ქართულ გერმანული ურთიერთობა

19
ქქქქქქ-ქქქქქქქქქ ქქქქქქქქქქ I მმმმმმმ მმმმ 100 მმმმ მმმმ მმმმმმმმმმმმ, მმმმმ მმმმ მმ მმმმმმმ მმმმმმმმმმმმ. მმმმმმმ მმმ მმმმმმმ: „მმმმმმმმ მმმმმმმმმმმ, მმ მმ მმმმ, მმმმ მმმმმმ მმმმმმმ მმ მმმმმმმმ“ მმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმმ მ.მმმმმმმმ №43-მ მმმმმმ მმმმმ მმ-11 მმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმ მმმმმმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმმმმმ მმმმ მმმმმმმ

Transcript of ქართულ გერმანული ურთიერთობა

Page 1: ქართულ გერმანული ურთიერთობა

ქართულ-გერმანული ურთიერთობა

I მსოფლიო ომის 100 წლის თავი გვიახლოვდება, თუმცა თემა არ კარგავს აქტუალურობას. ბერნარდ შოუ ამბობდა: „ისტორიის

გაკვეთილები, ეს ის არის, როცა არავინ არაფერს არ სწავლობს“

ტიციან ტაბიძის სახელობის ქ.თბილისის №43-ე საჯარო სკოლა

მე-11 კლასის მოსწავლე ირაკლი თხილაიშვილი

ისტორიის მასწავლებელი ნინო აბულაძე

Page 2: ქართულ გერმანული ურთიერთობა

ახლა XXI საუკუნეში, იოლი გვეჩვენება თავისუფლების დიადი იდეა, თუმცა მეფის რუსეთში არა თუ იდეა, არამედ დამოუკიდებლობაზე ოცნებაც იკრძალებოდა, ქართველებმა I მსოფლიო ომის დროს კვლავ დაამტკიცეს, რომ საქართველო კავკასიის ცენტრია და სწორედ მათი წყალობით, პატრიოტების აქტიურობით მოხდა დამოუკიდებლობის მოპოვება, აღსანიშნავია გერმანელთა ამხელა ინტერესი, საქართველოს მიმართ, არავინ უარყოფს იმას, რომ ისინი თავიანთ ინტერესებს ატარებდნენ საქართველოს დახმარებით, მაგრამ ის ამაგი რაც გერმანელთა მოკავშირეობამ მოგვიტანა შეუფასებელია და მისი სახელი თავისუფლებაა.

Page 3: ქართულ გერმანული ურთიერთობა
Page 4: ქართულ გერმანული ურთიერთობა

ომის დაწყების ქრონოლოგია

1914 წელს გერმანია ავსტრია-უნგრეთს დახამრებას ჰპირდება სერბეთის წინააღმდეგ;1914 წელს ავსტრია უტევს სერბეთს, რუსეთი იწყებს მობილიზაციას;1914 წელს გერმანია უტევს რუსეთს და ამასთანავე ბელგიის ოკუპირებით იჭრევა საფრანგეთში;1914 წლის 4 აგვისტო დიდი ბრიტანეთი ერთვება ომში გერმანიის წინააღმდეგ ;1914 წლის 24 ოქტომბერი ოტტომანები ერთვებიან 1მსოფლიო ომში, რის შედეგადაც კავკასია ხდება მნიშვნელოვანი ფრონტის ხაზი;

Page 5: ქართულ გერმანული ურთიერთობა
Page 6: ქართულ გერმანული ურთიერთობა

ლეო კერესელეიძე, გიორგი მაჩაბელი და სხვა ემიგრანტები ცდილობენ დააინტერესონ გერმანია საქართველოთი და სთავაზობენ ქართული ლეგიონის შექმნას. ისტორიული მკვლევარის ვერნერ ციურერის აზრით ქართული ლეგიონის შექმნის იდეა ”ყველაზე სენსაციურია ‘‘.

Page 7: ქართულ გერმანული ურთიერთობა

ევროპაში ქაოსია. რუსები მარცხდებიან დასავლეთის ფრონტზე, თუმცა ადვილად იმარჯვებენ კავკასიაში თურქულ არმიასთან. გერმანელები ხედავენ, რომ მხოლოდ ოსმალების იმედზე აღმოსავლეთში ვერ იქნებიან.

Page 8: ქართულ გერმანული ურთიერთობა

გიორგი მაჩაბელი ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდოკს ჰპირდება, რომ ქართველები მზად არიან 50000 მეომრის გამოსაყვანად თუ გერმანია მათ შეიარაღებაზე იზრუნებს. გერმანელები მზად არიან ამ იდეის განსახორციელებლად. ენვერ ფაშასთან შეთანხმებით, ლეგიონის მართველად შეირჩა ფონ შულენბურგი, რომელიც გერმანიიდან 6 000 000 მარკას ითხოვს ქართველების მოსამარაგებლად !

Page 9: ქართულ გერმანული ურთიერთობა

ქართული ლეგიონი ლეო კერესელიძის მეთაურობით ტრაპიზონშია განლაგებული, პერიოდულად ეწყობა რეიდები დასავლეთ საქართველოში, რომელიც სერიოზულ პრობლემას უქმნის რუსეთის მეფის მთავრობას. ქართული დანაყოფი 3000-მდე იზრდება აჭარელი მაჰმადიანებისა და ლაზების ხარჯზე, თუმცა ოსმალური მთავრობა ლეგიონს უნდობლად უყურებს და აყოვნებს მის მომარაგებას.

Page 10: ქართულ გერმანული ურთიერთობა

გერმანელებს სწამდათ, რომ პატარა ქართული ლეგიონი მომოვალი აჯანყებების ბირთვი გახდებოდა, სწორედ ამიტომ ისინი არ ერიდებოდნენ ოსმალების განაწყენებასაც კი. ლეგიონის ეროვნული ხასიათის წარმოსაჩენად უნიფორმები შეიკერა აჭარული კოსტუმის სტილში, რამაც თურქ ასკერებში შური გამოიწვია, 1916 წლამდე თურქები უარს ამბობდნენ ეროვნული სიმბოლიკის ნებადართულობაზე ქართულ შენაერთში.

Page 11: ქართულ გერმანული ურთიერთობა

ბრიტანელები ცდილობენ მნიშვნელოვანი სრუტეების დაკავებას თუმცა, მათმა დესანტმა სრული კრახი განიცადა, გერმანია თითქმის ამარცხებს ფრანგულ ჯარებს, მაგრამ უჭირს რამოდენიმე ფრონტზე ერთად ბრძოლა, რუსებმა წარმატება მოიპოვეს სამხრეთ საზღვრებთან და დიდ საფრთხეს უქმნიან თურქებს.

Page 12: ქართულ გერმანული ურთიერთობა

გრაფი ვერნერ ფონ დერ შულენბურგი ყოველნაირად ცდილობს ქართულ-ოსმალური ურთიერთობები მოაწესრიგოს, ამისთვის იგი მოითხოვს მოინახოს ალტერნატიული გზები ქართული ლეგიონის მოსამარაგებლად მაგალითად: რუმინეთი, ბულგარეთი და სხვა მოსაზღვრე ქვეყნები. 1916 წლამდე შულენბურგს 1 158 000 მარკა გადაეგზავნა

Page 13: ქართულ გერმანული ურთიერთობა

იმედგაცრუებების და არაერთსულოვნების გამო ქართველებმა გერმანელებთან შეთანხმებით საბრძოლო განწყობის ასამაღლებლად შექმნეს თამარ მეფის ორდენი, რომელიც ლეგიონის დაშლის შემდეგ ყველა წევრს გადაეცა. ესკიზის ავტორი გერმანელი შლიპაკი ამტკიცებდა, რომ ვარსკვლავური ფორმის ორდენი საკმაოდ ძვირადღირებული იყო. 1917 წლიდან იგი გადაკეთდა ჯილდოდ სამოქალაქო პირებისთვის. ქართული ორდენი მიიღეს გერმანელებმაც: ლუდენდორფმა, ლოსომ, შულენბურგმა და გალენმა.

Page 14: ქართულ გერმანული ურთიერთობა

უნდობლობის მიუხედავად ქართული ლეგიონი მედგრად იბრძოდა კავკასიაში და ბევრმა ოსმალური ჯილდოებიც მიიღო, ცნობილია ქართველების მოულოდნელი შეტევები მტრის შენაერთებზე, ერთერთი ასეთი შეტევის დროს ათიოდე ქართველს 40 რუსი მეომარი მოუკლავს და რამდენიმე ქვემეხიც წამოუღია, რითაც ძალიან განაცვიფრეს თურქული მთავარსარდლობა. სწორედ ლეგიონის თავგანწირვა და გერმანელების აქტიური მხარდაჭერაა იმის მიზეზი, რომ 1915 წლის 15 ივნისს თურქებმა საბოლოოდ აღიარეს ქართული ტერიტორიების მთლიანობა და პირობა დადეს ეცნოთ ქართული მთავრობა.

Page 15: ქართულ გერმანული ურთიერთობა

ერთ-ერთი ვერსიით გერმანული დაზვერვა ცდილობს არეულობა გამოიწვიოს რუსეთში, სწორედ ვილჰელმის დაფინანსებით 1917 წელს ბოლშევიკები გადატრიალებას მოაწყობენ, რითაც საბრძოლო მოქმედებებს გამოეთიშება ანტანტის მნიშველოვანი წევრი, ამასთანავე ბრეტ-ლიტოვსკის ზავით რუსეთი თმობს სამხრეთ ტერიტორიებს.

Page 16: ქართულ გერმანული ურთიერთობა

1917 წელს, როცა ქართული ლეგიონი დაშლილია (მხოლოდ ცალკეული პირები აგრძელებენ გერმანულ და თურქულ ჯარებში მოღვაწეობას) დაკარგულ რუსულ ტერიტორიებზე გერმანელები ხელს უწყობენ კავკასიის ფედერაციის (სეიმი) შექმნას, რომელმაც ერთი თვე იარსება, კავშირის დედაქალაქი თბილისი იყო, ხოლო მდივანი ნიკოლოზ ჩხეიძე, სეიმის დროშა სწორედ ასე გამოიყურებოდა

Page 17: ქართულ გერმანული ურთიერთობა

სეიმი ხელოვნურად შექმნილი სახელმწიფო გახლდათ, სწორედ ამიტომ იგი დაიშალა. აშკარა იყო საფრთხე ბოლშევიკებისა და თურქების მხრიდან, საქართველოს მთავრობას მხსნელად კვლალვ გერმანელები მოევლინენ და 1918 წელს დაიდო ფოთის ხელშეკრულებას, რითაც 28 მაისს გერმანელებმა ქართველების მფარველობა იკისრეს

Page 18: ქართულ გერმანული ურთიერთობა

გმადლობთ ყურადღებისათვის

Page 19: ქართულ გერმანული ურთიერთობა

გამოყენებული ლიტერატურა

ლაშა ბაქრაძე ”ქართულ-გერმანული ურთიერთობები პირველი მსოფლიო ომის დროს ”

სურათები - ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდი Google