მაკა ანთაძე

30
მმმმმმმმმმმმ მმმმ მმმმმმ აააააააააააა ააააააააა აააააააა, აააააა ააააა აააა ააააააააააა

Transcript of მაკა ანთაძე

მომხსენებელი მაკა ანთაძე

არაფორმალური განათლება ქართულის,

როგორც მეორე ენის სწავლებისას

არაფორმარული განათლება ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.

რა არის არაფორმალური განათლება? ენციკლოპედიურ ლექსიკონში

ვკითხულობთ: არაფორმალური განათლება  მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება, რომლის დროსაც პიროვნებას არსებული რესურსებისა და ყოველდღიური გამოცდილების შედეგად (ოჯახი,შეხვედრები, მეზობლები, ბაზარი, ბიბლიოთეკა, მასმედია, სამსახური, თამაშები და ა.შ.) უყალიბდება დამოკიდებულებები, ფასეულობები, უნარ-ჩვევები და ცოდნა.

რა არის არაფორმალური განათლება? ამასთან არაფორმალური განათლება

გულისხმობს ინდივიდუალური თუ სოციალური განათლების ნებისმიერი სახის დაგეგმილ პროგრამას, რომელიც არ არის ოფიციალური სასწავლო პროგრამების ნაწილი და მიზნად ისახავს კომპეტენციის, ცოდნისა თუ უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. არაფორმალური განათლება გულისხმობს: ტრეინინგ-სემინარებს, ახალგაზრდული გაცვლით პროგრამებს, მოხალისეობრივ სამსახურს, ბანაკებს და გამოცდილების მიღების სხვა შესაძლებლობებს.

სად შეიძლება მივიღოთ არაფორმალური განათლება? არაფორმალური

განათლება შეიძლება მივიღოთ გარეთ,ტრენინგებზე,ინტელექტუალურ თამაშებზე , ბანაკებში, გაცვლით პროგრამებში, ფორუმებზე, კონფერენციებში და სხვა.

რა საჭიროა არაფორმალური განათლება? ამ კითხვაზე

პასუხი მარტივია :არაფორმალური განათლება საჭიროა, რათა ადამიანი აქტიურად ჩაერთოს სამოქალაქო ცხოვრებაში.

თემის აქტუალობა საქართველოს

მრავალეთნიკურობიდან გამომდინარე აქტუალურია უმცირესობის მიერ მეორე ენის , ანუ სახელმწიფო ენის სრულფასოვნად შესწავლის საკითხი.

სახელმწიფო ენის ცოდნა გარანტიაა სამოქალაქო ინტეგრაციისა, სწორედ ამიტომ საჭიროა ხელი შეეწყოს არაფორმარული განათლების დანერგვას კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, სადაც სწავლების ენა არ არის სახელმწიფო ენა და სასკოლო სწავლება მშობლიურ ენაზე ხორციელდება, ხოლო საკომუნიკაციო ენა რუსულია.

პრობლემა როგორც ყველასთვის ნათელია, ჩვენ

ვმუშაობთ კომპაქტურად დასახლებულ რეგიონების სკოლებში,სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად არაქართველია. არ არის უშუალო კავშირები ქართველ მოსახლეობასთან, რაც პრობლემას წარმოადგენს ქართულ-სომხურ (ქართულ-აზერბაიჯანულ) ურთიერთობების გამყარებაში.

პრობლემა ჯავახეთში არსებულ

ზოგიერთ სოფელში ქართულენოვანი არხებიც არ აჩვენებს, ძირითადად სომეხი ეროვნების მოსახლეობაა, რომელთაც არ უხდებათ ქართველ მოსახლეობასთან შეხვედრა, საუბარი და ურთიერთობა.

არსებულ საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროცესი ეტაპობრივად და დაგეგმილად მიმდინარეობს, თუმცა არ ხდება საგნის იქით არაფორმალური გზით საურთიერთობო შეხვედრების მოწყობა, ქართულ-სომხური ტრადიციებისა და კულტურის გაცნობა/სწავლება.

პრობლემის განსაზღვრა ბავშვები სკოლაში

სწავლობენ ქართულს, მაგრამ ეს პროცესი არ არის საკმარისი სახელმწიფო ენის სრულფასოვნად შესწავლისათვის და ინტერესიც ნაკლებია, როდესაც მხოლოდ სასკოლო საგნებით ხდება მოსწავლეებისათვის ქართული ენის სწავლება.

სწორედ ამიტომ, დროულია ჯავახეთის რეგიონში პროექტის: ,, ვასწავლოთ ქართული,როგორც მეორე ენა“ განხორციელება. რომელიც ხელს უწყობს როგორც გაკვეთილების თანამედროვე მიდგომებით ჩატარებას, ასევე არაფორმარული განათლების დანერგვას, რაც გულისხმობს- იმ სკოლებში,სადაც აღნიშნული პროგრამის მასწავლებელი მუშაობს,ქართული ენის კლუბების არსებობას.

ქართული ენის კლუბები ქართული ენის კლუბების მიზანია

არაფორმალურ გარემოში სახელმწიფო ენის შესწავლა,მოსწავლეების მონაწილეობით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და კულტურული ღონისძიებების ჩატარება, რათა მოხდეს სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია და ხელი შეეწყოს სამოქალაქო ინტეგრაციას ეთნიკურად დასახლებულ რეგიონებში

ქართული ენის კლუბები ქართული ენის კლუბები მუშაობენ

სხვადასხვა მიმართულებით:

პოეზიის საღამოები

კალიგრაფიის კონკურსები

შემეცნებითი ვიქტორინა

გაცვლითი პროგრამები

პრეზენტაციები და კონფერენციები

პროექტ-გაკვეთილები

ახალგაზრდულ ფორუმებში მონაწილეობა

ექსკურსიები

რადიო და სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობა

საზაფხულო სკოლები

პრობლემის გადაჭრის გზები

ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფო პროგრამის ,, ვასწავლოთ

ქართული,როგორც მეორე ენა“ ფარგლებში არსებული საზაფხულო სკოლები.

საზაფხულო სკოლები საზაფხულო ბანაკები

ცოდნის მიღების, ასევე ცოდნის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას იძლევა.ბანაკებში სომეხი,ქართველი და აზერბაიჯანელი მოსწავლეების საურთიერთობო ენა ქართულია.

საზაფხულო სკოლები მოსწავლეები ეცნობიან

ქართულ კულტურას,გეგმავენ სახალისო აქტივობებს...

ურთიერთობა მდგრადია, რადგან მომავალშიც საკონტაქტო ენა ქართულია.

ბანაკში მიღებული ცოდნის გაზიარება ხდება სკოლებში...

პრობლების გადაჭრის გზა ღონისძიებების ჩამოთვლა შორს

წაგვიყვანს. ქართული ენის კლუბების საქმიანობა

ცხადყოფს,რამდენად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების დანერგვა სასკოლო ცხოვრებაში.

ამის ხელშეწყობის უმთავრეს პირობად მიმაჩნია კვალიფიციური მასწავლებლის გაგზავნა ყველა არაქართულენოვან სკოლაში.

გმადლობთ ყურადღებისთვის.