ჩარლზ ბუკოვსკი - მოთხრობა, ინტერვიუ,...

83
ჩარლზ ბუკოვსკი - მოთხრობა, ინტერვიუ, ლექსი,

description

ჩარლზ ბუკოვსკი - მოთხრობა, ინტერვიუ, ლექსი

Transcript of ჩარლზ ბუკოვსკი - მოთხრობა, ინტერვიუ,...

ჩარლზ ბუკოვსკი - მოთხრობა, ინტერვიუ, ლექსი,

დოლარი და ოცი ცენტი

თარგმნა - ქეთი თუთბერიძემ

ყველაზე მეტად ზაფხულის ბოლო უყვარდა... არა, შემოდგომა... მგონი შემოდგომა...

სანაპიროზე უკვე ციოდა და სიამოვნებდა მზის ჩასვლის შემდეგ წყალთან ხეტიალი.

გარშემო სიჩუმე იდგა... წყალი ჭუჭყისფრად და საზიზღრად ეჩვენებოდა... თოლიებს

არ ეძინათ... ვერ იტანდნენ ძილს. ქვემოთ ეშვებოდნენ... ახლოს მის თვალებთან, მის

სულთან...

მისი სულის ნარჩენებს ითხოვდნენ...

თუ სული აღარ გაგაჩნია და ამას ხვდები, ეს იმას ნიშნავს, რომ სულის ნაწილი მაინც

დაგრჩა.

მერე დაჯდებოდა ხოლმე და ოკეანეს უყურებდა... ასეთ დროს ყველაფერი ძნელად

დასაჯაერებელი ხდება... თუნდაც, ის, რომ არსებობს ისეთი ქვეყანა, როგორიცაა

ჩინეთი ან ამერიკის შეერთებული შტატები, ან თუნდაც ისეთი ადგილი როგორიც

ვიეტნამია... ან ის, რომ ოდესღაც ბავშვი იყო, თუმცა როცა ამაზე დაფიქრდებოდა,

ადვილად იჯერებდა... მას საშინელი ბავშვობა ჰქონდა და ამის დავიწყება არ

შეეძლო... არც ახალგაზრდობის: ახსოვდა ყველა სამსახური, ყველა ქალი. ბოლოს კი

აღარცერთი ქალი და აღაც სამსახური...

სამოცი წლის უსახლკარო, ჩამოწერილი, არარაობა, რომელსაც აღარაფერი გააჩნდა

ერთი დოლარისა და ოცი ცენტის გარდა, საცხოვრებლის ქირა იმ კვირაში

გადახდილი ჰქონდა...

ოკეანე... გონებაში ამოტივტივდნენ ქალები. რამდენიმე სულაც არ ახსენდებოდა

ცუდად, უმეტესობა კი სასტიკები, სულელები და საზიზღრები იყვნენ. ოთახები და

ლოგინები, სახლები, სხვადასხვა სამსახურები, შობის დღესასწაულები,

საავადმყოფოები... ყველაფერი გაახსენდა... სიბნელე, მძიმე დღეები, ღამეები და

არავითარი სიახლე, უმოქმედობა...

და ყველაფრის დასასრული სამოცი წლის თავზე: დოლარი და ოცი ცენტი.

ცოტა ხანში სიცილი მოესმა.

გადასაფარებელი, ბოთლები, ყავა, სენდვიჩები და ლუდი მოიტანეს. ხმამაღლა

იცინოდნენ... ორი ბიჭი და ორი გოგო... მშვენიერები, მოხდენილი სხეულებით,

უდარდელები. მერე ერთ-ერთმა შეამჩნია.

"ეს რა არის?"

"ღმერთო... წარმოდგენა არ მაქვს..."

არ განძრეულა.

"ადამიანია?"

"სუნთქავს? მოძრაობს?"

“მოძრაობს?"

ყველას გაეცინა.

მან თავისი ღვინის ბოთლი აიღო და შეანჯღრია. რაღაც კიდევ იყო დარჩენილი...

"მოძრაობს, შეხედე, მოძრაობს."

წამოდგა და ქვიშა ჩამოიფერთხა.

"ხელები აქვს, ფეხებიც, სახეც..."

"სახეც?"

ისევ ხმამაღლა გაიცინეს...

მას არ ესმოდა მათი... ბავშვები არ არიან ასეთი სასტიკები. მაშინ ესენი ვინ იყვნენ?

ახლოს მივიდა მათთან...

"სიბერეში სირცხვილის გრძნობა აღარ გააჩნიათ"

ერთმა ბიჭმა ლუდის ბოთლი გამოცალა და მოისროლა.

"სირცხვილია უსაქმურად დროის გაყვანა. უსაქმური ხარ ჩემთვის..."

"მე ისევ ღირსეული ადამიანი ვარ, შვილო"

"წარმოიდგინე, რომ ერთ-ერთმა გოგომ ფეხები გადაგიშალა წინ, რას იზამდი?"

"როდ, ნუ ლაპარაკობ ასე!"

უთხრა წითელთმიანმა გოგომ, რომელიც გაწეწილ თმებს ისწორებდა ქარში... თითქოს

მთელი არსებით ქარს მისცემოდა... და ფეხებით სილაში ჩაფლულიყო.

"რას იზამდი ასეთ შემთხვევაში? ჰა? რას იზამდი რომელიმე გოგომ შენთან დაწოლა

რომ მოინდომოს?"

შეტრილდა, შემოუარა მათ და გზისკენ წავიდა.

"როდ, რატომ ელაპარაკე ასე ამ საცოდავ მოხუცს? ზოგჯერ ვერ გიტან"

"მოდი აქ… "

"არა… "

უკან მიიხედა და დაინახა როგორ მისდევდა როდი წითელთმიან გოგოს, მერე დაეწია

და ერთად წაიქცნენ ქვიშაში. იცინოდნენ...

იქვე მეორე წყვილი იჯდა... ერთმანეთს კოცნიდნენ.

გზაზე რომ გავიდა, ჩამოჯდა, ქვიშა ჩამოიფერთხა ფეხებიდან, ისევ ჩაიცვა

ფეხსაცმელი და ზუსტად ათი წუთის შემდეგ უკვე თავის ოთახში იყო. შუქი არ

აუნთია ისე გაიხადა და დაწვა.

კარებზე დააკაკუნეს.

"მისტერ სნიდ... "

"დიახ... "

კარები გაიღო. სახლის პატრონი მისის კონერსი იყო სამოცდახუთი წლის ქალი. მას არ

შეეძლო მისი სახის დანახვა სიბნელეში.

და უხაროდა, რომ ვერ ხედავდა...

"მისტერ სნიდ,"

"დიახ..."

"გემრიელი წვნიანი მოგიმზადეთ, მისტერ სნიდ. ხომ არ გნებავთ?"

"არა... გმადლობ..."

"მისტერ სნიდ, კარგით რა. მართლა გემრიელი წვნიანი მოვამზადე, მოგიტანთ რა,

გსაინჯეთ მაინც..."

"როგორც გენებოთ."

მაგიდასთან გადაჯდა. მისის კონერსმა ოთახის კარები ღია დატოვა და დერეფნიდან

შემოსული შუქი მის ფეხებს, მუხლებს ეცემოდა... და იმ ადგილს, სადაც თეფში და

კოვზი იდო.

"მოგეწონებათ მისტერ სნიდ, გემრიელი წვნიანია."

"გმადლობ… "

იჯდა და წვნიანს უყურებდა - შარდივით ყვითელ, ქათმის წვნიანს, უხორცოს. ცხიმის

ბუშტებს აკვირდებოდა.

ცოტა ხანი ასე იყო, მერე კოვზი გვერდით გადადო, თეფში ფანჯარასთან მიიტანა და

გარეთ გადაასხა. ორთქლი ამოვარდა მიწიდან და მალევე გაქრა. თეფშიც კამოდზე

დადო, კარები დახურა და ისევ ლოგინზე წამოწვა. ისე ბნელოდა , როგორც არასოდეს

აქამდე. მას მოსწონდა სიბნელე, სიბნელეში ფიქრი შეეძლო...

დაძაბული იყო და ამ სიჩუმეში ოკეანის ხმა ესმოდა... უსმენდა ამ ხმას ცოტა ხნის

განმავლობაში... მერე ამოისუნთქა, ღრმად ამოისუნთქა და მოკვდა....

არ არის გზა სამოთხისაკენ

თარგმნა - ნანა გაგუამ

ვესტერნის გამზირზე ბარში ვიჯექი.

თითქმის შუაღემე იყო და მე ჩემთვის ჩვეულ დაბნეულ მდგომარეობაში ვიყავი.

მხედველობაში მაქვს, ხომ იცით, როცა არაფერი გამოდის: ქალები, სამსახური,

უმუშევრობა, ამინდი, ძაღლები. საბოლოოდ, ასე გულდამძიმებული თითქოს

ავტობუსის გაჩერების სკამზე ზიხარ და სიკვდილს ელოდები.

მოკლედ, აქ ვზივარ და ის შემოდის, გრძელი შავი თმით, კარგი სხეულით და

სევდიანი ყავისფერი თვალებით. მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაშინაც ,როცა

ჩემს გვერდით სკამზე ჩამოჯდა, მიუხედავად ბევრი თავისუფალი ადგილისა.

სინამდვილეში, ბარში მხლოდ ჩვენ ორნი ვიყავით, გარდა ბარის მეპატრონისა. მან

მშრალი ღვინო შეუკვეთა. მერე, მკითხა თუ რას ვსვამდი.

“ შოტლანდიური ვისკი და წყალი”.

“შოტლანდიური ვისკი და წყალი მოუტანეთ მას,”უთხრა მან მეპეტრონეს.

ეს აქ ჩვეულებრივი ამბავი იყო.

საფულე გახსნა, პატარა რკინის გალია ამოიღო და იქედან პატარა ადამიანები

გამოიყვანა და დახლზე დასვა.

ისინი დაახლოებით სამი დიუმის სიმაღლისა იყვნენ, ყველა ცოცხალი და

სათანადოდ ჩაცმული. სულ ოთხნი იყვნენ, ორი ქალი და ორი კაცი.

“ ახლა ასეთ სათამაშოებს აკეთებენ,” თქვა მან, “ძალიან ძვირია. დაახლოებით, 2000

დოლარი გადავიხადე თითოში. თუმცა, ახლა უფრო ძვირია, დაახლოებით 2,400

დოლარი ღირს. მანუფაქტურის პროცესზე არაფერი ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ კანონ

საწინააღმდეგოა.”

პატარა ადამიანები ბარის დახლზე მიმოდიოდნენ. უცებ ერთმა ყმაწვილმა, ქალს

სახეში გაულაწუნა.

“შე ძუკნავ,” თქვა მან. “ჩვენი ურთიერთობა დამთავრდა.”

“ არა, ჯორჯ, შენ ამას არ იზამ.” ტიროდა ქალი,” მიყვარხარ! თავს მოვიკლავ! ჩემი

უნდა იყო!”

“ფეხებზე მკიდია,” თქვა პატარა ყმაწვილმა და პატარა სიგარეტი ამოიღო და

მოუკიდა.

“ცხოვრების უფლება მაქვს.”

“ შენ თუ არ გინდა ეს ქალი,” თქვა მეორე პატარა ყმაწვილმა, “ მე წავიყვან მას. მე

მიყვარს ის.”

“მაგრამ, შენ არ მიყვარხარ, მარტი. ჯორჯზე ვარ შეყვარებული.”

“ მაგრამ ის ხომ ნაბიჭვარია, ანნა, ნამდვილი ნაბიჭვარი!”

“ ვიცი, მაგრამ მაინც მიყვარს.”

პატარა ნაძირალა, მეორე პატარა ქალთან მივიდა და აკოცა.

“ სასიყვარულო სამკუთხედი მოვაწყვე,” თქვა ქალბატონმა, რომელმაც სასმელი

მიყიდა. ”გაიცანით, ესენია: მარტი, ჯორჯი, ანნა და რუთი. ჟორჯი იძირება, მარტი

პატიოსანია.”

“ამათი ყურება, საცოდაობა არაა? ხო, მართლა რა გქვიათ?”

“ განთიადი. ვიცი საშინელი სახელია. ხანდახან მშობლები, თავიანთ შვილებს ასე

ექცევიან.”

“ მე ჰენკი ვარ.

მაგრამ საცოდაობაა...”

“არა, არაა საცოდაობა ამის ყურება. სიყვარულში არ მიმართლებდა, მართლა

საშინელი ბედი ...”

“ყველას საშინელი ბედი გვაქვს.”

“ვიფიქრე და ამ პატარა ადამიანების ყიდვა გადავწყვიტე. ახლა მათ ვაკვირდები, ეს

კი პრობლემის ქონაც და არქონაცაა ერთდროულად. მაგრამ საშინლად ვიღგზნები

როცა სექსი აქვთ. აი საქმე მაშინ რთულდება.”

“ სექსუალურები არიან?”

“ ძალიან, ძალიან სექსუალურები არიან. ღმერთო, ეს ისე აღმაგრძნებს!”

”ახლა რატომ არ გააკეთებინებ ამას? ერთად ვუყუროთ.”

“ ვერ აიძულებ ეს გააკეთონ. თვითონ უნდა მოისურვონ.”

“ რა სიხშირით აკეთებენ ამას?”

“ საკმაოდ ხშირად.

კვირაში ოთხი-ხუთჯერ.”

პატარა ადამიანები ბარის დახლზე დადიოდნენ. ”მომისმინე,” თქვა მარტიმ, “შანსი

მომეცი. უბრალოდ კიდევ ერთი შანსი მომეცი, ანნა.”

“არა,” თქვა ანნამ,” ჩემი სიყვარული ჟორჯს ეკუთვნის. მორჩა და გათავდა.”

“ჯორჯი რუთს მკერდზე კოცნიდა. რუთი სულ უფრო და უფრო იღგრძნებოდა.

“რუთი აღგრძნებულია,” ვუთხარი განთიადს.

“ მართლაც, აღგზნებულია.”

მეც იგივე მჭირდა. განთიადს ხელი ვტაცე და ვაკოცე.

“მომისმინე,” თქვა მან, “არ მომწონს როცა, საჯაროდ კავდებიან სექსით. სახლში

წავიყვან და იქ გააკეთებენ.”

“ მაშინ მე ვერ ვნახავ ამას.”

“ შენც უნდა წამოხვიდე ჩვენთან ერთად.”

“თანახმა ვარ,” ვთქვი მე, “ წავიდეთ.”

სასმელი ბოლომდე დავლიე და ბარიდან ერთად გავედით.

პატარა ადამიანები, პატარა რკინის გალიით მოჰქონდა. მის მანქანაში ჩავჯექით და

გალია შუაში ჩავიდგით. განთიადს შევხედე. მართლა ახალგაზრდა და ლამაზი იყო.

ბუნებითაც კარგი სჩანდა. კაცებს როგორ ვერ უნდა შეწყობოდა? რამდენი რამე

გამოტოვეს. მას ოთხი პატარა კაცი 8000 დოლარი დაუჯდა.

ეს იგივეა ურთიერთობებს გაურბოდე და მაინც ვერ გაექცე მათ.

მისი სახლი გორაკთან ახლოს იყო, ლამაზი ჩანდა. მანქანიდან გადმოვედით და კარს

მივადექით. სანამ განთიადი კარს აღებდა, გალია მე მეჭირა.

“გასულ კვირას, რენდი ნიუმენს “ტრუბადურებში” ვუსმენდი. მაგარი მომღერალია

არაა?” მკითხა მან.

“ხო, მაგარია.”

წინა ოთახში შევედით, განთიადმა პატარა ადამიანები გამომართვა და ყავის

მაგიდაზე მოათავსა. შემდეგ სამზარეულოში შევიდა, მაცივარი გამოაღო და ერთი

ბოთლი ღვინო გამოიტანა. ორი ჭიქაც მოაყოლა.

“უკაცრავად” თქვა მან, “ მაგრამ ცოტათი შეშლილს გავხართ. რას საქმიანობთ?”

“მწერალი ვარ.”

“ამის შესახებ, რამეს დაწერთ?”

“ კაციშვილი არ დაიჯერებს, მაგრამ მაინც დავწერ.”

“შეხედეთ,’ თქვა განთიადმა,” ჯორჯი რუთს შარვალს ხდის და ხელებს უფათურებს.

ყინული გინდათ?”

“ ხო, ხელებს უფათურებს. არა, ყინული არ მინდა. ღვინო უმისოდაც მშვენიერია.”

“არ ვიცი,” თქვა განთიადმა, “მათი ცქერისას ვიღგზნები, ალბათ იმიტომ, რომ ასეთი

პატარები არიან. ეს მართლა აღმანთებს.

“ვიცი რასაც გულისხმობთ.”

“ შეხედე, ჯორჯი დაეუფლა მას.”

“ხოო?”

“შეხედეთ!”

“ღმერთო დიდებულო!”

განთიადს ხელი ვტაცე. კოცნისას ვიდექით და მას თვალები ხან ჩემსკენ და ხან

მათკენ გაურბოდა.

პატარა მარტი და პატარა ანნა ახლა ჩვენ გვიცქერდა.

“შეხედე,” თქვა მარტიმ, ” ისინიც ამას აკეთებენ. ჩვენც შეგვიძლია ამის კეთება. მის

გაკეთებას დიდი ხალხიც აპირებს.

ამათ შეხედე!”

“შენც გაიგონე?” ვკითხე განთიადს..” “ჩვენც გავაკეთებთო თქვეს. მართალია?”

“ვიმედოვნებ, მართალია,” თქვა განთიადმა.

დივანზე დავაწვინე და კაბა ბარძაყებთან ავუწიე. ყელზე ვაკოცე. ”მიყვარხარ,” ვთქვი

მე.

“გიყვარვარ? მართლა გიყვარვარ?”

“ხო, ცოტათი, ხო.”

“კარგი,” უთხრა პატარა ანნამ, პატარა მარტის,” სექსი ჩვენც უნდა შევძლოთ,

მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარხარ.”

ყავის მაგიდის შუაში ერთმანეთს გადაეხვივნენ. მე განთიადის შარვლის გახდით

ვიყავი დაკავებული.

განთიადი სიამოვნებისაგან კვნესოდა. პატარა რუთიც კვნესოდა.

მარტი ანნას იყო მიკრული. ყველგან სექსი იყო. თავში აზრიც კი მომივიდა, რომ ახლა

მთელი სამყარო ამას აკეთებდა. მერე დარჩენილი სამყაროც დამავიწყდა. როგორღაც

საძინებელში შევაღწიეთ. შემდეგ, საქმეს უფრო ნელა შევუდექი....

როცა აბაზანიდან გამოვიდა, ჟურნალ”პლეი ბოიში” მოსაწყენ ამბავს ვკითხულობდი.

“ ეს ისეთი კარგი იყო,” თქვა მან.

“სასიამოვნოა ამის მოსმენა”, ვუპასუხე მე.

ჩემთან ლოგინში დაბრუნდა.

ჟურნალი დავხურე.

“ როგორ ფიქრობ ერთად ვიქნებით?” მკითხა მან.

“ რას გულისხმობ?”

“იმას ვგულისხმობ, რაღაცა დროის მანძილზე შეგვიძლია ერთად ვიყოთ?”

“არ ვიცი. ბევრი რამ ხდება. დასაწყისი ყოველთვის ადვილი სჩანს.”

წინა ოთახიდან საშინელი ყვირილის ხმა გაისმა. ”ვაიმე,” წამოიძახა განთიადმა.

წამოხტა ლოგინიდან და ოთახიდან გავარდა. უკან გავყევი. როცა მივედი, მას ჯორჯი

ხელში ეჭირა.

“ღმერთო ჩემო!”

“რა მოხდა?”

“ ანნამ ჩაიდინა!”

“რა ჩაიდინა?”

“პენისი მოაჭრა.

ახლა ჯორჯი საჭურისია.!”

“ვახ!”

“ტუალეტის ქაღალდის ნაჭერი მომიტანე, ჩქარა! შეიძლება სისხლისგან დაიცალოს!”

“ეს ძაღლისშვილი,” გაჰყვიროდა პატარა ანნა ყავის მაგიდიდან, “ თუ ჯორჯი ჩემი არ

იქნება, არც არავისი იქნება!”

“ახლა ორივე მე მეკუთვნით!” თქვა მარტიმ.

“არა, ჩვენს შორის ერთი უნდა აირჩიო,” თქვა ანნამ.

“ რომელს ირჩევ?” ჰკითხა რუთმა.

“ორივე მიყვარხართ,” უპასუხა მარტიმ.

“სისხლდენა შეუჩერდა,” თქვა განთიადმა. “მას ცივა.” ჯორჯი ცვირსახოცში პატარა

ბავშვივით გაახვია.

“თუ ფიქრობ, რომ არაფერი გამოგვივა, ურთიერთობის გაგრძელება არ მინდა.”

“მე მგონი, მიყვარხარ. განთიადო.”

“შეხედე, “თქვა განთიადმა,” მარტი რუთს ეხვევა.!”

“ სექს აპირებენ?”

“არ ვიცი. აღელვებულები ჩანან.”

განთიადმა ანნა აიყვანა და რკინის გალიაში ჩასვა.

“ გამომიშვით აქედან! ორივეს მოვკლავ! გამომიშვით!”

ცვირსახოცში გახვეული ჯორჯი კვნესოდა. მარტის რუთისთვის შარვალი ჩაუხდია.

განთიადი ჩემსკენ მოვწიე.

ის ლამაზი და ახალგაზრდა იყო, შინაგანი სამყაროც ჰქონდა. შემეძლო ისევ

შემყვარებოდა. ეს შესაძლებელი იყო.ჩვენ ერთმანეთს ვაკოცეთ. მის თვალებში

ჩავიძირე. შემდეგ ავდექი და გავიქეცი. მივხვდი, სადაც მოვხვდი. ტარაკანი და

არწივი ერთმანეთს შეერწყა.

დრო იყო სისულელე ბანჯოთი. ისევ გავრბოდი. მისი გრძელი თმები სახეზე

გადამეფინა.

“ყველას დაგხოცავთ!” ყვიროდა პატარა ანნა და დილის სამ საათზე, თავისი რკინის

გალიიდან გრგვინავდა.

მარტოობა

თარგმნა - ნანა გაგუამ

ედნა, ბოსტნეულით სავსე ჩანთით, ქუჩას მიუყვებოდა, როცა მანქანას ჩაუარა

ავტომობილის ფანჯარაზე წარწერა იყო: ქალი სჭირდებათ.

ედნა შეჩერდა.

მუყაოს დიდ ნაჭერზე, კიდევ რაღაც ეწერა. ძირითადად ბეჭდური სახით. შორიდან,

მხოლოდ დიდი ასოებით დაწერილი სიტყვები “ქალი სჭირდებათ” მოჩანდა. მანქანა

ძვირად ღირებული იყო. ტექსტის ნაწილის წასაკითხად ედნამ წინ წამოიწია: “49

წლის მამაკაცი. განქორწინებული. გაიცნობს ქალს დაქორწინების მიზნით.

სასურველია ქალი იყოს 35 დან 44 წლამდე. უყვარდეს ტელევიზორი და

კინემატოგრაფია. იყოს გურმანი. პროფესიით ვარ ბუღალტერი და დასაქმებული,

ბანკში დანაზოგით. მომწონს მოსუქებული ქალები.”

37 წლის ედნა მოსუქებულიც იყო. იქვე, ტელეფონის ნომერიც ეწერა. ქალის

მაძიებელი კაცის სამი ფოტოსურათით.

მამაკაცი ,შარვალ_კოსტუმსა და ჰალსტუხში , საკმაოდ სოლიდურად

გამოიყურებოდა, თუმცა ცოტათი უჟმური და სასტიკი ჩანდა. “სოფლელია”,-

გაიფიქრა ქალმა.

ედნამ სახლისკენ გააგრძელა გზა და თან ეღიმებოდა. ზიზღის შეგრძნებაც კი

გაუჩნდა. ბინაში მისვლამდე ის კაცი გადაავიწყდა. მხოლოდ, რამდენიმე საათის

შემდეგ, აბაზანაში წოლისას დაფიქრდა მასზე. ალბათ, რა მარტო უნდა იყოს კაცი,

რომ ასეთი რამ ჩაიდინოს: “ქალი სჭირდებათ”.

ედნამ წარმოიდგინა, ეს მამაკაცი სახლში როგორ შემოდის, როგორ პოულობს

საფოსტო ყუთში გაზისა და ტელეფონის ქვითარს, იხდის, იღებს შხაპს, უყურებს

ტელევიზორს. შემდეგ, საღამოს გაზეთს კითხულობს.

სამზარეულოში საჭმელს ამზადებს. ტრუსების ამარა დგას და ტაფას მიშტერებია.

საჭმელი მაგიდასთან მიაქვს და მიირთმევს. სვამს ყავას. მერე ისევ ტელევიზორი,

ალბათ ერთი კათხა ლუდი დაწოლამდე. ამერიკაში, ასეთი მილიონობით კაცი

ცხოვრობდა.

ედნა აბაზანიდან ამოვიდა, გაიმშრალა, ჩაიცვა და ბინიდან გავიდა. მანქანა ჯერ ისევ

იქ იდგა.

ედნამ, კაცის სახელი ჯო ლაიტჰილი და ტელეფონის ნომერი ჩაიწერა და წარწერა

მუყაოს ქაღალდზე კიდევ ერთხელ გადაიკითხა.” კინემატოგრაფია”, რა ძველმოდური

ტერმინია. ახლა უბრალოდ კინოს ამბობენ. “ქალი სჭირდებათ”. წარწერა მართლაც

უცნაური იყო. აქ, მამაკაცი ორიგინალური ჩანდა.

სახლში მისულმა ედნამ, ნომრის აკრეფამდე სამი ჭიქა ყავა დალია. ტელეფონში ზარი

ორჯერ გავიდა.

”გისმენთ? -უპასუხა მან.

“ ბატონი ლაიტჰილი ბრძანდებით?”

“დიახ?”

“თქვენი განცხადება ვნახე, თქვენს მანქანაზე.”

”აჰ, ხო.”

“ მე ედნა მქვია.”

“როგორ ხარ ედნა?”

“ კარგად.

საშინელი სიცხეებია. აუტანელი ამინდებია.”

“ ხო. ცხოვრებას ართულებს.”

“ ნუ, ბატონო ლაიტჰილ…..”

”უბრალოდ ჯო დამიძახე.”

”…ნუ, მოკლედ ჯო, ჰაჰაჰა, თავს სულელად ვგრძნობ. რატომ დაგირეკეთ, ალბათ

ხვდებით?”

“ ჩემი წარწერა ნახეთ?”

“ მე მინდოდა მეთქვა, რა გჭირთ? ქალი ვერ იშოვეთ?”

“ვერა, ედნა. მითხარი, სად არიან ისინი?”

“ ქალები?”

“ ხო.”

“ოჰ, ხომ იცით, ისინი ყველგან არიან.”

“ სად? მითხარი. სად?”

“ნუ, თუნდაც ეკლესიაში, იქ ბევრი ქალია.”

“ ეკლესია მე არ მიყვარს”.

“ოჰ.”

“ მომისმინე, აქ რატომ არ მოდიხარ ედნა?”

“ თქვენთან? სახლში გულისხმობთ?”

“ დიახ. ლამაზი ბინა მაქვს.

შეგვიძლია დავლიოთ, ვისაუბროთ. არ გაძალებ.”

“ გვიანია.”

” შენ უბრალოდ გეშინია, სულ ესაა.”

”არა, არ მეშინია.”

“მაშინ გამოდი, ედნა.”

”ვნახოთ..……”

“ კარგი რა.”

“ თანახმა ვარ. 15 წუთში თქვენთან მოვალ.”

ჯოს ბინა, თანამედროვე საერთო საცხოვრებლების მაღალ სართულზე იყო. ბინა

ნომერი 17. საცურაო აუზიდან ანარეკლები ამოდიოდა. კარი გაიღო და ბატონი

ლაითჰილი მის წინაშე იდგა. ქორისებური ცხვირიდან, ამოჩაჩხული თმები

მოუჩანდა.

კისერთან შეხსნილი პერანგის ღილებით.

“ შემოდი, ედნა.…”

ედნა შემოვიდა და მის უკან კარი დაიხურა. მას ნაქსოვის ლურჯი კაბა და შიშველ

ფეხებზე სანდლები ეცვა. სიგარეტს ეწეოდა.

“ დაჯექი და სასმელს მოგიტან.”

ლამაზი ბინა იყო. ძალიან სუფთა, ლურჯ და მწვანე ფერებში მორთული.

სამზარეულოში ჯო ბუბუნებდა) და თან სასმელს ურევდა. მამაკაცი თავს

თავისუფლად გრძნობდა და ქალსაც გულზე მოეშვა.

ბატონი ლაიტჰილი, იგივე ჯო სასმელებით ხელში შემოვიდა.

ერთი ჭიქა ედნას დააკავა და მის პირისპირ სკამზე ჩამოჯდა.

“ ჰო,” -დაიწყო მან, - “ ჯოჯოხეთურად ცხელა, თუმცა კონდინციონერი მაქვს.”

“ შევამჩნიე. ძალიან კარგია.”

“ მიირთვი სასმელი. ”

“ოჰ, დიახ.”

ედნამ სასმელი მოწრუპა. კარგი სასმელი იყო, ოდნავ ძლიერი, მაგრამ სასიამოვნო

გემო ჰქონდა. ედნამ ჯო, სასმელის სმის პროცესში, თავიდან ფეხებამდე

შეათვალიერა. აღმოჩნდა, რომ მამაკაცს ყელთან მძიმე ნაოჭები ეტყობოდა. დიდი

ზომის შარვალი, საკმაოდ მოშვებული ქონდა.

ფეხები სასაცილოდ უჩანდა.

“ ლამაზი კაბა გაცვია.”

”მოგწონთ?”

“ ჰო, თან მოსუქებულიც ხარ. გიხდება, მართლა გიხდება.”

ედნამ არაფერი თქვა, არც ჯომ. სასმელს წრუპავდენ და ერთმანეთს უხმაუროდ

უყურებდნენ.

რატომ არ საუბრობს? -გაიფიქრა ედნამ. საუბარი მას ევალება. გაუთლელი

სოფლელია. ედნამ სასმელი დაამთავრა.

“ მოდი, მეორე ჭიქასაც მოგიტან,” - უთხრა ჯომ.

“ არა, ნუ შეწუხდები, მართლა უნდა წავიდე.”

“ ოჰ, კარგი რა, მეორე ჭიქასაც მოგიტან. ცოტათი უნდა მოვეშვათ.”

“ კარგი, მაშინ ერთი ჭიქის მერე წავალ.”

ჯო ჭიქებით ხელში, სამზარეულოში გავიდა.

ამჯერად არ ბუბუნებდა. სამზარეულოდან გამოსულმა ჭიქა ედნას გადასცა და

ოთახში მოპირდაპირედ მდგარ სკამზე ჩამოჯდა. სასმელი ამჯერად უფრო ძლიერი

იყო.

“ იცი, ტესტები სექსზე კარგად გამომდის,” - თქვა ჯომ.

ედნამ სასმელი ხმისამოუღებლად მოწრუპა.

“ შენ როგორ აკეთებ ამ ტესტებს?”

“ ისინი არასოდეს გამიკეთებია.”

“ უნდა გააკეთო ხოლმე, გაიგებ, ვინ და რა ხარ.”

“ როგორ ფიქრობ, საიმედოა? კეთებით არ გამიკეთებია, მაგრამ მათთვის გაზეთებში,

თვალი მომიკრავს.”

“ რა თქმა უნდა სანდოა.”

” ალბათ, სექსი კარგად არ გამომდის და ამიტომაც ვარ მარტო”,- თქვა ედნამ და

მომდევნო სასმელის წრუპვა უფრო დიდხანს გააგრძელა.

“ყოველი ჩვენგანი, ბოლოს მაინც მარტოა”,- თქვა ჯომ.

“ რას გულისხმობ?”

“იმას ვამბობ, რომ არაა აქვს მნიშვნელობა ურთიერთობისას, რომელია კარგად

განვითარებული, სექსუალური ცხოვრება თუ გამობრძმედილი სიყვარული ან ორივე

ერთად, განშორების დღე მაინც დადგება.”

“ საწყენია”,- თქვა ედნამ..

“ რა თქმა უნდა საწყენია, როცა განშორების დღე ახლოვდება.

ურთიერთობა წყვილის დაშორებით ან საერთო შეთანხმენით მთავრდება:ორი

ადამიანი ისე ცხოვრობს ერთად, რომ ერთმანეთის მიმართ არანაირი გრძნობა არა

აქვთ. მგონი, ამას მარტო ცხოვრება ჯობია.”

“ ჯო, ცოლს გაეყარე?”

“ არა, განქორწინება თვითონ მოითხოვა.”

“მიზეზი რა იყო?”

“ სექსუალური ორგიები.”

“ სექსუალური ორგიები?”

“ ხო, იცი სექსუალური ორგიები, სამყაროში, ყველაზე მარტოსულთა ადგილია. ეს

ორგიები…....

სასოწარკვეთილება მიპყრობდა ....ბოდიში და ეს წინ და უკან მოძრავი პენისები ....”

“არა უშავს.

” ეს მოძრავი პენისები, დახურული ფეხები, მომუშავე თითები, პირები, ყველა

ერთმანეთს ეხვევა(ცლუტცჰ)) და ოფლი სდით და ამას დაჟინებით აკეთებენ.”

“ ასეთი რამეების, ბევრი არაფერი გამეგება, ჯო”,- თქვა ედნამ.

”მჯერა, რომ სექსი სიყვარულის გარეშე არაფერია. ურთიერთობას აზრი იმ

შემთხვევაში აქვს, როცა მონაწილეებს შორის გრძნობა არსებოს.”

“ ანუ ასეთი შემთხვევების დროს, ადამიანებს ერთმანეთი უნდა მოსწონდეთ?”

“ ეს შველის.”

“დავუშვათ, მათ ერთმანეთი ბეზრდებათ? ან უნდათ ერთად იყვნენ,? ან ეკონომიკური

პრობლემები აქვთ? ბავშვები? და ასეთი რამეები?”

“ ორგიები ამას ვერ უშველის”

“ აბა რა უშველის?”

“ არ ვიცი. იქნებ პარტნიორების გაცვლა.”

“ პარტნიორების გაცვლა?”

“ხომ იცი, ორი წყვილი, რომლებიც კარგად იცნობენ ერთმანეთს, პარტნიორებს

ცვლიან. სულ ცოტა, გრძნობებს გადარჩენის შანსი აქვთ. ვთქვათ, მაიკის ცოლი

ყოველთვის მომწონდა, თვეების განმავლობაში. ოთახში სიარულისას მის მოძრაობას

ვაკვირდებოდი. მისმა მოძრაობებმა დამაინტერესეს.

ვფიქრობ, ისინი სანამდე მიდიან. მე ის გაბრაზებული, მთვრალი და ფხიზელიც

მინახავს. შემდეგ გაცვლა იწყება. შენ მის საძინებელში აღმოჩნდები და

ბოლოსდაბოლოს მას სწავლობ. რაღაც რეალურის შემთხვევა გეძლევა და რა თქმა

უნდა, ამ დროს მაიკი შენს ცოლთან ერთად, გვერდით ოთახშია. წარმატებები მაიკ,

გულში ფიქრობ და იმედოვნებ, რომ ისიც შენსავით კარგი საყვარელია. “

“ და მერე ეს მეთოდი ამართლებს?”

“აბა რა გითხრა, არ ვიცი....

პარტნიორების გაცვლამ, შეიძლება შემდეგში სირთულეებიც გამოიწვიოს. ამ თემაზე

უნდა საუბრობდნენ. ადრე ამას აკეთებდნენ. თუმცა, რამდენიც არ უნდა ისაუბრონ,

საკმარისად მაინც არ იციან..”

“შენ საკმარისად იცი, ჯო?”

“ პარტნიორების გაცვლა შესაძლოა რამდენიმესთვის ან უფრო მეტისთვისაც კარგია.

მაგრამ ჩემთვის არა. როგორც ვხვდები, ზედმეტად წესიერი კაცი ვარ.”

ჯომ სასმელი დაამთავრა. ედნა ჯერ დაუმთავრებელი სასმელი დადო და

წასასვლელად გაემზადა.

“ჯო, მომისმინე, მე უნდა წავიდე..” ჯო ედნას მიუახლოვდა. შარვალში სპილოს გავდა.

დიდი ყურებით. შემდეგ ხელი სტაცა და კოცნა დაუწყო. პირიდან სასმელის მწარე

სუნი ამოდიოდა. ნახევარი პირი არ უმოძრავებდა. ძლიერი იყო, მაგრამ ძალა სუფთა

არ იყო.

ქალი ემუდარებოდა. ედნამ თავი გადასწია, თუმცა ჯოს მკლავებში ისევ

მომწყვდეული ჰყავდა.

”ქალი სჭირდებათ.”

“ჯო, გამიშვი! ძალიან ჩქარობ, გამიშვი!”

“ აქ რატომ მოხვედი, ძუკნა?”

ჯომ კოცნა კიდე სცადა და წარმატებას მიაღწია. საზიზიღრობა იყო. ედნამ მუხლი

ასწია და ფეხებს შორის მაგრად მოსდო. კაცმა ხელები აიფარა და ხალიჩაზე დაეცა.

“ ღმერთო, ღმერთო.. ეს რატომ ჩაიდინე? კინაღამ მომკალი.….….”

იგი იატაკზე ტკივილისაგან იკლაკნებოდა.

მისი საჯდომი, გაიფიქრა მან, საშინელი საჯდომი ჰქონდა.

ედნამ ჯო ამ მდგომარეობაში მიატოვა და ქვემოთ კიბეზე ჩაირბინა. გარეთ სუფთა

ჰაერი იყო.

ადამიანების და მათი ტელევიზორების ხმა მოესმა. ბინაში მისასვლელად დიდი დრო

არ დასჭირდა. აბაზანის ხელახლა მიღების საჭიროება იგრძნო. ლურჯი ნაქსოვის კაბა

გაიხადა და სხეული მაგრად გაიხეხა. აბაზანიდან ამოვიდა, გაიმშრალა და თმაზე

ვარდისფერი ბიგუდები გაიკეთა. გადაწყვიტა, იგი მეორედ არ ენახა.

მკვლელები

თარგმნა - ნანა გაგუამ

ჰარი საწყობიდან გამოვიდა და ალემედას ქუჩაზე მიდიოდა, ბარ პედროში ხუთ

ცენტიანი ყავის დასალევად. ადრიანი დილა იყო, მაგრამ კარგად ახსოვდა, ბარი ხუთ

საათამდე არ იღებოდა. ამ ბარში ორი საათი დაჯდებოდი ერთი ჭიქა ყავის

დასალევად. ცოტას ცხოვრებაზე დაფიქრდებოდი.

გაიხსენებდი სად შეცდი, სად იყავი მართალი.

ბარი ღია იყო. მექსიკელმა გოგომ რომელმაც ყავა მოართვა, ჰარის ისე შეხედა თითქოს

ეს უკანასკნელი ადამიანი ყოფილიყო. საწყალს ცხოვრების არაფერი გაეგებოდა.

კარგი გოგო. ხო, საკმაოდ კარგი გოგო. ახლა ყველა გოგო სადარდებელს ნიშნავდა.

ყველაფერი საზრუნავს ნიშნავდა.

ერთი გამონათქვამი გაახსენდა, რომელიც სადღაც მოისმინა: “ცხოვრების განმარტება

დარდიაო.”

ჰარი ერთ-ერთ ძველ მაგიდას მიუჯდა. ყავას არა უშავდა. ოცდათვრამეტი წლის

ასაკში ცხოვრებას ასრულებდა. ყავა მოწრუპა და გაიხსენა სად შეცდა და სად იყო

მართალი. უბრალოდ გადაიღალა სადაზღვეო თამაშით, პატარა კანტორებით და

მაღალ მინებიანი ტიხრებით, კლიენტებით. უბრალოდ, დაიღალა ცოლის

მოტყუებით, მდივნების ხახუნით ლიფტში და ჰოლში.

დაიღალა საშობაო, საახალწლო და დაბადების დღის წვეულებებით, ახალი მანქანის

და ავეჯის გადასახადით—შუქის, გაზის, წყლის—მთელი საარსებოდ აუცილებელი

საჭიროებით.

დაიღალა და მორჩა, სულ ესაა. განქორწინების და სმის დროც საკმაოდ მალე

მოახლოვდა, უცებ ცხოვრების რიტმიდან ამოვარდა.

მას არაფერი გააჩნდა, მისდა გასაკვირად აღმოაჩინა, რომ არქონაც რთული იყო. ეს

სხვა ტიპის ტვირთი იყო. ნეტავი, მათ შორის რამე შუალედი იყოს. როგორც ჩანდა,

ადამიანს მარტო ორი არჩევანი ჰქონდა - მეძავის ან მათხოვრის.

როცა ჰარიმ თავი ასწია, მოპირდაპირე მაგიდაზე მამაკაცი ჩამოჯდა, ხუთცენტიანი

ყავით ხელში. დაახლოებით ორმოცი წლის უნდა ყოფილიყო. ჰარივით ღარიბად ეცვა.

მამაკაცმა თამბაქო გაახვია და მოწევისას ჰარის გახედა.

“საქმები როგორაა?”

“ეგეც საკითხავია,” უპასუხა ჰარიმ.

“ჰო, მგონი ასეა.”

ისხდნენ და ყავას სვამდნენ.

“გასაკვირია, ასე რატომ ემართებათ.”

“ჰო,” თქვა ჰარიმ.

“ სხვათაშორის, თუ გაინტერესებთ, უილიამი მქვია.”

“ მე ჰარის მეძახიან.”

“შეგიძლიათ ბილი დამიძახოთ.”

“მადლობთ.”

“ისეთი სახე გაქვთ, თითქოს ჩიხში ხართ მომწყვდეული.”

“წანწალით დავიღალე, საშინლად დავიღალე.”

“ჰარი, საზოგადოებაში დაბრუნება გინდათ?”

“არა, სულაც არა.

მაგრამ ამ მდგომარეობიდან მინდა ამოსვლა.”

“თვითმკვლელობა არსებობს.”

“ ვიცი.”

“ მომისმინე”, თქვა ბილიმ, “იმისთვის, რომ ამოვისუნთქოთ, ცოტა ნაღდი ფული

გვჭირდება.”

“მართლაც. მაგრამ როგორ ?”

“ ეს ცოტა რისკთანაა დაკავშირებული.”

“ მაინც როგორ რისკთან?”

“ადრე სახლებს ვძარცვავდი. არც ისე ცუდია. კარგი პარტნიორი მყავდა.”

“ თანახმა ვარ. მზად ვარ ნებისმიერი საქმე ვცადო. მომბეზრდა წყალწყალა ლობიო,

დაძველებული ფუნთუშები, მისიონერები, მქადაგებლები, ხვრინვა.

“ერთადერთი პრობლემაა, თუ როგორ მივაღწიოთ სამოქმედო ადგილს,” თქვა ბილიმ.

“ ორი დოლარი მაქვს.”

“ კარგი, დაახლოებით შუაღამისთვის შემხვდი. ფანქარი გაქვს?” “არა.

მოიცა. ვინმეს გამოვართმევ.”

ბილი დაბრუნდა ფანქრის ნატეხით ხელში. ხელსახოცი აიღო და ზედ დააწერა.

“ ბევერლი ჰილზის ავტობუსს გაჰყევი და ავტობუსის მძღოლს თხოვე აქ ჩამოგსვას.

ჩრდილოეთით ორი კვარტალი ფეხით გაიარე. იქ დაგელოდები. ამას ხომ შეძლებ?”

“იქ მოვალ.”

“ცოლ-შვილი გყავს? ჰკითხა ბილიმ. ”ადრე მყავდა,” უპასუხა ჰარიმ.

იმ ღამეს ციოდა.

ჰარი ავტობუსიდან ჩამოვიდა და ჩრდილოეთით ორი კვარტალი ფეხით გაიარა.

ბნელოდა, ძალიან ბნელოდა. ბილი იდგა და გახვეულ თამბაქოს ეწეოდა,

მოფარებულში, დიდი ბუჩქის გვერდით.

“გამარჯობა, ბილ.”

“გამარჯობა, ჰარი. მზად ხარ სარფიანი კარიერის დასაწყებად?”

“მზად ვარ.”

“ ძალიან კარგი. აქაურობა კარგად შევათვალიერე. მგონი კარგი ადგილი შევარჩიე

ჩვენთვის. იზოლირებული.

ფულის სუნი მცემს. გეშინია?”

‘’არა. არ მეშინია.”

“მშვენიერია. მოეშვი და გამომყევი.”

ჰარი ბილის გაყვა ტროტუარზე, ერთი კვარტალი და ნახევარი გაიარეს, შემდეგ ბილი

ბუჩქებში შევიდა და დიდ მდელოზე გავიდა. ორსართულიანი სახლის უკან

დადიოდნენ. ბილი უკანა ფანჯარასთან შეჩერდა. ფანჯრის დამცავი ბადე დანით

გაჭრა, შემდეგ მშვიდად იდგა და უსმენდა.

სასაფლაოსავით იყო. ბილმა ბადე გაარღვია და ფანჯარას მოაშორა. ამას კარგა ხანი

მოანდომა და ჰარიმ გაიფიქრა: “ღმერთო. საქმე მოყვარულთან მაქვს. ვიღაც გიჟთან

ვარ”. შემდეგ ფანჯარა გაიღო და ბილი შეძვრა. ჰარის მისი მოფართხალე საჯდომის

დანახვა შეეძლო.

ეს სასაცილოა, ფიქრობდა ის. არაკაცური საქმეა.

“ ამოდი,” შიგნიდან ჩუმად გასძახა ბილიმ.

ჰარი შეძვრა. სახლს ფულის და ფუფუნების სუნი ასდიოდა.

“ ღმერთო. ბილ. ახლა მეშინია. ეს შეუძლებელია.”

“ასე ხმამაღლა ნუ ლაპარაკობ. ხომ გინდა წყალწყალა ლობიოს თავი დააღწიო?”

“კი.”

“მაშინ კაცურად მოიქეცი.”

სანამ ბილი უჯრებს ნელა აღებდა და ნივთებს ჯიბეში იყრიდა, ჰარი იდგა. სასადილო

ოთახში აღმოჩნდნენ.

ბილი ჯიბეში იტენიდა კოვზებს, დანებს და ჩანგლებს. ამითი რა უნდა მოვიგოთ?

ფიქრობდა ჰარი.

ვერცხლის საგნები ბილიმ პალტოს ჯიბეში ჩაიდო. უცებ დანა დაუვარდა. უხალიჩო

გაპრიალებულ იტაკაზე წკრიალის ხმა გაისმა.

“ვინ არის?”

ბილიმ და ჰარიმ არ უპასუხეს.

“ვინ არის მეთქი?”

“რა ხდება, სეიმურ?” გაისმა გოგონას ხმა.

“მგონი რაღაც ხმა მომესმა და გამომეღვიძა.”

“ოჰ, დაიძინე.”

“არა. რაღაც ხმა გავიგე.”

ბილიმ და ჰარიმ გაიგეს, ლოგინის ჭრიალი და მამაკაცის სიარულის ხმა. მამაკაცმა

კარი გააღო და სასადილო ოთახში აღმოჩნდა. ახალგაზრდა მამაკაცი დაახლოებით 26

ან 27 წლის, ბლანჟეთი და გრძელი თმით პიჟამოში ჩაცმული იდგა.

“ჰეი, იდიოტებო აქ ჩემს სახლში რას აკეთებთ?

ბილი ჰარისკენ შეტრიალდა.

”საძინებელში შედი.

იქ შეიძლება ტელეფონია, ნახე გოგო დარეკვას ხომ არ აპირებს. ამას მე მივხედავ.”

ჰარი საძინებლისკენ გაემართა, შესასვლელი იპოვა, შევიდა და დაინახა ახალგაზრდა

23 წლის გრძელ თმიანი ქერა, გოგონა მკერდმოღეღილი ხალათით. ტუმბოზე

ტელეფონი იდგა, თუმცა ის მის გამოყენებას არ აპირებდა. შეშინებულმა ხელის

ზურგი პირზე აიფარა. ლოგინიდან წამოდგა.

“არ იყვირო, თორემ მოგკლავ.” უთხრა ჰარიმ.

ჰარი იდგა და დაჰყურებდა. მისი ცოლი გაახსენდა, ასეთი არც დასიზმრებია. ოფლი

ასხამდა და თავბრუ ეხვეოდა, ერთმანეთს მიშტერებოდნენ.

ჰარი ლოგინზე ჩამოჯდა.

“ ჩემს ცოლს თავი დაანებეთ, თორემ მოგკლავთ!” თქვა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც

ბილს ოთახში შემოეყვანა, გადაგრეხილი ხელებით და ზურგზე მიბჯენილი დანის

წვერით.”

“არავინ აპირებს შენს ცოლს რამე დაუშავოს.

მხოლოდ თქვი ეს წყეული ფული სად გაქვს შენახული და წავალთ.”

“ხომ გითხარით, რაც მაქვს ამ საფულეშია.”

ბილმა გადაგრეხილ მკლავზე მოუჭირა და დანა უფრო ახლოს მიიტანა. ახალგაზრდა

მამაკაცი შეკრთა.

“ სამკაული,” თქვა ბილიმ.” სამკაულთან მიმიყვანე.”

“ზედა სართულზეა.”

“ კარგი. იქ მიმიყვანე!”

ოთახიდან გასვლისას ჰარიმ ბილის თვალი გააყოლა და შემდეგ ისევ გოგოს მიაჩერდა

და გოგო მას, რომელსაც ლურჯი თვალების გუგები შიშისაგან გაფარდოებოდა.

“არ იყვირო თორემ მოგკლავ. ყვირილით შენს მოკვლაში უფრო დამეხმარები!”

უთხრა ჰარიმ

გოგანამ კანკალი დაიწყო. სახის და ტუჩების ფერი მკრთალი ვარდისფერი გაუხდა.

ჰარი გაუპარსავი და ამყრალებული იყო, გოგონა კი თეთრი, ნაზი, ფაქიზი,

აცახცახებული. ჰარიმ თმებში ჩაავლო ხელი.

თავი გადაუწია და თვალებში ჩახედა. ”შე, წყეულო კახპავ!” თქვა მან და აკოცა, მეორე

ჯერზე უფრო მაგრად. ლოგინზე ზურგით დაეცნენ. მამაკაცი შარვლის გახდას

ფეხებით ცდილობდა და ქალისთვის ხელი ჩაევლო. შემდეგ, შარვლის გახდა დაიწყო

და თან ქალს ხელს უჭერდა და კოცნიდა. ”შე, კახპავ, შე, წყეულო კახპავ..

“ ო, არა! ღმერთო ჩემო!, არა! ოღონდ ჩემი ცოლი არა, თქვე ნაძირლებო!”

ჰარის მათი შემოსვლა არ გაუგია. ახალგაზრდა მამაკაცმა ყვირილი მორთო.

შემდეგ ჰარის ბუყბუყის ხმა მოესმა. წამოდგა და ირგვლივ მოიხედა. ყელგამოჭრილი

ახალგაზრდა მამაკაცი ძირს ეგდო და სისხლი რითმულად იღვრებოდა იატაკზე.

“ შენ ის მოკალი!” აღმოხდა ჰარის.

“ სხვა გზა არ იყო, ყვიროდა.”

“არ უნდა მოგეკლა.”

“ მაშინ, მისი ცოლი არ უნდა გაგეუპატიურებინა.”

“ არ უნდა გამეუპატიურებინა მისი ცოლი და შენც, არ უნდა მოგეკლა ის.”

შემდეგ, ცოლმა დაიწყო ყვირილი. ჰარიმ პირზე ხელი ააფარა.

“რა უნდა ვქნათ?” იკითხა მან.

”ესეც უნდა მოვკლათ. მოწმეა.”

“ ამას ვერ მოვკლავ,” თქვა ჰარიმ

“მაშინ, მე მოვკლავ,” თქვა ბილიმ

“ასე უბრალოდ, ხომ არ მოვკლავთ.”

“ მიდი გააგრძელე.”

“ პირში რამე ჩატენე.”

“ მივხედავ,” თქვა ბილიმ. კარადის უჯრიდან შარფი ამოიღო და პირში ჩატენა. “

მიდი,” თქვა ბილიმ.

გოგონა არ შეწინააღმდეგებია.

შოკურ მდგომარეობაში იყო.

როცა ჰარიმ გააუპატიურა, ბილის ჯერი დადგა. ჰარი უყურებდა. აი, როგორ ხდებოდა

მთელს მსოფლიოში, როცა დამპყრობელი ჯარი შემოდიოდა, დამპრყრობლებს

დამარცხებულთა ქალები თან მიჰყავდათ. ისინიც ახლა დამპყრობელ ჯარს ჰგავდნენ.

ბილი ჩამოქვეითდა. ”ჯანდაბა, მართლა კარგი იყო.”

“ მომისმინე, ბილ, არ მოვკლათ.”

“გაგვცემს. მოწმეა.”

“თუ სიცოცხლეს ვაჩუქებთ, არ გაგვცემს. გაუხარდება, რომ ცოცხალი დარჩა.”

“გაგვცემს.

ადამიანის ბუნებას ვიცნობ. მოგვიანებით მაინც გაგვცემს.”

“რატომ არ უნდა გაგვცეს იმ საქმისთვის რაც ჩავიდინეთ?”

“მეც ამას არ ვამბობ? რატომ უნდა გავუშვათ?” თქვა ბილიმ.

“ მოდი, მას ვკითხოთ. ვალაპარაკოთ. ვკითხოთ რას ფიქრობს.”

“მშვენივრად ვიცი რასაც ფიქრობს. უნდა მოვკლა.”

“ გთხოვ, არ გინდა ბილ. ცოტა წესიერება ვაჩვენოთ.”

“ცოტა წესიერება ვაჩვენოთ? ახლა? უკვე ძალიან გვიანია. თავიდანვე კაცურად, რომ

მოქცეულიყავი და თავი შეგეკავებინა..…

“არ მოკლა, ბილ.

ვერ.. გადავიტან..”

“ზურგით შეტრიალდი.”

“ბილ, გთხოვ..”

“ხომ ვთქვი, შებრუნდი მეთქი!”

ჰარი შებრუნდა. ხმა არ ქონდა. წუთები გავიდა.”

“ბილ, მოკალი?”

“კი. მობრუნდი და ნახე.”

“არ მინდა. წავიდეთ. აქედან წავიდეთ.”

იმავე ფანჯრიდან გავიდნენ, რომლითაც შემოვიდნენ.

ღამე უფრო ცივი იყო. სახლის მოფარებული მხრიდან, მესერთან გავიდნენ.

“ბილ?”

“ხო?”

“ახლა უკეთ ვგრძნობ თავს, თითქოს ეს არასოდეს მომხდარა.”

“ეს მოხდა.”

უკან ავტობუსის გაჩერებასთან დაბრუნდნენ. ღამით ავტობუსები იშვიათად

დადიოდნენ. ერთი საათი მაინც მოუწევდათ ლოდინი. იდგნენ და ერთმანეთის

ტანსაცმელზე სისხლის ლაქებს ეძებდნენ., მათდა გასაოცრად არ აღმოჩნდა. თამბაქო

შეახვიეს და მოუკიდეს.

უცებ ბილიმ გადმოაფურთხა.

“ღმერთმა დასწყევლოს.

ოჰ, ღმერთმა დასწყევლოს ეს ყველაფერი.!”

“რაშია საქმე, ბილ?”

“საფულე დაგვრჩა!”

“ჯანდაბა,” თქვა ბილიმ.

ორი ლოთი

თარგმნა - ნანა გაგუამ

ოცი წლის ასაკში საკმაოდ ბევრს ვსვამდი და ცოტას ვჭამდი, მაგრამ ფიზიკურად ისევ

ძლიერი ვიყავი. ამით იმის თქმა მინდა, რომ ფიზიკური ძალაც რაღაცას ნიშნავს,

როცა საქმეები ცუდად მიგდის. საკუთარ ბედ-იღბალს ავუჯანყდი და

დამამშვიდებლად, მხოლოდ გაუთავებლად ვსვამდი და ვსვამდი.

აუტანელ სიცხეში, მტვრიან და ტალახიან გზას მივუყვებოდი. თუ არ ვცდები

კალიფორნიის შტატში ვიყავი. მიწა იყო უდაბური. გზას მივუყვებოდი, ჭუჭყისაგან

გამაგრებული წინდები ყარდა, ფეხსაცმლიდან გამოსული ლურსმნები ქუსლზე და

ტერფებზე მჩხვლეტდა. ლურსმნების შესაკავებლად მუყაოს ქაღალდს, გაზეთს, ან

რაიმეს რაც ხელში მომხვდებოდა ფეხსაცმელში ვტენიდი. ლურსმნები იქედანაც

აღწევდა და ხშირად ვასწორებდი.

სატვირთო მანქანა ჩემს გვერდით გაჩერდა. ყურადღება არ მივაქციე და სიარული

გავაგრძელე.მანქანა დაიძრა და მისი ახალგაზრდა მძღოლი გამომედევნა.

“ღლაპო,” თქვა ტიპმა, “სამუშაო გინდა?”

“ ვინ უნდა მოვკლა?” ვიკითხე მე.

“არავინ, მოდი, ამოდი.”

მანქანას მეორე მხრიდან შემოვუარე, კარი ღია დამხვდა.

მეც ავედი, კარი მოვხურე და ტყავის სავარძელს ზურგით მივეყრდენი. როგორც იქნა

მზეს გავერიდე.

“ გინდა მინეტი გამიკეთო?” მითხრა მან, ”ხუთ დოლარს მიიღებ”

მარჯვენა ხელი მუცელში მაგრად ჩავარტყი, მარცხენა სადღაც ყურსა და კისერს

შორის. მარჯვენა ხელი გავითავისუფლე და პირზე ავაფარე. მანქანამ გზიდან

გადასვლა დაიწყო. საჭეს ხელი ვტაცე და უკან მოვაბრუნე. შემდეგ ძრავა გამოვრთე.

მანქანიდან გადმოვედი და გზაზე სიარული გავაგრძელე.

დაახლოებით ხუთი წუთის მერე სატვირთო მანქანა უკან მომდევდა.

“ღლაპო,” მითხრა ტიპმა, “ მაპატიე.

არც მიფიქრია, რომ ცისფერი ხარ. იმის თქმა მინდა, რომ ცისფერის გარეგნობა გაქვს.

რა ცუდია ცისფერი იყო?”

“ ჩემი აზრით, თუ შენ ხარ, მაშინ არა.”

“კარგი რა,”თქვა ტიპმა. ”ამოდი. მართლა პატიოსანი სამუშაო მაქვს შენთვის. ცოტა

ფულს იშოვი და ფეხზე დადგები.”

მანქანაში ისევ ავედი. დავიძარით.

“ მაპატიე,” დაიწყო ისევ, “კაცური სახე გაქვს, მაგრამ ხელები კი ქალისას გიგავს.

ქალის ხელები გაქვს.”

“ჩემს ხელებზე, შენ არ ინერვიულო,” ვთქვი მე.

“ შპალების დატვირთვა მძიმე სამუშაოა. ოდესმე გაგიკეთებია?”

“არა”

“რთული სამუშაოა.”

“ მთელი ცხოვრება რთულ სამუშაოს ვაკეთებ.”

“კარგი,” თქვა ტიპმა, “კარგი.”

დანჯღრეული მანქანით, გზას უხმაუროდ გავუყევით. წინ არაფერი იყო, მხოლოდ,

მტვერი, მტვერი და უდაბნო. ყმაწვილს არაფრის მეტყველი სახე ჰქონდა. ხანდახან,

ასეთი წვრილფეხები ერთ ადგილზე დიდი ხნის ცხოვრების მერე, მცირე პრესტიჟს

და ძალაუფლებას აღწევენ. მასაც სატვირთო მანქანა ჰყავდა და აქირავებდა. ზოგჯერ,

ასეთ რამესაც უნდა შეეგუო კაცი.

გზაზე ხნიერი კაცი გამოჩნდა. ორმოცი წლის უნდა ყოფილიყო, გზაში

ხეტიალისთვის ეს ასაკი უკვე ბებერია. მძღოლმა ბატონმა ბურხარტმა, ბერიკაცის

სახელი მითხრა. მანქანა შეანელა და ჰკითხა. ” ჰეი, მეგობარო, ერთი_ორი დოლარის

შოვნა არ გინდა? ”

“ დიახ, ბატონო!”

“გაინძერი და შემოუშვი,” მითხრა ბატონმა ბურხარტმა.

ბერიკაცი ამოვიდა. იგი ყარდა სასმელების სუნით, ოფლით და სიკვდილის აგონიით.

ჩვენ მივდიოდით მანამ, სანამ შენობების პატარა ჯგუფს არ მივადექით.

ბატონ ბურხარტან ერთად მანქანიდან ჩამოვედით და საწყობში შევყევით. იქ

დაგვხვდა კაცი მწვანე მზისგან დამცავი წინაფრით და მარცხენა მაჯაზე ბევრი

რეზინით. მელოტი იყო მაგრამ მკლავები ავადმყოფურად ხშირი თმით ქონდა

დაფარული.

“გამარჯობათ, ბატონო ბურხარტ,” თქვა მან, “ როგორც ვხედავ კიდევ ორი ლოთი

გიშოვიათ.”

“აი, სია ჯეს,” თქვა ბატონმა ბურხარტმა, და ჯესი ბრძანების შესასრულებლად

მიიწია. ამას ცოტა დრო დასჭირდა. ”კიდევ რამე ხომ არ გინდათ, ბატონო ბურხარტ?

იქნებ ორი ბოთლი იაფი ღვინო?

“ჩემთვის არ გინდათ.” ვთქვი მე.

“კარგი”, თქვა ბერიკაცმა, “ორივე ბოთლს მე ავიღებ.”

“ ხელფასიდან ჩამოგეჭრებათ,”უთხრა ბურხარტმა ბერიკაცს.

“მნიშვნელობა არა აქვს,” თქვა ბერიკაცმა, ”ჩემი ხელფასიდან ჩამოაჭერით.”

”დარწმუნებული ხარ, რომ ერთი ბოთლი ღვინო არ გინდა?” ბურხარტმა იკითხა.

“ კარგი,” ვთქვი მე.” “ერთ ბოთლს ავიღებ.”

ის ღამე კარავში გავათიეთ, ღვინო დავლიეთ და ბარიკაცმა მისი გაჭირვება მიამბო.

ცოლს დასცილებია. მას ისევ უყვარდა მისი ცოლი.

სულ მასზე ფიქრობდა. დიდებული ქალი. ბერიკაცი, ადრე მათემატიკის

მასწავლებელი ყოფილა. მაგრამ ცოლს დასცილებია. მეორე ასეთ ქალს ვერასდროს

იპოვიო. და ა.შ.

ღმერთო, როცა ვიღვიძებდით მოხუცი ცუდად ხდებოდა და მეც არ ვიყავი უკეთესად,

მზე კარგა ხნის ამოსული იყო და ჩვენი საქმის გასაკეთებლად მივდიოდით,

რკინიგზის შპალებს ვაწყობდით. ისინი შტაბელად უნდა დაგვეწყო.

შტაბელის დაწყება ადვილი იყო. მაგრამ როცა მაღლა ავიდოდით უნდა დაგვეთვალა.

”ერთი, ორი, სამი,” ვითვლიდი მე და მერე თავს ვანებებდი.

ბერიკაცს თავზე ცვირსახოცი ჰქონდა შემოხვეული, მისი თავიდან სპირტიანი სითხე

იღვრებოდა და ცვირსახოცს ასველებდა და ლაქებად აჩნდა. დრო და დრო რომელიმე

შპალის ხიჭვი დანასავით დასერავდა ხელთათმანს და ხელში მერჭობოდა.

ჩვეულებრივ, ტკივილი აუტანელი ხდებოდა და მუშაობა უნდა შემეწყვიტა მაგრამ

დაღლილობამ გრძნობები დააჩლუნგა, მართლა საბოლოოდ დააჩლუნგა. ამ დროს

ისე ვბრაზდებოდი, რომ ვინმეს მოკვლა მინდებოდა, მაგრამ როცა ირგვლივ

მიმოვიხედავდი, ქვიშის, კლდეების, ღუმელივით ცხელი კაშკაშა ყვითელი მზის

გარდა არაფერი იყო და არსად გასაქვევი.

დრო და დრო რკინიგზის კომპანია ძველ შპალებს აძრობდა და ახლებით ცვლიდა.

ძველები იქვე გზებზე ეყარა.

ძველ შპალებს დიდი არაფერი სჭირდა, მაგრამ კომპანია მათ აქ ყრიდა და ბურხარტი

ჩვენაირ ტიპებს ქირაობდა შტაბელის დასაწყობად, რომელიც მერე სატვირთო

მანქანით მიჰქონდა და ყიდდა. ჩემი აზრით მათ ბევრი სარგებლობა მოჰქონდათ.

ზოგიერთ რანჩოში მიწაში არჭობდნენ, ეკლიან მავთულს გააბამდნენ და ღობედ

იყენებდნენ. მგონი სხვა სარგებელიც ჰქონდათ. დიდად დაინტერესებული არ

ვყოფილვარ.

ესეც ერთერთ შეუძლებელ სამუშაოთაგანი იყო, როცა ისე იღლები გინდა , რომ გინდა

მიატოვო, და მერე შენ უფრო იღლები და გავიწყდება რომ უნდა მიატოვო, წუთები არ

მოძრაობენ, თითქოს ერთ წუთში მარადიულად ცხოვრობდი, არ არის იმედი,

გამოსავალი, ხაფანგში გამომწყვდეული ხარ, სიყრუე ხელს გიშლის ყველაფერი

მიატოვო და თუ მიატოვებ წასასვლელი არსადაა.

“ბავშო, ცოლო დავკარგე.

საოცარი ქალი იყო. სულ მასზე ვფიქრობ.

კარგი ქალი ყველაზე დიდებული რამაა ამ დედამიწაზე.”

“ჰო.”

“ცოტა ღვინო მოგვცა.”

“ღვინო არ გვაქვს. დაღამებას უნდა დაველოდოთ.”

“ნეტა ვინმეს თუ ესმის ლოთების?”

“ მხოლოდ სხვა ლოთებს.”

“როგორ ფიქრობ, ეს ხიჭვები ჩვენს ხელებში გულამდე მიაღწევენ?”

“მაგის ბედი ჩვენ ვინ მოგვცა.”

ორი ინდიელი მოვიდა და გვიყურებდნენ. დიდხანს გვიყურებდნენ. როცა მე და

ბერიკაცი იქვე შპალზე ჩამოვჯექით მოსაწევად, ერთ_ ერთი ინდიელი

მოგვიახლოვდა.

“ ბიჭებო, ყველაფერს არასწორად აკეთებთ,” თქვა მან.

“რას გულისხმობთ” ვკითხე მე.

“მუშაობას უდაბნოს მაღალ სიცხეში იწყებთ. თქვენ კი დილით ადრე უნდა ადგეთ და

აგრილებამდე უნდა მორჩეთ თქვენს საქმეს.”

“მართალი ხარ,” ვთქვი მე. “მადლობა.”

ინდიელი მართალი იყო. გადავწყვიტე ადრე ავმდგარიყავით.

მაგრამ ვერასოდეს მოვახერხეთ. ღამის სმისაგან ბერიკაცი სულ ცუდად იყო და თავის

დროზე ვერც მე შევძელი მისის გაღვიძება.

“ კიდე ხუთი წუთი,” იტყოდა ის, “ მხოლოდ ხუთი წუთით მეტი.”

საბოლოოდ ბერიკაცი დაუძლურდა. ერთ დღესაც მომდევნო შპალი ვერ ასწია.

ამის გამო ბოდიშს იხდიდა.

“არა უშავს, მამილო.”

კარავში დავბრუნდით და მოსაღამოებას დაველოდეთ. მამილო წამოწოლილი

ლაპარაკობდა. მთელი დღე და ღამე მისი ყოფილი ცოლის ამბებს ვისმენდი. მერე

ბურხარტი გამოჩნდა.

“ღმერთო ჩემო, დღეს ბევრი არ გიმუშავიათ ბიჭებო. ახლა იმას ფიქრობთ ყველი

კარაქში ამოავლოთ?”

“ჩვენ მოვრჩით, ბურხარტ,” ვთქვი მე, “ გადახდას ველოდებით.”

“მე მგონი არ ღირს თქვენთვის გადახდა.”

“თუ საერთოდ ფიქრობ,” ვთქვი მე, “უნდა გადაგვიხადო.”

“ გთხოვთ, ბატონო ბურხარტ,” ემუდარებოდა ბერიკაცი, “ გთხოვთ, გთხოვთ, ამდენი

ძაღლურად ვიმუშავეთ, პატიოსნად.!”

“ბურხარტმა მშვენივრად იცის როგორც ვიმუშავეთ,” ვთქვი მე,” მას ზვინების

ანგარიში აქვს, და მეც მაქვს ჩემი.

“72 ზვინი,” თქვა ბურხარტმა.

“90 ზვინი,” ვთქვი მე.

“76 ზვინი,” თქვა მან ისევ.

“90 ზვინი,” ვთქვი მე.

“80 ზვინი” თქვა ბურხარტმა.

“დავნიძლავდეთ,” ვთქვი მე.

ბურხარტმა ფურცელი და ფანქარი ამოიღო და ღვინის, საკვების, მგზავრობის და

დაბინავების ხარჯები აღრიცხა.

მამილოს და მე, ხუთი დღის მუშაობაში 18 დოლარი გვერგო. სხვა რა გზა გვქონდა,

ავიღეთ. სამაგიეროდ, ქალაქში დაბრუნება უფასოდ გვერგო. უფასოდ? ბურხარტმა

ბოლომდე გვიხმარა. მაგრამ კანონთან ვერ ვუჩივლებდით, რადგან როცა ფული არ

გქონდა, კანონი შენთვის მუშაობას წყვეტდა.

“ღმერთმანი,” ამოიხვნეშა ბერიკაცმა, “ ახლა მართლა დავლევ. დავლევ და მაგრად

გამოვთვრები. შენ არ დალევ ყმაწვილო?

“არა მგონია.”

ქალაქის ერთადერთ ბარში შევედით და დავსხედით.

მამილომ და მე ლუდი შევუკვეთეთ. ბერიკაცმა საუბარი ისევ ყოფილ ცოლზე

დაიწყო. მე ვერ გავუძელი და ბარის ბოლოში გადავჯექი. მექსიკელი ლამაზმანი

ბარის კიბიდან ჩამოვიდა და ჩემს გვერდით დაჯდა. კიბიდან ყოველთვის ასე რატომ

ჩამოდიან, როგორც ფილმებშია? უცებ მეც თავი ფილმში მეგონა. გოგონას ლუდი

ვუყიდე. მან თქვა, “ჩემი სახელია შერი,” და მე ვთქვი, “ ეს მექსიკური სახელი არაა,”

და მან თქვა, ”რა აუცილებელია მექსიკური იყოს?,” და მე ვთქვი, “ მართალი ხარ.”

ზემოთ ასვლა ხუთი დოლარი დამიჯდა.

პირველ რიგში მან დამბანა, დანარჩენი მოგვიანებით მოხდა. მან პატარა თეთრს

კასრში დამბანა, რომელსაც მორბენალი წიწილები ეხატა. ათ წუთში იგი იმავე თანხას

აკეთებდა რასაც მე ერთ დღეში ოთხსაათიანი მუშაობით. ფინანსური გაგებით,

მამაკაცის სასქესო ორგანოს ქონას, ქალის სასქესო ორგანოს ქონა ჯობდა.

როცა ქვემოთ ჩამოვედი, ბერიკაცს თავი ბარის დახლზე ედო. მაგრად დამთვრალა.

მთელი დღე არაფერი გვიჭამია და მოხუცს სიტყვაც არ დასცდენია. თავთან ახლოს

ერთი დოლარი და ხურდები ეწყო.

წამით გავიფიქრე, ჩემთან ერთად წამომეყვანა, მაგრამ მერე საკუთარ თავს ვერ

მივხედავდი. გარეთ გავედი. ციოდა და ჩრდილოეთისაკენ გავუყევი გზას.

სინდისი მაწუხებდა იმის გამო, რომ მამილო ამ პატარა ქალაქის სვავებთან დავტოვე.

დამაინტერესა, ნეტა მისი ცოლი თუ ფიქრობდა მასზე. ჩემი აზრით, არა და თუ კი,

ისე არა როგორც მამილო ფიქრობდა მასზე. მთელს დედამიწაზე მასავით საცოდავი

ადამიანები დაბობღავდნენ. დასაძინებელი ადგილი მჭირდებოდა.

მექსიკელი გოგოს ლოგინი პირველი იყო, რაც მეღირსა მთელი სამი კვირის

განმავლობაში.

რამდენიმე ღამით ადრე, აღმოვაჩინე, რომ ხიჭვები ჩემს ხელში ფეთქავდნენ. რომელი

სად იყო ვგრძნობდი. აცივდა. ვერ ვიტყვი, რომ ქალების და კაცების სამყარო

მძულდა. მაგრამ მძულდა ის ძალა, რაც ხელოსნებისგან, ვაჭრებისგან,

მატყუარებისგან და საყვარლებისგან მყოფდა. მას შემდეგ ათეულობით წლები

გავიდა, და იმავე სიძულვილს ვგრძნობ. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ერთი კაცის

ცხოვრების ამბავი და რეალობის მისეული ხედვაა.

თუ კითხვას გააგრძელებთ, მომდევნო მოთხრობა, შეიძლება უფრო ბედნიერი იყოს.

მეც ვიმედოვნებ.

პოლიტიკა

თარგმნა - ნანა გაგუამ

მეორე მსოფლიო ომის მერე, ლოს ანჟელესის ადგილობრივ კოლეჯში, თავი

ნაცისტად მომქონდა. ჰიტლერს ჰერკულესისგან ძლივს ვარჩევდი და ეს ნაკლებად

მაღელვებდა. საშინლად მომბეზრდა ლექციებზე პატრიოტთა ქადაგება ბრძოლისაკენ

მოწოდებაზე. უბრალოდ, გადავწყვიტე, ოპოზიციონერი გავმხდარიყავი. ჰიტლერის

წასაკითხად თავი არ შემიწუხებია.

ჩემში, ყველაფერი სატანური და მანიაკალური, უკვე აღშფოთებას იწვევდა.

სინამდვილეში არანაირი პოლიტიკური მრწამსი არ გამაჩნდა. ეს კი თავისუფლად

ცურვის საშუალება იყო.

ხანდახან, როცა კაცი იმას აკეთებს რისიც არ სწამს, შესაძლოა ბევრად საინტერესო

საქმე გამოუვიდეს, რადგან მასზე ემოციურად მიჯაჭული არ არის. სულ მალე, ყველა

მაღალმა და ქერა ბიჭმა “ აბრაჰამ ლინკოლნის ბრიგადა” ჩამოაყალიბა, რათა ესპანეთი

ფაშიზმის შემოტევისაგან დაეცვათ. შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, მტრის

გაწვრთნილმა არმიამ ისინი დახვრიტა. ზოგი მათგანი, უბრალოდ თავგადასავლის

საძიებლად იყო წასული. ჩემს თავზე არ ვგიჟდებოდი, მაგრამ საჯდომს და პენისს

მაინც ვუფრთხილდებოდი.

ლექციაზე წამოვხტებოდი და რაც თავში მომივიდოდა ყველაფერს ვყრანტალებდი.

ჩვეულებრივ, “აღმატებულ რასაზე” ვსაუბრობდი, რაც თითქოს იუმორისტული

მეჩვენებოდა.

ზანგებს და ებრაელებს პირდაპირ არ ვეხებოდი, რადგან ვხედავდი, ჩემსავით

ღარიბები და დაბნეულები იყვენენ. შთამბეჭდავი სიტყვით გამოსვლაში, ერთი

ბოთლი ღვინო მეხმარებოდა, რომელიც ყოველთვის თან დამქონდა. მიკვირდა, როცა

ამდენი ადამიანი სულგანაბული მისმენდა და ჩემს მიერ გამოთქმულ განცხადებებზე,

ცოტას უჩნდებოდა შეკითხვა.

“ ჩინასკი, შენ რა, სტუდენტთა მმართველობაში, პრეზიდენტობას აპირებ? “

“ ჯანდაბა, არა, არ ვაპირებ.”

არც არაფრის კეთება მინდოდა. სპორტდარბაზშიც კი არ დავდიოდი. სინამდვილეში,

რაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა, ეს იყო სპორტდარბაზში სიარული, სასქესო

ორგანოების დამცავი ტრუსების ჩაცმა და პენისების სიგრძის შედარება. საშუალო

ზომის რომ მქონდა ვიცოდი.

ამის დასადგენად კი, სპორტდარბაზში სიარული არ მჭირდებოდა.

როგორც იქნა გაგვიმართლა. კოლეჯმა სტუდენტთა გაწევრიანებაში 2 დოლარის

გადახდა დააწესა. რამდენიმემ ეს ფაქტი გავაპროტესტეთ, არაკონსტიტუციურად

ჩავთვალეთ და მის გადახდაზე უარი ვთქვით. გავიფიცეთ. კოლეჯის მმართველობამ

ლექციებზე დასწრების უფლება მოგვცა. მაგრამ რამდენიმე პრივილეგია მაინც

ჩამოგვართვა, მათ შორის, სპორტდარბაზში სიარულისა.

ფიზკულტურის გაკვეთილზე, სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილები, ჩვენი

მწვრთნელის წინაშე გამოვცხადდებოდით. ეს უკანასკნელი მინდორში ძუნძულით

სირბილს გვაიძულებდა.

მათი შურისძიება სულ ეს იყო. მშვენიერია. ოფლის ღვრამდე სირბილს და კალათში

ბურთის ჩაგდებაზე წვალებას, კიდევ ეს მდგომარეობა ჯობდა.

მოედანს წრეს ვურტყამდით და უხამს სიმღერებს ვმღეროდით. ფეხბურთის გუნდის

მოძველბიჭო ამერიკელები ცემით დაგვემუქრნენ, მაგრამ რატომღაც ვერასოდეს

მოახეხეს. იქნებ იმიტომ, რომ მათზე დიდები და გამხდრები ვიყავით. პირადად მე,

გადასარევ მდგომარეობაში ვიყავი. თავს ნაცისტად ვასაღებდი და მერე

მოვტრიალდებოდი და გავყვიროდი, რომ ჩემი კონსტიტუციური უფლება შეილახა.

ხანდახან, ემოციურიც ვხდებოდი.

მახსოვს, ერთხელ მთვრალმა აცრემლებული თვალებით ვთქვი: “დაიმახსოვრეთ ჩემი

სიტყვები, ეს ომი უკანასკნელი არ იქნება. როგორც კი მტერი განადგურდება, მეორე

მაშინათვე გამოჩნდება. ეს უაზრო და დაუსრულებელი პროცესია. კარგი და ცუდი

ომი არ არსებობს.”

მეორე შემთხვევაც იყო: უნივერსიტეტის ეზოში, კათედრასთან სიტყვით გამოდიოდა

ჟინიანი კომუნისტი ბიჭი, უჩარჩოო სათვალით და ნაყვავილარი სახით. შავი

სვიტერი იდაყვთან გამოხეული ქონდა. ჩემს რამდენიმე მოწაფესთან ერთად ვიდექი

და ვუსმენდი. ერთ-ერთი მათგანი იყო, ე.წ.

“თეთრი რუსი” ზირკოფი, რომლის მამა და ბაბუა, რუსეთის რევოლუციის დროს,

წითლებს მოუკლავთ. ზირკოფმა დამპალი პომიდვრებით სავსე ტომარა მიჩვენა და

მითხრა: “ როცა სიტყვით გამოხვალ, ამათ სროლას დავიწყებთ.”

მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ჩემი მოწაფეები ამ კომუნისტ ბიჭს არ უსმენდნენ

და თუ უსმენდნენ, მათთვის მაინც არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა. ისინი

დამოუკიდებლად ვერ აზროვნებდნენ. მსოფლიოში ადამიანთა უმრავლესობა

მათნაირი იყო. როგორც ჩანდა, საშუალო ზომის პენისის ქონა, ყველაზე უდიდეს

ცოდვათაშორის არ ყოფილა.

“ ზირკოფ, ეს პომიდვრები აქედან მოაშორე”,- ვთქვი მე.

“ნეტა, ხელით ასაფეთქებელი ყუმბარები იყოს”,- თქვა ზირკოფმა.

იმ დღიდან, ჩემს მოწაფეებზე კონტროლი დავკარგე და როცა მათ ლაყე

პომიდვრების სროლა დაიწყეს, მე გავეცალე.

შემატყობინეს, რომ ახალი, მოწინავე პარტია ყალიბდებოდა. გლენდეილში,

აღნიშნულ მისამართზე, იმავე ღამეს მივედი. ვისხედით დიდი სახლის სარდაფში,

ჩვენ ჩვენი ღვინის ბოთლებით და სხვადასხვა ზომის პენისებით.

ოთახში კათედრა იდგა და მაგიდაზე მთელ შავ კედელზე ამერიკის დიდი დროშა

იყო გაშლილი .

გამოვიდა ჯანმრთელი გარეგნობის ამერიკელი ყმაწვილი და მისალმების ნიშნად,

დროშასთან ფიცის დადება შემოგვთავაზა.

დროშასთან ფიცის დადებას ვერასდროს ვერ ვიტანდი. უინტერესოდ და

სისულელედ მიმაჩნდა. მაგრამ, რადგან იქ ვიყავით სხვა გზა არ გვქონდა. ავდექით

და ბრძანება შევასრულეთ. მცირე პაუზის შემდეგ, დასხდომისას ყველამ თავი ისე

იგრძნო, თითქოს სახეში გაულაწუნესო.

ჯანსაღმა ამერიკელმა საუბარი დაიწყო. ვიცანი, დრამატურგიის გაკვეთილებზე წინა

რიგში, რომ მსუქანი ბიჭი იჯდა, ის იყო. ასეთ ტიპებს არასოდეს ვენდობოდი.

გულს აწყალებდა, თანაც მაგრად. მან დაიწყო: “კომუნისტური საშიშროება უნდა

შეჩერდეს. ჩვენ აქ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ სათანადო ნაბიჯები გადავდგათ.

კანონით გათვალისწინებულ ყველა და საჭირო შემთხვევაში, შესაძლოა უკანონო

ზომებსაც მივმართოთ..…”

დანარჩენი კარგად არ მახსოვს. კომუნისტების მუქარა, ნაცისტების მიმართ მუქარაზე

სულ არ მადარდებდა. ახლა მე მინდოდა: სმა, ჟიმაობა და კარგი საჭმელი. მინდოდა,

სადმე ბინძურ ბარში ჭიქა ლუდის დალევის მერე მემღერა და სიგარა მომეწია.

მოვტყუვდი. აქ, უბრალოდ, მიზნის მისაღწევი საშუალება ვიყავი.

შემდეგ, ზირკოფი, მე და ერთი ჩემი ყოფილი მოწაფე ვესტლეიკ პარკში წავედით,

ნავი ვიქირავეთ და სადილად იხვის დაჭერა ვცადეთ. მაგრად დავთვერით, იხვიც ვერ

დავიჭირეთ და როგორც აღმოჩნდა ,ნავის ქირასაც ვერ ვიხდიდით.

ნავით ტბის მეჩხერი მხარისკენ გავცურეთ და ზირკოფის თოფით, რუსული რულეტი

ვითამაშეთ.

ყველას გაგვიმართლა და გადავრჩით. შემდეგ, მთვრალი ზირკოფი მთვარის შუქზე

წამოდგა და ნავის ფსკერს თოფი ესროლა. წყალმა ნავში შემოსვლა დაიწყო. ნავის

მესამედი ჩაიძირა და თავის გადასარჩენად ნაპირამდე მივლასლასდით.

ამრიგად, საღამო კარგად დამთავრდა და ამაოდ არ ჩაუვლია.

ნაცისტს კარგა ხანს ვთამაშობდი, მანამ სანამ ნაცისტებიც, კომუნისტებიც და

ამერიკელებიც აღარ მაღელვებდა. მაგრამ ინტერესს ვკარგავდი. სინამდვილეში,

პერლ ჰარბორამდე დავნებდი. თამაშს ხალისი დაეკარგა. ომი ახლოვდებოდა. მე კი,

არც ომში წასვლა მინდოდა და არც კეთილის მსურველ ომის მოწინააღმდეგედ

მიმაჩნდა თავი. ეს ყველაფერი ძაღლის ბედი და უსარგებლო იყო.

მე და ჩემი საშუალო ზომის პენისი განსაცდელში ვიყავით.

ლექციებზე განაბული და მომლოდინე ვიჯექი. სტუდენტები და მასწავლებლები

მკბენდნენ. მართვის სადავე, შინაგანი რისხვა და გამბედაობა დავკარგე. ვგრძნობდი,

ყველაფერი ხელიდან მეცლებოდა. ასეც უნდა მომხდარიყო. ყველას პენისი

განსაცდელში იყო.

საკმაოდ სიმპატიურმა და ლამაზფეხებიანმა ინგლისურის მასწავლებელმა,

გაკვეთილების შემდეგ დარჩენა მთხოვა.

”რაშია საქმე, ჩინასკი?”- მკითხა მან.

“ თავი დავანებე”,- ვუპასუხე მე.”

“პოლიტიკას გულისხმობ?”

“ პოლიტიკას ვგულისხმობ”,- ვთქვი მე.

“კარგი მეზღვაური შეგიძლია გამოხვიდე”,- მითხრა მან.წამოვედი....

ჩემს საუკეთესო მეგობართან, მეზღვაურთან, გარეუბნის ლუდხანაში ვიჯექი, როცა ეს

მოხდა. მოულოდნელად, რადიოში სიმღერა შეწყდა და პერლ ჰარბორის დაბომბვა

გვაუწყეს.

ყველა სამხედრო პირს, სასწრაფოდ თავიანთ ბაზაში იბარებდნენ. ჩემმა მეგობარმა

მთხოვა, სან დიეგოში ავტობუსით, მასთან ერთად წავსულიყავი. რადგან შესაძლოა ეს

ჩვენი ბოლო შეხვედრა ყოფილიყო. და ის მართალი აღმოჩნდა.

ყველაზე ლამაზი გოგო

თარგმნა - ივანე ამირხანაშვილმა

კასი, თავის ოთხ დასთან შედარებით, ყველაზე უმცროსი და ყველაზე ლამაზი იყო.

საერთოდ, კასი ყველაზე ლამაზი გოგო იყო მთელ ქალაქში. ნახევრად ინდიელს

გასაოცარი, გველივით მოქნილი, მხურვალე ტანი და ეშხიანი თვალები ჰქონდა. კასი

იყო ცვალებადი, გიზგიზა ცეცხლი; სული - ანაზდად დატყვევებული - რომელსაც

სხეული ვეღარ იოკებდა. გრაციოზულ ტანს უმშვენებდა გრძელი, გიშრისფერი

აბრეშუმის თმები. უცნაური ხასიათი ჰქონდა, ან ძალიან მხიარული იყო, ან ძალიან

მოწყენილი. შუალედური მდგომარეობა მისთვის არ არსებობდა. ხმები დადიოდა,

გიჟიაო.

ამ აზრს ყეყეჩები ავრცელებდნენ. ყეყეჩებს არ ესმოდათ კასის ყადრი. მამაკაცები მასში

სექსის წყაროს ხედავდნენ და სულ ფეხებზე ეკიდათ, გიჟი იყო თუ ჭკვიანი. ის კი

ცეკვავდა, ფლირტაობდა, კოცნაობდა, მაგრამ საქმე როგორც კი სექსზე მივიდოდა,

ერთი-ორი შემთხვევის გარდა, ყოველთვის ახერხებდა გასხლტომას და გაქცევას.

დები ამბობდნენ, აბეზარა და ტუტუცი გოგოა, სილამაზეს ბოროტად იყენებსო,

მაგრამ კასი ხასიათითაც ნორმალური იყო. ხატავდა საღებავებით, ცეკვავდა,

მღეროდა, ძერწავდა თიხის ფიგურებს, უთანაგრძნობდა ფიზიკურად და სულიერად

გაჭირვებულ ადამიანებს. უბრალოდ სხვანაირი, არაპრაქტიკული ჭკუა ჰქონდა. დები

იმიტომ ქიშპობდნენ, რომ ის მათ ხელიდან აცლიდა კაცებს და თან ეს ამბავი ფეხებზე

ეკიდა, უშნო მამაკაცები მოსწონდა, ეგრეთ წოდებულ ლამაზ მამაკაცებს კი დასანახად

ვერ იტანდა.

-რაც არ არი, არ არიო, - ამბობდა იგი.

- მაგათ სიცოცხლე ეზარებათ. თავს კი იწონებენ კოხტა ბიბილოებითა და კარგად

დაფარული ნესტოებით... მაგრამ რად გინდა, ეს ხომ მარტო ფასადია. შიგნით

სიცარიელეა. ჯიგარი აქვთ ამოცლილი.

მისი ზნე სიგიჟეს უახლოვდებოდა. მის ზნეს ბევრი სიგიჟედ მიიჩნევდა.

მამამისი სასმელმა მოკლა, დედა ვიღაცას გაეკიდა და შვილები ბედის ანაბარა

მიატოვა.

ისინი ნათესავმა შეიფარა, რომელმაც მზრუნველობა იმით გამოხატა, რომ ბავშვებს

მონასტერში უკრა თავი. მონასტერი არ აღმოჩნდა ის ადგილი, სადაც მათ ელოდნენ.

კასს განსაკუთრებით გაუჭირდა. შურიანი გოგონები მოსვენებას არ აძლევდნენ,

წარამარა ჩხუბში იწვევდნენ. ჩხუბი იყო სასტიკი და დაუნდობელი. კასს მთელი

მარცხენა მკლავი სამართებლით ჰქონდა დასერილი. მარცხენა ლოყაზეც ეტყობოდა

ნაიარევი, რომელიც ძალიან უხდებოდა.

მონასტრიდან რამდენიმე დღის გამოსული იყო, კაფე-ბარ "უესტ ენდში" რომ

გავიცანი.

ის, როგორც დებში უმცროსი, ყველაზე ბოლოს გამოეშვათ. შემოვიდა და ვითომც

არაფერი, გვერდით მომიჯდა. ჩემზე მახინჯი მამაკაცი ქალაქში არ მეგულებოდა,

მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ამბავი თურმე ჩემს წისქვილზე ასხამდა წყალს.

- დალევ? - ვკითხე.

- რატომაც არა?!

ვერ ვიტყვი, რომ იმ საღამოს რაღაც განსაკუთრებული საუბარი გამოგვივიდა. მთელი

მუღამი იმაში იყო, თუ როგორ იქცეოდა კასი. უბრალოდ, ამომირჩია. ეტყობოდა, რომ

ალკოჰოლი უყვარდა, ბლომად სვა. სრულწლოვანს არ ჰგავდა, მაგრამ ბარმენი

სპირტიან სასმელს მაინც აძლევდა.

რა ვიცი, იქნებ ყალბი პასპორტიც ჰქონდა. სიამაყეს ვგრძნობდი, როცა ტუალეტიდან

გამოვიდოდა და მაგიდისკენ გამოეშურებოდა. ასეთი ლამაზი გოგო ქალაქში კი არა,

ცხოვრებაში არ მენახა. პირველად წელზე მოვხვიე ხელი და ვაკოცე.

- შენი აზრით, ლამაზი ვარ? - მკითხა.

- რა თქმა უნდა. მაგრამ კიდევ სხვა რამეა... სილამაზის გარდა სხვა რაღაც...

- იცი, რას გეტყვი? სილამაზეს ყველა დანაშაულად მითვლის. ნუთუ მართლა ასეთი

ლამაზი ვარ?

- "ლამაზი" ის სიტყვა არ არის.

ბოლომდე ვერ გამოხატავს შენს მშვენიერებას.

ხელჩანთა გახსნა და ფათური დაიწყო. მეგონა ცხვირსახოცს ეძებდა, მაგრამ

მოულოდნელად ქუდის გრძელი ქინძისთავი ამოაძვრინა და სანამ აზრზე მოვიდოდი,

ცხვირში გაიყარა განივად, ნესტოებს ზემოთ. კინაღამ გული ამერია. შემომხედა და

ხარხარი აუტყდა.

- კიდევ ლამაზი ვარ? ახლა რაღას იტყვი, ჰა, ჯიგარო?

ქინძისთავი გამოვაძრე და ცხვირსახოცი მივაშველე, რომ სისხლი შემეჩერებინა. ამ

სანახაობას ბარმენის გარდა კიდევ რამდენიმე კაცი ადევნებდა თვალს. ბარმენი

მაგიდასთან მიიჭრა და კასი დატუქსა:

- აბა, აბა, ეგეთები არ იყოს, მაგ გიჟაობას თავი დაანებე, თორემ მიგაბრძანებთ, სადაც

საჭიროა.

- ფეხები არ მომჭამო, ბიჭო! - მიუგო კასმა.

- მიხედეთ ამ გოგოს, - მითხრა ბარმენმა.

- ყველაფერი რიგზე იქნება, - ვუპასუხე.

- ცხვირი ჩემია, - თქვა კასმა, - რასაც მინდა, იმას ვუზამ.

- არა, - ვუთხარი, - მტკივა.

- რას ამბობ, შენ გტკივა ცხვირი, როცა მე ჩემ ცხვირში ვიყრი ქინძისთავს?

- დიახ.

- კაი, მეტს აღარ ვიზამ. არ გეწყინოს!

ცხვირსახოცი ცხვირიდან არ მოუცილებია, ისე გადმოიხარა და მაკოცა.

ბარი რომ დაიკეტა, ჩემთან წავედით. ლუდი მქონდა. დავსხედით. ვისაუბრეთ.

პირველად მაშინ მივხვდი, თუ რა კეთილ და მზრუნველ ადამიანთან მქონდა საქმე.

გული ბოლომდე გამიხსნა და გადამიშალა, მაგრამ დროდადრო მაინც წამოუვლიდა

ხოლმე, ველურივით ატყდებოდა და უცებ დაწყნარდებოდა. შიზოფრენი იყო.

ლამაზი შიზოფრენი. ვგრძნობდი, ადრე თუ გვიან რაღაცის ან ვიღაცის ლუკმა

გახდებოდა, ოღონდ ეს "ვიღაც" მე არ ვიქნებოდი. დავწექით. შუქი ჩავაქრე. მან

მკითხა:

- როდის გინდა, ახლავე თუ დილით?

- დილით, - ვუპასუხე და გვერდზე გადავბრუნდი.

დილით ავდექი, ყავა მოვადუღე და ლოგინში მივართვი. გაიცინა:

- ერთადერთი მამაკაცი ხარ, ვინც ღამით უარი მითხრა.

- მოგცლია. საერთოდ რა აუცილებელია!

- რას ამბობ, მინდა.

თუმცა, მოიცა, ჯერ შხაპს გადავივლებ.

სააბაზანოში შევიდა და მალე გამოვიდა. გადასარევი იყო, გრძელი, შავი თმები

უბრწყინავდა, თვალები და ტუჩებიც უბრწყინავდა, სულ მთლად ბრწყინავდა... ისე

მშვიდად და აუჩქარებლად შიშვლდებოდა, გეგონებოდა, საჩუქარს ხსნისო. ლოგინში

სწრაფად ჩამიგორდა:

- აბა, შენ იცი, ჩემო რაინდო.

მკლავებში მოვიმწყვდიე. თითქოს გამიძალიანდა, მაგრამ კოცნაზე უარს არ ამბობდა.

ვეფერებოდი ტანზე, თმებზე. შევედი.

ცხელი და მკვრივი იყო. არ ვჩქარობდი, ბიძგებს ნელ-ნელა ვაკეთებდი, რომ

სიამოვნება გამეხანგრძლივებინა. პირდაპირ თვალებში მიყურებდა.

- რა გქვია? - ვკითხე.

- რა მნიშვნელობა აქვს? - მომიგო.

გამეცინა. მოვრჩით. ჩავიცვით და ისევ ბართან გავიყვანე, მაგრამ მივხვდი, ეგრე

ადვილად ვეღარ შეველეოდი. უმუშევარი ვიყავი და რა მენაღვლებოდა, ორ საათამდე

ვიძინე. მერე ავდექი და გაზეთს გადავხედე.

შხაპს ვივლებდი, კარი რომ შემოაღო, ხელში სპილოსყურას ფართო ფოთოლი ეჭირა.

- ვიცოდი, აბაზანაში იქნებოდი და, როგორც ბუნების შვილს, აი, ეს წამოგიღე, მაგას

კარგად დაგიფარავს, - მითხრა და ფოთოლი გადმომიგდო.

- საიდან იცოდი, რომ აბაზანაში ვიქნებოდი?

- ვიცოდი.

თითქმის ყოველდღე მოდიოდა და არც ერთხელ არ შემცდარა, ყოველთვის აბაზანაში

ვხვდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ არავითარ გრაფიკს არ ვიცავდი.

სპილოსყურა ყოველთვის მოჰქონდა. მერე სექსზე გადავდიოდით. ყოფილა

შემთხვევა, ღამით დაურეკავს, მოდი, მიშველეო. წავსულვარ და ციხიდან თავდებით

გამომიყვანია. პოლიცია არ სწყალობდა მუდმივი სიმთვრალისა და აყალმაყალის

გამო.

- ეს ძაღლისშვილები, - იტყოდა ხოლმე თავის ამფსონებზე, - ერთ სირჩას დაგიდგამენ

და მერე პირდაპირ უბეში გიძვრებიან.

- ისინი კი არა, შენ მიძვრები პირდაპირ აყალმაყალში, როცა თითო ჭიქას გახუხინებენ.

- მეგონა, მაგათ მე ვაინტერესებდი და არა ჩემი სხეული.

- მე კი შენც მაინტერესებ და შენი სხეულიც, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ იმ ბიჭებს

სხეულის გარდა შენში სხვა რამეც აინტერესებდეთ.

ქალაქიდან ექვსი თვით წავედი, ვიხეტიალე, ვიცოდვილე და ისევ დავბრუნდი. კასი

არ დამვიწყებია, მაგრამ რაღაცაზე ვემდუროდით ერთმანეთს და თანაც, მართალი

გითხრათ, გული აღარ მიმიწევდა.

მეგონა, ქალაქში არ დამხვდებოდა, ის კი, ვითომც აქ არაფერიაო, ისევ "უესტ ენდში"

გამომეცხადა! ნახევარი საათის დამჯდარი ვიყავი, რომ შემოვიდა და გვერდით

დამისკუპდა.

- ამას ვის ხედავს ჩემი თვალები!.. როდის ჩამოხვედი, შე ნამუსგარეცხილო?

მისთვის სირჩა შევუკვეთე. შევხედე. მაღალსაყელოიანი კაბა ეცვა. ასეთი არასოდეს

სცმია. ორივე თვალის უპეებს ქვემოთ შუშისთავიანი ქინძისთავები ჰქონდა გაყრილი.

ქინძისთავები კანქვეშ ბოლომდე იყო შესული და მხოლოდ თავები მოჩანდა.

- შენ რაღა მოგივიდა, აღარ შეეშვები თავის დამახინჯებას?

- რას ამბობ, შე სულელო, მოდაა.

- შერეკილი ხარ.

- მომენატრე.

- სხვა ვინმე გყავს? - ვკითხე.

- არავინ.

მარტო შენ. ფულზე ვმუშაობ. ათ ბაქსად. შენ უფასოდ მოგცემ.

- გამოიძრე ეგ, ქინძისთავებია თუ რაღაც ჯანდაბა.

- არა, ესე უფრო მიხდება.

- გულს მირევს.

- მართლა მეუბნები?

- ჰო, მართლა გეუბნები, აღარ დამანახო!

მშვიდად გამოიძრო ქინძისთავები და ჩანთაში შეინახა.

- ეგრე აგდებულად რატომ ეპყრობი შენს სილამაზეს, რატომ არ გინდა შეინარჩუნო ის,

რაც ღმერთმა მოგცა? - ვკითხე.

- იმიტომ, რომ ადამიანებს ჰგონიათ, ყველაფერი მხოლოდ ეს არის, რაც მაქვს.

სილამაზე სისულელეა. წავა და გაქრება. შენ არც კი იცი, რა ბედნიერი ხარ, მახინჯად

რომ გაჩნდი.

თუ ადამიანებს მოსწონხარ, ესე იგი, ხვდები, ლამაზი თვალებისთვის არ გამოგარჩიეს.

- კმარა, გასაგებია, - ვუთხარი, - მე გამიმართლა.

- იმის თქმა კი არ მინდა, რომ შენ მახინჯი ხარ. პირიქით, მე რომ მკითხო, საკმაოდ

მომხიბლავი გარეგნობა გაქვს.

- გმადლობ.

თითოც დავლიეთ.

- შენ რაღას აკეთებ, რას საქმიანობ? - მკითხა.

- არაფერს. არაფერი გამომდის. ხალისიც არ მაქვს.

- არც მე. ქალი მაინც იყო - იმუშავებდი.

- ვერ ავიტანდი მჭიდრო კონტაქტებს ათასი ჯურის უცნობებთან. დავიღლებოდი.

- მართალი ხარ, დაიღლებოდი. საერთოდ, ყველაფერი დამღლელია.

ბარიდან ერთად გამოვედით.

ქუჩაში გამვლელები ისევ ისე აყოლებდნენ თვალს. კასი ისევ ის ლამაზი ქალი იყო,

შეიძლება უფრო ლამაზი, ვიდრე უწინ.

შინ მივედით, ღვინო გავხსენი და ჩამოვსხედით. მასთან საუბარი ყოველთვის

მეადვილებოდა. ჯერ ის დაიწყებდა ლაპარაკს და მე ვუსმენდი, მერე, რომ

გაჩერდებოდა, მე ავქაქანდებოდი. ერთი სიტყვით, იმ საღამოსაც ტკბილად

ვიჭუკჭუკეთ. გვეგონა, საიდუმლოებებს ვხსნიდით. საინტერესო ამბავზე ისე

გულიანად იცინოდა, როგორც მარტო მას შეეძლო - მთელი არსებით, თითქოს ცეცხლს

ეთამაშებაო.

საუბარმა ისე შეგვიყოლია, ვერც კი მივხვდით, კოცნაზე როდის გადავედით. გახდა

დავიწყეთ. მაღალსაყელოიანი კაბა რომ გაიძრო, ყელზე საკმაოდ მახინჯი,

არათანაბარი, გრძელი და ფართო ნაიარევი გამოუჩნდა.

- ჯანდაბას შენი თავი, ეს რა გიქნია, - ვუთხარი და ლოგინში ჩავწექი. ის ფეხზე იდგა.

საკოცნელად მოვიზიდე. ხელი მკრა და გადაიკისკისა.

- ზოგჯერ კაცები წინასწარ მიხდიან ათდოლარიანს, მაგრამ გავიხდი თუ არა, ეგრევე

ეკარგებათ სურვილი. მუქთა ათიანი მრჩება.

სასაცილოა, არა?!

- ჰო, - მივუგე, - სიცილით ვკვდები... კას, მიყვარხარ, შე ძუკნა, თავი დაანებე

საკუთარი სხეულის წვალებას, ხომ იცი, შენისთანა ქალი აქ მეორე არ დადის.

ჩავიხუტე. უხმოდ ტიროდა. მისი ცრემლების სისველეს ვგრძნობდი. გრძელი შავი

თმები ზურგზე სიკვდილის დროშასავით დაეფინა. დავიწყეთ ნელი, პირქუში,

საუცხოო სექსი.

დილით კასმა საუზმის მომზადება დაიწყო. მშვიდი და ბედნიერი ჩანდა.

ღიღინებდა, მე კი ვიწექი და ვტკბებოდი მისი ბედნიერებით. მოვიდა და

შემაჯანჯღარა.

- ადექი, შე არამზადავ. ცივი შხაპი გადაივლე, დაიბანე პირი და ჭუჭუ. ჭამის დროა!

იმ დღეს პლაჟზე გავიყვანე. ჩვეულებრივი სამუშაო დღე იყო. ზაფხულის ამინდები

ჯერ არ დამდგარიყო, ამიტომ ყველაფერი გენიალურად იყო მიტოვებული. პლაჟის

დაძონძილ მაწანწალებს ქვიშის პირას, გაზონებზე ეძინათ.

დანარჩენები ქვის სკამებზე ჩამომსხდარიყვნენ და წრეში ბოთლს ატრიალებდნენ.

უტვინო თოლიები გარშემო ჭყივილით დაფრინავდნენ. იქვე სამოცდაათი-ოთხმოცი

წლის დედაბრებს მოეყარათ თავი და იმაზე მსჯელობდნენ, თუ როგორ გაეყიდათ

თავიანთი უძრავი ქონება, რომელიც გაძლების სისულელისგან ნაადრევად

გარდაცვლილ ქმრებს დაეტოვებინათ. ირგვლივ ყველაფერი უდრტვინველობით

სუნთქავდა. დავსეირნობდით და ხმის ამოღება აღარ გვინდოდა. ერთად ვიყავით,

მეტი რა უნდა ყოფილიყო. ვიყიდე ბუტერბროდები, ჩიპსები, სასმელი, ჩამოვსხედით

ქვიშაზე და დავნაყრდით.

მერე კასს ხელი გადავხვიე და ორივეს ჩაგვთვლიმა. თითქმის ერთი საათი გვეძინა.

თავს დავდებ, თუ ეს სექსზე უკეთესი არ ყოფილიყო. მშვიდად მივუყვებოდით

დინებას... კვლავ შინ დავბრუნდით, ვახშამი მოვამზადე. ნავახშმევზე შევთავაზე,

ჩემთან იცხოვრე-მეთქი. მიყურა, მიყურა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მშვიდად

მითხრა:

- არა.

წავიყვანე ბარში, დავალევინე ერთი სირჩა და შინ დავბრუნდი.

მეორე დღეს ფაბრიკაში მოვეწყე მფუთავად, მთელი ერთი კვირა მოუცლელი ვიყავი.

ისე ვიღლებოდი, შინიდან გასვლის თავი აღარ მქონდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა,

პარასკევ საღამოს მაინც მოვახერხე და "უესტ ენდში" შევიარე. დავჯექი. ვიცოდი, კასი

აუცილებლად მოვიდოდა. ლოდინში კარგა ხანმა გაიარა. არ ჩანდა. ეტყობა, ბარმენს

შევეცოდე, მოვიდა და მითხრა:

- ძალიან ვწუხვარ თქვენი მეგობრის გამო.

- რა მოხდა? - ვკითხე.

- ბოდიში, ნუთუ არაფერი გსმენიათ?

- არაფერი.

- თავი მოიკლა.

გუშინ დაასაფლავეს.

- დაასაფლავეს? - გავიმეორე. - როგორ გეკადრება, ის სადაცაა მოვა.

- დებმა დაკრძალეს.

- თავი მოიკლა? როგორ? აღარ იტყვი?

- ყელი გამოიჭრა.

- გასაგებია. ერთიც დამისხი.

ვიჯექი და ვსვამდი, სანამ ბარს დაკეტავდნენ. ხუთი დიდან კასი ყველაზე ლამაზი

გოგო იყო მთელ ქალაქში.

როგორღაც მივაღწიე სახლამდე. ფიქრები ჭიანჭველებივით მესეოდნენ. მისი "არა"

უსიტყვოდ არ უნდა მიმეღო, ყველა ღონე უნდა მეხმარა, რომ ჩემთან დამეტოვებინა.

ეტყობოდა, მისთვის სულერთი არ იყო. ჩემი ბრალია, მეტისმეტად ცივად,

უცერემონიოდ და უგერგილოდ შევთავაზე. ვიმსახურებდი სიკვდილს, რომელიც

ორივესთვის საერთო იქნებოდა. ძაღლი ვიყავი. თუმცა რას ვერჩი ძაღლს! ავდექი,

მოვძებნე ღვინის ბოთლი, გავხსენი და პირდაპირ ყელში ჩავიცალე. დაიღუპა კასი -

ყველაზე ლამაზი გოგო ქალაქში. ოცი წლის კასი.

ქუჩიდან მოისმოდა მანქანის სიგნალი - გამკივანი და ჯიუტი.

ბოთლი დავდგი და დავიღრიალე:

- ჯანდაბა შენ თავს, შე ახვარო, ხმა ჩაიწყვიტე!

ღამე თავის უფლებებში შედიოდა, არაფრის თავი აღარ მქონდა.

ცეკვა ფარდებთან

თარგმნა - ნანა გაგუამ

ქალებზე ვსაუბრობდით, მანქანიდან გადმოსვლისას მათ ფეხებს ვაკვირდებოდით და

ფანჯრებში ვიჭყიტებოდით იმ იმედით რომ ვინმეს ჟიმაობა გვენახა, მაგრამ არავინ

არასოდეს გვინახავს. ერთხელ საწოლში წყვილი გამოვიჭირეთ და

ვუთვალთვალებდით, ყმაწვილი თავის ქალს ბორჯღნიდა და ვიფიქრეთ, რომ

გაგვიმართლა და ჩვენც სეირს ვნახავდით, მაგრამ ქალმა თქვა:

“ ამ საღამოს ამის გაკეთება არ მინდა!” და კაცს ზურგი შეაქცია. კაცმა სიგარეტს

მოუკიდა და ჩვენც ახალი ფანჯრის მოსაძებნად წავედით.

“ ძაღლის შვილი, არც ერთი ქალი უარს არ მეტყოდა!”

“ არც მე.

ნეტა, ეს რა ჯიშის კაცი იყო ?”

სულ სამნი ვიყავით, მე, მელოტი და ჯიმი. კვირა ჩვენთვის დიდი დღე იყო.

კვირაობით მელოტის სახლში ვხვდებოდით ერთმანეთს და მეინ სტრიტზე ტრამვაის

მივყვებოდით. ტრამვაით მგზავრობა შვიდი ცენტი ღირდა.

იმ ხანად, სულ ორი პაროდიის თეატრი იყო, “ფოლისი” და “ბურბანკი”. “ბურბანკ-ში”

სტრიპტიზის მოცეკვავეებზე შეყვარებულები ვიყავით და თან იქაური ხუმრობებიც

ცოტათი უკეთესები იყო, ამიტომ ბურბანკში მივდიოდით. ბინძურ კინო სახლშიც

ვცადეთ სიარული,მაგრამ ფილმები სულაც არ იყო უხამსი და ყველას ერთი შინაარსი

ჰქონდა. პატარა, უმანკო გოგოს ორი ბიჭი აიყვანდა და სანამ ეს უკანსაკნელი

ბახუსიდან გამოვიდოდა, ბორდელში მის კარებთან მეზღვაურებისა და კუზიანების

რიგს დაინახავდა.

გარდა ამისა, მაწანწალები დღისით და ღამით ასეთ ადგილებში ცხოვრობდნენ.

იატაკზე შარდავდნენ, ღვინოს სვამდნენ, და ერთმანეთს ძარცვავდნენ. შარდის,

ღვინისა და ტალახის სუნი აუტანელი ხდებოდა. ჩვენც “ბურბანკში” მივდიოდით.

“ ბიჭებო, დღეს პაროდიის თეატრში მიდიხართ?” მელოტის ბაბუა გვკითხავდა.

“ ჯანდაბას, არა ბატონო, საქმეები გვაქვს.”

იქ ყოველ კვირას დავდიოდით. დილით ადრე, წარმოდგენის დაწყებამდე, დიდი

ხნით ადრე, მეინ სტრიტზე ცარიელ ბარებს ავუვლიდით, სადაც გამყიდველი

გოგოები კარებთან კაბებ-აკაპიწებულნი კოჭებს მზეზე ითბობდნენ, რომელიც ბნელ

ბარში შეპარვას ლამობდა. გოგოებს გარეგნულად არა უშავდათ, მაგრამ ჩვენ

გაგონილი გვქონდა და ვიცოდით. ახალგაზრდა ყმაწვილი ერთი ჭიქის დასალევად

შედის და მისი და გოგონას სასმელში ზედმეტს ახდევინებენ, თუ ფულს მეპატრონეს

უჩვენებ, სასმელში ნარკოტიკს გაგირევენ, რის შემდეგაც ამქვეყნად არა ხარ და

საფულეც გაქრება.

ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით.

ქუჩაში სეირნობისას რვა ცენტიან ჰოთ დოგს და დიდი ტოლჩით აქაფებულ ლუდს

მივირთმევდით. სიმძიმეებს ვწევდით და ამიტომ გაბერილი კუნთები გვქონდა,

რომლებიც სახელდახელოდ აწეული პერანგის სახელურიდან მოსჩანდა. თითოეულ

ჩვენთაგანს მკერდთან ჯიბეში ერთი კოლოფი სიგარეტი ედო.

ჩარლზ ატლასის კურსები ” დინამიური დაჭიმვა” გავიარეთ მაგრამ სიმძიმის აწევა

უფრო ძლიერად და ცხადად ჩანდა. სანამ ჰოთდოგს და ლუდს მივირთმევდით, ერთ

გროშიან პინბოლის მანქანას, ვთამაშობდით. პინბოლის მანქანას ალღო კარგად

ავუღეთ. მაღალი ქულების მოპოვების შემთხვევაში, თამაშის ერთი ხელი უფასოდ

გერგებოდა. საუკეთესო ქულები უნდა მოგვეპოვებინა, რადგან ასეთი ფული ჩვენ არ

გაგვაჩნდა.

ფრენკი რუზველტის ხანა იდგა, უკეთესობა იყო მაგრამ მაინც დეპრესია

მძვინვარებდა.

არც ერთი ჩვენთაგანის მამა არ მუშაობდა. ჯიბის ფულს სასწაულებრივად

ვშოულობდით, გამახვილებული თვალებით, რაც მიწაზე დაცემენტებული არ იყო

ყველაფერს ვიღებდით. არ ვიპარავდით, ვიყოფდით. ვიგონებდით. ცოტა ფულით

ვიყავით თუ უფულოდ, დროის გასაყვანად თამაშებს ვიგონებდით, ერთ_ერთი

მათგანი იყო სანაპიროზე წასვლა და უკან დაბრუნება.

ჩვეულებრივ, ეს ზაფხულის დღეებში ხდებოდა და ჩვენი მშობლები არასოდეს

წუწუნებდნენ როცა სადილზე გვაგვიანდებოდა. მათ არც ჩვენს ფეხის გულზე

ამოსული დიდი მბზინავი ბებერა ადარდებდათ. როცა ქუსლები და ფეხსაცმლის

ძირები გაცვდებოდა შენიშვნების მიცემა მაშინ დაიწყებოდა.

ახლოს მდებარე ფეხსაცმლის შესაკეთებელ ჯიხურში გვაგზავნიდნენ, სადაც ქუსლიც,

ძირიც და წებოც გონივრულ ფასად მზად იყო.

ზუსტად იგივე ხდებოდა, ქუჩაში ფეხბურთის თამაშისას. ადგილობრივმა მთავრობამ

სათამაში მოედნებისთვის სახსრები არ გამოყო. ისეთი მაგრები ვიყავით, რომ ქუჩაში

ფეხბურთს ვთამაშობდით მთელი ფეხბურთის, კალათბურთის, ბეისბოლის და

მომდევნო ფეხბურთის სეზონებზე. თუ ასფალტზე დაგანარცხებდნენ საქმე ცუდად

იყო. კანის გაკაწვრა, ჩალურჯება, სისხლი შენთვის ვითომც არაფერია.

ჭრილობაზე ფუფხი, სისხლი და სილურჯე ჩვენს მშობლებს არ ადარდებდათ; მაგრამ,

შარვლის მუხლებზე ნახვრეტი, საშინელი და უპატიებელი ცოდვა იყო. რადგან,

თითოეულ ბიჭს, ორი წყვილი შარვალი გააჩნდა: ყოველდღიური და საკვიარო.

შარვლის მუხლებზე ნახვრეტი კი იმას ნიშნავდა, რომ ღარიბი და ღატაკი იყავი, და

შენი მშობლებიც ღარიბები და ღატაკები იყვნენ.

ამრიგად, თამაშისას ხელის კვრას ისე სწავლობდი რომ მუხლებით არ წაქცეულიყავი.

და შენი მსხვერპლიც სწავლობდა დაცემას დაჩოქების გარეშე.

ჩხუბით, საათობით ვჩხუბობდით და მშობლები არ გვშველოდნენ. მე მგონი, ალბათ

იმიტომ, რომ თავი ძლიერებად მოგვქონდა და წყალობას არ ვითხოვდით, ისინი

ელოდნენ რომ შველას ვთხოვდით. მაგრამ მშობლები გვძულდა და ამას ვერ

გავაკეთებდით და ამიტომაც მშობლებსაც ვძულდით, ისინი პარმაღებზე დადიოდნენ

და ჩვენს გაუთავებელ, საშინელ ბრძოლას გულგრილად უყურებდნენ. შემდეგ,

უბრალოდ დაამთქნარებდნენ და ნაგავში ჩაგდებულ განცხადებებს ისევ

ამოიღებდნენ და შინ შევიდოდნენ.

ერთ ბიჭთან ვჩხუბობდი, რომელიც მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატების

ფლოტში დიდი კაცი გახდა. ერთ დღეს, დილის 8:30 მზის ჩასვლამდე ვჩხუბობდით.

არავინ არ შეგვაჩერა.

თუმცა ჩხუბი მშვენივრად მოსჩანდა მისი სახლის მინდვრიდან, ორი უზარმაზარი

თუთუბოს ხის ქვეშ, რომლის ტოტზე ჩამომჯდარი ბეღურები მთელი დღე

გვასკლინტავდნენ. ეს იყო ულმობელი ბრძოლა და დასასრულს უახლოვდებოდა. ის

ჩემზე დიდი, ცოტათი უფროსი და მძიმეც იყო, მაგრამ მე უფრო გიჟი ვიყავი. ბრძოლა

საერთო შეთანხმების საფუძველზე შევწყვიტეთ_არ ვიცი ეს როგორ ხდება, რომ გაიგო

უნდა გამოსცადო, როცა ორი ადამიანი რვა ან ცხრა საათის განმავლობაში ერთმანეთს

ურტყამს, ბოლოს მათ შორის უცნაური ძმობა მყარდება.

მეორე დღეს მთლიანად დალილავებული ვიყავი. ტკივილისაგან ტუჩებს ვერ

ვამოძრავებდი. ლოგინში სასიკვდილოდ გამზადებული ვიწექი, როცა დედა

შემოვიდა იმ პერანგით ხელში რომელიც ჩხუბის დროს მეცვა.

სახის წინ ამიფრიალა და მითხრა:

“ შეხედე, პერანგზე სისხლის ლაქებია! ლაქები!”

“მაპატიე!”

“ ამ ლაქებს ვერასოდეს ამოვიყვან! ვერასოდეს!”

“ეს მისი სისხლის ლაქებია.”

„”რა მნიშვნელობა აქვს ვისია! სისხლია! არ ამოდის!”

ჩვენი დღე კვირა იყო, წყნარი და უდარდელი დღე.

ბურბანკში მივდიოდით. წარმოდგენა, თავიდან ცუდი ფილმით იწყებოდა. ძალიან

ძველი ფილმით და შენც უყურებდი და ელოდი. გოგონებზე ფიქრობდი.

საორკესტრო ორმოში სამი ბიჭი იჯდა, კარგად ვერა მაგრამ ხმამაღლა უკრავდნენ,

საბოლოოდ სტრიპტიზის მოცეკვავეებიც გამოჩნდებოდნენ და ფარდას კაცივით

ჩაავლებდნენ ხელს და ტანს შეარხევდნენ. ფარდაზე ქანაობდნენ და სტრიპტიზს

აწყობდნენ. თუ ფული გქონდა ერთ პარკ ბატიბუტს იყიდდი თუ არა და ჯანდაბას

ბატიბუტიც.

პირველ აქტამდე ანტრაქტი იყო.

პატარა კაცი დგებოდა და ამბობდა:

”ქალბატონებო და ბატონებო, ნება მიბოძეთ თქვენი ყურადღება მივიპყრო....”

იგი ბეჭედ-ჭუჭრუტანას ყიდდა.თუ სინათლეში დაიჭერდით, ყოველი ბეჭდის

მინაში, ლამაზი სურათი გამოჩნდებოდა. ისინი ამას გპირდებოდნენ. ყველა ბეჭედი

50 ცენტი ღირდა, მთელი ცხოვრების ქონება 50 ცენტად ხელმისაწვდომი მხოლოდ

ბურბანკის მფლობელებისთვის იყო. “უბრალოდ სინათლეში დაიჭირეთ და ნახავთ!

რაც მთავარია, ქალბატონებო და ბატონებო, მადლობა ყურადღებისათვის. ახლა,

თქვენს რიგებში კარისკაცები ჩამოივლიან.”

მუსკატის სუნით აყროლებული ორი მათხოვარი, ბეჭედი_ჭუჭრუტანის ჩანთით

ხელში სკამებს შორის რიგს დაუყვებოდნენ. კაციშვილი არ მინახავს ერთზე მეტი

ბეჭედი ეყიდოს. ჩემი წარმოსახვით, სინათლეში დაჭერისას მინაში გამოსახული

სურათი შიშველი ქალისა უნდა ყოფილიყო.

ჯგუფი ისევ დაკვრას იწყებდა, ფარდა იხსნებოდა და კორდებალეტის გუნდი

გამოჩნდებოდა.

უმეტესობა ყოფილი სტრიპტიზის მოცეკვავეები იყვნენ, დაბერებულნი, ბევრი

ფერუმარილით, წითელი პომადით, ხელოვნური წამწამებით და ცდილობდნენ

მუსიკას ცეკვით აჰყოლოდნენ. სულ რჩებოდნენ მაგრამ მაინც აგრძელებდნენ. მაშინ

ვფიქრობდი, რომ ისინი ძალიან მამაცები იყვნენ.

შემდეგ, არც თუ ისე მოსაწონი მამაკაცი მომღერალი გამოდიოდა და გზააბნეულ

სიყვარულზე, ძალიან ხმამაღლა მღეროდა. სიმღერის არაფერი გაეგებოდა. როცა

სიმღერას დაამთავრებდა მკლავებს გაშლიდა და პატარა აპლოდისმენტების

ჩქრიალზე მადლობის ნიშნად თავს დააქნევდა.

შემდეგ, კომედიანტი გამოდიოდა. ის კი მართლა კარგი იყო! იგი გამოდიოდა

ყავისფერ ლაბადაში გამოწყობილი, თვალებთან ჩამოწეული ქუდით, წელში

მოხრილი და მაწანწალასავით დადიოდა. იმ მაწანწალასავით რომელსაც არაფერი

აქვს გასაკეთებელი და არსად წასასვლელი.

სცენაზე გამვლელ გოგოს თვალს გააყოლებდა. მერე აუდიტორიას მიუბრუნდებოდა

და უკბილო პირით ამბობდა, ”წყეულიმც ვიყოო!”

სცენაზე, მეორე გოგოც ჩამოივლიდა და კომედიანტი გაჰყვებოდა, სახეს ახლოს

მიიტანდა და ამბობდა,” მოხუცი, 44 წლის კაცი ვარ, მაგრამ როცა ლოგინი ტყდება

იატაკზე ვათავებ -”ო.” ეს მაგრად გამოსდიოდა. როგორ ვიცინოდით! მოხუცებიც და

ახალგაზრდებიც ერთნაირად გულიანად ვიცინოდით. შემდეგ, ჩემოდნის ამბავი

იწყებოდა. ვიღაც გოგოს ჩემოდნის ჩალაგებაში ეხმარებოდა. ჩემოდნიდან

ტანსაცმლის გადმოყრას აკავებდა.

“ ვერ ვატევ!”

“ნება მიბოძე დაგეხმარო!”

“ისევ გადმოიყარა!”

“ მოიცა! ჩემოდანზე დავდგები!”

“რა? ო,არა, მასზე ვერ დადგები!”

ასე გრძელდებოდა ჩემოდნის რუტინა. ის მართლა სასაცილო იყო!

საბოლოოდ, სამი თუ ოთხი სტრიპტიზის მოცეკვავე ისევ სცენაზე გამოდიოდა.

ყველას ჩვენ ჩვენი საყვარელი სტრიპტიზის მოცეკვავე გვყავდა და მათზე

შეყვარებულები ვიყავით. მელოტმა თავისთვის ფრანგი ასთმიანი გოგო აირჩია,

რომელსაც ჩაშავებული და შესიებული თვალები ქონდა. ჯიმის ქალი_ ვეფხვი

მოსწონდა. ქალი_ვეფხვს, აშკარად ერთი მკერდი მეორეზე დიდი, რომ ქონდა ჯიმის

მოვახსენე. ჩემი როზალი იყო.

როზალის დიდი საჯდომი ქონდა და მას არხევდა და არხევდა, სასაცილო, მხიარულ

სიმღერებს მღეროდა და როცა სტრიპტიზის საცეკვაოდ გადიოდა თავისთვის

ლაპარაკობდა და ხითხითებდა. ის აქ ერთადერთი იყო, ვისაც სამუშაო მართლა

სიამოვნებას ანიჭებდა. როზალიზე შეყვარებული ვიყავი.

ხშირად ვფიქრობდი, მიმეწერა მისთვის და მეთქვა როგორი დიდებულია მაგრამ

როგორღაც ამას თავი ვერ მოვაბი.

ერთ ნაშუადღევს, წარმოდგენის მერე ტრამვაის ველოდებოდით და იქვე ქალი -

ვეფხვიც ტრამვაის ელოდებოდა. ტანს მოტმასნილი მწვანე კაბა ეცვა და

პირდაღებული მივშტერებოდით.

“აი შენი ქალი ჯიმი, ქალი_ ვეფხვი.”

“ბიჭო, რა მაგარია! შეხედეთ ამას!”

“გამოველაპარაკები,” თქვა მელოტმა

“ ეს ჯიმის გოგოა.”

“არ მინდა გამოველაპარაკო,” თქვა ჯიმიმ.

“მე გამოველაპარაკები,” თქვა მელოტმა. სიგარეტი პირში ჩაიდო, მოუკიდა და

ქალთან მივიდა.

“გამარჯობა, პატარავ!” მელოტმა კბილები დაკრიჭა.

ქალი - ვეფხვმა არ უპასუხა. ტრამვაის მოლოდინში იგი პირდაპირ, წინ იყურებოდა.

“ვიცი ვინც ხარ. დღეს შენი სტრიპტიზის ცეკვა ვნახე. მაგრად გამოგდის, პატარავ

მართლა მაგრად!”

ქალი_ვეფხვმა ისევ არ უპასუხა.

“საჯდომს მაგრად ანძრევ, ღმერთმანი მაგრად!”

ქალი ისევ წინ იყურებოდა. მელოტი, იდიოტივით კბილებდაკრეჭილი იდგა ქალის

წინ.

”შენთან დაწოლა მინდა პატარავ!”

მივედით და მელოტი გამოვათრიეთ. ქუჩაში გავიყვანეთ.

“სულელო, რა უფლება გაქვს ასე ელაპარაკო.!”

“ მერე რა, კაცების წინ დგება და საჯდომს ანძრევს! “

“ ამით პურის ფულს შოულობს.”

“მხურვალეა, გავარვალებულია, თვითონ მას უნდა.!”

“სულ გაგიჟდი.”

მელოტი ქუჩაში გავიყვანეთ.

მალე ამის შემდეგ, კვირაობით მეინ სტრიტზე სიარულის ინტერესი დავკარგე.

მგონი,”ფოლისი” და ”ბურბანკი” ისევ იქაა. რათქმა უნდა, ქალი_ ვეფხვი, ასთმიანი

სტრიპტიზის მოცეკვავე და როზალი, ჩემი როზალი დიდი ხანია გაქრნენ.

სავარაუდოდ, გარდაიცვალნენ. როზალის დიდი მოქანავე საჯდომიც ალბათ

მკვდარია. და როცა ჩემს მშობლიურ უბანში აღმოვჩნდები, იმ სახლს ჩავუვლი სადაც

ვცხოვრობდი.

იქ ახლა უცნობი ადამიანები ცხოვრობენ.

და მაინც, ის კვირა დღეები კარგი იყო, უმეტესობა ამ დღეებისა მართლა კარგი იყო,

პატარა სინათლე ბნელი დეპრესიის ხანაში, როცა ჩვენი მამები, უმუშევრები და

უმწეოები, პარმაღზე სიარულს იწყებდნენ. ალმაცერად გვიყურებდნენ თუ როგორ

უმოწყალოდ ვცემდით ერთმანეთს, შემდეგ შიგნით სახლში შედიოდნენ და კედელს

მიშტერებოდნენ, რადიოს მოსმენის შიშით, შუქის გადასახადი ქვითრის გამო.

ჩარლზ ბუკოვსკი - სატანის ძე

თარგმნა - თინა აგნუსმა

თერთმეტი წლის ვიყავი. ჩემი მეგობრები, ჰესი და მორგანი კი თორმეტისა.

ზაფხული იყო, სკოლაში აღარ დავდიოდით. სამივენი მამაჩემის გარაჟის უკან,

ბალახზე ვისხედით. მზიანი ამინდი იყო. სიგარეტს ვეწეოდით.

- დამპალი! – ვთქვი მე.

ხის ქვეშ ვიჯექი. ჰესი და მორგანი კი გარაჟისკენ ზურგით.

- რა მოხდა? – შემეკითხა მორგანი.

- დედას ვუტირებთ მაგ ბოზიშვილს! – ვთქვი მე. – არცხვენს ჩვენს უბანს.

- ვინ? – იკითხა ჰესმა.

- სიმფსონი – მივუგე მე.

- ჰო! – თქვა ჰესმა – რა ჭორფლიანია, მაგრად მაღიზიანებს.

- მაგიტომ არა – ვთქვი მე.

- მაგ ბოზიშვილმა ქვეყანას მოსდო თუ როგორ გაჟიმა გოგო გასულ კვირას

ჩემისახლის ქვეშ. ეშმაკმა დალახვროს, ეს ხომ სიცრუეა! – ვთქვი მე.

- ნუთუ? – წარმოთქვა მორგანმა

- დასაჯერებელია – თქვა ჰესმა.

- რის თავი აქვს, განა შეუძლია ვინმე იხმაროს? – თქვა მორგანმა.

- ეგ ჩათლახი ტყუის – ვთქვი მე.

- სიაფანდები არ მევასება – თქვა ჰესმა და პირიდან თამბაქოს ბოლის რგოლები

გამოუშვა.

- გულს მირევს ასეთი სიდამპლის მოსმენა მაგ ჭორფლიანი ბიჭისგან. – თქვა

მორგანმა.

- აუცილებლად ხელში უნდა ჩავიგდოთ – შევთავაზე მე.

- რატომაც არა! – წამოიძახა ჰესმა.

- ვინც არა – თქვა მორგანმა.

დავადექით გზას სიმფსონის სახლისაკენ და იმ დროს მივადექით, როცა იგი გარაჟის

კარებს ბურთს ურტყამდა.

- ჰეი,შენ – შევძახე მას, – გაგიგია საკუთარ თავთან ხელბურთის თამაში?!

სიმფსონმა ბურთის თამაში შეწყვიტა და ჩვენსკენ შემოტრიალდა.

- ბიჭებს გაუმარჯოს!

ჩვენ ის წრეში მოვიმწყვდიეთ.

- ამ ბოლო დროს კიდევ ვინმე გოგო ხომ არ გაგიჟიმავს რომელიმე სახლის ქვეშ? -

შეეკითხა მორგანი.

- არა!

- როგორ ახერხებ ამას? – ახლა ჰესი შეეკითხა მას.

- არა, მე არაფერი გამიკეთებია.

- პირდაპირ დაუჯერებელია, რომ შენ ოდესმე ვინმე გაგიჟიმავს, თუკი შენ თავს

არჩავთვლით – ვუთხარი მე.

- სახლში უნდა შევიდე, – თქვა სიმფსონმა, – დედამ ჭურჭლის დარეცხვა მთხოვა.

- დედაშენს ურჩევნია თავის საშო გამოიბანოს. – უთხრა მორგანმა.

ჩვენ სიცილი აგვიტყდა, მე სიმფსონს მივუახლოვდი და მოულოდნელად ისე

მაგრადვგლიჯე მუცელში, რომ ის გმინვით მოიკეცა და ხელები მუცელზე წაიჭირა.

ასე იდგანახევარი წუთი, შემდეგ კი გაიმართა.

- მამაჩემი წუთი წუთზე მოვა. – გვითხრა მან.

- აუ, მართლა? ერთი გვითხარი, მამაშენიც ჟიმავს პატარა გოგოებს სახლების ქვეშ? -

დაცინვით ვკითხე მე.

- არა.

ჩვენ ავხარხარდით. სიმფსონს ხმა არ ამოუღია.

- შეხედე რამდენი ჭორფლი აქვს, – თქვა მორგანმა. – რამდენ გოგოსაც იხმარს სახლის

ქვეშ, იმდენი ახალი ჭოფლი უჩნდება.

სიმფსონი დუმდა. ის სულ უფრო და უფრო შეშინებული იყურებოდა.

- ხომ იცი მე და მყავს, – თქვა ჰესმა, – აბა მე რა ვიცი, შენ იქნებ ჩემი დის გაჟიმვაც

მოგინდეს…

- მე ამას არასოდეს ვიზამ, პირობას გაძლევ ჰეს.

- მართლა?

- ჰო, მართლა.

- მაშ კარგი, ესე იგი ერთი გოგო გადაურჩება შენგან გაჟიმვას.

ჰესმა გამეტებულად ჩაარტყა პირდაპირ მუცელში და სიმფსონი ისევ მოიკეცა.

ჰესი დაიხარა, მუჭით ბლომად მტვრიანი მიწა აიღო, გადაუწია პერანგის საყელო

დაშიგ ჩააყარა. სიმფსონი გასწორდა. მას თვალები ცრემლებით ჰქონდა

სავსე.ნამდვილი დედიკოს ბიჭი.

- გამიშვით ბიჭებო, გთხოვთ!

- სად? – შევეკითხე მე, – დედაშენის კაბის კალთის ქვეშ უნდა შეძვრე და საშო

გამობანო?

- შენ ვერასოდეს გაჟიმავ ვინმეს, – უთხრა მორგანმა, – შენ სირიც კი არ გაქვს.მიდი,

ყურებიდან გააფსი!

- თუ როდესმე გავიგე, რომ შენ ჩემს დას თუნდაც შეხედე, – უთხრა ჰესმა, – ისე

გაგაბრტყელებ, რომ ერთი დიდი ჭორფლიღა დარჩები.”

- გეხვეწებით, გამიშვით!

ჩემი თავი დავწვი იმაში, რომ მისი გაშვება მინდოდა. ის რაც მე ბიჭებს ვუთხარი,

სულაც ჩემი მონაჩმახი იყო. მაგრამ მე ხომ ამ საქმის მოთავე ვიყავი და თან მაგარი

ბიჭის სახელი მქონდა. ამიტომ ჩემი სიტყვების უკან წაღება არ შემეძლო.

- ჩვენთან ერთად წამოხვალ, სიმფსონ!

- არა.

- გითხარი ჩვენთან ერთად წამოხვალ! ახლავე ფეხი გამოადგი!

მას ზურგიდან შემოვუარე და ისეთი მაგარი წიხლი ჩავაზილე, რომ სიმწრისგან

აღრიალდა.

- მოკეტე! – დავუყვირე მე, – მოკეტე, თორემ დედას მოგიტყნავ! გამოადგი-მეთქი

ფეხი!

სიმფსონი გზაზე გავიყვანეთ, გადავჭერით მინდორი და ბილიკი და ჩემს უკანა

ეზოში შევედით.

- ახლა გაიმართე, – ვუთხარი მე, – და ხელები გაშალე! უნდა გაგასამართლოთ!

მე მივუბრუნდი ჰესსა და მორგანს და ვუთხარი:

- ვინ თვლის ამ კაცს დამნაშავედ იმ ტყუილში, რომ მან პატარა გოგო გაჟიმა ჩემი

სახლის ქვეშ ? იგი უნდა დავსაჯოთ.

- დამნაშავეა! – თქვა ჰესმა.

- დამნაშავეა! – თქვა მორგანმა.

- დამნაშავეა! – ვთქვი მე.

შემდეგ ჩვენს ტყვეს მივუბრუნდი.

- სიმფსონ, შენ დამნაშავედ გცნეს!

სიმფსონს ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა.

- მე არაფერი ჩამიდენია!

- ჰოდა, ამიტომაც გასამართლებთ ტყუილისათვის – მიუგო ჰესმა.

- მაგრამ, ბიჭებო, თქვენ თვითონ ხომ სულ იტყუებით!

- ჩვენ არ ვიტყუებით, რომ ვინმე გავჟიმეთ. – უთხრა მორგანმა.

- აბა კი, ყველაზე მეტად რასაც იტყუებით ეგ არის, მეც თქვენგან ვისწავლე.

- კაპრალო! – მივუბრუნდი ჰესს, – “პირში ჩაჩარე რამე! დავიღალე მაგ ახვრის

დამპალი ტყუილების მოსმენით.”

- არის, სერ!

ჰესი მივიდა სარეცხის თოკთან და იქედან ცხვირსახოცი და პირსახოცი ჩამოხსნა. ამ

დროს ჩვენ სიმფსონი გაკავებული გვყავდა. ჰესმა მას ცხვირსახოცი პირში ჩაუტენა

და პირსახოცით აუკრა პირი. სიმფსონმა წამოიხროტინა და სახის ფერი ეცვალა.

- როგორ ფიქრობთ, სუნთქვას შეძლებს? – იკითხა მორგანმა.

- მას შეუძლია ცხვირით ისუნთქოს – ვთქვი მე.

- ჰო. – კვერი დამიკრა ჰესმა.

- ახლა რაღა ვუყოთ? – იკითხა მორგანმა.

- პატიმარი დამნაშავეა, არა? – ვიკითხე მე.

- ჰო.

- მაშ ასე, როგორც მოსამართლემ მე მას მივუსაჯე სიკვდილი ჩამოხრჩობით.

სიმფსონმა გაურკვეველი ხმები გამოუშვა აკრული პირიდან. იგი მუდარით სავსე

თვალებით შემოგვცქეროდა. მე გარაჟში შევარდი და მსხვილი თოკი ავიღე, რომელიც

ფაქიზად დახვეული ეკიდა გარაჟის კედელზე და გამოსაყენებლად მზად იყო.თოკით

ხელში უკან მოვბრუნდი.

სიმფსონი გაქცევას შეეცადა. ჰესი მის უკან იდგა. მან უცებ ისკუპა, სიმფსონი მიწაზე

დასცა, დაუნდობლად დაუწყო ცემა და თან სახეში მაგრად ურტყამდა. მე მივვარდი

ჰესს და თოკის ბოლო სახეში მივარტყი. მან ბოღმიანი თვალებით ამომხედა.

- შენ ნაბიჭვარო, დედას გიტირებ!

- როგორც მოსამამართლემ, მე ამ კაცს განაჩენი გამოვუტანე – სიკვდილით

დასჯაჩამოხრჩობით. ჰოდა, განაჩენი უნდა აღსრულდეს. გამოიყვანეთ პატიმარი!

- დედას გიტირებ, ნაბიჭვარო. – ისევ შემომიტია ჰესმა.

- პირველ რიგში ჩამოვახრჩოთ პატიმარი და მერე გავარჩიოთ ჩვენი საქმეები.

- ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ გავარჩევთ. – მითხრა ჰესმა.

- წამოაყენეთ პატიმარი! – ვთქვი მე.

სიმფსონზე წამომჯდარი ჰესი წამოდგა. სიმფსონიც წამოდგა. მას ცხვირიდან

სისხლისდიოდა და პერანგის გულისპირი სულ სისხლიანი ჰქონდა, ხასხასა

წითელი.სრულიად მოტეხილი ჩანდა. აღარ სლუკუნებდა. მაგრამ მისი

თვალებისგამომეტყველება ამაზრზენი და შემაძრწუნებელი სანახავი იყო.

- მომეცი სიგარეტი – ვუთხარი მორგანს.

მან პირში გამირჭო ერთი.

- მომიკიდე,- ვუთხარი მე.

მორგანმა კბილებში მოქცეულ სიგარეტზე მომიკიდა, მაგრად მოვქაჩე, ბოლი

ცხვირიდანგამოვუშვი და თან ამ დროს ხელებით თოკით ყულფს ვაკეთებდი.

- პატიმარი ვერანდაზე აიყვანეთ! – ბრძანება გავეცი მე.

ვერანდა იქვე, უკან იყო. ვერანდის ზემოდან კაუჭი იყო გამოშვერილი. თოკი

კაუჭზედავამაგრე, შემდეგ კი ყულფი სიმფსონის სახესთან ჩამოვუშვი. ვგრძნობდი,

რომ მეტი აღარაფრის გაკეთება მინდოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ სიმფსონი

საკმაოდდაიტანჯა, მაგრამ ამის მოთავე ვიყავი და მოგვიანებით ჰესთანაც უნდა

გამერჩიასაქმე. ამიტომ არ შემეძლო ჩემი სისუსტე მეჩვენებინა.

- იქნებ არ ღირდეს, – თქვა მორგანმა.

- ეს კაცი დამნაშავეა! – ვიღრიალე მე.

- ასეა! – იღრიალა ჰესმაც, – ჩამოვახრჩოთ!

- შეხედეთ, ჩაუფსამს, – დაიძახა მორგანმა.

სიმფსონს შარვალზე აშკარად ემჩნეოდა მუქი ლაქა, რომელიც

თანდათანობითდიდდებოდა.

- ყურადღებას ნუ აქცევთ – ვთქვი მე.

მე სიმფსონს ყელზე ყულფი ჩამოვაცვი. თოკი მოვჭიმე და სიმფსონი მაღლა

ავწიე.შემდეგ თოკის მეორე ბოლო ავიღე, სახლის გვერდზე მდგარ წყლის ონკანს

შემოვახვიედა გავკვანძე.

- ჩქარა, აქედან ავახვიოთ! – აღელვებულმა შევძახე.

ჩვენ ჰაერში გამოკიდებულ სიმფსონს შევხედეთ. იგი ნელ-ნელა ირხეოდა და

უკვეძალიან ჰგავდა მკვდარს.

მე იქიდან მოვუსვი. მორგანი და ჰესიც დამედევნენ. ქუჩაში გავვარდით. მორგანი

დაჰესი კი თავ-თავიანთ სახლებში შევარდნენ. მე არსად მქონდა გასაქცევი.

ჰეს,ვიფიქრე მე, შენ ან დაგავიწყდა, რომ საქმე გვაქვს გასარჩევი, ანდა აღარ გინდა.

რამდენიმე წუთით შევჩერდი ტროტუარზე და შემდეგ უკან, ჩემს ეზოში

გავიქეცი.სიმფსონი კვლავ ირხეოდა, ისევ ძალიან ნელა. მისთვის ხელების შეკვრა

დაგვავიწყდადა ხელები ჩამოყრილი ჰქონდა. შევეცადე ხელებით მაღლა ამეწია,

მაგრამ უშედეგოდ.მერე მივირბინე ონკანთან, თოკი გავხსენი და მივაგდე. სიმფსონი

ვერანდას მიეჯახადა იქვე წყლის გუბეში პირით ჩაემხო. მე იგი გადმოვატრიალე და

შეკრული პირიგავუხსენი. იგი საშინლად გამოიყურებოდა, აშკარა იყო, რომ

სიკვდილს აპირებდა. მემასზე დავიხარე.

- მისმინე, ნაბიჭვარო, არ მოკვდე. მერწმუნე, მე არ მინდოდა შენი მოკვლა, და

თუუკვე მკვდარი ხარ, ძალიან ვწუხვარ. მაგრამ თუ არ მომკვდარხარ და ვინმეს

ოდესმეუამბობ ამ ამბავს, მაშინ იცოდე, შენ ტრაკო, ვერ გადამირჩები, გაიგე?!

სიმფსონს ხმა არ ამოუღია, თვალებში შემომცქეროდა. საშინლად

გამოიყურებოდა,მთლად გალურჯებულიყო და ყელზე თოკის ღრმა ნაკვალევი

ემჩნეოდა.

მე წამოვდექი, ცოტა ხანს დავცქეროდი, იგი არ ინძრეოდა. საზარელი სანახავი

იყო.აზრი მოვიკრიბე. ღრმად ჩავისუნთქე და გზას გავუყევი. დაახლოებით დღის

ოთხისაათი იქნებოდა. მივაბიჯებდი. მივაღწიე ტრასამ¬დე და სიარული

გავაგრძელე.ფიქრები არ მასვენებდნენ. ასე მეგონა, ჩემი სიცოცხლე დასრულდა.

სიმფსონი მუდამმარტო იყო. უფრო სწორედ განმარტოვებული. მას არანაირი

ურთიერთობა არ ჰქონდაარც ერთ ჩვენთაგანთან. ამ მხრივ ის უცნაური იყო. ალბათ,

ეს მასთან მიმართებაშიეს გვაღელვებდა. ამას გარდა, არსებობდა რაღაც, რითაც იგი

გვხიბლავდა კიდეც.ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც ძალიან დიდი

საშინელება ჩავიდინე ერთისმხრივ, და მეორეს მხრივ კი, არაფერი ჩამიდენია. უფრო

მეტად ეს მეორე გრძნობაგამაჩნდა, სიცარიელის გრძნობა, და ეს გრძნობა

უკავშირდებოდა ჩემს კუჭს.მივდიოდი და მივდიოდი. ბოლომდე ჩავყევი ქუჩას და

უკან გამოვბრუნდი.ფეხსაცმელებმა ფეხები მატკინეს. მშობლები ჩემთვის

ყოველთვის იაფფასიანფეხსაცმელებს ყიდულობდნენ. ერთი კვირა ან ოდნავ მეტი

ლამაზად გამოიყურებოდა,შემდეგ ზედაპირი სკდებოდა და ლურსმნები ფეხებში

მერჭობოდა. მაგრამ მე მაინცვაგრძელებდი სიარულს.რამდენი ვიარე აღარ მახსოვს.

როცა სახლისკენ მიმავალ გზასმივუახლოვდი, უკვე საღამო იყო. ნელა მივდიოდი და

მივადექი ჩემს უკანა ეზოს.შევედი ეზოში. სიმფსონი აღარსად იყო. თოკიც

გამქრალიყო. იქნებ უკვე მკვდარიიყო, ან იქნებ სადმე იყო სხვა ადგილას. ირგვლივ

მიმოვიხიდე. კარებში მამაჩემისსახეს მოვკარი თვალი.

- შემოდი სახლში, – მითხრა მან. ვერანდის კიბეზე ავედი და მას გვერდი ავუარე.

- დედაშენი ჯერ არ მოსულა. ძალიან კარგია. შედი საძინებელში, შენთან

სალაპარაკომაქვს.”

საძინებელში შევედი, ლოგინის კიდეზე ჩამოვჯექი და ჩავაშტერდი ჩემს

იაფფასინფეხსაცმელებს. მამაჩემი მოხეული კაცი იყო, ექვსნახევარი ფუტი სიმაღლის.

მასჰქონდა დიდი თავი და თვალები, რომლებიც დაფარული იყო ხშირი წარბებით.

მასსქელი ტუჩები და დიდი ყურები ჰქონდა. ნამდვილად განრისხებული იყო.

- სად ბრძანდებოდი? – მკითხა მან.

- ვსეირნობდი. – მივუგე მე.

- სეირნობდი, რატომ?

- მე მიყვარს სეირნობა.

- როდის აქეთ?

- დღეიდან.

შემდეგ ხანგრძლივი დუმილი ჩამოვარდა. ისევ მამაჩემმა დაიწყო საუბარი.

- ჩვენს უკანა ეზოში დღეს რა მოხდა?

- განა იგი მოკვდა?

- ვინ?

- მე ის გავაფრთხილე კრინტი არ დაეძვრა. მაშასადამე ის ცოცხალია და გამცა.

- არა, არ მომკვდარა. მისი მშობლები პოლიციის გამოძახებას აპირებედნენ. მე

მათდიდი ხანი ველეპარაკე, რათა ეს არ გაეკეთებინათ. მათ რომ

პოლიციაგამოეძახებინათ, ეს დედაშენს მოკლავდა! შენ რა, ეს არ იცი? -

მე ხმა არ გავეცი.

- ეს დედაშენს მოკლავდა, ხომ გესმის?

მე ვდუმდი.

- მე მათ სიჩუმისათვის ფული გადავუხადე. და კიდევ მთელი სამედიცინო ხარჯებიც

ჩემს თავზე ავიღე. მე შენ გიჩვენებ, როგორ უნდა დასჯა! უნდა გამოგასწორო! მე

არმინდა ისეთი შვილი გამეზარდოს, რომელსაც არ შეუძლია ღისეულად იცხოვროს

ადამიანთა საზოგადოებაში!

ის კარებში იდგა და არ ინძრეოდა. მე შევხედე მის წარბებით დაფარულ თვალებს,მის

უზარმაზარ ტანს.

- მე პოლიციაში მინდა, – ვთქვი მე. – მე არ მინდა შენთან დარჩენა. ჩააბარე ჩემითავი

პოლიციას.

ის ნელი ნაბიჯებით ჩემსკენ გამოემართა.

- პოლიციას შენნაირი ხალხი, იცოდე, გულზე არ ეხატება.

მე წამოვდექი საწოლიდან და მუშტები მოვიმარჯვე.

- მოდი, შევაგულიანე მე, მოდი ვიჩხუბოთ!

უცებ მომიახლოვდა და მთხლიშა მუშტი. თვალებიდან ნაპერწკლები გადმომცვივდა

დაბინდი ჩამოწვა, ისევ ძლიერად დამარტყა. მე ვეღარაფერი ვიგრძენი. იატაკზე

ვეგდე.მერე კი წამოვდექი.

- უმჯობესია მომკლა, – ვუთხარი მე. – რადგან როცა გავიზრდები უთუოდ მოგ¬კლავ!

შემდეგმა დარტყმამ საწოლის ქვეშ შემაგდო. ეს მშვენიერი თავშესაფარი იყო

ჩემთვის.ავიხედე და ზამბარები დავინახე და ეს ზამბარები იმ წუთში ჩემთვის

ყველაზე ახლომეგობრები იყვნენ. შემდეგ სიცილი ამიტყდა, ეს იყო პანიკური

სიცილი. მე ვიცინოდიდა ვიცინოდი, და უცებ ასეთმა აზრმაც გამიელვა თავში, იქნებ

სიმფსონმა მართლაგაჟიმა პატარა გოგო ჩემი სახლის ქვეშ?

ეშმაკმა დაგლახვროს, რა გაცინებს? მიყვიროდა მამაჩემი. შენ ნამდვილად სატანას

ძეხარ, შენ არ ხარ ჩემი შვილი!

მან ხელი საწოლის წვეშ შემოყო და ძებნა დამიწყო. ხელი შემეხო და უცებ მე

ორივეხელები ვტაცე მის ხელს და მთელი ძალითა და ღონით ვუკბინე. საშინელი

ღრიალიგაისმა და მან ხელი უკან გამომგლიჯა. პირში უმი ხორცის გემო ვიგრძენი

დაგადმოვაფურთხე. სიმფსონი კი გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ მივხვდი, რომ

ჩემიდღეები იყო დათვლილი.

- კარგი. – გავიგე როგორ თქვა მამაჩემმა წყნარად. – აი, ახლა კი ნამდვილად

ვერგადამირჩები, ღმერთი იყოს მოწმე, ბოლოს მოგიღებ…

მე მოლოდინში ვიყავი და გავისუსე, და ამ ლოდინში საოცარი ხმები

მესმოდა.მესმოდა ჩიტების ჭიკჭიკი, მოძრავი მანქანების ხმები, მესმოდა ჩემი გულის

ცემა დაჩემი სისხლის მოძრაობა მთელს სხეულში. მესმოდა მამაჩემის სუნთქვა.

საწოლისქვეშ, შუაგულში გადავინაცლე და ველოდებოდი რა მოხდებოდა…

მამაკაცი

თარგმნა - ნანა გაგუამ

სატვირთო მანქანაში გამართული ზურგით მჯდარი ჯორჯი, პატარა ხელით

სატარებელ ტელევიზორს უყურებდა. ნასადილევი და ნასაუზმევი თეფშების გროვა

გასარეცხად იქვე ეწყო. პირი გაუპარსავი ჰქონდა. პერანგზე დაყრილ ჯერ ისევ

ჩაუმქრალ ფერფლს, გინებით იფერთხავდა. მანქანის კარზე კაკუნის ხმა გაისმა.

ფეხზე ზანტად წამოდგა და კარი გამოაღო. კარებთან, ჩანთაში კონიაკის გაუხსნელი

ბოთლით კონსტანცია იდგა.

" ჯორჯ, ის ნაბიჭვარი მივატოვე, მისი ატანა მეტი აღარ შემეძლო."

"ამოდი."

ჯორჯმა ბოთლი გახსნა, ორი ჭიქა აიღო, თითოეული სამი მეოთხედი ვისკით და

ამავე რაოდენობის წყლით გაავსო. ლოგინზე კონსტანციას გვერდით ჩამოჯდა.

კონსტანციამ ჩანთიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. ნასვამს ხელები

უკანკალებდა.

" მისი წყეული ფული წამოვიღე და გამოვიქეცი სანამ სამსახურშია. იმ ნაბიჭვართან

როგორ დავიტანჯე ვერ წარმოიდგენ, ჯორჯ ."

„მოსაწევი მომეცი“,თქვა ჯორჯმა. კონსტანციამ მიაწოდა და როცა ჯორჯი ახლოს

დაიხარა სიგარეტის ასანთებად, ქალს მკლავები მოხვია და აკოცა.

" შე ნაბიჭვარო," თქვა მან, " მომენატრე."

" კონი, შენი ლამაზი ფეხები მომენატრა. მართლა ძალიან მომენატრა."

"ისევ მოგწონს ჩემი ფეხები?"

" მის ყურებაც კი აღმაგრძნებს."

"კოლეჯის ყმაწვილთან ამას ვერ ვახერხებდი," თქვა კონიმ. ‘’ ძალიან ნაზი და

ბავშურია. თითქოს შინა მოსამსახურე მყავდა, რომელიც სახლს ალაგებდა. სულ

სახლს ალაგებდა თანაც ისე უნაკლოდ, რომ შემწვარ ხბოს ხორცს ტუალეტშიც კი

შეჭამდი."

"დალიე, უკეთ გახდები."

"თანაც, ლოგინშიც არ ვარგოდა."

" იმის თქმა გინდა, რომ არ უდგებოდა?"

"როგორ არა, უდგებოდა, ყოველთვის უდგებოდა. მაგრამ ქალის გაბედნიერება არ

შეეძლო. არ იცოდა ამისთვის რა უნდა გაეკეთებინა. ჰქონდა ფული, განათლება,

როგორც კაცი კი გამოუსადეგარი იყო."

" ნეტავ კოლეჯის განათლება მქონოდა."

" არაფერიც არ გჭირდება, ჯორჯ, შენ ყველაფერი გაქვს."

" კარგი რა, ერთი უბრალო ლაქია ვარ, რომელიც ნებისმიერ შავ სამუშაოს

ასრულებს."

" რაც გჭირდება ყველაფერი საკმარისად გაქვს, ჯორჯ. იცი, ქალი როგორ

გააბედნიერო."

"ვითომ?"

"კი. და კიდე იცი რა? დედამისი მოდიოდა! დედამისი! კვირაში ორჯერ ან სამჯერ.

იჯდა და მიყურებდა, თავს მაჩვენებდა თითქოს მოვწონდი, მაგრამ ყოველთვის

კახპასავით მექცეოდა. თითქოს დიდი ცუდი მეძავი ვყოფილიყავი რომელიც შვილს

ართმევდა! მის ძვირფას ვალესს! ღმერთო! რა საშინელებაა!'' მისი შვილი

მიმტკიცებდა მიყვარხარო. ერთხელაც ვუთხარი თუ ასეა მაშინ ჩემს ფუჩუს შეხედე

მეთქი, ვალტერ! არ მინდა მაგას შევხედოო მითხრა. მაგასო! წარმოგიდგენია რა

უწოდა! შენ ხომ არ გეშინია ჩემი ფუჩუს ჯორჯ?"

" რა ვიცი, ჩემთვის ჯერ არ უკბენია."

„ მაგრამ, ხომ კბენდი, ჩქმეტდი, არა ჯორჯ?"

''მგონი კი."

" ლოკავდი, კოცნიდი, არა?"

" მგონი ასეა."

" მშვენივრად გახსოვს, ჯორჯ რასაც აკეთებდი."

" ფული რამდენი იშოვე ?"

" ექვსასი დოლარი."

" ხალხის მძარცველები არ მიყვარს, კონი.''

" მაგიტომაც ხარ ჭურჭლის მრეცხავი, რომ პატიოსანი ხარ. ის კი ისეთი მუდოა ჯორჯ.

მას მხოლოდ ფულის მოცემა შეუძლია და მე ის დავიმსახურე... მისი, დედამისის,

მისი საყვარელი დედის, მისი პატარა დაბანილი ყვერების, ნელსურნელების,

ჩალაგებული ჩანთების, პირში სუნქთვის შესაშხურებლის, პარსვის შემდეგ

ლოსიონის, მისი სექსუალური და სასიყვარულო მცდელობის ატანისთვის.

ყველაფერს საკუთარი თავისთვის აკეთებდა, გესმის, ყველაფერს მხოლოდ მისთვის!

შენ გესმის ქალების, ჯორჯ."

" მადლობა ვისკისთვის, კონი. მომე, მეორე სიგარეტი."

ჯორჯმა ჭიქები ისევ შეავსო. "შენი ფეხები მენატრებოდა. მართლა მენატრებოდა.

მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელებს, რომ ატარებ მომწონს. მაგათ ჭკუიდან გადავყავარ.

თანამედროვე ქალებმა რა იციან ამის ფასი. მაღალი ქუსლები კანჭებს, ბარძაყს და

საჯდომს გამოკვეთენ: სიარულს რიტმს აძლევს, რაც ძალიან აღმაგრძნებს.

„ ხანდახან რა პოეტივით ლაპარაკობ ჯორჯ, არადა უბრალო ჭურჭლის მრეცხავი

ხარ.“

„ მშვენივრად იცი სინამდვილეში რისი გაკეთებაც მიყვარს.“

„რისი?“

„მინდა ქამარი გადაგიჭირო ფეხებზე, საჯდომზე და ბარძაყზე. მინდა აგაცახცახო და

გატირო და როცა გნახავ აკანკალებულს და მტირალს შენს უმანკო სიყვარულს

შეურაცხვყოფ .“

‘’არ გინდა, ჯორჯ. ადრე ასე არ მელაპარაკებოდი. ყოველთვის კარგად მექცეოდი.“

„ კაბა აიწიე.“

„რა?“

„კაბა აიწიე, შენი ფეხები მინდა უფრო კარგად ვნახო.“

„ ჩემი ფეხები, ხომ მოგწონს, ჯორჯ?“

„ დაე დღის სინათლე იხილონ!“

კონსტანციამ კაბა აიწია.

„ უფალო იესო,“ აღმოხდა ჯორჯს.

„ მოგწონს ჩემი ფეხები?“

‘’მომწონს? მე მიყვარს ისინი!“ შემდეგ ჯორჯი ლოგინთან მივიდა და კონსტანციას

სახეში ისე მაგრად გაარტყა, რომ პირიდან სიგარეტი გამოუვარდა.

„ ასე რატომ მექცევი?“

„ იმიტომ, რომ ვოლტერთან იწექი! ვოლტერთან იწექი!“

„ მერე რა მოხდა?“

„ რა და კაბა აიწიე!“

„არა!“

„გააკეთე რასაც გეუბნები!“ ჯორჯმა ამჯერად უფრო ძლიერი სილა გააწნა.

კონსტანციამ კაბა აიწია.

„კაბა მარტო ტრუსებამდე აიწიე, ტრუსების დანახვა სულაც არ მინდა!“ დაიყვირა

ჯორჯმა.

„ ღმერთო, ჯორჯ, რა გჭირს?“

„ ის რომ, ვოლტერთან იწექი!“

„ ჯორჯ, ვფიცავ მგონი გაგიჟდი. წასვლა მინდა, გამიშვი ჯორჯ!“

„არ გაინძრე, თორემ მოგკლავ!“

„მომკლავ?“

„ ვფიცავ მოგკლავ!“ ჯორჯი ლოგინიდან წამოდგა, ვისკი დაისხა, დალია და

კონსტანციას გვერდით ჩამოჯდა. შემდეგ მოკიდებული სიგარეტი აიღო და მაჯაზე

მიადო. კონსტანციამ იყვირა. ჯორჯს ისევ მტკიცედ ედო სიგარეტი ქალის მაჯაზე,

შემდეგ მოისროლა.

„მამაკაცი ვარ, პატარავ, გესმის ეს რას ნიშნავს?“

„ვიცი მამაკაცი ხარ, ჯორჯ.“

„ შეხედე ჩემს მუსკულებს!“ ჯორჯი წამოდგა და მკლავები მოხარა.

„ ხომ ლამაზია პატარავ? შეხედე ჩემს მუსკულებს! შეეხე! შეეხე!“

კონსტანციამ ჯერ ერთი მერე მეორე მკლავი მოსინჯა.

„ ხო, ჯორჯ, ლამაზი სხეული გაქვს.“

„მამაკაცი ვარ. ჭურჭლის მრეცხავი ვარ, მაგრამ კაცი ვარ, ნამდვილი კაცი.“

„ვიცი ჯორჯ.“

„იმ ღლაპივით კი არ ვარ შენ, რომ მიატოვე.“

„ვიცი ჯორჯ.“

„ სიმღერაც შემიძლია. უნდა მომისმინო.“

კონსტანცია იქვე იჯდა ლოგინზე. ჯორჯმა სიმღერა დაიწყო. ჯერ იმღერა სიმღერა

„მოხუც მეთევზეზე“, შემდეგ „ არავინ იცის რა გაჭირვება გამოვიარე,“ „წმინდა ლუის

ბლუზი“, „ღმერთმა დალოცოს ამერიკა.“ დრო და დრო რამდენჯერმე შეჩერდა და

გაიცინა. შემდეგ კონის გვერდით ჩამოჯდა და ყურში წასჩურჩულა, ლამაზი ფეხები

გაქვსო.

სიგარეტი გამოართვა, მოწია, კიდევ ორი ჭიქა სასმელი დალია, შემდეგ თავი კონის

კალთაში ჩარგო და თქვა,“ კონი ვიცი არ ვარ კარგი, გიჟი ვარ, მაპატიე რომ გაგარტყი

და სიგარეტით დაგწვი.“

კონსტანცია ისევ იქ იჯდა. თითებით ჯორჯს თმებზე ეფერებოდა. ჯორჯს მალე

ჩაეძინა. კონსტანციამ ცოტა ხანს დაიცადა, შემდეგ თავი ბალიშზე დადო და ფეხები

ლოგინზე გაშალა. მოგვიანებით წამოდგა, ვისკი დაისხა, ცოტა წყალი დაამატა და

ხარბად დალია. შემდეგ, მანქანის კარები გამოაღო და გავიდა. ღამის პირველ საათზე

მთვარის შუქზე ეზოს უკან მიაბიჯებდა. ცა იყო უღრუბლო თუმცა ღრუბლების

გროვა იქვე იცდიდა. ბულვარში გავიდა და ბარ „ლურჯი სარკისკენ“ მიმავალ გზას

დაუყვა. ბარში შესულს ვოლტერიც იქ დახვდა. ბარის ბოლოში მარტოდ მჯდარი

და მთვრალი. მივიდა და მის გვერდით ჩამოჯდა.“ „მოგენატრე, პატარავ?“ ჰკითხა

კონიმ. ვოლტერმა ახედა. იცნო, მაგრამ არაფერი უპასუხა. მხოლოდ, ბარმენს შეხედა

და ისიც მათკენ წამოვიდა. მათ ყველას ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ.

ინტერვიუ ჩარლზ ბუკოვსკისთან /1980/

თარგმნა - ალექსი ჩიღვინაძემ

სან-პედრო, კალიფორნია

კვირა, 24 აგვისტო, 1980

ინტერვიუერი - ფერნანდა პივანო

ბ: რა იყო პირველი შეკითხვა?

პივანო: მინდოდა მეკითხა, რას ფიქრობთ თქვენს იმიჯზე, რომელიც მას-მედიამ

შეგიქმნათ?

ბ: მე არ ვიცი, რა შექმნა ჩემგან მედიამ, განსაკუთრებით ევროპაში. მე არ ვკითხულობ

რეცენზიებს - ისინი სხვა ენაზე არიან დაწერილები. ასე რომ არ ვიცი, რა გაქვთ იქ

თქვენ. ერთადერთი, რაც მე ვიცი, არის ის, რომ იქ ჩემი წიგნები იყიდება. რას ამბობენ

ამაზე, ჩემთვის უცნობია. მე მხოლოდ ინგლისურად ვლაპარაკობ. და მხოლოდ

ინგლისურად ვკითხულობ. ასე რომ თქვენ უკეთ იცით, რას იტყვით ასეთ პასუხზე?

პ: და რას იტყვით თქვენს იმიჯზე ამერიკაში?

ბ: აქ გადაჭარბებულია. მე მაგარი ბიჭი ვარ, ყველა ქალს ლოგინში ვუხტები.

პ: არასოდეს არ გქონდათ პრობლემები ფემინისტებთან? მე ვიცი, რომ თქვენ მათთან

არ წვებით. და თუ ღმერთი გწამთ არ იფიქროთ, რომ მეც ფემინისტი ვარ.

ბ: რატომ ჩვენ ერთად დაწოლას ვაპირებთ?

პ: მოგსვლიათ კამათი ფემინისტებთან?

ბ: მგონი სადღაც გერმანიაში პიკეტირება მომიწყვეს. ლინდა ამბობს, რომ მხოლოდ

ერთი გოგო იყო. მე მთვრალი გამოვედი და მომეჩვენა, რომ იქ იყვნენ 6 თუ 7,

პლაკატებით: „ბუკოვსკი, შე ღორო!“

ლინდა ლი: არადა ერთი იდგა და მთელს ხმაზე გაჰყვიროდა: „ნაბიჭვარი! მამრი,

შოვინისტი!“

..........................................პ: მე მინდოდა დოკუმენტურ ფილმზეც მეკითხა. დილას

მაჩვენს. მხოლოდ პატარა ფრაგმენტს ვუყურე. თქვენ ლაპარაკობდით სტილზე,

სტილზე და სიმართლეზე.

ბ: მე ვლაპარაკობდი ამაზე?

ვოლბერგი: შენ თქვი, რომ სტილი სიმართლეზე მნიშვნელოვანია.

პ: კარგად ვერ მივხვდი, რას გულისხმობდით სტილში. ჰემინგუეის მსგავსად -

ცხოვრების სტილს, თუ...

ბ: დაივიწყეთ ჰემინგუეი. მე ალბათ, მხედველობაში ლიტერატურული სტილი

მქონდა, ცხოვრების სტილიც და საერთოდ რასაც აკეთებ.

პ: ალბათ უფრო ცხოვრების სტილი, რადგან თქვენ ის სიმართლესთან დააკავშირეთ.

ბ: სიმართლე ყოველდღიურად იცვლება, ყოველ წამს. თქვენ თქვენს სტილში

ცხოვრობთ, სიმართლე ირგვლივ იცვლება. როცა გაქვს შენი სტილი ანუ -

გადაადგილების, მოძრაობის შენი მეთოდი, სხვა ყველაფერი იცვლება.

პ: მაგრამ ცხოვრების სტილიც ხომ იცვლება..

ბ: ჩემი მხოლოდ იმით შეიცვალა რომ, იმდენს აღარ ვსვამ, რამდენსაც ადრე.

პ: ის რომ თქვენ სვამთ, ეს არსებითია თქვენი ცხოვრების სტილისთვის?

ბ: დიახ, ეს მისი ნაწილია.

პ: და ის რომ სვამთ - თქვენი თავისუფალი არჩევანი?

ბ: ის, რომ მე ვარწყევ - ეს ჩემი თავისუფალი არჩევანია?

პ: თქვენ შეგიძლიათ ეს არ გააკეთოდ...

ბ: მე მოვკვდები, თუ სმას შევწყვეტ. მე ვსვამ, როცა ვწერ. ან ვწერ, როცა ვსვამ?

..........................................პ: თქვენს მკითხველებს შეიძლება დარჩეთ შთაბეჭდილება,

რომ თქვენ არ გიყვართ ცხოვრება. რომ თქვენ ცხოვრობთ ცხოვრებისადმი

განსაკუთრებული სიყვარულის გარეშე. ეს არასწორი შთაბეჭდილებაა?

ბ: არა, ზუსტად არის ნათქვამი. ცხოვრება უინტერესოა, განსაკუთრებით თუ

ყოველდღიურად 8 ან 12 საათი ფიზიკურად მუშაობ. ადამიანების უმრავლესობა ასე

ცხოვრობს, კვირის 5 დღე მაინც, მათ რა, უყვართ ცხოვრება? მათ არ აქვთ საფუძველი

უყვარდეთ ცხოვრება. 8 საათი მუშაობ, 8 გძინავს. კიდევ თუ გავითვალისწინებთ იმის

დროს, რისი კეთებაც არ შეიძლება - მართვის მოწმობის მიღება, საბურავის გამოცვლა,

მეგობართან ჩხუბი - მაშინ გვრჩება ორიოდე საათი. მხოლოდ ორი საათი ცხოვრობ

ისე, როგორც გინდა. მე ვცხოვრობდი ასე, წლობით. მე არ მომწონს ასეთი ცხოვრება.

ვისაც ასეთი ცხოვრება უყვარს - იდიოტია.

პ: მაგრამ ახლა?

ბ: ახლა ყველაფერი ცოტა უკეთესად არის.

პ: ანუ ახლა შეგიყვარდათ ცხოვრება?

ბ: არა, ცხოვრების სიყვარული - გამომაშტერებს, ვაკვირდები ამას...

პ: კიდევ რას იტყვით ცხოვრების სიყვარულზე?

ბ: ადამიანების უმრავლესობა სამსახურის ტყვეა. და მათ უნდა უყვარდეთ ის, რადგან

ერთადერთი რაც გააჩნიათ სამსახურია. გამორჩეული იდიოტები ამაყობენ კიდეც

იმითი, რასაც აკეთებენ. მე მქონდა 50 ან 150 სამსახური. და ყოველ მათგანში თავს

გაუპატიურებულად ვგრძნობდი.

..........................................პ. რა მოვლენა გაბედნიერებთ ან გაუბედურებთ?

მხედველობაში მაქვს წარმატება? სიყვარული? სექსი?

ბ: ო, არა. ამათზე ყველაზე მეტად არ ვღელავ.

პ: მაშინ რა? როდის რითი ხართ ბედნიერი ან უბედური?

ბ: მე ვფიქრობ, ეს ხდება იპოდრომზე. როცა 9-დან 7-ს არტყამ...

პ: ხუმრობთ?

ბ: არა, სერიოზულად. ლინდასაც ვეუბნებოდი - ეს მაგიასავითაა. მე ყველა ამ ცხენს

ვუყურებ....

ლინდა: ის არ ხუმრობს. ეს სიმართლეა.

ბ: ... მე ვამბობ: ნომერი ექვსი. და მეექვსე აკეთებს თავის საქმეს. და ისინი მაძლევენ

ფულს. ფულში არ არის საქმე, მაგრამ ფული აღიარებაა. შენ შენს საქმეს აკეთებ, ცხენი

თავისას. ეს მაგიური მოგზაურობაა.

ვოლბერგი: ჰენკს თავისი სისტემა აქვს, სისტემები...

ბ: ათასობით.

ვოლბერგი: მაგრამ ყველა სისტემა ერთ პრინციპზეა აწყობილი: ითამაშე ბრბოს

წინააღმდეგ. ჰენკის მთელი სტილიც ამაში მდგომარეობს.

ბ: მე პირირქით ვიქცევი. ვდებ ყველაზე პატარა, სუსტ ცხენზე. ვაბრუნებ ყველაფერს

და უკეთაც ვთამაშობ, ვიდრე უმრავლესობა.

პ: და როდის ხართ უბედური?

ბ: როცა ინტერვიუს ვაძლევ.

პ: მადლობა.

ბ: კიდევ პახმელიაზე ან როცა ფეხი მტკივა. კიდევ არის ერთი უბედურება ჩემთვის -

ბრბოში ყოფნა. იყო ხალხში და მათ ლაპარაკს უსმინო. ამისგან შეიძლება გარეკო.

პ: იმიტომ რომ ეს საუბრები ბანალურია?

ბ. ძაღლებიც კი უკეთ საუბრობენ. ადრე ასე ვიქცეოდი, ვაფარებდი ფარდებს, არ

ვპასუხობდი ტელეფონზე ზარებს, კარზე კაკუნს, და ვიყავი ასე ერთი კვირა. არ

ვდგებოდი საწოლიდან, არაფერს ვაკეთებდი, არავის ვნახულობდი. ეს ძალიან

გეხმარება.

პ: როდის შეამჩნიეთ რომ არ გიყვართ კაცობრიობა?

ბ: ბებიამ მითხრა (იცინის) როცა პატარა ვიყავი. ის დაიხარა, რომ ეკოცნა ჩემთვის და

ისეთი ვხიე ცხვირში...

.......................................პ: ლინდა ჰენკს გიძახის. რატომ არის მაშინ შენი წიგნის ყდებზე

სახელი ჩარლზი, პირად ცხოვრებაში კი - ჰენკი?

ბ: ჰო, ეს ბავშობის ისტორიაა. მშობლები მიძახდნენ ჰენრის. ჩემი სრული სახელია

ჰენრი ჩარლზ ბუკოვსკი, უმცროსი. მე ძალიან დავიღალე ჰენრისგან. თქვენ იცნობთ:

ჰენრი, ჰენრი.

პ: როგორთ თუ დაიღალეთ?

ბ: ჩემი მშობლები არც თუ ისე კარგი ადამიანები იყვნენ. როცა ჩემი სახელი მესმოდა,

ყოველთვის რაღაც მემუქრებოდა. მეძახდნენ საჭმელად, რაიმე დავალების

მოსაცემად, ან საჩხუბრად... არ მიყვარდა ეს „ჰენრი“. როცა წერა დავიწყე, ვიფიქრე:

ჰენრი ბუკოვსკი? ჰენ-ერ-ი ბუ-კოვ-სკი. რაღაც არ ჟღერს. ვცადე ჩარლზ ბუკოვსკი.

ჩარლზ ბუკოვსკი - უკვე მწერლის სახელია. მაგრამ არ მინდოდა, რომ ჩარლით

მოემართად, ამიტომ ვთქვი - დამიძახეთ ჰენკი, ჰენკი კარგი ტიპია.

ლინდა: ჰეი, ჰენკ, როგორ ხარ, ჰენკ?

ბ: ბებერი, კეთილი ჰენკი

..........................................პ: ბობ დილანი თავის სიმღერებში ატომურ პრობლემებზე,

რასისმზე, ომის პრობლემაზე საუბრობს. თქვენ რას ფიქრობთ ატომურ პრობლემაზე?

ბ: ვერ გეტყვით, რომ ამის გამო ღამეები არ მძინავს, არ მიფიქრია მაგაზე.

პ: რატომ?

ბ: იმიტომ რომ ვფიქრობ, რომელ ცხენზე დავდო მომავალ ორშაბათს.

პ: ანუ არ გაინტერესებთ სოციალური პრობლემები?

ბ: მკიდია...

პ: ანუ არც იმის წინააღდეგი ხართ, რომ ატომური ბომბი ჩამოაგდონ?

ბ: ოღონდ ჩემს გვერდით არა.

..........................................პ: ისურვებდით რომ სიკვდილის შემდეგ თქვენი კრემაცია

მოხდეს?

ბ: რაც უნდა ის ქნან, შეუძლიათ დამწვან, დამანაწევრონ. შეუძლიათ ჩემი ყვერები

მეცნიერებს გადასცენ - ჩემთვის სულერთია.

ლინდა: მას უნდა იპოდრომთან დაიმარხოს.

პ: რატომ ლაპარაკობთ თქვენს ყვერებზე? ნუთუ ასეთი ძვირფასია ის თქვენთვის?

ბ: ჰო, როცა ჩვიდმეტის ვიყავი და სპორტ-დარბაზში დავდიოდი. გასახდელში ერთ-

ერთ ბიჭზე ხელს იშვერდნენ და ამბობდნენ: „ნახეთ რამხელა ყლე აქვს“ - შემდეგ

ჩემსკენ და: „ერთი, ამის ყვრებს შეხედეთ“. მთელს დარბაზში ყველაზე დიდი ყვერები

მქონდა.

ლინდა: ეს, ისე მამაკაცურია!

ბ: ჰო (იცინის)

ბ. ეს ინტელიგენტურობის ნიშანია.

ბ. სისულელეა, ეს იმის ნიშანია რომ ბევრი სპერმა მაქვს, სპერმის მდიდარი ფონდი.

ვოლბერგი: ჰენკ, მერე არ გინდა მერე სპერმის ბანკი გახსნა? თან როგორც ვიცი, ეგ არ

იბეგრება.

ლინდა: ბუკოვსკი ბანკი....

demo.ge

“ჩარლზ ბუკოვსკი სიტყვით გამოდის”

თარგმნა - ნანა გაგუამ Chicago literary Times -1963

არნოლდ ლ. კეი, კორესპოდენტი.

1963 წლის მარტი

ინტერვიუერისთვის ჩარლზ ბუკოვსკი იმავეს ნიშნავს, რაც ჰიმალაის მთებში

წარგზავნილი მკვლევარისთვის თოვლის კაცი. მისი პოვნა რთულია და თუ იპოვი,

ცხოვრება განსაკუთრებულად საშიში ხდება. რამდენიმემ ისიც თქვა, ჩარლზ

ბუკოვსკი არ არსებობსო. მრავალი წლის განმავლობაში მოარული ხმები დაჟინებით

აცხადებდნენ, რომ ეს ქარიშხალივით მძაფრი ლექსები, მისი ხელმოწერით,

სინამდვილეში საძაგელი მოხუცი ქალის მიერაა დაწერილი, რომელსაც თმიანი

იღლიები აქვსო.

მაგრამ, დიახ, ის არსებობს, აქ ერთ_ოთახიან ბინაში, დასაკეცი ლოგინით (ცივი

წყლით), ჰოლივუდის გულში. ერთის მხრივ “საჯარო დახმარების ოფისის”, “

მოხუცთა დაზღვევის ოფისის” გვერდით და მეორეს მხრივ კაისერის ფონდის

საავადმყოფოს მახლობლად. საწყალი ბუკოვსკი, რომელიც ძველი ნარკომანივით

გამოიყურება, სჩანს რომ აქაურობას მიჩვეულია.

როცა კარი გამიღო, მისმა სევდიანმა თვალებმა, დაღლილმა ხმამ და აბრეშუმის

ხალათმა მიმახვედრა, რომ ის გადაღლილი კაცია. დავსხედით და ვისაუბრეთ,

დავლიეთ ლუდი, შოტლანდიური ვისკი და საბოლოოდ, ბუკოვსკი ინტერვიუზე

ქალწულივით დამნებდა.

თუ მისი სახლის ფანჯრიდან გადმოიხედავთ, იქვე გორაკზე, ოლდოს ჰაქსლის სახლს

დაინახავთ, სადაც წარმატებული მწერალი ცხოვრობს.

კეი: არ გაწუხებთ ის ფაქტი, რომ ჰაქსლი თქვენზე მაღლა ცხოვრობს?

ბუკოვსკი: ოჰ, კარგი შეკითვაა.( დასაკეცი ლოგინის უკან თავი ჩარგო და ხელში

რამდენიმე სურათით დაბრუნდა.)

კეი: ეს ფოტოები ვინ გადაიღო?

ბუკოვსკი: ჩემმა მეგობარმა გოგონამ. გასულ წელს გარდაიცვალა. რა შეკითხვა იყო?

კეი: გკითხეთ, არ გაწუხებთ ის ფაქტი, რომ ჰაქსლი თქვენზე მაღლა ცხოვრობს?

ბუკოვსკი: ჰაქსლიზე არც მიფიქრია, მაგრამ რადგან ახსენეთ, არა, არ მაწუხებს.

კეი: წერა როდის დაიწყეთ?

ბუკოვსკი: როცა 35 წლის ვიყავი. სტატისტიკური მონაცემებით, საშუალოდ პოეტები

წერას 16 წლის ასაკში იწყებენ, მე 23 წლისამ დავიწყე.

კეი: ბევრმა კრიტიკოსმა აღნიშნა, რომ თქვენი შემოქმედება, აშკარად

ავტობიოგრაფიულია. ამაზე რამე კომენტარს გააკეთებდით?

ბუკოვსკი: თითქმის ყველა. 100 დან 99., საერთოდ 100 თუ დავწერე. მარტო ის ერთი

გამოვიგონე. ბელგიურ კონგოში არასდროს ვყოფილვარ.

კეი: მინდა შენიშვნა გავაკეთო თქვენს ერთ ლექსზე, ბოლო წიგნიდან “ გაქცევა

გაქცეულთან ერთად”. სახელი და ამჟამინდელი ადგილსამყოფელი ხომ არ იცით, იმ

გოგონასი რომელიც ახსენეთ ლექსში “ მცირე მიზეზი საწუწუნოდ”?

ბუკოვსკი: არა.

კონკრეტული გოგო არც არსებობს. ეს შეთხზული გოგონაა, ლამაზი, ნეილონის

ფეხებით, არც მთლად კახპა, ნახევრად მთვრალი ღამის ქმნილება. მაგრამ ის მართლა

არსებობს, თუმცა არა ერთი სახელით.

კეი: არსებობს ტენდენცია თქვენი კლასიფიცირებისა, როგორც განდეგილი პოეტისა.

ბუკოვსკი: არც ერთი განდეგილი პოეტი არ მახსენდება, გარდა ერთი მკვდარი

ჯეფერსისა (რობინზონ ჯეფერსი). მათ დანარჩენს სურს დორბლების ყრა და

ერთმანეთის ხვევნა. როგორც ჩანს, უკანასკნელი განდეგილი პოეტი მე ვარ.

კეი: ბანალური შეკითხვაა, მაგრამ მაინც გკითხავთ, ვინ არის უდიდესი ცოცხალი

პოეტი?

ბუკოვსკი: ეს არაა ბანალური, საკმაოდ რთული შეკითხვაა. ეზრა პაუნდი გვყავს და

ტომას ელიოტი, მაგრამ ორივემ წერა შეწყვიტა. პროდუქტიულ პოეტად, ლარი ეიგენს

მივიჩნევ.

კეი: მართლა?

ბუკოვსკი: ხო, ვიცი ეს არასოდეს არავის უთქვამს. ამას თვითონ მივხვდი.

კეი: ჰომოსექსუალ პოეტებზე რას იტყვით?

ბუკოვსკი: ჰომოსექსუალები ფაქიზები არიან და ცუდი პოეზია ფაქიზია. გინზბერგმა

განრიგი შეცვალა, ჰომოსექსუალური პოეზია ძლიერ, კაცურ პოეზიად აქცია, მაგრამ

დიდი ხნის მანძილზე, ჰომოსექსუალი ჰომოსქსუალად დარჩება და არა პოეტად.

კეი: უფრო სერიოზულ თემებს, რომ შევეხოთ, ამერიკულ წარმოსახვაზე მიკი მაუსმა

რა გავლენა იქონია?

ბუკოვსკი: ძლიერი. საკმაოდ ძლიერი. მართლა.. მე ვიტყოდი, უფრო ძლიერი ვიდრე,

შექსპირს, მილტონს, დანტეს, რაბლეს, შოსტაკოვიჩს, ლენინს და (ან) ვანგოგს ჰქონდა

ამერიკულ საზოგადოებაზე. დისნეილენდი სამხრეთ კალიფორნიის მთავარ

გასართობად რჩება, სასაფლაო კი ჩვენს რეალობად.

კეი: ლოს ანჟელესში წერა გიყვართ?

ბუკოვსკი: რა მნიშვნელობა აქვს სად წერ, თუ გაქვს კედლები, საბეჭდი მანქანა,

ქაღალდი და ლუდი. ასე ვულკანის ხვრელშიც კი დაწერ. როგორ ფიქრობთ, 20 პოეტს

მაინც ვიპოვიდი ვისთანაც დავნიძლავებოდი კვირაში ერთ დოლარად, იმაზე რომ

ციხეში არ ჩამსვან?

კეი: რამდენჯერ იყავით დაპატიმრებული?

ბუკოვსკი: არ ვიცი. არც ისე ბევრჯერ. 14-15 ჯერ ალბათ. მეგონა უფრო ძლიერი

ვხვდებოდი იქედან ყოველი გამოსვლისას.

კეი: ბუკოვსკი, როგორ ხედავთ საკუთარ მომავალს, ახლა როცა ყველას თქვენი

დაბეჭვდა სურს?

ბუკოვსკი: ადრე, მთვრალს ხეივანში მეძინა და ალბათ ისევ დავთვრები. ბუკოვსკი

ვინ არის? წავიკითხე მისის წიგნები და ჩემთან მას არაფერი აქვს საერთო. გაიგეთ?

კეი: თქვენს შემოქმედბაზე ალკოჰოლმა რა გავლენა მოახდინა?

ბუკოვსკი: არა მგონია ოდესმე ფხიზელს დამეწეროს. რამდენიმე კარგიც და ცუდიც

დამიწერია ისეთ საშინელ ნაბახუსევზე, როცა არ ვიცოდი რა იქნებოდა უკეთესი,

მორიგი სასმელი თუ სამართებელი.

კეი: ეხლაც გადაკრულში უნდა იყოთ.

ბუკოვსკი: დიახ. ვარ კიდეც. დღეს კვირის საღამოა. დოღის რვა ბარათი მქონდა. არ

გამიმართლა. გამარჯვებამდე 50 ქულა დამაკლდა, მერვე ადგილზე გასასვლელად.

ნაკლებ სარფიანი დღეა თუ წინასწარმეტყველური, მაინც ღამის დალევისკენ

მიბიძგებს. ინტერვიუერმა გამომაფხიზლა. თქვენი წასვლის შემდეგ ისევ დავლევ,

სერიოზულად.

კეი: ბუკოვსკი, როგორ ფიქრობთ ყველანი მალე ავფეთქდებით?

ბუკოვსკი: დიახ. ვფირობ, რომ კი. ეს მარტივი მათემათიკური მაგალითია. თავიდან

პოტენცია გაქვთ და მერე ადამიანური სული მოგეცათ. სადღაც დრო და დრო

ყოველთვის გამოჩნდება წყეული სულელი ან გიჟი ძალაუფლებით, რომელიც

უბრალოდ ჩვენს აფეთქებას აპირებს. სულ ესაა. ეს გათვლილია.

კეი: როგორ ფიქრობთ, რა როლი აქვს პოეტს ამ შეშლილ სამყაროში?

ბუკოვსკი: ამ შეკითხვის ასე დასმა არ მომწონს. პოეტის როლი თითქმის არაფერია,

სამწუხაროდ არაფერი. როცა ის შეეცდება საკუთარ შესაძლებლობებს გასცდეს,

როგორც ეს ჩვენმა ეზრა პაუნდმა გაკეთა, პანღური არ ასცდება.

პოეტი როგორც წესი ნახევრად კაცია და ნახევრად აზიზი გოგონა, არა - ნამდვილი

პიროვნება. ამიტომ მას არ შეუძლია ნამდვილ მამაკაცებს წინ გაუძღვეს და გაამხნევოს

ისინი. ვიცი ასეთი რაღაცეები არ მოგეწონებათ, მაგრამ რასაც ვფიქრობ ის უნდა

ვთქვა. თუ კითხვებს სვამთ, პასუხებიც უნდა მიიღოთ როგორიც არ უნდა იყონ ისინი.

კეი: პასუხებსაც ღებულობთ?

ბუკოვსკი: არ ვიცი..

კეი:… უფრო გლობალური მასშტაბით ვგულისხმობ. პასუხებს ყოველთვის იღებთ?

ბუკოვსკი: არა, რა თქმა უნდა არა. ზოგადად, ყველანი ერთ რამეს ვიღებთ ხომ იცით,,

საფლავის ქვას თუ იღბლიანები ვართ, თუ არადა მწვანე ბალახს.

კეი: თავის საშველად გემიდან გავიქცეთ თუ იმედი კიდევ არსებობს?

ბუკოვსკი: რად გინდათ ეს კლიშეები, ბანალობა? კარგით, გიპასუხებთ, რომ არა, გემი

არ უნდა მივატოვოთ. ბანალურად ვიტყოდი, რამდენიმე კაცის ძალის, სულის,

ვნების, გამბედაობის და რისკის საშუალებით, შევძლებთ ადამიანთა გვამები

დახრჩობას გადავარჩინოთ.

მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია. მოდით, ვიბრძოლოთ ისე როგორც ნამდვილ

მამაკაცებს შეეფერებათ და არა როგორც ვირთხებმა.

ინტერვიუ არასოდეს წაიკითხოთ, მათ შორის, ესეც...

მსახიობ შონ პენის ინტერვიუ მწერალ ჩარლზ ბუკოვსკისთან

ჟურნალი "Interview".

1987 წ. სექტემბერი

თარგმნა - რუსუდან ქართველიშვილმა

ბარებზე

კმარა მთელი ეს ბარის ოინები. ამოშალეთ ჩემი საქმეების სიიდან. ახლა, ბარში რომ

მივდივარ, გული მერევა, კარში შევდივარ და რწყევას ვიწყებ. ძალიან ბევრი ბარი

ვნახე, საშინლად ბევრი. ხომ გესმის, როცა უფრო ახალგაზრდა ხარ, ეს ყველაფერი

უფრო მეტად შეგეფერება. მოგწონს, ვინმეს მუშტებს რომ უტრიალებ, მაჩოს თამაშობ,

ბოზანდარას მოჩანგვლას ცდილობ. ჩემს ასაკში ეს აღარ მჭირდება. ახლა ბარში

უბრალოდ ტუალეტის მოსაშორებლად შევდივარ. მე იქ მეტისმეტად დიდი დრო

გავატარე.

ალკოჰოლზე

ალკოჰოლი შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე დიდებული რამ არის დედამიწაზე, ჩვენ

კარგად ვეგუებით ერთმანეთს. ადამიანთა უმეტესობისთვის ის დამანგრეველია,

მაგრამ ჩემთვის არა. ყველაფერს, რასაც ვქმნი, სიმთვრალეში ვაკეთებ, ქალებთანაც კი.

გესმის არა, სექსის დროს ყოველთვის თავშეკავებული ვიყავი, ალკოჰოლმა კი უფრო

თავისუფალი გამხადა, სექსუალურად თავისუფალი. ეს შვებაა, იმიტომ, რომ

საერთოდ საკმაოდ მორიდებული და გულჩახვეული ვარ, ალკოჰოლი კი საშუალებას

მაძლევს, ვიყო გმირი, რომელიც ფართოდ მიაბიჯებს დროსა და სივრცეში და

გმირულ ქმედებებს ჩადის... ასე რომ, მე ის მიყვარს... დიახ!

მოწევაზე

მოწევა მიყვარს. სიგარეტი და ალკოჰოლი ერთმანეთს აწონასწორებენ. ლოთობისგან

გონს მოსასვლელად, გამოსაფხიზლებლად ვეწევი და, იცი, თან იმდენად ბევრს, რომ

ორივე ხელისგული მიყვითლდება. ხედავ, თითქოს ხელთათმანები ჩავიცვი...

თითქმის ყავისფერია... მაშინ ამბობ: "აი, ნაგავი, რას ჰგავს ჩემი ფილტვები? ღმერთო

ჩემო!"

კატებზე

კარგი იქნება, რომ გარშემო ბევრი კატა გყავდეთ. თუ თავს ცუდად გრძნობ, კატებს

შეხედე და უკეთ იგრძნობ, იმიტომ, რომ მათ ყველაფერი იციან და ისე იციან, როგორც

ეს სინამდვილეშია. მათ ვერაფრით გააკვირვებ. უბრალოდ იციან. ისინი მხსნელები

არიან. რაც მეტი კატა გყავს, მით უფრო დიდხანს იცოცხლებ. თუ ასი კატა გყავს,

ათჯერ მეტხანს იცოცხლებ, ვიდრე მხოლოდ ათი რომ გყოლოდა. ერთხელ ეს

გამომჟღავნდება და ხალხი ათასობით კატას გაიჩენს და მარადიულად იცოცხლებს.

სინამდვილეში ეს სასაცილოა.

ქალებსა და სექსზე

ქალები... ორ სიტყვას ეტყვი, ხელს მოკიდებ: "წავიდეთ, საყვარელო!", საძინებელში

შეაგდებ და იხმარებ. ისინიც მოდიან! ამ რიტმში ერთხელ რომ მოხვდები, მოძრაობა

უნდა განაგრძო. ბიჭო, ირგვლივ რამდენი მარტოხელა ქალია! ისინი კარგად

გამოიყურებიან, მხოლოდ უნდა გამოელაპარაკო. სხედან ყველანი ისეთი

მარტოხელები, მიდიან სამსახურში, უკან ბრუნდებიან... მათთვის ბევრს ნიშნავს

ჰყავდეთ ვინმე კაცი. თუ ის გვერდით უზით, სვამს და ლაპარაკობს, - აი, ეს არის

სიამოვნება. ჰოო... ყველაფერი მაგრად იყო... და მე ბედნიერი ვიყავი. თანამედროვე

ქალები... ისინი ჯიბეებს არ დაგიკემსავენ, ეს დაივიწყე!

მე მათ წუწუნის მანქანებს ვეძახი. ყოველთვის ყველაფერი ისე არ მიდის, როცა მათგან

იპარები. მისმინე, როცა ეს ისტერიკა უნდა გამოიარო... დაივიწყე. მე გამოვდივარ,

მანქანაში ვჯდები და სადმე მოვუსვამ. შევუკვეთავ ხოლმე ფინჯან ყავას ნებისმიერ

ადგილას. რასაც გინდა, გარდა კიდევ ერთი ქალისა. მე მგონია, რომ ისინი მხოლოდ

სხვადასხვანაირად გამოიყურებიან, არა? ისტორია იწყება ... ისინი

განადგურებულები არიან, მათგან მიდიხარ და არ ესმით. "სად მიდიხარ?"

"საყვარელო, სხვა ადგილას მოვძებნი ბორდელს!" ისინი ფიქრობენ, რომ

ქალთმოძულე ვარ, მაგრამ არა. ეს სულ ჭორებია. მათ მხოლოდ გაუგონიათ, რომ:

"ბუკოვსკი - შოვინისტი ღორია", მაგრამ თავს არ იწუხებენ, რომ პირველწყარო

შეამოწმონ. რა თქმა უნდა, პერიოდულად მათ გამოვაჭენებ ხოლმე არცთუ საუკეთესო

მხრიდან, მაგრამ მამაკაცებსაც ასევე ვექცევი. ასევე ვექცევი საკუთარ თავსაც. თუ

მართლა ვფიქრობ, რომ რამე ცუდადაა, ვამბობ, რომ ცუდადააა, მნიშვნელობა არ აქვს,

ჩემ წინაშე კაცია, ქალი, ბავშვი, თუ ძაღლი. ქალები ისეთი ბუტიები არიან, ფიქრობენ,

რომ განსაკუთრებულები არიან. ესაა მათი პრობლემა.

მწერლობაზე

ერთი მოთხრობა დავწერე მოძალადის თვალთახედვით, რომელმაც პატარა გოგონა

გააუპატიურა. ამის გამო ხალხმა დამადანაშაულა. ერთხელ მკითხეს კიდეც:

"მოგწონთ პატარა გოგონებზე ძალადობა?" ვუპასუხე: "რა თქმა უნდა, არა. მე

ცხოვრების ფოტოგრაფირებას ვაკეთებ". ბევრი ჩემი ნაწარმოების გამო უსიამოვნებაც

მქონია. ერთი მხრივ, ამდენი წიგნი ამიტომაც იყიდება, მაგრამ, მეორე მხრივ, როცა

ვწერ, ჩემთვის ვწერ (სიგარეტს აბოლებს)... ეს მიყვარს. მოქაჩვა ჩემი საქმეა, ფერფლი

კი - საფერფლისთვისაა...

დღისით არასოდეს ვწერ. ეს ისევეა, შიშველმა რომ გაირბინო მაღაზიაში. ნებისმიერ

ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი დაინახოს. ღამე კი... მაშინ კი შეგიძლია

ტრიუკების კეთება...

პოეზიაზე

ყოველთვის ვიხსენებ საშუალო სკოლას - როცა სიტყვა "პოეტი" ან "პოეზია" ისმოდა,

ყველა სიცილსა და ქილიკს იწყებდა. ვერ აგიხსნი რატომ, იმიტომ, რომ პოეზია

სიყალბეა. ის ზედმეტადაა შეფასებული. ნაგვის გროვაა. თითქმის ყველა ლექსი

სისულელეა, სიყალბეა, მიმბაძველობა.

მაგრამ არასწორად არ გამიგო, რამდენიმე კარგი პოეტი იყო. ერთი მათგანი ჩინელია,

ლი პო ერქვა. მას შეეძლო ოთხ ან ხუთ სტრიქონში უფრო მეტი გრძნობა, რეალობა და

განცდა ჩაედო, მაშინ როცა პოეტების უმეტესობას ამისთვის თორმეტი ან თოთხმეტი

გვერდი სისულელე უნდა დაეწერა. ღვინოს ისიც სვამდა. თავის ლექსებს კოცონში

ყრიდა, მდინარეს ატანდა და ღვინოს სვამდა. ის იმპერატორებს უყვარდათ, ესმოდათ,

რას წერდა... რა თქმა უნდა, მხოლოდ ცუდ ლექსებს წვავდა (იცინის).

ბოდიშს მოვიხდი, მე რის გაკეთებასაც ვცდილობდი, იყო რაღაც სიცოცხლე შემეტანა

ფაბრიკის მუშის ცხოვრებაში... ბღავანა ცოლი, შინ რომ ბრუნდებოდა... თითოეულის

არსებობის რეალობა... ის, რასაც ლექსებში ასე იშვიათად განიხილავენ. ასევე ჩაწერე,

რასაც გეუბნები, პოეზია ნაგავია, სამარცხვინოა.

საყვარელ საკითხავზე

The National Enquirer-ში (ამერიკული ტაბლოიდი.- რ.ქ) წავიკითხე სტატია სათაურით:

"თქვენი ქმარი ჰომოსექსუალისტია?".

ყოფილა ხოლმე ლინდას უთქვამს: "ჰომიკივით ხმა გაქვს!", რაზეც მიპასუხია: "აჰა, მე

თვითონაც სულ მიკვირს" (იცინის). აი, იქ რა ეწერა: "იწიწკნის თუ არა იგი წარბებს?"

გავიფიქრე, რა სისულელეა? მე ამას სულ ვაკეთებ. და მხოლოდ ახლა გავიგე, ვინ ვარ.

მე წარბებს ვიღებ... - მე ჰომოსექსუალისტი ვარ! ოკეი. ცუდი არ არის The National

Enquirer-თვის, რომელიც გეუბნება, რას წარმოადგენ.

ხალხზე

ხალხს მაინცდამაინც არ ვუყურებ. ეს ხელს მიშლის. თუ ვინმეს დიდხანს უყურებ,

თანდათან მას ემსგავსები.

ხალხი... უმეტესად მათ გარეშე გაძლება შემიძლია. ისინი მაცარიელებენ, და არა

პირიქით. არც ერთი ადამიანის მიმართ პატივისცემას არ ვგრძნობ. ამის გამო

პრობლემები მექმნება... ვტყუი, მაგრამ, დამიჯერე, ეს სიმართლეა.

ცნობადობაზე

ცოტა ხნის წინ სადაც ვზივარ და ვგრძნობ, რომ ვიღაცეები მომშტერებიან. არ ვიცი,

მერე რა მოხდება, ამიტომ წასასვლელად ავდექი, ხომ გესმის? და დაიწყო:

"უკაცრავად... " "დიახ, რაშია საქმე?" - ვეუბნები. მეკითხება: "თქვენ ბუკოვსკი ხართ?"

ვპასუხობ: "არა!" მერე მეუბნება: "მე ვფიქრობ, ხალხი სულ ამას გეკითხებათ, ასე არ

არის?" მე კი: "დიახ!" და მივდივარ. ერთი სიტყვით, ჩვენ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ.

საკუთარი ცხოვრება ფასდაუდებელია. იცი, მე მომწონს ხალხი. შესანიშნავია, რომ

ჩემი წიგნები უყვართ და ასე შემდეგ... მაგრამ მე წიგნი არ ვარ, გესმის? მე ის

ახლგაზრდა ვარ, რომელიც მათ წერს, მაგრამ არ მინდა, რომ ვარდებით ამავსონ და ასე

შემდეგ... მინდა, რომ თავისუფლად სუნთქვის საშუალება მომცენ. მათ კი ჩემთან

ურთიერთობა უნდათ. ისინი ელოდებიან, რომ რამდენიმე ბოზს მივიყვან, უცნაურ

მუსიკას დავაყენებ და ვიღაცას ვავნებ... მაგრამ ისინი ხომ მოთხრობებს კითხულობენ!

თქვენი დედაც, ეს ყველაფერი 20-30 წლის წინ იყო!

სახელზე

ის დამანგრეველია. ის ბოზი და ძუკნაა, სამუდამოდ ანგრევს. მე ყველაზე ტკბილი

სახელი მხვდა წილად, იმიტომ, რომ ევროპაში ვარ ცნობილი, აქ კი - უცნობი. მე

იღბლიანი ადამიანი ვარ. სახელი ნამდვილად საშინელებაა. ის საერთო მნიშვნელით

გზომავს, და ამის გამო ტვინი უფრო დაბალ დონეზე მუშაობს. არაფრად ვარგა.

პუბლიკის ამორჩევა ბევრად უკეთესია.

მარტოობაზე

მარტოხელა არასოდეს ვყოფილვარ. ყოფილა, ოთახში მარტო ვიჯექი და თავს ძალიან

ცუდად ვგრძნობდი, დეპრესიაში ვიყავი, ისე ცუდად ვიყავი, მეტი არ შეიძლებოდა,

მაგრამ ფიქრადაც არ გამივლია, რომ ვიღაც შეიძლება ოთახში შემოვიდეს და

დამეხმაროს... ესე იგი, საერთოდ ის, რომ რაღაც რაოდენობის ადამიანებს შეუძლიათ

ოთახში შემოსვლა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, მარტოობა ისეთი რამაა, რაც

არასოდეს მაწუხებდა, იმიტომ, რომ ყოველთვის ვგრძნობ ამ საშინელი მარტოობის

ქავილს. ის არის წვეულებაზეც, გახარებული ხალხით სავსე სტადიონზეც, ასე რომ,

მარტოობას იქაც ვგრძნობ. იბსენის სიტყვები რომ მოვიყვანო: "ყველაზე ძლიერი

ყველაზე მარტოსულია". არასოდეს მომსვლია ასეთი აზრები: "აი ასე, მოვა

სიმპათიური ქერა გოგონა, გვექნება ლოგინი და თავს შესანიშნავად ვიგრძნობ" - ეს არ

დამეხმარება. იცი შენ, ჩვეულებრივ ეს როგორ ხდება: "აუ, დღეს პარასკევი საღამოა,

რას აკეთებ? უბრალოდ ზიხარ?" - "დიახ". იმიტომ, რომ შიგნით არაფერი აქვს.

მხოლოდ ჩლუნგობა. გონებაჩლუნგი ადამიანები ერთად იკრიბებიან. დაე,

ერთმანეთი გამოაშტერონ. არასოდეს მიმაჩნდა აუცილებლად, საღამოს სადმე

წავსულიყავი, ბარებში ვიმალებოდი, იმიტომ რომ ფაბრიკებში დამალვა არ მინდოდა.

ეს არის და ეს. მილიონობით ადამიანს ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ მარტოსული

არასოდეს ვყოფილვარ. მე საკუთარი თავი მიყვარს. ყველაზე უკეთესი გასართობი ვარ

იქიდან, რაც მაქვს. მოდი, მეტი ღვინო დავლიოთ!

თავისუფალ დროზე

ძალიან მნიშვნელოვანია, დასვენება შეგეძლოს. ტემპი მთავარია, მაგრამ

შესვენებებისა და ხანგრძლივი უსაქმურობის გარეშე შეიძლება ყველაფერი დაკარგო.

მსახიობი ხარ, დიასახლისი, თუ ვინც გინდა იყო... პიკებს შორის ხანგრძლივი

შესვენებები უნდა იყოს, როცა არაფერს აკეთებ. უბრალოდ საწოლში წევხარ და ჭერს

უყურებ. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია... ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ

უბრალოდ საერთოდ არაფერი აკეთო. რამდენი ადამიანი იქცევა ასე თანამედროვე

საზოგადოებაში? ძალიან ცოტა. ამიტომ არის გარშემო ამდენი შეშლილი,

იმედგაცრუებული, გაბრაზებული და სიძულვილით სავსე ადამიანი. ადრე, ჯერ

კიდევ იქამდე, სანამ ბევრ ქალს გავიცნობდი და დავქორწინდებოდი, ყველა ფარდას

გავაფარებდი ხოლმე და სამი ან ოთხი დღე საწოლში ვწვებოდი. მხოლოდ

ტუალეტისთვის ვდგებოდი. მთელ ქილა ბარდას ვჭამდი და ისევ საწოლში

ვბრუნდებოდი. მერე ვიცვამდი და გარეთ გავდიოდი. მზის სინათლეც

აღმაფრთოვანებდა და ხმებიც გასაგიჟებელი იყო. ენერგიის მოჭარბებას ვგრძნობდი,

როგორც ხელახლა დამუხტული ბატარეა. მაგრამ იცით, თავის ადგილას რა

მაბრუნებდა? პირველივე ადამიანის სახე, რომელიც გზად მხვდებოდა, - და ჩემი

ენერგიის ნახევარს მაშინვე ვკარგავდი. საძაგელი, ცარიელი, უაზრო, უგრძნობი,

კაპიტალიზმით სავსე სახე. "ოოო! ნახევარი თითქოს არც ყოფილა". მაგრამ ეს მაინც

ამად ღირდა, ნახევარი ხომ ისევ რჩებოდა. ასე რომ, დიახ, თავისუფალი დრო. მაგრამ

მე მხედველობაში არ მაქვს რაღაც ღრმა მსჯელობა, არამედ საერთოდ არავითარი

აზრი. პროგრესზე, საკუთარ თავზე რომ არ ფიქრობ. უბრალოდ... ღვთის გლახასავით.

ეს მშვენიერია.

სილამაზესა და სიმახინჯეზე

სილამაზე - ასეთი რამ არ არსებობს, განსაკუთრებით ადამიანის სახეზე, რასაც ჩვენ

ფიზიონომიას ვეძახით. ეს ყველაფერი გამოთვლილი და წარმოსახული შეხამებაა. თუ

ცხვირი ძალიან გამოწეული არ აქვს ადამიანს, მხრები - წესრიგშია, თუ ყურები

ძალიან დიდი არ აქვს და თმა გრძელია... ეს განზოგადების მირაჟია, ხალხი ფიქრობს,

რომ გარკვეული სახეები ლამაზია, მაგრამ, სინამდვილეში, ასეთი არ არის,

მათემატიკურად ნულის ტოლია. ნამდვილი "სილამაზე", რა თქმა უნდა, ხასიათიდან

მოდის, და არა იქიდან, როგორი ფორმისაა წარბი. ქალების უმეტესობა, რომლებსაც

ვეუბნებოდი, რომ ლამაზი იყო... საშინელება იყო, საწვნეებივით გამოიყურებოდნენ.

სიმახინჯე არ არსებობს. არის რაღაცები, რომელთაც ნაკლს ან დეფექტს უწოდებენ,

მაგრამ გარეგნული "სიმახინჯე" არ არსებობს...

პოპკორნი და სიტლანქე

ნიუ იორკში ვიყავი, მწერალი მინდოდა გავმხდარიყავი. ზამთარი იყო, შიმშილით

ვკვდებოდი, სამი თუ ოთხი დღე არაფერი მეჭამა. ბოლოს და ბოლოს, ვთქვი: "ვიყიდი

მოზრდილ პარკ პოპკორნს". ღმერთო ჩემო, იმდენი ხანი არ მეჭამა, რომ ეს ნამდვილი

სიამოვნება იყო. თითოეული მარცვალი, გესმის, თითოეული მარცვალი ჩემთვის

სტეიკივით იყო! ვღეჭავდი და პოკპორნი ჩემს ცარიელ კუჭში ვარდებოდა. და კუჭი

ამბობდა: "მადლობა! მადლობა! მადლობა!" სამოთხეში ვიყავი. ამ დროს ორნი

შემხვდნენ: "ეშმაკმა წაიღოს!", - უთხრა ერთმა მეორეს. "ეს რა იყო?" - "დაინახე ის ბიჭი

პოპკორნს როგორ ჭამს? რა საშინელებაა!" საშუალება არ მომცეს, დარჩენილი

პოპკორნით მესიამოვნა. მე დავფიქრდი, ნეტავ რა ჰქონდა მხედველობაში, როცა თქვა:

"საშინელებაა"? თავს ვგრძნობდი, როგორც სამოთხეში. შეიძლება ცოტა ჭუჭყიანი

ვიყავი... რაღაცის წამოროშვით ყოველთვის შეუძლიათ კაიფი ჩაგიშალონ.

პრესაზე

მე იმათგანი ვარ, ვისზე თავდასხმაც უყვართ. "ბუკოვსკი საზიზღარია!" - ეს

მამხიარულებს, "ის საშინელი მწერალია", - უფრო მეტად ვიცინი. მე ეს მომწონს,

თითქოს ამით ვიკვებები. ერთხელ ვიღაცამ მითხრა: "იცი, რომ შენს ნაწარმოებებს ამა

და ამ უნივერსიტეტში ასწავლიან?" - ყბა ჩამომივარდა. არ ვიცი... საშინელებაა, ასე

გავრცელებული იყო. გრძნობ, რომ რაღაც ისე არ გააკეთე.

ჩემზე ნათქვამი ცუდი რამეებით სიამოვნებას ვიღებ. ეს კარგად ყიდის ჩემს წიგნს, მე

კი მაბრაზებს. არ მიყვარს, როცა ყველაფერი კარგადაა, იმიტომ, რომ მე თვითონ კარგი

ვარ. ბოროტება? დიახ, მას დამატებითი სივრცე მოაქვს...

გამბედაობაზე

ეგრეთ წოდებული, გამბედავი ადამიანების უმეტესობა წარმოსახვას მოკლებულია.

იმის წარმოდგენა, რა მოხდება, როცა რაღაც ისე არ განვითარდება, მათ არ შეუძლიათ.

ნამდვილი სიმამაცე წარმოსახვას ახშობს და ადამიანებს აკეთებინებს იმას, რაც უნდა

გააკეთონ.

შიშზე

ამის შესახებ არაფერი ვიცი (იცინის).

ცინიზმზე

ცინიზმში ყოველთვის მადანაშაულებდნენ. მე ვფიქრობ, ცინიზმი დამჟავებული

ყურძენივითაა. სისუსტეა. ეს არის პასუხი, რომ "ყველაფერი ისე არ არის! ყველაფერი

ისე არ მიდის!" - "ეს სიმართლე არ არის! არ არის სიმართლე!" - გესმის? ცინიზმი

სისუსტეა, რომელიც გაკავებს, რომ გაუმკლავდე იმას, რაც მოცემულ წუთებში ხდება.

დიახ, ცინიზმი გარკვეულად სისუსტეა, ისევე, როგორც ოპტიმიზმი. "მზე ანათებს,

ჩიტები გალობენ, - რა სასიამოვნოა" - ესეც სისულელეა. ჭეშმარიტება სადღაც შუაში

დევს. რაც არის, არის. ასე რომ, თუ მზად არ ხარ, ეს აითვისო... ცუდად არის შენი

საქმე.

მორალზე

სიტუაცია შეიძლება საშინელი სულაც არ იყოს, მაგრამ მას, ვინც განსჯის, შეუძლია ის

ნამდვილ ჯოჯოხეთად გადააქციოს. მე ვფიქრობ, ხალხმა ხელახლა ისწავლა. შენ

გინდა გაიგო, რა გემართება, ამაზე როგორი რეაქცია გექნება. ახლა მე წარმოვთქვამ

უცნაურ ტერმინს... "სიკეთე". არ ვიცი, ის საიდან მოდის, მაგრამ ვგრძნობ, რომ

დაბადებიდან ჩვენში არის სიკეთის მარცვალი. ღმერთის არ მჯერა, მაგრამ ამ

"სიკეთის" მჯერა, რომელიც, ჩვენ შორის ღერძივით გადის. მისი აღზრდა შეიძლება.

ყოველთვის რაღაც ჯადოსნური ხდება, როცა მანქანებით გატენილ ავტოსტრადაზე

მოულოდნელად ვიღაც ადგილს გამითავისუფლებს, რომ მეორე რიგში

გადაინაცვლო... ეს იმედს მაძლევს.

ინტერვიუზე

ინტერვიუ მაბნევს, თავგზას მირევს, თითქოს ხელზე ხელი გტაცეს. ასე რომ, სრულ

სიმართლეს არასოდეს ვამბობ. მე მიყვარს წავითამაშო და ვიხუმრო, ამიტომ ცოტა

დეზინფორმაციას გავცემ, რათა გავერთო და სისულელეები ვილაპარაკო. თუ ჩემ

შესახებ რაიმეს გაგება გინდათ, ინტერვიუ არასოდეს წაიკითხოთ, მათ შორის, ესეც.

24saati.ge

გილოცავთ დაბადების დღეს თარგმნა - ზვიად რატიანმა

როცა ვაგნერი

იყო მოხუცი,

დაბადების დღის

მისალოცად

დაუკრეს მისი

ახალგაზრდობისდროინდელი

რამდენიმე შემთხვევითი კომპოზიცია.

“ვისი იყო?” – იკითხა

მოხუცმა.

“თქვენი” –

უპასუხეს.

“ხოო”, თქვა

ვაგნერმა,

“მე ყოველთვის

მქონდა ეჭვი,

რომ სიკვდილსაც აქვს

გარკვეული ღირსებები”..

დევნა თარგმნა - ზვიად რატიანმა

3 ბიჭუნა მორბის ჩემსკენ

სასტვენებით პირში, და

უსტვენენ, და

მიყვირიან:

“შენ ხარ დაპატიმრებული!”

“შენ ხარ მთვრალი!”

და სათამაშო ხელკეტებს

მირტყამენ ფეხებში.

ერთ-ერთ მათგანს

მედალიონიც უმშვენებს პერანგს,

მეორე ცდილობს წამომაცვას სათამაშო ბორკილები,

მაგრამ ჩემი ხელები მაღლაა...

როცა შევვარდი ღვინის ფარდულში,

ისინი შემეშვნენ,

გაბზუილდნენ

სკაში არშეშვებული ფუტკრების მსგავსად.

მე ავიღე 1/5 გალონი

ვისკი

და 3

ყინულის ფილა..

დიდი ღამე ქალაქში თარგმნა - ზვიად რატიანმა

მთვრალი ქალაქის ბნელ ქუჩებში,

ღამე,

გზის აბნევა,

საითაა შენი სახლი,

შედიხარ ბარში, რათა იპოვო შენი თავი,

წყლიან სკოჩს უკვეთავ,

ბარში სინესტეა,

ნესტით იჟღინთება ერთ-ერთი სახელო,

ნაძირალები – სკოჩი სუსტია,

ლუდს უკვეთავ,

ქალბატონი სიკვდილი კი გიახლოვდება, აცვია კაბა,

ჯდება შენს გვერდით,

ლუდს უკვეთავ – ამჯერად მისთვის,

მას ხომ ჭაობის სუნი ასდის,

შენს მუხლს ეხება თავისი მუხლით,

ბარმენს ეღიმება,

შენ მას აიძულე, აღელვებულიყო,

რადგან არ იცის, ვინ ხარ,

პოლიციელი თუ მკვლელი, შეშლილი თუ იდიოტი,

უკვეთავ არაყს,

არაყს ასხამ ლუდის კათხაში.

ღამის პირველი საათია,

შენ ეკითხები, რა ეღირება მისი თავი,

სვამ ჭიქებში ჩარჩენილ წვეთებს,

ცუდი გემო, საავტომობილო ზეთის გემო,

ემშვიდობები ქალბატონ სიკვდილს,

ემშვიდობები ბარმენს.

შენ გაგახსენდა, საითაა შენი ოთახი,

ოთახი ღვინით სავსე ბოთლით საპირფარეშოს მაგიდაზე,

ოთახი მოცეკვავე ტარაკანებით.

სრულყოფილება ვარსკვლავებს შორის,

სადაც მოკვდა სიყვარული..

თანამგზავრი თარგმნა - ზვიად რატიანმა

მე არ ვარ მარტო.

ის ახლა აქაა.

ზოგჯერ მგონია, რომ არაა,

მაგრამ ისევ

მოფრინავს დილით,

ან შუადღით,

ან საღამოს,

ჩიტი, რომელიც არავის უნდა.

ის ჩემია.

მე ის მტკივა.

ის არ მღერის.

ის არის ჩიტი

და ტოტი ირწევა..

თუ შეიძლება, ვიტყვი თარგმნა - ზვიად რატიანმა

ჯოჯოხეთი შენდება

ნაწილ ნაწილ

აგურ აგურ

შენს გარშემო

ეს ხდება თანდათან

და არა

უცებ

ჩვენ ვაშენებთ

ჩვენს საკუთარ

ჯოჯოხეთებს

ბრალს ვდებთ ყველას

ვინც ჩვენ არ ვართ

მაგრამ ყველა ჯოჯოხეთი

ჯოჯოხეთია

ამქვეყნიური ჯოჯოხეთი

ჯოჯოხეთია

ჩემი და თქვენი ჯოჯოხეთი

ჯოჯოხეთია

ჯოჯოხეთის ჯოჯოხეთი

ჯოჯოხეთია

ჯოჯოხეთი სიმღერა და ჯოჯოხეთია

ყოველ დილით

ბათინკებზე თასმების შეკვრა

ჯოჯოხეთია.

ლუდის ბოთლი თარგმნა - ზვიად რატიანმა

მოხდა სასწაული:

ლუდის ბოთლი, მაგიდიდან გადმოვარდნილი,

იატაკზე დაბზრიალდა

და დადგა წაღმა –

ფსკერით ქვემოთ, ყელით ჭერისკენ,

ერთი წვეთიც არ გადმოღვრილა.

დავაბრუნე მაგიდაზე

და დაველოდე ქაფის დაწრეტას.

სამაგიეროდ, იმდღევანდელმა ფოტოებმა არ ივარგეს,

მარცხენა ბათინკიც იმ დღეს გამოირღვა,

და ეს არცაა გასაკვირი:

ჩვენ არ შეგვიძლია

ერთდროულად ყველაფერი მოვთხოვოთ ცხოვრებას,

არსებობენ კანონები,

რომელთა შესახებ არაფერი ვიცით

და არაა ჩვენი განსასჯელი,

თუ რატომ აღმოჩნდა იმ კატის კლანჭებში

სწორედ ის შაშვი.

უბედურებაც ამაშია –

ჩვენ არასდროს არ ვიცით “რატომ”,

მაგრამ რამხელა ამბავია –

ბოთლი ისევ გაიმართა და დადგა წაღმა,

ფსკერით ქვემოთ, ყელით ჭერისკენ,

მეტს რაღას ითხოვ ცხოვრებისგან?

რა საჭიროა ისიც ვიცოდე,

თუ რატომ აღარ დავლიე ლუდი.

დავლიე ღვინო, დავლიე ვისკი,

ლუდი კი – აღარ.

და მომეჩვენა, რომ მექნება კარგი საღამო

და, ვინ იცის, იქნებ ხვალიდან

ცხვირი დამიგრძელდეს,

ძველი ბათინკები ახლებმა შეცვალონ,

წვიმები გაიშვიათდნენ,

ლექსები გახშირდნენ....

ლუდის სმისას თარგმნა - ზვიად რატიანმა

მე მას შევხვდი ლუდის ბარში, და მან

მითხრა: “მე ხშირად ვიხსენებ

დეიდა სალის ბოსტონიდან: კბილებს

არასდროს იხეხავდა, არასდროს ხმარობდა

ბიგუდებს და დანებს და ჩანგლებს. ერთხელ კი სამი კატა მიაბა

საუთოვე მაგიდაზე,

ენები წააჭრა,

მოხარშა ძმარში,

დაუმატა მაიონეზი

და შეჭამა.

შემდეგ მატარებლით გაემგზავრა ტრენტონისკენ

და მისთხოვდა ბებერ ბანკირს, რომელიც თევზს ჰგავდა.

ის ტაძარში არ დადიოდა”.

– “არ მატყუებ?” – შევეკითხე.

– “არა, არ გატყუებ”.

– “და მან შეჭამა სამივე კატა?”

– “არა,” – მიპასუხა, – “მაინც ვერ გამიგე;

მან შეჭამა მხოლოდ ენები”..

მე შევხვდი გენიოსს თარგმნა - ზვიად რატიანმა

დღეს მატარებელში

შევხვდი გენიოსს,

დაახლოებით ექვსი წლისას,

ის იჯდა გვერდით

და როდესაც მატარებელი ოკეანეს მიუახლოვდა

და გზა განაგრძო ნაპირის გასწვრივ,

მან შემომხედა

და წარმოთქვა:

“ის ხომ ცოტაა!”

მაშინ პირველად

დავფიქრდი

ამაზე..

მოქაჩე თოკი და თოჯინა ამოძრავდება თარგმნა - ზვიად რატიანმა

ყველას უნდა ესმოდეს,

რომ ყველაფერი შეიძლება გაქრეს,

კატა, ქალი, სამსახური,

წინა საბურავი,

საწოლი, კედელი, ოთახი.

ყველაფერი, რაც ასე აუცილებელია,

სიყვარულის ჩათვლით,

დგას ნაყარ მიწაზე

და ნებისმიერ მიზეზს –

სულერთია, რამდენად განუზოგადებელს –

ვთქვათ, ახალგაზრდა კაცის სიკვდილს

სადღაც, ჰონკონგში,

ან ქარიშხალს ომაჰამაში,

შეუძლია დააჩქაროს თქვენი დაღუპვა:

რაც მსხვრევადია თქვენს გარშემო,

ყველაფერი ჩამოილეწა

და აფეთქდა სამზარეულოს იატაკზე –

მეგობარი გოგო შემორბის,

თქვენ კი დგახართ, მთვრალი, ნამსხვრევებში,

ის შემოგკივით: რა ხდება? რა ხდება?

თქვენ კი ჩურჩულებთ: არ ვიცი,

არ ვიცი....

ომი თარგმნა - ზვიად რატიანმა

ომი, ომი, ომი,

ყვითელი ურჩხული,

მშთანთქმელი ტვინის

და სხეულის.

ომი,

აუწერელი,

შეშლილების

განცხრომა,

ვერდაკაცებული მამაკაცების

ბოლო არგუმენტი.

რა უნდა მას?

რა გვინდა ჩვენ?

მიახლოება

უკანასკნელი შესაძლებლობის

უკანასკნელ გაელვებასთან.

აი, დარჩა ერთი ყვავილი.

აი, დარჩა ერთი წამი.

აი, ახლა კი ასე ისუნთქეთ..

სიკვდილს უფრო მეტი სიკვდილი სურს თარგმნა - ბექა ხერგიანმა სიკვდილს უფრო მეტი სიკვდილი სურს და ქსელებით ივსებს თავს:

მახსოვს მამაჩემის ავტოფარეხი, ბავშვობაში

რომ ბუზების ნეშთებისგან ვასუფთავებდი

ფანჯრებს, რომლის მიღმაც ცდილობდნენ გაქცევას –

მათი წებოვანი, საშინელი ვიბრაციული სხეულების

ყვირილი, როგორც მუნჯი და გიჟი ძაღლების ყეფა მინის წინააღმდეგ,

რომლებსაც მხოლოდ ტრიალი და კრუნჩხვა დარჩენოდათ

იმ უსაზღვროდ გრძელ წამში, ვიდრე ჯოჯოხეთი ან სამოთხეა

განთავსებული - სასრულთა სასრულის მიჯნაზე.

შემდეგ კი, ობობა რუხი სოროდან

ნერვიულად წარადგენდა ხოლმე თავს,

აჩონჩხილი ნაწილებით

ჩამოეკიდებოდა

სრულიად გაუაზრებლად

და მერე კი სრულიად გააზრებულად

რაღაცა ძალა გზავნიდა დაბლა, თავისი ქსელით,

– სველი ქსელით,

პირდაპირ სუსტად მობზუილე, პულსირებად ფარისკენ;

სასოწარკვეთილი იქნევდა (ბოლოჯერ) თმიან ფეხებს

მინის წინააღმდეგ:

იქით, სიცოცხლისკენ, მზისკენ,

სითეთრეში გახვეული;

თითქმის ისევე, როგორც სიყვარულში.

ობობა ჩუმად წოვდა და

წოვით ივსებდა თავს

ჯერ კიდევ ცოცხალი არსებით;

რომელიც ზურგზე ფართხალებდა

და თავისივე სისხლით ხატავდა

მისგან გადმოღვრილ სამყაროს,

რა დროსაც ჩემს ტაძარში გაისმა ყვირილი,

და მე ვისროლე ცოცხი მათ წინააღმდეგ:

ობობა – მოდუნებული ობობის მრისხანებით

კვლავ თავის ნადავლზე ფიქრობდა

და მოტეხილ ფეხს აქანავებდა.

ბუზი ძალიან მშვიდად იყო;

ბინძური გორგალივით ჩანდა ცარცის თეთრ ფონზე;

მე შევაზანზარე დამარცხებული მკვლელი

და ის, გაღიზიანებული და დაკოჭლებული

მიადგა რომელიღაც ბნელ კუნჭულს,

მე აღვკვეთე მისი ზანტი მოქმედება

და მისი კრუნჩხვა, როგორც გატეხილი გმირის

და ცოცხით დავუმტვრიე ფეხები,

თავს ზემოდან

რომ აქანავებდა

და მიყურებდა,

მიყურებდა თავის მტერს

და ღირსეული სიკვდილით კვდებოდა

ხილვადი ტკივილის გარეშე.

უბრალოდ მიხოხავდა პირუკუ,

ნაწილ–ნაწილ

და არაფერს ტოვებდა უკან

ვიდრე მისი წითელი შიგთავსი

გასკდებოდა

როგორც გაცხადებული საიდუმლო.

და მე გავიქეცი როგორც ბავშვი,

რომელმაც ღვთაებრივი მრისხანების ნაბიჯი გადადგა,

უკან; მარტივ და ბრწყინავ მზესთან,

გაოცებული,

რადგან სამყარო კვლავ

მიღიმოდა და განაგრძობდა ბრუნვას.

ნუთუ ვერავინ დაინახა,

ან შენიშნა ჩემი დანაშაული.

სტილი თარგმნა - ნიკა ჯორჯანელმა

სტილი – აი ყველაფერზე პასუხი.

ახლებური მიდგომა მოსაწყენი თუ სახიფათო რამეებისადმი.

უმჯობესია სტილურად ქმნა მოსაწყენის, ვიდრე ქმნა სახიფათოსი უსტილოდ.

სახიფათოს სტილურად ქმნა არის ის, რასაც მე ხელოვნებას ვეძახი.

ხარების ბრძოლა შეიძლება იყოს ხელოვნება.

კრივი შეიძლება იყოს ხელოვნება.

სიყვარული შეიძლება იყოს ხელოვნება.

სარდინის ქილის გახსნა შეიძლება იყოს ხელოვნება.

ცოტას აქვს სტილი.

ცოტას შეუძლია სტილის დაცვა.

მე ძაღლები მინახავს ადამიანებზე უფრო სტილური.

თუმცაღა ცოტა ძაღლსა აქვს სტილი.

კატები სტილის სიჭარბეს განიცდიან.

ჰემინგუეიმ საფანტიანი თოფის მეშვეობით კედელს ტვინი რომ მიასხა,

ეს სტილი გახლდათ.

ზოგჯერ ადამიანები გვთავაზობენ სტილს.

ჟანა დ’არკს ჰქონდა სტილი,

იოანე ნათლისმცემელს,

იესოს,

სოკრატეს,

კეისარს,

გარსია ლორკას.

მე ციხეში შევყრივარ სტილის მქონე ადამიანებს.

ციხეში მეტია სტილის მქონე ადამიანი, ვიდრე ციხის გარეთ.

სტილია, თუ როგორ ქმნა, როგორ იქმნა.

თუ როგორ დგას ტბორში მშვიდად ექვსი ყანჩა

ან თუ როგორ გამოდიხარ სააბაზანოდან შიშველი, ისე, რომ ვერ მხედავ.