სამწყობრო წესდება

138
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N 191 2008 წლის 10 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს სამხედრო ძალების სამწყობრო წესდების დამტკიცების შესახებ 1. „საქართველოს თავდაცვის შესახებსაქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე- 2 პუნქტის ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სამხედრო ძალების სამწყობრო წესდება. 2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 10 აპრილის N 191 ბრძანებულების დანართი

description

მილიტარია.ჯი დან

Transcript of სამწყობრო წესდება

Page 1: სამწყობრო წესდება

საქართველოს პრეზიდენტისბრძანებულება

N 191 2008 წლის 10 აპრილი ქ. თბილისი

საქართველოს სამხედრო ძალების სამწყობრო წესდებისდამტკიცების შესახებ

1. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს თანდართული საქართველოსსამხედრო ძალების სამწყობრო წესდება.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მიხეილ სააკაშვილისაქართველოს პრეზიდენტის

2008 წლის 10 აპრილის N 191 ბრძანებულების

დანართი

Page 2: სამწყობრო წესდება

საქართველოს სამხედრო ძალების სამწყობრო წესდება

თავი 1. ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. წესდების მიზანი

1. სამწყობრო მომზადების მიზანია, მეთაურმა შეძლოს თავისი ქვედანაყოფისმწყობრად გადაყვანა ერთი ადგილიდან მეორეზე.

2. სამწყობრო წესდება განსაზღვრავს სამწყობრო ილეთებს, იარაღითა დაუიარაღოდ მოძრაობის წესებს; ქვეითად ყოფნისას ქვედანაყოფებისა და ნაწილებისმწყობრს; მხედრულად მისალმებისა და სამწყობრო დათვალიერების ჩატარების წესს;მწყობრში სამხედრო ნაწილის საბრძოლო დროშის მდგომარეობას, მისი გამოტანისადა შეტანის წესს; სამხედრო მოსამსახურეთა მოვალეობებს მწყობრში მოწყობამდე დამწყობრში ყოფნისას და, აგრეთვე მოთხოვნებს სამწყობრო სწავლებისადმი.

3. ამ წესდებით ხელმძღვანელობს სამხედრო ძალები.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. მწყობრი – სამხედრო მოსამსახურეების, ქვედანაყოფებისა და ნაწილებისქვეითად და მანქანებით ერთობლივი მოქმედებისათვის წესდებით დადგენილიგანლაგება. მწყობრი შეიძლება იყოს მიჯრილი ან გაჯრილი.

2. მწკრივი – ერთმანეთის გვერდით ერთ ხაზზე ქვეითად განლაგებულსამხედრო მოსამსახურეთა და ქვედანაყოფთა მწყობრი.

3. მანქანების ხაზი – ერთმანეთის გვერდით ერთ ხაზზე განლაგებულიმანქანების მწყობრი.

4. ფლანგი – მწყობრის მარჯვენა (მარცხენა) დაბოლოება. მწყობრისმობრუნებისას სახელწოდება არ იცვლება.

5. ფრონტი – მწყობრის ის მხარე, რომლისკენაც სამხედრო მოსამსახურეებისახით (მანქანების წინხედით) არიან მიქცეული.

6. მწყობრის ზურგის მხარე – ფრონტის საპირისპირო მხარე.7. ინტერვალი – მანძილი სამხედრო მოსამსახურეთა (მანქანათა),

ქვედანაყოფთა და ნაწილთა შორის ფრონტის მიხედვით.8. დისტანცია – სამხედრო მოსამსახურეთა (მანქანათა), ქვედანაყოფთა და

ნაწილთა შორის მანძილი სიღრმეში.9. მწყობრის სიგანე – მანძილი ფლანგებს შორის.10. მწყობრის სიღრმე - მანძილი პირველი მწკრივიდან (წინ მდგომი სამხედრო

მოსამსახურიდან) ბოლო მწკრივამდე (ბოლოში მდგომ სამხედრო მოსამსახურემდე).ხოლო მანქანებით მოქმედებების დროს - მანძილი მანქანების პირველი ხაზიდან (წინმდგომი მანქანიდან) მანქანების ბოლო ხაზამდე (ბოლოში მდგომ მანქანამდე).

Page 3: სამწყობრო წესდება

11. მიჯრილი მწყობრი – ერთიმეორისაგან დოინჯის ინტერვალითდაშორებული სამხედრო მოსამსახურეების ფრონტით განლაგებული მწკრივები.

12. გაჯრილი მწყობრი – ერთიმეორისაგან ნორმალური (განმკლავის) ანმეთაურის მიერ მითითებული ინტერვალით დაშორებული სამხედრომოსამსახურეების ფრონტით განლაგებული მწკრივები.

13. კოლონა – მწყობრი, რომელშიც სამხედრო მოსამსახურეები ერთმანეთისზურგს უკან დგანან, ხოლო ქვედანაყოფები (მანქანები) წესდებით განსაზღვრულ ანმეთაურის მიერ დადგენილ დისტანციაზე მიჰყვებიან ერთმანეთს. კოლონებიშეიძლება თითი-თითოდ, ორ-ორად, სამ-სამად, ოთხ-ოთხად და უფრო მეტად იყვნენმოწყობილი. კოლონა, რომელშიც ოთხი ან ოთხზე ნაკლები სამხედრო მოსამსახურეა,ყოველთვის თითო-თითოდ მოეწყობა. ქვედანაყოფებისა და ნაწილების სალაშქრო ანგაშლილ მწყობრს კოლონებად მოაწყობენ.

14. გაშლილი მწყობრი – ქვედანაყოფების ფრონტისკენ ერთ ხაზზეერთმწკრივად, ორმწკრივად ან სამმწკრივად (ოთხმწკრივად, მანქანების ხაზზე)კოლონების ხაზზე წესდების შესაბამისად ან მეთაურის მიერ მითითებულიინტერვალით განლაგება. გაშლილ მწყობრს შემოწმების, დათვალიერების,აღლუმებისა და სხვა აუცილებელ ღონისძიებათა ჩასატარებლად იყენებენ.

15. სალაშქრო მწყობრი – ქვედანაყოფების კოლონებად მოწყობა, რომლებიცერთმანეთს მიჰყვებიან წესდებით განსაზღვრულ ან მეთაურის მიერ მითითებულდისტანციაზე.

16. მიმმართველი – თავში მდგომი სამხედრო მოსამსახურე (ქვედანაყოფი,მანქანა), რომელიც მითითებული მიმართულებით მოძრაობს. დანარჩენმა სამხედრომოსამსახურეებმა (ქვედანაყოფებმა, მანაქანებმა) თავიანთი მოქმედება მიმმართველსუნდა შეუსაბამონ.

17. ჩამკეტი – სამხედრო მოსამსახურე (ქვედანაყოფი, მანქანა), რომელიცკოლონის ბოლოში მოძრაობს.

18. მწყობრის მართვა - კომანდებითა და ბრძანებებით განხორციელებულიმართვა, რომლებსაც მეთაური გასცემს ხმით, სიგნალებითა და პირადი მაგალითით,აგრეთვე ტექნიკური და მოძრავი საშუალებებით. კომანდები და ბრძანებებიკოლონაში შეიძლება გადაიცეს მანქანების, ქვედანაყოფთა მეთაურების (უფროსების)და დანიშნულ პირთა მეშვეობით.

ა) მანქანებში მართვა ხდება გაცემული კომანდებით, ბრძანებებითა დაშინაგანი კავშირის ხელსაწყოთა გამოყენებით.

ბ) მწყობრში უფროსი მეთაური იმყოფება იქ, საიდანაც უკეთესად შეიძლებაქვედანაყოფს უხელმძღვანელოს. დანარჩენი მეთაურები კომანდებს იძლევიან იმადგილიდან, რომელიც წესდებით ან უფროსი მეთაურის მიერ არის დადგენილი.

გ) ქვედანაყოფთა ასეულების მეთაურებსა და მათ ზემდგომთ, ბატალიონისადა ბრიგადის სალაშქრო მწყობრში ყოფნისას, მწყობრიდან გამოსვლის უფლება აქვთმხოლოდ კომანდების გასაცემად და მათი შესრულების შესამოწმებლად.

19. კომანდები - წინასწარი და შესასრულებელი კომანდები. კომანდა შეიძლებამხოლოდ შესასრულებელიც იყოს.

Page 4: სამწყობრო წესდება

20. წინასწარი კომანდა - მკაფიოდ, ხმამაღლა და გაგრძელებულად გაცემულიკომანდა, რომლის მიზანია მწყობრში მდგომმა სამხედრო მოსამსახურეებმა გაიგონ,რას მოითხოვს მათგან მეთაური. ყოველი წინასწარი კომანდის გაცემისას სამხედრომოსამსახურეები, რომლებიც მწყობრში ან მწყობრს გარეთ ადგილზე იმყოფებიან,“სმენაზე” დგებიან, ხოლო მოძრაობისას – სამწყობრო ნაბიჯზე გადადიან.

21. შესასრულებელი კომანდა - პაუზის შემდეგ, ხმამაღლა, დამარცვლითა დამკაფიოდ გაცემული კომანდა. შესასრულებელი კომანდის გაცემისთანავე ხდება მისიდაუყოვნებლივ და ზუსტად შესრულება. ქვედანაყოფის ან ცალკეული სამხედრომოსამსახურის ყურადღების მისაქცევად, კომანდაში, საჭიროების მიხედვით,ასახელებენ ქვედანაყოფს ან სამხედრო მოსამსახურის წოდებასა და გვარს. მაგ:“ოცეულო (მე-2 ოცეულო) სდექ.” “რიგითო ბეჟაშვილო, ზურგისა – კენ”.

თავი IIსამწყობრო მომზადების სწავლების მეთოდური მითითებები

მუხლი 3 . ინსტრუქტაჟის öმეთოდები

1. ცალკეული სამხედრო მოსამსახურეებისა და ქვედანაყოფების მიერსამწყობრო ილეთების შესრულების სიზუსტესა და ერთდროულობას განაპირობებსშემდეგი ფაქტორები:

a) ინსტრუქტაჟის მეთოდები და მეთაურის დახელოვნება;b) ჯარისკაცების ორგანიზება ქვედანაყოფებში ყველაზე ეფექტიანია

ინსტრუქტაჟის გამოყენებით.გ) ჯარისკაცების სამწყობრო მომზადების დროს გამოიყენება ინსტრუქტაჟის

სამი მეთოდი: “ნაბიჯ-ნაბიჯ”, “ახსნა-განმარტებითი საუბარი” და “დათვლა”.2. ყოველი ილეთისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული თვისებების

შესწავლა იძლევა იმის საშუალებას, რომ შეირჩეს ყველაზე შედეგიანი მეთოდი.ჩვეულებრივ, მარშირების მოძრაობები ისწავლება “ნაბიჯ-ნაბიჯ” მეთოდისგამოყენებით. ის მოძრაობები, რომელთა შესასრულებლად საჭიროა სამხედრომოსამსახურის ან ქვედანაყოფის მრავალგზისი ან ერთდროული მოქმედებები,ყველაზე კარგად ისწავლება “ახსნა-განმარტებითი საუბრის” მეთოდით, ხოლოის მოძრაობები, რომლებიც სრულდება ორ ან მეტ თვლაზე, ისწავლება “დათვლის”მეთოდით.

3. თითოეული მოძრაობის შესასწავლად საჭიროა სამი ეტაპის გავლა: ახსნა-განმარტება, დემონსტრირება და პრაქტიკული შესრულება.

მუხლი 4. ახსნა-განმარტება

1. ახსნა-განმარტების ეტაპზე მეთაურმა უნდა განახორციელოს შემდეგიმოქმედებები:

ა) დაასახელოს სამწყობრო ილეთი;ბ) პრაქტიკულად შეასრულოს ილეთი;

Page 5: სამწყობრო წესდება

გ) გასცეს კომანდა ილეთის შესრულებისათვის და ახსნას მისი შემადგენელინაწილები: წინასწარი და შესასრულებელი კომანდა. მან, ასევე უნდა განმარტოს, თურა შემთხვევებშია საჭირო გადაადგილების შეწყვეტა (დამატებითი კომანდებიგანიხილება განმარტებაში, საჭიროების მიხედვით).

2. პირველად გაიცემა კომანდა: “ოცეულო, სმენა, თავისუფლად”, მომდევნოსამწყობრო ილეთს ჰქვია სრული ნაბიჯით (75 სმ) გადაადგილება შეჩერებისადგილიდან. ეს ილეთი გამოიყენება ა ადგილიდან ბ ადგილისაკენ ქვედანაყოფისგადასაადგილებლად, ამისათვის გაიცემა კომანდა: “წინ, ნაბიჯით – იარ”. ეს კომანდაშედგება ორი ნაწილისაგან: “წინ, ნაბიჯით” წინასწარი კომანდისა და “იარ”შესასრულებელი კომანდისაგან. გადაადგილების შესაწყვეტად გაიცემა კომანდა“სდექ”. შეჩერების კომანდა შეიძლება შედგებოდეს ორი ნაწილისაგანაც, როცავასახელებთ კომანდის შემსრულებელ ქვედანაყოფს, ეს კომანდები ერთად ასეგაიცემა: “ოცეულო (ათეულო), სდექ”.

მუხლი 5. დემონსტრირება

1. დემონსტრირების ეტაპზე მეთაურს შეუძლია გამოიყენოს შემდეგიმეთოდები:

ა) ნაბიჯ-ნაბიჯ;ბ) ახსნა-განმარტებითი საუბარი;გ) დათვლა.2. მეთაურმა (ინსტრუქტორმა) პირადად უნდა აჩვენოს გადაადგილების

ილეთი და შეიცვალოს პოზიცია საჭიროებისდაგვარად, რათა შეინარჩუნოს პირადშემადგენლობასთან უშუალო კონტაქტი.

მუხლი 6. ინსტრუქტაჟის მეთოდი – “ნაბიჯ-ნაბიჯ”

1. ამ მეთოდში გაერთიანებულია ახსნა-განმარტება და დემონსტრირება.სამწყობრო ილეთები ერთდროულად ისწავლება.

შენიშვნა: შემსწავლელის მიერ სამწყობრო ილეთის უკეთესი აღქმისათვისსამწყობრო ილეთის სწავლების პროცესი იყოფა ხუთ ეტაპად: 1. წინასწარი კომანდისეტაპი; 2. შუალედური ეტაპი; 3. შესასრულებელი კომანდის ეტაპი; 4. მოქმედებისეტაპი; 5. დამატებითი ეტაპი.

2. მეთაური განმარტავს, რომ შესასრულებელ კომანდაზე სამხედრომოსამსახურე დგამს მხოლოდ ერთ ნაბიჯს და ჩერდება ახალი კომანდის –“მოემზადეთ, ნაბიჯით - იარ” გაცემამდე, სანამ სამხედრო მოსამსახურეგაჩერებულია, მეთაური აკეთებს შესწორებებს და განუმარტავს ჯარისკაცს შემდგომიმოქმედების არსს.

3. “ნაბიჯ- ნაბიჯ” მეთოდის გამოყენება:ა) “რიგითო, ადგილზე,” მე გამოვიყენებ ინსტრუქტაჟის მეთოდს “ნაბიჯ-

ნაბიჯ”. წინასწარ კომანდაზე – “პირდაპირ, ნაბიჯით” (“პირდაპირ, ნაბიჯით - იარ”)მკვეთრი მოძრაობების გარეშე სხეულის სიმძიმე მარჯვენა ფეხზე გადაიტანეთ.”;

Page 6: სამწყობრო წესდება

ბ) “შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” (“პირდაპირ, ნაბიჯით – იარ”) მარცხენაფეხით გადადგით სრული ნაბიჯი. თავი, თვალები და ტანი გეჭიროთ, როგორცმდგომარეობაში “სმენა”. ხელები ამოძრავეთ ბუნებრივად, იდაყვის მოუხრელად,შარვლის გვერდითა ნაკერებიდან წინ 23 სმ-ისა უკან 15 სმ-ის დაშორებით. თითებიოდნავ ეხებოდნენ შარვალს, როგორც მდგომარეობაში “სმენა.”;

გ) “შესასრულებელ კომანდაზე – “ნაბიჯით” (“მოემზადეთ, ნაბიჯით”)გადადგით სრული ნაბიჯი უკან მდგომი ფეხით. თავი, თვალები და ტანი გეჭიროთროგორც მდგომარეობაში “სმენა”. ხელები ამოძრავეთ ბუნებრივად, იდაყვშიმოუხრელად, შარვლის გვერდითა ნაკერებიდან წინ 23 სმ-ისა და უკან 15 სმ-ისდაშორებით. თითები ოდნავ ეხებოდეს შარვალს, როგორც მდგომარეობაში “სმენა”.

დ) მოძრაობის შესაწყვეტად გაიცემა კომანდა “სდექ”. წინასწარი კომანდა –“რიგითო” (“რიგითო, სდექ”) შეიძლება გაიცეს მიწაზე ნებისმიერი ფეხისდადგმისთანავე. ხოლო შესასრულებელი კომანდა – “სდექ” – მიწაზე იმავე ფეხისდადგმისთანავე. შეჩერება ხდება ორ თვლაზე.

ე) “შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” (“პირდაპირ, ნაბიჯით – იარ”)გადადგით სრული ნაბიჯი მარცხენა ფეხით. მიწაზე ფეხის დადგმისთანავე გაიცემაწინასწარი კომანდა: “რიგითო” (“რიგითო, სდექ”).

ვ) “კომანდაზე – “ნაბიჯით” (“მოემზადეთ, ნაბიჯით”) გადადგით სრულინაბიჯიş უკან მდგომი ფეხით. ეს არის შუალედური (მოფიქრების) ეტაპი წინასწარ დაშესასრულებელ კომანდებს შორის.”;

ზ) “შესასრულებელ კომანდაზე – “ნაბიჯით” (“მოემზადეთ, ნაბიჯით”)გადადგით სრული ნაბიჯი უკან მდგომი ფეხით. მიწაზე ფეხის დადგმისთანავეგაიცემა შესასრულებელი კომანდა: “სდექ” (კომანდებზე: “რიგითო, სდექ”,“მოემზადეთ, ნაბიჯით”, “სდექ” – შეჩერება ხდება ორ თვლაზე”).

თ) ,,შესასრულებელ კომანდაზე – ,,ნაბიჯით” (,,მოემზადეთ ნაბიჯით”)გადადგით სრული ნაბიჯი უკან მდგომი ფეხით. ეს არის დამატებითი ეტაპიშესასრულებელი კომანდის შემდეგ”.

ი) ,,შესასრულებელ კომანდაზე – ,,ნაბიჯით” (,,მოემზადეთ, ნაბიჯით”)მიადგით უკან მდგომი ფეხი წინ მდგომ ფეხს, მიიღეთ მდგომარეობა ,,სმენა” დაშეწყვიტეთ მოძრაობა. ამ მოძრაობას ჩვეულებრივი რიტმით ასეთი თანამიმდევრობაექნება: ,,პირდაპირ, ნაბიჯით – იარ”, ,,რიგითო – სდექ”, ,,თავისუფლად.”;

კ) “ოცეულო, რა შეკითხვები გაქვთ ამ მოძრაობის ჩვეულებრივი რიტმითშესრულებასთან ან ინსტრუქტაჟის “ნაბიჯ-ნაბიჯ” მეთოდთან დაკავშირებით?”.

,,რიგითო, სმენა”. თქვენ იქნებით ჩემი დამხმარე ინსტრუქტორი. დაიშალეთ.”.შენიშვნა: “ნაბიჯ-ნაბიჯ” ინსტრუქტაჟის მეთოდის თანახმად, მარშირების

პროცესი დაყოფილია 5 ეტაპად: 1. წინასწარი კომანდის ეტაპი; 2. შუალედური ეტაპი;3. შესასრულებელი კომანდის ეტაპი; 4. მოქმედების ეტაპი; 5. დამატებითი ეტაპი.

მუხლი 7. ინსტრუქტაჟის მეთოდი – “ახსნა–განმარტებითი საუბარი”

1. ამ მეთოდში გაერთიანებულია ახსნა და დემონსტრირება. თითოეულისამწყობრო ილეთი სრულდება მისი ზეპირი აღწერილობის შესაბამისად.

Page 7: სამწყობრო წესდება

2. მეთაური უხსნის ჯარისკაცს, რა და როგორ უნდა გააკეთოს. ჯარისკაციასრულებს მითითებებს; შემდეგ კი მეთაურის დახმარებით იმავე მოძრაობასასრულებს ჩვეულებრივი რიტმით.

3. ქვემოთ მოყვანილია მაგალითი, როგორ უნდა ასწავლოს მეთაურმაინსტრუქტაჟის მეთოდის – ,,ახსნა-განმარტებითი საუბრის” გამოყენებით:

ა) ,,რიგითო, ადგილზე”. მე გამოვიყენებ ინსტრუქტაჟის მეთოდს – ,,ახსნა -განმარტებითი საუბარი”. კომანდაზე ,,სმენა” ან ,,მოეწყვეთ” მკვეთრად მიადგითფეხის ქუსლები ერთმანეთს 45 გრადუსიანი კუთხით. გადაიტანეთ სხეულის სიმძიმეორივე ფეხის ქუსლზე. ფეხები გაასწორეთ, მუხლები არ მოხაროთ. სხეულიგამართეთ, მხრები თანაბრად გაშალეთ, თავი ასწიეთ და ნიკაპი ისე დაიჭირეთ, რომთავ-კისერი ერთმანეთს ვერტიკალურად უსწორდებოდეს. თითები მოხარეთ ისე,რომ ცერის წვერი ეხებოდეს საჩვენებელი თითის მოხრილ კუთხეს. დაიკავეთხელები ისე, რომ ხელისგულები შარვლის ნაკერებს ეხებოდეს. იყავით ჩუმად და არგაინძრეთ მითითების გარეშე.”;

ბ) ,,თავისუფლად”. ამ სამწყობრო დგომის მიღება ხდება შემდეგითანამიმდევრობით: ,,რიგითო, სმენა”, ,,თავისუფლად”, ,,მოეწყვეთ”, ,,თავისუფლად”.

გ) ოცეულო, რა შეკითხვები გაქვთ მდგომარეობა ,,სმენასა” და ინსტრუქტაჟის,,ახსნა-განმარტებითი საუბარის” მეთოდთან დაკავშირებით?”

დ) ,,რიგითო, სმენა”. თქვენ იქნებით ჩემი დამხმარე ინსტრუქტორი.“დაიშალეთ.”.

შენიშვნა: ათეულის, ოცეულის ან ასეულის ამ მეთოდით სამწყობრომომზადებისას მეთაური მწყობრის წინ დგას.

მუხლი 8. ინსტრუქტაჟის მეთოდი – “დათვლა”

1. კომანდა – “დაითვალეთ” გაიცემა სამწყობრო ილეთის დათვლითშესრულების დასაწყებად. კომანდა – “დათვლის გარეშე” გამოიყენება ერთთვლიანიმოძრაობების შესაწყვეტად და ჩვეულებრივ რიტმზე გადასასვლელად. აქაც, როგორცმეთოდში – “ახსნა-განმარტებითი საუბარი”, გაერთიანებულია ახსნა დადემონსტრირება. მოძრაობების ახსნა და დემონსტრირება ხდება ერთდროულად,ერთ თვლაზე.

2. მეთაური დამხმარე ინსტრუქტორს სამწყობრო ილეთს დათვლით(ერთდროულად, ერთ თვლაზე) შეასრულებინებს, ხოლო შემდეგ – ჩვეულებრივირიტმით.

3. ამ პუნქტში მოცემულია, როგორ ასწავლის მეთაური სამწყობრო ილეთებსინსტრუქტაჟის “დათვლის” მეთოდის გამოყენებით.

ა) “რიგითო, ადგილზე.” მე გამოვიყენებ ინსტრუქტაჟის მეთოდს – “დათვლა”.მდგომარეობიდან – “იარაღი – ფეხთან” მდგომარეობაში – “იარაღი – მკერდზე”გადასვლა ორთვლიანი მოქმედებაა. შესასრულებელ კომანდაზე – “მკერდზე”,თვლაზე “ერთი” მარჯვენა ხელი მოჰკიდეთ შაშხანის ლულას და დაიკავეთსხეულთან დიაგონალურად ისე, რომ მარჯვენა ხელის იდაყვი დარჩეს დაბლა,მოხრილ მდგომარეობაში. იმავდროულად მარცხენა ხელი მოჰკიდეთ ავტომატის

Page 8: სამწყობრო წესდება

სალულეს და დაიკავეთ ქამრიდან 10 სმ-ის დაშორებით. “დაითვალეთ, იარაღი –მკერდზე”.

ბ) თვლაზე “ორი” გაითავისუფლეთ მარჯვენა ხელი და ახლა კონდახითდაიკავეთ ავტომატი. იარაღი გეჭიროთ სხეულთან დიაგონალურად, ქამრიდან 10 სმ-ის დაშორებით, იდაყვი მოხრილი, მარჯვენა მკლავი ჰორიზონტალურმდგომარეობაში. ამგვარად მიიღება მდგომარეობა “იარაღი – მკერდზე”. “მოემზადეთ– ორი”.

გ) “მდგომარეობიდან – “იარაღი – მკერდზე” მდგომარეობაში – “იარაღი –ფეხთან” გადასვლა ხდება სამ თვლაზე. შესასრულებელ კომანდაზე – “ფეხთან”თვლაზე “ერთი” გაითავისუფლეთ მარჯვენა ხელი და წელში გასწორდით, თანახლოს და მტკიცედ დაიკავეთ ლულა ისე, რომ ავტომატი არ ირყეოდეს. მარჯვენახელის იდაყვი დაბლა დახარეთ. “იარაღი - ფეხთან”.

დ) “თვლაზე “ორი” გაუშვით მარცხენა ხელი ავტომატს და მარჯვენა ხელითდაბლა, მარჯვენა მხარეს დასწიეთ ისე, რომ იარაღი მიწიდან 3 სმ-ით იყოსდაშორებული. ამავე დროს მიმართეთ ავტომატი ადგილზე მარცხენა ხელით,თითები შეკუმშეთ, ხელისგული ზურგისკენ მიაქციეთ. “მოემზადეთ – ორი.”;

ე) “თვლაზე “სამი” მკვეთრად გადაიტანეთ მარცხენა ხელი მარცხნივ, როგორცმდგომარეობაში “სმენა”, ხოლო მარჯვენა ხელით დასწიეთ ავტომატი მიწისზედაპირისაკენ და მიიღეთ მდგომარეობა – “იარაღი – ფეხთან”. “მოემზადეთ – სამი.”;

ვ) “ეს კომანდები ჩვეულებრივი რიტმით სრულდება შემდეგნაირად: თვლისგარეშე – “იარაღი – მკერდთან”, “იარაღი – ფეხთან”, “თავისუფლად”.

ზ) “ოცეულო, რა შეკითხვები გაქვთ ჩვეულებრივი რიტმით ან “დათვლის”მეთოდით მდგომარეობიდან – “იარაღი – ფეხთან” მდგომარეობაში – “იარაღი –მკერდზე” (ან პირიქით) გადასვლასთან დაკავშირებით?”

თ) “რიგითო, სმენა”. თქვენ იქნებით ჩემი დამხმარე ინსტრუქტორი.“დაიშალეთ”. (შენიშვნა: აქ არ არის ნახსენები კომანდა – “მოემზადეთ – ერთი”).

მუხლი 9. პრაქტიკა

პრაქტიკის ეტაპზე სამწყობრო ილეთები იმავე სახით სრულდება, როგორცდემონსტრირებისას, იმ განსხვავებით, რომ ინსტრუქტორი იყენებს ქვედანაყოფისსიდიდის შესაბამის დასახელებას. იგი თავის ქვედანაყოფს არ აძლევს ჩვეულებრივიტემპით მოძრაობის უფლებას, მანამ, სანამ ეს უკანასკნელიşსამწყობრო ილეთს(ინსტრუქციის შესაბამისად) დამაკმაყოფილებლად არ შეასრულებს.

თავი III. საინსტრუქციო მეთოდიკა

მუხლი 10. მწყობრი

1. სამწყობრო ილეთების დემონსტრირება და მათი პრაქტიკული შესრულებასაუკეთესოდ ხორციელდება მწკრივებში. ჯარისკაცებმა უნდა ისწავლონ რაცშეიძლება მცირერიცხოვან ჯგუფებში, რათა თითოეულş მათგანს სათანადო

Page 9: სამწყობრო წესდება

ყურადღება მიექცეს. ამრიგად, ათეულის მოწყობა, შეძლებისდაგვარად, უნდაისწავლებოდეს ათეულის სიდიდის ქვედანაყოფებში, ოცეულისა – მისი სიდიდისშესაბამის საჯარისო ერთეულში, ხოლო ასეულისა – ასეულებში.

2. სწავლების დროს გამოიყენება მწკრივად მოწყობა ნორმალური (განმკლავის)ინტერვალით. რეკომენდებულია, პირველმა მწკრივმა ჩაიმუხლოს მარჯვენამუხლზე, მეორე მწკრივი დგამს არასრულ ნაბიჯს მარცხნივ და იმუხლება, მესამემწკრივი ადგილზე რჩება, ხოლო მეოთხე მწკრივი დგამს არასრულ ნაბიჯს მარცხნივ.ეს წყობა შეიძლება სწრაფად ჩამოყალიბდეს კომანდაზე: “საინსტრუქციო წყობით –მოეწყვეთ”. ოცეულის მწკრივად გადაწყობისათვის გაიცემა კომანდა – “მოეწყვეთ”.ოცეულის შემადგენლობა მოქმედებს ზემოთ აღწერილი მეთოდისუკუთანამიმდევრობით.

3. მეთაურს, მეტი მოხერხებულობისათვის, შეუძლია ჯარისკაცები დააყენოსმართკუთხედის ფორმით.

ა) მართკუთხედის ფორმით მოსაწყობად ინსტრუქტორი გასცემს კომანდას:“გაიშალეთ მარცხნისაკენ, ნაბიჯით - იარ”. მარჯვენა ფლანგზე მდგომი ყველაჯარისკაცი ადგილზე რჩება და გაშლის მკლავებს მხრის დონეზე, ხელისგულებითდაბლა; ყველა დანარჩენი ჯარისკაცი ბრუნდება მარცხნივ და აჩქარებული ნაბიჯითმიდის წინ. საკმარისი რაოდენობის ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ჯარისკაცებიჩერდებიან და შემობრუნდებიან მარჯვნივ, შლიან მკლავებს მარჯვენა ფლანგისჯარისკაცების მსგავსად ისე, რომ ერთმანეთისაგან 30 სმ-ით იყვნენ დაშორებულნი,სწორება არის მარჯვნივ და იმყოფებიან მდგომარეობაში “სმენა.”;

ბ) შემდეგ ინსტრუქტორი გასცემს კომანდას: “ხელები დაბლა – დაუშვით”.ჯარისკაცები მკვეთრად სწევენ ხელებს დაბლა (როგორც დგომში “სმენა”);

გ) ინსტრუქტორიğგასცემს კომანდას: “მარცხნისა-კენ”. კომანდაზე ყველაჯარისკაცი ბრუნდება მარცხნივ;

დ) შემდეგ ინსტრუქტორი გასცემს კომანდას: “გაიშალეთ მარცხნისაკენ,ნაბიჯით - იარ”. ჯარისკაცები ასრულებენ მითითებას;

ე) შემდეგი კომანდაა – “ხელები დაბლა - დაუშვი”;ვ) მომდევნო კომანდაა – “მარჯვნისა-კენ”;ზ) ამის შემდეგ მეთაურის კომანდაზე – “ფრონტიდან სიღრმისაკენ –

გაითვალეთ” პირველი მწკრივის ჯარისკაცები აბრუნებენ თავს მარჯვნივ და იწყებენგათვლას “პირველი” და ა.შ. და თავს აბრუნებენ წინ. დანარჩენი მწკრივებისშემადგენლობაც იგივენაირად გაითვლის, ხოლო ბოლო მწკრივის ჯარისკაცები არაბრუნებენ თავს;

თ) შემდეგ მეთაური გასცემს კომანდას: “ლუწი ნომრები მარცხნისაკენ,გამოდით რიგიდან”. ყველა ლუწი ნომრის მქონე ჯარისკაცი სწრაფად გამოდისმწყობრიდან, ბრუნდება მარჯვნივ და იღებს დგომს “სმენა”. ამრიგად, მწყობრი მზადარის ინსტრუქციის მისაღებად;

ი) საწყის მდგომარეობაში დასაბრუნებლად ინსტრუქტორი გასცემს კომანდას:“მიიჯერით მარჯვნივ, ნაბიჯით – იარ”. ყველა ჯარისკაცი აჩქარებული ნაბიჯითმიდის მწყობრში თავისი საწყისი პოზიციისაკენ.

Page 10: სამწყობრო წესდება

4. უფრო თვალსაჩინო სწავლებისათვის ინსტრუქტორს შეუძლია ჯარისკაცებიწრეზე მოაწყოს.

ა) მეთაური დადგება პირველი ათეულის მიმმართველი ჯარისკაცის წინ დაგასცემს კომანდას: “წრიული ხაზით, მომყევით”. მეთაური აჩქარებული ნაბიჯითმოძრაობს წრეზე. მიმმართველი ათეულის ჯარისკაცები მიჰყვებიან დაახლოებით 100სმ-ის დაშორებით (ერთი ხელის გაწვდენას პლუს 15 სმ). დანარჩენი ათეულებისშემადგენლობაც აჩქარებული ნაბიჯით, კომანდის გარეშე მიჰყვება მიმმართველიათეულის ბოლო ჯარისკაცს, დადგენილი დისტანციით. წრის შეკვრის შემდეგმეთაური გაემართება წრის ცენტრისაკენ, იღებს დგომს “სმენა” და გასცემს კომანდას:“სწრაფი ნაბიჯით – იარ”. ჯარისკაცები ასრულებენ კომანდას და მეთაურის მიერინდივიდუალურად მიცემული მითითებებით დგებიან ნორმალური (განმკლავის)ინტერვალით.

ბ) ამის შემდეგ მეთაური გასცემს კომანდას – “სდექ”.გ) ამას მოჰყვება კომანდა: “მარცხნისა – კენ”, რომელზეც ყველა ჯარისკაცი

ბრუნდება პირით მეთაურისაკენ (ცენტრისაკენ). ამგვარად, მწყობრი უკვე მზად არისინსტრუქციის მისაღებად.

დ) მწყობრის საწყის მდგომარეობაში დასაბრუნებლად მეთაური გასცემსკომანდებს: “სმენა”, “დაიშალეთ” და “მოეწყვეთ”. ბოლო კომანდაზე ყველა ჯარისკაციუბრუნდება საწყის პოზიციას.

შენიშვნა: როცა გარემო პირობები ხელს უშლის ამგვარი მწყობრის შექმნას,ჯარისკაცებს მიუთითებენ, რომ ადგილზე გაჩერდნენ. ქვედანაყოფის მწყობრშიმოსაწყობად გაიცემა კომანდა – “მოეწყვეთ”.

5. მეთაური ან მეთაურის მოადგილე უზრუნველყოფს მწკრივებში ზუსტიინტერვალის დაცვას (ჯარისკაცებს შორის). როცა ჯარისკაცი სათანადოდ ვერასრულებს მითითებულ მოძრაობებს და ვერ იკავებს საჭირო პოზიციას, მეთაურსშეუძლია დაეხმაროს მას.

6. იმისათვის, რომ ჯარისკაცმა დაიცვას რიტმი, მეთაური მარშირების დროსმათ რიტმულად ათვლევინებს.

ა) სწრაფი ნაბიჯით მარშირების დროს რიტმის დასაცავად, მარცხენა ფეხისმიწაზე დადგმისთანავე, ინსტრუქტორი გასცემს წინასწარ კომანდას: “რიტმულად”,ხოლო შესასრულებელი კომანდა – “დაითვალეთ” გაიცემა მეორე ნაბიჯის გადადგმისშემდეგ. ამგვარად, ჯარისკაცი იწყებს თვლას მარცხენა ფეხის გადადგმიდან დააგრძელებს თვლას ყოველ ნაბიჯზე – ერთი, ორი, სამი, ოთხი. აჩქარებული ნაბიჯითმარშირებისას იგივე მოქმედებები სრულდება, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თვლამხოლოდ მარცხენა ფეხის დადგმისას ხდება. მარშირების დროს რიტმისშესანარჩუნებლად ჯარისკაცებს უფლება აქვთ იმღერონ ან იარონ დოლის ცემისხმაზე;

ბ) ადგილზე სიარულისათვის ორ ან მეტ თვლაზე მეთაური გასცემს კომანდას:“რიტმულად, მარჯვნისა-კენ.” შესასრულებელ კომანდაზე ჯარისკაციიმავდროულად ასრულებს პირველი თვლის მოქმედებას და ამბობს – “ერთი”. მეორეთვლის მოქმედებაზე კი – “ორი”.

Page 11: სამწყობრო წესდება

შენიშვნა: რიტმული მოძრაობების შესაწყვეტად მეთაური გასცემს კომანდას:“რიტმის გარეშე” და მოწყობას აგრძელებს ჩვეულებრივი მეთოდით. მაგალითად,რიტმული თვლის გარეშე მარშირების დროს გაიცემა კომანდა: “რიტმის გარეშე -იარ”, ხოლო ადგილზე სიარულის დროს – კომანდა: “რიტმის გარეშე, მარცხნისა-კენ”. გ) სამწყობრო ილეთების დასაუფლებლად მეთაურები ცდილობენ ჯარისკაცებსა და ქვედანაყოფებს შორის გააღვივონ შეჯიბრების სურვილი, თუმცა სამწყობრო ილეთების სწავლებისას გამეორება ძალზემნიშვნელოვანია. ერთფეროვნებისა და მონოტონურობის თავიდან ასაცილებლადმეთაურები აწყობენ შეჯიბრებებს სამწყობრო ილეთების შესრულებაში.

დ) მასობრივი კომანდები გაიცემა ჯარისკაცებს შორის ურთიერთნდობისშექმნისა და მეტი სიხალისისათვის. ასეთი კომანდები მეტად შედეგიანია სამეთაუროკურსის სწავლების დროს საკომანდო ხმის დასამუშავებლად.

თავი IVკომანდები და საკომანდო ხმა

მუხლი 11. კომანდები

1. სამწყობრო კომანდა არის მეთაურის მიერ გაცემული ზეპირი ბრძანება.მითითებული მოქმედების შესრულების სიზუსტეს მნიშვნელოვნად განაპირობებსკომანდის გაცემის ფორმა (მანერა).

2. წესები – იმ შემთხვევაში, თუ ათეული ეწყობა, როგორც ცალკეულიქვედანაყოფი და არა როგორც უფრო დიდი ერთეულის შემადგენელი ნაწილი,მეთაური კომანდების გასაცემად იყენებს შემდეგ წესებს:

ა) როცა ქვედანაყოფი ერთ ადგილზეა გაჩერებული, მეთაური კომანდებისგაცემის დროს დგება ჯარისკაცების პირისპირ, ხოლო მარშირებისას იგი გვერდზემიჰყვება ათეულს, რათა შეინარჩუნოს თავისი პოზიცია ქვედანაყოფში;

ბ) მარშირებისას კომანდების გასაცემად მეთაური თავს ჯარისკაცებისაკენაბრუნებს;

გ) როცა ათეულები ეწყობიან, როგორც უფრო დიდი ქვედანაყოფის ნაწილები,მაშინ კომანდების გასაცემად დამატებითი წესები გამოიყენება;

დ) წინასწარი კომანდის გასაუქმებლად მეთაური გასცემს კომანდას: “არვარგა”, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს შესასრულებელ კომანდას. მეთაურს არშეუძლია შესასრულებელი კომანდის გაუქმება კომანდით “არ ვარგა“. თუ მცდარიკომანდა არ გაუქმდა, ჯარისკაცები ასრულებენ მას შეძლებისდაგვარად.

3. ორნაწილიანი კომანდები – უმეტესი სამწყობრო კომანდები ორინაწილისაგან – წინასწარი და შესასრულებელი კომანდებისაგან შედგება. არც ერთინაწილი ცალკე კომანდას არ წარმოადგენს, ისინი გამოიყენება ერთად, სამწყობროილეთების შესრულების გამარტივებისათვის.

ა) კომანდები: “მოემზადეთ, იარაღი – მკერდზე” და “მოემზადეთ, დაუმიზნეთ– ცეცხლი” მიჩნეულია ორნაწილიან კომანდებად, მიუხედავად იმისა, რომ ისინიმოიცავენ ორ წინასწარ კომანდას;

ბ) წინასწარ კომანდაზე ჯარისკაცი ემზადება მოქმედების შესასრულებლად.კომანდაში – “პირდაპირ, ნაბიჯით - იარ”, წინასწარი კომანდაა “პირდაპირ, ნაბიჯით”;

Page 12: სამწყობრო წესდება

გ) შესასრულებელი კომანდა უკვე მოქმედების დაწყებაზე მიუთითებს.კომანდაში – “პირდაპირ, ნაბიჯით - იარ” შესასრულებელი კომანდაა “იარ”;

დ) მარშირების დროს ქვედანაყოფის მიმართულების შესაცვლელად წინასწარიდა შესასრულებელი კომანდები ისე გაიცემა, რომ ისინი მოძრაობაშივეგანხორციელდეს. მაგალითად: კომანდა – “მარჯვენა მხრით წინ, ნაბიჯით – იარ“,გაიცემა მიწაზე მარჯვენა ფეხის დადგმისთანავე, ხოლო კომანდა – “მარცხენა მხრითწინ, ნაბიჯით - იარ“, გაიცემა მიწაზე მარცხენა ფეხის დადგმისთანავე. წინასწარ დაშესასრულებელ კომანდებს შორის ინტერვალი ყოველთვის არის ერთი ნაბიჯისგადადგმა ან ერთი თვლა. წინასწარი და შესასრულებელი კომანდები გაიცემა მაშინ,როცა ჯარისკაცი იმავე ფეხს დაადგამს მიწაზე.

4. გაერთიანებული კომანდები – ზოგიერთ კომანდაში წინასწარი დაშესასრულებელი კომანდები გაერთიანებულია. მაგალითად: “მოეწყვეთ -თავისუფლად” და “თავისუფლად”. ეს კომანდები გაიცემა ერთნაირად, მაღალიტონით, ჩვეულებრივი შესასრულებელი კომანდის შესაფერისად.

5. დამატებითი კომანდები არის მეთაურების მიერ ზეპირად გაცემულიბრძანებები, რომლებიც აძლიერებენ და ავსებენ ზემდგომი მეთაურების კომანდას,უზრუნველყოფენ ჯარისკაცების მიერ მოქმედების არსის გაცნობიერებასა და მისგანუხრელ შესრულებას. დამატებითი კომანდები გაიცემა წოდებით ყველაზე დაბლამდგომი მეთაურების მიერ, რომლებიც აკონტროლებენ ცალკეულ მცირექვედანაყოფებს, როგორც საერთო დიდი ქვედანაყოფის შემადგენელ ნაწილებს.

ა) დამატებითი კომანდა შეიძლება იყოს წინასწარი, ორნაწილიანი ან წინასწარიკომანდის ნაწილი. ის, ჩვეულებრივ, გაიცემა წინასწარ და შესასრულებელ კომანდებსშორის. როცა კომანდა ცალკეული ქვედანაყოფისაგან მოითხოვს განსხვავებულმოქმედებას (სხვა ქვედანაყოფებთან შედარებით) ან თვით ამ მოქმედებისშესრულების დროის გადავადებას, ქვემდგომი მეთაურები გასცემენ შესაბამისდამატებით კომანდებს. კერძოდ: ოცეული მოწყობილია რიგებად და ოცეულისმეთაური გასცემს კომანდას: “ორ რიგად მარცხნიდან (პაუზა), ნაბიჯით - იარ”.პირველი და მეორე ათეულების მეთაურები გასცემენ კომანდას – “პირდაპირ”, ხოლომესამე და მეოთხე ათეულების მეთაურები კომანდას – “დარჩით – ადგილზე”.შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” პირველი და მეორე ათეულები მიდიან წინ.იმავდროულად, მესამე ათეულის მეთაური დანარჩენი ორივე ათეულისათვისგასცემს კომანდას – “რიგო, ნახევრად მარცხნივ, ნაბიჯით - იარ”. როგორც კი მესამედა მეოთხე ათეულების მეთაურები მიაღწევენ მარშირების ზღუდეს, ისინიავტომატურად შემობრუნდებიან ნახევრად მარჯვნივ და დგებიან პირველი დამეორე ათეულების უკან, ნორმალური (განმკლავის) ინტერვალით;

ბ) ქვემდგომ მეთაურს დამატებითი კომანდების გაცემისას თავი მარჯვნივ აქვსმიბრუნებული, გარდა იმ გამონაკლისისა, როცა ქვედანაყოფი მისგან მარცხნივმოძრაობს ან ასრულებს კომანდებს – “რიგო – მარცხნივ (ნახევრად - მარცხნივ)“ ან“მარცხენა ფლანგისა-კენ”. მეთაური კომანდებს თავის მარცხნივ მიბრუნებით გასცემსიმ შემთხვევაშიც, როცა ქვედანაყოფი იცვლის მწყობრის სახეობას, როგორიცაამწკრივად ან ოთხრიგად მოწყობა და გადაწყობა (იხ. მუხლები 36 და 42);

Page 13: სამწყობრო წესდება

გ) მაგალითად: ოცეული მოწყობილია ერთ რიგად და აპირებს მწკრივადგადაწყობას მარცხნისაკენ. მარცხენა ფლანგზე მდგომი ათეულის მეთაური,რომელსაც თავი მარცხნივ აქვს მიბრუნებული, გასცემს კომანდას: “რიგო - მარცხნივ”.სხვა ათეულების მეთაურებიც იმავე მეთოდით (მანერით) გასცემენ კომანდას:“დარჩით – ადგილზე”;

შენიშვნა: როცა ქვედანაყოფი არის დგომში “მისალმება იარაღით”, წინასწარკომანდაზე – “იარაღი - ფეხთან” ქვემდგომი მეთაურები დამატებითი კომანდისგაცემის წინ წყვეტენ მისალმებას.

დ) გაერთიანებული კომანდების დროს ქვემდგომი მეთაური არ გასცემსდამატებით კომანდებს. მაგალითად: კომანდაზე – “მოეწყვე, თავისუფლად” ანმასობრივი მოწყობისას, როცა მისი ქვედანაყოფი არის უფრო დიდი შენაერთისშემადგენელი ნაწილი, ქვემდგომი მეთაური ასევე არ გასცემს დამატებით კომანდებს(იხ. 11-ე მუხლის, მე-5 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის შენიშვნა);

ე) საერთო მოწყობის დროს ოცეულის მეთაურები წინასწარი კომანდებისშემდგომ თავად გასცემენ დამატებით კომანდებს. როცა წინასწარი კომანდა ეხებაასეულს, ოცეულების მეთაურები იმავდროულად იღებენ დგომს “სმენა” და გასცემენკომანდას – “ოცეულო”. ასეულის მეთაური ნებას რთავს ოცეულის მეთაურებს,შესასრულებელი კომანდების წინ გასცენ დამატებითი კომანდები;

ვ) როცა მიმართულება არ არის მითითებული, ეს გულისხმობს წინ სვლას,ხოლო როცა მარშირების ტემპზე არ გაიცემა კომანდა, მაშინ ჯარისკაცები მიდიანაჩქარებული ნაბიჯით. ჩვეულებრივ, თუ მარშირების მიმართულება ან ტემპი უნდააღინიშნოს წინასწარ კომანდაში, მაშინ ისინი იღებენ დამატებითი კომანდის სახეს.

6. მითითებები – მეთაური ქვემდგომ მეთაურებს აძლევს მითითებებს:ა) ქვემდგომი ქვედანაყოფების გადაადგილების ან მოძრაობის, ასევე მათ მიერ

დავალების დამოუკიდებლად შესრულების დროს მეთაური გასცემს მითითებებს;ბ) მითითებები გაიცემა წინადადების ფორმით, ჩვეულებრივი ტერმინების

გამოყენებით. მაგალითად – “მოაწყვეთ თქვენი ქვედანაყოფები რიგში გაშლილიმწყობრით და დააწყვეთ იარაღი.”;

გ) “ჩაიბარეთ თქვენი ქვედანაყოფები” – არის ერთადერთი მითითება,რომელზეც ზემდგომი და ქვემდგომი მეთაურები ერთმანეთს ესალმებიან.

მუხლი 12. საკომანდო ხმა

1. სწორად გამოთქმული კომანდის გაგება ქვედანაყოფში ყველას შეუძლია.ამგვარ კომანდებს ახასიათებთ ტონი, ტემპი და შეწყვეტა, რომელსაც სჭირდებასიზუსტე და დროული პასუხი.

2. ხმის კონტროლი – საკომანდო ხმის სიმაღლე დამოკიდებულიაქვედანაყოფში ჯარისკაცების რაოდენობაზე. ჩვეულებრივ, მეთაური დგება ათეულისცენტრის გასწვრივ, პირით ჯარისკაცებისაკენ და ლაპარაკობს ისე, რომ ყველასესმოდეს მისი ხმა:

ა) ხმა უნდა იყოს საკმაოდ ძლიერი, მაგრამ გადაჭარბებული დაძაბვა არ არისსაჭირო;

Page 14: სამწყობრო წესდება

ბ) კომანდების გაცემისათვის საუკეთესო დგომია “სმენა”, ქვედანაყოფისჯარისკაცები აკვირდებიან თავიანთი მეთაურის დგომის მანერას და ჰბაძავენ მას.

3. გარკვევით წარმოთქმა – ყველა კომანდა უნდა წარმოითქვას მკვეთრად დაგარკვევით. მკაფიოდ წარმოთქმული კომანდები ეფექტიანია, ხოლო გაურკვევლადწარმოთქმული – არეულობას იწვევს:

ა) კომანდების სწორად და გარკვევით გაცემის ჩვევა რომ გამოგიმუშავდეთ,წარმოთქვით ისინი ნელა და ფრთხილად, მარცვლების გაგრძელებით;

ბ) შემდეგ თანდათანობით გაზარდეთ სიტყვების გამოთქმის ტემპი რიტმისგანსავითარებლად და ასე ივარჯიშეთ მანამ, სანამ ყველა მარცვალს გარკვევით არწარმოთქვამთ.

4. ხმის მოდულაცია – ხმის მოდულაცია გულისხმობს ხმის აწევ-დაწევასა დატონის შეცვლას:

ა) წინასწარი კომანდა მიუთითებს მოქმედებისაკენ. წარმოთქვით თითოეულიწინასწარი კომანდა მაღალი ხმით. დასაწყისში ხმის გამოცემის ყველაზე სასურველისიმაღლე ბუნებრივი სალაპარაკო ტემბრის დონეს უნდა შეესაბამებოდეს.დამწყებების საერთო ნაკლია წინასწარი კომანდების იმდენად ხმამაღლა წარმოთქმა,რომ შემდეგ მათ ძალა აღარ ჰყოფნით შესასრულებელი კომანდების მკაფიოდ დადაუძაბავად წარმოსათქმელად. ამრიგად, ყველაზე კარგი წესია - დაიწყეთ კომანდისწარმოთქმა ბუნებრივი, სალაპარაკო ხმით;

ბ) შესასრულებელი კომანდა მიუთითებს მოქმედების დაწყებაზე. გაეცით ისმკვეთრი ტონითა და წინასწარი კომანდის ბოლო მარცვალზე ოდნავ მაღალი ხმით.საკომანდო ხმის დასაყენებლად ყველაზე შედეგიანია ვარჯიში;

გ) გაერთიანებულ კომანდებში, როგორიცაა “მოეწყვეთ” და “დაიშალეთ” , წინასწარი და შესასრულებელი კომანდები გაერთიანებულია. ასეთი კომანდები გაიცემა ხმის მოდულაციის გარეშე, თანაბარი მაღალი ტონითა და შესასრულებელი კომანდის წარმოთქმისათვისდამახასიათებელი ხმის სიმაღლით.

5. სიხშირე კომანდებში ნიშნავს სიტყვების სათანადო თანამიმდევრობით დარიტმულად წარმოთქმას. კომანდებს შორის ინტერვალის ხანგრძლივობა ყველაქვედანაყოფისათვის საერთოა. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ქვედანაყოფისთითოეულმა ჯარისკაცმა შეძლოს წინასწარი კომანდის გაგება და დაელოდოსშესასრულებელ კომანდას:

ა) ათეულის ან ოცეულის მარშირებისას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საჭიროადამატებითი კომანდების გაცემა, დროის ინტერვალი წინასწარ და შესასრულებელკომანდებს შორის არის ერთი ნაბიჯის ან “ერთი” თვლის ტოლი. იგივე ინტერვალიგამოიყენება კომანდების გაცემის დროს, როცა ქვედანაყოფი გაჩერებულია. უფროგრძელი კომანდების წარმოთქმა, როგორიცაა – “მარჯვენა ფლანგისაკენ, ნაბიჯით –იარ”, ისე უნდა დაიწყოს, რომ წინასწარი კომანდის გაცემა დამთავრდეს სათანადოფეხის გადადგმისთანავე და წინასწარსა და შესასრულებელ კომანდებს შორისდარჩეს “ერთი” თვლის ტოლი ინტერვალი;

ბ) როცა საჭიროა დამატებითი კომანდების გაცემა, მეთაური ტოვებს “ერთი”თვლის ინტერვალს წინასწარსა და ქვემდგომი მეთაურის დამატებით კომანდებსშორის და კიდევ “ერთს” ამ უკანასკნელის შემდეგ, შესასრულებელი კომანდისგაცემამდე.

Page 15: სამწყობრო წესდება

თავი Vინდივიდუალური სამწყობრო მომზადება

მუხლი 13. სამწყობრო ილეთების შესრულება ადგილზე

1. სამწყობრო ილეთების შესრულება იწყება დგომის – “სმენა” მიღების შემდეგ.2. დგომი “სმენა” – იმისათვის, რომ ქვედანაყოფმა მიიღოს დგომი “სმენა”,

საჭიროა გაიცეს ორი კომანდა:ა) კომანდა – “მოეწყვეთ” გაიცემა ქვედანაყოფის მოსაწყობად ან საწყისი

მდგომარეობის მისაღებად;ბ) თავისუფალ დგომში მყოფი ჯარისკაცებისთვის დგომის – “სმენა”

მისაღებად გაიცემა ორნაწილიანი კომანდა. დგომს – “სმენა” ჯარისკაცები იღებენკომანდაზე “მოეწყვეთ” და “ათეულო (ოცეულო), სმენა”;

გ) დგომის – “სმენა” მისაღებად ქუსლები მიადგით ერთმანეთს სწორ ხაზზე,ფეხის წვერები ფრონტის ხაზზე მიმართეთ თანაბრად, ისე, რომ შეიქმნას 45-გრადუსიანი კუთხე. სხეულის სიმძიმე გადაიტანეთ ორივე ფეხის ტერფსა დაქუსლზე, მუხლები გამართეთ, ტანი გაუსწორეთ თეძოს დონეს, მაღლა აწეულიმკერდით მთელი სხეული ოდნავ წინ წამოსწიეთ და მხრები გაშალეთ;

დ) თავი მაღლა და გამართულად გეჭიროთ, სახით პირდაპირ, ნიკაპი წინ არწამოწიოთ;

ე) ხელები სწორად ჩამოუშვით და არ დაჭიმოთ. გაშლილი თითები შეართეთერთმანეთთან ერთ სიბრტყეში და შარვლის გვერდითა ნაკერს მიადეთ (ნახ. 13. 1);

ვ) იყავით ჩუმად და გაუნძრევლად სხვა მითითებების მიღებამდე.შენიშვნა: დგომი “სმენა” მიიღება, როდესაც სამხედრო მოსამსახურე მიმართავს

წოდებით უფროს სამხედრო მოსამსახურეს.

Page 16: სამწყობრო წესდება

ნახ. 13. 2.2. დგომი “თავისუფლად” – დგომის - “სმენა” მიღების შემდეგ თავისუფალი

დგომის მისაღებად გაიცემა სხვადასხვა სახის კომანდები:ა) სააღლუმო თავისუფალი დგომი. დგომი მიიღება კომანდის – “სმენა”

შესრულების შემდეგ, კომანდით – “სააღლუმოდ – თავისუფლად”:ა.ა) კომანდაზე – “თავისუფლად” – მარცხენა ფეხი გადადგით 25 სმ-ით განზე.

ფეხები გამართეთ სწორად, არ დაჭიმოთ, სხეულის სიმძიმე თანაბრად გაანაწილეთორივე ფეხის ტერფსა და ქუსლზე;

ა.ბ) ორივე ხელი ერთდროულად დაილაგეთ უკან, შუაში, ქამრის დონეზე.გაშალეთ ხელის თითები, მარჯვენა ხელი მარცხენა ხელის გულთან მიიტანეთ ისე,რომ ხელისგულები გარეთ მოექცეს, ცერები ერთმანეთს გადააჯვარედინეთ (ნახ. 13.2);

ნახ. 13. 2. საზეიმო (სააღლუმო) თავისუფალი დგომი

ა.გ) თვალები და თავი გეჭიროთ ისე, როგორც მდგომარეობაში “სმენა”. იყავითჩუმად და გაუნძრევლად სხვა მითითების მიღებამდე. ამ პოზიციიდან შესაძლებელიაკომანდების – “დადექით თავისუფლად”, “დაისვენეთ” და “თავისუფლად”შესრულება;

Page 17: სამწყობრო წესდება

შენიშვნა: რიგითები იღებენ ამ პოზიციას, როცა მიმართავენ ნებისმიერ სერჟანტსან როცა სერჟანტები მიმართავენ უფრო მაღალი წოდების სერჟანტებს (მეთაურებს);

ბ) “დადექით თავისუფლად” – სამწყობრო ილეთის შესასრულებლად გაიცემაკომანდა: “დადექით თავისუფლად”. სამწყობრო დგომი სრულდება ისევე, როგორცკომანდის “სააღლუმო თავისუფლად” შესრულებისას. განსხვავება არის მხოლოდ ის,რომ “დადექით თავისუფლად” დგომის შესრულებისას თავი და თვალებიმიმართულია მეთაურისაკენ. კომანდის – “დადექით თავისუფლად” შესრულებისშემდეგ შეიძლება გაიცეს კომანდა – “თავისუფლად” ან “დაისვენეთ”;

გ) “თავისუფლად” – სამწყობრო ილეთის შესასრულებლად გაიცემა კომანდა“თავისუფლად”. სამხედრო მოსამსახურეებს შეუძლიათ იმოძრაონ მარჯვენა ფეხისგაუნძრევლად და დაასვენონ ხელები ცერების გადაჯვარედინებით, საუბარი არშეიძლება. კომანდის – “თავისუფლად” შესრულების შემდეგ შეიძლება გაიცესკომანდა – “დაისვენეთ”;

დ) “დაისვენეთ” – სამწყობრო ილეთის შესასრულებლად გაიცემა კომანდა“დაისვენეთ”. სამხედრო მოსამსახურეებს შეუძლიათ იმოძრაონ, ისაუბრონ ანდალიონ მათარიდან წყალი მარჯვენა ფეხის გაუნძრევლად;

ე) მეთაურის მიერ კომანდის – “სმენა” წინასწარი კომანდის გაცემისასსამხედრო მოსამსახურეები დგომიდან “დადექით თავისუფლად”, “თავისუფლად” და“დაისვენეთ” ასრულებენ კომანდას “სააღლუმოდ თავისუფლად”;

შენიშვნა: როდესაც ჯარისკაცი იმყოფება დგომში “დადექით თავისუფლად”,“თავისუფლად” და “დაისვენეთ”, კომანდაზე “სმენა” მან დაუყონებლივ უნდა მიიღოსსაზეიმო თავისუფალი დგომი. თუ რაღაც მიზეზის გამო ჯარისკაცი უკვე იმყოფებამდგომარეობაში “სმენა”, იგი ამ მდგომარეობაში რჩება და უშუალო მეთაურს აღარუწევს მის მოსამზადებლად დამატებითი კომანდის გაცემა;

ვ) “დაიშალეთ” – სამწობრო ილეთის შესასრულებლად გაიცემა კომანდა“დაიშალეთ”. სამხედრო მოსამსახურეებს შეუძლიათ იმოქმედონ შემდეგითანამიმდევრობით:

ვ.ა) ქვედანაყოფი დაშლის წინ დგება დგომში “სმენა”;ვ.ბ) იარაღიანი სამხედრო მოსამსახურეებისათვის კომანდამდე “დაიშალეთ”

გაიცემა შემდეგი კომანდები: “შეამოწმეთ - იარაღი”, “მოემზადეთ, იარაღი –მკერდზე”, “იარაღი ფეხთან”, “იარაღი ქამარზე”;

ვ.გ) უიარაღო ათეულებისათვის გაიცემა მხოლოდ კომანდა “დაიშალეთ”.3. ბრუნები ადგილზე – დგომიდან – “სმენა” შესაძლებელია შესრულდეს 5

სახის ბრუნი კომანდებზე: “მარჯვნისა-კენ”, “მარცხნისა-კენ”, “ნახევარბრუნითმარჯვნისა-კენ”, “ნახევარბრუნით მარცხნისა-კენ” და “ზურგისა-კენ”;

შენიშვნა: ბრუნები – “ნახევარბრუნით მარცხნისაკენ” და “ნახევარ-ბრუნითმარჯვნისაკენ” გამოიყენება იმ შემთხვევაში, როცა 90 გრადუსიანი ბრუნი ვერუზრუნველყოფს სასურველი მიმართულებით მოძრაობას.

ა) ადგილზე მარცხნივ ბრუნები სრულდება ორ თვლაში:ა.ა) თვლაზე “ერთი” მარჯვენა ფეხის ქუსლი და მარცხენა ფეხის წვერი ასწიეთ

უმნიშვნელოდ, მარცხენა ფეხის ქუსლსა და მარჯვენა ფეხის წვერზე ოდნავი

Page 18: სამწყობრო წესდება

დაწოლით 90 გრადუსით შებრუნდით მარცხნივ. ამ დროს მარცხენა ფეხი გაჭიმულია,მარჯვენა კი იხრება ბუნებრივად;

ა.ბ) თვლაზე “ორი” მარჯვენა ფეხი მიადგით მარცხენას ისე, რომ მიიღოთდგომი “სმენა”. მთელი ამ მოძრაობების განმავლობაში ხელები რჩება ისევე, როგორცმდგომარეობაში “სმენა” (ნახ. 13. 3).

ბ) ბრუნის – “ზურგისა – კენ” შესრულება ორ თვლაში:ბ.ა) თვლაზე “ერთი” მარჯვენა ფეხი გადადგით უკან, ოდნავ მარცხნივ, ფეხის

წვერზე. სიმძიმის ცენტრი გადაიტანეთ მარცხენა ფეხის ქუსლზე და მარჯვენა მუხლიბუნებრივად მოხარეთ. მარცხენა ფეხის ქუსლზე და მარჯვენა ფეხის წვერზეშეამობრუნდით 180 გრადუსით ზურგისაკენ მარჯვენა მხრიდან.

ბ.ბ) თვლაზე “ორი” მარჯვენა ფეხი მიადგით მარცხენას ისე, რომ მიიღოთდგომი “სმენა”. მთელი ამ მოძრაობის განმავლობაში ხელები რჩება ისევე, როგორცმდგომარეობაში “სმენა”.

შენიშვნა: მთელი ამ მოძრაობების განმავლობაში სხეულის დგომარეობაუცვლელი რჩება, ანუ შეესაბამება დგომს “სმენა”.

Page 19: სამწყობრო წესდება

ნახ. 13. 4. ბრუნი ზურგისაკენ

4. მხედრული მისალმება – კომანდა – “მხედრული მისალმება” სრულდებაერთ თვლაზე, ადგილზე და მარშირებისას. ხელით მისალმებას ასრულებს მხოლოდის სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც უსწორდება მწყობრი. სირბილით სვლისდროს თითოეული სამხედრო მოსამსახურე, რომელიც მწობრზე პასუხისმგებელიპირი ან მეთაურია, მხედრულ მისალმებამდე უნდა გადავიდეს აჩქარებული ნაბიჯითსვლაზე:

ა) თუ სამხედრო მოსამსახურეს ახურავს კეპიანი ქუდი (ჩაფხუტი), კომანდისგაცემისთანავე ასწევს მარჯვენა ხელს მკვეთრად, ისე, რომ თითები შეერთებულიიყოს ხელის გულით ქვემოთ, მტევანი გამართული. მარჯვენა ხელის საჩვენებელითითის წვერი ეხებოდეს ქუდის კეპს (ჩაფხუტს) მარჯვენა თვალთან ისე, რომ წინამხრიდან არ უნდა ჩანდეს ხელისგული და მტევნის ზედაპირი, ხოლო იდაყვი უნდაიყოს მხრის სიმაღლეზე (ნახ. 13. 5-ის 1, 2);

ბ) თუ სამხედრო მოსამსახურე არის სათვალეების გარეშე და ახურავს ბერეტი,მხედრულ მისალმებას ასრულებს იმავე მეთოდით, როგორც ეს აღწერილია ზემოთ,მხოლოდ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის წვერს მიიტანს შუბლთან მარჯვენამხრიდან, მარჯვენა წარბთან ახლოს, ხოლო სათვალეების ტარების შემთხვევაში,თითს მიიტანს სათვალის ჩარჩოსთან (ნახ. 13. 5-ის 3);

გ) მხედრული მისალმების (მოხსენების) შემდეგ სამხედრო მოსამსახურეჩამოუშვებს ხელს მკვეთრად ერთ თვლაზე და მიიღებს დგომს “სმენა”;

დ) როდესაც სამხედრო მოსამსახურე აბარებს პატაკს ან პატივს მიაგებსუფროსს, მას სახეში უყურებს და ისე ესალმება. ამ დროს მოქმედებები სრულდებაკომანდის გაუცემლად. სამხედრო მოსამსახურე მეთაურთან ექვსი ნაბიჯითმიახლოებისას მისალმებას იწყებს და წყვეტს მასთან გასწორებისთანავე (საპასუხომისალმებისთანავე);

Page 20: სამწყობრო წესდება

ნახ.. 13. 5. მხედრული მისალმება.

ე) პატაკის ჩაბარების დროს სამხედრო მოსამსახურე მეთაურს დაუდგება წინორი-სამი ნაბიჯის მოშორებით და უყურებს სახეში. პატაკის ჩაბარების შემდეგდამოუკიდებლად დაუშვებს ხელს და მიიღებს დგომს “სმენა”, ხოლო მოძრაობაშიმხედრული მისალმებისას, მეთაურამდე ხუთი-ექვსი ნაბიჯით მიახლოებისას, ფეხისდადგმასთან ერთად წყვეტს ხელებით მოძრაობას, მიაბრუნებს თავს, მარჯვენა ხელსსაფეთქელთან მიიტანს და მეთაურისაკენ ცქერეით აგრძელებს მოძრაობას; როდესაცმეთაურს ჩაუვლის, მარცხენა ფეხის მიწაზე დადგმისთანავე გაასწორებს თავს,მეთაური იყურება პირდაპირ და მარჯვენა ხელს დაბლა დაუშვებს, ხოლო გასწრებისდროს მეთაურს პირველ ნაბიჯზევე ესალმება, მეორე ნაბიჯზე თავს პირდაპირმიაბრუნებს და მარჯვენა ხელს ჩამოუშვებს. სხვადასხვა პირობებში მხედრულიმისალმების წესები და ხერხები იხილეთ N 1 დანართში.

მუხლი 14. სამწყობრო ილეთები უიარაღოდ მოძრაობისას

1. ამ მუხლში განხილულია სამხედრო მოსამსახურეების ინდივიდუალურისამწყობრო მომზადება, რომელიც შეისწავლება როგორც ინდივიდუალურად, ისეერთობლივად. მისი დასრულების შემდეგ ხორციელდება სამწყობრო მომზადებისშესწავლა ქვედანაყოფის შემადგენლობაში.

2. მარშირების ძირითადი საკითხები – სამხედრო მოსამსახურისგადაადგილება მოიცავს სამწყობრო მომზადების ყველა სახის ელემენტს:

ა) სამწყობრო მომზადების დროს ყველა სახის გადაადგილება იწყებადგომიდან “სმენა”;

ბ) სამხედრო მოსამსახურე, სალაშქრო და თავისუფალი ნაბიჯებითგადაადგილების გარდა, ყველა სახის გადაადგილებას ასრულებს როგორც “სმენაზე”მარშირების დროს. “სმენაზე” მარშირება არის დგომის – “სმენა” და ნაბიჯებისშესრულების კომბინაცია;

გ) მოძრაობა დგომიდან – “სმენა” მარცხენა ფეხით იწყება იმ შემთხვევაში, თუარ არის გაცემული კომანდა – “მარჯვენა ფეხით ნაბიჯით-იარ”;

Page 21: სამწყობრო წესდება

დ) მოკლე მანძილზე სამხედრო მოსამსახურის გადაადგილებისათვის,მეთაურმა უნდა გასცეს კომანდა და აღნიშნოს (მიუთითოს) ნაბიჯების რაოდენობადა მოძრაობის მიმართულება. მაგალითად: წინ, ზურგისკენ ან რომელიმე მხრისაკენ,შემდეგი კომანდების გაცემით: “ერთი ნაბიჯით მარჯვნივ – იარ” ან “ორი ნაბიჯითუკან (წინ) – იარ”. კომანდაზე – “ნაბიჯით - იარ” გადადგით სათანადო ფეხი დამეთაურის მიერ მითითებული ნაბიჯების გავლის შემდეგ ავტომატურად შეჩერდით.წინ გადადგმული ნაბიჯი უნდა იყოს სრული (75 სმ), თუ რაიმე სხვა მითითება არარის გაცემული;

ე) სამწყობრო მომზადების დროს კომანდაზე – “ნაბიჯით იარ” გადაადგილებასრულდება აჩქარებული (ზომიერი) ნაბიჯით სვლის რიტმში (120 ნაბიჯი/წუთში),გარდა სრული ნაბიჯით სვლისას, რომელიც შესაძლოა შესრულდეს კომანდაზე –“სირბილით იარ”, რიტმით 180 ნაბიჯი/წუთში;

ვ) სამწყობრო ნაბიჯის სიგრძე არის მანძილი ჯარისკაცის ერთი ფეხისქუსლიდან მეორე ფეხის ქუსლამდე;

ზ) სამხედრო მოსამსახურის სამწყობრო ნაბიჯი პატარა მანძილზე სრულდებაარასრული ნაბიჯით.

2. გადაადგილება სრული ნაბიჯით – ადგილიდან გადაადგილება სრულინაბიჯით სრულდება კომანდის – “პირდაპირ, ნაბიჯით - იარ” შემდეგ:

ა) სამწყობრო ილეთის შესასრულებლად გაიცემა წინასწარი კომანდა –“პირდაპირ, ნაბიჯით”, ამ დროს სიმძიმის ცენტრი გადაიტანეთ მარჯვენა ფეხზეზედმეტი მოძრაობების გარეშე. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” მარცხენა ფეხითგადადგით სრული ნაბიჯი და განაგრძეთ მარშირება ამავე ზომის თანაბარინაბიჯებით, თავი მიაბრუნეთ წინ და პირდაპირ იყურეთ. ხელები ამოძრავეთბუნებრივად, იდაყვებში მოუხრელად, შარვლის გვერდითი ნაკერიდან 23 სმ-ით წინდა 15 სმ-ით უკან. ხელის თითები გქონდეთ ისე, როგორც დგომისას “სმენა”;

ბ) მარშირების შესაჩერებლად კომანდა ასე გაიცემა: “ათეულო (ოცეულო),სდექ”. წინასწარი კომანდა “ათეულო (ოცეულო)”, გაიცემა მიწაზე ერთ-ერთი ფეხისდადგმისას. მარშირება გრძელდება და შესასრულებელი კომანდა “სდექ” გაიცემაიმავე ფეხის მიწაზე დადგმისას. შეჩერება სრულდება ორ თვლაზე. კომანდის –“სდექ” შემდეგ დგამთ დამატებით ნაბიჯს და წინ გადადგმულ ფეხს მიადგამთმეორეს, იღებთ დგომს “სმენა” და წყვეტთ მოძრაობას.

3. ნაბიჯის შეცვლა – ქვედანაყოფის მწყობრით გადაადგილებისას (სრულინაბიჯით გადაადგილებისას) თუ სამხედრო მოსამსახურეს აერია ფეხი (ნაბიჯი)მეთაური გასცემს კომანდას მარჯვენა ფეხის მიწაზე დადგმისთანავე: “რიგითოპეტრიაშვილო, შეცვალეთ ფეხი (ნაბიჯი)”. კომანდაზე – “ფეხი (ნაბიჯი)” სამხედრომოსამსახურე დგამს დამატებით კიდევ ერთ ნაბიჯს ჯერ მარცხენა, შემდეგ მარჯვენაფეხით. მარჯვენა ფეხის ცერს დგამს მარცხენა ფეხის ქუსლთან ახლოს და განაგრძობსსვლას მარჯვენა ფეხით, ხელების მოძრაობა ბუნებრივია.

4. ზურგისაკენ ბრუნი მოძრაობისას – სრულდება გადაადგილების(მოძრაობის) მიმართულების 180 გრადუსით შესაცვლელად (სრული ნაბიჯებითმარშირებისას). ზურგისაკენ მისაბრუნებელი კომანდა – “ზურგისა-კენ” გაიცემამიწაზე მარჯვენა ფეხის დადგმისთანავე. ამ კომანდაზე მარცხენა ფეხით დგამთ

Page 22: სამწყობრო წესდება

კიდევ ერთ ნაბიჯს (თვლაზე “ერთი”). მარჯვენა ფეხი ნახევარი ნაბიჯით წინ დაოდნავ მარცხნივ დაადგით, ორივე ფეხის წვერზე მკვეთრად შემობრუნდით მარცხნივ(თვლაზე “ორი”) და განაგრძეთ სვლა მარცხენა ფეხით ახალი მიმართულებით(თვლაზე “სამი” მობრუნების დროს ხელები არ მოძრაობს).

5. “თავისუფალი გადაადგილება სრული ნაბიჯით” მოიცავს “სალაშქრონაბიჯით” სიარულსა და “თავისუფალი ნაბიჯით” სიარულს:

ა) კომანდა: “თავისუფალი ნაბიჯით - იარ” გაიცემა რომელიმე ფეხის მიწაზედადგმისთანავე. კომანდის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებს აღარ მოეთხოვებათფეხშეწყობილად სიარული. მაგრამ ინტერვალი და დისტანცია დაცული უნდა იყოს.აგრეთვე შესაძლებელია გაიცეს კომანდები –”სირბილით - იარ” და “სალაშქრონაბიჯით – იარ”;

ბ) კომანდა – “სალაშქრო ნაბიჯით – იარ” სრულდება წინა კომანდის მსგავსად,იმ განსხვავებით, რომ სამხედრო მოსამსახურეებს უფლება აქვთ დალიონ წყალი(მათარიდან) და ისაუბრონ.

შენიშვნა: თავისუფალი გადაადგილებისას მარშირების მიმართულებისშესაცვლელად მეთაური მიუთითებს მიმმართველ (მეწინავე) სამხედრომოსამსახურეებს გადაადგილების მიმართულებას. მოძრაობაში სხვა სამწყობროილეთების შესასრულებლად ქვედანაყოფმა უნდა დაიწყოს ფეხშეწყობილი სვლა.კომანდაზე – “აჩქარებული ნაბიჯით–იარ”, ქვედანაყოფი ავტომატურად გადადისსვლაზე – “გადაადგილება სმენაზე”. მეთაური ახორციელებს დათვლას ან სამხედრომოსამსახურეები ინდივიდუალურად აწარმოებენ ფეხის შეცვლას.

6. არასრული ნაბიჯით (ნახევარი ნაბიჯით - 40 სმ) გადაადგილება ხედებასხვადასხვა მდგომარეობიდან:

ა) არასრული ნაბიჯით ადგილიდან გადაადგილება სრულდება კომანდის:“ნახევარი ნაბიჯით - იარ” გაცემის შემდეგ. წინასწარ კომანდაზე – “ნახევარინაბიჯით” სიმძიმის ცენტრი გადაიტანეთ მარჯვენა ფეხზე, შესამჩნევი მოძრაობებისგარეშე. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” მარცხენა ფეხი გადადგით 40 სმ-ით წინდა განაგრძეთ მარშირება ამ მანძილის დაცვით. ხელები ამოძრავეთ ისევე, როგორცსრული ნაბიჯით სვლისას;

ბ) სრული ნაბიჯის არასრული ნაბიჯით შესაცვლელად რომელიმე ფეხისმიწაზე დადგმისთანავე გაიცემა კომანდა – “ნახევარი ნაბიჯით - იარ”.შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” გადადგით კიდევ ერთი სრული ნაბიჯი დადაიწყეთ სვლა არასრული ნაბიჯებით. ხელები ამოძრავეთ ისევე, როგორც სრულინაბიჯით სვლისას;

გ) სრული ნაბიჯით სვლაზე დასაბრუნებლად, რომელიმე ფეხის მიწაზედადგმისთანავე გაიცემა კომანდა – “პირდაპირ, ნაბიჯით - იარ”. შესასრულებელკომანდაზე – “იარ” გადადგით კიდევ ერთი არასრული ნაბიჯი და დაიწყეთ სვლასრული ნაბიჯით;

დ) ნახევარი ნაბიჯით სვლის შეწყვეტა ხორციელდება ორ თვლაზე იმავეწესით, როგორც სრული ნაბიჯით სვლისას;

Page 23: სამწყობრო წესდება

ე) ნახევარი ნაბიჯით მარშირების დროს შესაძლებელია მხოლოდ შემდეგიკომანდების გაცემა: “ადგილზე ნაბიჯით - იარ”, “პირდაპირ, ნაბიჯით - იარ”,“ნორმალური (განმკლავის) ინტერვალით, ნაბიჯით - იარ” და “სდექ”.

7. ადგილზე ნაბიჯით სიარული:ა) ადგილზე ნაბიჯით სიარულზე გადასვლისათვის, რომელიმე ფეხის მიწაზე

დადგმისთანავე გაიცემა კომანდა – “ადგილზე, ნაბიჯით – იარ”. სრული ანარასრული ნაბიჯით გადაადგილებისას შესასრულებელ კომანდაზე – “იარ”გადადგით კიდევ ერთი ნაბიჯი წინ და ფეხი ფეხს მიადგით, რის შემდეგაც დაიწყეთმარშირება ადგილზე. ამისათვის, თითოეული ფეხი უნდა ასწიოთ (მონაცვლეობით)მიწიდან 5 სმ-ის სიმაღლეზე; ხელები ამოძრავეთ ისე, როგორც სრული ნაბიჯითსვლისას.

შენიშვნა: მწყობრში ადგილზე ნაბიჯით სვლის დროს სამხედრომოსამსახურებმა უნდა დააფიქსირონ თავიანთი ადგილმდებარეობა და გაუსწორდნენმწყობრს. სამხედრო მოსამსახურეებს შორის ინტერვალი უნდა შეესაბამებოდეს ერთიხელის სიგრძეს პლუს 15 სმ (დაახლოებით 102 სმ).

ბ) სრული ნაბიჯით სვლაზე გადასასვლელად გაიცემა კომანდა: “პირდაპირ,ნაბიჯით იარ”. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” კიდევ ერთხელ ფეხი მიწაზედადგით და შემდეგ გადადგით სრული ნაბიჯი;

გ) ადგილზე ნაბიჯით სიარულის შეწყვეტა სრულდება ორ თვლაზე, ისევე,როგორც სრული ნაბიჯით სვლის დროს.

8. არასრული ნაბიჯის მარჯვნივ (მარცხნივ) გადადგმა:ა) სამწყობრო ილეთი სრულდება ადგილზე დგომის დროს, რისთვისაც

გაიცემა კომანდა – “მარჯვნივ (მარცხნივ), ნაბიჯით - იარ”. წინასწარ კომანდაზე –“მარჯვნივ (მარცხნივ) ნაბიჯით” სიმძიმის ცენტრი გადაიტანეთ მარცხენა (მარჯვენა)ფეხზე. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” ოდნავ მოხარეთ მარჯვენა (მარცხენა)მუხლი და ასწიეთ მარჯვენა ფეხი მხოლოდ იმ სიმაღლეზე, რაც თავისუფლადგადადგმისათვისაა საჭირო. დადგით მარჯვენა (მარცხენა) ფეხი მარცხენა (მარჯვენა)ფეხიდან 40 სმ-ის დაშორებით და შემდეგ მარცხენა (მარჯვენა) მიადგით მარჯვენა(მარცხენა) ფეხს, ამ დროს მარცხენა (მარჯვენა) ფეხი გაჭიმულია. მიიღეთ დგომი“სმენა”. ამ გადაადგილების დროს ხელები გიჭირავთ დგომის – “სმენა” შესაბამისად.

ბ) მარჯვენა ან მარცხენა მხარეს ნაბიჯების გადადგმის შეწყვეტა სრულდებაკომანდაზე – “ათეულო (ოცეულო) - სდექ”. ეს მოძრაობა ხორციელდება ორ თვლაზე.წინასწარი კომანდა გაიცემა მაშინ, როცა ფეხის ქუსლები ერთადაა. შესასრულებელიკომანდა – “სდექ” გაიცემა მაშინ, როცა ქუსლები მე-2-ჯერ და ა.შ. არის ერთად.შესასრულებელ კომანდაზე – “სდექ” გადადგით კიდევ ერთი ნაბიჯი წამყვანი ფეხით,მეორე ფეხი მიადგით მას გვერდით და მიიღეთ დგომი “სმენა”.

9. ნახევარი ნაბიჯის უკან გადადგმა:ა) ნახევარი ნაბიჯით უკან გადასაადგილებლად გაიცემა კომანდა: “უკან,

ნაბიჯით – იარ”. წინასწარ კომანდაზე – “უკან, ნაბიჯით” სიმძიმის ცენტრი გადაგაქვთმარჯვენა ფეხზე. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” მარცხენა ფეხით უკან დგამთარასრულ ნაბიჯს და მარშირებთ უკან ამავე ზომის ნაბიჯებით. ხელებს ამოძრავებთბუნებრივად;

Page 24: სამწყობრო წესდება

ბ) უკან ნაბიჯით სვლის შეწყვეტა სრულდება ორ თვლაზე, ძირითადად, ისევე,როგორც სრული ნაბიჯებით სვლისას.

10. მთლიანი სრული ნაბიჯებით სირბილი:ა) ადგილზე დგომისას (შეჩერებისას) ან სრული აჩქარებული ნაბიჯებით

მარშირების დროს იწყებთ სირბილს ტემპით 180 ნაბიჯი/წუთში, კომანდის –“სირბილით – იარ” გაცემის შემდეგ;

ბ) როდესაც დგახართ ადგილზე, წინასწარ კომანდაზე – “სირბილით” სიმძიმისცენტრი გადაიტანეთ მარჯვენა ფეხზე. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” ხელებიმოხარეთ იდაყვებში 90°-ით, თითები მოხარეთ სახსრებში, ტანი ოდნავ წინწამოსწიეთ და დაიწყეთ სირბილი მარცხენა ფეხით სრული ნაბიჯით, ტემპით 180ნაბიჯი/წუთში. ხელები ამოძრავეთ წინ და უკან 90°-ით (როდესაც ჯარისკაციშეიარაღებულია, წინასწარ კომანდაზე – “სირბილით” იარაღს მიიტანს მკერდთან).მითითებაზე – “დაიცავით მწკრივი” მიმმართველები, როდესაც მათ იარაღი აქვთქამარზე, იწყებენ სირბილს ამავე მდგომარეობაში;

გ) სრული აჩქარებული ნაბიჯით (120 ნაბიჯი/წუთში) მარშირების დროსკომანდა – “სირბილით – იარ” გაიცემა მაშინ, როცა ჯარისკაცი რომელიმე ფეხსდაადგამს მიწაზე. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” – გადადგამს კიდევ ერთიაჩქარებულ ნაბიჯს და იწყებს სირბილს უკან მდგომი ფეხით;

დ) იმისათვის, რომ ჯარისკაცი დაუბრუნდეს სრული აჩქარებული ნაბიჯითსვლას, გაიცემა კომანდა – “აჩქარებული ნაბიჯით – იარ” მაშინ, როცა რომელიმე ფეხიშეეხება მიწას. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” უნდა გადადგას კიდევ ორი ნაბიჯისირბილით, დაუშვას ხელები და განაგრძოს მარშირება სრული აჩქარებულინაბიჯით.

შენიშვნა: სირბილით სვლის დროს შესაძლებელია კომანდების: “აჩქარებულინაბიჯით – იარ”, “ათეულო, ნახევრად მარცხნისა-კენ (მარჯვნისა-კენ)” და “ათეულო,მარცხნისა-კენ (მარჯვნისა-კენ)” შესრულება. კომანდის –”სირბილით იარ” გაცემამდეშეიარაღებული ჯარისკაცები უნდა იყვნენ დგომში – “იარაღი მკერდთან”.

11. ბრუნები მოძრაობის დროს ისეთი მოძრაობების მნიშვნელოვანი ნაწილია,როგორიცაა: ხაზზე გასწორება, რიგთა გადაადგილება, ჯარისკაცთა შემოწმებამწკრივში და ნორმალური (განმკლავის) ინტერვალის ორმაგი (ორი განმკლავის)ინტერვალით შეცვლა ან პირიქით:

ა) კომანდა – “მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ), ნაბიჯით – იარ”, შეიძლება გაიცესმხოლოდ ინსტრუქციის მიცემის მიზნით, რათა ჯარისკაცმა ინდივიდუალურადისწავლოს ამ კომანდის სათანადოდ შესრულება. წინასწარ კომანდაზე –“მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ), ნაბიჯით” სიმძიმის ცენტრი (ზედმეტი მოძრაობებისგარეშე) გადაიტანეთ მარჯვენა ფეხზე. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” მარჯვენა(მარცხენა) ფეხის ტერფზე 90 გრადუსით შებრუნდით მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ)და გადადგით მარცხენა ფეხი მითითებული მიმართულებით. ბრუნი და ნაბიჯიშეასრულეთ ერთ თვლაზე და დაიწყეთ მარშირება ახალი მიმართულებით;

ბ) მარშირების დროს შეჩერებიდან ნახევარბრუნით მარჯვნისაკენ(მარცხნისაკენ) შებრუნება ხორციელდება იმავე მეთოდით, როგორც ბრუნება

Page 25: სამწყობრო წესდება

მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ), მხოლოდ ბრუნი უნდა ქმნიდეს 45 გრადუსიან კუთხესმარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ);

გ) მარშირების დროს ბრუნების შეჩერება სრულდება ორ თვლაზე, ისევე,როგორც სრული ნაბიჯით სვლისას.

მუხლი. 15 ინდივიდუალური სამწყობრო ვარჯიშები АКМ (АК-74)კალაშნიკოვის ავტომატით

1. იარაღი ფეხთან – კომანდაზე – “მოეწყვეთ” მიიღეთ დგომი “იარაღიფეხთან”, ხოლო კომანდაზე – “სმენა” გადადით სააღლუმო დგომზე. მოაქციეთავტომატის კონდახი მარჯვენა ხელის გულში ისე, რომ თითის წვერები ეხებოდესკონდახის ქვედა მხარეს. დაიკავეთ იარაღი ვერტიკალურად მჭიდით წინ, ხოლომარჯვენა ხელის შუა თითი უნდა გედოთ შარვლის ნაკერის გასწვრივ (ნახ.15. 1).

2. თავისუფალი დგომი – კომანდა “თავისუფლად” სრულდება იმავეთანამიმდევრობით, როგორც ინდივიდუალური მოწყობისას, შემდეგი დამატებით:

ა) კომანდაზე – “აღლუმზე თავისუფლად” შესასრულებელ კომანდაზე –“თავისუფლად”, იმოქმედეთ ისე, როგორც ინდივიდუალური მოწყობისასავტომატისა და მარჯვენა ხელის გაუნძრევლად;

ბ) შესასრულებელ კომანდაზე – “თავისუფლად” მიიღეთ “სააღლუმოთავისუფალი” დგომი და მიაბრუნეთ თავი წინ მეთაურისკენ (ავტომატისმიუბრუნებლად);

გ) შესასრულებელ კომანდაზე – “თავისუფლად” ავტომატი გეჭიროთ ისე,როგორც ნახ. 15. 1-ზე.

3. დგომიდან – “იარაღი ფეხთან” დგომზე – “იარაღი მკერდთან” გადასვლასრულდება ორ თვლაში, კომანდაზე – “იარაღი მკერდზე”:

Page 26: სამწყობრო წესდება

ა) შესასრულებელ კომანდაზე – “მკერდზე” თვლაზე “ერთი” მარცხენა ხელიმოჰკიდეთ ლულის ზესადებს ზემოთ;

ბ) თვლაზე “ორი” გაითავისუფლეთ მარჯვენა ხელი და ასწიეთ ავტომატიდიაგონალურად, წელიდან 10 სმ-ის დაშორებით. ამავე დროს, მოჰკიდეთ მარჯვენახელი კონდახს, ხოლო იდაყვები დაიჭირეთ ფერდებთან ახლოს (ნახ. 15. 2).

ნახ. 15. 2. გადასვლა მდგომარეობიდან –”იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში – “იარაღიმკერდზე”.

ნახ. 15.3 გადასვლა მდგომარეობიდან – „იარაღი მკერდხზე“ მდგომარეობაში – „იარაღი ფეხთან“.

Page 27: სამწყობრო წესდება

4. მდგომარეობიდან – “იარაღი მკერდზე” მდგომარეობაში – “იარაღი ფეხთან”გადასვლა სრულდება ორ თვლაში (ნახ 15. 3), კომანდაზე – “იარაღი ფეხთან”.შესასრულებელ კომანდაზე – “ფეხთან” თვლაზე “ერთი” მოაცილეთ მარჯვენა ხელიავტომატს და გადაიტანეთ იარაღი გვერდზე, როგორც დგომში – “იარაღი ფეხთან”.ამავე დროს, მიიდეთ მარჯვენა ხელი გვერდთან და ხელახლა მოჰკიდეთ ავტომატისკონდახს (როგორც მდგომარეობაში – “იარაღი ფეხთან”). თვლაზე “ორი”გაითავისუფლეთ მარცხენა ხელი, მკვეთრად დაუშვით გვერდზე და მიიღეთ დგომი –“სმენა”.

5. მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მდგომარეობში – “იარაღი ყარაულზე”გადასვლა სრულდება სამ თვლაზე, კომანდაზე – “იარაღი ყარაულზე”.შესასრულებელ კომანდაზე – “ყარაულზე” მიიღეთ მდგომარეობა “იარაღი მკერდზე”ორ თვლაში. თვლაზე “სამი” მოაბრუნეთ ავტომატი მარჯვენა ხელით ისე, რომვერტიკალურად იყოს სხეულის ცენტრიდან 10 სმ-ით დაშორებით, მჭიდით წინ.დასწიეთ ავტომატი დაბლა, სანამ მარცხენა წინა მკლავს ჰორიზონტალურად არდაიჭერთ და იდაყვებს გვერდებთან არ მიიტანთ;

ნახ. 15. 4. იარაღი ყარაულზე

6. მდგომარეობიდან – “იარაღი ყარაულზე” მდგომარეობში –”იარაღი ფეხთან”გადასვლა სრულდება სამ თვლაში კომანდაზე – “იარაღი ფეხთან”. შესასრულებელკომანდაზე – “ფეხთან” თვლაზე “ერთი” შეაბრუნეთ ავტომატი და დაიკავეთ როგორცმდგომარეობაში – “იარაღი მკერდზე”. თვლაზე “ორი” და “სამი” სრულდება იგივემოქმედებები, როგორც მდგომარეობაში – “იარაღი მკერდზე”.

7. იარაღის შემოწმება – იარაღის შესამოწმებელ კომანდაზე - “შეამოწმეთიარაღი” მდგომარეობიდან - “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში -”იარაღიშემოწმებაზე” გადასვლა ხორციელდება ექვს თვლაში (ნახ. 15. 5):

Page 28: სამწყობრო წესდება

ა) შესასრულებელ კომანდაზე – “იარაღი” თვლაზე “ერთი” და “ორი” მიიღეთმდგომარეობა – “იარაღი მკერდზე”;

ბ) თვლაზე “სამი” გაითავისუფლეთ მარჯვენა ხელი, ცერით გახსენითცეცხლის რეჟიმის გადამრთველი, საკეტის ჩარჩო გადატენის სახელურით გადასწიეთდა გააჩერეთ უკანა მდგომარეობაში;

გ) თვლაზე “ოთხი” გადასწიეთ ავტომატი ისე, რომ მასრის გამოსაგდებისარკმელი მაღლა იყოს მიმართული. შეამოწმეთ მიმღები მასრის გამოსაგდებისარკმელიდან;

დ) თვლაზე “ხუთი” გაუშვით საკეტის ჩარჩოს გადატენის სახელურს ხელი,გააკეთეთ საკონტროლო გასროლა და დააყენეთ მცველზე ცეცხლის რეჟიმისგადამრთველი;

ე) თვლაზე “ექვსი” მიმართეთ ავტომატი ლულით ზემოთ და მიიღეთმდგომარეობა – “იარაღი მკერდზე”.

ნახ.15. 5. იარაღის შემოწმება

8. მდგომარეობის – “იარაღი მარჯვენა მხარზე” მისაღებად სრულდება შემდეგიმოქმედებები:

ა) მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში –”იარაღი მარჯვენამხარზე” გადასვლა სრულდება ოთხ თვლაში კომანდაზე- “იარაღი მარჯვენა მხარზე”(ნახ. 15. 6):

ა.ა) შესასრულებელ კომანდაზე – “მხარზე” შეასრულეთ მოქმედება “იარაღიმკერდზე” ერთ თვლაში;

ა.ბ) თვლაზე “ორი” შეასრულეთ მოქმედებები ისევე, როგორც მდგომარეობაში– “იარაღი მკერდზე”, იმ განსხვავებით, რომ აქ მარჯვენა ხელის ცერი და მომდევნოორი თითი უნდა მოჰკიდოთ კონდახის ზედა ნაწილს;

ა.გ) თვლაზე “სამი” (თავის მოუბრუნებლად) გაითავისუფლეთ მარცხენა ხელიდა ასწიეთ ავტომატი ისე, რომ სამიზნე ზემოთ იყოს მიმართული. შემდეგ მიიდეთ

Page 29: სამწყობრო წესდება

იარაღი მარჯვენა მხარზე, მარცხენა ხელით დაიკავეთ სალულე. თითები გაშლილადგეწყოთ იარაღზე, ხელის გულით სხეულისაკენ. მარცხენა იდაყვი დასწიეთ დაბლა,ხოლო მარჯვენა წინამხარი ჰორიზონტალურად გეჭიროთ;

ა.დ) თვლაზე “ოთხი” მკვეთრად დაუშვით მარცხენა ხელი გვერდზე დამიიღეთ დგომი – “სმენა”.

ნახ. 15. 6. იარაღი მარჯვენა მხარზებ) მდგომარეობიდან – “იარაღი მარჯვენა მხარზე” მდგომარეობაში – “იარაღი

ფეხთან” გადასვლა სრულდება სამ თვლაში კომანდაზე – “იარაღი ფეხთან” (ნახ. 15. 7):ბ.ა) შესასრულებელ კომანდაზე – “ფეხთან” თვლაზე “ერთი” თავის

დაუხრელად მარჯვენა ხელით (ისე, რომ არ გადააადგილოთ) ასწიეთ იარაღი ოდნავმაღლა და დაიკავეთ სხეულისადმი დიაგონალურად, წელიდან 10 სმ-ით ზევით.მარცხენა ხელი მოჰკიდეთ ავტომატის ლულის ზესადებს;

ბ.ბ) თვლაზე “ორი” გაითავისუფლეთ მარჯვენა ხელი, მიიტანეთ იარაღიგვერდთან, როგორც მდგომარეობაშიİ – “იარაღი ფეხთან” და მარჯვენა ხელითდაიჭირეთ კონდახი;

ბ.გ) თვლაზე “სამი” მოაცილეთ მარცხენა ხელი ავტომატს, მკვეთრიმოძრაობით დაუშვით გვერდზე და მიიღეთ დგომი – “სმენა”.

Page 30: სამწყობრო წესდება

9. მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში – “იარაღი მარცხენამხარზე” გადასვლა სრულდება ოთხ თვლაზე კომანდაზე – “იარაღი მარცხენა მხარზე”(ნახ. 15. 8).

ა) შესასრულებელ კომანდაზე – “მხარზე” ორ თვლაში მიიღეთ მდგომარეობა –“იარაღი მკერდთან”;

ბ) თვლაზე “სამი” გაითავისუფლეთ მარცხენა ხელი და თავის დაუხრელად,მარჯვენა ხელით მიიტანეთ ავტომატი მარცხენა მხართან, ისე, რომ იდაყვი დაბლადარჩეს დახრილი. ამავე დროს მოჰკიდეთ მარცხენა ხელის ცერი და საჩვენებელითითი კონდახის ზედა ნაწილს, ხოლო მარცხენა წინამხარი ჰორიზონტალურადდაიკავეთ;

ა.გ) თვლაზე “ოთხი” მარჯვენა ხელი მკვეთრად დაუშვით გვერდზე დამიიღეთ დგომი – “სმენა”.

Page 31: სამწყობრო წესდება

ნახ. 15. 8. მდგომარეობა “ იარაღი მარცხენა მხარზე”ბ) მდგომარეობიდან – “იარაღი მარცხენა მხარზე”, მდგომარეობაში – “იარაღი

ფეხთან” გადასვლა სრულდება ოთხ თვლაზე კომანდაზე – “იარაღი ფეხთან” (ნახ. 15.9):

ბ.ა) შესასრულებელ კომანდაზე – “ფეხთან” თვლაზე “ერთი” ასწიეთ მარჯვენახელი მაღლა, სხეულისადმი დიაგონალურად და ჩაავლეთ კონდახის ვიწრო ყელსისე, რომ იდაყვი დაბლა დარჩეს დახრილი;

Page 32: სამწყობრო წესდება

ბ.ბ) თვლაზე “ორი” (თავის გაუნძრევლად) გაითავისუფლეთ მარცხენა ხელიდა მარჯვენა ხელით გადასწიეთ ავტომატი დიაგონალურად, წელიდან 10 სმ-ითმაღლა. ამავე დროს მოჰკიდეთ მარცხენა ხელი ლულის ზესადებს და დაუბრუნდითმდგომარეობას – “იარაღი მკერდთან”. თვლაზე “სამი” და “ოთხი”, მოქმედებები ისევესრულდება, როგორც მდგომარეობიდან – “იარაღი მკერდთან” მდგომარეობაში –“იარაღი ფეხთან” გადასვლის დროს. მარშირებისას კომანდა გაიცემა მიწაზენებისმიერი ფეხის დადგმისთანავე.

8. მდგომარეობის შეცვლა – კალაშნიკოვის სისტემის ავტომატის ერთიმდგომარეობიდან მეორეში გადატანისთვის გამოიყენება შემდეგი ხერხები:

ა) მდგომარეობა – “იარაღი მარჯვენა მხარზე” მიიღება მდგომარეობიდან“იარაღი მკერდზე” სამ თვლაში, კომანდაზე – “იარაღი მარჯვენა მხარზე”.შესასრულებელ კომანდაზე – “მხარზე” ჩამოსწიეთ მარჯვენა ხელი კარაბინისკონდახის ბოლოში და მოაქციეთ კონდახის ბოლოს ზედა ნაწილი პირველ ორ თითსშორის, ისე, რომ ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს ეხებოდეს. თვლაზე “ორი”და “სამი” მოქმედებები სრულდება იგივე თანმიმდევრობით, როგორც თვლაზე“სამი” და “ოთხი” მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მოცემულ მდგომარეობაზეგადასასვლელად. მარშირების დროს შესასრულებელი კომანდა გაიცემა მიწაზემარჯვენა ფეხის დადგმისთანავე;

ბ) მდგომარეობიდან – “იარაღი მარჯვენა მხარზე” მდგომარეობაში – “იარაღიმკერდთან” გადასვლა სრულდება ორ თვლაში კომანდაზე- – “იარაღი მკერდზე”.შესასრულებელ კომანდაზე – “მკერდზე” თვლაზე “ერთი” მოქმედება შეასრულეთისევე, როგორც მდგომარეობიდან – “იარაღი მარჯვენა მხარზე” მდგომარეობაში –“იარაღი ფეხთან” გადასვლის დროს. თვლაზე “ორი” გაითავისუფლეთ მარჯვენახელი, მოჰკიდეთ კონდახის ვიწრო ყელს და მიიღეთ მდგომარეობა – “იარაღიმკერდთან”. მარშირების დროს შესასრულებელი კომანდა გაიცემა მიწაზე მარჯვენაფეხის დადგმისთანავე;

გ) მდგომარეობის – “იარაღი მკერდთან” მდგომარეობით – “იარაღი მარცხენამხარზე” შეცვლა სრულდება ორ თვლაში კომანდაზე – “იარაღი მარცხენა მხარზე”.შესასრულებელ კომანდაზე – “მხარზე” მიიღეთ მდგომარეობა – “იარაღი მარცხენამხარზე” ისე, როგორც თვლაზე “სამი” და “ოთხი” მდგომარეობის – “იარაღი ფეხთან”მიღებისას. მარშირების დროს შესასრულებელი კომანდა გაიცემა მიწაზე მარცხენაფეხის დადგმისთანავე;

დ) მდგომარეობიდან – “იარაღი მკერდთან” მდგომარეობაში “იარაღი მარცხენამხარზე” გადასვლა სრულდება ორ თვლაზე კომანდაზე – “იარაღი მკერდზე”.შესასრულებელ კომანდაზე – “მკერდზე” პირველ ორ თვლაზე შეასრულეთ იგივემოქმედებები, როგორც მდგომარეობიდან – “იარაღი მარცხენა მხარზე”მდგომარეობაში – “იარაღი ფეხთან” გადასვლისას. მარშირებისას კომანდა გაიცემამიწაზე მარცხენა ფეხის დადგმისთანავე;

ე) მდგომარეობიდან – “იარაღი მარჯვენა მხარზე” მდგომარეობაში – “იარაღიმარცხენა მხარზე” გადასვლა სრულდება ოთხ თვლაში კომანდაზე – “იარაღიმარცხენა მხარზე”. შესასრულებელ კომანდაზე – “მხარზე” თვლაზე “ერთი”შეასრულეთ მოქმედება ისევე, როგორც მდგომარეობის – “იარაღი ფეხთან”

Page 33: სამწყობრო წესდება

მიღებისას. თვლაზე “ორი” გადაიტანეთ ხელი ავტომატის კონდახის ვიწრო ყელზე(“იარაღი მკერდთან”). თვლაზე “სამი” და “ოთხი” სრულდება იგივე მოქმედებები,რაც მდგომარეობის – “იარაღი მკერდთან” მიღებისას. მარშირების დროს კომანდაგაიცემა მარშირების ადგილზე მარცხენა ფეხის დადგმისთანავე;

ვ) მდგომარეობიდან – “იარაღი მარცხენა მხარზე” მდგომარეობაში – “იარაღიმარჯვენა მხარზე” გადასვლა სრულდება ხუთ თვლაში კომანდაზე “იარაღი მარჯვენამხარზე”. შესასრულებელ კომანდაზე – “იარაღი” ორ თვლაში მიიღეთ მდგომარეობა –“იარაღი მკერდთან”, თვლაზე “სამი”, “ოთხი” და “ხუთი” მოქმედებები სრულდებაზემოთ აღწერილი თანამიმდევრობით (ამ პოზიციიდან იარაღის მხარზე გადატანისშემთხვევაში). მარშირებისას შესასრულებელი კომანდა გაიცემა მიწაზე მარჯვენაფეხის დადგმისთანავე;

ზ) მდგომარეობიდან – “იარაღი მარჯვენა მხარზე” მდგომარეობაში “იარაღიşმარცხენა მხარზე” გადასვლა სრულდება ხუთ თვლაში კომანდაზე – “იარაღიმარჯვენა მხარზე”. შესასრულებელ კომანდაზე – “მხარზე” ორ თვლაში მიიღეთმდგომარეობა “იარაღი მკერდთან”. თვლაზე “სამი”, “ოთხი” და “ხუთი” სრულდებაიგივე მოქმედებები, როგორც მდგომარეობის “იარაღი მკერდთან“ მიღებისას.მარშირებისას შესასრულებელი კომანდა გაიცემა მიწაზე მარჯვენა ფეხისდადგმისთანავე;

თ) მდგომარეობის – “იარაღი ყარაულზე” შესაცვლელად მდგომარეობით –“იარაღი მარჯვენა (მარცხენა) მხარზე”, გაიცემა კომანდა – “იარაღი მარჯვენა(მარცხენა) მხარზე”. შესასრულებელ კომანდაზე – “მხარზე” თვლაზე “ერთი” მიიღეთმდგომარეობა “იარაღიş მკერდთან” და შემდეგ ჩვეული თანამიმდევრობითდაუბრუნდით დგომს მითითებულ მდგომარეობაში.

შენიშვნა: გამოცდილმა ჯარისკაცმა უნდა შესძლოს 15-თვლიანიმოქმედებების შესრულება იარაღით შემდეგ მდგომარეობებში: “იარაღი ფეხთან”,“იარაღი მარჯვენა მხარზე”, “იარაღი მარცხენა მხარზე” და “მისალმება იარაღით”,რისთვისაც გაიცემა კომანდა: “15 - თვლიანი მოქმედებები იარაღით”.

9. მდგომარეობა “იარაღი ქამარზე” კალაშნიკოვის სისტემის ავტომატით.მდგომარეობაში – “იარაღი ქამარზე” დგომის მისაღებად ძირითადი ილეთებისრულდება ისევე, როგორც კალაშნიკოვის სისტემის ხელის ტყვიამფრქვევით (მუხლი16. პუნქტი 35, 46.).

ა) ყველა შემდგომი მოქმედების შესრულებისას შეინარჩუნეთ მდგომარეობა“იარაღი ქამარზე”;

ბ) მდგომარეობაში – “იარაღი ქამარზე” ყოფნისას, შეიძლება შესრულდესყველა ინდივიდუალური და ქვედანაყოფის სამწყობრო მოქმედება, გარდა იარაღისდაწყობისა, რომელიც ხორციელდება მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან”;

გ) მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” (მოშვებული ქამრებით)მდგომარეობაში – “იარაღი ქამარზე” გადასასვლელად გაიცემა კომანდა – “იარაღიქამარზე”. შესასრულებელ კომანდაზე – “ქამარზე” მარცხენა ხელი მოჰკიდეთ ქამარსლულის სამაგრთან და გაითავისუფლეთ მარჯვენა ხელი. შემდეგ გაუყარეთ მარჯვენახელი ქამარშიş და ავტომატი მარჯვენა მხარზე გადაიკიდეთ. ქამარი დაიკავეთ ისე,რომ მაჯა სწორად გეჭიროთ, იდაყვი ფერდზე მიდებული გქონდეთ, მარჯვენა

Page 34: სამწყობრო წესდება

წინამხარი ჰორიზონტალურად უნდა იყოს გაშლილი, ავტომატი კი ვერტიკალურად.იმავდროულად გაითავისუფლეთ მარცხენა ხელი, მკვეთრად დაუშვით გვერდზე დადაიკავეთ როგორც დგომში – “სმენა”;

დ) მდგომარეობის – “იარაღი ფეხთან” მისაღებად (დაჭიმული ქამრებით)გაიცემა კომანდა – “მოირგეთ ქამრები”. შესასრულებელ კომანდაზე – “ქამრები”,მოიხსენით ავტომატი მხრიდან, შემდეგ, მარჯვენა ხელი მოჰკიდეთ ლულას დაიარაღი ვერტიკალურად მაღლა ასწიეთ, მარცხენა ხელით მიიდეთ ავტომატისკონდახი მარჯვენა თეძოზე და ჩადეთ მარჯვენა მოხრილ მკლავში, ორივე ხელითდაჭიმეთ ქამარი, მარცხენა ხელი მოჰკიდეთ ლულის ზესადებს და გადაიტანეთავტომატი პოზიციაში – “იარაღი ფეხთან”. ამავე დროს, მიიდეთ მარჯვენა ხელიგვერდზე და მოჰკიდეთ ავტომატის კონდახს. ამის შემდეგ, გაითავისუფლეთმარცხენა ხელი, მკვეთრი მოძრაობით დაუშვით გვერდზე და დაიკავეთ როგორცდგომში – “სმენა”.

ე) მდგომარეობის – “იარაღი ფეხთან” (დაჭიმული ქამრებით) შესაცვლელადმდგომარეობით “იარაღი ქამარზე” გაიცემა კომანდა – “იარაღი ქამარზე”.შესასრულებელ კომანდაზე – “ქამარზე” მარცხენა ხელით (დიაგონალურად)მისწვდით ლულის ზესადებს, ხოლო მარჯვენა ხელით მიიდეთ კონდახი მარჯვენათეძოზე და ავტომატი ჩადეთ მარჯვენა მოხრილ მკლავში. ორივე ხელით დაჭიმეთქამარი, შემდეგ მოჰკიდეთ მარცხენა ხელი ქამრის სამაგრს ლულასთან და მიიღეთმდგომარეობა – “იარაღი ქამარზე” (როგორც ზემოთ არის აღწერილი);

ვ) თუ ქვედანაყოფი დგას პოზიციაში – “იარაღი ფეხთან” (მოშვებულიქამრებით) და მეთაურს სურს, რომ ჯარისკაცებმა ქამრები დაჭიმონ, ამისათვის ისგასცემს კომანდას – “გაისწორეთ ქამრები”. შესასრულებელ კომანდაზე – “ქამრები”დაჭიმეთ ქამარი და ისევ გადადით მდგომარეობაში – “იარაღი ფეხთან”.

შენიშვნა: გარდა სპეციფიკური შემთხვევებისა, შეიარაღებული ჯარისკაცებიეწყობიან მდგომარეობაში – “იარაღი ფეხთან” (მოშვებული ქამრებით).

ზ) ავტომატის საწყის მდგომარეობაში დასაბრუნებლად (იარაღი ფეხთან)გაიცემა კომანდა – “მოუშვით ქამრები”. შესასრულებელ კომანდაზე –”ქამრები”,მარცხენა ხელით მისწვდით მარჯვენა მხარზე გადაკიდებულ ქამარს,გაითავისუფლეთ მარჯვენა ხელი და მოიხსენით იარაღი მხრიდან. შემდეგ, მარჯვენახელი მოჰკიდეთ ლულას და მარცხენა ხელი გადაიტანეთ ლულის ზესადებზე,შემდეგ ისევ გაუშვით მარჯვენა ხელი იარაღს და დაუბრუნდით საწყისმდგომარეობას (როგორც ზემოთ არის აღწერილი). როგორც კი მიიღებთმდგომარეობას – “იარაღი ფეხთან”, ხელახლა მოჰკიდეთ მარჯვენა ხელი კონდახს,ხოლო მარცხენა ხელი მკვეთრი მოძრაობით მიიდეთ ბარძაყზე, როგორც დგომში“სმენა”.

მუხლი 16. ინდივიდუალური სამწყობრო ვარჯიშები კალაშნიკოვის ხელისტყვიამფრქვევით (РПК, РПК-74)

1. კომანდაზე – “ადგილზე” – ყველა მოძრაობა სრულდება “იარაღი ფეხთან” ან“იარაღი ქამარზე” მდგომარეობით, რომელსაც ეწოდება “სმენა იარაღით”.

Page 35: სამწყობრო წესდება

2. ყველა გადაადგილება სრულდება სირბილით.3. წვრთნის დროს ხელის ტყვიამფრქვევი ძირითადად გამოიყენება სავაზნე

კოლოფის გარეშე, ხოლო როცა საჭიროება სავაზნე კოლოფის გამოყენებას მოითხოვს,,იარაღი გადაადგილებისას გადაიტანება ქამარზე.

4. სირბილით მოძრაობის დაწყებისათვის კომანდის – “იარაღი მკერდთან”შემდეგ გაიცემა კომანდა “სირბილით”.

5. მოძრაობებს, მწყობრის გასწორებას, მოკლე დისტანციაზე მარშირებასქვედანაყოფი ასრულებს კომანდაზე “იარაღი ფეხთან” ან “იარაღი ქამარზე”მდგომარეობაში. როდესაც ზემოთ ხსენებული მოძრაობები “იარაღი ფეხთან”კომანდის დროს სრულდება, ჯარისკაცმა ხელის ტყვიამფრქვევი უნდა ასწიოსმიწიდან 5-სმ–ით მაღლა, მოძრაობების შესრულების შემდეგ ჯარისკაცი ხელისტყვიამფრქვევს აბრუნებს საწყის მდგომარეობაში.

6. კომანდას – “მოემზადეთ, იარაღი მკერდთან” უნდა მოჰყვეს იარაღისშემოწმება და შემდეგ შესრულდეს სხვა დანარჩენი კომანდები.

7. მდგომარეობა “იარაღი მკერდთან” მთავარი პოზიციაა იარაღით წვრთნისას,ამ დროს ჯარისკაცი გადადის ერთი მდგომარეობიდან მეორეში. გამონაკლისიამდგომარეობიდან “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში “იარაღი მარჯვენა მხარზე”გადასვლა და პირიქით.

8. იარაღის გამოყენების ხერხები ხორციელდება “სმენაზე” დგომის დროს,რადგან უმეტეს შემთხვევაში, იარაღის გამოყენების ხერხები სრულდება თავის,თვალებისა და ტანის მოძრაობებით.

9. მდგომარეობა “იარაღი ქამარზე” შესაფერისია იმისათვის, რომ ჯარისკაცმამარშირების დროს შესძლოს იარაღის ტარება. “იარაღი მკერდთან” კი მხოლოდ მაშინგამოიყენება, როცა იარაღს ქამარი არ აქვს.

10. “იარაღი ფეხთან” კომანდის შესასრულებლად ჯერ გაიცემა კომანდა –“მოეწყვეთ”, რომელიც უნდა შესრულდეს დგომიდან – “სმენა” ან “საზეიმოთავისუფალი” (ნახ. 16. 1).

Page 36: სამწყობრო წესდება

11. კომანდაზე – “იარაღი ფეხთან” შეინარჩუნეთ ხელის ტყვიამფრქვევით“სმენაზე” დგომი. დადეთ ხელის ტყვიამფრქვევის კონდახი მარჯვენა ფეხთან ისე,რომ სამიზნე უკანა მხარეს აღმოჩნდეს. კონდახის ქვედა კუთხე უნდა ეხებოდეს ფეხსისე, რომ ხელის ტყვიამფრქვევის უკანა მხარემ და მისმა ტარმა წინ სწორი ხაზიშექმნას. ხელის ტყვიამფრქვევი უნდა გეჭიროთ მარჯვენა ხელში ისე, რომ თითებითგამოხატული იყოს “U” (თითები უნდა იყოს მჭიდროდ შეერთებული და გაჭიმული).დაიჭირეთ ხელის ტყვიამფრქვევი ისე, რომ მარჯვენა ხელის თითები მიმართულიიყოს ქვემოთ და გასწორებული იყოს ლულის ზესადებზე. მარჯვენა ხელი და მკლავიდაიჭირეთ ხელის ტყვიამფრქვევის უკან ისე, რომ ცერი გასწორებული იყოს ფეხთან.

12. კომანდა – “ტყვიამფრქვევით თავისუფალი დგომი” გაიცემა დაშესრულდება იგივე ფორმით, როგორც ინდივიდუალური წვრთნის დროს. გარდაამისა, სრულდება შემდეგი დამატებითი მოქმედებები:

ა) კომანდაზე – “საზეიმო თავისუფლად” ტყვიამფრქვევის ლულის ტუჩი უნდაგასწიოთ წინ, იმავდროულად აბრუნეთ ტარი, რათა ხელი ჩასჭიდოთ ლულას,ავტომატის კონდახის კუთხე დაიჭირეთ მიწის ზედაპირზე ისე, რომ მარჯვენა ხელიიყოს გაჭიმული;

ბ) კომანდა – “თავისუფლად” შეასრულეთ იგივე თანამიმდევრობით, როგორცკომანდა “საზეიმო თავისუფალად”, იმ განსხვავებით, რომ თავი და თვალებიმეთაურისაკენ მიაბრუნეთ;

გ) კომანდაზე – “თავისუფლად” ან “გაისწორეთ” ტყვიამფრქვევის კონდახირჩება იმავე მდგომარეობაში, როგორც “საზეიმო თავისუფალი” დგომის დროს.

13. მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში – “იარაღი მკერდზე”გადასვლა სრულდება ორ თვლაზე კომანდით – “იარაღი მკერდზე”(ნახ. 16. 2.).

Page 37: სამწყობრო წესდება

ნახ. 16. 2. მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში – “იარაღიმკერდზე” გადასვლა

ა) შესასრულებელ კომანდაზე – “იარაღი” (თვლაზე ,,ერთი”) ჯარისკაცმა უნდაასწიოს ხელის ტყვიამფრქვევი ისე, რომ იარაღმა დიაგონალურად გადაკვეთოს ტანი,მარჯვენა იდაყვი მიმართული უნდა იყოს ქვემოთ (კორპუსის დაძაბვის გარეშე).მარცხენა ხელი უნდა ჩასჭიდოს ლულის ზესადებს, ზუსტად სამიზნის წინ ისე, რომხელის ტყვიამფრქვევი ზუსტად 10 სმ-ით იყოს დაცილებული წელს;

ბ) თვლაზე “ორი” ჩასჭიდეთ მარჯვენა ხელი კონდახს და დაიჭირეთ ხელისტყვიამფრქვევი ისე, რომ დიაგონალურად კვეთდეს ტანს. ხელის ტყვიამფრქვევიწელიდან დაახლოებით 10 სმ–ით უნდა იყოს დაცილებული, მარჯვენა მკლავი უნდაგეჭიროთ ჰორიზონტალურად. იდაყვები მჭიდროდ უნდა გქონდეთ მიბჯენილიგვერდებზე.

14. მდგომარეობიდან – “იარაღი მკერდზე” მდგომარეობაში “იარაღი ფეხთან”გადასვლა სრულდება სამ თვლაზე კომანდით – “იარაღი ფეხთან” (ნახ. 16. 3.):

ნახ. 16. 3. მდგომარეობიდან –”იარაღი მკერდზე” მდგომარეობაში – “იარაღი ფეხზე”გადასვლა

ა) შესასრულებელ კომანდაზე – “იარაღი” გაუშვით მარჯვენა ხელი კონდახს დამოჰკიდეთ ლულას ისე, რომ მარჯვენა ხელი ტანს კვეთდეს. ლულას ისე მაგრადჩასჭიდეთ ხელი, რომ ტყვიამფრქვევი არ მოძრაობდეს, დაბლა დახრილი იდაყვითავისუფლად დაიჭირეთ;

ბ) თვლაზე “ორი” მარცხენა ხელი აიღეთ ლულის ზესადებიდან და დაუშვითშაშხანა მარჯვენა მხარეს ისე, რომ ტყვიამფრქვევის კონდახი მიწის ზედაპირიდანდაცილებული იყოს 5 სმ-ით. მარცხენა ხელის გაჭიმული თითები უნდა ეხებოდესლულას;

Page 38: სამწყობრო წესდება

გ) თვლაზე “სამი” მარცხენა ხელი მკვეთრად დაუშვით მარცხენა გვერდზე.შაშხანა დადეთ მიწის ზედაპირზე და მიიღეთ დგომი “იარაღი ფეხთან”.

15. დგომიდან – “იარაღი ფეხთან” დგომში – “იარაღი ყარაულზე” გადასვლასრულდება სამ თვლაზე კომანდაზე – “იარაღი ყარაულზე”. წინასწარ კომანდაზე –“იარაღი” დგომში – “იარაღი მკერდზე” გადასვლა სრულდება ორ თვლაზე. თვლაზე“სამი” მარჯვენა ხელით შემოაბრუნეთ იარაღი ისე, რომ სავაზნე კოლოფი პირით წინიყოს, დაიჭირეთ ხელის ტყვიამფრქვევი ვერტიკალურად, 10 სმ-ით წინ გაწეული.დაუშვით ხელის ტყვიამფრქვევი მანამ, სანამ მარცხენა ხელი ჰორიზონტალურმდგომარეობაშია, იდაყვები უნდა გეჭიროთ გვერდზე გაწეული (ნახ. 16. 4).

ნახ. 16. 4. იარაღი ყარაულზე

16. დგომიდან – “იარაღი ყარაულზე” დგომში – “იარაღი ფეხთან” გადასვლახორციელდება ოთხ თვლაზე. კომანდაზე – “იარაღი” ხელის ტყვიამფრქვევიმდგომარეობიდან – “იარაღი ყარაულზე” უნდა დაბრუნდეს მდგომარეობაში –“იარაღი მკერდზე”. თვლაზე ორი, სამი და ოთხი ხელის ტყვიამფრქვევიმდგომარეობიდან “იარაღი მკერდზე” გადაიტანეთ მდგომარეობაში – “იარაღიფეხთან” იგივე თანამიმდევრობით, როგორც მოცემულია მე-16 მუხლის მე-14პუნქტში.

17. დგომიდან – “იარაღი ყარაულზე” დგომში – “იარაღი მკერდზე” გადასვლაერთ თვლაზე სრულდება.

18. სამხედრო მოსამსახურე იარაღით მხედრული მისალმებისასმდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” უნდა გადავიდეს მდგომარეობაში “იარაღიყარაულზე”. შემდეგ მიაბრუნებს თავს და მზერით აცილებს უფროსს. “იარაღიფეხთან” დგომისას სამხედრო მოსამსახურე დამატებითი კომანდის გარეშეავტომატურად ასრულებს მხედრულ მისალმებას.

19. როდესაც სამხედრო მოსამსახურე (ხელის ტყვიამფრქვევით მარჯვენა ანმარცხენა მხარზე) დგას მარტო, დამოუკიდებლად დგება “ყარაულზე”. იგი სამხედრომისალმების შემდეგ უბრუნდება საწყის მდგომარეობას.

Page 39: სამწყობრო წესდება

20. სირბილის დროს მხედრული მისალმებისათვის სამხედრო მოსამსახურეუნდა გადავიდეს აჩქარებული ნაბიჯით სიარულზე.

21. დგომიდან – “იარაღი ფეხთან” დგომში – “იარაღი შემოწმებაზე” გადასვლასრულდება ოთხ თვლაზე კომანდით – “იარაღი შემოწმებაზე”:

ა) წინასწარ კომანდაზე – “იარაღი” ტყვიამფრქვევი გადაიტანეთმდგომარეობაში “იარაღი მკერდთან” ორ თვლაზე;

ბ) თვლაზე “სამი” მარჯვენა ხელი გაითავისუფლეთ, გახსენით ხელისტყვიამფრქვევის საკეტის მცველი ცერით, მოქაჩეთ გადასატენი უკან ცერითა დასაჩვენებელი თითით და დაიკავეთ საკეტის ჩარჩო უკანა მდგომარეობაში;

გ) თვლაზე “ოთხი” მოაბრუნეთ ხელის ტყვიამფრქვევი ისე, რომ მცველიზემოთ იყოს მიმართული და შეამოწმეთ იარაღი (ნახ. 16. 5).

22. “მოემზადეთ, იარაღი მკერდზე” ერთადერთი კომანდაა, რომელიც იარაღისშემოწმებისას გაიცემა:

ა) კომანდაზე “მოემზადეთ” სავაზნე კოლოფთან და სასხლეტთან ჩასჭიდეთმარცხენა ხელი;

ბ) კომანდაზე – “იარაღი” გაუშვით გადასატენის სახელურს ხელი და ცერიდაადეთ სასხლეტზე. კომანდაზე – “მკერდზე” გამოკარით სასხლეტს, დაკეტეთმცველი და დადექით დგომში “იარაღი მკერდზე”.

23. იარაღის გადატანა მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში –“იარაღი მარჯვენა მხარზე” სრულდება ოთხ თვლაში კომანდით – “იარაღი მარჯვენამხარზე” (ნახ 16. 6).

ა) წინასწარ კომანდაზე – “იარაღი” ჩასჭიდეთ მარჯვენა ხელი ხელისტყვიამფრქვევის ლულას და დაიჭირეთ მარცხენა მხრის დიაგონალურად, იდაყვიუნდა იყოს ქვემოთ მიმართული, თავისუფალ მდგომარეობაში. მარცხენა ხელი

Page 40: სამწყობრო წესდება

ჩასჭიდეთ ლულის ზესადებს ძირში, იარაღი წელიდან 10 სმ-ით უნდა იყოსდაშორებული;

ნახ. 16. 6. იარაღი მარჯვენა მხარზე

ბ) თვლაზე “ორი” მარჯვენა ხელი ჩამოსწიეთ და კონდახის ზედა კუთხემოაქციეთ ორ თითს შორის (ზემოდან ცერით). კონდახი უნდა დაიჭიროთ მოხრილითითებით;

გ) თვლაზე “სამი” (თავის მოძრაობის გარეშე) გაითავისუფლეთ მარცხენა ხელი(მარჯვენა ხელი რჩება ადგილზე), შემოაბრუნეთ ხელის ტყვიამფრქვევი ისე, რომლულა ზევით იყოს მიმართული, დაიდეთ იარაღი მარჯვენა მხარეზე, მარცხენახელით გააწონასწორეთ ხელის ტყვიამფრქვევი ისე, რომ მიმართული იყოსვერტიკალურად. მარცხენა ხელის თითები და ცერი შეინარჩუნეთ გაჭიმულ დაშეერთებულ მდგომარეობაში, ხელის გული კი სხეულისაკენ უნდა იყოსშებრუნებული. თითების ზედა სახსარი ეხება სალულეს. მარცხენა იდაყვიშეინარჩუნეთ დაბლა დახრილი, სხეულის სიბრტყეში;

დ) თვლაზე “ოთხი” მკვეთრად ჩამოსწიეთ მარცხენა ხელი გვერდზე, იმმდგომარეობაში, როგორც “სმენაზე” დგომის დროს.

24. დგომიდან – “იარაღი მარჯვენა მხარზე” დგომში – “იარაღი ფეხთან”გადასვლა სრულდება ოთხ თვლაზე კომანდაზე – “იარაღი ფეხთან”:

ა) შესასრულებელ კომანდაზე – “იარაღი” თავის მოძრაობებისა და მარჯვენახელის მდგომარეობის შეცვლის გარეშე, ხელის სწრაფი და მკვეთრი მოძრაობითხელის ტყვიამფრქვევი კონდახზე ხელმოჭიდებული მოაბრუნეთ (სახით ზემოთ) დადაიჭირეთ დიაგონალურად ისე, რომ დაახლოებით 10 სმ-ით იყოს დაცილებულიწელიდან, შემდეგ მარცხენა ხელი ჩასჭიდეთ ლულის ზესადებს სალულის წინანაწილში;

Page 41: სამწყობრო წესდება

ბ) თვლაზე “ორი” წაიღეთ მარჯვენა ხელი ზემოთ, ტანის გადაკვეთაზე დადაადეთ ხელი ლულას სამიზნის მარჯვენა მხრიდან. მტკიცედ ჩასჭიდეთ ხელი ისე,რომ ხელის ტყვიამფრქვევი არ მოძრაობდეს. მარჯვენა იდაყვი შეინარჩუნეთ დაბლათავისუფლად დახრილი.

გ) თვლაზე “სამი” და “ოთხი” სრულდება იგივე მოძრაობები, რაც დგომიდან“იარაღი მკერდთან” დგომში – “იარაღი ფეხთან” გადასვლის დროს. (იხ. ნახ. 16. 3.)

25. იარაღის გადატანა მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში –“იარაღი – მარცხენა მხარზე” სრულდება ოთხ თვლაში კომანდით – “იარაღი მარცხენამხარზე”:

ა) წინასწარ კომანდაზე – “იარაღი” შეასრულეთ ილეთი – “იარაღი მკერდთან”ორ თვლაში;

ბ) თვლაზე “სამი” გაითავისუფლეთ ხელის ტყვიამფრქვევის სალულეზეჩაჭიდებული მარცხენა ხელი (თავის გაუნძრევლად), ხელის ტყვიამფრქვევი მიიდეთმარჯვენა ხელით მარცხენა მხარზე (სამიზნით ზევით) და იდაყვი დაუშვით ქვევით.ამავე დროს ჩასჭიდეთ მარცხენა ხელი ხელის ტყვიამფრქვევის კონდახის ძირს ისე,რომ ის მოექცეს ცერსა და საჩვენებელ თითებს შორის, ხოლო დანარჩენი თითებიშემოეჭდოს ქვევიდან. მარცხენა მკლავის წინამხარი უნდა იყოს ჰორიზონტალურად,ხოლო მარცხენა მკლავის ზედა მხარე – ვერტიკალურად და გვერდზე მჭიდროდმიბჯენილი;

ნახ. 16. 7. იარაღი მარცხენა მხარზე

გ) თვლაზე “ოთხი” მარჯვენა ხელი მკვეთრად დაუშვით და დაიკავეთ იგივემდგომარეობაში როგორც “სმენაზე” დგომის დროს (ნახ. 16. 7.).

26. იარაღის გადატანა მდგომარეობიდან – “მარცხენა მხარზე” მდგომარეობაში– “იარაღი ფეხთან” სრულდება ხუთ თვლაში:

Page 42: სამწყობრო წესდება

ა) წინასწარ კომანდაზე – “იარაღი” ასწიეთ მარჯვენა ხელი, მიიდეთჯვარედინად მკერდზე და ჩასჭიდეთ კონდახის ვიწრო ყელს, ხოლო იდაყვი ქვევითდაუშვით;

ბ) თვლაზე “ორი” (თავის მოძრაობის გარეშე) გაითავისუფლეთ კონდახზეჩაჭიდებული მარცხენა ხელი და მარჯვენა ხელით გადმოიტანეთ ხელისტყვიამფრქვევი სხეულის დიაგონალურად (სამიზნე ზევით) წელიდან დაახლოებით10 სმ სიმაღლეზე. ამავე დროს, მარცხენა ხელი ჩასჭიდეთ ლულის ზესადების(სალულე) ზევით და მიიღეთ მდგომარეობა – “იარაღი მკერდთან”;

გ) თვლაზე “სამი”, “ოთხი” და “ხუთი” მეორდება იგივე ილეთები, რაცსრულდება მდგომარეობიდან – “იარაღი მკერდთან” მდგომარეობაში – “იარაღიფეხთან” გადასვლის დროს (იხ. ნახ. 16. 3.).

27. იარაღის გადატანა მდგომარეობიდან – “იარაღი მკერდთან” მდგომარეობაში– “იარაღი მარჯვენა მხარზე” სრულდება სამ თვლაში კომანდით – “იარაღი მარჯვენამხარზე”. შესასრულებელ კომანდაზე – “მხარზე” გაითავისუფლეთ ჩაჭიდებულიმარჯვენა ხელი და ჩასჭიდეთ ხელის ტყვიამფრქვევის კონდახის ძირს ისე, რომ ისმოექცეს ცერსა და საჩვენებელ თითს შორის, ხოლო დანარჩენი თითები შემოეჭდოსქვევიდან. თვლზე “ორი” და “სამი” მოქმედებები სრულდება იგივეთანამიმდევრობით, როგორც თვლაზე “სამი” და “ოთხი” მდგომარეობიდან –“იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში – “იარაღი მარჯვენა მხარზე” გადატანისას.

28. იარაღის გადატანა მდგომარეობიდან – “მარჯვენა მხარზე” მდგომარეობაში– “იარაღი მკერდთან” ორ თვლაში სრულდება კომანდით – “იარაღი მკერდთან”.წინასწარ კომანდაზე – “იარაღი” თვლაზე “ერთი” იარაღი მდგომარეობიდან –“მარჯვენა მხარზე” გადაიტანეთ მდგომარეობაში – “იარაღი ფეხთან”. თვლაზე “ორი”გაითავისუფლეთ მარჯვენა ხელი და ჩასჭიდეთ ის ხელის ტყვიამფრქვევის კონდახისვიწრო ყელს, მიიღეთ მდგომარეობა – “იარაღი მკერდთან”. მარშით სვლის დროსკომანდა გაიცემა მიწაზე მარჯვენა ფეხის დადგმისთანავე.

29. იარაღის გადატანა მდგომარეობიდან – “იარაღი მკერდთან”მდგომარეობაში – “იარაღი მარცხენა მხარზე” სრულდება ორ თვლაში კომანდით –“იარაღი მარცხენა მხარზე”. წინასწარ კომანდაზე “იარაღი~ – ხელის ტყვიამფრქვევიმდგომარეობაში – “მარცხენა მხარზე” გადაიტანეთ იგმავე მოქმედებებით, რამოქმედებებიც სრულდება თვლაზე “სამი” და “ოთხი” მდგომარეობიდან – “ფეხთან”მდგომარეობაში – “მხარზე” იარაღის გადატანის დროს. მარშით სვლისას კომანდაგაიცემა მიწაზე მარჯვენა ფეხის დადგმისთანავე.

30. იარაღის გადატანა მდგომარეობიდან – “მარცხენა მხარზე” მდგომარეობაში– “იარაღი მკერდთან” სრულდება ორ თვლაში კომანდით – “იარაღი მკერდთან”.წინასწარ კომანდაზე – “იარაღი” თვლაზე “ერთი”, “ორი” იარაღი მდგომარეობიდან –“მარცხენა მხართან” გადაიტანეთ მდგომარეობაში – “იარაღის ფეხთან”. მარშითსვლის დროს შესასრულებელი კომანდა გაიცემა მიწაზე მარცხენა ფეხისდადგმისთანავე.

31. იარაღის გადატანა მდგომარეობიდან – “მარჯვენა მხარზე”, მდგომარეობაში– “მარცხენა მხარზე” სრულდება ორ თვლაში კომანდით – “იარაღი მარცხენა მხარზე”.წინასწარ კომანდაზე – “იარაღი” სრულდება იგივე ილეთი, რაც თვლაზე “ერთი”

Page 43: სამწყობრო წესდება

მდგომარეობაში – “ფეხთან” იარაღის გადატანის დროს. თვლაზე “ორი” გაუშვითმარჯვენა ხელი ხელის ტყვიამფრქვევის კონდახის ძირს და ჩასჭიდეთ კონდახისვიწრო ყელს (მდგომარეობა “იარაღი მკერდთან”). თვლაზე “სამი”, “ოთხი” სრულდებაიგივე ილეთები, რაც იარაღის მდგომარეობიდან – “მკერდთან” მდგომარეობაში –“იარაღი მხარზე” გადატანის დროს. მარშით სვლის დროს კომანდა გაიცემა მიწაზემარცხენა ფეხის დადგმისთანავე.

32. იარაღის გადატანა მდგომარეობიდან – “მარცხენა მხარზე” მდგომარეობაში– “იარაღი მარჯვენა მხარზე” სრულდება ხუთ თვლაში კომანდით – “იარაღიმარჯვენა მხარზე”. წინასწარ კომანდაზე – “იარაღი” შეასრულეთ ილეთი – “იარაღიმკერდთან” ორ თვლაში. თვლაზე “სამი”, “ოთხი” და “ხუთი” – სრულდება იგივეილეთები, რაც იარაღის მდგომარეობიდან – “მკერდთან” მდგომარეობაში “მხარზე”გადატანის დროს. მარშით სვლის დროს კომანდა გაიცემა მიწაზე მარჯვენა ფეხისდადგმისთანავე.

33. მდგომარეობიდან – “იარაღი მარცხენა/მარჯვენა მხარზე” “საზეიმოდგომზე” გადასვლა სრულდება მხოლოდ ადგილზე დგომისას. წინასწარ კომანდაზე– “იარაღი” იარაღი მდგომარეობიდან – “იარაღი მარჯვენა/მარცხენა მხარზე”გადაიტანეთ მდგომარეობაში – “იარაღი მკერდთან”. შემდეგ მდგომარეობიდან –“იარაღი მკერდთან” ერთ თვლაში მიიღეთ “საზეიმო დგომი”.

34. დგომიდან – “საზეიმო დგომი” მდგომარეობის – “იარაღიმარჯვენა/მარცხენა მხართან” მისაღებად გაიცემა კომანდა – “იარაღიმარჯვენა/მარცხენა მხართან”. წინასწარ კომანდაზე – “იარაღი” ერთ თვლაში მიიღეთდგომი – “იარაღი მკერდთან” და შემდეგ შეასრულეთ ის ილეთები, რომლებიციარაღის მდგომარეობიდან – “მკერდთან” მდგომარეობაში – “იარაღი მხარზე”გადატანის დროს სრულდება.

შენიშვნა: გამოცდილ სამხედრო მოსამსახურეს უნდა შეეძლოს იარაღისმდგომარეობიდან – “ფეხთან” მდგომარეობებში: “მარჯვენა მხარზე”, “მარცხენამხარზე” “საზეიმოდ” და “ფეხთან” თანამიმდევრობით გადატანა 15 თვლაშიკომანდით – “იარაღი”.

35. კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევისთვის მდგომარეობის – “იარაღიქამარზე” ძირითადი მოძრაობების (მოქმედებების) შესრულებისას საყურადღებოა:

ა) მდგომარეობა – “იარაღი ქამარზე” შენარჩუნდება ყველა დანარჩენიმოძრაობის დროს;

ბ) სამხედრო მოსამსახურეებისა და ქვედანაყოფის სასწავლო მოქმედებებიშეიძლება შესრულდეს მდგომარეობაში – “იარაღი ქამარზე”, ხოლო “დაჩქარებულიმარში” სრულდება მდგომარეობიდან “იარაღი ფეხთან”;

გ) მწყობრში მდგომარეობაში – “იარაღი ქამარზე” ყოფნის დროს მხედრულიმისალმება შეასრულეთ კომანდაზე – “საზეიმო დგომი”;

დ) ოცეულების მეთაურებსა და სერჟანტებს ყველა სამწყობრო სწავლებისა დაცერემონიების დროს თავიანთი იარაღი აქვთ მდგომარეობაში – “იარაღი ქამარზე” დაამ პოზიციიდან ისინი ასრულებენ მხოლოდ “საზეიმო დგომს”. ასევე მოქმედებენათეულების უფროსები, როდესაც მათი ქვედანაყოფები გადიან სამწყობროსწავლებას, როგორც ცალკეული ერთეულები.

Page 44: სამწყობრო წესდება

36. მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მოშვებული ქამრით მდგომარებაში –“იარაღი ქამარზე” გადასასვლელად გაიცემა კომანდა – “იარაღი ქამარზე” (იხ. ნახ. 16.8.). წინასწარ კომანდაზე – “იარაღი” ჩასჭიდეთ კალაშნიკოვის ხელის ტყვიამფრქვევისლულას მარჯვენა ხელი და ასწიეთ ის ვერტიკალურად. ჩასჭიდეთ ქამარს ლულაზემისამაგრებელთან ახლოს მარცხენა ხელი და გაითავისუფლეთ მარჯვენა ხელი.მარჯვენა ხელი და მკლავი გაატარეთ ქამარსა და ხელის ტყვიამფრქვევს შორის დაგადაიტანეთ ქამარი მარჯვენა მხარზე. ჩასჭიდეთ ქამარს მარჯვენა ხელი ისე, რომმაჯა იყოს პირდაპირ, მარჯვენა მკლავი – ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, იდაყვი– მჭიდროდ მიბჯენილი გვერდზე და ხელის ტყვიამფრქვევი კი ვერტიკალურმდგომარეობაში. გაითავისუფლეთ ჩაჭიდებული მარცხენა ხელი, მკვეთრადდაუშვით და დაიკავეთ მდგომარეობაში – “სმენა”.

ნახ. 16. 8. იარაღი ქამარზე

37. ხელის ტყვიამფრქვევის დაბრუნება მდგომარეობაში – “იარაღი ფეხთან”დაჭიმული ქამრით, სრულდება კომანდაზე – “ქამარი” (ნახ. 16. 9.). კომანდაზე –“ქამარი” მოიხსენით ხელის ტყვიამფრქვევი მხრიდან. შემდეგ ჩასჭიდეთ ხელისტყვიამფრქვევის ლულას მარჯვენა ხელი და დაიჭირეთ ვერტიკალურად, ჩასჭიდეთმარცხენა ხელი იარაღს კონდახის ვიწრო ყელში და მიიდეთ იარაღის კონდახიმარჯვენა თეძოზე. მოხრილი მარჯვენა ხელი ჩამოაცურეთ სალულესთან და დაიდეთიარაღი მარჯვენა ხელის მაჯაზე. ორივე ხელით დაჭიმეთ ქამარი. ჩასჭიდეთ ლულასმარჯვენა ხელი და იარაღი დააბრუნეთ მდგომარეობაში – “იარაღი ფეხთან”.

Page 45: სამწყობრო წესდება

38. მდგომარეობაში – “იარაღი ფეხთან” დაჭიმული ქამრის მოსაშვებად გაიცემაკომანდა – “იარაღი ქამარზე”. შესასრულებელ კომანდაზე – “ქამარზე” ხელისტყვიამფრქვევის ლულას ჩასჭიდეთ მარჯვენა ხელი და დაიკავეთ ისვერტიკალურად. ჩასჭიდეთ მარცხენა ხელი იარაღს კონდახის ვიწრო ყელში დამიიდეთ იარაღის კონდახი მარჯვენა თეძოზე. მოხრილი მარჯვენა ხელი ჩამოაცურეთსალულესთან და დაიდეთ იარაღი მარჯვენა ხელის მაჯაზე. ორივე ხელით დაჭიმეთქამარი. ჩასჭიდეთ ქამარს მარცხენა ხელი ლულის სამაგრთან ახლოს და შეასრულეთილეთი – “იარაღი ქამარზე” (როგორც ეს მოცემულია მე-16 მუხლის 36-ე პუნქტში).

39. როცა სამხედრო მოსამსახურე იმყოფება მდგომარეობაში – “იარაღიფეხთან” მოშვებული ქამრით, კომანდაზე – “ქამარი” მოჭიმეთ ქამარი და ხელისტყვიამფრქვევი დააბრუნეთ მდგომარეობაში – “იარაღი ფეხთან” იმთანამიმდევრობით, როგორც ეს აღწერილია მე-16 მუხლის 36-ე პუნქტში.

შენიშვნა: თუ არ არის მითითებული მწყობრში იარაღით ილეთებისშესრულება, “იარაღი ფეხთან” ილეთის ელემენტები ემთხვევა მოქმედებას, რომელიცსრულდება “იარაღი ქამარზე” მდგომარეობის მისაღებად.

40. ხელის ტყვიამფრქვევის დასაბრუნებლად მდგომარეობაში – “იარაღიფეხთან” მოშვებული ქამრით, გაიცემა კომანდა – “მოიხსენი იარაღი”. შესასრულებელკომანდაზე – “იარაღი”, მარცხენა ხელი ჩასჭიდეთ მარჯვენა მხარზე გადადებულქამარს, გაითავისუფლეთ მარჯვენა ხელი და მოიხსენით ხელის ტყვიამფრქვევი.მარჯვენა მხრიდან ჩასჭიდეთ იარაღის ლულას მარჯვენა ხელი, გაითავისუფლეთღვედს ჩაჭიდებული მარცხენა ხელი და მიიღეთ დგომი – “იარაღი ფეხთან” (როგორცზემოთ იყო აღწერილი).

41. დგომიდან – “იარაღი ქამარზე” მხედრული მისალმებისთვის გაიცემაკომანდა – “სააღლუმოდ თავისუფლად” და შემდეგ კომანდა – “სმენა”. სამხედრომოსამსახურე კომანდაზე – “სმენა” გადადის დგომში – “იარაღი ქამარზე”, იმგანსხვავებით, რომ ნიკაპს წევს მაღლა და თავს აბრუნებს მეთაურისკენ (ნახ. 16. 10.).

Page 46: სამწყობრო წესდება

ნახ. 16. 10. მხედრული მისალმება მდგომარეობიდან – “იარაღი ქამარზე”

42. მდგომარეობიდან – “იარაღი ქამარზე” გადასვლა მდგომარეობაში – “იარაღიმკერდთან” სამწყობრო ილეთის შესრულებისას კომანდაზე – “იარაღი მკერდთან”მოქმედება სრულდება შესასრულებელ კომანდაზე – “მკერდთან”. სხეულისჯვარედინად გაიწვდინეთ მარცხენა ხელი და ჩასჭიდეთ მარჯვენა მხარზეგადადებულ ქამარს. ჩამოიღეთ იარაღი მხრიდან და დაიჭირეთ სხეულის წინდიაგონალურად, ჩასჭიდეთ კონდახის ვიწრო ყელს მარჯვენა ხელი, ხელისტყვიამფრქვევი დაიჭირეთ ტანის ჯვარედინად (ნახ. 16. 11).

43. იარაღის დასაბრუნებლად მდგომარეობაში – “იარაღი ქამარზე” გაიცემაკომანდა – “იარაღი ქამარზე”. შესასრულებელ კომანდაზე – “ქამარზე” მარცხენა ხელიჩასჭიდეთ ქამარს ლულის სამაგრთან ახლოს. გაითავისუფლეთ მარჯვენა ხელი და

Page 47: სამწყობრო წესდება

გადაიტანეთ ხელის ტყვიამფრქვევი უკან მხარზე ისე, რომ მარჯვენა მკლავი იყოსიარაღსა და ქამარს შორის და დაუყოვნებლივ მიიღეთ დგომი – “იარაღი ქამარზე”.

44. იარაღის შემოწმება მდგომარეობიდან – “იარაღი ქამარზე” სრულდებაკომანდაზე – “შეამოწმეთ იარაღი”. შესასრულებელ კომანდაზე – “იარაღი” მიიღეთმდგომარეობა “იარაღი მკერდზე” და შემდეგ შეასრულეთ მოქმედებები ,,სამ”, ,,ოთხ”თვლაზე იმავე თანამიმდევრობით, რა თანამიმდევრობითაც სრულდება იარაღისშემოწმება მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან”.

45. კომანდაზე – “მოემზადეთ, იარაღი მკერდზე” ილეთები სრულდებაწესდებაში მოცემული თანამიმდევრობით.

46. მდგომარეობაში – “იარაღი ქამარზე” დასაბრუნებლად სრულდება ისეთივემოქმედებები, როგორიც მდგომარეობაში – “იარაღი მკერდზე”.

47. როდესაც ხელის ტყვიამფრქვევზე მჭიდია მიმაგრებული, კომანდაზე –“შეამოწმეთ იარაღი” მოხსენით მჭიდი მარცხენა ხელით და მოათავსეთ ფორმისქურთუკის მარცხენა ჯიბეში. სასხლეტი კაუჭის გადაწევის შემდეგ სანამ დააბრუნებთმდგომარეობაში – “იარაღი მკერდზე”, ხელის ტყვიამფრქვევს აუცილებლადგაუკეთეთ მჭიდი. თუ გიკეთიათ რევოლვერის ქამარი, მჭიდი მოთავსდება ქამარსადა ტანსაცმელს შორის (მარცხნივ).

მუხლი 17. სამწყობრო ილეთების შესრულება 7, 62 მმ-იანი СКС სერიისკარაბინით

1. მდგომარეობა – ,,იარაღი ფეხთან” მიიღება შემდეგი თანამიმდევრობით:ა) კომანდაზე – ,,მოეწყვეთ” მიიღება მდგომარეობა – ,,იარაღი ფეხთან” ან

კომანდაზე – ,,სმენა” მდგომარეობიდან – ,,თავისუფალი სააღლუმო” გადადითმდგომარეობაში – ,,იარაღი ფეხთან”;

ბ) მდგომარეობისას – ,,იარაღი ფეხთან” შეინარჩუნეთ დგომი – ,,სმენა”.კარაბინის კონდახი დადეთ მიწაზე, სამიზნე მოქცეული უნდა იყოს უკან დაეხებოდეს მარჯვენა ფეხს. კარაბინი დაიჭირეთ მარჯვენა ხელით ისე, რომ ცერით დადანარჩენი გამართული თითებით გამოსახულიı იყოს U”. მარცხენა ხელი გეჭიროთროგორც დგომზე ,,სმენა”, კარაბინი დაიჭირეთ მარჯვენა ხელის თითებით, თითებიმიმართული უნდა იყოს ქვემოთ და უნდა ეხებოდეს ლულის ზესადების გვერდებს.მარჯვენა ხელი კარაბინს მოჰკიდეთ უკანა მხრიდან (ნახ. 17. 1. 1).

Page 48: სამწყობრო წესდება

იარაღით მისალმება

ნახ. 17. 1. 1. დგომი - ,,სმენა” ნახ. 17. 1. 2. დგომი - “სააღლუმო თავისუფალი”

2. კარაბინით ,,თავისუფალი დგომის” მისაღებად სრულდება ისეთივემოქმედებები, როგორც ინდივიდუალური წვრთნისას, შემდეგი დამატებებით:

ა) შესასრულებელ კომანდაზე – ,,თავისუფლად” ლულა გადახარეთ წინ,კონდახის ქვედა კუთხე დადეთ მარჯვენა ფეხის წინ, ხაზზე. მარჯვენა ხელიგაშლილად გეჭიროთ;

ბ) თავისუფალი დგომი კარაბინით მიიღეთ იგივე თანამიმდევრობით, როგორც,,სააღლუმო თავისუფალი” დგომი, იმ განსხვავებით, რომ თავს მეთაურისაკენაბრუნებთ (ნახ. 17. 1. 2);

გ) კომანდაზე – ,,თავისუფლად” კარაბინის კონდახი დადეთ იმ ადგილას,სადაც იყო ,,სააღლუმო თავისუფალი” დგომისას.

3. მდგომარეობიდან – ,,იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში – ,,იარაღი მკერდთან”გადასვლა სრულდება ორ თვლაში კომანდაზე – ,,იარაღი მკერდზე”. შესასრულებელკომანდაზე – ,,მკერდზე” კარაბინს იჭერთ მარჯვენა ხელით სხეულისდიაგონალურად, იდაყვი დაიჭირეთ თავისუფლად, ქვემოთ მიმართული. ამავედროს მარცხენა ხელი ჩასჭიდეთ იარაღს (გააწონასწორეთ) და გეჭიროთ წელიდან 10სმ-ით ზევით. თვლაზე “ორი” მარჯვენა ხელი მოჰკიდეთ კარაბინის კონდახის ვიწროყელს. იარაღი გეჭიროთ ვერტიკალურად, მარჯვენა მკლავი იქონიეთ გაშლილმდგომარეობაში, იდაყვები უნდა ეხებოდეს გვერდებს (ნახ. 17. 2).

4. მდგომარეობიდან – ,,იარაღი მკერდთან” მდგომარეობაში – ,,იარაღი ფეხთან”გადასვლა სრულდება სამ თვლაში კომანდაზე – ,,იარაღი ფეხთან”. შესასრულებელკომანდაზე – ,,ფეხთან” მარჯვენა ხელი ასწიეთ მაღლა სხეულის დიაგონალურად დაჩასჭიდეთ ხელი კარაბინის ზუსტად ქამრის ქვედა მხარეზე, იდაყვი კი დაიჭირეთდაბლა დახრილი. თვლაზე “ორი” გაუშვით მარცხენა ხელი კარაბინს და დაუშვითმარჯვენა მხრისკენ მიწიდან 3 სმ-ის დაშორებით. კარაბინი მიმართეთ გვერდისკენ.მარცხენა ხელი დაიკავეთ შაშხანის ქამრის ზედა ნაწილის კუთხეზე, თითებიმჭიდროდ შეერთებული და გამართულია, ხელის გული კი მიმართულია ტანისკენ.

Page 49: სამწყობრო წესდება

თვლაზე “სამი” მარცხენა ხელი დაუშვით და დაიკავეთ როგორც დგომში “სმენა”.კარაბინი კი ფრთხილად დადეთ მიწაზე და მიიღეთ მდგომარეობა – ,,იარაღიფეხთან” (ნახ. 17. 2).

ნახ. 17. 2 გადასვლა მდგომარეობიდან - “იარაღი მკერდთან”მდგომარეობაში – ,,იარაღი ფეხთან”

5. მდგომარეობიდან – ,,იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში – “იარაღიყარაულზე” გადასვლა სრულდება სამ თვლაში კომანდაზე – “იარაღი ყარაულზე”.შესასრულებელ კომანდაზე – ,,ყარაულზე” ორ თვლაში მიიღეთ მდგომარეობა“იარაღი მკერდთან”. თვლაზე “სამი” – კარაბინი შემოაბრუნეთ ისე, რომ სამიზნე უკანმოექცეს, იარაღი დაიჭირეთ ვერტიკალურად, ტანიდან 10 სმ-ის დაშორებით;დაუშვით კარაბინი ისე, რომ წინამხარი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დარჩეს.იდაყვები გვერდებთან ახლოს დაიჭირეთ. გაშლილი ცერი დაიჭირეთ ლულისზესადებზე.

შენიშვნა: შემოაბრუნეთ ლულა უკან, რათა დარწმუნდეთ, რომ იარაღივერტიკალურ მდგომარეობაშია.

Page 50: სამწყობრო წესდება

ნახ 17. 3. გადასვლა დგომიდან – ,,იარაღით მისალმება” დგომში – ,,იარაღი ფეხთან”

6. მდგომარეობიდან – “იარაღი ყარაულზე” მდგომარეობაში – ,,იარაღი ფეხთან”გადასვლა სრულდება სამ თვლაში კომანდაზე – ,,იარაღი ფეხთან”. შესასრულებელკომანდაზე – “ფეხთან” დააბრუნეთ კარაბინი მდგომარეობაში ,,იარაღი მკერდთან”.თვლაზე “ორი”, “სამი” და “ოთხი”– მოძრაობები იმავე თანმიმდევრობით სრულდება,როგორც ,,იარაღი მკერდთან” მდგომარეობიდან ,,იარაღი ფეხთან” მდგომარეობაშიგადასვლისას (ნახ. 17. 3).

7. მდგომარეობა – ,,იარაღი მკერდთან” მიიღება, როცა ხდება მდგომარეობიდან– ,,იარაღი ყარაულზე” მდგომარეობაში – “იარაღი მარჯვენა (მარცხენა) მხარზე”,“იარაღი ფეხთან” გადასვლა ან პირიქით. მდგომარეობიდან – ,,იარაღი ყარაულზე”მდგომარეობაში – ,,იარაღი მკერდთან” გადასვლა ერთ თვლაში სრულდება.

8. მხედრული მისალმების ან პატაკის ჩაბარების დროს მდგომარეობიდან –,,იარაღი მკერდთან” უნდა გადახვიდეთ მდგომარეობაში – ,,მისალმება იარაღით” დამზერა მიმართოთ იმ პირისაკენ, ვისაც ესალმებით ან პატაკს აბარებთ. საპასუხომისალმებისას მიიღეთ მდგომარეობა – ,,იარაღი ფეხთან”.

9. ილეთი – ,,იარაღი მარჯვენა მხარზე” მდგომარეობიდან – ,,იარაღი ფეხთან”გადასვლა სრულდება ოთხ თვლაში კომანდაზე – ,,იარაღი მარჯვენა მხარზე”.წინასწარ კომანდაზე – ,,იარაღი” თვლაზე “ერთი” შეასრულეთ იგივე მოქმედებები,როგორც მდგომარეობისას – ,,იარაღი მკერდზე”. თვლაზე “ორი” გაუშვით მარჯვენა

Page 51: სამწყობრო წესდება

ხელი კარაბინს და კონდახის ზედა ნაწილი მოიქციეთ საჩვენებელ და შუა თითებსშორის. თვლაზე “სამი” თავი გაუნძრევლად გეჭიროთ, მარცხენა ხელი გაუშვითკარაბინს (მარჯვენა ხელი დარჩება იმავე მდგომარეობაში) და შემოაბრუნეთ ისე, რომსამიზნე ზემოთ იყოს მიმართული და დაიდეთ კარაბინი მარჯვენა მხარზე, მარცხენახელი გადაიტანეთ კონდახის ვიწრო ყელზე და მიმართეთ ლულით მხრისაკენ.თითები გქონდეთ მჭიდროდ შეერთებული და გამართული (მარცხენა ხელის),ხელისგული კი ტანისაკენ შებრუნებული. მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი უნდაეხებოდეს სამიზნეს. მარცხენა იდაყვი დაბლა დახრილი დაიჭირეთ, მარჯვენაწინამხარი კი ჰორიზონტალურად. თვლაზე “ოთხი” – მარცხენა ხელი მკვეთრიმოძრაობით დაიდეთ ბარძაყზე იმავენაირად, როგორც “სმენაზე” დგომისას (ნახ 17. 4).

10. მდგომარეობიდან – “იარაღი მარჯვენა მხარზე” მდგომარეობაში – “იარაღიფეხთან” გადასვლა სრულდება ოთხ თვლაში კომანდაზე “იარაღი ფეხთან”. წინასწარკომანდაზე – “იარაღი”, თვლაზე “ერთი” ჯარისკაცი თავის გაუნძრევლად კონდახსსწრაფად ჰკიდებს მარცხენა ხელს და იკავებს მას დიაგონალურად ისე, რომ კვეთდესტანს წელიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე. კარაბინი დაიჭირეთ მარცხენა ხელითგაწონასწორებულ მდგომარეობაში. თვლაზე “ორი” მარჯვენა ხელი მოხრილადასწიეთ მაღლა და მაგრად ჩასჭიდეთ კარაბინს ლულასთან; მარჯვენა იდაყვითავისუფლად გეჭიროთ, ქვემოთ მიმართული. თვლაზე “სამი” და “ოთხი” იგივემოძრაობები სრულდება, რაც მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში –“იარაღი მკერდთან” გადასვლისას (ნახ. 17. 4).

გადასვლა “იარაღი ფეხთან” დგომში“იარაღი მარჯვენა მხარზე”

Page 52: სამწყობრო წესდება

ნახ. 17. 4. მდგომარეობიდან – ` “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში –”იარაღიმარჯვენა მხარზე” და მდგომარეობიდან – “იარაღი მარჯვენა მხარზე”

მდგომარეობაში – “იარაღი ფეხთან” გადასვლა

11. მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში – “იარაღი მარცხენამხარზე” გადასვლა სრულდება ოთხ თვლაში კომანდაზე – “იარაღი მარცხენა მხარზე”.წინასწარ კომანდაზე – “იარაღი” მიიღეთ მდგომარეობა – “იარაღი მკერდთან” ორთვლაში. თვლაზე “სამი” მარჯვენა ხელი გაუშვით კარაბინს და მარცხენა ხელითიარაღი მარცხენა მხარზე დაიდეთ, ლულა მიმართული უნდა იყოს მაღლა, იდაყვი კიდაბლა დახრილი. ამავე დროს, მარცხენა ხელის საჩვენებელ და შუა თითებს შორისმოაქციეთ კონდახის ზედა კუთხე ისე, რომ ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთსეხებოდეს. მარცხენა წინამხარი ჰორიზონტალურად უნდა გეჭიროთ. თვლაზე “ოთხი”– მარჯვენა ხელი მკვეთრად დაუშვით მარჯვენა ბარძაყზე ისე, როგორც “სმენაზე”დგომისას (ნახ. 17. 5).

Page 53: სამწყობრო წესდება

ნახ. 17. 5. მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში – “იარაღიმარცხენა მხარზე” და მდგომარეობიდან – “იარაღი მარცხენა მხარზე”

მდგომარეობაში – “იარაღი ფეხთან” გადასვლა12. მდგომარეობიდან – “იარაღი მარცხენა მხარზე” მდგომარეობაში – “იარაღი

ფეხთან” გადასვლა სრულდება ხუთ თვლაში კომანდაზე “იარაღი ფეხთან”. წინასწარკომანდაზე – “იარაღი” თვლაზე “ერთი” – ასწიეთ მარჯვენა ხელი მაღლა ისე, რომგადაკვეთოს ტანი და მოჰკიდეთ ხელი კონდახის ვიწრო ყელს, იდაყვი დაბლაგქონდეთ დახრილი. თვლაზე “ორი” (თავის გაუნძრევლად) გაითავისუფლეთმარცხენა ხელი და მარჯვენა ხელით კარაბინი დაიჭირეთ დიაგონალურად ისე, რომგადაკვეთოს ტანი და 10 სმ-ით იყოს დაცილებული წელიდან. ამავე დროს მარცხენახელი მოჰკიდეთ კარაბინს შუა ნაწილში და მიიღეთ მდგომარეობა – “იარაღიმკერდთან” (ნახ. 17. 5). თვლაზე “სამი”, “ოთხი” და “ხუთი” იგივე მოქმედებებისრულდება, როგორიც მდგომარეობიდან – “იარაღი მკერდთან” მდგომარეობაში –“იარაღი ფეხთან” გადასვლისას.

13. მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში – “შეამოწმეთიარაღი” გადასვლა სრულდება ხუთ თვლაში კომანდაზე “შეამოწმეთ იარაღი”.შესასრულებელ კომანდაზე – “იარაღი” უნდა მიიღოთ მდგომარეობა “იარაღიფეხთან” ორ თვლაში. თვლაზე “სამი” მარჯვენა ხელის ცერი და საჩვენებელი თითიმოჰკიდეთ საკეტის ჩარჩოს გადატენის სახელურს, გადასწიეთ უკან. თვლაზე “ოთხი”დახარეთ თავი და ვიზუალურად შეამოწმეთ სალულე. თვლაზე “ხუთი” თავიგაასწორეთ ისევე, როგორც “სმენაზე” და დაბრუნდით მდგომარეობაში – “შეამოწმეთიარაღი” (ნახ. 17. 6).

Page 54: სამწყობრო წესდება

ნახ. 17. 6. მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან” მდგომარეობაში– “იარაღისშემოწმება” და მდგომარეობიდან – “იარაღის შემოწმება” მდგომარეობაში– “იარაღი მკერდთან” გადასვლა

14. ერთადერთი კომანდა, რომელიც გაიცემა “იარაღის შემოწმების” შემდეგარის “იარაღი მკერდზე”. შესასრულებელ კომანდაზე – “იარაღი” საკეტის ჩარჩოსგადატენის სახელურს გაუშვით ხელი, კონდახის ვიწრო ყელს მარჯვენა ხელის ცერიდა საჩვენებელი თითი ისე მოჰკიდეთ, რომ ჩახმახსაც ეხებოდეს. კომანდაზე –“მკერდთან” გამოსწიეთ ჩახმახი, დაკეტეთ მცველი და გადადით დგომში – “იარაღიმკერდთან” (ნახ. 17. 6).

მუხლი 18. სამწყობრო ილეთების შესრულება კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევიПКМ-ით

1. ПКМ კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევის მდგომარეობაში – “იარაღი ქამარზე”გადასატანად ჯარისკაცებს ტყვიამფრქვევი ისევე უჭირავთ, როგორც ხელისტყვიამფრქვევი. ვარჯიშის დროს ყოველი ინდივიდუალური მოძრაობა სრულდებაიარაღით ქამარზე. კომანდებზე (სააღლუმო თავისუფალი დგომის დროს) –“თავისუფლად” და “მოეშვი” ჯარისკაცი მოიხსნის იარაღს მდგომარეობიდან –“იარაღი ქამარზე” და მარჯვენა ფეხის გვერდით კონდახით დადებს მიწაზე, ამმდგომარეობიდან იარაღის გადატანა შესაძლებელია მდგომარეობებში – “იარაღიყარაულზე”, “მოუშვით ქამარი”, “შეამოწმეთ იარაღი” და “მოემზადეთ, იარაღიმკერდზე” (კომანდები: “შეამოწმეთ იარაღი” და “მოემზადეთ, იარაღი მკერდზე”შეიძლება შესრულდეს მხოლოდ მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან”). იარაღითსხვა ილეთების შესრულებისას ჯარისკაცი რჩება მდგომარეობაში – “იარაღიქამარზე”.

Page 55: სამწყობრო წესდება

2. კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევ ПКМ-ის შემოწმება სრულდება კომანდაზე –“შეამოწმეთ იარაღი”:

ა) შესასრულებელ კომანდაზე – “იარაღი” მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან”მდგომარეობაში – “იარაღი მკერდზე” გადადით ორ თვლაში;

ბ) თვლაზე “სამი” მარჯვენა ხელი მოჰკიდეთ პისტოლეტის სახელურს, ხოლომარცხენა ხელი – გადასატენს;

გ) თვლაზე “ოთხი” მკვეთრი მოძრაობით მოქაჩეთ გადასატენი უკან ისე, რომიარაღი გადაიტენოს;

დ) თვლაზე “ხუთი” მკვეთრი მოძრაობით დააბრუნეთ გადატენის სახელურისაწყის მდგომარეობაში;

ე) თვლაზე “ექვსი” მარცხენა ხელი მოაქციეთ იარაღსა და სხეულს შორის,ცერით და საჩვენებელი თითით გახსენით ლულის კოლოფის სარქველი;

ვ) თვლაზე “შვიდი” მარცხენა ხელი მოჰკიდეთ კოლოფის სახურავს, ასწიეთმიმღების საფუძველი, ასწიეთ იარაღი მაღლა, მიიდეთ მხარზე კონდახით დადაათვალიერეთ სავაზნე;

ზ) თვლაზე “რვა” მარცხენა ხელით დაიკავეთ დასაკეცი ფეხები, მარჯვენახელით – კონდახის ყელი და მიიღეთ მდგომარეობა – “შეამოწმეთ იარაღი” (ნახ. 18).

Page 56: სამწყობრო წესდება
Page 57: სამწყობრო წესდება

ნახ. 18. კალაშნიკოვის ტყვიამფრქვევის (ПКМ ) შემოწმება (გაგრძელება)3. კომანდა – “მოემზადეთ, იარაღი მკერდზე” არის ერთადერთი, რომელიც

გაიცემა იარაღის შემოწმების შემდეგ. კომანდაზე – “მოემზადეთ” მარჯვენა ხელიპისტოლეტის სახელურს მოჰკიდეთ, მარცხენა ხელი – სავაზნეს სარქველს დადაკეტეთ. კომანდაზე – “იარაღი-მკერდზე” (იარაღი) მარჯვენა ხელის საჩვენებელითითი გამოსდეთ სასხლეტ კაუჭს, დასხლიტეთ იარაღი და მიიღეთ მდგომარეობა –“იარაღი მკერდთან” (ნახ. 18).

მუხლი 19. სამწყობრო ილეთების შესრულება სნაიპერული შაშხანით

1. სნაიპერული შაშხანით მოძრაობები, გარდა იარაღის შემოწმებისა, იგივეთანამიმდევრობით ხორციელდება, როგორც ხელის ტყვიამფრქვევით მოძრაობისას.

Page 58: სამწყობრო წესდება

პატიმრების მცველის მოვალეობის შესრულებისას იარაღი დაიკავეთ მზადყოფნისმდგომარეობაში (ნახ. 19). ამ დროს ბადრაგზე არ ვრცელდება მისალმების კომანდა,მაგრამ ეროვნული ჰიმნის შესრულების დროს უბრძანეთ პატიმრებს მიიღონ დგომი –“სმენა”, დარჩით მათკენ მიბრუნებული და მზადყოფნის მდგომარეობიდან გადადითმდგომარეობაში – “იარაღით ყარაულზე”.

ნახ. 19. მზადყოფნის მდგომარეობა

2. მზადყოფნის მდგომარეობა. მიიღეთ მზადყოფნის მდგომარეობა ყველაზემოხერხებული მეთოდით. მიიდეთ შაშხანის კონდახი მარჯვენა თეძოზე დაგაშლილი საჩვენებელი თითი დაადეთ ლულის კოლოფზე სასხლეტი კაუჭის მაღლა.შემდეგ მოხარეთ მარჯვენა მკლავი, იარაღი მოხერხებულად დაიკავეთ დახრილმდგომარეობაში ისე, რომ ლულა ზემოთ იყოს მიმართული. როცა დაიღლებით,შეგიძლიათ შაშხანა გადაიტანოთ მარცხენა მხარეს.

3. სნაიპერული შაშხანის შემოწმება. მდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან”მდგომარეობაში – “იარაღი ყარაულზე” გადასვლა სამ თვლაში სრულდება. ამისათვისგაიცემა კომანდა – “შეამოწმეთ იარაღი”. ეს მოქმედება სრულდება შემდეგითანმიმდევრობით:

ა) შესასრულებელ კომანდაზე – “იარაღი” ორ თვლაში მიიღეთ მდგომარეობა –“იარაღი მკერდთან”. თვლაზე “სამი” მარცხენა ხელით გადასწიეთ მცველი მარჯვნივდა მოატრიალეთ შაშხანა ისე, რომ შეძლოთ მიმღებისა და მასრის გამოსაგდებისდათვალიერება. შემდეგ მიიღეთ მდგომარეობა – “იარაღი შემოწმებაზე”;

ბ) კომანდა – “მოემზადეთ, იარაღი მკერდზე” არის ერთადერთი კომანდა,რომელიც გაიცემა კომანდის – “შეამოწმეთ იარაღი” შემდეგ. წინასწარ კომანდაზე –“მოემზადეთ იარაღი” გადასწიეთ მცველი მარცხნივ და მარჯვენა ხელის საჩვენებელითითი მოჰკიდეთ სასხლეტ კაუჭს. შესასრულებელ კომანდაზე – “მკერდზე” მოქაჩეთსასხლეტი კაუჭი და მიიღეთ მდგომარეობა – “იარაღი მკერდთან”.

მუხლი 20. სამწყობრო ილეთების შესრულება პისტოლეტით (ПМ)

Page 59: სამწყობრო წესდება

1.İინდივიდუალური მოწყობისას ჯარისკაცი ყველა მოქმედებას ასრულებსბუდეში ჩადებული პისტოლეტით. პისტოლეტით შეიძლება შესრულდეს მხოლოდმოქმედებები – “იარაღი ყარაულზე” და “იარაღის შემოწმება”. სხვა მოქმედებებისდროს ინარჩუნებს დგომს – “სმენა”. გუშაგის მოვალეობის შესრულებისასმდგომარეობა – “აწეული პისტოლეტი” იგივეა, რაც მდგომარეობა – “იარაღიმკერდთან” (შაშხანით).

2. აწეული პისტოლეტი. ინსტრუქციის მიხედვით კომანდა – “ასწიეთპისტოლეტი” გამოიყენება ჯარისკაცებისათვის პისტოლეტის შემოწმებისას:

ა) შესასრულებელ კომანდაზე – “პისტოლეტი” მარჯვენა ხელით გახსენითიარაღის ბუდე, სახელურით ამოიღეთ პისტოლეტი ბუდიდან და დაიკავეთ მარჯვენამხრის წინ 20 სმ-ის მანძილზე (იდაყვი მოხრილია). პისტოლეტი გეჭიროთ ისე, რომცერი და ბოლო სამი თითი ქმნიდეს “U”-ს, გაშალეთ საჩვენებელი თითი სასხლეტიკაუჭის მცველის სიგრძეზე და ლულა მიმართეთ ზემოთ 30 გრადუსიანი კუთხით(ნახ. 20);

ბ) კომანდაზე – “პისტოლეტი ბუდეში” სხარტი მოძრაობით დააბრუნეთიარაღი ბუდეში, შეკარით და მიიღეთ დგომი – “სმენა”.

3. იარაღის შემოწმება. ამ მოქმედების შესასრულებლად გაიცემა კომანდა –“შეამოწმეთ იარაღი”:

ა) შესასრულებელ კომანდაზე – “იარაღი” ასწიეთ პისტოლეტი მაღლა დამარჯვენა ხელის დაუწევლად მარცხენა ხელის ცერი მოჰკიდეთ საკეტს, ხოლოპირველი ორი თითი – მის მარჯვნივ. შემდეგ გადასწიეთ საკეტი უკან და მარჯვენახელის ცერით შეაკავეთ ამ მდგომარეობაში საკეტის შემფერხებლით. ბოლოსმარცხენა ხელი მკვეთრად მარცხენა მხარეს დაუშვით და დარჩით მდგომარეობაში –“აწეული პისტოლეტი”;

ბ) კომანდა – “მოემზადეთ, იარაღი მკერდთან” არის ერთადერთი კომანდა,რომელიც გაიცემა იარაღის შემოწმების შემდეგ. კომანდაზე –”მოემზადეთ” მარჯვენახელის ცერი მოჰკიდეთ საკეტს და კომანდაზე –”იარაღი” გასწიეთ საკეტი წინ, ხოლოსაჩვენებელი თითი გამოსდეთ სასხლეტ კაუჭს. კომანდაზე – “მკერდთან” გამოსწიეთსასხლეტი კაუჭი, დააბრუნეთ პისტოლეტი ბუდეში და მიიღეთ დგომი – “სმენა”;

გ) იარაღის შემოწმებისას ლულის დასათვალიერებლად ასწიეთ პისტოლეტიმაღლა, მოხსენით საკეტი და ქამრის შიგნით ჩაიდეთ. ლულის დათვალიერებისშემდეგ, ბუდეში დაბრუნების წინ, საკეტი ისევ გაუკეთეთ პისტოლეტს;

დ) თუ შემმოწმებელი ოფიცერი პისტოლეტებს ამოწმებს მწკრივში და აიღებსპისტოლეტს, სწრაფად დაუშვით მარჯვენა ხელი. როცა შემმოწმებელი ოფიცერიმზად იქნება იარაღის დასაბრუნებლად, ისევ ასწიეთ მარჯვენა ხელი მაღლა დაგამოართვით პისტოლეტი. შემდეგ გადასწეთ საკეტი წინ, მოქაჩეთ სასხლეტი, ჩადეთიარაღი ბუდეში და მიიღეთ დგომი – “სმენა”.

Page 60: სამწყობრო წესდება

ნახ. 20 . მაკაროვის პისტოლეტით შესრულებული ილეთები

მუხლი 21. სამწყობრო ილეთების შესრულება ხმლით

1. ხმლის აღწერილობა – ქვემოთ წარმოდგენილია 1902 წლის ხმლის მოდელი(ნახ. 21. 1) და ნაჩვენებია ხმლის ცალკეული ნაწილების დასახელება.

2. დგომი – ,,სმენა” მიიღება კომანდამდე – ,,ამოიღე ხმალი” და კომანდის – ,,ჩააგეხმალი” – შემდეგ. დგომში – ,,სმენა” ხელები მოთავსებულია შარვლის ნაკერის უკან, ხელისთითები მოხრილია და ცერი გარედან ეხება საჩვენებელ თითს (ნახ. 21. 2.).

Page 61: სამწყობრო წესდება

3. ხმლის ამოღება. ნახ. 21. 3-ზე ნაჩვენებია ხმლის ამოღების პროცესი.

ნახ. 21. 3. ხმლის ამოღებაა) წინასწარ კომანდაზე – ,,ამოიღეთ” მარცხენა ხელი ჩასჭიდეთ ქარქაშს,

შეაბრუნეთ საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით 180 გრადუსით, დახარეთ წინისე, რომ შეიქმნას 45 გრადუსიანი კუთხე მიწის ზედაპირთან. მარჯვენა ხელიმოჰკიდეთ ხმლის ტარს და ამოსწიეთ ქარქაშიდან 15 სმ-ით. ამ დროს მარჯვენაწინმკლავი უნდა იყოს მიწის ზედაპირის პარალელური;

ბ) შესასრულებელ კომანდაზე – ,,ხმალი” იღებთ ხმალს ქარქაშიდან დაგიჭირავთ მდგომარეობაში – ,,ხმალი მხართან”. ხმლის პირი მარჯვენა მხრისვერტიკალურად უნდა იყოს (ნახ. 21. 4).

4. დგომი – “ხმალი მხართან” მიიღება ıისეთ სიტუაციებში, როგორიცაა:ა) ბრძანების გაცემა;ბ) მდგომარეობის შეცვლა;გ) როდესაც ოფიცრები ოფიციალურად მიმართავენ ერთმანეთს და ხმალი

ამოღებულია;დ) როდესაც სერჟანტები ოფიციალურად მიმართავენ ჯარისკაცს (ან როცა

ოფიცერი მიმართავს სერჟანტებს) და ხმალი ამოღებულია;ქარქაშში ხმლის ჩადებამდე;

ე) აჩქარებული ნაბიჯით სვლისთვის გაცემულ მოსამზადებელ კომანდაზე (დაამავე ტემპით მარშირების დროს);

5. მდგომარეობის – ,,ხმალი მხართან” მიღებისას (ნახ. 21. 4) ოფიცერი(სერჟანტი) რჩება დგომში ,,სმენა”:

Page 62: სამწყობრო წესდება

ა) ამ დროს ხმალი გიჭირავთ მარჯვენა ხელში; მაჯა გამართულია, ხოლო ცერიმიდებულია შარვლის ნაკერის გასწვრივ. ხმლის წვერი მიდებულია ბეჭთან და არამკლავზე. ხმლის ამ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად ცერით და საჩვენებელითითით გიჭირავთ ტარი, ხოლო შუა თითი მოქცეულია ტარის უკან;

ბ) მდგომარეობა – “ხმალი ყარაულზე” მიიღება მდგომარეობიდან – ,,ხმალიმხართან”, როდესაც ოფიცერს ან სერჟანტს მინიჭებული აქვს მეთაურის უფლებები ანხელმძღვანელობს ქვედანაყოფს, რომელიც არ წარმოადგენს უფრო დიდიქვედანაყოფის ნაწილს. წინასწარ კომანდაზე – ,,ხმალი” ხმალს (ორ თვლაში)დაახლოებით 10 სმ-ის დაშორებით სახელურით ცხვირთან მიიტანთ ისე, რომ ხმლისწვერი ზემოთ მოექცეს (ნახ. 21. 5). შესასრულებელ კომანდაზე – ,,ყარაულზე”მარჯვენა ხელს დასწევთ ქვემოთ (თვლაზე ორი). ამ დროს ხმლის პირი მოქცეულიაწინ, გამართული ცერი კი ტარის მარცხენა მხარეს და ხმლის წვერი მიწისზედაპირიდან დაახლოებით 15 სმ-ით არის დაშორებული (ნახ. 21. 5);

გ) კომანდაზე – ,,სწორდით” უბრუნდებით მდგომარეობას – ,,ხმალი მხართან”.

Page 63: სამწყობრო წესდება

ნახ. 21. 5. ხმლით მისალმება

6. დგომი – ,,აღლუმზე თავისუფალად” მიიღება ხმლის მოძრაობის გარეშემდგომარეობიდან – “იარაღი ფეხთან”. შესასრულებელ კომანდაზე მარცხენა ფეხსდგამთ 30 სმ-ით განზე (მარჯვნიდან მარცხნივ), მარცხენა ხელი ოდნავ მოხრილია დამაჯა მოთავსებულია ტანის უკანა მხარეს (დაახლოებით) ქამრის დონეზე, თითებიგამართული და მჭიდროდ შეერთებულია, ხელისგული მიმართულია უკან (ნახ. 21.6). კომანდაზე – ,,სმენა” მარცხენა ფეხი მიადგით მარჯვენა ფეხთან, მარცხენა ხელიდაიკავეთ როგორც დგომში – ,,სმენა”.

ნახ. 21. 6. ,,სააღლუმო თავისუფალი” დგომი.

შენიშვნა: როდესაც ხმალი გიჭირავთ მდგომარეობში – ,,იარაღი ფეხთან”,ıის უნდაიყოს გამართული ისე, რომ არანაირ კუთხეს არ ქმნიდეს ტანის მიმართ.

7. ხმლის ჩადება სრულდება მდგომარეობის – ,,ხმალი მხართან” მიღებისშემდეგ სამ თვლაში:

ა) წინასწარ კომანდაზე – ,,ჩადე” რომელიც გაიცემა ოფიცრებისა დასერჟანტებისთვის, ხმალი გიჭირავთ ვერტიკალურ მდგომარეობაში (ნახ 21. 7).ხელის წინამხარი, მაჯის ჩათვლით, ტანიდან დაშორებული უნდა იყოს 8 სმ-ით,მარშირების ადგილის ზედაპირის პარალელურად. მცველი მიმართულიამარცხნისაკენ;

ბ) შესასრულებელ კომანდაზე ,,ხმალი” ერთდროულად ხდება სამიმოქმედების შესრულება: ხმალს ამოაბრუნებთ, მარცხენა ხელს ჩასჭიდებთ ქარქაშსზუსტად ზედა თითბერის რგოლს ზემოთ, დახრით წინ და შემოაბრუნებთ საათისისრის მოძრაობის მიმართულებით 180 გრადუსით. ქარქაშმა უნდა შექმნას 45გრადუსიანი კუთხე მიწის ზედაპის მიმართ, ილეთის შემსრულებელი თავსმიაბრუნებს მარცხნისაკენ, დახედავს და შეამოწმებს ქარქაშის სატუჩარს (მხრებითანაბრად და სწორად უნდა იყოს გაშლილი), სწრაფად ჩადებს ხმალს ქარქაშში ისე,რომ ხმლის პირი დაახლოებით 12 სმ-ით იყოს ამოწეული; მარჯვენა წინამხარიუნდა ეჭიროს ჰორიზონტალურად, ტანიდან 10 სმ-ის დაშორებით (ნახ 21. 7);

Page 64: სამწყობრო წესდება

ნახ. 21. 7. ხმლის ჩადება

გ) კომანდაზე – ,,შეწყვიტე” ხმალს მკვეთრი მოძრაობით ჩადებთ ქარქაშში,ქარქაშს აბრუნებთ ისე, რომ მისი წვერი მოექცეს წინ, ილეთის შემსრულებელი კიდგება ,,სმენაზე”.

8. მარშირების დროს ხმალი მიდებულია მარჯვენა ბეჭთან პირის კიდითვერტიკალურ მდგომარეობაში (ნახ. 21. 8).

ნახ. 21. 8. მარშირება ხმლით

ნახატი 21. 8.

9. კომანდა – ,,მზერა მარჯვნივ” სრულდება მარშირების დროს მდგომარეობაში– ,,ხმალი მხართან”. კომანდის – “მზერა მარჯვნივ” გაცემამდე, წინასწარი კომანდა –

Page 65: სამწყობრო წესდება

,,მოემზადეთ” გაიცემა მარჯვენა ფეხის მიწაზე დადგმისას (ამ დროს მოქმედება არიცვლება). მარჯვენა ფეხის ხელახლა დადგმისას გაიცემა წინასწარი კომანდა –,,მზერა”. ამ დროს ხმალს (თვლაზე ერთი) დაიჭერთ მდგომარეობაში ,,იარაღიყარაულზე”. ერთი ნაბიჯის გამოტოვების შემდეგ მიწაზე მარცხენა ფეხის მეოთხედდადგმისას გაიცემა შესასრულებელი კომანდა – ,,მარჯვნივ”. როგორც კი ფეხითშეეხებით მიწას, თავს მკვეთრად, 45 გრადუსით მიაბრუნებთ მარჯვნივ, ხოლო ხმალსდაუშვებთ ქვემოთ (ნახ. 21. 9).

შენიშვნა: გამაფრთხილებელი კომანდა – ,,მოემზადეთ” გაიცემა მხოლოდმედროშესთან ერთად მარშირების დროს.

ა) მდგომარეობის – “იარაღით ყარაულზე” შესაბამისად მარშირების დროსმარჯვენა ხელს ბუნებრივად იქნევთ (20 სმ-ით წინ და 15 სმ უკან), მაჯასსაჭიროებისამებრ მოხრით ისე, რომ შეგეძლოთ დაიცვათ 15 სმ-იანი მანძილიმარშირების ადგილის ზედაპირიდან ხმლის წვერამდე. ხელის წინ გაწევისას მაჯასგაშლით, უკან გაწევისას კი მოხრით;

ნახატი 21. 9. მარჯვნივ მზერა მარშირებისას

ბ) კომანდა – ,,მოემზადეთ, პირდაპირ” სრულდება შემდეგნაირად: კომანდა –,,მოემზადეთ” გაიცემა მარშირების ადგილის ზედაპირზე მარჯვენა ფეხისდადგმისთანავე (ამ დროს არაფერს ცვლით), შემდგომი კომანდა – ,,მოემზადეთ”გაიცემა მარჯვენა ფეხის მარშირების ადგილის ზედაპირზე მეორედ დადგმისთანავე(კვლავაც არ იცვლება მოქმედება). მიწაზე მარჯვენა ფეხის მესამედ დადგმისას ხმალსდაიჭერთ მდგომარეობაში – ,,იარაღი ფეხთან” და არ წყვეტთ ხელის ქნევას წინ დაუკან. კომანდა – ,,პირდაპირ” გაიცემა მარშირების ადგილის ზედაპირზე მარჯვენაფეხის მეოთხეჯერ დადგმისთანავე. მარჯვენა ფეხის კვლავ მიწაზე შეხებისას თავსმკვეთრად აბრუნებთ წინ, ხოლო მიწაზე მარცხენა ფეხის დადგმისას ხმალს დაიჭერთმდგომარეობაში – ,,ხმალი მხართან”.

10. დგომი – “იარაღი მკერდთან” სრულდება კომანდზე – ,,იარაღი მკერდზე”.წინასწარ კომანდაზე – ,,სირბილით” მიიღება დგომი “იარაღი მკერდთან”. ამ დროსმარჯვენა მკლავი გიჭირავთ დგომის – ,,ხმალი მხართან” შესაბამისად, ოღონდტანიდან დაშორებულია 15 სმ-ით. ხმალი გადახრილია ვერტიკალური

Page 66: სამწყობრო წესდება

მდგომარეობიდან მარცხნივ 45 გრადუსით, მცველი მიმართულია მარცხნივ, მარცხენახელით გიჭირავთ ქარქაში.

ნახ. 21. 10. დგომი ,,იარაღი მკერდთან”

მუხლი 22. სამწყობრო ილეთების შესრულება დროშით

1. ყველა ქვედანაყოფს თავისი დროშა აქვს. ის აღმართული უნდა იყოსქვედანაყოფის ყოველ მოწყობაზე ან მეთაურის მიერ მითითებულ დროს. როდესაცმედროშე შეიარაღებულია შაშხანით (ავტომატით), ის მას ზურგზე იკიდებს ისე, რომქამარი დიაგონალურად კვეთდეს მკერდს, ლულა კი მიმართული იყოს ზემოთ,მარჯვენა მხარეს.

2. ქვედანაყოფის მოწყობის შემდეგ მედროშემ უნდა გადადგას ერთი ნაბიჯიწინ და ორი 45 სმ-იანი ნაბიჯი მარცხნივ ისე, რომ იმ ჯარისკაცისაგან, რომელიცთავში დგას (პირით ქვედანაყოფისკენ) და ხელმძღვანელობს ქვედანაყოფს, მარჯვნივაღმოჩნდეს:

ა) თუ უფროსი სერჟანტი ხელმძღვანელობს ქვედანაყოფის მოწყობას, მედროშე მისკომანდაზე – “ადგილებზე” წინ დგამს სამ ნაბიჯს;

ბ) მედროშეს დროშა წინა პირით თავისკენ აქვს მოქცეული, შემდეგ 3 სმ-ითწასწევს წინ ისე, რომ მარჯვენა ხელის იდაყვი მოხრილი ჰქონდეს. ამ მოქმედებისშესრულების შემდეგ ავტომატურად უშვებს დროშას და უბრუნდება საწყისმდგომარეობას;

გ) მედროშე ბრუნდება, გადაადგილდება, ისვენებს და გადადისმდგომარეობაში – “იარაღი ყარაულზე” ქვედანაყოფთან ერთად. იარაღის გამოყენებისილეთების შესრულების დროს დროშა რჩება “სააღლუმოდ თავისუფლად”მდგომარეობაში (ნახ. 22. 2).

3. როდესაც ასეული დგას მწკრივში და სწორდება მარჯვნივგადასაადგილებლად, მედროშეც იღებს მარჯვნივ სწორებას, დროშა კი საწყისმდგომარეობაში უჭირავს (ნახ. 22. 1) ამ მდგომარეობიდან იგი გადაადგილდება

Page 67: სამწყობრო წესდება

ასეულიდან 5 ნაბიჯით წინ, პირველი ოცეულის ათეულის მეთაურებისაკენ. თუასმეთაური რიგის თავში უნდა ჩადგეს, მედროშე დგამს ორ ნაბიჯს მარცხნივ.

4. თუ ოცეულს აქვს უფლება ატაროს დროშა (მაგალითად, ქვედანაყოფებისწვრთნის დროს), მედროშემ თავისი ადგილის დასაკავებლად უნდა გადადგას ერთინაბიჯი წინ, ორი 45 სმ-იანი ნაბიჯი კი მარჯვნივ ისე, რომ პირით იმ ჯარისკაცისაკენდადგეს, რომელსაც ოცეული უსწორდება. როდესაც ქვედანაყოფი მარჯვნივსწორებით მარშირებს, მედროშე იმავე მოძრაობებს აკეთებს, რომლებიც ზემოთ არისაღწერილი, იმ განსხვავებით, რომ მისი ადგილი სამი ნაბიჯით წინ იქნება, ათეულისმეთაურებთან ახლოს. თუ ოცმეთაური თავის ადგილზე დგას, მედროშემ თავისიადგილის დასაკავებლად უნდა გადადგას ერთი ნაბიჯი უკან, ორი 45 სმ-იანი ნაბიჯიკი ოცმეთაურისაგან მარცხნივ.

ნახ. 22. 1. დროშა ფეხთან

როდესაც რიგებად მოწყობილი ქვედანაყოფი ასრულებს ბრუნებს მარცხნივ(მარჯვნივ), მედროშე შესასრულებელ კომანდაზე ბრუნდება ნახევრად მარცხნივ(მარჯვნივ) და ამგვარად ინარჩუნებს თავის ადგილს ქვედანაყოფში.

შენიშვნა: მედროშე დროშას მაღლა სწევს შემდეგი კომანდების წინასწარკომანდებზე: “იარაღი ყარაულზე”, “სწორება მარჯვნივ” და “იარაღი ფეხთან”(რომელიც სრულდება მდგომარეობის – “იარაღი ყარაულზე” და “სწორება მარჯვნივ”მიღების შემდეგ), ასევე გამაფრთხილებელ კომანდაზე – “მოემზადეთ” (“მოემზადეთ– პირდაპირ”).

5. მდგომარეობაში – “დროშა ფეხთან” დროშის ტარის ბოლო უნდა ეხებოდესმედროშის მარჯვენა ფეხის წვერს, ტარი უნდა ეჭიროს მარჯვენა გაჭიმული ხელით,დროშის ტარი მოქცეული უნდა იყოს ცერსა და დანარჩენ გამართულ თითებს შორისისე, რომ გამოსახავდეს “U”-ს (ნახ. 22. 1).

Page 68: სამწყობრო წესდება

6. “თავისუფალი დგომის” მისაღებად წინასწარ კომანდაზე – “აღლუმზე”მედროშე იდაყვში მოხრილ მარჯვენა ხელს დროშის ტარზე ააცურებს მაღლაიქამდის, ვიდრე ხელი წინმკლავით ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გაჩერდება(ნახ. 22. 2). “თავისუფალი დგომის” შესრულების შემდეგ მედროშემ გაშლილიმკლავით უნდა გასწიოს დროშის ტარი წინ და ამავე დროს შეასრულოს “სააღლუმოთავისუფალი დგომი”.

ნახ. 22. 2. დგომი “აღლუმზე თავისუფლად”

7. მედროშე “თავისუფალ დგომში” დადგება იმავე თანამიმდევრობით,როგორც “სააღლუმო თავისუფალ დგომში”, იმ განსხვავებით, რომ მედროშეს თავიდა მზერა მეთაურისკენ აქვს მიმართული.

8. მედროშე თავისუფალ დგომში გადადის მდგომარეობიდან – “დროშაფეხთან”.

9. იმისათვის, რომ მედროშემ მიიღოს დგომი – “დროშა მხართან”,გადაადგილებისთვის გაცემულ წინასწარ კომანდაზე ის მდგომარეობიდან – “დროშაფეხთან” მდგომარეობაში – “დროშა მხართან” გადადის მარცხენა ხელის დახმარებით(ნახ 22. 3). მარცხენა ხელით სწვდება დროშის ტარს და სწევს 15 სმ-ით მაღლა, ხოლომარჯვენა ხელის ცერს მოაქცევს ტარის წინ, დაბლა დახრილს. შესასრულებელკომანდაზე – “იარ” სწრაფი მოძრაობით დაუშვებს მარცხენა ხელს გვერდზე და იწყებსმარშირებას.

10. დროშის საწყის მდგომარეობაში (,,დროშა ფეხთან”) დასაბრუნებლადმედროშე მარცხენა ხელით სწვდება დროშის ტარს და სწევს დაბლა, შემდეგგადაიტანს დროშას მარჯვენა ხელში, ხოლო მარცხენა ხელს მკვეთრი მოძრაობითდაუშვებს მარცხენა გვერდზე, როგორც დგომში “სმენა.”

Page 69: სამწყობრო წესდება

ნახ. 22. 3. დროშა ტარების მდგომარეობაში11. სირბილის დროს მედროშე დროშას დიაგონალურად იჭერს ისევე, როგორც

იარაღს მდგომარეობაში – “იარაღი მკერდზე”.12. აწეული დროშა – წინასწარ კომანდაზე “იარაღი (იარაღი ყარაულზე)

მოამზადე (სწორება მარჯვნივ (მარცხნივ)” მედროშე მარჯვენა ხელით სწევს დროშასვერტიკალურ მდგომარეობაში, მარცხენა ხელს კი ჩასჭიდებს ტარს დაგააწონასწორებს დროშას ისე, რომ მარჯვენა ხელი იყოს მარჯვენა მხრის სიმაღლეზე.დროშა ამ მდგომარეობაში რჩება შესასრულებელი კომანდის გაცემამდე (ნახ. 22. 4).

შენიშვნა: როდესაც მედროშეს დროშა მდგომარეობიდან – “დროშა მხართან”გადააქვს მდგომარეობაში – “აწეული დროშა”, ჯერ იღებს მდგომარეობას – “დროშაფეხთან”, შემდეგ მარცხენა ხელს ჰკიდებს დროშის ტარს და ასწევს დროშას ისე,როგორც ზემოთ არის აღწერილი. მდგომარეობიდან – “აწეული დროშა” გადასვლამდგომარეობაში – “დროშა მხართან” ხდება ისე, როგორც აღწერილია მე-9 პუნქტში.

ნახ. 22. 4. დროშის აწევა მაღლა

Page 70: სამწყობრო წესდება

13. დროშა ყარაულზე --– კომანდების - “იარაღი ყარაულზე”, “სწორებამარჯვნივ (მარცხნივ)” წინასწარ კომანდებზე მედროშე სწევს დროშას მაღლა.შესასრულებელ კომანდაზე მედროშე მარჯვენა ხელით დროშას წინ გადახრის,მოიქცევს დროშის ტარს იღლიაში და დაიკავებს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.შემდეგ მარცხენა ხელს მკვეთრი მოძრაობით მარცხენა გვერდზე დაუშვებს (ნახ. 22.5).

ნახ. 22 5. დროშა ყარაულზე

14. ქვედანაყოფის დათვალიერების დროს კომანდაზე – “მარჯვნივ” მედროშემზერას მარჯვნივ მიმართავს. ხოლო როცა მედროშე დროშას ასწევს კომანდაზე –“მოემზადეთ”, “წინ”, თავი და თვალები ფრონტისკენ მიაბრუნეთ.

15. კომანდაზე – “იარაღი მოაწესრიგეთ” ან “მოემზადეთ, წინ” მედროშემმარცხენა ხელი უნდა მოჰკიდოს ტარს ისევე, როგორც საწყის მდგომარეობაში დადროშა მაღლა ასწიოს. კომანდაზე – “ფეხთან” ან “პირდაპირ” მედროშე დროშასაბრუნებს მდგომარეობაში – “დროშა მხართან” ან “დროშა ფეხთან.”

16. მედროშის მიერ მხედრული მისალმება – როდესაც მედროშეს (არამოწყობის დროს) უწევს მისალმება მდგომარეობიდან – “დროშა მხართან” ან “დროშაფეხთან”, იგი მისალმებას ასრულებს მარცხენა ხელით. ამ მდგომარეობის მისაღებადმედროშემ უნდა შეასრულოს შემდეგი მოქმედებები:

ა) მედროშემ მკვეთრი მოძრაობით უნდა მიიტანოს მარცხენა ხელი დროშისტართან ისე, რომ საჩვენებელი თითით ეხებოდეს მას. თითები უნდა იყოსგამართული და ერთმანეთთან მჭიდროდ შეერთებული, ხელისგული ქვემოთმიმართული, მაჯა გასწორებული, მკლავი კი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში (ნახ.22. 6);

ბ) მედროშემ მისალმების შემდეგ მარცხენა ხელი მკვეთრი მოძრაობით უნდამიიდოს მარცხენა გვერდზე.

Page 71: სამწყობრო წესდება

ნახ. 22. 6. დროშის მდგომარეობა მისალმებისას

17. სირბილის დროს (არა მწყობრში) მედროშემ დროშა უნდა დაიჭიროსტარების მდგომარეობაში და შეასრულოს მისალმება ისევე, როგორც ზემოთ არისაღწერილი.

18. ამ მოქმედების შესრულების შემდეგ, მედროშე უბრუნდება “დროშისტარების” პოზიციას და გადადის სირბილზე (ნახ. 22. 7)

ნახ. 22. 7. დროშის მდგომარეობა სირბილის დროს

თავი VI ათეულის მწყობრი

მუხლი 23. ზოგადი დებულებანი

1. ათეულის მწყობრი არის ორი სახის – გაშლილი ერთმწკრივიანი დასალაშქრო – კოლონაში ერთ ან ორ რიგად.

2. ათეულის გაშლილ მწყობრში მოწყობისას ათეულის ათვლა ხდებამარჯვნიდან მარცხნივ, ხოლო სალაშქრო მწყობრში – ფრონტიდან სიღრმეში.

3. სწავლებისას ათეულის მოწყობის ძირითადი ფორმა არის გაშლილიმწყობრი.

Page 72: სამწყობრო წესდება

4. ათეულის გადაადგილებისათვის მოწყობის ძირითადი ფორმა არისსალაშქრო მწყობრი. მცირე მანძილებზე ათეული შეიძლება გაშლილი მწყობრითაცგადაადგილდეს.

5. გაშლილი ერთმწკრივიანი მწყობრის კოლონაში ერთ რიგად გადაწყობახდება ათეულის მარჯვნივ მობრუნებით.

6. ათეულის მიერ ბრუნები ადგილზე და მოძრაობაში სრულდება ისევე,როგორც ინდივიდუალური ილეთების შესრულების დროს.

7. ათეულის ერთ მწკრივად მოწყობისას მისი მეთაური დგება ქვედანაყოფისცენტრიდან სამი ნაბიჯით წინ, ხოლო, როცა ათეული მოწყობილია კოლონაში ერთ ანორ რიგად, მეთაური იკავებს ğპოზიციას ქვედანაყოფის ცენტრიდან სამი ნაბიჯითმარცხნივ; როცა ათეული მოწყობილია უფრო დიდი ქვედანაყოფის შემადგენლობაში,მისი მეთაური ათეულში იკავებს ნომერ პირველ პოზიციას.

მუხლი 24. ათეულის მოწყობა

1. ათეული, ძირითადად, მოეწყობა ერთ მწკრივში, საჭიროების შემთხვევაში კიშეიძლება გადაეწყოს რიგებად ისე, რომ თითოეულ წევრს მწყობრში თავისი ადგილიჰქონდეს მიკუთვნებული (იხ. ნახ. 24).

2. ჩვეულებრივი ინტერვალით მოწყობისას ათეულის მეთაური დგება დგომში“სმენა” და გასცემს კომანდას – “მოეწყვეთ”, ამას მოსდევს ათეულის პირადიშემადგენლობის მიერ შემდეგი ერთდროული მოქმედებები:

ა) თითოეული წევრი სირბილით მიემართება თავისი პოზიციისაკენ;ბ) მარჯვენა ფლანგზე მყოფი ჯარისკაცი დგება ისე, რომ ათეული იყოს

ათეულის მეთაურისაგან სამი ნაბიჯით წინ და მწყობრის ცენტრი უსწორდებოდესათეულის მეთაურს;

გ) მარჯვენა ფლანგზე მდგომი ჯარისკაცი იღებს დგომს “სმენა”, მაღლა სწევსმარცხენა ხელს მხრის დონეზე, იდაყვში მოუხრელად, თითები აქვს გამართული დამჭიდროდ შეერთებული, ხელისგული ქვემოთ არის მიმართული;

დ) მარჯვენა ფლანგის ჯარისკაციდან öმარცხნივ, ყველაზე ახლოს მდგომიჯარისკაცი იღებს დგომს “სმენა”, აბრუნებს თავს მარჯვნივ და იკავებს ხელსიმავენაირად, როგორც მის მარჯვნივ მდგომი. მოძრაობს წინ და უკან მოკლენაბიჯებით, სანამ ზუსტად არ გაუსწორდება მარჯვენა ფლანგის ჯარისკაცს. შემდეგის მარცხნივ და მარჯვნივ მოკლე ნაბიჯების გადადგმით იკავებს ზუსტ ინტერვალს,სანამ მისი მხარი არ შეეხება მარჯვენა ფლანგის ჯარისკაცის თითებს. ამის შემდეგდანარჩენები დაუშვებენ ხელებს, მკვეთრად მიაბრუნებენ თავს წინ და იღებენ დგომს,,სმენა”;

ე) მარჯვენა ფლანგზე მდგომი ჯარისკაცი მყისვე იღებს დგომს ,,სმენა”;ვ) ათეულის ყველა დანარჩენი წევრი დგება იმავე მდგომარეობაში, გარდა

მარცხენა ფლანგის ჯარისკაცისა, რომელიც მაღლა არ სწევს მარცხენა ხელს.

Page 73: სამწყობრო წესდება

ნახ. 24. ათეულის მოწყობა

შენიშვნა: მარჯვენა ფლანგის ჯარისკაცი მაღლა სწევს ხელს და იყურებაპირდაპირ, სანამ ათეული არ გაუსწორდება მას. თუ ჯარისკაცი (მარჯვენა ფლანგი)თვითონ უნდა გაუსწორდეს მის მარჯვნივ მდგომ ათეულს, მაშინ ის აბრუნებს თავსმარჯვნივ და დგება მის გასწვრივ.

3. მოწყობა ,,ახლო ინტერვალით” (მიჯრილი ინტერვალით) სრულდება ისევე,როგორც “ნორმალური ინტერვალით” (განმკლავით გაჯრილი ინტერვალი), იმგანსხვავებით, რომ ამჯერად გაიცემა კომანდა – ,,ახლო ინტერვალით, მოეწყვეთ”.ათეულის შემადგენლობა განლაგდება ახლო ინტერვალით, მარცხენა ხელისშეკუმშული მუშტი მიდებული აქვთ ბარძაყზე ისე, რომ იდაყვი სხეულს სიგრძეზეუსწორდებოდეს და ეხებოდეს მარცხნივ მდგომი ჯარისკაცის მკლავს.

4. ათეულის მეთაური მოსაწყობად დგება მითითებული ფლანგის პირისპირდა გასცემს კომანდას – “ათეულო, ორ რიგად, მოეწყვეთ”é. ამ კომანდისშესრულებისას ათეულის ჯარისკაცები ეწყობიან ორ რიგად ისე, რომ უკანაპოზიციაზე მდგომი ჯარისკაცი უსწორდება მის წინ მდგომს;

შენიშვნა: რიგებში ჯარისკაცებს შორის სრული მანძილი დაახლოებით 90 სმ-ია, რაც უტოლდება ერთი ხელის გაწვდენას პლუს 15 სმ.

5. სამხედრო მოსამსახურეების მოწყობის დაწყებამდე (უსაფრთხოებისმიზნით) გაიცემა კომანდა – “შეამოწმეთ იარაღი” და შემდეგ იწყება ილეთებისშესრულება “მოემზადეთ, იარაღი მკერდზე”; “იარაღი ქამარზე”. იარაღის შემოწმებაკომანდის – “დაიშალეთ” გაცემამდეც სრულდება.

მუხლი 25. გათვლა

Page 74: სამწყობრო წესდება

1. ათეულის გათვლა წარმოებს როგორც გაშლილ მწყობრში, ასევე სალაშქროკოლონაში. ათეულის გათვლისათვის გაიცემა კომანდა – “ათეულო-გაითვალე”.კომანდის – “გაითვალე” გაცემამდე გაიცემა კომანდა – “თავისუფლად”:

2. ათეულის გაშლილ მწყობრში გათვლა ხდება მარჯვნიდან მარცხნივ.ათეულის თითოეული სამხედრო მოსამსახურე, გარდა მარჯვენა ფლანგზემდგომისა, აბრუნებს თავს მარჯვნივ. მარჯვნივ მდგომი სამხედრო მოსამსახურეამბობს “ერთი”. ათეულის დანარჩენი პირადი შემადგენლობა გაითვლის რიგითობისმიხედვით. სამხედრო მოსამსახურე რიცხვის დასახელებისთანავე აბრუნებს თავსპირდაპირ;

3. სალაშქრო კოლონაში გათვლა ხდება ფრონტიდან სიღრმეში. პირველისამხედრო მოსამსახურე რიცხვის დასახელებისას აბრუნებს თავს მარჯვნივ, მხრისზემოდან ამბობს “ერთი” და სწრაფად აბრუნებს თავს პირდაპირ. ათეულისდანარჩენი პირადი შემადგენლობა იგივე თანამიმდევრობით ასახელებს თავისნომერს. მხოლოდ რიგის ბოლოს მდგომი სამხედრო მოსამსახურე არ აბრუნებს თავსმარჯვნივ.

მუხლი 26. მწკრივში ინტერვალის შეცვლა

1. მწკრივში ინტერვალის შესაცვლელად თითოეულმა ჯარისკაცმაგადასადგმელი ნაბიჯების რაოდენობა რომ გაარკვიოს, ათეულის მეთაურმაინტერვალის შეცვლაზე კომანდის გაცემამდე უნდა გასცეს კომანდა: “გაითვალეთ,თავისუფლად”. ჯარისკაცებმა ინტერვალის შეცვლისას არ უნდა ასწიონ მკლავები.

2. ნორმალური ინტერვალიდან (განმკლავით გაჯრილი ინტერვალიდან) ახლოინტერვალზე (მიჯრილ ინტერვალზე) გადასასვლელად გაიცემა კომანდა: “ახლოინტერვალით, ნაბიჯით – იარ”.é კომანდაზე – “იარ” მარჯვენა ფლანგზე მდგომიპირველი ჯარისკაცი ადგილზე რჩება, ხოლო მის მარცხნივ მდგომი ჯარისკაცებიმარჯვნივ, განზე დგამენ სათანადო (თავიანთ ნომრებზე ერთით ნაკლებ) ნაბიჯებს დაჩერდებიან.

შენიშვნა: ათეულის მეთაური დგამს შესაბამისი რაოდენობის ნაბიჯებს, რათაშეინარჩუნოს პოზიცია (სამი ნაბიჯით წინ, სახით ათეულის ცენტრისაკენ).

3. ახლო ინტერვალიდან (მიჯრილი ინტერვალიდან) ნორმალურ ინტერვალზეგადასასვლელად გაიცემა კომანდა: “ნორმალური (განმკლავით გაჯრილი)ინტერვალით, ნაბიჯით – იარ”. კომანდაზე – “იარ” მარჯვენა ფლანგზე მდგომიჯარისკაცი ადგილზე რჩება, ხოლო მის მარცხნივ მდგომი ჯარისკაცები მარცხნივ,განზე დგამენ ნაბიჯებს (თავიანთ ნომრებზე ერთით ნაკლებს) და ჩერდებიან.

4. ნორმალური ინტერვალიდან (განმკლავით გაჯრილ ინტერვალიდან) ორმაგინტერვალზე (ორმაგი განმკლავით გაჯრილ ინტერვალზე) გადასასვლელად გაიცემაკომანდა: “განმკლავით (გაჯრილი) მწყობრით, ნაბიჯით – იარ”. კომანდაზე – “იარ”მარჯვენა ფლანგზე მდგომი ჯარისკაცი ადგილზე რჩება, ხოლო მის მარცხნივმდგომი ჯარისკაცები, რომლებსაც პირი მიბრუნებული აქვთ მარცხნივ, დგამენდაახლოებით სრულ ნაბიჯებს (თავიანთ ნომერზე ერთით ნაკლები რაოდენობის),ჩერდებიან და იღებენ დგომს – “სწორება მარჯვნივ”.

Page 75: სამწყობრო წესდება

5. ორმაგი ინტერვალიდან (ორმაგი განმკლავით გაჯრილი ინტერვალიდან)ნორმალურ ინტერვალზე (განმკლავით გაჯრილ ინტერვალზე) გადასასვლელადგაიცემა კომანდა: “ნორმალური ინტერვალით, ნაბიჯით – იარ”. კომანდაზე – “იარ”მარჯვენა ფლანგზე მდგომი ჯარისკაცი ადგილზე რჩება, ხოლო მის მარცხნივმდგომი ჯარისკაცები მიბრუნებული პირით მარჯვნივ (როგორც მარშის დროს)დგამენ სრულ ნაბიჯებს (თავიანთ ნომრებზე ერთით ნაკლებს), ჩერდებიან და იღებენმდგომარეობას “სწორება მარცხნივ”.

მუხლი 27. ათეულის ერთ ხაზზე გასწორება

1. ერთ ხაზზე ათეულის გასწორების კომანდის გაცემამდე ათეულის მეთაურიაწყობს ათეულს შესაბამის მწყობრში.

2. ნორმალურ ინტერვალზე (განმკლავით გაჯრილ ინტერვალზე) ათეულისერთ ხაზზე მოსაწყობად გაიცემა კომანდები: “სწორება მარჯვნივ”, “სწორდი” და“მოემზადეთ, პირდაპირ”. სამხედრო მოსამსახურეების იარაღით მოწყობისშემთხვევაში, ზემოთ აღნიშნული კომანდები გაიცემა მხოლოდ მდგომარეობაში –“იარაღი ფეხთან” ან “იარაღი ქამარზე”. კომანდაზე – “სწორდი” მარჯვენა ფლანგზემდგომი ჯარისკაცი ადგილზე რჩება. დანარჩენები აბრუნებენ თავს მარჯვნივ დაუსწორდებიან მარჯვნივ მდგომს. თითოეული ჯარისკაცი, მარცხენა ფლანგზემდგომის გარდა, იდაყვში გაშლილ მარჯვენა ხელს გაიწვდის გვერდზე, ზუსტადმხრის სიმაღლეზე (ხელის მტევანი შეკრულია, ხელისგული მიმართულია ქვემოთ),მარჯვნივ და მარცხნივ მოკლე-მოკლე ნაბიჯების გადადგმით საბოლოოდ იკავებსისეთ პოზიციას, რომ მისი მარჯვენა მხარი ეხებოდეს მარჯვნივ მდგომი ჯარისკაცისთითის წვერებს. კომანდაზე – “პირდაპირ” ათეულის მთლიანი შემადგენლობამკვეთრად იღებს დგომს – “სმენა” (ნახ. 27. 1).

შენიშვნა: ერთ ხაზზე ათეულის უფრო ზუსტად გასწორების მიზნით, კომანდაზე –“სწორდით” ათეულის მეთაური თავს აბრუნებს ნახევრად მარცხნივ, მიდისპირდაპირ, უსწორდება იმ ხაზს, სადაც ათეული დგას და ჩერდება მარჯვენა ფლანგისჯარისკაციდან ერთი ნაბიჯის სიშორეზე. თავისი პოზიციიდან ის ამოწმებს ათეულისგანლაგებას სწორ ხაზზე, მიმართავს მათ სახელებით ან ნომრების მიხედვით წინწასაწევად ან უკან დასახევად. მაგალითად: – “რიგითო სვანიძევ, 5 სმ-ით - წინ”,“ნომერო მერვევ, 10 სმ-ით – უკან”. ხაზზე ათეულის მოწყობის შემდეგ, მეთაურიმარცხნივ ან მარჯვნივ მოკლე-მოკლე ნაბიჯების გადადგმით გაუსწორდება მარჯვენა

Page 76: სამწყობრო წესდება

ფლანგზე მდგომ ჯარისკაცს (სახით მისკენ). შემდეგ ნახევრად მიაბრუნებს თავსმარჯვნივ და უბრუნდება საწყის მდგომარეობას (ათეულის ცენტრს), ჩერდებაათეულისადმი პერპენდიკულარულად სახით მარცხნივ და გასცემს კომანდას:“მოემზადეთ - წინ”. ეს მოქმედებები სრულდება ათეულის მიჯრილი ან განმკლავითგაჯრილი მწყობრით ხაზზე განლაგებისათვის;

3. ხაზზე ახლო ინტერვალით (მიჯრილი ინტერვალით) ათეულისგასასწორებლად გაიცემა კომანდა: “ახლო ინტერვალით სწორება მარჯვნივ –სწორდით” და “მოემზადეთ – წინ”. ხაზზე ნორმალური ინტერვალით (განმკლავითგაჯრილი ინტერვალით) განლაგებისას იგივე მოძრაობები სრულდება (თუ ისინი არგადადიან ახლო ინტერვალით მწყობრზე) (ნახ. 27. 2).

ნახ. 27. 2 ხაზზე მოწყობა (მიჯრილ მწყობრში)

4. ხაზზე ორმაგი ინტერვალით (ორმაგი განმკლავის ინტერვალით) ათეულისგანლაგებისათვის გაიცემა კომანდები: “ორმაგი ინტერვალით, სწორება მარჯვნივ –სწორდით” და “მოემზადეთ – წინ”. ეს კომანდები გაიცემა მხოლოდ მაშინ, როცაჯარისკაცები უიარაღოდ არიან ან იმყოფებიან დგომში “იარაღი ქამარზე”. კომანდაზე– “სწორება მარჯვნივ” თითოეული ჯარისკაცი (მარჯვენა ფლანგზე მდგომის გარდა)თავს აბრუნებს მარჯვნივ და გაუსწორდება მარჯვნივ მდგომ ჯარისკაცს. ამავე დროსჯარისკაცები (გარდა მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე მდგომებისა) განზე სწევენორივე ხელს და (წინ და უკან მოკლე ნაბიჯების გადადგმით) გაუსწორდნენ მარჯვნივდა მარცხნივ მდგომ ჯარისკაცებს ისე, რომ ხელის თითების წვერებით ერთმანეთსეხებოდნენ (მარჯვენა ფლანგზე მდგომი ჯარისკაცი სწევს მარცხენა ხელს, ხოლომარცხენა ფლანგზე მდგომი – მარჯვენას).

5. ერთ რიგში ათეულის გასასწორებლად გაიცემა კომანდა: “გაუსწორდით” და“შეწყვიტეთ გასწორება”. კომანდაზე – “გაუსწორდით” თითოეული ჯარისკაცი(გარდა პირველისა) წინ გაწეულ, იდაყვში გაშლილ მარცხენა ხელს სწევს მხრისსიმაღლეზე (ხელის მტევანი შეკრულია, ხელისგული კი მიმართულია ქვემოთ) დადგება მის წინ მდგომი ჯარისკაცისაგან ერთი ხელის გაწვდენას პლუს 15 სმდაშორებით. ამავე დროს უკან მდგომი თითოეული ჯარისკაცი უსწორდება მის წინმდგომს. კომანდაზე – “შეწყვიტეთ გასწორება” დაუყოვნებლივ მიიღება დგომი“სმენა”.

Page 77: სამწყობრო წესდება

მუხლი 28. გადაადგილება ათეულის შემადგენლობაში

1. მწკრივში მოწყობილ ათეულს გადაადგილება შეუძლია მხოლოდ მოკლემანძილზე.

2. დიდ მანძილზე ათეული რიგში მოწყობილი გადაადგილდება.3. მწკრივიდან რიგში მწყობრზე გადასვლისათვის გაიცემა კომანდა –

“მარჯვნისა-კენ”.4. მწკრივში ახლო ინტერვალით (მიჯრილი ინტერვალით) დგომიდან რიგში

გადასასვლელად ათეულის ჯარისკაცებმა მოკლე მანძილზე უნდა გაიარონ ნახევარ-ნახევარი ნაბიჯებით, რაც მათ შორის დადგენილ დისტანციას ამცირებს. დადგენილიდისტანციის აღსადგენად გაიცემა კომანდა: “გაიშალეთ, ნაბიჯით - იარ”.შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” პირველი ჯარისკაცი დგამს კიდევ ერთ არასრულნაბიჯს და შემდეგ სვლას აგრძელებს სრული ნაბიჯებით. ათეულის ყოველიჯარისკაცი იწყებს სიარულს სრული ნაბიჯებით, დაახლოებით იმ ადგილიდან,სადაც პირველმა ჯარისკაცმა გადადგა პირველი ნაბიჯი ან დადგენილი დისტანციისაღდგენისთანავე.

მუხლი 29. მიმართულების შეცვლა რიგის შიგნით გადაადგილებისას

1. ადგილიდან 45 ან 90 გრადუსით შეცვლილი მიმართულებით მოძრაობისგასაგრძელებლად გაიცემა კომანდა: “რიგო, მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ), ნაბიჯით -იარ” ან “რიგო, ნახევრად მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ), ნაბიჯით - იარ”. კომანდაზე –“ნაბიჯით - იარ” თავში მდგომი ჯარისკაცი მითითებული მხარის შესაბამისი ფეხისქუსლზე ბრუნდება, დგამს სრულ ნაბიჯს მითითებული მიმართულებით დაგანაგრძობს სვლას. მეორე ჯარისკაცი დგამს უფრო მოკლე ან გრძელ ნაბიჯს პირველიჯარისკაცის მიმართულების შეცვლის წერტილამდე. როცა ის (მეორე ჯარისკაცი)მიაღწევს პირველი ჯარისკაცის მიმართულების შეცვლის წერტილს, ბრუნდება ფეხისქუსლზე და უკან მდგომი ფეხით დგამს სრულ ნაბიჯს ახალი მიმართულებით.ათეულის დანარჩენი წევრები პირველ ნაბიჯს დგამენ მარცხენა ფეხით დაგანაგრძობენ სვლას სრული ნაბიჯებით, როგორც მეორე ჯარისკაცი.

2. მარშირებისას მიმართულების 45 ან 90 გრადუსით შესაცვლელად გაიცემაკომანდა: “რიგო, მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ) ნაბიჯით – იარ” ან “რიგო, ნახევრადმარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ) ნაბიჯით – იარ”. შესასრულებელი კომანდა – “იარ”გაიცემა მიწაზე მობრუნების მიმართულების შესაბამისი ფეხის დადგმისთანავე,რასაც მოჰყვება შემდეგი მოქმედებები: პირველი ჯარისკაცი დგამს დამატებით კიდევერთ ნაბიჯს, ბრუნდება და განაგრძობს სვლას ნაბრძანები მიმართულებით,დანარჩენები განაგრძობენ მწყობრით სიარულს წინ და ბრუნდებიან ისე, როგორცპირველ პუნქტშია მითითებული.

3. მწკრივში მარშირებისას დაბრკოლების გვერდის ასავლელად მეთაურიმიუთითებს: “შემოუარეთ მარცხნიდან (მარჯვნიდან)”. პირველი ჯარისკაცი

Page 78: სამწყობრო წესდება

შემოუვლის მარცხნიდან (მარჯვნიდან) დაბრკოლებას და განაგრძობს სვლას საწყისიმიმართულებით. დანარჩენები მიჰყვებიან პირველ ჯარისკაცს.

მუხლი 30. გადაადგილება ფლანგისაკენ

ფლანგისაკენ ათეული გადაადგილდება (ისიც მცირე მანძილზე) მაშინ,როდესაც მოწყობილია რიგში. ამ მოქმედების შესასრულებლად გაიცემა კომანდა:“მარჯვენა (მარცხენა) ფლანგისაკენ, ნაბიჯით - იარ”. შესასრულებელი კომანდა –“იარ” გაიცემა მობრუნების მიმართულების შესაბამისი ფეხის მიწაზედადგმისთანავე, კომანდაზე ათეულის ყველა ჯარისკაცი დგამს კიდევ ერთ ნაბიჯს,ბრუნდება წინ გადადგმული ფეხის ქუსლზე 90 გრადუსით (ნაბრძანებიმიმართულებით) და განაგრძობს სვლას მეორე (უკან მდგომი) ფეხით. ფლანგისაკენმარშირებისას ჯარისკაცებს მიღებული უნდა ჰქოდეთ დგომი – “სწორება მარჯვნივ”.

მუხლი 31. ათეულის ორ რიგად მოწყობა და გადაწყობა

1. მწკრივიდან ორ რიგად ათეული გადაეწყობა მისი შეჩერების შემდეგ.ამისათვის გაიცემა კომანდა: “ორ რიგად მარჯვნივ (მარცხნივ), ნაბიჯით - იარ”.წინასწარ კომანდაზე წინ მდგომი ჯგუფის წინამძღოლი თავისი ჯარისკაცებისათვისგასცემს კომანდას: “ადგილზე - დარჩით”, მისი მომდევნო ჯგუფის წინამძღოლი კიხელქვეითებს მიმართავს: “რიგო, ნახევრად მარჯვნივ (მარცხნივ), ნაბიჯით”.შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” მომდევნო ჯგუფის ხელმძღვანელი თავადწაუძღვება თავის რიგს, შემობრუნდება მარცხნივ (მარჯვნივ), ვიდრე დადგენილიინტერვალი (ჯარისკაცებს შორის) არ აღდგება გასცემს კომანდას: ,,ადგილზენაბიჯით - იარ” და “ჯგუფო - სდექ”, თვითონ კი ხაზზე უსწორდება წინა ჯგუფისხელმძღვანელს;

2. ორრიგიანი მწყობრიდან ერთმწკრივიან მწყობრზე გადასვლა შესაძლებელიამხოლოდ შეჩერების შემდეგ:

ა) ამ მოქმედების შესასრულებლად გაიცემა კომანდა: “მწკრივო, მარცხნიდან(მარჯვნიდან), ნაბიჯით - იარ”. წინასწარ კომანდაზე წინ მდგომი ჯგუფისხელმძღვანელი მიმართავს თავის ჯარისკაცებს: “პირდაპირ”, ხოლო მომდევნოჯგუფის ხელმძღვანელი – “დარჩით - ადგილზე”;

ბ) შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” წინა ჯგუფი მიდის პირდაპირ. როგორცკი მეწინავე ჯგუფის ბოლოდან მეორე ჯარისკაცი გაუსწორდება მომდევნო ჯგუფისხელმძღვანელს, ეს უკანასკნელი გასცემს წინასწარ კომანდას: “რიგო, ნახევრადმარცხნივ, ნაბიჯით”;

გ) როდესაც მეწინავე ჯგუფის ბოლო ჯარისკაცი გაუსწორდება მომდევნოჯგუფის ხელმძღვანელს და მიწაზე დაადგამს მარჯვენა ფეხს, მომდევნო ჯგუფსეძლევა კომანდა “იარ”. ამ ჯგუფის ხელმძღვანელი ბრუნდება მარცხნივ (მარჯვნივ),რათა მიჰყვეს მეწინავე ჯგუფს დადგენილ დისტანციაზე.

შენიშვნა: თუ ჯგუფი მარჯვნისაკენ გადაადგილდება ან მეორე ჯგუფიმარჯვნივ მიჰყვება, მისი ხელმძღვანელი კომანდებს გასცემს მარჯვენა მხრიდან,

Page 79: სამწყობრო წესდება

ხოლო თუ მარცხნისაკენ მიდის (ან მეორე ჯგუფი მარცხენა მხრიდან მიჰყვება) –მარცხნიდან.

მუხლი 32. ათეულის დაშლა

ათეული დაშლის წინ დგება დგომში – “სმენა”. იარაღიანი სამხედრომოსამსახურეებისათვის კომანდამდე – “დაიშალეთ”, გაიცემა შემდეგი კომანდები:“შეამოწმეთ - იარაღი”, “მოემზადეთ, იარაღი - მკერდზე”, “იარაღი ფეხთან”, “იარაღიქამარზე”. უიარაღო ათეულებისათვის გაიცემა მხოლოდ კომანდა “დაიშალეთ”.

მუხლი 33. იარაღის აღება და დაწყობა

1. ათეულის წევრები იარაღს აწყობენ მწკრივში (გაჯრილ მწყობრში) დგომისასპოზიციიდან – “იარაღი - ფეხთან”. როცა ათეული მწკრივში დგას, ათეულისმეთაური გასცემს კომანდას: “გაითვალეთ” და დანიშნავს ჯარისკაცებს, რომლებიცავტომატებს დააწყობენ ნუმერაციის მიხედვით.

შენიშვნა: სხვადასხვა სერიის შაშხანების ერთად დაწყობა მიზანშეწონილი არარის. ორი სხვადასხვა სერიის შაშხანები უნდა დაეწყოს (ჯგუფურად) ცალ-ცალკემიწაზე ისე, რომ ჯარისკაცებს მათი დანახვა არ გაუძნელდეთ.

2. როცა ათეული არის უფრო დიდი ქვედანაყოფის შემადგენელი ნაწილი,ჯგუფურად იარაღის დაწყობა შეიძლება რიგში მოწყობის დროსაც. თუ ქვედანაყოფიშედგება სამი ან მეტი მწკრივისაგან და ათეულები დგანან ნორმალური ინტერვალით(განმკლავით გაჯრილი ინტერვალით), მწყობრში მეორე ან მესამე ათეულსდაევალებათ იარაღის დაწყობა ჯგუფურად.

მუხლი 34. ქამრების მომზადება

იარაღის დამწყობი პირადი შემადგენლობის განსაზღვრის შემდეგ ათეულისმეთაური გასცემს კომანდას – “მოამზადეთ – ქამრები”. შესასრულებელ კომანდაზე –“ქამრები” იარაღის დამწყობი თითოეული ჯარისკაცი მარჯვენა ხელს ჰკიდებსთავისი შაშხანის ლულას და სწევს იარაღს ვერტიკალურად, მარცხენა ხელითმიიდებს შაშხანის კონდახს მარჯვენა თეძოზე, მოიმარჯვებს იარაღს მარჯვენამოხრილი იდაყვით და ორივე ხელით არეგულირებს საქამრეს. ამის შემდეგუბრუნდება დგომს “იარაღი ფეხთან”.

მუხლი 35. იარაღის აღება

იარაღის ასაღებად გაიცემა კომანდა “აიღეთ იარაღი”. შესასრულებელკომანდაზე – “იარაღი” ჯარისკაცები იღებენ თავიანთ ავტომატებს იმავე წესით,როგორც დააწყეს. იარაღის დამდებ ჯარისკაცს ისევე უჭირავს ყულფი, როგორცავტომატების დაწყობისას, მის მარცხნივ და მარჯვნივ მდგომი ჯარისკაცები დგებიანმის წინ, იხრებიან, იღებენ თავიანთ ავტომატებს და იჭერენ ჰორიზონტალურად

Page 80: სამწყობრო წესდება

ერთი ხელის – კონდახის ვიწრო ყელზე, ხოლო მეორის – ლულის ზესადებზეჩავლებით. მარჯვნივ მდგომი ჯარისკაცი პირველი დაუშვებს თავის ავტომატს დაიღებს მდგომარეობას “იარაღი ფეხთან”. მარცხნივ მდგომი ჯარისკაციც ჰბაძავს მას.იარაღის დამწყობი ჯარისკაცი ფრთხილად დასწევს ავტომატს, მოიყვანს ქამარსა დასაქამრეს საწყის მდგომარეობაში და მიიღებს პოზიციას “იარაღი ფეხთან”.

თავი VIIოცეულის მწყობრი

მუხლი 36. ზოგადი დებულებანი

1. ოცეული შეიძლება განლაგდეს მწკრივში ან რიგში (ნახ. 36). რიგშიგანლაგებისას ოცეულში შემავალი ათეულები ნომრების მიხედვით ფრონტიდანზურგისაკენ დაეწყობიან, ხოლო მწკრივში მოწყობისას – მარცხნიდან მარჯვნივ.

2. ოცეულის სამწყობრო მომზადება, უმეტეს შემთხვევაში, უზრუნველყოფსათეულების შერწყმულ მოქმედებას ქვედანაყოფის შემადგენლობაში.ინდივიდუალური მომზადება და იარაღის ხმარება ათეულის მომზადებისასაღწერილი მოქმედებების მსგავსად ხდება:

ა) ოცეულის მოწყობისა და გადაადგილების დროს ოცეულის მეთაურსა დაოცეულის სერჟანტს იარაღი აქვთ მდგომარეობაში – “ქამარზე”. ასეულისშემადგენლობაში ოცეულის მოწყობისას ოცეულის მეთაური და ოცეულის სერჟანტირჩებიან იმავე მდგომარეობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისალმება ხელითხდება;

ბ) ოცეულის სერჟანტის მიერ ოფიცრის გარეშე ოცეულის რიგში ან მწკრივშიმოწყობისას ოცეულის სერჟანტი იკავებს პოზიციას ოცეულის ცენტრიდან სამინაბიჯით წინ;

Page 81: სამწყობრო წესდება

გ) ოცეულის მეთაურის თანხლებით ოცეულის რიგში ან მწკრივში მოწყობისასოცეულის სერჟანტი დგება ოცეულის მწყობრის ცენტრიდან ერთი ნაბიჯითუკან;დ) ოცეულის მეთაურის თანხლებით მარშირებისას, მწკრივის მწყობრიდან

რიგის მწყობრზე გადასვლის დროს, ოცეულის სერჟანტი ბრუნდება მარცხნივ დამიემართება თავისი ადგილისაკენ. შემდეგ იგი ჩერდება და ბრუნდება მარჯვნივ,ხოლო რიგის მწყობრიდან მწკრივის მწყობრზე გადასვლისას, ოცეულის სერჟანტიბრუნდება მარჯვნივ და მიემართება პირდაპირ თავისი ადგილისაკენ, ჩერდებაოცეულის ცენტრში და ბრუნდება მარცხნივ;

შენიშვნა: როდესაც რიგები არ არის შევსებული, ოცეულის სერჟანტს,სისწორის დასაცავად, ჯარისკაცები უფრო გრძელი რიგიდან არასრულ რიგშიგადაჰყავს ან მას შეუძლია თვითონ შეავსოს ცარიელი ადგილი, როგორც მარჯვენაფლანგის ბოლო ჯარისკაცმა.

ე) მარშირების დროს ოცეულის მეთაურის მიერ მწყობრის მართვის ოცეულისსერჟანტისათვის გადასაცემად ოცეულის სერჟანტი მარჯვენა ფლანგის შემოვლითიკავებს ოცეულის მეთაურის ადგილს, ხოლო ოცეულის მეთაური მარცხენა ფლანგისშემოვლით – სერჟანტის ადგილს;

ვ) კომანდების: “გაშლილი მწყობრით - იარ”; “ზურგისა - კენ”; “მარჯვენა(მარცხენა) ფეხით - იარ”; “პირდაპირ - იარ” და იმ კომანდების შესრულების დროს,რომლებიც იწვევს ოცეულის მწყობრში ინტერვალის შეცვლას, ოცეულის მეთაურიშესასრულებელი კომანდის გაცემისთანავე (შესაბამისი ნაბიჯით) მიემართებაშესაბამისი პოზიციის დასაკავებლად;

ზ) ოცეულის მწკრივში მოწყობისას საწყისი წერტილი პირველი ათეულისმეთაურია, ხოლო რიგში მოწყობისას - მეოთხე ათეულის მეთაური;

თ) საწვრთნელი მეცადინეობების დროს, ქვედანაყოფებში მოწინავე ოცეულისმედროშის დგომის ადგილია ოცეულიდან სრული ნაბიჯით წინ და სრული ნაბიჯითმარჯვნივ, ოცეულის მეთაურის პირდაპირ. მარშირებისას, როცა მწყობრი მარჯვნივბრუნდება, მედროშე მოქმედებს ისევე, როგორც ნაჩვენებია 22-ე მუხლში, იმგანსხვავებით, რომ იგი დგას ათეულის მეთაურთა ცენტრიდან სამი ნაბიჯით წინ.თუ ოცეულის მეთაურს თავისი ადგილი უკავია, მაშინ მედროშე დგება ერთინაბიჯით უკან და ოცეულის მეთაურისაგან სრული ნაბიჯით მარცხნივ;

ი) ოცეულის, როგორც ცალკეული ქვედანაყოფის, მწკრივში მოწყობისასოცეულის მეთაური დგას ოცეულის ცენტრიდან ექვსი ნაბიჯით წინ. რიგშიმოწყობისას ოცეულის მეთაური დგას ოცეულის ცენტრიდან ექვსი ნაბიჯით მარცხენაფლანგისაკენ. ოცეულის, როგორც უფრო დიდი ქვედანაყოფის შემადგენლობის,მარშირებისას ოცეულის მეთაური დგას ათეულის მეთაურთა ცენტრიდან ერთინაბიჯით წინ;

კ) როდესაც ოცეულის მეთაური გასცემს კომანდებს: ,,გაშლილი მწყობრით –იარ“ , ,,ზურგისა- კენ” , ,,მარჯვენა (მარცხენა) ფეხით – იარ”, ,,პირდაპირ – იარ” ანახდენს ინტერვალის ცვლილებას ოცეულში, იგი მიემართება შესაბამისი პოზიციისდასაკავებლად;

Page 82: სამწყობრო წესდება

კ.ა) მარშირებისას მწკრივის მწყობრიდან რიგის მწყობრზე გადასასვლელადოცეულის მეთაური ბრუნდება მარჯვნივ და მიემართება პირდაპირ თავისიპოზიციისაკენ, ჩერდება და ბრუნდება მარცხნივ;

კ.ბ) მარშირებისას რიგის მწყობრიდან მწკრივის მწყობრზე გადასასვლელადოცეულის მეთაური ბრუნდება მარცხნივ, მიემართება თავისი ადგილისაკენ, შემდეგჩერდება ქვედანაყოფის პერპენდიკულარულად და ბრუნდება მარჯვნივ.

მუხლი 37. ოცეულის მოწყობა

1. ოცეული, ჩვეულებრივ, ეწყობა მწკრივში, თუმცა იგი შეიძლება გადაეწყოსრიგში, თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია განსაზღვროს ზუსტი ადგილიმწყობრში.

2. ოცეულისა და ათეულის მოწყობა არსებითად ერთნაირად ხდება. ოცეულისსერჟანტი იღებს დგომს – “სმენა” და იძლევა კომანდას – “მოეწყვეთ” (“ახლოინტერვალით – მოეწყვეთ” ან “კოლონაში – მოეწყვეთ”). კომანდაზე – “მოეწყვეთ”(ახლო ინტერვალით მოეწყვეთ) პირველი ათეული და მისი მეთაური დგას ოცეულისსერჟანტის დგომის ადგილიდან სამი ნაბიჯით წინ. სხვა ათეულის მეთაურებიშესაბამისი დისტანციის დაცვით უსწორდებიან პირველი ათეულის მეთაურს. ყველაათეულის პირადი შემადგენლობა ეწყობა თავიანთი ათეულის მეთაურებისკომანდაზე. იღებენ დგომს – “სმენა” და აბრუნებენ თავებს მარჯვნივ. პატარანაბიჯებით წინ ან უკან გადაადგილებით ისინი იცავენ შესაბამის დისტანციას დაუსწორდებიან მარჯვნივ მდგომ ჯარისკაცს. შემდეგ მკვეთრად მიატრიალებენ თავსწინ, როგორც დგომისას – “სმენა” და შესაბამისი ინტერვალის დაცვითგადაადგილდებიან მარცხნივ და მარჯვნივ, რათა ზურგში გაუსწორდნენ წინ მდგომჯარისკაცს.

3. როცა ოცეული შეიარაღებულია, მისი წევრები იღებენ დგომს – “იარაღი –ფეხთან” ან “იარაღი - ქამარზე”. უსაფრთხოების მიზნით კომანდები: “შეამოწმეთიარაღი”, “მოემზადეთ, იარაღი - მკერდზე” და “იარაღი - ქამარზე” გაიცემამოწყობამდე და ბოლო კომანდის (“დაიშალეთ”) წინ.

4. პატაკების მისაღებად ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას “მომახსენეთ”.ათეულის მეთაურები ფრონტიდან ზურგისაკენ ერთიმეორეზე მიყოლებითაბრუნებენ თავებს ოცეულის სერჟანტისაკენ, ესალმებიან და აბარებენ პატაკს.ათეულის მეთაურები არ აწყობენ ქვედანაყოფს, მაგალითად:

ა) როდესაც ათეულის ყველა ჯარისკაცი მოწყობილია, ათეულის მეთაურიაბარებს პატაკს – “ყველა ადგილზეა”;

ბ) როდესაც ათეულის პირადი შემადგენლობა არასრულადაა მოწყობილი,ათეულის მეთაური აბარებს პატაკს ჯარისკაცების არყოფნის მიზეზების შესახებ.

5. ოცეულის სერჟანტი İ აბრუნებს თავს მომხსენებელი ათეულისმეთაურისაკენ, იღებს პატაკს და პასუხობს მისალმებაზე. ათეულის მეთაურებისაგანპატაკების მიღების შემდეგ ოცეულის სერჟანტი უცდის ოცეულის მეთაურის ანუფროსი სერჟანტის განკარგულებას პატაკის ჩაბარების შესახებ. ოცეულის მეთაურიიკავებს თავის ადგილს, ოცეულის სერჟანტი ესალმება და აბარებს პატაკს: “ბატონო

Page 83: სამწყობრო წესდება

ლეიტენანტო, ყველა ადგილზეა” ან “ბატონო ლეიტენანტო, ჯარისკაცი არ იმყოფებაადგილზე”. ოცეულის მეთაური პასუხობს მისალმებაზე. ოცეულის სერჟანტიმისალმების შემდეგ ბრუნდება მარჯვნივ, შემოუვლის ათეულების მეთაურებს,ჩერდება თავის ადგილზე და ბრუნდება მარჯვნივ.

6. თუ ოცეულის მეთაური მოწყობის დროს არ იმყოფება ადგილზე, ოცეულისსერჟანტი წინ დგამს სამ ნაბიჯს (ათეულების მეთაურებისაგან პატაკების მიღებისშემდეგ), გასცემს კომანდას – “ადგილებზე” და ასრულებს ოცეულის მეთაურისფუნქციებს.

7. ოცეულის მეთაურის მიერ ოცეულის მოწყობისას ოცეულის მოწყობახორციელდება ზემოთ აღწერილი თანამიმდევრობით, მხოლოდ იმ განსხვავებით,რომ პირველი ათეული ეწყობა ოცეულის მეთაურიდან ექვსი ნაბიჯის დაშორებით,ხოლო ოცეულის სერჟანტი იკავებს თავის ადგილს ოცეულის უკან.

მუხლი 38. მწყობრიდან გამოსვლა

სიტუაციიდან გამომდინარე, თუ ერთი ან მეტი ჯარისკაცი ტოვებს მწყობრს,ოცეულის სერჟანტი მიუთითებს მას: “რიგითო ბარამიძევ, (პაუზა) პირდაპირ,ცენტრისა-კენ”. როდესაც ჯარისკაცის გვარი გამოცხადდება, იგი იღებს დგომს “სმენა”და პასუხობს “ვარ”. შესასრულებელ კომანდაზე დგამს ნახევარ ნაბიჯს უკან,ჩერდება, ბრუნდება მარჯვნივ (მარცხნივ), ტოვებს მწყობრს და მიემართებაუახლოესი ფლანგისაკენ, ამ დროს სამხედრო მოსამსახურე არ იყურება მარჯვნივ ანმარცხნივ. მწყობრის დატოვების შემდეგ იგი გადადის აჩქარებული ნაბიჯითგადაადგილებაზე (სირბილზე) და ჩერდება ოცეულის სერჟანტისაგან ორი ნაბიჯითწინ.

შენიშვნა: მწყობრიდან გამოსული სამხედრო მოსამსახურეები ეწყობიან ისე,რომ ოცეულის სერჟანტი ცენტრში იდგეს. ოცეულის სერჟანტმა პირველი ჯარისკაციისე უნდა დააყენოს, რომ ბოლო ჯარისკაცის რიგში ჩადგომისას ცენტრი არდაირღვეს.

მუხლი 39. გათვლა

გათვლა ოცეულსა და ათეულში ერთნაირად ხორციელდება. მწკრივშიმოწყობისას ათეულები გაითვლიან მარჯვნიდან მარცხნივ; თითოეული ათეულისმეთაური წარმოთქვამს “ერთი”, დანარჩენი ათეულის წევრები კი ნუმერაციისშესაბამისად. რიგში მოწყობისას გაითვლიან ფრონტიდან ზურგისაკენ; თითოეულიათეულის მეთაური წარმოთქვამს – “ერთი”.

მუხლი 40. ინტერვალის შეცვლა

1. ოცეულის მწკრივში მოწყობისას ინტერვალის შეცვლა ხდება იმავეთანამიმდევრობით, როგორც ათეულის შემადგენლობით მოწყობის დროს.

Page 84: სამწყობრო წესდება

2. რიგში მოწყობილ ოცეულში ინტერვალის შეცვლისას მარჯვენა მწკრივიადგილზე რჩება და ასრულებს ათვლის წერტილის ფუნქციას. დანარჩენიჯარისკაცები (გვერდიგვერდ) გადაადგილდებიან ისე, როგორც ზემოთაა აღწერილი.ნორმალური იტერვალიდან (განმკლავით გაჯრილი ინტერვალიდან) ახლოინტერვალზე (მიჯრილ ინტერვალზე) გადასვლისას, მესამე ათეული დგამს ერთნაბიჯს მარჯვნივ, მეორე ათეული – ორ ნაბიჯს მარჯვნივ, ხოლო პირველი ათეული –სამ ნაბიჯს მარჯვნივ. ნორმალურ ინტერვალზე გადასვლა სრულდებაუკუთანამიმდევრობით (ათეულები იმავე რაოდენობის ნაბიჯებითგადაადგილდებიან მარცხნივ).

3. რიგებად მოწყობილი ოცეულის მარშირებისას ინტერვალის შეცვლისათვისგაიცემა კომანდა – “ახლო ინტერვალით - იარ”. წინასწარი კომანდა – “ახლოინტერვალით”, გაიცემა მიწაზე მარჯვენა ფეხის დადგმისას, შესასრულებელიკომანდა – “იარ” გაიცემა მიწაზე მარჯვენა ფეხის შემდეგი დადგმისთანავე:

ა) შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” მარჯვენა ათეული დგამს კიდევ ერთსრულ ნაბიჯს და შემდეგ აგრძელებს მოძრაობას ნახევარი ნაბიჯით. ყველადანარჩენი ათეული დგამს კიდევ ერთ ნაბიჯს, შემდეგ ერთდროულად ბრუნდებანახევრად მარჯვნივ, განაგრძობს მარშირებას ახლო ინტერვალის დამყარებამდე,ბრუნდება ნახევრად მარცხნივ და აგრძელებს მარშირებას;

ბ) კომანდაზე – “პირდაპირ - იარ” ყველა ჯარისკაცი აგრძელებს მარშირებასსრული ნაბიჯებით. აგრეთვე შეიძლება გაიცეს კომანდა “ადგილზე – იარ” ან“ოცეულო - სდექ”.

4. მარშირებისას გაჯრილ ინტერვალზე გადასასვლელად წინასწარი კომანდა –“ნორმალური ინტერვალით” გაიცემა მიწაზე მარცხენა ფეხის დადგმისთანავე.შესასრულებელი კომანდა – “იარ” გაიცემა მიწაზე მარცხენა ფეხის შემდეგიდადგმისას. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” ოცეულის პირადი შემადგენლობამოეწყობა ნორმალური ინტერვალით, ისევე, როგორც ახლო ინტერვალითმოწყობისას, იმ განსხვავებით, რომ თითოეული ათეული ასრულებს კომანდებს:“რიგო, ნახევრად მარცხნივ” და შემდეგ – “რიგო, ნახევრად მარჯვნივ“.

5. ნორმალური ინტერვალიდან ორმაგ ინტერვალზე (ორი განმკლავითგაჯრილ ინტერვალზე) გადასვლისას მოქმედებები იმავე თანამიმდევრობითხორციელდება, როგორც ახლო ინტერვალიდან ნორმალურ ინტერვალზე გადასვლისდროს.

6. ორმაგი ინტერვალიდან (ორი განმკლავით გაჯრილი ინტერვალიდან)ნორმალურ ინტერვალზე (განმკლავით გაჯრილ ინტერვალზე) გადასვლა სრულდებაიმავე თანამიმდევრობით, როგორც ნორმალური ინტერვალიდან ახლო ინტერვალზეგადასვლის დროს.

მუხლი 41. ოცეულის ერთ ხაზზე მოწყობა

1. ოცეული ერთ ხაზზე ათეულის მსგავსად ეწყობა.2. კომანდის – “სწორდით” შესრულებისათვის პირველი ათეულის მეთაური

რჩება ადგილზე და ყველა დანარჩენი უსწორდება მას. დანარჩენი ათეულების

Page 85: სამწყობრო წესდება

მეთაურები რიგების მიხედვით იცავენ დადგენილ დისტანციას. ზუსტი ინტერვალისდასაცავად პირველი ათეულის ჯარისკაცები მოქმედებენ ისევე, როგორც ათეულისსამწყობრო სწავლებისას. ყველა დანარჩენი ათეულები პირველი ათეულის მსგავსადასრულებენ იმავე მოქმედებებს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ათეულის ყველაწევრი სწევს მარცხენა ხელს, ისე, რომ შუა თითი ოდნავ ეხებოდეს წინ მდგომიჯარისკაცის მხარს.

3. თუ ოცეულის სერჟანტს უნდა მწყობრის ერთ ხაზზე ზუსტი მოწყობა, იგიმიბრუნდება ნახევრი ბრუნით მარცხნივ ან მარჯვნივ, მიემართება პირველიათეულისაკენ თავისი პოზიციის დასაკავებლად. ამ პოზიციიდან იგი ასწორებსპირველი ათეულის მწყობრის რიგს, საჭიროების შემთხვევაში, ჯარისკაცებსმიმართავს გვარით ან ნომრით: “რიგითო ბარამიძევ, 5 სმ-ით წინ”; “მერვე ნომერო, 10სმ-ით უკან”. ოცეულის მეთაური ინარჩუნებს დგომს – “სმენა”, საჭიროებისამებრდგამს მოკლე ნაბიჯს მარჯვნივ ან მარცხნივ, რათა შეხედოს ათეულს:

ა) პირველი ათეულის ერთ ხაზზე მოწყობის შემდეგ ოცეულის სერჟანტიიკავებს პოზიციას ათეულის წინ და ცენტრში, ბრუნდება მარცხნივ (მარჯვნივ), დგამსორ ან სამ მოკლე ნაბიჯს შემდეგი ათეულისაკენ, ჩერდება, უსწორდება ხაზს დამეორე ათეულს აწყობს ისევე, როგორც პირველ ათეულს;

ბ) ოცეულის სერჟანტი ბოლო ათეულის ერთ ხაზზე მოწყობის შემდეგ დგამსმოკლე ნაბიჯებს მარჯვნივ ან მარცხნივ და უსწორდება ათეულის მეთაურს, შემდეგბრუნდება მარჯვნივ (მარცხნივ) და მიემართება თავისი პოზიციისაკენ (ოცეულისცენტრში), ჩერდება ქვედანაყოფის პერპენდიკულარულად, ბრუნდება მარცხნივ(მარჯვნივ) და იძლევა კომანდას – “მოემზადეთ - პირდაპირ”.

შენიშვნა: როცა ოცეული ერთ ხაზზე სწორდება როგორც უფრო დიდიქვედანაყოფის ნაწილი, ათეულის მეთაურები აბრუნებენ თავს მარჯვნივ დაუსწორდებიან მათგან მარჯვნივ მდგომ ქვედანაყოფებს. როცა ოცეული არ ეწყობაროგორც მარჯვენა ფლანგის ოცეული,ıოცეულის სერჟანტი ოცეულს ერთ ხაზზეაწყობს მარცხენა ფლანგიდან.

4. ოცეულის რიგში გასასწორებლად გაიცემა კომანდა – ,,რიგში სწორდით” და,,შეწყვიტეთ - სწორება”. კომანდაზე – ,,სწორდით” მეოთხე ათეულის მეთაური რჩებაადგილზე და მას უსწორდებიან დანარჩენი ათეულის მეთაურები. მარცხენა ფლანგისმეთაურის გარდა, ყოველი ათეულის მეთაური გვერდზე შლის ხელს და თავსაბრუნებს მარჯვნივ, მეოთხე ათეულის ჯარისკაცები ჰორიზონტალურად, წინ სწევენმარცხენა ხელს და იკავებენ საჭირო დისტანციას (მკლავის სიგრძეს პლუს 15 სმ).პირველი, მეორე და მესამე ათეულის ჯარისკაცები მარცხენა ხელს გასწევენ წინჰორიზონტალურად და ამოუდგებიან მათ წინ მდგომ ჯარისკაცებს. ამავდროულად,თავის გაუნძრევლად იყურებიან მარჯვნივ და უსწორდებიან მათ მარჯვნივ მდგომჯარისკაცს. დგომის – ,,სმენა” დასაკავებლად გაიცემა კომანდა – ,,შეწყვიტეთ -სწორება”. ამ კომანდის გაცემისას თითოეული ჯარისკაცი მკვეთრად უბრუნდებადგომს – ,,სმენა”.

შენიშვნა: ოცეულის, როგორც უფრო დიდი ქვედანაყოფის ნაწილის, რიგშიმოწყობისას ათეულის მეთაურები არც ხელს სწევენ და არც თავს აბრუნებენ. ისინიათეულის წინ დგებიან. ოცეულის სერჟანტმა უნდა დაუცადოს მის წინ მდგომი

Page 86: სამწყობრო წესდება

ოცეულის სერჟანტის მიერ კომანდის – ,,შეწყვიტეთ - სწორება“ გაცემას, სანამთვითონ გასცემდეს კომანდას – ,,რიგში სწორდით”.

მუხლი 42. მიჯრილი და გაჯრილი მწყობრი

1. ქვედანაყოფის მწკრივში მოწყობის შემდეგ სრულდება კომანდა –,,გაჯრილი მწყობრით - იარ”. ეს კომანდა შეიძლება შესრულდეს ყველა აღწერილიინტერვალის დაცვის შემთხვევაში. შესასრულებელ კომანდაზე – ,,იარ” წინა რიგიორი ნაბიჯით იწევს წინ, მეორე რიგი - ერთი ნაბიჯით, მესამე რიგი კი რჩებაადგილზე, ხოლო მეოთხე რიგი ორი ნაბიჯით უკან გადაადგილდება. დამატებითირიგების შემთხვევაში მეხუთე რიგი ოთხი ნაბიჯით იწევს უკან, ხოლო მეექვსე რიგი– ექვსიş ნაბიჯით.

შენიშვნა: საჭირო რაოდენობის ნაბიჯებით გადაადგილების შემდეგჯარისკაცები არ სწევენ ხელებს. ზუსტი ინტერვალის დასაცავად ან მწყობრისსისწორისათვის ოცეულის მეთაური გასცემს კომანდას – “ახლო ინტერვალი (ორმაგიინტერვალი), სწორება მარჯვნივ - სწორდით”. თუ ოცეული უსწორდება მისმარჯვნივ მდგომ ქვედანაყოფს, ათეულების მეთაურები აბრუნებენ თავს დათვითონაც უსწორდებიან იმ ქვედანაყოფს.

2. ახლო ინტერვალის მისაღებად გაიცემა კომანდა – ,,ახლო ინტერვალითნაბიჯით - იარ”. შესასრულებელ კომანდაზე “იარ” პირველი რიგი ოთხი ნაბიჯითიწევს უკან, მეორე რიგი - ორი ნაბიჯით, მესამე რიგი კი რჩება ადგილზე, ხოლომეოთხე რიგი ორი ნაბიჯით წინ გადაადგილდება. შესასრულებელი კომანდის – “იარ”შესასრულებლად ოცეულის მეთაური და ოცეულის სერჟანტი თავიანთი პოზიციებისდასაკავებლად შესაბამისიşრაოდენობის ნაბიჯებს დგამენ.

მუხლი 43. ოცეულის თავისუფალი დგომი

ოცეულის თავისუფალი დგომი ხორციელდება ისევე, როგორც ათეულისთავისუფალი დგომი, ზემოთ აღწერილი ინსტრუქციების თანახმად.

მუხლი 44. ოცეულის დაშლა

1. ოცეულისა და ათეულის დაშლა ფაქტობრივად ერთნაირად ხორციელდება.2. თუ ოცეულის სერჟანტი გადაწყვეტს, ათეულების კონტროლი შეიძლება

გადაეცეს ათეულის მეთაურებს.çოცეულის სერჟანტი ათეულის მეთაურებს აძლევსკომანდას – “უმეთვალყურეთ თქვენს - ათეულებს” და ესალმებიან ერთმანეთს. ამისშემდეგ ოცეულის სერჟანტი უკვე აღარ შედის მწყობრის შემადგენლობაში.

შენიშვნა: ათეულის მეთაურები პოზიციების დატოვების გარეშე აბრუნებენთავს მარცხნივ და გასცემენ კომანდას “დაიშალეთ”.

3. ზოგჯერ ოცეულის სერჟანტმა შეიძლება გადააბაროს თავისი ქვედანაყოფიმასზე დაქვემდებარებულ პირს. მაგალითად:

Page 87: სამწყობრო წესდება

ა) ოცეულის სერჟანტი გამოიძახებს ჯარისკაცს, რომელიც გამოდისმწკრივიდან (38-ე მუხლის მიხედვით). ჯარისკაცი გადადგამს ორ ნაბიჯს წინ დადგება ოცეულის სერჟანტის პირისპირ. ოცეულის სერჟანტი აძლევს დამატებითინსტრუქციას და ესალმებიან ერთმანეთს. ამის შემდეგ ოცეულის სერჟანტი იკავებსდაკვირვებისათვის ხელსაყრელ პოზიციას, მას აგრეთვე შეუძლია დაიკავოსპოზიცია მწყობრის ზურგშიც;

ბ) დაქვემდებარებული პირი ორ ნაბიჯს დგამს წინ და იკავებს ოცეულისსერჟანტის პოზიციას. რადგან ოცეულის სერჟანტი აღარ შედის მწყობრისშემადგენლობაში, მას შეუძლია მწყობრს გვერდზე ან უკან მიჰყვეს, რათა საჭიროებისშემთხვევაში, კორექტივები შეიტანოს ან დამატებითი მითითებები გასცეს.

4. თუ ოცეულის მეთაური თავის ადგილზეა, იგი გასცემს კომანდას –“ოცეულის სერჟანტო”. ოცეულის სერჟანტი ბრუნდება მარცხნივ, შემოუვლისათეულების მეთაურებს მარცხნიდან, ჩერდება ოცეულის ცენტრიდან სამი ნაბიჯითწინ და ბრუნდება მარჯვნივ. ოცეულის მეთაურისაგან იღებს კომანდას –“უმეთვალყურეთ - ოცეულს” და ესალმებიან ერთმანეთს. ამის შემდეგ ოცეულისმეთაური აღარ არის მწყობრის ნაწილი, ოცეულის სერჟანტი რჩება თავის ადგილზედა ასრულებს ოცეულის მეთაურის ინსტრუქციებს.

მუხლი 45. გადააგილებები

ოცეული მარშირებს ისევე, როგორც ათეული. ოცეულის მწკრივშიმარშირებისას პირველი ათეულის მეთაური მიმმართველის მოვალეობას ასრულებს,ხოლო ოცეულის რიგში მარშირებისას წინამძღოლის ადგილს მეოთხე ათეულისმეთაური იკავებს. მწკრივში მარშირებისას თითოეული ათეულის ყოველი წევრიინარჩუნებს ხაზში სწორებას მის მარჯვნივ მდგომი ჯარისკაცის მიხედვით. მწკრივშიმარშირებისას პირველი, მეორე და მესამე ათეულის თითოეული წევრი ხაზშისწორებას ინარჩუნებს მარჯვნივ მდგომი ჯარისკაცების მიხედვით.

მუხლი 46. სწორება მარჯვნივ

1. ოცეული ცერემონიების დროს და დროშების ჩატარებისას მარჯვნივ(მარცხნივ) მიმართული მზერით თავაზიანობას გამოხატავს. მოქმედებებისშესასრულებლად გაიცემა კომანდები: “სწორება - მარჯვნივ” და “მოემზადეთ - წინ”.

2. ადგილზე დგომისას თითოეული ჯარისკაცი ინარჩუნებს მხრებსპარალელურად და ატრიალებს თავს 45 გრადუსით მარჯვნივ. İის თვალს ადევნებსიმ სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც მის წინ გადაადგილდება. ამ დროისათვისთავი და მზერა მიმართულია მეთაურისაკენ. მხოლოდ ოცეულის მეთაური აძლევსმხედრულ სალამს.

3. მარშირებისას წინასწარი კომანდა – “სწორება” გაიცემა მარჯვენა ფეხისდადგმისთანავე, ხოლო შესასრულებელი კომანდა– “მარჯვნივ” გაიცემა მაშინ, როცამარჯვენა ფეხი მეორედ შეეხება მიწის ზედაპირს. შესასრულებელი კომანდის –“მარჯვნივ” გაცემის დროს ყველა ჯარისკაცი, მარჯვენა მწკრივის ჯარისკაცების

Page 88: სამწყობრო წესდება

გარდა, ატრიალებს თავს მარჯვნივ და უსწორდება მარჯვენა მწკრივს. მარჯვენამწკრივის ჯარისკაცები არ ატრიალებენ თავებს, არამედ განაგრძობენ წინ ყურებას დაინარჩუნებენ დადგენილ დისტანციას. მხოლოდ ოცეულის მეთაური აძლევსმხედრულ სალამს.

მუხლი 47. რიგის მიმართულების შეცვლა

1. ოცეული ათეულის მსგავსად იცვლის მარშირების მიმართულებას.2. რიგში გადაადგილებისას ძირითადი ქვედანაყოფი არის ის ათეული,

რომელიც იმყოფება შემობრუნების მხარეს.3. 90 გრადუსით მიმართულების შესაცვლელად გაიცემა კომანდა – “რიგო,

მარჯვნისაკენ – იარ”. შესასრულებელი კომანდის - “იარ” გაცემისას, საყრდენიათეული ასრულებს მოქმედებას ისევე, როგორც ათეულის მოწყობისას, იმგანსხვავებით, რომ ათეულის მეთაური დგამს ერთ სრულ ნაბიჯს და შემდეგ კინახევარ ნაბიჯს. დანარჩენი ათეულების მეთაურების რიგში ჩადგომამდე ათეულისმეთაური აგრძელებს ნახევარი ნაბიჯით მარშირებას. დანარჩენი ათეულებისმეთაურები საჭირო ინტერვალის დაკავებისას ასრულებენ 45 გრადუსიან ბრუნს დააგრძელებენ მარშირებას რკალურად. მიმმართველი ათეულის მეთაურთან ხაზზეგასწორების შემდეგ ისინი დგამენ ნახევარ ნაბიჯს. შესასრულებელი კომანდისშესაბამისად, ოცეულის ჯარისკაცები მარშირებენ პირდაპირ და გადაადგილდებიანიმავე მეთოდით, როგორც ათეულის მეთაურები.

შენიშვნა: როცა ოცეულის სერჟანტი გადააადგილებს თავის ოცეულს, როგორცგამოყოფილ ქვედანაყოფს, ან ასეული მარშირებს ოფიცრების მეთვალყურეობისგარეშე, ოცეულის სერჟანტი რჩება თავისი ოცეულის ცენტრში, როცა ოცეულისმეთაური და ოცეულის სერჟანტი მარშირებენ რიგში საკუთარ ადგილზე, ისინიასრულებენ “ნახევრად მარჯვნივ (მარცხნივ)” ბრუნით მოქმედებებს უფრო ხშირად,ვიდრე 90 გრადუსიანი კუთხით შემობრუნებას. “რიგოşნახევრად მარჯვნივ” ბრუნისშესრულების შემდეგ ისინი აგრძელებენ გადაადგილებას რკალურად და იკავებენსაჭირო პოზიციებს. ზოგჯერ ოცეულის მეთაური საჭიროდ თვლის ნაბიჯის ზომისგაზრდას ან შემცირებას მის წინ მდგომ ქვედანაყოფთან საჭირო დისტანციისშესანარჩუნებლად.

4. მიმართულების 45 გრადუსით შესაცვლელად გაიცემა კომანდა – “რიგო,ნახევრად მარჯვნივ - იარ”. შესასრულებელი კომანდის - “იარ” გაცემისთანავეოცეული გადაადგილდება ისევე, როგორც 90 გრადუსით შეტრიალებისას, იმგანსხვავებით, რომ ძირითადი ათეულის მეთაური, ასევე სხვა ათეულებისმეთაურებიც ასრულებენ მოქმედებას – “რიგო, ნახევრად მარჯვნივ (მარცხნივ)”.

შენიშვნა: სირბილით მწყობრის გადაადგილებისას, ქვედანაყოფები ნაბიჯისზომას არეგულირებენ ისე, რომ ინტერვალი და დისტანცია ცენტრალური წერტილის(ნიშნის) შიგნითაც და გარეთაც შენარჩუნებულია.

5. ოცეული საპირისპირო მიმართულებით ათეულის მსგავსად მარშირებს.6. ოცეული მიმართულებას იცვლის ათეულის მსგავსად. მიმართულების

შეცვლის ადგილთან ყველაზე ახლოს მდგომი ათეული ასრულებს მიმმართველის

Page 89: სამწყობრო წესდება

როლს. მარშირებისას დაბრკოლების თავიდან ასაცილებლად ოცეულის მეთაურიიძლევა კომანდას – “შემოუარეთ მარცხნიდან (მარჯვნიდან)”.

7. როცა სივრცე შეზღუდულია და ოცეულის სერჟანტს სურს თავისიოცეულის საპირისპირო მიმართულებით გადაადგილება, იგი იძლევა კომანდას –“რიგო, საპირისპირო მიმართულებით - იარ”. შესასრულებელ კომანდაზე - “იარ”პირველი ათეული დგამს სამ ნაბიჯს წინ, ასრულებს მოქმედებას “რიგო,მარჯვნისაკენ”, გადაადგილდება ოცეულის წინ და ზუსტად მეოთხე ათეულისპირდაპირ ასრულებს მოქმედებას “რიგო, მარჯვნისაკენ”. მეორე ათეული დგამს ერთნაბიჯს წინ, ასრულებს მოქმედებას “რიგო, მარჯვნისაკენ”, გადაადგილდებაპირდაპირ და მესამე და მეოთხე ათეულებს შორის ბრუნდება ისევ მარჯვნივ. მესამეათეული ასრულებს ორ მოკლე ბრუნს მარცხნივ და მარშირებს მესამე და მეორეათეულებს შორის. მეოთხე ათეული გადაადგილდება ორი ნაბიჯით წინ, ბრუნდებამარცხნივ, მარშირებს ოცეულის წინ და პირველ და მეორე ათეულებს შორისბრუნდება მარცხნივ (ნახ. 47).

8. როგორც კი მესამე ათეულის მეთაური ჩაუვლის თავისი ათეულის ბოლოჯარისკაცს, ის და მისი ათეული გადადიან ნახევარი ნაბიჯით მარშირებაზე. ყველამწკრივის შემოწმების შემდეგ დანარჩენი ათეულები საჭიროებისამებრ ბრუნდებიანმარჯვნივ ან მარცხნივ, მესამე ათეულთან იცავენ ნორმალურ ინტერვალს და იწყებენნახევარი ნაბიჯით მარშირებას.

9. ყველა ათეულის გვერდიგვერდ მოწყობის შემდეგ ისინი კომანდის გარეშესრული ნაბიჯით იწყებენ მარშირებას.

10. მწყობრის ოცეულის მეთაურის არყოფნის შემთხვევაში გადაადგილებისას,ოცეულის სერჟანტი პირველი ათეულის გასწვრივ მარშირებს. ოცეულის მეთაურისყოფნის შემთხვევაში, ოცეულის სერჟანტი დგამს ერთ ნაბიჯს სიღრმისაკენ დასწორდება ცენტრში მეორე და მესამე ათეულებს შორის, ხოლო ოცეულის მეთაურიპირველი ათეულის გასწვრივ მარშირებს.

11. მარშირების დროს წინასწარი კომანდა (“რიგო, საპირისპირომიმართულებით”) გაიცემა მიწაზე მარცხენა ფეხის დადგმისთანავე, ხოლოშესასრულებელი კომანდა – “იარ” – მარცხენა ფეხის მიწაზე მეორედ დადგმისას.

Page 90: სამწყობრო წესდება

შესასრულებელი კომანდის – “იარ” გაცემისას ოცეული ასრულებს მოქმედებას ისევე,როგორც კომანდის – “ადგილზე” გაცემისას, იმ განსხვავებით, რომ ათეული დგამსერთ დამატებით ნაბიჯს, რათა დარწმუნებული იყოს, რომ საყრდენი ფეხი საჭირომდგომარეობაშია.

შენიშვნა: 1. როცა რიგში მხოლოდ სამი ათეული დგას, პირველი ათეულიმოქმედების შესრულებამდე დგამს ორ ნაბიჯს. 2. ოცეულის მეთაური და ოცეულისსერჟანტი, თავიანთ ადგილებზე მარშირებენ, ოცეულის მეთაური სამ ნაბიჯს დგამსწინ, ბრუნდება მარჯვნისაკენ, მარშირებს ოცეულის წინ, ტრიალდება ისევ მარჯვნივ(ზუსტად მეოთხე ათეულის წინ) პირდაპირ თავის ადგილას მიდის, დგამს ნახევარნაბიჯს და ათეულის მეთაურების მწკრივში დადგომის შემდეგ დგამს სრულ ნაბიჯს.ოცეულის სერჟანტი ბრუნდება მარჯვნისაკენ, უკან მიჰყვება მესამე ათეულსგადაადგილების დასრულებამდე და ამის შემდეგ უბრუნდება თავის ადგილს.

მუხლი 48. ფლანგებისაკენ მარშირება

ოცეული ფლანგების მიმართულებით გადაადგილდება ათეულის მსგავსად.

მუხლი 49. მწკრივის მოწყობა და გადაწყობა

1. ოცეულის ერთ მწკრივად მოწყობა (მარჯვნიდან ან მარცხნიდან) ხდებამხოლოდ მაშინ, როცა ის მოწყობილია რიგში და დგას ადგილზე:

ა) ამ შემთხვევაში გაიცემა კომანდა – ,,მწკრივო, მარცხნიდან (მარჯვნიდან),ნაბიჯით – იარ” ან ,,მწკრივო, თანმიმდევრობით, მესამე, მეორე, მეოთხე, პირველი,ნაბიჯით – იარ”;

შენიშვნა: თუ ათეული გადაადგილდება მარცხნივ ან მიჰყვება სხვაქვედანაყოფს მარცხნიდან, მაშინ ყველა დამატებით კომანდას ათეულის მეთაურიგასცემს თავის მარცხნივ მიბრუნებით. თუ ათეული გადაადგილება წინ ან მარჯვნივან მარჯვენა მხარეს მიჰყვება ქვედანაყოფს, ყველა დამატებით კომანდას ათეულისმეთაური გასცემს თავის მარჯვნივ მიბრუნებით. ათეულის მეთაურები შესაბამისიკომანდების გაცემისას უკან მიჰყვებიან ათეულის ბოლო ჯარისკაცს საჭიროდისტანციის დაცვით:

ბ) წინასწარი კომანდის გაცემის შემდეგ განსაზღვრული ათეულის მეთაურიგასცემს დამატებით კომანდას – ,,პირდაპირ”, ხოლო დანარჩენი ათეულებისმეთაურები – კომანდას ,,ადგილზე”. ოცეულის სერჟანტის მიერ გაცემულშესასრულებელ კომანდაზე – ,,იარ” მიმმართველი ათეული მარშირებს პირდაპირ.მომდევნო ათეულის მეთაური თავის მიბრუნებით თვალყურს ადევნებს უახლოესქვედანაყოფს და როცა ბოლოს წინა ჯარისკაცი გაუსწორდება მას და მარჯვენა ფეხსდაადგამს მიწაზე, ათეულის მეთაური გასცემს წინასწარ კომანდას – ,,რიგო, ნახევარიბრუნით, მარცხნისაკენ (მარჯვნისაკენ).” შესასრულებელ კომანდას – ,,იარ” ათეულისმეთაური გასცემს მაშინ, როცა ბოლო ჯარისკაცი გაუსწორდება მას და მარჯვენა ფეხსდაადგამს მიწაზე, ბრუნდება მარცხნივ (მარჯვნივ) და წინამძღოლი ათეულის ბოლოჯარისკაცს საჭირო დისტანციის დაცვით მიჰყვება. ათეულის დანარჩენი

Page 91: სამწყობრო წესდება

ჯარისკაცები მარშირებენ პირდაპირ და იმეორებენ ათეულის მეთაურის მიერშესრულებულ მოქმედებებს. დარჩენილი ათეულები, წინამძღოლი ქვედანაყოფისუკან მდგომი ათეულის მსგავსად, ეწყობიან რიგებად.

2. ოცეულს შეუძლია რიგიდან მწკრივში გადაწყობა:ა) ამ მოქმედებების შესასრულებლად გაიცემა კომანდები: “მწკრივო,

მარჯვნიდან (მარცხნიდან) ნაბიჯით - იარ”, “რიგო, მარცხნიდან (მარჯვნიდან)ნაბიჯით - იარ”. ოცეულის სერჟანტის მიერ გაცემული წინასწარი კომანდის შემდეგმიმმართველი ქვედანაყოფის ათეულის მეთაური გასცემს კომანდას – “რიგო,მარჯვნისა - კენ (მარცხნისა - კენ)” (კომანდის – “პირდაპირ” ნაცვლად), დანარჩენიათეულების მეთაურები გასცემენ კომანდას – “დარჩით – ადგილებზე”;

ბ) ოცეულის მეთაურის მიერ გაცემულ შესასრულებელ კომანდაზე –”იარ”მიმმართველი ათეული ასრულებს მოქმედებას – “რიგო, მარცხნისა-კენ (მარჯვნისა-კენ)”. დანარჩენი ათეულების მეთაურები შესაფერის დროს გასცემენ კომანდას –“რიგო, მარცხნისა-კენ (მარჯვნისა-კენ) იარ”.

შენიშვნები: 1. ოცეულის სერჟანტი ათეულის მეთაურებს არ ათავისუფლებსათეულთა კონტროლისაგან. ათავისუფლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცაოცეულის მწკრივებად მოწყობა ხდება შენობაში. 2. ათეულის მეთაურებიშესასრულებელş კომანდას – “იარ” გასცემენ მაშინ, როცა ბოლო ჯარისკაციშემოტრიალებისას (რიგი მარცხნიდან) მარჯვენა ფეხს დადგამს მიწაზე.

3. ოცეულის მწკრივიდან რიგში გადაწყობა ხდება მხოლოდ შეჩერების შემდეგ.ამისათვის გაიცემა კომანდა – “ოთხრიგად მარჯვნისაკენ (მარცხნისაკენ), ნაბიჯით –იარ”:

შენიშვნა: ოცეულის მწკრივიდან რიგში გადასაწყობად უნდა გაიცესკომანდები: “დაიშალეთ” და “მოეწყვეთ”.

ა) წინასწარ კომანდაზე მიმმართველი ათეულის მეთაური გასცემს კომანდას –“დარჩით – ადგილებზე”. დანარჩენი ათეულის მეთაურები გასცემენ კომანდას –,,რიგო, ნახევარი ბრუნით, მარცხნისა-კენ (მარჯვნისა-კენ)”. ოცეულის სერჟანტისმიერ შესასრულებული კომანდის – “იარ” გაცემისას მიმმართველი ათეული რჩებაადგილზე, ხოლო დანარჩენი ათეულები ასრულებენ მიღებულ კომანდას;

ბ) როცა თითოეული მოძრავი ათეულის მეთაური მიაღწევს დანიშნულებისადგილს, რომელიც დადგენილი ინტერვალით აშორებს მის მარჯვნივ (მარცხნივ)მდგომი ქვედანაყოფებისაგან, ის ავტომატურად ბრუნდება მარცხნივ (მარჯვნივ) დაგასცემს კომანდას – “ადგილზე, ნაბიჯით – იარ”, და როცა მათი ათეულებიგაუსწორდებიან მიმმართველ ათეულს, გასცემს კომანდას – “ათეულო – სდექ”.

მუხლი 50. ორ რიგად მოწყობა და გადაწყობა

1. ოცეულის ორ რიგად მოწყობა ხდება მარჯვნიდან ან მარცხნიდან, როცა ისოთხ რიგად არის მოწყობილი და გაჩერებულია. ამისათვის გაიცემა კომანდა“მარჯვნიდან (მარცხნიდან) ორ რიგად ნაბიჯით – იარ”:

Page 92: სამწყობრო წესდება

ა) წინასწარი კომანდის შემდეგ ორი მიმმართველი ათეულის მეთაურიგასცემს კომანდას “პირდაპირ”, ხოლო დანარჩენი ათეულების მეთაურები გასცემენკომანდას – “ადგილებზე”;

ბ) ოცეულის სერჟანტის მიერ შესასრულებელი კომანდის – “იარ”გაცემისთანავე, ორი მიმმართველი ათეული öმარშირებს პირდაპირ. მიმმართველიათეულების უკან მდგომი ათეულის მეთაური (მეორე ან მესამე) გასცემს კომანდას,რათა დარჩენილი ორივე ათეული მოიყვანოს მოძრაობაში. ათეულის მეთაურიგასცემს წინასწარ კომანდას – ,,რიგო, ნახევარი ბრუნით, მარცხნისა-კენ (მარჯვნისა-კენ)” მაშინ, როცა ბოლოდან მეორე ჯარისკაცი გაუსწორდება მას, ხოლოშესასრულებელ კომანდას – “იარ” – ბოლო ჯარისკაცის მარჯვენა ფეხის (მისგვერდით) მიწაზე დადგმისთანავე;

გ) ოცეულის სერჟანტის მიერ კომანდის – ,,რიგო, ნახევარი ბრუნით,მარცხნისა-კენ (მარჯვნისა-კენ)” შესრულების შემდეგ ორივე ათეულის მეთაურიკომანდის გარეშე ბრუნდება მარჯვნივ (მარცხნივ) და მიჰყვება მიმმართველიათეულების ბოლო ჯარისკაცებს საჭირო დისტანციის დაცვით. ათეულებისდანარჩენი ჯარისკაცები მარშირებენ პირდაპირ და იმეორებენ თავიანთიმეთაურების მოქმედებებს.

2. ერთ რიგად მოწყობილ ოცეულს შეუძლია ორ რიგად გადაწყობა. ამმოქმედების შესასრულებლად გაიცემა კომანდა: “მარცხნიდან (მარჯვნიდან) ორრიგად – იარ”:

ა) მიმმართველი ათეულების მეთაურები გასცემენ კომანდას – ,,რიგო, ნახევარიბრუნით, მარცხნისა-კენ (მარჯვნისა-კენ)” (კომანდის – “პირდაპირ” მაგივრად). მეორე(მესამე) ათეულის მეთაური გასცემს კომანდას ორივე ათეულისათვის – “რიგო,მარცხნისა–კენ (მარჯვნისა–კენ)”, თვითონ კი ბრუნდება ნახევრად მარცხნივ(მარჯვნივ). დანარჩენი ორი ათეულის მეთაური გასცემს კომანდას – “დარჩით –ადგილებზე”;

ბ) ოცეულის სერჟანტის შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” მიმმართველიათეულების მეთაურები ბრუნდებიან მარცხნისაკენ (მარჯვნისაკენ). მომდევნო(მეორე ან მესამე) ათეულის მეთაური გასცემს კომანდას ორივე ათეულისმოქმედებაში მოსაყვანად. ათეულის მეთაური, როცა ბოლოდან მეორე ჯარისკაციგაუსწორდება მას, გასცემს წინასწარ კომანდას – “რიგო, მარცხნისა-კენ (მარჯვნისა-კენ)”. როგორც კი ბოლო ჯარისკაცი მარცხნივ შემოტრიალებისას მარჯვენა ფეხსდადგამს მიწაზე ან როცა მარჯვნივ შემოტრიალების შემდეგ პირველად შეახებსმიწას მარჯვენა ფეხს, ათეულის მეთაური გასცემს შესასრულებელ კომანდას – “იარ”.თუმცა კომანდაზე – “რიგო, მარცხნისა-კენ (მარჯვნისა-კენ)”, განაპირა ათეულები(მეოთხე ან პირველი) ასრულებენ კომანდას – “რიგო, ნახევარი ბრუნით, მარცხნისა-კენ (მარჯვნისა-კენ)”.

3. ოცეული ერთ რიგად ეწყობა მხოლოდ შეჩერების შემდეგ. ამისთვის გაიცემაკომანდა: “ოთხ რიგად, მარჯვნისა-კენ (მარცხნისა-კენ), ნაბიჯით – იარ”:

ა) ოცეულის მეთაურის გარეშე ოცეულის ოთხ რიგად გადაწყობისას ოცეულისსერჟანტი იკავებს პოზიციას ოცეულის ცენტრში, ხოლო ოცეულის მეთაურისყოფნისას, ოცეულის მეთაური ბრუნდება ისე, როგორც მარშირებისას და იკავებს

Page 93: სამწყობრო წესდება

თავის საწყის ადგილს რიგში. ოცეულის სერჟანტი მიჰყვება უკანა ქვედანაყოფს დამისი გაჩერების შემდეგ იკავებს თავის ადგილს მწყობრში;

ბ) წინასწარი კომანდის შემდეგ მიმმართველი ათეულების მეთაურებიგასცემენ კომანდას – “დარჩით – ადგილებზე”, ხოლო მომდევნო ათეულებისმეთაურები გასცემენ კომანდას – “რიგო, ნახევარი ბრუნით, მარჯვნისა-კენ(მარცხნისა-კენ)”. ოცეულის სერჟანტის შესასრულებელ კომანდაზე – “იარ”მიმმართველი ათეულები რჩებიან ადგილებზე, ხოლო მომდევნო ათეულებისმეთაურები ნახევარზე მეტი ბრუნით ტრიალდებიან მარჯვნივ (მარცხნივ). როგორცკი მომდევნო ათეულების მეთაურები მიაღწევენ დანიშნულების ადგილს (მწკრივში),რომელიც უზრუნველყოფს მარცხნივ (მარჯვნივ) მდგომი ქვედანაყოფიდანდადგენილი ინტერვალით დაშორებას, İისინი ავტომატურად ბრუნდებიან მარცხნივ(მარჯვნივ). ადგილზე დარჩენილ ათეულებთან ყველაზე ახლოს მდგომი ათეულისმეთაური (მეორე ან მესამე) გასცემს კომანდას –”ადგილზე, ნაბიჯით – იარ” და“ათეულებო – სდექ”.

თავი VIIIოცეულის შემოწმება

მუხლი 51. ოცეულის შემოწმების ძირითადი დებულებანი

1. ოცეული პირადი შემადგენლობისა და აღჭურვილობის შესამოწმებლადეწყობა მწკრივში. ეკიპაჟის იარაღისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისასპირადი შემადგენლობა ეწყობა უკანა მხარეს. თითოეული ოპერატორი (მსროლელი)დგება თავისი სატრანსპორტო საშუალების (იარაღის) უკან.

2. ოცეულის მეთაურმა ან ოცეულის სერჟანტმა შეიძლება შეამოწმოსყაზარმებში ოცეულის განლაგების მდგომარეობა, პირადი შემადგენლობისგარეგნული იერ-სახე, ინდივიდუალური იარაღი, საველე აღჭურვილობა დასანიტარული მდგომარეობა.

3. საველე აღჭურვილობის შემოწმებისას ყველაფერი უნდა იყოს ისე, როგორცშესაბამის თავშია აღწერილი (ნახ. 73).

მუხლი 52. მწკრივების შემოწმება

1. მწკრივში მოწყობილ ოცეულს ოცეულის სერჟანტი აძლევს კომანდას –“ოცეულო – გაითვალეთ”. შესასრულებელ კომანდზე – “გაითვალეთ” – მთელიპირადი შემადგენლობა, მარჯვენა ფლანგის ჯარისკაცების გარდა, აბრუნებს თავსმარჯვნივ, ხოლო მარჯვენა ფლანგის ჯარისკაცები იწყებენ გათვლას ერთიდან.შემდეგ, მარცხნივ მდგომი ჯარისკაცები აგრძელებენ გათვლას და ამავდროულადატრიალებენ თავს წინ. მთლიანი ქვედანაყოფის ჯარისკაცები იგივე პრინციპითახორციელებენ გათვლას.

2. გათვლის შემდეგ ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას – “გაშლილიმწკრივით, ნაბიჯით – იარ”. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” წინა მწკრივი დგამს

Page 94: სამწყობრო წესდება

ორ ნაბიჯს წინ, მეორე მწკრივი ერთ ნაბიჯს, მესამე მწკრივი რჩება ადგილზე, ხოლომეოთხე მწკრივი – ორ ნაბიჯს უკან. დამატებითი მწკრივების შემთხვევაში, მეხუთემწკრივი დგამს ოთხ ნაბიჯს უკან, ხოლო მეექვსე მწკრივი – ექვს ნაბიჯს უკან.

შენიშვნა: დადგენილი რაოდენობის ნაბიჯების გადადგმის შემდეგჯარისკაცები არ ამოძრავებენ ხელებს. თუ ოცეულის მეთაურს უნდა ზუსტიინტერვალის დაცვა, იგი გასცემს კომანდას – “ახლო ინტერვალით (ნორმალურიინტერვალით), სწორება მარჯვნივ (იხ. მუხლი 53 და 54).

3. ამის შემდეგ ოცეული მზად არის შესამოწმებლად. ჩვეულებრივ, ათეულებისშემოწმებას ახორცელებენ ათეულის მეთაურები, თუმცა ისინი შეიძლება შემოწმდნენოცეულის სერჟანტის ან ოცეულის მეთაურის მიერ.

მუხლი 53. ათეულის შემოწმება ათეულის მეთაურის მიერ

1. თუ ოცეულის სერჟანტს სურს, რომ ათეულების შემოწმება ჩაატარონათეულების მეთაურებმა, ის მიმართავს მათ: “თქვენი ათეულები – შეამოწმეთ”.

2. ათეულის მეთაური მარშირებს პირდაპირ და საჭიროებისამებრ ბრუნდებამარცხნივ მანამ, სანამ 40 სმ-ის დაშორებით არ გაუსწორდება პირველ ჯარისკაცს.

შენიშვნა: თუ ოცეულის პირადი შემადგენლობა არის შეიარაღებული,ათეულის მეთაურებს იარაღი გადააქვთ ზურგზე, დიაგონალურად, ლულით დაბლადა მარჯვნივ. მოქმედება სრულდება კომანდის გარეშე ათეულების მეთაურის მიერნაბიჯის გადადგმამდე.

3. ათეულის მეთაური ინაჩუნებს დგომს – “სმენა”. ამოძრავებს მხოლოდ თავსდა თვალებს. ცენტრალურ ადგილზე ათეულის შემოწმების შემდეგ მეთაური დგამსმოკლე ნაბიჯს წინ და მარცხნივ და აგრძელებს შემოწმებას; შემდეგ კვლავშემობრუნდება ცენტრისაკენ, დგამს ნაბიჯს წინ და მარჯვნივ და ისევ ამოწმებს,ხოლო შემდეგ უბრუნდება ცენტრალურ პოზიციას.

4. პირველი ჯარისკაცის შემოწმების შემდეგ ათეულის მეთაური ბრუნდებამარჯვნივ, როგორც მარშირებისას და დგამს ერთ ნაბიჯს (ნორმალურიşინტერვალისშემთხვევაში – ორ ნაბიჯს), ჩერდება და დადგენილი დისტანციის დაცვითუსწორდება შემდეგ ჯარისკაცს. ათეულის მეთაური ამოწმებს ათეულის დანარჩენჯარისკაცებსაც.

5. ათეულში შემავალი ბოლო ჯარისკაცის შემოწმების შემდეგ ათეულისმეთაური ბრუნდება მარჯვნივ, შემოუვლის ათეულს ზურგიდან და ამოწმებს.

6. ათეულის მეთაური თავისი ადგილის დაკავების შემდეგ მიაბრუნებს თავსმარცხნივ და გასცემს კომანდას – “თავისუფლად”.

7. ოცეულის სერჟანტი რჩება თავის ადგილზე. ბოლო ათეულის შემოწმებისადა მის მიერ თავისუფალი დგომის მიღების შემდეგ ოცეულის სერჟანტი ıოცეულსაძლევს კომანდას – “სმენა”.

8. ოცეულის სერჟანტი კომანდის – “სმენა” გაცემის შემდეგ გასცემს კომანდას –“ახლო ინტერვალით, ნაბიჯით–იარ”. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ”, პირველიმწკრივი დგამს ოთხ ნაბიჯს უკან, მეორე მწკრივი – ორ ნაბიჯს, მესამე მწკრივი რჩებაადგილზე, ხოლო მეოთხე მწკრივი – ერთ ნაბიჯს წინ. შესასრულებელ კომანდაზე –

Page 95: სამწყობრო წესდება

“იარ” ოცეულის მეთაურიş და ოცეულის სერჟანტი თავისიş ადგილებისდასაკავებლად დგამენ საჭირო რაოდენობის ნაბიჯებს.

9. თუ ოცეულის შემოწმება ხდება უფრო დიდი ქვედანაყოფისშემადგენლობაში და ოცეულის კონტროლის უფლება არ გადაეცემა ოცეულისსერჟანტს, იგი იღებს თავისუფალ დგომს და ელოდება უფროსი სერჟანტისაგანინსტრუქციის მიღებას.

მუხლი 54. ოცეულის შემოწმება ოცეულის სერჟანტის (ათეულის მეთაურების) მიერ

1. თუ ოცეულის სერჟანტი არ აპირებს მთლიანი ıოცეულის შემოწმებას, იგიათეულის მეთაურებს აძლევს მითითებებს შეამოწმონ თავიანთი ათეულები, ყველადანარჩენს ოცეულის სერჟანტი ამოწმებს. იარაღით მოწყობის დროს ოცეულისსერჟანტს, ათეულის მეთაურების მსგავსად, იარაღი გადააქვს ზურგზე.

2. ოცეულის სერჟანტი ბრუნდება ნახევრად მარცხნივ და მარშირებს პირველიათეულის მეთაურისაკენ, იგი ჩერდება 40 სმ-ის დაშორებით ათეულის მეთაურისპირდაპირ, გაჩერების შემდეგ დანარჩენ ათეულებს აძლევს კომანდას –“თავისუფლად” და ამოწმებს ათეულის მეთაურს.

3. ოცეულის სერჟანტს მიღებული აქვს დგომი – “სმენა” და მხოლოდ თავსაბრუნებს. ცენტრიდან შემოწმების შემდეგ იგი დგამს მოკლე ნაბიჯს წინ დამარცხნივ და ამოწმებს ჯარისკაცებს, შემდეგ ბრუნდება ცენტრისაკენ, დგამს ნაბიჯსწინ და მარჯვნივ და ისევ ამოწმებს, შემოწმების დამთავრების შემდეგ ბრუნდებასაწყის მდგომარეობაში.

4. ათეულის მეთაურის შემოწმების შემდეგ ოცეულის სერჟანტი ბრუნდებამარჯვნივ, როგორც მარშირებისას და დგამს ერთ ნაბიჯს (ნორმალური ინტერვალისდროს – ორ ნაბიჯს), ჩერდება და დადგენილი დისტანციის დაცვით უსწორდებაშემდეგ ჯარისკაცს. ოცეულის სერჟანტის შეჩერების შემდეგ ათეულის მეთაურიდგამს ნახევარ ნაბიჯს წინ. ერთი ჯარისკაცის შემოწმებიდან მეორე ჯარისკაცზეგადასვლისას ათეულის მეთაური და ოცეულის სერჟანტი ერთდროულადმოძრაობენ.

5. ათეულის ბოლო ჯარისკაცის შემოწმების შემდეგ ოცეულის სერჟანტიბრუნდება მარჯვნივ, შემოუვლის ათეულს ზურგიდან და ამოწმებს.

6. ზურგიდან პირველი ათეულის შემოწმების დაწყებისას ოცეულის სერჟანტიმომდევნო ათეულს აძლევს კომანდას – “სმენა”. ათეულის მეთაური უბრუნდებათავის ადგილს. ოცეულის სერჟანტი დადგება მომდევნო ათეულის მეთაურის წინდა თავის მარჯვნივ მიბრუნებით პირველ ათეულს აძლევს კომანდას –“თავისუფლად”.

7. ოცეულის სერჟანტი და ათეულის მეთაური ამგვარი წესით ამოწმებენმთლიან ოცეულს. ამის შემდეგ ოცეულის სერჟანტი მარშირებს თავისი ადგილისაკენ,ჩერდება, ბრუნდება მარცხნივ და ოცეულს აძლევს კომანდას – “სმენა”.

8. კომანდის – “სმენა” გაცემის შემდეგ ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას –“ახლო ინტერვალით, ნაბიჯით – იარ”. შესასრულებელ კომანდაზე “იარ” პირველი

Page 96: სამწყობრო წესდება

მწკრივი დგამს ოთხ ნაბიჯს უკან, მეორე მწკრივი – ორს, მესამე მწკრივი რჩებაადგილზე, ხოლო მეოთხე მწკრივი – ერთ ნაბიჯს წინ. შესასრულებელ კომანდაზე –“იარ” ოცეულის მეთაური და ოცეულის სერჟანტი დგამენ საჭირო რაოდენობისნაბიჯებს საკუთარი პოზიციების დასაკავებლად.

9. თუ ოცეულის შემოწმება ხდება უფრო დიდი ქვედანაყოფისშემადგენლობაში და ოცეულის კონტროლის უფლება არ გადაეცემა ოცეულისსერჟანტს, იგი იღებს თავისუფალ დგომს და ელოდება უფროსი სერჟანტისაგანინსტრუქციის მიღებას.

მუხლი 55. ყაზარმაში ოცეულის განლაგების შემოწმება

1. ოცეულის სერჟანტის მიერ ყაზარმაში ოცეულის განლაგების შემოწმებისასათეულის ჯარისკაცები დგანან მწკრივში თავიანთ აღჭურვილობასთან ერთად ან,შეძლებისდაგვარად, მასთან ახლოს. ათეულის მეთაური შემმოწმებელთან ახლოსიკავებს პოზიციას. ათეულის მეთაური გასცემს კომანდას – “ათეულო – სმენა” დაუპატაკებს: “სერჟანტო, ოცეული მზად არის შესამოწმებლად”.

შენიშვნა: როცა სიტუაცია საშუალებას იძლევა, ათეულის მეთაურიუპატაკებს შემმოწმებელს განლაგების გარეთ. შემმოწმებელის გამოჩენისთანავედანიშნული პირი გასცემს კომანდას – “სმენა”.

2. ათეულის მეთაური გაუძღვება შემმოწმებელს ყაზარმაში პირადიშემადგენლობისა და აღჭურვილობის შესამოწმებლად. ყაზარმაში მათ შესვლამდეყველაზე მაღალი წოდების სამხედრო მოსამსახურე გასცემს კომანდას –“თავისუფლად”. ჯარისკაცთან ან მის აღჭურვილობასთან შემმოწმებელისმიახლოებისას ჯარისკაცი ავტომატურად იღებს დგომს – “სმენა”, ხოლო შემოწმებისდასრულების შემდეგ – დგომს “თავისუფლად”.

შენიშვნა: ჯარისკაცების ოთახების შემოწმებისას კომანდა – “სმენა” არგაიცემა. შემმოწმებლის ოთახში შესვლისთანავე ჯარისკაცები ავტომატურად იღებენდგომს – “სმენა”. შემდეგ შემმოწმებელი გასცემს კომანდას – “თავისუფლად”.თითოეული ჯარისკაცი შემმოწმებლის მიახლოებისას იღებს დგომს “სმენა”, ხოლოშემოწმების შემდეგ იღებს დგომს – “თავისუფლად”.

თავი IXასეულის მწყობრი

მუხლი 56. ასეულის მწყობრის ძირითადი დებულებანი (სიმბოლოებისა დაციფრების ახსნა მოცემულია “დანართი 2” -ში).

1. ასეულის მოწყობისას ინდივიდუალური სამწყობრო მოქმედებები, იარაღითილეთების შესრულება, ათეულისა და ოცეულის მოწყობა ისევე ხორციელდება,როგორც ზემოთ არის აღწერილი (იხ. წინა თავები).

2. ასეულის მოწყობისას ხორციელდება იგივე მოქმედებები, როგორცოცეულის მოწყობისას, სხვა ოცეულებთან კავშირში.

Page 97: სამწყობრო წესდება

3. მოწყობისას ასეულის მწყობრი შეიძლება შედგებოდეს ასეულის შტაბისა დაორი ან მეტი ოცეულისაგან. მეთაურს შეუძლია გამოყოს შტაბის პირადიშემადგენლობა, როგორც ცალკეული ოცეული, და დააყენოს ასეულის ნებისმიერფლანგზე. ამ შემთხვევაში, უფროსი სერჟანტი მოქმედებს, როგორც ოცეულისსერჟანტი, ხოლო ასეულის მეთაურის მოადგილე – როგორც ოცეულის მეთაური.

4. მწკრივში ან მთლიანი მოწყობის დროს მიმმართველია მარჯვენა ოცეული,ხოლო რიგში მოწყობისას - პირველი ოცეული.

5. ასეული შეიძლება მოაწყოს მისმა მეთაურმა და ოცეულის მეთაურებმა, ანუფროსმა სერჟანტმა და ოცეულის სერჟანტებმა. თუ მეთაური არ ამოწმებს ასეულს,უფროსი სერჟანტი და ოცეულის სერჟანტები რჩებიან თავიანთ ადგილებზე დაიქიდან უძღვებიან ასეულის სამწყობრო მომზადებას. როდესაც უფროსი სერჟანტი დაოცეულის სერჟანტი წარმართავენ ასეულის სამწყობრო მომზადებას თავიანთიადგილებიდან, ტერმინი ,,უფროსი სერჟანტი” შეიძლება გამოვიყენოთ ,,მეთაურის”მნიშვნელობით, ხოლო ,,ოცეულის სერჟანტი” – ,,ოცეულის მეთაურის”მნიშვნელობით.

6. როდესაც უფროსი სერჟანტი უბრძანებს ასეულს გაჯრილი ან მიჯრილიმწყობრით მოწყობას, ერთ ხაზზე გასწორებას, იარაღის დაწყობასა და აღებას,მარშირებას ან შემოწმებისთვის მომზადებას, მოქმედებები სრულდება ოცეულისსერჟანტების კომანდებით და არა უფროსი სერჟანტის მითითებებით. ოცეულისსერჟანტები გასცემენ კომანდებს თანამიმდევრობით, დაწყებული მიმმართველიოცეულიდან.

7. ყველა სახის მოწყობისა და ცერემონიის დროს უფროს სერჟანტსა დაასეულის მეთაურის მოადგილეს იარაღი ქამარზე უკავიათ.

8. ასეულის სამხედრო მოსამსახურეები მწყობრიდან გამოდიან ისეთივე წესით,როგორც ოცეულის სამწყობრო მომზადებისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაცმწყობრიდან გამოძახებულები აძლევენ მხედრულ სალამს.

9. ასეული გადაადგილდება მწყობრით, ისვენებს და იღებს დგომს – “სწორებამარჯვნივ” ისეთივე წესით, როგორც ოცეული.

10. ასეულს აქვს ოთხი სახის წყობა: ასეული მწკრივში – ოცეულებითმწკრივებად, ასეული რიგში - ოცეულებით რიგებად; ასეული რიგში – ოცეულებითმწკრივებად (განსაკუთრებით ცერემონიების დროს) და ასეულის მწყობრი მწკრივშიმიჯრილ რიგებად. ასეულის ორ რიგად მოწყობა ხდება ისევე, როგორც ოცეულისა.

მუხლი 57. ძირითადი პირადი შემადგენლობის ადგილი მწყობრში

1. ასეულის მეთაური მწყობრის პირველი რიგიდან 12 ნაბიჯით წინ ასეულისცენტრში დგება. როდესაც ასეული მოწყობილია რიგში, როგორც უფრო დიდიქვედანაყოფის ნაწილი, ან როდესაც ხდება ასეულის მწკრივში მიჯრილ რიგებადმოწყობა, ასეულის მეთაური იკავებს ადგილს თავისი ქვედანაყოფის ცენტრიდან 6ნაბიჯით წინ და წინმდგომი ქვედანაყოფიდან 12 ნაბიჯით უკან.

Page 98: სამწყობრო წესდება

2. მედროშის ადგილია ასეულის მეთაურისაგან სრული ნაბიჯით უკან დასრული ნაბიჯით მარცხნივ (ნახ. 57. 1) (ინსტრუქციები დროშის შესახებ დეტალურადგანხილულია 22-ე მუხლში).

შენიშვნა: როდესაც ასეული მარჯვნისაკენ ბრუნდება და გადაადგილდებამოკლე დისტანციაზე, ასეულის მეთაურმა უხმაუროდ უნდა ანიშნოს მედროშეს, რომდარჩეს ადგილზე და გადაადგილდეს მეთაურთან ერთად.

3. ასეულის მეთაურის მოადგილე, როდესაც ასეული მოწყობილია მწკრივში,იკავებს ადგილს უფროსი სერჟანტისაგან ორი ნაბიჯით უკან, ხოლო კოლონაში ანმწკრივში მიჯრილ რიგებად მოწყობის დროს ის დგება ბოლო მწკრივიდან ასეულისცენტრში 3 ნაბიჯით უკან.

4. ოცეულის მეთაურები, როცა ასეული მწკრივშია მოწყობილი, (ოცეულებითმწკრივში) იკავებენ ადგილებს თავისი ოცეულის ცენტრიდან ექვსი ნაბიჯით წინ;როცა ასეული და ოცეულები კოლონებად არიან მოწყობილი ან ასეული რიგშიამოწყობილი ოცეულებით მწკრივად, ოცეულების მეთაურების ადგილია ოცეულისცენტრიდან ერთი ნაბიჯით წინ. როცა ასეული მწკრივში მიჯრილ რიგებადაამოწყობილი, ოცეულების მეთაურები განლაგდებიან თავიანთი ქვედანაყოფებისაგანერთი ნაბიჯით წინ, თანაბარი შუალედებით მთელი ფრონტის გასწვრივ. თუასეულის მეთაური არ ესწრება მოწყობას, ოცეულების მეთაურები არ შედიანმწყობრის შემადგენლობაში.

4. ოცეულის მეთაურები, როცა ასეული მწკრივშია მოწყობილი, (ოცეულებითმწკრივში) იკავებენ ადგილებს თავისი ოცეულის ცენტრიდან ექვსი ნაბიჯით წინ;

Page 99: სამწყობრო წესდება

როცა ასეული და ოცეულები კოლონებად არიან მოწყობილი ან ასეული რიგშიამოწყობილი ოცეულებით მწკრივად, ოცეულების მეთაურების ადგილია ოცეულისცენტრიდან ერთი ნაბიჯით წინ. როცა ასეული მწკრივში მიჯრილ რიგებადაამოწყობილი, ოცეულების მეთაურები განლაგდებიან თავიანთი ქვედანაყოფებისაგანერთი ნაბიჯით წინ, თანაბარი შუალედებით მთელი ფრონტის გასწვრივ. თუასეულის მეთაური არ ესწრება მოწყობას, ოცეულების მეთაურები არ შედიანმწყობრის შემადგენლობაში.

5. უფროსი სერჟანტი, როცა ასეული მწკრივშია მოწყობილი, იკავებს ადგილსბოლო მწკრივის ცენტრიდან 3 ნაბიჯით უკან. რიგში ან რიგების მიჯრილ მწკრივადმოწყობის დროს იგი დგას ასეულის ბოლო მწკრივის ცენტრიდან 3 ნაბიჯით უკან(ნახევარი ნაბიჯით მარცხნივ, ნახ. 57. 2).

ნახ. 57. 2. ასეული კოლონებად ოცეული კოლონებად

ა) როცა ასეული მწკრივში მიჯრილ რიგებადაა მოწყობილი, მეთაურისარყოფნის შემთხვევაში, უფროსი სერჟანტის ადგილი არის პირველი რიგისცენტრიდან 5 ნაბიჯით წინ. თუ ასეული მწკრივშია მოწყობილი (ოცეულებითმწკრივში), მეთაურის არყოფნის შემთხვევაში, უფროსი სერჟანტის ადგილი არისასეულის რიგის ცენტრიდან 9 ნაბიჯით წინ. როცა ასეული რიგშია (ოცეულებითრიგში) მოწყობილი მეთაურის არყოფნის შემთხვევაში, უფროსი სერჟანტის ადგილიარის მარცხენა ფლანგის ცენტრიდან ცხრა ნაბიჯით წინ;

ბ) მარშირების დროს, როცა ასეული მოწყობილია მწკრივში ახლოინტერვალით და მეთაური ადგილზეა, უფროსი სერჟანტი რჩება ადგილზე, რათაუზრუნველყოს მსვლელობის რიტმი და კონტროლი.

6. ოცეულის სერჟანტი, როცა ასეული ზემოთ აღნიშნული ოთხიდან ერთ-ერთწყობაშია მოწყობილი და მეთაურები ადგილზე არიან, იკავებს ადგილს ოცეულისბოლო რიგის ცენტრიდან ერთი ნაბიჯით უკან:

Page 100: სამწყობრო წესდება

ა) როცა ასეული მწკრივში ახლო ინტერვალითაა მოწყობილი, ოცეულისსერჟანტები ბოლო მწკრივიდან ერთი ნაბიჯით უკან განლაგდებიან ერთმანეთისაგანთანაბარი შუალედებით ფრონტის გასწვრივ. როცა ასეული ისეთივე მწყობრით არისმოწყობილი, ოფიცრების არყოფნის შემთხვევაში, ოცეულის სერჟანტებიგანლაგდებიან თავიანთი ქვედანაყოფებიდან ერთი ნაბიჯით წინ, ერთმანეთისაგანთანაბარი შუალედებით, პირველი მწკრივის გასწვრივ;

ბ) როცა ასეული მწკრივებადაა მოწყობილი (ოცეულები მწკრივში), ოფიცრებისარყოფნის შემთხვევაში, ოცეულების სერჟანტები განლაგდებიან ოცეულის პირველიმწკრივის ცენტრიდან 3 ნაბიჯით წინ. როცა ასეული კოლონაშია მოწყობილი(ოცეულების კოლონებად), ოფიცრების არყოფნის შემთხვევაში, ოცეულებისსერჟანტების ადგილია მარცხენა ფლანგის ცენტრიდან 3 ნაბიჯით გვერდზე;

გ) ოფიცრების გარეშე სამწყობრო სვლის დროს, როცა ასეული კოლონაშიამოწყობილი (ოცეულების კოლონებად), ოცეულის სერჟანტები რჩებიან თავიანთადგილებზე და უზრუნველყოფენ სვლის რიტმსა და კონტროლს თავიანთოცეულებში.

შენიშვნა: ადგილების შეცვლისას ასეულის მეთაურის მოადგილე გასცემსკომანდებს: ,,ნაბიჯით იარ”, “ნახევარი ბრუნით, მარცხნისა-კენ”, “სდექ”, “სწორდით”.მოძრაობის დროს ისინი ბრუნდებიან ჩვეულებისამებრ და მიდიან მითითებულადგილზე. როცა ასეული მწკრივებიდან რიგებად გადაეწყობა, უფროსი სერჟანტი დაასეულის მეთაურის მოადგილე დგანან სახით ასეულისაკენ და ამ მდგომარეობაშირჩებიან ბოლო ოცეულის ჩავლამდე. თუ ასეულის რიგი მოძრაობს პირდაპირ მოკლედისტანციაზე ან უახლოვდება მიმმართველ ოცეულს (მწკრივის წყობა) ახლოინტერვალით, უფროსი სერჟანტი და ასეულის მეთაურის მოადგილე მიდიანპირდაპირ ან ბრუნდებიან მარჯვნივ და იკავებენ თავიანთ ადგილებს. როცაკოლონაში მწყობრიდან ასეული მწკრივებად გადაეწყობა, ასეულის მეთაურისმოადგილე და უფროსი სერჟანტი მარჯვნივ სწორებით იკავებენ თავიანთ ადგილებსმწკრივში. როცა ასეული მოწყობილია რიგში (ოცეულები მწკრივებად), ასეულისმეთაურის მოადგილე და უფროსი სერჟანტი მარშირებენ მარჯვნივ სწორებით დაიკავებენ თავიანთ ადგილებს ბოლო ოცეულის უკან. როდესაც ასეული მოწყობილიარიგებში ახლო ინტერვალით მწკრივებად, ასეულის მეთაური და უფროსი სერჟანტიმარშირებენ მარჯვნივ სწორებით და ჩერდებიან ასეულის ცენტრში, როგორც კიბოლო ოცეული გაჩერდება (ნახ. 57. 3). უფროსი სერჟანტი ან ასეულის მეთაურისმოადგილე ერთ ხაზზე ერთმანეთისაგან ნორმალური ინტერვალის დაშორებითდგებიან. თუ რომელიმე მათგანი არ ესწრება მოწყობას, ის რომელიც ესწრება, იცვლისადგილს კომანდის გარეშე და დგება ასეულის ცენტრში.

Page 101: სამწყობრო წესდება

ნახ. 57. 3 ასეულები მწკრივში მიჯრილ რიგებად7. როდესაც ასეული მოწყობილია მწკრივში, ქვედანაყოფზე მიმაგრებული

დამატებითი ოფიცრები, რომლებსაც არა აქვთ მიკუთვნებული ადგილი მწყობრში,თანაბარი შუალედებით ასეულის მეთაურის მოადგილის მარჯვნივ ან მარცხნივდგებიან, ხოლო ასეულის რიგში მოწყობის შემთხვევაში, ერთ ან ორ რიგად, უფროსისერჟანტისა და ასეულის მეთაურის მოადგილის უკან ეწყობიან (ნახ. 57. 4).

ნახ. 57. 4. ასეული კოლონაში ოცეულებით მწკრივში

მუხლი 58. ასეულის მოწყობისა და გადაადგილების ძირითადი დებულებანი

1. ასეული, ჩვეულებრივ, ეწყობა მწკრივებად, თუმცა შეიძლება გადაეწყოსკოლონებად, სადაც თითოეული უიარაღო ჯარისკაცისათვის განსაზღვრულიაპოზიცია.

2. ძირითადად, ასეული ეწყობა ისევე, როგორც ოცეული. კომანდაზე –,,მოეწყვეთ” (ახლო ინტერვალით), ოცეულები ეწყობიან მწკრივებად სახით იმმეთაურისაკენ, რომელიც აწყობს ქვედანაყოფს. ოცეულებს შორის დაცულიახუთნაბიჯიანი ინტერვალი.

Page 102: სამწყობრო წესდება

შენიშვნა: მწკრივში მიჯრილ რიგებად ასეულის მოსაწყობად გაიცემა კომანდა -,,მწკრივში მიჯრილ რიგებად - მოეწყვეთ”. კომანდის გაცემამდე მეთაური, რომელიცაწყობს ქვედანაყოფს, მიუთითებს ინტერვალს, მწყობრის ფრონტზე მდგომიჯარისკაცების რაოდენობას და ნიშნავს მიმმართველ ჯარისკაცს, რომელსაც უნდაგაუსწორდნენ. ამ დროს ასეულის სერჟანტი და ოცეულის სერჟანტები მწყობრსმიჰყვებიან მარჯვენა ფლანგზე, ხოლო ასეულის მეთაური და ოცეულის მეთაურებიმოძრაობენ მარცხენა ფლანგზე.

3. თუ ასეული შეიარაღებულია, ჯარისკაცები ეწყობიან კომანდაზე – ,,იარაღი -ქამარზე”. უსაფრთხოების მიზნით მეთაური, რომელიც აწყობს ქვედანაყოფს,კომანდების – “იარაღი მკერდზე,” “იარაღი ქამარზე” გაცემამდე გასცემს კომანდას –“შეამოწმეთ იარაღი.” მოცემული კომანდა გაიცემა, ასევე კომანდამდე – “დაიშალეთ”.

4. როცა ოცეულები იკრიბებიან მოწყობის ადგილას, უფროსი სერჟანტის ანასეულის მეთაურის მოსვლამდე ასეული შეიძლება მოაწყოს უფროსმა სერჟანტმა დაოცეულის სერჟანტებმა, ან ასეულის მეთაურმა და ოცეულის მეთაურებმა. თუასეულს აწყობენ სერჟანტები, ოცეულების მეთაურები, ჩვეულებრივ, აკვირდებიანსაკუთარი ოცეულების მოწყობას ზურგის მხრიდან:

ა) როდესაც ასეულს აწყობენ სერჟანტები, სრულდება შემდეგი მოქმედებები:ა.ა)უფროსი სერჟანტი დგება ოცეულების ფრონტიდან ცენტრში 9 ნაბიჯით

წინ, შემდეგ ის გასცემს კომანდას: ,,ახლო ინტერვალით - მოეწყვეთ”;ა.ბ) კომანდის შესრულებისას ოცეულები ეწყობიან ისეთივე წესით, როგორც

ოცეულის სამწყობრო სწავლებისას. ოცეულის სერჟანტი თავის ოცეულს უბრძანებს,რომ მოწესრიგდეს (თუ აუცილებელია) და გაუსწორდეს თავის მარჯვნივ მდგომოცეულს დადგენილი ინტერვალით (როგორც აღწერილია 59-ე მუხლში). როდესაცოცეულები მოეწყობიან, ოცეულის სერჟანტები სახით ფრონტისაკენშემობრუნდებიან;

შენიშვნა: თუ გაცემულია კომანდა – ,,ახლო ინტერვალით - მოეწყვეთ”,ოცეულის ჯარისკაცები ეწყობიან ახლო ინტერვალით, ოცეულებს შორის კიშენარჩუნებულია ხუთნაბიჯიანი ინტერვალი.

ა.გ) როცა ოცეულის სერჟანტები შებრუნდებიან სახით ფრონტისაკენ (თუპირადი შემადგენლობა იარაღით დგას მწყობრში), უფროსი სერჟანტი ჯერ გასცემსკომანდას: ,,შეამოწმეთ - იარაღი” და შემდეგ – ,,მოემზადეთ, იარაღი მკერდზე-ქამარზე (ფეხთან)”, ამის შემდეგ გასცემს კომანდას – ,,პატაკები ჩაიბარეთ”. ამკომანდაზე ოცეულების სერჟანტები შემობრუნდებიან და იძლევიან კომანდას –,,მომახსენეთ”. ათეულის მეთაურები აბარებენ მათ პატაკს, როგორც აღწერილია VIIთავში. პატაკის მიღების შემდეგ ოცეულის სერჟანტები შემობრუნდებიან სახითფრონტისაკენ, ამ დროს უფროსი სერჟანტი იძლევა კომანდას – ,,მომახსენეთ”.ოცეულების სერჟანტები აბრუნებენ თავს ასეულის სერჟანტისაკენ, აძლევენმხედრულ სალამს და აბარებენ პატაკს თანამიმდევრულად, მარჯვნიდან მარცხნივ.ასეულის სერჟანტი აბრუნებს თავს იმ ოცეულის სერჟანტისაკენ, რომელიც პატაკსაბარებს. როცა ასეულის სერჟანტი ჩაიბარებს პატაკებს ოცეულების სერჟანტებისაგან,შემობრუნდება და ელოდება ასეულის მეთაურს იმ შემთხვევაში, როცაı განრიგით მანუნდა ჩაიბაროს ასეული;

Page 103: სამწყობრო წესდება

შენიშვნა: თუ ასეულის მეთაურს განრიგით არა აქვს გათვალისწინებულიასეულის მიღება და შემოწმება, ასეულის სერჟანტი და ოცეულების სერჟანტებირჩებიან თავიანთ ადგილებზე და ატარებენ სამწყობრო მომზადებას.

ა.დ) როდესაც ასეულის მეთაური შეჩერდება თავის ადგილას, უფროსისერჟანტი მიესალმება და აბარებს პატაკს: ,,ბატონო . . . ყველა ესწრება” ან ,,ბატონო . . .ამდენი კაცი არ ესწრება”. ასეულის მეთაური, თავის მხრივ, მიესალმება და გასცემსკომანდას – ,,ადგილებზე”, უფროსი სერჟანტი შემობრუნდება და მიდის თავისიადგილისაკენ, ასეულის ბოლო რიგის ცენტრიდან სამი ნაბიჯით უკან შეჩერდება დაშემობრუნდება, მედროშე გადადგამს სამ ნაბიჯს წინ. მარშირების დროს ოცეულისსერჟანტები ბრუნდებიან მარჯვნივ და იკავებენ ადგილებს თავიანთი ოცეულებისზურგში (თუ ოცეულის მეთაური არ ესწრება, ისინი წინ გადადგამენ სამ ნაბიჯს).ოცეულის მეთაურები თავისი ოცეულის მარცხენა ფლანგზე სამწყობრო ნაბიჯითმიდიან და იკავებენ თავიანთ ადგილებს სახით მწყობრისაკენ. ასეულის მეთაურისმოადგილე იკავებს თავის ადგილს უფროსი სერჟანტისაგან ორი ნაბიჯით უკან;

ბ) როდესაც ასეულს აწყობს ასეულის მეთაური, სრულდება იგივემოქმედებები, როგორც სერჟანტების მიერ ასეულის მოწყობისას, გამონაკლისია ის,რომ ოცეულის მეთაურები აწყობენ თავიანთ ოცეულებს. უფროსი სერჟანტი,ოცეულის სერჟანტები და მედროშეები ეწყობიან თავიანთ ადგილებზე (ნახ.57. 1), ამ დროს კომანდის – ,,ადგილზე” გაცემა არ არის აუცილებელი. თუ ოცეულისსერჟანტი იკავებს ოცეულის მეთაურის ადგილს, ის დგება ოცეულის ცენტრიდან 6ნაბიჯით წინ.

მუხლი 59. ინტერვალის შეცვლა

1. ასეული ინტერვალს ცვლის ისეთივე თანამიმდევრობით, როგორც ოცეული.2. როდესაც უფროს სერჟანტს უნდა, რომ დაიცვას ახლო ინტერვალი მწკრივში

და ამავე დროს შეინარჩუნოს ხუთნაბიჯიანი ინტერვალი ოცეულებს შორის, ისგასცემს კომანდას – ,,მიმმართველ ოცეულთან – მიიჯერ”. კომანდის მიღების შემდეგოცეულის სერჟანტები შემობრუნდებიან და გასცემენ კომანდას – ,,პირველ-მეორეზეგაითვალეთ.” ამ კომანდის შესრულების შემდეგ ოცეულის სერჟანტები გასცემენმომდევნო კომანდას – ,,ახლო ინტერვალით, ნაბიჯით - იარ”. მეორე, მესამე დამეოთხე ოცეულების სერჟანტები გასცემენ კომანდას – ,,სწორება - მარჯვნივ”, შემდეგკი კომანდას – ,,ნახევარი ნაბიჯით – იარ.” ისინი გაჩერდებიან ხუთნაბიჯიანიინტერვალით და უსწორდებიან მარცხნივ მყოფ ოცეულს. თუ გაიცემა კომანდა –,,მესამე ოცეულთან მიიჯერ”, აღნიშნული ოცეულის მარჯვნივ მყოფი ოცეულებისსერჟანტები ტოვებენ თავიანთ ოცეულებს ახლო ინტერვალით მწყობრში, სწორებითმარცხნივ. ოცეულები განაგრძობენ მარშირებას ნახევარი ნაბიჯით ხუთნაბიჯიანიინტერვალის დაცვით, შეჩერდებიან და დგებიან დგომში – “სწორება მარჯვნივ”.

შენიშვნა: ასეულის ახლო ინტერვალით მოწყობის (მწკრივებად) შემთხვევაში,უფროს სერჟანტს შეუძლია ატაროს ასეული ნახევარი ნაბიჯით მოკლე დისტანციაზე(კოლონებად მოწყობისას – უფრო ნაკლებ დისტანციაზე). თუ მას სურს მარშირებისასმწყობრის გატარება სრული ნაბიჯით ახლო დისტანციაზე, ის გასცემს კომანდას –

Page 104: სამწყობრო წესდება

,,სრული ნაბიჯით – იარ”. ამ კომანდაზე პირველი ოცეულის სერჟანტი იძლევაკომანდას – “ოცეულო სრული ნაბიჯით – იარ”, დანარჩენი ოცეულების მეთაურებიკი კომანდას – ,,გააგრძელეთ სვლა”. როგორც კი პირველი ოცეული იწყებს სიარულსსრული ნაბიჯით, მეორე ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას – ,,სრული ნაბიჯით –იარ”. დანარჩენი ოცეულები ასრულებენ კომანდას ისევე, როგორც მეორე ოცეული.

3. როდესაც უფროს სერჟანტს სურს, რომ ასეულმა დაიკავოს ნორმალურიინტერვალი ახლო ინტერვალიდან მწკრივში დგომისას ხუთნაბიჯიანი ინტერვალისშენარჩუნებით, ის მიუთითებს: ,,ძირითადი ოცეულისგან ნორმალური ინტერვალით– გაიშალეთ”. ოცეულების სერჟანტები შემობრუნდებიან და გაატარებენ თავიანთოცეულებს (ნახევარი ნაბიჯით). ოცეულებს შორის ხუთნაბიჯიანი ინტერვალისა დამარცხენა ოცეულზე სწორების შენარჩუნებით, სერჟანტები იძლევიან კომანდას –,,პირველ-მეორეზე - გაითვალეთ”. შემდეგ კი გასცემს კომანდას – ,,ნორმალურიინტერვალით ნაბიჯით – იარ.” საჭიროების შემთხვევაში, ოცეულის სერჟანტსშეუძლია შეცვალოს ინტერვალი, როგორც ეს აღწერილია 61-ე მუხლში.

მუხლი 60. დისტანციის შეცვლა

1. ასეულის (ან უფრო დიდი ქვედანაყოფების) ქვედანაყოფების რიგებშიმარშირებისას დისტანციის გასაზრდელად გამოიყენეთ შემდეგი ხერხები:

შენიშვნა: ეს მოქმედება სრულდება მხოლოდ ნახევარი ნაბიჯით მარშირებისას,როდესაც ასეული მოძრაობს რიგებში მოწყობილი, ნორმალურ ინტერვალზე ნაკლებდისტანციაზე.

2. იმისათვის, რომ გაიზარდოს დისტანცია რიგებად მოწყობილი ასეულისქვედანაყოფებს შორის, ნახევარი ნაბიჯით მარშირებისას ჩვეულებრივი დისტანციისმიღებამდე, გაიცემა კომანდა – ,,სრული ნაბიჯით - იარ”. წინასწარ კომანდაზე –,,სრული ნაბიჯით” პირველი ოცეულის სერჟანტი იმეორებს შესასრულებელკომანდას, ხოლო ყველა მომდენო ოცეულის სერჟანტები გასცემენ კომანდას –,,გააგრძელეთ სვლა”. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” მიმართველი ოცეულისწინა რიგი აკეთებს კიდევ ერთ არასრულ ნაბიჯს და აგრძელებს სვლას სრულინაბიჯით. ყველა დანარჩენი რიგი აგრძელებს სვლას არასრული ნაბიჯით, ვიდრე მისწინ მდგომი გაივლის სრული ნაბიჯით და 100 სმ-იანი დისტანციით დაშორდება.

3. მომდევნო ოცეულების სერჟანტები, მას შემდეგ, რაც მათ წინ მყოფიოცეულები დაიკავებენ ჩვეულებრივ დისტანციას და დაიწყებენ სიარულს სრულინაბიჯით, გასცემენ კომანდას: ,,სრული ნაბიჯით - იარ”.

შენიშვნა: შეჩერების შემდეგ უფროსი სერჟანტი გასცემს კომანდას –“ოცეულებო გაშალეთ”. ამ კომანდაზე მიმმართველი ოცეულის სერჟანტი გასცემსკომანდას – ,,სრული ნაბიჯით – იარ”, ხოლო ყველა მომდევნო ოცეულის სერჟანტები– კომანდას – ,,ნახევარი ნაბიჯით – იარ”. კომანდის ,,ნაბიჯით - იარ” შესრულებისასპირველი მწკრივი მიდის სრული ნაბიჯით, ყველა დანარჩენი მწკრივები არასრულინაბიჯით და ასრულებენ მოძრაობებს ისე, როგორც 2-ე პუნქტშია აღწერილი.

მუხლი 61. ასეულის მოწყობა ერთ ხაზზე

Page 105: სამწყობრო წესდება

1. ასეულის ერთ ხაზზე მოსაწყობად უფროსი სერჟანტი მიუთითებს ოცეულისსერჟანტებს: ,,უბრძანეთ თქვენს ოცეულებს მიიღონ მდგომარეობა – სწორებამარჯვნივ”:

ა) ამ მითითებაზე ოცეულის ყველა სერჟანტი შემობრუნდება. მარჯვენა ფლანგისოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას – ,,სრული ნაბიჯით – იარ”, შემდეგ კი“სწორება – მარჯვნივ”. როდესაც მარჯვენა ფლანგის პირველი რიგის მოწყობადამთავრდება, ოცეულის სერჟანტი მარცხენა ფლანგზე გასცემს კომანდას – ,,სრულინაბიჯით – იარ”, შემდეგ კომანდას – “სწორება – მარჯვნივ” და ასწორებს ოცეულსერთ ხაზზე, როგორც ოცეულის მოწყობისას. შემდეგ ბრუნდება ნახევრად მარჯვნივ,მიდის თავისი ადგილისაკენ და დგება მწკრივის მარცხენა ფლანგზე მდგომისერჟანტისაგან ერთი ნაბიჯით მარცხნივ და უსწორდება ხაზს;

ბ) პირველი მწკრივის მოწყობის შემდეგ ოცეულის სერჟანტი დგება პირველიმწკრივის ცენტრში, ბრუნდება ნახევრად მარჯვნივ, დგამს ორ მოკლე ნაბიჯს,შეჩერდება, უსწორდება მეორე მწკრივის ხაზს და აწყობს მეორე მწკრივს. მესამე დამეოთხე მწკრივის მოწყობა ხდება იმავე მეთოდით, როგორც მეორე მწკრივისა;

გ) მეოთხე მწკრივის ერთ ხაზზე გასწორების შემდეგ ოცეულის სერჟანტიმარშირებისას თავს აბრუნებს მარცხნივ, უბრუნდება თავის ადგილს, შეჩერდებაოცეულის ცენტრში წყობის პერპენდიკულარულად, მიიღებს მდგომარეობას –“სწორება მარჯვნივ”, გასცემს კომანდას – “მოემზადეთ - პირდაპირ” დაშემობრუნდება. მეორე ოცეულის მარცხნივ მდგომი ყველა ოცეულის სერჟანტიასრულებს იმავე მოძრაობას, როგორც მეორე ოცეულის სერჟანტი;

შენიშვნა: კომანდის – “სწორება მარჯვნივ” გაცემის წინ, თუ საჭიროა,მიმმართველი ოცეულის მარცხნივ მდგომი ოცეულის სერჟანტები გასცემენ კომანდას– “დაიცავით ინტერვალი”. მიმართველი ათეულის (I ათეულის) მეთაურიმარშირებისას იყურება მარჯვნივ და გადაადგილდება თავისგან მარჯვნივ მყოფიოცეულის მარცხენა ფლანგისაკენ (პირველი ათეულისაკენ), შეჩერდება,შემობრუნდება, გადადგამს 5 ნაბიჯს წინ, შეჩერდება და პირით მარჯვნივგაუსწორდება მარჯვნივ მყოფ ათეულს.

2. რიგებში ასეულის ერთ ხაზზე მოსაწყობად უფროსი სერჟანტი ოცეულებისსერჟანტებს მიუთითებს: ,,უბრძანეთ თქვენს ოცეულებს გაუსწორდნენ ერთმანეთს”.ამ მითითებაზე პირველი ოცეულის სერჟანტი შემობრუნდება და გასცემს კომანდას –,,გაუსწორდით”. სხვა ოცეულის სერჟანტები გასცემენ კომანდას – ,,ადგილებზე”.პირველი ოცეული გასწორდება ისე, როგორც ოცეულის მოწყობისას არისმითითებული. დანარჩენი ოცეულები ასრულებენ მოქმედებებს თანამიმდევრობით.

მუხლი 62. გაჯრილი და მიჯრილი მწკრივი

1. მწკრივის გაჯრისათვის უფროსი სერჟანტი მიუთითებს ოცეულისსერჟანტებს: ,,თქვენმა ოცეულებმა გაჯრილ მწკრივში მიიღონ მდგომარეობა –სწორება მარჯვნივ”. ამ მითითებაზე ოცეულის ყველა სერჟანტი შემობრუნდება.მარჯვენა ფლანგის ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას – ,,გაჯრილ მწკრივში,

Page 106: სამწყობრო წესდება

ნაბიჯით – იარ”. როდესაც ოცეული გაიჯრება, სერჟანტი დაუყოვნებლივ გასცემსკომანდას – ,,სწორება - მარჯვნივ” და ერთ ხაზზე აწყობს ოცეულს ისე, როგორცოცეულის მოწყობაშია აღწერილი. როდესაც მარჯვენა ოცეულის პირველი მწკრივიგასწორდება ხაზზე, მარცხენა ფლანგის ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას –,,გაჯრილ მწკრივში, ნაბიჯით - იარ”, შემდეგ ,,სწორება - მარჯვნივ” და აწყობს თავისოცეულს. იმავე თანამიმდევრობით მოქმედებებს ასრულებენ დანარჩენი ოცეულისსერჟანტებიც.

შენიშვნა: როდესაც იარაღი მიწაზეა დაწყობილი, ასეულმა შეიძლება იაროსმწყობრში რიგებად (სწორებით მარჯვნივ) ნორმალური ინტერვალით გაჯრილმწკრივებში მოკლე დისტანციაზე. მას შემდეგ, რაც მოიხსნიან იარაღს, ასეულისსერჟანტი გასცემს კომანდას – ,,ნორმალური ინტერვალით – იარ”, როდესაც მიწაზედაწყობილ იარაღთან ბრუნდებიან, გაიცემა კომანდა – ,,ორმაგი ინტერვალით – იარ”.ასეულის ზურგისაკენ მოძრაობისათვის უნდა გაიცეს კომანდები: ,,დაიშალეთ” და,,მოეწყვეთ”.

2. მწკრივის მიჯრისათვის უფროსი სერჟანტი მიუთითებს ოცეულისსერჟანტებს: “უბრძანეთ თქვენს ოცეულებს დადგნენ ახლო ინტერვალით მწკრივში”.ამ მითითებაზე ოცეულის ყველა სერჟანტი შემობრუნდება ზურგისაკენ დათანამიმდევრობით, მარჯვნიდან მარცხნივ გასცემენ კომანდას – ,,ახლო ინტერვალითმწკრივში, ნაბიჯით - იარ”. ოცეულები ასრულებენ იმავე მოქმედებებს, რაცაღწერილია ოცეულის მოწყობაში. მას შემდეგ, რაც მოქმედებები დასრულდება,ოცეულის სერჟანტები შემობრუნდებიან სახით ფრონტისაკენ.

მუხლი 63. კოლონის მარშირების მიმართულების შეცვლა

1. ასეული მოძრაობის მიმართულებას იცვლის ძირითადად ისევე, როგორცათეული და ოცეული. ამ დროს გაიცემა კომანდა – ,,რიგო, მარჯვენა მხრით წინ(მარცხენა მხრით წინ), რიგო, ნახევარი ბრუნით მარჯვნივ (მარცხნივ), ნაბიჯით -იარ”.

2. კოლონის მარშირებისას მიმმართველი ოცეული ან ათეული არის ისქვედანაყოფი, რომელიც დგას ფლანგზე მოხვევის მიმართულებით.

3. როდესაც ასეული გაჩერებულია, ოცეულის სერჟანტი იმეორებს უფროსისერჟანტის მოსამზადებელ კომანდას, მიმმართველი ოცეულების სერჟანტები კიგასცემენ დამატებით კომანდას – ,,წინ”. შესასრულებელ კომანდაზე – “იარ”მიმმართველი ოცეული ასრულებს მოქმედებებს, რაც აღწერილია ოცეულისმოწყობაში; მომდევნო ოცეულები ასრულებენ მოქმედებებს ოცეულის სერჟანტებისკომანდებზე დაახლოებით იმავე ადგილზე.

4. მარშირების დროს მოქმედებები სრულდება ისევე, როგორც შეჩერებისდროს, იმ განსხვავებით, რომ მიმმართველი ოცეულის სერჟანტი გასცემს დამატებითკომანდას – ,,გააგრძელეთ სვლა”, ნაცვლად კომანდისა – ,,წინ”.

5. ასეული კომანდას – ,,ზურგისა-კენ” ასრულებს იმავე თანამიმდევრობით,როგორც ოცეული.

Page 107: სამწყობრო წესდება

6. შეჩერების შემდეგ, როდესაც ასრულებენ კომანდას – ,,მოპირდაპირე რიგო –იარ”, მიმმართველი ოცეულის სერჟანტი იმეორებს წინასწარ კომანდას, მომდევნოოცეულების სერჟანტები გასცემენ დამატებით კომანდას – ,,წინ”:

ა) შესასრულებელ კომანდაზე – ,,იარ” მიმმართველი ოცეული მოქმედებს ისე,როგორც აღწერილია ოცეულის მოწყობაში. მომდევნო ოცეულები ასრულებენმოქმედებებს ოცეულის სერჟანტის კომანდაზე დაახლოებით იმავე ადგილას;

ბ) როდესაც მოქმედება სრულდება მარშირებისას, შესასრულებელი კომანდაგაიცემა მაშინ, როდესაც მარცხენა ფეხი შეეხება მიწას. მოქმედება სრულდებაძირითადად ისევე, როგორც შეჩერების შემდეგ, ამასთან, მომდევნო ოცეულებისსერჟანტები გასცემენ დამატებით კომანდას – ,,გააგრძელეთ სვლა” და არა ,,წინ”;

გ) შეჩერების შემდეგ მედროშე იღებს სწორებას მარცხნივ ან ბრუნდებამარცხნივ, გამოდის მწყობრიდან და გადაინაცვლებს მიმმართველი ოცეულის წინ,რითაც ათავისუფლებს ასეულის ზურგს;

დ) თუ უფროსი სერჟანტი გასცემს კომანდას ცალკეულ ქვედანაყოფებშითავისი ადგილიდან, კომანდის გაცემის შემდეგ ის გაემართება თავისი ახალიადგილისაკენ ქვედანაყოფის მარცხენა ფლანგზე. თუ ის ასეულის თავშია და იქიდანგასცემს კომანდას, ის გადაადგილდება იმავე მიმართულებით, რა მიმართულებითაცგადაადგილდება მედროშე.

მუხლი 64. ოცეულებს შორის ინტერვალის შემცირება

1. ოცეულებს შორის ინტერვალი მცირდება მხოლოდ მაშინ, როცა ასეულიმოწყობილია კოლონაში ოცეულებით რიგებში და მიღებული აქვთ დგომი – “სწორებამარჯვნივ”, უფროსი სერჟანტი და ოცეულის სერჟანტები დგანან თავიანთადგილებზე.

2. უფროსი სერჟანტი ოცეულის სერჟანტებს მიუთითებს: ,,მიიჯერითმიმმართველ ოცეულთან”. მიმმართველი ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას –,,დარჩით ადგილებზე”. ამის შემდეგ მიმმართველი ოცეულის სერჟანტი სწორებითმარცხნივ სამწყობრო ნაბიჯით მიდის ასეულის მწყობრის ზურგისაკენ.

3. მომდევნო ოცეულის სერჟანტს მიჰყავს თავისი ოცეული წინ და გასცემსკომანდას – ,,ადგილზე ნაბიჯით – იარ”. მან შესასრულებელი კომანდა ,,იარ” უნდაგასცეს მაშინ, როცა ათეულების მეთაურები სამი ნაბიჯით არიან დაშორებულიწამყვანი ოცეულის ბოლო ჯარისკაცს, რათა მომდევნო ოცეულის ჯარისკაცებმადაიწყონ ადგილზე სვლა სწორი დისტანციიდან.

4. ჯარისკაცები ადგილზე დადიან და უსწორდებიან ერთმანეთს, რათაუზრუნველყონ ხაზზე სათანადო სწორება. მარშირებისას ჯარისკაცებს შორისჩვეულებრივი მანძილი არის 1 მკლავის სიგრძეს პლუს 15-სმ. იმისათვის, რომ წყობათანაბარი იყოს და არ დარჩეს ცარიელი ადგილები, ათეულების მეთაურებიგადადგამენ რამოდენიმე ნაბიჯს.

5. როცა ოცეულის სერჟანტი დარწმუნდება, რომ ოცეულის ერთ ხაზზემოწყობა სწორად განხორციელდა, ის გასცემს კომანდას - ,,ოცეულო - სდექ”. ამისშემდეგ იგი, სწორებით მარცხნივ, მიდის ასეულის ზურგისაკენ.

Page 108: სამწყობრო წესდება

6. დანარჩენი ოცეულები მოქმედებენ ისევე, როგორც მიმმართველი ოცეული –თანამიმდევრობით ფრონტიდან ზურგისკენ. ოცეულის სერჟანტები ელოდებიან,ვიდრე მათ წინ მყოფი ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდებს: ,,ადგილზე ნაბიჯით –იარ” და ,,პირდაპირ – იარ”.

7. ოცეულების სერჟანტები დგებიან ასეულის მწყობრის ზურგიდან ერთინაბიჯით უკან და ამგვარად შედიან ისინი მწყობრის შემადგენლობაში. თუ უფროსსერჟანტს სურს მწკრივის ზუსტად ერთ ხაზზე გასწორება, ის გასცემს კომანდას –,,გაუსწორდით ერთმანეთს”. ამ დროს უფროსი სერჟანტი რჩება თავის ადგილზე დაიქიდან ხელმძღვანელობს ასეულის მარშირებას.

მუხლი 65. ოცეულებს შორის მანძილის გასწორება

1. ასეულის კოლონებად მარშირებისას ან კოლონებში დგომის დროს სწორიმანძილის დასაცავად უფროსი სერჟანტი გასცემს კომანდას – ,,გაუსწორდით წამყვანოცეულს”.

2. ასეულის გაჩერების შემთხვევაში, მიმმართველი ოცეულის სერჟანტიგასცემს კომანდას – ,,დარჩით – ადგილებზე”, მომდევნო ოცეულების სერჟანტები კიკომანდას – ,,პირდაპირ, ნაბიჯით - იარ”,é ამის შემდეგ გაიცემა კომანდა – ,,ადგილზე,ნაბიჯით - იარ”, ხოლო როცა უკვე სწორი დისტანციაა დაკავებული, კომანდას –,,ოცეულო – სდექ”.

3. მარშირებისას, მითითებაზე: ,,გაუსწორდით მიმმართველ ოცეულს”,მიმმართველი ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას – ,,ნახევარი ნაბიჯით – იარ”,მომდევნო ოცეულების სერჟანტები გასცემენ კომანდას – ,,გააგრძელეთ სვლა” და,როგორც კი დაიკავებენ სწორ დისტანციას, კომანდას – ,,ნახევარი ნაბიჯით იარ.”

4. უფროსი სერჟანტი კომანდებს: ,,პირდაპირ ნაბიჯით -- იარ” და “სდექ”გასცემს მას შემდეგ, რაც ყველა ოცეული აღიდგენს სწორ დისტანციას და გადავანახევარი ნაბიჯით მარშირებაზე.

მუხლი 66. ორ რიგად მოწყობა და გადაწყობა

1. ასეული ეწყობა ორ რიგად ისევე, როგორც ოცეული. ასეულის სერჟანტმაუნდა მისცეს საკმარისი დრო ოცეულის სერჟანტებსა და მიმმართველი ოცეულისათეულების მეთაურებს, რათა შესასრულებელი კომანდის გაცემამდე გასცენდამატებითი კომანდები:

ა) ამ მოქმედების შესასრულებლად გაიცემა კომანდა – “მარჯვნიდან(მარცხნიდან) ორ რიგად, ნაბიჯით – იარ”. მიმმართველი ოცეულის სერჟანტიიმეორებს წინასწარ კომანდას, ხოლო დანარჩენი ოცეულების სერჟანტები გასცემენდამატებით კომანდას – ,,დარჩით - ადგილებზე”;

ბ) უფროსი სერჟანტის კომანდაზე – ,,იარ” მიმმართველი ოცეული ასრულებსმოქმედებას ისე, როგორც ოცეულის მოწყობაშია მითითებული. დანარჩენიოცეულები ასრულებენ მოქმედებას თავიანთი სერჟანტის კომანდაზე. მომდევნო

Page 109: სამწყობრო წესდება

ოცეულების სერჟანტები გასცემენ კომანდას იმის გათვალისწინებით, რომ დაცულიქნეს დადგენილი ხუთნაბიჯიანი დისტანცია ოცეულებს შორის.

2. ოთხ რიგად გადაწყობა ხდება მხოლოდ შეჩერების დროს. ამისათვის გაიცემაკომანდა – ,,მარცხნიდან ოთხ რიგად, ნაბიჯით - იარ”. უფროსი სერჟანტისშესასრულებელ კომანდაზე ყველა ოცეული ასრულებს მოქმედებას ერთდროულად,როგორც ეს ოცეულის მოწყობისას არის აღწერილი. როგორც კი ოცეულებიგადაეწყობიან, ოცეულის სერჟანტები მაშინვე ავტომატურად წაიყვანენ ოცეულებსწინ და ოცეულებს შორის დაიცავენ დადგენილ ხუთნაბიჯიან დისტანციას.

მუხლი 67. ასეულის მოწყობა მწკრივებად ახლო ინტერვალით (მთლიანიმოწყობა)

1. ასეული, ასეულის კოლონაში მოწყობიდან (ოცეულები კოლონებად) ანმარშირებისას, შეიძლება გადაეწყოს მწკრივებში ახლო ინტერვალით. ასეული უნდაიდგეს ახლო ინტერვალით მანამ, სანამ გაიცემა კომანდა – ,,ასეულო, ახლოინტერვალით მთლიან მწყობრში მარცხნივ – მიიჯერ.”

2. შეჩერებისას, წინასწარ კომანდაზე – ,,ასეულო, ახლო ინტერვალით მთლიანმწყობრში მარცხნივ”, მიმმართველი ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას –,,დარჩით – ადგილებზე,” ხოლო მომდევნო ოცეულების სერჟანტები გასცემენკომანდას – ,,რიგო, ნახევარი ბრუნით მარცხნისა-კენ”. შესასრულებელ კომანდაზე –,,მიიჯერ”, მიმმართველი ოცეული რჩება ადგილზე, ხოლო დანარჩენი ოცეულებიასრულებენ სერჟანტის კომანდას – ,,რიგო, ნახევრი ბრუნით – მარცხნისა-კენ” დაშემდეგ – ,,რიგო, ნახევრი ბრუნით მარჯვნისა-კენ” ისე, რომ როდესაც შეჩერდებიან,თითოეული ოცეული მიჯრილი იქნება მარჯვნივ მყოფ ოცეულთან. როდესაცოცეულები გაუსწორდებიან მიმმართველ ოცეულს, ოცეულების სერჟანტები გასცემენკომანდას – ,,ადგილზე, ნაბიჯით - იარ”. სანამ ოცეული ადგილზე მარშირებს,ოცეულის შემადგენლობაში მყოფი ჯარისკაცები მათ მარჯვნივ მდგომ ჯარისკაცებსერთ ხაზზე უსწორდებიან. ოცეულის მეთაურები ჯარისკაცებს ადგილზე ნაბიჯითსიარულს რვა თვლამდე ადროვებენ და შემდეგ გასცემენ კომანდას – ,,ოცეულო -სდექ”.

3. მარშირებისას წინასწარი კომანდა – ,,ასეულო, ახლო ინტერვალით მთლიანმწყობრში მარცხნივ – მიიჯერ” გაიცემა მარცხენა ფეხის მიწაზე დადგმისთანავე,შემდეგ მიმმართველი ოცეულის სერჟანტი გასცემს დამატებით კომანდას –,,ადგილზე, ნაბიჯით – იარ”, მომდევნო ოცეულების სერჟანტები კი კომანდას –,,რიგო, ნახევარი ბრუნით მარცხნისა-კენ”. კომანდაზე – ,,იარ” მიმმართველი ოცეულიიწყებს ადგილზე სიარულს, დაახლოებით 8 თვლის შემდეგ მიმმართველი ოცეულისსერჟანტი გასცემს კომანდას – ,,ოცეულო – სდექ”, დანარჩენი ოცეულები ეწყობიანისევე, როგორც ადგილზე დგომისას.

შენიშვნა: 1. თუ ასეულის მეთაური ხელმძღვანელობს მოწყობას, კომანდაზე– ,,იარ” უფროსი სერჟანტი და მედროშე შეჩერდებიან და მაშინვე სამწყობრონაბიჯით გაემართებიან ასეულის ცენტრისკენ და დაიკავებენ თავიანთ ადგილებს. 2.თუ ოცეულის სერჟანტები მოძრაობენ მწყობრში თავიანთი ოცეულების მარცხენა

Page 110: სამწყობრო წესდება

ფლანგზე, მათ უნდა დაიცადონ სანამ მათ წინ მიმავალი ოცეულის სერჟანტები არგასცემენ კომანდას – ,,სდექ” და არ გადაადგილდებიან ასეულის წინ და მხოლოდამის შემდეგ იკავებენ თავიანთ ადგილებს.

მუხლი 68. ასეულის გასწორება მწკრივში ახლო ინტერვალით

1. ასეულის მწკრივში ახლო ინტერვალით გასასწორებლად, როგორც კიასეული მოეწყობა მწკრივში ახლო ინტერვალით, უფროსი სერჟანტი გასცემსკომანდას – ,,იარაღი – ფეხთან” და შემდეგ კომანდას – ,,ახლო ინტერვალით, სწორებამარჯვნივ”.

2. კომანდაზე – “სწორება მარჯვნივ” მარჯვენა ფლანგზე მდგომი ოცეულისსერჟანტი მიდის მარჯვენა ფლანგისაკენ და ამოწმებს იმდენ მწკრივს, რამდენიცსაჭიროა, რათა უზრუნველყოს მწყობრის სწორად მოწყობა ისეთივე წესით, როგორცოცეულში. როდესაც დაამთავრებს შემოწმებას, ის უბრუნდება თავის ადგილს მესამეათეულის ცენტრიდან ერთი ნაბიჯით წინ, შეჩერდება და მიიღებს დგომს – “სწორებამარჯვნივ”. ოცეულის სერჟანტები უსწორდებიან ერთმანეთს მარჯვნივ თანაბარიინტერვალებით. ამის შემდეგ უფროსი სერჟანტი გასცემს კომანდას – ,,მოემზადეთ –პირდაპირ”.

მუხლი 69. მარშირების მიმართულების შეცვლა ასეულის მწკრივში ახლოინტერვალით რიგებად მოწყობის დროს

1. ასეული მარშირების მიმართულებას იცვლის ძირითადად ისევე, როგორცოცეული კოლონაში გადაადგილებისას.

2. როდესაც შესრულდება კომანდა – ,,სდექ”, მეთაური გასცემს კომანდას –,,იარაღი მარჯვენა მხარზე” (თუ შეესაბამება), შემდეგ მიბრუნდება სასურველიმიმართულებით, თავს მიაბრუნებს მწყობრისაკენ და გასცემს კომანდას – ,,მარჯვენა(მარცხენა) მხრით, წინ ნაბიჯით – იარ”:

ა) შესასრულებელ კომანდაზე ,,იარ” ოცეულის მეთაურები აბრუნებენ თავსნახევრად მარჯვნივ (მარცხნივ) და აგრძელებენ გადაადგილებას “მარჯვენა(მარცხენა) მხრით წინ”, სანამ სასურველი მიმართულების პარალელურად არდადგებიან, შემდეგ გადადიან ნახევარი ნაბიჯით მარშირებაზე, სწორებით მარჯვენაფლანგისაკენ, სანამ გაიცემა კომანდა – ,,პირდაპირ”;

ბ) მარჯვენა (მარცხენა) მიმმართველი (მიმმართველი ათეულის მეთაურიბრუნვის მიმართულებით) სწორებით მარჯვნივ (მარცხნივ) სვლისას გადადგამს ერთსრულ ნაბიჯს მითითებული მიმართულებით და გადადის ნახევარი ნაბიჯითმარშირებაზე. დანარჩენი ათეულების მეთაურები (წინა მწკრივში) თავს ნახევრადმარჯვნივ (მარცხნივ) აბრუნებენ და აგრძელებენ სვლას “მარჯვენა (მარცხენა) მხრით,წინ”, სანამ მიმმართველს ერთ ხაზზე გაუსწორდებიან;

გ) ამ დროს ისინი იწყებენ მარშირებას ნახევარი ნაბიჯით და სწორდებიანბრუნვის მიმართულებით, ვიდრე მიიღებენ კომანდას – ,,პირდაპირ”, ამ დროსსწორება ავტომატურად ხდება მარჯვნივ, ყველა სხვა ჯარისკაცი მიდის წინ დაასრულებს მოძრაობას ისევე, როგორც მათი ათეულის მეთაურები.

Page 111: სამწყობრო წესდება

3. მარშირებისას მიმართულების შეცვლა სრულდება ისეთივე მოქმედებებით,როგორც ადგილზე დგომისას, იმ განსხვავებით, რომ ასეულის მეთაურიშემობრუნდება და უკან სვლით გასცემს კომანდას – ,,მარჯვენა (მარცხენა) მხრით, წინ– იარ”, შემდეგ ის მობრუნდება მარჯვნივ და თვითონაც ამთავრებს მოძრაობას. მასშემდეგ, რაც ასეული დაამთავრებს ბრუნს, შემობრუნდება, გასცემს კომანდას –,,პირდაპირ” და ისევ მიბრუნდება.

მუხლი 70. ასეულის გადაწყობა მწკრივში ახლო ინტერვალით მიჯრილირიგებიდან კოლონაში

1. ასეულის გადაწყობა მწკრივში ახლო ინტერვალით მიჯრილი რიგებიდანკოლონაში სრულდება კომანდაზე – ,,ოცეულების რიგებში, მარჯვენა ოცეულისრიგო, მარჯვნივ (ნახევრად მარჯვნივ) ნაბიჯით – იარ”, მარჯვენა ოცეულის მეთაურიგასცემს დამატებით კომანდას – ,,პირდაპირ” (კოლონა მარჯვნივ ან კოლონანახევრად მარჯვნივ), ხოლო დანარჩენი ოცეულების მეთაურები გასცემენ კომანდას –,,დარჩით ადგილებზე”.

2. შესასრულებელ კომანდაზე – ,,იარ” მარჯვენა ოცეული მიდის მითითებულიმიმართულებით, სხვა ოცეულები თანამიმდევრობით მიჰყვებიან მას კომანდაზე –,,რიგო, ნახევრად მარჯვნივ” ან ,,რიგო, ნახევრად მარცხნივ”.

3. მარშირებისას ასეულის მეთაური გასცემს კომანდას – ,,იარაღი მკერდზე” დაშემდეგ კი კომანდას – ,,ოცეულების რიგში, მარჯვენა ოცეულო, სირბილით იარ”.წინასწარი კომანდის შემდეგ მარჯვენა ოცეულის მეთაური გასცემს დამატებითკომანდას – ,,სირბილით”. დანარჩენი ოცეულების მეთაურები გასცემენ კომანდას –,,განაგრძეთ სვლა”, ხოლო შესასრულებელ კომანდაზე – ,,იარ”, მარჯვენა ოცეულიმიდის სირბილით, დანარჩენი ოცეულების მეთაურები გასცემენ კომანდას –,,რიგო,ნახევრად მარჯვნივ, სირბილით – იარ”. ამ კომანდაზე ოცეულები მიმმართველიოცეულის კოლონასთან მიჰყავთ.

4. ოცეულის მეთაური და ოცეულის სერჟანტი იცვლიან ადგილებსდამატებითი კომანდის შემდეგ, შესასრულებელ კომანდამდე.

მუხლი 71. ასეულის მოწყობა კოლონებში ოცეულების მწკრივებად დაგადაწყობა

1. ასეულის მოწყობა კოლონაში ოცეულების მწკრივებად და გადაწყობასრულდება კომანდაზე – ,,ოცეულების რიგო, მწკრივში ნაბიჯით – იარ”.მიმმართველი ოცეულის მეთაური გასცემს დამატებით კომანდას –,,დარჩითადგილებზე”, მეორე ოცეულის მეთაური – დამატებით კომანდას –,,რიგო, მარჯვნივ”,ხოლო დანარჩენი ოცეულების მეთაურები კი გასცემენ დამატებით კომანდას –,,პირდაპირ”.

2. შესასრულებელ კომანდაზე – ,,იარ” მიმმართველი ოცეული დგას ადგილზე,მეორე ოცეული ასრულებს კომანდას –,,რიგო, მარჯვნივ”, გადადგამს 12 ნაბიჯს,ჩაუვლის პირველ ოცეულს მარჯვენა მხრიდან და ასრულებს კომანდას – “რიგო,

Page 112: სამწყობრო წესდება

მარცხნივ”, როგორც კი ისინი გაუსწორდებიან მიმმართველ ოცეულს ხაზზე,ოცეულის მეთაური გასცემს კომანდას – “ადგილზე, ნაბიჯით – იარ”. ამ დროსოცეული ადგილზე დადის, 8 თვლის შემდეგ მეთაური გასცემს კომანდას – “ოცეულოსდექ”. მომდევნო ოცეულები კომანდაზე –”რიგო, მარჯვნივ” ბრუნდებიანდაახლოებით იმავე ადგილას, სადაც მათ წინ მყოფმა ოცეულმა შეასრულა იგივეკომანდა, შემდეგ მეთაური გასცემს კომანდას – “რიგო, მარცხნივ” და შეჩერდებიანისევე, როგორც მეორე ოცეული. როდესაც ოცეულები გაჩერდებიან ადგილებზე,ასეულის მეთაური გასცემს კომანდას – “მარცხნივ, სწორდით”. ამ კომანდაზეოცეულების მეთაურები და სერჟანტები სიარულის დროს სწორდებიან და იკავებენთავიანთ ადგილებს.

3. მარშირებისას გადაწყობა სრულდება ისევე, როგორც ადგილზე დგომისას,ოღონდ მეთაური გასცემს შესასრულებელ კომანდას მიწაზე მარჯვენა ფეხისდადგმისთანავე. მიმმართველი ოცეულის მეთაური გასცემს კომანდას – “ადგილზენაბიჯით – იარ”, მეორე ოცეულის მეთაური – წინასწარ კომანდას –”რიგო, მარჯვნივ”,ხოლო მომდევნო ოცეულების მეთაურები გასცემენ კომანდას – “განაგრძეთ სვლა”.შესასრულებელ კომანდაზე -– -“იარ” მიმმართველი ოცეული იწყებს ადგილზესიარულს (დაახლოებით 8 თვლამდე), ამის შემდეგ მეთაური გასცემს კომანდას –“ოცეულო, სდექ”. დანარჩენი ოცეულები მოქმედებებს ასრულებენ ისევე, როგორცადგილზე დგომისას (იხ.მე-2 პუნქტი).

4. იმისათვის, რომ ოცეულები ისევ გადაეწყონ რიგებად, ასეულის მეთაურიგასცემს კომანდებს – “სწორება მარჯვნივ” და “მარცხენა ოცეულო ოცეულებისრიგებად, ნაბიჯით – იარ”:

ა) კომანდაზე – “სწორება მარჯვნივ” ოცეულების მეთაურები და ოცეულებისსერჟანტები მარჯვნივ სწორებით მიდიან და იკავებენ თავიანთ ადგილებს კოლონაში;

ბ) წინასწარ კომანდაზე – “ოცეულების მარცხენა კოლონა” მარცხენა ოცეულისმეთაური გასცემს კომანდას – “წინ” (რიგო მარცხნივ, ნახევრად მარცხნივ). დანარჩენიოცეულების მეთაურები გასცემენ კომანდას – “კოლონა, ნახევრად მარცხნისაკენნაბიჯით – იარ”;

გ) შესასრულებელ კომანდაზე – “იარ” მარცხენა ოცეული ასრულებს მოძრაობასმითითებული მიმართულებით. სხვა ოცეულების მეთაურები გასცემენ შესაბამისბრძანებებს ისე, რომ მიჰყვნენ მიმმართველ ოცეულს დადგენილ დისტანციაზე.

შენიშვნა: მეორე ოცეულის მომდევნო ოცეულები არეგულირებენ ნაბიჯისსიგრძეს საჭიროების მიხედვით, რათა დაიცვან სწორი დისტანცია წინა ოცეულისმიმართ.

მუხლი 72. ასეულის დაშლა1. ასეულის დაშლა ხორციელდება დგომიდან – “სმენა”. მას, ჩვეულებრივ,

შლის უფროსი სერჟანტი.2. უფროსი სერჟანტი გასცემს კომანდას: “უხელმძღვანელეთ ოცეულებს.”

კომანდაზე ოცეულის სერჟანტები მხედრულად ესალმებიან უფროს სერჟანტს,რომელიც მხედრული მისალმებითვე პასუხობს. შემდეგ მედროშესთან ერთად

Page 113: სამწყობრო წესდება

ტოვებს მწყობრს, ოცეულის სერჟანტები შლიან თავიანთ ოცეულებს ისევე, როგორცოცეულის სამწყობრო მომზადებისას.

3. როდესაც ასეულის მეთაური შლის ასეულს, იძლევა კომანდას – “ჩაიბარეთოცეულები.” ოცეულის მეთაურები რიგრიგობით მხედრულად ესალმებიან ასეულისმეთაურს, რომელიც მხედრული მისალმებითვე პასუხობს. შემდეგ ასეულისმეთაური, მედროშე, უფროსი სერჟანტი და ასეულის მეთაურის მოადგილე ერთადტოვებენ მწყობრს:

ა) ოცეულის მეთაური მობრუნდება და იძლევა კომანდას – “ოცეულისსერჟანტებო”, ოცეულის სერჟანტი სწორებით მარჯვნივ ჩაუვლის ათეულისმეთაურებს, გაჩერდება სამი ნაბიჯით წინ, ოცეულის მეთაურთან სწორებითმარჯვნივ. შემდეგ ოცეულის მეთაური მიმართავს მას: “ჩაიბარეთ ოცეული”,მიესალმებიან და ტოვებენ მწყობრს;

ბ) ოცეულის სერჟანტები გამოდიან სამი ნაბიჯით წინ, შებრუნდებიანზურგისაკენ და დაშლიან ოცეულს, როგორც ეს ოცეულის სამწყობრო მომზადებისასიყო ნაჩვენები.

თავი X. ასეულის სამწყობრო დათვალიერება

მუხლი 73. ასეულის სამწყობრო დათვალიერების ჩატარების ძირითადიდებულებანი

1. ასეულს აქვს ერთი განსაზღვრული წყობა პირადი შემადგენლობისა დააღჭურვილობის შესამოწმებლად – ასეული მწკრივში (ოცეულებით მწკრივში).ეკიპაჟების შეიარაღებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისას პირადიშემადგენლობა ეწყობა უკანა მხარეს, ხოლო ოპერატორი (არტილერისტი) დგასსატრანსპორტო საშუალებასთან (იარაღთან).

შენიშვნა: თუ ასეულის მეთაურს არ აქვს დაგეგმილი ასეულის მიღება დაშემოწმება, უფროსი სერჟანტი და ოცეულების სერჟანტები რჩებიან თავიანთადგილებზე და ასეულს აწყობენ ამ ადგილებიდან. ტერმინი “უფროსი სერჟანტი”შეიძლება გამოვიყენოთ ასეულის მეთაურის აღსანიშნად, ისევე, როგორც “ოცეულისსერჟანტი” – ოცეულის მეთაურის აღსანიშნად, როდესაც ისინი ხელმძღვანელობენსამწყობრო დათვალიერებას. თუ ასეულის მეთაური ატარებს შემოწმებას, ის დაოცეულის მეთაურები ასრულებენ ყველა ზემოთ აღნიშნულ მოქმედებას.

2. უფროს სერჟანტს შეუძლია შეამოწმოს ყაზარმებში ოცეულის პირადიშემადგენლობის განლაგება, რაც გულისხმობს მათი გარეგნული იერის,ინდივიდუალური იარაღისა და საველე აღჭურვილობის შენახვისა და სანიტარულიპირობების დათვალიერებას.

3. საველე აღჭურვილობის შემოწმებისას აღჭურვილობა ისე უნდა იყოსდაწყობილი, როგორც 73-ე ნახატზეა მოცემული; დამატებითი აღჭურვილობა არ არისნაჩვენები. განსხვავებულ აღჭურვილობას აწყობენ იმ ფორმით, როგორც ამასადგილობრივი მეთაური დააწესებს.

Page 114: სამწყობრო წესდება

1. ქამარი 10. ზურგჩანთა2. მჭიდების ჩანთა 11. ჩაფხუტი3. მათარის ჩასადები 12. ხიშტდანა ქარქაშით4. საბრძოლო მასალების ჩანთა 13. აირწინაღი5. სასანგრე ნიჩაბი 14. კარვის დასამაგრებელი თოკები და

სვეტი6. საველე აჭიმი 15. ავტომატი7. მათარა ჭიქით8. ღვედი9. ლაბადა

მუხლი 74. ასეულის შემოწმება მწკრივებში (მწკრივში მოწყობა)

1. ასეულის მწკრივებში შესამოწმებლად ასეული გადაეწყობა მწკრივში.2. ასეულის მწკრივად მოწყობისას უფროსი სერჟანტი ოცეულის სერჟანტებს

აძლევს მითითებას:ა) მითითებაზე – “მოემზადეთ შემოწმებისათვის” ოცეულის სერჟანტები

შემობრუნდებიან, გაჯრიან მწკრივს და ერთ ხაზზე აწყობენ ასეულს ისე, როგორც მე-60 და 61-ე მუხლებშია ნაჩვენები;

ბ) როცა თითოეული ოცეულის სერჟანტი დადგება პირით ასეულისაკენ,უფროსი სერჟანტი გასცემს კომანდას – “თავისუფლად”.

Page 115: სამწყობრო წესდება

შენიშვნა: ასეულის შემოწმების დროს მედროშე, ოფიცრები და სერჟანტები არდგანან მწყობრში და, როდესაც შემმოწმებელი ოფიცერი უახლოვდება მათ, დგებიან“სმენაზე”, შემოწმების შემდეგ კი უბრუნდებიან თავისუფალ მდგომარეობას (იარაღსარ ამოწმებენ). ასეულის მეთაურს შეუძლია მიუთითოს ასეულის სერჟანტს და თავისმოადგილეს, რომ თან ახლდნენ მას შემოწმების დროს. ამ მითითებაზე ასეულისმეთაურის მოადგილე და უფროსი სერჟანტი დგებიან ნორმალური ინტერვალითგაჯრილ მდგომარეობაში (თუ ასეული ახლო ინტერვალით მიჯრილი წყობითაა,მაშინ ახლო ინტერვალით – ასეულის მეთაურის მარცხნივ).

3. უფროსი სერჟანტი შემოწმებას იწყებს ერთი ნაბიჯის წინ გადადგმით დაამოწმებს მედროშეს, შემდეგ ის მარცხნივ სწორებით მიემართება მწკრივის მარჯვენამხარეს, როცა მიუახლოვდება მარჯვენა ფლანგის ოცეულს, ოცეულის სერჟანტიგასცემს კომანდას – “ოცეულო, სმენა”. როდესაც უფროსი სერჟანტი შეჩერდებაოცეულის პირდაპირ, ოცეულის სერჟანტი უფროს სერჟანტს მოახსენებს: “ბატონოუფროსო სერჟანტო, ოცეული მზად არის შესამოწმებლად” (თუ ასეულის მეთაურიამოწმებს, ოცეულის სერჟანტი და მეთაური მხედრულად ესალმებიან). უფროსისერჟანტი ამოწმებს ოცეულის სერჟანტს და შემდეგ მიმართავს მას გაუძღვესშემოწმების დროს, მიდის სწორებით ნახევრად მარცხნივ და ჩერდება პირველიათეულის მეთაურის წინ. როცა უფროს სერჟანტს მარშირებისას მიღებული აქვსსწორება ნახევრად მარცხნივ, ოცეულის სერჟანტს მიღებული აქვს სწორება მარჯვნივდა ჩერდება პირველი ათეულის მეორე ჯარისკაცის წინ, ერთ ხაზზე, ნორმალური ანახლო ინტერვალით უფროსი სერჟანტის მიმართ. დანარჩენი ოცეულებისსერჟანტები, როდესაც უფროსი სერჟანტი უახლოვდება მათ ოცეულებს, ასრულებენიმავე მოქმედებებს.

შენიშვნა: როგორც კი ოცეულის სერჟანტი და უფროსი სერჟანტი გაჩერდებიანპირველი ორი ჯარისკაცის წინ, ოცეულის სერჟანტი გასცემს კომანდას – “მეორე,მესამე და მეოთხე ათეულებო, თავისუფლად”. როდესაც უფროსი სერჟანტი დაოცეულის სერჟანტი შემოწმების დროს გადაადგილდებიან ერთიდან მეორეჯარისკაცთან, მათ მიღებული აქვთ სწორება მარჯვნივ, გადადგამენ ორ მოკლენაბიჯს (თუ ასეული ახლო ინტერვალით არის მოწყობილი), შეჩერდებიან დამიიღებენ სწორებას მარცხნივ. მას შემდეგ, რაც უფროსი სერჟანტი შეამოწმებსპირველი რიგის ბოლო ჯარისკაცს, ოცეულის სერჟანტი უფროს სერჟანტსსაშუალებას აძლევს დაწინაურდეს და ამის შემდეგ ზურგიდან ამოწმებს პირველრიგს. როგორც კი უფროსი სერჟანტი იწყებს თითოეული რიგის ზურგიდანშემოწმებას, ოცეულის სერჟანტი მომდევნო ათეულს მიმართ გასცემს კომანდას –“სმენა”. როდესაც ისინი დაიწყებენ შემდეგი რიგის შემოწმებას, ოცეულის სერჟანტიშემოწმებული რიგისათვის გასცემს კომანდას – “თავისუფლად”. ჩვეულებრივ,როდესაც ამოწმებენ თითოეული რიგის ზურგს, უფროსი სერჟანტი ამოწმებსჩამოვლით. როდესაც უფროსი სერჟანტი შეამოწმებს ამა თუ იმ რიგის ბოლოჯარისკაცს, ის შემობრუნდება და შეჩერდება მეორე ათეულის მეთაურის წინ. თუშემოწმებას ატარებს ასეულის მეთაური, მისი მოადგილე და უფროსი სერჟანტიმარცხენა მხრიდან უკან მიჰყვებიან მას.

Page 116: სამწყობრო წესდება

4. როდესაც უფროსი სერჟანტი შეჩერდება შესამოწმებელი ჯარისკაცისპირისპირ, ჯარისკაცი ამოწმებს თავის იარაღს. თუ უფროს სერჟანტს სურს პირადადშეამოწმოს იარაღი, ის ჯერ ამოწმებს იარაღს, შემდეგ ჯარისკაცის ფორმას დაგარეგნობას. როდესაც უფროსი სერჟანტი ხელს მოჰკიდებს იარაღს, ჯარისკაცი ხელსუშვებს მას და დგება “სმენაზე”. როდესაც უფროსი სერჟანტი დაამთავრებსშემოწმებას, იგი იარაღს აბრუნებს იმავე წესით, როგორითაც მიიღო, ხოლოჯარისკაცი თავისი იარაღის მიღებისას მოჰკიდებს მარცხენა ხელს საკეტის ცოტაზემოთ, მარჯვენა ხელს კი კონდახის ქვედა მხარეს. ამის შემდეგ ასრულებსკომანდებს: “მოემზადეთ”, “იარაღი მკერდთან”, “იარაღი ფეხთან”.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ უფროს სერჟანტს არ სურს იარაღის შემოწმება,ჯარისკაცი განაგრძობს იარაღის შემოწმებას öმანამ, სანამ უფროსი სერჟანტი მის წინდგას, ამის შემდეგ ის ასრულებს მოქმედებას – “მოემზადეთ, იარაღი მკერდთან” და“იარაღი ფეხთან”, როდესაც უფროსი სერჟანტი გადადის შემოწმებული რიგის უკან,თითოეული ჯარისკაცი, რომელსაც მიუახლოვდება უფროსი სერჟანტი, ხსნის თავისიხიშტდანის საკეტს, წვერით დაიჭერს მარცხენა ხელით და ნელა გასწევს წინ. ამმდგომარეობაში უჭირავს ქარქაშის მოხსნამდე, ხოლო თუ ქარქაშს არ ამოწმებენ,მაშინ უჭირავს შემდგომ ჯარისკაცთან უფროსი სერჟანტის გადანაცვლებამდე. ამდროს უსაფრთხოების ღვედი შეკრულია და ჯარისკაცს მიღებული აქვსმდგომარეობა – “სმენა”.

5. იარაღის შემოწმების სწორი მეთოდი ასეთია:ა) როდესაც მიიღებთ შაშხანას შესამოწმებლად, მარჯვენა ხელი მოჰკიდეთ

სალულის ზედა ნაწილს, გადასწიეთ შაშხანა დიაგონალურად მარცხნივ, ცოტათიმოაბრუნეთ, მიადეთ მარცხენა ხელის ნეკი საკეტის ჩარჩოს და ჩაიხედეთ ლულაში;

ბ) ჩასჭიდეთ მარცხენა ხელი კონდახის ქვედა მხარეს, ასწიეთ შაშხანაჰორიზონტალურ მდგომარეობაში ლულის ტუჩით მარჯვნივ. იარაღი მოათავსეთსხეულის ცენტრში, მკლავები ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, ხელისგულებიზევით. გადასწიეთ შაშხანა ჰორიზონტალურად მარცხნივ და შეამოწმეთ ზედანაწილი, ალჩამქრობის ჩათვლით;

გ) გეჭიროთ შაშხანა ჰორიზონტალურად, შემოატრიალეთ 180 გრადუსითსამიზნით მიწის ზედაპირისაკენ. გადასწიეთ შაშხანა ჰორიზონტალურად მარცხნივდა შეამოწმეთ ლულა, შემდეგ გადასწიეთ მარჯვნივ და შეამოწმეთ კონდახი.როდესაც გადაიტანთ შაშხანას სხეულის გასწვრივ, გადააბრუნეთ შაშხანა დაშეამოწმეთ მოძრავი ნაწილები მიმღებზე. როდესაც დაამთავრებთ ქვედა ნაწილისშემოწმებას, დააბრუნეთ შაშხანა სხეულის ცენტრთან;

დ) დაიკავეთ შაშხანა ჰორიზონტალურად, შეატრიალეთ 180 გრადუსით,(სამიზნე სხეულიდან შორს) სამიზნით ზევით, გაუშვით მარცხენა ხელი დადააბრუნეთ იარაღი იმავე წესით, როგორც მიიღეთ;

ე) შაშხანის გარდა, სხვა იარაღის შემოწმებისას შემმოწმებელი იღებს იარაღსმარჯვენა ხელით და ამოწმებს ყველაზე მოხერხებული წესით. შემოწმების შემდეგიარაღი უნდა გადაეცეთ მფლობელს მარჯვენა ხელში იმავე წესით, როგორითაცმიიღეთ.

Page 117: სამწყობრო წესდება

6. როდესაც უფროსი სერჟანტი ამთავრებს ოცეულის შემოწმებას, ოცეულისსერჟანტი ოცეულის მისამართით გასცემს კომანდას – “სმენა” და უკან მიჰყვებაუფროს სერჟანტს ოცეულის წინ; შემდეგ იკავებს თავის ადგილს სახით მწყობრისკენ,უფროსი სერჟანტს (თანმხლებ პირებთან ერთად ან მათ გარეშე) მარშირებისასმიღებული აქვს სწორება მარჯვნივ და მიდის შემდგომ ოცეულთან. როგორც კიუფროსი სერჟანტი დატოვებს პირველ ოცეულს, ოცეულის სერჟანტი შემობრუნდებადა გასცემს კომანდებს: “ახლო ინტერვალით მიჯრილ რიგებად ნაბიჯით – იარ” და“თავისუფლად”. ამის შემდეგ თვითონაც შემობრუნდება და მიიღებს დგომს –“თავისუფლად”. როდესაც უფროსი სერჟანტი დაასრულებს ბოლო ოცეულისშემოწმებას, მხედრულად მიესალმება ოცეულის სერჟანტს, უბრუნდება თავისადგილს ასეულის ცენტრში და გასცემს კომანდას – “სმენა”; ამის შემდეგ ის დაშლისასეულს.

7. ზემდგომი ოფიცრის მიერ ასეულის შემოწმებისას ასეულის მეთაური მისიმიახლოებისას გასცემს კომანდას – “ასეულო სმენა”. ამის შემდეგ იგი მიბრუნდებაზურგისაკენ, მიესალმება შემმოწმებელს და მოახსენებს – “ბატონო . . . ასეული მზადარის შემოწმებისათვის”. შემოწმება ხდება ისევე, როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი,გარდა იმისა, რომ ასეულის მეთაური იკავებს ადგილს შემმოწმებელი ოფიცრისმარცხნივ. ასეულის მეთაური შემოწმებას დაამთავრებს ისევე, როგორც ესმითითებულია ოცეულის სერჟანტისათვის.

მუხლი 75. ყაზარმების შემოწმება (სარეზერვო)

1. უფროსი სერჟანტის მიერ ყაზარმის შემოწმებისას იქ მყოფი ჯარისკაცებითავიანთი აღჭურვილობით მოეწყობიან ერთ მწკრივად.

2. ოცეულის სერჟანტი მიჰყვება შემმოწმებელ ოფიცერს თავისი ქვედანაყოფისშესამოწმებლად. შემმოწმებელი ოფიცრის ოცეულთან მიახლოებისას ოცეულისსერჟანტი გასცემს კომანდას – “ოცეულო, სმენა”, მიესალმება შემმოწმებელს დამოახსენებს: “ბატონო . . . ოცეული მზად არის შემოწმებისათვის”.

შენიშვნა: სიტუაციის შესაბამისად, ოცეულის სერჟანტი აბარებს პატაკსშემმოწმებელს ყაზარმის გარეთ. თუ შემმოწმებელი პირი შედის ყაზარმაში, ოცეულისსერჟანტი გასცემს კომანდას – “სმენა.”

3. ოცეულის სერჟანტს მიჰყავს შემმოწმებელი ყაზარმის შენობისკენ და პირადიშემადგენლობის განლაგების ტერიტორიაზე შესვლის დროს ყველაზე მაღალიწოდების მქონე ჯარისკაცი გასცემს კომანდას – “თავისუფლად”. როდესაცშემმოწმებელი მიუახლოვდება თითოეულ ჯარისკაცს ან მის აღჭურვილობას, ესუკანასკნელი ავტომატურად იღებს მდგომარეობას – “სმენა”. როდესაც შემმოწმებელიგადადის შემდგომ ჯარისკაცთან, შემოწმებული ჯარისკაცი იღებს თავისუფალდგომს. ტერიტორიიდან შემმოწმებლის გასვლისას პირველად გაიცემა კომანდა –“სმენა” და შემდეგ – “განაგრძეთ”.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, როცა ჯარისკაცების ოთახების შემოწმებისასკომანდა – “სმენა” არ არის გაცემული, ჯარისკაცები, შემმოწმებლის ყაზარმაშიშესვლისთანავე, ავტომატურად დგებიან “სმენაზე”. შემდეგ იგი გასცემს კომანდას –

Page 118: სამწყობრო წესდება

“თავისუფლად”, როცა შემმოწმებელი მიუახლოვდება ჯარისკაცს, იგი დგება“სმენაზე” და უბრუნდება თავისუფალ მდგომარეობას შემოწმების შემდეგ.

თავი XIბატალიონისა და ბრიგადის მწყობრი

მუხლი 76. ბატალიონის მწყობრი1. ბატალიონს აქვს მწყობრის ორი ძირითადი ფორმა – მწკრივში და რიგში.

სხვადასხვა ქვედანაყოფები შეიძლება შეთანხმდნენ ამ ორი ფორმიდან ერთ-ერთისგამოყენებაზე.ü

2. ბატალიონი შეიძლება მოეწყოს მწკრივში ასეულებით და ოცეულებით რგშიან ასეულები რიგში და ოცეულებით მწკრივებში (ნახ. 76. 1).

3. ბატალიონი შეიძლება მოეწყოს კოლონაში ახლო ინტერვალით მიჯრილიასეულების რიგებად ან ასეული მოეწყოს ერთიან კოლოფად (მასიური მოწყობა),ასევე ასეული ეწყობა რიგებად ოცეულების მწკრივებში მოწყობით (ნახ. 76. 2).

Page 119: სამწყობრო წესდება

4. ბატალიონის მოწყობა – იმისათვის, რომ გაადვილდეს უფრო დიდიქვედანაყოფის მოწყობა, ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას მეთაურიაფრთხილებს მისთვის სასურველი მწყობრის შესახებ და განუსაზღვრავს: დროს,ადგილმდებარეობას, მარშრუტს, ჩაცმულობის ფორმასა და ქვედანაყოფებისმოწყობის თანამიმდევრობას. ქვედანაყოფის მოწყობის შემდეგ ხელმძღვანელებიუპატაკებენ მოწყობის ადგილის შესახებ და მიიღებენ ინსტრუქციას (მითითებებს):

ა) შტაბის ოფიცრები ეწყობიან ერთ მწკრივში გაჯრილი ნორმალურიინტერვალით. შტაბის წევრები ეწყობიან ნუმერაციული თანამიმდევრობითმარჯვნიდან მარცხნივ. შტაბის რიგითები და სერჟანტები ეწყობიან, როგორც შტაბისოფიცრების პირადი შემადგენლობის ნაწილი, ისინი დგებიან თავიანთი შტაბისოფიცრებისაგან ორი ნაბიჯით უკან. ბატალიონის სერჟანტი დგება ერთი ნაბიჯითუკან და უსწორდება დროშას;

ბ) ბატალიონის, როგორც უფრო დიდი ქვედანაყოფის ცალკეული ელემენტისმოწყობისას ან შეზღუდული სივრცის შემთხვევაში, ბატალიონი უნდა მოეწყოსმწკრივში მიჯრილ რიგებად ისე, როგორც ასეულის მოწყობაშია აღწერილი (ნახ. 76.3).

Page 120: სამწყობრო წესდება

გ) თანაშემწე ვალდებულია მოაწყოს პირადი შემადგენლობა. დგება მწკრივისმარჯვენა მხარეს, სადაც ქვედანაყოფი უნდა მოეწყოს და უსწორდება მწკრივსმარცხნივ, ინარჩუნებს ამ მდგომარეობას მანამ, სანამ ყველა ქვედანაყოფი არმოეწყობა. შემდეგ მიდის პოსტისკენ და დგება ქვედანაყოფის მწკრივთან მეთაურისმიერ მიჩენილ ადგილას. როგორც კი მეთაური და მისი შტაბი მიუახლოვდებაიანადგილს, ადიუტანტი გასცემს კომანდას – “სმენა”, შეტრიალდება მეთაურისკენ,მიესალმება და უპატაკებს: “ბატონო მეთაურო, ბატალიონი მოწყობილია”;

შენიშვნა: მიმმართველის გამოყენების შემთხვევაში, თანაშემწე იკავებს თავისადგილს მას შემდეგ, რაც მიმმართველები ჩადგებიან და გასწორდებიან მწყობრში.

დ) მეთაური ესალმება და გასცემს კომანდას – “ადგილებზე”. თანაშემწე მიდისპირდაპირ, ჩაუვლის მეთაურს და დაიკავებს ადგილს მეთაურის მარჯვნივ. მეთაურიგანკარგულებას აძლევს ქვედანაყოფს, რათა მათ შეასრულონ მეთაურის მიერმოთხოვნილი მოქმედებები;

ე) როდესაც ბატალიონი ეწყობა მწკრივში ან რიგში, დროშები უნდა იყოს(ბატალიონის) ცენტრში, ხოლო მწკრივში მიჯრილ რიგებად მოწყობისას – შტაბიდანოთხი ნაბიჯით უკან.

5. ბატალიონის დაშლა – ბატალიონის დასაშლელად მეთაური გასცემსკომანდას – “ქვედანაყოფები თქვენს განკარგულებაში”. ასეულის მეთაურები აძლევენმხედრულ სალამს ბატალიონის მეთაურს და შემდეგ შლიან ასეულის პირადშემადგენლობას.

Page 121: სამწყობრო წესდება

შენიშვნა: ბატალიონის მწკრივში მიჯრილ რიგებად მოწყობისას ოცეულისმეთაურები დგებიან პირველ მწკრივში. მარჯვენა ფლანგის ოცეულის მეთაურიმოქმედებს როგორც მიმმართველი.

6. ბატალიონის დათვალიერება. ბატალიონის შემოწმებისას თანაშემწე აწყობსბატალიონს მწკრივში, ასეულებით და ოცეულებით მწკრივში:

ა) თანაშემწე აწყობს პირად შემადგენლობას, აბარებს პატაკს და იკავებს თავისადგილს შტაბთან (ისე, როგორც ზემოთ არის აღწერილი). როდესაც თანაშემწეშეუერთდება შტაბს, ბატალიონის მეთაური იძლევა მითითებას – “მოემზადეთშემოწმებისთვის”. ასეულის მეთაურები შებრუნდებიან და ოცეულის მეთაურებსაძლევენ იმავე მითითებას. ოცეულის მეთაურები თავიანთ ოცეულებსშემოწმებისათვის ამზადებენ იმავე თანამიმდევრობით, როგორც ასეულისდათვალიერების დროს. როდესაც ქვედანაყოფები დაასრულებენ ასეულებადმწკრივში გაშლას, მიიღებენ დგომს – “სწორება მარჯვნივ”. ასეულის მეთაური დგებასახით ბატალიონის მეთაურისაკენ, ამის შემდეგ ბატალიონის მეთაური მათიმისამართით გასცემს კომანდას – “თავისუფლად”;

შენიშვნა: დროის დაზოგვის მიზნით ბატალიონის მეთაური აძლევს ბრძანებასშტაბის პირად შემადგენლობას შეამოწმონ ასეულები. სანამ ის ამოწმებს მედროშეებსდა ატარებს ბატალიონის ზოგად დათვალიერებას, მედროშეები არ რეაგირებენკომანდაზე – “შეამოწმეთ იარაღი”.

ბ) როგორც კი ბატალიონის მეთაური (ან მის მიერ დანიშნული შტაბისოფიცერი) მიუახლოვდება ასეულს, ასეულის მეთაური ბრუნდება სახით მისკენ,ესალმება და უპატაკებს: “ბატონო ......., ასეული მზად არის შესამოწმებლად”.შემმოწმებელი ოფიცერი შესამოწმებლად მიდის პირველ ოცეულთან. ასეულისმეთაური შემმოწმებელი ოფიცრის მარცხნივ იკავებს ადგილს. ოცეულებიც იმავეთანამიმდევრობით მოწმდება, როგორც ასეული. იმ შემთხვევაში, თუ ოცეული უკვეშემოწმებულია ან ელოდება შემოწმებას და ამ დროს ბატალიონის მეთაურიუახლოვდება ოცეულს, მაშინ მას მიიწვევენ ოცეულის შესამოწმებლად;

გ) როდესაც შემოწმება დასრულდება და ბატალიონის მეთაური დაუბრუნდებათავის ადგილს, ასეულის მეთაურები გასცემენ თავიანთი ქვედანაყოფებისმისამართით კომანდებს: “სმენა” და “ახლო ინტერვალით მიიჯერ”, შემდეგ კი –“თავისუფლად”. როცა ბატალიონის მეთაური დადგება ბატალიონის წინ და შტაბისოფიცრებსაც უკვე დასრულებული აქვთ შემოწმება, ბატალიონის მეთაური გასცემსკომანდას: “ბატალიონო, სმენა” და შლის ბატალიონს (ისე, როგორც წინა პუნქტებშიააღწერილი);

დ) თუ ბატალიონი მოწმდება ზემდგომი მეთაურის და მისი შტაბის მიერ,ბატალიონის მეთაური პატაკს აბარებს შემმოწმებელ ოფიცერს იმავეთანამიმდევრობით, როგორც ასეულის მეთაურები. ბატალიონის მეთაურის შტაბიდგება დამთვალიერებელი ზემდგომი შტაბის მარცხნივ და აცილებს მათქვედანაყოფისაკენ. ბატალიონის მეთაური კი აცილებს ზემდგომ მეთაურს.

მუხლი 77. ბრიგადის მოწყობა

Page 122: სამწყობრო წესდება

1. ბრიგადას ბატალიონის მსგავსად აქვს მოწყობის ორი ძირითადი ფორმა –მწკრივში და რიგში. ბატალიონი შეიძლება მოეწყოს სხვადასხვანაირად ორივეფორმის გამოყენებით. ბრიგადა შეიძლება მოეწყოს ბატალიონებად ახლოინტერვალით მიჯრილ მწყობრში (ბატალიონების კოლოფებად) ან ბატალიონებიმოეწყონ მწკრივში ასეულებად ახლო ინტერვალით მიჯრილ მწყობრში. ამ ფორმებისგამოყენების მიხედვით ბრიგადამ შეიძლება დაიკავოს ადგილი კოლონაშიბატალიონებით, ახლო ინტერვალით მიჯრილ მწყობრში (კოლოფში) ანბატალიონები ასეულებად რიგში. მოწყობის ფორმის შერჩევა ხდება მეთაურისსურვილისა და მოწყობისათვის გამოყოფილი ტერიტორიის ფართობის მიხედვით(ნახ. 77. 1).

ნახ. 77. 1. ბრიგადის გაშლილი მწყობრი ბატალიონების ხაზზე ბატალიონებისგაშლილ ან ერთიან მწყობრში

2. ბრიგადა ეწყობა და იშლება იმავენაირად, როგორც ბატალიონი.3. ბრიგადის დროშა ბრიგადის მწკრივებად და რიგებად მოწყობის დროს

მოთავსებულია ბრიგადის ცენტრში. როდესაც ბრიგადა მოწყობილია მწკრივში ახლოინტერვალით მიჯრილ რიგებად (ნახ. 77. 2), დაქვემდებარებულ მედროშეთა ჯგუფიათავსებს დროშებს საკუთარი ქვედანაყოფის ცენტრში ან ოთხი ნაბიჯით უკანთავიანთი შტაბიდან.

Page 123: სამწყობრო წესდება

თავი XII

საქართველოს სამხედრო ძალების აღლუმის ჩატარების ინსტრუქცია

მუხლი 78. აღლუმში მონაწილე საქართველოს სამხედრო ძალების ასეულებისკოლონების დაწყობა

1. აღლუმში მონაწილე საქართველოს სამხედრო ძალების ასეულებისკოლონების დაწყობა ხორციელდება შეიარაღებული ძალების გაერთიანებულიშტაბის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული დაწყობის სქემის თანახმად:

ა)გაერთიანებული შტაბის ოფიცერთა ასეულის წყობა და შემადგენლობა: (ნიმუში)

Page 124: სამწყობრო წესდება

გ)ტანსაცმლის ფორმა – კომუფლირებული;დ) ინტერვალი და დისტანცია:დ.ა) ჯარების სახეობებს შორის – 3 ნაბიჯი;დ.ბ) კოლონებს შორის – 2 ნაბიჯი;დ.გ) რიგებს შორის – 1 დოინჯი;დ.დ) დისტანცია მწკრივებს შორის – გაშლილი ხელი.

ე) სამხედრო ორკესტრისა და მეხაზეების განლაგება:

Page 125: სამწყობრო წესდება

ე.ა) სამხედრო ორკესტრის დაწყობა ხდება ტრიბუნის პირდაპირ, მწყობრისუკან 10 მეტრში (წინასწარ მომზადებულ ადგილზე);

ე.ბ) მეხაზეების დაწყობა ხდება ტრიბუნის გასწვრივ მარჯვნივ და მარცხნივ 15-20 მეტრის ინტერვალით, მათი დაწყობა ჯარების დაწყობის ადგილზე მთავრდებაჯარების მოსვლის დროისთვის.

მუხლი 79. სამხედრო აღლუმზე შესასრულებელი კომანდები

1. კომანდა ,,სააღლუმოდ თავისუფლად”ა) ოფიცერთათვის

Page 126: სამწყობრო წესდება
Page 127: სამწყობრო წესდება
Page 128: სამწყობრო წესდება
Page 129: სამწყობრო წესდება
Page 130: სამწყობრო წესდება
Page 131: სამწყობრო წესდება

მუხლი 80. აღლუმის მსვლელობის სცენარი

1. აღლუმის სარდალი აღლუმის მიმღების შესახვედრად იძლევა კომანდას –,,აღლუმო სმენა”, ,,სწორება მარჯვნივ (მარცხნივ, შუაში)”.

2. ყველა მეთაური მიიტანს ხელს საფეთქელთან, ორკესტრი ასრულებს ,,შემხვედრმარშს”.

3. აღლუმის სარდალი ხელს საფეთქელთან მიიტანს, მანქანით მივა აღლუმისმიმღებთან და აბარებს პატაკს: ,,ბატონო საქართველოს სამხედრო ძალებისუმაღლესო მთავარსარდალო, საქართველოს სამხედრო ძალების პირადიშემადგენლობა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად დაწყობილია.აღლუმის სარდალი ------------------------”.

შენიშვნა: 1. ,,ამ“ - აღლუმის მიმღები; 2. ,,ას“ – აღლუმის სარდალი.4. როდესაც აღლუმის სარდალი საპატაკოდ გაჩერდება, ორკესტრი დაკვრას

წყვეტს, პატაკის დამთავრების შემდეგ აღლუმის სარდალი საფეთქლიდანხელჩამოუღებლად თან ახლავს აღლლუმის მიმღებს, მწყობრის გარე მხრიდან დარამდენადმე უკან (ნახ. 80. 2).

Page 132: სამწყობრო წესდება

5. პატაკის ჩაბარების შემდეგ აღლუმის მიმღები მანქანით ჩამოუვლის ჯარს,მიესალმება და მიულოცავს მათ: ,,გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობისდღეს!”

6. ორკესტრი ასრულებს ,,შემხვედრ მარშს”; აღლუმის მიმღებისმისასალმებლად და მისალოცად გაჩერებისას ორკესტრი წყვეტს დაკვრას.

7. მისალმებაზე ჯარები პასუხობენ ,,გაუ-მარ-ჯოს”, მილოცვაზე - სამჯერადი,,ვაშა”.

8. ჯარების შემოვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ტრიბუნაზედაბრუნებისას სამხედრო ძალების კოლონები განაახლებენ ,,ვაშას” გაბმულად,ტალღისებურად, ორკესტრი ასრულებს სახელმწიფო ჰიმნს.

9. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით აღლუმის სარდალი იძლევაკომანდას – ,,აღლუმო თავისუფლად!”.

10. ორკესტრი ასრულებს სიგნალს – ,,ისმინეთ ყველამ!” სიგნალის – ,,ისმინეთყველამ” შესრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას.სიტყვის დამთავრების შემდეგ კოლონები სამჯერ ,,ვაშას” შესძახებენ, ორკესტრიასრულებს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს, ერთდროულად წარმოებსსაარტილერიო სალუტი. ჰიმნის შესრულების დაწყებისას ყველა მეთაური (ოფიცერი)მიიტანს ხელს საფეთქელთან, ხოლო კოლონები კომანდის გარეშე ღებულობენმდგომარეობა ,,სმენას”.

11. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების დამთავრების შემდეგორკესტრი უკრავს – “გასაყრისს”, ყველა მეთაური (ოფიცერი) ჩამოიღებს ხელს,კოლონები ღებულობენ მდგომარეობას – ,,თავისუფლად”.

12. საზეიმო მარშით გავლისათვის აღლუმის სარდალი გასცემს კომანდებს:ა) ,,აღლუმო სმენა”;

ბ) ,,საზეიმო მარშისათვის”:13. მწყობრიდან გამოდიან მეთაურები, მეთაურის მოადგილეები, მედროშეები და

მედროშის ასისტენტები:ა) მედროშე და მედროშეს ასისტენტები – 4 ნაბიჯით;ბ) მეთაურის მოადგილეები – 6 ნაბიჯით;

გ) მეთაურები – 9 ნაბიჯით.14. აღლუმის სარდალი გასცემს კომანდას – ,,ასეულებად”

15. მეთაურები, მეთაურის მოადგილეები, მედროშეები და მედროშისასისტენტები ასრულებენ კომანდას – ,,მარჯვნისა-კენ”.

Page 133: სამწყობრო წესდება

16. ჯარების სახეობების, ბრიგადების, ბატალიონების საბრძოლო დროშებიარის აწეულ მდგომარეობაში (ნახ. 80. 3).

17. აღლუმის სარდალი გასცემს კომანდას - ,,ერთი მეხაზის დისტანციით”:ა) მწყობრი დგას უძრავად;ბ) მეხაზეები იკავებენ წინასწარ მონიშნულ ადგილს 10–20 ნაბიჯის

დაშორებით.18. აღლუმის სარდალი გასცემს კომანდას – ,,მედროშეები პირდაპირ,

დანარჩენები მარჯვნისა-კენ”:ა) მეხაზეები და გართიანებული შტაბის ოფიცერთა ასეული ადგილზე რჩება;ბ) ასეულების კოლონები ასრულებენ კომანდას ,,მარჯვნისა-კენ”;

19. სარდალი გასცემს კომანდას – ,,სწორება მარჯვნივ, ნაბიჯით – იარ”:ა) ორკესტრი იწყებს ,,მარშის” შესრულებას, კოლონები გადაადგილდებიან და

იკავებენ 1 მეხაზის დისტანციას;ბ) საზეიმო მარშით გავლისას აღლუმის მიმღებამდე 2 მეხაზის მანძილზე

მიახლოებისას ასეულის კოლონიდან 5 სამხედრო მოსამსახურე (ან მთლიანიასეული) ხმამაღლა იძლევა კომანდას: ,,ერთი და ორი!”;

გ) კომანდა ,,ერთის” დროს ჩერდება ხელების მოძრაობა;

Page 134: სამწყობრო წესდება

დ) კომანდა ,,ორის” დროს ოფიცრები ხელს მიიტანენ საფეთქელთან თავისერთდროული მიტრიალებით, პირადი შემადგენლობა ატრიალებს მხოლოდ თავს(პირველი რიგის გარდა);

ე) როდესაც ასეულის კოლონის უკანასკნელი მწკრივი ჩაუვლის აღლუმისმიმღებს, ასეულის კოლონიდან 5 სამხედრო მოსამსახურე (ან მთლიანი ასეული)ხმამაღლა იძლევა კომანდას: ,,სამი და ოთხი!”;

ე.ა) მეთაურები ჩამოუშვებენ ხელს და მიაბრუნებენ თავს პირდაპირ;ე.ბ) პირადი შემადგენლობა აბრუნებს თავს პირდაპირ.20. მედროშეები და ასისტენტები, საზეიმო მარშით მსვლელობის დროს თავს

აღლუმის მიმღებისაკენ არ მიაბრუნებენ.21. ჯარების სახეობების და ბრიგადის მეთაურები, როდესაც გასცდებიან

აღლუმის მიმღებს, გამოდიან მწყობრიდან და დგებიან აღლუმის მიმღებიდანმარჯვნივ, ხუთი ნაბიჯის დაშორებით.

22. ჯარების სახეობებისა და სამხედრო ნაწილების მეთაურები საზეიმომარშით მანქანებით გავლის დროს თავიანთ ჯარებს და ნაწილებს მანქანებითმიუძღვებიან წინ (ტანკებში – ღია ზედა ლიუქებით ან თვითმავალ საარტილერიოდანადგარებზე – კოშკში ფეხზე დგომით) და აღლუმის მიმღებამდე 3 მეხაზისმანძილზე მხედრულად მიესალმებიან, მიიტანენ ხელს საფეთქელთან აღლუმისმიმღების მხარეს თავის ერთდროული მიბრუნებით.

23. დანარჩენი ტანკების (თვითმავალ-საარტილერიო დანადგარების) ლიუქებიუნდა იყოს ღია და ტანკების (თვითმავალ-საარტილერიო დანადგარების)მეთაურები აღლუმის მიმღებამდე 3 მეხაზის მანძილზე მიახლოებისას მიიტანენხელს საფეთქელთან აღლუმის მიმღების მხარეს თავის მიბრუნებით.

24. სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ავტომანქანის (საწევარების)კაბინებში იმყოფებიან, საზეიმო მარშით გავლისას მხედრულად არ ესალმებიან.

25. სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მანქანების ღია ძარებზეიმყოფებიან, 3 მეხაზის მანძილზე თავის შემობრუნებით მხედრულად მიესალმებიან.

26. ასეულების კოლონები აღლუმის მიმღების გასწვრივ გავლის შემდეგ იმავემწყობრით მიემართებიან მითითებულ ადგილამდე, საიდანაც საჭირო გადაწყობისშემდეგ მიემართებიან თავისი დაბინავების ადგილისაკენ.

28. როდესაც ბოლო ასეულის კოლონა აღლუმის მიმღებს ჩაუვლის, ორკესტრიწყვეტს დაკვრას, შემობრუნდება მარჯვნივ და უბრუნდება საწყის მდგომარეობას,საიდანაც გაივლის საზეიმო მარშით, თან მსვლელობისას მარშს ასრულებს.

სამწყობრო წესდებისდანართი 1

მხედრული მისალმება

მუხლი 1. მხედრული მისალმების წესი

Page 135: სამწყობრო წესდება

1. არმიის უნიფორმიანი პირადი შემადგენლობა მასთან მიახლოვებულსამხედრო პირს მხედრული წესით მიესალმება. გამონაკლისია ის შემთხვევები, როცამისალმებისთვის გარემო შეუფერებელი ან არაპრაქტიკულია (საზოგადოებრივტრანსპორტში, როგორიცაა თვითმფრინავი და ავტობუსი, საზოგადოებრივითავშეყრის ადგილებში – თეატრში ან ტრანსპორტის მართვის დროს).

2. მხედრულ მისალმებას ასრულებენ:ა) საქართველოს ან სხვა ქვეყნების ეროვნული ჰიმნების შესრულების დროს;ბ) ღია ცის ქვეშ ეროვნული დროშის გაშლისას;გ) ცერემონიალის ჩატარებისას;დ) ადგომისა და გასაყრისის ცერემონიებზე, დროშის აღმართვა-დაშვებისას;ე) პატივმისაგები სიგნალის გაცემისას;ვ) საქართველოსადმი ერთგულების ფიცის დადებისას;ზ) ქვედანაყოფებისათვის კონტროლის უფლების მინიჭების დროს;თ) პატაკების ჩაბარებისას;ი) მეგობარი უცხო ქვეყნების ოფიცრებთან შეხვედრის დროს.3. მხედრული მისალმება არ არის საჭირო:ა) შენობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პატაკს აბარებენ ოფიცერს,

აგრეთვე მორიგეობის დროს;ბ) სამხედრო პატიმრისადმი სიტყვით მიმართვისას;გ) როდესაც მხედრული წესით მისალმებისათვის გარემოება აშკარად

შეუფერებელია, სამხედრო პირები ერთმანეთს თავის დაკვრით ან სიტყვიერადმიესალმებიან;

დ) როდესაც სამხედრო პირებს აცვიათ სამოქალაქო ტანსაცმელი.4. მხედრული მისალმება სხვა რომელიმე განსაკუთრებულ შემთხვევაში

განსაზღვრული არ არის სპეციფიკური ინსტრუქციებით.

მუხლი 2. შენობაში პატაკის ჩაბარება

1. როდესაც ჯარისკაცი აბარებს პატაკს ოფიცერს მის ოთახში, იგი მოიხდისქუდს, კარზე აკაკუნებს და შედის. უახლოვდება ორ ნაბიჯზე ოფიცრის მაგიდას,ჩერდება, მიესალმება და აბარებს პატაკს. ჯარისკაცს მარჯვენა ხელი მიდებული აქვსმარჯვენა საფეთქელზე (ასრულებს მხედრულ მისალმებას) პატაკის დამთავრებამდე.თავის მხრივ, ოფიცერი პასუხობს მხედრული მისალმებით.

2. ჯარისკაცი ოფიცრის მხედრული სალმების შემდეგ ტრიალდება შესაბამისმხარეს და გადის. ამგვარი მოქმედება სრულდება მაშინაც, როდესაც შენობაში პატაკსაბარებს სამხედრო მოსამსახურე იარაღქვეშ, გარდა იმ სამხედრო მოსამსახურეებისა,რომლებსაც ქუდი არ ახურავთ.

შენიშვნა: 1. გამონათქვამი “იარაღქვეშ” ნიშნავს იარაღის (რევოლვერის)დაკავებას (მოთავსებას) ქამარზე ან ბუდეში. 2. როდესაც სამხედრო მოსამსახურესერჟანტთა შემადგენლობიდან აბარებს პატაკს, მოქმედებები იგივეა, გარდამხედრული მისალმების ურთიერთგაცვლისა.

Page 136: სამწყობრო წესდება

მუხლი 3. პატაკის ჩაბარება ღია ცის ქვეშ

ღია ცის ქვეშ პატაკის ჩაბარების დროს ჯარისკაცი ოფიცრისკენ მიდისსწრაფად, ჩერდება ოფიცრიდან დაახლოებით სამი ნაბიჯის დაშორებით, მიესალმებამხედრული წესით და აბარებს პატაკს. როდესაც ჯარისკაცს ათავისუფლებს ოფიცერი,კვლავ ხდება მხედრული მისალმების ურთიერთგაცვლა. თუ ჯარისკაცი იარაღიანია,მისალმებას ასრულებს დადგენილი წესით (როგორც აღწერილია იარაღით ილეთებისშესრულების წესებში).

მუხლი 4. სამხედრო პირთა მისალმება ტრანსპორტში

სამსახურებრივ ტრანსპორტში მყოფ ოფიცერთა მისალმების პრაქტიკა,ჩვეულებრივ, თავაზიანად მიიჩნევა. არ არის აუცილებელი, სამხედრო პირებიმიესალმონ ერთმანეთს მხედრული წესით, თუ რომელიმე მათგანი ჩაივლისსაკუთარი ტრანსპორტით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესასვლელში მდგომიმორიგე მხედრული წესით მიესალმება ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაში მყოფოფიცერს. მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი სამხედრო პირებიმხედრულ სალამს არ ასრულებენ.

მუხლი 5. მხედრული მისალმება სხვადასხვა ვითარებაში

1. მისალმება მწყობრში – ცალკეული სამხედრო პირები არ ესალმებიანერთმანეთს მხედრული წესით, გამონაკლისია “საზეიმო დგომი”. ცალკეულიöმეთაური მიესალმება მთელ მწყობრს. საკუთარი ან მიკუთვნებული ქვედანაყოფისმეთაურები, რომლებიც წარმოადგენენ მთელი მწყობრის ნაწილს, მათთანმიახლოებული ცალკეული სტრუქტურების ან ცალკეული ქვედანაყოფის (რაზმის)მაღალი წოდების ოფიცრებს მიესალმებიან დგომის – “სმენა” მიღების შემდეგ.საბრძოლო ველზე ნამდვილი ბრძოლის ან ბრძოლის ინსცენირების დროს,სტრუქტურული ან ცალკეული რაზმები არ მიიღებენ დგომს – “სმენა”. მწყობრში“თავისუფლად” ან “სრულიად თავისუფლად” მდგარი ჯარისკაცი დგება “სმენაზე”,როდესაც მას მიმართავს ოფიცერი.

2. მისალმება მწყობრის გარეთ – ოფიცრის მიახლოებისას იმ ჯარისკაცთაჯგუფი, რომლებიც არ დგანან მწყობრში, თავიანთი მეთაურის კომანდაზე სწრაფადიღებენ დგომს – “სმენა” და ესალმებიან მხედრული წესით. ეს მოქმედება უნდადაიწყოს მაშინ, როცა მათ ოფიცერი 6 ნაბიჯზე მიუახლოვდება. ცალკეულისამხედრო პირები, რომლებიც მონაწილეობენ გასართობ ღონისძიებებში ან სამუშაორაზმის წევრები არიან, არ ასრულებენ მხედრულ მისალმებას. სამუშაო რაზმისუფროსი, თუ არ არის აქტიურად ჩაბმული საქმეში, ასრულებს მხედრულ მისალმებასმთელი რაზმის სახელით. ქვედანაყოფი, რომელიც ისვენებს გზის გასწვრივ,ოფიცრის მიახლოებისას არ დგება “სმენაზე”, თუმცა, თუ ოფიცერი მიმართავსრომელიმე სამხედრო პირს, (ან ჯგუფს), სამხედრო პირი (ან ჯგუფი) დგება “სმენაზე”,

Page 137: სამწყობრო წესდება

მიესალმება ოფიცერს და რჩება ამ მდგომარეობაში (“სმენაზე”) საუბრისდამთავრებამდე.

3. მისალმება ღია ცის ქვეშ – როდესაც ასრულებენ ეროვნულ ჰიმნს,უნიფორმიანი ყველა სამხედრო პირი პირველივე ნოტზე ტრიალდება დროშისაკენ,მაგრამ არა მწყობრში (თუ დროშის დანახვა შესაძლებელია), დგება “სმენაზე” დაასრულებს მხედრულ მისალმებას. ისინი ინარჩუნებენ სამხედრო მისალმების დგომსმუსიკის დამთავრებამდე. სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც უნიფორმა არ აცვია,მიიღებს დგომს – “სმენა” და მარჯვენა ხელს იდებს გულზე. პირები, რომლებიცმოძრავ მსუბუქ და მოტოტრანსპორტს მართავენ, აჩერებენ მანქანებს, იქიდანჩამოდიან ან გადმოდიან და ასრულებენ მხედრულ მისალმებას. სხვა სახის სამხედროტრანსპორტის მგზავრები რჩებიან მანქანებში და სხედან სმენაზე. თითოეულიტრანსპორტის მეთაური ჩამოდის მანქანიდან და ასრულებს მხედრულ მისალმებას.ტანკებისა და სხვა შეიარაღებული მანქანების მეთაურები მხედრულ მისალმებასასრულებენ ადგილებზე.

4. მისალმება შენობაში – როდესაც ეროვნულ ჰიმნს ასრულებენ შენობაში,ოფიცრები და სხვა სამხედრო მოსამსახურეები დგებიან სმენაზე პირით დროშისკენან იქითკენ, საიდანაც მუსიკის ხმა ისმის.

მუხლი 6. მხედრული მისალმება დროშებთან

ეროვნულ და უწყებათა ალმებს, რომლებიც მათ აღსამართავ ანძაზეადამაგრებული, უწოდებენ დროშებს. როდესაც სამხედრო მოსამსახურე ჩაუვლისგაშლილ ეროვნულ დროშას, ექვსი ნაბიჯის დისტანციაზე ასრულებს მხედრულმისალმებას და შესაბამის მდგომარეობაშია მანამ, სანამ ექვსი ნაბიჯით არდაშორდება მას, ან კიდევ, როდესაც დროშას ჩაატარებენ მათ წინ ექვს ნაბიჯზე, ისინიასრულებენ მხედრულ მისალმებას და ინარჩუნებენ შესაბამის მდგომარეობას მანამ,სანამ დროშა მათ ექვსი ნაბიჯით არ დაშორდება.

შენიშვნა: პატარა ალმებს, რომლებიც მიაქვთ ცალკეულ პირებს, არმიესალმებიან მხედრული წესით. შეუფერებელია მისალმება მაშინ, როცა მარჯვენახელში რაიმე საგანი გიჭირავთ.

მუხლი 7. ქუდის მოხდა

1. სამხედრო მოსამსახურეები ქუდს იხდიან მხოლოდ მაშინ, როდესაც:ა) სხედან სასამართლოში, თეატრში და ა.შ;ბ) ესწრებიან ოფიციალურ მიღებას;გ) შედიან შენობაში.2. გარეთ (ღია ცის ქვეშ) სამხედრო მოსამსახურეები ქუდს არასოდეს იხდიან.

მუხლი 8. მისალმება საზღვაო გემზე

Page 138: სამწყობრო წესდება

1. საზღვაო ძალების გემზე ასული ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა,ცალკეული სამხედრო პირი ან მეთაური, მხედრულ მისალმებას ასრულებს საზღვაოპროცედურების შესაბამისად.

2. გემზე ასული სამხედრო მოსამსახურეები საბიჯელას წვერთანმიახლოებისას შეტრიალდებიან და მიესალმებიან ეროვნულ დროშას, სამწყობრომისალმების შემდეგ კი ოფიცერს, რომელიც დგას საბიჯელას თავთან, სთხოვენ გემშიჩაჯდომის ნებართვას.

3. გემის დატოვების დროს სრულდება იგივე მისალმებები და მასპინძელოფიცერს სთხოვენ გემის დატოვების ნებართვას.

საქართველოს სამხედრო ძალების სამწყობრო წესდებისდანართი 2