ლოგოს პრესის "ისტორიის" საბაზო...

23
დანართი შპს ლოგოს პრესისმიერ 2012 წლის გრიფირებისთვის წარმოდგენილი საბაზო საფეხურის ისტორიისსერიის (განაცხადი 03-1631, 28.02.2012) შემფასებელთა შეფასებების ნაწილის გაბათილებისა და მცდარად დაკლებული ქულების აღდგენის დასაბუთება შპს ლოგოს პრესისმიერ წარმოდგენილი საბაზო საფეხურის ისტორიის სერიის ორმა სახელმძღვანელომ – “ისტორია, მე-7 კლასი” (შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა 107.6) და ისტორია, მე-8 კლასი” (შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა 106.2) – წარმატებით გადალახეს დაწესებული 100-ქულიანი (საშუალო არითმეტიკული) ბარიერი. აღნიშნული ბარიერი ვერ გადალახა მხოლოდ მე-9 კლასის საქართველოს ისტორიისსახელმძღვანელომ (შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა 97). მოცემულ დანართში რამდენიმე მიდგომითაა განხილული ბათილად საცნობი და მცდარად გაკეთებული შეფასებების საფუძველზე მე-9 კლასის საქართველოს ისტორიისთვისაღსადგენი (მოსამატებელი) ქულების შესაძლებლობა, რაც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: ) ხუთიდან ოთხი შემფასებლის მიერ შემფასებელთა ინსტრუქციების მრავალრიცხოვანი დარღვევების დაფიქსირებასა და მათ საფუძველზე გაკეთებული შეფასებების, სამართლებრივი თვალსაზრისით, ბათილად ცნობას, და ) შემფასებელთა მიერ წარმოდგენილ კომენტარებში აღმოჩენილი მცდარი შეფასებების გაბათილებას გამომცემლობის არგუმენტირებული დასაბუთების მეშვეობით. აქვე განვმარტავთ, რომ ზემოაღნიშნული მთავარი სამართლებრივი არგუმენტის საილუსტრაციოდ საგანგებოდ ამოვკრიბეთ და ქვემოთ მოცემული ცხილი 1-ის პირველ ნაწილში (. ბათილად საცნობი შეფასებები) მოვათავსეთ შემფასებელთა ის კომენტარები, რომლებიც გაკეთებულია შემფასებელთა მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტების ) “ინსტრუქცია სახელმძღვანელოს/სერიის საგნობრივი შემფასებლებისათვის (სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმების შესავსებად)” და ) “შემფასებელთა სამუშაოს აღწერილობა” – მოთხოვნების უხეში დარღვევითა და იგნორირებით და ამის გამო მივიჩნევთ, რომ ეს კომენტარები და შეფასებები ბათილად უნდა ჩაითვალოს, ხოლო შეფასებისას დაწეული ქულების ნაცვლად სახელმძღვანელოს უნდა აღუდგეს შეფასების მაქსიმალური ქულა (3). კერძოდ, ხუთიდან ოთხი შემფასებლის მიერ ინსტრუქციების არსებითად და სისტემატურად დარღვეულ მუხლებს მიეკუთვნება შემდეგი : 1. “საყურადღებოა, რომ შემფასებელი ვალდებულია დაასაბუთოს შეფასების ადექვატურობა ანუ შეფასებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილება . ამ მიზნით იგი ავსებს [როგორც] თითოეული კრიტერიუმის გასწვრივ, ისე, თითოეული კომპონენტის ბოლოს არსებულ სპეციალურ გრაფას კომენტარი“/“შემაჯამებელი კომენტარი“.” 1

description

დოკუმენტი წარმოადგენს დანართს, რომელიც წერილთან ერთად 2012 წლის 7 ივნისს შპს "ლოგოს პრესმა" გაუგზავნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, დიმიტრი შაშკინს.

Transcript of ლოგოს პრესის "ისტორიის" საბაზო...

Page 1: ლოგოს პრესის "ისტორიის" საბაზო საფეხურის სერიის შეფასებათა ნაწილის

დანართი

შპს “ლოგოს პრესის” მიერ 2012 წლის გრიფირებისთვის წარმოდგენილი საბაზო საფეხურის “ისტორიის” სერიის (განაცხადი №03-1631, 28.02.2012) შემფასებელთა შეფასებების ნაწილის გაბათილებისა და მცდარად დაკლებული

ქულების აღდგენის დასაბუთება

შპს “ლოგოს პრესის” მიერ წარმოდგენილი საბაზო საფეხურის ისტორიის სერიის ორმა სახელმძღვანელომ – “ისტორია, მე-7 კლასი” (შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა – 107.6) და “ისტორია, მე-8 კლასი” (შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა – 106.2) – წარმატებით გადალახეს დაწესებული 100-ქულიანი (საშუალო არითმეტიკული) ბარიერი. აღნიშნული ბარიერი ვერ გადალახა მხოლოდ მე-9 კლასის “საქართველოს ისტორიის” სახელმძღვანელომ (შეფასების საშუალო არითმეტიკული ქულა – 97).

მოცემულ დანართში რამდენიმე მიდგომითაა განხილული ბათილად საცნობი და მცდარად გაკეთებული შეფასებების საფუძველზე მე-9 კლასის “საქართველოს ისტორიისთვის” აღსადგენი (მოსამატებელი) ქულების შესაძლებლობა, რაც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: ა) ხუთიდან ოთხი შემფასებლის მიერ შემფასებელთა ინსტრუქციების მრავალრიცხოვანი დარღვევების დაფიქსირებასა და მათ საფუძველზე გაკეთებული შეფასებების, სამართლებრივი თვალსაზრისით, ბათილად ცნობას, და ბ) შემფასებელთა მიერ წარმოდგენილ კომენტარებში აღმოჩენილი მცდარი შეფასებების გაბათილებას გამომცემლობის არგუმენტირებული დასაბუთების მეშვეობით.

აქვე განვმარტავთ, რომ ზემოაღნიშნული მთავარი სამართლებრივი არგუმენტის საილუსტრაციოდ საგანგებოდ ამოვკრიბეთ და ქვემოთ მოცემული ცხილი 1-ის პირველ ნაწილში (ა. ბათილად საცნობი შეფასებები) მოვათავსეთ შემფასებელთა ის კომენტარები, რომლებიც გაკეთებულია შემფასებელთა მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტების – ა) “ინსტრუქცია სახელმძღვანელოს/სერიის საგნობრივი შემფასებლებისათვის (სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმების შესავსებად)” და ბ) “შემფასებელთა სამუშაოს აღწერილობა” – მოთხოვნების უხეში დარღვევითა და იგნორირებით და ამის გამო მივიჩნევთ, რომ ეს კომენტარები და შეფასებები ბათილად უნდა ჩაითვალოს, ხოლო შეფასებისას დაწეული ქულების ნაცვლად სახელმძღვანელოს უნდა აღუდგეს შეფასების მაქსიმალური ქულა (3). კერძოდ, ხუთიდან ოთხი შემფასებლის მიერ ინსტრუქციების არსებითად და სისტემატურად დარღვეულ მუხლებს მიეკუთვნება შემდეგი:

1. “საყურადღებოა, რომ შემფასებელი ვალდებულია დაასაბუთოს შეფასების ადექვატურობა ანუ შეფასებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. ამ მიზნით იგი ავსებს [როგორც] თითოეული კრიტერიუმის გასწვრივ, ისე, თითოეული კომპონენტის ბოლოს არსებულ სპეციალურ გრაფას „კომენტარი“/“შემაჯამებელი კომენტარი“.”

1

Page 2: ლოგოს პრესის "ისტორიის" საბაზო საფეხურის სერიის შეფასებათა ნაწილის

ინსტრუქცია სახელმძღვანელოს/სერიის საგნობრივი შემფასებლებისათვის (სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმების შესავსებად), თავი II, მუხლი 2. სახელმძღვანელოს შეფასების ფორმა №1-­‐ის  შინაარსი  და  შევსების  წესი

2. “როცა შეფასების ფორმას კონკრეტული კრიტერიუმით სახელმძღვანელოს მხოლოდ ერთი სახეობის შეფასება აინტერესებს, იგი ამას აფიქსირებს კონკრეტულ მუხლში (იხ. ფორმა №1, კრიტერიუმი 2.3; ასევე, მე-6 მუხლი, რომელშიც წარმოდგენილი კრიტერიუმებით მხოლოდ მასწავლებლის წიგნი ფასდება).”

ინსტრუქცია სახელმძღვანელოს/სერიის საგნობრივი შემფასებლებისათვის (სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმების შესავსებად), თავი II, მუხლი 2. სახელმძღვანელოს შეფასების ფორმა №1-ის შინაარსი და შევსების წესი

3. “გრიფირების წესით“ დადგენილი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში კონკურსანტებს სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭებამდე ეძლევათ საშუალება გაასწორონ შემჩნეული ხარვეზები თუკი ასეთს ექნება ადგილი. ამდენად, შემფასებელმა უნდა მიუთითოს ისინი... შენიშვნები და რეკომენდაციები უნდა პასუხობდეს შეკითხვებს: რომელ სახელმძღვანელოში? სად, რომელ გვერდზე და აბზაცში? რა უნდა ეწეროს და რა წერია? რა იქნებოდა სასურველი რომ ეწეროს?”

ინსტრუქცია სახელმძღვანელოს/სერიის საგნობრივი შემფასებლებისათვის (სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმების შესავსებად), თავი II, მუხლი 6. სახელმძღვანელოში აღმოჩენილი უზუსტობების შესახებ

4. “შეფასებისას ჩაინიშნოს და შეფასების შედეგებთან ერთად წარმოადგინოს ყველა შენიშვნა-რეკომენდაცია კონკრეტული სახელმძღვანელოს გარკვეულ კორექტურულ უზუსტობა-ხარვეზებთან დაკავშირებით, თუკი ასეთს ექნება ადგილი.”

შემფასებლის სამუშაოს აღწერილობა, პუნქტი 8

ცხრილი 1-ის მეორე ნაწილში (ბ. მცდარად საცნობი შეფასებები) მოთავსებულია შემფასებელთა მცდარი შეფასებები, რის დასაბუთებასაც ვახდენთ შესაბამისი კომენტარებით.

2

Page 3: ლოგოს პრესის "ისტორიის" საბაზო საფეხურის სერიის შეფასებათა ნაწილის

ცხრილი 1. შპს “ლოგოს პრესის” “საქართველოს ისტორიის” მე-9 კლასის № 03-1631, 28.02.2012 განაცხადით გრიფირებისთვის წარდგენილი სახელმძღვანელოს შეფასებათა ნაწილის გაბათილებისა და შეფასების ქულების აღდგენა-კომპენსაციის ცხრილი

ა) ბათილად საცნობი შეფასებები (26 აღსადგენი ქულა ხუთივე შემფასებლისგან ერთობლივად)

შემფასებელი

შეფასების კრიტერიუმის

ნომერი

შეფასების კრიტერიუმის

პირობა (მოთხოვნა)

შემფასებლის მიერ დაწერილი ქულა

შემფასებლის კომენტარი

(დასაბუთება)

შპს “ლოგოს პრესის” ოფიციალური პრეტენზია შემფასებლის მიერ გაკეთებული შეფასების (ქულის) და დასაბუთების კომპეტენციის მიმართ

მოთხოვნილი აღსადგენი

(მოსამატებელი) ქულები

1 2.3 მოსწავლის წიგნი დაწერილია ასაკისთვის შესაფერისი, ადვილად გასაგები ენით; ზომიერად არის შეთავაზებული ახალი ტერმინები, დარგობრივი ლექსიკა

1 ვისურვებდი ყველა ახალი ტერმინის განმარტებას

შემფასებლის “სურვილი”, რომლისთვისას ის 2 ქულას (!) გვაკლებს, არ არის არგუმენტირებული, მას არა აქვს მოტანილი კონკრეტული ჩამონათვალი, სახელმძღვანელოს რომელ გვერდზე რომელი “ახალი” ტერმინის განმარტებაა სასურველი, ამდენად, შემფასებელი არ ასრულებს შემფასებელთა ინსტრუქციის პირდაპირ მოთხოვნას და მისი “სურვილი” ბათილია.

დამატებით დავძენთ, რომ გრიფირების წლევანდელი სისტემის არასრულყოფილების გამო, ცენტრში გარედან მოწვეულ შემფასებელს ვერავინ გაუწევდა სათანადო კონსულტაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი ისტორიული ტერმინების განმარტება მოსწავლეებისთვის იწყება შპს “ლოგოს პრესის” მიერ გამოცემული მე-5 კლასის სახელმძღვანელოთი “ჩვენი საქართველო”, და სანამ მოსწავლე მე-9 კლასში “საქართველოს ისტორიის” შესწავლას დაიწყებდეს, 5-8 კლასებში მას უკვე მრავალი ახალი ტერმინის განმარტება მიეწოდება. შესაბამისად, რადგან შემფასებელი “ანონიმურ” სახელმძღვანელოს კითხულობს და არ ევალება წინა კლასების რომელიმე სახელმძღვანელოს იცნობდეს, შეუძლებელია მან იცოდეს, რომელი ტერმინია მოსწავლისთვის ახალი და რომელი არა. შპს “ლოგოს პრესის” ყველა სახელმძღვანელოს ბოლოს დართული “ტერმინთა საძიებლების” წყალობით მოსწავლეს ადვილად შეუძლია იპოვოს წინა კლასების სახელმძღვანელოებში ყველა ადრე ნასწავლი და მივიწყებული ტერმინის ადგილმდებარეობა და განმარტება.აღვნიშნავთ, რომ ამ საკითხში გაცილებით კარგად იყვნენ გარკვეული და ასეთ ლაფსუსს, თანაც უარგუმენტოდ, ნაკლებად დაუშვებდნენ ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტთა გუნდების წევრები, რომლებიც 2005-2011 წლებში აფასებდნენ გრიფირებისთვის წარდგენილ სახელმძღვანელოებს.

2

(განმარტება: ვითხოვთ

შემფასებლის 1-ქულიანი შეფასების

ამაღლებას 2 ქულით,

3-ქულიან შეფასებამდე.

იმავე პრინციპს გულისხმობს ამ სვეტში დანარჩენ

კრიტერიუმებთან

დაკავშირებით მოთხოვნილი ქულებიც.)

3

Page 4: ლოგოს პრესის "ისტორიის" საბაზო საფეხურის სერიის შეფასებათა ნაწილის

შემფასებელი

შეფასების კრიტერიუმის

ნომერი

შეფასების კრიტერიუმის

პირობა (მოთხოვნა)

შემფასებლის მიერ დაწერილი ქულა

შემფასებლის კომენტარი

(დასაბუთება)

შპს “ლოგოს პრესის” ოფიციალური პრეტენზია შემფასებლის მიერ გაკეთებული შეფასების (ქულის) და დასაბუთების კომპეტენციის მიმართ

მოთხოვნილი აღსადგენი

(მოსამატებელი) ქულები

2 2.3 მოსწავლის წიგნი დაწერილია ასაკისთვის შესაფერისი, ადვილად გასაგები ენით; ზომიერად არის შეთავაზებული ახალი ტერმინები, დარგობრივი ლექსიკა

1 მოსწავლის წიგნი არ სჰეესაბამება ასაკობრივი განვიტარების დონეს, ახალი ტერმინები დიდი რაოდენობითაა შემოთავაზებული და ზოგიერთ შემთხვევაში არ არის ახსნილი, რაც ხელს უშლის მოსწავლის მოტივაციის ამათლებას მაგ: გვ70, 158...

[აქ და სხვაგან: შემფასებლების სტილი, ორთოგრაფია და პუნქტუაცია ზედმიწევნითაა დაცული – გამომცემლობის შენიშვნა.]

შემფასებელს მოჰყავს ორი მაგალითი კონკრეტული გვერდების მითითებით, მაგრამ ბოლომდე არ ასრულებს შემფასებელთა ინსტრუქციის ზედმიწევნით მკაფიო მოთხოვნას და არ უთითებს “სად, რომელ ... აბზაცში? რა უნდა ეწეროს და რა წერია? რა იქნებოდა სასურველი რომ ეწეროს?”, ამიტომ მისი შეფასება დაუსაბუთებელი და ბათილია.

რაც შეეხება შემფასებლის კომენტარს, რომ თითქოს მოსწავლის წიგნი არ შეესაბამება ასაკობრივი განვითარების დონეს, მოცემულ საკითხში შემფასებლის შეფასება დაუსაბუთებელიც არის და ნაკლებ სარწმუნოც, რადგან ის რადიკალურად განსხვავდება დანარჩენი ოთხი შემფასებლის თვალსაზრისისგან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ:

1-ლი შემფასებელი ამ საკითხზე შენიშვნას არ აკეთებს და აქედან უნდა დავასკვნათ, რომ, მისი აზრით, ჩვენი სახელმძღვანელო მოცემული კრიტერიუმის მოთხოვნას სავსებით პასუხობს.

მე-3 შემფასებელი: “მოსწავლის წიგნი დაწერილია უმთავრესად ასაკისთვის შესაფერისი, ადვილად გასაგები ენით.”

მე-4 შემფასებელი: “სახელმძღვანელოს ენა გასაგებია.”

მე-5 შემფასებელი ასევე არ აკეთებს შენიშვნას ამ საკითხზე და უნდა დავასკვნათ, რომ სახელმძღვანელო, მისი აზრით, კრიტერიუმის მოთხოვნას სავსებით პასუხობს.

2

4

Page 5: ლოგოს პრესის "ისტორიის" საბაზო საფეხურის სერიის შეფასებათა ნაწილის

შემფასებელი

შეფასების კრიტერიუმის

ნომერი

შეფასების კრიტერიუმის

პირობა (მოთხოვნა)

შემფასებლის მიერ დაწერილი ქულა

შემფასებლის კომენტარი

(დასაბუთება)

შპს “ლოგოს პრესის” ოფიციალური პრეტენზია შემფასებლის მიერ გაკეთებული შეფასების (ქულის) და დასაბუთების კომპეტენციის მიმართ

მოთხოვნილი აღსადგენი

(მოსამატებელი) ქულები

4; 1, 2, 5 6.6 მასწავლებლის წიგნი ხელს უწყობს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას

მე-4 შემფასებელი – 0

1-ლი შემფასებელი – 1

მე-2 შემფასებელი – 1

მე-5 შემფასებელი – 1

4: ეს წიგნი მასწავლებლის პროფესიულ ზრდას ვერ შეუწყობს ხელს

1: ვფიქრობ ეს ზიგნი ვერ უზრუნველყოფს

2: მოსწავლის წიგნი მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს

5: ამ კრიტერიუმს ფაქტიურად ვერ აკმაყოფილებს

პუნქტი 6.6 არის მე-6 კომპონენტის “დამატებითი კრიტერიუმები მასწავლებლის წიგნისთვის” ბოლო, მე-6 კრიტერიუმი. ამ კომპონენტის დანარჩენი კრიტერიუმების მიხედვით ორი შემფასებელი (მე-4 და 1-ლი) მასწავლებლის წიგნის ერთნაირ, ძალიან კარგ შეფასებებს იძლევა, კერძოდ:6.1 — 3 ქულა, 6.2 — 3 ქულა, 6.3 — 3 ქულა, 6.4 — 3 ქულა, 6.5 — 2 ქულადა მხოლოდ 6.6-ში აფასებენ უდაბლესი ქულებით — 0 და 1. ასევე პრინციპულად კარგი შეფასებები აქვს ზემოაღნიშნულ პუნქტებში მე-2 შემფასებელს. შემფასებელთა მოცემული შეფასება სრულ წინააღმდეგობაში მოდის ლოგიკასთან, რადგან პუნქტი 6.6, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელ კრიტერიუმს ასახავს, ამავე დროს წინა კრიტერიუმების შეჯამებასაც წარმოადგენს. მართლაც, თუ მე-4 შემფასებლის აზრით, მასწავლებლის წიგნში “შეთავაზებული სცენარები საინტერესოა, აქტივობები მიზნობრივია, რეკომენდაციები გასათვალისწინებელია” (6.1-ის კომენტარი), “თითოეული თავის, პარაგრაფის ან გაკვეთილის მიზნები და შედეგები ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის შესაბამისია” (6.2), “რეკომენდაციები განმავითარებელი შეფასების შესახებ წარმოდგენილია სხვადასხვა რუბრიკების სახით, რაც მასწავლებელს დაეხმარება მონიტორინგის ჩატარებაში. ასევე შესაძლებელია ინდივიდუალურად დაურიგდეთ მოსწავლეებს რუბრიკების სქემები და თავად აწარმოონ დაკვირვება თავიანთ სუსტ და ძლიერ მხარეებზე” (6.3), “ბიბლიოგრაფია სრულყოფილია. ახლავს ინტერნეტ-საიტების ნუსხაც” (6.4) – მაშ, თუ ეს შეთავაზებული სცენარები, აქტივობები, რეკომენდაციები, სტანდარტთან შესაბამისობა, ბიბლიოგრაფია და ინტერნეტ-საიტებიც კი სრულყოფილად მიწოდებულია პედაგოგისთვის, მაშინ ლოგიკას მოკლებულია იმის თქმა, რომ წიგნი “მასწავლებლის პროფესიულ ზრდას ხელს ვერ შეუწყობს” და ამ კრიტერიუმის 0 ქულით შეფასება. ანალოგიურია ჩვენი დასაბუთება 1-ლი, მე-2 და მე-5 შემფასებლების კომენტარზეც. ხოლო თუ შემფასებლებს ამ კომენტარის დამადასტურებელი რაიმე არგუმენტები გააჩნდათ და მიიჩნევდნენ, რომ 6.6 სრულიად დამოუკიდებელი კრიტერიუმია, მაშინ მათ, როგორც შემფასებელთა ინსტრუქცია ავალებს, უნდა დაესაბუთებინათ “შეფასების ადექვატურობა ანუ შეფასებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება” (ინსტრუქციის მუხლი 1). რადგან შემფასებლების კომენტარები დაუსაბუთებელია, ისინი ბათილია, ხოლო ზემომოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე, და ამავე კომპონენტის დანარჩენი შეფასებების გათვალისწინებით, ყველასთან აღსადგენია უმაღლესი ქულა.

9

(3 ქულა მე-4 შემფასებლის

გან, 2 ქულა 1-ლი შემფასებლის

გან, 2 ქულა მე-2

შემფასებლისგან,

2 ქულა მე-5 შემფასებლის

გან)

5

Page 6: ლოგოს პრესის "ისტორიის" საბაზო საფეხურის სერიის შეფასებათა ნაწილის

შემფასებელი

შეფასების კრიტერიუმის

ნომერი

შეფასების კრიტერიუმის

პირობა (მოთხოვნა)

შემფასებლის მიერ დაწერილი ქულა

შემფასებლის კომენტარი

(დასაბუთება)

შპს “ლოგოს პრესის” ოფიციალური პრეტენზია შემფასებლის მიერ გაკეთებული შეფასების (ქულის) და დასაბუთების კომპეტენციის მიმართ

მოთხოვნილი აღსადგენი

(მოსამატებელი) ქულები

5 2.10 სახელმძღვანელოს საჭიროებისამებრ ახლავს გამართული საცნობარო / საძიებო აპარატი (მაგალითად: სარჩევი, ლექსიკონი, სქოლიო)

2 საცნობარო აპარატი დასახვეწია მაგ: საერთოდ არ არის სქოლიო

შემფასებლის შეფასება ბათილია, რადგან იგი საცნობარო აპარატის დაუხვეწაობის ერთადერთ არგუმენტად ასახელებს სქოლიოს უქონლობას, მაშინ როცა მას ინსტრუქცია ავალებს, დაასაბუთოს შეფასების ადეკვატურობა. ამისთვის კი მან დაწვრილებით უნდა მოიტანოს საცნობარო აპარატის დაუხვეწაობის ფაქტები – კერძოდ, სად აკლია სქოლიო, და არ შემოიფარგლოს ზოგადი შენიშვნით.სქოლიოს არარსებობასთან დაკავშირებით შეფასების მცდარობის დამადასტურებელი ჩვენი კონტრარგუმენტი (სახელმძღვანელოში 150-ზე მეტი სქოლიოა!) იხილეთ ქვემოთ, ცხრილი 1-ის მეორე ნაწილში, ამავე კრიტერიუმისთვის №2 შემფასებლის მიერ გაკეთებულ დასაბუთებაში (ამ დანართის გვ. 11).აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენს სახელმძღვანელოს საცნობარო აპარატის სახით ახლავს “ტერმინთა საძიებელი”, რაც არ არის ჩამოთვლილი კრიტერიუმის მაგალითებში, და რაც ნებისმიერი წიგნის ღირსებას წარმოადგენს.

1

5 6.2 მასწავლებლის წიგნში მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული მიზნები და მოსალოდნელი შედეგები სახელმძღვანელოს თითოეული კომპონენტისათვის (მაგ., თავი, პარაგრაფი, გაკვეთილი და სხვა სტრუქტურული ერთეული)

1 მოცემული კრიტერიუმი ითხოვს შეფასდეს როგორც „მკაფიოობა“, ასევე მზნები და მოსალოდნელი შედეგები „თითოეული კომპონენტისთვის“ რაც სახელმძღვანელოში არ არის დაცული.

1. შემფასებელს არა აქვს შესრულებული შემფასებელთა ინსტრუქციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა – “დაასაბუთოს შეფასების ადექვატურობა ანუ შეფასებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება”, ამ დასაბუთების გარეშე კი შეფასება და მისი კომენტარი ბათილია.

2. შემფასებლის ამ კომენტარიდან ზუსტი აზრის გამოტანა, ჩვენი აზრით, რთულია. თუ პირობაში საუბარია მკაფიოდ ჩამოყალიბებულ მიზნებსა და შედეგებზე, შემფასებელი საუბრობს ცალკე „მკაფიოობაზე“ და ცალკე “მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე...” ის ამტკიცებს, თითქოს კრიტერიუმი ითხოვს როგორც ერთს, ისე მეორეს, და ამტკიცებს, რომ ესენი („მკაფიოობა“ და “მიზნები და მოსალოდნელი შედეგები”) “სახელმძღვანელოში არ არის დაცული”, მაშინ როცა კრიტერიუმის პირობაში ნათლადაა საუბარი ერთადერთ რამეზე – მკაფიოდ ჩამოყალიბებულ მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე. არავითარი „მკაფიოობა“ კრიტერიუმში შესასრულებელ პირობად არ წერია. აქედან გამომდინარეობს, რომ შემფასებელმა ვერ გაიგო ან თავისებურად გაიგო მოცემული კრიტერიუმის პირობა.

3. ამ კრიტერიუმისთვის დანარჩენი შემფასებლების მიერ გაკეთებული შეფასებები ან უმაღლესია (3 ქულა – შემფასებლები №1, №3, №4), ან მაღალი (2 ქულა – შემფასებელი №2), რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს არგუმენტს, რომ № 5 შემფასებელმა ამ კრიტერიუმის პირობა ვერ გაიგო და შეფასებაც არაადეკვატური გააკეთა.

2

6

Page 7: ლოგოს პრესის "ისტორიის" საბაზო საფეხურის სერიის შეფასებათა ნაწილის

შემფასებელი

შეფასების კრიტერიუმის

ნომერი

შეფასების კრიტერიუმის

პირობა (მოთხოვნა)

შემფასებლის მიერ დაწერილი ქულა

შემფასებლის კომენტარი

(დასაბუთება)

შპს “ლოგოს პრესის” ოფიციალური პრეტენზია შემფასებლის მიერ გაკეთებული შეფასების (ქულის) და დასაბუთების კომპეტენციის მიმართ

მოთხოვნილი აღსადგენი

(მოსამატებელი) ქულები

2 6.2 “________________” 2 ნაწილობრივ აკმაყოფილებს კრიტერიუმს

შემფასებელს არა აქვს მოცემული დასაბუთება და მოტანილი კონკრეტული მაგალითები. ამით დარღვეულია ინსტრუქციის მოთხოვნა, ამიტომ შემფასებლის კომენტარი ბათილია.

1

1 2.6 სახელმძღვანელოში საკვანძო საკითხები მუშავდება მრავალმხრივად და საფუძვლიანად; იგი ხელს უწყობს მოსწავლის ეტაპობრივად მისვლას ახალი ცნების, წესის, პროცედურის დაუფლებამდე

2 სახელმძღვანელოში საკვანძო საკითხები მუშავდება მრავალმხრივად

შემფასებლის შეფასება დადებითია. შემფასებელთა ინსტრუქციის იგნორირებით, არ არის მოტანილი არც უარყოფითი კომენტარი და არც მისი დასაბუთება. ამიტომ შემფასებლის მიერ 1 ქულის ჩამოკლება ბათილია.

1

2 2.15 სახელმძღვანელოში არ არის ბეჭდვითი შეცდომები

2 სახელმძღვანელოში არის ბეჭდვითი შეცდომები

შემფასებლის შეფასება დაუსაბუთებელია. შემფასებელთა ინსტრუქციის იგნორირებით, არ არის მოტანილი მისი დასაბუთება და კონკრეტული შემთხვევების მითითება. ამიტომ შემფასებლის მიერ 1 ქულის ჩამოკლება ბათილია.

1

1 6.5 მასწავლებლის წიგნში მოცემულია პასუხები მოსწავლეთათვის განკუთვნილ კითხვებზე, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში – მასწავლებელთათვის განკუთვნილი რჩევები და განმარტებები

2 მასწავლებლის წიგნში მოცემულია პასუხები მოსწავლეთათვის განკუთვნილ კითხვებზე

შემფასებლის შეფასება დადებითია. რადგან შეფასება არ მოიცავს კრიტერიუმის პირობის მეორე ნაწილს – “ხოლო, საჭიროების შემთხვევაში – მასწავლებელთათვის განკუთვნილი რჩევები და განმარტებები”, ვასკვნით, რომ, შემფასებლის აზრით, ეს პირობაა შეუსრულებელი, და ამის გამო დაგვაკლო მან ერთი ქულა. თუ ჩვენი ვარაუდი სწორია, ქულის დაკლება მაინც ბათილია უკვე იმის გამო, რომ არ არის შესრულებული შემფასებელთა ინსტრუქციის მოთხოვნა დასაბუთებასთან დაკავშირებით. მეტიც, შემფასებლის პრეტენზია ჩვენ თვითონ ვარაუდის დონეზე “გამოგვყავს”. მაინც განვმარტავთ, რომ მე-9 კლასის სახელმძღვანელოს მასწავლებლის წიგნში სცენარების მოდელებთან და გაკვეთილების დაგეგმვის სქემებთან ერთად შიგადაშიგ არის საკმაოდ ვრცელი ავტორისეული კომენტარები მასწავლებლებისთვის, რასაც ჩვენი მასწავლებლის წიგნების ერთ-ერთ ღირსებად მივიჩნევთ.

1

7

Page 8: ლოგოს პრესის "ისტორიის" საბაზო საფეხურის სერიის შეფასებათა ნაწილის

შემფასებელი

შეფასების კრიტერიუმის

ნომერი

შეფასების კრიტერიუმის

პირობა (მოთხოვნა)

შემფასებლის მიერ დაწერილი ქულა

შემფასებლის კომენტარი

(დასაბუთება)

შპს “ლოგოს პრესის” ოფიციალური პრეტენზია შემფასებლის მიერ გაკეთებული შეფასების (ქულის) და დასაბუთების კომპეტენციის მიმართ

მოთხოვნილი აღსადგენი

(მოსამატებელი) ქულები

5 6.5 “________________” 2 მხოლოდ ნაწილ კითხვებზე პასუხია გაცემული. არის რჩევები და რეკომენდაციები, მაგრამ მასწავლებლის დონის ასამაღლებლად ნაკლებად გამოსადეგი

1. შემფასებელს მცდარად ჰგონია, რომ მასწავლებლის წიგნში პასუხი უნდა გაეცეს მოსწავლისთვის დასმულ ყველა კითხვას – ასეთ რამეს ეროვნული სასწავლო გეგმა არ ითხოვს.

2. მასწავლებლისთვის მიცემული რჩევებისა და რეკომენდაციების როლზე მასწავლებლის პროფესიულ განვითარებასთან (და არა “დონის ასამაღლებლად”) დაკავშირებით შემფასებელს შეეძლო აზრი გამოეთქვა 6.6 კრიტერიუმის პირობის თანახმად. მოცემული, 6.5 კრიტერიუმი კი ამას არ ითხოვს, ამდენად, შემფასებლის კომენტარი არ შეესაბამება ამ კომენტარის მოთხოვნას და ის ბათილია. (აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ, ინსტრუქციის დარღვევით, დაუსაბუთებელიცაა.)

1

2 3.5 სახელმძღვანელო ეხმარება მოსწავლეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებაში

2 ნაწილობრივ აკმაყოფილებს კრიტერიუმს

შემფასებელს არა აქვს მოცემული დასაბუთება და მოტანილი კონკრეტული მაგალითები. ამით დარღვეულია ინსტრუქციის მოთხოვნა, ამიტომ შემფასებლის კომენტარი ბათილია.

1

2 4.3 სახელმძღვანელოში მოცემულია სხვადასხვა სირთულის მრავალფეროვანი ტექსტები და აქტივობები

2 ნაწილობრივ აკმაყოფილებს კრიტერიუმს

შემფასებელს არა აქვს მოცემული დასაბუთება და მოტანილი კონკრეტული მაგალითები. ამით დარღვეულია ინსტრუქციის მოთხოვნა, ამიტომ შემფასებლის კომენტარი ბათილია.

1

8

Page 9: ლოგოს პრესის "ისტორიის" საბაზო საფეხურის სერიის შეფასებათა ნაწილის

შემფასებელი

შეფასების კრიტერიუმის

ნომერი

შეფასების კრიტერიუმის

პირობა (მოთხოვნა)

შემფასებლის მიერ დაწერილი ქულა

შემფასებლის კომენტარი

(დასაბუთება)

შპს “ლოგოს პრესის” ოფიციალური პრეტენზია შემფასებლის მიერ გაკეთებული შეფასების (ქულის) და დასაბუთების კომპეტენციის მიმართ

მოთხოვნილი აღსადგენი

(მოსამატებელი) ქულები

2 6.3 მასწავლებლის წიგნში მოცემულია რეკომენდაციები განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ხერხის (მათ შორის, თვითშეფასების) გამოყენების შესახებ

2 სქემა მოცემულია თუმცა ვთვლი რომ ამ კითხით წიგნი დასახვეწია

შემფასებელი არ ასაბუთებს, კერძოდ, როგორაა დასახვეწი წიგნი, რა კონკრეტული შენიშვნები და რეკომენდაციები აქვს ამასთან დაკავშირებით. ამით დარღვეულია ინსტრუქციის მოთხოვნა, ამიტომ შემფასებლის კომენტარი ბათილია.

1

2; 4 2.11 სახელმძღვანელოში ნათლად არის გამოკვეთილი, თუ რა საგანმანათლებლო მიზანს/მიზნებს ემსახურება შერჩეული მასალა

მე-2 შემფასებელი – 2;

მე-4 შემფასებელი – 2

ნაწილობრივ აკმაყოფილებს კრიტერიუმს (ორივე შემფასებლის იდენტური შეფასება)

შემფასებლებს არა აქვთ მოცემული დასაბუთება და მოტანილი კონკრეტული მაგალითები. ამით დარღვეულია ინსტრუქციის მოთხოვნა, ამიტომ შემფასებლების კომენტარი ბათილია.

2

(თითო ქულა თითო

შემფასებლისგან)

ბათილად საცნობი შეფასებების ხარჯზე აღსადგენი (მოსამატებელი) ქულების ჯამიბათილად საცნობი შეფასებების ხარჯზე აღსადგენი (მოსამატებელი) ქულების ჯამიბათილად საცნობი შეფასებების ხარჯზე აღსადგენი (მოსამატებელი) ქულების ჯამიბათილად საცნობი შეფასებების ხარჯზე აღსადგენი (მოსამატებელი) ქულების ჯამიბათილად საცნობი შეფასებების ხარჯზე აღსადგენი (მოსამატებელი) ქულების ჯამიბათილად საცნობი შეფასებების ხარჯზე აღსადგენი (მოსამატებელი) ქულების ჯამი 26

შენიშვნა ცხრილი 1-ის პირველი ნაწილისთვის

მიუხედავად იმისა, რომ ცხრილის ამ ნაწილში წარმოდგენილი შეფასებების ბათილად ცნობაზეა საუბარი (შემფასებელთა ინსტრუქციების პირობათა დარღვევის გამო), ამავე შეფასებათა ნაწილის გაბათილება უმეტეს შემთხვევებში შესაძლებელია მათი მცდარობის საფუძველზეც, რასაც ზოგჯერ ვაკეთებთ, ზოგჯერ კი ამისგან თავს ვიკავებთ. ამდენად, შემთხვევათა ნაწილში გაბათილება და ქულების აღდგენის მოთხოვნა ფაქტიურად შესაძლებელია “ჯვარედინად” – როგოროც “ბათილობის”, ისე “მცდარობის” საფუძველზე.

9

Page 10: ლოგოს პრესის "ისტორიის" საბაზო საფეხურის სერიის შეფასებათა ნაწილის

ბ) მცდარად საცნობი შეფასებები (17 აღსადგენი ქულა ხუთივე შემფასებლისგან ერთობლივად)

შემფასებელ

ი№

შეფასების

კრიტერიუმის

ნომერი

შეფასების კრიტერიუმის

პირობა (მოთხოვნა)

შემფასებლის მიერ დაწერილი ქულა

შემფასებლის კომენტარი

(დასაბუთება)

შპს “ლოგოს პრესის” ოფიციალური პრეტენზია შემფასებლის მიერ გაკეთებული შეფასების (ქულის) და დასაბუთების კომპეტენციის მიმართ

მოთხოვნილი აღსადგენი

(მოსამატებელი) ქულები

4 2.10 სახელმძღვანელოს საჭიროებისამებრ ახლავს გამართული საცნობარო / საძიებო აპარატი (მაგალითად: სარჩევი, ლექსიკონი, სქოლიო)

1 ლექსიკონი დასახვეწია. სასურველია წარმოდგენილი იყოს კლასიკური ფორმით. ტერმინებთან გვერდის მითითების მაგივრად იყოს განმარტებები, აუცილებელია სქოლიო.

1. შემფასებლის შეფასება მცდარია: მართალია, შემფასებელს დასაბუთებული აქვს თავისი პრეტენზია, რომ “ლექსიკონი დასახვეწია”, მაგრამ სინამდვილეში დასაბუთებისას საუბრობს არა ლექსიკონზე, არამედ “ტერმინთა საძიებელზე”, რომელიც წიგნს ბოლოს აქვს დართული (გვ. 506-509). მიუხედავად იმისა, რომ საძიებო აპარატის ამ მნიშვნელოვან ელემენტს მკაფიოდ აწერია სათაურად, რომ ეს “ტერმინთა საძიებელი” არის, შემფასებელი რატომღაც მას მიიჩნევს ლექსიკონად და ფაქტიურად გვთავაზობს, გავაუქმოთ და ფუნქცია შევუცვალოთ ამ ელემენტს: გვერდის ნომრების მაგივრად მივუწეროთ ტერმინთა განმარტებები და, როგორც შემფასებელი განმარტავს, “კლასიკური ფორმით” წარმოვადგინოთ.ჩვენი კონტრარგუმენტი ისაა, რომ “ტერმინთა საძიებელი” არ არის ლექსიკონი და მისი დანიშნულებაა, მოსწავლემ ადვილად მოიძიოს ტერმინი, რომლის ადგილმდებარეობა წიგნში და განმარტება მას შეიძლება არ ახსოვდეს. რაც შეეხება ლექსიკონებს, ისინი მოსწავლის წიგნში თითქმის ყველა გაკვეთილშია წარმოდგენილი და მათში განმარტებულია ახალი ტერმინები სწორედ იმ კლასიკური ფორმით, რომელზედაც შემფასებელი საუბრობს. შემფასებლის რჩევის გათვალისწინების შემთხვევაში მივიღებდით ორ ლექსიკონს: კონკრეტული გაკვეთილების ლექსიკონებს უშუალოდ წიგნში და ამ ლექსიკონების თავმოყრის შედეგად მიღებულ საერთო ლექსიკონს წიგნის ბოლოს, რაც მიღებული პრაქტიკა არ არის: თუ წიგნს ბოლოს დართული აქვს საერთო ლექსიკონი, შიდა ლექსიკონებით მისი დუბლირება ალოგიკურია, და პირუკუ. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ, შემფასებლის რჩვევა გულისხმობს ტერმინთა საძიებელზე უარის თქმას, რაც წიგნს ღირსებას მოაკლებდა და სწორედ ამ, 2.10 კრიტერიუმის თვალსაზრისით სახელმძღვანელოს ღირსების დაკნინების ტოლფასი იქნებოდა.

2. რაც შეეხება შემფასებლის პრეტენზიის მეორე ნაწილს – “აუცილებელია სქოლიო”, მასზე ჩვენი არგუმენტირებული პასუხი მოცემულია ქვემოთ, 2.10 კრიტერიუმისთვის მე-2 ექსპერტის მიერ გაკეთებულ შეფასებასთან დაკავშირებით (დანართის გვ. 11).

2

10

Page 11: ლოგოს პრესის "ისტორიის" საბაზო საფეხურის სერიის შეფასებათა ნაწილის

შემფასებელ

ი№

შეფასების

კრიტერიუმის

ნომერი

შეფასების კრიტერიუმის

პირობა (მოთხოვნა)

შემფასებლის მიერ დაწერილი ქულა

შემფასებლის კომენტარი

(დასაბუთება)

შპს “ლოგოს პრესის” ოფიციალური პრეტენზია შემფასებლის მიერ გაკეთებული შეფასების (ქულის) და დასაბუთების კომპეტენციის მიმართ

მოთხოვნილი აღსადგენი

(მოსამატებელი) ქულები

2 2.10 სახელმძღვანელოს საჭიროებისამებრ ახლავს გამართული საცნობარო / საძიებო აპარატი (მაგალითად: სარჩევი, ლექსიკონი, სქოლიო)

1 სახელმძღვანელოში საერთოდ არ გვხვდება სქოლიო

1. შემფასებლის ეს კომენტარი მცდარია, რადგან სახელმძღვანელოში საკმაოდ ბევრია “სქოლიო”, რომელთაც აქვთ წერილობითი ან ვიზუალური წყაროებისთვის დართული “შენიშვნის” ან “განმარტების” სახე. კერძოდ, მე-9 კლასის ჩვენი “საქართველოს ისტორიის” სახელმძღვანელოს 118 გვერდზე მოთავსებულია 150-ზე მეტი სქოლიო. სქოლიოების შემცველი გვერდების სრული ჩამონათვალი ასე გამოიყურება: 8, 11, 16, 17, 18, 19, 21, 30, 40, 41, 48, 50, 58, 69, 74, 80, 86, 98, 102, 109, 114, 118, 123, 128, 130, 132, 139, 148, 149, 153, 157, 161, 163, 175, 180, 183, 186, 187, 189, 192, 194, 195, 196, 199, 200, 202, 208, 214, 215, 220, 223, 227, 237, 238, 241, 248, 253, 255, 257, 259, 260, 262, 264, 265, 269, 275, 283, 284, 287, 299, 311, 312, 313, 315, 321, 329, 330, 333, 336, 337, 338, 345, 346, 348, 349, 350, 352, 357, 360, 361, 364, 367, 368, 373, 375, 377, 385, 386, 388, 399, 400, 417, 418, 419, 420, 426, 431, 437, 444, 445, 446, 472, 473, 474, 483, 485, 5032. განვმარტავთ ასევე, რომ არ არის აუცილებელი, “სქოლიო” მდებარეობდეს წიგნის გვერდის ქვედა ნაწილში ჩატანილი შენიშვნა-განმარტების სახით. თუ ამგვარი შენიშვნა-განმარტება, ადგილის ეკონომიისა და მოსწავლისთვის მეტი მოსახერხებლობის გამო, უშუალოდ გვერდის შუაშია მოქცეული, ეს ცნების არსს არ ცვლის, მით უფრო, რომ თავად სიტყვა “სქოლიო” ამგვარი შენიშვნა-განმარტებების აღსანიშნავად წიგნებში არასდროს არ გამოიყენება. დასანანია, რომ შემფასებელი ვერ ამჩნევს ჩვენ მიერ გამოყენებულ ასე მრავალრიცხოვან და თვალშისაცემ სქოლიოებს და არც ასაბუთებს, რა შემთხვევებში და რატომ იყო, მისი აზრით, აუცილებელი სქოლიო, რითაც არღვევს შემფასებელთა ინსტრუქციას. ზოგადად სქოლიოს მოთხოვნის მცდარობასთან დაკავშირებით კი იხ. მომდევნო (3) პუნქტი:3. კრიტერიუმი არ ითხოვს სქოლიოს აუცილებელ გამოყენებას, მასში ფრჩხილებში მაგალითის სახითაა მოყვანილი შესაძლო და არა აუცილებელი ელემენტები, ხოლო თვით ტექსტში ფიგურირებს სიტყვა “საჭიროებისამებრ” (და არა აუცილებლად). ამიტომ სქოლიოს აუცილებლად მოთხოვნა, თუ დაკონკრეტებული დასაბუთება არ ახლავს, თავისთავად მცდარი საბუთია ქულის დასაწევად. 4. გარდა ამისა, ჩვენს სახელმძღვანელოს ბოლოს დართული აქვს “ტერმინთა საძიებელი” – საცნობარო აპარატის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ნებისმიერი წიგნის ღირსებად ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ელემენტი არ არის კრიტერიუმის მაგალითების ჩამონათვალში, მაგრამ ექსპერტს ეს საერთოდ არ აღუნიშნავს, როგორც დადებითი ფაქტი და სახელმძღვანელოს ღირსება.

2

11

Page 12: ლოგოს პრესის "ისტორიის" საბაზო საფეხურის სერიის შეფასებათა ნაწილის

შემფასებელ

ი№

შეფასების

კრიტერიუმის

ნომერი

შეფასების კრიტერიუმის

პირობა (მოთხოვნა)

შემფასებლის მიერ დაწერილი ქულა

შემფასებლის კომენტარი

(დასაბუთება)

შპს “ლოგოს პრესის” ოფიციალური პრეტენზია შემფასებლის მიერ გაკეთებული შეფასების (ქულის) და დასაბუთების კომპეტენციის მიმართ

მოთხოვნილი აღსადგენი

(მოსამატებელი) ქულები

1 2.10 სახელმძღვანელოს საჭიროებისამებრ ახლავს გამართული საცნობარო / საძიებო აპარატი (მაგალითად: სარჩევი, ლექსიკონი, სქოლიო)

1 ლექსიკონი დასახვეწია, აუცილებელია სქოლიო

1. ლექსიკონის დახვეწის საჭიროება რეცენზიაში კონკრეტული მითითებებით დასაბუთებული არ არის, რითაც დარღვეულია ინსტრუქციის მოთხოვნა.

2. სქოლიოებთან დაკავშირებული შემფასებლის კომენტარი მცდარია – სახელმძღვანელოში არის ბევრი სქოლიო და, ამას გარდა, კომენტარი ეფუძნება კრიტერიუმის არასწორ გაგებას. შეფასების მცდარობის დამადასტურებელი ჩვენი კონტრარგუმენტი იგივეა, რაც ზემოთ, ამავე კრიტერიუმისთვის №2 შემფასებლის მიერ გაკეთებულ დასაბუთებასთან დაკავშირებით (ამ დანართის გვ. 11).

2

1 2.5 სახელმძღვანელოში სათანადო ყურადღება ეთმობა ნასწავლის (საკითხის, ტერმინის, ცნების) გამეორებასა და განმტკიცებას

1 მასალა საკმაოდ დიდია და ვთვკი რომ მისი ათვისებისთვის აუცილებელია მისი შეჯამება

შემფასებლის შეფასება მცდარია: სახელმძღვანელოს სამივე თავს ახლავს შემაჯამებელი სავარჯიშოები, რომელთა არსებობაც, ეტყობა, შემფასებელმა ვერ შენიშნა. იხ. სახელმძღვანელოს შემდეგი გვერდები:1-ლი თავის შემაჯამებელი სავარჯიშოები, გვ. 106-110მე-2 თავის შემაჯამებელი სავარჯიშოები, გვ. 306-308მე-3 თავის შემაჯამებელი სავარჯიშოები, გვ. 486-487

გარდა ამისა, შემფასებლებისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, მათ არ იციან, რომ შპს “ლოგოს პრესი” 5 წელზე მეტია არაგრიფირებადი ელემენტების სახით გამოსცემს დამატებით მასალებს – “სავარჯიშოების კრებულსა” და “კონტურულ რუკებს”, რომლებიც მთლიანად გავლილი მასალის შეჯამებას ეძღვნება. (იხ. მე-9 კლასის “საქართველოს ისტორიის” სავარჯიშოების კრებულის ბეჭდური ვერსია, რომლის ანალოგიური შესწორებული ვარიანტის დაბეჭდვა წელსაც იგეგმებოდა სერიის გრიფირების შემდეგ). აღსანიშნავია, რომ ამ კრებულების შეძენა ბოლო ორი წლის განმავლობაში მრავალათასიანი ტირაჟით განახორციელა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის, ასევე, ისინი საჩუქრად ურიგდებათ პედაგოგებს, რომელთა შორისაც მოწონებით სარგებლობს; ხელმისაწვდომია სხვა მოსწავლეებისთვის სავაჭრო ობიექტებში და წარმატებითაც იყიდება.

2

12

Page 13: ლოგოს პრესის "ისტორიის" საბაზო საფეხურის სერიის შეფასებათა ნაწილის

შემფასებელ

ი№

შეფასების

კრიტერიუმის

ნომერი

შეფასების კრიტერიუმის

პირობა (მოთხოვნა)

შემფასებლის მიერ დაწერილი ქულა

შემფასებლის კომენტარი

(დასაბუთება)

შპს “ლოგოს პრესის” ოფიციალური პრეტენზია შემფასებლის მიერ გაკეთებული შეფასების (ქულის) და დასაბუთების კომპეტენციის მიმართ

მოთხოვნილი აღსადგენი

(მოსამატებელი) ქულები

4; 1 2.16 ტექსტი და შესაბამისი ილუსტრაციები მოქცეულია ერთ მხედველობით არეში

მე-4 შემფასებელი – 1;

1-ლი შემფასებელი – 2

4: ილუსტრაციები მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი, თუმცა რაც არის ტექსტთან შესაბამისია.

1: კარგი იქნება სახელმძღვანელოს მეტი ილუსტრაციით გაჯერება ეს გაზრდის მოსწავლის მოტივაციას

ორივე შემფასებლის შეფასება მცდარია: დასაბუთება შეუსაბამოა კრიტერიუმის მოთხოვნასთან. კრიტერიუმი ითხოვს, შემფასებელმა განსაზღვროს, არის თუ არა ილუსტრაციები და ტექსტები, რომლებიც ამ ილუსტრაციებს ეხება, მოქცეული ერთ მხედველობით არეში, ანუ ერთ განშლაზე (ორგვერდეულზე). მისი კომენტარი “თუმცა რაც არის, ტექსტთან შესაბამისია”, მოწმობს იმას, რომ შემფასებელს კრიტერიუმის ამ მოთხოვნის მიმართ პრეტენზია არა აქვს და სახელმძღვანელოს დადებითად აფასებს. ხოლო მისეული შეფასება სხვა კრიტერიუმით – ილუსტრაციების რაოდენობის თვალსაზრისით – ამ პუნქტში არალეგიტიმურია, როგორც კრიტერიუმთან შეუსაბამო. მისი დაფიქსირება მას უნდა გაეკეთებინა სხვა, სათანადო, კრიტერიუმით. შესაბამისად, ამ კრიტერიუმით არალეგიტიმურია ქულის დაკლებაც. ამას ინსტრუქცია მკაფიოდ განსაზღვრავს (იხ. ცხრილისთვის წამძღვარებული კომენტარი).

3

(2 ქულა მე-4 შემფასებლისგან და 1 ქულა

1-ლი შემფასებლის

გან)

2 3.2 სახელმძღვანელოში ყურადღება ეთმობა სასწავლო მასალის ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებას და ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას

2 აკმაყოფილებს კრიტერიუმს

შემფასებლის კომენტარი ცალსახად დადებითია. შესაბამისად, ისევე, როგორც მისივე ანალოგიური კომენტარების შემთხვევაში, მაგალითად, 3.1, 3.3, 3.4 პუნქტებში, ქულა აქაც მაქსიმალური (3) უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ შემფასებელს რამე პრეტენზია ჰქონდა ამ კრიტერიუმთან დაკავშირებით, მას, ჯერ ერთი, უნდა აღენიშნა ეს პრეტენზია და, როგორც ინსტრუქცია მოითხოვს, დაესაბუთებინა შეფასების ადეკვატურობა ანუ შეფასებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, რაც გაკეთებული არ არის. მაშასადამე, შემფასებლის მიერ შეფასების ქულის დაწევა მცდარია.

1

13

Page 14: ლოგოს პრესის "ისტორიის" საბაზო საფეხურის სერიის შეფასებათა ნაწილის

შემფასებელ

ი№

შეფასების

კრიტერიუმის

ნომერი

შეფასების კრიტერიუმის

პირობა (მოთხოვნა)

შემფასებლის მიერ დაწერილი ქულა

შემფასებლის კომენტარი

(დასაბუთება)

შპს “ლოგოს პრესის” ოფიციალური პრეტენზია შემფასებლის მიერ გაკეთებული შეფასების (ქულის) და დასაბუთების კომპეტენციის მიმართ

მოთხოვნილი აღსადგენი

(მოსამატებელი) ქულები

4 2.3 მოსწავლის წიგნი დაწერილია ასაკისთვის შესაფერისი, ადვილად გასაგები ენით; ზომიერად არის შეთავაზებული ახალი ტერმინები, დარგობრივი ლექსიკა

1 სახელმძღვანელოს ენა გასაგებია, მაგრამ აუცილებელია უფრო სრულყოფილი განმარტებები, მაგალითად 81-ე გვერდზე მიენიშნოს ვინ იყვნენ ნუმიდიელები. (დანარჩენი იხილეთ შენიშვნებში)

1. შემფასებლის მიერ სახელმძღვანელოს ენის, როგორც “გასაგების” შეფასება დადებითია (“ენა გასაგებია”).

2. შემფასებლის პრეტენზია, რომ “საჭიროა უფრო სრულყოფილი განმარტებები”, არ შეესაბამება 2.3 კრიტერიუმის პირობას და მცდარია. ეს კრიტერიუმი მოითხოვს შემფასებლისგან, განსაზღვროს, რამდენად ზომიერად (განვმარტავთ: იგულისხმება “არა ჭარბად”, მოსწავლის ათვისების უნარის შესაფერისად) არის შეთავაზებული ახალი ტერმინები, დარგობრივი ლექსიკა. როგორც ჩანს, შემფასებელს არა აქვს პრეტენზია ამ კრიტერიუმის მოთხოვნის დარღვევასთან დაკავშირებით, რადგან ის კომენტარში არაფერს მსგავსს არ ამბობს. რაც შეეხება შემფასებლის კომენტარს და მის მიერ მოტანილ მაგალითს, რომელიც ეხება განმარტების სრულყოფილება-არასრულყოფილებას, ეს პრეტენზია უნდა ჩამოყალიბებულიყო სხვა შეფასების კრიტერიუმის, კერძოდ, 2.7-ის ფარგლებში (კრიტერიუმის პირობა: “სახელმძღვანელოში ტერმინების/ცნებების განმარტებები, ასევე მოვლენების, პროცესების აღწერილობანი შინაარსობრივად გამართულია; ინფორმაცია, ფაქტები სანდოა”). შესაბამისად, აშკარაა, რომ 2.3 კრიტერიუმში, მისი არსის არასწორად გაგების გამო, შემფასებელმა დაუმსახურებლად დაგვაკლო 2 ქულა.

3. მიუხედავად ნუმიდიელების განმარტების საჭიროებასთან დაკავშირებით შემფასებლის სურვილის უადგილობისა (არ შეესაბამება 2.3 კრიტერიუმის პირობას), მაინც განვმარტავთ, რომ ნუმიდიელების ვინაობა მოსწავლეს უკვე განემარტა მე-8 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში (იხ. გრიფირებისთვის წარმოდგენილი ჩვენი სახელმძღვანელოს გვ. 23, ბოლოსწინა ტერმინი ლექსიკონში, ასევე იგივე ტერმინი ტერმინთა საძებელში, გვ. 374). სამწუხაროა, რომ შემფასებელმა არ ისარგებლა მის ხელთ არსებული მე-7 და მე-8 კლასების სახელმძღვანელოების ტერმინთა საძიებლებით, რათა შენიშვნის მოცემამდე დაეზუსტებინა, ხომ არ იყო ტერმინი უკვე განმარტებული (ახალი ტერმინების განმარტების სურვილის შეუსაბამო მოთხოვნასთან დაკავშირებით იხილეთ აგრეთვე ზემოთ ჩვენი დასაბუთება 1-ლი ექსპერტის შენიშვნებზე ამავე, 2.3 კრიტერიუმთან მიმართებით – ამ დანართის გვ. 3) ბუნებრივია, რომ, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შეუძლებელია ყველა ადრე განმარტებული ტერმინის ხელახლა განმარტება მომდევნო კლასებში.

2

14

Page 15: ლოგოს პრესის "ისტორიის" საბაზო საფეხურის სერიის შეფასებათა ნაწილის

შემფასებელ

ი№

შეფასების

კრიტერიუმის

ნომერი

შეფასების კრიტერიუმის

პირობა (მოთხოვნა)

შემფასებლის მიერ დაწერილი ქულა

შემფასებლის კომენტარი

(დასაბუთება)

შპს “ლოგოს პრესის” ოფიციალური პრეტენზია შემფასებლის მიერ გაკეთებული შეფასების (ქულის) და დასაბუთების კომპეტენციის მიმართ

მოთხოვნილი აღსადგენი

(მოსამატებელი) ქულები

4 2.7 სახელმძღვანელოში ტერმინების/ცნებების განმარტებები, ასევე მოვლენების, პროცესების აღწერილობანი შინაარსობრივად გამართულია; ინფორმაცია, ფაქტები სანდოა

2 თარიღებთან დაკავშირებით არის ცდომილებები

1. შემფასებლის დასაბუთება მცდარია, რადგან ის ახსენებს ცდომილებებს (მრავლობითში), მაგრამ არ მოჰყავს ამის დამადასტურებელი მაგალითები, ერთი უმნიშვნელო შემთხვევის გარდა. კერძოდ, შემფასებელს “შენიშვნებისა და რეკომენდაციების” სექციაში მოყვანილი აქვს ერთადერთი უმნიშვნელო შემთხვევა: “რამდენიმე ადგილას თარიღი არის შეცდომით დატანილი. მაგალითად 116-ე გვერდზე საუკუნე სწორადაა მითითებული, მაგრამ ნისიბინის ზავის 298 წლის მაგივრად წერია 398 წელი”. აღსანიშნავია, რომ შემფასებელს კარგად ესმის – ეს არის უმნიშვნელო, უნებლიე “ბეჭდური შეცდომა”, რადგან საუკუნე (III საუკუნე) იმავე ფრაზაში სწორადაა მითითებული და, ამდენად, ეს ცდომილება ფაქტობრივ შეცდომადაც კი ვერ ჩაითვლება. მართალია, ის ამას “მაგალითად” მოიხსენიებს, და ამბობს, რომ ასეთი ცდომილება “რამდენიმე ადგილას” არის, ოღონდ არ ასრულებს შემფასებელთა ინსტრუქციის მე-6 მუხლის მოთხოვნას, რომ “შემფასებელმა უნდა მიუთითოს ისინი”. ხოლო რადგან შემფასებელი მათ არ უთითებს, მიგვაჩნია, რომ მას თავისი კომენტარის დამადასტურებელი მაგალითები (ერთის გარდა) არა აქვს, ამიტომ მისი დასაბუთება საფუძველსაა მოკლებული. შესაბამისად, ქულის დაწევა დაუსაბუთებელი მტკიცების საფუძველზე არალეგიტიმურია.

2. მე-4 შემფასებელი ერთ-ერთ შენიშვნაში ამჟღავნებს “საქართველოს ისტორიის” საგნობრივი პროგრამის არცოდნას. იგი წერს: “115 გვერდზე ბოლო აბზაცში საუბარია ფარნავაზიანთა დინასტიის შეწყვეტაზე, და ხოსროიანთა მმართველობის დამყარებაზე, აქაც სასურველია მიეთითოს, რომ ეს არის გარკვეულ ისტორიკოსთა მოსაზრება და არა დამტკიცებული რეალობა.” სინამდვილეში, ფარნავაზიანთა შენაცვლება “ხოსროიანებით” (სახელმძღვანელოს გვ. 115), ზუსტად შეესაბამება “ბირთვი პროგრამის” მოთხოვნას (იხ. მე-9 კლასის “საქართველოს ისტორიის” საგნობრივი პროგრამა, პროგრამის შინაარსი: ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასავალდებულო შინაარსობრივ საკითხთა ჩამონათვალი IX კლასისათვის

ბ) ნისიბინის ზავი და მისი მნიშვნელობა, ამაზასპი, სასანიანთა (იგივე ხოსროიანთა) დინასტია ქართლში

3. შემფასებლის მოთხოვნა “173-ე გვერდზე ეწეროს, თუ რა ბედი ეწია ყუთლუ-არსლანს”, გაუგებარია, რადგან ყუთლუ-არსლანის შემდგომი ბედი საქართველოს ისტორიაში უცნობია.

1

15

Page 16: ლოგოს პრესის "ისტორიის" საბაზო საფეხურის სერიის შეფასებათა ნაწილის

შემფასებელ

ი№

შეფასების

კრიტერიუმის

ნომერი

შეფასების კრიტერიუმის

პირობა (მოთხოვნა)

შემფასებლის მიერ დაწერილი ქულა

შემფასებლის კომენტარი

(დასაბუთება)

შპს “ლოგოს პრესის” ოფიციალური პრეტენზია შემფასებლის მიერ გაკეთებული შეფასების (ქულის) და დასაბუთების კომპეტენციის მიმართ

მოთხოვნილი აღსადგენი

(მოსამატებელი) ქულები

5 2.7 სახელმძღვანელოში ტერმინების/ცნებების განმარტებები, ასევე მოვლენების, პროცესების აღწერილობანი შინაარსობრივად გამართულია; ინფორმაცია, ფაქტები სანდოა

2 ტერმინები, მოვლენები და პროცესების აღწერილობანი ძირითადად გამართულია. თარიღებში ზოგიერთ ადგილას გვხვდება შეხდომები

1. შემფასებლის შეფასება დადებითია. სიტყვა “ძირითადად” გულისხმობს, რომ არის ხარვეზიც და ეს შემდგომ განმარტებულია, როგორც შეცდომები თარიღებში.

2. ინსტრუქციის თანახმად, შემფასებელს უნდა მოეტანა შემჩნეული ხარვეზები “შენიშვნებისა და რეკომენდაციების” სექციაში, რაც გაკეთებულია კიდევაც. აქ დავძენთ მხოლოდ, რომ შემფასებელი არ ითვალისწინებს ქართული ისტორიოგრაფიის უახლეს მიღწევებს, კერძოდ, ფაქტობრივ შეცდომათა კატეგორიაში ათავსებს ახალ ფაქტებს, რომლებიც უკვე სტანდატშია შესული: ა) შემფასებელი ცუდად იცნობს სტანდარტს! – ფარსმან II და ფარსმან III სტანდარტშიც ისეა მოყვანილი, როგორც ჩვენს სახელმძღვანელოში. ფარსმან II-ისა და ფარსმან III-ის ახალი ნუმერაცია (სახელმძღვანელოს მე-18 გაკვეთილი) მეცნიერულად არის დასაბუთებული და გაზიარებულია უახლეს ქართულ ისტორიოგრაფიაში. ასეთივე ნუმერაციითაა შეტანილი “ფარსმანები” თანამედროვე სალექციო კურსებში (იხ. მაგ., მანანა სანაძე, "ქართლის ცხოვრება" და საქართველოს ისტორიის უძველესი პერიოდი, თბილისი, 2001, გვ.122-132); ბ) შემფასებლისთვის ასევე უცნობია ქართლის ერისმთავართა შედარებით ახლად მიკვლეული წყაროები, რომელთა ინტერპრეტაციამ შესაძლებელი გახადა ამ მოვლენასთან დაკავშირებული თარიღების გადასინჯვა (იხ. დავით მუსხელიშვილი, საქართველო მე-4-მე-8 საუკუნეებში, თბილისი, 2003, გვ. 213-268).

ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, მიგვაჩნია, რომ შეფასების მეორე ნაწილი და მოცემული კონკრეტული შენიშვნების აბსოლუტური უმრავლესობა მცდარია.

1

16

Page 17: ლოგოს პრესის "ისტორიის" საბაზო საფეხურის სერიის შეფასებათა ნაწილის

შემფასებელ

ი№

შეფასების

კრიტერიუმის

ნომერი

შეფასების კრიტერიუმის

პირობა (მოთხოვნა)

შემფასებლის მიერ დაწერილი ქულა

შემფასებლის კომენტარი

(დასაბუთება)

შპს “ლოგოს პრესის” ოფიციალური პრეტენზია შემფასებლის მიერ გაკეთებული შეფასების (ქულის) და დასაბუთების კომპეტენციის მიმართ

მოთხოვნილი აღსადგენი

(მოსამატებელი) ქულები

2 2.7 “_________________” 1 ძირითადად სახელმძღვანელოში მოყვანილი პროცესების აღწერილობები შინაარსობრივად გამართულია თუმცაღა თარიღებთან დაკავშირებით არის მნიშვნელოვანი ცდომილებები იხ. შენიშვნები

1. მოცემული შემფასებელი, ისევე, როგორც მე-5 შემფასებელი, ცუდად იცნობს სტანდარტს! – ფარსმან II და ფარსმან III სტანდარტშიც ისეა მოყვანილი, როგორც ჩვენს სახელმძღვანელოში (იხ. ჩვენი კომენტარი მე-5 შემფასებელთან – ამ დანართის გვ. 16).

2. მე-2 შემფასებელი "შენიშვნებსა და რეკომენდაციებში" წერს იმ სასურველი თემების შესახებ, რომლებიც, მისი აზრით, უნდა იყოს სახელმძღვანელოში. აქ გასათვალისწინებელია, რომ: ა) ამ საკითხების ნაწილს მოსწავლე ეცნობა მე-6 კლასის სახელმძღვანელოში “ჩვენი საქართველო”; ბ) სტანარტის ბირთვი პროგრამა (სავალდებულო თემების ჩამონათვალი) არ ითხოვს: ნიკეის საეკლესიო კრების, დავით VIII-ის, ვახტანგ III-ის, ჩიხორისა და ფარავნის ბრძოლების გაშუქებას. შემფასებლის სურვილები, ამდენად, სცილდება სტანდარტს. შესაბამისად, ეს შემფასებელიც, მე-5 შემფასებლის მსგავსად, ცუდად იცნობს სტანდარტს.ასევე: მე-2 შემფასებელი წერს: “სასურვლია მეტად ყოფილიყო დაკონკრეტებული თემურ ლენგის შემოსევები” – ეს სურვილი ბუნდოვანი, ზოგადი და გაუგებარია, თემურ-ლენგის შემოსევებს ეთმობა ცალკე გაკვეთილი (გვ. 221-223). რაც შეეხება შემფასებლის მიერ გამოყენებულ ტერმინს “ბევრმეფობიანობა”, ისტორიოგაფიაში ასეთი დეფინიცია არ არსებობს, სწორია "მრავალმეფობა".

3. ვიზიარებთ შემფასებლის მიერ შენიშნულ რამდენიმე უზუსტობას თარიღებთან დაკავშირების, რაც იოლად გამოსასწორებელია და, თავის მხრივ, საფუძველს არ ქმნის 2 ქულის დაკლებისთვის. ამდენად, ზემოსხენებული დანარჩენი შენიშვნების უსაფუძვლობის გათვალისწინებით, ვითხოვთ შეფასების აწევას მხოლოდ 1 ქულით.

1

მცდარად საცნობი შეფასებების ხარჯზე აღსადგენი (მოსამატებელი) ქულების ჯამიმცდარად საცნობი შეფასებების ხარჯზე აღსადგენი (მოსამატებელი) ქულების ჯამიმცდარად საცნობი შეფასებების ხარჯზე აღსადგენი (მოსამატებელი) ქულების ჯამიმცდარად საცნობი შეფასებების ხარჯზე აღსადგენი (მოსამატებელი) ქულების ჯამიმცდარად საცნობი შეფასებების ხარჯზე აღსადგენი (მოსამატებელი) ქულების ჯამიმცდარად საცნობი შეფასებების ხარჯზე აღსადგენი (მოსამატებელი) ქულების ჯამი 17

ბათილად და მცდარად საცნობი შეფასებების ხარჯზე აღსადგენი (მოსამატებელი) ქულების საერთო ჯამიბათილად და მცდარად საცნობი შეფასებების ხარჯზე აღსადგენი (მოსამატებელი) ქულების საერთო ჯამიბათილად და მცდარად საცნობი შეფასებების ხარჯზე აღსადგენი (მოსამატებელი) ქულების საერთო ჯამიბათილად და მცდარად საცნობი შეფასებების ხარჯზე აღსადგენი (მოსამატებელი) ქულების საერთო ჯამიბათილად და მცდარად საცნობი შეფასებების ხარჯზე აღსადგენი (მოსამატებელი) ქულების საერთო ჯამიბათილად და მცდარად საცნობი შეფასებების ხარჯზე აღსადგენი (მოსამატებელი) ქულების საერთო ჯამი 43

17

Page 18: ლოგოს პრესის "ისტორიის" საბაზო საფეხურის სერიის შეფასებათა ნაწილის

ზოგადი შენიშვნა ცხრილი 1-ისთვის შემფასებლების სტილთან, ორთოგრაფიასთან და პუნქტუაციასთან დაკავშირებით

ჩვენ მიერ ცხრილში მოტანილი ოთხი შემფასებლის კომენტარების გადმოტანისას, გაუგებრობათა თავიდან ასაცილებლად და სიზუსტის დაცვის მიზნით, მაქსიმალურად დაცული გვაქვს შემფასებლებლის სტილი, ორთოგრაფია და პუნქტუაცია. გულწრფელად მიგვაჩნია, რომ გარკვეული სტილისტური ხარვეზები, პუნქტუაციური და ორთოგრაფიული შეცდომები ზოგიერთი შემფასებლის კომენტარებში შეიძლება მხედველობაში არ იქნეს მიღებული, როცა მოსაზრება ნათლადაა ჩამოყალიბებული, მაგრამ, ამავე დროს, ისინი ნიშანდობლივია იმ თვალსაზრისითაც, თუ რამდენად ფლობენ შემფასებლები ენას და რამდენად აკურატულნი არიან თუნდაც მოკლე კომენტარების წერისას და საკუთარი ნაწერების გადამოწმებისას. ეს ხარვეზები და შეცდომები, ჩვენი აზრით, გარკვეულწილად ასახავს შემფასებელთა მიერ ჩატარებული სამუშაოს ხარისხსაც და მხედველობაში შეიძლება იქნეს მიღებული როგორც ზოგადი, ირიბი ახსნა იმისა, რომ ზოგ შემთხვევაში შემფასებლები არასათანადო სიზუსტით იგებენ კრიტერიუმის პირობას, არასათანადოდ ასაბუთებენ ერთ კრიტერიუმში სხვა კრიტერიუმის ხარვეზს, არააკურატულად ასრულებენ ან საერთოდ არ ასრულებენ შემფასებელთა ინსტრუქციის მოთხოვნებს და სხვ.

18

Page 19: ლოგოს პრესის "ისტორიის" საბაზო საფეხურის სერიის შეფასებათა ნაწილის

დამატებითი არგუმენტები შეფასებათა ნაწილის გასაბათილებლად

არგუმენტი 1.

შეფასების კრიტერიუმების პუნქტ 2.10-თან დაკავშირებით №1, №2, №5 და №4 შემფასებლების მცდარი შეფასებების საწინააღმდეგოდ მოტანილ კონტრარგუმენტებს დავამატებთ, რომ სერიის დანარჩენი ორი სახელმძღვანელოს – მე-7 კლასის “ისტორიისა” და მე-8 კლასის “ისტორიის” საცნობარო/საძიებო აპარატი ავტორებისა და გამომცემლობის რედაქტორების მიერ შედგენილია ზუსტად იმავე პრინციპებით, რითაც მე-9 კლასის “საქართველოს ისტორიისა”. მეტიც, მე-7 და მე-8 კლასების სახელმძღვანლოების შექმნა დროში უსწრებდა მე-9 კლასისას, რომელშიც სწორედ მე-7 და მე-8 კლასებში მიღებული გამოცდილების გათვალისწინება ხდებოდა, ამიტომ ლოგიკური იქნება ვივარაუდოთ, რომ მე-9 კლასი ამ მხრივ უფრო დახვეწილი იყოს. სერიის სამივე სახელმძღვანელოს სტრუქტურა, მათ შორის 2.10 კრიტერიუმის მოთხოვნათა თვალსაზრისით, აბსოლუტურად იდენტურია. ნიშანდბოლივია, რომ შემფასებლები ან უმაღლესი ქულით აფასებენ, ან ნაკლები სიმძაფრით გამოთქვამენ პრეტენზიას 2.10 კრიტერიუმის მიმართ როგორც მე-7 კლასის “ისტორიაში”, ისე მე-8 კლასის “ისტორიაში”. შესაბამისად, დაწერილი ქულა ან მაქსიმალურია (3), ან 2-ია. თუმცა, თუ მე-9 კლასის შეფასებებში ჩვენ მიერ მოტანილ კონტრარგუმენტებს დასაბუთებულად მივიჩნევთ, უნდა ვაღიაროთ, რომ 2-ქულიანი შეფასების შემთხვევაში ამ კლასის სახელმძღვანელოსთვისაც ქულა მცდარადაა დაკლებული.

ცხრილი 2. მე-7 კლასის “ისტორიის” სახელმძღვანელოს შეფასებები 2.10 კრიტერიუმის მიხედვით

შემფასებელ

ი№

შეფასების

კრიტერიუმის

ნომერი

შეფასების კრიტერიუმის

პირობა (მოთხოვნა)

შემფასებლის მიერ

დაწერილი ქულა

შემფასებლის კომენტარი (დასაბუთება)

1 2.10 სახელმძღვანელოს საჭიროებისამებრ ახლავს გამართული საცნობარო / საძიებო აპარატი (მაგალითად: სარჩევი, ლექსიკონი, სქოლიო)

3 სახელმძღვანელოებს საჭიროებისამებრ ახლავს გამართული საცნობარო / საძიებო აპარატი (მაგალითად: სარჩევი, ლექსიკონი, სქოლიო)

2 2.10 “___________________” 2 სახელმძღვანელოში გვხვდება საცნობარო ხასიათის მასალა (ძირითადად ლექსიკონები), მაგრამ იშვიათად თუმცა არის ისეთი ტექსტები რომლებშიც მოიტხოვს სათანადო განმარტებას

3 2.10 “___________________” 3 სახელმძღვანელოებს საჭიროებისამებრ ახლავს გამართული საცნობარო / საძიებო აპარატი.

19

Page 20: ლოგოს პრესის "ისტორიის" საბაზო საფეხურის სერიის შეფასებათა ნაწილის

შემფასებელ

ი№

შეფასების

კრიტერიუმის

ნომერი

შეფასების კრიტერიუმის

პირობა (მოთხოვნა)

შემფასებლის მიერ

დაწერილი ქულა

შემფასებლის კომენტარი (დასაბუთება)

4 2.10 “___________________” 2 საცნობარო-საძიებო აპარატი საჭიროებს გადახედვას, ლექსიკონი სასურველია ტექსტთან ახლოს, იმავე გვერდზე იმყოფებოდეს.

5 2.10 “___________________” 3 საცნობარო აპარატი გამართულია

ცხრილი 3. მე-8 კლასის “ისტორიის” სახელმძღვანელოს შეფასებები 2.10 კრიტერიუმის მიხედვით

შემფასებელი

შეფასების კრიტერიუმის

ნომერი

შეფასების კრიტერიუმის პირობა

(მოთხოვნა)

შემფასებლის მიერ

დაწერილი ქულა

შემფასებლის კომენტარი (დასაბუთება)

1 2.10 სახელმძღვანელოს საჭიროებისამებრ ახლავს გამართული საცნობარო / საძიებო აპარატი (მაგალითად: სარჩევი, ლექსიკონი, სქოლიო)

3 სახელმძღვანელოებს საჭიროებისამებრ ახლავს გამართული საცნობარო / საძიებო აპარატი (მაგალითად: სარჩევი, ლექსიკონი, სქოლიო)

2 2.10 “___________________” 2 სახელმძღვანელოში გვხვდება საცნობარო ხასიათის მასალა (ძირითადად ლექსიკონები), მაგრამ იშვიათად თუმცა არის ისეთი ტექსტები რომლებშიც მოიტხოვს სათანადო განმარტებას

3 2.10 “___________________” 3 სახელმძღვანელოებს საჭიროებისამებრ ახლავს გამართული საცნობარო / საძიებო აპარატი.

4 2.10 “___________________” 2 ლექსიკონი სასურველია წარმოდგენილი იყოს კლასიკური ფორმით, ტერმინებთან გვერთით მითითებული გვერდების მაგივრად ეწეროს ამ სიტყვის განმარტება.რათა მოსწავლეებს განუვითარდეთ ლექსიკონზე მუშაობის უნარ-ჩვევა.

5 2.10 “___________________” 2 საცნობარო აპარატი დასახვეწია

20

Page 21: ლოგოს პრესის "ისტორიის" საბაზო საფეხურის სერიის შეფასებათა ნაწილის

არგუმენტი 2.

გავიმეორებთ, რომ შემფასებელთა ინსტრუქციის II თავის მუხლი 6. “სახელმძღვანელოში აღმოჩენილი უზუსტობების შესახებ” მკაფიოდ განმარტავს: “გრიფირების წესით” დადგენილი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში კონკურსანტებს სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭებამდე ეძევათ საშუალება გაასწორონ შემჩნეული ხარვეზები თუკი ასეთს ექნება ადგილი. ამდენად, შემფასებელმა უნდა მიუთითოს ისინი... შენიშვნები და რეკომენდაციები უნდა პასუხობდეს შეკითხვებს: რომელ სახელმძღვანელოში? სად, რომელ გვერდზე და აბზაცში? რა უნდა ეწეროს და რა წერია? რა იქნებოდა სასურველი რომ ეწეროს?”

№1, №2, №4 და №5 შემფასებლები ხშირ შემთხვევაში არ ასრულებენ ზემომოყვანილ ინსტრუქციას, მხოლოდ ერთი ან ორი მაგალითის მოტანით და სხვა მაგალითების დაუსახელებლობით (თუკი ასეთი ჰქონდათ) არღვევენ ინსტრუქციას და საშუალებას არ აძლევენ გამომცემელს, დადგენილი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში გაასწოროს შემჩნეული ხარვეზები. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ მიერ შესრულებელი სამუშაოს ზერელე ხასიათზე. ერთადერთი გამონაკლისია შემფასებელი №3, რომლის კომენტარები თითქმის ყველა კრიტერიუმისთვის საკმაოდ ვრცელი და ამომწურავია, მათ შორის 3 ქულით შეფასების შემთხვევაში, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას შესრულებული აქვს ინსტრუქციის მე-6 მუხლის ზემოხსენებული მოთხოვნა და აკურატულად აქვს მოტანილი ყველა შემჩნეული შეცდომა თუ რეკომენდაცია. აღნიშნული ფაქტები, ჩვენი აზრით, კიდევ ერთხელ ამყარებს ჩვენს არგუმენტებს №1, №2, №4 და №5 შემფასებლების მცდარი შეფასებებისა და კომენტარების მიმართ.

გამორჩეულად აღსანიშნავია №1 შემფასებელის მიერ შესრულებული სამუშაოს სერიოზული ხარვეზი – მას არა მარტო არც ერთი კონკრეტული შენიშვნა არ მოაქვს “შენიშვნებისა და რეკომენდაციების” სექციაში, არამედ მოდიფიცირებული აქვს შეფასების ფორმა (!) და რამდენიმე ადგილას (კომპონენტები 2, 3, 6) აუქმებს გრაფას “შემაჯამებელი კომენტარი”, ხოლო “შენიშვნებისა და რეკომენდაციების” სექციაში ზოგადი ლირიკული და განსჯითი ფრაზებითა და მოწოდებებით იფარგლება კარგი სახელმძღვანელოების შექმნის რთულ საქმესთან დაკავშირებით. ფაქტიურად, შემფასებელი ვერ გრძნობს, რომ მისი მსჯელობა არ შეეფერება “შენიშვნებისა და რეკომენდაციების” ცნებებსა და შემფასებელთა ინსტრუქციის მკაფიო მოთხოვნას.

21

Page 22: ლოგოს პრესის "ისტორიის" საბაზო საფეხურის სერიის შეფასებათა ნაწილის

არგუმენტი 3.

მიუხედავად შემფასებელთა ინსტრუქციის მკაფიო მოთხოვნისა (იხ. ცხილი 1-ისთვის წამძღვარებული შემფასებელთა ინსტრუქციების მუხლები), ზოგიერთ შემფასებელს საერთოდ არა აქვს გაკეთებული ზოგიერთი კომპონენტის ბოლოს “შემაჯამებელი კომენტარი”, და ასეთ შემთხვევებში ეს გრაფა საერთოდ წაშლილია (!). ეს იმას ნიშნავს, რომ შემფასებელი არა მარტო ინსტრუქციას არღვევს (იხ. ინსტრუქციის მუხლი 2-ის ბოლო აბზაცი), რაც მეტყველებს ზერელედ და ნაჩქარევად შესრულებულ სამუშაოზე, არამედ თვითნებურად მოდიფიცირებასაც უკეთებს ოფიციალურად დამტკიცებული დოკუმენტის ფორმას, რისი უფლებაც მას არა აქვს და ეს სერიოზულ დარღვევად უნდა ჩაითვალოს.

სამართლიანი იქნება, თუ ასეთი კომპონენტების შეფასებისას შემფასებლის მიერ გამოთქმული პრეტენზიები და ქულების დაკლება ავტომატურად გაბათილდება და შპს “ლოგოს პრესს” აღუდგება და დაუფიქსირდება მაქსიმალური, 3-ქულიანი შეფასებები. ამ შემთხვევაში აღდგენილი (დამატებული) ქულები შემდეგ სურათს მოგვცემს:

ცხრილი 4. შპს “ლოგოს პრესისთვის” აღდგენილი ქულები “შემაჯამებელი კომენტარის” არმქონე კომპონენტების მიხედვით

შემფასებელი № შემფასებლის მიერ “შემაჯამებელი კომენტარის” გარეშე დატოვებული

კომპონენტის №

შემფასებლის მიერ “შემაჯამებელი კომენტარის” გარეშე დატოვებული კომპონენტის შეფასებისას დაწერილი ჯამური

ქულა

ავტომატურად 3-ქულიან შეფასებამდე აყვანისას აღდგენილი (დამატებული) ქულა

12 37 48-37=11

16 15 18-3=15

2

2 33 48-33=15

23 13 15-13=2

24 10 12-10=2

2

6 13 18-13=5

4 2 36 48-36=12

6 14 18-14=4

“შემაჯამებელი კომენტარის” არმქონე კომპონენტების მიხედვით აღდგენილი ქულების რაოდენობა“შემაჯამებელი კომენტარის” არმქონე კომპონენტების მიხედვით აღდგენილი ქულების რაოდენობა“შემაჯამებელი კომენტარის” არმქონე კომპონენტების მიხედვით აღდგენილი ქულების რაოდენობა 66

22

Page 23: ლოგოს პრესის "ისტორიის" საბაზო საფეხურის სერიის შეფასებათა ნაწილის

შემფასებელთა დარღვევებისა და ხარვეზიანი შეფასებების შედეგად დაკლებული ქულების ჯამური რაოდენობები

ცხრილი 1-ისა და ცხრილი 4-ის მონაცემთა მიხედვით, მიგვაჩნია, რომ შემფასებელთა ხარვეზების, შეცდომებისა და გადაცდომების შედეგად შპს “ლოგოს პრესის” მიერ წარმოდგენილ “ისტორიის” საბაზო საფეხურის სერიის მხოლოდ ერთი, მე-9 კლასის “საქართველოს ისტორიის” სახელმძღვანელოსთვის დაკლებული/აღსადგენი ქულების რაოდენობა სამი სხვადასხვა მიდგომით შეიძლება დაანგარიშდეს, კერძოდ:

ცხრილი 5. შპს “ლოგოს პრესისთვის” აღსადგენი ქულების რაოდენობები გამოთვლისას სამი სხვადასხვა მიდგომის გათვალისწინებით

ქულათა აღდგენის ვარიანტები

საფუძველი აღსადგენი (მოსამატებელი) ქულების რაოდენობა

ვარიანტი 1შემფასებელთა ნაწილის მიერ “შემაჯამებელი კომენტარის” გარეშე დატოვებული კომპონენტის გამო შემფასებელთა ინსტრუქციის დარღვევა და ამ საფუძველზე ქულების დაკლების ბათილად ცნობა

66

ვარიანტი 2

შემფასებლების შეფასებათა ბათილად ცნობა შემფასებელთა ინსტრუქციის მოთხოვნათა დარღვევის საფუძველზე (გარდა “შემაჯამებელი კომენტარის” არქონის თვალსაზრისით არსებული ინსტრუქციის დარღვევებისა, ანუ ვარიანტი 1-ის გათვალისწინების გარეშე)

26

ვარიანტი 3

შეფასებათა ნაწილის ბათილად, ხოლო ნაწილის მცდარად ცნობა (ანუ ვარიანტი 2 + ცხრილი 1-ში მოცემული გამომცემლობის დასაბუთებების გათვალისწინება შემფასებელთა კომენტარების ნაწილის მცდარობის თვალსაზრისით)

43

ვინაიდან შემფასებელთა დამატებითი 15 ქულაც საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ შპს “ლოგოს პრესის” “საქართველოს ისტორიის” მე-9 კლასის სახელმძღვანელოს დაწესებული 100-ქულიანი (საშუალო არითმეტიკული) ბარიერი გადაელახა, მიგვაჩნია, რომ შემფასებელთა მხრიდან დაშვებული ყველა დარღვევის, ასევე მათი მცდარი კომენტარების გათვალისწინებით, სახელმძღვანელომ და, შესაბამისად, მთელმა სერიამ, ყველა პარამეტრითა და ყველა, მათ შორის შემფასებელთა ხარვეზების მიმართ ყველაზე ლმობიერი, გაანგარიშებით, ძალდაუტანებლად გადალახა დაწესებული ბარიერი და იმსახურებს გრიფის მინიჭებას.

23