,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული...

23
ტტტტტტ ტტტტტტტ ტტტტტტტტტ ტ.ტტტტტტტტ 43-ტ ტტტტტტტ ტტტტტ ტტტტტტტტ ტტტტტტტტ ტტტტ ტტტტტტტ

description

.......

Transcript of ,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული...

Page 1: ,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან

ტიციან ტაბიძის სახელობის ქ.თბილისის 43-ე

საჯაროს სკოლა

ისტორიის პედაგოგი ნინო აბულაძე

Page 2: ,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან

ტაძრებს ბევრი რამის ,,მოყოლა” შეუძლიათ... მთავარია , ვიცოდეთ , რა ნიშნით და როგორ გამოვარჩიოთ განსხვავებული რელიგიის ტაძრები...

ყველაზე გავრცელებული რელიგია მსოფლიოში 3 გვაქვს ქრისტიანობა, ისლამი, ბუდიზმი....

არის ,,მივიწყებული” , მაგრამ ერთ დროს ,,ძლევამოსილი” რელიგიებიც....

საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ბევრი ტიპის ტაძარი შეგვიძლია ვნახოთ....

Page 3: ,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან

მაზდეანური ხანის ტაძარი ძველ თბილისში......  ზოროასტრიზმის

ფუძემდებელი ზარათუშთრა, ალბათ, ვერც კი იფიქრებდა, რომ მისი ერთ-ერთი სამფლობელო დღეს გომის ქუჩაზე ჩამწკრივებულ სახლებს შორის იქნებოდა ჩადგმული ერთგვარი სახეცვლილი ფორმით ათეშქა არის ცეცხლთაყვანისმცემელთა ანუ მაზდეანების ტაძარი. მისი სახელი მომდინარეობს სპარსული „ათეშ-ქიადე“-დან. მოგეხსენებათ, ეს რელიგია ჯერ აქემენიდების, ხოლო შემდეგ სელევკიდებისა და სასანიდების პერიოდის ირანში იყო გავრცელებული.

Page 4: ,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან

დღეს ათეშქასგან მხოლოდ აგურის წყობის რამდენიმე ფრაგმენტიღა დარჩა, რომელიც საშუალებას მოგცემს გეგმა წავიკითხოთ და, თუ ძალიან დაგვაინტერესებს, იქვე დადგმული ხის დამხმარე მაკეტიც შეგვიძლია მოვიშველიოთ .....

Page 5: ,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან

«ნეკრესის მზის ტაძარი» რიტუალური და მემორიალური დანიშნულების უნიკალურიარქიტექტურული ანსამბლია. ასტრალური ღვთაების სადიდებლად ა

გებული ნეკრესი ქართული ცივილიზაციის უძველესი

კერაა, სადაც რელიგიური მრწამსის განვითარების რამდენიმე საფეხური დასტურდება. ქრონოლოგიურად ყველაზე ადრეულია ნეკრესის ნაქალაქარის დასავლეთ მხარეს აღმოჩენილი ციურ მნათობთა ტრიადისადმი მიძღვნილი სამლოცველო, რომელიც თარიღდება ძვ. წ. აღ. XIV-XII ს.ს.-ით. სამლოცველოს შესასვლელი კორიდორი, ისევე, როგორც საყოველთაოდ ცნობილ სტოუნხენჯში, ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეზეა ორიენტირებული. ირკვევა, რომ იგი მზის კულტის გავლენით აშენდა. აქ ჩვენ წინაშე ჩანს ის ტიპიური მოვლენა, როდესაც, როგორც ცნობილია, ზაფხულის მზებუდობისას მზე თითქოს ჩერდება და მისი დახრილობა 23.5 გრადუსით ხდება.

Page 6: ,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან

ნეკრესის წინაქრისტიანული ხანის საკულტო ძეგლებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია გრანდიოზული და დახვეწილი დაგეგმარების სატაძრო ნაგებობების ნაშთი, რომელიც მდებარეობს ნაზვრევი გორის ძირში, გაშლილ ველზე. მონუმენტური არქიტექტურული ანსამბლის ცენტრში მდებარეობდა კვადრატული ნაგებობა. სამწუხაროდ, დღეს იგი დანგრეულია და მხოლოდ მისი საძირკველიღაა შემორჩენილი. მისი ოთხივე კედლის ირგვლივ განთავსებული იყო დერეფნებით გამოყოფილი აფსიდიანი ოთხი ნაგებობა, რომლებიც ცენტრალური კვადრატისკენ მიმართული იყო აფსიდის რკალით. თვით აფსიდიანი სათავსოები განლაგებული იყო ჯვარედინად. მთლიანად ანსამბლი შედგებოდა შვიდი დამოუკიდებელი ნაგებობისგან. ისინი მოქცეული იყო კვადრატის ფორმის ზღუდს შორის, რომლის გარე ზომები იყო 50(50 მ. კვადრატული ზღუდის თითოეული კედლის ცენტრში 5 მ-ის სიგანის ღიობებია, რომლებიც უსწორდება იმავე სიგანის აფსიდიანი დარბაზების შესასვლელ კარს. დანარჩენი ნაგებობები და სათავსოები, რომელთაგან თითოეულს აქვს 1,5 მ სიგანის კარი, ერთმანეთთან დაკავშირებული იყო კორიდორული სისტემით.

Page 7: ,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან

საქართველოში ქრისტიანობა ვრცელდება I საუკუნიდან....თუმცა, სახელმწიფო

რელიგიად ქრისტიანობა ,,სრულიად ქართლში” 326 წლიდან გამოცხადდა....

ახალი რელიგიის შემოსვლა მოითხოვდა ახალი სამლოცველოების აღმშენებლობას....

Page 8: ,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან

დარბაზულიბაზილიკაგუმბათოვანიჯვარ-გუმბათობანი

Page 9: ,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან

დარბაზული ეკლესია, საეკლესიო ნაგებობის ერთ-ერთი სახეობა. XI საუკუნიდან გავრცელდა ევროპის ქვეყნებში. ჩვეულებრივ შედგება საკურთხევლისა და ერთი ნავისაგან, რომელიც გადახურულია ორკალთიანი სახურავით  აღორძინების ეპოქიდან მოყოლებული ევროპაში დარბაზულ ეკლესიებს თითქმის აღარ აშენებენ. საქართველოში დარბაზული ეკლესია ერთადერთი ტიპია, რომელიც არსებობდა მთელი შუა საუკუნეების მანძილზე. 

Page 10: ,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან

კაცხის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ორიგინალური ძეგლია. მსგავსი ფორმების არქიტექტურული ძეგლი სხვაგან არ გვხვდება. ნაგებობა შედგება საფეხურებად განლაგებული სამი წახნაგოვანი ნაწილისაგან: გარშემოსავლელის, ტაძრის კორპუსისა და გუმბათის ყელისაგან. ტაძრის კორპუსი და გუმბათის ყელი ექვს აფსიდიანია.

Page 11: ,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან

ბაზილიკის ტიპი, ანუ ხაზგასმით გამომჟღავნებული სიგრძივი ღერძის მქონე შენობა. რომელიც აგებულია გარკვეული ელემენტების რიტმული განმეორებით, ქართველი ხუროთმოძღვრებისათვის უცხო იყო; მაგრამ ამ ტიპს ნერგავდა ეკლესია, რადგან მას დასაწყისში ესაჭიროებიდა უკვე აღიარებული, სარწმუნოების მიერ ნაკურთხი ნიმუშები

Page 12: ,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან

საქართველოს ერთ-ერთი საინტერესო და თვითმყოფადი კუთხის - კახეთის უმნიშვნელოვანესი და უძველესი კულტურის ცენტრი იყო. კომპლექსი მდებარეობს ყვარლის რაიონში, სოფელ შილდის მახლობლად, კავკასიონის ქედის განშტოებაზე. მონასტრის იტორიული მნიშვნელობა რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება: ერთი მხრივ სწორედ აქ იქნა აგებული ერთ-ერთი პირველი ქრისტიანული სამლოცველო საქართველოს ტერიტორიაზე (IV საუკუნის III მეოთხედში); მეორე მხრივ კი, უკვე VI საუკუნის მეორე ნახევარში აქ დიდად მნიშვნელოვანი კულტურული კერა ჩნდება. ეს მოვლენა დაკავშირებულია იოანე ზედაზნელის თანამოღვაწის, აბიბოსის სახელთან, რომელიც ნეკრესის მღვდელმთავრად აკურთხეს

Page 13: ,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან

გუმბათოვანი ეკლესიის გეგმას საფუძვლად უდევს სწორკუთხედში ჩასახული ჯვარი. აღმოსავლეთით აფსიდია, რომლის ორივე მხარეს სამკვეთლოდა სადიაკვნეა. ორივეს შესასვლელი ტაძრის მკლავებიდან აქვს. კედლები ძირთადად ნატეხი ქვითაა ნაგები, ხოლო კარ-სარკმლები, კარნიზები,გუმბათის ყელი და კოსნტრუქციულად მნიშვნელოვანი ელემენტები — სუფთად გათლილი შირიმის კვადრებით. თაღები ისრისებრია. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრების მეშვეობით. გუმბათის ყელში გაჭრილი 12 სარკმელი შემკულია პროფილირებული საპირეებით. ძეგლი გადახურულია კარვისებრი სახურავით. 

Page 14: ,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან

კვეტერას (კვეტარის, კუეტერის) ციხე-ქალაქი კახეთის სამთავროს (შემდგომში სამეფოს) ერთ-ერთი ცენტრი იყო. მის დაწინაურებას დიდად შეუწყო ხელი ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. წყაროებში პირველად XI საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. კახთა მეფე კვირიკე III-მ (1010-1037 წწ.) კახეთ-ჰერეთის ტერიტორია შვიდ საერისთავოდ დაყო. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო კვეტერის საერისთავო. კვეტერის სიძლიერესა და მნიშვნელობაზე მიუთითებს შემდეგი ფაქტიც: ბაგრატ IV-მ (1027-1072 წწ), რომელმაც 1040-1043 წლებში მთელი კახეთ-ჰერეთი დაიმორჩილა კვეტერის აღება ვერ შეძლო. საქალაქო ცხოვრების კვალი კვეტერაში XIII საუკუნიდან ისპობა და გვიანდელი ხანის საისტორიო წყაროებში იგი აღარ იხსენიება.

Page 15: ,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან

ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია ტაძარი გარედან

მოკლემკლავებიანი , სწორკუთხა ჯვრის ფორმისაა

, შიგნიდან კი ხუთაფსიდიანია დასავლეთით სწორკუთხა

. მკლავი აქვს აფსიდის, შვერილებზე რომელთაც

, ნახევარსვეტის ფორმა აქვთ . აღმართულია გუმბათის ყელი ექვსწახნაგად ან გუმბათის

წრეზე გადასვლა ხდება . აფრების მეშვეობით

საკურთხევლის აფსიდის ბემისა და დასავლეთის მკლავის გამო

შინაგანი სივრცე შესამჩნევად . არის დაგრძელებული მთავარი

ღერძის გასწვრივ აღმოსავლეთიდან

დასავლეთისაკენ

Page 16: ,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან

სვეტიცხოველი XI საუკუნე

Page 17: ,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან

თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკური ეკლესია   თბილისის კათოლიკური ეკლესია — 

საქართველოში  კათოლიკური ეკლესიის  , ცენტრალური საკათედრო ტაძარი

 რომელიც თბილისის  . გ აბესაძის ქუჩის-4 . მე ნომერში მდებარეობს 1801

  , წლის რუსეთის  მიერ საქართველოს,  ასიმილაციის შემდეგ რუსეთის მეფე

ალექსანდრემ  თბილისის პრეფექტს ფრანჩესკო პადუელს კათოლიკური

 ეკლესიის აშენების ნება დართო და1804  წელს კაპუცინის ქუჩაზე ეკლესია

. 6,000 ააშენეს ამ ქუჩაზე ფართი და . მანეთი გამოუყეს კათოლიკეებს

მშენებლობაში ავსტრიის მონარქმაც 1286 შეიტანა წვლილი პიასტრის

. XIX სახით საუკუნეში ეკლესია უფრო.გაფართოვდა

1937  , წელს ეკლესია გაუქმდა ხოლო ხელახლა 1999   წლის 15 აგვისტოს,

 რომი პაპის IIიოანე პავლე - ის , საქართველოში ვიზიტის დროს

.ამოქმედდა  დღეს ტაძარში წირვა მხოლოდ

ქართულ ენაზე  აღევლინება რომაული.კონდაკით

Page 18: ,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან

ორბელიანთუბანში, ყვავილების ბაზრობის ადგილას ლუთერანული ეკლესიის არსებობის შესახებ ...... XIX ს-ის დასაწყისში

საქართველოში ჩამოსახლებულმა გერმანელებმა თავდაპირველად პატარა ხის სამლოცველო სახლი ააგეს, ხოლო შემდგომ 1828-1834 წლებში, მისიონერ იოჰან ბერნჰარდ ზალტეტის დროს, ხის სამლოცველო სახლის ადგილას ქვის პატარა ლუთერანული ეკლესია ააგეს. ეს იყო ლამაზი, ნეონორმანული სტილის სვეტებით შემკული, ყვითლად შეღებილი ქვის ეკლესია. სამწუხაროდ ფოტო არ არსებობს”.

Page 19: ,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან

შერიგების ლუთერანული ეკლესია

თბილისი შერიგების ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია (გერმ. Versöhnungskirche in Tiflis) — თბილისში მდებარე ერთადერთი მოქმედი ლუთერანული ეკლესია და საქართველოში ლუთერანული ეკლესიის ცენტრი. მშენებლობა მიმდინარეობდა 1995-1997 წწ. ეკლესიის აგებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს გერთ და ხრისტიანა ჰუმელებმა. არქიტექტორი — გივი მეტრეველი.

მსახურება მიმდინარეობს სამ ენაზე: გემრანულად, ქართულად და რუსულად.

Page 20: ,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან

სამხრეთ საქართველოში პირველი მეჩეთების მშენებლობა XVII საუკუნეში დაიწყეს, როდესაც თურქებმა მამულების წართმევის მუქარით აიძულეს ადგილობრივი ფეოდალები უკუეგდოთ მართლმადიდებლობა და ისლამზე გადასულიყვნენ. მთიანი აჭარის მაჰმადიანური სამლოცველოები გარეგნულად ძალზე წააგავს ლიტველი თათრების მეჩეთებს ძველი რეჩპოსპოლიტას საზღვრისპირა რაიონებში. მოცულობით ისინი ძალზე პატარებია, რომ არაფერი ვთქვათ ზოგიერთი მათგანის ნამდვილად მინიატურულ ზომებზე, თუმც მათგან ყველაზე პატარაც კი ნახევარმთვარით არის დაბოლოვებული. ამასთან, ამ მინარეთებს აქვთ სიმბოლური ან დეკორაციული მნიშვნელობა, ვინაიდან არც ერთი მათგანი არ უხმობს მორწმუნეებს სალოცავად

მეჩეთი -მუსლიმთა ტაძარი...

Page 21: ,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან

თბილისის მეჩეთი ძველი თბილისის

მრავალეთნიკურსა და სხვადასხვა აღმსარებლობის მოსახლეობას შორის მაჰმადიანებიც იყვნენ. ისინი თბილისში არაბთა მიერ მისი დაპყრობის შემდეგ, VIII ს-დან გაჩნდნენ. XVI-XVII საუკუნეებში მათ ქალაქში რამდენიმე მეჩეთი ჰქონდათ. იყო როგორც შიიტების, ისე სუნიტების მეჩეთები. მათ ჩვენამდე არ მოუღწევიათ.  თბილისის ამჟამინდელი ერთადერთი მოქმედი მეჩეთი ქალაქის უძველეს ნაწილში, აბანოთუბანში დგას. იგი XX საუკუნის დასაწყისში აშენდა ძველი XVIII ს-ის სუნიტების მეჩეთის ადგილას. აგურის ნაგებობა ნარიყალის ძირში, ფერდობზეა აღმართული და თავისი მაღალი მინარეთით გამოირჩევა მიმდებარე განაშენიანებაში.სტილისტურად შენობა ისლამური და ევროპული  არქიტექტურის ელემენტების ნაზავს წარმოადგენს. მეჩეთი დღეს ემსახურება როგორც სუნიტური, ისე შიიტური მიმდინარეობის მაჰმადიანებს.

Page 22: ,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან

სინაგოგა თბილისში ქართველ და ებრაელ ერს

ერთმანეთთან 26 საუკუნოვანი მჭიდრო კულტურული ურთიერთობა აკავშირებს. თბილისში ებრაელები ქალაქის დაარსებიდანვე სახლობდნენ. მათ სამოსახლო არეალს, ძირითადად, ქვემო კალა წარმოადგენდა. XII საუკუნეში, იუდეველთა და მათი რწმენისადმი პატივისცემის ნიშნად, მეფე დავით აღმაშენებლის ბრძანებით ამ უბანში ღორის დაკვლა აკრძალული იყო. ებრაელებს კლდისუბანში სინაგოგაც ჰქონიათ, რომელმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია.

დღესდღეობით, მოქმედი სინაგოგა 1910 წელსაა აგებული და ლ. ასათიანის ქუჩაზე მდებარეობს. იქვე ახლოს, ტყავის ჩიხში მეორე მოქმედი სინაგოგაა. თბილისში, ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე, მესამე სინაგოგაცაა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში აიგო.

Page 23: ,,ქვათა ღაღადი”..ინტეგრირებული ხელოვნებასთან

“თბილისი რომ არა, შესაძლოა, ვენაში ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო... თბილისი იდგა როგორც ევროპის ციხე-სიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები სისხლისგან დაცლილნი და დასუსტებულნი თუ აღწევდნენ ევროპამდე.”

ნაწყვეტი ავსტრიელი პოეტის და “ვეფხისტყაოსნის” მთარგმნელის ჰუგო ჰუბერტის “თბილისის აპოლოგიიდან

დღეს, საქართველოს დედაქალაქი განსაკუთრებული მიმზიდველობით და ტოლერანტული გარემოთი გამოირჩევა, ეს გახლავთ მეგობრული და თბილი ქალაქი, სადაც ერთმანეთის გვერდით მდებარეობს, მართლმადიდებელთა და გრიგორიანელთა ტაძრები, სინაგოგა და უნიკალური მეჩეთი მსოფლიოში, სადაც შიიტები და სუნიტები ერთად ლოცულობენ. თბილისი ესაა მულტიკულტურილი, სტუმართმოყვარე და ახალგაზრდული ქალაქი, ქალაქი რომელსაც უყვარხარ!