პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი

16
პპპპპპპპპპპ ბბბბბ ბბბბბბბბბ

Transcript of პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი

Page 1: პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი

პალეოგრაფია

ბაკურ გელაშვილი

Page 2: პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი

პალეოგრაფია

პალეოგრაფია არის ორი ბერძნული სიტყვისაგან: ,,პალაოს’’-ძველი და ,,გრაფეინ’’-წერა შედგენილი ტერმინი, რომელიც ძველი ნაწერის შემსწავლელ მეცნიერებას აღნიშნავს.

Page 3: პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი

თავდაპირველად:

პალეოგრაფია მოიცავდა ყველა სახის ნაწერს და მათან დაკავშირებულ პრობლემატიკას.

თანდათანობით მის ფარგლებში გამოიყო მრავალი მეცნიერება, რომელიც ისტორიის დამხმარე დისიპლინებია:

დიპლომატიკა-მეცნიერება საბუთების, დოკუმენტების შესახებ; ეპიგრაფიკა-წარწერათმცოდნეობა; კოდიკოლოგია-ხელნაწერთმცოდნეობა; პაპიროლოგია-პაპირუსთმცოდნეობა

Page 4: პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი

პალეოგრაფია ვიწრო გაგებით:

შეისწავლის ძველი ხელნაწერების დამწერლობას-ასოთა მოხაზულობას, საწერ მასალას, საწერ იარაღებს, დათარიღებას და სხვ.

Page 5: პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი

პალეოგრაფიის სპეციალისტმა:

კარგად უნდა ერკვეოდეს დამწერლობის განვითარების საფეხურებში, მაგალითად: ლურსმული დამწერლობის ამოკითხვის ცდა გიოტინგენის (გერმანიის) გიმნაზიის მასწავლებლის გეორგ ფრიდრიხ გროტეფენდის სახელს უკავშირდება. ხოლო საბოლოოდ ლურსმული გაშიფრულად ჩაითვალა 1857 წელს.

Page 6: პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი

ეგვიპტური დამწერლობის გაშიფრვა:

ჟან-ფრანსუა შამპოლიონის სახელს უკავშირდება. ნაპოლეონის ეგვიპტეში ლაშქრობის დროს ქ. ალექსანდრიასთან, როზეტის მახლობლად აღმოჩნდა სამენოვანი წარწერა, რომელიც ,,როზეტის ქვის’’ სახელითაა ცნობილი. ეს არის პტოლემაიოს V-ის (ძვ.წ. 204-181) პატივსაცემად შედგენილი ტექსტი, შესრულებული ეგვიპტური იეროგლიფებით, ეგვიპტური ნუსხურით და ბერძნულით.

Page 7: პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი

ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების შესწავლისას მნიშვნელოვანია რამდენიმე

დეტალი ვიცოდეთ:

ქართულ წარწერებში სიტყვები ერთმანეთისაგან არ გამოიყოფა. ეს გრძელდებოდა XI საუკუნემდე. მას შემდეგ მკვიდრდება სიტყვების დაცალკავება.

Page 8: პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი

იშხნის ტაძრის წარწერა: რომელიც შედეგნაირად იკითხება: ი(ესო)Â ქრისტე ადიდე ორთავე შინა ცხოვრებათა გიორგი მეფე და შვილნი მათნი

Page 9: პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი

ძეგლის დათარიღებისას უმნიშვნელოვანესია:

მისი პალეოგრაფიული შესწავლა. მაგალითად, ასომთავრულ დამწერლობას სხვადასხვა ეპოქაში სხვადსხვა მოყვანილობა ჰქონდა. ამდენად ასოთა მოყვანილობით V-VII საუკუნის წარწერა განსხვავდება X-XI საუკუნის ეპიგრაფიკული ძეგლისგან.

Page 10: პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი

მაგალითად: ბოლნისის სიონის წარწერა სადაც არ არის სიტყვების დაცალკავება

493-494 წწ.

Page 11: პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი

დაბის მონასტრის წარწერა სადაც არის სიტყვები დაცალკავებული: 1333წ.

ინდიქტიონსა მეფეთ–მეფისა გიორგისსა, ძისა დიმიტრისა მეცხრამეტისა. სიტყვასა ღმერთისა ხორცთ შესხმისა მიზეზო, აღვაშენე ტაძარი ესე ჟამსა მეფეთ–მეფისა გიორგისა მე, მათმან მოლარეთ–უხუცესმან ქ.კსა.კა’’

Page 12: პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი

მკვლევარები

ნიკო ბერძენიშვილი ტიმოთის მონასტრის ამ წარწერას XII-XIII საუკუნეთა მიჯნაზე შესრულებულად მიიჩნევს.

`qriste adide suli Salva erisTavT erisTavisa~ da misive azriT es monasteri Salva Torelis agebulia da misive gansasvenebeli adgilia.

Page 13: პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი

ეპიგრაფიკული დამწერლობის ტიპებია:

ლაპიდარული-(ლათ. ,,ლაპიდარიუს’’-ქვის მთლელი, ქვაზე მომჭრელი)-ქვაზე გაკეთებული წარწერა, რომელიც შეიძლება იყოს რელიეფური ან ჩაჭრილი. ლაპიდარული წარწერები კეთდებოდა ეკლესიებზე, ციხესიმაგრეებზე, საფლავის ქვებსა და სარკოფაგებზე, ცალკე ქვის ფილებზე.

მოზაიკური-ასეთი სახის წარწერები განსაკუთრებით პოპულალური იყო ძველ საბერძნეთში.

Page 14: პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი

ეპიგრაფიკული დამწერლობის ტიპებია:

ჭედური-ხატებზე და ზოგადად ლითონზე შესრულებული წარწერები;

ფრესკული-ძირითადად ტაძრებში შესრულებულ მხატრობაზე გაკეთებული

Page 15: პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი

საშინაო დავალებისთვის გადაიწერეთ თრეხვის 1066 წლის წარწერა:

,,მე ლეონტი მროველმან, დიდითა მოჭირვებითა აღვაშენე ქვაბი ხატისათვის ღმრთეებისა და დღესა ჭირისასა ნავთსაყუდელად რუისისა საყდრისა შვითათვის ჟამთა შინა ალფარსლან სულტნისაგან ოხრობისათა.. წარწერა აღმოჩნდა 1957 წელს, ქარელის რაინის- სოფ. თრეხვში.

წარწერის აღმოჩენამდე არავინ იცოდა ვინ იყო ლეონტი მროველი, მის შესახებ ივანე ჯავახიშვილი წერდა: ,,ვინ იყო ლეონტი მროველი და როდის ცხოვრობდა იგი, ამის შესახებ ჩვენ ცნობები არ მოგვეპოვება. საყურადღებოა რომ ათონის მონასტრის ერთ ხელნაწერში ნ. მარის სიტყვით, მოხსენიებული ყოფილა ,,ლეონტი მროველი მტავარ-ეპისკოპოსი’’, მაგრამ ამ უკანასკნელის სესახებაც მეტი ცნობები არ არის...’’

Page 16: პალეოგრაფია-ბაკურ გელაშვილი

ზემოთ მოყვანილი წარწერის და შეხედულებების მიხედვით შეავსე ცხრილი და გამართე დისკუსია

თრეხვის

წარწერა

რას მიიჩნევდნენ მეცნიერები წარწერის აღმოჩენამდე? რა ვარაუდები არსებობდა?

რა შეიცვალა წარწერის აღმოჩენის შემდეგ?გადაიქცა თუ არა ვარაუდები ფაქტებად?

განაზოგადეთ მაგალითები და გამოიტანეთ

დასკვნა ეპიგრაფიკის მნიშვნელობის შესახებ