სამეწარმეო სამართალი

7
სამეწარმეო სამართალი 2014

description

მუდმივი სწავლისა და კვლევის ცენტრის სასწავლო კურსის აღწერა - სამეწარმეო სამართალი

Transcript of სამეწარმეო სამართალი

Page 1: სამეწარმეო სამართალი

სამეწარმეო სამართალი

2014

Page 2: სამეწარმეო სამართალი

დასახელებახანგრძლივობადღეები

ტრენერი

დაშვების წინაპირობასაფასურიმონაწილეთა რაოდენობაჩატარების ადგილისერთიფიკატის გაცემა

სამეწარმეო სამართალი3 კვირა - 18 საათისამშაბათი - 19:00-21:00ხუთშაბათი - 19:00-21:00შაბათი - 13:00-15:00გიორგი სარაჯიშვილი

თავისუფალი150 ლარი10-15თბილისი, ვანის ქუჩა #4სერთიფიკატის გაცემის წინაპირობაა მინიმუმ16 საათზე დასწრება

- როტერდამის უნივერსიტეტის საერთაშორისო კომერციული სამართლის მაგისტრი (LL.M);- იურიდიული კომპანია ,,ბი.ჯი.აი ლეგალის“ უფროსი იურისტი;- სხვა სამუშაო გამოცდილება - თბილისის საქალაქო სასამართლო, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.- საერთაშორისო კონფერენციებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ტურნირების მონაწილე ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, ესპანეთში, ავსტრიაში, პოლონეთსა და ლატვიაში.

I. ზოგადი ინფორმაცია

Page 3: სამეწარმეო სამართალი

II. კურსის შინაარსი

მიზანი

შედეგი

სწავლების მეთოდი

თემატიკა

კომპანიის ხელმძღვანელი პირების, ბუღალტრების, იურისტებისა და სხვა დაინტერესებული პირების ცნობიერების ამაღლება იმ სამართლებრივ და საგადასახადო საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის ეფექტურ საქმიანობას, უზრუნველყოფს ხარჯების შემცირებასა და ფინანსური რესურსის მოზიდვის ხელსაყრელი მეთოდების გამოყენებას, ასევე ახალი კომერციული საქმიანობის დაგეგმვის სწორი ფორმისა და მმართველობის სისტემის შექმნას.

მონაწილეები შეძლებენ კურსის განმავლობაში მიღებული ინფორმაციისა და ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას ბიზნესის სწორად წარმართვისა და გაფართოებისათვის.

- ინტერაქტიული;- მაგალითებზე დაფუძნებული (Case Study).

1. სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ძირითადი ფორმები და საგადასახადო უპირატესობები განხილული იქნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომერციული საქმიანობის წარმოების სამართლებრივი საშუალებების ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმები (ინდ. მეწარმე, შპს, სააქციო საზოგადოება). ძირითადი აქცენტები გაკეთდება თითოეული ფორმით საქმიანობის სამართლებრივ და საგადასახადო რისკებზე, მათ შორის როგორ დგება ინდ. მეწარმის, შპს-ს ან სააქციო საზოგადოების პასუხისმგებლობა ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ასევე რა განსხვავებაა საგადასახადო ადმინისტრირებისა და სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულების კუთხით.

სალექციო დღე: 7 ივნისი

2. კომპანიისათვის ფულადი რესურსის მიწოდების მექანიზმები და უპირატესობები - ა) კაპიტალის გაზრდა; ბ) გრძელვადიანი სესხი

Page 4: სამეწარმეო სამართალი

განხილული იქნება ფულადი რესურსების მიწოდების სამართლებრივ ფორმასთან დაკავშირებული სამართლებრივი თუ პრაქტიკული რისკები და საგადასახადო ვალდებულებები. ახალ საქმეში „ფულის ჩადების“ ან უკვე მიმდინარე ბიზნესის განვითარებისათვის დამატებითი ფულადი რესურსის მიწოდების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. თითოეული მეთოდი დაკავშირებულია როგორც ფინანსურ რისკებთან, ასევე საგადასახადო და მესამე პირების წინაშე ვალდებულებებთან. საკუთარი ბიზნესისათვის რესურსის მიწოდების ყველაზე უფრო გავრცელებული ფორმებია კაპიტალის გაზრდა და გრძელვადიანი სესხი.

ბიზნესმენის ამოცანაა კომპანიისათვის მიწოდებული ფინანსური რესურსის დაბრუნება მინიმალური რისკითა და საგადასახადო დანახარჯებით. ორივე მეთოდი დაკავშირებულია თანხის დაბრუნების რისკთან. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმი. კურსზე განიხილება რისკები და დაბეგვრის რეჟიმები, რაც დაკავშირებულია ბიზნესისათვის მიწოდებული ფინანსური რესურსის უკან დაბრუნებასთან.

სალექციო დღეები: 10 და 12 ივნისი

3. ფულადი რესურსის მოზიდვის მექანიზმები

ბიზნესის გაფართოების მიზნით გარე ფინანსური რესურსის მოზიდვის მრავალი საშუალება და მეთოდი არსებობს. კერძოდ, ბანკისგან, სხვა ფინანსური ინსტიტუტისგან ან სხვა პირისგან სესხის აღება, ფასიანი ქაღალდების გამოშვება, წილის გასხვისება, აქციების გამოშვება და ა.შ. ფინანსური რესურსის მოზიდვის მეთოდის შერჩევა ხდება კომპანიის მასშტაბის, ფინანსური მდგომარეობის, საგადასახადო ვალდებულებებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. კურსზე განიხილება მესამე

II. კურსის შინაარსი

Page 5: სამეწარმეო სამართალი

პირებისაგან ფინანსური რესურსის მოზიდვის სხვადასხვა მეთოდის (სესხი, ფასიანი ქაღალდების გამოშვება, წილის გასხვისება, აქციების გამოშვება და ა.შ.) სამართლებრივი საშუალებები და დაბეგვრის საკითხები. მაგალითისათვის, ქართული ბანკიდან სესხის აღების შემთხვევაში, კომპანია გათავისუფლებულია ბანკისათვის გადასახდელ პროცენტზე საგადასახადო ვალდებულებისაგან. თუმცა, უცხოური ბანკიდან სესხის შემთხვევაში, ქართული კომპანია ვალდებული იქნება უცხოური ბანკისათვის გადასახდელი პროცენტიდან 5% გადარიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში. გასათვალისწინებელია ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების საკითხებიც.

სალექციო დღეები: 14 და 17 ივნისი

4. ბიზნეს რისკების დივერსიფიკაციის საშუალებები (მაგ., ბიზნესის გაყოფა)

ნებისმიერი წარმატებული ბიზნესი ყოველთვის დგას გარკვეული რისკების წინაშე. ამიტომ მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა ბიზნესის სხვადასხვა სფეროების სამართლებრივად გამიჯვნის საჭიროება. მაგალითად, სამშენებლო კომპანიები თითოეულ პროექტს ახორციელებენ სხვადასხვა კომპანიების მეშვეობით, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელთან ურთიერთობენ ერთი ბრენდით (მაგ. აქსისი, ცენტრ პოინტი და ა.შ). არის შემთხვევები, როდესაც დღის წესრიგში დგება კომპანიის გარკვეული სეგმენტის (ან აქტივის) ცალკე გატანის საჭიროება. ამისათვის საჭიროა სამართლებრივი და საგადასახადო თვალსაზრისით სწორი მექანიზმის შერჩევა, რადგან ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს მნიშვნელოვან საგადასახადო ვალდებულებებთან - დღგ, მოგების ან საშემოსავლო გადასახადი.

კურსის მიმდინარეობისას განხილულ იქნება ბიზნეს

II. კურსის შინაარსი

Page 6: სამეწარმეო სამართალი

რისკების შემცირების სხვადასხვა მეთოდის სამართლებრივი საშუალებები და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებები.

სალექციო დღე: 19 და 21 ივნისი

5. ეფექტური მენეჯმენტის სტრუქტურა

კომპანიის მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების ქმედითი მექანიზმის შემუშავება წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტს, როდესაც ორი ან რამდენიმე პირი გადაწყვეტს საერთო კომერციულ საქმიანობას. პრაქტიკაში ხშირად არის შემთხვევები, როდესაც გადაწყვეტილებების მიმღებთა შეუთანხმებლობის გამო კომპანიის საქმიანობა ფერხდება, რაც ხელს უშლის კომპანიის ნორმალურ ფუნქციონირებას და მიმდინარე პროექტების განხორციელებას. ასეთ დროს უნდა არსებობდეს ჩიხიდან გამოსავალი. წინააღმდეგ შემთხვევაში ზიანი ადგებათ არა მხოლოდ კომპანიასა და მის პარტნიორებს, არამედ, მესამე პირებსაც.

კურსის ფარგლებში განხილულ იქნება სხვადასხვა მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებას კომპანიის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.

სალექციო დღე: 24 ივნისი

6. კომპანიის დირექტორისა და მფლობელის პერსონალური პასუხისმგებლობა

საქართველოში ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანია იღებს გარკვეულ ვალდებულებებს ფიზიკური პირების ან კომპანიების წინაშე, თუმცა შეგნებულად თავს არიდებს მათ შესრულებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კომპანიის დირექტორების ან/და

II. კურსის შინაარსი

Page 7: სამეწარმეო სამართალი

მფლობელების პერსონალური პასუხისმგებლობა. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც კომპანიები თავს არიდებენ ან ვერ ახერხებენ საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, რამაც ასევე შესაძლოა გამოიწვიოს პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

კურსის განმავლობაში განიხილება კომპანიის დირექტორის ან მფლობელის პირადი პასუხისმგებლობის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობა და მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში დამკვიდრებულ პრაქტიკაზე.

სალექციო დღე: 26 ივნისი

II. კურსის შინაარსი

III. რეგისტრაცია და საფასურის გადახდა

რეგისტრაციის პერიოდირეგისტრაციის საშუალებები

16 მაისი - 1 ივნისი• Facebook – Lifelong მუდმივი (Fb.com/lifelong.ge)• ტელეფონი - +995 599 73 54 53• ელ.ფოსტა - [email protected]• ოფისი - თბილისი, წერეთლის გამზირი #61,მეორე სართული, საქართველოს პროფესიონალბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფ)

საფასურის გადახდა იწყება რეგისტრაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, 2 ივნისიდან. დარეგისტრირებულ პირებს ცენტრი აწვდის საბანკო რეკვიზიტებს. საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს 5 ივნისისა.

საფასურის გადახდის წესი

8