ლაშა გუბანოვი

6
იიიიიიი იიიიიიიი 65 – ი იიიიიი იიიიი იიიიიი : იიიი იიიიიიიი იიიიიიიიიიიი : იიიი იიიიიიიიიიი

Transcript of ლაშა გუბანოვი

Page 1: ლაშა გუბანოვი

ისტორია

თბილისის 65 – ე საჯარო სკოლა

ავტორი : ლაშა გუბანოვი

ხელმძღვანელი : ზაზა ნაცვლიშვილი

Page 2: ლაშა გუბანოვი

კოსმოსის ისტორია

Page 3: ლაშა გუბანოვი

კოსმოსური ეპოქა

კოსმოსური ეპოქა დაიწყო 1957 წლის 4 ოქტომბერს, როდესაც სსრ კავშირის მიერ გაშვებულ იქნა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრი. ადამიანის პირველი კოსმოსური გაფრენა განხორციელდა 1961 წლის 12 აპრილს (იური გაგარინი, სსრ კავშირი), ხოლო მთვარეზე ადამიანთა პირველი გადასვლა 1969 წლის 21 ივლისით თარიღდება (ნეილ არმსტრონგი, ედვინ ოლდრინი , აშშ). კოსმოსური აპარატების ფრენის უზრუნველსაყოფად შექმნილია კოსმოდრომები , მართვის და კავშირგაბმულობის სამსახურები სხვა. დღეისათვის კოსმოსში გაშვებულია 3 ათასზე მეტი აპარატი, რამდენიმე ათეული ეკიპაჟი. ავტომატური აპარატებით ხდება მარსის, ვენერას, მერკურის, იუპიტერის, სატურნის გამოკვლევები, აგრეთვე დედამიწის ბუნებრივი რესურსების შესწავლა. ასტრონავტიკა მეცნიერებისა და წარმოების პროგრესის ერთ-ერთი სტიმულატორია.

Page 4: ლაშა გუბანოვი

იური გაგარინი 1961 წლის 12 აპრილს გაგარინი მსოფლიოში პირველი გაფრინდა დედამიწის ახლო კოსმოსურ სივრცეში კოსმოსური ხომალდ-თანამგზავრით „ვოსტოკ-1“ და 1 სთ და 48 წთ-ში დედამიწას ერთხელ შემოუარა (ორბიტის პარამეტრები იყო: პერიგეა-169 კმ, აპოგეა-315 კმ, ორბიტის დახრა ეკვატორის მიმართ 64.95°). მაშინდელი ტექნიკა საშუალებას არ იძლეოდა კოსმონავტი ხომალდში მყოფი დაშვებულიყო დედამიწაზე და ამის გამო გაგარინი (ისევე როგორც ყველა სხვა კოსმონავტი „ვოსხოდ-1“ გაფრენამდე) 7 კილომეტრ სიმაღლეზე კატაპულტით გამოეყო ხომალდს და მიწაზე დაეშვა. ეს ფაქტი დიდი ხნის განმავლობაში დამალული იყო მსოფლიო საზოგადოებისგან. გაფრენის წარმატებით დასრულების შემდეგ გაგარინი სრულყოფდა თავის ოსტატობას, ასწავლიდა და ავარჯიშებდა კოსმონავტებს, ხელმძღვანელობდა კოსმოსურ ხომალდების ფრენას, ამავე დროს ეწეოდა დიდ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მუშაობას. იყო სსრკ-ის VI-VII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, საკავშირო ალკკ ცკ-ის წევრი, 1966-იდან ასტრონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის საერთაშორისო აკადემიის საპატიო წევრი. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და ბევრი უცხოური სახელმწიფო უმაღლესი ორდენებით.

Page 5: ლაშა გუბანოვი

ვალენტინა ტერეშკოვა1954 - 1960 წლებში მუშობდა სხვადასხვა ადგილას. კოსმონავტთა რაზმშია 1962 წლიდან. 1963 წლის 16-19 ივნისს ქალთა შორის პირველმა იფრინა კოსმოსში. ხომალდ „ვოსტოკ-6-ით“ ვალერი ბიკოვსკისთან ჯგუფური ფრენისას 48-ჯერ შემოუფრინა დედამიწას. 1969 წელს ტერეშკოვამ დაამთავრა ნ. ჟუროვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო საინჟინრო აკადემია.

სსრკ VII-X მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. საბჭოთა ქალთა კიმიტეტის თავმჯდომარე (1968-1987), ქალთა საერთაშორისო დემოკრატიის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (1969-). ქალთა მსოფლიო საბჭოს წევრი. სკკპ XXIV ყრილობაზე აირჩიეს სკკპ ცენტრალური კომიტეტის წევრად. დაჯილდოვებულია ლენინის ორდენით, ოქტომბრის რევოლუციისა და მრავალი უცხოური ორდენით. აქვს საპატიო წოდებები. მისი სახელი მიეკუთვნა მთვარის უკანა მხარის ერთ-ერთ კრატერს.

1982 წლამდე ანდრიან ნიკოლაევთან გაყრამდე ატარებდა ორმაგ გვარს ნიკოლაევა-ტერეშკოვას.

Page 6: ლაშა გუბანოვი

დასასრული