წიგნები ფასდაკლებით - საზაფხილო...

24
ძვირფასო მკითხველებო! 2012 წლის ზაფხულის განმავლობაში გამომცემლობა დიოგენე“ და გაზეთი ბათუმელები“ სპეციალურად თქვენთვის ბევრ საინტერესო ერთობლივ ღონისძიებას გეგმავს. თქვენ წინაშეა კატალოგი, რომელშიც განსაკუთრებულ საზაფხულო ფასებს და ყოველკვირეული აქციების ჩამონათვალს ნახავთ. გარდა უშუალოდ ფასდაკლებებისა, ყოველ 2 კვირაში ერთხელ ბათუმში, პრესკაფეში თემატური შეხვედრა-დისკუსიები, პრეზენტაციები, ლიტერატურული ვიქტორინები გაიმართება. ყველა ამ ღონისძიების ანონსი დაიბეჭდება გაზეთ ბათუმელებში“, გავრცელდება ინტერნეტითა და სოციალური ქსელებით. ინფორმაციას რეგულარულად მოგაწვდით ჩვენი დისტრიბუტორების მეშვეობითაც, რომელთაც შეგიძლიათ შეუკვეთოთ სასურველი წიგნები და გაუზიაროთ მოსაზრებები დიოგენესა“ და ბათუმელების“ ერთობლივ პროექტთან დაკავშირებით. გისურვებთ კარგ ზაფხულს და იმედი გვაქვს, ერთმანეთს პრესკაფეს სასიამოვნო გარემოში შევხვდებით ! საზაფხულო კატალოგი 2012 გამომცემლობა დიოგენე“ თბილისი, აფაქიძის ქ. 9 (სპორტის სასახლესთან) ტელ. 221 33 21, 221 31 54 diogene.ge გაზეთი ბათუმელები ბათუმი. მემედ აბაშიძის გამზირი № 48 ტელ.: +995 422 270359, 577 456336 www.batumelebi.ge www.netgazeti.ge პრესკაფე ბათუმი. მელაშვილის და საბაჟოს შესახ. 2/1 ტელ.: +995 422 27 52 79, 574 516060 www.presscafe.ge

description

გაზეთ "ბათუმელებისა" და გამომცემლობა „დიოგენეს" საზაფხულო აქცია. გამოიწერეთ წიგნები და მიიღეთ სახლში. მხოლოდ აჭარაში.

Transcript of წიგნები ფასდაკლებით - საზაფხილო...

Page 1: წიგნები ფასდაკლებით - საზაფხილო აქცია

ძვირფასო მკითხველებო!

2012 წლის ზაფხულის განმავლობაში გამომცემლობა

”დიოგენე“ და გაზეთი

”ბათუმელები“ სპეციალურად თქვენთვის

ბევრ საინტერესო ერთობლივ ღონისძიებას გეგმავს.

თქვენ წინაშეა კატალოგი, რომელშიც განსაკუთრებულ საზაფხულო ფასებს და ყოველკვირეული აქციების ჩამონათვალს ნახავთ. გარდა უშუალოდ ფასდაკლებებისა, ყოველ 2 კვირაში ერთხელ ბათუმში, პრესკაფეში თემატური შეხვედრა-დისკუსიები, პრეზენტაციები, ლიტერატურული ვიქტორინები გაიმართება.ყველა ამ ღონისძიების ანონსი დაიბეჭდება გაზეთ

”ბათუმელებში“, გავრცელდება

ინტერნეტითა და სოციალური ქსელებით.ინფორმაციას რეგულარულად მოგაწვდით ჩვენი დისტრიბუტორების მეშვეობითაც, რომელთაც შეგიძლიათ შეუკვეთოთ სასურველი წიგნები და გაუზიაროთ მოსაზრებები

”დიოგენესა“ და

”ბათუმელების“ ერთობლივ პროექტთან

დაკავშირებით.

გისურვებთ კარგ ზაფხულს და იმედი გვაქვს, ერთმანეთს პრესკაფეს სასიამოვნო გარემოში შევხვდებით !

გ ა მ ო მ ც ე მ ლ ო ბ ა

საზაფხულოკატალოგი

2012

გამომცემლობა ”დიოგენე“

თბილისი, აფაქიძის ქ. 9 (სპორტის სასახლესთან)

ტელ. 221 33 21, 221 31 54diogene.ge

გაზეთი ბათუმელებიბათუმი. მემედ აბაშიძის გამზირი № 48

ტელ.: +995 422 270359, 577 456336www.batumelebi.ge

www.netgazeti.ge

პრესკაფებათუმი. მელაშვილის და საბაჟოს შესახ. 2/1

ტელ.: +995 422 27 52 79, 574 516060www.presscafe.ge

Page 2: წიგნები ფასდაკლებით - საზაფხილო აქცია

”მებრძოლთა კლუბი“ _ ჩაკ პალანიკის პირველი რომანი _ 1996 წელს გამოქვეყნდა. 1999 წელს დევიდ ფინჩერმა წიგნის მიხედვით იმავე სახელწოდების ცნობილი ფილმი გადაიღო.

”არსად ისეთი ცოცხალი არ ხარ, როგორც ”მებრძოლთა კლუბში“. აქ მხოლოდ შენ და შენი მეტოქე ხართ, სარდაფის ცენტრში ნათურის ქვეშ დგახართ სხვა მებრძოლებით გარშემორტყმული.

”მებრძოლთა კლუბში“ გამარჯვებას ან მარცხს მნიშვნელობა არ აქვს. ”მებრძოლთა კლუბი“ ცარიელი სიტყვები არაა. ხედავ პირველად მოსულ ტიპს, აშკარად ვიღაც უტრაკო ცინგლიანია. გადის ექვსი თვე და იგივე ტიპი ქვისგან გამოკვეთილი გგონია, უკვე აღარაფრის ეშინია და თავდაჯერებულია. ”მებრძოლთა კლუბშიც“ ისმის ხმაური და ხვნეშა, როგორც სპორტდარბაზში, ოღონდ აქ გარეგნობაზე არავინ ზრუნავს. აქაც ისმის ისტერიული წამოძახილები, როგორც ეკლესიაში და, როცა კვირას შუადღით იღვიძებ, თავს გადარჩენილად გრძნობ“.

ჩაკ პალანიკიმებრძოლთა კლუბი

264 გვ.ნიკა სამუშიას თარგმანი

დიოგენეს ბიბლიოთეკა

8 .90

lari

”გამომცემლობა დიოგენე“ წარმოგიდგენთ წიგნების ახალ

სერიას, სახელწოდებით ”დიოგენეს ბიბლიოთეკა“. ამ სერიაში

გაერთიანებულია მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურა.

”დიოგენეს ბიბლიოთეკის“ ავტორთა და ნაწარმოებთა დიდი ნაწილი

პირველად გამოიცემა ქართულ ენაზე. სერიაში ბევრ ისეთ წიგნს

შეხვდებით, რომლებსაც კრიტიკოსები აღმატებითი ეპითეტებით

ახასიათებენ: ლეგენდარული, ეპოქალური, უმნიშვნელოვანესი... ჩვენ

კი ასე ვიტყოდით _ ძალიან კარგი წიგნები, რომლებსაც ნამდვილი

მკითხველი დიდხანს ელოდა.

ედით უორტონი პირველი მწერალი ქალია, რომელსაც პულიცერის პრემია მიანიჭეს რომან ”უმანკოების ხანისათვის“.

რომანი ძველი ნიუ-იორკის ცხოვრებას ასახავს. მწერალი ხატოვნად აცოცხლებს გაზით განათებულ ქუჩებს, სასახლეებში გამართულ

მეჯლისებსა და საზოგადოებას, რომლის წევრებიც ”სკანდალს ავადმყოფობაზე მეტად უფრთხიან“. ასეთია ნიულენდ არჩერისა და მისი საცოლის, მეი უელანდის სამყარო. მაგრამ უეცრად, დიდი ხნის

შემდეგ, ნიუ-იორკში ბრუნდება უცნაური, ყველასგან განსხვავებული გრაფინია ელენ ოლენსკა და არჩერის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

ედით უორტონიუმანკოების ხანა

426 გვ.ანი კოპალიანის თარგმანი

10 .70

lari

”სტამბოლი“ 2003 წელს გამოქვეყნდა. ეს ავტობიოგრაფიული წიგნი ცნობილი რომანისტის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება. ”ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც სვამს კითხვას თავის არსებობასთან, არსებობის არსთან, დაბადების ადგილისა და დროის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. რა აზრი დევს ნეტავ მაინცდამაინც მსოფლიოს ამ წერტილში, დროის ამ მონაკვეთში ჩვენს მოვლინებაში? სამართლიანია თუ არა, რომ ლატარიის ბილეთივით შემხვდა ეს ოჯახი, ქვეყანა, ქალაქი, რომელიც უნდა შემყვარებოდა და გულწრფელად შემიყვარდა კიდეც. ხანდახან თავს უბედურად ვგრძნობ, რომ დავიბადე დაქუცმაცებული იმპერიის ნანგრევებსა და მტვერში, სიღარიბისა და სევდისაგან გახუნებულ და დანგრეულ სტამბოლში _ ამ დროს კი შინაგანი ხმა მეუბნება, რომ გამიმართლა“.

ორჰან ფამუქისტამბოლი _ მოგონებები და ქალაქი

540 გვ.თამარ ალფენიძის თარგმანი

12 .50

lari

11 .90

9 .90

13 .90

Page 3: წიგნები ფასდაკლებით - საზაფხილო აქცია

.ge

პელემ გრენვილ ვუდჰაუსიდაიკიდე, ჯივზ!

272 გვ.გია ჭუმბურიძის თარგმანი

იუმორისტული ლიტერატურის კლასიკოსი პელემ გრენვილ ვუდჰაუსი (1881-1975) ინგლისის ქალაქ გილფორდში დაიბადა. კოლეჯში სწავლისას ადგილობრივ ჟურნალსაც რედაქტორობდა და ჩინებული მოკრივეც იყო. სწავლის დამთავრების მერე ბანკში მუშაობდა, თავისუფალ დროს კი წერდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვუდჰაუსი შეერთებულ შტატებში გადასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. ვუდჰაუსი ათობით წიგნის ავტორია, თუმცა რომანებისა და მოთხრობების სერია ჯივზისა და ვუსტერის შესახებ მათ შორის ყველაზე ცნობილია. ინგლისელი არისტოკრატი ბერტი ვუსტერი და მისი გამჭრიახი კამერდინერი ჯივზი მსოფლიო ლიტერატურაში ისევე ცნობილები არიან, როგორც ჰოლმსი და უოტსონი. ”დაიკიდე, ჯივზ!“ ამ სერიის ერთ-ერთი წიგნია.

lari8 .90

უილიამ ფოლკნერიდროშები მტვერში

548 გვ.ზაზა ჭილაძის თარგმანი

”დროშები მტვერში“ უილიამ ფოლკნერის (1897-1962) რომანებიდან პირველია, რომელშიც მოქმედება მწერლის მიერ გამოგონილ

”იოკნაპატოფას ოლქში“ ხდება. 1929 წელს გამოქვეყნებულ წიგნს _ გამომცემლის დაჟინებით _ ”სარტორისი“ დაერქვა, რომანის ტექსტი კი მნიშვნელოვნად შემოკლდა. ”დროშები მტვერში“ _

ავტორისეული სახელწოდებით და სრულად _ მხოლოდ ფოლკნერის გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ _ 1973-ში გამოიცა.

ეს არის მდიდარი სამხრეთული ოჯახის დრამატული ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ვითარდება. 12 .50

lariპოლ ოსტერიმისნის ღამე

324 გვ.ქეთი ქანთარიას თარგმანი

სიდნი ორი, ამ წიგნის პროტაგონისტი, სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. თვეების შემდეგ ის ახალ ცხოვრებას ისე იწყებს, თითქოს ბურანშია _ და აი აქ ხვდები, რომ რეალობის განცდადაკარგულს, ფიზიკურად სრულიად გამოფიტულს, ქუჩაში ექიმის რჩევით ჯიუტად მოლასლასე ადამიანს რეალობა სულ სხვანაირად წარმოუდგება. ყველაფერი, რაც ცხოვრებაში მყარი, თავისთავად მისაღები, მკვიდრად ფესვგადგმული ჩანს, მისთვის აუტანლად მძიმე და დიდია (თავის ლამის უსხეულო არსებობასთან შედარებით), ყველა როლი ცხოვრებაში _ განსაკუთრებული, მწერლის ხელობა კი _ ერთადერთი გასაღები, რომლის მეშვეობითაც ხელახლა შეძლებს რეალობაში შესვლას. 10 .70

lari უმბერტო ეკო, კარდინალი მარტინირა სწამს მას, ვისაც არ სწამს

144 გვ.ხათუნა ცხადაძის თარგმანი

”რა სწამს მას, ვისაც არ სწამს“ _ უმბერტო ეკოსა და კარდინალ მარტინის წერილობითი დიალოგი _ 1996 წელს იტალიაში გამოიცა. საერო კულტურის დიდოსტატი და ეკლესიის

მთავარი თანამედროვე ადამიანის ფუნდამენტურ ღირებულებებზე მსჯელობენ. თანამედროვე აპოკალიფსი საერო და ქრისტიანული თვალთახედვით; ადამიანის

სიცოცხლის ზღვარი; ქალებისთვის დადგენილი შეზღუდვები; მორწმუნეთა და არამორწმუნეთა ეთიკური სირთულეები _ ამ თემებზე საუბრობენ უმბერტო ეკო და

კარლო მარია მარტინი. მათ დიალოგს ცნობილი იტალიელი ინტელექტუალების გამოხმაურება მოჰყვა. მათი წერილები ასევე შედის წიგნში. 5 .30

lari

9 .90

13 .90

11 .90

5 .90

Page 4: წიგნები ფასდაკლებით - საზაფხილო აქცია

ასტრიდ ლინდგრენიყაჩაღის ასული რონია

მაგარი ყდა, 212 გვ.7-12 წლის ბავშვებისათვისილონ ვიკლანდის ილუსტრაციებითამარ ჩიქოვანის თარგმანი

ამ არაჩვეულებრივ საბავშვო წიგნში მოთხრობილია ყაჩაღის ასულ რონიასა და ყაჩაღის ვაჟ ბირკის თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრება ტყეში. ბავშვების მეგობრობას მათი ოჯახების _ მანამდე მოსისხლე მტრების _ შერიგება მოჰყვა.

საბავშვო

ასტრიდ ლინდგრენიპეპი გრძელწინდა

მაგარი ყდა, 340 გვ. 7-12 წლის ბავშვებისათვისინგრიდ ვანგ ნიმანის ილუსტრაციები, ეთერ კუბლაშვილის თარგმანი

პეპი, ანუ პეპილოტა ვიქტუალია რულგარდინა _ კაპიტან ეფრაიმ გრძელწინდას, ზღვების ყოფილი რისხვისა და ზანგების ახლანდელი მეფის ქალიშვილი _ მთელი მსოფლიოს ბავშვების უსაყვარლესი გმირია. ეს წიგნი წითელთმიანი, ჭორფლიანი გოგონას ყოვლად უცნაური თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს.

13 .40

lariასტრიდ ლინდგრენი

სახურავის ბინადარი კარლსონი

მაგარი ყდა, 456 გვ.7-12 წლის ბავშვებისათვის

ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები, ჯენეტ ბაჯელიძის თარგმანი

”დიოგენე“ გთავაზობთ სახურავის ბინადარი კარლსონის _ ასტრიდ ლინდგრენის ამ განუმეორებელი გმირის უსასრულოდ მხიარულ ამბებს. წიგნი ორიგინალის ილუსტრაციებითაა

გაფორმებული, ტექსტი კი რედაქტირებულია წიგნის შვედურ დედანზე დაყრდნობით.

14 .30

lari

ასტრიდ ლინდგრენიჩვენც სალტკროკელები ვართ

მაგარი ყდა, 272 გვ.8-13 წლის ბავშვებისათვისჯენეტ ბაჯელიძის თარგმანი, ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები

ივნისის ერთ მშვენიერ დღეს მოაგარაკეების ოჯახი კუნძულ სალტკროკისაკენ გაემგზავრა: მამა და ოთხი შვილი, გვარად მელკერსონები, სტოკჰოლმის მკვიდრნი. არც ერთი მათგანი არ იყო სალტკროკაზე ნამყოფი და ამიტომაც მოუთმენლად ელოდნენ კუნძულის ნახვას. გაატარეს თუ არა მათ ზაფხული იმ ათასობით სტოკჰოლმელზე უფრო ლამაზად, საინტერესოდ და მხიარულად, რომლებიც შხერებზე ისვენებენ ხოლმე? ძნელი სათქმელია, თუმცა მელკერსონების ოჯახი სწორედ ასე ფიქრობს. 11 .60

lari ასტრიდ ლინდგრენიძმები ლომგულები

მაგარი ყდა, 232 გვ.6-12 წლის ბავშვებისათვის

ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები, თამარ ჩიქოვანის თარგმანი

საბავშვო ლიტერატურის თანამედროვე კლასიკოსის ეს განსაკუთრებული ზღაპარი პირველად გამოიცა ქართულ ენაზე. წიგნი ორი ძმის _ ჯონათანისა და სკორპას ურთიერთერთგულებასა და სიყვარულზე მოგვითხრობს. ამ ზღაპარში

ყველაფერია, რაც საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებს უნდა ახასიათებდეს _ მეგობრობა და თავდადება, გმირები და საზარელი ურჩხულები, იდუმალი

ჯადოსნური ქვეყნები და მარადიული ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის.

11 .60

lari

11 .60

lari

14 .90

12 .90

12 .90

15 .90

12 .90

Page 5: წიგნები ფასდაკლებით - საზაფხილო აქცია

.ge

მარტა ალტესიარრა!

დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები32 გვ.

4-7 წლის ბავშვებისათვის

რაღას არ იგონებს პატარა ძაღლი, ოღონდ კი ოჯახის წევრებს თავი მოაწონოს! ცხადია, იმათაც გულით უნდა უყვარდეთ, მაგრამ ჩვენს ცუგას

ერთი რამ მაინც ვერაფრით გაუგია...

”არრა!“ მარტა ალტესის პირველი წიგნია, რომელიც გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა. პატარა, მოუსვენარი ძაღლის ამბავი სკოლამდელი და

მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

გაბრიელ ვენსანიქუჩის მუსიკოსები

დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ.

8 .90

lari

გაბრიელ ვენსანიერნესტი და სელესტინი პიკნიკზე მიდიან

დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ.4-7 წლის ბავშვებისათვის

”ქუჩის მუსიკოსები“ და ”ერნესტი და სელესტინი პიკნიკზე მიდიან“ გაბრიელ ვენსანის სახელგანთქმული საბავშვო სერიის წიგნებია. მთავარი გმირები _ თაგუნია სელესტინი და დათვი ერნესტი მეგობრები არიან. მათ თავს გადამხდარი მხიარული ამბები უკვე ათწლეულებია, სხვადასხვა ქვეყნისა და თაობის ბავშვების საყვარელი საკითხავია. სერიის ილუსტრაციები კი საბავშვო წიგნის მხატვრობის კლასიკადაა აღიარებული.

8 .90

lari

4 .40

lari

9 .90

9 .904 .90

Page 6: წიგნები ფასდაკლებით - საზაფხილო აქცია

ბარბარა რაიდიკოტრიალა ლექსები

დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, სუპერი32 გვ.4-7 წლის ბავშვებისათვის

„კოტრიალა ლექსები“ ინგლისური საბავშვო პოეზიის კლასიკური ნიმუშების კრებულია. ქართულ ენაზე ნათარგმნი თოთხმეტი ლექსი დასურათებულია ცნობილი კანადელი მწერლისა და ილუსტრატორის _ ბარბარა რაიდის მიერ. ილუსტრირების მისეული მეთოდი უნიკალურია: წიგნების დასასურათებლად იგი ფიგურებს პლასტილინისგან ძერწავს.

საბავშვო

ალის ბრიერ-აკე, სელია შოფრეპიერი და მთვარე

დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა32 გვ.4-7 წლის ბავშვებისათვის

„პიერი და მთვარე“ პატარა ბიჭის ამბავია, რომელსაც დედისთვის მსოფლიოში საუკეთესო საჩუქრის _ ნამგალა მთვარის მირთმევა განუზრახავს. ლექსის ფორმით მოთხრობილი ამბავი უჩვეულო ილუსტრაციებითაა გაფორმებული, რამაც განაპირობა წიგნის პოპულარულობა როგორც პატარებში, ისე დიდებში. 9 .80

lari

სემ მაკბრეტნი, ანიტა ჯირემიაბა გამოიცანი, როგორ მიყვარხარ

დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა32 გვ.

4-7 წლის ბავშვებისათვის

ზოგჯერ, როცა ვინმე ძალიან, ძალიან გიყვარს, მთელი გულით გინდა გააგებინო, რა დიდია შენი სიყვარული. მაგრამ ციცქნა და

დიდმა წაბლისფერმა ყურცქვიტებმა აღმოაჩინეს, რომ სიყვარულის გაზომვა არც ისე ადვილია.

ეს წიგნი თანამედროვე საბავშვო ლიტერატურაში მოვლენად იქცა. მსოფლიო მასშტაბით წიგნის თვრამეტ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და უკვე თხუთმეტი წელია, რაც წაბლისფერი ყურცქვიტები

მრავალი ქვეყნის ბავშვების საყვარელი გმირები არიან.

8 .90

lari

9 .80

lari

10 .909 .90

10 .90

Page 7: წიგნები ფასდაკლებით - საზაფხილო აქცია

.ge

ვოლფ ერლბრუხი, ვერნერ ჰოლცვართიპატარა თხუნელას ამბავი, რომელსაც

უნდოდა გაეგო, ვინ უქნა თავზე

დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა28 გვ.

4-7 წლის ბავშვებისათვის

„პატარა თხუნელას ამბავი“ მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული წიგნია. მასში მოთხრობილი უჩვეულო,

ტრადიციული საბავშვო წიგნებისაგან განსხვავებული ისტორია და მოუსვენარი მთავარი გმირი ბავშვებს განსაკუთრებით

ამხიარულებს. სიმართლის გარკვევის სურვილით შეპყრობილი პატარა თხუნელა წიგნის გამოსვლისთანავე გახდა

თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟი.

სელმა მანდინი უთვალავი კოცნა

ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა 28 გვ.

„როგორია კოცნა?“ კითხულობს ცნობისმოყვარე პატარა. „კოცნა ისეთი ნაზია, თითქოს ლოყაზე ბამბის ქულა

გელამუნება“. „უთვალავი კოცნა“ კითხვებისა და პასუხებისგან შედგენილი საბავშვო წიგნია და ძირითადად განკუთვნილია იმ

პატარებისთვის, რომლებიც დამოუკიდებლად კითხვას ჯერ ვერ ახერხებენ.

ორი პატარა ადამიანის დიალოგი სელმა მანდინის მიერაა ილუსტრირებული. ეს წიგნი ბევრ ქვეყანაში ბესტსელერად

იქცა. „უთვალავი კოცნა“ პატარების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და, ხშირად, პირველი წიგნია. 8 .90

lari

ბეკი ბლუმი, პასკალ ბიეიწიგნიერი მგელი

დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა 28 გვ.4-7 წლის ბავშვებისათვის

„ერთ პატარა, წყნარ დაბაში მგელი შეწანწალდა...“ საკბილოს ძებნაში მგელი ცხოველების ფერმას მიადგა და უცნაური რამ აღმოაჩინა: ცხოველებს მისი არათუ ეშინოდათ, მგელს აინუნშიც არ აგდებდნენ, რადგან ყველა მათგანი წიგნის კითხვით იყო გართული. მგელმა გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, კითხვა ესწავლა, რადგან არ უყვარდა, როცა ყურადღებას არავინ აქცევდა.

ეს არის მხიარული ისტორია იმის შესახებ, როგორ შეიყვარა ჯიუტმა მგელმა წიგნი, გახდა ყველასთვის საყვარელი მეზღაპრე და ახალი მეგობრები შეიძინა.

7 .10lari

7 .10

lari7.90

7.90

9.90

Page 8: წიგნები ფასდაკლებით - საზაფხილო აქცია

თეა თოფურიაპარადიის არდადეგები

დიდი ფორმატი, მაგარი ყდაია გიგოლაშვილის ილუსტრაციები

76 გვ.

ეს წიგნი ორი მოთხრობისგან შედგება. სათაურად პირველი მოთხრობის სახელწოდებაა გამოტანილი, ხოლო მეორე მოთხრობა _ „მოდრეიფე სოფელი“ _ პირველის გაგრძელებაა.

ეკი პატარა გოგონაა, რომლის მშობლებიც ბევრს მოგზაურობენ და მისთვის ვერასდროს იცლიან. მორიგი მოგზაურობისას ეკი დედ-მამასთან ერთად სასტუმრო „ჩექმებიან კატაში“ დაბინავდება, სადაც უცნაური ამბები ხდება. იმავე სასტუმროში ცხოვრობენ

პარადიის მკვიდრები. ეს ქალაქი გეოგრაფიის არც ერთ წიგნში არ არის მოხსენიებული. პატარა გოგონას ახალი მეგობრები ჰყავს _ ნამცხვრების ცხობის დიდოსტატი

მოლაპარაკე ძაღლი ფრედერიკი, გენერალი გაჩერდიარგაინძრე, კეთილი ორმოცფეხა და სხვა პარადიელები, რომლებთან ერთადაც თავს უჩვეულო ამბები გადახდება.

„მოდრეიფე სოფელში“ მოთხრობილია, როგორ აღმოაჩინეს გემ „წმინდა მარკოზის“ მეზღვაურებმა პარადია და როგორ დააარსეს მსოფლიოში ყველაზე უცნაური, გემებზე

გაშენებული „მოდრეიფე სოფელი“. წიგნი სკოლამდელი და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

გამომცემლობა ”დიოგენე“ წარმოგიდგენთ ასტრიდ

ლინდგრენის პრემიის ნომინანტს საქართველოდან თეა თოფურიას და მის საბავშვო წიგნებს.

საბავშვო

თეა თოფურიაგასაღვიძებელი ზღაპრები ია გიგოლაშვილის ილუსტრაციები168 გვ. 4-7 წლის ბავშვებისათვის

”ეს ზღაპრები იმათთვისაა, ვისაც ძილი უყვარს და ამის გამო სკოლაში უგვიანდება. იკითხება დილაუთენია, ხმამაღლა და მკაფიოდ“ _ ასე იწყება ეს მხიარული კრებული, რომელიც 25 ზღაპრისაგან შედგება.

8.90

lari

8 .90

lari

4 .40

lari

ვანო ჩხიკვაძედათუნიას მაღვიძარა 96 გვ. მაგარი ყდა, 3-6 წლის ბავშვებისათვის საბავშვო ლექსების კრებული

9 .90

9.90

4 .90

Page 9: წიგნები ფასდაკლებით - საზაფხილო აქცია

.ge

ლელა ცუცქირიძეგუდანდარას და გუდუ-გუდუს თავგადასავალი თინა ჩხიკვიშვილის ილუსტრაციები 44 გვ.

ეს წიგნი სკოლამდელი და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი მხიარული ზღაპარია, რომელიც და-ძმისა და თოვლის კაცუნების მეგობრობაზე მოგვითხრობს.

თეა ლომაძეწერილი ბოთლში

ნანა სამანიშვილის ილუსტრაციები80 გვ.

7-12 წლის ბავშვებისათვის

მარიამი პატარა გოგონაა, რომელიც კოხტა ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს. ქალაქის მკვიდრთა ნაწილი მარიამის მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს, მეორე

ნაწილი კი _ ენაზე, რომელიც გოგონამ არ იცის. ქალაქელები ამაზე არ ნაღვლობენ და ერთმანეთთან საურთიერთოდ მესამე ენას იყენებენ, რომელიც ყველამ იცის.

პატარა გოგონა მშვიდად ცხოვრობს მშობლებთან ერთად, სანამ ქალაქში უცნაური ამბები არ დაიწყება... 4 .40

lari

თეა ლომაძეპალომა _ უცნაური მეფის ასული ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა 152 გვ.8-13 წლის ბავშვებისათვის

ბავშვობაში ყველა გოგონა ოცნებობს მეფის ასულობაზე, მაგრამ ყველა პრინცესა რომ ერთნაირი არ არის? ზოგი მათგანი უცნაურია. უცნაურია იმიტომ, რომ ჩვეულებრივ გოგონას ჰგავს და სულ არ იქცევა ისე, მეფის ასულს რომ შეჰფერის. სწორედ ასეთია ერთი პატარა, ძალიან ლამაზი ქვეყნის მეფის ერთადერთი ასული _ პალომა. ჰოდა, ყველას რომ უკვირდა მისი საქციელი, მანაც სასახლიდან გაპარვა გადაწყვიტა. აი, ასე დაიწყო თავგადასავალი. პალომას ბევრი რამ გადახდა თავს, მაგრამ კეთილი და მგრძნობიარე მეფის ასული არ შეცვლილა, პირიქით _ მან თავად შეცვალა ყველა, ვისაც შეხვდა.

წიგნის ორენოვანი, ქართულ-ინგლისური გამოცემა რუსუდან ფეტვიაშვილის ილუსტრაციებითაა გაფორმებული. 11 .60

lari

4 .40

lari

2 .60

lari

მანანა და ქეთევან აბრამიშვილებიმოდით, მოდით, ბავშვებო!

44 გვ.

დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები,

3-6 წლის ბავშვებისათვის

ამ წიგნში თავმოყრილია მხიარული ლექსები, მოთხრობები, გამოცანები, ენის გასატეხები.

4.90

2.90

12.90

4.90

Page 10: წიგნები ფასდაკლებით - საზაფხილო აქცია

10

სპორტისაყმაწვილო ენციკლოპედიადიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა96 გვ.

ეს ენციკლოპედია სპორტის მთელ მრავალფეროვნებას ასახავს. გაეცნობით სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმოშობისა და განვითარების, მათი წესების ჩამოყალიბების ისტორიას, ოლიმპიურ მოძრაობას. სათითაოდ არის დახასიათებული სპორტის ინდივიდუალური და გუნდური სახეობები, აგრეთვე ისეთი სახეობები, რომლებსაც საგანგებო აღჭურვილობა სჭირდება.ეს ენციკლოპედია ერთნაირად საინტერესოა ბავშვებისა და მოზრდილებისათვის.

საბავშვო

საქართველოს ატლასი მოზარდთათვის. ბუნება და კულტურადიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა52 გვ.

ეს წიგნი 8-დან 14 წლამდე მოზარდებისთვის შეიქმნა. ის საქართველოს ბუნების, კულტურის სიმდიდრისა და მრავალფეროვნების შესახებ მოგვითხრობს. უამრავი ფოტო, ნახატი, რუკა და სხვა თვალსაჩინოება, ზუსტი მეცნიერული ინფორმაცია, უნიკალური მასალა და უახლესი აღმოჩენები წიგნს ნებისმიერი ასაკის მკითხველისათვის საინტერესოს ხდის.

რას ნიშნავს „ირის იბერიკა“?

როდის გამოუშვეს საქართველოში პირველი ქაღალდის ფული?

სად აღმოაჩინეს პირველი ევრაზიელების ნაკვალევი?

ვინ იყვნენ უსტაბაშები?

როგორები არიან ზარნაშო და ჩხურუშტი?

რა განსხვავებაა ჩურჩხელასა და ჯანჯუხს შორის?

პასუხს ყველა კითხვაზე ამ ატლასში იპოვით!11 .60

lari

მუსიკასაყმაწვილო ენციკლოპედია

დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა96 გვ.

ამ ენციკლოპედიაში გაეცნობით მუსიკას, როგორც ხელოვნების უნივერსალურ დარგს; ბევრ რამეს შეიტყობთ კლასიკური, თანამედროვე

და მსოფლიოს ხალხთა მუსიკის შესახებ; ნახავთ, რა ჟანრებად და მიმდინარეობებად იყოფა მუსიკა; ამოიკითხავთ საინტერესო ცნობებს

ინსტრუმენტული და საოპერო მუსიკის, საკრავებისა და მათი ისტორიის შესახებ.

მრავალფეროვანი ინფორმაციის შემცველი, ფოტოებითა და ნახატებით მდიდარი ეს ენციკლოპედია ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების

მკითხველს დააინტერესებს.

13 .40

lari4 .40

lari

12.90

14.90

4.90

Page 11: წიგნები ფასდაკლებით - საზაფხილო აქცია

11

.ge

ჯერომ სელინჯერიკლდის პირზე, ჭვავის ყანაში...

292 გვ.გია ჭუმბურიძის თარგმანი

უცხოენოვან წიგნებს შორის ცოტაა ისეთი, ქართულად რამდენჯერმე რომ ეთარგმნოთ. სელინჯერის „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში...“ ასეთი ბედნიერი გამონაკლისია. 1951 წელს გამოქვეყნებული

რომანი პირველად ვახტანგ ჭელიძემ თარგმნა 60-იან წლებში (წიგნს „თამაში ჭვავის ყანაში“ ერქვა), ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში კი გია ჭუმბურიძის თარგმანი გამოიცა. ჭელიძისეულ ვარიანტთან

შედარებით ახალ თარგმანში მთავარი გმირის _ 17 წლის ჰოლდენ კოლფილდის მეტყველება (40-იანი წლების ამერიკული სლენგი) მეტადაა დაახლოებული სასაუბრო ენას.

სელინჯერი ერთ წერილში აღნიშნავდა, რომ ამ „წიგნის მთელი ღირსება მთხრობელის ხმაშია“. მთხრობელი კი ერთი აყლაყუდა თინეიჯერია, მოფარიკავეთა გუნდის კაპიტანი, რომელიც თმას

ყოველთვის ისე მოკლედ იკრეჭს, რომ სავარცხელიც კი არ სჭირდება. ოთხი სკოლიდანაა გაგდებული, კინო ჭირის დღესავით სძულს და ისეთი წიგნები უყვარს, წაკითხვის მერე რომ ინატრებ _ ნეტა მე და ამის დამწერი ვძმაკაცობდეთო. აბდაუბდა, ჟარგონით სავსე მეტყველება, მთავარი თემიდან ხშირად

გადახვევა და დეტალების სიყვარული ჰოლდენ კოლფილდის ხმას სამუდამოდ გამახსოვრებს.

პროზა

ჯერომ სელინჯერიცხრა მოთხრობა 268 გვ. ვახტანგ ჭელიძის, თამარ ჯაფარიძის, გია ბერაძის თარგმანები

ჯერომ სელინჯერის ”ცხრა მოთხრობა“ პირველად 1953 წელს გამოიცა.

მოთხრობების უმეტესობა ქართველი მკითხველისთვის კარგად ნაცნობია.

”ბანანათევზის ამინდი“,

”ძღვნად ესმეს“ და სხვ. ჯერ კიდევ სამოციან წლებში

ითარგმნა ქართულად. წიგნში შესული თარგმანების ნაწილი პირველად ქვეყნდება.

”ცხრა მოთხრობა“ სელინჯერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია.

7 .10

lari

ჯერომ სელინჯერიფრენი და ზუი

184 გვ.გია ჭუმბურიძის თარგმანი

ჯერომ სელინჯერის ”ფრენი და ზუი“ გლასების ოჯახის შესახებ

შექმნილი მოთხრობების ციკლის ნაწილია. წიგნი 1961 წელს გამოიცა და ორ მოზრდილ მოთხრობას აერთიანებს. ფრენი და ზუი (და-ძმა), მათი უფროსი ძმების მსგავსად და დიდწილად მათი მეცადინეობით, ბავშვობიდან გამორჩეულები იყვნენ. მათ

ვუნდერკინდებად მოიხსენიებდნენ.

ადამიანური ურთიერთობები, კონფლიქტი გარე სამყაროსთან და საკუთარ თავთან, ძენ ბუდიზმი და ინდური ფილოსოფია წიგნის მთავარი თემებია. ზედმეტად მგრძნობიარე და

გაუწონასწორებელ მთავარ გმირებს მწერალი განსაკუთრებული იუმორითა და სითბოთი აღწერს.

7 .10

lariჯერომ სელინჯერიჭერი ასწიეთ, დურგლებო!სიმორი _ შესავალი 264 გვ.ვახტანგ ჭელიძის და ლელა დუმბაძის თარგმანები

წიგნი პირველად 1963 წელს გამოქვეყნდა. ”ჭერი ასწიეთ, დურგლებო!“ და

”სიმორი _ შესავალი“

მჭიდრო კავშირშია სელინჯერის სხვა ორ წიგნთან: ”ცხრა მოთხრობასა“ და

”ფრენი და ზუისთან“.

”ჭერი ასწიეთ, დურგლებო!“ პირველ პირში მოთხრობილი ამბავია. მთხრობელი ბადი გლასია,

რომელიც აღწერს თავის უჩვეულო ოჯახს და რთულ, თუმცა თბილ ურთიერთობას და-ძმებს შორის.

”სიმორი _ შესავალი“ ასევე გლასების ოჯახზე მოგვითხრობს. კერძოდ, სიმორის _ უფროსი ძმის

შესახებ, რომელიც ოჯახის ყველასგან გამორჩეული წევრია. სელინჯერის სხვა წიგნის _ ”ფრენისა

და ზუის“ მსგავსად ძენ ბუდიზმისა და ინდური ფილოსოფიის თემა აქაც ერთ-ერთი მთავარია. 7 .10lari

7 .10

lari

7.90

7.90

7.90

7.90

Page 12: წიგნები ფასდაკლებით - საზაფხილო აქცია

12

უმბერტო ეკოვარდის სახელი 744 გვ.

„ვარდის სახელი“ ცნობილი იტალიელი მწერლის, სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევრის _ უმბერტო ეკოს პირველი რომანია. წიგნი 1980 წელს გამოქვეყნდა და პოსტმოდერნისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. ეს არის ტექსტი, რომელიც ისტორიული რომანივით მასშტაბური, გოთიკური რომანივით პირქუში და დეტექტივივით მძაფრია.

მოქმედება 1327 წელს იტალიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში ხდება. ფრანცისკელი ბერი უილიამ ბასკერვილელი და მისი ყმაწვილი თანამგზავრი ადსო მონასტერში მომხდარი საზარელი მკვლელობების გამოძიებას ცდილობენ.

წიგნის ბოლოთქმაში უმბერტო ეკო დაწვრილებით აღწერს წიგნის შექმნის ისტორიას, რომელიც თავად რომანზე არანაკლებ საინტერესოა.

2011 წელს „ვარდის სახელის“ თარგმანისთვის ხათუნა ცხადაძემ ლიტერატურული პრემია „გალა“ მიიღო.

პროზა

14 .30

lari

15.90

Page 13: წიგნები ფასდაკლებით - საზაფხილო აქცია

1�

.ge

რობერტ მუზილი სამი ქალი

224 გვ.

სამი მოთხრობისაგან შემდგარი წიგნი, რომელიც მსოფლიო ლიტერატურის

შედევრად ითვლება. მოთხრობები თენგიზ პატარაიამ თარგმნა. წიგნს ახლავს დავით

დავლიანიძის ბოლოსიტყვაობა.

„მათთვის, ვინც ინტელექტუალურ თავგადასავალს ეძებს“; „უთვისებო კაცი“ მკითხველისგან ისეთსავე გაბედულებას ითხოვს, როგორსაც მოსალოდნელი ხიფათი და სიძნელეები მსოფლიოს გარშემო მოგზაურისგან; „უკიდურესად ირონიული და ამასთან უტოპიური...“ _ ასე აფასებდნენ რობერტ მუზილის ამ რომანს ავტორის თანამედროვენი.მუზილი თითქმის მთელი ცხოვრება მუშაობდა „უთვისებო კაცზე“, რომელიც დაუმთავრებელი დარჩა. 1930-1940-იან წლებში ტექსტი ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნდა. 1952 წელს რომანი ორ ტომად გამოიცა და ფართო საზოგადოების ყურადღებაც ამის შემდეგ მიიპყრო.

„უთვისებო კაცის“ თარგმანისათვის მაია ბადრიძეს ლიტერატურული პრემია „გალა“ მიენიჭა.

რობერტ მუზილი უთვისებო კაცი მეორე ნაწილი496 გვ.

რობერტ მუზილი უთვისებო კაცი პირველი ნაწილი680 გვ.

17 .90

lari17 .90

lari

4 .40

lari

19.90 19.90

4.90

Page 14: წიგნები ფასდაკლებით - საზაფხილო აქცია

1�

ორჰან ფამუქიუმანკოების მუზეუმი 712 გვ.ეკა ახვლედიანის თარგმანი

ორჰან ფამუქი პირველი თურქი რომანისტია, რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა. მწერალი 1952 წელს დაიბადა სტამბოლში. „რობერტ კოლეჯის“ დამთავრების შემდეგ არქიტექტურას სწავლობდა, თუმცა საბოლოოდ სწავლას თავი ანება და გადაწყვიტა, მწერალი გამხდარიყო.

„უმანკოების მუზეუმი“ ორჰან ფამუქის ბოლო რომანია, რომელიც 2008 წელს გამოვიდა.

30 წლის ქემალისა და 18 წლის ფუსუნის სიყვარულის ისტორია 1970-80-იან წლებში ვითარდება. როგორც მწერლის თითქმის ყველა წიგნში, აქაც ერთ-ერთი მთავარი გმირი სტამბოლია _ ევროპული ყაიდის პროსპექტებით და აზიური ქალაქის ჩიხებით, დიდებული მეჩეთებითა და ღარიბთა უბადრუკი უბნებით.

„უმანკოების მუზეუმის“ წერისას ფამუქი რეალურ მუზეუმსაც ქმნიდა _ ადგილს, სადაც რომანში აღწერილ სიყვარულის ისტორიასა და, ზოგადად, ეპოქასთან დაკავშირებულ ნივთებს გამოფენდა. მუზეუმი 2012 წელს გაიხსნა წიგნში აღწერილ სტამბოლის ერთ-ერთ უბან ჩუქურჯუმაში.

პროზა

17 .90

lari

19.90

Page 15: წიგნები ფასდაკლებით - საზაფხილო აქცია

1�

.ge

ყურბან საიდიალი და ნინო 272 გვ.მაია მირიანაშვილის თარგმანი

რომანში მოთხრობილია აზერბაიჯანელი არისტოკრატული ჩამომავლობის ჭაბუკის ალი შირვანშირისა და ქართველი თავადის ასულის ნინო ყიფიანის სიყვარულის ისტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციის ფონზე ვითარდება.

წიგნი პირველად 1937 წელს გამოიცა ვენაში, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გარემოებათა წყალობით კვლავ აღმოჩნდა ყურად–ღების ცენტრში და ახლა მსოფლიო ბესტსელერების სიაშია.

მილან კუნდერაშეუცნობელი

222 გვ.ნანა იაშვილის თარგმანი

მილან კუნდერა _ თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩეხი რომანისტი 1929 წელს ბრნოში დაიბადა.

უნივერსიტეტში ჯერ ფილოსოფიას სწავლობდა, მოგვიანებით კი სწავლა კინოს ფაკულტეტზე განაგრძო. 1968 წელს

კუნდერა საბჭოთა ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შესვლის საწინააღმდეგო გამოსვლებში მონაწილეობდა, რის გამოც

მისი წიგნები ბიბლიოთეკებიდან ამოიღეს, თავად მწერალს კი პუბლიკაცია აეკრძალა. 1979 წელს მილან კუნდერას

ჩეხოსლოვაკიის მოქალაქეობა ჩამოართვეს. მას შემდეგ მწერალი საფრანგეთში ცხოვრობს. 90-იანი წლებიდან

კუნდერა ფრანგულად წერს. 2000 წელს გამოქვეყნებული „შეუცნობელი“ მწერლის ბოლო რომანია.

6 .20

lari

ბორის ვიანიგულსაგლეჯი 246 გვ.პაატა ჯავახიშვილის თარგმანი

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და საინტერესო შემოქმედის _ ბორის ვიანის „გულსაგლეჯი“ 1953 წელს გამოქვეყნდა და ომისშემდგომ ფრანგულ ლიტერატურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

4 .40

lari

ნიკოლას სპარკსიდღიური

208 გვ.თამარ ჯაფარიძის თარგმანი

„დღიური“ ნიკოლას სპარკსის პირველი და ყველაზე სახელგანთქმული რომანია. წიგნი 1996 წელს გამოიცა და

დღესაც მსოფლიო ბესტსელერების სიაშია, ნიკოლას სპარკსი კი _ ხმაურიანი დებიუტის წყალობით _ სხვადასხვა თაობისა

და გემოვნების მკითხველის საყვარელ მწერლად იქცა. ამ წიგნისა და მისი ავტორის არნახულ პოპულარულობას ხელი

მის მიხედვით 2004 წელს გადაღებულმა ფილმმაც შეუწყო.

6 .20lari

6 .20

lari

6.90

6.90

4.90

6.90

Page 16: წიგნები ფასდაკლებით - საზაფხილო აქცია

1�

პენაკირომანივით საკითხავი

238 გვ. ია ბერსენაძის თარგმანი

ეს წიგნი იმაზეა, როგორ უნდა შევაყვაროთ ბავშვებს, ახალგაზრდებს კითხვა. კი არ ვაიძულოთ, ძალა დავატანოთ,

არამედ შევაყვაროთ. ეს არის უნატიფესი ლიტერატურული გემოვნებით და დახვეწილი ფრანგული იუმორით დაწერილი

ამბავი იმაზე, რომელ ასაკში როგორ უნდა მივუდგეთ ჩვენს შვილებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, რათა ის „უკურნებელი სენი“ შევყაროთ, რასაც ლიტერატურის და ზოგადად კითხვის

სიყვარული ჰქვია. ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს მეცნიერული ენით დაწერილი მეთოდოლოგიაა. ეს „რომანივით

საკითხავია“, რომელშიც თითოეული ჩვენგანი აუცილებლად იპოვის საკუთარ თავს.

პროზა

კენ კიზი...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა 412 გვ.ზაზა ჭილაძის თარგმანი

XX საუკუნის ლეგენდარული რომანი, რომლის მიხედვით სახელგანთქმულმა მილოშ ფორმანმა ხუთი მთავარი „ოსკარის“ მფლობელი ფილმი გადაიღო.

10 .70

lari

პატრიკ ზიუსკინდისუნამო

336 გვ.ნატალია ნადირაშვილისა და ეკა რაისნერის თარგმანი

„სუნამო“ პირველად 1985 წელს შვეიცარიაში გამოიცა. წიგნი რამდენიმე ათეულ ენაზეა ნათარგმნი და თანამედროვე გერმანულენოვან ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანია.

მოქმედება მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთში ვითარდება. ჟან-ბატისტ გრენუი _ რომანის მთავარი გმირი _ გამძაფრებული ყნოსვითაა დაჯილდოებული. მას შეუძლია ისეთი სურნელიც

კი შეიგრძნოს, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანისთვის შეუმჩნეველია და, შესაბამისად, არც სახელი აქვს. ნებისმიერი არომატი მისთვის თანაბრად საინტერესოა და გრენუიც

გამძაფრებული ინტერესით შეისწავლის მათ. ეს არის სრულყოფილი სუნამოს შექმნისა და ძალაუფლების ვნებით შეპყრობილი გენიალური პარფიუმერის ისტორია, რომელიც საბოლოოდ

სწორედ ამ სრულყოფილების მსხვერპლი ხდება.

7 .10

lari

ჟან ჟენენოტრ-დამ-დე-ფლერი 480 გვ.გიორგი კახაბერის თარგმანი

„ნოტრ-დამ-დე-ფლერი“ (ყვავილების ღვთისმშობელი) ფრანგი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის ჟან ჟენეს სადებიუტო რომანია. იგი პირველად 1943 წელს გამოქვეყნდა. მარგინალი, შეშლილი, მამათმავალი, გენიოსი _ ეს ჟენეს მიმართ ყველაზე ხშირად გამოყენებული ეპითეტებია. ჟენეს ავტობიოგრაფიული წიგნი საპყრობილეში, მორიგი სასჯელის მოხდისას დაიწერა. პერსონაჟების უმრავლესობას რეალური პროტოტიპები ჰყავს. პირველ პირში დაწერილი რომანი უსიუჟეტოა. ავტორი პარიზელი კრიმინალებისა და ჰომოსექსუალისტების ცხოვრებას აღწერს. აქ ჟარგონს დახვეწილი პოეტური შედარებები ცვლის, ინტიმური სცენების დეტალურ აღწერას კი – ღრმა ფილოსოფიური რეფლექსია.

8 .90lari

6 .20

lari

11.90

7.90

9.90

6.90

Page 17: წიგნები ფასდაკლებით - საზაფხილო აქცია

1�

.ge

გელა ჩქვანავაჭიანჭველები

260 გვ.

გელა ჩქვანავას კრებულში ბოლო წლების განმავლობაში დაწერილი 13 მოთხრობა შევიდა,

რომლებიც ავტორმა საგულდაგულოდ შეარჩია და წიგნად აქცია. მოთხრობების ნაწილი სხვადასხვა

დროს ლიტერატურულ პერიოდიკაში დაიბეჭდა, ნაწილს კი მკითხველი პირველად გაეცნობა.

გელა ჩქვანავა თანამედროვე ქართველი მწერალია, რომელმაც ბოლო წლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ლიტერატურული ჯილდო და ქართველი და უცხოელი ლიტერატორების ყურადღება დაიმსახურა. ცხოვრების სტილისა და შემოქმედებითი პრინციპების გამო ის იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში. გამომცემლობა

”დიოგენე“ ამ კატალოგში

გელა ჩქვანავას სამ წიგნს წარმოგიდგენთ.

გელა ჩქვანავადაუმთავრებელი ამბავი

280 გვ. 5 ლარი

„დაუმთავრებელი ამბავი“ ომზე დაწერილი მოთხრობების კრებულია. წიგნის მთავარი,

ყველაზე ვრცელი მოთხრობის გმირი ყოფილი ბოევიკია, რომელიც მოგონებებით ცოცხლობს

და რომლისთვისაც ომი ჯერ არ დამთავრებულა. ის ებრძვის სურვილს, ომის სასტიკი კანონით

გაუსწორდეს უსამართლობის ჩამდენთ.

ამ მოთხრობების, ისევე როგორც გელა ჩქვანავას ბევრი სხვა ნაწარმოების კითხვისას ნათლად

იგრძნობთ, რას ნიშნავს, როცა ნამდვილი მწერალი ომს „შიგნიდან“ ხედავს და აღწერს.

6.20

lari

გელა ჩქვანავასოდგარენელი შ 204 გვ.5 ლარი

კრებული ოთხი მოზრდილი მოთხრობისაგან შედგება. „მონადირე“, „სოდგარენელი შ“, „აგარაკზე“ და „ნიკო“ გელა ჩქვანავას ძველი მოთხრობებისგან საგრძნობლად განსხვავდება. მთელი წიგნი სასპენსის ეფექტზეა აგებული. ძნელია განსაზღვრო, სად ხდება მოქმედება _ აქ ზღაპრული და რეალური სამყარო ბუნებრივად იკვეთება, დრამატულ ეპიზოდებს კი ხშირად კომიკური სცენები ცვლის.

6.20

lari

6.20

lari

ქართველი ავტორები

6.90

6.90

6.90

Page 18: წიგნები ფასდაკლებით - საზაფხილო აქცია

1�

კოტე ჯანდიერი კონკიას ღამე 324 გვ.

კრებულში „კონკიას ღამე“ შესულია მწერლის მიერ ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე შექმნილი ცხრა მოთხრობა. ჟანრულად და ფორმის თვალსაზრისით წიგნი ძალზე მრავალფეროვანია. მოთხრობებს წინ უძღვის ესე „სიტყვა და წიგნი“. თანამედროვე ქართული ეპისტოლარული პროზის შესანიშნავი ნიმუშია „საოჯახო ქრონიკა“. სხვა მოთხრობებში მოქმედება ხდება საქართველოში განვითარებული ისტორიული და საზოგადოებრივი მოვლენების ფონზე. გმირები ძირითადად ჩვენი თანამედროვეები არიან. ავტორი დიდი ფსიქოლოგიური სიზუსტით ხატავს მათ პორტრეტებს.

განსაკუთრებული ყურადღების ღირსია მოთხრობა „გლობალიზაცია“. მთავარი გმირია მოხუცი ქართველი გლეხი. იგი მოგვითხრობს თავისი ცხოვრების ამბავს, რომელიც წარიმართა საქართველოში განვითარებული ისტორიული მოვლენების ფონზე _ საქართველოს გასაბჭოებიდან 90-იანი წლების ჩათვლით _ და მთლიანად ამ მოვლენებთანაა გადაჯაჭვული.

ამ კრებულისთვის კოტე ჯანდიერს ლიტერატურული პრემია „საბა“ მიენიჭა.

ქართველი ავტორები

თამთა მელაშვილიგათვლა

72 გვ.

„გათვლა“ თამთა მელაშვილის სადებიუტო წიგნია. ეს არის ამბავი, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას

ხდებოდეს. წიგნში არც კონკრეტული თარიღია ნახსენები და არც რაიმე გეოგრაფიული სახელი. კონფლიქტის ზონაში მდებარე

პროვინციულ ქალაქში მცხოვრები ორი თინეიჯერი გოგონას ამბავი ცალკეული ეპიზოდებისგან შედგება და კვირის დღეების მიხედვითაა

დასათაურებული. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება ომის ფონზე ხდება, აქ არსად ისმის ქვემეხების გრიალი, დაჭრილი ჯარისკაცების გმინვა და პატრიოტული შეძახილები. ქართული ენისთვის უჩვეულო სინტაქსური კონსტრუქციის მიუხედავად, მწერლის ენა ზედმიწევნით

მარტივია.

2011 წელს წიგნი ლიტერატურული პრემია „საბათი“ აღინიშნა.

2012 წლის გაზაფხულზე „გათვლა“ გერმანულ ენაზე გამოიცა შვეიცარიაში.

4.40

lari

7.10

lari7.90

4.90

Page 19: წიგნები ფასდაკლებით - საზაფხილო აქცია

1�

.ge

ზაალ სამადაშვილიავტოპორტრეტი წიგნების ფონზე

158 გვ.

„ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ ზაალ სამადაშვილის ბოლო წლების ჩანაწერებს აერთიანებს.

„მე ხომ იმ ადამიანებს, იმ სურათებს და იმ ხმებს ვიხსენებ, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს პიროვნების, სახელად „ზაალ სამადაშვილის“ ჩამოყალიბებაში. მე ხან ვიღაცასავით

ვწერ, ხან ვიღაცასავით ვლაპარაკობ, ხან ვიღაცასავით ვიქცევი და მერე გონებას ვძაბავ, რომ დავადგინო _ ვინ არის ის ვიღაც? ჯონ

ლენონი, ტომას ვულფი თუ მამაჩემი...“

გურამ მეგრელიშვილიმოდელი 18/12

220 გვ.

თანამედროვე ქართული პროზის მკითხველთათვის გურამ მეგრელიშვილის სახელი უკვე კარგად ნაცნობია. მიუხედავად

იმისა, რომ მწერალი საკმაოდ ახალგაზრდაა, იგი უკვე რამდენიმე წიგნის ავტორია. მის პროზას მკითხველის ინტერესთან ერთად არც ლიტერატურული კონკურსების ჟიურის ყურადღება აკლია.

გურამ მეგრელიშვილი არაერთხელ ყოფილა სხვადასხვა კონკურსის ნომინანტი თუ გამარჯვებული. რომანში „მოდელი 18/12“ მწერალი მისთვის ჩვეული მსუბუქი სტილით ხლართავს

ნახევრად დეტექტიურ, ნახევრად ფანტასტიკურ ისტორიას.

6.20

lari

გურამ მეგრელიშვილიადამიანის ქალაქი 268 გვ.4 ლარი

„ადამიანის ქალაქი“ გურამ მეგრელიშვილის მოთხრობების კრებულია, რომელიც შვიდ მოთხრობას აერთიანებს. მოცულობის გათვალისწინებით, რამდენიმე მოთხრობას შეიძლება მცირე რომანიც ეწოდოს.

კრებული სტილის თვალსაზრისით და თემატურად ძალზე მრავალფეროვანია. ამ შედარებით პატარა წიგნში თავმოყრილია ბიბლიურ თემატიკაზე შექმნილ ტექსტები, თანამედროვე თბილისური ყოფის ამსახველი სახალისო ისტორიები, სამეცნიერო ფანტასტიკა. წიგნის გმირები: წმინდანები, ავაზაკები, შეშლილები, გლეხები, ლოთები, თბილისელი კრიმინალები იმ რთული, თუმცა სახალისო თამაშის ნაწილს წარმოადგენენ, რომლის წესებსაც მწერალი მოთხრობიდან მოთხრობამდე ცვლის და რომლის მეშვეობითაც მკითხველის გაუნელებელ ინტერესს ინარჩუნებს. 6.20

lari

4.40

lari

4.90

6.90

6.90

Page 20: წიგნები ფასდაკლებით - საზაფხილო აქცია

20

დავით წერედიანისვანური სიმღერების

კვალდაკვალ 108 გვ.

წიგნი სვანური ფოლკლორის ნიმუშებს აერთიანებს, რომლებიც დავით წერედიანმა

შეკრიბა და თარგმნა. ახალი გამოცემა წლების წინ გამოსული კრებულის საფუძვლიანად

გადამუშავებული და შევსებული ვარიანტია. წიგნს უძღვის დავით წერედიანისავე შესავალი

წერილი. „სვანური ტექსტების უმეტესობა ლიროეპიკურია. წინამდებარე კრებულში,

ჩემი სუბიექტური მიდრეკილებისდა მიხედვით, იმგვარი ნიმუშები ჭარბობენ, სადაც ლირიკის ხმა

უფრო მკაფიოდ ისმის...“

ქართველი ავტორები

ვახუშტი კოტეტიშვილი, თედო სახოკიაქართული სკაბრეზული ფოლკლორის ნიმუშები112 გვ.

ამ პატარა კრებულში შესულია „უწმაწური“ ხალხური ლექსები, შაირები, გამოცანები, ანდაზები, ხატოვანი სიტყვა-თქმანი, რომლებიც ქართული ენის სიმდიდრესა და მრავალფეროვნებას ბევრისთვის მოულოდნელი კუთხით წარმოაჩენს.

4.40

lari

4.40

lari

თეა თოფურიაეკოციდი76 გვ.

ამ კრებულში შესული ლექსების ნაწილი ლიტერატურულ პერიოდიკასა და ინტერნეტსივრცეში ქვეყნდებოდა, ნაწილს კი მკითხველი პირველად გაეცნობა.

3.50

lari

4.90

4.90

3.90

Page 21: წიგნები ფასდაკლებით - საზაფხილო აქცია

21

.ge

ალექსანდრ ფლორენსკითბილისური ანბანი56 გვ.

ცნობილი რუსი მხატვრის _ ალექსანდრ ფლორენსკის „თბილისური ანბანი“ უჩვეულო წიგნია. ეს არის თბილისის სხვადასხვა ქუჩისა და უბნის გრაფიკული ჩანახატები, რომლებიც ქართული ანბანის მიხედვითაა დალაგებული. ანბანის თითოეულ ასოს თითო ჩანახატი შეესაბამება. მაგალითად, ასო გ-ზე გაბრიაძის თეატრია გამოსახული, ასო ც-ზე კი – ცხრა ძმის ქუჩა.

ალექსანდრ ფლორენსკი თბილისს შესანიშნავად იცნობს და წლის გარკვეულ დროს საქართველოში ატარებს. მის ჩანახატებში ვერ შეხვდებით ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს და ადგილებს, რომლებიც სარეკლამო ბუკლეტებს ამშვენებს. ფლორენსკის თბილისური ტოპოგრაფია ძალიან განსხვავებული და მოულოდნელია. მხატვარი ქალაქის ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ და ხშირად შეუმჩნეველ ადგილებს განსაკუთრებული კუთხით წარმოგვიჩენს. ეს არის ნამდვილი, ცოცხალი თბილისი, ძველი ქალაქის ყოველდღიურობა, რომელიც დეტალების სიმშვიდით გიზიდავს და გაჯადოებს.

13.40

lari

14.90

2.90

saCuqrad

2.60

lari

saCuqrad

ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია 2010, 88 გვ.

ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია 2011, 80 გვ.

2010 წელს გამომცემლობა

”დიოგენემ“ ვახუშტი კოტეტიშვილის

პრემია დააწესა და პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა

კონკურსი ჩაატარა. ასეთი კონკურსი 2011 წელსაც ჩატარდა. ეს ორი

კრებული ამ კონკურსების შედეგად შერჩეულ საუკეთესო თარგმანებს

აერთიანებს. ”ბათუმელების“

მკითხველს ამ წიგნებს ”დიოგენე“

საჩუქრად გადასცემს.

PENმარათონი 2010 146 გვ.

Penმარათონი ორიგინალური ფორმატის ლიტერატურული კონკურსია, რომელიც

პირველად 2002 წლის გაზაფხულზე ჩატარდა. გთავაზობთ 2010 წლის კონკურსის

ათი საუკეთესო მოთხრობისაგან შედგენილ კრებულს. www.penmaratoni.ge

Page 22: წიგნები ფასდაკლებით - საზაფხილო აქცია

22

დენის ლ. უილკოქსი, გლენ ტ. კამერონისაზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა 640 გვ.ხათუნა მაისაშვილის, მაია გოგოლაძის, თამარ წილოსანის თარგმანი

თანამედროვე, მთელ მსოფლიოში პოპულარული საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითად ცნებებსა და მეცნიერულ მეთოდებს განიხილავს. წიგნში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ახალი ტექნოლოგიებისა და მედიის შემოქმედებითად გამოყენებას.

35.90

lari

ჯონ სტიუარტ მილითავისუფლების შესახებ 256 გვ.

XIX საუკუნის ბრიტანელი ფილოსოფოსისა და ეკონომისტის ეს ნაშრომი 1859 წელს გამოიცა. წიგნმა უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედროვე აზროვნების ჩამოყალიბებაზე და დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას.

ჰენრი მ. ლევინი, პატრიკ ჯ. მაკივანი დანახარჯები – ეფექტიანობის ანალიზი

368 გვ.

ეს წიგნი შეზღუდული რესურსების პირობებში ეფექტიანი საგანმანათლებლო პოლიტიკის

დაგეგმვასა და განხორციელებას ეხება. განკუთვნილია განათლების სფეროს სპეციალისტების, მკვლევრების,

სტუდენტებისათვის.

8.90

lari

4.40

lari

4.90

9.90

39.90

Page 23: წიგნები ფასდაკლებით - საზაფხილო აქცია

.ge

11.60

lari

5.90

12.90

ცისანა ბიბილეიშვილი, ლია დარაშვილი, რუსუდან ჩაგანავა

ფრანგულ-ქართული ფრაზეოლოგიური ლექსიკონი

552 გვ.

შეიცავს 21 ათასზე მეტ ფრაზეოლოგიზმს.ლექსიკონი დიდ დახმარებას გაუწევს როგორც

ფრანგული ენის სპეციალისტებს და მთარგმნელებს, ისე დაინტერესებულ მკითხველს.

5.30

lari

ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი 372 გვ. შეადგინა თამარ ბეროზაშვილმა

ამ აკადემიურ გამოცემაში ასახულია სკოლაში შესასწავლი საპროგრამო ლიტერატურული ტექსტების ლექსიკა და ფრაზეოლოგია.

ლექსიკონი დაეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვაგვარი ლიტერატურული ტექსტების აღქმასა და გაგებაში, გაუმდიდრებს მათ ლექსიკურ მარაგს და განუვითარებს მშობლიური ენის გრძნობასა და სიყვარულს.

თამაზ ვასაძე ვეფხისტყაოსანი

კომენტირებული ტექსტი და ანალიტიკური გზამკვლევი

ლიტერატურის შემსწავლელთა და მოყვარულთათვის

376 გვ.

ცნობილი ქართველი ლიტერატორი თამაზ ვასაძე არაერთი პოპულარული სახელმძღვანელოს ავტორია. მისი ამ წიგნის ამოცანაა,

„ვეფხისტყაოსნის“ კვლევა მიუახლოვდეს ნაწარმოების კითხვის, უშუალო აღქმის ცოცხალ პროცესს, რაც გულისხმობს მხატვრულ

რეალობაში თანდათანობით შესვლას, ამ რეალობის თავისებურებათა და კანონზომიერებათა შეცნობას, პოემის „ენის“ დაუფლებას.

წიგნი განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის, ქართული ლიტერატურის შემსწავლელი სტუდენტებისთვის, პედაგოგებისა და

რუსთაველის პოემით დაინტერესებული ყველა მკითხველისთვის.

8.90

lari

9.80

lari

9.90

10.90

ნინო შარაშენიძექართული ენის გრამატიკა (მორფოლოგია)სასკოლო კურსი 160 გვ.

ეს დამხმარე სახელმძღვანელო განკუთვნილია მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის.

Page 24: წიგნები ფასდაკლებით - საზაფხილო აქცია

გამომცემლობა ”დიოგენესა“ და გაზეთ ”ბათუმელების“ ერთობლივი პროექტის სასტარტო აქცია 28 ივნისიდან 9 ივლისამდე გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში:

1. ”დიოგენეს ბიბლიოთეკის“ ნებისმიერი ორი სხვადასხვა წიგნის ყიდვის შემთხვევაში _ მესამე წიგნი საჩუქრად

2. ”დიოგენეს ბიბლიოთეკის“ შვიდივე უკვე გამოცემული წიგნის ფასი ერთად _ 60 ლარი ნაცვლად 77.30-ისა

9-16 ივლისი:

1. ”რომანივით საკითხავი“ _ 5 ლ. 2. საყმაწვილო ენციკლოპედია ”მუსიკა“

_ 10 ლ. 3. ”წიგნიერი მგელი“ _ 5 ლ. 4. ”ერნესტი და სელესტინი პიკნიკზე

მიდიან“ + ”ერნესტი და სელესტინი _ ქუჩის მუსიკოსები“ _ 10 ლ.

16-23 ივლისი:

1. ”კოტრიალა ლექსები“ _ 5 ლ. 2. საყმაწვილო ენციკლოპედია ”სპორტი“ _ 3 ლ.

3. ”პარადიის არდადეგები“ _ 5 ლ. 4. ”არრა“ + ”პიერი და მთვარე“ _ 10 ლ.

23-30 ივლისი:

1. ”ვარდის სახელი“ _ 10 ლ.

2. ”... გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“ _ 7 ლ. 3. ლინდგრენის ხუთივე წიგნი ერთად _ 50 ლ. ნაცვლად 69.50-ისა

თქვენ ალბათ უკვე დაათვალიერეთ

კატალოგი და ნახეთ, რომ 2012 წლის

მთელი ზაფხულის განმავლობაში

”დიოგენეს“ ნებისმიერი წიგნი

ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ.

გარდა ამისა, გადავწყვიტეთ,

შემოგთავაზოთ სპეციალური

ყოველკვირეული აქციები _

განსაკუთრებული ფასდაკლება

რომელიმე კონკრეტულ წიგნზე ან

წიგნების ბლოკზე.

ისარგებლეთ ჩვენი აქციებით და

მოუწყვეთ პატარა დღესასწაული ოჯახის

წევრებს, მეგობრებსა და საკუთარ თავს !

30 ივლისი-6 აგვისტო:

1. ”აბა გამოიცანი, როგორ მიყვარხარ“ _ 5 ლ. 2. ”კონკიას ღამე“ _ 5 ლ. 3. ”ჭიანჭველები“ _ 5 ლ. 4. ”წერილი ბოთლში“ + ”კოტრიალა

ლექსები“ _ 10 ლ.

6-13 აგვისტო:

1. ”უმანკოების მუზეუმი“ _ 15 ლ.

2. ”დიოგენეს ბიბლიოთეკის“ ნებისმიერ წიგნზე 20% ფასდაკლება

2. ”აბა გამოიცანი, როგორ მიყვარხარ“ +

”გუდანდარა და გუდუ-გუდუ“ _ 10 ლ.

13-20 აგვისტო:

1. ”დღიური“ _ 5 ლ. 2. ”ადამიანის ქალაქი“ + ”მოდელი 18/12“

_ 10 ლ. 3. ”შეუცნობელი“ + ”უთვალავი კოცნა“ +

”მუსიკა“ _ 20 ლ.

20-27 აგვისტო:

1. ”რომანივით საკითხავი“ _ 5 ლ. 2. ”სოდგარენელი შ“ _ 5 ლ. 3. ”საქართველოს ატლასი“ + ”ქართული

ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი“ _ 15 ლ.