საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის...

21
1 ბროშურის შესახებ წინამდებარე ბროშურა მომზადებულია პროექტის საქართველოში დევნილ ხანდაზმულ და დევნილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა  ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ევროკავშირის ფინანსუ- რი მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის “ - PHR. პროექტის მიზანია დევნილ ხანდაზმულ და დევნილ შეზღუდული შესაძ- ლებლობის მქონე ქალთა მიმართ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, დისკრიმინაციის იდენტიფიცირების და ადვოკატირების გზით პრობლემის გადაწყვეტის ხელშეწყობა. დევნილი ქალების ინფორმაციის ნაკლებობა ქვეყანაში არსებულ პროგ- რამებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ხშირად ისინი სწორედ ინფორმაციის სიმწირის გამო ვერ სარგებლობენ ქვეყანაში არსებული სიკეთეებით. აღნიშნული პუბლიკაცია მოიცავს იმ ძირითად საკითხებს, რომელთა დაკავშირებითაც ინფორმაციის მიწოდების საჭიროება პროექტის ფარგლებში PHR-ის მიერ სამიზნე ჯგუფებთან ჩატარებული ჯგუფური შეხვედრებისას გამოიკვეთა. 2015 წელი

description

საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

Transcript of საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის...

Page 1: საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

7/17/2019 საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

http://slidepdf.com/reader/full/-563db8a3550346aa9a9589c3 1/20

1

ბროშურის შესახებ

წინამდებარე ბროშურა მომზადებულია პროექტის “საქართველოშიდევნილ ხანდაზმულ და დევნილ შეზღუდული შესაძლებლობის მქონექალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრა“  ფარგლებში. პროექტიხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ევროკავშირის ფინანსუ-რი მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია “პარტნიორობაადამიანის უფლებებისთვის “ - PHR.

პროექტის მიზანია დევნილ ხანდაზმულ და დევნილ შეზღუდული შესაძ-

ლებლობის მქონე ქალთა მიმართ დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა,დისკრიმინაციის იდენტიფიცირების და ადვოკატირების გზით პრობლემისგადაწყვეტის ხელშეწყობა.

დევნილი ქალების ინფორმაციის ნაკლებობა ქვეყანაში არსებულ პროგ-რამებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.ხშირად ისინი სწორედ ინფორმაციის სიმწირის  გამო ვერ სარგებლობენქვეყანაში არსებული სიკეთეებით. აღნიშნული პუბლიკაცია მოიცავს იმძირითად საკითხებს, რომელთა დაკავშირებითაც ინფორმაციის მიწოდებისსაჭიროება პროექტის ფარგლებში PHR-ის მიერ სამიზნე ჯგუფებთან

ჩატარებული ჯგუფური შეხვედრებისას გამოიკვეთა.

2015 წელი

Page 2: საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

7/17/2019 საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

http://slidepdf.com/reader/full/-563db8a3550346aa9a9589c3 2/20

2

დევნილთა სოციალური დაცვა

საარსებო შემწეობა

საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიცგანკუთვნილია ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისგაუმჯობესებისთვის.

საარსებო შემწეობის გაცემასთან, შეწყვეტასთან, გაანგარიშებასთან, შეჩე-რებასთან, აღდგენასთან და მის მიღებასთან დაკავშირებულ საკითხებსწყვეტს სოციალური მომსახურების სააგენტო.

საარსებო შემწეობის მიღება

იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახი საჭიროებს სოციალურ დახმარებას,მან უნდა მიმართოს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სოციალურიმომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს, შეავსოსდადგენილი ფორმის განაცხადი და დარეგისტრირდეს სოციალურადდაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში.

იმ შემთხვევაში, თუ დევნილი ოჯახის ყველა წევრს შეზღუდული აქვსგადაადგილების შესაძლებლობა, განაცხადის შევსება შესაძლებელია

ოჯახის საცხოვრებელ ადგილზე (სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტისდროს).

საარსებო შემწეობის მიღების ახალი მეთოდოლოგია

2015 წლის 1-ლი აპრილიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვისსტატუსის მინიჭების ახალი მეთოდოლოგიით, სოციალურად დაუცველისსტატუსის მიმღები შეიძლება გახდეს ოჯახი, რომელსაც არ აქვს შემო-სავალი ან შემოსავლის მომტანი რაიმე სახის ქონება. მაგალითად:

დამატებითი ბინა, სახნავ-სათესი სავარგულები, ავტომობილი, ხოლოპირველადი საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საყოფაცხოვრებო საგნებისარეიტინგო ქულის განსაზღვრისას მხედველობაში აღარ მიიღება.სარეიტინგო ქულის განსაზღვრისას გათვალისწინებული იქნება ოჯახისსაჭიროება, თუ ოჯახში არის ავადმყოფი ან შეზღუდული შესაძლებლობისმქონე პირი.

ზემოაღნიშნული ცვლილებების მიხედვით, სოციალურად დაუცველი ოჯა-ხები არიან დიფერენცირებულნი. ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულა შეად-გენს 30 000 ქულაზე ნაკლებს - ოჯახის ყველა წევრი იღებს 60 ლარს, ხოლო60 000 - დან 65 000 ქულამდე - 30 ლარს.

Page 3: საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

7/17/2019 საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

http://slidepdf.com/reader/full/-563db8a3550346aa9a9589c3 3/20

3

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

არსებული სოციალური პროგრამები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეკუთვნებიან ადამიანე-ბი ხანგრძლივი ფიზიკური, მენტალური, ინტელექტუალური ან სენსო-რული დარღვევებით, რომლებმაც სხვადასხვა დაბრკოლებებთან ურთი-ერთქმედებისას შეიძლება ხელი შეუშალონ ამ პირთა სხვების თანასწორადსრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მხარდასაჭერად კანონმდებ-ლობა ითვალისწინებს, როგორც ფულად (პენსია) დახმარებას, ისე ტექნი-კური და სხვა საშუალებებით უზრუნველყოფას.

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა

შეზღუდული შესაძლებლობა განისაზღვრება სამედიცინო-სოციალურიექსპერტიზის საფუძველზე. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა განსაზ-ღვრავს ადამიანის შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხს. სამედიცინო-სოციალურ ექსპერტიზას ატარებს სამედიცინო დაწესებულება. საყო-ველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე პირებმა, რომელთაც სურთსამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარება უნდა მიმართონ ოჯახის

ექიმს (შესაბამის პოლიკლინიკაში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით).ოჯახის ექიმი გაუწევთ კონსულტაციას, საჭიროებიდან გამომდინარე,რომელ სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ სამედიცინო-სოციალურიექსპერტიზის ჩატარება. მას შემდეგ, რაც შეზღუდული შესაძლებლობისმქონე პირს ჩაუტარდება სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა, ექს-პერტის დასკვნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუ-სის მისანიჭებლად, პირადობის დამადასტურებელ მოწმობასთან ერ-თად წარედგინება სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისტერიტორიულ სამსახურს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის არსებული

შეღავათები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კანონმდებლობა ითვა-ლისწინებს ყოველთვიურ ფულად უზრუნველყოფას. “სოციალური პაკეტისგანსაზღვრის შესახებ“  საქართველოს მთავრობის #279 დადგენილებისმიხედვით, ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფა ენიშნებათ მკვეთრად,

მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობისმქონე პირებს, აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს.ყოველთვიური ფულადი უზრუნველყოფის დანიშვნის ოდენობა და

Page 4: საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

7/17/2019 საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

http://slidepdf.com/reader/full/-563db8a3550346aa9a9589c3 4/20

4

ფულადი უზრუნველყოფის დანიშვნის შეზღუდვები დადგენილია ხსენებულიბრძანებით.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სახელმწიფო პროგრამის“დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა“  ფარგლებში, შესაძლებლობა

აქვს უფასოდ მიიღოს შემდეგი დამხმარე საშუალებები:

  მექანიკური სავარძელ-ეტლი;

  ელექტრო სავარძელ-ეტლი;

  უსინათლოთა ხელჯოხი;

  ხელჯოხ/ყავარჯენი;

  ყავარჯენი;

  გადასაადგილებელი ჩარჩო (ჩოჩიალა);

  საპროთეზო-ორთოპედიული საშუალება;

  სმენის აპარატი;

  კოხლეარული იმპლანტი.

სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა

სათემო ორგანიზაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისინდივიდუალური განვითარების ოპტიმალური გარემოა, რომელიცსაზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას ემსახურება. სათემოორგანიზაციები ასევე წარმოადგენს თავშესაფარს ხანდაზმულებისთვის.

სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამა ითვალისწინებს 18 წლისა დაუფროსი ასაკის შშმ პირების (ასევე, აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციართა18 წლამდე ასაკის შვილების, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვისინტერესებს) და ხანდაზმულების (ქალები 60 წლიდან, მამაკაცები 65 წლიდან)საცხოვრებლით, ყოველდღიური მომსახურებითა და სამჯერადი კვებითუზრუნველყოფას; საჭიროებისამებრ პირველადი სამედიცინო დახმარებისგაწევას; ამბულატორიული და სტაციონალური სამედიცინო მომსახურებისმიღების ორგანიზებას; ბენეფიციარებისთვის ინდივიდუალური მომსახუ-რების პროგრამის შედგენას და განხორციელებას; პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას; ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითდა პირადი ჰიგიენისთვის აუცილებელი ნივთებით უზრუნველყოფას,

აგრეთვე, საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებებისგანხორციელებას.

Page 5: საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

7/17/2019 საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

http://slidepdf.com/reader/full/-563db8a3550346aa9a9589c3 5/20

5

ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა

ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამით სარგებლობენქართველოში მცხოვრები ყრუ ადამიანები. აღნიშნული პროგრამა

ითვალისწინებს საქართველოს (თბილისის გარდა) მინიმუმ 8 რეგიონში 10სურდოთარჯიმნის მომსახურებას.

სურდოთარჯიმნის მეშვეობით ხდება ყრუთა ინფორმირება სახელმწიფოსმიერ უზრუნველყოფილი სხვადასხვა მომსახურების შესახებ.

ქვეპროგრამის მიზანს წარმოადგენს, ყრუთა საზოგადოებაში ინტეგრირებისხელშეწყობა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების-

თვის არსებული პროგრამები

ინკლუზიური განათლების პროგრამა

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო სპეციალურისაგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის (სსსმ), რომელთაშორისაცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, განათლებისუფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად ახორციელებს ინკლუზიურიგანათლების პროგრამას. ინკლუზიური განათლება გულისხმობსყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონემოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესშითანატოლებთან ერთად. ინკლუზიური განათლება ასევე გულისხმობსშეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური და/ანმოდიფიცირებული სასწავლო გეგმით სწავლებას.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს წარ-მოადგენენ ბავშვები:

  ფიზიკური განვითარების ან ინტელექტუალური დარღვევით;

  მხედველობის და/ან სმენის დარღვევით;

  მეტყველების, ქცევისა და ემოციური განვითარების დარღვევით;

  რომლებსაც აქვთ გრძელვადიანი მკურნალობის/ ჰოსპიტალიზაციისსაჭიროება;

Page 6: საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

7/17/2019 საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

http://slidepdf.com/reader/full/-563db8a3550346aa9a9589c3 6/20

6

  სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, ემუქრებათსაგანმანათლებლო პროცესიდან გარიყვა;

  წარმოადგენენ ეროვნულ რელიგიურ და/ან ლინგვისტურუმცირესობას და ამის გამო სირთულეები ექმნებათ სწავლის

პროცესში;

  არიან სოციალურად დაუცველები და ამის გამო სირთულეებიექმნებათ სწავლის პროცესში.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შეფასებასახდენს მულტიდისციპლინური ჯგუფი მიმართვის საფუძველზე. მიმართვასახორციელებს: სკოლის პედაგოგი, მშობელი, მეურვე, რესურს ცენტრისთანამშრომელი ან სოციალური მუშაკი. მიმართვის განსახორციელებლად,მიმმართავი მხარე უკავშირდება მულტიდისციპლინური გუნდის წევრს.

მულტიდისციპლინური გუნდის წევრთან შეთანხმების საფუძველზე ხდებაბავშვის შეფასება და დასკვნის გამოტანა. მულტიდისციპლინური გუნდისდასკვნის საფუძველზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონებავშვისთვის, შეირჩევა განათლების საუკეთესო ფორმა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლესთან საგანმანათლებლოდაწესებულებაში მუშაობს სპეციალური პედაგოგი, რომელსაც აქვსშესაბამისი კვალიფიკაცია, რათა განსაზღვროს შეზღუდული შესაძ-ლებლობის მქონე პირის საჭიროება, განახორციელოს სწავლების

შესაბამისი სტრატეგიები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისმქონე მოსწავლეთა ხარისხიანი განათლების მისაღებად.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს ესაჭიროება ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია,ან ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ დადის სკოლაში, სკოლამიმართავს მულტიდისციპლინურ გუნდს, რომლის დასკვნის საფუძველზეცსსსმ მოსწავლის განათლების მიღება უზრუნველყოფილი უნდა იქნესშინ სწავლების მეთოდით. მოსწავლე ირიცხება სკოლაში, მაგრამ არესწრება გაკვეთილებს. განათლების მიღება ამ დროს ხდება სპეციალურადშედგენილი გეგმის მიხედვით. სკოლა ადგენს გრაფიკს, რომლის მი-ხედვითაც საგნის მასწავლებელი, აგრეთვე, სპეციალური მასწავლებელისსსმ მოსწავლესთან განახორციელებს ვიზიტებს. შინ სწავლების პროცესშიჩართულია სსსმ ბავშვის მშობელი, რომელიც მოსწავლეს ყოველდღიურიდავალებების შესრულებაში ეხმარება.

Page 7: საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

7/17/2019 საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

http://slidepdf.com/reader/full/-563db8a3550346aa9a9589c3 7/20

7

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების რეაბილიტაცია/აბილიტაცია

რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამა ითვალისწინებს ინდივიდუ-

ალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის წლიური გეგმის შედგენას;თერაპიულ ინტერვენციას, რომელიც მოიცავს ფიზიკურ თერაპიას,ოკუპაციურ თერაპიას, მეტყველების და ენის თერაპიას და საჭიროებისშემთხვევაში, ფსიქოლოგიური კორექციის ქცევით თერაპიას; პროგრამა,აგრეთვე, მოიცავს ბავშვთა ნევროლოგიურ გასინჯვას, სამედიცინოდოკუმენტების წარმოებას; საჭიროების შემთხვევაში, ბავშვის კანონიერიწარმომადგენელისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას.

ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამით სარგებლობა შეუძ-ლიათ, ბავშვთა ცერებრული დამბლის, სპინური კუნთოვანი ატროფიისდა მასთან დაკავშირებული სინდრომების, კუნთოვანი დისტროფიის,თანდაყოლილი მიოპათიების, კუნთების სხვა (მათ შორის დაუზუსტებელი)პირველადი დაზიანების ჰემი- , პარა- და ტეტრაპლეგიის, ცენტრალურინერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებებისშედეგების, ანთებითი პოლინეიროპათიების შედეგების, პერიფერიულინერვული სისტემის სამშობიარო ტრავმის შედეგების მქონე 3 წლისა და მეტიასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს, აგრეთვეამავე მდგომარეობის მქონე 3 წლამდე ასაკის ბავშვებს.

ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა

ბავშვთა ადრეული განვითრების ქვეპროგრამა ითვალისწინებს: განვი-თარების შეფერხების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით,ბავშვთა სოციალური, შემეცნებითი, თვითმოვლისა და კომუნიკაციურიუნარების განვითარებას. ასევე, ბავშვისა და მშობლის საჭიროებებიდანგამომდინარე, მულტიდისციპლინური გუნდის ერთი ან, საჭიროების

შემთხვევაში, რამდენიმე სპეციალისტის (ადრეული განვითარებისსპეციალისტი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი,სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ, საერთო ჯამში, თვეში არანაკლებ8 მომსახურების გაწევას, რომელიც 3-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისშემთხვევაში გულისხმობს ინდივიდუალურ და/ან ჯგუფურ მომსახურებას.ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე, მომსახურება შესა-ძლებელია, მიეწოდოს სახლში, სამედიცინო დაწესებულებაში, მიმწო-დებელთან ან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში.

ბავშვთა ადრეული განვითარების სერვისის მიწოდება ხდება გონებრივი

განვითარების შეფერხების მქონე (დაუნის სინდრომი, ცერებრული დამბლა,აუტიზმი და სხვა ) 0-7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ქვეპროგრამისმომსახურება მიეწოდება თვეში არა უმეტეს 495 ბავშვს, მათ შორის, არა-

Page 8: საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

7/17/2019 საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

http://slidepdf.com/reader/full/-563db8a3550346aa9a9589c3 8/20

8

უმეტეს 335 ბავშვს (მიუხედავად საცხოვრებელი ადგილისა) მომსახურებამიეწოდება ქ. თბილისში. ბავშვი არ შეიძლება ერთდროულად იყოს ბავშვთაადრეული განვითარების ქვეპროგრამის და დღის ცენტრის ქვეპროგრამისბენეფიციარი.

დღის ცენტრები

დღის ცენტრის სერვისის ამოცანაა სამიზნე ჯგუფების ოჯახების მხარდაჭერადა მიტოვების პრევენცია. დღის ცენტრის სერვისის მომსახურებაში შედის:

  ყოველდღიური (შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა) მომსა-ხურება ორჯერადი კვებით, ამასთან ერთ-ერთი უნდა იყოს სამ-კომპონენეტიანი სადილი;

  ბენეფიციართა აკადემიური საჭიროებების გამოვლენა და მათიდაკმაყოფილება;

  ბენეფიციართა საყოფაცხოვრებო და სახელობო-პროფესიულიუნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;

  ბენეფიციარების კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღო-ნისძიებებში ჩართვის უზრუნველყოფა;

  საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიული სამედიცინო და ფსი-ქოლოგიური მომსახურება;

  ბენეფიციარებისთვის დროის სწორი ორგანიზების, არჩევანის გა-კეთების და სხვა უნარ-ჩვევების სწავლება.

დღის ცენტრის სერვისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისდამატებით მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარების ცენტრში

მიყვანასა და შინ დაბრუნებას;

  წლიური ინდივიდუალური აბილიტაციის და/ან რეაბილიტაციისპროგრამის შედგენას, განხორციელებას და განახლებას;

  შშმ ბავშვის ხელშეწყობას ინკლუზიური განათლებისთვის.

მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე შეზღუდულიშესაძლებლობის მქონე ბავშვების მომსახურების მიმწოდებლად დარე-გისტრირებული დღის ცენტრის მომსახურება დამატებით მოიცავს:

  ყოველდღიურად (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) 6 საათისგანმავლობაში მომსახურებას;

Page 9: საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

7/17/2019 საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

http://slidepdf.com/reader/full/-563db8a3550346aa9a9589c3 9/20

9

  ბენეფიციარის ფსიქო-მოტორული განვითარების და სოციალურიუნარების შეფასებას სპეციალური მეთოდოლოგიით, რომელიცმოიცავს შეფასების ინსტრუმენტსა და ბავშვთან მუშაობისგზამკვლევს;

  ბენეფიციარის შეფასება და რეაბილიტაცია/აბილიტაციის გეგმისშემუშავება/განხორციელება ხდება მულტიდისციპლინური გუნდისმიერ, შემდეგი სპეციალისტების ჩართულობით: ფსიქოლოგი,პედიატრი, ოკუპაციური თერაპევტი, სპეციალური განათლებისმასწავლებელი, მომვლელი;

  ფსიქოლოგიური მომსახურების და ოკუპაციური თერაპიის უზრუნ-ველყოფას დღის ცენტრის ფარგლებში;

  ბენეფიციართა ვერბალური/ალტერნატიული კომუნიკაციის განვი-

თარების ხელშეწყობას;

  ბენეფიციარის დახმარებას კვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენისდაცვის პროცესში;

  ბენეფიციართა ქცევითი დარღვევების შეფასებას და ქცევის მართვისსპეციალიზებული გეგმის შემუშავებას და განხორციელებას.მშობლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდებას ბავშვისქცევის სწორად მართვის მიზნით;

  ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების ტრანს-პორტით უზრუნველყოფას.

დღის ცენტრის სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ:

  6-დან 18 წლამდე მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებს,რომელთა ოჯახებიც რეგისტრირებული არიან სოციალურადდაუცველთა ერთიან ბაზაში, ამასთან მონაცემთა ერთიან ბაზაშიდარეგისტრირებული ოჯახის სარეიტინგო ქულა არ უნდა აღემა-

ტებოდეს 100 000 ქულას. ამავე ასაკის ჯგუფის ბავშვები, რომლებიცარ განეკუთვნებიან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონებავშვებს და რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციის შემწეობას;

  6-დან 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისმქონე ბავშვს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსისმქონე ბავშვებს, რომელთა ოჯახებიც იღებენ რეინტეგრაციისშემწეობას ან იმყოფებიან მინდობით აღზრდაში;

  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;

  6-დან 18 წლამდე ასაკის მძიმე და ღრმა გონებრივი შეზღუდულიშესაძლებლობის მქონე ბავშვებს.

Page 10: საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

7/17/2019 საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

http://slidepdf.com/reader/full/-563db8a3550346aa9a9589c3 10/20

10

ზემოხსენებული, დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის პროგრამით,ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამით, ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამით, დღის ცენტრების ქვეპროგრამით, ყრუთაკომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამით, სათემო ორგანიზაციებისქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად უნდა

მიაკითხოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცენტრალურ ანტერიტორიულ ორგანოებს. სოციალური მომსახურების სააგენტოშიშეძლებთ დეტალური ინფორმაციის მიღებას, როგორც ყოველ კონკრეტულშემთხვევაში ქვეპროგრამით სარგებლობისთვის საჭირო დოკუმენტებისწარდგენის, ისე ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურეობისდაფინანსების შესახებ.

ხანდაზმულთათვის არსებული სოციალური

პროგრამები

არსებული რესურსის ფარგლებში, ხანდაზმულების სოციალური დახმარებისმიზნით, სახელმწიფო ხანდაზმულ პირებს უნიშნავს პენსიას. სახელმწიფოპენსიაზე უფლება ქალებს წარმოეშობათ 60 წლიდან, ხოლო მამაკაცებს65 წლის ასაკიდან. თუ ხანდაზმულს, რომელსაც პენსია აქვს დანიშნულიწარმოეშობა უფლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულსხვა სარგებელზე (მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის

გამო) მას აქვს მხოლოდ კანონით მინიჭებული ერთი სარგებლის (პენსიის)მოთხოვნის უფლება.

პენსიის დანიშვნის თაობაზე ყველა საჭირო დოკუმენტი უნდა წარედგინოსსოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს.

ხანდაზმულთა პანსიონატები

თბილისსა და ქუთაისში მოქმედებს სახელმწიფო ზრუნვის ხანდაზმულთა

პანსიონატები, სადაც საპენსიო ასაკის საქართველოს მოქალაქესშესაძლებლობა აქვს იცხოვროს. ჩარიცხვა ხანდაზმულთა პანსიონატებშირიგითობის პრინციპით ხორციელდება. ხანდაზმულთა პანსიონატშიჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში, ხანდაზმულმა უნდა მიმართოს სო-ციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ განყოფილებას და შეავსოსსპეციალური განაცხადის ფორმა.

Page 11: საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

7/17/2019 საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

http://slidepdf.com/reader/full/-563db8a3550346aa9a9589c3 11/20

11

დამატებითი შეღავათები ადგილობრივი თვით-

მმართველობის თემში მცხოვრები სოციალურად

დაუცველი მოსახლეობისთვის

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ადგილობრივ თვით-მმართველობის თემში მცხოვრები ადამიანებისთვის, ითვალისწინებსსხვადასხვა შეღავათებს. შეღავათები გაწერილია თვითმმართველიერთეულის ბიუჯეტით.

შეღავათები ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში

რეგისტრირებული მოსახლეობისთვის

“ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდანსოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, 2015 წლის5 იანვრის, #5 დადგენილება ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი,აგრეთვე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარებას. ქ.გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა პირებმა, მათთვის განკუთვნილიპროგრამებით სარგებლობის მიზნით, განსაზღვრული დოკუმენტაციაუნდა წარადგინონ ქ. გორის მერიაში. დოკუმენტაცია, რომელიც ყოველკონკრეტული მომსახურების მისაღებად არის საჭირო, გათვალისწინებულიაზემოხსენებულ დადგენილებაში.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სოციალურადდაუცველი, მოსახლეობის სამედიცინო დახმარება

სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, რომელთაც გააჩნიათ სარეიტინგოქულა 0-დან 70 000 ქულის ჩათვლით და ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა,რაც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამებით, დაუფინანსდებათერთჯერადად, 150 ლარის ოდენობით.

ასევე, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების (რომელთაც გააჩნიათ 0-დან100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა) სამედიცინო დახმარებისთვისგათვალისწინებულია თანადაფინანსება, არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით.ანაზღაურება პირდაპირ ირიცხება სამედიცინო დაწესებულების შესაბამისანგარიშზე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისმედიკამენტებით უზრუნველყოფა

უფასო მედიკამენტებით სარგებლობა შეუძლიათ:

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ეპილეფსიით დაავადებულ

Page 12: საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

7/17/2019 საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

http://slidepdf.com/reader/full/-563db8a3550346aa9a9589c3 12/20

12

პაციენტებს;

   მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პარკინსონიზმით დაავადებულპაციენტებს;

 ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებს;

გულის იშემიური დაავადების მქონე, სიღარიბის ზღვარს მიღმამყოფ, პაციენტებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 57 000-ის ჩათვლითსარეიტინგო ქულა;

  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შაქრიანი დიაბეტით, ტიპი მე-2(ინსულინ-დამოუკიდებელი) ფორმით დაავადებულ, სიღარიბისზღვარს მიღმა მყოფ პაციენტებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 57000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა.

დახმარების მიმღებს დახმარება, ერთჯერადად, გაეწევა არაუმეტეს 100ლარის ოდენობით. ანაზღაურება ხდება პირდაპირ შესაბამისი აფთიაქისსაბანკო ანგარიშზე.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ცერებრულიდამბლის, დაუნის სინდრომის და აუტიზმის მქონე ბავშვებისსამკურნალო - სარეაბილიტაციო დახმარება

ცერებრული დამბლის, დაუნის სინდრომის და აუტიზმის მქონე ბავშვების(0-დან - 18 წლამდე) სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება ითვალის-წინებს:

  სტაციონალური, ამბულატორიული მომსახურების, მათ შორის,კვლევების, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანა-დაფინანსებას, ერთჯერადად, არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით;

  საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსის დაფინანსებას თითო ბავშვზე

გორის საცურაო აუზზე (სულ 12 პროცედურა);

ცერებრული დამბლის, დაუნის სინდრომის და აუტიზმის მქონებავშვების სოციალურ დახმარებას, ერთჯერადად, 250 ლარისოდენობით.

ცერებრული დამბლით და დაუნის სინდრომით დაავადებულ პაციენტებს(18-დან - 30 წლის ჩათვლით), რომელთაც გააჩნიათ სარეიტინგო ქულა 0-დან 57 000-ის ჩათვლით სოციალური დახმარება გაეწევათ, ერთჯერადად,200 ლარის ოდენობით.

Page 13: საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

7/17/2019 საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

http://slidepdf.com/reader/full/-563db8a3550346aa9a9589c3 13/20

13

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ასი და მეტიწლის ასაკის უხუცეს დღეგრძელთა დახმარება

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რო-

მელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი, ერთჯერადად, იღებენ დახმარებას500 ლარის ოდენობით.

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული კრიზისულმდგომარეობაში მყოფი მარტოხელა პენსიონერების დახმარება

გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, სიღარიბის ზღვარსმიღმა/ზღვარზე მყოფ (57000 - 70000 ქულის მქონე) პირებს, აგრეთვე,

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს პირველადი დახმარებაგაეწევათ შემდეგ პირველად საჭიროებებზე: საკვები, პირადი მომსახურებისნივთები, ჰიგიენის საშუალებები, საყოფაცხოვრებო ნივთები.

ზამთრის პერიოდში, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრი-რებული, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვისდახმარება

სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის, რომელთა სარეიტინგო ქუ-ლა არ აღემატება 57 000, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტითგათვალისწინებულია 10 ლარიანი შეღავათი ზამთრის პერიოდში, 4 თვისგანმავლობაში.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრი-

რებული მოსახლეობისთვის ჯანმრთელობის დაც-

ვა და სოციალური უზრუნველყოფა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდთა საკურორტო-სამკურნალო რეაბილიტაცია და თბილისში რეგისტრირებულიბავშვებისათვის საზაფხულო კულტურულ-გამაჯანსაღებელი ბანა-კების მოწყობა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ჯანმრთელობის მდგო-მარეობის გაუმჯობესების, ასევე, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართ-

ვისთვის, ქ. თბილისის მერია უზრუნველყოფს საქართველოს სხვადასხვაკურორტზე მათ დასვენებას. საქართველოში ბევრ ოჯახს, განსაკუთრებითკი სოციალურად დაუცველ ოჯახებს, არ აქვთ საშუალება საზაფხულო

Page 14: საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

7/17/2019 საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

http://slidepdf.com/reader/full/-563db8a3550346aa9a9589c3 14/20

14

არდადეგების პერიოდში დაასვენონ ბავშვები, ამიტომ თბილისის მერიაუზრუნველყოფს კულტურულ-გამაჯანსაღებელი საზაფხულო ბანაკებისმოწყობას. აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარების შერჩევისას უპი-რატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებს.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ყრუ პირებისთარჯიმან - დაქტილოლოგების მომსახურებით უზრუნველყოფა

აღნიშნული პროგრამის ამოცანაა ყრუ და სმენადაქვეითებული მოქა-ლაქეების სოციალური რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაციისხელშეწყობა, ყრუ და სმენადაქვეითებული მოქალაქეების თარჯიმან-დაქტილოლოგებით მომსახურება.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოცია-ლურად დაუცველი, 18 წლამდე ასაკის, მკვეთრად და მნიშვნელოვნადშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დახმარება

სოციალურად დაუცველი 0-დან 150 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულისმქონე, 18 წლამდე ასაკის, მკვეთრად და მნიშვნელოვნად შეზღუდულიშესაძლებლობის მქონე პირთათვის გათვალისწინებულია მატერიალურიდახმარება. თანხების ჩარიცხვა ხორციელდება შრომის, ჯანმრთელობისადა სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების

სააგენტოდან მიწოდებული ბაზის საფუძველზე ოჯახის უფლებამოსილიპირის ანგარიშზე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სოცია-ლურად დაუცველი, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მქონეუსინათლო პირების დახმარება

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, 150 000 და

დაბალი სარეიტინგო ქულით დარეგისტრირებული, მკვეთრად შეზღუდულიშესაძლებლობის მქონე უსინათლო პირებისთვის თბილისის მერიაითვალისწინებს მატერიალური დახმარების გაწევას.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ინკლუზიური განათლებისხელშეწყობა

ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით თბილისის

ადგილობრივი თვითმმარველობის ბიუჯეტით გათვალისწინებულიპროგრამის ფარგლებში ხდება შშმ მოსწავლეებისთვის ადაპტირებულიტრანსპორტით უზრუნველყოფა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ფიზიკური

Page 15: საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

7/17/2019 საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

http://slidepdf.com/reader/full/-563db8a3550346aa9a9589c3 15/20

15

გარემოს ხელმისაწვდომობის ბარიერების მოხსნას და შშმ მოსწავლეებისსაზოგადოებაში ინტეგრაციას.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში შინ მოვლის თანადაფინანსება

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და 4 საერთაშირისო ორგა-ნიზაციასთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად ხორციელდება,თბილისში, ” სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული იმ ადამიანების დახმარება, რომლებიც საჭიროებენ შინმოვლას.

შინ მოვლა გულისხმობს პაციენტთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას, მათდამოუკიდებლობის და დაკარგული უნარ-ჩვევების შენარჩუნება/აღდგენას,რესურსებისა და უნარების გამოვლენას და ფსიქო-სოციალურ დახმარებას.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 წელსმიღწეული მოქალაქეებისთვის ერთჯერადი დახმარება

თბილისში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, რომელთაც 2015 წლის საბიუჯეტოწლის განმავლობაში შეუსრულდათ 100 და მეტი წელი თბილისის მერიაერთჯერადად გადასცემს განსაზღვრულ ფულად თანხას.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალა-ქეების უფასო სასადილოებით მომსახურება

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხდება ქ. თბილისის რაიონებისტერიტორიაზე მცხოვრები უმწეო და გაჭირვებულ მდგომარეობაშიმყოფ მოქალაქეთა დახმარება, ქ. თბილისის რაიონებში მცხოვრებიბენეფიციარების რაოდენობის დაზუსტება და მათი უფასო კვებითუზრუნველყოფა.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეო-ბის კომუნალური სუბსიდირება

ოჯახი, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიანბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000, ქ. თბილისისმერია დამატებით ყოველწლიურად ოჯახს ურიცხავს 500 ლარის ოდენობისთანხას, აღნიშნული თანხა გადანაწილებულია 5 თვეზე და სოციალურად

დაუცველ ოჯახს ერიცხება ზამთრის პერიოდში.

Page 16: საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

7/17/2019 საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

http://slidepdf.com/reader/full/-563db8a3550346aa9a9589c3 16/20

16

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეო-ბისთვის სხვა სოციალური დახმარების ღონისძიებები

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალის-

წინებულია, თბილისში მცხოვრები უმწეო და გაჭირვებულ მდგომარეობაშიმყოფი მოქალაქეების სტაციონალური, ამბულატორიული სამედიცინომომსახურების და სხვა სოციალური დახმარების სერვისების უზრუნველყოფასხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისთვის.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა მოსახლეობამზემოხსენებული სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული მომსა-ხურების მისაღებად უნდა მიაკითხონ ქ. თბილისის რაიონულ გამგეობებს ანქ. თბილისის მერიას.

Page 17: საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

7/17/2019 საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

http://slidepdf.com/reader/full/-563db8a3550346aa9a9589c3 17/20

17

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ადმინისტრაციულ ორგანოთა საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადა-ადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

მისამართი: თამარაშვილის ქ. # 15 ა თბილისი, საქართველო 0186

ცხელი ხაზი: (995 32) 2 43 11 00

ტელეფონი: (995 32) 2 31 15 98

ფაქსი: (995 32) 2 31 15 96

ელფოსტა: [email protected]

ვებგვერდი: www.mra.gov.ge

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვისსამინისტრო

მისამართი: თბილისი, 0119 აკ. წერეთლის გამზ. 144

ტელეფონი: 2 51 00 12სამინისტროს ცხელი ხაზი: 15 05

ელ-ფოსტა: [email protected]

სოციალური მომსახურების სააგენტო

მისამართი: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი 144, 0119 თბილისი

ტელეფონი: 15 05

ელფოსტა: [email protected]

განათლების და მეცნიერების სამინისტრო

მისამართი: 0102 თბილისი, დიმიტრი უზნაძის #52

სამინისტროს ცხელი ხაზი: (995 32) 2 200 220

ელ-ფოსტა: [email protected]

Page 18: საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

7/17/2019 საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

http://slidepdf.com/reader/full/-563db8a3550346aa9a9589c3 18/20

18

ქ. გორის მერია

მისამართი: ქ. გორი #სტალინის გამზირი #16

ტელეფონი: 0370 27 51 96

ქ. თბილისის მერია

მისამართი: თბილისი, შარტავას ქ. #7

ცხელი ხაზი: 2 72 22 22

ქ. თბილისის რაიონული გამგეობები

ისნის რაიონი

ნავთლუღის მუნიციპალიტეტი - ბ. ხმელინცკის #153

ზემო ავლაბარი, მეტრომშენის მუნიციპალიტეტი - ქ.წამებულის #61(ყოფილი ბიბლიოთეკის შენობა)

ვაზისუბნის, მე-8 ლეგიონის მუნიციპალიტეტი - ვაზისუბნის მე-3 მ/რ მე-2კვარტალი. K კორპ.#16

სამგორის რაიონი

ორხევი, აეროპორტის მუნიციპალიტეტი - მის: ორხევი, მუხაძის ქ. #6

მესამე მასივის მუნიციპალიტეტი - ვარკეთილი, კალაუბნის #16

ქვემო სამგორის მუნიციპალიტეტი - ქინძმარაულის შეს k კორპ. #10

ვარკეთილის მუნიციპალიტეტი - ვარკეთილი 3, მე-2 მ/რ კორპ #30ლილოს მუნიციპალიტეტი - ლილო, ფრანგულიანის ქ #19, #16 -ეპოლიკლინიკის შენობა

მთაწმინდის რაიონი

მთაწმინდა - სოლოლაკის მუნიციპალიტეტი - რუსთაველი გამზ. #18დროებით გადასულია გამგეობაში, ზუბალაშვილების 48-ში

ვერეს მუნიციპალიტეტი - ბარნოვის ქ. #29

კიკეთი, კოჯორი - კოჯორი, ტაბიძის ქ. #2

Page 19: საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

7/17/2019 საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

http://slidepdf.com/reader/full/-563db8a3550346aa9a9589c3 19/20

19

წავკისი, შინდისი, ტაბახმელა - სოფ ტაბახმელა. თბილისი-კოჯრისგზატკეცილი, თბილისი-#25, მე-2 სართ. (პოლიციის შენობა)

კრწანისის რაიონი

კალა, ორთაჭალის მუნიციპალიტეტი - ასათიანის . #52 (დროებით)

ფონიჭალის მუნიციპალიტეტი - ორთაჭალის ქ. #4 (დროებით)

გლდანის რაიონი

მუხიანის მუნიციპალიტეტი - მუხიანის მე-4ა მ/რ, კორპ #9

გლდანის კენტი მ/რ-ების მუნიციპალიტეტი - გლდანის მე-3 მ/რ კორპ #9

გლდანის ლუწი მ/რ -ების მუნიციპალიტეტი - გლდანის მე-4 მ/რ კორპ#109

ავჭალა გლდანის-ხევის მუნიციპალიტეტი - ავჭალა, ლიბანის ქუჩა #1

ნაძალადევის რაიონი

ნაძალადევი მუნიციპალიტეტი - ც. დადიანის #150

სანზონის მუნიციპალიტეტი - გურამიშვილის გამზ #72

თემქის მუნიციპალიტეტი - თემქა, მე-10 კვ. კორპ #27

ძველი ნაძალადევის და ლოტკინის მუნიციპალიტეტი - ც. დადიანის #34,კორპ. #2

დიდუბის რაიონი

დიღმის მასივის მუნიციპალიტეტი - პაიჭაძის ქ. #1დიდუბის მუნიციპალიტეტი - მირცხულავას ქ. #3ა

ჩუღურეთის რაიონი

ზემო ჩუღურეთის მუნიციპალიტეტი - ზაზიაშვილის ქ. #2

ქვემო ჩუღურეთის მუნიციპალიტეტი - ჩიტაიას ქ. #5

ვაკის რაიონი

ვაკე-ბაგების მუნიციპალიტეტი - ფალიაშვილის ქ. #41

Page 20: საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

7/17/2019 საინფორმაციო ბროშურა დევნილთათვის (2015)

http://slidepdf.com/reader/full/-563db8a3550346aa9a9589c3 20/20

ვაჟა-ფშაველას კვარტლების მუნიციპალიტეტი - ვაჟა-ფშაველას მე-6 კვ.კორპ.12 ბინა #1

ნუცუბიძის მიკრორაიონების მუნიციპალიტეტი - ნუცუბიძის პლ, მე-5 მ/რკორპ.1, სად 1-ლი.

წყნეთის მუნიციპალიტეტი - ამირეჯიბის #27

საბურთალოს რაიონი

კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანი - კოსტავას 27

ვეძისი, ყაზბეგი, გოთუა, საბურთალოს მუნიციპალიტეტი - ვაჟა-ფშაველას#18

დიღომი-ვაშლიჯვრის მუნიციპალიტეტი - დ/დიღომი, პეტრიწის ქ. #10