ასტრიდ ლინდგრენი

20
აააააა ააააააააა ქქქქქქქ ქქქქქ ქქ ქქქქქქქქქქქ ქქქქქქქქქქქქ ქქქქქქ ქქქქქქქქ

Transcript of ასტრიდ ლინდგრენი

Page 1: ასტრიდ ლინდგრენი

ასტრიდ ლინდგრენი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

მარინე ჭეიშვილი

Page 2: ასტრიდ ლინდგრენი

ასტრიდ  ლინდგრენი

მან ჩვენი ბავშვობა გააფერადა...

Page 3: ასტრიდ ლინდგრენი

ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენი

(1907 –2002წწ.)

შვედი მწერალი, რომელსაც ეკუთვნის არაერთი საბავშვო წიგნი. მისი მოთხრობები თარგმნილია მსოფლიოს 85 ენაზე და გამოცემულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. მის კალამს ეკუთვნის წიგნები: „პეპი გრძელწინდა“, „სახურავის ბინადარი კარლსონი“,„ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი“ და ა.შ.

Page 4: ასტრიდ ლინდგრენი

ასტრიდს, გაჭირვების მიუხედავად, ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, რადგანაც მის ოჯახში სიყვარული სუფევდა. სკოლაში კარგად სწავლობდა, ლიტერატურა განსაკუთრებით იზიდავდა. მისი ერთ-ერთი მოთხრობა ადგილობრივ გაზეთშიც დაიბეჭდა. დრო გავიდა და ლინდგრენი სტოკჰოლმში დასახლდა. ბედნიერი ოჯახი შექმნა, თვითონ კი ჩეულებრივი შვედი დიასახლისი იყო და, ალბათ, ასეთადაც დარჩებოდა, რომ არა ქალიშვილი კატრინი, რომელიც სთხოვდა ხოლმე, მოეთხრო ამბები. ასე შეიქმნა შესანიშნავი მოთხრობები, რომლებიც ძალიან პოპულარული გახდა.

Page 5: ასტრიდ ლინდგრენი

1985 წელს ასტრიდ ლინდგრენი შვედეთის ყველაზე პოპულარულ მწერლად დაასახელეს.

Page 6: ასტრიდ ლინდგრენი

1996 წელს სტოკჰოლმის ერთ-ერთ პარკში ასტრიდ ლინდგრენს ძეგლი დაუდგეს. 89 წლის მწერალი თავად ესწრებოდა გახსნის ცერემონიალს – ის გახდა პირველი ქალი, რომელსაც ასეთი პატივი სიცოცხლეშივე ხვდა წილად.

Page 7: ასტრიდ ლინდგრენი

ასაკის მატებასთან ერთად ლინდგრენი სულ უფრო ნაკლებს წერდა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, ავადმყოფობის მიუხედავად, ის თავის მიერ დაარსებულ ინვალიდ ბავშვთა ფონდს ხელმძღვანელობდა, ასევე ცხოველთა დაცვის მოძრაობის აქტიური წევრი იყო. 2002 წელს 95 წლის ასაკში ასტრიდ ლინდგრენი გარდაიცვალა.

Page 8: ასტრიდ ლინდგრენი

2001 წელს სტოკჰოლმში დააარსეს ასტრიდ ლინდგრენის სახელობის მუზეუმი

Page 9: ასტრიდ ლინდგრენი

სტოკჰოლმის შემოგარენში “ასტრიდ ლინდგრენის პარკი” მოქმედებს, სადაც ბავშვები კარლსონთან ერთად სახურავზე დარბიან, პეპი გრძელწინდას ცხენზე სეირნობენ...

Page 10: ასტრიდ ლინდგრენი

"მიყვარს მარტოობა და წიგნები, ჩემი სამუშაო. მიყვარს თეატრი და კინო. ძალიან მიყვარს მოგზაურობა და არანაკლებ - მოგზაურობიდან შინ დაბრუნება ... კიდევ? კიდევ ადამიანები მიყვარს"... ასტრიდ ლინდგრენი

Page 11: ასტრიდ ლინდგრენი

“ჩემი წიგნებით ბავშვებისათვის ჭკუის სწავლებას არ ვცდილობ. მუშაობის დროს მე არც ლიტარატურაზე ვფიქრობ და არც პედაგოგიკაზე. ყველაზე მეტად ის მიტაცებდა, რომ თავს კვლავ ბავშვად ვგრძნობდი… მე მხოლოდ ისეთ წიგნებს ვწერდი, რომლებიც მომწონდა ,რომელთა წაკითხვაც, უპირველეს ყოვლისა, მსიამოვნებდა. ამის გარეშე არც კი მექნებოდა იმედი, რომ ჩემი წიგნები სხვასაც მოეწონებოდა”. ასტრიდ ლინდგრენი

Page 12: ასტრიდ ლინდგრენი

“მისი სამყარო იმდენად უყვარდება მკითხველს, რომ ძალაუნებურად სჯერა მისი არსებობა და, თუ ირგვლივ ვერ აღმოაჩენს მსგავსს, თავად ცდილობს, დაემსგავსოს მის გმირებს, რათა გარშემომყოფებისაგან იგივე სიკეთე მიიღოს”.

მკითხველის ჩანაწერი

Page 13: ასტრიდ ლინდგრენი

“თითოეული ნაწარმოების კითხვისას ცხადად გრძნობ, თუ როგორ უყვარდა ამ ადამიანს ბავშვები და ზოგადად - ადამიანები. მძიმე ცხოვრების მიუხედავად, იგი თვითონაც ბოლომდე ბავშვად დარჩა და შეინარჩუნა შინაგანი სისუფთავე . როგორც თავად თქვა, 80 წლისა იძულებული გახდა, თავი დაენებებინა ხეებზე ძრომისათვის “. მკითხველის ჩანაწერი

Page 14: ასტრიდ ლინდგრენი

“ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი”- წიგნი, რომელიც ასწავლის ოცნებას

Page 15: ასტრიდ ლინდგრენი

"ერთი პატარა ფანტაზია ვარ, პატარა ფანტაზია, რომელიც წევს და ისვენებს. მოკლედ რომ ვთქვათ, გამოგონილი კაცი ვარ"

Page 16: ასტრიდ ლინდგრენი

“პეპი, გრძელწინდა”

ყოველ საღამოს ასტრიდი თავის ქალიშვილს ზღაპრებს უყვებოდა. როცა ზღაპრების მარაგი შემოელია, გოგონამ

სთხოვა, პეპი გრძელწინდას შესახებ მოეყოლა. ასტრიდმა არც კი იცოდა, თუ

ვინ იყო პეპი, მაგრამ მდიდარი ფანტაზიის წყალობით გაუგონარი

თავგადასავლების მოყოლა დაიწყო. მცირე ხანში შეამჩნია, რომ კატრინის

მეგობრები ხშირად საუბრობდნენ პეპის ისტორიების შესახებ. ერთხელ,

დიდთოვლობის დროს, ასტრიდ ლინდგრენს ქუჩაში ფეხი დაუცდა .

ლოგინში უსაქმოდ მწოლიარემ შვილის დაბადების დღისთვის სიურპრიზის

მომზადება გადაწყვიტა და პეპი გრძელწინდას თავგადასავლები

ქაღალდზე გადაიტანა. როცა წიგნმა ჯილდო მიიღო, ასტრიდ ლინდგრენი

მიხვდა, რომ მწერლობა მისი მოწოდება იყო.

Page 17: ასტრიდ ლინდგრენი

პეპი

Page 18: ასტრიდ ლინდგრენი

პეპი

Page 19: ასტრიდ ლინდგრენი

ასტრიდ ლინდგრენის წიგნები

Page 20: ასტრიდ ლინდგრენი

ასტრიდ ლინდგრენის წიგნები