმე ქართული უპილოტო საფრენი აპარატი (UAV) იქნა ჩამოგდებულიაფხაზური და რუსული ძალების მიერ. 2008 წლის აპრილში რუსული შემადგენლობითდაკომპლექტებული დსთ-ს სამშვიდობო ძალების შემადგენლობა დამატებითისამხედრო ნაწილებით გაძლიერდა და მიუხედავად საქართველოს პროტესტებისა, 2008წლის მაისის ბოლოს რუსული სამხედრო სარკინიგზო ნაწილი გაიგზავნა აფხაზეთშიადგილობრივი რკინიგზის აღსადგენად, სავარაუდოდ ჰუმანიტარული მისიის მიზნით.2008 წლის გაზაფხულზე განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა ზაფხულშისაზოგადოებრივი ადგილების დაბომბვა ცეცხლის შეწყვეტის ზოლის აფხაზურ ნაწილში,ისევე როგორც გზების აფეთქება საქართველოს მხარეზე.2008 წლის ზაფხულში დაძაბულობის ცენტრი იცვლება და კონფლიქტი საქართველო-აფხაზეთის ზონიდან გადმოდის საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტურ ზონაზე,რასაც ბიძგი მისცა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის განხორციელებულმაგამანადგურებელმა შეტევებმა, ინტენსიური ორმხრივი ცეცხლით, ნაღმმტყორცნებისა დამძიმე საარტილერიო სროლების ჩათვლით. როგორც ივლისის დასაწყისში გამოჩნდა,კონფლიქტი უკვე აფეთქების ზღვარს უახლოვდებოდა იმავდროულად ინტენსიურადგანვითარებული დიპლომატიური ურთიერთობების ფონზე. ივლისის შუა თვეშიამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ყოველწლიური სამხედროწვრთნები სახელწოდებით ”სწრაფი რეაგირება” ჩატარდა თბილისის გარეთ ვაზიანისსამხედრო ბაზაზე. წვრთნებში მონაწილეობას იღებდა 2 000 სამხედრო პირისაქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდანდა უკრაინიდან. 2008 წლის 15 ივლისი - 2 აგვისტოს პერიოდში რუსეთის სამხედრო

ძალებმა განახორციელეს ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ჩრდილო კავკასიისსამხედრო ნაწილში რუსეთ-საქართველოს საზღვრის ახლოს, ისევე როგორც შავ ზღვაზე.აგვისტოს დასაწყისში სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ დაიწყო მშვიდობიანიმოსახლეობის ევაკუაცია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. მართლაც, სცენასაომარი მოქმედებებისთვის მომზადებულად ჩანდა.

14.) ღია სამხედრო მოქმედებები დაიწყო ფართომასშტაბიანი ქართული სამხედროოპერაციით, რომელიც განხორციელდა ქალაქ ცხინვალისა და მისი შემოგარენისმიმართულებით 2008 წლის 7–დან 8 აგვისტოს ღამეს. ოპერაცია საქართველოს მასიურისაარტილერიო შეტევით დაიწყო. სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე, საქართველოსგაერთიანებული სამშვიდობო ძალების (JPKF) სარდალმა, ბრიგადის გენერალმა მამუკაყურაშვილმა განაცხადა იმის შესახებ, რომ სამხედრო ოპერაცია მიზნად ისახავდასამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას. ოდნავმოგვიანებით საქართველოს მხარემ უარყო მამუკა ყურაშვილის განცხადება, როგორცუფლებამოსილების არმქონე პირის მიერ გაკეთებული და სამხედრო ოპერაციისდაწყების საფუძვლად რუსეთის სამხედრო ძალების შემოჭრა გამოაცხადა.

Page 24: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

24

საქართველოს ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რომელიც მისიას ამასთანდაკავშირებით მიეწოდა, ”იმისათვის, რომ დაცული ყოფილიყო საქართველოსსუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე საქართველოს მოსახლეობისუსაფრთხოება, 7 აგვისტოს 23:35 წუთზე საქართველოს პრეზიდენტმა გასცა ბრძანებათავდაცვითი ოპერაციის დაწყების შესახებ შემდეგი მიზნებით:

მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა ცხინვალის რეგიონში/სამხრეთოსეთში;

საცეცხლე პოზიციების გაუვნებელყოფა, საიდანაც დაიწყო ცეცხლის გახსნამშვიდობიანი მოსახლეობის, ქართული სამშვიდობო შენაერთებისა და პოლიციისწინააღმდეგ;

რუსეთის ფედერაციის რეგულარული არმიის ნაწილების როკის გვირაბით,ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში შემოსვლის შეჩერება”.

15.) რუსეთის შემოჭრის შესახებ ბრალდება საქართველოს მხრიდან გამყარებული იყომრავალრიცხოვანი საჯარისო ნაწილებისა და ჯავშან–ტექნიკის უკანონო შემოყვანითსამხრეთ ოსეთის ტერიოტორიაზე მანამ, სანამ ქართული სამხედრო ოპერაციადაიწყებოდა. მისიის კითხვებზე საქართველოს პასუხების თანახმად, რუსეთისსამხედრო ძალების თანდათანობითი გაზრდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე 2008წლის ივლისში დაიწყო და გაგრძელდა აგვისტოში, საჯარისო ნაწილების, სამედიცინოკადრების, კარვების, ჯავშან–ტექნიკის, თვითმავალი არტილერიისა და საარტილერიოცეცხლსასროლების რაოდენობის გაზრდის ჩათვლით. ქართული მხარის მტკიცებით ესპროცესი ინტენსიური გახდა 6–დან 7 აგვისტოს ღამეს და 7 აგვისტოს გვიან საღამოს.თუმცაღა, საქართველოს მხრიდან ბრალდება 8 აგვისტომდე რუსეთის ჯარისრაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსულმამხარემ უარყო. მისიისთვის რუსული მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაციისთანახმად, პირველი რუსული საჯარისო შენაერთები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეშევიდნენ და, რუსულმა საჰაერო ძალებმა და არტილერიამ დაიწყო შეტევა საქართველოსსამიზნე ობიექტებზე 8 აგვისტოს, 14:30 წუთზე, ანუ მაშინვე, როგორც კი რუსეთის

ფედერაციის ხელისუფლებამ ინტერვენციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

16.) მისიას არ შეუძლია განიხილოს საქრთველოს ბრალდება სამხრეთ ოსეთის

ტერიტორიაზე 2008 წლის 8 აგვისტომდე რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედროშემოჭრის შესახებ, როგორც საკმარისად დასაბუთებული. მიუხედავად ამისა, არსებობსრიგი ანგარიშებისა და პუბლიკაციებისა, მათ შორის რუსული წარმოშობის, რომლებიცრუსეთის მხრიდან წვრთნებისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ძალებისათვის2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე სამხედრო შეიარაღების მიწოდებაზე მიანიშნებს.და კიდევ, როგორც აღმოჩნდა, აგვისტოს დასაწყისში არსებობდა მოხალისეებისა დადაქირავებულების ნაკადის დენა რუსეთის ტერიტორიიდან სამხრეთ ოსეთში, როკის

Page 25: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

25

გვირაბისა და კავკასიონის უღელტეხილის გავლით. ასევე, რუსული გაერთიანებულისამშვიდობოების ბატალიონის გარდა, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდარუსული საჯარისო ნაწილები, 2008 წლის 8 აგვისტოს 14:30 წუთამდე. ასევე აღმოჩნდა,რომ რუსეთის საჰაერო ძალებმა დაიწყეს ოპერაციები საქართველოს სამიზნე ობიექტებისწინააღმდეგ, რომელიც გასცდა სამხრეთ ოსეთის ადმინსტრაციულ საზღვრებს ჯერ კიდევ8 აგვისტოს დილას, ესე იგი, იმაზე ადრე, რასაც რუსეთის ოფიციალური წყაროებიიუწყებიან. არსებული მონაცემებით, რუსეთის საჰაერო ძალებმა დაიწყეს შეტევასაქართველოს ცენტრალურ ნაწილზე (ვარიანი, გორი). ეტაპობრივად გააფართოვესსამოქმედო არეალი და გადავიდნენ საქართველოს სხვა რეგიონებზეც, მათ შორის სენაკისსამხედრო ბაზაზე, ფოთის პორტის სამხედრო სამიზნეებზე და დედაქალაქ თბილისზე,ასევე, ორმაგი დანიშნულების სამიზნე ობიექტებზე, როგორიც არის თბილისისაეროპორტის რადარი, რკინიგზა და სხვა ინფრასტრუქტურული და საკომუნიკაციოობიექტები. არსებობს მოვლენების ურთიერთსაწინააღმდეგო ანგარიშები იმის შესახებ,მოხდა თუ არა ზოგიერთ შემთხვევაში სამოქალაქო ობიექტების შეგნებულადგანადგურება თუ ადგილი ჰქონდა ეგრეთ წოდებული ირიბი ზიანის მიყენებას. მისიასრომელიმე ვერსიის სასრგებლოდ არავითარი დამაჯერებელი მტკიცებულებები არმოუპოვებია. ამას გარდა, რუსეთის სახმელეთო და საჰაერო ძალებთან ერთად შავიზღვის ფლოტიც ჩაერთო შეიარაღებულ კონფლიქტში მალევე, და საქართველოსტერიტორიაზე სამიზნე ობიექტებზე შეტევა ხორციელდებოდა არამარტო სამხრეთოსეთის ტერიტორიაზე, არამედ მის მიღმაც, უმაგრებდა რა ფლოტი ზურგს სახმელეთოოპერაციებსაც.

17.) შეიარაღებული კონფლიქტის განმავლობაში, რომელიც შემდგომ ”ხუთდღიანი ომის”სახელწოდებით გახდა ცნობილი და მას შემდეგაც, რუსული მხარე ამართლებდასაკუთარ სამხედრო ინტერვენციას იმით, რომ შეეჩერებინათ ოსური მოსახლეობის ეგრეთწოდებული მიმდინარე გენოციდი საქართველოს ძალების მიერ, დაეცვა სამხრეთ ოსეთშიმცხოვრები რუსეთის მოქალაქეები და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განლაგებულირუსული სამშვიდობო ჯარები, რომლებიც იქ 1992 წელს ქალაქ სოჭში დადებულიხელშეკრულების თანახმად იმყოფებოდნენ. რუსეთის მხარის მტკიცებით,2008 წლის 8 აგვისტოს დილით საქართველომ შეუტია რუსეთის სამშვიდობო ძალებისშენობას ცხინვალში, რის შედეგადაც დაიღუპა ორი და დაიჭრა 5 მშვიდობისმყოფელისამხედრო პირი. საქართველოს მხარემ უარყო რუსეთის სამშვიდობო შენაერთებზეგანზრახ იერიშის მიტანა და განაცხადა, რომ საქართველოს საჯარისო ნაწილებსცხინვალში შესვლისას ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის სამშვიდობო ძალების მხრიდან დაისინი იძულებულნი გახდნენ საპასუხო ცეცხლი გაეხსნათ. მისიას არ გააჩნიადამოუკიდებელი ანგარიშები, რომელიც მხარეების ბრალდებების საფუძვლიანადდასაბუთებას ან უარყოფას შეძლებდა. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ ადგილზეშექმნილ საფრთხის შემცველ გარემოებებს, დანაკარგები რუსეთის სამშვიდობო

Page 26: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

26

ძალების შემადგენლობაში ნამდვილად შეიძლებოდა ყოფილიყო. რაც შეეხება რუსებისადა სამხრეთ ოსების ბრალდებას გენოციდთან დაკავშირებით, ასეთი ბრალდებებიშემდგომ თვეებში ნაკლები სიხშირით გვხვდება. გენოციდის განზრახვაშიდადანაშაულებული ქართველების ბრალი ვერ მტკიცდება. ოსურ მშვიდობიანმოსახლეობაში დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე ესდასაწყისში იყო გაცხადებული. დასაწყისში რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლებმაგანაცხადეს, რომ 2 000 მშვიდობიანი მოსახლე იყო მოკლული ქართული ჯარის მიერ.მოგვიანებით, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტში სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას შორისდაღუპულთა რიცხვი 162–მდე შემცირდა. 10 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ გააკეთაგანცხადება ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტისა და სამხრეთ ოსეთიდან ჯარებისგამოყვანის განზრახვის შესახებ. მიუხედავად ამისა, ცეცხლის შეწყვეტა მეორე მხარისმიერ არ განხორციელებულა. საბოლოოდ, 10–დან 11 აგვისტოს ღამეს საქართველოსმხარემ ჯარის უმეტესი ნაწილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გამოიყვანა. ამასმოჰყვა რუსეთის ჯარის ღრმად შემოსვლა საქართველოს ტერიტორიაზე, რომელმაცგადმოკვეთა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრები დაგაშალა სამხედრო ბანაკები საქართველოს მთელ რიგ ქალაქებში, მათ შორის გორში,ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში. სამხედრო ქმედებების დასკვნითი ფაზის პერიოდშიაფხაზურმა ნაწილებმა რუსეთის ჯარის დახმარებით შეუტია ქართულ პოზიციებს ზემოკოდორის ხეობაში და დაიკავა ეს ტერიტორია, რომელიც საქართველოს ჯარმა დაადგილობრივი მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა უკვე 2008 წლის 12 აგვისტოსთვისდატოვა.

18.) რუსეთმა მის საომარ ქმედებას საქართველოში "მშვიდობის იძულებით დამყარებისოპერაცია" უწოდა, მაშინ როცა საქართველო ამას ”აგრესიას” უწოდებს. საერთაშორისოსაზოგადოებამ ისეთი ძირითადი მოთამაშეების ჩათვლით, როგორიც არის ევროკავშირი,თავი შეიკავა რაიმე ფორმის ოფიციალური კვალიფიკაციის მიცემისგან მიუხედავადიმისა, რომ არსებობდა საერთო მოთხოვნა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.12 აგვისტოს ნიკოლა სარკოზი, ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგში ჩავიდა მოსკოვსადა თბილისში, რათა სამხედრო დაპირისპირება შეეჩერებინა. შეთანხმდა ცეცხლისშეწყვეტის ექვსპუნქტიანი გეგმა, რომელიც მათ შორის ითვალისწინებდა სამხედროოპერაციების დაუყოვნებლივ შეჩერებასა და საჯარისო ნაწილების იმ პოზიციებზედაბრუნებას, რომელიც მათ კონფლიქტის წინ ეკავათ. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლისშეწყვეტა გამოცხადდა, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედრო ნაწილები,მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, აგრძელებდნენ დამატებითი ტერიტორიებისოკუპაციას, მათ შორის ახალგორის რაიონში, რომელიც2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე საქართველოს ადმინისტრაციულ ერთეულშიშედიოდა მიუხედავად იმისა, რომ ის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებშიმდებარეობს, რაც თავის მხრივ საბჭოთა კავშირის პერიოდში საზღვრების დადგენისას

Page 27: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

27

გადაწყდა. 22 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ჯარის ძირითადმა ნაწილიმა დატოვაპოზიციები და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვრებშიდაბრუნდა, ზოგიერთმა მათგანმა ეს მოსკოვში 2008 წლის 8 სექტემბერს მიღწეულიშეთანხმების შემდეგ გააკეთა, ზოგმა კი უფრო მოგვიანებით 2008 წლის ოქტომბრისდასაწყისში. ყველა მხარის მიერ ზემოაღნიშნული ორი შეთანხმების სრული დაცვა დავისსაგნად რჩება. უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის 8 სექტემბერს განხორციელების თაობაზემიღწეული შეთანხმების შემდეგ, სამხედრო ოპერაციების საშიშროება უკანა პლანზეგადავიდა და დაიწყო პოლიტიკური და დიპლომატიური ქმედებების ფაზა. ესგულისხმობს დაძაბულ დისკუსიებს კონფლიქტის პასუხისმგებლობაზე, რომელიციარაღის დადებამდე გაცილებით ადრე დაიწყო.

19.) არსებობს კითხვა იმის შესახებ, იყო თუ არა საერთაშორისო სამართლის მიხედვითგამართლებული საქართველოს მხრიდან ძალის გამოყენება, რომელიც სამხრეთ ოსეთში2008 წლის 7/8 აგვისტოს ცხინვალის დაბომბვის ოპერაციით დაიწყო. კითხვაზე პასუხიაარა. საქართველოს გათვითცნობიერებული ჰქონდა, რომ ძალის გამოუყენებლობისშესახებ პუნქტი, როგორც ეს განსაზღვრულია კონკრეტულ შესასრულებლადსავალდებულო საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებში, როგორიც არის 1992წლის სოჭის ხელშეკრულება და 1996 წლის მემორანდუმი საქართველო-სამხრეთ ოსეთისკონფლიქტის მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთნდობის გაძლიერებისა დაუსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის შესახებ, ვრცელდება სამხრეთ ოსეთისკონფლიქტის შემთხვევაშიც. რომც დავუშვათ, რომ საქართველო განხორციელებულშეტევას იგერიებდა, ანუ მისი რეაქცია სამხრეთ ოსეთის მხრიდან ქართველებითდასახლებულ სოფლებზე განხორციელებულ შეტევაზე პასუხს წარმოადგენდა,საერთაშორისო სამართლის თანახმად საქართველოს შეიარაღებული პასუხი უნდაყოფილიყო აუცილებელი და პროპორციული. შეუძლებელია დავუშვათ, რომ მთელიღამის განმავლობაში ცხინვალის დაბომბვა გრადის ტიპის მასიური სარაკეტოდანადგარებითა და მძიმე არტილერიით შესაბამისობაშია აუცილებლობისა დაპროპორციულობის მოთხოვნასთან იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო სოფლები.საქართველოს სამხედრო შეტევის კანონსაწინააღმდეგო ხასიათიდან გამომდინარე,სამხრეთ ოსეთის მიერ განხორციელებული საპასუხო თავდაცვითი სამხედრო ქმედებებინამდვილად შეესაბამება საერთაშორისო სამართლით დადგენილ თავდაცვისკანონიერების პრინციპებს. მიუხედავად ამისა, სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალების მიერგანხორციელებული ნებისმიერი ოპერაცია, რომელიც ქართული საჯარისოფორმირებების შეტევის მოგერიებას გასცდა, კერძოდ კი ის ქმედებები, რომლებიცეთნიკური ქართველების წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთის შიგნით და მის საზღვრებს გარეთგანხორციელდა, უნდა ჩაითვალოს სამხრეთ ოსეთის მხრიდან საერთაშორისოჰუმანიტარული სამართლის და, ბევრ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა შესახებსამართლის დარღვევად. უფრო მეტიც, სამხრეთ ოსეთის მიერ განხორციელებული

Page 28: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

28

ყველა სამხედრო ქმედება, რომელიც მიმართული იყო საქართველოს შეარაღებულიძალების წინააღმდეგ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისამოქმედების შემდეგ, ასევე კანონსაწინააღმდეგო იყო.

20.) რაც შეეხება კონფლიქტის საწყის ფაზას, დამატებითი სამართლებრივი კითხვა

მდგომარეობს შემდეგში: გამართლებული იყო თუ არა საქართველოს მხრიდან რუსულისამშვიდობოების წინააღმდეგ ძალის გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე, ე.ი.სამხრეთ ოსეთში. პასუხი კვლავ უარყოფითია. ქართული ოპერაციის დაწყებამდერუსეთის მიერ შეიარაღებული თავდასხმა არ მიმდინარეობდა. საქართველოს მხარისმტკიცება სამხრეთ ოსეთში რუსული შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანითავმოყრის შესახებ, საქართველოს მხრიდან 7/8 აგვისტოს განხორციელებულ შეტევამდე,კომისიის მიერ ვერ იქნა დადასტურებული (გადამოწმებული). ასევე, ვერ იქნადადასტურებული ის ფაქტიც, რომ რუსეთი ასეთი სერიოზული თავდასხმისგანხორციელების ზღვარზე იმყოფებოდა მიუხედავად იმისა, რომ მზადყოფნაში იყომოყვანილი გარკვეული ქვედანაყოფები და ტექნიკა. ასევე არ არსებობს იმისდამადასტურებელი გარემოებები, რომ სამხრეთ ოსეთში რუსული მშვიდობისმყოფელთადანაყოფები უხეშად არღვევდა შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით, მაგ. სოჭისშეთანხმებით მათთვის მინიჭებულ ვალდებულებებს, რითაც, შესაძლოა საერთაშორისოსამართლებრივ სტატუსს კარგავდნენ. შესაბამისად, საქართველოს მიერ ცხინვალში რუსიმშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ ძალის გამოყენება 2008 წლის 7/8 აგვისტოს ღამესსაერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგებოდა.

21.) რუსული სამხედრო ძალების საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებისსამართლებრივი შეფასებისას საჭიროა პასუხის დიფერენცირება. რუსული რეაქციაქართული მხარის შეტევაზე შეიძლება დაიყოს ორ ფაზად: პირველი, დაუყოვნებელირეაქცია რუს მშვიდობისმყოფელთა დაცვის მიზნით, და მეორე, რუსული შეიარაღებულიძალების მიერ საქართველოში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიღმაგაცილებით ღრმად შეჭრა. პირველ შემთხვევაში ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ რუსმშვიდობისმყოფელებზე თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთს ჰქონდა მათი დაცვისუფლება თავდასხმისას გამოყენებული ძალის თანაზომიერი ძალის გამოყენებით.შესაბამისად, რუსეთის მიერ თავდაცვის მიზნით ძალის გამოყენება კონფლიქტისპირველ ფაზაში კანონიერად შეიძლება ჩაითვალოს. რაც შეეხება მეორე პუნქტს,დასადგენია, რუსეთის შემდგომი სამხედრო კამპანია საქართველოს ტერიტორიისსიღრმეში ქართული მხარის საწყისი თავდასხმის საპასუხო თავდაცვითი ქმედებისსახით, იყო თუ არა აუცილებელი და თანაზომიერი. მიუხედავად იმისა, რომ დასაშვებიზღვარის გავლება ადვილი არ იყო, შეიძლება მივიჩნიოთ, რომ რუსული სამხედროქმედების დიდი ნაწილი გონივრული დაცვის საზღვრებს მნიშვნელოვნად

Page 29: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

29

გასცდა. ეს ეხება ყველა სახის მასიურ და ხანგრძლივ სამხედრო ქმედებებს, რომელიცმოიცავდა კოდორის ხეობის ზედა ნაწილის დაბომბვას, შეიარაღებული ჯარებისგანლაგებას საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დაფარვის მიზნით,სამხედრო პოზიციების გამაგრებით ქართულ ქალაქებსა და მათ შორიახლოს, მათ შორის,ძირითადი საგზაო მაგისტრალის კონტროლის მიზნით, და შავ ზღვაზე საზღვაოსამხედრო ძალების განლაგებას. ყოველივე ზემოხსენებული მიახლოებითაც ვერჩაითვლება სამხრეთ ოსეთში რუს მშვიდობისმყოფელთათვის შექმნილი საფრთხისთანაზომიერად. უფრო მეტიც, არავითარი გამართლება ვერ მოეძებნება ხანგრძლივნგრევას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შემდგომ განხორციელდა.აღნიშნულიდან გამომდინარე, რამდენადაც რუსეთის ხანგრძლივი სამხედრო ქმედებასაქართველოს ტერიტორიის სიღრმეში საერთაშორისო სამართლის დარღვევითმიმდინარეობდა, საქართველოს სამხედრო ძალები კანონიერი თავდაცვის მიზნით,გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად მოქმედებდნენ. ამდენად, კანონიერი დაუკანონო სამხედრო ქმედების ვექტორი ორ ძირითად მოქმედ პირს - საქართველოსა დარუსეთს შორის - სულ რამდენიმე დღეში შემობრუნდა.

22.) შეიძლება თუ არა რუსეთის მიერ ძალის გამოყენება გამართლებულ იქნას, როგორც

”ჰუმანიტარული ინტერვენცია” სამხეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისმიზნით? უპირველეს ყოვლისა, ეს ერთობ წინააღმდეგობრივი საკითხია, რომელიცსამართლის ექსპერტთა შორის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. კერძოდ, შეიძლება თუ არა[ძალის გამოყენების] გამართლება ჰუმანიტარული ინტერვენციის განხორციელებისმიზნით. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ჰუმანიტარული ინტერვენცია [ძალის გამოყენებით]ადამიანის უფლებათა დარღვევების აღკვეთის მიზნით დასაშვებია მხოლოდ უკიდურესშემთხვევაში, თუ საერთოდ არის დასაშვები. გავლენიან ქვეყნებს შორის რუსეთიგანსაკუთრებით თანმიმდევრულად და დაჟინებით ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერგანცხადებას კოსოვოში ნატო-ს ინტერვენციის ჰუმანიტარული მიზნების შესახებ.შესაბამისად, ის ვერ გამოიყენებს მის მიერვე ფორმალურად არაღიარებულ დასაბუთებასსაქართველოს ტერიტორიაზე საკუთარი ინტერვენციის გასამართლებლად. და როგორცუშუალოდ მოსაზღვრე სახელმწიფოს, რუსეთს გააჩნია მნიშვნელოვანი პოლიტიკური დასხვა სახის ინტერესები სამხრეთ ოსეთსა და რეგიონში მთლიანად. ასეთ გარემოებებში,ჰუმანიტარული ინტერვენციის აღიარება საერთოდ გამორიცხულია.

23.) და ბოლოს, რუსეთის ფედერაციამ წამოწია საკითხი სამხრეთ ოსეთში მაცხოვრებელსაკუთარ მოქალაქეთა დაცვის შესახებ. რუსეთის კონსტიტუციის 61 (2)–ე მუხლისთანახმად, ”რუსეთის ფედერაცია უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეების დაცვასა დამფარველობას ქვეყნის საზღვრებს გარეთ”. ამავდროულად, 1945 წლიდან მრავალიქვეყნის მიერ სამხედრო მოქმედებების წარმოება ხდებოდა საზღვარგარეთ მყოფ

Page 30: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

30

საკუთარ მოქალაქეთა დაცვის საჭიროებაზე აპელირებით. ხშირ შემთხვევაში, აღნიშნულქმედებათა კანონიერება ეჭვქვეშ დგებოდა. არ არსებობს ჩვეულებითი სამართალი,რომელიც მსგავსი ქმედებების ლეგიტიმურობას აღიარებს. თუ მოხდება მსგავსიქმედებების დაშვება, საჭირო იქნება მათი მასშტაბებისა და ხანგრძლივობის შეზღუდვადა კონცენტრირება მხოლოდ მოქალაქეთა გადარჩენასა და ევაკუაციაზე. ამ კონკრეტულშემთხვევაში, ქმედებების მიზანს წარმოადგენდა რუსეთის მოქალაქეთა გადარჩენა დაევაკუაცია, თუმცა ის მნიშვნელოვნად გასცდა ამ ზღვარს ფართომასშტაბიანი სამხედროოპერაციის გაშლით საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილზე. შესაბამისად, დასკვნამდგომარეობს შემდეგში, რომ რუსეთის სამხედრო ოპერაცია სამხრეთ ოსეთშიარსებითად საერთაშორისო სამართლის დარღვევით განხორციელდა.

24.) და ბოლოს, კოდორის ხეობის ზედა ნაწილში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებიდეტალურ ანალიზს საჭიროებს. 1994 წლის მოსკოვის შეთანხმება ”ცეცხლის შეწყვეტისადა ძალთა დაშორიშორების შესახებ”, რომელსაც აფხაზურმა მხარემაც მოაწერა ხელიითვალისწინებდა, რომ ”მხარეები ვალდებულნი არიან ზედმიწევნით დაიცვან ცეცხლისშეწყვეტა ხმელეთზე, საზღვაო და საჰაერო სივრცეში და თავი შეიკავონ ყველა სახისსამხედრო ქმედებისაგან ერთმანეთის წინააღმდეგ”. მოსკოვის შეთანხმების პირობებისმიხედვით, კოდორის ხეობის ზედა ნაწილი არ წარმოადგენდა აფხაზური მხარის მიერკონტროლირებად ტერიტორიას, ამდენად, აფხაზური ქვედანაყოფების მიერ რუსულისამხედრო ძალების მხარდაჭერით იერიშის მიტანა [კოდორის ხეობის ზედა ნაწილზე]წარმოადგენს ძალის უკანონო გამოყენებას, რაც იკრძალება ხელშეკრულებით ცეცხლისშეწყვეტის შესახებ და გაეროს წესდების მე-2 (4) მუხლით; და საქართველოზე

თავდასხმას გაეროს წესდების 51–ე მუხლის მიხედვით. ამასთან, გამართლებულიასაქართველოს მიერ თავდასხმაზე საპასუხოდ ძალის გამოყენება კანონიერი თავდაცვისმიზნით. სამხედრო ოპერაციის გამართლების მცდელობისას, აფხაზეთისხელმძღვანელობის მიერ წარმოდგენილი იყო ოთხი განსხვავებული განმარტება.აფხაზეთის მხარე ამტკიცებდა, რომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ”კოდორის ხეობისგასათავისუფლებლად” და რომ მისი განხორციელება აუცილებელი იყო მშვიდობიანმოსახლეობაზე ტერორისტული თავდასხმების აღსაკვეთად. შემდეგ ის ამტკიცებდა, რომაფხაზეთის მხრიდან ოპერაციის განხორციელება აუცილებელი იყო საქართველოსმხრიდან აფხაზეთის წინააღმდეგ მოსალოდნელი სამხედრო ოპერაციის წინასწარაღსაკვეთად; და ბოლოს, აფხაზეთი მოვალედ თვლიდა თავს გაეხსნა ”მეორე ფრონტი”2005 წლის 19 დეკემბერს სამხრეთ ოსეთთან გაფორმებული ”მეგობრობისა დათანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების” მიხედვით. თუმცა, წარმოდგენილიგანმარტებებიდან ვერცერთი ჩაითვლება ფაქტებით განმტკიცებულად ანსამართლებრივად დასაბუთებულად. ამდენად, აფხაზეთის მიერ ძალის გამოყენებასაერთაშორისო სამართლით მიხედვით გაუმართლებელია. იგივე ეხება რუსეთის მიერ

Page 31: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

31

ხელშეწყობას აღნიშნულ ოპერაციებში. 2008 წლის აგვისტოს მოვლენებისას ძალისგამოყენების შესახებ მიმოხილვის დასასრულს, კიდევ ერთხელ ყურადღება უნდადაეთმოს 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე ძალის გამოყენების მრავალჯერგანმეორებულ მუქარას ერთი ან მეორე მხარის მიერ. უნდა აღინიშნოს, რომ გაეროსწესდების მე-2(4) მუხლი და შესაბამისი ხელშეკრულებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ,ქვეყნებისა და კონფლიქტის მონაწილე მხარეებისგან მოითხოვს არა მარტო ძალისგამოყენებისგან თავის შეკავებას, არამედ კონკრეტულად ძალის მუქარისგან თავისშეკავებასაც. ასეთი ხასიათის მუქარა ასევე ეწინააღმდეგება წესდების მე-2(3) მუხლს,რომელიც ითვალისწინებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისვალდებულებას. შესაბამისად, ყველა მხარის მიერ ძალის გამოყენების მუქარაარაკანონიერია და საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს.

25.) პოლიტიკური და სამხედრო მოვლენები და პროცესები, საერთაშორისო სამართლისმიხედვით მათი სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის ჩათვლით, პოლიტიკოსთაყურადღებას ნამდვილად იპყრობს. თუმცა, ისიც ეჭვს გარეშეა, რომ კონფლიქტშიუშუალოდ ჩართულ ადამიანებს უპირველეს ყოვლისა ადამიანის ბედი და განსაცდელიამახსოვრდებათ. 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტისას, სამწუხაროდ,ადგილი ჰქონდა მრავალ დანაშაულს, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარულისამართლისა და ადამიანის უფლებათა სამართლის დარღვევას წარმოადგენს. გარდა იმდანაშაულებრივი ქმედებებისა, რომელიც ჩადენილი იყო ხუთდღიანი სამხედროოპერაციების დროს 7/8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე, დამატებითი დანაშაულებებიმოხდა ცეცხლის შეწყვეტის ძალაში შესვლის შემდეგ, რაც სერიოზულ შეშფოთებასიწვევს სიტუაციაზე კონტროლის მქონე ძალთა თანაპასუხისმგებლობასთანდაკავშირებით, რომელთა მოვალეობაშიც შედის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა.2008 წლის კონფლიქტისა და ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ კვირების განმავლობაში

ჩადენილ დანაშაულებათა უმრავლესობა სამხრეთ ოსეთსა და მის მოსაზღვრე, ე.წ.”ბუფერულ ზონაზე” მოდის. უფრო ნაკლები დანაშაულები იყო განცხადებულიკოდორის ხეობის ზედა ნაწილსა და აფხაზეთში. თუმცა, აღნიშნული გამონაკლისი არეხება ეთნიკურ ქართველთა მდგომარეობას აფხაზეთის გალის რაიონსა და კოდორისხეობის ზედა ნაწილში, სადაც მათ, როგორც უმცირესობათა უფლებებს, როგორც ჩანს,საფრთხე შეექმნა.

26.) რაც შეეხება კონფლიქტს სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს ტერიტორიისმიმდებარე ტერიტორიებზე, მისიამ დაადგინა, რომ კონფლიქტის ყველა მხარემ -ქართულმა ძალებმა, რუსულმა ძალებმა და სამხრეთ ოსეთის ძალებმა - დაარღვიასაერთაშორისო ჰუმანტარული სამართალი და ადამიანის უფლებათა საერთაშორისოსამართალი. მრავალი დანაშაული იყო ჩადენილი სამხრეთ ოსეთის არაფორმალურიშეიარაღებული ჯგუფების, მოხალისეების, დაქირავებული მებრძოლებისა თუ

Page 32: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

32

შეიარაღებული პირების მიერ. თუმცა, აღნიშნულ დანაშაულებების ჩამდენთა და მათზეპასუხისმგებელთა ვინაობის დადგენა რთულია. ის ფაქტი, რომ ორივე - ქართული დარუსული შეიარაღებული ძალები ხშირად იყენებდნენ იგივე სახის შეიარაღებას, კიდევუფრო ართულებს კონკრეტულ დანაშაულებათა მიკუთვნებას. აღნიშნულიდანაშაულებებიდან მრავალს აქვს მახასიათებლები, რომელთა მიხედვითაცშესაძლებელი იქნებოდა მათი ჩათვლა სამხედრო დანაშაულებებად, რომ არაიდენტიფიცირებასა და მიკუთვნებასთან დაკავშირებული პრობლემები.

27.) რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის მიერ საქართველოს დადანაშაულება გენოციდშიერთ-ერთი ყველაზე სერიოზულ ბრალდებას წარმოადგენდა. აუცილებელი იყოაღნიშნული მტკიცების გადაუდებელი ანალიზი, იმ მძიმე უარყოფითი კონოტაციისგამო, რომელიც თვითონ ტერმინ ”გენოციდის” გამოყენებამ განაპირობა საზოგადოებრივაზრსა და შემეცნებაში; და ასევე მისი ერთობ სპეციფიკური სამართლებრივიგანმარტებისა და სერიოზული შედეგების გამო, რასაც საერთაშორისო სამართალიითვალისწინებს. აღნიშნული კანონების კონტექსტში ფაქტების კიდევ ერთხელგულდასმით განხილვის საფუძველზე მისია ადგენს, რომ მის ხელთ არსებულინფორმაციაზე დაყრდნობით, ვერ იქნა მოძიებული ქართული მხარის მიერ 2008 წლისაგვისტოს კონფლიქტის კონტექსტში და მის შემდგომ წარმოებული გენოციდის შესახებგანცხადებების დამადასტურებელი არც ფაქტობრივი მტკიცებულება და არც კანონითგათვალისწინებული რაიმე პირობა. აღნიშნული დასკვნა ემყარება იმ ფაქტს, რომსაერთაშორისო სამართლის მიხედვით, გენოციდის შედეგის მისაღებად საჭიროამტკიცებულებების არსებობა, რომელიც ადასტურებს გენოციდის დანაშაულებრივიქმედების მიზანმიმართულ განზრახვის არსებობას. აღნიშნულიდან გამომდინარე,საჭიროა ისეთი ზომების მიღება, როგორიცაა საგანმანათლებლო და საზოგადოებისინფორმირებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელება, რომ გენოციდისუსაფუძვლო ბრალდებებით არ მოხდეს სიტუაციის უფრო მეტად გამწვავება ანშურისძიებისკენ წაქეზება. რაც შეეხება განცხადებებს სამხრეთ ოსეთის ძალების ანარაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების მიერ განხორციელებული ეთნიკურიწმენდის შესახებ, მისიამ გამოავლინა იმ ეთნიკურ ქართველთა იძულებითიგადაადგილების შემთხვევები, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისშემდეგაც საკუთარ სახლებში იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, არსებობს სამხრეთ ოსებისმიერ ეთნიკური ქართული სოფლების სისტემატური ძარცვისა და ნგრევისდამადასტურებელი მტკიცებულებები. შესაბამისად, რამდენიმე გარემოება იძლევადასკვნის საფუძველს, რომ ეთნიკური წმენდა ნამდვილად განხორციელდა ეთნიკურიქართველების წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთში, როგორც 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტისგანმავლობაში, ისე მის შემდგომ. ახლაც კი, წინამდებარე ანგარიშზე მუშაობის დროს,სამხრეთ ოსეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ახალგორის

Page 33: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

33

რაიონში სიტუაცია ისევ შემაშფოთებელია, რადგან ეთნიკური ქართველები კვლავტოვებენ რაიონს.

28.) რაც შეეხება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით გათვალისწინებულდებულებებს სამხედრო ოპერაციების განხორციელებისა და კონფლიქტის არა-მონაწილეთა დაცვის შესახებ, დარღვევები ამ თვალსაზრისით ძირითადად ეხება პირთაცუდად მოპყრობას, ქონების განადგურებასა და იძულებით გადაადგილებას. უფროკონკრეტულად, ჩადენილ იქნა შემდეგი სახის დანაშაულებრივი ქმედებები:განურჩეველი თავდასხმები, რაც განპირობებული იყო გამოყენებული იარაღის ტიპისადა სამიზნეებით; ის, რომ რუსეთისა და საქართველოს მიერ არ იქნა უზრუნველყოფილი[არა-მონაწილეთა] სათანადო დაცვა, რომ განხორციელდა ეთნიკური ქართულისოფლების ფართომასშტაბიანი ძარცვა და განადგურება სამხრეთ ოსების მიერ, ისევეროგორც ცუდად მოპყრობა, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაულებები,როგორიცაა გაუპატიურება, თავდასხმა, გატაცება და არაკანონიერი დაპატიმრებები;რუსეთის ძალების მიერ [დანაშაულებრივ ქმედებად მიიჩნევა] სამხეთ ოსეთისშეიარაღებული ძალების, არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებებისა დაშეიარაღებულ პირთა მიერ განხორციელებულ დანაშაულებათა პრევენციისა დააღკვეთის მიზნით სათანადო ზომების მიუღებლობა ცეცხლის შეწყვეტამდე და მისშემდგომ სამხრეთ ოსეთისა და მიმდებარე ტერიტორიაზე. სიტუაციას კიდევ უფროამძიმებს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დიდი რაოდენობა. 135000 ადამიანმა მიატოვა საკუთარი სახლ-კარი; მათი უმრავლესობა სამხრეთ ოსეთში დამის სიახლოვეს მყოფი რაიონებიდან იყო. ძირითადი ნაკადი საქართველოს ფარგლებშიდარჩა, თუმცა, საკმაოდ დიდია იმ პირთა რაოდენობა, ვინც რუსეთს მიაშურა.მოსახლეობის უმრავლესობა გაიქცა კონფლიქტის ზონაში არსებული საფრთხისა დადაუცველობის გამო. თუმცა, ასევე მრავლად აღინიშნა იძულებით გადაადგილებისშემთხვევა, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა დაადამიანის უფლებათა სამართლის დარღვევას. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ 35 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი/ლტოლვილი უახლოეს მომავალშიდაუბრუნდება საკუთარ სახლ-კარს, საკუთრებისა და სახლების განადგურების,არსებული დაუცველობისა და უსაფრთხოების ნაკლებობის გამო. ხაზგასმით უნდააღინიშნოს, რომ ორივემ - სამხეთ ოსეთმა და აფხაზეთმა, რუსეთთან ერთად, უნდამიიღოს სათანადო ზომები იძულებით გადაადგილებულ პირთა/ლტოლვილთა, 1990-იან წლებში გადაადგილებულთა ჩათვლით, უპირობო დასაბრუნებლად საკუთარსახლებში, გარდა იმ პირობებისა, რომელსაც ითვალისწინებს შესაბამისი საერთაშორისონორმები; ხოლო საქართველომ პატივი უნდა სცეს დამოუკიდებელი ინდივიდუალურიგადაწყვეტილების პრინციპზე დამყარებულ დაბრუნებას, რომლის შესახებაცგადაწყვეტილებას გადაადგილებული პირები იღებენ.

Page 34: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

34

29.) გრადის ტიპის მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემები და კასეტური ტიპისიარაღი წარმოადგენს იარაღის ორ სახეობას, რომელიც განსაკუთრებით საშიშად არისმიჩნეული საომარ მოქმედებებში არა-მონაწილე პირებისათვის, მათი განურჩეველისასიკვდილო მოქმედების გამო. რაც შეეხება კასეტური იარაღის გამოყენებას,საქართველომ აღიარა მათი გამოყენება მხოლოდ კონკრეტული სამხედრომიზნებისათვის, ხოლო რუსეთის მტკიცებით, საქართველო ასევე იყენებდა მათმშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. რუსეთმა უარყო კასეტური იარაღისგამოყენება, მიუხედავად რამდენიმე დამოუკიდებელი ანგარიშისა, რომელიცამტკიცებდა მათ გამოყენებას, მათ შორის, კვლევითი კომისიისა, რომელიც ჩამოყალიბდაჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს გორშიდაღუპული ჰოლანდიელი ჟურნალისტის სიკვდილის გარემოებების გამოსაძიებლად.მსგავსი წინააღმდეგობრიობა არსებობს გრადის ტიპის სარაკეტო სისტემებისგამოყენებასთან დაკავშირებითაც. საქართველო ამტკიცებს, რომ გრადი გამოიყენებოდამხოლოდ სამხედრო სამიზნეებთან მიმართებაში, როგორიცაა სამხრეთ ოსეთისარტილერია ქალაქ ცხინვალის ერთ-ერთ უბანში. თუმცა, ეუთო-ს დამკვირვებლები დასხვა დამოუკიდებელი წყაროები ადასტურებენ, რომ 2008 წლის 7/8 აგვისტოს ადგილიჰქონდა ცხინვალის მასირებულ დაბობვას, როგორც მრავალჯერადი გამშვები სარაკეტოსისტემების, ასევე არტილერიის გამოყენებით. ორგანიზნაციებმა”საერთაშორისო ამნისტიამ” და ”ჰიუმან რაითს ვოჩმა” ასევე დაადასტურეს აღნიშნული,რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს მიერ ცხინვალზე იერიშის მიტანის დროსგამოყენებული იყო კლასტერული იარაღი ნებისმიერი მასშტაბით, ისევე როგორცგრადის ტიპის მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემები, რაც უტოლდებაქართული ძალების მიერ განურჩეველი იერიშის მიტანას, რაც გამოწვეულია მსგავსისახის იარაღის შედეგების არაკონტროლირებადი ხასიათითა და მისი გამოყენებითდასახლებულ არეალში. ასევე არსებობს მინიშნებები, და შესაბამისად, შეშფოთება იმისთაობაზე, რომ რუსეთის მიერ გამოყენებული იყო კასეტური იარაღი გორსა და შესაძლოასხვა ადგილებში სამხედრო შეტევების განხორციელების დროს.

30.) არსებობდა თუ არა კონფლიქტის თავიდან არიდების გზები? სამშვიდობოინიციატივები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა და ზოგჯერ იქმნებოდაგარემოებები, როცა კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის პერსპექტივა არც ისე შორისიყო, როგორც უწინ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ძალისხმევა წარუმატებელიაღმოჩნდა, ისინი მაინც წარმოადგენს გაკვეთილს ყველა მხარისათვის. ყველა ასეთიგეგმის ამოსავალი წერტილი ყოველთვის ის იყო, რომ კონფლიქტის მოგვარებისნებისმიერ შემთხვევაში, ეს მიიღწეოდა საქართველოს კონსტიტუციის რეფორმის გზით,რომელიც საგულისხმო ავტონომიას მიანიჭებდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთსფედერალური საქართველოს შემადგენლობაში. ხსენებული ორი ერთეულისპოლიტიკური სტატუსის შესახებ მოლაპარაკებების დროს, მხარეებს ეძლეოდათ

Page 35: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

35

ფედერალიზმის ვარიანტებს შორის არჩევანის თავისუფლება. საქართველოს მთავრობაიხრებოდა ე.წ. ასიმეტრიული ფედერალიზმისკენ, რომელშიც ერთი შემადგენელისახელმწიფო უფრო მეტი უფლებებით ისარგებლებდა, ვიდრე დანარჩენები. აღნიშნულიმოდელის მიხედვით, აფხაზეთი მიიღებდა უფრო მეტ ავტონომიას, ვიდრე სამხრეთოსეთი. თუმცა, აფხზეთისა და სამხრეთ ოსეთის მხარეები უპირატესობას ანიჭებენდამოუკიდებლობას უპირველეს ყოვლისა, ხოლო მისი მიუღწევლობის შემთხვევაში -კონფედერაციას. კონფედერაციული მოდელის მიხედვით, მათი სუვერენულობა უნდააღიარებულიყო საერთაშორისო მასშტაბით, და ეს, მათი აზრით, მისცემდა მათგამოყოფის უფლებას. სუსტი ფედერალური მთავრობისა და სუვერენულიძალაუფლების მქონე სხვა წევრი სახლემწიფოების კომბინაცია საქართველოსხელისუფლებისთვის არ იყო მისაღები. ქართველები ასევე შიშობდნენ, რომ მაშინაც კი,თუ გამოყოფა დაუყოვნებლივ არ განხორციელდებოდა, შემადგენელი სახლმწიფოებისადა მათი ინტერესები, ან მათი შესაძლო საწუხარიც, გამოყენებულ იქნებოდა, როგორცხელსაყრელი ბერკეტები გარეშე ძალის მიერ საქართველოს შინაგან საქმეებში ჩარევისმიზნით.

31.) რამდენიმე წლის განმავლობაში განხორციელებულ სამშვიდობო ძალისხმევას, მათ

შორის, რომელიც განხორციელდა სამივე მხარისა და საერთაშორისო საზოგადოებისმიერ, დადებითი გავლენა ჰქონდა რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობაზე. იყოდაახლოების, ნდობის განმტკიცებისა და ორმხრივი კავშირების აღდგენის პერიოდებიქართულ -აფხაზურ და ქართულ-ოსურ მხარეებს შორის. ქართულ-აფხაზურ დაქართულ-ოსურ მხარეებს შორის სიტუაციის ნორმალიზებისა და დაძაბულობისშენელების პარალელურად მიმდინარეობდა მეორე პროცესი: აღნიშნულ ორტერიტორიასა და რუსეთის ფედერაციას შორის კავშირების თანდათანობითიგანმტკიცების სახით. მეორე პროცესი, რომელიც 1999 წლის შემდეგ უფრო აშკარა გახდა,2008 წლის გაზაფხულზე კიდევ უფრო დაჩქარდა და პირველზე უფრო ინტენსიურიგამოჩნდა. რამდენჯერმე ქართველების მიერ ”აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მცოცავანექსიად” წოდებული ურთიერთობების განტმკიცება კიდევ უფრო მეტ იმედგაცრუებასიწვევდა ქართველებში ჩიხში შესული სამშვიდობო პროცესისა და კონფლიქტისმოგვარების უშედეგო და გაწელილი პროცესის გამო.

32.) მესამე მხარის რეალური თუ წარმოდგენილი ინტერესების მიუხედავად, 1992 - 2006წლებში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სამშვიდობო პროცესების ერთ-ერთი სუსტიმხარე იმაში მდგომარეობდა, რომ ქართული, აფხაზური და სამხრეთ ოსეთის მხარეებიდიდ ყურადღებას უთმობდნენ გარეშე ფაქტორებს და მონაწილეებს, და ნაკლებადაქცევდნენ ყურადღებას ურთიერთ-ნდობის განმტკიცებასა და შერიგების ხელშეწყობას.2006 - 2008 წლებში საქართველომ ნამდვილად უფრო მეტი აქცენტი გააკეთა ორმხრივთანამშრომლობასა და მოლაპარაკებებზე ცხინვალთან და სოხუმთან, თუმცა ის გზა,

Page 36: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

36

რომელიც მათ აირჩიეს - მოსკოვის პოლიტიკური როლის შემცირება სამშვიდობომოლაპარაკებებში და რუსული მშვიდობისმყოფელების როლის შემცირება ადგილზე -არ იყო მიმზიდველი აფხაზური და ოსური მხარეებისთვის, რომლებიც რუსეთისფედერაციას საკუთარი უსაფრთხოების ძირითად გარანტად მიიჩნევდნენ. მეორე მხრივ,ძნელია კონსტრუქციულად ჩაითვალოს აფხაზური და ოსური მხარის მოთხოვნებიაღნიშნულ პერიოდში საქართველოს მხრიდან გარანტიების მიღების თაობაზე, ძალისგამოუყენებლობისა და სხვა ცალმხრივი დათმობების შესახებ (ქართული ძალოვნებისკოდორის ხეობის ზედა ნაწილიდან გაყვანა და ა.შ.), რომელიც სამშვიდობო პროცესებისწინაპირობად იყო მიჩნეული, განსაკუთრებით, ზოგიერთი აფხაზი ლიდერის საჯარომოწოდებების ფონზე, საქართველოს მიერ ადმინისტრირებულ კოდორის ხეობის ზედანაწილის ძალისმიერი დაკავების (”გათავისუფლების”) შესახებ.

33.) რუსეთს, როგორც რეგიონთან ტრადიციულად მჭიდრო კავშირებისა დამნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების ინტერესების მქონეს,მიენიჭა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სამშვიდობო პროცესებისხელშემწყობის და სამშვიდობო ძალების უზრუნველმყოფის როლი. აღნიშნულმაფორმულამ, რომელიც ერთი შეხედვით ”რეალპოლიტიკის” პრინციპებს მისდევდა,სერიოზული ზიანი მიაყენა რეგიონის პოლიტიკურ ბალანსს. იგი პრაქტიკულადგულისხმობდა, რომ აღნიშნული ორი კონფლიქტისთვის საჭირო იყო არა მხოლოდქართველების, აფხაზებისა და ოსების შერიგება, არამედ რუსეთის ინტერესებისდაკმაყოფილებაც. რეგიონში მზარდი დაძაბულობის ფონზე, განსაკუთრებით 2006 წელს,

მოსკოვი ნათლად მიანიშნებდა, რომ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საქართველოსმხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში, იგი განზე არ დარჩებოდა.ბევრი ქართველის აზრით, რუსეთის პოლიტიკა, განსაკუთრებით 2004 წლიდანმოყოლებული - მათ შორის, კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობებისფორმალიზება, მათ მოსახლეობაზე რუსული პასპორტების გაცემა და დეკლარაციებიკოსოვოს პრეცედენტის გამოყენების თაობაზე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისაღიარებასთან მიმართებაში - მიმართული იყო უფრო მეტად საკუთარი ინტერესებისდაცვაზე, ვიდრე მიუკერძოებელი შუამავლის როლის შესრულებაზე. რუსულიმშვიდობისმყოფელები ასევე აღიქმებოდნენ, როგორც დამცავი რგოლი, რომლის მიღმაცსეპარატისტული ერთეულები ცდილობდნენ საკუთარი ინსტიტუტების განვითარებას.ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუარესების ფონზე, უფრო ძნელი გახდაკომპრომისის მიღწევა არსებულ მონაწილეთა და მათ ინტერესთა სამკუთხედისდაბალანსების მიზნით. გაცილებით მეტი პოლიტიკური და სამხედრო წონის მქონერუსეთმა გადაძლია თანაფარდობა, რაც სხვა შემთხვევაში შესაძლებელს, თუ არასაერთოდ საეჭვოს, გახდიდა თბილისსა და ორ სეპარატისტული რეგიონს შორისურთიერთობების დარეგულირებას.

Page 37: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

37

34.) რაც შეეხება ქართული მხარის ქმედებებს, 2006 წელს სამხრეთ ოსეთისა დააფხაზეთის ალტერნატიული ადმინისტრაციის ჩამოყალიბება ბევრის მიერ მიიჩნეოდა,როგორც თბილისის მიერ გადადგმული ყველაზე წინააღმდეგობრივი ნაბიჯიკონფლიქტის მოგვარების პროცესში. იგი შესაძლოა განპირობებული ყოფილიყორამდენიმე გარემოებით. ერთ–ერთი შესაძლოა დაკავშირებული იყოს კოსოვოს გარშემომიმდინარე წინააღმდეგობებსა და მოსკოვის გაფრთხილებებთან, რომ ის აღიარებდააფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს თუ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარებულ იქნებოდადასავლური ქვეყნების მიერ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებისმნიშვნელოვანი ნაწილის პრო-ქართული ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში ყოფნა,შესაძლოა მიჩნეული იყო საქართველოს მთავრობის მიერ, როგორც პრევენციული ზომა,რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის მიერ ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარებისგართულებას და აღნიშნული პერსპექტივის ნაკლებად რეალისტურად გადაქცევას.მეორე მოტივი შესაძლოა ყოფილიყო ალტერნატიული ადმინისტრაციების მაგალითებისწარმოჩენა, რომელიც თბილისის გულუხვი მხარდაჭერით სარგებლობდნენ.

35.) საერთაშორისო კონტექსტი, რომელშიც აღნიშნული მოვლენები ვითარდებოდა

კიდევ უფრო გართულდა კოსოვოს დამოუკიდებლობის შესახებ გადაწყვეტილებისმიღებით, და ნატო-ს ბუქარესტის შეხვედრით 2008 წლის აპრილში, საქართველოსმომავალი ნატო-ს წევრობის დაპირებით, თუმცა დაუყოვნებელი მიღების მიზნით რაიმეკონკრეტული ნაბიჯის გადადგმის გარეშე. რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებამ 1996წელს დსთ-ს მიერ აფხაზეთზე შემოღებული შეზღუდვების გაუქმებისა (2008 წლისმარტი), და რამდენიმე სფეროში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის მხარეებთან პირდაპირიკავშირების დამყარების შესახებ (2008 წლის აპრილი), კიდევ უფრო დაძაბა სიტუაციაისედაც რთულ რეგიონში. საერთაშორისო საზოგადოების მიერ დროული და საკმარისადმტკიცე მოქმედების ნაკლებობამ, და გარკვეულწილად სამშვიდობო პროცესის არა-ნოვატურულმა მიდგომამ ასევე შეუწყო ხელი კრიზისის გაღრმავებას. ამრიგად, ყველამხარის მიერ დაშვებულ შეცდომათა, არასწორ ინტერპრეტაციათა/წარმოდგენათა დახელიდან გაშვებულ შესაძლებლობათა მთელმა რიგმა, სიტუაცია იმ დონემდე დაძაბა,რომ ძალადობის აფეთქების საფრთხე რეალური გახდა. 1990-იან წლების მოვლენებისგანგანსხვავებით, 2008 წლის აგვისტოს მოსალოდნელი მოვლენები უკვე აღარ იყოლოკალიზებული კონფლიქტი მსოფლიოს შორეულ ნაწილში, არამედ მოკლე და მწვავეშეიარაღებული დაპირისპირება რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელიც გაიშალაროგორც ომის ველზე, ისე ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, რასაც სერიოზულისაერთაშორისო შედეგები მოჰყვა.

36.) წინამდებარე ანგარიში ცხადყოფს, რომ კონფლიქტის წარმოშობის შესახებგაკეთებული რაიმე სახის განმარტება ვერ იქნება კონცენტირებული მხოლოდ

Page 38: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

38

ცხინვალზე განხორციელებულ საარტილერიო შეტევაზე 7/8 აგვისტოს ღამეს, შემდგომშიგადაზრდილ საქართველოს საეჭვო შეჭრაზე სამხრეთ ოსეთში და რუსეთის მხრიდანსამხედრო მოქმედებების განხორციელებაზე. შეფასებისას უნდა გათვალისწინებულიქნას პროცესები, რომელიც მიმდინარეობდა წლების განმავლობაში ომამდე და თვეებისადა კვირების განმავლობაში, რომელიც წინ უძღოდა შეიარაღებულ დაპირისპირებას.ასევე საჭიროა, რომ მხედველობაში იქნას მიღებული წლების განმავლობაში მიმდინარეპროვოკაციების, ორმხრივი ბრალდებების, სამხედრო და პოლიტიკური მუქარისა დაორივე მხარეს განხორციელებული ძალადობის ფაქტები კონფლიქტის ზონაში და მისფარგლებს გარეთ. ასევე გასათვალისწინებელია გავლენიან სახელმწიფოთაძალდატანებითი პოლიტიკისა და დიპლომატიის გავლენა მცირე და დაუმორჩილებელმეზობელზე, პატარა მეზობლის მიერ დიდი მეზობლის ძალაუფლების გადაწონვისსურვილი და გაცხარების მომენტში გადადგმული ნაბიჯები, საბოლოო შედეგისსათანადოდ გააზრების გარეშე; რომ არაფერი ვთქვათ მის შიშზე, რომ შესაძლოასამუდამოდ დაკარგოს საკუთარი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი მცოცავიანექსიის შედეგად. მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ შესამჩნევია საერთაშორისოსამართლის დადგენილი პრინციპების, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობისპრინციპის მიმართ პატივისცემის რღვევა, ამასთანავე, ყველა მხარეთა მზარდი სურვილიაღიარონ ძალის გამოყენება მათი პოლიტიკური მიზნების მიღწევის საშუალებად, დაიმოქმედონ ცალმხრივად იმის ნაცვლად, რომ მიაღწიონ გადაწყვეტილებასმოლაპარაკებების გზით, მიუხედავად იმისა, თუ როგორი სირთულეებით აღსავსეც არუნდა იყოს ის. და ბოლოს, ჩვენ ვხედავთ ადამიანური გაჭირვებისა და ტანჯვის დიდკვალს შეიარაღებული მოქმედებების უკან. ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ყველაფერიმაზე, რაც მოხდა? მთლიანობაში, კონფლიქტი განპირობებულია მიზეზთა სიმრავლითდა დროისა და მოქმედებების მრავალშრიანობით. მიუხედავად იმისა, რომშესაძლებელია კონკრეტულ მნიშვნელოვან მოვლენათა და გადაწყვეტილებებისავტორობის დადგენა, შეუძლებელია კონფლიქტზე მთლიანი პასუხისმგებლობისდაკისრება რომელიმე ერთი მხარისათვის. წარუმატებლობა განიცადა ყველა მხარემ, დაყველას უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა მის გამოსწორებაზე.

37.) და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონფლიქტში გამარჯვებული არ არსებობს.ყველამ წააგო, თუ სიცოცხლისა და ქონებრივი დანაკარგის მხრივ არა, იმედებისა დასამომავლო პერსპექტივების თვალსაზრისით მაინც. ადგილზე მიღებული ზარალისგარდა, პოლიტიკური სიტუაციაც უფრო რთულია, ვიდრე ოდესმე. ეს ეხება არა მარტოურთიერთობებს თბილისსა და სოხუმს, არამედ თბილისსა და ცხინვალს შორისაც, სადაც2008 წლის კონფლიქტმა ვერ მოაგვარა ვერც ერთი წინააღმდეგობრივი საკითხი.სიტუაცია კონფლიქტის რეგიონში ისევ დაძაბულია. ნებისმიერ ინციდენტს შეუძლიაგამოიწვიოს მძიმე შედეგები. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები გაუარესებულია,

Page 39: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

39

როგორც არასდროს. გარდა ცალკეულ ადამიანთა პიროვნული ტრაგედიისა დაკონფლიქტის შედეგად გამოწვეული მძიმე შედეგებისა რეგიონში, საერთაშორისოსაზოგადოებაც წაგებულთა რიგშია. მარცხი განიცადა თანამშრომლობის პოლიტიკურმაკულტურამ, რომელიც ევროპაში 1970-იან წლებში განვითარდა და განმტკიცდა ევროპისუსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის/ეუთოს ისტორიულ დოკუმენტებში,როგორიცაა 1975 წლის ჰელსინკის დასკვნითი აქტი და სტამბულის 1999 წლისევროპული უსაფრთხოების ქარტია, და სხვა დოკუმენტები,რომელიც მიღებულ იქნაევროსაბჭოს ფარგლებში. ევროპულ პოლიტიკაში დაბრუნდა ძალის გამოყენება და [მისიგამოყენების] მუქარა. იგნორირებულ იქნა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდაღიარებული პრინციპები, როგორიცაა სახელმწიფოთა სუვერენტიტეტისა დატერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. პოლიტიკურ რეალობაში თავი იჩინასაერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართლის ისეთმადარღვევებმა, როგორიცაა ეთნიკური წმენდა. უკუსვლა პოლიტიკური ურთიერთობებისცივილიზებული ნორმებიდან ევროპის პოლიტიკური ურთიერთობების სფეროში ასევეწარმოადგენს ერთ-ერთ შედეგს. გარდა ამისა, დაზარალდა ურთიერთობები დასავლურქვეყნებსა და რუსეთს შორის. გაჩნდა ბზარი, რომელიც მოითხოვს თანამშრომლობასყველას მხრიდან, რათა თავიდან იყოს აცილებული მისი გაღრმავება იმისგათვალისწინებით, რომ კონფლიქტი საქართველოში გამოირჩევა გავლენიან ძალთა[სახელმწიფოთა] პირდაპირი ჩარევის უფრო მეტი ხარისხით, ვიდრე ნებისმიერი სხვა

მოუგვარებელი კონფლიქტი. რამდენადაც გრძელდება ადამიანთა სიდუხჭირე დაპოლიტიკური არასტაბილურობა, კონფლიქტები საქართველოში მოითხოვსგადაუდებელ ძალისხმევას მოლაპარაკებისა და მშვიდობიანი გზით მათიმოგვარებისთვის, რაც საბოლოოდ მოუტანს მშვიდობას რეგიონს, რომელმაც ასეთიდიდი ტრაგედია გადაიტანა.

Page 40: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

40

ფაქტების შესწავლის შედეგები

1.) კონფლიქტი საქართველოში კვლავ რჩება საფრთხედ კავკასიაში და იწვევსდესტაბილიზაციის შესაძლებლობას რეგიონსა და მის საზღვრებს გარეთ. აღნიშნულიკონფლიქტის ფარგლებში არსებობს სამი სხვასხვა, მაგრამ ერთმანეთთანურთიერთდაკავშირებული შემდეგი დონე:

• მოუგვარებელი ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასა და ქვეყნისსაზღვრებში მცხოვრებ უმცირესობებს შორის;

• დაძაბული და გაურკვეველი დამოკიდებულება საქართველოსა და მის ძლიერ

ჩრდილოელ მეზობელს – რუსეთის ფედერაციას შორის;

• იმ მთავარი, რეგიონის შიგნით და მის გარეთ მყოფი საერთაშორისო მოთამაშეებისგეოსტრატეგიული ინტერესები, რომლებიც კონკურენციას უწევენ ერთმანეთსპოლიტიკაში, ენერგომატარებლებსა და სხვა სტრატეგიულ აქტივებზე გავლენისმოსაპოვებლად.

არცერთ ზემოაღნიშნულ საკითხს თავისი გავლენა და მნიშვნელობა არ დაუკარგავს2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტიდან დღემდე.

სწორედ ამიტომ, კონფლიქტის უკეთ პრევენციისა და მისი მართვისაკენ მიმართულიძალისხმევის დროს უნდა გავითვალისწინოთ საქართველოში არსებული მდგომარეობისსირთულე, მისი სხვადასხვა დონეები და დინამიკა. ნებისმიერი, შედეგზეორიენტირებული გადაწყვეტილების მიღების დროს გათვალისწინებული უნდა იყოსსამივე დონე.

2.) 2003 და შემდეგ უკვე 2007 წლებში კონფლიქტურ რეგიონებში განვითარდა საფრთხისშემცველი მოვლენების მთელი ჯაჭვი. უფრო მეტიც, იგივე ხდებოდა 2008 წლისაგვისტოს კონფლიქტისწინა კვირების განმავლობაშიც. მიუხედავად 2008 წლისშეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, გერმანიისა და სხვაქვეყნების მიერ განხორციელებული გარკვეული პოლიტიკური ინიციატივებისა დამიუხედავად საერთაშორისო დონეზე საგარეო პოლიტიკაში გადაწყვეტილებებისმიმღები ისეთი პირების ვიზიტებისა, როგორებიცაა ჰავიერ სოლანა და კონდოლიზარაისი, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არ მომხდარა დროული, ადეკვატური დაენერგიული რეაგირება, რომელიც შეაჩერებდა მზარდ დაძაბულობას და შეიარაღებულიკონფლიქტის საფრთხეს. მიუხედავად დაგვიანებული საერთაშორისო

Page 41: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

41

დიპლომატიური ძალისხმევისა, კრიზისი თითქმის მთლიანად აღმოჩნდა თავის ნებაზემიშვებული.

საჭიროა უფრო დროული და გადამწყვეტი ძალიხმევის განხორციელება კრიზისულისიტუაციის დაწყებით სტადიაზე გაკონტროლების მიზნით. ასეთ სიტუაციებში საჭიროასაერთაშორისო საზოგადოების და, განსაკუთრებით, გაერთიანებული ერებისუშიშროების საბჭოს, რეგიონული და რეგიონის საზღვრებს გარეთ მყოფი მნიშვნელოვანიდა სერიოზული მოთამაშეების უფრო მეტად აქტიური ჩაბმა.

3.)ასევე, აშკარად გამოიკვეთა, რომ სიტუაციის სტაბილიზაციისკენ დადარეგულირებისკენ მოწოდებული სქემების/შეთანხმებების და ისეთი ორგანიზაციების,როგორებიცაა ერთობლივი სამშვიდობო ძალები (JPKF), ერთობლივი საკონტროლოკომისია (JCC) და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (OSCE)არსებობა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შემთვევაში, ისევე როგორც დამოუკიდებელსახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო ძალების (CIS PKF) და გაერთიანებულიერების ორგანიზაციის დამკვირვებელთა მისია საქართველოში (UNOMIG) აფხაზეთისკონფლიქტის შემთხვევაში, რომელიც შეიქმნა საერთაშორისო საზოგადოებისდახმარების გზით 1990-იანი წლების ადრეულ პერიოდში აფხაზეთსა და სამხრეთოსეთში შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ, მოუმზადებლები აღმოჩნდნენ როგორცპოლიტიკურ, ასე სამხედრო სფეროში ახალი და უფრო დიდი საფრთხის შემცველიმოვლენების განვითარებისთვის. მზარდმა ზეწოლამ მხარეების მხრიდან და ცვალებადმასაერთაშორისო სიტუაციამ არსებულ სამშვიდობო მექანიზმებს გამოაცალა სიტუაციისკონტროლის მექანიზმები და არ იმუშავა, როცა მოვლენათა განვითარებამ კრიტიკულწერტილს მიაღწია.

იმდენად, რამდენადაც საჭიროებანი ადგილზე შესაძლოა შეიცვალოს მოვლენებისახლებურ განვითარებასთან ერთად, საერთაშორისო საზოგადოება მზად უნდააღმოჩნდეს სტაბილიზაციისკენ მიმართული იმ სქემებისა და ინსტიტუტებისგადაფასების, კორექტირებისა და გაძლიერებისათვის, რომლებიც კრიზისის წარმოშობისან მისი განვითარებისთანავე იქმნება.

4.) ასევე, სრულიად ნათლად გამოიკვეთა, რომ მონიტორინგის, სამშვიდობო დასტაბილიზაციისკენ მიმართული სხვა ორგანიზაციებისა და სქემების ეფექტიანობადიდწილად არის დამოკიდებული კონფლიქტის მონაწილე მხარეების მხრიდან მათმიმართ არსებულ ნდობასა და რწმენაზე. ხშირ შემთხვევაში, ასეთი ნდობა დადამოკიდებულება პირდაპირ არის დაკავშირებული მიუკერძოებლობასთან, რომელსაცმხარეები მათგან მოითხოვენ. ზემოაღნიშნული კი პირდაპირ უკავშირდება მათიწარმოშობის ქვეყანას, ანუ რომელ ქვეყანას წარმოადგენენ ისინი, ან იმ ქვეყანას,

Page 42: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

42

რომელიც აღქმულია, როგორც სიტუაციის მაკონტროლებელი. ეს გახლავთ სქემა,რომლითაც განისაზღვრება, არსებობს თუ არა მიკერძოება სინამდვილეში.

კონფლიქტის მონაწილე არც-ერთი მხარე, ან მხარე, რომელიც ითვლება, რომსერიოზულად უჭერს მხარს რომელიმე მხარეს, არ უნდა იღებდეს საკუთარ თავზეხელმძღვანელის, თავმჯდომარის ან არბიტრის თანამდებობას და არ უნდაახორციელებდეს არანაირ კონტროლს ოპერაციაზე, რომელიც ითვლება, რომ უნდა იყოსმიუკერძოებელი და სამართლიანი იმისათვის, რომ იყოს ეფექტიანი.

5.) 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე ჩვენთვის გამოიკვეთა რეგიონში ისეთიპერიოდი, როცა გამოიყენებოდა სულ უფრო და უფრო მეტად აგრესიულიგამონათქვამები და აშკარა იყო ემოციების გამძაფრებაც. ზოგ შემთხვევაშიფიგურურებდა მილიტარისტული ხასიათის საჯარო გამონათქვამები და ცოტა რამ თუკეთდებოდა სულ უფრო და უფრო მტრული, რომ არაფერი ვთქვათ, ქსენოფობურიდამოკიდებულების გაკონტროლების მიზნით, რომელიც მიმართული იყო იმადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც კონფლიქტის მონაწილე მეორე მხარესთან იყვნენდაკავშირებულნი. საჯარო განცხადებებში სულ უფრო აშკარად და ხშირად გაისმოდაძალის გამოყენების მუქარა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მდგომარეობა წლებისგანმავლობაში გრძელდებოდა, მტრული განწყობის და ზოგჯერ ქმედებების გამწვავებაშეინიშნებოდა როგორც სახელისუფლებო, ისე არასახელისუფლებო წრეებშიკონფლიქტის დაწყებამდე და მისი მწვავე, ძალადობრივი განვითარების პერიოდში.

კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარეს მოვუწოდებთ, განახორციელონ მკაცრიკონტროლი ქსენოფობურ და მტრულ დამოკიდებულებასა და ქმედებებზე მოქალაქეების,ქონების და მეორე მხარის ყველა მნიშვნელოვანი ფასეულობის წინააღმდეგ; ასევე,გამოიყენონ ყველა ძალისხმევა საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და მედიისსაშუალებით, რათა მოხდეს ყველა მონაწილე მხარის შესახებ დაბალანსებული დასამართლიანი აზრის, ისტორიისა და ქმედებების დაფიქსირება. ძალის გამოყენებისმუქარის აკრძალვას, როგორც ეს განსაზღვრულია გაერთიანებული ერებისორგანიზაციის ქარტიაში, მკაცრად უნდა დაემორჩილოს ყველა მხარე.

6.) რაც შეეხება კონფლიქტურ ტერიტორიაზე საერთაშორისო ძალების არსებობას, ჩვენგავხდით ისეთი მნიშვნელოვანი კომპოენენტების დემონტაჟის მოწმენი, როგორებიცააევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია და გაერთიანებულიერების ორგანიზაციის დამკვირვებელთა მისია საქართველოში. ”გაერთიანებული ერებისორგანიზაციის გენერალური მდივნის მეგობრების” დახურვა კონფლიქტის კიდევ ერთიშედეგი გახლდათ. ასევე, შეწყვიტეს არსებობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთათანამეგობრობის სამშვიდობო ძალებმა, ერთობლივმა სამშვიდობო

Page 43: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

43

ძალებმა და ერთობლივმა საკონტროლო კომისიამ. ევროგაერთიანების მონიტორინგისმისიამ პირველად მიიღო გადაწყვეტილება ევროპის წარმომადგენლების გაგზავნისშესახებ რეგიონში, მაგრამ ისინი არ იქნენ დაშვებულნი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში.

ჯერ-ჯერობით არ არსებობს იმ საერთაშორისო ძალების ადეკვატური შემცვლელები,რომლებმაც დატოვეს კონფლიქტის ტერიტორია. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ისეთმთავარ ძალებს, როგორებიცაა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის დამკვირვებელთამისია საქართველოში და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია.მანამ, სანამ ევროგაერთიანების მონიტორინგის მისია გააგრძელებს საკუთარიმოვალეობების შესრულებას, შემდგომი ნაბიჯები უნდა იქნას გადადგმული ისეთიდამოუკიდებელი, ნეიტრალური და ეფექტიანი საერთაშორისო ძალების კონფლიქტურრეგიონში შეყვანისათვის, რომლებიც სამშვიდობო ფუნქციებს კონფლიქტურ ზონაშიგანახორციელებენ.

7.) საქართველოში 2008 წლის კონფლიქტის დროს, პრევენციულმა დიპლომატიამ და

კონფლიქტების საერთაშორისო მართვამ ვერ მიაღწია შედეგებს ნაწილობრივ იმის გამო,რომ ეტაპობრივად ხდებოდა მხარეებს შორის ადრე მოლაპარაკებების შედეგადმიღწეული პარამეტრებისა და საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფა დასაერთაშორისო ვალდებულებების არასათანადო შეფასება და იგნორირებაც კი. ამპოლიტიკურ ვალდებულებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ევროპისუსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის უმნიშვნელოვანესი დოკუმეტი,1975 წლის ჰელსინკის დასკვნითი აქტი, 1990 წლის პარიზის ქარტია ახალიევროპისათვის და 1999 წლის ევროპის უსაფრთხოების ქარტია, რომელიც მიღებული იქნასტამბულში. დაძაბულობის ესკალაციის მთელი პერიოდის განმავლობაში, რომლისკულმინაციაც 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტი გახდა, ევროპისუსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ვალდებულებები არართგზის დასულ უფრო მეტად იქნა უგულებელყოფილი, როგორც ფორმით, ისე არსობრივად.

დაუშვებელია იმასთან შეგუება, რომ ევროპაში და ევროპის მიზნებისათვის ბზარიგაუჩნდეს საერთაშორისო ურთიერთობებში თანამშრომლობის პოლიტიკურ კულტურას,რომელიც პირველად ჩამოყალიბდა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობისკონფერენციაზე, ხოლო შემგდომ განვითარდა ევროპის უსაფრთხოებისა დათანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ. უნდა გამოვიყენოთ ყველა ძალისხმევაიმისათვის, რომ ახალი დატვირთვით გავაცნობიეროთ მისი მნიშვნელობა ევროპისუსაფრთხოებისა და თანამშრომლობის მიზნებისათვის და დავუბრუნდეთ მის ზუსტგანხორციელებასა და მისი პრინციპების დამორჩილებას.

Page 44: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

44

8.) 2008 წლის ზაფხულში საქართველოში განვითარებულმა კონფლიქტმა გამოააშკარავაზოგიერთი პოლიტიკური მოთამაშის ტენდენციები, რაც გამოიხატა საერთაშორისოსამართლის ისეთი საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისგან დაშორებაში,როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. კონფლიქტს ასევე თან ახლდასუვერენიტეტის პრინციპთან დაკავშირებული გაურკვევევლი, ორაზროვანიგამონათქვამები, რომ აღარაფერი ვთქვათ დარღვევებზე. ასევე, გამოიკვეთა ქვეყნებსშორის მრავალმხრივი ურთიერთობების პრინციპებისგან და მოლაპარაკების შედეგადმიღწეული შედეგებისგან და გადაწყვეტილებებისგან განდგომის ტენდენცია დაცალმხრივ ქმედებებზე გადასვლა. ზოგიერთი პოლიტიკური მოთამაშის მხრიდანარსებობდა პოლიტიკური მიზნების მიღწევის მიზნით ძალის გამოყენების მუდმივიმზადყოფნა; ნაკლები ფიქრი და დრო დაეთმო ზრუნვას კონფლიქტის პრევენციაზე.

უნდა გაგრძელდეს საერთაშორისო სამართართლის ყველა პრინციპის პატივისცემა დადაცვა. შეურიგებელნი უნდა ვიყოთ ისეთი ტენდენციების მიმართ, რომლებიცმიმართულია ამ პრინციპების შესუსტების ან ზოგიერთი მათგანის შერჩევითიგანხორციელებისკენ, როგორიცაა, მაგალითად ტერიტორიული მთლიანობისპატივისცემა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ძალის არგამოყენებისპრინციპის დაცვას. ამასთანავე, ყურადღება უნდა დაეთმოს ძალის გამოყენების მუქარისწინააღმდეგ შეურიგებლობის პრინციპის დაცვას. პატივი უნდა ვცეთ, უპირატესობამივანიჭოთ და განვახორციელოთ მრავალმხრივი და მოლაპარაკებების შედეგადმიღწეული გადაწყვეტილებები და არა ერთმხრივი ქმედებები. კონფლიქტის პრევენციაუნდა დარჩეს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად.

9.) დესტაბილიზაციის შედეგები შესაძლოა ასევე დადგეს ქვეყნის მიერ საკუთარი

პოლიტიკური მიზნების განხორციელების დაჟინებული მონდომებისგან ისეთ საგარეოპოლიტიკურ საკითებთან დაკავშირებით, როგორიცაა მეზობელ ქვეყნებთანურთიერთობები. ეს შესაძლოა მოხდეს, ვინაიდან ასეთი საგარეო პოლიტიკა გამიზნულიამცირე ზომის ქვეყნებისათვის თავისუფალი არჩევანის წართმევისა და სუვერენიტეტისშეზღუდვისაკენ.

პოლიტიკური კონცეფციები და ცნებები, როგორიცაა ინტერესთა პრივილეგირებულისფეროები ან სხვა მიზეზის დასახელება სხვა ქვეყნის საშინაო თუ საგარეო საქმეებშიჩარევის უფლების მოსაპოვებლად, შეუთავსებელია საერთაშორისო სამართალთან. ასეთიმიდგომები საფრთხეს უქმნის საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურიბას დაშეუთავსებელია ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის პრინციპებთან. ასეთიკონცეფციები და ცნებები უნდა იყოს უარყოფილი.

Page 45: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

45

10.) 2008 წლის აგვსიტოს კონფლიქტი საქართველოში წარმოადგენს, ერთი მხრივ,საქართველოსა და რუსეთს შორის სახელმწიფოთაშორის კონფლიქტს, და მეორე მხრივ,შიდასახელმწიფოებრივი კონფლიქტის ერთობლიობას. ასეთი კონფლიქტის დროსხორცილდება სამხედრო მოქმედებები რეგულარულ შეიარაღებულ ძალებს, ნაკლებადმკაცრად კონტროლირებად პოლიციურ ძალებსა და არარეგულარულ შეიარაღებულდაჯგუფებებს შორისაც კი. ასეთი ტიპის სიტუაციები არის განსაკუთრებით მიდრეკილისაერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების დაცვის შესახებკანონის დარღვევისაკენ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მშვიდობიანიმოსახლეობის რეგულარული ძალების მიერ დაცვის პასუხისმგებელობას სიტუაციისეფექტური გაკონტროლების გზით. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის აგვისტოსკონფლიქტის დროს რეგულარულმა ძალებმა, ხშირ შემთხვევაში, ვერ შეასრულეს თავისიპასუხისმგებლობა, რაც უნდა გამოხატულიყო მშვიდობიანი მოსახლეობის სათანადოდაცვაში პოლიციისა და არაფორმალური შეირაღებული ძალების მიერგანხორციელებული სასტიკი ქმედებებისაგან.

ნებისმიერი ომის დროს, რომელიც შეიცავს სახელმწიფოთაშორის დაშიდასახელმწიფოებრივ კონფლიქტებს, დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს მშვიდობიანიმოსახლეობის დაცვას რეგულარული შეიარაღებული ძალების მიერ. მათ უნდაჩაუტარდეთ ტრენინგები და გაეწიოთ ინსტრუქციები, რომლებიც გაზრდის მათ მიერპასუხისმგბელობის გაცნობიერების დონეს არა მხოლოდ იმ მიმართულებით, რომ არჩაიდინონ სასტიკი ქმედებები, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართსაერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების შესახებ სამართლისპრინციპების დაცვის მიმართულებითაც, როცა ამ პრინციპების დარღვევა ხდებაპოლიციისა და არაფორმალური შეიარაღებული ძალების მიერ. განსაკუთრებულიყურადღება უნდა დაეთმოს გაუპატიურების და სხვა გენდერული დანაშაულებებისწინააღმედგ ეფექტიან დაცვას.

11.) შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდება, ისევე როგორც სამხედრო წვრთნისჩატარება კონფლიქტურ რეგიონებში იყო და რჩება მნიშვნელოვან საკითად. სამხედროდახმარება, მაშინაც კი, როცა იგი ხორციელდება საერთაშორისო სამართლის ანარასავალდებულო პოლიტიკური მზადყოფნის/დახმარების ფარგლებში, უნდა დარჩესსაღი აზრის და სათანადო სიფრთხილის და კონტროლის ფარგლებში, რადგანგასათვალისწინებელია მიწოდებული იარაღის და ტექნიკის როგორც განზრახ, ასეგანუზრახველი გამოყენება.

მათ მიერ, ვინც ახორციელებს სამხედრო დახმარების მიწოდებას, მაქსიმალურიყურადღება უნდა დაეთმოს იმას, რომ თავი შეიკავონ, თუნდაც განუზრახველი და

Page 46: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

46

არაპირდაპირი დახმარება გაუწიონ ისეთ ქმედებებს ან მოვლენათა განვითარებას,რომლებიც დამანგრეველია რეგიონისათვის.

12.) და ბოლოს, აღვნიშნავთ, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ,კონფლიქტური სიტუაცია რეგიონში არ გაუმჯობესებულა. კონფლიქტისმოგვარებისათვის საჭირო გარემო, რეალურად კიდევ უფრო გართულდა კონფლიქტისმონაწილე ერთი მხარის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელსახელმწიფოებად აღიარებით. იკვეთება მუდმივი დაძაბულობა კონფლიქტის მონაწილემხარეებს შორის, რაც ხშირ შემთხვევაში სამხედრო დაპირისპირების ზღვარსუახლოვდება. მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმებები მწირია და არსობრივადძალზე შეზღუდული. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საფრთხის შემცველი ინცინდენტებისმნიშვნელოვანი რაოდენობა მოხდა. ზოგი მათგანი შესაძლოა გადაზრდილიყო უფროფართო დაპირისპირებაში. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე ხაზს უსვამსმშვიდობიანი მომავლისათვის საკუთარ მხარდაჭერას, ახალი დაპირისპირების რისკიჯერ კიდევ მაღალია.

საერთაშორისო საზოგადოება, ისევე როგორც აღნიშნულ კონფლიქტში ჩაბმული სხვარეგიონის საზღვრებში და რეგიონის გარეთ არსებული მოთამაშეები აგრძელებენ ყველაშესაძლო ძალისხმევის განხორციელებას იმისათვის, რომ დასვან მხარეებიმოლაპარაკების მაგიდასთან და ხელი შეუწყონ მათ იმ სქემების შემუშავებაში, რაცშესაბამისობაში იქნება გაერთიანებული ერების წესდებასთან, ჰელსინკის ევროპისუსაფრთხოებისა და თანამშრომლობის საბოლოო ხელშეკრულებასთან და ევროსაბჭოსშესაბამის დოკუმენტებთან იმისათვის, რომ მოხდეს მათი განსხვავებული პოზიციებისდაახლოვება და განმეორებითი სამხედრო მოქმედებების განხორციელებისშესაძლებლობების პრევენცია. ამგვარი მოლაპარაკებების წარმატებულ შედეგებსშეუძლია დიდად შეუწყოს ხელი დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებისგაუმჯობესებას. მიუხედავად ამისა, იმედი იმისა, რომ კონფლიქტურ რეგიონშიმშვიდობა დაისადგურებს მანამ, სანამ ორი მთავარი მოწინააღმდეგე, რუსეთი დასაქართველო, არ გამოიჩენენ ორმხრივ ძალისხმევას ამ კონფლიქტის მოსაგვარებლად,ძალზედ მცირეა. ეს დაუყოვნებლივ უნდა განხორციელდეს.

შენიშვნა: საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართლთან და ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებსამართალთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ტომი 2, თავი 7: "საერთაშორისოჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის უფლებები".

Page 47: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

47

მადლობის გამოხატვა

წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს სხვადასხვა ექსპერტის, კონსულტანტის, უფროსმრჩეველთა საბჭოს და პატარა, ძირითადი სამუშაო ჯგუფის ცხრათვიანი ძალისხმევისშედეგს. ყველა ზემოაღნიშნული პირი მუშაობდა თავდაუზოგავად. მათ უწევდათგარკვევა უზარმაზარ და ხშირ შემთხვევაში ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციაში,რათა მოემზადებინათ და წარმოედგინათ საქართველოში 2008 წლის აგვისტოსკონფლიქტის შეძლებისდაგვარად ზუსტი, მიუკერძოებელი, სამართლიანი დაობიექტური ანალიზი.

აღნიშნული სამუშაოს განხორციელება და წინამდებარე დოკუმენტის შედგენაშეუძლებელი იქნებოდა სხვადასხვა ქვეყნის მთავრობის, ორგანიზაციისა დაპიროვნებების მიერ გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე. მსურს, მადლობაგადავუხადო მათ და გამოვხატო ჩემი პატივისცემა მათი მეტად მნიშვნელოვანი დამართალც რომ აუცილებელი და საჭირო წვლილის მიმართ.

განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო ის მეტად სასარგებლო თანამშრომლობა, რომელსაცმისია მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში იღებდა კონფლიქტთანდაკავშირებული ოთხივე მხარისაგან. ესენია: საქართველო, რუსეთის ფედერაცია,სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ჩვენ განსაკუთრებით აქტიური მხარდაჭერა მივიღეთრამდენიმე ქვეყნის მთავრობისაგან, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, ამერიკისშეერთებული შტატები და უკრაინა, რომლებმაც მოგვაწოდეს მნიშვნელოვანი,სიღრმისეული მოსაზრებანი და/ან მასალა. მისია ასევე, პატივისცემით აღნიშნავსშვეიცარიის წვლილს, რომელიც მრავალმხრივ დახმარებას გვიწევდა, და არანაკლებიმხარდაჭერა გამოიჩინა საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით დამოუკიდებელი,საერთაშორისო, ფაქტების შემსწავლელი მისიისათვის სპეციალური მისიის სტატუსისმინიჭებასთან დაკავშირებით, რასაც მოჰყვა მსგავსი სტატუსის განსაზღვრასაქართველოსა და რუსეთის მხრიდან. გარდა ამისა, ევროკავშირის ყველა ქვეყანას დარეგიონის მეზობელ ქვეყნებს (აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი) საშუალებაჰქონდათ მოეწოდებინათ მისიისათვის 2008 წლის აგვისიტოს კონფლიქტთანდაკავშირებული სათანადო ინფორმაცია და მასალები. მისია მადლიერების გრძნობითაღნიშნავს იმ დახმარებას, რომელიც მას გაუწიეს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისსაელჩოებმა და შვეიცარიამ, განსაკუთრებით ნიუ- იორკში, ვაშინგტონსა და თბილისში,ასევე დახმარებას, რომელიც მისიას გაუწია ევროკავშირის კომისიის დელეგაციებმა,განსაკუთრებით კი მოსკოვსა და ნიუ-იორკში. ამას ემატება აზრთა რეგულარულიგაცვლა-გამოცვლა ევროკავშირის საბჭოს სამდივნოს წარმომადგენლებთან დამრავალჯერადი კონტაქტები ევროკავშირის კომისიის ოფიციალურ პირებთან.

Page 48: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

48

ასევე, დავუკავშირდით ისეთ ორგანიზაციებს, როგორებიცაა გაერთიანებული ერებისორგანიიზაცია, გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი დაგაერთიანებული ერების ადამიანთა უფლებების დაცვის უმაღლესი კომისრისსამსახური, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და ევროსაბჭო, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანესმისიის მუშაობაში. იგივე ითქმის იმ დახმარებასა და მხარდაჭერაზე, რომელიც მისიამმიიღო სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციისაგან, როგორებიცაა წითელი ჯვრისსაერთაშორისო კომიტეტი და სხვა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვისსფეროში მომუშავე ორგანიზაციები, როგორიცაა "საერთაშორისო ამნისტია","საერთაშორისო კრიზისის ჯგუფი" და "ჰიუმან რაითს ვოჩი".

დაბოლოს, მაგრამ არანაკლებად, მისიის მუშაობა არსებითად იყო დამოკიდებული მისიწევრებისა და პარტნიორების მუშაობაზე.

მისიას ჰქონდა პრივილეგია, მოეთხოვა მითითებები და ინსტრუქციები ან რჩევებიყველასათვის პატივსაცემი პოლიტიკოსებისა და უფროსი საჯარო მოხელეებისაგან,რომლებსაც აქვთ ექსპერტული ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობებში, კონფლიქტისმართვაში, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულსაკითებზე. 2009 წლის აგვისტოში, როცა იწერებოდა წინამდებარე დოკუმენტი, უფროს

მრჩეველთა საბჭო შედგებოდა შემდეგი წევრებისაგან:

უფროს მრჩეველთა საბჭოს წევრები:

ბატონი ჟან-მარ გუენობრუკინგსის ინსტიტუტის და საერთაშორისო თანამშრომლობის ცენტრის უფროსიმეცნიერ-თანამშრომელი, გაერთიანებული ერების გენერალური მდივნის მოადგილე დაგაერთიანებული ერების სამშვიდობო ოპერაციების განყოფილების უფროსი 2008წლამდე, საფრანგეთი

დოქტორი ურსულა პლასნიკიპარლამენტის წევრისაგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი 2008 წლამდე, ავსტრია

პროფესორი ადამ დ. როტფელდისაგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი 2005 წლამდე, პოლონეთი

ბატონი სამუელ შმიდითავდაცვის ყოფილი მინისტრი 2008 წლამდე, შვეიცარია

Page 49: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

49

დოქტორი კორნელიო სომარუგაჰუმანიტარული განაღმვის ჟენევის საერთაშორისო ცენტრის საპატიო თავმჯდომარე,წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი 1999 წლამდე,შვეიცარია

ბატონი კარსტენ დ. ვოიტიგერმანულ-ამერიკული ურთიერთობების კოორდინატორიპარლამენტის ყოფილი წევრი, გერმანია

მისიის მუშაობას აძლიერებდა დაახლოებით ცხრამეტი (19) ექსპერტისაგან შემდგარიჯგუფი, სამართლის სპეციალისტების, სამხედრო ექსპერტების, პოლიტოლოგებისა დაისტორიკოსების ჩათვლით, რომელთაც შეადგინეს წერილობითი სახის დოკუმენტებისაკუთარ სფეროებსა და პროფესიული გამოცდილების საკითებში. ჩვენ გულწრფელმადლობას ვუხდით მათ გაწეული მუშაობისათვის. წინამდებარე დოკუმენტის შედგენისდროს ეს ექსპერტები იყვნენ:

სამხედრო ექსპერტები:

გადამდგარი გენერალი ჟილ გალეტი, საფრანგეთიგადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კრისტოფ კეკისი, შვეიცარიაგადამდგარი პოლკოვნიკი კრისტოფერ ლანგტონი, გაერთიანებული სამეფოსამედიცინო სამსახურის პოლკოვნიკი ვოლფგანგ რიხტერი, გერმანიაგადამდგარი საჰაერო ძალების გენერალი ფილიპ უილკინსონი, გაერთიანებული სამეფო

სამართლის ექსპერტები:დოქტორი ტეო ბეატრუჩე, საფრანგეთიბატონი რენე კოზირნიკი, შვეიცარიაპროფესორი ოტო ლუხტერჰანდტი, გერმანიაპროფესორი ანგელიკა ნუსბერგერი, გერმანიაპროფესორი ანა პეტერსი, გერმანიადოქტორი ნიკოლას სტიურჰლერი, შვეიცარია

ისტორიკოსები:ბატონი ვოიჩიჩ გორეკი, პოლონეთიდოქტორი უვე ჰალბახი, გერმანიაპროფესორი ლუიჯი მაგაროტი, იტალია

პოლიტოლოგები:პროფესორი ბრუნო კოპიეტერსი, ბელგიამის სელინ ფრანსისი, ბელგიადოქტორი იორგ ჰიმელრეიჰი, გერმანიაბატონი დენის სამუტი, გაერთიანებული სამეფოდოქტორი მარიან სტაჟევსკი, პოლონეთი

Page 50: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

50

ჩემი გულწრფელი მადლობა ეძღვნება დოქტორ ბარბარა ჰერინგს, ჰუმანიტარულიგანაღმვის ჟენევის საერთაშორისო ცენტრის თამჯდომარეს და შვეიცარიის პარლამენტისუსაფრთხოების კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, მისი ჩვენს მიმართ გაწეულიმუდმივი მხარდაჭერისა და მოწოდებული რჩევებისათვის.

მსურს გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლობა სამუშაო ჯგუფის მიმართ, რომელიცსრული დატვირთვით მუშაობდა დაკისრებული მოვალეობის დროული დასრულებისმიზნით. მართლაც, წინამდებარე დოკუმენტის შედგენა შესაძლებელი გახდა მხოლოდასეთი თავდადებული და მდიდარი წარმოსახვის მქონე, უსაზღვრო მოთმინებისა დანებისმიერი რთული სიტუაციიდან გამოსავლის მაძიებელი და მიმგნებიადამიანებისაგან შემდგარ ჯგუფთან ერთად მუშაობის შედეგად. ჩემი გულთბილიმადლობა ეძღვნება ოფისის და ღონისძიებების მენეჯერს, ლინა როდრიგესს,დიპლომატიურ მრჩეველს, ადრიან შნაიდერს და ფინანსურ მენეჯერს, კრის ბარტონს.

დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი: ჩემს უღრმეს პატივისცემას და მადლობასგამოვთქვამ შიდა, ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის მიმართ, რომელიც შედგებოდაგადამდგარი ელჩის, მისიის დროებითი ხელმძღვანელის, უვე შრამისა და დოქტორმარიან სტაჟევსკისაგან, მისიის ხელმღვანელის მოადგილე. მათი გამოცდილება,რეგიონის ყოველმხრივი და სრულყოფილი ცოდნა და ყველა სფეროში გაწეულიწვლილი ფასდაუდებელია იმ მანდატის წარმატებით დასრულებაში, რომელიც მისიასდაეკისრა.

ჰაიდი ტალიავინიელჩიმისიის ხელმძღვანელი

Page 51: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

51

მისიის ძირითადი შეხვედრებისა და ვიზიტების ჩამონათვალი:

2008 წლის 2 დეკემბერი, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება2008 წლის 8-11 დეკემბერი, შეხვედრები მოსკოვში2008 წლის 16-18 დეკემბერი, შეხვედრები თბილისში2008 წლის 18/19 დეკემბერი, შეხვედრები ბრიუსელში (ევროკავშირის და ნატოსწარმომადგენლებთან)2009 წლის 19 იანვარი, უფროს მრჩეველთა საბჭოს პირველი შეხვედრა ჟენევაში2009 წლის 29 იანვარი, ექსპერტების პირველი შეხვედრა ჟენევაში2009 წლის 2-5 თებერვალი, შეხვედრები მოსკოვში2009 წლის 9-12 თებერვალი, შეხვედრები თბილისში2009 წლის 12-13 თებერვალი, შეხვედრები ვენაში (ევროპის უსაფრთხოებისა დათანამშრომლობის ორგანიზაცია)2009 წლის 2-5 მარტი, შეხვედრები თბილისში, სოხუმში და ცხინვალში, გასვლითივიზიტები2009 წლის 13 მარტი, ექსპერტების მეორე შეხვედრა ჟენევაში

2009 30 მარტი, შეხვედრები სტრასბურგში (ევროსაბჭო)

2009 წლის 24 აპრილი, შეხვედრები ბერლინში

2009 წლის 28 აპრილი, უფროს მრჩეველთა საბჭოს მეორე შეხვედრა ჟენევაში2009 წლის 5-6 მაისი, სამუშაო სემინარი ბრიუსელში (ნატო, ევროკავშირი)

2009 წლის 11-12 მაისი, შეხვედრები ნიუ-იორკში2009 წლის 13 მაისი, შეხვედრები ვაშინგტონში

2009 წლის 20 მაისი, ექსპერტთა მესამე შეხვედრა ჟენევაში

2009 წლის 21 და 25 მაისი, შეხვედრები ბერლინში2009 წლის 27 მაისი, შეხვედრები ბრიუსელში (ევროკავშირის წარმომადგენლები)

2009 წლის 27 მაისი და 3 ივნისი, შეხვედრები თბილისში

2009 წლის 28-31 მაისი, შეხვედრები თბილისში, ცხინვალში, გასვლითი ვიზიტები

კოდორის ხეობაში2009 წლის 29 მაისი, შეხვედრები პარიზში2009 წლის 1-5 ივნისი, შეხვედრები თბილისში, ცხინვალში, გასვლითი ვიზიტები2009 წლის 1 ივლისი, ექსპერტთა მეოთხე შეხვედრა ჟენევაში2009 წლის 2/3 ივლისი, უფროსი მრჩეველების მესამე შეხვედრა ჟენევაში2009 წლის 11 ივლისი, ექსპერტთა მეხუთე შეხვედრა ბერლინში2009 წლის 16/17 ივლისი, შეხვედრები ბრიუსელში (უკრაინის საგარეო საქმეთამინისტრის მოადგილესთან)2009 წლის 22-25 ივლისი, შეხვედრები თბილისში2009 წლის 28-29 ივლისი, შეხვედრები მოსკოვში2009 წლის 30 ივლისი, შეხვედრები ბრიუსელში, ევროკავშირის წარმოადგენლებთან

Page 52: საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი

52

2009 წლის 18 აგვისტო, შეხვედრები ვენაში2009 წლის 20 აგვისტო, უფროს მრჩეველთა საბჭოს მეოთხე შეხვედრა ჟენევაში2009 წლის 18/19 სექტემბერი, უფროს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე შეხვედრა ჟენევაში2009 წლის სექტემბერი, ანგარიშის წარდგენა ევროკავშირის მინისტრთა საბჭოსათვის