ნიკა კოპაძე

9
იიიიიიი 65-ე ეეეეეე ეეეეე ეეეეეეეეეეეე : ეეეე ეეეეეეეეეეე ეეეეეე : ეეეე ეეეეეე

Transcript of ნიკა კოპაძე

Page 1: ნიკა კოპაძე

ისტორია

65-ე საჯარო სკოლა

ხელმძღვანელი : ზაზა ნაცვლიშვილი

ავტორი : ნიკა კოპაძე

Page 2: ნიკა კოპაძე

ავღანეთის ომი

Page 3: ნიკა კოპაძე

გამომწვევი მიზეზები

,,ცივი ომის” დროინდელი კონფლიქტი იყო ავღანეთის ომი.1978 წლის მარტში საბჭოთა სპეცსამსახურის ფარული წაქეზებით ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მოხდა კომუნისტური რევოლუცია. გამოცხადდა ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკა.

Page 4: ნიკა კოპაძე

გამომწვევი მიზეზები

ფეოდალიზმის ეპოქაში ჩარჩენილ , მრავალეთნიკურ ავღანეთში მარქსისტული იდეის განხორციელების მცდელობა უაზრობა იყო. ავღანეთში არეულობამ დაისადგურა. ორი წლის განმავლობაში პრეზიდენტი ორჯერ შეიცვალა. ადგილობრივმა კომუნისტებმა ძალაუფლებისთვის საშინელი ბრძოლა გააჩაღეს. 1979 წელს საბჭოთა უშიშროების სამსახურმა კრემლის ხელმძღვანელობას მოახსენა , რომ ავღანეთის პრეზიდენტი ჰაფიზულა ამინი აპირებს ქვეყანაში ამერიკელების მოწვევას. 27 დეკემბერს რუსეთის არმიის საგანგებო დანიშნულების რაზმმა საკუთარ რეზიდენციაში მოკლა პრეზიდენტი ამინი და ქაბულში დასვა კრემლისთვის მისაღები ორგანო.

პრეზიდენტი ამინი

Page 5: ნიკა კოპაძე

ომის მიმდინარეობა

თავიდან კრემლი ხანმოკლე ოპერაციას გეგმავდა : საბჭოთა ნაწილები მალე უნდა დაბრუნებულიყვნენ შინ. მაგრამ ომი 10 წელი გაგრძელდა. ომში 15 000 მდე ადამიანი დაიღუპა , ბევრი დაიჭრა და დასახიჩრდა. ხმები დაღუპულთა დიდი რაოდენობით შესახებ საბჭოთა კავშირში გავრცელდა , რომლებიც ხალხს მორალურად ძაბავდა. 1987 წელ ავღანეთში ომი დასამთავრებელი გახდა.

Page 6: ნიკა კოპაძე

ომის შედეგები

ვარაუდობენ , რომ ომში დაიღუპა მილიონამდე ადამიანი, მათი უმეტესობა უბრალო ადამიანია,რომელსაც ხელში იარაღი არც კი აუღია. საბჭოთა ავიაცია ავღანეთში ,,ხალიჩოვანი დაბომბვის” მეთოდს იყენებდა. ამგვარი დაბობმვა ადვილი იყო იქამდე,სანამ ამერიკელები შეიარაღებდნენ ხელით სასროლი ჰაერსაწინაამღდეგო რაკეტებით ავღანელ მებრძოლებს-მოჯაჰედებს. ამერიკამ მოჯაჰედების მხარდასაჭერად ავღანეთში დიდძალი იარაღის შეგზავნა დაიწყო. ავღანეთში შესვლა საბჭოთა ხელისუფლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური შეცდომა აღმოჩნდა. ამ ავანტიურმა დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლა.

Page 7: ნიკა კოპაძე

„ ავღანიზაცია ’’

1989 წელს საბჭოთა არმიამ ავღანეთი დატოვა. საბჭოთა კავშირმა მოახდინა ,,ავღანიზაცია” , თუმცა 1992 წელს ქაბული აიღეს ავღანურმა ისლამურმა ძალებმა და საბჭოთა კავშირის მიერ დასმული მთავრობა დაამხეს. თუმცა ამ დროს ,,ცივი ომი” დამთავრებული იყო , ხოლო საბჭოთა კავშირი დაშლილი.

Page 8: ნიკა კოპაძე

ავღანეთი XXI საუკუნეში

2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ ავღანეთში თავშესაფარი ჰპოვა ოსამა ბინ ლადენმა, რომელიც აშშ-ს მიერ დადანაშაულებული იყო ამ და სხვა ტერაქტების ორგანიზებაში. ავღანეთის ე . წ. ჩრდილოეთის ალიანსის ოპოზიციურმა ძალებმა აშშ-სა და მისი მოკავშირეების სამხედრო მხარდაჭერით დაამხეს თალიბანის რეჟიმი. 2001 წლის ბოლოს - შეიქმნა ჰამიდ კარზაის დროებითი მთავრობა. 2004 წელს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები. ხელისუფლებამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში ადგილობრივ საველე მეთაურთა წინააღმდეგობების დაძლევა.

Page 9: ნიკა კოპაძე

დასასრული