თამარ წილოსანი

31
ნნნნნნნნ ნნნნნნნნნ აააააა : ააააა აააააააა აააააააააააა :აააა ააააააააააა ააააა : 65 აააააა : ააააააა

Transcript of თამარ წილოსანი

Page 1: თამარ წილოსანი

ნაპოლეონ ბონაპარტი 

ავტორი : თამარ წილოსანი

ხელმძღვანელი :ზაზა ნაცვლიშვილი

სკოლა : 65

საგანი : ისტორია

Page 2: თამარ წილოსანი

მცირე მიმოხილვა

(დ. 15 აგვისტო, 1769,აიაჩო, კორსიკა − გ. 5 მაისი, 1821, წმინდა ელენეს კუნძული) — საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის ისტორიაში. იყო საფრანგეთის რევოლუციის გენერალი დასაფრანგეთის მმართველი, როგორც საფრანგეთის კონსულატის პრემიერ-კონსული 1799-1804 წლებში და შემდგომ როგორც „ფრანგთა იმპერატორი“1804-1815 წლებში, იტალიის მეფე ნაპოლეონ I-ის სახელით 1805-1814 წლებში და რაინის კავშირის პროტექტორი 1806a-1814 წლებში.

ავტ. ჟაკ-ლუი დავიდი(1812)

Page 3: თამარ წილოსანი

მმართ. დასაწყისი: 20 მარტი 1804, 1 მარტი 1815 მმართ. დასასრული: 6 აპრილი 1814, 22 ივნისი 1815 კორონაცია: 2 დეკემბერი 1804,ნოტრ-დამი სხვა წოდებები: იტალიის მეფე

რაინის კავშირის პროტექტორიშვეიცარიის მედიატორი

წინამორბედი:ლუი XVI მემკვიდრე: 1. ლუი XVIII (დე ფაქტო),

2. ნაპოლეონ II (დე იურე) მეუღლე: 1. ჟოზეფინა ბოარნე

2. მარია ლუიზა ავსტრიელი შვილები:ნაპოლეონ II დინასტია: ბონაპარტების დინასტია მამა:კარლო ბუონაპარტე დედა:ლეტიცია რამოლინო

Page 4: თამარ წილოსანი

ოჯახი ნაპოლეონის დაბადებიდან 1 წლის შემდეგ საფრანგეთმა აიძულა

გენუის რესპუბლიკა კორსიკა გარკვეულ საფასურად გადაეცა მისთვის 4 წლის ვადით. ნაპოლეონის მამა კარლო ბუონაპარტე და სხვა კორსიკელები პასკუალე პაოლის მეთაურობით შეეწინააღმდეგნენ მათ, მაგრამ დამარცხდნენ

. გამარჯვების შემდეგ ფრანგებმა ამნისტია გამოაცხადეს და ერთ–ერთი პირველი მათ მხარეს კარლო ბუონაპარტე გადავიდა. 1764 წელს 2/7 ივნისს მან იქორწინა ლეტიცია რამოლინოზე. მათ ჰყავდათ 13 შვილი, რომელთაგანაც მხოლოდ 8–მ მიაღწია სრულწლოვნებას.

Page 5: თამარ წილოსანი

ნაპოლეონ ბუონაპარტე (1764/1765 – 17 აგვისტო 1765)

მარია ანა ბუონაპარტე (3 იანვარი 1767 – 1 იანვარი 1768)

ჟოზეფ ბონაპარტი (7 იანვარი 1768 – 28 ივლისი 1844)

ნაპოლეონ ბონაპარტი (15 აგვისტო 1769 – 5 მაისი 1821)

მარია ანა ბუონაპარტე (1770), მარია ანა ბუონაპარტე (14 ივლისი – 23

ნოემბერი 1771), ერთი დაუბადებელი ვაჟი ლუსიენ ბონაპარტი (21 მაისი 1775 – 29

ივნისი 1840), ელიზა ბონაპარტი (13 იანვარი 1777 – 7

აგვისტო 1820), ლუის ბონაპარტი (2 სექტემბერი 1779 – 25

ივლისი 1844), პოლინ ბონაპარტი (20 ოქტომბერი 1780 – 9

ივნისი 1825), კაროლინ ბონაპარტი (24 მარტი 1782 – 18

მაისი 1839), ჟერომ ბონაპარტი (15 ნოემბერი 1784 - 24

ივნისი 1860),

ჟოზეფ ბონაპარტი იყო ნეაპოლის (1806–1808), შემდეგ კი ესპანეთის მეფე მაგრამ  1812 წლის 13 ივნისს ის დაბრუნდა საფრანგეთში.

Page 6: თამარ წილოსანი

აღზრდა და განათლება

1778 წლის 15 დეკემბერს ნაპოლეონი და მისი უფროი ძმა ჟოზეფი გააგზავნეს ოტინელ ეპისკოპოსთან, რომელმაც ნაპოლეონი დროებით ფრანგული ენის შესასწავლად კოლეჯში მოაწყო. 3 თვის შემდეგ ის ბრიენის სკოლაში გადავიდა. აქ მან 5 წელი დაჰყო. წარმატებულმა კურსანტმა

ბუონაპარტემ პარიზის უმაღლეს სამხედრო სკოლაში სწავლა დაიმსახურა. ათთვიანი სწავლის შემდეგ 1785 წელს მამის სიკვდილის გამო ის იძულებული გახდა გამოსაშვები გამოცდები ჩაებარებინა და ოჯახს ჩასდგომოდა სათავეში და სამუშაოდ ის გაიგზავნა ქალაქ ვალანსის გარნიზონის საარტილერიო პოლკში.

Page 7: თამარ წილოსანი

ადრეული წლები

1785 წელს დაიწყო ნაპოლეონის სამხედრო კარიერა, არტილერიის უმცროსი ლეიტენანტის ჩინით. ნაპოლეონი რევოლუციას თავიდანვე მიემხრო. იგი განსაკუთრებით დაუახლოვდა მაქსიმილიან რობესპიერის ძმას ოგიუსტენ რობესპიერს, რომლის რეკომენდაციით იაკობინებმა ნაპოლეონი ტულონის ოპერაციის ხელმძღვანელად დანიშნეს.1793 წელს ნაპოლეონმა პირველად სწორედ აქ იზეიმა პირველი დიდი გამარჯვება, როდესაც საფრანგეთის რევოლუციურმა არმიამ,

კაპიტან ბონაპარტის მეთაურობით იერიშით აიღო ინგლისელებისა და კონტრრევოლუციონერების მიერ დაკავებული ტულონი.იაკობინთა დამხობის შემდეგ თერმიდორელებმა რობასპიერთან სიახლოვის გამო ნაპოლეონი ხანმოკლე ვადით დააპატიმრეს.

Page 8: თამარ წილოსანი

13 ვანდემიერი

ბონაპარტი პარიზში მსახურობდა, როდესაც 1795 წლის 3 ოქტომბერს, ქალაქში როიალისტებისა და კონტრრევოლუციონერების შეიარაღებულმა აჯანყებამ იფეთქა. დამსჯელი რაზმის სარდლობა ნაპოლეონმა იკისრა. მან დაიკავა არტილერიის ნაწილები ახალგაზრდა კავალერიის ოფიცერ, იოახიმ მიურატის (რამდენიმე ხანში იგი ნაპოლეონის სიძე გახდა) დახმარებით და დაამარცხა აჯანყებულები. მონარქისტული ამბოხების ჩახშობით ნაპოლეონმა დირექტორიის სიმპათიები მოიხვეჭა, რამაც მისი სწრაფი დაწინაურება გამოიწვია და მალე მას იტალიის საზღვარზე განლაგებული არმია ჩააბარეს. ამ მოვლენიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ნაპოლეონს შეუყვარდა დირექტორიის მთავარი ლიდერის, ბარასის ყოფილი მეუღლე ჟოზეფინა, ვისზეც მან 1796 წლის 9 მარტს იქორწინა.

მარი როზ ჟოზეფინ ტაშე დე ლა პაჟერი ან როზ (ჟოზეფინას სახელით მისი მოხსენიება დაიწყო ნაპოლეონმა)

Page 9: თამარ წილოსანი

ჟოზეფინა ნაპოლეონ ბონაპარტის ცოლი

ჟოზეფინა ახალგაზრდა მამაკაცების მოყვარული გახლდათ. იგი ნაპოლეონზე უფროსი იყო და მთელი ცხოვრება თავისუფალი ქცევით გამოირჩეოდა. ბონაპარტის ეგვიპტეში ლაშქრობისას, ჟოზეფინას არც ერთი წარმოსადეგი ჭაბუკი არ გაუშვია ხელიდან. ნაპოლეონს დროდადრო სწერდნენ მისი ღალატის შესახებ, მაგრამ ამაოდ, პარიზში დაბრუნებულ ქმარს ჟოზეფინამ ცრემლებითა და ალერსით მოულბო გული და დაარწმუნა, რომ მისთვის არასდროს უღალატია.

Page 10: თამარ წილოსანი

 ნაპოლეონ ბონაპარტე და დედოფალი ჟოზეფინა

26 წლის ასაკში ნაპოლეონი დაქორწინდა მდიდარ და დიდგვაროვან ქალზე ჟოზეფინაზე, რომელიც ნაპოლეონისთვის უნდა ყოფილიყო მემკვიდრის დედა და მეტი არაფერი. მაგრამ ამ ორ ადამიანს ერთმანეთი საბედისწეროდ შეუყვარდათ. მათი ვნება ერთმანეთისამი არასდროს განელებულა და ერთმანეთისთვის, არც ერთს და არც მეორეს არ უღალატიათ.

მათი ურთიერთპატივისცემა და სიყვარული იყო ჭეშმარიტი. საბოლოოდ ჟოზეფინა და ნაპოლეონი გაიყარნენ, რადგან ნაპოლეონს ჟოზეფინამ ვერ მისცა მეტად მნიშვნელოვანი რამ- მემკვიდრე. მიუხედავად ამისა ამ ორი ადამიანის სიყვარული არასოდეს ჩამქრალა.

Page 11: თამარ წილოსანი

იტალიის პირველი კამპანია

ქორწინებიდან ორი დღის შემდეგ, ნაპოლეონმა პარიზი დატოვა, რათა თავის თავზე ეკისრა საფრანგეთის სამხრეთის არმიის წინამძღოლობა, რომელიც 1796 წლის აპრილში გენერალ ნაპოლეონ ბონაპარტის სარდლობით ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გავლით იტალიაში შეიჭრა. 1796 წლის 12 აპრილს მონტენოტესთან და იმავე წლის 10 მაისს ლოდისთან მან დაამრცხა ავსტრიის ძალები, განდევნა ისინი ლომბარდიიდან და დაიმორჩიალა პაპის მცირე ტერიტორიებიც.

1797 წლის მარტში მან პაპი საერთოდ ჩამოაგდო და დაატყვევა.  1797 წლის პირველ დადო ავსტრიასთან სამშვიდობო ზავი რომლის ძალითაც ავსტრიის იმპერია იძულებული გახდა გადაეცა საფრანგეთისათვის იტალიის მნიშვნელოვანი ნაწილი. შემდეგ ნაპოლეონი ილაშქრებს ვენეციის რესპუბლიკის წინააღმდეგ, ამარცხებს მათ ჯარებს და ბოლოს უღებს მის თითქმის ათასწლოვან დამოუკიდებლობას.

გენერალი ნაპოლეონი იძლევა განკარგულებას (ლოდის ბრძოლა)

Page 12: თამარ წილოსანი

ეგვიპტის ექსპედიცია

ორთვიანი ფიქრის შემდეგ ნაპოლეონმა გადაწყვიტა, რომ სამხედრო-საზღვაო ძალები ჯერ კიდევ არ იყო იმისათვის საკმაოდ ძლიერი, რომ ინგლისის სამეფო ფლოტს დაპირისპირებოდა. მან საფრანგეთის მმართველ წრეებში წამოაყენა წინადადება ეგვიპტეში სამხედრო ექსპედიციის შესახებ და ამის საშუალებით ძირი გამოეთხარა ინგლისის სავაჭრო ინტერესებს ინდოეთში. ბონაპარტეს სურდა დაეარსებინა საფრანგეთის ინტერესების სფერო შუა აღმოსავლეთში და შეეკრა კავშირი ინგლისის მოწინააღმდეგე ტიპუ სულთანთან ინდოეთში. ნაპოლეონი არწმუნებდა დირექტორიას,

რომ "როგორც კი ის დაიპყრობდა ეგვიპტეს, მაშინვე დაამყარებდა კავშირს ინდოელ მმართველთან და მასთან ერთად დაამხობდა ინგლისურ მმართველობას.“ 1798 წელს ტალეირანმა განაცხადა: "ეგვიპტის დაპყრობით , ჩვენ გავაგზავნით 15,000 სამხედროს სუეციდან ინდოეთში, ისინი შეუერთდებიან ნაპოლეონისა და ინდოელთა ძალებს და ერთობლივი ძალებით გადააგდებენ ინგლისურ უღელს.“

ბონაპარტე სფინქსის წინ, (1868 წლის ნახატი), ჟან-ლეონ ჟერომი ხერსტ-კასლი

Page 13: თამარ წილოსანი

1798 წლის მაისში ნაპოლეონი მეცნიერების ფრანგული აკადემიის წევრად აირჩიეს. ეგვიპტურ ექსპედიციაში მას თან ახლდა 167 მეცნიერისაგან შემდგარი ჯგუფი. 1798 წლის 9 ივნისს ნაპოლეონმა მალტას მიაღწია, რომელსაც ფრანგი რაინდები მართავდნენ, თუმცა რაინდებმა არ ინებეს ნაპოლეონის კუნძულზე შეშვება, მაშინ გენერალმა ჭკვიანური გეგმით, ძალით მოახერხა კუნძულის აღება და თითქმის უდანაკარგოდ (დაიღუპა 3 ჯარისკაცი) ჩაიგდო ხელში უმნიშვნელოვანესი საზღვაო ბაზა. ბონაპარტე თავისი ექსპედიციით აცდა სამეფო ფლოტს და 1 ივლისს ალექსანდრიაში გადაჯდა. ჩობრაკიტის

ბრძოლაში ნაპოლეონმა დაამარცხა მამლუქები, შუა აღმოსავლეთის უმნიშვნელოვანესი ძალა. ეს იყო ფრანგული გეგმის პირველი ეტაპი, მალევე ფრანგებმა კიდევ ერთი გამარჯვება მოიპოვეს პირამიდების ბრძოლაში, რომელიც პირამიდებიდან 6 კილომეტრის დაშორებით გაიმართა. ფრანგებმა 6 000-მდე მამლუქი მოკლეს, თავიანთი დანაკარგი კი მხოლოდ 200 კაცს შეადგენდა.  ადრეულ 1799 წელს ბონაპარტემ თავისი ჯარები დამასკოს ოტომანთა პროვინციისაკენ გაიძღოლა და 13 000 ჯარისკაცით აიღო სანაპირო ქალაქები: ელ-არიში ,ღაზა, იაფა. განსაკუთრებით

სისასტიკით გამოირჩეოდა იაფას ალყა, სხვადასხვა ავადმყოფობით, ძირითადად ბუბონის ჭირით დასუსტებული არმიით ნაპოლეონისათვის შეუძლებელი აღმოჩნდა აკოს აღება და მაისში ეგვიპტისაკენ გაბრუნდა. უკანდახევისას, 25 ივლისს, ნაპოლეონმა კიდევ ერთხელ დაამარცხა ოტომანთა ჯარები 

ნაპოლეონ ბონაპარტე ეგვიპტეში

Page 14: თამარ წილოსანი

საფრანგეთის მმართველობა

ძალაუფლების კრიზისი პარიზში თავის აპოგეას 1799 წელს აღწევს, როდესაც ბონაპარტი თავის მეომრებთან ერთად ეგვიპტეში იმყოფებოდა. კორუმპირებულ დირექტორიას აღარ შეეძლო რევოლუციის დაპყრობების მომარაგება. იტალიაში რუსულ–ავსტრიულმა

ნაპოლეონი ალპების გადაკვეთისას

ძალებმა, რომელთაც ალექსანდრე სუვოროვი ხელმძღვანელობდა გაანადგურეს ნაპოლეონის მიერ დატოვებული მთლიანი ჯარი, შეიქმნა ასევე იმის საშიშროება რომ ისინი საფრანგეთშიც შეიჭრებოდნენ.

Page 15: თამარ წილოსანი

საფრანგეთის კონსული

საფრანგეთის საზოგადოებრივი აზრი სულ უფრო და უფრო იხრებოდა ძლიერი სამხედრო დიქტატურის დამყარებისაკენ.

ეგვიპტეში მყოფმა ნაპოლეონ ბონაპარტმა სწორად შეაფასა დირექტორიის არამყარი მდგომარეობა. მან არმია თავის გენერლებს ჩააბარა, თვითონ კი ხმელთაშუა ზღვაში სასწაულებრივად დაუსხლტა ინგლისელთა გემებს და საფრანგეთში დაბრუნდა.

Page 16: თამარ წილოსანი

1799 წლის 9 ნოემბერს (18 ბრიუმერი) გეგმა განხორციელდა, ძალაუფლება გადაეცა სამ კონსულს, ფაქტობრივად კი "პირველი კონსულის" ნაპოლეონ ბონაპარტის ხელში გადავიდა. ნაპოლეონმა რევოლუცია დასრულებულად გამოაცხადა და 1804 წლის მაისს მიღებული კონსტიტუციით საფრანგეთი იმპერიად, ნაპოლეონ ბონაპარტი კი "ფრანგთა იმპერატორად" გამოცხადდა. ნაპოლეონმა გაატრა რეფორმა თითქმის ყველა სფეროში, მაგრამ მისი ძირითადი დასაყრდენი ძალა მაინც არმია იყო _ შეიარაღებით, საბრძოლო მომზადებით, ორგანიზაციით და დისციპლინით საუკეთესო არმია ევროპაში .. 

Page 17: თამარ წილოსანი

ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევა 

1807 წელს შეიქმნა ჟაკ-ლუი დავიდის სურათი "ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევა", ეს ნახატი ერთ-ერთი ცნობილი ნაშრომია დავიდის შემოქმედებაში. ეს ისტორიული მოვლენა გამოსახავს ნაპოლეონ ბონაპარტის იმპერატორად კურთხევას. ამ საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა რომის პაპი პიუს VII. როდესაც საზეიმო მომენტში პაპმა ასწია დიდი სამპერატორო გვირგვინი, რათა იმპერატორისთვის თავზე დაედგა, ისევე როგორც ათი საუკუნის წინ პიუს VII-ის წინამორბედმა დაადგა გვირგვინი კარლოს დიდს, ნაპოლეონმა უეცრად გამოსტაცა ეს გვირგვინი პაპს და თვითონ დაიდგა თავზე. ამის შემდეგ დედოფალმა ჟოზეფინამაც დაიჩოქა იმპერატორის წინაშე და ნაპოლეონმა მას დაადგა მომცრო ზომის გვირგვინი.

ეს ჟესტი საკმაოდ ღრმააზროვანი იყო. ნაპოლეონს არ სურდა, რომ პაპის დალოცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა მისცემოდა.

Page 18: თამარ წილოსანი

მესამე კოალიციის ომი (1805 წელი)

ნაპოლეონმა, რომელიც ემზადებოდა ინგლისში დესანტის გადასასხმელად, მიიღო ცნობა, რომ 27 აგვისტოს ავსტრიის ჯარები ბავარიაში შეიჭრნენ. მან დაიწყო ძალების გადასროლა ბულონის ბანაკიდან რაინზე ფელდმარშალ კარლ მაკის ავსტრიის დუნაის არმიის (80 000 კაცი) გასანადგურებლად კუტუზოვის არმიის (50 000 კაცი) მოსვლამდე. თავისი ჯარების (220 000 კაცი) მოხერხებული მანევრით ნაპოლეონმა ალყა შემოარტყა მაკის არმიას ულმთან და 8 ოქტომბერს აიძულა იგი

დანებებოდა. რუსეთის ჯარები, რომლებიც ბრაუნაუში 29 სექტემბერს მივიდნენ, შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო იძულებულნი გახდნენ საარიერგარდო ბრძოლით დაეხიათ უკან დუნაის მარჯვნივ, ნაპირის გაყოლებით. ნაპოლეონი შეეცადა მოემწყვდია რუსეთის ჯარები, მაგრამ ისინი დუნაიზე ფრანგების მოსვლამდე გადავიდნენ, ხოლო 30 ოქტომბერს დაამარცხეს ედუარდ მორტიეს კორპუსი. 

Page 19: თამარ წილოსანი

1 ნოემბერს მარშალ იოახიმ მიურატის ავანგარდი შეეცადა რუსეთის არმიისათვის უკან დასახევი გზები მოეჭრა. 1805 წლის 4 ნოემბერს პეტრე ბაგრატიონის საფარმა რაზმმა (6 000 კაცი) შენგრაბენის ბრძოლაში ფრანგთა 30 000-იანი ავანგარდის იერიში მოიგერია, რითაც მთავარ ძალებს საშუალება მისცა დაეხიათ ოლმიუცისაკენ, სადაც ისინი ავსტრიის ჯარებს და რუსეთიდან მოსულ გენერალ ბუქსგევდენის 50 000-იან არმიას შეუერთდნენ. 1805 წლის 2 დეკემბერს აუსტერლიცის ბრძოლაში მოკავშირეთა ჯარები დამარცხდნენ. ავსტრია ომიდან გამოვიდა და ხელი მოაწერა საფრანგეთთან სეპარატულ პრესბურგის ზავს (1805). რუსეთის ჯარები გაიყვანეს რუსეთში. ზღვაზე საფრანგეთ-ესპანეთის ფლოტი განადგურებულ იქნა ტრაფალგარის ბრძოლაში (1805). მოკავშირეთა ჯარების გადასხმა ნეაპოლსა და ჩრდილოეთ გერმანიაში უშედეგოდ დამთავრდა. ომში ნათლად გამომჟღავნდა ნაპოლეონის უდიდესი სამხედრო

ნაპოლეონი აუსტერლიცის ბრძოლაში

Page 20: თამარ წილოსანი

რუსეთის ლაშქრობა

როდესაც 1812 წლის 24 ივნისს ნაპოლეონი რუსეთში შეიჭრა, მან დიდი შეცდომა დაუშვა, თუმცა თავიდან ფრანგებს ყველაფერი კარგად მისდიოდათ სანამ ზამთარი არ დადგებობა. კუტუზოვმა გადაწყვიტა დაეთმო ფრანგებისთვის მოსკოვი, რადგან ფრანგებს ძალიან გაუჭირდებოდათ ზამთარში საკვების გარეშე ყოფნა.

კუტუზოვის აზრით მოსკოვის დათმობით არ დაიკარგება ქვეყანა, ჯარის დაკარგვა კი დამარცხებას ნიშნავდა. მოსკოვში შესვლის შემდეგ, ნაპოლეონმა ნახა დაცარიელებული ქალაქი და გადაწყვიტა დაბრუნებულიყო სამშობლოში, თუმცა ზამთარში ეს ძალიან რთული იყო. უკან დახევისას მან დაკარგა არმიის ნახევარი.

Page 21: თამარ წილოსანი

ნაპოლეონის პირველი გადადგომა

რუსეთში განცდილი მარცხი ნაპოლეონის იმპერიის დაშლის დასაწყისი გახდა. მის წინააღმდეგ დაირაზმნენ ევროპის ქვეყნები. 1813 წლის ოქტომბერში ლაიფციგთან ნაპოლეონის არმიის ნარჩენებს ბრძოლა მოუხდათ მოკავშირეებთან რუსეთის, პრუსიის, ავსტრიის, შვედეთის არმიებთან

(ე.წ. ხალხთა ბრძოლა), სადაც ფრანგები დამარცხდნენ. მოკავშირეები 1814 წელს პარიზში შევიდნენ. ნაპოლეონი გადადგა. იგი ხმელთაშუა ზღვის კუნძულ ელბაზე გადაასახლეს. პარიზში ბურბონები და რევოლუციის დროს გაქცეული არისტოკრატები დაბრუნდნენ.

Page 22: თამარ წილოსანი

ასი დღე

საფრანგეთის მოსახლეობა ვერ ეგუებოდა ძველი რეჟიმის აღდგენას. ნაპოლეონმა ისარგებლა მოსახლეობის უკმაყოფილებით და ყველასთვის მოულოდნელად საფრანგეთში დაბრუნდა. გმირებს მონატრებული ფრანგი ხალხი მას შეხვდა როგორც მხსნელს. ნაპოლეონის მმართველობის

ბოლო თვეებს „ასი დღე“ შეერქვა. მოკავშირეებმა ომი განაახლეს. 1815 წელს, ბელგიის ახლოს, სოფელ ვატერლოოსთან ნაპოლეონი თავის უკანასკნელ ბრძოლაში დამარცხდა.

Page 23: თამარ წილოსანი

მეორე გადასახლება

დატყვევებული იმპერატორი ინგლისელებმა წმინდა ელენას კუნძულზე (ატლანტის ოკეანე) გადაასახლეს და მიუვლინეს ზედამხედველი. შვიდი წელი მისი სამფლობელო იყო ერთი საკანი და პატარა ბაღი. 

Page 24: თამარ წილოსანი

გარდაცვალება

1821 წლის 5 მაისს, 52 წლის ასაკში, ნაპოლეონი გარდაიცვალა. ერთი ვერსიით, იმპერატორი ტროპიკულმა ჰეპატიტმა შეიწირა, ხოლო მეორე ვერსიით ბრიტანელებმა მოწამლეს. ნაპოლეონი, ისევე როგორც მისი მამა, კუჭის კიბოთი გარდაიცვალა.

Page 25: თამარ წილოსანი

საინტერესო ფაქტები  "ჯარისკაცებო ! ამ ლაშქრობაში თქვენ 14 გენერალური

ბრძოლასა და 70 შეტაკებაში გაიმარჯვეთ, ხელთ იგდეთ 100 ათასი ტყვე და 2500 ზარბაზანი .. " _ სიამაყით წერდა თავის უკანასკნელ "იტალიურ" ბიულეტენში გამარჯვებული მთავარსარდალი. ნაპოლეონს (19 ცხენი მოუკლეს ბრძოლების დროს) კი სიკვდილი არ ეკარებოდა _ "მე რომ ტყვია მომხვდება, იმ ტყვიას ჩემი სახელი ეწერებაო" ამბობდა იგი ))

რუსტამი (როსტომ რაზმაძე) _ ნაპოლეონის პირადი მცველი

Page 26: თამარ წილოსანი

1) ოზურგეთის მუზეუმში ინახება ნაპოლეონ ბონაპარტეს დაშნა2) კომპოზიტორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი ნაპოლეონს აღმერთებდა, მას

ძმად, მამად მიიჩნევდა.ეგონა, რომ იგი ევროპას უტოპიის მსგავს სამყაროდ აქცევდა, მაგრამ როდესაც ნაპოლეონმა თავი იმპერატორად გამოაცხადა, კომპოზიტორმა ეს ღალატად მიიჩნია და მესამე “გმირული” სიმფონიის პარტიტურიდან მისი სახელი ამოშალა.

3) ნაპოლეონ ბონაპარტს საშინლად ეშინოდა 13 რიცხვის.4) ნაპოლეონის ჯარში დისწიპლინა უპირველესი იყო, ამიტომ ყველა ის

ჯარისკაცი თუ გენერალი ვინც ამ წესრიგს დაარღვევდა, სიკვდილით ისჯებოდა. ერთხელ როდესაც თავის ჯარს მოუხმო და უბრძანა მწყობრში ჩამდგარიყო, ერთ-ერთი გენერალი ერთი ნაბიჯით წინ აღმოჩნდა რაც სიკვდილის ტოლფასი იყო, ვინაიდან მან წესრიგი არ დაიცვა. ნაპოლეონს უყვარდა ეს გენერალი, ამიტომ ჯარს უბრძანა ერთი ნაბიჯით წინო, რათა მისი სიცოცხლე გადაერჩინა!!!

5) ალბათ ბევრმა ჩვენგანმა არ იცის ფაქტი, რომ სახელოების ბოლოში ღილების დამაგრების იდეა ნაპოლეონ ბონაპარტს ეკუთვნის. მან ეს იმისთვის მოიგონა, რომ ჯარისკაცებს ცხვირი სახელოთი ვეღარ მოეწმინდათ. რომანი „კლისონი და ეჟენი“ ნაპოლეონ ბონაპარტის დაწერილია.

6) რუსეთიდან გაქცევის შემდეგ, ნაპოლეონი მდინარე ნემაზე ადგილობრივმა გლეხმა გადაიყვანა. „ ბევრი დეზერტირი გაავიდა ამ მდინარეზე?“ – ჰკითხა მას იმპერატორმა, გლეხმა კი უპასუხა: „თქვენ პირველი ხართ“.

7) იტალიის დროშა ნაპოლეონ ბონაპარტის შექმნილია.

Page 27: თამარ წილოსანი

ოზურგეთის მუზეუმში ინახება ნაპოლეონ ბონაპარტეს დაშნა.

Page 28: თამარ წილოსანი

გამონათქვამები 

Page 29: თამარ წილოსანი

1) რევოლუცია იდეაა, რომელიც ჯარისკაცებში იბადება.2) კაცი თავისი ინტერესებისთვის უფრო მწვავედ იბრძვის ვიდრე მისი

უფლებებისთვის.3) ჯარიკაცს უბრალო ფერადი ლენტისთვის გაუთავებელი ბრძოლა

შეუძლია.4) ინგლისი მაღაზიის პატრონების სამშობლოა და სხვა არაფერი.5) თუ გინდა, რომ საქმე კარგად გაკეთდეს, მაშინ გააკეთე ის შენთვითონ.6) მე შენთვის მხოლოდ ერთი რჩევა მაქვს: იყავი ბატონი.7) საფრანგეთს ჩემგან უფრო მეტი სურს ვიდრე თავად მე მსურს

საფრანგეთისგან.8) წარმოსახვა მსოფლიოს მართავს.9) თუ გინდა, რომ მსოფლიო მაშტაბით წარმატებულ კაცად იქცე, მაშინ

კაცობრიობას ყველაფერი დაპირდი და არაფერი შეასრულო.10) შეუძლებელი – ეს მხოლოდ სიტყვაა და არაფერი სხვა, რომელიც

მხოლოდ ლექსიკონებში გვხვდება.11) მედიცინა მოხუცებისთვისაა.12) პატივისცემა – ეს თავის ზედმეტად გადატვირთვაა.13) ადამიანის საკუეთესო მკურნალი კარგი ამინდია.14) ფრანგს ყოველთვის შეუძლია ყველაფრი ახსნას.15) რელიგია – ეს ერთადერთი გზაა, რომელიც ადამიანს აიძულებს

“წყნარად” იყოს.16) ადამიანი თავისი წარმოსახვით მოქმედებს და იმართება.17) დიადიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯია18) "ჯარისკაცებო ისწავლეთ ღირსეულად სიკვდილი!" _ ნაპოლეონი

Page 30: თამარ წილოსანი

19) ჩვენ უნდა დავცინოთ მას, რათა ავარიდოთ ტირილი.20) ომი ბარბაროსების ბიზნესია.21) წარმატება მხოლოდ დაჟინებული და შეუწყვეტელი მცდელობებით

მიიყწევა.22) ყველაზე საიმედო გზა ღარიბად დარჩენისა – ეს პატიოსნად ცხოვრებაა.23) ქალები არაფერს წარმოადგენენ, გარდა მანქანებისა, რომელბიც

ბავშვებს “აწარმოებენ”.24) აუდიენციაში ერთ ადამიანს ყველაფრის თავის თავზე აღება შეუძლია,

მაგრამ ის ამ ყველაფერს ვერ გააკეთებს.25) რა არის ისტორია? – ზღაპარი.26) ამაღლება; სასაცილოდ გახდომა – მათ შორის მხოლოდ ერთი ნაბიჯია.27) მტკიცე და შეურყევი გადაწყვეტილება – ეს ნამდვილი სიბრძნეა.28) კაცი, რომელიც ლაპარაკობს უფრო მეტ ხმაურს ქმნის ვიდრე 1000 ჩუმი

ადამიანი.29) პოლიტიკაში შეცდომა არასდროს არ უნდა დაუშვა, აგერთვე არ

შეიძლება უკან დახევაც.30) მიეცით ნიჭს გზა.

Page 31: თამარ წილოსანი

დასასრული