კულტურის სემიოტიკა

37
1 თავი 2. კულტურის სემიოტიკის დარგი 2.0. შესავალი ის თეორიული იარაღები, რასაც სემიოტიკა გვთავაზობს კულტურული სისტემების შესასწავლად, არაა პირდაპირ იმისთვის გამიზნული, რომ მივიღოთ რაოდენობრივი მონაცემები, ან ადამიანის ჯგუფური ქცევების ზოგადი მოდელები. ისინი უფრო სასარგებლოა ჰომო კულტურალისის“, როგორ მნიშვნელობათა მაძიებელი არსების პორტრეტის შექმნისთვის. ისინი ძალიან ეფექტურია თანამედროვე მნიშვნელადი სისტემების ფესვების გამოსავლენად. დღევანდელი სემიოტიკის ძირითადი ფოკუსია მნიშვნელადი სისტემების ტომობრივი ნარჩენების გამოვლენა და უნივერსალური მახასიათებლებისგან მათი გამიჯვნა. ზოგადი და თეორიული სემიოტიკა არის მეცნიერება, როემლიც შეისწავლის ნიშნებს და იმას, თუ როგორ ქმნიან ისინი მნიშვნელობებს. ყველა ნიშანი ემსახურება ერთ მიზანს: დაეხმაროს ადამიანს, მოახდინოს სამყაროს მნიშვნელადი რეპრეზენტაცია. კულტურის სემიოტიკა არის მეცნიერება, რომელიც ნიშნების თეორიას იყენებს მნიშვნელადი სისეტემბის შესწავლისთვის. ის სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს სხეულებრივი კომუნიკაციის, ესთეტიკის, რიტორიკის, ვიზუალური კომუნიკაციის, მედიის, მითების, ნარატივების, ენების და .. შესწავლას, ანუ ყველაფრის რაც არის ადამიანის მიერ გამოგონებული მნიშვნელობების შექმნსი მიზნით. 2.1. თეორიული სემიოტიკა სემიოტიკა თანამედროვე გაგებით სათავეს სოსიურის და პირსის ნაშრომებიდან იღებს, თუმცა ნიშნების მიმართ ინტერესი ათასწლეულების წინაც კი არსებობდა. ნიშანის, როგორც ფიზიკური სიმპტომის ცნება პირველად ჰიპოკრატემ შემოიტნა. მან დააარსა მედიცინის ცალკე დარგი - სემიოტიკა. შემდგომში მედიცინის ეს დარგი გალენმა განავითარა და ევროპის ბევრ ქვეყანაში ეს ტრადიცია ახლაც ცოცხალია. მაგალითად იტალიაში მედიცინაში სიმპტომების შესმსწავლელ დარგს ახლაც სემიოტიკას უწოდებენ. ჰიპოკრატე თვლიდა, რომ ექიმის მთავარი ამოცანაა, გაარკვიოს რა დგას ამა თუ იმ სიმპტომის უკან. მაგალითად, გამონაყარ შეიძლება ალერგიის სიმპტომი იყოს, ყელის ტკივილი - გაციების და .. სამედიცინო დიაგნოზი უნდა ემყარებოდეს იმ პრონციპს,

description

კულტურის სემიოტიკა

Transcript of კულტურის სემიოტიკა

Page 1: კულტურის სემიოტიკა

1    

თავი 2. კულტურის სემიოტიკის დარგი

2.0. შესავალი

ის თეორიული იარაღები, რასაც სემიოტიკა გვთავაზობს კულტურული სისტემების შესასწავლად, არაა პირდაპირ იმისთვის გამიზნული, რომ მივიღოთ რაოდენობრივი მონაცემები, ან ადამიანის ჯგუფური ქცევების ზოგადი მოდელები. ისინი უფრო სასარგებლოა „ჰომო კულტურალისის“, როგორ მნიშვნელობათა მაძიებელი არსების პორტრეტის შექმნისთვის. ისინი ძალიან ეფექტურია თანამედროვე მნიშვნელადი სისტემების ფესვების გამოსავლენად. დღევანდელი სემიოტიკის ძირითადი ფოკუსია მნიშვნელადი სისტემების ტომობრივი ნარჩენების გამოვლენა და უნივერსალური მახასიათებლებისგან მათი გამიჯვნა.

ზოგადი და თეორიული სემიოტიკა არის მეცნიერება, როემლიც შეისწავლის ნიშნებს და იმას, თუ როგორ ქმნიან ისინი მნიშვნელობებს. ყველა ნიშანი ემსახურება ერთ მიზანს: დაეხმაროს ადამიანს, მოახდინოს სამყაროს მნიშვნელადი რეპრეზენტაცია. კულტურის სემიოტიკა არის მეცნიერება, რომელიც ნიშნების თეორიას იყენებს მნიშვნელადი სისეტემბის შესწავლისთვის. ის სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს სხეულებრივი კომუნიკაციის, ესთეტიკის, რიტორიკის, ვიზუალური კომუნიკაციის, მედიის, მითების, ნარატივების, ენების და ა.შ. შესწავლას, ანუ ყველაფრის რაც არის ადამიანის მიერ გამოგონებული მნიშვნელობების შექმნსი მიზნით.

2.1. თეორიული სემიოტიკა

სემიოტიკა თანამედროვე გაგებით სათავეს სოსიურის და პირსის ნაშრომებიდან იღებს, თუმცა ნიშნების მიმართ ინტერესი ათასწლეულების წინაც კი არსებობდა. ნიშანის, როგორც ფიზიკური სიმპტომის ცნება პირველად ჰიპოკრატემ შემოიტნა. მან დააარსა მედიცინის ცალკე დარგი - სემიოტიკა. შემდგომში მედიცინის ეს დარგი გალენმა განავითარა და ევროპის ბევრ ქვეყანაში ეს ტრადიცია ახლაც ცოცხალია. მაგალითად იტალიაში მედიცინაში სიმპტომების შესმსწავლელ დარგს ახლაც სემიოტიკას უწოდებენ.

ჰიპოკრატე თვლიდა, რომ ექიმის მთავარი ამოცანაა, გაარკვიოს რა დგას ამა თუ იმ სიმპტომის უკან. მაგალითად, გამონაყარ შეიძლება ალერგიის სიმპტომი იყოს, ყელის ტკივილი - გაციების და ა.შ. სამედიცინო დიაგნოზი უნდა ემყარებოდეს იმ პრონციპს,

Page 2: კულტურის სემიოტიკა

2    

რომ სიმპტომი გამოხატავს არა საკუთარ თავს, არამედ გარკვეულ ანომალიურ მდგომარობას, რაც იწვევს ამ სიმპტომს.

ანტიკური შეხედულებები

იმის შესწავლა, თუ როგორ გამოხატავენ საგნები სხვა საგნებს, პრიორიტეტული იყო პლატონის დროს. ის ამბობდა, რომ სიტყვები გამოხატავენ არა რეალობას, არამედ მის იდეალიზებულ მენტალურ რეპრეზენტაციას. ამის მაგალითია წრის ცნება, რომელიც იდეალური ფორმაა და რეალურად ბუნებაში არ არსებობს. ის, რასაც ჩვენ წრეს ვუწოდებთ ბუნებაში, უბრალოდ მიმსგავსებაა წრის იდეალურ ფორმასთან.

პლატონის მოწაფე არისტოტელე ძირითადად იზიარებდა მის შეხედულებებს იდეალურ ფორმებთან დაკავშირებით, თუმცა ამბობდა, რომ ამ იდეალური ფორმების აღმოჩენა მხოლოდ არსებულ საგნბზე დაკვირვებით არის შესაძლებელი. მან გამოყო ნიშნის სამი განზომილება: 1. ნიშნის ფიზიკური ნაწილი; 2. ის რაზეც ნიშანი მიუთითებს; 3. მნიშვნელობა, რასაც ის ანიჭებს. ის ამბობდა, რომ ეს სამი განზომილება ნიშანში ერთდროულად არსებობს. მართლაც, შეუძლებელია ვიფიქროთ სიტყვა „წითელზე“, თუ არ წარმოვიდგენთ სპექტრალურ ფერს, რომელსაც ის აღნიშნავს და იმ მნიშვნელობას, რასაც ეს ფერი ატარებს პიროვნულ თუ სოციალურ კონტექსტში.

ნიშნების შესწავლაში შემდომი მნიშვნელოვანი ნაბიჯი წმინდა ავგუსტინეს ეკუთვნის. მან ერთმანეთისგან განასხვავა ბუნებრივი (არაარბიტრარული) და კონვენციური (არბიტრარული) ნიშნები. ამასთან, მან განაცხადა, რომ „გამოხატვის“ მთელ პროცესს აქვს ინტერპრეტაციული კომპონენტი. ბუნებრივია ის ნიშნები, როლებიც შექმნილია წყაროს რომელიმე აღქმადი მახასიათებლის სიმულირების გზით (მაგალითად ჩიტის ჭიკჭიკი). კონვენციურ ნიშანს კი არ ახასიათებს არანაირი ალუზია წყაროს რომელიმე აღქმად თვისებაზე. რაც შეეხება წმინდა ავგუსტინეს შემოტანილ ინტერპრეტაციულ კომპონენტს, ის ეხმიანება კლემენტი ლექსანდრიელის მიერ შემუშავებულ ჰერმენევტიკულ ტრადიციას. ჰერმენევტიკა არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ანტიკური ტექსტების, განსაკუთრებით რელიგიური და მითიური ტექსტების ინტერპრეტირებას. კლემენტი თვლიდა, რომ ინტერპრეტატორმა უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ტექსტის ორიგინალური მნიშვნელობა ისტორიის მანძილზე ვითარდებოდა და ინტერპრეტაცია ვერასდროს იქნება კულტურული ფაქტორებისგან თავისუფალი.

შუა საუკუნეების შეხედულებები

Page 3: კულტურის სემიოტიკა

3    

წმინდა ავგუსტინეს მოსაზრებები აქტუალური გახდა მეთერტმეტე საუკუნეში, როდესაც არაბებმა წინ წამოწიეს ინტერესი ადამიანური ინტერპრეტაციების მიმართ. მათ თარგმნეს პლატონი, არისტოტელე და სხვა ბერძენი მოაზრონეები. შედეგად წარმოიშვა მოძრაობა სქოლასტიციზმი. სქოლასტიკოსები, ბერძნული კლასიკური იდეების დამოწმებით, ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ რელიგიური რწმენების ჭეშმარიტება არსებობს იმ ნიშნებისგან დამოუკიდებლად, რომლებიც მათ წარმოადგენენ. თუმცა, ამ მოძრაობაში გამოიკვეთა ჯგუფი - ნომინალისტები- რომლებიც თვლიდნენ, რომ ჭეშმარიტება სიბიექტური ცნებაა და ნიშნები, საუკეთესო შემთხევაში, მიგვითითბს ჭეშმარიტების მხოლოდ ილუზორულ და ცვალებად ადამიანურ ვერსიაზე. ფრანგმა თეოლოგმა აბელიარმა შემოგვთავაზა საინტერესო კომპრომისული ვარიანტი: ჭეშმარიტება, რომელზეც ნიშანი მიგვითითებს, არსებობს კონკრეტული ობიექტის შიგნითაც, როგორც ამ ობიექტის დაკვირვებადი მახასიათებელი, და ოიექტის გარეთაც, როგორც გონებაში არსებული იდეალური ცნება. რეალური ჭეშმარიტება სადღაც ამ ორ უკიდურესობას შორისაა.

თომა აქვნინელმა შეაჯერა არისტოტელეს და ავგუსტინეს ნააზევები და თქვა, რომ ნიშნები საშუალებას აძლევენ ადამიანებს, ეფექტურად შეიმეცნონ მეცნიერული და ფილოსოფიური ჭეშმარიტება, მაგრამ რელიგიური ჭეშმარიტება გრძნობად და რაციონალურ გაგებებს მიღმაა და შესაბამისად, რწმენით უნდა მივიღოთ. ნიშნების შესახებ შუა საუკუნეების სეხედულებებს აგვირგვინებს ჯონ დუნს სკოტუსის და უილიამ ოკლაჰამელის იკონოკლასტური იდეები. ორივე მიუთითებდა, რომ პლატონისეული იდეაური ფორმები წარმოადგენს ნიშნებს, რომლებიც გამოხატავს სხვა ნიშნებს და არა რეალურ საგნებს.

რენესანსის და პოსტ-რენესანსის დროინდელი შეხედულებები

ახალი დებატები წამოიჭრა მას შემდეგ, რაც ფლორენცილემა მოაზრვნემ მარსილიო ფიკინომ პლატონის შრომები ლათინურად თარგმნა მეთხუთმეტე საუკკუნეში. ამას მოჰყვა კოპერნიკის მიერ ჰელიოცენტრული თეორიის შექმნა და ფრენსის ბეკონის და გალილეო გალილეის შრომები, რამაც გამოიწვია ის, რომ რაციონალურმა აზროვნებამ და მეცნიერებამ ჩაანაცვლა რელიგია ცოდნის სტანდარტების დადგენის საკითხში. მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში ისეთი ფილოსოფოსები, როგორიცაა თომას ჰობსი, რენე დეკარტი, ბენედიქტ სპინოზა, გოტფრიდ უილიამ ლაიბნიცი და დევიდ ჰიუმი, ამტკიცებდნენ, რომ ადამიანის გონების მახასიათებლებიც კი უნდა ვიკვლიოთ ფიზიკური ფენომენების მსგავსად ობიექტური და რაციონალური გზებთ.

Page 4: კულტურის სემიოტიკა

4    

მხოლოდ მცირე რაოდენობით მოაზროვნეები და მათ შორის ფილოსოფოსი ვიკო გონების კვლევისთვის გვთავაზობდნენ განსაკუთრებულ მეთოდს, რომელიც დღესაც კი საუკეთესო შემთხვევაში არატრადიციულად, ხოლო უარეს შემთხვევაში ფსევდომეცნიერულად ჩაითვლებოდა. თუმცა, ვიკოს მეთოდი მნიშვნელოვნად ეთანადება თანამედროვე სემიოტიკურ აზროვნებას, რამდენადაც ის ცდილობდა ჩაწვდომოდა ანტიკურ მითებს და სიმბოლოებს და შეესწავლა მეტაფორის თვისებები, როგორც ადამიანის კოგნიტური პროცესების გაგების საფუძველი.

ჯონ ლოკი ასევე ეწინააღმდეგებოდა გაბატონებულ შეხედულებებს და თვლიდა, რომ ფიზიკური სამყაროს შესახებ ნებისმიერი ინფორმაციას გრძნობების საშუალებით მოგვეწოდება და ნებისმიერ აზრს შეიძლება მივდიოთ იმ სენსორულ ინფორმციამდე, რომელზეც ის იქნა დაფუძნებული. ოდნავ მოგვიანებით, ჯორჯ ბერკლიმ საერთოდ ეჭვქვეშ დააყენა ადამიანის ტვინის გონების მიერ სამყაროს ობიექტურად შემეცნების უნარი. კანტმა განაცხადა, რომ გონება წინასწარგანწყობილია, რომ გარკვეული ფორმა მიცეს და გარკვეულ წესით მოაწესრიგოს საკუთარი გამოცდილება და ამის შედეგად ქმნის ე.წ. ipso facto, საკუთარ შეგრძნებებზე დაფუძებულ ცოდნას. კანტის ნააზრევს ეყრდნობოდნენ შემდგომში ჰეგელი, ნიცშე, ჰუსერლი და მოგვიანებით ჰაიდეგერი. ისინი ვარაუდობდნენ, რომ რეალობა ადამიანის წარმოსახვის შედეგია, შექმნილი გონების მიერ, რათა დაეხმაროს მას გაუმკლავდეს ადამინური ინსტინქტების, სურვილების და ვნებების იმპულსებს.

თანამედროვე შეხედულებები

ჯონ ლოკმა შეიმუშავა ნიშანთა ფორმალური შესწავლა ესსეში „Conserning Human Understanding”. ის მოელოდა, რომ ეს დაეხმარებოდა ფილოსოფოსებს, გაეაზრებინათ ცოდნას და რეპრეზენტაციას შორის არსებული ურთიერთკავშირები. თუმცა ნიშნების შესწავლის განვითარებაში რეალური პროგრესი სოსიურის და პირსის შრომებამდე არ ყოფილა. მათ ჩამოაყალიბეს მეცნიერაული ჩარჩო, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ნიშნებზე ცენტრირებული მეცნიერების დარგის განვითარებას. სემიოტიკის, როგორც სამეცნიერო დარგის განვითარება საკუთარი მეთოდოლოგიით და თეორიული აპარატით ისეთი მოაზროვნეების დამსახურებაა, როგორიცაა ჩარლზ მორისი, რომან ჯეკობსონი, როლანდ ბარტი, ა. გრაიმასი, ტომას სებოკი და უმბერტო ეკო.

მეოცე საუკუნეში სემიოტიკის პოპულარიზაციის ერთ-ერთი გამოვლინებაა სოციალური კრიტიკოსის როლანდ ბარტის დასავლური სამყაროს კრიტიკა 1950-ია და 1960-იან

Page 5: კულტურის სემიოტიკა

5    

წებში. სემიოტიკის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა 1983 წელს უმბერტო ეკოს რომანის „ვარდის სახელით“ გამოქვეყნების შემდეგ. ეკო სწმიოტიკას განსაღვრავს, როგორც დისციპლინას, რომელიც შეისწალის ყველაფერს, რაც გამოიყენება მოტყუებისთვის.“ რამდენადაც, „თუ რაიმეს გამოყენება შეუძლებელია მოსატყუებლად, მისი გამოყენებით ასევე შეუძლებელი იქნება სიმართლის თქმაც. ფაქტობრივად, ის არაფრისმთქმელია.“ ეს გამონატქვამი ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენ გვაქვს უნარი, ავსახოთ სამყარო ისე, როგორც გვინდა, ნიშნების გამოყენებით, არარეალური და შეცდომაში შემყვანი ფორმითაც კი. ლინგვისტი აიტჩინსონი აღნიშნავს, რომ ენა საოცარია არა იმიტომ, რომ მისი საშუალებით შეგვიძლია სამყაროს ასახვა, არამედ იმის გამო, რომ ის გვაძლევს შესაძლებლობას, ვილაპარაკოთ რაღაც გამოგონილზე ისე, რომ ზურგს არ გვიმაგრებდეს არანაირი რეალური მოვლენა.

თეორიული სემიოტიკის ძირითადი მიზანია ადამიანის გონების (ტვინის) ფუნქციონირების მნიშვნელოვანი მხარის შესწავლა, რომელიც მოიცავს ნიშნების შექმნას, გაგებას და გაოყენებას. ნიშნებს ყოველთვის აქვს რეფერენტი (წყარო) რომელზეც ის მიუთთებს. რეფერენტი არის ორგვარი: კონკრეტული და აბსტრაქტული: კონკრეტული რეფერენტი არის ის, რაც არსებობს რეალურ სამყაროში და როგორც წესი შეგრძნებასი გვეძლევა. აბსტრაქტული რეფერენტი არის უფრო კონცეპტუალური, რაც მხოლოდ გონებაში არსებობს, მაგალითად, დემოკრატია. როგორც ჩარლზ მორისი აღნიშნავს, ნიშნები არის ძალიან მნიშვნელოვანი მენტლური იარაღი, რომელიც საშულებას გვაძლევს, „გონებაში გვქონდეს მთელი სამყარო“.

ნიშანი შეიძლება განიმარტოს, როგორც ნებისმიერი რამ - სიტყვა, ჟესტი და ა.შ. - რაც გამოხატავს თავის თავისგან განსხვავებულ სხვა რამეს (რეფერენტს). მაგალითად, სიტყვა „ძაღლი“ არის ნიშანი, რამდენადაც ის გამოხატავს არა ძ-ა-ღ-ლ-ი ბგერბის თანმიმდევეობას, არამედ შინაურ ცხოველს. ვიგოტსკი თვლიდა, რომ ადამიანის მეხსიერების არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანები იმახსოვრებენ ნიშნების მეშვეობით. ნიშნების მნიშვნელობები არის მონაცემები, რომელთაც სემიოტიკოსები აგრროვებენ. და ცდილობემ გაიგონ. ყველა სემიოტიკური კვლევის სამი მთავარი კითხვაა: 1. რას ნიშნავს რაიმე? 2. როგორ ნიშნავს იმას, რასაც ნიშნავს? 3. რატომ ნიშნავს იმას, რასაც ნიშნავს?

2.2. სოსიურისა და პირსის „ნიშანთა თეორია“

Page 6: კულტურის სემიოტიკა

6    

სემიოტიკის, როგორც ავტონომიური მეცნიერების ჩამოყალიბება შესაძლებელი გახდა მეოცე საუკუნის მიჯნაზე, როდესაც შექმნა სოსიურისა და პრისის ნიშანთა თეორია. ამ ორი მოაზროვნის მიერ სემიოტიკა წარმოდგენილი იყო, როგორც სტრუქტურალისტური მეცნიერება. მისი მიზანია გაიგოს სენსორული, ემოციური და ინტელქტუალური სტრუქტურები, რომლებიც მონაწილეობენ ნიშანთა წარმოებასა და ინტერპრეტაციებში.

სტრუქტურალისტური სემიოტიკის საფუძველი არის ის ფაქტი, რომ ნიშანთა სისტემის პატერნები, თანდაყოლილი სტრუქტურების: სენსორული, ემოციური, ინტელექტუალური და ადამინის სხეულის, ფსიქიკის შესაძლებლობების კომბინაციათა შედეგია.

ამით შეგვიძლია ავხსნათ თუ რატომ არის ადმაინის მიერ ინსტიქტურად შექმნილი ფორმები ასეთი საზრისის მქონე და ასე მარტივი გასაგები სხვა კულტურებისთვის.

ლინგვისტი ფერდიანანდ სოსიური დაიბადა 1876 წელს ჩააბარა ლაიფციგის უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა ფილოლოგიას, ენის ისტორიას. მისი პირველი საკუთარი წიგნი გამოაქვეყნა ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს . ეს იყო მნიშვნელოვანი ნაშრომი პროტო-ინდო-ევროპული ენების ბგერითი სისტემების შესახებ, რომლებმაც განსაზღვრეს თანამედროვე ინდო-ევროპულ ენები და ბგერითი სიტემები მემკვიდრებით გადმოვიდა.

ამას გარდა სოსიურს აღარ დაუწერია სხვა წიგნი თავისი სწავლების და იდეების აღსაწერად. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მოახერხა მისმა ორმა სტუდენტმა შეეგროვებინა სალექციო სამუშაოების ჩანაწერები და სხვადასხვა მასალები. წიგნში წარმოდგენილია თეორიის ძრითადი საკვანძო საკითხები და ცნებები , რომლებიც ბაზისურია ენათა მეცნიერული კვლევებისთვის. სოსიურის მიერ შემოთავაზებული „ნიშანთა“ განმარტება დღესდღეობით ყველაზე პოპოულარულია და ხშირად გამოყენებენ, როგორც მეთოდოლოგიური პროგრამას ნიშანთა , კომუნიკაციური სისტემისა და კულტურის გამოსაკვლევად.

სოსიური თვლიდა, რომ ნებისმიერმა ნამდვილმა მეცნიერებამ, ნიშანთა შესახებ, კვლევაში უნდა გამოყოს, როგროც სინქრონული, ასევე დიაქრონული მეთოდები. მკვლევარმა ნიშნები უნდა შესწავლოს მოცემულ

Page 7: კულტურის სემიოტიკა

7    

მომენტში და ასევე გარკვეული დროის შემდგომ, იმის გასარკვევად, თუ როგორ შეიცვალა ამ ნიშანთა მნიშვნელობები, ფორმები დროში.

ერთ-ერთი ძირითადი საკითხი და კითხვა რასაც სემიოტიკოსები სვამენ, ეხება იმის გარკვევას, თუ რატომ აღნიშნავს ნიშანი რასაც აღნიშნავს. ამ კითხვაზე პასუხი მოიცავს კვლევებს ნიშანთა წრმოშობისა და ისტორიის შესახებ.

ანტიკურ საბერძნეთში სიტყვა „persona” აღნიშნავდა „ნიღაბს“, რომლსაც მსახიობი სცენაზე იყენებდა. შემდეგ უკვე ამ სიტყვამ სხვა მნიშვნელობა შეიძინა „ნიღბის მატარებელის ხასიათი“, რაც ჯერ კიდე არსებობს თეტრში “dramatis personae” -ს სახით. საბოლოოდ ამ სიტყვამ მიიღო მისი ახლანდელი მნიშვნელობა „ადამიანი“. ეს დიაქრონული ანალიზი სიტყვისა „person“ ასევე გასაგებს ხდის თუ რატომ ვაგრძელებთ დღესაც გამოვიყენეოთ თეატრალური ექსპრესიები იმისათვის, რომ ვითამაშოთ როლები ცხოვრებაში, ვიურთიერთოთ, განვასახიეროთ გრძნობები, მივიღოთ შესაბამისი გამომეტვყელება და აღვწეროთ პერსონის აქტივობები და ქცევები.

ამერიკელი ფილოსოფოსი ჩარლზ პირსი დაიბადა კემბრიჯში მასაჩუსეტსის შტატში. სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტში. 1864-1884 წლებში ასწავლიდა ლოგიკასა და ფილოსოფიას. 1867 წლიდან მისი ყურადღება მიიპყრო ბრიტანელი მათემატიკოსის ჯორჯ ბულის მიერ შექმნილმა ლოგიკის სიტემამ და თვითონაც მუშაობდა ბულის გამოსახულებაზე 1885 წლამდე. ის თავდაპირველად ცნობილი გახდა საკუთარი შედგენილი ფილოსოფიური სისტემებით, რომლებსაც უწოდებდა პრაგმატიზმს. ამ თეორიაში არც ერთი ობიექტი ან კონცეფცია არ ფლობს ნიშანდობლივ ვალიდურობასა და მნიშვნელობას(?) რაღაცის მნიშვნელობა, როგროც ის ამტკიცებდა, მდგომარეობს მხოლოდ მისი პრაქტიკული გამოყენების რეზულტატში. იდეის „სიმართლე“ შესაძლებელია გავზომოთ მისი სარგებლიანობის შესახებ ემპირიული კვლევებით.

პირსის პრაგმატიზიმი ფსიქოლოგიაში გამოიყენა William James-მა და John Dewey-მ განათლებაში. მის თეორიას ღრმა გავლენა აქვს ფსიქოლოგიის თანამედროვე თორიებსა და განათლების სისტემებზე.

2.6. კულტურის სემიოტიკური კვლევა

Page 8: კულტურის სემიოტიკა

8    

ყოველთვის პრობლემატური იყო ის საკითხი, თუ რამდენად შესაძლებელია კულტურის შესწავლა ისეთივე ობიექტური პრინციპით, როგორც ფიზიკური სხულების. ბევრი სემიოტიკოსი უარს ამბობს საკუთრ სფეროს მეცნიერება უწოდოდს, რამდენადაც თვლიან, რომ შეუძლებელია მნიშვნელადი სისტემების შესწავლა ობიექტურობის სრული დაცვით. ამიტომაა, რომ ხშირად, ამ სფეროს უწოდებენ თეორიას, მოძრაობას, მიდგომას და ა.შ. თუმცა, უმბერტო ეკო და ბევრი სხვა მეცნიერი თვლის, რომ სემიოტიკა არის მეცნიერება ტრადიციული გაგებით და ამის დასასაბუთებლად ხუთი ფუნდამენტური მიზეზი მოჰყავს:

1. დამოუკიდებელი დისციპლინაა;

2. აქვს სტანდარტიზებული მეთოდოლოგიური ხელსაწყოები;

3. აქვს ჰიპოთეზებსი შექმნის შესაზლებლობა;

4. არსებობს პროგნოზის გაკეთებსი შესაძლებლობა

5. მისი აღმოჩენების შედეგად შესაძლებელია მოხდეს ობიექტური სამყაროს რეალური მდგოარეობის მოდიფიკაცია.

მეცნიერული ობიექტურობის პრობლემა მხოლოდ სემიოტიკას არ ახასიათებს. ეს პრობლემა ყველა საბუმებისმეტყველო მეცნიერების წინაშე დადგა მას შემდეგ, რაც მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში გერმანელმა ფიზიკოსმა და ნობელის პრემიის ლაურეატმა ვერნერ ჰეიზენბერგმა წამოაყენა საკუთარი თეორია, ცნობილი განუსაზღვრელობის პრინციპი რომელმაც საერთოდ ეჭვქვეშ დააყენა ობიექტური რეალობის არსებობის საკითხი.

აქსიომები

ნებისმიერი მეცნიერება აქსიომების ბაზას ეფუძნება. აქსიომები უნდა თანხმობაში იყოს ერთმანეთთან და მათი რაოდენობა უნდა იყოს მცირე. აქსიომები, რომლებსაც კულტურის სემიოტიკური კვლევა ეყრდნობა შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:

1. მთელ მსოფლიოში მნიშვნელადი სისტემები „მნიშვნელადი მახასიათებლების“ ერთი და იმავე ბირთვით არის შექმნილი;

2. ეს ნიშნავს, რომ ადამიანს, როგორც სახეობას შეგრძნებათა უნივერსალური სტრუქტურები ახასიათებს;

Page 9: კულტურის სემიოტიკა

9    

3. მნიშვნელადი სისტემები ამ სტრუქტურების სპეციფიური გამოვლინებებია; 4. მნიშვნელად სისტემებში განსხვავებები იწვევს ამ გამოვლინებებში განსხვავებებს,

რაც ასევე ადამიანებს შორის სხვაობებსა და კონტექსტუალურ-ისტორიულ ფაქტორებისგანაა გამოწვეული;

5. მნიშვნელადი სისტემები სამყაროს კულტურულ-სპეციფიურ კლასიფიკაციებს ქმნის;

6. ეს კლასიფიკაციები ზეგავლენას ახდენენ ადამიანების აზროვნებაზე, ქცევებსა და ქმედებებზე;

7. „ბუნებრივობის“ აღქმა კულტურულ კლასიფიკაციებზეა მიბმული. (ეს ნიშნავს იმას, რომ ის რაც ერთ კულტურაში ნორმალურია, სხვაში შეიძლება გადახრა იყოს. ეს ვრცელდება ნებსმიერ რამეზე, ჯანმრთელობაზეც კი. ჯანმრთელობის გაგება სხვადასხვა კულტურაში შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს).

კულტურული კლასიფიკაციები იმდენად ღრმადაა გამჯდარი ადამიანებში, რომ ისინი გვეველინებიან სამყაროსა და ჩვენს შორის მედიატორებად. ნიშანი ირჩევს იმას, თუ რა უნდა დავიმახსოვროთ იმ უსასრულო რამეებიდან, რაც სამყაროში არსებობს. თუმცა, ასევე, ჩვენ ვქმნით ახალ ნიშნებს, რათა მივიღოთ ახალი ცოდნა და მოვახდინოთ ძველი ცოდნს მოდიფიკაცია. ჩვენ ვიბადებით უკვე არსებული მნიშვნელადი სისტემის ფარგლებში, რომელიც განსაზღვრავს, მას, თუ როგორ აღვიქვამთ სამყაროს.

თავი 3. მნიშვნელადი სისტემები

3.0. შესავალი

ადამიანები მუდამ და ყველგან მნიშვნელობების ძიებაში არიან. ამაში მათ ეხმარებათ ნიშნების შემუშავების, გაგების და გამოყენების უნარი. ნიშნები ეხმარებიან ადამიანებს მნიშვნელობებით შეავსონ ის უფსკრული, რაც არსებობს ადამიანის ცნობიერებასა და გარე სამყაროს შორის. ეს ადამიანებს უქმნის განგრძობადობის, მიზნის და ცხოვრების აზრის განცდას. შესაბამისად, ნიშნების შემუშავება-გამოყენების უნარი ეხმარება ადამიანებს ეფექტურად გაუმკლავდნენ ადამიანური ყოფიერების ისეთ უმნიშვნელოვანეს ასპექტებს, როგორიცაა მიზანშეწონილი ქცევა, დაგეგმვა, სოციალურობა და კომუნიკაცია. კულტურა ამ უნარის პირდაპირი შედეგია.

Page 10: კულტურის სემიოტიკა

10    

კულტურა არის გაზიარებული მნიშვნელობების ერთობლიობა, რომელიც მნიშვნელად სისტემაზეა დაფუძნებული, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს სხვადასხვა სახის ნიშნების კომპლექსურ სისტემას, რომლებიც წინასწარგანსაზღვრადი გზით რეპრეზენტაციის პატერნებად ყალიბდებიან და რასაც ადამიანები იყენებენ შეტყობინების მოსამზადებლად და ერთმანეთში გასაცვლელად. თეორიული სემიოტიკის მიზანია, ნიშნების წარმოშობის, ბუნების და თვისებების შესწავლა, რათა გამოიკვლიოს მათი ფუნქციები და გამოყენების გზები მათი კულტურული კონტექსტის ფარგლებში. სემიოტიკის ძირითადი მიზანია ისევე, როგორც ჩაწვდეს ტვინის უნარს, შექმნას და გაიგოს ნიშნები, ასევე გაიგოს აქტივობა, რომლებსაც დამიანი ახორციელებს ამ უნარის მეშვეობით. უნარს სემიოზისს უწოდებენ, აქტივობას კი - რეპრეზენტაციას. სემიოზისი ნეირობიოლოგიური პროცესია, რაც საფუძვლად უდევს ნიშნების შექმნა-გაგებას. ნიშნებში იგულისხმება ყველაფერი, მარტივი ფსიქოლოგიური სიგნალებიდან კომპლექსური სიმბოლიზმით დტვირთულ ნიშნებამდე. რეპრეზენტაცია არის ნიშნების მიზანმიმართული გამოყენება სამყაროს შესწავლის, კლასიფიკაციის და გაგების მიზნით.

3.1. სემიოზისი და რეპრეზენტაცია

სემიოზისსა და რეპრეზენტაციას შორის განსხვავება, თუმცა ამასთან მნიშვნელოვანი ურთიერთკავშირი, ადრეული ბავშვობისთვის დამახასიათებელ ქცევებში ვლინდება. როდესაც ახალშობილი საგანთან კონტაქტს ამყარებს, ის მის გამოკვლევას პირველ რიგში შეგრძნებების მეშვეობით იწყებს: ცდილობს შეეხოს, გემო გაუსინჯოს, უყნოსოს, მოუსმინოს მის მიერ გამოცემულ ხმებს და ვიზუალურად დაათვალიეროს. ობიექტის კვლევის ამ ფაზას ცოდნის ფაზას ან კოგნიცირებას უწოდებენ. ობიექტს შეძლება ეწოდოს შეგრძნებით შემეცნებადი, რამდენადაც ბავშვი თანდაყოლილ სენსორულ აპარატს იყენებს მის შესამეცნებლად. ამის შედეგად, ბავშვი შემდგომში ცნობს იმავე ობიექტს მისი ხელახალი სენსორული გამოკვლევის გარეშეც. რაც ბავშვი იზრდება, ის მეტად და მეტად ერთვება სემიოზურ აქტივობაში და სენსორულლი კოგნიცირების ფაზიდან თავის დაღწევასთან ერთად იწყებს ობიექტის მიერ გამოცემული ხმების იმიტირებას, მასზე თითით ჩვენებას და ა.შ. ამ დროს წარმოიშვება ნიშნის პირველადი ფორმა, რომელიც, ჩარლზ მორისის აზრით, საშუალებას აძლევს ბავშვს ჩაანაცვლოს ობიექტი ნიშნით. ზრდასთან ერთად ბავშვი სულ უფრო აქტიურად იყენებს ნიშნებს სამყაროს რეპრეზენტაციისთვის.

Page 11: კულტურის სემიოტიკა

11    

იმ წამს, როდესაც ბავშვი იწყებს ნიშნებით სამყაროს რეპრეზენტაციას, ის ამყარებს უმნიშვნელოვანეს ფსიქოსოციალურ კავშირს საკუთარ სენსორულ მდგომარეობასა და სამყაროს შესახებ გაცნობიერებულ მოსაზრებას შორის. ფიგურალურად რომ ვთქვათ, ნიშნები წარმოადგენს ე.წ. „რეპრეზენტაციულ წებოს“, რომელიც ერთმანეთთან ჰოლისტური გზით აკავშირებს მის სხეულს, გონებას და გარესამყაროს. მეტიც, როდესაც ბავშვი აღმოაჩენს, რომ ნიშნები ძალიან ეფექტური საშუალებაა ფიქრისთვის, დაგეგმვისთვის და სხვებთან ურთიერთობისთვის, ის ეზიარება თავის კულტურულ მემკვიდრეობას. თავიდან ბავშვი იწყებს რეპრეზენტაციის საკუთარი მცდელობების შედარებას იმ ნიშნებთან, რომელსაც ხვდება კონკრეტულ კონტექსტებში. შემდეგ, ამ ნიშნების ხანგრძლივი ზემოქმდებენის შედეგად, ისინი ბავშვში დომინანტური ხდება და მისი აზრების, ქმედებების და ქცევების მართვის სადავეებს იღებს.

მნიშვნელადი სისტემა ბავშვს საშუალებას აძლევს, გრძნობის ორგანოების მიერ მიღებული ინფორმაცია მნიშვნელობის მქონე მთლიანობაში გარდაქმნას. თუმცა, შედეგად ვიღებთ სამყაროს არა პირდაპირ, არამედ ნიშნების მიერ გაშუალებულ წვდომას.

კარლ იუნგი ხშირად აღნიშნავდა იმას, თუ რამხელა გავლენას ახდენს მნიშვნელადი სისტემები იმაზეც კი, თუ რას ხედავს ადამანი. ერთ-ერთ ტომში მოხვედრისას, სადაც არასდროს ენახათ ილუსტრაციები, მან აღმოჩინა, რომ ადამიანები ჟურნალში დაბეჭდილ ფოტოებს ვერ აღიქვამდნენ ადამიანის ვიზუალურ რეპრეზენტაციად. მათ ფოტოები ზედაპირის ლაქები ეგონათ. იუნგს ესმოდა, რომ ფოტოების ეს უჩვეულო ინტერპრეტაცია არ იყო ინტელექტის დაბალი დონით ან მხედველობის დეფექტით გამოწვეული. პირიქით, მათი ინტელექტის დონე საკმაოდ მაღალი იყო და მხედველობაც ძალიან კარგი ჰქონდათ. იუნგი მიხვდა, რომ ამ კულტურის წარმომადგენელთა დასკვნები იმიტომ განსხვავდებოდა დასავლური კულტურის წარმომადგენლის დასკვნებისგან, რომ მათ განსხვავებული მნიშვნელადი სისტემები ჰქონდათ შეთვისებული. სწორედ ეს არ აძლევდა საშუალებას ამ ტომის წარმომადგენლებს, აღექვათ ფოტოები ვიზუალურ ნიშნებად.

მნიშვნელადი სისტემა შეიძლება კომპიუტერული პროგრამის დეფოლთ რეჟიმს შევადაროთ. ეს რეჟიმი შეიძლება შეცვალოს პროგრამისტმა, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, კომპიუტერი ამ წინასწარდაპროგრამებული ფორმატის მიხედვით მოქმედებს. ზუსტად

Page 12: კულტურის სემიოტიკა

12    

ასევე, მნიშვნელადი სისტემა ადამიანისთვის სამყაროს შემეცნების დეფოლტ რეჟიმია. ისევე როგორც კომპიუტერშია ამის შეცვლა შესალებელი, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეცვალოს თავისი საკუთარი „ფორმატი“ ნებისმიერ დროს. სწორედ აქაა ადამიანის პარადოქსული მდგმარეობა: ყველა ადამიანს მთელი ცხოვრების მანძილზე აქვს მოთხოვნილება, გაცდეს მნიშვნელადი სისტემების მიერ მოწოდებულ კატეგორიებს. როდესაც ეს კატეგორიები ვეღარ აკმაყოფილებს ადამიანს ახალი მნიშვნელობების ძიების პროცესში, ის იყენებს სემიოზისის უნარს იმისთვის, რომ შეცვალოს „დეფოლთ“ რეჟიმი. მნიშვნელადი სისტემების შეცვლა, თავის მხრივ, არის სწორედ კულტურული ცვლილებები და ევოლუცია. მნიშვნელადი სისტემები ადამიანების შექმნილია და თვითონ ადამიანები მუდმივად ცვლიან მათ ახალი საჭიროებების და მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

3.2. სამოდელო სისტემები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ახალშობილის პირველ მცდელობებს, შეიმეცნოს საგნები, კოგნიცირების ინსტინქტური სტრატეგია წარმოადგენს, რომელიც საგნების შეგრძნებად თვისებებზეა მიმართული. ეს ემსახურება საგნის ამოცნობას შემდეგ ჯერზე ახლიდან გამოკვლევის გარეშე. თუმცა ადამიანის განვითარების თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვი არ შემოიფარგლება სენსორული წვდომით და იწყებს რეპრეზენტაციულ ქმედებებს (იშვერს თითს, ახდენს ხმის იმიტაციას). ისმება კითხვა, თუ ტვინის რომელი თვისება აძლევს ადამიანს ამ უნარს. ამერიკელი მეცნიერი თომას სებეოკი თვლის, რომ ეს უნარი ტვინში სამი სახის სემიოზური სისტემის არსებობის შედეგია, რაც გამოცდილების მოდელირების შესაძლებლობას გვაძლევს.

პირველადი სამოდელო სისტემა - ეს არის ნერვული სისტება, რომელიც საშუალებას აძლევს ახალშობილს სემიოზისის სიმულაციური, იმიტაციური ფორმა განახორციელოს.

მეორადი სამოდელო სისტემა - ეს უფრო კომპლექსური ნერვული სისტემაა, რომელიც ბავშვს საშუალებას აძლევს, შემდგომ განვითარებასთან ერთად, განახორციელოს სემიოზისის ვერბალური ფორმები.

მესამეული სამოდელო სისტემა - ეს უაღრესად კომპლექსური ნერვული სისტემაა, რომელიც ბავშვს საშუალებას აძლევს, განახორციელოს სემიოზისის აბსტრაქტული ფორმები, აბსტრაქტულად შეიმეცნოს სამყარო და მოახდინოს მისი რეპრეზენტაცია.

Page 13: კულტურის სემიოტიკა

13    

რებოკის აზრით, ეს არის „ყველაზე კრეატიული მოდელირება, რაც ბუნებაში არსებობს.“

სამოდლო სისტემების თეოერიის ორი ძირითადი აღმოჩენა შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: 1) რეპრეზენტაცია სამ სემიოზურ ფაზასთანაა დაკავშირებული; 2) ეს ფაზები ევოლუციურია - კომპლექსური სიმბოლური აქტივობა (მესამეული) დამოკიდებულია ვერბალური აქტივობების განვითარაებაზე (მეორადი), რომელიც, თავის მხრივ, ადრეული, იმიტაციური სემიოზისის განვითარებას ემყარება (პირველადი).

3.3. ნიშანი

როგორც უკვე ვიცით, ფერდინანდ დე სოსიური და ჩრლზ პირსი თანამედროვე სემიოტიკის დამფუძნებლებად მიიჩნევიან.

სოსიურის ხედვა

სოსიური ნიშანს განმარტავდა, როგორც რაღაც აღქმადს (შედგენილი ბგერებისგან, ასოებისგან და ა.შ.). ამას ის signifier-ს უწოდებდა. ეს განოიყენება ცნების კოდირებისთვის, რომელსაც ის უწოდებდა signified-ს. ამ ორს შორის კავშირს კი სოსიურმა signification დაარქვა.

სოსიური თვლიდა, რომ signifier-ს და signified-ს შორის კავშირი არბიტრალურია. მისი აზრით, კარგად გამართული ვერბალური signifier ენის ფონოლოგიურ სტრუქტურასთან უნდა იყოს შესაბამისობაში. სოსიური აღნიშნავდა, რომ არსებობს signifier-ები, რომლებიც აშკარად signified-ის იმიტირებას ახდენენ. მან ასეთ სიტყვებს ონომატოპოეტური უწოდა, თუმცა ის ატკიცებდა რომ ეს ფენომენი საკმაოდ იშვიათია. ამასთან, ის ამბობდა, რომ ამ შემთხვევებშიც კი, ასეთი ფენომენი არბიტრალური კულტურული აღქმის შედეგია. მაგალითად, ძაღლის ყეფის იმიტირება ყველა ენაზე განსხვავებულად ხდება. ამიტომ, სოსიური თვლიდა, რომ ასეთი ონომატოპოეტური signifier-ები აღქმული ხმების მხოლოდ მიახლოებითი და მეტ-ნაკლებად კონვენციური იმიტაციაა.

ბევრი მეცნიერი არ იზიარებს სოსიურის თეორიის ამ ნაწილს. სოსიური არ ამახვილებდა ყურადღებას იმაზე, რომ ისინიც კი, ვინც არ საუბრობს კონკრეტულ ენაზე, ხშირად ხვდება ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობას ამ ენაზე ფონოლოგიური

Page 14: კულტურის სემიოტიკა

14    

თავისებურებებით. მაგალითად ავიღოთ სიტყვა იხვი. ეს signifier არის ბგერების კომბინაცია, ერთ-ერთი მრავალთაგან, რომლითაც შეიძლება აღნიშნულიყო ეს ფრინველი. თუმცა ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ეს ნიშანი არბიტრარულიად შეიქმნა. სავარაუდოდ, ის, ვინც იხვს იხვი უწოდა, შეეცადა ამ არსების გამოცემული ხმისთვის მიემგვანებინა ბგერათა კომბინაცია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ როდესაც ადამიანებს ასეთ ჰიპოთეტურ სცენარს უხატავენ, ისინი, როგორც წესი signifier-ების ონომატოპოეტურად აღქმას იწყებენ და ალტერნატიულ კანდიდატებს უარყოფებ, როგორც „არაბუნებრივს. ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნიშნების შექმნა სავარაუდოდ არაა არბიტრალური პროცესი, ის უფრო სიმულაციური პირველადი მოდელირების შედეგად წარმოიშვება.

პირსის ხედვა

პირსი ნიშნის აღქმად ნაწილს representamen-ს უწოდებდა, ცნებას, რომლის კოდირებასაც ის ახდენს - object-ს, ხოლო ნიშნისგან მიღებულ მნიშვნელობას - interpretant-ს.

Representamen პირსმა დაყო შემდეგ ტიპებად: qualisign-ები, sinsign-ები და legisign-ები. qualisign-ები რეფერენტის რაიმე თვისებაზე მიუთითებს. sinsign-ები მიანიშნებს ობიექტის მდგომარეობაზე დროსა და სივრცეში. legisign-ები მიუთითებს უკვე უბიექტის სიმბოლურ დატვირთვაზე.

პირსმა გამოყო object-ების რეპრეზენტაციის სამი გზა:

1. სიმულაცია, მიმსგავსება, რასაც ხატი უწოდა. ეს ნიშნების ყველაზე მარტივი ტიპია, რამდენადაც შეგრძნებებზეა მიბმული. ისინი რეფერენტების ფიზიკური სუბსტიტუტებია, რის გამოც პირსმა მათ პირველადი ნიშნები დაარქვა. თუმცა, რამდენადაც ისინი კულტურულ კონტექსტში ფორმირდება, მათი გამოვლინებები განსხვავებულ კულტურებში ზუსტად ერთნაირი არაა. პირსმა ამ ფაქტის აღსანიშნავად ტერმინი ჰიპოხატი შემოიტანა. ჰიპოხატი არის ხატი, რომელიც კულტურის მნიშვნელადი სისტემის ფარგლებში ფორმირდება.თუმცა, მისი გაგება შეუძლიათ სხვა კულტურის წარმომადგენლებსაც, თუ მათ ეტყვიან რა არის რეფერენტი.

2. მითითება, რასაც ინდექსური რეპრეზენტაცია უწოდა. ისინი პისმა მეორედ ნიშნებად შერაცხა, რადგან, ხატისგან განსხვავებით, ინდექსი არაა რეფერენტის სუბსტიტუტი.

Page 15: კულტურის სემიოტიკა

15    

3. კონვენცია, რასაც პირსმა სიმბოლური რეპრეზენტაცია, მესამეული ნიშნები უწოდა, რადგან ამ შემთხვევაში ნიშნის გამომყენებელი და რეფერენტი დაკავშირებული არიან ისტორიულ-სოციალური ტრადიციით და არა რაიმე შეგრძნებითი, ან დრო-სივრცული ფენომენით, სიტუაციით ან გარემოებით.

პირსმა ასევე გამოყო interpretant-ების სამი ტიპი: 1. Rheme - qualisign-ების ინტერპრეტანტი; 2. dicisign - sinsign-ების ინტერპრეტანტი; 3. Argument - legisign-ების ინტერპრეტანტი.

წმინდა ავგუსტინეს მსგავად, პირსი თვლიდა რომ ნიშანი არ იყო ადამიანური ცვალებადობისგან დამოუკიდებელი.

3.4. მნიშვნელობები

მნიშვნელობების შესწავლა ძალიან რთული საკითხია. ძალიან რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა არის მნიშვნელობა. ერთი შეხედვით ნებისმიერ სიტყვას თავისი მნიშვნელობა გააჩნია, მაგრამ რომ ვცადოთ ერთი კონკრეტული სიტყვის განსაზღვრა, ეს შეიძლება არც ისე ადვილი აღმოჩნდეს. მაგალიათადმ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კატა არის ცხოველი. აქ წარმოიშვება კითხვა, რა არის ცხოველი. ცხოველი არის ორგანიზმი, მაგრამ რა არის ორგანიზმი? ეს არის სიცოცხლის ინდივდუალური ფორმა. რა არის სიცოცხლე? სიცოცხლე არის თვისება, რაც ორგანიზმებს ახასიათებს. აქ უკვე ჩაკეტილი წრე შეიქმნა. ჩვენ სიცოცხლის განსამარტად გამოვიყენეთ სიტყვა ორგანიზმი, მაშინ როცა ორგანიზმის განსამარტად ვიყენებთ სიტყვას სიცოცხლე.

უფრო მეტიც, თვითონ სიტყვა „მნიშვნელობას“ შეიძლება ბევრი სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს. შესაბამისად, გეომეტრიის აქსიომების მსგავსად, „მნიშვნელობის“ ცნება სემიოტიკაშ განსაზღვრების გარეშეა დატოვებული. ეს არის ისეთი რამ, რაც ინტუიტიურად ყველამ იცის რა არის, მაგრამ არავის შეუძლია ახსნას. ეს არის მოცემულობა. მეორე მხრივ, „აღნიშვნა“(signification) ბევრად მარტივი განსამარტია, მიუხედავად იმისა რომ ბევრი სემიოტიკოსი მას და „მნიშვნელობას ურთიერთჩანაცვლებით იყენებს. „აღნიშვნა“ გამოხატავს იმას, რაც გამომდინარეობს A=B მიმართებიდან. ის შედგება ფაქტორების სერიისგან, რომლებიც მოიცავს კონვენციურ შეთანხმებებს იმაზე, თუ რას გამოხატავს B კონკრეტულ კონტექსტში, იმ კოდის ბუნებას, რომელსაც ნიშანი მიეკუთვნება და ა.შ.

Page 16: კულტურის სემიოტიკა

16    

„აღნიშვნა“ შეფარდებითი პროცესია - ნიშნები მნიშვნელობებს იღებენ სხვა ნიშნებთან მმართებაში და არა იზოლირებულად. გავრცელებული მიმართებებია:

1. სინონიმები (სხვადასხვა ნიშნების მნიშვნელობები ერთმანეთს ფარავს) 2. ომონიმები (ორი ან მეტი მნიშვნელობა ერთ ნიშანთანაა დაკავშირებული) 3. ანტონიმები (როდესაც ნიშნები ოპოზიციურ მიმართებაში არიან ერთმანეთთან) 4. ჰიპონიმები (ერთი ნიშნის მნიშვნელობას მეორე ნიშნის მნიშვნელობა მოიცავს.

მაგალითად მეწამული და წითელი) 5. პროპორციონალები (როდესაც ნიშანთა ორ ჯგუფს შორის

ურთიერთმიმართებები პროპრციულად შენარჩულებულია. მაგალითად, კაცი - ქალი - ბავშვი, ხარი - ძროხა - ხბო)

ცნებები ამ ყველაფრიდან გამომდინარე წამოიჭრება საკითხი, თუ რა არის ცნება. სემიოტიკაში, ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში ცნებაში იგულისხმება საგნების კლასიფიკაციის ზოგადი სტრატეგია, რათა შეიქმნას რაღაც ზოგადი პატერნი. განსხვავდება კონკრეტული და აბსტრაქტული ცნებები. კონკრეტულია ისინი, რომელთა დემონსტრირებაც ემპირიულადაა შესაძლებელი. აბსტრაქტულია ისინი, რომების ამ პირობას არ აკმაყოფილებენ. ფსიქოლოგიური კვლევები გვაჩვენებს, რომ ცნებები ფორმირდება სამნაირად: 1. ინდუქცია - პატერნის გამოყვანა სპეციფიური ფაქტებიდან. 2. დედუქცია - დასკვნის გაკეთება კონკრეტული დაკვირვებადი ფაქტებიდან ან წინაპირობებიდან ეს არის ზოგადიდან კონკრეტულისკენ გზა. 3. აბდუქცია - არსებული კონკრეტული პატერნიდან აბსტრაქტული პატერნის გამოყვანა. (მაგალითად, რეზერფორდმა ატომის სტრუქტურა ივარაუდა მზის სისტემის სტრუქრტურის მიხედვით). 3.5. დენოტაცია , კონოტაცია , ანოტაცია სემიოტიკაში ცნებების შემდგომი კლასიფიკაცია ხდება იმ მნიშვნელობების პატერნების მიხედვით, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ. არსებობს პატერნების სამი ზოგადი ფორმა: დენოტაციური, კონოტაციური და ანოტაციური. დენოტაცია დენოტაცია signifier-ს და signified-ს შორის დამყარებული კონცეპტუალური კავშირია. თუმცა დენოტირებული signified არ არის ერთი კონკრეტული ობიექტი. ის არის რაიმეს

Page 17: კულტურის სემიოტიკა

17    

პროტოტიპული კატეგორია. მაგალითად სიტყვა „კატა“ არ მიუთითებს ერთ კონკრეტულ კატაზე. ის მოიცავს ცხოოველთა გარკვეულ კატეგორიას, რომელთაც ჩვენ „კატობის“ თვისებებს მივაწერთ. სწორედ ეს არის „კატის“ დენოტაციური მნიშვნელობა - ანუ „კატობა“, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა იმ მახასიატებლის ერთობლიობა, რომელიც კატას ახასიათებს ზოგადად (მაგალითად ოთხფეხა ძუძუმწოვარი, გრძელი კუდით და ა.შ.). იგივე შეიძლება ვთქვათ სიტყვაზე „კვადრატი“. ის აღნიშნავს ნებისმიერ ფიგურას, რომელიც ოთხი ურთიერთმართობული ტოლი მონაკვეთისგან შედგება, განურჩევლად იმისა, თუ რა ფერისაა ეს მონაკვეთები, რა სასქის, ზომის და ა.შ. კონოტაცია ადამიანური სემიოზისის ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა ის, რომ ნიშანი შეიძლება გავრცელდეს სხვა რეფერენტებზეც, რომლებსაც პირველად რეფერენტთან რაიმე ასოციაციური ან ანალოგიური კავშირი აქვთ. მაგალითისთვის: She is so square (როგორი ძველმოდურია). He has a square disposition (სწორხაზოვანია) Put it squarely on the table (მაგიდაზე თანაბრად დადე). უნდა აღინიშნოს, რომ გამოყენების ასეთ ფორმებში განმასხვავებელი თვისებები იმპლიციტურადაა ნაგულისხმევი. პირველ შემთხვევაში, კვადრატი ძველმოდურს აღნიშნავს, რამდენადაც ეს ცნება ანტიკური ხანიდან არის ცნობილი. მეორე შემთხვევაში, კვადრატი ცალსახა სწორხაზოვანებას ასმება ხაზი, ხოლო მესამე შემთხვევაში - კვადრატის გვერდების თანაბარ ზომას. ანოტაცია არსებობს კონოტაციის ერთი ფორმა, რომელსაც ზოგი მეცნიერი ემოციურად მოიხსენიებს, თუმცა ჩვენ ამ შემთხვევაში მას ანოტაციას ვუწოდებთ. მაგალითად, სიტყვას „ჰო“ შეიძლება ძალიან ბევრი ემოციური მნიშვნელობა ჰქონდეს, რაც დამოკიდებულია ტონზე, რომლითაც მას წარმოვთქვამთ. კვლევებმა ჩვენა, რომ იმის მიუხედავად, რომ ცნებათა ანოტაციური მნიშვნელობები ინდივიდუალური ინტერპრეტაციების და სუბიექტური შეგრძნებების პროდუქტია, არსებობს ვარიაციათა რაღაც დიაპაზონი, რაც სოციალურად განპირობებულ პატერნებზე მიუთითებს. მაგალითად, სიტყვას „ხმაური“ ძლიერი ემოციური დატვირთვა აქვს იაპონელისთვის, ხოლო ამერიკელებისთვის ეს ცნება საკმაოდ ნეიტრალურია.

Page 18: კულტურის სემიოტიკა

18    

რომ შევაჯამოთ, ნიშნები, რომლებიც მნიშვნელად სისტემებს ქმნიან, მიუთითებენ რეალობის იმ ასპექტებზე, რომლებიც კონკრეტულ კულტურაში მნიშვნელოვანი, რელევანტური ან გამოსადეგია. შესაბამისად, ის რასაც ნიშნები მოიცავენ, სამყაროს მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია. თუმცა, კონოტაციის და ანოტაციის ფენომენების წყალობით, ნიშნების ამ შეზღუდული რაოდენობითაც კი შეიძლება მოვიცვათ მნიშვნელობათა ფართო სპექტრი. 3.6. Signification-ის მახასიათებლები სემიოტიკურმა კვლევებმა დაგვანახა, რომ ნიშნებს სპეციფიური ამხასიათებლები გააჩნიათ. მაგალითად ისინი შეიძლება იყოს ნებსითი და უნებლიე. უნებლიე ნიშნებია ისინი, რომლებსაც ჩვენი სხეული არაცნობიერად გამოიმუშავებს. სიგნალების უმეტესობა ამ კატეგორიაში ხვდება. უნებლიე ნიშნების signifier-ებს ბიოლოგია ქმნის, ხოლო ნებსითი ნიშნებისას - ინდივიდები და კულტურები კონკრეტული მიზნებისთვის. სიგნალურობა ნებისმიერი ცხოველის სხეული იმუშავებს სიგნალებს, რათა უპასუხონ სტიმულებს, დაიკმაყოფილონ საჭიროებები და ა.შ., მაგრამ ის, თუ რას ნიშნავს ეს, განსხვავდება სახეობების მიხედვით. ყველა ცხოველი იბადება საკუთარი სახეობისთვის დამახასიათებელი სიგნალების გამოყენების და გაგების უნარით. მაგალითად, ჩიტების კონკრეტული სახეობა ჭიკჭიკის რაღაც კონკრეტული ფორმის უნარის გამომუშავების წინასწარგანწყობით იბადება და არ აქვს მნიშვნელობა ის მოისმენს თუ არა სხვა სახეობების განსხვავებულ ჭიკჭიკს. საერთოდაც რომ არ ჰქონდეს გაგონილი თავისი სახეობის ჩიტების ჭიკჭიკი, ის მაინცმათ მსგავსად დაიწყებს ჭიკჭიკს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ სასიგნალო სისტემას ადაპტაცია არ ახასიათებს. მაგალითდ, ჩიტის მრავალი სახეობა საკუთარ, რეგიონალურ ჭიკჭიკის „დიალექტს“ იმუშავებს. ეს სიგნალები უნებლიე სიგნელაბის კატეგორიაში ხვდება. მათი სირთულე ადამიანებს ხშირად უბიძგებს მიაწერონ მათ იმაზე მეტი, ვიდრე სინამდვილეში წარმოადგენენ, მაგრამ უფრო ღრმა ანალიზი გვიჩვენებს, რომ ისინი მხოლოდ უნებლი სიგნალებია, რომლებიც ნებისმიერ ცნობიერ ხასიათს არის მოკლებული. ყოფილა მაგალითები, როდესაც ცხოველები თითქოს და ანბანს ცნობენ (მაგალითად, „ჭკვიანი ჰანსის“ შემთხვევა, ცხენი რომელიც ა-ზე ერთხელ ურტყამდა ფლოქვს, ბ-ზე ორჯერ და ა.შ.), თუმცა, საბოლოოდ ყველა შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ ცხველი თავისი პატრნის

Page 19: კულტურის სემიოტიკა

19    

უნებლიე სიგნალებს ცნობდა და იმ შემთხვევაში, თუ პატრონს ვერ ხდეავდა, ანბანსაც ვერ ცნობდა. ადამიანებს შორის კომუნიკაციის დიდი ნაწილიც უნებლიე სინალების მეშვეობით მიმდინარეობს. თუმცა, ამას გარდა ადამიანებს შეუძლიათ რიგი ნებსითი სიგნალების გამომუშავება, მაგალითად, როგორიცაა თავის დაქნევა, თვალის ჩაკვრა და ა.შ. ხატურობა ხატი არის ნიშანი, რომელიც რეფერენტის რაიმე აღქმად მახასიათებელს ასახავს. ხატურობას ბევრი სემიოტიკოსი რეპრეზენტაციის პირველად სტრატეეგიად თვლის. ხატურობის არსებობა კულტურების რეპრეზენტაციულ სისტემებში ადასტურეს, რომ ადამიანის ცნობიერება ყურადღებას აქცევს ფერების, ფორმების, განზომილებების, მოძრაობის, ხმების, გემოს და ა.შ. პატერნებს, რაც ადამიანის პერცეპტული სისტემის მიერ ფიქსირდება. ინდექსურობა ინდექსები არის ნიშნები, რომლებიც ახდენს რეფერნტის იდენტიფიცირებას დროა და სივრცეში. ხატებისგან განსხვავებით, ისინი არ მოგვაგონებენ რეფერენტს. ისინი მიანიშნებენ მათ მდგომარეობაზე. ინდექსურობის ყველაზე ტიპური გამოვლინებაა საჩვენებელი თითით რაიმეზე მითითება. ასევე მრავალი სიტყვა, თავისი არსით ინდექსია: აქ, იქ, მაღლა, დაბლა და ა.შ. ინდექსურობა ასევე ცნობილია, როგორც deixis. არსებობს მისი სამი სახე: სივრცული (მიუთითებს ობიექტების მდგომარეობაე სივრცეში); დროითი (მიუთითებს ობიექტების მდგონარეობაზე დროში), პერსონალური (როდესაც მოვლენის ონაწილე ობიექტებზე ნაცვალსახელის მეშვეობით ხდება მითითება (მე, ის და ა.შ.). ინდექსურობის არსებობა კულტურათა რეპრეზენტაციულ სისტემბში ადასტურებს, რომ ადამიანის ცნობიერება არა მარტო ფერს, ფორმას და ა.შ აქცევ ყურადღებას და იწვევს ხატურ სემიოზის, არამედ განმეორებად მიზეზ-შედეგობრივ კავშირებსაც, რაც დამახასიათებელია დრო-სივრცული ურთიერთკავშირებისთვის და იწვევს ინდექსურ სემიოზისს. სიმბოლურობა სიმბოლოები არის ნიშნები, რომლებიც კონვენციური საშუალბებით იქმნება. სემიოტიკოსთა უმეტესობა თვლის, რომ კაცობრიობაში სიმბოლურობა სამყაროს

Page 20: კულტურის სემიოტიკა

20    

ცნებითი ფორმით ასახვის უნარის წარმოშობასთან ერთად გაჩნდა. სიტყვები ზოგადად სიმბოლური ნიშნებია. სიმბოლურობის არსებობა კულტურათა რეპრეზენტაციულ სისტემებში ადასტურებს, რომ ადამიანის ცნობიერება ყურადღებას არა მარტო ფიზიკურ და მიზეზ-შედეგობრივ პატერნებს აქცევს, არამედ თვითონ პატერნზეც ამახვილებს ყურადღებას. ბევრი მეცნიერის აზრით, ხატურობა, ინდექსურობა და სიმბოლურობა ევოლუციური პრინციპითაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ამის დასტურია ის, რომ ბავშვი რეპრეზენტაციას თავდაპირველად მითითებით სწავლობს (ინდექსურობს) და შემდეგ სახელს არქმევს მას (სიმბოლურობა). 3.7. სტრუქტურული კავშირები ნებისმიერი signifier-ის, ვერბალურის თუ არავერბალურის, ფორმირება ხდება იმ კოდის სტრუქტურული მოთხოვნების შესაბამისად, რომელშიც ფორმირდება (იქნება ეს ენა, მუსიკა თუ სხვა). პარადიგმატული სტრუქტურა არსებობს სამი სტრუქტურული მიმართება, რომელიც ყველა კოდს ახასიათებს. პირველია პარადიგმატული სტრუქტურა. სიტყვების განსხვავებული მნიშვნელობების გამოვლენა შესაძლებელია მათი შემადგენელი ბგერების ან სხვა კომპონენტების განსხვავებებზე დაყრდნობით. ეს ადამიანის მიერ შექმნილ ყველა სსტემაში გვხვდება. მაგალითად, მარჯვენა და მარცხენა ფეხსაცმლის გარჩევა შეიძლება მათი განსხვავებული მიმართულებით და ა.შ. სინტაგმატური სტრუქტურა პარადიგმატული მიმართებები იზოლაციაში არ მოქმედებს ისინი მაკომბინირებელ და მაორგანიზებელ მიმართებებთან ურთიერთქმედებენ. ამ უკანასკნელთ სინტაგმატურ მიმართებებს უწოდებენ. სინტაგმატური მიმართება ნიშნავს იმას, რომ ნიშნების სტრუქტურა კოდის შესაბამისია. მაგალითად, ბგერათა ნაკრები მუსიკად აღიქმება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი გარკვეული წესით დადგენილ ჰარმონიულ მიმართებაში

Page 21: კულტურის სემიოტიკა

21    

არიან ერთმანეთთან. ორი ფეხსაცმელი ფეხსაცმლის წყვილად აღიქმება, თუ ისინი მსგავსი ფორმის და ფერის არან და ა.შ. ანალოგიური სტრუქტურა მსამე სტრუქტურულ მიმართებას ანალოგია ეწოდება. ეს არის ჩანაცვლებითი მიმართება, რის საფუძველზეც ერთი ნიშანი შეძლება მეორეთი ჩანაცვლდეს. მაგალითად, შესაძლებელია ამერიკული კარტი ბრიტანულით ჩავანაცვლოთ, თუ ბრიტანულ და ამერიკულ მასტებს შორის ანალოგია გაკეთდება. 3.8. კოდები და ტექსტები კოდი სტრუქტურული სისტემაა, სისტემა, რომელშიც ნიშნები სპეციფიურ პარადიგმატულ, სინტაგმატურ და ანალოგიურ არქიტექტურას ავლენენ. კოდი კომპიუტერის დაფორმატებული დისკის მსგავსია. ფონოლოგიური კოდის ფორმატი, სიტყვების შესადგენად მაგალითად ბგერების გარკვეულ სასრულ კომბინაციებს გულისხმობს . ხშირად კოდი იქმნება სხვა სისტემებისა და კოდებისგან (ქვესისტემები, ქვეკოდები). მაგალითად ენის კოდი შედგება ფონოლოგიური, მორფოლოგიური, სინტაქსური და სემანტიკური ქვეკოდებისგან, რომელთაგან თითოეულს საკუთარი პარადიგმატული, სინტაგმატური და ანალოგიური ფორმატი გააჩნია. კოდის ცოდნა ინდივიდს საშუალებას აძლევს, შექმნას რელევანტური მესიჯები კოდის რესურსებზე დაყრდნობით. დიალოგი მოიცავს არა მარტო ენის ქვესისტემების გამოყენებას (ფონოლოგიური, მორფოლოგიური და ა.შ.), არამედ სხეულის ჟესტებს, სახის მმიკას და სხვა არავერბალურ კოდებს. ამგვარად, ერბალური მესიჯი სხვადასხვა კოდების რესურსებს აერთიანებს. ამ გაერთიანებას ჰქვია ტექსტი. ტექსტი ნიშანთა ერთობლიობაა, რომლებიც ერთი ან მეტი კოდიდანაა აღებული მესიჯის შექმნის და გადაცემის მიზნით. მუსიკალური ნაწარმოებები, ცეკვები, ცერემონიები, უბრალო საუბრები, ეს არასრული ჩამონათვალია იმ ტექსტებისა, რომელთაც ადამიანები რეგულარულად ქმნიან. ტექსტი მნიშვნელობას იძენს კონკრეტულ კონტექსტში. კონტექსტი გულისხმობს სხვაასხვა პირობებს - ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სოციალური და ა.შ. ისინი გავლენას ახდენენ, ფორმას აძლევენ და განსაზღვრავენ იმას, თუ როგორ შეიქმნება ტექსტი და რამნიშვნელობას ატარებს ის.

Page 22: კულტურის სემიოტიკა

22    

ახლა შეგვიძლია განვმარტოთ მნიშვნელადი სისტემა უფრო ფორმალურად. მნიშვნელადი სისტემა, ეს არო მაკროკოდი, რომელიც კულტურის წევრებს ამარაგებს ნიშნებით, კოდებით, რომლებშიც ისინი არიან ორგანიზებული და ტექსტებით.

თავი 4. სხეული

4.1. არავერბალური სემიოზისი და კომუნიკაცია

სანამ სხეულებრივ კოდებს შევეხებოდეთ, საჭიროა ზოგადად არავერბალური

სემიოზისი და კომუნიკაცია განვიხილოთ. თომას სებეოკმა, საუკუნის ერთ-ერთმა

უდიდესმა სემიოტიკოსმა და ლინგვისტმა, დიდი შრომა გასწია განსხვავებულ

სახეობებში სემიოზისის და კომუნიკაციის შესწავლის მხრივ. სებეოკმა აჩვენა, რომ რაც

უფრო კარგად გვესმის სხვა სახეობების სემიოზისი, მით უფრო ჩავწვდებით ადამიანის

სემიოზისის უნიკალურობას.

სემიოტიკის ამ ქვედარგს ბიოსემიოტიკა ეწოდება. ის, თავის მხრივ, ორ ნაწილადაა

გაყოფილი - ზოოსემიოტიკა, რომელებიც ცხოველების მიერ გამოყენებულ სიგნალებს

შეისწავლის და ანთროპოსემიოტიკა, რომელიც ადამიანის სემიოზისს იკვლევს. ეს

ორი რამ განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ჰგავს კიდეც ერთმანეთს. ამ ქვედარგის

მიზანია, გამოყოს სეიოზისის განსხვავებული გამოვლინებებიდან საერთო ელემენტები

და გაიგოს ეს ფენომენი გლობალურად.

ცხოველთა სემიოტიკის შესწავლა ჯერ კიდევ დარვინის ევოლუციური ბიოლოგიიდან

იღებს სათავეს. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან ფსიქოლოგიამ განსაზღვრულად

დარვინისეული მიმართულება აიღო. მეოცე საუკუნეში პავლოვმა ცდები ჩაატარა

პირობითი რეფლექსების შემუშავების კუთხით. შემდეგ რობერტ იერკესმა აჩვენა, რომ

პრიმატებს აქვთ უნარი, მოახდინონ თავიანთი პირობითი რეაქციების ტრანსფერი

ახალი უნარების ათვისებაში. 1925 წელს ვოლფგანგ კიოლერმა ისიც კი დაამტკიცა,

Page 23: კულტურის სემიოტიკა

23    

რომ პრიმატები პრობლემის სპონტანურ გადაწყვეტამდეც კი მიდიან წინასწარი

განპირობების გარეშე.

ამ ადრეული ექსპერიმენტების მიზანი ცხოველებზე მიღწეული შედეგების ადამიანებზე

გავრცობა იყო. მიღებული იყო მოსაზრება, რომ განპირობების კანონები ერთნაირია

ყველა სახეობაში ადამიანის ჩათვლით. თუმცა, მეოცე საუკუნის შუა ხანებიდან

წარმოიშვა ახალი მოძრაობა, ეთოლოგია, რომლის მთავარი იდეა იყო ის, რომ

ადამიანები და ცხოველები განსხვავებულ სამყაროებში არსებობენ და ცხოველების

შსწავლა მათ ბუნებრივ გარემოშია აუცილებელი.

ამის შემდეგ მალევე, მკვლევრებს მოუვიდათ აზრად, ესწავლებინათ ცხოველებისთვის

ადამიანის საკომუნიკაციო სისტემები. ამას მოყვა კარგად ცნობილი ექსპერიმენტები

პრიმატებზე. მიუხედავად იმისა, რომ იყო შემთხვევები გარკვეული სიმბოლური

აქტივობებისა, წინადადებების სტრუქტურის კონტროლისა და იუმორის გამოვლენისა,

ვერ დამტკიცდა, რომ პრიმატებს აქვთ ადამიანის მსგავსი სიმბოლიზმის უნარი.

პრიმატების კომუნიკაციის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა და

ბიოსემიოტიკის კვლევის არეალში შედის. თუმცა, ბიოსემიოტიკას აინტერესებს არა ის,

შეუძლია თუ არა პრიმატს ადამიანივით ლაპარაკი, არამედ ის, თუ რა სემიოზურ

უნარებს იზიარებს ადამიანთან. სემიოზისის კონკრეტული მახასიათბლების

უნივერსალობის და უნიკალურობის განსაზღვრა უფრო მნიშვნელოვანია ამ

ქვედარგისთვის, ვიდრე ის, შეუძლიათ თუ არა ცხოველებს ლაპარაკი. სებეოკმა აჩვენა,

რომ ხატურობა არსებობს ძალიან ბევრ განსხვავებულ სახეობში, რაც ამტკიცებს რომ ის

უნივერსალურია.

ბიოსემიოტიკის განვითარება დიდწილად განსაზღვრა ბიოლოგ ჯეიკობ ფონ

უექსკიულმა (1909), რომელმაც ემპირიულად დაამტკიცა ის, რომ ორგანიზმი ობიექტს

თავისთავად კი არ აღიქვამს, არამედ განსაკუთრებული მენტალური „სამოდელო

Page 24: კულტურის სემიოტიკა

24    

სისტემის“ მეშვეობით. ეს საშუალებას აძლევს ორგანიზმს, მოახდინოს მოვლენების და

საგნების ინტერპრეტაცია ბიოლოგიურად უნიკალური ფორმით და მოახდინოს მათზე

რეაგირება სემიოზურად სპეციფიური გზებით.

ამრიგად, ბიოსემიოტიკის მიზანი არაა იმის დადგენა, რამდენადაა შესაძლებელი

ცხოველისთვის ადამიანის რეპრეზენტაციული სიტსემების სწავლება. მისი მიზანია,

შეისწავლოს სახეობათაშორისი კომუნიკაცია, ადამიანის ჩარევის გარეშე. ჩვენ არ

შეგვიძლია სხვა სახეობებს ვეკონტაქტოთ ისე, როგორც ერთმანეთს ვკონტაქტებით,

მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებთ ზოგიერთ სახეობასთან კონტაქტის დამყარება.

მაგალითად, სახლის კატა და მისი პატრონი ყოველდღიურად ამყარებენ

ერთმანეთთან კომუნიკაციას. ხმის ტონი, ჟესტები, მოძრაობები მათთვის

:სახეობათაშორისი კომუნიკაციის კოდს“ ქმნის.

ჰოკეტის ტიპოლოგია

ჰოკეტის მიხედვით, კომუნიკაციური სისტემები შეიძლება შედარდეს ერთმანეთს იმ

მედიის მიხედვით, რისი მეშვეობითაც მესიჯები გადაიცემა. ადამიანის გადაცემა

ცხოველის გადაცემისგან განსხვავდება იმით, რომ ის ბუნებრივთან ერთად

არტეფაქტულ და მექანიკურ მედიას აც იყენებს.

ბუნებრივი მედია - ბიოლოგიურ საფუძველზე არსებული მედია: ხმა (ლაპარაკი), სახე

(გამომეტყველება) და სხეული (ჟესტები, პოზები და ა.შ.);

რტეფაქტული მედია - ადამიანის მიერ შექმნილი მედია: წიგნები, ნახატები,

სკულპტურები და ა.შ.;

მექანიკური მედია - ასევე ადამიანის მიერ შექმნილი მედია: ტელეფონი, რადიო,

ტელევიზორი, კომპიუტერი და ა.შ.

Page 25: კულტურის სემიოტიკა

25    

ვერბალური მესიჯი შეიძლება გადაეცეს ბუნებრივი გადაცემით, თუ ის წარმოთქმულია

ვოკალური ორგანოს მიერ. ის ასევე შეიძლება გადაეცეს არტეფაქტული მედიის

საშუალებით, ანუ ქაღალდზე დაწერილი. ის ასევე შეიძლება სატელევიზიო ან რადიო

სიგნალში მოვაქცით მექანიკური ტრანსმისიისთვის. არ არსებობს არანაირი

მტკიცებულება იმისა, რომ ცხოველები იყენებდნენ არტეფაქტულ ან მექანიკურ

მედიებს.

სებეოკის ტიპოლოგია

ადამიანის და ცხოველის კომუნიკაციის შედარების კიდევ ერთი მეთოდი სებეოკს

ეჯუთვნის. მისი ტიპოლოგია შემდეგ ექვს მახასიათებელს მოიცავს:

1. თანდაყოლილი სამოდელო უნარები: ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ორგანიზმს

აქვს სახეობის სპეციფიური შინაგანი სამოდელო უნარები, რაც საშუალებას

აძლევს მათ, მოახდინონ რეაგირება გარე გამოცდილებაზე.

2. ვოკალურობა: ეს ნიშნავს იმას, რომ სიგნალები და მესიჯები შეიძლება გადაეცეს

ვოკალურად ან არავოკალურად. ჩიტების კომუნიკაცია, მაგალითად,

ვოკალურია, ფუტკრების -არა.

3. ვერბალურობა: ეს მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ ვერბალური კომუნიკაცია

მხოლოდ ადამიანს ახასიათებს. ნებისმიერი სხვა კომუნიკაციური სისტემა

ბუნებაში არავერბალურია. ენა ვერბალურია, თუმცა არა აუცილებლად

ვოკალური. მეტყველება, მეორე მხრივ, ვოკალურიცაა და ვერბალურიც.

4. ნებსითობა: ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არსებობს უნებლიე და ნებსითი მესიჯები

5. ნახევარსფეროობა: ეს ეხმიანება იმ ფაქტს, რომ ადამიანის კომუნიკაცია

ბილატერალურია, ანუ ხდება მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებთან

დაკავშირებული ფუნქციების თანამშრომლობა.

Page 26: კულტურის სემიოტიკა

26    

6. ფორმაცია: ეს მიანიშნებს იმაზე, რომ კომუნიკაციური სისტემების ფორმირება

ორგანიზმში ხდება სოციალურ კონტექსტში არსებული შესაბამისი მასალის

შემოსვლის შედეგად და მუდმივად ექვემდებარება ცვლილებებს და

განადგურებასაც კი. ადამიანის გარდა ყველა სახეობაში სისტემები პირდაპირ

ბიოლოგიური არხებიდან ფორმირდებიან. მხოლოდ ადამიანს შეუძლია

მოახდინოს კომუნიკაცია ბიოლოგიიდანაც და კულტურიდანაც.

ამ ტიპოლოგიის დადებითი მხარეა ის, რომ კონკრეტული ბიოლოგიური და

ფსიქოლოგიური კატეგორიების გამოყენებით ახდენს ადამინის და ცხოველის

კომუნიკაციის უნარების გამიჯვნას. კომუნიკაციას ცხოველისთვის გადარჩენის

ფუნქცია აქვს. სიგნალების გაცვლა ელარება ცხოველს მოიპოვოს საკვები,

მოახდინოს მიგრაცია ან გამრავლდეს. ადამიანებმა შეიმუშავეს კომუნიკაციის

კომპლექსური ფორმები, რომლებსაც მხოლოდ გადარჩენის ფუნქცია არ აქვთ.

მათი ფუნქციაა ასევე აზრების და ემოციების გამოხატვა, ამბების მოყლა, წარსულის

დამახსოვრება და ერთმანეთთან ურთიერთობა. არანაირი დამადასტურებელი

ფაქტი არ არსებობს იმისა, რომ ცხოველბს ესმით ის მნიშვნელობები, რომელთა

მეშვეობითაც ადამიანები ყოველდღიურად ვახდენთ კომუნიკაციას.

4.2. კინესთეტიკური კოდები

კინესთეტიკური კოდები არეგულირებს იმას, თუ როგორ იცევიან ადამიანები

კოკრეტულ სოციალურ სიტუაციებში. ეს კოდები კულტურული ისტორიის და

კონვენციის პროდუქტია. კინესთეტიკური კოდები მოიცავს არა მარტო ქცევის

დაშვებულ წესებს, არამედ სოციალურად მიღებულ სხეულის ხატსაც. მაგალითად,

თანამედროვე დასავლურ კულტურაშ მიღებულად ითვლება გამხდარი და

მოხდენილი სხეული.

Page 27: კულტურის სემიოტიკა

27    

კინესთეტიკური კოდები ადამიანის დამახასიათებელი ანატომიიდან მომდინარეობს.

ბევრი სხეულებრივი მოძრაობა ჩვენი ბიპედალური ევოლუციური მემკვიდრეობის

ნაყოფია.

განვიხილოთ სხეულის პოზები. ის, თუ რა პოზებს იღებენ მამაკაცები და ქალები,

კულტურულ სპეციფიური კინესთეტიკური კოდებით რეგულირდება. ასეთი კოდების

უმცირეს ერთეულებს კინემებს უწოდებენ, ფონემების ანალოგიით, რაც ენაში

ბგერის უმცირეს ერთეულს წარმოადგენს. კინემა შეიძლება იყოს მზერა, თავის

მოძრაობა, და ა.შ.

კინესთეტიკური კოდები განსაზღვრავს იმას, თუ სხეულის რომელ ნაწილს

აღიქვამენ ადამიანები ეროტიულად. მაგალითად, კითხვაზე, თუ სხეულის რომელ

ნაწილს დაიფარავდა ქალი, თუ ბანაობისას აბაზანაში უცხო მამაკაცი შევიდოდა,

განსხვვებული კულტურის წარმომადგენლებმა ძალიან განსხვავებული პასუხები

გასცეს.

ასევე ძალიან განსვავდება ჯგუფებს შორის იმის აღქმა, თუ რა არის ცოდვა.

მაგალითად, ინგლისელი პურიტანები ცოდვად თვლიდნენ სექსუალობის ნბისმიერ

გამოვლინებას, ცოლ-ქმარს შორისაც კი (ამას ისინი გარდაუვალ ცოდვას

უწოდებდნენ). მეორე მხრივ, არსებობს „ჰედონისტური“ ჯგუფები, რომლებიც

ადიდებენ ადამიანის სხეულის ეროტიულობას.

ადამიანები, სხვა ცხოველების მსგავსად, გრძნობენ და რეაგირებენ მეორე

ადამიანის სქესზე. ცხოველებისგან განსხვავებით, ადამიანების სექსუალობა რაიმე

პერიოდზე არაა დამოკიდებული. ცხოველებისგან განსხვავებით, ის თუ რა არის

სექსუალური, ადამიანებს გონებაში აქვთ.

ჩვენს სამყაროში არსებობს გარკვეული ქცევები, რომლებიც აღქმულია, როგორც

მამაკაცური ან ქალური სექსუალობის შემადგენელი ნაწილი. ეს იწვევს გენდერული

Page 28: კულტურის სემიოტიკა

28    

კოდების არსებობას, რომებიც განსაზღვრავს მასკულინობას და ფემინურობას

საზოგადოებაში. მაგალითად, დასავლურ კულტურაში მიღებულია, რომ

ურთიერთობაში მამაკაცი უნდა იყოს ინიციატორი, მაშინ, როცა ზუნის ტომში ზუსტად

იგივე ქმედებების განხორციელება ქალებს მოეთხოვებათ.

რომ შევაჯამოთ, სექსი, ეს არის პირველადი პროცესი, რომელიც ფიზიკურ

ურთიეთობას გულისხმობს; სექსუალობა ეს მეორადი პროცესია, რომელიც

გულისხმობს ქცევის ინდივიდუალურად კულტურულად განპირობებულ პატერნებზე

ფსიქოლოგიურ რეაქციას; გენდერი, ეს არის მესამეული კონვენციური კოდი,

რომელიც გავლენას ახდენს იმზე, თუ რას გამიწვევს ქცევა კონკრეტულ სოციალურ

სიტუაციაში. თუ ადამიანი ქირურგიული და ჰორმონალური ჩარევით სქესს

შეიცვლის, მისი სექსუალობის პატერნი შესაბამისად შეიცვლება. კულტურულად

ასევე, შეიცვლება მისი გენდერი და ის დაიწყებს ახალი გენდერის შესაბამისად

მოქცევას.

4.3  სახობრივი კოდები

1963 წელს, სან ფრანცისკოში, კალიფორნიის უნივერისტეტტის ფსიქიატრიის

დეპარტამენტთან, ფსიქოლოგმა პოლ ეკმანმა დაარსა ადამიანური ინტერაქციის

ლაბორატორია [Human Interaction Laboratory] სახის გამომეტყველების ემპირიული

შესწავლისთვის. წლების მანძილზე, ეკმანმა და მისმა კოლეგებმა შეძლეს

დაეკავშირებინათ კონკრეტული სახის გამომეტყველებები [facial actions] ემოციის

სხვადასხვა ასპექტებთან. ეკმანის აზრით სახის გამომეტყველება [vseme // facial action]

შესაძლოა იყოფოდეს კომპონენტებად - წარბების განლაგება, თვალის ჭრილი, პირის

მოყვანილობა და სხვა - რომელთა სხვადასხვა კომპონენტები განსაზღვრავენ მის

მნიშვნელობას. ეკმანმა აღმოაჩინა, რომ ძალიან ცოტა ვისემიკური განსხვავებები

არსებობს სხვადასხვა კულტურების სახობრივ კოდებში, განსხვავებით ენობრივისგან.

Page 29: კულტურის სემიოტიკა

29    

სახე აღიქმება, როგორც მნიშვნელი, რომლიც წარმოდგება სელფისთვის. ამით

შეიძლება ავხსნათ ის ფაქტი, თუ რატომ ამზადებენ ადამიანები სახეს, როდესაც მათ

უწევთ საზოგადოების წინაშე წარდგომა. ახდენენ სახის გარკვეულ დეკორაციას

სიტუაციის მიხედვით. სახის დეკორაციები და მისი მოდიფიკაციები წარმოგვიდგება,

როგორც რეპრეზენტაციული აქტივობები, რომელებიც რეგულირებულია სახის

მოვლისა და მისი “გარეგნული შეფერილობის” კოდებით. ადამიანები საწყისი

პერიოდიდანვე იყენებდნენ გაკრვეულ “მაკიაჟს” რათა მოეხდინათ საკუთარი

სექსუალური პერსონის დემონსტრირება. მართლაც შესაფერის მოსაზრება აქვს,

ანთროპოლოგ ჰელენ ფიშერს ყოველივე ამაზე: როგორც არქეოლოგიურ წყაროებზე

დაკვირვებით, ნათელია, რომ სახის კოსმეტიკური მოდიფიკაცია ჩვენი შორეული

წინაპრების, ერთ-ერთი რეპრეზენტაციული ქმედების მახასიათებელია.

სახის დეკორაცია და მისი მოდიფიკაცია სიმწიფისა და რიტუალის გავლის

მახასიათებელიც არის, რომლის მაგალითებიც მრავლადაა სხვადასხვა ტომებსა და

კულტურებში.

აღსანიშნავია, რომ სახის აღქმა, როგორც პერსონის მადემონსტირირებელი /

გადამცემი მთელს მსფოლიოშია გავრცელებული მისი მნიშვნელობების

კანონზომიერების მიხედვით - პატერნი, რომლიც ასახავს იმას, რასაც ვუწოდეთ

“ურთიერთდაკავშირებულობის პრინციპი” [წიგნის დასაწყისში უწოდა რაღაცას].

სპეციფიური მნიშვნელობა, რომელიც მნიშვნელოვნად, ვიტალურად მიიჩნევა

კულტურის წარმომადგენლების მიერ, დეკოდირებული იქნება მრავალგვარი

ვერბალური და არავერბალური გზით, კულტურის მნიშვნელობათა კანონზომიერების

მიხედვით ენაში, სხეულის კოდებში, სახელოვნებო პრაქტიკაში და სხვა.

Page 30: კულტურის სემიოტიკა

30    

ურთიერთდაკავშირებულობის კონცეფცია - “სახე როგორც პერსონა” ჩნდება არა

მხოლოდ სახობრივ კოდებსა და რეპრეზენტაციულ აქტივობებში არამედ მაგ. ენაშიც.

იგივე კონცეპტი იკვეთება ასევე, პორტრეტული მხატვრობის პრაქტიკაშიც. ვიზუალური

რეპრეზენტაციისას, სუბიექტის სახე, რომლიც შექმნილია მხატრის მიერ, მნახველის

მიერ ჩვეულებრივ ინტერპრეტირებულია როგორც მხატვრის მიერ მოწოდებული

ვისემიკური გასაღები, რათა გაგებულ იქნას სუბიექტის ხასიათი, სოციალური

მდგომარეობა, პროფესია და სხვა.

თვალებით კონტაქტი

სოციალური ინტერაქციისას განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია

თვალებით კონტაქტი. კულტურათა მიხედვით, პერიოდი რომელსსაც მოიცავს

თვალებით კონტაქტი, ასახავს თუ რა სახის ურთიერთობა აქვთ ადამიანებს

ერთმანეთთან. დაჟნებით მზერა ხშირ შემთხვევაში ინტერპრეტიტრებულია, როგორც

გამოწვევა ან ფლირტი.

ცხადია, თვალებით კონტაქტი და თვალის განლაგების პეტერნები შესაძლოა

უკავშირდებოდეს ევოლუციურ და ანატომიურ ფაქტორებს, თუმცა მრავალი ასპექტი

არსებობს რომელიც კულტურულ სპეციფიურია - მაგალითად სამხრეთ ევროპელები

უფრო მიდრეკილნი არიან საუბრისას ხანგრძლივ თვალებით კავშირისკენ ვიდრე

ჩრდილო ამერიკელები; ზოგიერთ კულტურაში კაცები არ უყურებენ ქალებს თვალებში

მანამ, სანამ არ შეუღლდებიან ან გახდებიან მათი ოჯახის წევრები.

მზერისა და ყურების მინიმალური ერთეულების, რომლებიც მნიშვნელობის

მატარებელია კულტურაში შესაძლოა განიზაღვროს, როგორც ოკულარემები

[ocularemes].

Page 31: კულტურის სემიოტიკა

31    

ჩრდილო ამერიკულ კულტურაში, სადაც კაცი განიხილება სექსის მაძიებლად, ისეთი

ოკულარმული პეტერნები, როგორებიცაა დაჟინებით მზერა, მიშტერება, “თვალების

ჟუჟუნი” J და მსგავსი ქმედება უფრო მსაღებია კაცის მხრიდან. დასავლურ

კულტურულ ისტორიაში მიიჩნევა, რომ კაცი უნდა იყოს ის ვინც უცქერს, ხოლო ქალი ის

ვისაც უცქერენ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულმა დამოკიდებულებამ ცვლილება

განიცადა გვიანი 1960-იანებიდან, მისი გარკვეული კულტურული ნაშთების შემჩნევა

შესაძლებელია მნიშვნელად სისტემაში - ენაში, არშიყში, სახელოვნებო

რეპრეზენტაციის პრაქტიკაში და სხვა.

4.4 პროქსემიკური კოდები

პროქსემიკური კოდები არეგულირებენ ადმიანთა შორის დისტანციას და მათი სხეულის

ორიენტაციებს სოციალური ინტერაქციისას. მსგავსი კოდები წარმოადგენენ

ინტერაქციის პროდუქტს, რომელიც განპირობებულია ბიოლოგიური მექანიზმითა და

კულტურული ტრადიციით. ამიტომაა, რომ ნაირგვარია, მსგავსი კოდების არსებობა

მსოფლიოს მასშტაბით. ადმიანები სხვადასხვა კულტურებში, სხვადასხვა

ინტერპერსონალურ სივრცეს იყენებენ სოციალური ინტერაქციისას. ამ მოვლენის

სემიოტიკური არსი წარმოადგენს იმას, რომ ინტერპერსონალური სივრცე

გაჟღენთილია [სავსეა] მნიშვნელობებით. სოციალური ქმედებები, რომლებიც მიიჩნევა

ნორმად კონკრეტული სახის სივრცეებში რეგულირდება პროქსემიკური კოდებით,

შესაბამისად შესწავლილი უნდა იქნას კულტურულ კონტექსტში.

ტერმინი “პროქსემიკური” ხმარებაში შემოიღო ანთროპოლოგმა ედვარდ ჰოლმა

(1966) ინდივიდებს შორის სივრცითი დისტანციის, როგორც კულტურული, ქცევითი და

სოციოლოგიური ასპექტების შესასწავლად. პირველ დონეზე, პროქსემიკური

სტრუქტურები ასახავენ ბიოლოგიურ მექანიზმს, რომელიც ცნობილია

ტერიტორიულობის [territoriality] სახით. ერთერთი მექანიზმი, რომელის

Page 32: კულტურის სემიოტიკა

32    

საშალებითაც ცხოველები ახერხებენ წვდომას საკვებისა და თავშესაფრზე. ნებისმიერი

ცხოველის სახეობა იბრძვის ტერიტორიისთვის და ავლენს აგარესიას მის დასაცავად.

ადამიანებიც იბრძვიან საკუთარი საცხოვრისის დასაცავად, რომელიც აღჭურვილია

სხვადასხვა რეკვიზიტებით, და ხშირ შემთხვევაში ავლენენ აგრესიასაც.

ტერიტორიულობის მექანიზმი ბიჰევიორისტი ფსიქოლოგების ფოკუსში მოექცა მეოცე

საუკუნის შუა წლებში, მაშინ როცა მათმა ექსპერიმენტებმა მიიქცია მედიის ყურადღება

ვინაიდან მისადაგებისა და პარალელების გალების საშუალებას იძლეოდა მაშნდელ

ურბანულ განვითარებასთან და ექსპანსიასთან მიმართებაში.

აღნიშნულ ექსპერიმენტებზე დაკვირვებით, განისაზღვრა ის ფაქტი, რომ ყველა

ადმიანს გვჭირდება მის გარშემო საზღვრის შენარჩუნება დაცულობისა და საღი

აზროვნებისთვის. ჰოლო პირველი იყო რომელმაც გამოიკვლია იმ ზონების პეტერნები

და განზომილებები, რომლესაც ადამიანები ქმნიან და ინარჩუნებენ ერთმანეთთან

ინტერაქციისას. მან აღნიშნა, რომ შესაძლოა ამ პეტერნებისა და განზომილებების

საკმაოდ ზუსტი გაზომვა შესაბამისი მეთოდებისა და ვარიაციების საშუალებით და რომ

საზღვრის განზომილებები სხვადასსხვაგვარია სხვადასხვა კულტურაში. თითოეულ

მნიშვნელად ინტერპერსონალურ ზონას შესაძლოა ვუწოდოთ პროქსემა.

უფრო ზუსტად ჰოლმა განსაზღვრა კულტურულად განპირობებული ოთხი ტიპის

პროქსემა: ინტიმური, პერსონალური, სოციალური და საზოგადოებრივი, რომლებიც

შემდეგ თავის მხრივ დაყო “ახლო” და “შორ” ფაზებად.

ინტიმური პროქსემა [0 ინჩი - 18 ინჩი]

ინტიმური დისტანციის დონეზე, ყველა შეგრძნება აქტივირებულია და სხვა ადამიანის ან

ადამიანთა განცდა შეუცდომელია. სიახლოვის ფაზა [0. – 6. ინჩი] წარმოადგენს

ემოციურად დამუხტულ ზონას, რომელიც მოიავს სასიყვარულო აქტს, ნუგეშისცემას და

Page 33: კულტურის სემიოტიკა

33    

დაცვას; დაშორების ფაზა წარმოადგენს ზონას რომელშიაც ხდება ოჯახის წევრებისა და

ახლო მეგობრების ინტერაქცია. შეხება ხშირია ინტიმური დისტანციის ორივე დონეზე.

პერსონალური პროქსემა [1.5. – 4. ფუტი]

ეს წარმოადგენს დისტანციის კომფორტის მინიმუმს ინდივიდებს შორის

რომლებიც არ ეხებიან ერთმანეთს. სიახლოვის ფაზაზე [1.5. – 2.5. ფუტი] ერთმა

შესაძლოა ხელი ჩასჭიდოს სხვას. სიშორის ფაზაზე [2.5. – 4. ფუტი]

განისაზღვრება როგორც ერთი მკლავის სიშორის დისტანციის მანძილი

ინდივიდებს შორის, რომელსაც მოითხოვს ხელის ჩამორთმევის აქტი. ამ ზონის

დონეზე ძირითადად ხდება კონტაქტი მეგობრებს შორის. იგი წარმოდგება,

როგორც მცირე დაცული სივრცე, რომლშიაც “სელფი” განცალკევებულია

“სხვისგან”.

სოციალური პროქსემა [4 – 12 ფუტი]

აღნიშნული დისტანცია ინდივიდთა უმრავლესობის მიერ მიიჩნევა, როგორც

არაჩართულობით და არა საბრთხის შემცველი. მისი სიახლოვის ფაზა [4-7

ფუტი] ტიპიურია არაპერსონალური ტრანზაქციებისა და ჩვეულებრივი

სოციალური ყრილობებისთვის. ფორმალური სოციალური სოციალური

დისკურსი და ტრანზაქციები მახასიათებელია აღნიშნული დონის სიშორის

ფაზისა [7-12 ფუტი].

საზოგადოებრივი პროქსემა [12 ფუტი და მეტი ]

ამ დონეზე შესაძლოა ვინმეს მხრიდან ადგილი ჰქონდეს

არაპირდაპირ/გაურკვეველ ან თავდაცვიტ ქცევას, თუ იგი იგრძნობს ფიზიკურ

საბრთხეს. ჰოლი აღნიშნავს, რომ ადმიანები იცავენ აღნიშნულ დისტანციას

მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ფიგურებთან ან სხვასთან ვინც მონაწილეობას

Page 34: კულტურის სემიოტიკა

34    

ღებულობს საზოგადოებრივ ფუნქციებში. დისკურსი ამ შემტხვევაში მაღალ

დონეზე სტრუქტურირებული და ფორმალიზებულია (ლექციები, საჯარო

გამოსვლები და სხვა.)

პროქსემიკური კოდები ურთიერთკავშირში იმყოფება მნიშვნელადი სისტემის სხვა

კოდებთან [ურთიერთდაკავშირებულობის პრინციპი].

სხეულის ორიენტაციაც ასევე რეგულირდება პროქსემიკური კოდების საშუალებით.

4.5 ტაქტილური კოდები

ტაქტილური კოდების საშალებით რეგულირდება შეხების ქცევის პატერნები

ინტერაქციისას. მოდერნიზებულ ურბანულ ცენტრებსა და ზოგადად დასავლურ

კულტურაში, ადამიანები იშვიათად ეხებიან ერთამანეთს.

მინიმალურ შეხების ერთეულებს შესაძლოა ეწოდოთ ტაქტემები [tactemes], ხოლო

კომუნიკაციის ტიპს რომელიც ეფუძნება შეხებას ცნობილია, როგორც - haptic.

ჰაპტიკური კომუნიკაციის ყველაზე ცნობილი ფორმაა ხელის ჩამორთმევა, თუმცა

ავლენს კროს-კულტურული ვარიაციის მარალ დონეს. არსებობს ჰაპტიკური

კომუნიკაციის სხვა ფორმებიც, მხარზე ან ზურგზე ხელის დადება, ხელის გადახვევა და

სხვა.

ანთროპოლოგები ვერ თანხმდებიან იმაზე თუ რატომ არსებობს ტაქტილური და

ჰაპტიკური კოდების ამდენი ნაირსახეობა კულტურათა მიხედვით. ჩვენი აზრით [ამ

წიგნის ავტორების] ამის მიზეზია სელფის განსხვავებული აღქმა.

ტაქტილური ქცევის ერთ-ერთი ფართოდ გავრცელბული ასპექტია “ტუჩების შეხება”,

კოცნა. როცა ორი ადამიანის ტუჩი ეხება ერთმანეთს, ეს ქმედება ჩვეულებრივ მიიჩნევა

ეროტიულად. თუმცა, რა თქმა უნდა ყველა კოცნა არ არის ეროტიული. ის შეიძლება

წარმოადგენდეს, სითბოს გამოხატვის ფორმას მეგობრების, ბავშვების და სხვათა

Page 35: კულტურის სემიოტიკა

35    

მიმართ. კერძოდ ეროტიული კოცნა საინტერესოა, როგორც ევოლუციური და

კულტურული ფენომენი. თუმცა ეს ფენომენიც არ არის უნივერსალური, ვინაიდან

არსებობენ კულტურები სადაც კოცნის აღნიშნული ფორმა არ არის ფართოდ

გავრცელებული.

4.6 ჟესტიკულაციის კოდები

ჟესტები წარმოადგენენ კომუნიკაციისა და რეპრეზენტაციის ფორმას, რომელიც

მოიცავს ხელებს, მკლავებსა და თავს. განსხვავებით ცხოველთა ჟესტებისგან,

ადამიანთა ჟესტიკულაცია გაცილებით მრავალფეროვანი და პროდუქტიულია. იგი

მოიცავს მრავალ ენობრივ ნიშანს, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა

საზოგადოებრივი ჯგუფის მიერ. მაგალითად რელიგიური ჯგუფები იყენებენ

ალტერნატიულ ნიშანთა ენას სიჩუმის დროს, ხელებით სიგნალის გადაცემა ქუჩაში

სატრანსპორტო მოძრაობისას დასხვა. ზოგიერთ ჟესტს შესაძლოა ჰქონდეს საკმაოდ

სპეციფიური მნიშვნელობები, მაგალითად დამშვიდობება ან რაიმეზე მითითება. თუმცა

ამ შემთხვევაშიც არსებობს კროს კულტურული ვარიაციებიც.

ჟესტების ენა შესაძლოა გამოიყენებოდეს განზრახ ან განზრახვის გარეშე. განზრახვის

გარეშე ადამიანები სხვადასხვა კულტურებში გადასცემენ სიგნალებს, რომელიც

მიანიშნებს მათ აფექტურ მდგომარეობაზე ან მიზანსწრაფვაზე. განზრახულ დონეზე

დონეზე ჯესტიკულაციები მოიცავენ სემიოტიკური თვისებების მთელ ნაკრებს. მრავალი

სემიოლოგი და ლინგვისტი ჟესტების ენას მიიჩნევს, კომუნიკაციის უფრო ფუნდამენტურ

ფორმად ვიდრე ვიდრე ვოკალური ენა. ეს შეიძლება აიხსნას იმითაც, რომ როდესაც

ადამიანი არ საუბრობს რომელიმე ქვეყნის ენაზე სადადაც იგი იმყოფება, ის წიყებს

დაუყონებლივ ჟესტიკულაციის ენის გამოყენებას. ჟესტების ენა არის კომუნიკაციის

უფრო ფუნდამენტური ფორმა ვინაიდან მისი არსებითად იკონიკური მოდალურობა მას

აქცევს უფრო უნივერსალურად და ნაკლებად კულტურით შემოფარგლულ

შეტყობინების გადაცემის სისტემას.

Page 36: კულტურის სემიოტიკა

36    

მრავალი ლინგვისტის აზრით ჟესტიკულაცია და ვოკალური ენა [მეტყველება]

კავშირშია ადამიანის ევოლუციასთნ. სწორედ ხელების გამოყენებამ გახადა

შესაძლებელი ადამიანის გამარტულად სიარული. ხელის განვითარებამ არამხოლოდ

სხვადასხვა იარაღების შექმნა და გამოყენება გახადა შესაძლებელი არამედ მათი

გამოყენება ჟესტიკულაციისთვის.

ჟესტიკულანტები

ლინგვისტ დევიდ მაქნეილის (1992) უფრო ზუსტად აჩვენებს, თუ რამდენად

გაშინაგნებულად ურთიერთდაკავშირებულია ჟესტი ვოკალურ ენასთან. საუბრის დრო

ადამიანთა სკმაოდ დიდი რაოდენობის ვიდეო ჩაწერებისას იგი მივიდა გარდაუვალ

დასკვნამდე, რომ ჟესტები აკომპანირებას უწევს მეტყველებას, რომელსაც მან უწოდა

ჟესტიკულანტები. ჟესტიკულანტები წარმოადგენენ იმიჯებს, რომელთა მეტყველებით

გადმოცემაც შეუძლებელია, ასევე იმ წარმოდგენებს რომელზედაც ფიქრობს

მოსაუბრე.

მაქნეილმა ჟესტიკულანტები დაყო ხუთ ძირითად კატეგორიად:

პირველი, ესაა იკონიკური ჟესტიკულანტები, რომელიც უკავშირდება წარმოსახვას.

მეორე, მეტაფორული ჟესტიკულანტები. ესენი არიან პიქტორალური ჟესტიკულანტები.

მესამე, ბითის[Beat] ჟესტიკულანტები. ესენი ასახავენ მუსიკალური ტემპის

მიმდინარეობას.

მეოთხე, შემაერთებელი ჟესტიკულანტები. რომლებიც ემსახურება გამოხატვის,

გადმოცემის სხვადასხვა ნაწილების შეკვრას და ერთად გადმოცემას.

Page 37: კულტურის სემიოტიკა

37    

მეხუთე, დეიქტური ჟესტკულანტები, რომლებიც ძირიტადად ემსახურებიან, გამიზნულია

არა მოცემული ფიზიკური ადგილისთვის, არამედ აბსტრაქტული კონცეპტისთვის,

რომელსაც ადგილი ჰქონდა საუბრისას.

მაკ ნეილის ჟესტიკულანტების ასევე გენერირებულია უფრო ზუსტ შემდეგ სუბ

კატეგორიებად:

• ილუსტრატორები: ვოკალური გამოხატვის თანმდევი და მაილუსტრირებელი

ჟესტები;

• ემბლემები: სიტყვებისა და ფრაზების პირდაპირი თარგმნა/გადმოცემა

ჟესტებით;

• აფექტური ჩვენებები: იგი წარმოადგენს ემოციურ მნიშველობას ჟესტების ენით;

• რეგულატორები: სხვისი საუბრის მონიტორინიგი ან კონტროლის შენარჩუნება

ჟესტების ენით;

• ადაპტორები: ესენი წარმოადგენენ ჟესტიკულანტებს, რომმლებიც

აკმაყოფილებენ ზოგიერთ საჭიროებებს.

ნიშნების ენები

ნიშანთა ენები, ესენი წარმოადგენენ სიტყვის რეალურ განცდას, ვინაიდან იზიარებენ

ვოკალური ენების მრავალ კომუნიკაციურ დასტრუქტურლ მახასიათებლებს. ხელების

სივრცითი და ორიენტაციული მოძრაობები, სახის გამომეტყველებები და სხეულის

მოძრაობები, რომლებიც ქმნიან ნიშანთა ენის გრამატიკას და ლექსიკონს.

თარგმანი:

ირინა ვარდანაშვილი / თინათინ ხომერიკი / გიორგი სპანდერაშვილი