რიცხვების სამყარო

7
რრრრრრრ რრრრრრრ რრრრრ რრრრრრ რრრრრრრრ V კკკკკკ კკკკკკკკ კკკკკკკკ კკკკკკ კკკკკკკკ კკკკკკკკკ კკკკკკკკკკკ კკკკკკკკკ კკკკკკკ კკკკკკკ კკ კკკკკ კკკკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკ კკკკკკკკკკ. კკკკკკკკ კკკკკკკკკ კკკკ კკკკკკკკკ კკკკკკკკ: კკკკკ, კკკკკ კკ კკკკკ კკკკკკ კკკკკკკ კკ კკკკკკკკ, კკკკკკკკ კკკკ კკკ კკკკკკკკკ კკ კკკკკკკ კკკკკკკკ კკ კკკკკკკკ კკ კკკკკკკ კკ კკკ კკკკკკ კკკკკკკკკკკკკკ კკკკკკკკ. კკკკკკკკკკკკ კკკკკკკკ კკკკკკკკ კკკკ კკკკკკკკკკ კკკკკ კკკკკკკკ კკკკკკკკ კკკკკკ კკკკკკკკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკ. კკკკკკკკ კკკკკკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკ კკკკკკ კკკკკკკ კკკკკკკ კკკკკკკკკკკკკკ კკკკკკკკ. 1. რრრრრრრ რრრრრრრრრრ (კკკკკკ, კკკ კკკკკკკკკკკკ კკკკკკკკკკ). კკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკ კკ კკკკკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკ კკკკკკკკ კკკკკკკკ, კკკ კკკკ კკკკკკ კკკკკკკკკკკკკ კკ კკკკკკკკკკ კკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკკ კკკკკკკკკკკკ; 2. რრრრრრრრრრრრ რრრრრრრრრრ. კკკკკკკკკკკკ კკკკკკკკკკ კკკკ კკ კკკკ-კკკკკკკკ კკკკკკკკკკ, კკკკკკკ კკკკკკკკ კკკკკკკკკ კკკკკკკკკ კკკკკკკ კკკკკ კკკკკკკკკ, კკკკკკკკკკ კკკკკკკკკკ კკკკკკ კკკკკკკკკკ, კკკკკკკკ კკკკკ კკკკკკკკკკკკ კკკკკკკ, კკკკკკკკკკკ კკკკკკკკკ. კკ კკკკ-კკკკკკკ კკკკკკკკკ კკკკკკკკ კკკ კკკკკკ კკკკკკკკკკკ, კკკკკკ კკკკ კკკკკკკკ კკკკკკკკკკკკკ; კკკკკ კკ კკკ კკკკკკკკკკკკკ კკკკკ კკკკკ რრრრრრრ რრრრრრ კკ რრრრრრრრრ რრ რრრრრრრრრრ კკკკკკკკკკკკკკ კკკკკკკკ კკკკკკკკკ. რრრრრრრრ რრ რრრრრრრრ რრრრრ რრრრრრ: კკკკკკ კკკკკკ კკკკკკკკკკკკ კკკკკკკკ კკკ კკკკკკ. კკკკკკკ კკკკკკ კკკ 5–6 კკკკკკკკ.

description

Transcript of რიცხვების სამყარო

Page 1: რიცხვების სამყარო

რიცხვთა სამყარო

მოკლე აღწერა

შესავალი

V კლასში ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ვსწავლობთ მრავალნიშნა

რიცხვების ჩაწერას კითხვას და მათზე არითმეტიკული მოქმედებების

შესრულებას. საკითხის შესწავლის დროს წარმოიშვა კითხვები: როდის,

რატომ და როგორ გაჩნდა ციფრები და რიცხვები, რომელსაც დღეს მათ

ვასწავლით და ყველგან იყენებენ ამ რიცხვებს და საერთოდ კი მათ გარეშე

წარმოუდგენელია ცხოვრება. მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობის დროს

გაიღრმავეს ცოდნა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული

სტანდარტების შესაბამისად.

პროექტის განხორციელებით მოსწავლეებმა შეძლეს შემდეგი გამჭოლი

კომპეტენციების დაუფლება.

1. ციფრული წიგნიერება (იგივეა, რაც კომპიუტერული წიგნიერება).

გულისხმობს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების

გამოყენებას სასწავლო პროცესში, რაც ხელს უწყობს შემოქმედებითი და

ინოვაციური მიდგომების გამომუშავებას მოსწავლეებში;

2. რაოდენობრივი წიგნიერება. რაოდენობრივი წიგნიერება არის იმ უნარ-

ჩვევების ერთობლიობა, რომელთა დაუფლება მოსწავლეს უადვილებს

რიცხვის არსის გააზრებას, რაოდენობის სხვადასხვა ხერხით გამოსახვას,

რიცხვებს შორის მიმართებების გაგებას, რაოდენობათა შედარებას. ეს უნარ-

ჩვევები მოსწავლეს სჭირდება არა მხოლოდ მათემატიკის, არამედ სხვა

საგნების შესასწავლადაც;

გარდა ამ ორი კომპეტენციისა ასევე მოხდა სწავლის სწავლა და

სოციალური და სამოქალაქო კომპეტენციების უნარების დაუფლებაც.

მეთოდები და პროცესის მოკლე აღწერა:

მეხუთე კლასის მოსწავლეებმა იმუშავეს ოთხ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფში იყო

5–6 მოსწავლე.

პირველმა ჯგუფმა შეისწავლა და გაარკვია თუ ,,როგორ ისწავლა ადამიანმა

თვლა“. პასუხი გასცეს კითხვას,, როდის, რატომ და როგორ გაჩნდა თვლა

და რიცხვი“.

Page 2: რიცხვების სამყარო

არავინ იცის, როდის გაჩნდა თვლა და რიცხვი, მაგრამ

უკვე რამდენიმე ათეული ათასი წლის წინათ ადამიანები

აგროვებდნენ კენკრასა და ხილს, ნადირობდნენ გარეულ

ცხოველებზე, იჭერდნენ თევზს, აკეთებდნენ ქვის დანებსა

და ცულებს.

მათ სჭირდებოდათ სცოდნოდათ, ეყოფოდათ თუ არა

ნანადირევი შემდეგ ნადირობამდე

ბევრი თევზი დაიჭირეს თუ არა

საჭირო იყო აგრეთვე შეგროვილი ნაყოფის

განაწილება

ადამიანის ყოველდღიური საქმიანობისას

წამოიჭრებოდა საკითხები, რომელთა გადაწყვეტა

ახალი რიცხვებითა და თვლით ხდება.

• თვლის გასაადვილებლად საგნებს

ალაგებდნენ :

• ხუთ-ხუთად ( 5 საგნის ერთობლიობა)

• ათ -ათად ( 10 საგნის ერთობლიობა)

• დუჟინებად ( 12 საგნის ერთობლიობა )

დუჟინი მოხერხებული იყო რადგან, ადვილი იყო მისი გაყოფა: ორ,

სამ,ოთხ და ექვს ტოლ ნაწილად.

• თბილ ქვეყნებში, სადაც ხალხი ფეხშიშველი დადიოდა , თვლისათვის

ხელის თითების გარდა , ფეხის თითებსაც იყენებდნენ.

• ითვლიდნენ ოცეულობით.

• 5 ათასი წლის წინათ კი აღმოსავლეთის ზოგიერთ ქვეყანაში

ითვლიდნენ 60 საგნიან ჯგუფებად ( ხუთეულების დუჟინით).

მეორე ჯგუფმა იმუშავა რიცხვების გამოსახვის დამწერლობის შესახებ.

Page 3: რიცხვების სამყარო

მათ მოიძიეს საინტერესო მასალა,, რიცხვების გამოსახვა ჭდეებით და

კვანძებით“

• ყველაზე ადრეულ ნიმუშად მიჩნეულია ბაბილონური

და ეგვიპტური ჩანაწერები . რიცხვების რომაული

დამწერლობა.

• რიცხვების ჩაწერის რომაული სისტემა შეცვალა

ჩვენთვის ცნობილმა სისტემამ,რომელიც ინდოეთში

შეიქმნა დაახლოებით 1400 წლის წნათ. ამ

სისტემაში ყველა რიცხვი აღინიშნება 10 ციფრის

მეშვეობით:

• 0, 1,2,3,4,5,6,7,8,9

• ციფრის მნიშვნელობა დამოკიდებულია მის პოზიციაზე. ამიტომ

რიცხვის ჩაწერის ასეთ სისტემას უწოდებენ პოზიციურს.

მესამე ჯგუფმა მოიძია და გვამოგზაურა რიცხვების სამყაროში: ქვეყნად

არაფერია რიცხვებზე საინტერესო. ყოველი რიცხვი განუმეორებელია,

ამასთან თვითოეულს რაღაც საგულისხმო თვისება აქვს, ზოგიერთს -

რამდენიმეც კი!

1- ტოლობას ასახიერებს!

2 - უტოლობის დასაწყისია.

• ორი ერთადერთი ლუწი მარტივი რიცხვია.

• მის გარდა არც ერთი ლუწი მარტივი რიცხვი არ არსებობს!

3 - სამკუთხა რიცხვია

• პირველი კენტი მარტივი რიცხვიც არის.

• 3 ̶ წინა ორი რიცხვის ჯამის ტოლია.

ისაუბრეს მეგობარი და ტყუპი რიცხვების შესახებ.

მეოთხე ჯგუფმა - ნატურალური რიცხვების წარმოშობის და აუცილებლობის

შესახებ მოამზადა მასალა. მათ წარმოადგინეს სახალისო მაგალითები

Page 4: რიცხვების სამყარო

ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებების მარტივად შესრულებაზე და

მოქმედებათა თვისებების პრაქტიკულად გამოყენებაზე.

მეხუთე ჯგუფმა - მოიძია მასალა სხვა საგნები რომელსაც ისინი სწავლობენ

თუ როგორ იყენებენ ციფრებს და ნატურალურ რიცხვებს. ნახეს რომ

რიცხვების და ციფრები გამოყენებულია ქართულში, ბუნებისმცოდნეობაში,

ისტორიაში, სპორტში, მუსიკაში და ხელოვნებაშიც. ხელოვნების

მასწავლებელთან ერთად მოამზადეს საინტერესო მასალა ციფრი 7- ის

საოცრების შესახებ.

• თეთრი სინათლე შვიდი

ფერისაგან: წითელის,

ნარინჯისფერის, ყვითელის,

მწვანის, ცისფერის, ლურჯისა და

იისფერისაგან შედგება. როდესაც

მზის სინათლე წვიმის წვეთებს

ეცემა, ის იშლება, წვეთებში

გარდატყდება ცისარტყელას

ქმნის.

ფიფქიასა და შვიდი ჯუჯას ზღაპარი მე-19

საუკუნის გერმანელმა მწერლებმა ,

ძმებმა რიმებმა თავიანთი ზღაპრების

კრებულში შეიტანეს და . ჯუჯებს 1937

წელს უოლტ დისნეის ნახატ ფილმში

შეერქვათ სახელები, რომლებიც ზუსტად

შეეფერებოდა თითოეული მათგანის

ხასიათს : მორცხვი, ჭკუის კოლოფი, გაბრუებული, ბუზღუნა, მხიარული,

მძინარა და ცემინა.

ადამიანის შვიდი ასაკი, სამყაროს შექმნის 7 დღე , კვირის შვიდი

დღე, შვიდი ცა, შვიდი სათნოება, შვიდი კონტინენტი, შვიდჭიდის

სახეობები,

მსოფლიოს შვიდი საოცრება

• გიზას პირამიდები

• ბაბილონის დაკიდებული ბაღები

• როდოსის კოლოსი

• ფაროსის შუქურა

Page 5: რიცხვების სამყარო

• ძევსის ქანდაკება

• ჰალიკარნასის მავზოლეუმი

• არტემიდეს ტაძარი.

პროექტზე მუშაობამ მოსწავლეთა მოტივაცია გაზარდა, მათ მოძიებული

მასალა ისტ-ის მასწავლებლის დახმარებით დაამზადეს საპრეზენტაციო

ფაილები Microsoft PowePoint -ში. საპრეზენტაციო ფორმატები და

ხელოვნების მასწავლებლის დახმარებით წიგნები, რომელშიც მოძიებული

მასალები და სურათები ჩააწყეს.

შედეგები

მოვამზადეთ პრეზენტაცია თემაზე რიცხვთა სამყარო, რომელსაც სასწავლო

რესურსად გამოვიყენებ სხვა კლასებში ამ თემის სწავლების დროს.

დავამზადეთ საპრეზენტაციო ფაილები, მოვაგროვეთ საინფორმაციო

მასალა, ფოტო მასალა, გადავიღეთ ვიდეო. მოვახდინეთ შედეგების

პრეზენტაცია და შეფასება.

დასკვნა

მოსწავლეებმა ძალიან საინტერესოდ იმუშავეს. მუშაობის პროცესში მათი

მოტივაცია უფრო და უფრო იზრდებოდა, მათგან კიდევ უფრო საინტერესო

წინადადებები და იდეები მოდიოდა. ისტ–ის გამოყენებამ ხელი შეუწყო

ცოდნის კონსტრუირებას, კოლაბორაციასა და კლასგარეშე სწავლებას.

პროექტი ინოვაციურია, რადგან განოყენებულია 21– ე საუკუნისათვის

აუცილებელი სწავლების მეთოდები და აქტივობები. პროექტი ხელს უწყობს

სკოლის სასწავლო პროცესის გაუჯობესებას და განვითარების გზების ძიებას.

პროექტის განხორციელებისას გამოყენებულია ისტი და ციფრული

ტექნოლოგიები, რაც სწავლების პროცესს საინტერესოს და

მრავალფეროვანს ხდის.

ისინი მუშაობის დროს თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან და ისტ–ის

მენეჯერთან. შეძინეს უნარ–ჩვევები, რომლებიც მომავალში ყოველდღიურ

ცხოვრებაში გამოადგებათ: პრობლემისადმი კრიტიკულად მიდგომა,

საკუთარი აზრის ეფექტურად ჩამოყალიბება, სხვისი აზრის გათვალისწინება,

ეფექტური თანამშრომლობა, რაც ხელს შუწყობს მათ ჩამოყალიბებას 21-ე

საუკუნის ღირსეულ მოქალაქეებად.

Page 6: რიცხვების სამყარო

შეფასებისას ვისაუბრეთ წარმატებებზეც და პრობლემებზეც. გადავწყვიტეთ

მომავალში გავარძელოთ წილადი რიცხვების წარმოშობის ისტორიის

შესწავლაც.

მათემატიკის მასწავლებელი: სოფიო ფოჩხიძე