წერილობითი წყაროები

14
წწწწწწწწწ წწწწწწწწწ წწწწწწწ წწწწ წ. წწწწწწწწ N 90 წწწწწწ წწწწწწ წწწწწწწწწწწწ წ. წწწწწწწწწწწწ

Transcript of წერილობითი წყაროები

Page 1: წერილობითი წყაროები

წერილობით წყაროებზე მუშაობა

სსიპ ქ. თბილისის N 90 საჯარო სკოლის მასწავლებელი

მ. პიტიურიშვილი

Page 2: წერილობითი წყაროები

პრობლემა:

საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში თითქმის ყველა

გაკვეთილს ახლავს წერილობითი წყარო. თვალშისაცემია, რომ

მოსწავლეებს უჭირთ ძველი ქართულის გაგება. ამიტომ

ვცდილობ, რაც შეიძლება ხშირად ვიკითხოთ გაკვეთილებზე

ასეთი ტექსტები ერთად გავარჩიოთ.

როცა ჩავთვალე, რომ მოსწავლეებმა ალღო აუღეს და

დამოუკიდებლად შეუძლიათ წყაროების კითხვა და გაგება,

ახალი თემაზე გადავედი ისე, რომ წინასწარ წაკითხული არ

ქონდათ გაკვეთილი.

გაკვეთილი დავგეგმე IX კლასისთვის, თუმცა ასეთივე

წარმატებით ჩავატარე X და XI კლასებშიც სტანდარტის

მოთხოვნების შესაბამისი ცვლილებით.

Page 3: წერილობითი წყაროები

გაკვეთილის თემა:

ქართული სამეფო-

სამთავროების წარმოშობა VIII-

IX სს-ში - აშოტ I კურაპალატი

https://

drive.google.com/file/d/0B0ujI

ACG82v9cjdOZlk1ZUxZVXM/vi

ew?usp=sharing

Page 4: წერილობითი წყაროები

გაკვეთილზე მისაღწევი მიზნები:

მოსწავლემ შეიძინოს ისტორიის ცოდნა;

შეძლებისდაგვარად უნდა შეეძლოს ისტორიული მოვლენის მიზეზების

ახსნა და მისი შედეგების გაანალიზება;

შეეძლოს ისტორიული ეპოქის აღქმა (ისტორიული ეპოქის აღწერისას

მოვლენების დანახვა იმ პერიოდში მცხოვრები ადამიანების თვალით;

Page 5: წერილობითი წყაროები

რა უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები:

სივრცეში ორიენტირება;

სწავლის უნარი;

ფაქტებისა და მოვლენების ისტორიული ინტერპრეტაცია;

სამშობლოს სიყვარული

სახელმწიფოსა და მისი გმირებისადმი პატივისცემა

Page 6: წერილობითი წყაროები

სტანდარტი:

ისტ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითი სტრუქტურები.

მსჯელობს სხვადასხვა ეპოქის ქართული სამეფოების სახელმწიფო მოწყობის შესახებ. გამოავლენს მათ შორის მსგავსებებსა და განსხვავებებს;

ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

მსჯელობს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოებრივობაზე;

აანალიზებს და ადარებს საგარეო ფაქტორების გავლენას ქვეყნის შიდა კონფლიქტებზე;

Page 7: წერილობითი წყაროები

მენეჯმენტი:

• ჯგუფური მუშაობა;

• ინდივიდუალური.

რესურსები:• წინასწარ მომზადებული

წერილობითი წყაროები(ლინკიმე-3 სლაიდზე);

• საწერი საშუალებები;• დაფა, ცარცი;

აქტივობები:

კითხვა, წერა, უცხო სიტყვების განმარტება, პრეზენტაცია.

Page 8: წერილობითი წყაროები

გაკვეთილის მსვლელობა: დრო

1. კლასის მოწყობა-ორგანიზება (სიის ამოკითხვა, ჯგუფების შექმნა)

3-4 წთ.

2. დავალებების განაწილება (ჯგუფებს ვურიგებ წყაროებს და ვაძლევ სათანადო ინსტრუქციას)

2 წთ.

3. წყაროზე მუშაობა 15-20 წთ.

4. წაკითხულის გაზიარება, მოსმენა, უცხო სიტყვების გაცნობა.

7-8 წთ.

5. თემის წერა „აშოტ დიდი 813-26 წწ“ 15 წთ.

6. თხზულების კითხვა, საშინაო დავალების მიცემა 3 წთ.

Page 9: წერილობითი წყაროები

ნაბიჯ-ნაბიჯ

სანამ მუშაობას

შეუდგებოდნენ,

მოსწავლეებს ვთხოვე

კითხვისას ამოეწერათ ყველა

უცხო სიტყვა, რომელიც

ტექსტში შეხვდებოდათ.

ისინ ფურცელზე წერდნენ ამ

სიტყვებს, მე კი მათ ვწერდი

დაფაზე განმარტებებით...

ამ გზით მე დავზოგე დრო,

ამასთან ყველა სიტყვა

მისაწვდომი და გასაგები

გახდა ყველასთვის, იმის

მიუხედავად, წყაროს რომელ

ნაწილს კითხულობდა...

Page 10: წერილობითი წყაროები

პრეზენტაცია: შინაარსის გადმოცემა, მოსმენა

სამივე ჯგუფი წარმოადგენს იმ

შინაარსს, რომელიც წაიკითხეს;

დანარჩენები ისმენენ და

იწერენ;

პრეზენტაცისსას მასწავლებელი

აკონტროლებს თხრობის ტემპს,

რათა დანარჩენებმა კარგად

გაიგონ და მოასწრონ ჩაწერა.

Page 11: წერილობითი წყაროები

რეფლექსია მოსწავლეები უბრუნდებიან თავიანთ ადგილებს.

ყოველ მათგანს ხელთ აქვს: ისტორიული წყაროს ერთი

ნაწილი, ხოლო ორი ნაწილი - მოსმენილი და

ჩაწერილი, აგრეთვე ყველა უცხო სიტყვა

განმარტებებით;

მოსწავლეებს ეველებათ დაწერონ მცირე ზომის

შინაარსი „აშოტ კურაპალატი 813-826 წლებში“

Page 12: წერილობითი წყაროები

საშინაო დავალება

IX კლასის სახელმძღვანელოდან:

„ახალი ფეოდალური სამეფო-სამთავროების წარმოქმნა საქართველოში“

თხზულება: „ტაო-კლარჯეთის სამთავროს ჩამოყალიბება“

Page 13: წერილობითი წყაროები

შემდეგი გაკვეთილი:

მუშაობა რუკაზე:

შევიტანე საქართველოს რუკა და თანმიმდევრობით

აღვნიშნეთ ყველა გეოგრაფიული დასახელება, რაც

აღნიშნული იყო წყაროში

Page 14: წერილობითი წყაროები

გმადლობთ ყურადღებისთვის!

(დიდი ინტერესით მივიღებ შენიშვნებს და წინადადებებს)