ვლადიმერ ასლამაზიშვილის ,,გაზაფხული...

14
გ გ გ გ გ გ გ გ გ გ გ გ გ გგგგგგგგ გგგგგგგგგგგგგ

Transcript of ვლადიმერ ასლამაზიშვილის ,,გაზაფხული...

Page 1: ვლადიმერ ასლამაზიშვილის ,,გაზაფხული მოვიდა''

გ ა ზ ა ფ ხ უ ლ ი მ ო ვ ი დ ა

ვლადიმერ ასლამაზიშვილი

Page 2: ვლადიმერ ასლამაზიშვილის ,,გაზაფხული მოვიდა''

-გაზაფხული მოვიდა, გაიღვიძეთ! -დაიჭახჭახა შაშვმა და კუნელის კენწეროზე დასკუპდა.

Page 3: ვლადიმერ ასლამაზიშვილის ,,გაზაფხული მოვიდა''

, აზუზუნდნენ მწერები აფარფატდნენ- , , ჭრელ ჭრელი პეპლები გაიღვიძეს მინდვრის ყვავილებმა

Page 4: ვლადიმერ ასლამაზიშვილის ,,გაზაფხული მოვიდა''

თავი აიშვეს ნაკადულებმა და მიყრუებული ღელეები აახმიანეს.

Page 5: ვლადიმერ ასლამაზიშვილის ,,გაზაფხული მოვიდა''

- , ? ? - რაო რაო გაზაფხული მოვიდაო იკითხა კუნელის ძირას წათვლემილმა ყოჩივარდამ და თვალი

. გამოაჭყიტა

Page 6: ვლადიმერ ასლამაზიშვილის ,,გაზაფხული მოვიდა''

მუხლის გამართვა სცადა, მაგრამ გაუჭირდა. თავზე შარშანდელი ჟანგისფერი მუხის

ფოთოლი საბანივით გადაჰფარებოდა, ზევით არ უშვებდა.

Page 7: ვლადიმერ ასლამაზიშვილის ,,გაზაფხული მოვიდა''

ყოჩივარდამ ძალ-ღონე მოიკრიბა, აიწია, აიწია და მუხის ფოთოლიც დაიძრა,

ჯერ გვერძე გაცოცდა, მერე გადავარდა.

Page 8: ვლადიმერ ასლამაზიშვილის ,,გაზაფხული მოვიდა''

-მუხის ფოთოლი ყოფილა. ნეტავი საიდან მოჩერჩეტდა, კინაღამ გამგუდა და სიცოცხლეს გამომასალმა! -შესძახა

გაგულისებულმა ყოჩივარდამ და მუხლი გამართა, მელანივით ლურჯი თვალებით კამკამა ცას შეხედა. მზე საამურად ანათებდა, ბუნება გაზაფხულის მობრძანებას

ზეიმობდა.

Page 9: ვლადიმერ ასლამაზიშვილის ,,გაზაფხული მოვიდა''

ყოჩივარდას ნათქვამმა გული ატკინა მუხის ფოთოლს, ის ხომ მთელი ზამთარი საბანივით ზედ ეფარა,

უფრთხილდებოდა, რომ ყინვას არ დაეზრო, ქარს არ ამოეთხარა მიწიდან, ყოჩივარდამ კი რა თქვა: საიდან

მოჩერჩეტდაო.

Page 10: ვლადიმერ ასლამაზიშვილის ,,გაზაფხული მოვიდა''

-სწორედ ეგ არის სიკეთეს დაუნახაობა! -ნაღვლიანად აშრიალდა მუხის ფოთოლი და ღამით დადენილი ცის ნამი

ცრემლებად ექცა.

Page 11: ვლადიმერ ასლამაზიშვილის ,,გაზაფხული მოვიდა''

კუნელის კენწეროზე წამოსკუპებული შაშვი კი ჭახჭახებდა და ჭახჭახებდა:

Page 12: ვლადიმერ ასლამაზიშვილის ,,გაზაფხული მოვიდა''

-გაზაფხული მოვიდა, გაიღვიძეთ!

Page 13: ვლადიმერ ასლამაზიშვილის ,,გაზაფხული მოვიდა''

სასაუბრო:

ყოჩივარდას ნათქვამმა რომელმა სიტყვამ ატკინა ყველაზე მეტად გული მუხის ფოთოლს? შეცვალე ეს სიტყვა თავაზიანი მიმართვის ფორმით.როგორ ფიქრობ, ეწყინებოდა ამგვარი ნათქვამი მუხის ფოთოლს?

Page 14: ვლადიმერ ასლამაზიშვილის ,,გაზაფხული მოვიდა''

პრეზენტაცია მოამზადა დაწყებითის პედაგოგმა

მაია მჭედლიშვილმა