ეთნიკური რუკის ფორმირება

36
ეთნიკური რუკის ფორმირება ნინო ნადირაძე ბორჯომი 2014 წელი 15-19 იანვარი

Transcript of ეთნიკური რუკის ფორმირება

Page 1: ეთნიკური რუკის ფორმირება

ეთნიკური რუკის ფორმირება

ნინო ნადირაძებორჯომი2014 წელი

15-19 იანვარი

Page 2: ეთნიკური რუკის ფორმირება

• პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკურიფაქტორების გამო საქართველოს მოსახლეობისეთნიკური შემადგენლობა სხვადასხვა ისტორიულეპოქაში ერთგვაროვანი არ იყო.

Page 3: ეთნიკური რუკის ფორმირება

ვახტანგ ჯაოშვილი საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურშემადგენლობაში ცვლილებებს სამ ძირითადად ეტაპად ჰყოფდა

• შუა საუკუნეებიდან XVIII საუკუნის ბოლომდე,

• XIX საუკუნის დასაწყისიდან საქართველოსგასაბჭოებამდე

• 1921 წლიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე, და უკვეშეგვიძლია მეოთხე ეტაპიც გამოვყოთ,

Page 4: ეთნიკური რუკის ფორმირება

მეოთხე ეტაპი

• 1991 წელს საქართველოს მიერდამოუკიდებლობის მოპოვებიდანდღემდე.

Page 5: ეთნიკური რუკის ფორმირება

შუა საუკუნეებიდან XVIII საუკუნის ბოლომდე• ქვეყნის გაუკაცრიელებულ ადგილებზე, არაქართველი

მოსახლეობა სახლდებოდა. თურქმანული ტომების დასახლებაქვემო ქართლის ტერიტორიაზე XV საუკუნის მეორე ნახევრიდანიწყება

• XVII საუკუნის დასაწყისში კი, შაჰ-აბასმა დებედის ხეობაშითურქმანულიტომი ბორჩალუ ჩაასახლა

• ფეოდალურ ეპოქაში ჩრდილოეთ კავკასიიდან აღმოსავლეთსაქართველოში ოსების ჩამოსახლება მიმდინარეობდა

• XVIII საუკუნის მეორე ნახევარში აღმოსავლეთ საქართველოსზოგიერთ სოფელში ბერძნებიც გამოჩდნენ.

Page 6: ეთნიკური რუკის ფორმირება

• ფეოდალური კარჩაკეტილობის ვითარებაშიარაქართველი მოსახლეობის გარედან მოსვლა მაინცშეზღუდულ მასშტაბებში მიმდინარეობდა, რისშედეგადაც XIX საუკუნის დამდეგს საქართველოსთითქმის ყველა პროვინციაში ქართული მოსახლეობაუმრავლესობაში იყო. ქართველების ხვედრითი წონა4/5-ს უახლოვდებოდა.

Page 7: ეთნიკური რუკის ფორმირება

XIX საუკუნისდასაწყისიდან საქართველოს გასაბჭოებამდე

• დიდი ცვლილებები განიცადა საქართველოსმოსახლეობის ეთნიკურმა შემადგენლობამ XIX საუკუნეში და XX საუკუნის პირველი ორი ათეულიწლის პერიოდში, როდესაც სამხედრო-პოლიტიკურიმიზნებით განპირობებულ იძულებით ჩასახლებასთანერთად ეკონომიკური პირობებით გამოწვეულიჩასახლება მიმდინარეობდა

Page 8: ეთნიკური რუკის ფორმირება

• XIX საუკუნის პირველ ნახევარში მიმდინარეობდაარაქართველი მოსახლეობის თითქმის მთლიანადორგანიზებული, ჯგუფური ჩასახლება, 60-იანიწლებიდან კი თანდათან ფართოვდება მიგრანტთასტიქიური გადაადგილება.

Page 9: ეთნიკური რუკის ფორმირება

• განსაკუთრებით გაძლიერდა ასეთი ჩამოსახლება XIX საუკუნისმიწურულშიდა XX საუკუნის დასაწყისში, როცა უკვე ძირითადადეკონომიკური პირობები აიძულებდა მიგრანტებს გამოეცვალათსაცხოვრებელი ადგილი.

• მოსახლეობის მიგრაციის სამხედრო-პოლიტიკური ფაქტორიკვლავ მთავარ როლს ასრულებდა პირველი მსოფლიოომისა დასაქართველოს პირველი რესპუბლიკის წლებში, როცასაქართველო არაქართველთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა დატოვა. მთლიანად ამ პერიოდში მიმდინარეობდა ქართველიმოსახლეობის ხვედრითი წონის თანდათან შემცირება

Page 10: ეთნიკური რუკის ფორმირება

• ბოლშევიკური რევოლუციის წინა პერიოდში ქართველებისხვედრითი წონა უკვე აღარ აღემატებოდა მთელი მოსახლეობის

2/3-ს.

Page 11: ეთნიკური რუკის ფორმირება

• საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაშიმნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა XIX საუკუნის პირველმესამედში, როდესაც საზღვარგარეთის ქვეყნებისა და რუსეთისიმპერიის შიდა პროვინციებიდან ჩამოსახლდნენსომხები, რუსები, ბერძნებიდა გერმანელები.

• ამის შედეგად ქართველების ხვედრითი წონა 1800 წლის 79.4%-დან1832 წლისათვის შემცირდა 75.9%-მდე.

Page 12: ეთნიკური რუკის ფორმირება

• საქართველოს ტერიტორიაზე ეთნიკური ჯგუფების კომპაქტურიჩასახლება რუსეთის იმპერიის მიერ ქართული სამეფო-სამთავროებისდაპყრობის შემდეგ იწყება.

• რუსეთის იმპერიის პოლიტიკა სასაზღვრო რაიონებიდანქართული მოსახლეობის გასახლებასა და იმპერიისხელმძღვანელების შეხედულებით, მათდამი უფროლოიალურიეთნიკური ჯგუფების ჩასახლებას ისახავდა მიზნად.

Page 13: ეთნიკური რუკის ფორმირება

• რუსეთ-ოსმალეთის ომის დასრულების შემდეგ, იმპერიისმესვეურებმა სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები მუსლიმი ქართველებიაიძულეს ოსმალეთის იმპერიაში გადასახლებულიყვნენ.

• მათ მაგივრად, ცარიზმის ხელშეწყობით, 1829-1831 წლებში სამცხე-ჯავახეთში თურქეთიდან ათასობით სომეხი გადმოვიდა მუდმივსაცხოვრებლად.

• ეს გამოწვეული იყო იმით, რომ 1828-1829 წლების რუსეთ-თურქეთის ომში თურქეთი დამარცხდა.

Page 14: ეთნიკური რუკის ფორმირება

• 1829 წლის ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებისმეცამეტე მუხლის მიხედვით, მოსახლეობის გადასახლებისპერიოდად 18 თვე განსაზღვრეს.

• ამ ხნის განმავლობაში მუსლიმური მოსახლეობაერთმორწმუნე თურქეთში უნდა გადასახლებულიყო. ჯავახეთში თითქმის საერთოდ აღარ დარჩა ქართულიმოსახლეობა.

• ახალმა ადმინისტრაციამ გამოიყენა ეს შესაძლებლობა და1830 წელს არზრუმიდან დევნილი 35 ათასი სომეხი

ლტოლვილი დაასახლა.

Page 15: ეთნიკური რუკის ფორმირება

• ადრიანოპოლისზავის თანახმად, რუსეთის იმპერიის გენერლისპასკევიჩის მიერ აღძრული შუამდგომლობისსაფუძველზე, ნიკოლოზ I-მა აღმოსავლეთ ანატოლიისვილაიეთებში მცხოვრებ ბერძნებს საქართველოში დასახლებისუფლება მისცა. ბერძნები ძირითადად ბორჩალოს მაზრის მიწებზედასახლდნენ, რომელიცთურქ დალეკ ფეოდალთა განუწყვეტელიშემოსევების შედეგად თითქმის გაუკაცრიელებული იყო

• 1830 წლისათვის წალკის მიდამოებში უკვე 18 ბერძნული სოფელიარსებობდა. ქართველები მიმდებარე მიდამოებიდან უკვე დიდიხნის გახიზნულები იყვნენ. ამავე პერიოდში დასახლდნენჩრდილო-აღმოსავლეთისთურქეთის ვილაიეთებიდანგადმოსული ბერძნებიდმანისის რაიონში

Page 16: ეთნიკური რუკის ფორმირება

• 1817-1818 წლებში საქართველოში ცარიზმის ხელშეწყობითჩამოსახლდნენ ვიურტემბერგელი გერმანელები, რომლებმაცაღმოსავლეთ საქართველოში შექმნეს რამდენიმე კოლონია.

• გერმანელი სექტანტების დასახლების მიზანი დაუსახლებელიადგილების ათვისება და ეკონომიკის გამოცოცხლება იყოდა, ასევე, საიმედოდასაყრდენის შექმნა რუსეთის იმპერიისათვის.

Page 17: ეთნიკური რუკის ფორმირება

• XIX საუკუნის მეორე მესამედში საქართველოში ძირითადადსახლდებოდნენ რუსი სექტანტები და დემობილიზებულირუსიჯარისკაცები.

• 1865 წლისათვის საქართველოს ტერიტორიაზე 25 900 რუსიახალმოსახლე ცხოვრობდა, რაც საქართველოს მთელიმოსახლეობის 2.0%-ს უდრიდა, 1886 წელს 42 500 (2.6%), 1897 წელსკი მათი რაოდენობა 92 813 კაცამდე გაიზარდა (5.3%). საქართველოში მცხოვრები სლავური წარმოშობისმოსახლეობიდან 21 113 კაცი ანუ მთელი სლავური წარმოშობისმოსახლეობის 22.7% სამხედრო მოსამსახურე იყო.

• სლავური წარმოშობის მოსახლეობადიდი რაოდენობითგადმოასახლეს, როგორც თბილისსა და ზღვისპირა ქალაქებში, ისესაქართველოს ცალკეულრეგიონებში, აგრეთვე 21 სოფელში.

Page 18: ეთნიკური რუკის ფორმირება

• საქართველოში ჩამოსახლებულირუსული მოსახლეობისგამორჩეულ ნაწილს წარმოადგენდა ე.წ. სექტანტები, ძირითადადდუხობორებიდა მალაკნები.

• XIX საუკუნეში ჯავახეთში დასახლდადუხობორები, უკიდურესადპროტესტანტული სექტა. ცარიზმიდუხობორებში სახელმწიფოსადა რელიგიისადმი საფრთხეს ხედავდა და 1837 წელსიმპერატორმა დუხობორების კავკასიაში გადასახლებისგანკარგულება გასცა.

• 1841 წელს ისინი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთში, ახალქალაქის მაზრაში გადაასახლეს.

• სამხრეთ კავკასიაში რუსული მოსახლეობისჩასახლებით, ცარისტული მთავრობა სამხედრო-სტრატეგიული, პოლიტიკურიდა ეკონომიკური ხასიათისპრობლემების გადაწყვეტას ფიქრობდა, რადგან სექტანტებიმთავრობის საიმედოდასაყრდენად მიიჩნეოდა.

Page 19: ეთნიკური რუკის ფორმირება

• საქართველოში სექტანტური მოსახლეობა ძირითადადდასახლებული იყო ორ გეოგრაფიულ არეალში:

სამხრეთ-დასავლეთში, ნინოწმინდის (ადრე ბოგდანოვკა) რაიონისრვა სოფელში

და

აღმოსავლეთში, საგარეჯოს, სიღნაღისა დალაგოდეხის რაიონებში.

Page 20: ეთნიკური რუკის ფორმირება

• საქართველოში ასურელებისა და ქურთების მასობრივიდასახლება I მსოფლიოომისა და მის შემდგომ პერიოდში ხდება.

• ოსმალეთის იმპერიაში დევნის შედეგად საქართველოსა დასომხეთს ასურელებთან ერთადთავი ეზიდური რელიგიისმიმდევარმა ქურთებმაც შეაფარეს.

• ეზიდი ქურთები იძულებულნი იყვნენ თავიანთი საცხოვრებელიადგილები მიეტოვებინათ, რადგან მათ რელიგიურ ნიადაგზესდევნიდა ოსმალთა იმპერიის მუსლიმი მოსახლეობა, მათ შორისმუსლიმი ქურთებიც.

Page 21: ეთნიკური რუკის ფორმირება

1921 წლიდან საბჭოთა კავშირის დაშლამდე

• საქართველოს მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაზეარსებითი ცვლილება მოახდინა საქართველოს გასაბჭოებისშემდეგ საქართველოში ასეულ ათასობით მიგრანტისჩამოსახლებამ, რასაც თან მოჰყვა ქართველი მოსახლეობისხვედრითი ოდენობის შესამჩნევი შემცირება.

• პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია რუსებისა და უკრაინელებისდაჩქარებულიზრდა, რაც გამოწვეული იყო მათი დიდიჩამოსახლებით XX-ე საუკუნის 30-იან წლებში

Page 22: ეთნიკური რუკის ფორმირება

• აღნიშნულ პერიოდში საკმაოდ ინტენსიური ხასიათიჰქონდა აგრეთვე სომხებისა და ოსების ჩამოსახლებას.

• ბერძნების, ებრაელებისა და აზერბაიჯანელებისდაჩქარებული ზრდა აიხსნება ამ ეროვნებების მცხოვრებთამაღალი ბუნებრივი მატებით. პირველად თავისი ისტორიისმანძილზე ქართველები აღმოჩდნენ 1939 წლისათვის თავისრესპუბლიკაში მთელი მოსახლეობის 2/3-ზე ნაკლები.

• ეს განაპირობა მძლავრმა მიგრაციულმაპროცესებმა, რომელთა დადებითი სალდოთავისიმასშტაბებით ბევრად აღემატებოდა მანამდე ან მის შემდეგსაქართველოში ჩამოსახლებულ მიგრანტთა ნაკადს. 1926 წელს ქალაქის მოსახლეობაში არაქართველები შეადგენდნენ51.7%-ს, სოფლის მოსახლეობაში კი 27.9%-ს.

Page 23: ეთნიკური რუკის ფორმირება

• გარედან მოსული მოსახლეობისდამკვიდრება რესპუბლიკაშიბევრად შემცირდა II მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში, ხოლო1957 წლიდან წასულთა რაოდენობა სჭარბობდა მოსულებისრიცხვს.

• შედეგადდაიწყო ქართველების ხვედრითი წონის თანდათანამაღლება, რადგან წასულთა შორის ბევრად ჭარბობდაარაქართველების რაოდენობა

Page 24: ეთნიკური რუკის ფორმირება

• საბჭოთა საქართველოს ეთნიკურ შემადგენლობაზე არსებითიგავლენა მოახდინა რუსულიდა სომხური მოსახლეობისუპირატესად მექანიკურმა მატებამ.

• აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვაეროვნების მოსახლეობის თვით ბუნებრივი გამრავლებისტემპებშიცდიდი განსხვავებაა.

• ამ მხრივ ავტოქტონური მოსახლეობის გამრავლების ინტენსივობათითქმის ყველაზე უფროდაბალია.

• 1959 და 1970 წწ. მოსახლეობის საერთო რაოდენობაში ქართველთახვედრიწონის გადიდება უნდა აიხსნას არაქართველიმოსახლეობის მექანიკური ძვრებით.

• ასე, მაგალითად, 1959 წლის აღწერით სომხები შეადგენდნენმთელი მოსახლეობის 11%-ს, ხოლო 1970 წ. – 9.7%; შესაბამისად, რუსები შეადგენდნენ 10.1 და 8.5%.

Page 25: ეთნიკური რუკის ფორმირება

• იმის გამო, რომ არაქართველი მოსახლეობა ძირითადადქალაქებში დამკვიდრდა, აქ მეტია ეროვნული სიჭრელე, ვიდრესოფლის მცხოვრებლებში.

• 1979 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობაში ქართველებისხვედრითი წონა შეადგენდა 62.1%-ს, სოფლად კი 75.7%-ს.

Page 26: ეთნიკური რუკის ფორმირება

მიგრაციული პროცესები 1990-იანი წლებიდანდღემდე

• საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს მოსახლეობისეთნიკურ შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებები მოხდა.

• თუ 1989 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, ეთნიკურიუმცირესობები ქვეყნის მოსახლეობის 30%-ს შეადგენდნენ, 2002 წლის აღწერის შედეგებით, საქართველოში (აფხაზეთისა დაცხინვალის რეგიონის ტერიტორიების გამოკლებით) მათიხვედრითი წონა 16%-მდე დაეცა.

Page 27: ეთნიკური რუკის ფორმირება

• ეთნიკური უმცირესობების რაოდენობის შემცირების უმთავრესიმიზეზი ემიგრაციაა. ემიგრაციის პირველტალღას ბიძგი მისცა1990-იან წლებში საბჭოთა კავშირის ყოფილრესპუბლიკებშისოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და პოლიტიკურივითარების მკვეთრმა გაუარესებამ.

• ემიგრაცია მოსახლეობის გადარჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანისტრატეგია გახდა და ამიტომაც მან მასობრივი ხასიათი მიიღოქვეყნის მთელ მოსახლეობაში, როგორც ქართველებში, ისეეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შორისაც

Page 28: ეთნიკური რუკის ფორმირება

• 1990-იანი წლების დასაწყისში ეთნიკური უმცირესობებისემიგრაციის გამომწვევი მნიშვნელოვანი ფაქტორი საბჭოთაკავშირის დაშლის შედეგად, საქართველოს ხელისუფლებაშიმოსული პოლიტიკური ჯგუფების დისკრიმინაციული პოლიტიკაიყო.

Page 29: ეთნიკური რუკის ფორმირება

• საქართველოდან 1992 წელს გასული აზერბაჯანელების

მეოთხედზე მეტი რუსეთის ფედერაციაში მიდიოდასაცხოვრებლად, ხოლოდანარჩენი – აზერბაიჯანში.

• ემიგრანტი სომხები რაოდენობრივად მესამე ადგილზეიყვნენ და მათი 71% ქალაქის მკვიდრი იყო. სომხების 56.2% რუსეთის ფედერაციაში გადასახლების მიზნით ამოეწერასაქართველოდან. საკუთრივ სომხეთში მხოლოდ მეოთხედიგეგმავდა ჩასახლებას

Page 30: ეთნიკური რუკის ფორმირება

• 1992 წლებში ემიგრაციის მთავარ ფაქტორადუმუშევრობა, ცხოვრების დონის გაუარესება და საკუთარიშესაძლებლობის რეალიზაციის შეუძლებლობა იქცა.

• ამ ფაქტორის გამო ეთნიკური უმცირესობებისწარმომადგენლებთან ერთად ემიგრაციაში ქართველებიცწავიდნენ.

Page 31: ეთნიკური რუკის ფორმირება

• 2002 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებისმიხედვით, აზერბაიჯანელთა რაოდენობა შემცირდადა ამჟამადსაქართველოში 284.761 აზერბაიჯანელი ცხოვრობს, თუმცა მათმაპროცენტულმა მაჩვენებელმა, სხვა ეთნიკური ჯგუფების აქტიურიემიგრაციის ფონზე, საქართველოს მთელ მოსახლეობაში 6.5%-მდე

მოიმატა.

• 2002 წლის აღწერის მიხედვით, 248 929 ადამიანამდეშემცირდა სომხური მოსახლეობის რაოდენობაც, რაც ქვეყნისმთელი მოსახლეობის 5.7%-ს შეადგენს. 1989 წლისაღწერით, საქართველოში 437 211 სომეხი ცხოვრობდა, რაცმთელი მოსახლეობის 8.1%-ს შეადგენდა.

Page 32: ეთნიკური რუკის ფორმირება

სომხების უმრავლესობას შეადგენენ სამცხე-ჯავახეთის ორ რაიონში

• : ახალქალაქისა (94%) და ნინოწმინდის რაიონებში (96%),

• ქვემო ქართლში წალკის რაიონში (55%).

• ასევე მათი დიდი განსახლებაა ახალციხის რაიონში (36%),

• ქ. თბილისში კი ქართველების შემდეგ ყველაზემრავალრიცხოვანია ეთნიკური ჯგუფია (8%).

• სომხები აზერბაიჯანელებისაგან განსხვავებით, საქართველოსუფრო მეტ რაიონში არიან განსახლებულნი, თუმცა მათირაოდენობა აღნიშნულრაიონებში პროცენტული შეფარდებითშედარებით მცირეა.

• მაგალითად, ასპინძის რაიონში (17%)

• , თეთრიწყაროს რაიონში (10%),

• ბორჯომის რაიონში (10%),

• მარნეულის რაიონში (8%).

Page 33: ეთნიკური რუკის ფორმირება

• 1989 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა სლავების, მათ შორის რუსებისა და უკრაინელების რაოდენობა.

• 1989 წელს საქართველოში 341.2 ათასი რუსი ცხოვრობდა.

• 1989 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში ცხოვრობდა 52,4 ათასი უკრაინელი, მათი რაოდენობა 2002 წლის აღწერისმიხედვით 7039-მდე შემცირდა.

• 1989 წელს საქართველოში 100 ათასი ბერძენი ცხოვრობდა, რაცმთელი მოსახლეობის 1.9%-ს შეადგენდა. ისინი უმრავლესობასშეადგენდნენ წალკის რაიონში – 27 ათასი (61.0%). 2002 წლისმოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით კი, 1989 წელთან შედარებით საგრძნობლად შემცირდა ბერძნებისრაოდენობა. ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 15 ათასამდე ბერძენია, რაც მთელი მოსახლეობის 0.3%-ს შეადგენს.

Page 34: ეთნიკური რუკის ფორმირება

• 1989 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვითსაქართველოში 6.2 ათასი ასურელი ცხოვრობდა (0.1%).

• 2002 წლის აღწერის მიხედვით კი, საქართველოში 3.299 ასურელიცხოვრობს, რაც მთელი მოსახლეობის 0.1%-ს შეადგენს.

• საქართველოში ასურელები ძირითადად ცხოვრობენ თბილისში(მათი კომპაქტურიდასახლებებია დედაქალაქის ორ რაიონში: ვაკესა და კუკიაზე), ქუთაისში, გარდაბანში, სოფ. ძველქანდაში, ბათუმში, სენაკში, ზუგდიდსა და ქუთაისში

Page 35: ეთნიკური რუკის ფორმირება

• 1989 წლის აღწერის მიხედვით, ქვეყანაში 33.3 ათასი (0.6) ქურთიცხოვრობდა. 2002 წლის მონაცემების მიხედვით კი, ქურთებისრაოდენობა შემცირებულია - 20.8 (0.4%).

• ამჟამად ქურთები ძირითადადთბილისში (ქალაქის რამდენიმეუბანში ისინი კომპაქტურად არიან დასახლებულნი: ისანი-სამგორი, გლდანი-ნაძალადევი, ლოტკინი), რუსთავსა დათელავში ცხოვრობენ.

• მცირე რაოდენობით დარჩნენ ქურთებიქუთაისში, მცხეთის, გარდაბნის, ოზურგეთის რაიონებსა დააჭარის ტერიტორიაზე.

Page 36: ეთნიკური რუკის ფორმირება

გმადლობთ

ყურადღებისათვის