მგოსანი ბიდლის

8

Transcript of მგოსანი ბიდლის

Page 1: მგოსანი ბიდლის

მგოსანი ბიდლის

ჯადოსნური ზღაპრები

Page 2: მგოსანი ბიდლის

,,მგოსანი ბიდლის ზღაპრები’’ ჰარი პოტერის ერთგულ

მკითხველებს კარგად ახსოვთ წიგნიდან ,,ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები’’. პატარა ჯადოქრებისთვის განკუთვნილი, შუა საუკუნეებში რუნულ ენაზე დაწერილი კრებული ალბუს დამბლდორმა ჰერმიონ გრეინჯერს უანდერძა. სწორედ ამ კრებულში განთავსებულმა ერთ-ერთმა ზღაპარმა ითამაშა გადამწყვეტი როლი იმაში, რომ ჰარი პოტერს დიდი ხნის უშედეგო ძებნის შემდეგ გამოეცნო ვოლდემორის მთავარი ზრახვები და ეპოვა მისი დამარცხების გზა.

,,მგოსანი ბიდლის ზღაპრები’’ აქამდე მხოლოდ ჯადოქრებისთვის იყო ცნობილი, ჯოან როულინგმა კი გადაწყვიტა, მაგლებისთვისაც გაეცნო ეს მშვენიერი წიგნი. კრებულში თავმოყრილი ხუთი შესანიშნავი ზღაპარი ჭკუის სასწავლებელია არა მარტო ჯადოქრებისთვის, არამედ ჯადოსნური ძალის არმქონეთათვისაც.

თითოეულ ზღაპარს თან ერთვის ალბუს დამბლდორის ბრძნული შენიშვნები და კომენტარები.

მგოსანი ბიდლის ზღაპრები

Page 3: მგოსანი ბიდლის

მგოსანი ბიდლის ზღაპრები, რომელშიც შესულია “ხტუნია ქოთანი” “იღბლის შადრევანი” “სამი ძმის ამბავი” ისეთივე ძილის წინ საკითხავი ზღაპრებია როგორც “კონკია” ან “მძნარე მზეთუნახავი” მაგრამ არსებობს მხოლოდ ერთი განსხვავება. ეს არის ზღაპრის მსმენელთა სახელწოდება. სამი ძმის ამბავი ჯადოქრებისთვისაა, ხოლო კონკია მაგლებისთვის (არაჯადოქარი ადამიანი) მაგრამ ზღაპრები შინაარსით ერთმანეთს არ ჩამოუვარდება, ხშირად ზღაპრებს იმდენად დიდი შინაარსი აქვთ რომ ვერც კი წარმოიდგენ, უმეტესწილად ბიდლის ზღაპრებში გმირს თავის გადარჩენა უწევს მაგიის საშუალებით.

ცოტაოდენ ზღაბრების შესახებ

Page 4: მგოსანი ბიდლის

ჯადოქრებს ჰყავთ მგოსანი ბიდლი, ჩვენ კი

გვყავს მგოსანი ვაჟა. ბიდლზე მცირე ინფორმაციააა ცნობილი, ცნობილია ის რომ მე-15 საუკუნეში ცხოვრობდა, დაიბადა იორკშირში, იდუმალ წვერში გახვეული, მისი ზღაპრებიდან ჩანს რომ მას მაგლები უყვარს, მას სწამს რომ ჯადოქართა მოდგმის უსაშინლესი შეცდომაა ის რომ ისინი ადამიანურ სისასტიკეს, ზიზღს, ქედმაღლობას და საკუთარს ნიჭს არასწორად იყენებენ. სწორედ ამ შეხედულებებს იზიარებდა ცნობილი თანამედროვე ჯადოქარი პროფესორი ალბუს პერსივალ ვულფრიკ ბრაიან დამბლდორი – მერლინის პირველი ხარისხის ორდენოსანი, ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრების სკოლის დირექტორი, ჯადოქართა საერთაშორისო კონფედერაციის თავჯდომარე და ვიზენგამოტის მთავარი მსაჯული.

ჯადოქრებს მგოსანი ბიდლი, ჩვენ კი მგოსანი ვაჟა

Page 5: მგოსანი ბიდლის

აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ დამბლდორმა ზღაპრების

კრებულს საკუთარი შენიშვნები და კომენტარები დაურთო, მინერვა მაკონაგელმა კი მისცა ნება გრეინჯერს დაერთო ეს შენიშნვნები ბიდლის ახალ გამოცემაში.

დამბლდორი ბიდლის შესახებ

Page 6: მგოსანი ბიდლის

ამ წიგნის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად

გადაერიცხება საქველმოქმედო ორგანიზაცია “Children high level group”-ს, რომელიც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ეხმარება.

მგოსანი ბიდლი და “Children high level group”- ი

Page 7: მგოსანი ბიდლის

სავარაუდოდ დამბლდორმა სიკვდილამდე 18 თვით ადრე

დაასრულა შენიშვნებისა და კომენტარების დაწერა, რადგან სამი ძმის ამბავს ნაკლებ აქვს დართული მოსაზრებები. მაგრამ მან თავის საყვარელ და ყველაზე ცნობილ მოსწავლეს, როცა სიმართლის მნიშნველობა აუხსნა, იქ იგულისხმა ის მნიშვნელოვანი მოსაზრებანი რაც ამ ზღაპრისთვის უნდა დაერთო.

დამბლდორის კომენტარები

Page 8: მგოსანი ბიდლის

გმადლობთ

ყურადღებისთვის