თბილისში ნარჩენების მართვის...

33
ქ. თბილისის 2011-2012 წლების ბიუჯეტის გამჭვირვალობის გაზრდა ნარჩენების მართვა და დასუფთავება პროგრამის 2012 წლის წლიური შედეგების მონიტორინგი და შეფასება საბოლოო ანგარიში „პი-ემ-სი“ კვლევითი ცენტრი თბილისი მაისი, 2012

description

2010-2011 წლებში თბილისში შემოღებული ნარჩენების მართვისა და დასუფთავების ტარიფის ადმინისტრირების ახალი სისტემის მონიტორინგის კვლევის შედეგები.

Transcript of თბილისში ნარჩენების მართვის...

Page 1: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

ქ. თბილისის 2011-2012 წლების ბიუჯეტის გამჭვირვალობის

გაზრდა

ნარჩენების მართვა და დასუფთავება

პროგრამის 2012 წლის წლიური შედეგების მონიტორინგი და

შეფასება

საბოლოო ანგარიში

„პი-ემ-სი“ კვლევითი ცენტრი

თბილისი

მაისი, 2012

Page 2: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

შინაარსი

შეჯამება ................................................................................................................................... 4

რეკომენდაციები - მოკლე მიმოხილვა ................................................................................. 8

თავი 1. - სამართლებრივი მიმოხილვა ................................................................................... 10

თავი 2. ქ. თბილისის „ქალაქის დასუფთავების და სანიტარული წესრიგის,

საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის და უტილიზაციის“ პროგრამის 2012 წლის

შესრულების ანალიზი ............................................................................................................. 18

თავი 3. რეკომენდაციები ......................................................................................................... 24

გამოყენებული მასალები ......................................................................................................... 29

დანართი №1 ............................................................................................................................. 31

Page 3: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

პრეამბულა

„პი-ემ-სი“ კვლევითი ცენტრი ფონდის ფონდის "ღია საზოგადოება-საქართველო" ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის საგრანტო კონკურსის

ფარგლებში, ახორციელებს ქ. თბილისის 2011-2012 წლის ბიუჯეტის "ქალაქის

დასუფთავება და სანიტარული წესრიგი, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და

უტილიაზაცია" პროგრამის მონიტორინგს.

მონიტორინგის მიზანს წარმოადგენს: o ქ. თბილისის 2011-2012 წლების ბიუჯეტის გამჭვირვალობის ამაღლება და

საბიუჯეტო პროცესებში სამოქალაქო სექტორის ჩართვა; o ქ. თბილისის 2011 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამების და

პროექტების ეფექტურობისა და ეფექტიანობის შეფასება; o 2012 წლის პროგრამული ბიუჯეტის შემუშავების პროცესში

მონაწილეობითი ინიციატივების მხარდაჭერა; o პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მონიტორინგი და ადგილობრივი

ხელისუფლებისთვის შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება; o ცალკეული პროგრამის დაგეგმვის და განხორციელების პროცესში

თბილისის მოსახლეობის ინტერესების დაცვა და ადვოკატირება; o მიზნობრივი პროგრამების მიმდინარეობის და შესრულების შესახებ

საზოგადოების ინფორმირების ხარისხის გაზრდა; o წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების

არამიზნობრივი გამოყენების პრევენცია.

„პი-ემ-სი“ კვლევითმა ცენტრმა განახორციელა ქ. თბილისის "ქალაქის დასუფთავება და

სანიტარული წესრიგი, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა და უტილიაზაცია" 2011 და

2012 წლის 6 თვის წლის პროგრამის მონიტორინგი, რომლის შედეგებიც

წარმოდგენილია წინამდებარე კვლევაში. ბიუჯეტის მონიტორინგთან ერთად

გაანალიზებულია 2011-2012 წლის განმავლობაში სფეროში განხორციელებული

საკანონმდებლო ცვლილებები და მათი მიზანშეწონილობა. მონიტორინგის ანგარიშში

ასევე შემოთავაზებულია რეკომენდაციები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს

პროგრამის ბიუჯეტის გამჭვირვალობის და ეფექტიანობის გაზრდას.

პროექტის განმავლობაში საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ იქნა სხვადასხვა

სახის ინფორმაცია. დანართ №1-ში შეჯამებულია მოთხოვნილი ინფორმაცია და

დაწესებულებებიდან მიღებული პასუხები

Page 4: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

შეჯამება

თბილისში დასუფთავების საფასურის ელექტროენერგიის გადასახადზე მიბმა

მოსახლეობის 72%-ისთვის მთავარი პრობლემაა1.

ნარჩენების მართვისა და დასუფთავების საკითხები ადგილობრივი

თვითმმართველობის - თბილისის, განსაკუთრებული კომპეტენციის სფეროა. 2011

წლამდე დარგის რეგულირების საბიუჯეტო ფინანსირების წყარო გახლდათ

მოსაკრებელი, ხოლო შემდგომ (დღემდე) - ტარიფი/საფასური. 2011 წელს

განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით თბილისის მერიას მიეცა

თავისუფლება დასუფთავების საფასურის ოდენობა ყოველგვარი მეთოდოლოგიისა და

დასაბუთების გარეშე განესაზღვრა: 0.05 თეთრი - 1 კვ.ტ. ელექტროენერგიაზე

გაანგარიშებით. სწორედ დასაბუთების სიმცირის (უკეთეს შემთხვევაში) და

გადაწყვეტილების არასამართლიანობის დასტურია ის გარემოება, რომ 1 წლის თავზე

თბილისის მაცხოვრებელთა თითქმის ¾-სთვის დასუფთავების ტარიფის

ელექტროენერგიის გადასახადზე მიბმა მთავარ, #1 პრობლემად მიაჩნია2.

თბილისში 2011 წლის იანვრიდან დასუფთავების დარგის მართვა ხორციელდება

მუნიციპალური საწარმოს შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს მიერ - ეს არის საწარმო, ხოლო

„მეწარმეთა შესახებ“ კანონით (მუხლი 1.2.) საწარმოს ძირითადი მიზანი არის მოგების

მიღება. მიუხედავად სამართლებრივი ფორმისა, თბილისში ნარჩენების მართვა,

არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით არ უნდა იყოს მერიისთვის მოგების წყარო და ორიენტირებული უნდა იყოს სერვისის სრულყოფილ შესრულებასა და გაუმჯობესებაზე. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია ტარიფის,

კომპანიის ბიუჯეტის, საოპერაციო ხარჯებისა და რეინვესტიციის მოცულობის

განსაზღვრით.

მორიგი არსებითი საკითხია მოსაკრებლისა და ტარიფის მეშვეობით რეგულირების

განსხვავების ჯეროვნად შეფასება. საქართველოს კანონით მომსახურების მიმღებს

მოსაკრებელი შეაქვს ბიუჯეტში, ახლად შემოღებული დასუფთავების

საფასური/ტარიფი მიემართება არა ბიუჯეტში, არამედ კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე.

ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს საჯარო ფინანსების მართვის, გამჭვირვალობისა და ანგარიშგების ხარისხს.

სატარიფო რეგულირების ინსტრუმენტის არჩევამ დღის წესრიგში დააყენა

კონკურენციის, აგრეთვე საფასურების საბაზრო წესით ფორმირების საკითხი. ამიტომ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით თბილისის ტერიტორიაზე დაგვა-

დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის მომსახურება განისაზღვრა

1 წყარო: http://www.ndi.org/node/18677, http://www.ndi.org/node/19283

2 წყარო: http://www.ndi.org/node/18677, http://www.ndi.org/node/19283

Page 5: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

რეგულირებად სფეროდ. პრეზიდენტის ბრძანებულებამ თვალნათელი გახადა

უფლებრივი ასიმეტრია თბილისსა და სხვა თვითმმართველობებს შორის.

მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 მაისის #235 ბრძანებულების

ანალიზი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან

მიმართებაში. სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანოებში მიღებულ ვერც ერთ

გადაწყვეტილებაში და შესაბამის პროექტში ვერ ვხვდებით ჯეროვან და გონივრულ

დასაბუთებას, რომელიც მოგვცემდა საშუალებას გვემსჯელა, რომ ეს გადაწყვეტილებები

სწორედ მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის საჭიროებით იყო

ნაკარნახევი. თბილისის მთავრობას შეუძლია ნარჩენების მართვის უფლება ტენდერისა

და კონკურსის გარეშე გადასცეს მისივე საწარმოს. არც კანონით და არც სხვა აქტით არ

არის განსაზღვრული, თუ რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ეს საწარმო, როგორი

წესით უნდა იქნეს მიღებული ეს გადაწყვეტილება, როგორ განხორციელდება

მონიტორინგი და ფინანსური ანგარიშგება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით,

შესაძლებელია დავასკვნათ, რომ „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“

საქართველოს კანონში დამატებების შეტანით იგი შეუსაბამობაში მოვიდა „თავისუფალი

ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან.

მნიშვნელოვანია დასუფთავების საფასურის ელეტროენერგიის გადასახადზე „მიბმის“

გადაწყვეტილებების ანალიზი. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“.

კანონს დაემატა 496

მუხლი, რომლითაც მოხდა აღნიშნული 2 ტარიფის დარიცხვა-

ამოღების, ადმინისტრირების გაერთიანება. თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ

კანონის რეგულირების სფერო არ გახლავთ დასუფთავება; წყალმომარაგების,

ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის რეგულირება - ეს არის კანონის

პირველივე მუხლში მკაფიოდ გახცადებული მიზანი და ამოცანა. წინააღმდეგობა და

ნაჩქარევი გადაწყვეტილების/ცვლილების მკაფიო დასტური იმთავითვე სახეზეა.

კვლევის ფარგლებში საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით

ირკვევა, რომ კანონპროექტი, ინიცირების შემდგომ განხილულ იქნა დაჩქარებული

წესით. ამასთან, სავალდებულო იყო კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტების

დასკვნების არსებობა. მიუხედავად პარლამენტისათვის წარდგენილი რამდენიმე

წერილობითი თხოვნისა აღნიშნული დასკვნები არ გადმოგვცემია.

ცალკე განხილვის საგანია ტარიფის ადმინისტრირების წესი. ადმინისტრატორი

ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით მომსახურების გაწევისას

ვალდებულია ქვითარში ასახული ერთ-ერთი საფასურის ან/და მოსაკრებლის

გადაუხდელობის ან არასრული გადახდის შემთხვევაში შესაბამის მომხმარებელს

შეუწყვიტოს თავისი მომსახურების გაწევა, სახეზეა კერძო, სახელშეკრულებო

ურთიერთობებში უხეში ადმინისტრაციული ჩარევა, ხოლო თვით საკანონმდებლო

ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის (კონსტიტუციურობის) საკითხი ეჭვქვეშ

დგება, რადგანაც ილახება როგორც საკუთრების, ასევე სამეწარმეო საქმიანობის

თავისუფლება, თუ მომხმარებელთა უფლებები.

Page 6: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

თბილისის მერის 2010 წლის 29 დეკემბრის #33 ბრძანებით 2011 წლის 3 იანვრიდან

გაუქმებულია თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახური. აღნიშნულის

გათვალისწინებით აღარ არსებობს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული

სისტემის სუბიექტი. აღნიშნულით კი ეჭვქვეშ დგება ყველა იმ გადაწყვეტილებისა და

ქმედების ლეგიტიმურობა, რომელიც შეეხება კომისიის გადაწყვეტილებით

განსაზღვრულ დარგებს, სისტემას, სუბიექტებს და მომხმარებლებს.

ქ. თბილისის 2012 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია საკრებულოს 2011 წლის 25

ნოემბრის №12-49 გადაწყვეტილებით. 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილება განხორციელდა

4–ჯერ, 2011 წლის 23 დეკემბერს, 2012 წლის 30 მარტს, 29 ივნისს და 27 ივლისს.

ცვლილებები არ შეხებია დედაქალაქის 2012 წლის პრიორიტეტებს და პროგრამებს, მათი

შეცვლის ან გაუქმების მიმართულებით.

არც ტექსტობრივ, არც ფინანსურ ნაწილში საერთოდ არ არის მოცემული ინფორმაცია

დასუფთავების საფასურის სახით მობილიზებული სახსრების ან დასუფთავების და

სანიტარული წესრიგის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის

კუთხით განხრციელებული ღონისძიებების შესახებ.

როგორც ვხედავთ, დასუფთავების, სანიტარული წესრიგის დამყარების ღონისძიებები

თბილისის პრიორიტეტებში საერთოდ არ არის მოხსენიებული. ანალოგიური

სიტუაციაა ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიმართულებითაც, სადაც

დასუფთავების, ნარჩენების გატანის და სანიტარული ღონისძიებების მიმართულებები

საერთოდ არ არის მოხსენიებული.

ვინაიდან პი-ემ-სი კვლევითმა ცენტრმა ვერ მოიპოვა დასუფთავების და

საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის კუთხით მიღებული შემოსულობების და

გადასახდელების შესახებ ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან, შესაბამისი

წერილობითი თხოვნით მივმართეთ ქ. თბილისის მერიას და საკრებულოს, სს „თელასს“,

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, შპს

თბილსერვის ჯგუფს.

სამწუხაროდ, ამ უწყებებიდან, სხვადასხვა მოტივით ვერ იქნა მიღებული მოთხოვნილი

ინფორმაცია.

პი-ემ-სი კვლევითი ჯგუფი იძულებული გახდა, რომ დასუფთავების და სანიტარული

ნარჩენების უტილიზაციის მიმართულებით არსებული ვითარების წარმოსადგენად

ესარგებლა ალტერნატიული ინფორმაციით და ექსპერტული შეფასებებით.

კერძოდ, დასუფთავების საფასურის სახით მიღებული შემოსავლების შესახებ

სიტუაციის წარმოსადგენად ვისარგებლეთ ს/ს თელასის ინფორმაციით (სხვადასხვა

განცხადებები პრესაში), რომლის მიხედვითაც ქ. თბილისის წლიური მოხმარება

(მხოლოდ საბინაო სექტორი) შეადგენს 800 მილიონ კილოვატ საათს. თუ ამ მონაცემს

Page 7: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

გავამრავლებთ დასუფთავების საფასურის ტარიფზე – 5 თეთრი ყოველ დახარჯულ

კილოვატზე, მივიღებთ, რომ მხოლოდ მოსახლეობის მიერ წლიურად გადახდილი

საფასური შეადგენს დაახლოებით 40 მილიონ ლარს.

ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული

პირებისათვის – დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების

დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების

წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული

პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის,

მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და

ა.შ. მიხედვით. ტარიფის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ

სიდიდეების კომბინაციებიც.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქ თბილისში მოქმედებს 167 417

იურიდიული პირი. თუ ვივარაუდებთ, რომ თითოეული საწარმო/ორგანიზაცია თვეში

საშუალოდ 203 ლარს მაინც იხდის დასუფთავების საფასურის სახით, ანუ

მობინადრეებზე 50 %-ით მეტს, იურიდიული პირებიდან დასუფთავების საფასური

შეადგენს დაახლოებით 20 X 12 X 167 000= 40 მილიონ ლარს. ეს ანალიზი საბოლოო

ჯამში გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 2012 წელს დასუფთავების საფასურის

სახით შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ანგარიშზე მობილიზებულ იქნება მინიმუმ 80

მილიონი ლარი.

როგორც თბილისის ბიუჯეტის დასუფთავების და სანიტარული წესრიგის

გადასახდელების თაობაზე მონაცემები აჩვენებს, 2008 წლიდან 2010 წლამდე ამ

მიმართულებით გამოყოფილი სახსრები მკვეთრად იზრდება წლიდან წლამდე. თუმცა,

2010–2011 წლებში გამოყოფილი სახსრები დაახლოებით იდენტურია და 50 მილიონი

ლარის ფარგლებშია. თუ გავაკეთებთ დაშვებას, რომ დასუფთავების, სანიტარული

წესრიგის და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის დანახარჯები

მნიშვნელოვნად არ გაიზრდება 2012 წლის განმავლობაში, ის 50 მილიონი ლარის

ფარგლებში იქნება. ამასთან, ჩვენი გაანგარიშებით, 2012 წელს „თბილსერვის ჯგუფის“

ანგარიშზე მობილიზებულ იქნება მინიმუმ 80 მილიონი ლარი, რაც გაცილებით

აღემატება ორგანიზაციის ხარჯებს.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დასუფთავების მიმართულებით

შემოსავალ–გასავალი არ არის დაბალანსებული. თუ წინა წლებში ადგილი ქონდა

მერიის მხრიდან დამატებით სახსრების გამოყოფას და მოსაკრებლის სახით მიღებული

შემოსავლები ხარჯების მხოლოდ 55–65%–ს შეადგენდა, 2012 წელს შემოსავლებს და

გადასახდელებს შორის ჩვენი ვარაუდით 30 მილიონიანი დადებითი სხვაობაა. ანუ,

3 აღნიშნული ციფრი მიღებულია უხეში გათვლების შედეგად ვინაიდან საჭირო ინფორმაცია შესაბამისი

ორგანოებიდან არ იქნა მოწოდებული. მოცემული გაანგარიშებები ეფუძნება რეალურ გათვლებს

(კონსერვატული მიდგომა) და მხოლოდ ილუსტრირების მიზნით არის მოყვანილი.

Page 8: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

„თბილსერვის ჯგუფის“ შემოსავლები ხარჯებს 30 მილიონი ლარით გადააჭარბებს.

ალბათ ამით აიხსნება თბილისის ხელისუფლების მცდელობა დამალოს ინფორმაცია

დასუფთავების საფასურით მიღებული სახსრებისა და გაწეული ხარჯების შესახებ. ეს

ასევე ბუნებრივად ბადებს ეჭვებს, ხომ არ ხდება ჭარბი შემოსავლების გამოყენება

არამიზნობრივად.

ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, პროექტის გუნდმა შეიმუშავა

რეკომენდაციები:

რეკომენდაციები - მოკლე მიმოხილვა

1) საზოგადოების ფართო მონაწილეობით შემუშავდეს დასუფთავების

მოსაკრებლის/ტარიფის ოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია, რომელშიც

გათვალისწინებული იქნება მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესები;

დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადახედილი ხელისუფლების გადაწყვეტილება

მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის დასუფთავების საფასურის

გაანგარიშებასთან მიბმის თაობაზე. ზოგიერთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების

(ბოსნია, ხორვატია, მაკედონია, ალბანეთი) გამოცდილება გვაჩვენებს, რომ

დასუფთავების საფასური დაკავშირებულია საცხოვრებელი ფართის

მოცულობასთან და არა კომუნალური სერვისების მომსახურებასთან.

2) ნარჩენების მართვისა და დასუფთავების ადმინისტრირების და ანგარიშგების

საკითხები განისაზღვროს ცალკე საკანონმდებლო აქტით და არ იყოს

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის

რეგულირების საგანი;

3) წარიმართოს მსჯელობა ნარჩენების მართვისა და დასუფთავების

ადმინისტრირების მხოლოდ საჯარო პროცედურებით შერჩეული ოპერატორის ან

თბილისის მერიის შესაბამისი სუბიექტის მეშვეობით წარმართვის თაობაზე და

შესაბამისი ცვლილებები შევიდეს კანონში;

4) საკანონმდებლო აქტით განისაზღვროს მომხმარებლის მიერ მოსაკრებლის ან

ტარიფის მხოლოდ ბიუჯეტში შეტანა და ელექტროენერგიის გათიშვა, როგორც

სანქცია გაუქმდეს;

5) საკანონმდებლო აქტით განისაზღვროს კომუნალური და სოციალური

მომსახურებების გამწევი სუბიექტების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების,

ამ ბაზების ჰარმონიზაციის/მონაცემთა გაცვლის ვალდებულება.

6) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს ენერგეტიკისა და

წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიამ იმსჯელონ

Page 9: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული

კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის #24/3 გადაწყვეტილების

კანონშესაბამისობაზე და უზრუნველყონ მასში სამართლებრივი ხარვეზების

აღმოფხვრა;

7) დაუყოვნებლივ მოხდეს დასუფთავების, სანიტარული წესრიგისა და ნარჩენების

უტილიზაციის მიმართულების ქ. თბილისის პრიორიტეტებში, ისევე როგორც ამ

კუთხით მიღებული შემოსულობებისა და გაწეული გადასახდელების 2012 და

შემდგომი წლებისდ ბიუჯეტებში, შესრულების ანგარიშებში ასახვა.

8) შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ვალდებულია საჯარო გახადოს როგორც ტექნიკური

ისე ფინანსური ინფორმაცია. მათ შორის, შექმნას ვებ-გვერდი სადაც განათავსებს

კვარტალურ და წლიურ მონაცემებს როგორც ფინანსური მაჩვენებლების, ასევე

გაწეული მომსახურების და მოსახლეობისათვის მიწოდებული საზოგადოებრივი

სიკეთეების შესახებ.

9) მოხდეს ქ. თბილისის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების

საბიუჯეტო ანგარიშგებაში ასახვა

10) განხორციელდეს დასუფთავების სფეროში განხორციელებული ცვლილებების

ბიუჯეტში და შესრულების ანგარიშებში უკეთ ასახვა

11) მოხდეს ბიუჯეტში და შესრულების ანგარიშებში მოყვანილი დანართების

შესაბამისობის-ინფორმაციულობის გაზრდა

12) განხორციელდეს პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ბიუჯეტირება

13) მოხდეს პროგრამების მოსალოდნელი შედეგების და ინდიკატორების შედგენა

პროგრამაში მოცემული ღონისძიებების მიხედვით

14) პროგრამების ანგარიშგებისას ნაჩვენები იქნეს არსებული, წინა წლებთან

შედარებითი და მომავლის პროგნოზის ანალიზი

Page 10: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

თავი 1. - სამართლებრივი მიმოხილვა ლევან ალაფიშვილი

თბილისში დასუფთავების საფასურის ელექტროენერგიის

გადასახადზე მიბმა მოსახლეობის 72%-ისთვის მთავარი

პრობლემაა. საზოგადოებრივი განწყობები საქართველოში: 2012 წლის კვლევის შედეგები. ამერიკის

შეერთებული შტატების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი. მარტი 2012. http://www.civil.ge/files/files/2012/February%202012_NDI%20Survey_Public%20Eng.pdf

საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“

ორგანულ კანონით და „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“4 კანონით

ნარჩენების მართვისა და დასუფთავების საკითხები ადგილობრივი

თვითმმართველობის - თბილისის, განსაკუთრებული კომპეტენციის სფეროა.

თვითმმართველობის კანონმდებლობით გამიჯნულია წარმომადგენლობითი და

აღმასრულებელი ორგანოების უფლებამოსილებებიც: საკრებულოს ჩართულობა

ნარჩენების მართვისა თუ დასუფთავების საკითხებში განსაზღრულია

მოსაკრებლების/საფასურის (ტარიფის) დაწესების, მისი ოდენობის განსაზღვრის,

მართვის წესების დადგენის თუ საბიუჯეტო კონტროლის მექანიზმებით, ხოლო

აღმასრულებელი ორგანოს (მერიის) კომპეტენციასა და პასუხისმგებლობას

განეკუთვნება - დარგის მართვა, ორგანიზება და განხორციელება.

2011 წლამდე დარგის რეგულირების საბიუჯეტო ფინანსირების წყარო გახლდათ

მოსაკრებელი, ხოლო შემდგომ (დღემდე) - ტარიფი/საფასური. მართალია ორივე

შემთხვევაში მოსაკრებლისა თუ საფასურის/ტარიფის შემოღებაში თბილისის

თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო შეზღუდულია საკრებულოს

ჩართულობით (რადგანაც სწორედ და მხოლოდ საკრებულო იღებს გადაწყვეტილებას

ორივე მათგანის შემოღებისა და გადახდის წესის თაობაზე), თუმცა განსხვავება ის არის,

რომ საფასურის/ტარიფის განსაზღვრის საკითხში თვითმმართველობა

კანონმდებლობით შეზღუდული არ არის, მოსაკრებლის შემთხვევაში კი მას

განსაზღვრული აქვს ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება.

კერძოდ: „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონით დასუფთავების

მოსაკრებლის ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს მომსახურების ორგანიზებისა და ადმინისტრირების ხარჯებს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით თბილისის

მერიას ჰქონდა თავისუფლება დასუფთავების საფასურის ოდენობა ყოველგვარი

მეთოდოლოგიისა და დასაბუთების გარეშე განესაზღვრა: 0.05 თეთრი - 1 კვ.ტ.

ელექტროენერგიაზე გაანგარიშებით.5 საკამათოა და ვერ ჩაითვლება ჯეროვან

დასაბუთებად „დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის

მომსახურების ტარიფის (საფასური) და მისი გადახდის წესის დადგენის შესახებ“

4

შემდგომში მოკლედ მოხსენიებულია როგორც თვითმმართველობის კანონმდებლობა

5 ამონაწერი თბილისის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის სხდომის ოქმი#7-დან;

Page 11: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

თბილისის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილების განმარტებით

ბარათში მოცემული ინფორმაცია:

„აქედან გამომდინარე, ჩატარდა ქალაქის სხვადასხვა უბნებში

ნარჩენების წარმოქმნის ქრონომეტრაჟი და ელ.ენერგიის ხარჯის

ოდენობა თითოეულ აბონენტზე. გამოანგარიშების შედეგად

არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა წარმოქმნილი

ნარჩენებისა და ელ.ენერგიის ხარჯის ურთიერთპროპორციულობის

საშუალო კოეფიციენტის გამოთვლა, რამაც შეადგინა დახარჯულ 1

კვტ. სთ-ზე 0.05 ლარი.“

დროის რომელ პერიოდში ჩატარდა ქრონომეტრაჟი; რა მეთოდოლოგიით ჩატარდა; იყო

თუ არა განსხვავებული მიდგომა და შედეგები მრავალბინიან და ინდივიდუალურ

სახლებში; როგორ ჩატარდა ქრონომეტრაჟი მრავალბიანიან სახლებში და როგორ

განზოგადდა ეს მონაცემები ყველა მაცხოვრებელზე; არის თუ არა ქრონომეტრაჟი ის

მეთოდი, რომელიც მოგვცემს სწორ, რეპრეზენტატიულ მონაცემებს და მოგცემს თუ არა

განზოგადოების საშუალებას - ეს არის ნაწილი იმ კითხვებისა, რომლებზე პასუხებიც

ტარიფის ოდენობის განსაზღვრამდე უნდა ყოფილიყო ცნობილი. სწორედ დასაბუთების

სიმცირის (უკეთეს შემთხვევაში) და გადაწყვეტილების არასამართლიანობის დასტურია

ის გარემოება, რომ 1 წლის თავზე თბილისის მაცხოვრებელთა თითქმის ¾-სთვის

დასუფთავების ტარიფის ელექტროენერგიის გადასახადზე მიბმა მთავარ, #1

პრობლემად მიაჩნია6.

თბილისში 2011 წლის იანვრიდან დასუფთავების დარგის მართვა ხორციელდება

მუნიციპალური საწარმოს შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს მიერ - ეს არის საწარმო, ხოლო

„მეწარმეთა შესახებ“ კანონით (მუხლი 1.2.) საწარმოს ძირითადი მიზანი არის მოგების

მიღება. ეს გარემოება კი თავისთავად გულისხმობს წინააღმდეგობას რომ ამ საწარმოს

მიერ გაწეული მომსახურება გარდა ორგანიზებისა და ადმინისტრირების ხარჯებისა

(როგორც ეს განსაზღვრულია მოსაკრებლის ოდენობისათვის „ადგილობრივი

მოსაკრებლების შესახებ“ კანონით), მოიცავს (უნდა მოიცავდეს) მოგებას - წინააღმდეგ

შემთხვევაში საწარმო გაკოტრების საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს. მიუხედავად

სამართლებრივი ფორმისა, თბილისში ნარჩენების მართვა, არსებული სოციალურ-

ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით არ უნდა იყოს მერიისთვის მოგების წყარო და ორიენტირებული უნდა იყოს სერვისის სრულყოფილ შესრულებასა და გაუმჯობესებაზე. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია ტარიფის, კომპანიის ბიუჯეტის,

საოპერაციო ხარჯებისა და რეინვესტიციის მოცულობის განსაზღვრით.

ვფიქრობთ მორიგი არსებითი საკითხია მოსაკრებლისა და ტარიფის მეშვეობით

რეგულირების განსხვავების ჯეროვნად შეფასება. საქართველოს კონსტიტუციით,

6 საზოგადოებრივი განწყობები საქართველოში: 2012 წლის კვლევის შედეგები. ამერიკის შეერთებული

შტატების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი. მარტი 2012.

http://www.civil.ge/files/files/2012/February%202012_NDI%20Survey_Public%20Eng.pdf (2012 წლის 12 მაისის

მდგომარეობით)

Page 12: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

„მოსაკრებლების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით და „ადგილობრივი

მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით მომსახურების მიმღებს მოსაკრებელი

შეაქვს ბიუჯეტში; აღნიშნულისგან განსხვავებით ახლადშემოღებული დასუფთავების

საფასური/ტარიფი მიემართება არა ბიუჯეტში, არამედ კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე

(„ტარიფი მთლიანად ჩაირიცხება დედაქალაქში დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი პირის მიერ მითითებულ ანგარიშზე.“)7,

ეს კი მნიშვნელოვნად ამცირებს საჯარო ფინანსების მართვის, გამჭვირვალებისა და ანგარიშგების ხარისხს. ის გარემოება, რომ სფეროს ოპერირებას ახორციელებს ან

შეიძლება განახორციელოს კერძო ოპერატორმა - იმის არგუმენტად ვერ გამოდგება რომ

საფასური არ წარიმართოს ბიუჯეტში. თბილისის მერიას უკვე აქვს გამოცდილება:

პარკირების სფეროს ოპერირებას ახორციელებს კერძო კომპანია (ct-park) და

მიუხედავად ამისა, პარკირების მოსაკრებელი თუ ოპერატორის მიერ დარიცხული

ადმინისტრაციული ჯარიმები მიემართება ბიუჯეტში, შემდგომ კი თბილისის მერია

ბიუჯეტიდან ოპერატორს ურიცხავს/უბრუნებს საკონკურსო პირობებითა და

ხელშეკრულებით განსაზღვრულ პროცენტს. შესაძლებელია ეს სისტემაც არ არის

უნაკლო და სრულყოფილი, მაგრამ მისი სრულყოფა დიდ სირთულეს არ უნდა

წარმოადგენდეს.

სატარიფო რეგულირების ინსტრუმენტის არჩევამ დღის წესრიგში დააყენა

კონკურენციის, აგრეთვე საფასურების საბაზრო წესით ფორმირების საკითხი. სწორედ

ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით (2006 წლის 8 თებერვალი #104)8

თბილისის ტერიტორიაზე დაგვა-დასუფთავებისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენების

მართვის მომსახურება განისაზღვრა რეგულირებად სფეროდ (ეს ცვლილება

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში შევიდა 2011 წლის 4 მაისის #235

ბრძანებულებით)9 და მხოლოდ ამის შემდგომ შეიძინა ლეგიტიმური საფუძველი

თბილისის საკრებულომ განესაზღვრა საწარმოს მომსახურების ტარიფი/საფასური.

პრეზიდენტის ბრძანებულებამ თვალნათელი გახადა უფლებრივი ასიმეტრია თბილისსა

და სხვა თვითმმართველობებს შორის - თუკი პრეზიდენტის #104 ბრძანებულებით

განსაზღვრული სხვა დარგების (ტრანსპორტი) რეგულაცია საერთოა ყველა

თვითმმართველობისათვის, დასუფთავება და ნარჩენების მართვა - მხოლოდ თბილისს

შეეხება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გახლავთ, რომ პრეზიდენტის აღნიშნული

ბრძანებულება ძალაშია 2013 წლის 1 იანვრამდე, რაც ნიშნავს, რომ ნარჩენების მართვა

და დასუფთავება რეგულირებადი სფერო იქნება მხოლოდ 2012 წელს, ხოლო შემდგომ

საფასური/ტარიფი უნდა განისაზღვროს საბაზრო წესით.

7

მუხლი 5.2. ქალაქ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება №7-38. 2011 წლის 24 ივნისი. „დედაქალაქის

დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფის (საფასური) და მისი გადახდის

წესის დადგენის შესახებ“. https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1386351

(2012 წლის 12 მაისის მდგომარეობით) 8

https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=97240&publication=0 (2012 წლის

12 მაისის მდგომარეობით) 9 https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1323136 (2012 წლის 12 მაისის

მდგომარეობით)

Page 13: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 მაისის #235 ბრძანებულების

ანალიზი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან

მიმართებაში, რადგანაც ბაზარზე რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის პრინციპები

და რეგულაციები სწორედ ამ კანონით არის მოცემული. ამასთან, პრეზიდენტის

ბრძანებულების პრეამბულაშივე მითითებულია, რომ გამოცემულია სწორედ ამ

კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის10 მე-2

მუხლის „თ“ პუნქტი ასე განსაზღვრავს რეგულირებად ეკონომიკურ სფეროს:

„თ) რეგულირებადი ეკონომიკური სფეროები – ეკონომიკური

საქმიანობის სახეები, რომლებიც მომხმარებელთა

ეკონომიკური ინტერესების დაცვის საჭიროებიდან

გამომდინარე ექვემდებარება სატარიფო რეგულირებას ან/და

ინფრასტრუქტურულ სფეროებში სახელმწიფოს საკუთრებაში

არსებული საწარმოები;“

სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანოებში მიღებულ ვერც ერთ გადაწყვეტილებაში და

შესაბამის პროექტში ვერ ვხვდებით ჯეროვან და გონივრულ დასაბუთებას, რომელიც

მოგვცემდა საშუალებას გვემსჯელა, რომ ეს გადაწყვეტილებები სწორედ

მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესების დაცვის საჭიროებით არის ნაკარნახევი.

აღნიშნულის საპირისპიროდ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის

განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ მისი მიღების ძირითადი მიზანია

ელექტროენერგეტიკის, წყალმომარაგების, ბუნებრივი გაზისა და დასუფთავების

სატარიფო/მოსაკრებლების სისტემის ადმინისტრირების გამართვა11, ხოლო თბილისის

საკრებულოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას წარმოდგენილი მოხსენებითა და

განმარტებითი ბარათით - დასუფთავების მომხმარებელთა ბაზის და ადმინისტრირების

გაუმართაობის გამოსწორება და ტარიფის დადგენა.

„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7

მუხლის „გ“ პუნქტი:

„სახელმწიფო ან ადგილობრივი ხელისუფლების ყველა ორგანოს

ეკრძალება:

გ) საქონლის წარმოების ან რეალიზაციის მონოპოლიზაციის

მიზნით შექმნას სახელმწიფო ან ადგილობრივი

ხელისუფლების სტრუქტურები ან უკვე არსებულ

სტრუქტურებს მიანიჭოს ისეთი უფლებამოსილება, რომელიც

გამოიწვევს კონკურენციის შეზღუდვას;“

10 https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=29644 (2012 წლის 12 მაისის

მდგომარეობით) 11

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 14 მარტის #2034/3-5 და 10 აპრილის #3008/3-5 წერილები და

კანონპროექტები;

Page 14: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

„საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 441 მუხლის

პირველ პუნქტში 2011 წლის 3 ივნისს შეტანილი ცვლილებით12, კანონში გაჩნდა

ჩანაწერი, რომ ნარჩენების მართვის განხორციელება გარდა ტენდერისა და კონკურსის

წესისა (რომლებიც საჯაროობის უფრო მეტი ხარისხისაა), თბილისის მთავრობას

შეუძლია ნარჩენების მართვის უფლება ტენდერისა და კონკურსის გარეშე გადასცეს

მისივე საწარმოს. არც კანონით და არც სხვა აქტით არ არის განსაზღვრული თუ რა

პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ეს საწარმო, როგორი წესით უნდა იქნეს მიღებული ეს

გადაწყვეტილება, როგორ განხორციელდება მონიტორინგი და ფინანსური ანგარიშგება.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით გონივრულია ვარაუდი, რომ

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში

განხორცილებული დამატებები შეუსაბამობაში მოდის „თავისუფალი ვაჭრობისა და

კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის „გ“ პუნქტთან.

დასუფთავების საფასურის ოდენობის გარდა, მნიშვნელოვანია დასუფთავების

საფასურის ელეტროენერგიის გადასახადზე „მიბმის“ გადაწყვეტილებების ანალიზი.

2010 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში

დამატებების შეტანის თაობაზე13 რომლითაც კანონს დაემატა 496

მუხლი, რომლითაც

მოხდა აღნიშნული 2 ტარიფის დარიცხვა-ამოღების, ადმინისტრირების გაერთიანება.

თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ კანონის რეგულირების სფერო არ გახლავთ

დასუფთავება; წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის

რეგულირება - ეს არის კანონის პირველივე მუხლში მკაფიოდ გახცადებული მიზანი და

ამოცანა. წინააღმდეგობა და ნაჩქარევი გადაწყვეტილების/ცვლილების მკაფიო დასტური

იმთავითვე სახეზეა.

კვლევის ფარგლებში საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციით14

ირკვევა, რომ კანონპროექტი, ინიცირების შემდგომ განხილულ იქნა დაჩქარებული

წესით. მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 160-ე

მუხლით სავალდებულო იყო კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტების

დასკვნების არსებობა (უნდა დართვოდა კანონპროექტს სამივე მოსმენაზე). გარდა ამისა,

კანონპროექტების თავფურცელზე მითითებულია, რომ არსებობს პარლამენტის

აპარატის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა. მიუხედავად პარლამენტისათვის

წარდგენილი რამდენიმე წერილობითი თხოვნისა აღნიშნული დასკვნები (გარდა

კანონპროექტის ინიციატორი კომიტეტის დასკვნისა) არ გადმოგვცემია, რაც იძლევა

12

https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1381578 (2012 წლის 12 მაისის

მდგომარეობით) 13

გამოქვეყნებულია და ძალაშია 2010 წლის 11 ოქტომბერი.

https://www.matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1042376# (2012 წლის 12

მაისის მდგომარეობით) 14

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 14 მარტის #2034/3-5 და 10 აპრილის #3008/3-5 წერილები;

Page 15: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ ეს დასკვნები არ არსებობდა, რაც

კანონდარღვევაა.

საგანგებოდ შევჩერდებით კანონპროექტის 496

მუხლის მე-4 პუქტზე, რომლითაც

განისაზღვრა ტარიფების ადმინისტრირების წესი:

„4. ადმინისტრატორი ადმინისტრირების ერთიანი სისტემის

მეშვეობით მომსახურების გაწევისას ვალდებულია ქვითარში

ასახული ერთ-ერთი საფასურის ან/და მოსაკრებლის

გადაუხდელობის ან არასრული გადახდის შემთხვევაში შესაბამის

მომხმარებელს შეუწყვიტოს თავისი მომსახურების გაწევა, რაც არ არის ადმინისტრატორის მიერ მომხმარებლის წინაშე

სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევა. ამასთანავე,

მომსახურების გამწევი პირის მიერ ადმინისტრატორისათვის

მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა

ეკისრება ინფორმაციის წარმდგენს.“

აღნიშნული დებულებიდან გამომდინარეობს, რომ თუკი მომხმარებელს გადახდილი

აქვს ელექტროენერგიის, მაგრამ არ აქვს (ან არასრულად აქვს) გადახდილი

დასუფთავების ტარიფი/საფასური ან წყლის საფასური, თელასი მაინც ვალდებულია

გაუთიშოს ელექტროენერგიის მიწოდება და ეს არ ეთვლება სახელშეკრულებო

ვალდებულების დარღვევად. სახეზეა კერძო, სახელშეკრულებო ურთიერთობებში

უხეში ადმინისტრაციული ჩარევა, ხოლო თვით საკანონმდებლო ნორმის

კონსტიტუციასთან შესაბამისობის (კონსტიტუციურობის) საკითხი ეჭვქვეშ დგება,

რადგანაც ილახება როგორც საკუთრების, ასევე სამეწარმეო საქმიანობის თავისუფლება

თუ მომხმარებელთა უფლებები.

ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად საქართველოს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის

13 ოქტომბრის (!) - კანონი ძალაში შევიდა 11 ოქტომბერს) #24/3 გადაწყვეტილებით15

ელექტროენერგიის, წყლის და დასუფთავების ერთიანი ადმინისტრირების არეალად

განისაზღვრა მხოლოდ თბილისი, სუბიექტებად: თელასი, ენერგოპრო ჯოჯია, თბილისი

უოთერ ენდ პაუერ და თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახური;

ელექტროენერგიის, წყლის და დასუფთავების სისტემის ადმინისტრატორებად

განისაზღვრა თელასი და ენერგო პრო ჯორჯია. ზემოაღნიშნული კანონის მსგავსად

კომისიის გადაწყვეტილებაშიც გვხვდება ზემოაღნიშნული სადავო ნორმის გამეორება.

როგორც კანონის, ასევე კომისიის გადაწყვეტილების ეს ნორმები სადავო შეიძლება

გახდეს საკონსტიტუციო ან საერთო სასამართლოში და მხოლოდ ამ უკანასკნელთა

გადაწყვეტილების არსებობის პირობებში შესაძლებელია ამ ნორმების და სისტემის

15 https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1060012 (2012 წლის 12 მაისის

მდგომარეობით)

Page 16: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

გაუქმება. აღნიშნულისაგან განსხვავებული და უფრო ოპტიმალური გადაწყვეტილება

შეუძლია მიიღოს პარლამენტმა და გააუქმოს ან შეცვალოს როგორც ნორმა, ასევე ამ

აქტით შექმნილი სისტემა.

დღეისათვის, როგორც კანონი, ასევე კომისიის გადაწყვეტილება ძალაშია.

თბილისის მერის 2010 წლის 29 დეკემბრის #33 ბრძანებით16 2011 წლის 3 იანვრიდან

გაუქმებულია თბილისის მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახური. აღნიშნულის

გათვალისწინებით აღარ არსებობს კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული

სისტემის სუბიექტი (თბილისში ნარჩენების მართვის ოპერირებას ახორციელებს

თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და არა დასუფთავების საქალაქო

სამსახური). აღნიშნულით კი ეჭვქვეშ დგება ყველა იმ გადაწყვეტილებისა და ქმედების

ლეგიტიმურობა რომელიც შეეხება კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ

დარგებს, სისტემას, სუბიექტებს და მომხმარებლებს, ან მიღებულია ადმინისტრატორისა

თუ სისტემის სუბიექტების მიერ.

დასასრულს, შევჩერდებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების

მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის #24/3

გადაწყვეტილების, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“

საქართველოს კანონის 496 მუხლთან შეუსაბამობასა და სამართლებრივ უსწორობაზე.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი

პუნქტის შესაბამისად ნორმატიული აქტის პროექტი სამართლებრივი დასკვნისათვის

უნდა გადაეცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. კვლევის ფარგლებში ცენტრმა

მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და მოითხოვა საქართველოს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის

13 ოქტომბრის #24/3 გადაწყვეტილების პროექტისა და მასზე გაცემული საქართველოს

იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნების ასლები. საქართველოს

იუსტიციის სამინისტროს 2012 წლის 13 ივლისის #29937 წერილით საქართველოს

იუსტიციის სამინისტრომ გვაცნობა, რომ კომისიის გადაწყვეტილება საქართველოს

იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნისთვის არ გადასცემია. აღნიშნულის

გათალისწინებით, სახეზეა კანონით დადგენილ პროცედურებთან აშკარა

წინააღმდეგობით გამოცემული ნორმატიული აქტი - საქართველოს ენერგეტიკისა და

წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის

#24/3 გადაწყვეტილება. აღნიშნულ საკითხზე, მიზეზებსა თუ შედეგებზე მსჯელობა და

გადაწყვეტილების მიღება უნდა გახდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს

საგანგებო მსჯელობის საგანი.

16 https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=1160011# (2012 წლის 12 მაისის

მდგომარეობით)

Page 17: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

გარდა აღნიშნულისა, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“

საქართველოს კანონის 496

მუხლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა კომისიის შემდეგი

უფლებამოსილება და ადმინისტრატორის განსაზღვრის წესი:

„2. კომისია გადაწყვეტილებით განსაზღვრავს ადმინისტრირების ერთიანი

სისტემის გავრცელების არეალს (ტერიტორიულ ფარგლებს) და ამ

სისტემით მომსახურების გამწევ პირებს. კომისიის გადაწყვეტილებით

განსაზღვრული მომსახურების გამწევი ერთ-ერთი პირი (შემდგომში –

ადმინისტრატორი) ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით

ახორციელებს მომსახურების საფასურის/მოსაკრებლის

ადმინისტრირებას.“

კანონით განსაზღვრული მხოლოდ ამ კომპეტენციის ფარგლებში იყო უფლებამოსილი

კომისია მიეღო გადაწყვეტილება; აღნიშნულის საპირისპიროდ კომისიის 2010 წლის 13

ოქტომბრის #24/3 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტში აღნიშნულია:

„2. პირველ პუნქტში მითითებულ ტერიტორიულ ფარგლებში

ადმინისტრირების ერთიანი სისტემის მეშვეობით მომსახურების

საფასურის/მოსაკრებლის ადმინისტრირება თავიანთ მომხმარებლებთან

მიმართებით განახორციელონ სს ,,თელასმა“ და სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“

(შემდგომში – ადმინისტრატორი).“

როგორც ვხედავთ, კომისიამ ნაცვლად კანონით განსაზღვრული მხოლოდ ერთი

ადმინისტრატორის განსაზღვრის უფლებამოსილებისა, განსაზღვრა 2

ადმინისტრატორი, რაც პირდაპირი კანონშეუსაბამობაა. ეს კანონშეუსაბამობაც ასევე

გახლავთ საკითხი, რომელიც უნდა იქცეს როგორც საქართველოს იუსტიციის

სამინისტროს, ასევე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების

მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მსჯელობის საგანი და გადაწყვეტილებების

მიღების საფუძველი.

Page 18: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

თავი 2. ქ. თბილისის „ქალაქის დასუფთავების და სანიტარული წესრიგის,

საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის და უტილიზაციის“ პროგრამის 2012

წლის შესრულების ანალიზი

პროგრამის შესრულების მონიტორინგისათვის პი–ემ–სი კვლევითი ცენტრი დაეყრდნო

ქ. თბილისის 2012 წლის ბიუჯეტს, ისევე როგორც ბიუჯეტის შესრულების 3 და 6 თვის

ანგარიშებს. 9 თვის ანგარიში არ არის ხელმისაწვდომი მერიის და საკრებულოს ვებ-

გვედზე. ამასთან საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით მერია ვალდებულია საკრებულოს

წარუდგინოს 9 თვის ანგარიში 30 ოქტომბრამდე.

ქ. თბილისის ბიუჯეტი დამტკიცებულია საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №12-49

გადაწყვეტილებით. 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილება განხორციელდა 4–ჯერ, 2011 წლის

23 დეკემბერს, 2012 წლის 30 მარტს, 29 ივნისს და 27 ივლისს. ცვლილებები არ შეხებია

დედაქალაქის 2012 წლის პრიორიტეტებს და პროგრამებს, მათი შეცვლის ან გაუქმების

მიმართულებით.

2012 წლის ქ. თბილისის ბიუჯეტის პრიორიტეტებია:

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

მოსახლეობის სოციალური დაცვა

მოსახლეობის ხელშეწყობა

თბილისის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა

ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე

ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება

ქალაქის ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ავარიული შენობების

გამაგრება

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება

თბილისი – 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელი

ქალაქი

ხელოვნების დარგების განვითარება

როგორც ვხედავთ, დასუფთავების, სანიტარული წესრიგის დამყარების ღონისძიებები

თბილისის პრიორიტეტებში საერთოდ არ არის მოხსენიებული. შესაბამისად, ბიუჯეტის

არც ტექსტობრივ, არც ფინანსურ ნაწილში საერთოდ არ არის მოცემული ინფორმაცია

დასუფთავების საფასურის სახით მობილიზებული სახსრების ან დასუფთავების და

სანიტარული წესრიგის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის

კუთხით განხრციელებული ღონისძიებების შესახებ.

ანალოგიური სიტუაციაა ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მიმართულებითაც,

სადაც დასუფთავების, ნარჩენების გატანის და სანიტარული ღონისძიებების

მიმართულებები საერთოდ არ არის მოხსენიებული.

Page 19: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ

საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველობის საკუთარ

კომპეტენციას წარმოადგენს „დასახლებებში ქუჩების დასუფთავება, განათება,

წყალმომარაგების, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების

შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელება ან

მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზება“.

შესაბამისად, აუცილებელია ეს მიმართულება წარმოადგენდეს თვითმმართველი

ერთეულის ადგილობრივი სამეურნეო პოლიტიკის და ხარჯების ერთ–ერთ

პრიორიტეტს. ბუნებრივია, რომ ამ კუთხით გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია

უნდა იყოს საჯარო და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი.

ამერიკის საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ 2012 წლის თებერვალსა

და ივნისში განხორციელებული საზოგადოებრივი განწყობების კვლევა აჩვენა, რომ

თბილისის მოსახლეობის 2/3–ზე მეტისათვის კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

დასუფთავების საფასურის ელექტროენერგიის მოხმარების რაოდენობაზე მიბმის

საკითხი. შესაბამისად, ქ. თბილისის ხელისუფლების გადაწყვეტილება, არ მოახდინოს

ამ საკითხზე მოსახლეობისათვის საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფა, გაუგებარია.

შეგვიძლია ცალსახად დავასკვნათ, ქ. თბილისის ხელისუფლება არ არის

დაინტერესებული იმით, რომ მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია მისი ფუნქციის

განხორციელების თაობაზე.

ვინაიდან პი-ემ-სი კვლევითმა ცენტრმა ვერ მოიპოვა დასუფთავების და

საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციის კუთხით მიღებული შემოსულობების და

გადასახდელების შესახებ ინფორმაცია ოფიციალური წყაროებიდან, შესაბამისი

წერილობითი თხოვნით მივმართეთ ქ. თბილისის მერიას და საკრებულოს, სს „თელასს“,

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, შპს

თბილსერვის ჯგუფს.

სამწუხაროდ, ამ უწყებებიდან, სხვადასხვა მოტივით ვერ იქნა მიღებული მოთხოვნილი

ინფორმაცია. ხაზგასასმელია, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფს“ არ განუხორციელებია არც

ერთი შესყიდვა სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის მეშვეობით, 2012

წლის განმავლობაში, რაც წინააღმდეგობაში მოდის არსებულ კანონმდებლობასთან.

კერძოდ, შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი ავალდებულობს სახელმწიფო

წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს სახელმწიფო შესყიდვები აწარმოონ ამ

ელექტრონული სისტემის მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ცალსახად შეგვიძლია

დავასკვნათ, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ისევე როგორც ქ. თბილისის

ხელისუფლება, არღვევს კანონს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ და სულ მცირე მალავს

საჯარო ფინანსების შესახებ ინფორმაციას.

Page 20: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

პი-ემ-სი კვლევითი ჯგუფი იძულებული გახდა, რომ დასუფთავების და სანიტარული

ნარჩენების უტილიზაციის მიმართულებით არსებული ვითარების წარმოსადგენად

ესარგებლა ალტერნატიული ინფორმაციით.

დასუფთავების საფასურის სახით მიღებული შემოსავლების შესახებ სიტუაციის

წარმოსადგენად ვისარგებლეთ ს/ს თელასის ინფორმაციით (სხვადასხვა განცხადებები

პრესაში), რომლის მიხედვითაც ქ. თბილისის წლიური მოხმარება (მხოლოდ საბინაო

სექტორი) შეადგენს 800 მილიონ კილოვატ საათს. თუ ამ მონაცემს გავამრავლებთ

დასუფთავების საფასურის ტარიფზე – 5 თეთრი ყოველ დახარჯულ კილოვატზე,

მივიღებთ, რომ მხოლოდ მოსახლეობის მიერ წლიურად გადახდილი საფასური

შეადგენს დაახლოებით 40 მილიონ ლარს.

რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათთვის დასუფთავების საფასური გამოითვლება

ქვემოთ მოცემული ტარიფის შესაბამისად

ცხრილი 1 - იურიდიულ პირთა დასუფთავების ტარიფები

№ დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები

და ინდივიდუალურიმეწარმეები ზომის ერთეული

ნარჩენების

წლიური

დაგროვების

ნორმა მ 3

ტარიფის

(საფასური)

ოდენობა თვეში

ზომის ერთეულზე

1 2 3 4 5

1 მუზეუმები, ბიბლიოთეკები, გალერიები, არქივები

(ინფრასტრუქტურის ფართზე ტარიფი არ დაერიცხება)

საერთო ფართის

1 მ 2 0,022 0,027

2

ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო

ორგანიზაციები, სახელმწიფო დაწესებულებები, ბანკები,

საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები

(ინფრასტრუქტურის ფართზე ტარიფი არ დაერიცხება)

საერთო ფართის

1 მ 2 0,08 0,1

3 კინოთეატრები და თეატრები, საკონცერტო დარბაზები მაყურებლის

ერთი სავარძელი 0,331 0,41

4

მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები,

უმწეოთათვის უფასო სასადილოები

(ინფრასტრუქტურის ფართზე ტარიფი არ დაერიცხება)

მომსახურების

ერთეული

ადგილი

0,128 0,16

5

სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-

ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები

(ინფრასტრუქტურის ფართზე ტარიფი არ დაერიცხება)

ერთ მოსწავლეზე 0,198 0,25

6 სასტუმროები (ინფრასტრუქტურის ფართზე შიდა

მომსახურებისათვის ტარიფი არ დაირიცხება)

მომსახურების

ერთეული (ერთი

საწოლი)

1,72 2,15

7 საავადმყოფოები (ინფრასტრუქტურის

ფართზეტარიფი არ დაერიცხება) ერთი საწოლი 1,157 1,45

8

პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური

ცენტრები, ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები

(ინფრასტრუქტურის ფართზე ტარიფიარ დაერიცხება)

საერთო ფართის

1 მ 2 0,16 0,2

9

სტადიონები, სპორტულ - გამაჯანსაღებელი

დაწესებულებების ღია ტერიტორიები და მანეჟები,

საჯინიბოები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების

გარდა)

ღია ფართის 1 მ 2 0,02 0,025

დახურული

ფართის 1 მ 2 0,08 0,1

10 სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი) სამუშაო ფართის

1 მ 2 0,76 0,95

Page 21: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

11 სამრეწველო საქონლისა და ზოომაღაზიები, აფთიაქები

(სავაჭრო დარბაზი)

სამუშაო ფართის

1 მ 2 0,25 0,31

12 აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული

მაღაზიები

საერთო ფართის

1 მ 2 0,3 0,37

13 შერეული საქონლის ბაზრობები საერთო ფართის

1 მ 2 0,21 0,26

14

ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის

გარეშე (გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი

შენახვის დროით)

ღია ფართის 1 მ 2 0,02 0,025

დახურული

ფართის 1 მ 2 0,08 0,1

15 ავტოგასამართი სადგურები საერთო ფართის

1 მ 2 0,08 0,1

16 მანქანის საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები

ღია საერთო

ფართის 1 მ 2 0,04 0,05

დახურული

საერთო ფართის

1 მ 2

0,08 0,1

17 ა/მანქანების სარემონტო და სამრეცხაო სადგურები,

ტექ.მომსახურების ადგილები

ღია საერთო

ფართის 1 მ 2 0,02 0,025

დახურული

საერთო ფართის

1 მ 2

0,14 0,17

18 აბანოები, საუნები საერთო ფართის

1 მ 2 0,18 0,22

19 სადალაქოები და სილამაზის სალონები საერთო ფართის

1 მ 2 0,35 0,43

20

მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით

მიმდინარე წარმოებისას საყოფაცხოვრებო მომსახურების

ობიექტები

საერთო ფართის

1 მ 2 0,25 0,31

21

რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, /გარდა

უმწეოთათვის უფასო სასადილოებისა/კაფეები და

ბარები

ერთ დასაჯდომ

ადგილზე 2,4 3

22 საბანკეტო დარბაზები, სარიტუალო მომსახურებისათვის ერთ დასაჯდომ

ადგილზე 0,96 1,2

23 საცხობები , საოჯახო სამზარეულოები სამუშაო ფართის

1 მ 2 0,26 0,32

24 დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები,

ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები

საერთო ფართის

1 მ 2 0,36 0,45

25 ვაგზლები, აეროპორტები, რკინიგზის, საავტომობილო და

მეტროპოლიტენის სადგურები

ღია ფართის 1 მ 2 0,008 0,01

დახურული

ფართის 1 მ 2 0,08 0,1

26 ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის

ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები

საერთო ფართის

1 მ 2 0,008 0,01

27 სამხედრო ნაწილები და პენიტენციარული სისტემები

(ინფრასტრუქტურის ფართზე ტარიფიარ დაერიცხება) ერთი ადგილი 0,6 0,75

28 საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც

მიმდინარეობს საწარმოო პროცესი

საერთო ფართის

1 მ 2 0,008 0,01

29 სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები

(საწარმოო ნარჩენების გარდა)

საერთო ფართის

1 მ 2 0,04 0,05

Page 22: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული

პირებისათვის – დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების

დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების

წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული

პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის,

მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და

ა.შ. მიხედვით. ტარიფის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ

სიდიდეების კომბინაციებიც.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქ თბილისში მოქმედებს 167 417

იურიდიული პირი. თუ ვივარაუდებთ, რომ თითოეული საწარმო/ორგანიზაცია თვეში

საშუალოდ 20 ლარს მაინც იხდის დასუფთავების საფასურის სახით, იურიდიული

პირებიდან დასუფთავების საფასური შეადგენს დაახლოებით 20 X 12 X 167 000= 40

მილიონ ლარს. ეს ანალიზი საბოლოო ჯამში გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ

დასუფთავების საფასურის სახით შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ანგარიშზე

მობილიზებულ იქნება მინიმუმ 80 მილიონი ლარი.

2012 წლის სავარაუდო გადასახდელების შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად,

გამოვიყენებთ 2008–2011 წლების პერიოდში არსებული დანახარჯების შესახებ

ინფორმაციას.

ცხრილი 2 - „ქალაქის დასუფთავების და სანიტარული წესრიგის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების

გატანის და უტილიზაციის“ პროგრამის სახსრები (მლნ ლარი) 2008 2009 % ზრდა

წინა

წელთან

2010 % ზრდა

წინა

წელთან

2011 % ზრდა

წინა

წელთან

34.1 40.9 40% 50.1 25% 50.8 1%

როგორც თბილისის ბიუჯეტის დასუფთავების და სანიტარული წესრიგის

გადასახდელების თაობაზე მონაცემები აჩვენებს, 2008 წლიდან 2010 წლამდე ამ

მიმართულებით გამოყოფილი სახსრები მკვეთრად იზრდება წლიდან წლამდე. თუმცა,

2010–2011 წლებში გამოყოფილი სახსრები დაახლოებით იდენტურია. თუ გავაკეთებთ

დაშვებას, რომ დასუფთავების, სანიტარული წესრიგის და საყოფაცხოვრებო ნარჩენების

უტილიზაციის დანახარჯები მნიშვნელოვნად არ გაიზრდება 2012 წლის განმავლობაში,

ის 50 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება. ამასთან, ჩვენი გაანგარიშებით, 2012 წელს

„თბილსერვის ჯგუფის“ ანგარიშზე მობილიზებულ იქნება მინიმუმ 80 მილიონი ლარი,

რაც გაცილებით აღემატება ორგანიზაციის ხარჯებს.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დასუფთავების მიმართულებით

შემოსავალ–გასავალი არ არის დაბალანსებული. თუ წინა წლებში ადგილი ქონდა

მერიის მხრიდან დამატებით სახსრების გამოყოფას და მოსაკრებლის სახით მიღებული

შემოსავლები გადასახდელების მხოლოდ 55–65%–ს შეადგენდა, 2012 წელს შემოსავლებს

Page 23: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

და გადასახდელებს შორის ჩვენი ვარაუდით 30 მილიონიანი დადებითი სხვაობაა. ანუ,

„თბილსერვის ჯგუფის“ შემოსავლები ხარჯებს 30 მილიონი ლარით გადააჭარბებს.

ალბათ ამით აიხსნება თბილისის ხელისუფლების მცდელობა დამალოს ინფორმაცია

დასუფთავების საფასურით მიღებული სახსრებისა და გაწეული ხარჯების შესახებ. ეს

ასევე ბუნებრივად ბადებს ეჭვებს, ხომ არ ხდება ჭარბი შემოსავლების გამოყენება

არამიზნობრივად.

Page 24: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

თავი 3. რეკომენდაციები

რეკომენდაციები17:

1 საზოგადოების ფართო მონაწილეობით შემუშავდეს დასუფთავების

მოსაკრებლის/ტარიფის ოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგია, რომელშიც

გათვალისწინებული იქნება მომხმარებელთა ეკონომიკური ინტერესები;

დაუყოვნებლივ უნდა იქნას გადახედილი ხელისუფლების გადაწყვეტილება

მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობის დასუფთავების საფასურის

გაანგარიშებასთან მიბმის თაობაზე. მრავალი ავტორიტეტული კვლევა აჩვენებს, რომ ეს

სერიოზულად აშფოთებს მოსახლეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებისთვის

ამგვარი გაანგარიშების მეთოდიკა აუხსნელი და მიუღებელია. ზოგიერთი აღმოსავლეთ

ევროპის ქვეყნების (ბოსნია, ხორვატია, მაკედონია, ალბანეთი) გვაჩვენებს, რომ

დასუფთავების საფასური დაკავშირებულია საცხოვრებელი ფართის მოცულობასთან და

არა კომუნალური სერვისების მომსახურებასთან. ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის, სადაც

სიღარიბის და უმუშევრობის დონე მაღალია, სახელმწიფომ უნდა მოახდინოს

დასუფთავების სერვისის სუბსიდირება ფიზიკური პირებისთვის

(მობინადრეებისთვის).

მასობრივი მოხმარების მუნიციპალური, თუ სახელმწიფო სერვისებს განსაკუთრებული

მნიშვნელობა და ზეგავლენა აქვს საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. სწორედ

აღნიშნულის გათვალისწინებით, ყველა სხვა კომუნალური მომსახურების

საფასურის/ტარიფის თუ მოსაკრებლისათვის კანონით ან ნორმატიული აქტით

განსაზღვრულია ჩარჩო, ზედა ზღვარი ან მეთოდოლოგია, რომლის ფარგლებშიც

მომსახურების მიმწოდებელს შეუძლია ტარიფის ოდენობის დადგენის მოთხოვნა

შესაბამისი დამოუკიდებელი საჯარო დაწესებულებისაგან. ყოველივე აღნიშნულზე

საჯარო განხილვის წესით, საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ დამოუკიდებელი

კომისია იღებს; ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყლის შემთხვევაში ეს

გახლავთ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისია, ხოლო კომუნიკაციების სფეროში - საქართველოს კომუნიკაციების

მარეგულირებელი ეროვნული კომისია. ნარჩენების მართვისა და დასუფთავების

სფეროში აღნიშნული მექანიზმები უგულებელყოფილია, რაც ხელჰყოფს

მომხმარებელთა ეკონომიკურ ინტერესებს.

2. ნარჩენების მართვისა და დასუფთავების ადმინისტრირების და ანგარიშგების

საკითხები განისაზღვროს ცალკე საკანონმდებლო აქტით და არ იყოს

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის

რეგულირების საგანი;

გარდა საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით გაუმართაობისა (მაგ.: ნარჩენების

ადმინისტრირებასთან დაკავშირებული არსებითი საკითხი ჩამატებულია სულ სხვა

სფეროების მარეგულირებელ კანონში „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის

17 იმის გათვალისწინებით, რომ საკითხი კომპლექსურია და გადაწყვეტილებებიც სხვადასხვა

ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება, რეკომენდაციებში დასმულია მხოლოდ საკითხის

მოწესრიგების შესაძლო ვერსია და არ არის მოცემული ადრესატი

Page 25: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

შესახებ“), მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვის პროცედურებთან და

გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული საკითხები გათვალისწინებულ იქნეს ერთ

კანონში, რაც თავისთავად გამორიცხავს სხვადასხვა კანონის ნორმების (რომლებიც

ნარჩენების მართვას შეეხება) ურთიერთწინააღმდეგობას ან სხვადასხვაგვარ

კონტექსტუალურ ინტერპრეტაციას. ამავე აქტით გათვალისწინებული უნდა იყოს

საფასურის განსაზღვრის მეთოდოლოგიის შედგენის პრინციპები (ისევე როგორც არის

მოცემული მოსაკრებლების შესახებ კანონმდებლობაში), მომსახურების გაწევის

მინიმალური პირობები, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმები,

გადაწყვეტილებების მიღების, აგრეთვე ანგარიშგების (იქნება ეს კერძო ოპერატორი თუ

საჯარო დაწესებულება - თბილისის მერიის სამსახური) მაქსიმალურად

გამჭვირვალობის უზრუნველმყოფი მექანიზმები და მომხმარებელთა მონაცემთა

ბაზების სინქრონიზაცია/გაცვლის საკითხები.

3. წარიმართოს მსჯელობა ნარჩენების მართვისა და დასუფთავების ადმინისტრირების

მხოლოდ საჯარო პროცედურებით შერჩეული ოპერატორის, ან თბილისის მერიის

შესაბამისი სუბიექტის მეშვეობით წარმართვის თაობაზე და შესაბამისი ცვლილებები

შევიდეს კანონში.

გადაწყვეტილებების მიღების გამჭვირვალების, საჯაროობის ხარისხის ამაღლების,

აგრეთვე კონკურენციის ხელოვნური შეზღუდვის გამოსარიცხად საჭიროა კანონში

ცვლილებების შეტანა: ნარჩენების მართვა ან უშუალოდ თვითმმართველობის

შესაბამისმა სამსახურმა უნდა გასწიოს, ან საჯაროდ (კონკურსის/ტენდერის წესით)

გამოვლენილმა ოპერატორმა. ამ უკანასკნელი პროცედურით ოპერატორის შერჩევისას,

თუკი იარსებებს ტარიფის/საფასურის თუ მოსაკრებლის განსაზღვრის მეთოდოლოგია

და მის საფუძველზე დადგენილი ტარიფი, კონკურსის/ტენდერის გამოცხადებისთანავე

საზოგადოება ინფორმირებული იქნება იმ მინიმალური პირობების შესახებ, რომლითაც

მიიღებს მომსახურებას კონკურსში/ტენდერში გამარჯვებული კომპანიისაგან.

4. საკანონმდებლო აქტით განისაზღვროს მომხმარებლის მიერ მოსაკრებლის ან

ტარიფის მხოლოდ ბიუჯეტში შეტანა და ელექტროენერგიის გათიშვა, როგორც სანქცია

გაუქმდეს;

5. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმა,

რომლითაც ადმინისტრატორი (თელასი ან ენერგოპრო ჯორჯია) ვალდებულია მის

მომხმარებელს არ მიაწოდოს/გაუთიშოს ელესტროენერგიის მიწოდება დასუფთავების,

ან წყლის საფასურის გადაუხდელობის გამო, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მას

ელექტროენერგიის დავალიანება არ აქვს, ლეგიტიმურ საფუძველს აცლის ნარჩენების

მართვის ყველა რეგულაციებს, რადგანაც სახეზეა ამ ნორმის კონფლიქტი ქვეყნის

უმაღლეს კანონთან და ადამიანის უფლებებთან. მიზანი, რისთვისაც სავარაუდოდ

მიიღეს ასეთი ნორმა, შეიძლება იყოს დასუფთავების საფასურის მაქსიმალურად

ამოღების მაჩვენებლის მიღწევა. ვფიქრობთ, სირთულეს არ წარმოადგენს ამ მიზნის

მიღწევის სხვა, ლეგიტიმური და სამართლიანი მექანიზმების შემუშავება და კანონში

ასახვა. საკანონმდებლო აქტით განისაზღვროს კომუნალური და სოციალური

Page 26: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

მომსახურებების გამწევი სუბიექტების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების, ამ

ბაზების ჰარმონიზაციის/მონაცემთა გაცვლის ვალდებულება.

სწორედ საკანონმდებლო აქტით ამ საკითხის დარეგულირების საჭიროება

განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კომუნალური მომსახურების გამწევი

კომპანიების მონაცემთა ბაზები არ არის საჯარო. ამ დროს შესაძლოა ეს ბაზები

შეიცავდეს არასწორ ინფორმაციებს, რომლებსაც ნეგატიური გავლენის მოხდენა

შეუძლია მომხმარებელზე (მაგ.: მომხმარებლის მისამართზე რეალურად მცხოვრებზე

მეტი რიცხოვნობა/სულადობა). დღეს ოპერატორ კომპანიებს არ აქვთ ვალდებულება ან

საჯარო გახადონ (რა თქმა უნდა გარკვეული პირობების დაცვით), ან დაუშვან

დაინტერესებული მომხმარებელი, თუ პირი მის მონაცემთა ბაზებთან; ამასთან, როგორც

წესი ყველა ოპერატორი საკუთარი მონაცემთა ბაზის ადმინისტრირებას ახორციელებს

განსხვავებული და ხშირად არათავსებადი პროგრამული თუ ტექნიკური

პარამეტრებით. საკანონმდებლო წესით საკითხის დარეგულირება მნიშვნელოვნად

შეუწყობს ხელს მონაცემთა ერთიანი, ობიექტური, სანდო და მუდმივად განახლებადი

ბაზის ფორმირებას, რაც დადებითად იმოქმედებს როგორც მომხმარებლების, ასევე

თვით ოპერატორი კომპანიების ინტერესების დაცვის ხარისხზე.

6. ქ. თბილისის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების საბიუჯეტო

ანგარიშგებაში ასახვა

სახელმწიფო, ისევე როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესი,

არ ითვალისწინებს ქონებრივი და ბუღალტრულ-საბალანსო მონაცემების

დამტკიცებულ ბიუჯეტში და მის თანდართულ დოკუმენტაციაში ასახვას. ამასთან,

დედაქალაქის ვებ-გვედზე არ არის განთავსებული ინფორმაცია საბალანსო მონაცემების

ან საკუთრებაში არსებული ქონების და საწარმოების მართვის შესახებ.

ამავდროულად, დედაქალაქის მიერ წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოები

(მაგ:დასუფთავების პროგრამის შემთხვევაში) აქტიურად მონაწილეობენ ბიუჯეტით

დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში და პროგრამული შედეგების მიღწევაში.

მეტიც, დასუფთავების მოსაკრებელი, რომელიც ადგილობრივ მოსაკრებელს

წარმოადგენს, ჩაირიცხება შპს-ს ანგარიშზე. ასევე სავარაუდოა (ბიუჯეტიდან ეს არ ჩანს),

რომ ბიუჯეტით გათვალისწინებული დასუფთავების პროგრამის ღონისძიებების

დაფინანსება ხორციელდება შპს-ს მეშვეობით.

შესაბამისად, საბიუჯეტო ანგარიშვალდებულობისა და გამჭვირვალობის

უზრუნველყოფისათვის, აუცილებელია დასუფთავების პროგრამის

განმახორციელებელი შპს-ს, ისევე როგორც მერიის სხვა პროგრამების

განმახორციელებელი სახელმწიფო საწარმოების შემოსავალ-გასავლის მონაცემები

ცალკე დანართის სახით ჰქონდეს ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ და წლიურ

ანგარიშებს.

აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ მერიის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი

საწარმოების მიერ მომზადებული ანგარიშების ის ნაწილი, რომელიც ეხება საბიუჯეტო

პროგრამების შესრულებას და დადგენილი წესის მიხედვით პერიოდულად

წარედგინება ქ. თბილისის ქონების მართვის სამსახურს, გახდეს საჯარო და

ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეებისთვის.

Page 27: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

7. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს დასუფთავების, სანიტარული წესრიგისა და

ნარჩენების უტილიზაციის მიმართულების ქ. თბილისის პრიორიტეტებში, ისევე

როგორც ამ კუთხით მიღებული შემოსულობებისა და გაწეული გადასახდელების 2012

ბიუჯეტში, შესრულების ანგარიშებში ასახვა.

როგორც ავღნიშნეთ, თვითმმართველობის კანონმდებლობის შესაბამისად, ეს

მიმართულება საკუთარ უფლებამოსილებას და შესაბამისად უნდა იყოს ასახული

პრიორიტეტებში, ისევე როგორც ბიუჯეტში. მოსახლეობაში დენის გადასახადის

დასუფთავების საფასურთან მიბმით გამოწვეული გაღიზიანების გასანეიტრალებლად

მნიშველოვანი იქნება ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, თუ როგორ გაუმჯობესდა ამ

კუთხით ფინანსური, ან სამეურნეო პოლიტიკის პრიორიტეტების მიღწევის

მდგომარეობა.

8. შპს „თბილსერვის ჯგუფის“, ისევე როგორც მერიის მიერ დაფუძნებული სხვა

საწარმოების, ფინანსურ–საბუღალტრო მაჩვენებლების დაუყოვნებელი

კონსოლიდირება ქ. თბილისის ფინანსურ მაჩვენებლებში. აუცილებელია ფინანსთა

სამინისტრომ შეიმუშაოს შესაბამისი მეთოდური მითითებები საჯარო სამართლის

იურიდიული პირების და სახელმწიფო კომპანიების ფინანსური მონაცემების

კონსოლიდირების შესახებ სახელმწიფო, ისევე როგორც ადგილობრივ დონეზე.

მითითებების გამოცემამდე, ქ. თბილისის მერიამ შესაძლებელია მის დაქვემდებარებაში

მყოფი კომპანიების ფინანსური მონაცემები განათავსოს საკუთარ ვებ–გვედზე.

9. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ვალდებულია საჯარო გახადოს როგორც ტექნიკური ისე

ფინანსური ინფორმაცია. მათ შორის, შექმნას ვებ-გვერდი, სადაც განათავსებს

კვარტალურ და წლიურ მონაცემებს როგორც ფინანსური მაჩვენებლების, ასევე გაწეული

მომსახურების და მოსახლეობისათვის მიწოდებული საზოგადოებრივი სიკეთეების

შესახებ.

ეს აამაღლებს საჯარო სერვისების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ასევე

დაინერგება პრაქტიკა, როდესაც საწარმოები საკუთარი ფინანსური მაჩვენებლების (არა

კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული) შესახებ ინფორმაციას ასაჯაროებენ.

10. ბიუჯეტში და შესრულების ანგარიშებში მოყვანილი დანართების შესაბამისობის-

ინფორმაციულობის გაზრდა

როგორც ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მონიტორინგმა აჩვენა, შემოსულობების

და გადასახდელების დანართებს შორის გარკვეული შეუსაბამობებია. შესაბამისად,

მნიშვნელოვანია, ანგარიშის დანართების უფრო სრულყოფილი და მოცულობითი

ანალიზი მოცემულ იქნას ბიუჯეტის შესრულების საინფორმაციო ნაწილში.

11. პროგრამის ღონისძიებების ბიუჯეტირება

მნიშვნელოვანია ბიუჯეტში მოცემულ იქნას ფინანსური ინფორმაცია არა მხოლოდ

პროგრამის, არამედ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების მიხედვითაც. ეს

საშუალებას მისცემს დაინტერესებულ მხარეებს გაარკვიოს თუ რა ჯდება პროგრამით

Page 28: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

გათვალისწინებული ამა თუ იმ ღონისძიების დაფინანსება (მაგ: ახალი ნაგავსაყრელის

მშენებლობა).

12. მოსალოდნელი შედეგების და ინდიკატორების შედგენა ღონისძიებების მიხედვით

ასევე მნიშვნელოვანია პროგრამის მოსალოდნელი შედეგების და შეფასების

ინდიკატორების ჩამოყალიბება თითოეული ღონისძიების მიხედვით. ეს

დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს მიიღონ ინფორმაცია თუ რა შედეგის

მიღებას გეგმავს დედაქალაქის ხელისუფლება თითოეული ღონისძიების

დაფინანსებით, და არა ზოგადად, პროგრამის მიხედვით. ასევე ეს შესაძლებელს გახდის

შეფასდეს თითოეული ღონისძიების ეფექტიანობა.

13. არსებული, წინა წლებთან შედარებითი და მომავლის პროგნოზი

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის ინფორმაციულ ნაწილში მოცემულ უნდა იქნას წინა

წლებთან შედარებითი ანალიზი. ეს დედაქალაქის ხელისუფლებას, ისევე როგორც

დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს უფრო ხელშესახები გახადოს

სერვისების მიწოდების გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები. ასევე უნდა

იქნას მოცემული ინფორმაცია, თუ რა გაუმჯობესებაა დაგეგმილი მომავალი

წლებისთვის.

ეს აგრეთვე შესაძლებელს გახდის უკეთესი კავშირი დამყარდეს თვითმმართველი

ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ყოველწლიურ ბიუჯეტის დოკუმენტს

შორის.

Page 29: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

გამოყენებული მასალები 1. საზოგადოებრივი განწყობები საქართველოში: 2012 წლის კვლევის შედეგები. ამერიკის

შეერთებული შტატების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი. მარტი 2012. http://www.civil.ge/files/files/2012/February%202012_NDI%20Survey_Public%20Eng.pdf

2. „ადგილობივი თვითმამრთველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი

3. „დედაქალაქის-თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონი

4. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის სხდომის ოქმი#7

5. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი

6. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი

7. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №104 „მომხმარებელთა ეკონომიკური

ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების

შესახებ“

8. „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი

9. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონი

10. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული

კომისიის 2010 წლის 13 ოქტომბრის #24/3 გადაწყვეტილება

11. თბილისის მერის 2010 წლის 29 დეკემბრის #33 ბრძანება

12. ქ. თბილისის 2011 წლის ბიუჯეტის შესახებ საკრებულოს გადაწყვეტილება #12-72

(18.11.2010)

13. ქ. თბილისის 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ საკრებულოს

გადაწყვეტილება #1-2 (28.01.2011)

14. ქ. თბილისის 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ საკრებულოს

გადაწყვეტილება #5-21 (29.04.2011 )

15. ქ. თბილისის 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ საკრებულოს

გადაწყვეტილება #7-31 (24.06.2011)

16. ქ. თბილისის 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ საკრებულოს

გადაწყვეტილება #8-39 (22.07.2011)

17. ქ. თბილისის 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ საკრებულოს

გადაწყვეტილება #9-41 (26.08.2011)

18. ქ. თბილისის 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ საკრებულოს

გადაწყვეტილება #10-43 (30.09.2011)

19. ქ. თბილისის 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ საკრებულოს

გადაწყვეტილება #12-56 (25.11.2011)

20. ქ. თბილისის 2011 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შესახებ საკრებულოს

გადაწყვეტილება #13-57 (23.12.2011)

21. თბილისის მთავრობის დადგენილება №16.08.651-ით „დედაქალაქში დაგვა-

დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქ. თბილისის

Page 30: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის“

დამტკიცების თაობაზე

22. თბილისის მთავრობის 28 ოქტომბრის #30.02.1201 დადგენილება 2011 წლის თბილისის

ბიუჯეტის 9 თვის ანგარიში შესრულების მიმოხილვის თაობაზე

23. ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 30 მარტის #16 დადგენილება "ქ. თბილისის 2011

წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ".

24. ,,ქ. თბილისის 2012 წლის ბიუჯეტის შესახებ’’ ქ. თბილისის საკრებულოს

25. 2011 წლის 25 ნოემბრის #12-49 გადაწყვეტილება

26. ქ. თბილისის საკრებულოს 2011 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება „ქ. თბილისის 2012

წლის ბიუჯეტის შესახებ“ ქ.თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №12-49

გადაწყვეტილებაში ცვლილების შესახებ

27. ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება „ქ. თბილისის 2012

წლის ბიუჯეტის შესახებ“ ქ.თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №12-49

გადაწყვეტილებაში ცვლილების შესახებ

28. ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება თბილისის 2012 წლის

ბიუჯეტის შესახებ“ ქ.თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №12-49

გადაწყვეტილებაში ცვლილების შესახებ

29. ქ. თბილისის საკრებულოს 2012 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება „ქ. თბილისის 2012

წლის ბიუჯეტის შესახებ“ ქ.თბილისის საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის №12-49

გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

30. ქ. თბილისის 2012 წლის ბიუჯეტის შესრულების 3 და 6 თვის ანგარიშები

31. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

32. დედაქალაქის ვებ-გვედრი www.tbilisi.gov.ge

Page 31: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

დანართი №1

პროექტის განმავლობაში საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვილ იქნა სხვადასხვა სახის

ინფორმაცია. ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეჯამებულია მოთხოვნილი ინფორმაცია და

მიღებული პასუხები:

ორგანიზაცია მოთხოვნილი ინფორმაცია პასუხი/კომენტარი

ქალაქ

თბილისის მერია

1)ქ. თბილისის მერიის 2010 წლისა და 2011 წლის

შესრულების აგარიში

2)ქ. თბილისის მერიის „ქალაქის დასუფთავებისა და

სანიტარული წესრიგის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების

გატანისა და უტილიზაციის“ პროგრამის 2010 და 2011

წლების შესრულების ანგარიშები

პასუხი:

1) იხ. ვებ გვერდი

2) მიმართეთ

საკრებულოს

საქართველოს

პარლამენტი

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“

საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

(2010 წლის 1 ოქტომბერი #3650-IIს) საქართველოს

კანონის პროექტი, განმარტებითი ბარათი და დასკვნები

კანონპროექტის განხილვის სამივე მოსმენისათვის;

პასუხი დროულად იქნა

მოწოდებული,

დოკუმენტები სრულად

არ იქნა მოწოდებული.

გაიგზავნა დამატებითი

წერილები

საქართველოს

პარლამენტი

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“

საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

(2010 წლის 1 ოქტომბერი #3650-IIს) საქართველოს

კანონის პროექტი, განმარტებითი ბარათი და დასკვნები

კანონპროექტის განხილვის მეორე მოსმენისათვის;

პასუხი დროულად იქნა

მოწოდებული თუმცა

არასრულყოფილი

საქართველოს

პარლამენტი

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“

საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

(2010 წლის 1 ოქტომბერი #3650-IIს) საქართველოს

კანონის პროექტი, განმარტებითი ბარათი და დასკვნები

კანონპროექტის განხილვის მეორე მოსმენისათვის;

პასუხი დროულად იქნა

მოწოდებული თუმცა

არასრულყოფილი

საქართველოს

პარლამენტი

„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“

საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

(2010 წლის 1 ოქტომბერი #3650-IIს) საქართველოს

კანონის პროექტი, განმარტებითი ბარათი და დასკვნები

კანონპროექტის განხილვის სამივე მოსმენისათვის

პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნები

და შემდეგი კომიტეტების დასკვნები:

პასუხი დროულად იქნა

მოწოდებული თუმცა

არასრულყოფილი

ქალაქ

თბილისის მერია

1)ქ. თბილისის დასუფთავების სამსახურის ბიუჯეტი

(შემოსულობები და გადასახდელები) 2009-2010 წლებში

2)თბილისის მთავრობის 2010-2011 წლების ის

გადაწყვეტილება/დადგენილება (აგრეთვე მისი

პროექტი, განმარტებითი ბარათით), რომლითაც

განისაზღვრა ქ.თბილისში დაგვა-დასუფთავების და

ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფი/საფასური

და თბილისის საკრებულოს წარედგინა წინადადება

ტარიფის/საფასურის შემოღების, ოდენობის

განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ;

3)თბილისის მთავრობის იმ სხდომის ოქმი, რომელზეც

განხილულ იქნა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება/

დადგენილება ქ.თბილისში დაგვა-დასუფთავების და

ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფი/საფასურის

მოთხოვნილი

ინფორმაცია არ იქნა

მოწოდებული.

ქ. თბილისი მერიის

პასუხი:

„ინფორმაცია ქ.

თბილისის მერიის

დასუფთავების

სამსახურისათვის 2009-

2011 წლებში

გამოყოფილი თანხების

შესახებ შეგიძლიათ

იხილოთ დედაქალაქის

შესაბამისი წლების

Page 32: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

განსაზღვრისა და თბილისის საკრებულოსათვის

დასუფთავების ტარიფის/ საფასურის შემოღების,

ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის შესახებ

წინადადების წარდგენის თაობაზე;

ბიუჯეტებში, რომლებიც

განთავსებულია ვებ-

გვერდზე

www.tbilisi.gov.ge

სსიპ - ქონების

მართვის

სააგენტო

შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს (ს.ნ. 206267494) საბალანსო

მონაცემები 2011, წლისათვის (შემოსავლები, ხარჯები,

დასაქმებულთა რაოდენობა, სახელფასო ფონდი)

სტატუსი: „უარყოფილია“

შედეგი: გაცნობებთ, რომ

თქვენი განცხადება

განსახილველად

გადაეგზავნა შპს

,,თბილსერვის ჯგუფს".

შპს

,,თბილსერვის

ჯგუფს"

შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს (ს.ნ. 206267494) საბალანსო

მონაცემები 2011, წლისათვის (შემოსავლები, ხარჯები,

დასაქმებულთა რაოდენობა, სახელფასო ფონდი)

პასუხი არ მიგვიღია

ქალაქ

თბილისის

საკრებულო

„დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების

მართვის მომსახურების ტარიფის (საფასური) და მისი

გადახდის წესის დადგენის შესახებ“ ქ.თბილისის

საკრებულოს 2011 წლის 24 ივნისის №7-38

გადაწყვეტილების პროექტი (განმარტებითი ბარათით)

და საკრებულოს სხდომის ოქმი;

კომპეტენციის

ფარგლებში დროულად

და სრულად

მოწოდებული პასუხი.

საქართველოს

იუსტიციის

სამინისრო

შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს (ს.ნ. 206267494) წესდება სრული და დროული

პასუხი

ქალაქ

თბილისის მერია

1) ინფორმაცია 2012 წლის ქალაქ თბილისის

დასუფთავების საფასურის სახით მიღებული

შემოსავლების შესახებ

2) ინფორმაცია 2012 წლის ქალაქ თბილისის

დასუფთავების ხარჯების შესახებ, ეკინომიკურ და

ფუნქციონალურ ჭრილში

3) შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს (ს.ნ. 206267494) 2012

წლის 6 თვის (იანვარი-ივნისი) საქმიანობის ანგარიში.

პასუხი არ მიგვიღია

ქალაქ

თბილისის

საკრებულო

1) ინფორმაცია 2012 წლის ქალაქ თბილისის

დასუფთავების საფასურის სახით მიღებული

შემოსავლების შესახებ

2) ინფორმაცია 2012 წლის ქალაქ თბილისის

დასუფთავების ხარჯების შესახებ, ეკინომიკურ და

ფუნქციონალურ ჭრილში

3) შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს (ს.ნ. 206267494) 2012

წლის 6 თვის (იანვარი-ივნისი) საქმიანობის ანგარიში.

პასუხი: სცილდება

კომპეტენციას, წერილი

გადაიგზავნა ქ!

თბილისის მერიაში

(მერიიდან პასუხი არ

მიგვიღია)

ქალაქ

თბილისის მერია

1) შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს (ს.ნ. 206267494)

საბალანსო მონაცემები 2011, წლისათვის (შემოსავლები,

ხარჯები, დასაქმებულთა რაოდენობა, სახელფასო

ფონდი)

2) შპს „თბილსერვის ჯგუფი“-ს (ს.ნ. 206267494)

საბალანსო მონაცემები 2012, წლისათვის (შემოსავლები,

ხარჯები, დასაქმებულთა რაოდენობა, სახელფასო

ფონდი)

პასუხი არ იქნა

მოწოდებული

თელასი 2011 წლის და 2012 წლის იანვარი-ივნისის თვეებისთვის

თბილისში მოხმარებული ელექტროენერგია შემდეგი

სახით (თვეების მიხედვით):

o 220/380 კვ. სულ:

მათ შორის:

პასუხი არ მიგვიღია

Page 33: თბილისში ნარჩენების მართვის მონიტორინგი | პი-ემ-სი კვლევითი ცენტრი

არასამომხმარებლო, სულ:

სამომხმარებლო, სულ:

მათ შორის:

I საფეხური:

II საფეხური:

III საფეხური:

საქართველოს

ენერგეტიკისა და

წყალმომარაგები

მარეგულირებე

ლი ეროვნული

კომისია

2011 წლის და 2012 წლის იანვარი-ივნისის თვეებისთვის

თბილისში მოხმარებული ელექტროენერგია შემდეგი

სახით (თვეების მიხედვით):

o 220/380 კვ. სულ:

მათ შორის:

არასამომხმარებლო, სულ:

სამომხმარებლო, სულ:

მათ შორის:

I საფეხური:

II საფეხური:

III საფეხური:

პასუხი:

წერილში დასმული

საკითხი სცილდება

კომისიის

უფლებამოსილების

ფარგლებს