მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის...

69

Click here to load reader

Transcript of მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის...

Page 1: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

multimedia afxazeTis konfliqtis Sesaxeb

Page 2: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

teleauditoriisa da internetSi CarTulTa ricxviszrdis Sedegad sainformacio saSualebebma lomiswili lamis TiToeuli adamianis yoveldRiurcxovrebSi daidos. es ki imaze miuTiTebs, rom dResxalxi ufro metadaa mijaWvuli mediaze, vidre esaqamde iyo. dResdReobiT yvelaze popularuliinternet media da zogadad internetia. magaliTad: eg ki ara TandaTan sayidlebze gasvlas vzarmacobT da saWiro saqonels internetiT vukveTavT. inernetis mzardi politikuri mniSvnelobac gasaTvaliswinebulia

Page 3: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

interneti multimediaa – is yvela im Tvisebas flobs, rac manamde arsebul mediasaSualebebs axasiaTebda.

interneti Serwymuli mediaa – mas masalebis tiraJirebac SeuZlia, pirdapiri translirebac da daarqivebac.

interneti SeuzRudavi mediaa, rogorc droSi aseve sivrceSi.

interneti translaciuri mediaa – radgan momxmarebelTan kavSirisTvis is iyenebs signals.

interneti hiperteqsturi mediaa – masSi SesaZlebelia yvela da yvelaferi yvelafers da yvelas davakavSiroT.

rogori mediaa interneti?

Page 4: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

yvela mediasaSualeba ganviTarebis ramdenime etaps gadis. mecnierebi am etapebs ZiriTadad sam jgufad yofen: teqnologiuri ganviTarebis etapi, eiforiuli da pragmatuli etapebi.

internetmac igive gza gaiara. es iyo periodi Aarpa – netis Seqmnidan 90 – ian wlebamde. media saqmesTan mimarTebiT es ramdenime mniSvnelovan faqtors gulisxmobs:

Page 5: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

media gaxda xalxuri – auditoria CaerTo kontentis SeqmnaSi – interneti ki iqca kontentis Sesaqmnel instrumentad.

media gaxda gaziarebiTi da dialoguri: dialogi gaZlierda, monologi mokvda.

wertili iqca mZimed: internetSi nawarmoebi arasdros mTavrdeba, saintereso konteqnti aq yovelTvis cocxlobs da axldeba an avtoris, an auditoriis mier.

media gaxda multimediuri da mravalferovani yovelgvari danaxarjebis gareSe Seqmnas respeqtabeluri

media arxi da gauwios konkurencia msxvil mediakompanias.

media garTulda – imitom, rom gamartivda.

Page 6: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

sociluri media mas Semdeg, rac internetma tradiciuli

mediasaSualebebis funqciebi SeiTvisa, adamianebi mixvdnen, rom msoflio ablabuda maT aramarto informaciis mimReb, aramed gadamcemad yofnis saSualebasac aZlevda.am safuZvelma Seqmna socialuri qselebi. maTma nawilma adreul etapze daasrula arseboba, nawili dRemde arsebobs, Tumca erT etapzea gayinuli, nawili ki gamudmebiT ganicdis modernizacias. qvemoT im socialuri qselze gavamaxvilebT yuradRebas, romelic met – naklebad cnobilia CvenTvis da mediis kuTxiTac mniSvnelovani adgili ukavia.

(Myspace, Facebooki, Yotube, wikipedia)

Page 7: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

Youtube – msoflioSi udidesi videoportali, Suecvlelia socialur mediaSi momuSave blogerebisa da vlogerebisaTvis. saitze

SesaZlebelia atvirTo kino, satelevizio Tu musikaluri klipebi Tu mokle, originaluri

videoebi. “iuTubze” masalas, ZiriTadad kerZo pirebi tvirTaven, Tumca gamonakliss arc

mediakorporaciebi warmoadgens. maT Soris iseTi gigianturi mediakompaniebi, rogorebicaa

CBC, BBC, CNN da sxva.

Page 8: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

Wikipedia –Tavisufali, mravalenovani da Ria enciklopedia 2001 wels Seiqmna.saitis

mTavari GRirseba aris is, rom mis ganviTarebaSi wvlils Setana nebismier

msurvels SeuZlia.

Page 9: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

Facebook - Znelia, warmoidginoT Tanamedrove msoflioSi adamiani, romelic feisbuqis Sesaxeb, rogorc minimum, informacias ar flobs. Yyvelaferi ki 2004 wlis

TebervlaSi, harvardis universitetis erT – erT patara oTaxSi daiwyo, sadac informatikis fakultetis rigiTma studentma , mark cukembergma, oTaxis megobrebTan erTad, sruliad

Cveulebrivi megobrebis gasacnobi socialuri qseli gaakeTa.

dResdReobiT, Facebook - Si naxevar miliardze meti adamiania daregistrirebuli. rac ufro meti adamiani gyavs, miT ufro farTod vrceldeba Cvens mier gacemuli informacia

da miT metia cnobadoba.

Facebook-i aris qseli, romelSic, msoflioSi wuTSi 10 adamiani registrirdeba.

Page 10: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

socialur qselebSi adamianTa moRvaweobis motivebs Tu davakvirdebiT, ramdenime jgufi SeiZleba gamovyoT :

saqmiani motivisaganmanaTleblo motiviurTierTobis motivikorporaciuli motivigasarTobi motivi

Page 11: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

politikuri mniSvneloba

media politikurad mas Semdeg gaxda mniSvnelovani, rac XIX saukunis bolos, wera – kiTxvis mcodneTa da Sesabamisad, Jurnal – gazeTebis raodenobam sagrZnoblad imata. axla aRaravin kamaTobs imaze, rom TandaTanobiT, socialuri da teqnologiuri cvlilebebis kvalad, masemdia gavleniani politikuri Zala gaxda da zogjer politikuri procesebis warmarTvelic.

Page 12: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

internet media gansakuTrebiT dadebiT rols TamaSobs – rogorc sazogadoebis swrafi “informatori”. is demokratiis xarisxsac uzrunvelyofs da xelisuflebis makontrolebelicaa. misi, rogorc demokratiis darajis funqcia kargad gamoCnda 1974 wels, roca “uaSington postma”uotergeitis skandali gamoiZia da prezidenti niqsoni aiZula, Tanamdebobidan gadamdgariyo. ufro metic, bevri amtkicebs, rom internetis wyalobiT, politikuri, ekonomikuri Tu kulturuli konkurencia kidev ufro gaizarda. dRes yvelas SeuZlia sakuTari informacia sakmaod iafad da Sedegianad gaavrcelos, romelsac wamebSi mTeli msoflio gaicnobs. informaciuli sazogadoeba esaa sazogadoeba, sadac informaciis Seqmna, ganawileba da marTva umTavresi ekonomikuri da kulturuli saqmianobaa, rasac kerZod, kompiuterizebuli procesebisa da internetis sul ufro farTo gamoyeneba uwyobs xels.

Page 13: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

media politikur kulturasac amCnevs Tavis kvals da qveynis marTvis meTodebze amiTac axdens gavlenas. zogjer mediis cinikuri ganwyobis danergvasac abraleben, rac xalxis mzard undoblobas iwvevs rogorc zogadad politikis, Tu calkeuli politikosebis mimarT. wonasworobis dacva samarTlian kritikasa da lanZRvas Soris realurad sakmaod Zneli saqmea.bolo – bolo, media mainc komerciaa da es Tavis daRs aCens axali ambebisa Tu movlenebis gaSuqebas. komentarebisa da interpretaciis koriantelSi xalxs sul ufro uWirs “qato fqvilisagan ganasxvavos.”

Page 14: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

mediis mzardi politikuri gavlenis Sedegia msoflio globalizaciis procesebis gaaqtiurebac, yvelaferi radiom da televiziam wamoiwyves da sul ufro garTulda ama Tu im qveynis mosaxleobisaTvis sxva qveynebis samauwyeblo kompaniebis mier gavrcelebuli cxel-cxeli ambebisa Tu maTi analizis damalva. swored aman ganapiroba aRmosavleT evropis komunisturi reJimebis ryeva da 1989 – 1991 wlebSi movlenebi. procesi ufro gaaRrmava.

mas –media sxvadasxva formiT monawileobs qveynis marTvaSi: man saxe ucvala politikuri liderobis models da amave dros, xelisuflebis gadanawilebazec axdens gavlenas. ase unda aRvniSnoT, rom xelisufleba medias xSirad propagandistuli miznebiTac iyenebs, rac masze uSualo kontroliT xorciledeba da “oficialuri” Tvalsazirisis tiraJirebaSi vlindeba.

 

Page 15: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

55%

15%

30%

rogoria dRevandel saqarTveloSi internet mediis prestiJi?

maRaliar var momxmarebeliJurnalistebs etyobaT, rom profe-sionalebi ar arian

Page 16: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

multimedia afxazeTis konfliqtis Sesaxeb lenta.ru pik.tv

ambebi.ge vefima.ru

BBC.com ipn.ge

news.zn.va expertclub.ge

abkhazeti.inpo yuga.ru

aps nypress info cuxymi.livejeorial.com

Page 17: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

lenta.ru - რუსეთის და ვაშინგტონის აღიარება აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნებს

pik.tv - ვაშინგტონი არ აღიარებს აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნებს ( ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ მარკ ტონერმა.მან მოუწონდა რუსეთს , რომ 2008 წლის შეთანხმების მიხედვით იმოქმედონ.მიმართა, რომ ჯარი გამოიყვანონ კონფლიქტის ზონიდან და საშუალება მოგვცენ ვუზრუნველყოთ, ჰუმანიტარული დახმარებით.

Page 18: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

ambebi.ge - გალის რაიონში დაძაბული ვითარებაა

ipn.ge - გალის რაიონში აფხაზი მილიციელებისათვის ცეცხლის გახსნა ზუგდიდის რაიონის მცხოვრებს ბრალდება

aps nypress.info – გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მოკლეს, საზღვრის დაცვის მცველი,Foficeri, რუსეთის წარმომადგენელი, ვასილ კვიტკოვი

abkhazeti.inpo - გეგმიური შემოწმების დროს დაიღუპა საზრვრის დამცველი პოლკოვნიკი, ვასილ კვიტკო.დაიჭრა მცველი ვასილ დონავი.

აფხაზეთის პრესა, ამტკიცებს, რომ კრიმინალების მიერ მოკლულია, უკვე რვა ადამიანი, 3 თვის განმავლობაში.

Page 19: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

ambebi.ge - აფხაზეთში დაკავებული მღვდელმონაზონი იონა თავისუფალია

მამა იონა დაკავებულია აფხაზეთის დე - ფაქტო ხელისუფლების, სპეცსამსახურების მიერ.

news.zn.va - აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ მამა იონა უცნობმა, კრიმინალურმა დაჯგუფებებმა დააკავეს.

abkhazeti.inpo - საქართველოში გავრცელებული ინფორმაციით, ეს სპეცოპერაცია ქართველებმა დაგეგმეს.თითქოს მათ გაათავისუფლეს მამა იონა. ქართველები ამტკიცებენ, რომ ეს მათ მიერ ჩატარებული, დე-ფაქტო ტერიტორიაზე ჩატარებული მეორე სპეცოპერაციაა.პირველი სპეცოპერაციის დროს გაათავისუფლეს მერაბ ყოლბაია. აფხაზეთში უარყოფენ, ამ სიცრუეს.

Page 20: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

expertclub.ge - რუსეთის პრეზიდენტის ნაცვალი აფხაზეთში : - დიმიტრი მედვედევის ნაცვალი ალექსანდრე ტკაჩოვი

Page 21: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

abkhazeti.inpo – 19 მარტს, საქართველოს პარლამენტმა გამოთქვა პროტესტი, ტკაჩოვის დანიშვნის შესახებ - ის გახდა მედვედევის პირდაპირ წარმომადგენელი აფხაზეთში.აცხადებენ პარლამენტში.

Page 22: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

cuxymi.livejeorial.com - უღირს თუ არა საქართველოს აფხაზეთის აღიარება

მამუკა არეშიძე, თვლის,რომ ჩვენ შეგვიძლია ვაღიაროთ, აფხაზეთი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო თუ ისინი გამოიყვანენ ჯარს და დააბრუნებენ დევნილებს.

საქართველო ამ განცხადების გამო, მას

მოღალატედ მიიჩნევს.

Page 23: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

expertclub.ge - მოსკოვი არ დაუშვებს სირიელი აფხაზების და ჩერქეზების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას.

ამის შესახებ რუსულ და აფხაზურ

საინფორმაციო საშუალებებში ინფორმაცია არ ვრცელდება.

Page 24: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

ვლადიმერ პუტინი: "აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის მომავალშიც ბევრი რამ გაკეთდება"

19:17 11.05.2012

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, "აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის მომავალშიც ბევრი რამ გაკეთდება".

  ამის შესახებ პუტინმა სოჭში, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბთან შეხვედრისას განაცხადა. ალექსანდრე ანქვაბმა პუტინს გაპრეზიდენტება მიულოცა და დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

 

Page 25: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

ვლადიმერ პუტინმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ "გასული წლების განმავლობაში აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და უფრო მეტის გაკეთება ღირს".

  მისივე თქმით, რუსეთი მზადაა, აფხაზეთს

სოციალურ სფეროში, ეკონომიკურ განვითარებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმაროს. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის სოჭის

რეზიდენციაში გამგზავრებამდე პუტინი და ანქვაბი ერთმანეთს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, მდინარე ფსოუს მიმდებარედ შეხვდნენ.

 

Page 26: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრე ანქვაბი ერთმანეთს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე შეხვდნენ16:22 11.05.2012

 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი ერთმანეთს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, მდინარე ფსოუს მიმდებარედ შეხვდნენ.

  აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის

წარმომადგენლის კრისტიან ბჟანიას ინფორმაციით, მათ "სასაზღვრო-გამშვები" პუნქტი დაათვალიერეს და მზგავრების, ტრანსპორტისა და ტვირთების საბაჟო შემოწმების საკითხები განიხილეს.

Page 27: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

ამასთან, ანქვაბისა და პუტინის თანდასწრებით "პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის შესახებ აფხაზეთისა და რუსეთის მთავრობებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" დოკუმენტს მოეწერა ხელი. 

  ღონისძიების შემდეგ პუტინი და ანქვაბი

რუსეთის პრეზიდენტის სოჭის რეზიდენციაში გაემგზავრნენ, სადაც კონსულტაციები გაგრძელდება.

Page 28: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

ალექსანდრე ანქვაბი: "აფხაზეთი აღიარებას არავის სთხოვს, მაგრამ მსოფლიოსთან თბილისის გავლით ურთიერთობა არ სურს"20:22 25.04.2012

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ალექსანდრე ანქვაბის განცხადებით, "აფხაზეთი აღიარებას არავის სთხოვს, მაგრამ მსოფლიოსთან თბილისის გავლით ურთიერთობა არ სურს". 

ამის შესახებ ანქვაბმა გერმანიის ელჩთან საქართველოში ორთვინ ჰენიგთან შეხვედრისას განაცხადა.

  "აპსნიპრესის" ცნობით, ჰენიგმა რიწის ტბაზე სტუმრობისას

განაცხადა, რომ "აფხაზეთი სამოთხეა და სამწუხაროა, რომ მსოფლიომ მის შესახებ ცოტა რამ იცის".

  "მე მივხვდი, რომ თქვენ გინდათ, მსოფლიომ გაიგოს აფხაზეთის შესახებ, მაგრამ არა საქართველოს გავლით. თქვენი პოზიცია ნათელია", - აღნიშნა ჰენიგმა.

Page 29: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

გერმანელი დიპლომატი ოკუპირებული რეგიონის ოფიციალურ თბილისთან ურთიერთობით დაინტერესდა.

  ალექსანდრე ანქვაბმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ 2005 წლიდან აფხაზეთში ჩასულ, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან ურთიერთობა არწმუნებს, რომ აფხაზეთთან მიმართებაში პოზიცია არ შეცვლილა.

  "ჩვენ საუბრის სხვა ფორმატი უნდა ავირჩიოთ. აფხაზ ხალხს მკვეთრად

გამოხატული პოზიცია აქვს, რომელსაც ხელისუფლება მისდევს. ეს არის დამოუკიდებელი, დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა. პოლიტიკური ვაჭრობა უადგილოა და სხვადასხვა პროგრამებზე დროის ხარჯვაც არ ღირს. აფხაზეთი იზოლაციაში არ იმყოფება, მათ შორის რუსეთის დახმარების მეშვეობით", - განაცხადა ანქვაბმა.

  მისივე თქმით, "აფხაზეთისა და საქართველოს ურთიერთობა მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ იქნება შესაძლებელი".

  ამასთან, ანქვაბმა კიდევ ერთხელ არ გამორიცხა, რომ "ცოტა ხანში,

აფხაზეთმა შესაძლოა, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობაზე უარი თქვას".

 

Page 30: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

ვიაჩესლავ ჩირიკბა: "აშშ რიგი ქვეყნების მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ხელს უშლის“13:08 18.04.2012

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას განცხადებით, "აშშ რიგი ქვეყნების მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას ხელს უშლის".ჩირიკბას მტკიცებით, "რამდენიმე ქვეყანამ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უარი სწორედ აშშ ზეწოლის გამო თქვა".

Page 31: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

"მიმდინარეობს შანტაჟი, მუქარები უმაღლეს - აშშ-ის სახელწმიფო მდივნის დონეზე ხორციელდება, რომელიც ურეკავს იმ სახელმწიფოს მეთაურებს, რომლებიც აფხაზეთის აღიარებას აპირებენ ან უკვე აღიარეს", - განაცხადა ჩირიკბამ.ამასთან, დე ფაქტო მინისტრის მტკიცებით, "იგი ფლობს ფარული მუქარის შემცველ წერილებს ფინანსური დახმარების შეწყვეტისა და აღიარების გაწვევის მოთხოვნის შესახებ იმ ქვეყნების მიმართ, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს".

"ქლინტონის მოადგილე გორდონი ასევე ფაქტიურად ტრაბახობდა იმით, რომ მან დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს ამ ეტაპზე აფხაზეთის აღიარება გადააფიქრებინა. გარდა ამისა, 2008 წელს ევროკავშირი აქტიურად გამოდიოდა აფხაზეთის აღიარების წინააღმდეგ. მუქარები იყო ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და სხვა ქვეყნების მიმართ", - განაცხადა ჩირიკბამ.

Page 32: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

ოკუპირებული აფხაზეთი მონაკოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას იმედოვნებს14:31 12.04.2012

ოკუპირებული აფხაზეთი მონაკოსთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას იმედოვნებს.ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომელიც 30 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით იტალიაში იმყოფებოდა.

"აპსნიპრესის" ინფორმაციით, დელეგაციამ რომი, ურბინო და პეზარო დაათვალიერა. 

ჩირიკბას განცხადებით, "საქართველოს ელჩმა იტალიაში მის ჩასვლამდე თითქმის ყველა დაწესებულებაში მისვლა მოასწრო, რის გამოც აფხაზეთის წარმომადგენელთან შეხვედრების ნაწილი ჩაიშალა". დე ფაქტო მინისტრი იტალიაში კომუნისტური და სოციალისტური პარტიის წარმომადგენლებს შეხვდა. ამასთან, მან აფხაზეთსა და მონაკოს შორის კონტაქტების დამყარებასთან დაკავშირებით სან-მარინოში კონსულტაციები მონაკოს საპატიო კონსულთან გამართა, რომელმაც, "აპსნიპრესის" ცნობით,

განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე კულტურული ურთიერთობების დამყარებამ პერპექტივაში დიპლომატიურ და პოლიტიკურ კავშირებს შეუძლია, შეუწყოს ხელი. 

Page 33: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სპიკერად ვალერი ბგანბა აირჩიეს12:05 04.04.2012

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის

სპიკერად ვალერი ბგანბა აირჩიეს.მე-5 მოწვევის დე ფაქტო პარლამენტის სხდომის დღის წესრიგში, რომელსაც უხუცესი "დეპუტატი" არტურ მიქვაბია ხელმძღვანელობდა, დე ფაქტო სპიკერისა და დე ფაქტო ვიცე-სპიკერების არჩევის საკითხი იდგა.ე.წ. სპიკერის თანამდებობაზე რაულ ხაჯიმბა და ვალერი ბგანბას კანდიდატურები განიხილებოდა. ფარული კენჭისყრის შედეგად ბგანბას 21 "დეპუტატმა", ხაჯიმბას კი 11 დაუჭირა მხარი.დე ფაქტო ვიცე-სპიკერებად ადგურ ხარაზია, ოთარ ცვიჟბა, ემმა გამისონია და ვაგარშაკ კოსიანი აირჩიეს.

Page 34: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

რთული ვითარებაა, ზუსტი ინფორმაციის მოპოვება თითქმის შეუძლებელია. სხვადასხვა სათაურები, განსხვავებული შინაარსი და მხოლოდ კონფლიქტის გაღვივების სურვილი... ქართული პრესა ირწმუნება, რომ აფხაზეთში დაძაბული ვითარებაა, ქართველებს დევნიან. აფხაზურ ბეჭდვით მედიაში აფხაზეთის დაპყრობის შესახებ და ქართველების ანტიაფხაზური კამპანიის წინააღმდეგ არსებულ ცნობებს ავრცელებენ. განხილული ნიუსების მიხედვით სრულიად გაუგებარია, რომელია ფაქტის და რომელია მოსაზრების ჟურნალისტიკა.

Page 35: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

,,არ არსებობს გზა მშვიდობისკენ, მშვიდობა თვითონაა გზა“მიმართვა ქართველი ხალხისადმი

დღეს ქართველი ხალხი მოკლებულია შესაძლებლობას პირდაპირ დაელაპარაკოს აფხაზ ხალხს და პირიქით.

მრავალი წელია, გარკვეულ ძალებს ქართული საზოგადოება შეგნებულად ჰყავთ შეცდომაში შეყვანილი და მიზანმიმართულად არიდებენ თავს პირდაპირ დიალოგს. ხელოვნურადაა ჩაშლილი მოლაპარაკებების პროცესი. ხალხს კი უნერგავენ აზრს, რომ მშვიდობიანი მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა კი ომია. და ეს მაშინ, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებები პრაქტიკულად არც დაწყებულა.

სამწუხაროდ, პოლიტიკოსები მათთვის მინდობილ საქმეს ცუდად ან

საერთოდ ვერ აკეთებენ. სწორედ მათი ცუდი მუშაობის შედეგია სიტუაციის უკიდურესი დაძაბვა და საზოგადოება, ისევე როგორც წლების წინ, ამ შეცდომებზე საკუთარი სიცოცხლის და სისხლის ფასად აგებს პასუხს. ბუნებრივია, იბადება კითხვა: რატომ უნდა გახდეს ჩვენი ხალხი პოლიტიკოსთა პოლიტიკური, ხშირად ბინძური თამაშების მსხვერპლი?

Page 36: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

ქართველი და აფხაზი ხალხების დაკვეთა არის მხოლოდ მშვიდობა და დიალოგი. რატომ არ შეუძლიათ ეს გაითავისონ იმ ძალებმა, ვინც საკუთარ თავს მათი ნების გამომხატველად მიიჩნევს?

პოლიტიკოსებმა, არიან რა ვალდებულნი ხალხის

დაკვეთა შეასრულონ, უნდა გააკეთონ ყველაფერი, რათა ხალხს შესთავაზონ გამოსავალი, გამოსავალი, რომელიც ჩიხიდან გამოგვიყვანს ყველას და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას ახალ ფაზაში გადაიყვანს

დროა კიდევ ერთხელ დავუსვათ ჩვენ საკუთარ თავს კითხვა, რა გვინდა ჩვენ აფხაზეთში, ომი თუ მშვიდობა? თუ ომი  - გასაგებია, ვინ ვიქნებით ომის შემდეგ. და თუ მშვიდობა, მაშინ იქნებ გვეფიქრა ერთმანეთზე, გვეფიქრა მომავალზე.

Page 37: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

,არ არსებობს გზა მშვიდობისკენ. მშვიდობა თვითონაა გზა“.

ხომ არ აჯობებდა, ერთმანეთისთვის მართლა მოგვებოდიშებინა და მიგვეტევებინა

წარსული შეცოდებანი და შეცდომები? ხომ არ სჯობს, ყურადღებით მოვეკიდოთ ერთმანეთის ტკივილებს, გავუგოთ ერთმანეთს და ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რომ ჩვენ, ქართველები არ დავუშვებთ ომს აფხაზებთან. ასევე, ჩვენ, აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობა ვიტყვით, რომ როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს არასდროს მოვთხოვთ ჩვენს ხელისუფლებას გამოიყენოს სამხედრო ძალა,  რათა ჩვენ დაგვაბრუნონ აფხაზეთში.

ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს დამარცხება, ღალატი და ჩვენ თუ გვინდა სიკეთე აფხაზი 

ხალხისთვის, არასდროს ვუსურვებთ მათ მარცხს. ჩვენ ქართველი და აფხაზი ერი აუცილებლად გავიმარჯვებთ და რომელიმე ჩვენთაგანის გამარჯვება არავითარ შემთხვევაში არ უნდა ნიშნავდეს რომელიმე ჩვენთაგანის დამარცხებას.

რატომაა ასე ძნელი ორი ხალხის დაახლოება და საერთო ინტერესების, საერთო

გზების გამონახვა? ომი ჯერ გონებაში და ცნობიერებაში იწყება და მერე რეალურად. წლების წინ ჩვენს

შორის დაწყებული ომი, სამწუხაროდ, გრძელდება დღესაც. ომი ოდესმე უნდა დამთავრდეს და ეს თავდაპირველად უნდა დამთავრდეს ჩვენს ცნობიერებაში. ომი უკვე დამარცხებაა.

ჩვენ ვიცით მშვიდობის ფასი და ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობას. ჩვენთვის მიუღებელია ომი, მოწოდება ომისკენ, ომის პროპაგანდა, იარაღის ჟღარუნი და სამხედრო რიტორიკა, რადგან ეს ომი შეიძლება მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანდეს სამართლიანი და კეთილშობილური.

Page 38: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

ქართველი და აფხაზი ხალხის შეკვეთა მხოლოდ მშვიდობა და

დიალოგია.მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პოლიტიკოსებს, სამხედროებს, მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, ეკლესიას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, გამოიყენონ ყველა რესურსი საომარი მოქმედებების, გამალებული მილიტარიზმის და ომის პროპაგანდის შესაჩერებლად.

ქართველებს და აფხაზებს სხვაგან წასასვლელი მაინც არსად აქვთ. ჩვენი შვილები ასი წლის მერეც იცხოვრებენ აქ და შეინარჩუნებენ ენას, კულტურას, ღირსებას და ისტორიულ მეხსიერებას.

ჩვენს ხალხებს აქვთ მომავალი!

ადამიანის უფლებათა ცენტრი ომის მოწინააღმდეგეთა საერთაშორისო მოძრაობა 2011

 

Page 39: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

მიმართვა აფხაზ ხალხს

ჩვენ დღეს ერთმანეთის გარეშე ვცხოვრობთ.  ჩვენი წარსული ის ტრაგიკული ომია, რომელმაც ორი ხალხის დაშორება გამოიწვია. დრო გადის,

ტკივილი რჩება, ჭრილობები კვლავ ღიაა. კითხვები ისევ უპასუხო. მომავალი კი ბუნდოვანი. ეს მომავალი არ შეიცვლება, თუ არ დავფიქრდებით იმაზე, თუ რა მოხდა და არ მოვძებნით გზებს ერთმანეთისაკენ.

ჩვენთვის, ქართული საზოგადოების ერთი ნაწილისათვის, ნათელია, რომ შეცდომების აღიარების

გარეშე პრობლემები არ გვარდება. ეს მიმართვა ჩვენი გულის გამოძახილია. 

ბოდიში, რომ ვერ შევაჩერეთ ომი. 

ბოდიში, რომ ვერ შევძელით აგვეცილებინა თავიდან ის, რაც მოხდა. ბოდიში ყველა იმ სიტყვისათვის, ყველა იმ ტყვიისათვის, რომელმაც ომი გამოიწვია. 

ჩვენ გვესმის, რომ ომს აქვს მიზეზი, ორივე დაპირისპირებულ მხარეს ჰყავდა პროვოკატორები და წამქეზებლები – ვინც მათ იარაღით ამარაგებდა, რომ ძმებს ერთმანეთი დაეხოცათ. 

ვიღაცას მეტი ბრალი მიუძღვის, ვიღაცას ნაკლები, მაგრამ ომში მაინც ყველა დამნაშავეა. 

ომი უკვე დამარცხებაა. ნუ დავყოფთ ერთმანეთს ,,ჩვენებად“ და ,,იმათიანებად“, ,,მტრად“ და ,,მოყვარედ“. ჩვენ მტრები არა

ვართ. ჩვენ საომარი არაფერი გვაქვს.  ჩვენ გვინდა, აფხაზს ხალხს მოვუხადოთ ბოდიში იმისათვის, რომ ვერ შევძელით შეგვენარჩუნებინა მშვიდობა და იარაღის ენაზე დავიწყეთ საუბარი. 

ჩვენ გვინდა ხელი გამოგიწოდოთ. 

Page 40: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

ჩვენ გვჯერა, რომ წარსულის ბოროტების შეგნება კი არ უნდა ჰყოფდეს, არამედ აერთიანებდეს ხალხებს. 

ვაპატიოთ ეს ომი ერთმანეთს, რათა ის არ განმეორდეს. 

გჯეროდეთ, ჩვენთვის ძვირფასია  აფხაზი ხალხი, აფხაზური ენა, აფხაზური კულტურა.  ჩვენთვის ძვირფასია ის წარსული, როდესაც ერთად ვიყავით. 

ვიცით, რომ აფხაზი და ქართველი ხალხის მეგობრობას ბევრი მტერი ჰყავს და, სამწუხაროდ, ორივე მხრიდან. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვიპოვნოთ გზა ერთმანეთის გულებისაკენ.

ბოდიში, რომ ამდენი ხანი ვერ მოგაწვდინეთ ჩვენი ხმა და ასე საჯაროდ არ გვითქვამს ეს სიტყვები. 

ბოდიში, რომ ვერ შევძელით წინააღმდეგობა გაგვეწია იმ ყველაფრისთვის, რაც მოხდა. 

ბოდიში, რომ შეგვეძლო მეტის გაკეთება და ვერ ან არ გავაკეთეთ.

ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის,  ჩვენ ვლოცულობთ აფხაზებისთვის და ქართველებისთვის, 

ჩვენ ვლოცულობთ მშვიდობისათვის,  ჩვენ ვლოცულობთ შერიგებისთვის. 

 http://apsni.org/index.php?a=join&lang=ge

Page 41: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

კამპანია „ბოდიში“: ბოდიში ტყვიების ნაცვლად! კამპანია „ბოდიში“ დაიწყო 2007 წლის მარტში. ბოდიშის თქმა არ არის ადვილი, ხშირად - არც მისი მიღება.

კამპანია „ბოდიშით“ ჩვენ ვცდილობთ, შეიცვალოს ურთიერთობის ის ფორმები,  რომელიც ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა. კამპანია „ბოდიში“ თავისი არსით აპოლიტიკური, ომის საწინააღმდეგო მოძრაობაა, რადგან მიგვაჩნია, რომ მშვიდობიან დიალოგს ალტერნატივა არა აქვს.„ბოდიშის“ მთავარი მიზანი ქართველ და აფხაზ ხალხს  შორის ნდობის აღდგენა და საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევაა. ჩვენ გვინდა, ყველა დავაფიქროთ ომის საშინელებასა და იმ შეცდომებზე, რომელიც დავუშვით.შექმენი მომვალი დღეს! http://www.apsni.org/

Page 42: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი: ,,რისთვის უნდა ვიხადოთ ბოდიში, რომ თავები დაგვაჭრეს და გამოგვყარეს? რომ ქართული ძეგლები დაანგრიეს, რომ უღელტეხილზე ბავშვები გაგვიყინეს და თვითმფრინავები ჩამოგვიყარეს? ამ ყველაფრისთვის კიდევ ჩვენ უნდა მოვიხადოთ ბოდიში? ვინ არიან ეს ადამიანები, რომელი საერთაშორისო ორგანიზაციიდან? რა გრანტი მიიღეს, რომ ასეთ სისულეებს წერენ?”

გიორგი ცანავა, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი: „ქართველ ხალხს საბოდიშო არაფერი აქვს. მაგრამ ხელისუფლებას მართლა აქვს საბოდიშო იმისათვის, რომ ქართულ სახელმწიფოს ის ყაჩაღური შესევა აფხაზეთში არ უნდა გაეკეთებინა. სახელმწიფოს თავისი ვალდებულებები გააჩნია და მან თავი არ უნდა გაუყადროს იმ არაფორმალურ ბანდ-ფორმირებებს, რომელიც აფხაზეთში იყო. ქართულ სახელმწიფოს სხვა ვალდებულებები ეკისრებოდა და ეს ვალდებულებები ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება იყო, მაგრამ არასწორმა ქმედებამ და გენოციდმა ის გამოიწვია, რაც მოხდა. ამის გამო დღევანდელმა მთავრობამ, როგორც მაშინდელი ხელისუფლების სამართალმემკვიდრემ ბოდიში უნდა მოიხადოს. რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია თუ თვლის საჭიროდ, რომ  მას ბოდიშის მოხდა ეკუთვნის, მოიხადოს, ვინ უშლის.  საწინააღმდეგო არაფერი მაქვს“.

Page 43: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

ელდარ კვერნაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი: „ამ საკითხს ვაფასებ არა მარტო როგორც დეპუტატი, არამედ, როგორც რიგითი  მოქალაქე. ტოლერანტობას დაფიქრება და გააზრება სჭირდება. ზოგადად, ადამიანები ხშირად იმას ვერ აფასებენ, რასაც უკეთებენ და რა პატივშიც ჰყავთ და შემდეგ უფრო მეტის და მეტის სურვილი უჩნდებათ. ჩვენ ბოდიში კი არ უნდა მოვუხადოთ, მათ აქეთ აქვთ ჩვენთვის ბოდიში მოსახდელი. მათაც, რუსეთსაც და თუ გნებავთ, ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, რომლებიც თვლიან, რომ საქართველოს წუხილი მათთვის საფიქრალი არ არის და ურჩევნიათ, რუსეთთან, უფრო დიდ ქვეყანასთან, ჰქონდეთ უფრო კარგი ურთიერთობა.  ჩემი ცალსახა პოზიციაა, რომ საბოდიშო არაფერი გვაქვს. პრეზიდენტის განცხადებას აბსოლუტურად ვეთანხმები. გვეღირსა პრეზიდენტი, რომელიც ფიქრობს ქართველი ერის ღირსებაზე და მას ბოდიში არავისთან აქვს მოსახდელი.“

გურამ ვახტანგაშვილი, ლიახვის ხეობიდან: „ამ არასამთავრობო ორგანიზაციას არ ვიცნობ. იმ ინფორმაციის მიხედვით, რასაც მე ვფლობ, არასამთავრობო ორგანიზაციათა უდიდესი ნაწილი გრანტიჭამიები არიან. ვითომ კონფლიქტური ზონებისთვის რაღაცას აკეთებენ და რეალურად გრანტებს ჭამენ. მითუმეტეს, თუ ისინი აპირებენ ვიღასაც ბოდიში მოუხადონ, მაშინ მე ვსვამ კითხვას, ალბათ ამ ორგანიზაციაში ჰყავთ ისეთი ადამიანები, რომლებიც კონფლიქტურ ზონებში საშინელებებს ჩადიოდნენ, ალბათ აწამებდნენ ადამიანებს. ჩემს ხალხს არავისთან არა აქვს ბოდიში მოსახდელი და არც მოიხდიან. თუ ვინმეს პირადად აქვს სადისტობა ჩადენილი, გინდა ბოდიში მოიხადოს და გინდა წავიდეს და მუხლებზე ემთხვიოს. რაც უნდა ის უქნია. ეს კეთდება გრანტების მოსაპოვებლად. ისინი გრანტიჭამიები არიან. ჩვენ საბოდიშო არაფერი გვაქვს.“

Page 44: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

ბესო ჯუღელი, საპარლამენტო უმრავლესობის

წარმომადგენელი, ფრაქცია „მაჟორიტარის“ თავჯდომარე: „პრეზიდენტის განცხადებას ვეთანხმები. ქართველებს არავის წინაშე საბოდიშო არაფერი გვჭირს და მითუმეტეს აფხაზების წინაშე, რომლებმაც ქართველ ერს გენოციდი გამოუცხადეს და ათი ათასობით ადამიანი ამოჟლიტეს. ამის მერე კიდევ იქით ვებოდიშოთ? რა გვაქვს საბოდიშო? ერთი ეს ამიხსნას იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელმაც ეს კამპანია წამოიწყო. ალბათ ეს არის გრანტის მოპოვების მიზნით, მათ აფინანსებენ და თავიანთი არსებობა რომ გაამართლონ, ამიტომ წამოიწყეს ეს სამარცხვინო კამპანია“.

მანანა ნაჭყებია, საპარლამენტო ოპოზიცია: „გააჩნია, ვის ვუხდით ბოდიშს. პირადად არაერთხელ მომიხდია ბოდიში და კიდევ ერთხელ მინდა მოვუხადო ჩემს აფხაზ მეგობრებს, იმ უბრალო მოქალაქეებს, რომლებიც არც მონაწილეობდნენ იმ პროცესებში, რაც მოხდა და დღესაც თვლიან, რომ ეს იყო უდიდესი შეცდომა. ამ ადამიანებთან საბოდიშოდ შეიძლება მართლაც გვქონდეს საქმე. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც სათავეში ედგნენ ამ ყველაფერს, მათთან საბოდიშო არაფერი გვაქვს“.

Page 45: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

პავლე კუბლაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის

წარმომადგენელი: „ასეთი კაპიტულანტური დამოკიდებულების ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ. პირიქით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ კონფლიქტის მიზეზებზე და იმაზე უნდა ვისაუბროთ, თუ ვინ იყო დამნაშავე, რაშიც მთავარი წვლილი ჩვენ ნამდვილად არ მიგვიძღვის, ვფიქრობ, უნდა ვისაუბროთ პრობლემის გადაწყვეტის საშუალებებზე. თუ ვინმე მოგვიწოდებს ბოდიშის მოხდისკენ, ეს მათი დიდი შეცომაა და ძალიან ვწუხვარ, თუ მათ ასეთი განწყობა აქვთ. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამ განწყობით არ არის. თუ ვინმე იყო დამნაშავე ამ კონფლიქტში, პირველ რიგში, ეს ნამდვილად არ ყოფილა ქართული მხარე“.

ლევან ბერძენიშვილი, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი: „ჩვენმა ხელისუფლებამ პირველ რიგში ბოდიში საქართველოს მოსახლეობას უნდა მოუხადოს, სულ ცოტა ომის ვერ აღკვეთისთვის, სულ ბევრი კი ომის დაწყებისთვის აფხაზეთში. თუ ჩვენს ხელისუფლებას საბოდიშო არაფერი აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის სამართალმემკვიდრედ არ სცნობს თავს. ჩვენ ბოდიში უნდა ვუთხრათ როგორც ქართველებს ისე აფხაზებს, როგორც დევნილებს, ისე იქ დარჩენილებს იმისთვის, რომ ეს ომი ყველასთვის საშინელება იყო. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ მარტო ჩვენ უნდა მოვიხადოთ ბოდიში. აფხაზებსაც აქვთ ბოდიში მოსახდელი, ომის დროს მათი მხრიდან გამოვლენილი სისასტიკის გამო.“

Page 46: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

ნინო კალანდაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი: „უნდა ვაღიარო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება არ მახსოვს და არც ის ვიცი ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით გაკეთდა თუ არა რაიმე განცხადება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც არ იყოს ასეთი ორგანიზაცია ფულისა და გრანტებისკენ მიმართული და იდეალისტური დამოკიდებულება ჰქონდეს ამ საკითხის მიმართ, მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ აქეთ უნდა მივიღოთ აფხაზების ბოდიში. ჩვენ ვართ ის ერი, რომელიც იქიდან გამოდევნეს, ის ერი, რომელსაც უარი გვათქმევინეს ჩვენს კუთვნილ მიწაზე, და ეს მოხდა აფხაზეთის მონაწილეობით. ამ ომში აფხაზებს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვით. ეს ბოდიში არის მთელი ერის შეურაცხყოფა, იმ ერის შეურაცხყოფა, რომელსაც სჯერა, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილს წარმოადგენს.“

ნოდარ გრიგალაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე: „ვაი მაგათ პატრონს. ამ საკითხს არანაირი გავრცობა არ სჭირდება, ვაი მაგათ პატრონს.“

გიორგი ცაგარეიშვილი, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი: „ბოდიშის

ტექსტი წაკითხული მაქვს. საკმაოდ რთული საკითხია. აფხაზეთის კონფლიქტის დროს ძალიან ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული და ეს ყველაფერი ჩემს თვალწინ მოხდა. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ დაიწყო სამხედრო კონფლიქტი აფხაზეთში, რა პროვოკაციები განხორციელდა ამისთვის აფხაზური მხარის მიერ და რუსეთის შესაბამისი ძალების ხელშეწყობით. ვაღიარებ, რომ ჩვენი მხრიდანაც იყო შეცდომები. ძალიან ბევრი სამხედრო დანაშაულიც იქნა დაშვებული ორივე მხრიდან. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ათეულობით ტომი დევს უკვე გამოძიებული საქმეებისა, რომელიც აფხაზეთში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებებსა და ქართველი მოსახლეობის გენოციდს ეხება და ამას ვერავინ გაექცევა.  არ ვფიქრობ, რომ თვითგვემის პოზიციაში უნდა დავდგეთ. რაც ქართულმა მოსახლეობამ გადაიტანა, მის გადატანას არავის ვურჩევ, მათ შორის არც ჩვენს მტრებს.  არ მგონია, რომ ქართველებს საბოდიშოდ გვქონდეს საქმე. უბრალოდ,  ყველაფერი რაღაცნაირად უნდა დავივიწყოთ, შერიგებას წინ არაფერი უდგას.“

Page 47: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

თინა ხიდაშელი, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი:  „ჩემი პირადი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია. პარტიის პოზიციას კი ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან ეს ამბავი პირველად თქვენგან გავიგე. პირადი პოზიციით კი  ვამბობ, რომ არა ქართველმა ხალხმა, არამედ საქართველოს სახელმწიფომ  უნდა მოიხადოს ბოდიში ომისთვის. ბოდიში უნდა მოუხადოს იმ დევნილებსაც, რომლებიც აფხაზეთიდან გამოყარეს და ომის ყველა მსხვერპლს. თუ სახელმწიფო ხარ და ამის პრეტენზია გაგაჩნია, საკუთარ ქვეყანაში ომის გაჩაღება არ უნდა დაუშვა. მე ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ. ამ ადამიანებს საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ თავისთავად, იდეა მისაღებია.“

მიხეილ მაჭავარიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი

ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე: „როცა ყოველი ჩვენგანი ისტორიული სასამართლოს წინაშე წარსდგება, საკუთარი თავისა და ქვეყნის წინაშე მართლები უნდა ვიყოთ. მიმაჩნია, რომ არ ღირს არანაირი ცენტის თუ თეთრის გრანტი იმად, რომ ისტორია დაამახინჯო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში 1992 წელს არ იყო მარტივი სიტუაცია, მაინც უნდა ვთქვა, რომ საქართველოს აფხაზებთან ომი არ დაუწყია. ეს იყო დიდი პროვოკაცია, რომელიც სპეცსამსახურებიდან მოდიოდა, მათ შორის ჩართულები იყვნენ ჩრდილოკავკასიელები. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ყოველივე  ასეთი ქმედება სახელმწიფო

ინტერესის ღალატი, ისტორიის უკუღმა წერა და  გონებას აცდენილი ხალხის მოქმედებაა. მირჩევნია, აფხაზს დაველაპარაკო პირისპირ. მე მასთან საბოდიშო არაფერი მაქვს.“

Page 48: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

სოსო შატბერაშვილი, „ლეიბორისტული შრომის პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი: „ქართველ ხალხს საბოდიშო არავისთან არაფერი აქვს. თუ საბოდიშოდ ვინმეს აქვს საქმე, ეს ედუარდ შევარდნაძეა, რომელმაც, პირველ რიგში, ბოდიში ორი სამოქალაქო ომის გაღვივებისთვის, ქართველ ხალხს უნდა მოუხადოს. ერთი თბილისის ომი იყო, მეორე - აფხაზეთის ომი. ორივე სამოქალაქო ომი თავს რუსეთის იმპერიამ მოგვახვია, რომლის გამხმოვანებელი და შემსრულებელი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გახლდათ. ამიტომ, ქართველ ხალხს არავისთან აქვს საბოდიშო, ისევე როგორ აფხაზ ხალხს არა აქვს საბოდიშო. ორი ხალხი რუსეთის მიერ გადებულ მახეში გაება და ორივე ხალხისთვის ეს სამარცხვინო ომი ძალიან ცუდად დამთავრდა. არავინ თქვას, რომ იქ აფხაზმა ხალხმა გაიმარჯვა ან ქართველი ხალხი დამარცხდა. ამ ომში ორივენი დავმარცხდით. ჩვენი პარტიის პოზიციით,  პასუხისგებაში უნდა მიეცეს თენგიზ კიტოვანი, შევარდნაძე და მასთან ერთად ყველა ის ადამიანი, ვინც დამნაშავეა აფხაზეთის ომის გაღვივებაში. ამავე დროს, მოვითხოვთ, სააკაშვილის პასუხისმგებლობას, რადგან ის ვარდების რევოლუციის დროს მიტინგებზე ხალხს არძინბას რეჟიმის დამხობას ჰპირდებოდა. ის კი არ დაემხო, პირიქით, შესაძლებელია, აფხაზეთის დე-იურედ აღიარება მოხდეს.“

კოტე გაბაშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი,  პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: „არიან ადამიანები, რომლებიც  ცდილობენ თავიანთი მუშაობისთვის თუ აქტიურობისთვის ყველა თემა გამოიყენონ. „მოვაწერდი ბოდიშს ხელს“ ქართველების მხრიდან იმის გამო, რომ თავის დროზე ვოვა ვეკუა მოკლეს; „მოვაწერდი ბოდიშს ხელს“ იმის გამო, რომ ქართველებს თავი მოჭრეს და მათი თავებით ბურთი ითამაშეს გაგრის სტადიონზე; იმისთვის, რომ ამოწყვიტეს და ამოხოცეს პატარა ბავშვებიანად ოჯახები მარტო იმიტომ, რომ ისინი ქართველები იყნენ. ყველამ თვალწინ დაიყენოს ეს კადრები და მერე გადაწყვიტოს, ბოდიში უნდა მოიხადოს თუ უფრო სწორი იქნება, ბოდიში ორივე მხარემ ერთმანეთს მოუხადოს. ეს ბოდიში იყოს თანაბარი და ჩვენი საზოგადოება ნუ გადაიქცევა მხოლოდ მაზოხისტად. ეს ბოდიში არარეალურია და ჩემს სიმპატიას არ იმსახურებს“.

Page 49: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

ელიზბარ ჯაველიძე, პოლიტიკური მოძრაობა „ენა, მამული, სარწმუნოება“: „საბოდიშო ორივე მხარეს აქვს და არა ერთ-ერთს. ომი ედუარდ შევარდნაძემ დაიწყო. ეს იყო პროვოკაცია. ამ ომს რაც მოჰყვებოდა, ეს გასაგებიც იყო. ვერავინ დამარწმუნებს, რომ კიტოვანმა თქვა აფხაზეთში გავისეირნოთო და მას შევარდნაძე აჰყვა. მან იცოდა, ამას რაც მოჰყვებოდა. იმის გამო, რომ ჩვენ აფხაზეთში შევედით, ბოდიში უნდა მოვიხადოთ, თუმცა, მერე რაც მოხდა, რომ ქართველების თავებით ფეხბურთს თამაშობდნენ, და დღეს რა აგრესიასაც ამჟღავნებენ ჩვენი მოძმე აფხაზები, მათ უფრო ეკუთვნით ბოდიშის მოხდა. საერთოდ, პოლიტიკოსთა ბოდიში არაფერს ნიშნავს. მე ვარ მომხრე სახალხო დიპლომატიის. ხალხმა საერთო ენა უნდა გამონახოს.“

ჯონდი ბაღათურია, „ქართული დასი“: „აღშფოთებული ვარ, როცა რომელიღაც ორგანიზაცია თავს უფლებას აძლევს ქართველი ხალხის სახელით ილაპარაკოს,  მითუმეტეს, ბოდიშები იხადოს. რაც შეეხაბა გვაქვს თუ არა ბოდიშები სახდელი, ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს დასაბრუნებელი ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა გვაქვს აღსადგენი. რომელი უფრო ადრე იყო - კვერცხი თუ ქათამი და ვინ პირველმა გააკეთა პროცესების პროვოცირება, ამას ამ შემთხვევაში

მნიშვნელობა არა აქვს. ცხადია, რომ პროცესები იყო არასასურველი და დამანგრეველი. ამ პროცესების მაპროვოცირებელი იყო ერთი ჯგუფი, რომელიც აფხაზი ხალხის სახელით მოქმედებდა და ლაპარაკობდა. ამან გამოიწვია დაპირისპირება სოხუმში. ახლა იმის გარკვევის დრო არ არის, ბოდიში ვინ უნდა მოიხადოს.“

Page 50: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

გია გაჩეჩილაძე, „საქართველოს მწვანეები“: საქმე იმაში გახლავთ, რომ ეს არის გულუბრყვილო მცდელობა რაღაც კორექტირება შეიტანონ მოლაპარაკების პროცესში. თუ ხელისუფლებიდან ვინმე ამას დაეთანხმა, ეს ძალიან ცუდი იქნება თავად მოლაპარაკებისთვის, რადგან საქართველო წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდება არა მარტო აფხაზურ-ქართულ ურთიერთობაში, არამედ, საერთაშორისო დონეზე. ალბათ, ყველამ იცის, რომ კონფლიქტი პროვოცირებული იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. ამის მიზანი იყო და არის იქ დემოგრაფიული სიტუაციის შეცვლა, ანუ აფხაზეთის ტერიტორიის გათავისუფლება როგორც ქართველებისგან, ასევე აფხაზებისგან. ქართველების მიმართ ეს ეფექტურად განხორციელდა სამხედრო ოპერაციების თვალსაზრისით.  აფხაზების მიმართ ეს ძალიან ეშმაკურად ხდება და ამას თვითონ აფხაზებიც ხვდებიან. ამიტომ, თუ ვინმეს ბოდიში აქვს მოსახდელი, ეს პირველ რიგში, რუსეთის მხარეა.“

ბაჩუკი ქარდავა, „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“: „ნამდვილად ვერ მოვიხდი ბოდიშს ვერავის წინაშე, რადგან დაწყებული რუსეთიდან, აფხაზების ჩათვლით, საბოდიშო სწორედაც რომ მათ აქვთ. მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაარღვიეს და 100 000-ზე მეტი ქართველი გამოყარეს აფხაზეთიდან. აფხაზი ხალხის მიმართ საპრეტენზიო არაფერი მაქვს და არც საბოდიშო. მაგრამ, ის, რაც აფხაზების ხელით გაკეთდა, ეს არის სერიოზული დანაშაული ქართველი ერის წინაშე. გრანტების მოსაპოვებლად აკეთებს ამას ვინმე თუ სხვის დავალებას ასრულებს, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, არც მორალური უფლება და არც ისტორიული სამართლიანობა არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ  ჩვენ ასე მოვიქცეთ იმ ბიჭების წინაშე, რომლებიც აფხეზეთში დაიღუპნენ.“

Page 51: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

დენის მატვეევი, კონფლიქტების ექსპერტი: „მოხიბლული ვარ ამ კამპანიით. ეს მეტად გაბედული ნაბიჯია. ვფიქრობ, მალე მხარდამჭერებსაც მოიპოვებთ, რადგან ეს ერთერთი საუკეთესო გზაა გაერთიანებისაკენ. არ დანებდეთ, მაშინაც კი თუ თქვენზე ზეწოლა განხორციელდება“.

ჰელგა ტემპელი, ფორუმი სამოქალაქო მშვიდობის სამსახურის წევრი (Forum ZFD): „რამაც ყველაზე მეტად მომხიბლა ამ კამპანიაში, არის ის, რომ თქვენ მეორე მხარისგან არ თხოულობთ საპასუხო ჟესტს, თქვენ უბრალოდ პირველებმა გადადგით ეს ნაბიჯი, რაც ნამდვილად მისასალმებელია. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანი შემოგიერთდებათ ამ კეთილშობილურ საქმეში“.

ბიორნ კუნტერი, სოციალური დაცვის ფედერაციის (BSV, Germany) დირექტორი: „მიტევება შერიგების საფუძველს ქმნის. ეს ინიციატივა იმ მდგრადი მშვიდობის წინაპირობაა, რომელსაც კარგი იქნება, თუკი მაგალითად სხვა გაყინული კონფლიქტებიც აიღებენ. ხალხი, რომელიც პატიებას თხოულობს, შეიძლება მისავე საზოგადოებამ მოღალატეებად შერაცხოს. თუმცა, ჩემი აზრით, მოღალატეები სწორედ ისინი არიან, ვინც სხვისგან ელიან პირველ ნაბიჯებს. და ისიც გაითვალისწინეთ, რომ ხალხს, რომელიც პატიებას ითხოვს, შეიძლება ყოველთვის არ აპატიონ. თუმცა, ამ შემთხვევაში, ეს ამოსავალი წერტილი არ უნდა იყოს. მთავარია, თქვენ იყოთ გულწრფელები.“

მერი სანაია, დევნილი: „მართალი გითხრათ, არც მეგონა, ჩვენზე ვინმე თუ ფიქრობდა. თითქოს ყველას ყველაფერი დაავიწყდა და ჩვენი ტკივილი დღეს მხოლოდ ჩვენია. მადლობა მინდა გადავუხადო „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ იმისთვის, რომ გაითავისა ჩვენი ტრაგედია და იმაზე ფიქრს შეუდგა, თუ როგორ შევრიგდეთ, როგორ დავბრუნდეთ აფხაზეთში, რომელიც უკვე სიზმრად გადაგვექცა.“

Page 52: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

ლელა თოლორდავა, ჟურნალისტი: „მიზანი ყოველთვის ამართლებს საშუალებას. ასეა ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, თუ ჩვენი მიზანია დავიბრუნოთ აფხაზეთი, მაშინ ნებისმიერი კამპანია (მით უფრო, „ბოდიშის“ კამპანია) გამართლებულია. ჩემი აზრით, ბოდიშის მოხდა მხოლოდ და მხოლოდ დიდსულოვნების ნიშანია. აქ სათაკილო და დამამცირებელი არაფერია. მივესალმები ამ წამოწყებას და მზად ვარ ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ფორმით გვერდით ამოვუდგე „ბოდიშის“ კამპანიის ინიციატორებს.“

თემურ ბარბაქაძე, ფინანსისტი: „ბოდიშის“ კამპანია, ვფიქრობ, სახალხო კამპანიის არაჩვეულებრივი ფორმაა. ჩვენც კი, ანუ იმ ხალხმა, ვისაც არავითარი შეხება არ გვქონია აფხაზეთის ომთან, ბოდიში უნდა მოვუხადოთ იმ აფხაზ დედებს, რომლებმაც ამ ომში შვილები დაკარგეს. ერთი შეხედვით, თითქოს, ბოდიში ვერაფერი შეღავათია მათთვის, მაგრამ თუნდაც წუთით დაფიქრებად მაინც ღირს.“

ნათელა ძიძიგური, დევნილი: „ორი დღის წინ ქუთაისის დრამატულ თეატრში ვიყავი გიორგი სიხარულიძის სპექტაკლზე „ბამბაზიის სამოთხე“, რომელიც „ბოდიშის“ კამპანიის გაგრძელებად მენიშნა. სპექტაკლში სწორედ ბოდიშის მოხდაზეა აგებული მთელი ამბავი და იმიტომაა თბილი და მისასალმებელი. ასე რომ აქ კითხვის დასმაც კი - რას ვფიქრობ „ბოდიშის“ კამპანიაზე - ზედმეტია. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ მისასალმებელი და გასათვალისწინებელია. მხოლოდ ამ გზით თუ დავბრუნდებით იქ, საიდანაც არც კი ვიცით, რატომ გამოგვყარეს.“

ირაკლი კიკნაძე, სტუდენტი: „ნამდვილად მისასალმებელია ეს წამოწყება. მე და ჩემი

მეგობრები დიდი სიამოვნებით შევუერთდებით ამ კამპანიას. მე, პირადად, ასჯერ მოვიხდი ბოდიშს როგორც აფხაზი, ისე - ქართველი დედების წინაშე, ვისაც იმ ომში შვილები მოუკლეს. ასე მოიქცევიან ჩემი მეგობრებიც. დროა, დავამთავროთ ეს გაუთავებელი გაურკვევლობა.“

ლადო გიორგაძე, პედაგოგი: „ბოდიში“ კარგი ჟესტია.

Page 53: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

მაგული მინდაძე, პენსიონერი: „არ შეიძლება კმაყოფილება არ გამოვხატო იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ იდეის ავტორია. დამიჯერეთ, „ბოდიში“ ყოველთვის ამართლებს და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც.“

ნინო ნარიმანიშვილი, ჟურნალისტი: ,,ზოგადად ბოდიში კეთილშობილური ჟესტია.  თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ დამნაშავენი. ბოდიში ორივე მხარეს გვაქვს მოსახდელი. ჩვენ გადავდგათ პირველი ნაბიჯი, იმედია, შევძლებთ ყინულის დაძვრას და თანდათან ურთიერთობებიც დათბება”.      

მაგდა კლდიაშვილი, თსუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი:,,მე ვფიქრობ, რომ ცარიელ სიტყვებს და ასეთი ფორმით ბოდიშის მოხდას აზრი არ აქვს. მხოლოდ სიტყვებითა და უიარაღოდ აფხაზეთის დაბრუნება ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება და ეს ქართველებს გათვითცნობიერებული აქვთ. მართალია, ვეთანხმები, რომ ომი ქართველ ხალხთან შეუთნხმებლად დაიწყო და რამდენიმე კაცმა გადაწყვიტა მაშინ ამ ომის დაწყება, მაგრამ ქართველები არ იყვნენ, გამდიდრება რომ დაიწყეს მათ ხარჯზე? არც აფხაზებს გაუკეთებიათ ნაკლები. აფხაზეთის დასაბრუნებლად ეკონომიკური ბერკეტების დახვეწა და ეფექტურად გამოყენებაცაა საჭირო, ამ ყველაფერს ძალაც სჭირდება, ისტორიულად გაიხსენეთ ფაქტი, სადაც ქართველებს უსისხლოდ და უიარაღოდ დაებრუნებინოთ დაკარგული და მიტაცებული ტერიტორია. საჭიროა კარგი პოლიტიკა. ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი არმია. მხოლოდ ბოდიში აფხაზეთს ვერ დაგვიბრუნებს...

Page 54: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

მარინა სუდაძე, საქართველოს ახალგაზრდული ცენტრების კავშირის ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი: ,,გავეცანი მიმართვას აფხაზი ხალხისადმი და, რა თქმა უნდა, ვეთანხმები და მიმაჩნია,  რომ ყველა ქართველი და აფხაზისათვის ეს ძალიან მტკივნეული საკითხია. ვეთანხმები იმასაც, რომ ჩვენ შეგვეძლო აგვეცილებინა თავიდან ომი და ჩვენ მართლა გვაქვს ბოდიში მოსახდელი ყველა იმ აფხაზისთვის, რომელმაც ეს ტკივილი და მწუხარება განიცადეს. მიმაჩნია, რომ კონფლიქტი მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს. შერიგება. რა თქმა უნდა, პატიების გზით უნდა მოხდეს და  როდესაც შერიგება პატიების გზით არის დაწყებული, ის უფრო მყარი იქნება”.

ვასილ ბერიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: ,,თუ ბოდიშის მოხდა იქნება საჭირო, ბოდიშიც უნდა მოვიხადოთ და ყველა მშვიდობიანი ნაბიჯი უნდა გადაიდგეს იმასაკენ, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს აფხაზეთი საქართველოს. ეს არის უბრალო ადამიანის ტკივილი და აფხაზეთში დაბრუნების სურვილი. ჩვენ თუ დადებით ემოციას გამოვხატავთ იქ მცხოვრები ხალხის მიმართ, ეს ძალიან კარგი იქნება”.

პაპუნა ხაჩიძე, პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე სამცხე-ჯავახეთში: ,,აფხაზებმაც და ქართველებმაც უნდა გაიგონ, რომ ერთი ქვეყნის შვილები ვართ და ჩვენს შორის სხვაობა არ არის.  ბოდიშის მოხდა უნდა შევძლოთ, ალბად მათაც ექნებათ ბოდიში მოსახდელი, მთავარია, ერთამენეთი გვიყვარდეს და ასეთი კეთილშობილური ფორმით დაიწყოს ურთიერთობების აღდგენა”.  

 

Page 55: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

უჩა ნანუაშვილი, კამპანია „ბოდიშის“ ინიციატორი,„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი

კამპანია „ბოდიში“ 2007 წლის მარტში დაიწყო. ბოდიშის თქმა არ არის ადვილი, ხშირად - არც მისი მიღება.კამპანია „ბოდიშით“ ჩვენ ვცდილობთ, შეიცვალოს ქართველ და აფხაზ ხალხს შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბებული ურთიერთობის ფორმები. კამპანია „ბოდიში“ თავისი არსით აპოლიტიკური, ომის საწინააღმდეგო მოძრაობაა, რადგან მიგვაჩნია, რომ მშვიდობიან დიალოგს ალტერნატივა არა აქვს.„ბოდიშის“ მთავარი მიზანი ქართველ და აფხაზ ხალხს  შორის ნდობის აღდგენა და საინფორმაციო ვაკუუმის გარღვევაა. ჩვენ გვინდა, ყველა დავაფიქროთ ომის საშინელებასა და იმ შეცდომებზე, რომელიც დავუშვით.როდესაც წყალში კენჭს ჩააგდებ, წრე თავისით იკვრება. ვფიქრობთ, ერთი ასეთი კენჭის  როლს „ბოდიშის კამპანიაც“ შეასრულებს“.

ამ სიტყვებით იხსნება კამპანია „ბოდიშის“ ვებ-გვერდი www.apsni.org. ამ თემაზე ბევრი დაიწერა, ბევრი ითქვა, ძირითადად მაინც ინტერნეტ–სივრცეში და საჯარო დისკუსიებში, რადგან წამყვანი მედია (მათ შორის ზოგიერთი ე. წ. დამოუკიდებელი) სისტემატიურად ბლოკავდა ამ თემაზე ინფორმაციის გავრცელებას. მოწინააღმდეგენი კი არათუ კამპანიას, არამედ ამ თემაზე დისკუსიის იდეასაც კი გამოუჩნდნენ. და მაინც, რატომ ვუხდი ბოდიშს აფხაზ ხალხს? მინდა, ეს თემა ცოტა გავშალო, რათა ერთად დავფიქრდეთ იმ შეცდომებზე, რამაც მოგვიყვანა იმ მდგომარეობამდე. ეს შეცდომები ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ გაგვისიგრძეგანებია და კვლავინდებურად ვაგრძელებთ მითების სამყაროში ცხოვრებას. ქართველები - ქართული მითების, აფხაზებიც - ასევე საკუთარი მითების სამყაროში.

არარსებული დიალოგი

Page 56: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

შამბა-ნეპროშინის „აღმოჩენა“:აფხაზეთი 1920 წელს თურმე დამოუკიდებელი ყოფილა!

 

სიმონ კილაძე

აფხაზეთი საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების რევიზიის ერთ-ერთი პირველ მცდელობას წარმოადგენს ტარას შამბასა და ალექსანდრე ნეპროშინის ვრცელი ნაშრომი სათაურით „აფხაზეთი: სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის სამართლებრივი საფუძვლები“, რომელიც 2003 წელს ცალკე წიგნადაც გამოიცა. ნიშნადობლივია, რომ ორივე ავტორი რუსეთში მოღვაწეობს და, რასაკვირველია, თვით წიგნიც პრორუსული, პროაფხაზური და ანტიქართული ხასიათისაა: პატივცემული პროფესორები ყველანაირად ცდილობენ მიჩქმალონ აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის ფაქტი და ამ მხრივ არ ერიდებიან საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებისა და მოვლენების კონიუნქტურულ, მიკერძოებულ და ტენდენციურ გაშუქებას, მათ უხეშ ინტერპრეტაციას და ამით არსებული ჭეშმარიტების დევალვაციას ეწევიან.

იმოწმებენ რა 1918 წლის 9 თებერვალს საქართველოს ეროვნულ საბჭოსა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს წარმომადგენლების შეხვედრის დებულებებს, შამბა-ნეპროშინის ტანდემი ამტკიცებს, რომ აფხაზეთს ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე (ე.ი. 26 მაისამდე) გააჩნდა თავისი სუვერენული ტერიტორია და ხელისუფლება, მაგრამ ამგვარი მტკიცება არასწორია: დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „საქართველოს ეროვნული საბჭო თანახმაა აღდგეს ერთიანი და განუყოფელი აფხაზეთი მდინარე ენგურიდან მზიმთამდე“, ანუ ეს ნიშნავს, რომ იმ დროისათვის აფხაზეთის სუვერენული ტერიტორია ჯერ-ჯერობით არ იყო დაფიქსირებული და შესაბამისად, არც ვითომდა სუვერენული ხელისუფლების ძალაუფლება არ ვრცელდებოდა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე. წიგნის ამ ნაწილში შამბა-ნეპროშინი უარყოფითად ასახავენ საქართველოს პოლიტიკას აფხაზეთისადმი და არაფერს ამბობენ იმაზე, რომ მოგვიანებით, 1918 წლის ივნისში სწორედ დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ გააერთიანა აფხაზეთი და სოხუმის ოკრუგს ტერიტორიები ფსოუს გადაღმა, თითქმის მდინარე მზიმთამდე მიუერთა (მხედველობაში გვაქვს საქართველოსა და სამხრეთ რუსეთის მთავრობის ჯარების - ე.წ.დენიკინის მოხალისეთა არმიას შორის მომხდარი სამხედრო კონფლიქტის შედეგები).

Page 57: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

წიგნის ავტორები ამტკიცებენ, რომ აფხაზეთი ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე მთიელთა რესპუბლიკასთან იყო გაერთიანებული სუვერენული სახელმწიფოს სტატუსით. განვმარტავთ: სიმართლეა, რომ მთიელებმა დამოუკიდებლობა საქართველოზე ადრე, 1918 წლის 11 მაისს გამოაცხადეს, მაგრამ სიცრუეა, რომ აფხაზეთი მთიელთა რესპუბლიკაში დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსით სარგებლობდა. შამბა-ნეპროშინის მოსაზრება არცერთი დოკუმენტით არ დასტურდება, მათი დებულება სინამდვილეს ეწინააღმდეგება. მართლაცდა, როგორ შეიძლებოდა აფხაზეთის დამოუკიდებლად არსებობა მთიელთა რესპუბლიკის შემადგენლობაში? ნუთუ მთიელთა რესპუბლიკა კონფედერაციას წარმოადგენდა? იმ დროისთვის სრულიად გაურკვეველი იყო ამ აბსტრაქტული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის იურიდიული საფუძვლები, ხოლო მის დეკლარაციაში არაფერი არ იყო ნათქვამი მთიელთა სახელმწიფოებრივ მოწყობაზე... კიდევ ერთი ნიუანსი: მთიელთა ხელისუფლება ძირითადად დაღესტანსა და ჩეჩნეთზე ვრცელდებოდა, რტომ არაფერი ვთქვათ აფხაზეთთან შედარებით ახლოს მდებარე ჩრდილოეთ კავკასიის რაიონებზე.... გარდა ამისა, რომელი სუვერენული აფხაზეთის მთიელთა რესპუბლიკის შემადგენლობაში ყოფნაზეა საუბარი, როცა იმ დროს აფხაზეთში ბოლშევიკები პარპაშობდნენ, აფხაზური ელიტა კი კომუნისტებისგან გადარჩენასა და დახმარებას საქართველოს სთხოვდა?! პროფესორთა ტანდემი იშველიებს 1918 წლის 8 და 11 ივნისს საქართველოს მთავრობასა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს (ადგილობრივი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული მართვის ორგანოს) შორის დადებულ შეთანხმებებს და აცხადებს, რომ ამ დოკუმენტებით თბილისმა სოხუმის ხელისუფლების დამოუკიდებლობა აღიარაო. არადა, ტექსტში აბსოლუტურად არაა ნახსენები აფხაზეთი, როგორც სახელმწიფო და არც მისი სუვერენობა-დამოუკიდებლობის აღიარება. ეს შეთანხმება არეგულირებდა მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების (მთავრობისა) და ქვეყნის ერთ-ერთი რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების - აფხაზეთის სახალხო საბჭოს უფლება-მოსილებებს. როგორ იქნებოდა აფხაზეთი დამოუკიდებელი, როცა აფხაზეთის ადგილობრივ ორგანოებს თბილისი აფინანსებდა (მე-3 და მე-5 მუხლები), როცა აფხაზეთზე საქართველოს საერთო-სახელმწიფოებრივი კანონები ვრცელდებოდა (მე-6 და მე-8 მუხლები) და როცა საგარეოპოლიტიკური საკითხების გადაჭრა (მე-4 მუხლი) საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივა იყო?

Page 58: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

უფლებამოსილებათა ამგვარი გამიჯვნა საკმაოდ ჩამოჰგავს ერთიანი

სახელმწიფოს ფედერაციული ცენტრისა და რეგიონის ურთიერთობას, რაც იმ პერიოდის პრაქტიკაში საკმაოდ გავრცელებული იყო, მით უმეტეს ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში. თუმცა აქვე შევნიშნავთ, რომ ტერმინ „ფედერაციის“ კლასიკური მნიშვნელობით ხმარება ქართულ-აფხაზური ურთიერთდამოკიდებულების სფეროში ძალზე გადაჭარბებული იქნებოდა.

ყურადღება მივაქციოთ: შეთანხმებათა დადების მომენტში აფხაზეთი არ არის

ცალკე სახელმწიფო, ხოლო აფხაზეთის სახალხო საბჭო - არ არის აფხაზეთის მთავრობა, ის მხოლოდ პოლიტიკური, წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანოების ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს. არადა, წიგნის ავტორები ჯიუტად, ფაქტების გაყალბებით ცდილობენ აფხაზური სეპარატიზმისათვის აბსტრაქტული სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის რაღაც საფუძვლების ხელოვნურად შეთხზვას..

ამგვარად, 1918 წლის ივნისში და მით უმეტეს, 1920 წლისათვის აფხაზეთი

რეალურად შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში და ამ მხრივ არავითარი პრობლემა არ არსებობდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ იმ პოსტულატს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დე-ფაქტოდ და დე-იურედ მტკიცედ აკონტროლებდა სოხუმის ოკრუგის ტერიტორიას. ამის დამადასტურებელია 1919 წლის 20 მარტს არჩეული აფხაზეთის სახალხო საბჭოს მიერ მიღებული დოკუმენტი სახელწოდებით „აფხაზეთის ავტონომიის აქტი“, რომელშიც სიტყვა-სიტყვითაა ჩაწერილი: „აფხაზეთი შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში როგორც მისი ავტონომიური ერთეული“. შევნიშნავთ, რომ აფხაზეთის სახალხო საბჭოს მიერ მიღებული ამ დოკუმენტით ფაქტიურად გაუქმდა ადრე დადებული შეთანხმებები ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რომლებთაც ასე ელოლიავებიან ავტორები.

Page 59: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

რაც შეეხება შამბა-ნეპროშინის მიერ დამოწმებულ მთიელთა რესპუბლიკას, ის უკვე სახელმწიფოს სახით აღარ არსებობდა, ხოლო მისი ემიგრანტული მთავრობა თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში იყო შეყუჟული.

აფხაზეთის „დამოუკიდებელი სტატუსის“ ზემოთაღნიშნული ყალბი დებულებების საფუძველზე პროფესორები ტარას შამბა და ალექსანდრე ნეპროშინი აცხადებენ, რომ 1920 წლის 7 მაისის საქართველო-რუსეთის ხელშეკრულება უსამართლო და უკანონოა, რადგან თურმე დოკუმენტი სუვერენული აფხაზეთის თანხმობის გარეშე გაფორმებულა, თურმე აფხაზეთი საქართველოს უნებართვოდ მიუერთებია. აქ შამბა-ნეპროშინს პროტესტის გრძნობა ებადებათ და გულისტკივილით აღნიშნავენ - მოსკოვში არც კი იყვნენ მიწვეული აფხაზეთის წარმომადგენლებიო. „ხელშეკრულების დადებისას ფაქტიურად ადგილი ჰქონდა ორი ქვეყნის (რუსეთისა და საქართველოს - ს.კ.) შეთქმულებას მესამე დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოს (ე.ი. აფხაზეთის - ს.კ.) მიმართ და წარმოადგენდა სამართალსაწინააღმდეგო ქმედებას - აგრესიას, ოკუპაციას, საქართველოს მიერ აფხაზეთთან დადებული ყველა ხელშეკრულების დარღვევას, რამაც შექმნა წინამძღვრები საქართველოს მხრიდან აფხაზეთის ანექსიისა“, - აღნიშნულია წიგნში. შემდეგ ავტორები ცდილობენ თავიანთი პოზიციები ჯერ ჩვენს წელთაღრიცხვამდე შემუშავებული რომის სამართლის პრინციპებით განამტკიცონ (ორი პირის მიერ მესამის უფლებების უსამართლო დარღვევა), მერე კი თანამედროვე, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის საერთაშორისო სამართალს იშველიებენ, ვენის კონვენციის ჩათვლით. ამ საკითხში შამბა-ნეპროშინის აზრთა ანალიზის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ მნიშვნელოვან აქსიომას: როცა 1918-20 წლების ისტორიული მოვლენებისა თუ ფაქტების შეფასებას ვცდილობთ, უნდა ვიხელმძღვანელოთ არა ძველი რომის იმპერიის სამართლის ნორმებით ან 1960-იანი წლების კონვენციებით, არამედ 1918 წლისათვის არსებული საერთაშორისო-სამართლებრივი პრინციპებით. უნდა გავითვალისწინოთ პოლიტიკური სიტუაცია, მოვლენათა რეალური არსი და იმ ეპოქისდროინდელი, ანუ მე-20 საუკუნის ათიანი წლების სახელმწიფო სამართლის დებულებები.

ამასთან დაკავშირებით გავიხსენოთ, რომ იმ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმები უკვე არსებობდნენ და ისინი საკმაოდ კარგად იყვნენ ჩამოყალიბებული, მაგალითად, სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორისა და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტის ფიოდორ მარტენსის მიერ დაწერილ სქელტანიან ნაშრომში სახელწოდებით „ცივილიზებული ხალხების საერთაშორისო სამართალი“, რომელიც იმდროინდელ მსოფლიოში ფართოდ გამოიყენებოდა. ალბათ, უმჯობესი იქნებოდა ჩვენს ნაცნობ პატივცემულ ავტორებს მარტენსის წიგნში ჩაეხედათ და წაეკითხათ, თუ როგორაა მასში განხილული სახელმწიფოს რაობა, მისი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობა, ცენტრისა და რეგიონების ურთიერთობა, როგორ იყო განმარტებული იმ დროს საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ხელშეკრულებები, მათი სუბიექტები და ფორმები, ხასიათი და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ეს ნაშრომი (სახელმძღვანელო) მრავალჯერ იქნა გამოცემული და 1940 წლამდე საერთაშორისო სამართლის სფეროში ერთგვარ ეტალონს წარმოადგენდა.

Page 60: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

როგორც ფიოდორ მარტენსი მიუთითებს, სახელმწიფოს საერთაშორისო ხელშეკრულების დადება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ ის მართლაც სუვერენული და დამოუკიდებელია, ანუ აქვს დამოუკიდებელი საშინაო და საგარეო პოლიტიკის გატარების ძალა და უფლება. რუსი იურისტისა და საერთაშორისო სამართლამცოდნის მიერ ჩამოთვლილ ამ და კიდევ სხვა პირობებს იმდროინდელი საქართველო აბსოლუტურად აკმაყოფილებდა. საკმარისია ითქვას, რომ 1920 წლის მაისისათვის საქართველოს დამოუკიდებლობა ოფიციალურად იყო აღიარებული ევროპის, აზიისა და ლათინური ამერიკის რიგი სახელმწიფოების მიერ, ხოლო თბილისში უცხო ქვეყნების მრავალი საელჩო თუ დიპლომატიური მისია ფუნქციონირებდა. რაც შეეხება აფხაზეთს, მისი ე.წ.სუვერენიტეტი (შამბა-ნეპროშინის ინტერპრეტაციით) არცერთ საერთაშორისო თუ საშინაოპოლიტიკურ დოკუმენტში მოხსენიებული არ არის. ეს იმიტომ, რომ დამოუკიდებელი აფხაზეთი ბუნებაში არ არსებობდა. სხვათა შორის, ფიოდორ მარტენსი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ე.წ. ნახევრად დამოუკიდებელი ქვეყნები საერთაშორისო ურთიერთობებში არანაირი სახით არ მონაწილეობენ, აფხაზეთს კი არც „ნახევრადდამოუკიდებელი ქვეყნის“ სტატუსიც არ გააჩნდა.

შესაბამისად, აბსოლუტურად მცდარი და არასწორია პატივცემული პროფესორების მტკიცება, თითქოსდა რუსეთთან ხელშეკრულების დადებისა და საზღვრების გარკვევის დროს საქართველოს მთავრობას თურმე აფხაზეთისგან ნებართვა უნდა აეღო. იმ პერიოდში და იმ ეპოქაში მოქმედი საერთაშორისო სამართლის პრინციპების თანახმად, ცენტრი ამგვარ საკითხებს რეგიონების დაუკითხავად, მაგრამ სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით წყვეტდა (ვისაც არ სჯერა, ვურჩევ ფიოდორ მარტენსის წიგნი ყურადღებით წაიკითხოს).

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ვიმეორებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული სამშვიდობო ხელშეკრულების ფორმა, მიზნები და ხასიათი სავსებით შეესაბამება იმ დროისათვის არსებულ საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებსა და მხარეთა ინტერესებს. რაც შეხება ცალკეულ მუხლებში მოცემულ ზოგიერთ დებულებას, რომელიც საქართველოს დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) ოპოზიციური დეპუტატების მიერ ნეგატიურად და გაუმართლებელ კომპრომისებად იქნა მიჩნეული (მხედველობაში გვაქვს მე-10 მუხლი და „დამატებები“), ეს ფაქტი ხელშეკრულების ძირითად დადებით ხასიათს ვერ აკნინებს.

სამწუხაროდ, ტარას შამბასა და ალექსანდრე ნეპროშინის ერთობლივ ნაშრომში გადმოცემული ყალბი მტკიცებები საქართველოს მტრებისა და აფხაზთა სეპარატიზმის მხარდამჭერებისათვის ერთგვარ სამოქმედო სახელმძღვანელოდ იქცა.

Page 61: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

Ответ грузинским экспертам  

Внимательно ознакомившись с трудом С. Киладзе, хочется поблагодарить автора за то, что уделил внимание нашей работе. Более того, думается, что уважаемый автор решал политическую задачу – доказать недоказуемое. Возможно, будучи на его месте, мы бы делали то же самое. Но мы по другую сторону баррикад, поэтому наш взгляд на проблему взаимоотношений Грузии и Абхазии, как и выводы – диаметрально противоположны. А любой документ, их определяющий, как правило, может быть прочитан «pro – contra», в зависимость от поставленной задачи, от цели…Как видно из контекста, взаимоотношения рассматриваемых государств подразделяются на три периода. поэтому, для полноты картины рассмотрим их раздельно.Период I, до 9 февраля 1918 г. Был один из моментов, когда территория Закавказья, а именно, Картли и Кахетия, и некоторые другие княжества имели связи с Абхазией – это когда известный правитель Давид II Строитель (1089-1125 гг.) воссоздал на основе государств Колхиды и Иверии (Грузии в та пору не существовало) Самефо Апхпзети, или то, что российская историография и абхазы именуют «Абхазское царство» или «Абхаз», а современная грузинская – «Абхазо- грузинское царство». При этом грузинская и абхазская стороны стараются вычеркнуть это время из памяти по следующим причинам: грузинская сторона не может согласиться, что на всем протяжении до XIV века государственной структурой всего Закавказья было именно «Абхазское» государство. Абхазов не устраивает подобная концепция, поскольку в этом, «Абхазском» царстве, правили не абхазы. По этой причине отсутствуют в Абхазии какие-либо памятники, посвященные правителям этого периода: Давиду, Тамаре, Лаше …Историки обеих стран стараются не упоминать, что это спорное «царство» оставалось под эгидой той же Византии, правда ее Восточной провинции – Трапезундской империи во главе с Комнинами.Вторым моментом первого периода было время, когда на кавказское побережье в середине XV века высадились османы, а греки, обитавшие в Причерноморских населенных пунктах с незапамятных времен, вынуждены были покинуть страну. Какое-то время служба в храмах велась на грузинском языке, но в самое короткое время епископы также покинули храмы страны и удалились в Хопи, Гелати, Гори, Кутаис и др., где не было турок, поскольку в Абхазии не для кого было вести службу: христиане – греко-римское население оставило этот край, а абхазцы постепенно приобщились к исламу. На этом его грузинизация в ту пору и закончилась.Российская администрация, утвердившаяся на Кавказе в виде Наместничества Российской Империи не рассматривала княжества, входившие в ее состав, как Грузию, и Абхазия, вошедшая в состав Наместничества в 1810 году, являлась самостоятельным членом этой структуры, с тем же статусом, как и Картли, Эрети, Менгрелия и др., и такая ситуация имела место до 1917 года. Как следует из изложенного – нет необходимости утаивать чего-либо: Абхазия никаким образом не входила в рассмотренный период в состав «Грузии», которой просто еще не было как субъекта права.

Page 62: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

Период II. В нашей работе показано, что до распада Российской империи и развала Временного правительства, Абхазия не имела каких-либо политических или административных обязательств по отношению к другим субъектам, исчезнувшего Наместничества. И нонсенсом является утверждение, приводимое С. Киладзе из текста Соглашения от 9 февраля 1918 года: «"Национальный Совет Грузии "согласен на воссоздание единой и нераздельной Абхазии в пределах от р. Ингури до р. Мзымта", т.е. это означает, что к тому времени суверенная территория Абхазии еще не была зафиксирована, соответственно, власть якобы суверенного руководства не распространялась на всю ее территорию».Данную фразу следует прокомментировать:- из вышесказанного следует, что на 9 февраля 1918 г. Абхазия и Тифлисское правительство не были связанны никакими обязательствами;- известно, что государство «Грузия» начало существовать, как субъект права только после 26 мая 1918 г., поэтому разрешение на «воссоздание единой и нераздельной Абхазии …» со стороны нелегитимного на ту пору «Национального Совета Грузии», по отношению к суверенной Абхазии – просто нелепость;- вывод о том, что «к тому времени суверенная территория Абхазии еще не была зафиксирована, соответственно, власть якобы суверенного руководства не распространялась на всю ее территорию» имеет такое же отношение и к Грузии, окончательное формирование и фиксация территории которой произошла после подписания Договора с Россией от 7 мая 1920 г.;- автор утверждает о том, что «к моменту подписания Договора Абхазия не являлась отдельным государством, а Народный Совет Абхазии – не является правительством Абхазии. Он только лишь представлял собой своеобразное смешение политических, представительных и законодательных органов». Это не что иное, как попытка исказить существовавшую действительность, дабы «в мутной водичке поймать рыбку». Внутренняя и международная деятельность Абхазии, как государства в тот период зафиксирована в существующих ныне документах, сохранившихся даже после того, как в 1992 году грузинские мародеры и варвары сожгли Государственный архив Абхазии, чтобы уничтожить все документы, подтверждающие суверенность страны!;- автор довольно много уделяет времени полемике – была ли Горская республика, в состав которой пыталась войти и входила Абхазия суверенным государством: «о какой же суверенной Абхазии в составе Горской республики может идти речь, когда в этот период в Абхазии хозяйничают большевики, и абхазская элита, чтобы спастись от коммунистов, взывает к Грузии о помощи?». Это примитивный подход автора, рассматривающего только проблему: «Грузия – Абхазия», которому трудно понять, что рассматриваемый период - июнь 1918 – май 1920 г. – всего два года, миг, в который происходило становление государственности во многих субъектах бывшей Империи, что в Абхазии той поры, страны рыхлой и не консолидированной, одна часть населения рвалась к Турции, другая – видела себя в составе Горской Республики, третьи считали возможным построить светлое будущее

Page 63: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

вместе с большевиками, четвертые полагали, что будут счастливы «со своей сестрой, Грузией», а кто-то видел уже в ту пору страну самостоятельной и независимой. А еще был А. Деникин, видевший Абхазию в составе восстановленной Империи, а также Германия, Англия, предлагавшие свои услуги и себя в качестве эталона. Естественно, что характерно для Абхазии, все эти группы и течения находились в оппозиции, враждуя между собой, а хищнику со стороны оставалось только выжидать, когда наступит подходящий момент, чтобы заглотнуть жертву… Таким хищником и оказалась Грузия;

- нет необходимости анализировать все документы, определяющие взаимоотношения Абхазии и Грузии в рассматриваемые годы – все это изложено в анализируемой нами работе. Однако, следует отметить, все эти документы подразделяются на две группы. Первая – это ни что иное, как протоколы о намерениях (в том числе и "Акт об автономии Абхазии"), в большей или меньшей мере определявших сияминутную ситуацию во взаимоотношениях между странами. Почему так? Да потому, что ни один документ, в том числе и тексты Конституции, не были приняты, утверждены совместными официальными органами в силу имеющихся несовместимых и противоречивых позиций.

Вторую группу представляют односторонние проекты документов, рассматриваемые в Учредительном собрании Грузии, без участия абхазской стороны или без ее одобрения. Они то и представляются грузинской стороной в качестве аргументов на принятие кардинальных действий в отношении непокорной Абхазии;

- единственное, с чем мы можем согласиться, так это с постулатом С. Киладзе: «центральная власть Грузии четко контролировала территорию Сухумского округа де-факто и де-юре». И не удивительно, поскольку, без правовых на то оснований, возможно, на основании провокационных призывов (как это делалось и продолжает делаться во всех странах мира, когда некто взывает «о помощи» и агрессор немедленно вводит в суверенную страну свои войска, аннексируя ее) – Грузия ввела в, не укрепившееся на ту пору государство – Абхазию, войска под командованием Джугели, Кониева, Мазниева, чиня в стране по своему разумению расправы и беспредел, чему воспротивилась основная масса населения страны. И такое «объединение Абхазии с границей до Туапсе входило в геополитические планы только Грузии, а не Абхазии, и нечего искать от абхазов благодарности по этому поводу. Тем более, что последующие документы привели в соответствие территориальные амбиции Грузии;

- можно и далее продолжать муссировать содержание тех или иных документов той далекой поры, как это делает господин С. Киладзе, но, на наш взгляд, этот господин забывает, что основным сувереном в стране является народ, который и определяет, какой строй в государстве для него более приемлем, или с кем следует дружить или воевать, а не ссылки на какие-либо, представляющие с точки зрения противной стороны, документы

Теперь по сути исследуемого договора от 7 мая 1920 г. Мы согласны с аксиомой нашего критика: действительно, этот договор определил положение Абхазии в международном сообществе (т.е. в составе Грузии). Это факт. Но мы видим и ряд тех нарушений, связанных с его подписанием и действием и действительно, готовы ревизовать его. И не наша вина в том, что мы это исполнить . не можем – беда в том, что в Абхазии отсутствует понимание такой необходимости, нет специалистов по международному праву, и вообще, у руководства страны нет желания поднимать эту проблему – оно надеется, что Россия сделает это сама. Приводим слова одного из видных абхазских политиков – Олега Дамения, , сказанные на конференции в Академии правосудия в 2010 году: « мы, абхазы, хотим, чтобы за нас кто-то что-нибудь сделал, но чтобы это выглядело, что это сделали мы…». А решить эту проблему без ее инициации Абхазией, не возможно. И она будет гирей висеть на шее у страны, не позволяя ей продвигаться по пути суверенизации.

не можем – беда в том, что в Абхазии отсутствует понимание такой необходимости, нет специалистов по международному праву, и вообще, у руководства страны нет желания поднимать эту проблему – оно надеется, что Россия сделает это сама. Приводим слова одного из видных абхазских политиков – Олега Дамения, , сказанные на конференции в Академии правосудия в 2010 году: « мы, абхазы, хотим, чтобы за нас кто-то что-нибудь сделал, но чтобы это выглядело, что это сделали мы…». А решить эту проблему без ее инициации Абхазией, не возможно. И она будет гирей висеть на шее у страны, не позволяя ей продвигаться по пути суверенизации.

Page 64: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

Коснемся III периода. Развал Советского Союза предопределил перестройку всей политико-административной системы государства. Каждому из субъектов. в том числе и Абхазии, как автономной Республике, предполагалось избрать самостоятельный путь развития своей государственности. Но инициаторы развала Советской империи, сказав «А», испугались сказать «Б» и стали определять, что кому можно, а что кому нельзя. Детализировать это событие не будем, этот материал изложен в нашей работе на стр. 151-152. Эта ситуация и породила этнические конфликты, в том числе и между Абхазией и Грузией. Кто был их инициатором и зачинщиком, сейчас не принципиально, но те процессы, которые можно было погасить путем дискуссий и уступок – привели к вооруженному противостоянию. Окончательную точку в таком процессе поставила Грузия, односторонне, в нарушение всех международных норм, денонсировав все законодательные акты, принятые в период существования РСФСР и СССР, начиная с февраля 1921 года.И стоит ли удивляться, что Абхазия своим решением подтвердила этот акт, уточнив, что и она с этого момента денонсирует все правовые акты, заключенные с Грузией. И если на этот факт вздыбилась Грузия, считающая Абхазию (ее территорию, а не народ) своей собственностью, полагая что «то, что дозволено Грузии, то не дозволено Абхазии!» - народ страны уже сказал свое слово, подкрепив его автоматными очередями. И можно сколь угодно критиковать нашу работу (которая, наверно, имеет и недостатки), но изменить «статус кво» уже не удастся, полемика на эту тему беспредметна.Что хотелось бы сказать этому незадачливому грузинскому автору – злопыхательство ни к чему хорошему никогда не приводило, а историк, если он им является, должен быть объективным и беспристрастным исследователем реальных фактов, подтвержденных документами. Как известно, историю, как правило, пишут победители, коим в данный момент господин С. Киладзе не является. Отсюда и злопыхательство. Уважаемый, следует ждать: в мире витает столько зла и агрессии, что недалеко то время, когда он взорвется и никому не будет дела ни до Грузии, ни до Абхазии, живите с миром. Пока…

 

Т. Шамба, А. Непрошин

Page 65: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

ისტორია ფალსიფიცირებას ვერ იტანს

ისტორია ფალსიფიცირებას ვერ იტანს

შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, არ გამოვხმაურებოდი პატივცემულ პროფესორებს – ტარას შამბასა და ალექსანდრე ნეპროშინს, მაგრამ მათ პასუხში ისე ძალიან ბევრი უზუსტობა, არაობიექტურობა და მიკერძოებულობაა გამოხატული, რომ გინდა არ გინდა, ყოველ ადამიანს და მით უმეტეს – მე, მათ კრიტიკოსს, კვლავ დისკუსიის საღერღელს აღუძრავს.

მე არ შევუდგები „ტანდემის“ (რატომღაც ეს ტერმინი ორივე პროფესორს არ მოსწონთ) მიერ შეთხზული ეპისტოლეს თითოეული სიტყვისა და აბზაცის განხილვას, ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ რამდენიმე მომენტზე:

ა) აბსოლუტურად მიკერძოებულია მათი მტკიცება, რომ მე–11 – მე–12 საუკუნეებში კავკასიაში საქართველოს სახელმწიფო კი არ არსებობდა, არამედ არსებობდა აფხაზეთის სამეფო, კოლხეთისა და იბერიის საფუძველზე, და ამგვარი სიტუაცია გრძელდებოდა მე–14 საუკუნემდეო. მაგრამ განა კოლხეთი და იბერია ქართული სახელმწიფოები არ იყვნენ? იყვნენ და ამას არც თქვენ უარყოფთ. გარდა ამისა, ერთიან ქართულ სახელმწიფოებრიობაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ქართული ენა სახელმწიფო ენად შემოღებულ იქნა ჯერ კიდევ ქართლის მეფე ფარნავაზის მმართველობის პერიოდში, ე.ი. ძვ.წ. III საუკუნეში. კიდევ ერთი მომენტი: ერთიანი საქართველოს მეფე დავით IV აღმაშენებლის (თქვენ რომ დავით II გგონიათ) ტიტულატურა ასეთია – „დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“. წარმოუდგენელია, რომ ვინმემ დავით მეოთხე აღმაშენებელი აფხაზეთის მეფედ მიიჩნიოს... აქვე ავღნიშნავ, რომ საქართველოს სახელმწიფო (სამეფო) ხსენებულ პერიოდში ბიზანტიის ეგიდით ვერ იარსებებდა, რადგან ბიზანტიის იმპერია ჯვაროსანთა მიერ კონსტანტინეპოლის დარბევის (1204 წ.) შემდეგ უაღრესად დასუსტებული იყო.

რაც შეეხება ტრაპიზონის იმპერიას, ეს სახელმწიფო თავად საქართველოს მეფემ – თამარმა დააარსა. საქმე ისაა, რომ თამარის უმცროსი და – რუსუდანი ბიზანტიის იმპერატორის ანდრონიკე პირველის შვილზე – მანუილ კომნენოსზე იყო გათხოვილი და როცა მანუილი მოკლეს, რუსუდანი შვილებითურთ (ალექსი და დავითი) საქართველოში, თავის დასთან, თამარ მეფესთან ჩამოვიდა. თავის მხრივ თამარ მეფე სამხედრო ძალით დაეხმარა მათ, ბიზანტიის იმპერატორის შთამომავლებს, მმართველობა განეხორციელებინათ იმპერიის ჩრდილო–აღმოსავლეთ ნაწილში. ასე შეიქმნა ტრაპიზონის იმპერია. ტრაპიზონის იმპერიის პირველი იმპერატორი ალექსი კომნენოსი თამარის უმცროსი დის – რუსუდანის შვილი გახლდათ. ამიტომ, საქართველო და და მისი მეფე თამარი ვერანაირად ვერ იქნებოდა მის მიერვე შექმნილი ტრაპიზონიის იმპერიაზე დამოკიდებული.

Page 66: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

ბ) როცა აფხაზეთისა და მთიელთა რესპუბლიკის ურთიერთობაზე საუბრობენ, ტარას შამბა და ალექსანდრე ნეპროშინი თვითონვე, ნებით თუ უნებლიედ, ადასტურებენ, რომ 1918 წლის დასაწყისში აფხაზეთი არანაირად არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელიც მთიელთა რესპუბლიკაში შედიოდა: „იმდროინდელი აფხაზეთი, მყიფე და არაკონსოლიდირებული, რომლის მოსახლეობის ერთი ნაწილი თურქეთისაკენ მიილტვოდა, მეორენი– თავის თავს მთიელთა რესპუბლიკაში მიიჩნევდნენ, მესამენი ბოლშევიკებთან ხედავდნენ ნათელ მომავალს, მეოთხენი – საქართველოს შემადგენლობაში, სხვებს კი აფხაზეთი დამოუკიდებელად მიაჩნდათ“. ბატონებო, წიგნში თქვენ დამოუკიდებელ აფხაზეთზე ლაპარაკობთ, რომელიც მთიელთა შემადგენლობაში შედიოდაო, ახლა კი რაღაც გაუგებრად მსჯელობთ – ზოგი იქით იყო, ზოგი აქეთო. განა დარღვეულ–არაკონსოლიდირებული აფხაზეთი დამოუკიდებელი იქნებოდა? ანდა თუ სხვა სახელმწიფოსში შედიოდა, რომელ დამოუკიდებლობაზეა საუბარი? ასე რომ, ჩემს არგუმენტს– აფხაზეთი იმ დროს არანაირად არ შეიძლებოდა ყოფილიყო დამოუკიდებელი და მით უმეტეს – მთიელთა რესპუბლიკის ნაწილი, რადგანაც სოხუმს, გაგრას და სოჭს საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა – თქვენ ვერ აბათილებთ.

Page 67: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

გ) ყველაზე მთავარი: თქვენ წიგნში ამტკიცებთ, რომ აფხაზეთი 1920 წლის 7 მაისისათვის დამოუკიდებელი იყო და საქართველო ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას სუვერენულ აფხაზეთს არაფერს შეჰკითხვიაო. მე ჩემს „ესსე“–ში (თქვენეული ტერმინია!) კი ვწერ, რომ ასეთი ფაქტი ისტორიაში არ არსებობს, აფხაზეთი დამოუკიდებელი არ ყოფილა. ახლა კი თქვენსავე წერილში ჩემს არგუმენტებს იზიარებთ, როცა აღიარებთ, რომ (ციტატები):

„ერთადერთი, რაშიც ჩვენ ვეთანხმებით, ესაა ს.კილაძის პოსტულატი: „საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება სოხუმის ოკრუგის ტერიტორიას დე–ფაქტოც და დე–იურედაც მტკიცედ აკონტროლებდა“;

„ჩვენ ვეთანხმებით ჩვენი კრიტიკოსის აქსიომას: სინამდვილეა, რომ ამ ხელშეკრულებამ

განსაზღვრა აფხაზეთის ადგილი საერთაშორისო საზოგადოებაში (ანუ საქართველოს შემადგენლობაში). ეს ფაქტია“.

აბა, მაშ მეტი რაღაა საჭირო? რაზე დაობთ? რადგან ვაკონტროლებდით, ესე იგი საქართველოს ნაწილი იყო და პირიქით. მგონი, აქ ზედმეტია თქვენი მხრიდან რაღაც სხვა თითიდან გამოწოვილი არგუმენტების მოტანა, თითქოსდა აფხაზეთის გაკონტროლება საქართველოს ამბიციების ნაყოფი იყო, თითქოსდა მასზე ხელმოწერის დროს რაღაც პრინციპები დაირღვა... კიდევ ვამბობ, რომ ფაქტი ჯიუტია: აფხაზეთი 1920 წლისათვის სუვერენული სახელმწიფო არ იყო. სწორედ ამას ვამტკიცებდი მე ჩემს მასალაში და კარგია, რომ დღეს ამ ჭეშმარიტებას თქვენც აღიარებთ.

რაც შეეხება რუსეთ–აფხაზეთის ურთიერთობების პრობლემებს, ეს უკვე თქვენი მოსაგვარებელი საკითხებია: ნაჩუქარი „დამოუკიდებლობა“ მსხვერპლს მოითხოვს.

 

სიმონ კილაძე

Page 68: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ

Uuari oms !

Page 69: მულტიმედია აფხაზეთის კონფლიქტის შესახებ