მაკედონიელთა სიამაყე

12
მმმმმმმმმმმმ მმმმმმმ მმმმმმმმ მმმმმმმმ

Transcript of მაკედონიელთა სიამაყე

Page 1: მაკედონიელთა სიამაყე

მაკედონიელთა სიამაყე უძველესი სალონიკი

Page 2: მაკედონიელთა სიამაყე

სალონიკი THESSALONIKI საბერძნეთის სიდიდით მეორე ქალაქი სალონიკია. ის ჩვენს ერამდე

315 წელს დაარსდა და სახელი თესალონიკი ალექსანდრე მაკედონელის დის პატივსაცემად დაერქვა. თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე სალონიკი ბევრისმნახველი ქალაქია, ის მაკედონიის დიდებისა და რომის ბატონობის, კელტებისა და მონღოლების თავდასხმების მომსწრეა.

Page 3: მაკედონიელთა სიამაყე

კლიმატი სალონიკისათვის ხმელთაშუა ზღვის კლიმატია

დამახასიათებელი. ზაფხული ცხელი და ხშირ შემთხვევაში აუტანელია. არნახული სიცხეები ივლისში იწყება და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება. ტემპერატურა ხანდახან 50 გრადუსსაც აჭარბებს. ასეთ დროს ხალხი გარეთ გასვლას ერიდება. სალონიკში ჩასასვლელად საუკეთესო პერიოდი აპრილი და მაისია. ზამთარი ძირითადად მშრალია, თოვლი იშვიათად მოდის და სულ რამდენიმე დღეში დნება.

Page 4: მაკედონიელთა სიამაყე

ფული 2002 წლის შემდეგ ევრო სალონიკის

და მთლიანად საბერძნეთის ოფიციალურ ვალუტად იქცა. ამდენად, არც კი გაიფიქროთ ამერიკული დოლარის ან სხვა ვალუტის გამოყენება. როგორც წესი, ბანკებში ფულს ბევრად უფრო მაღალი კურსით გადაგიხურდავებენ, ვიდრე ქუჩაში. ბანკომატები ქალაქის ყველა კუთხეშია.

რაც შეეხება საკრედიტო ბარათებს, მათი დახმარებით ყველგან შეძლებთ შესვლა–გამოსვლას. მიუხედავად ამისა, გახსოვდეთ, რომ ძველ უბნებში განთავსებულ ე.წ. ბაზრობებზე თუ მოხვდებით, საკრედიტო ბარათების იმედი ნუ გექნებათ. ბუნებრივია, მსგავს დაწესებულებებში შევაჭრება და ფასის დაკლება საკმაოდ ნორმალური მოვლენაა. აი, დიდ საფირმო მაღაზიებში კი შევაჭრება უზრდელობად ითვლება.

Page 5: მაკედონიელთა სიამაყე

ენა ძირითადი ენა ბერძნულია, მაგრამ ძველ ბერძნულ დიალექტზე მოსაუბრესაც

ბევრს შეხვდებით. ბერძნებს ენების შესწავლის საოცარი ნიჭი აქვთ. სალონიკში ინგლისურს ნებისმიერი ასაკის ადამიანი ფლობს. ინგლისურის შემდეგ კი ყველაზე პოპულარულია იტალიური, ფრანგული და გერმანული. ასე რომ, თუ რომელიმე ენა მაინც იცით, სალონიკში ენობრივი ბარიერი არ შეგექმნებათ.

Page 6: მაკედონიელთა სიამაყე

გადაადგილება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და ქალაქებიდან

სალონიკში ჩასასვლელად საუკეთესო და ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალება მატარებელია. ცენტრალური სადგური ქალაქის ცენტრში მდებარეობს. საბერძნეთის ნებისმიერი სხვა ქალაქიდან სალონიკის მიმართულებით ყოველდღიურად გადიან ავტობუსები.

საერთაშორისო აეროპორტი "მაკედონია" ქალაქიდან 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ფრენებსაც ემსახურება. ქალაქის ცენტრამდე 75 ნომერი ავტობუსი – ყოველ 15 წუთში ერთხელ, ხოლო ღამით ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გადის. მგზავრობის ღირებულება 0,60 ევროა.

ქალაქის ტერიტორიაზე ყოველდღიურად 80–მდე ავტობუსი მოძრაობს. აქედან გამომდინარე, ავტობუსი ნებისმიერი თვალსაზრისით ყველაზე პოპულარული ტრანსპორტია.

ტაქსით მგზავრობისათვის საკმაო თანხის გადახდა მოგიწევთ, თანაც გირჩევთ, ყვითელი ფერის ტაქსებით იმგზავროთ. ერთი კილომეტრის გავლა 0,64 ევრო ღირს.

მანქანის დაქირავება კიდევ ერთი კარგი გამოსავალია, თან არცთუ ძვირი ღირს, თუმცა გახსოვდეთ, რომ სალონიკში საგზაო წესების დარღვევისათვის საკმაოდ დიდი ჯარიმებია. კიდევ ერთი – თუ ავტობანზე ვინმეს ხელს აუწევთ, იმედი არ გქონდეთ, რომ მანქანას გაგიჩერებენ.

Page 7: მაკედონიელთა სიამაყე

უსაფრთხოების წესები

კრიმინალური თვალსაზრისით, სალონიკი ცოტა ხიფათიანი ქალაქია. არეულობისა და გაუგებრობის თავი და თავი უმეტესწილად ტურისტები და ემიგრანტები ხდებიან. თავად ბერძნები სტუმართმოყვარე ერია. ასე რომ, ერთი–ორი ბერძნული ფრაზის სწავლა და სალონიკში თავს მშვიდად იგრძნობთ.

სიფრთხილე გამოიჩინეთ ტაქსის მძღოლებთან, რომლებიც ცდილობენ, ტურისტებს რაც შეიძლება მეტი ფული გამოსტყუონ. სალონიკში ბევრია ისეთი ადგილი, სადაც ვიდეოკამერისა და ფოტოაპარატის გამოყენება სასტიკადაა აკრძალული, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ გამაფრთხილებელ ნიშნებს.

ბერძნებს ძალიან უყვართ ზრდილობიანი ხალხი და სძულთ უზრდელები. მოერიდეთ პოლიტიკურ საკითხებზე საუბარს, განსაკუთრებით კი – ხუმრობას.

Page 8: მაკედონიელთა სიამაყე

სამზარეულო სალონიკს ტურისტების უმრავლესობა

ბერძნული ლოკოკინებისა და თევზის კერძების დასაგემოვნებლად სტუმრობს. ბერძნები ირწმუნებიან, რომ, როგორც სხვა მრავალ მიღწევას მსოფლიოში, კულინარიასაც მათ დაუდეს სათავე.

ბერძნული სამზარეულო მართლაც რომ გემრიელი და მრავალფეროვანია, თუმცა გახსოვდეთ, სხვა ქვეყნებში გასინჯული ბერძნული კერძები არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ამ ქალაქში დააგემოვნებთ. თევზეულით, ხორცითა და ბერძნული ყველით, ზეითუნის ზეთითა და მაწვნით მომზადებული სალამისი, გიეროსი, პასტიციო, მუსაკა და სხვა საფირმო კერძები დაუვიწყარ გემოს დაგიტოვებთ.

საბერძნეთში ნებისმიერ კერძს ღვინო ახლავს. ასევე პოპულარულია ლუდიც. ყველაზე მოთხოვნადი არაალკოჰოლური სასმელი კი ბერძნული ყავაა. ყავახანები ყველაზე პოპულარულ ადგილებად ითვლება, სადაც უგემრიელესი ყავის ნაირსახეობა აქვთ.

საბერძნეთში ბოსტნეულს უფრო იყენებენ, ვიდრე ხორცს. არ დაგავიწყდეთ ზღვის პროდუქტებით მომზადებული სალათების გასინჯვა.

Page 9: მაკედონიელთა სიამაყე

ღირსშესანიშნაობები სალონიკში, ისე როგორც არსად, უამრავი კულტურული და ისტორიული

ძეგლია თავმოყრილი. ჩვენს დრომდე შემორჩენილია ტრიუმფული თაღი გალერეა–კამარა, ტრიბუნებიანი თეატრი და რომაული ვილების მოზაიკის იატაკები. უძველესი კავიროს ტაძრის ტერიტორიაზე რომაული როტონდა მდებარეობდა, რომელიც მე–4 საუკუნეში წმინდა გიორგის ქრისტიანულ ტაძრად გადაკეთდა. ქალაქის მფარველის, წმინდა დიმიტრის ბაზილიკა 1949 წელს ხელმეორედ აშენდა.

ტურისტთა სიმრავლით ოდითგანვე გამოირჩეოდა მე–5–8 საუკუნეებით დათარიღებული წმინდა სოფიას გუმბათოვანი ბაზილიკა, აგრეთვე წმინდა ეკატერინესა და წმინდა მოციქულების ტაძრები.

სალონიკის სიმბოლოდ თეთრი კოშკი ლეფკოს პირგოსი ითვლება, ძველი თურქული ციხე, რომელსაც "სისხლიან კოშკსაც" უწოდებენ.

დღეს სალონიკი მსხვილი ფინანსური ცენტრია. ეს არის ადგილი, სადაც დიდი ბაზრობები იმართება. სალონიკის მიმდებარე ტერიტორიაზე უამრავი საკურორტო ადგილია, მათ შორის, სანი, ნიკიტი, სიტონია ნეოს მარმარასი და პორტო კუფო.

Page 10: მაკედონიელთა სიამაყე
Page 11: მაკედონიელთა სიამაყე
Page 12: მაკედონიელთა სიამაყე

გმადლობთ ყურადღებისთვის!