ჰიპერტენზია და მისი გამომწვევი...

23
ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰ ჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰ პპპპპპპპ პპპპპპპპპპპპპპ: პპპ პპპპპპპპპპ პპპ პპპპპპპპპპპპ პპპპპპპპპპპპ: პპპპპ პპპპპპპპპპ პპპპპპ პპპპპპ პპპპპპ პპპპპ პპპპპ

Transcript of ჰიპერტენზია და მისი გამომწვევი...

Page 1: ჰიპერტენზია და მისი გამომწვევი მიზეზები.

ჰიპერტენზია და მისი გამომწვევი მიზეზები

პროექტის ორგანიზატორები:ანა ყაჭიაშვილი

ანი ბაზიერაშვილი ხელმძღვანელი:

თამარ ენუქიშვილი

ვანთის საჯარო სკოლის მერვე კლასი

Page 2: ჰიპერტენზია და მისი გამომწვევი მიზეზები.

არტერიული ჰიპერტენზია (აჰ) – ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც სისტოლური არტერიული წნევა შეადგენს 140 მმ ვწყ.სვ. ან მეტს და/ან დიასტოლური არტერიული წნევა – 90 მმ ვწყ.სვ. ან მეტს იმ პირებში, რომლებიც არ იტარებენ ანტიჰიპერტენზიულ თერაპიას (ჯანმო, ჰიპერტენზიის საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტერიუმების მიხედვით, 1999 წ.).

Page 3: ჰიპერტენზია და მისი გამომწვევი მიზეზები.

ჯანმო-ს ბოლო (1999 წლის) რეკომენდაციებით: არტერიული წნევა ნორმალურად ითვლება, თუ მისი დონე არ აღემატება 130/85 მმვწყ.სვ. 130/85 –140/90 მმ ვწყ.სვ. წნევის დონე შეესაბამება მაღალ ნორმალურს. თუ წნევის ციფრები არის 140/90 მმ.ვწყ.სვ. და ზევით, ეს ითვლება არტერიულ ჰიპერტენზიად.

Page 4: ჰიპერტენზია და მისი გამომწვევი მიზეზები.

არტერიული ჰიპერტენზია ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიაა. არტერიული წნევის მომატებას უჩივის მოზრდილი მოსახლეობის 20-30%. ასაკის ზრდასთან ერთად მისი გავრცელება იმატებს და 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს შორის 50-60%-ს აღწევს.

Page 5: ჰიპერტენზია და მისი გამომწვევი მიზეზები.

არტერიული წნევის ისეთი მომატება, რომელიც საჭიროებს საექიმო გამოკვლევასა და მკურნალობას, აღენიშნება ჩვენი პლანეტის თითქმის ყოველ მეოთხე მოზრდილ ადამიანს. ყოველ მესამე ადამიანს აქვს ის რისკ-ფაქტორები, რომლებიც შემდგომ იწვევენ არტერიულ ჰიპერტენზიას.

Page 6: ჰიპერტენზია და მისი გამომწვევი მიზეზები.

არტერიული ჰიპერტენზია მთელ მსოფლიოში ავადობისა და სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. სწორედ ამიტომსაქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 2013 წელი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის წლად გამოაცხადა ,1-7 აპრილს ჰიპერტენზიასთან ბრძოლის კვირეული მოაწყო.

Page 7: ჰიპერტენზია და მისი გამომწვევი მიზეზები.

ჰიპერტენზია ხელს უწყობს სიცოცხლისათვის საშიში ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა ათეროსკლეროზი და სტენოკარდია, იზრდება ინფარქტისა და ინსულტის (თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა) განვითარების რისკი. ეს გართულებები ხშირად იწვევს სიკვდილს ან ადამიანს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ინვალიდად აქცევს.

Page 8: ჰიპერტენზია და მისი გამომწვევი მიზეზები.

ჰიპერტენზია შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი:

პირველადი (ანუ ესენციური) ჰიპერტენზიის მიზეზი 90%-ში უცნობია. მაგრამ ცნობილია ის ფაქტორები (ე.წ. რისკ-ფაქტორები), რომლებიც ხელს უწყობენ მის განვითარებას. ესენია:

მემკვიდრეობითი განწყობა;ასაკი და ზოგიერთი სხვა ბიოლოგიური მაჩვენებელი;ჭარბი წონა;არარაციონალური კვება (დიდი რაოდენობით ცხიმიანი

და მარილიანი საკვების, ნაკლები რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის მიღება);

მჯდომარე ცხოვრების წესი, დაბალი ფიზიკური აქტივობა;ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;თამბაქოს მოხმარება;სტრესული სიტუაციის გადალახვის უუნარობა;შრომისა და დასვენების არასწორი მონაცვლეობა;

Page 9: ჰიპერტენზია და მისი გამომწვევი მიზეზები.

მეორადი ანუ სიმპტომური ჰიპერტენზია წარმოადგენს სხვადასხვა ორგანოების, უმეტესად თირკმელების, სისხლძარღვების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დაავადების ნიშანს.

Page 10: ჰიპერტენზია და მისი გამომწვევი მიზეზები.

საქართველოში ჰიპერტონული დაავადების მქონე ადამიანთა რიცხვი განუხრელად იზრდება: ყოველ 10 000 სულ მოსახლეზე ეს რაოდენობა 1995 წლიდან 2002 წლამდე 1438-იდან 2410-მდე გაიზარდა, ანუ თითქმის გაორმაგდა.

Page 11: ჰიპერტენზია და მისი გამომწვევი მიზეზები.

ჰიპერტენზიის გავრცელების მიხედვით, საქართველო მსოფლიოს ქვეყნების პირველ ხუთეულშია ბაჰამთან, ლესოტოსთან, ლიბერიასა და მალდივებთან ერთად. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2005 წლის მონაცემებით, საქართველოში სიკვდილიანობის მიზეზთა 48.8% -ი მაღალი წნევა ხდება.

Page 12: ჰიპერტენზია და მისი გამომწვევი მიზეზები.

რამოდენიმე რჩევა არტერიული ჰიპერტენზის თავიდან ასაცილებლად:

1. ასაკის მიუხედავად, რეგულარულად აკონტროლეთ არტერიული წნევა.

2. დაიცავით რაციონალური კვების პრინციპები, რაც გულისხმობს ჩვენი ორგანიზმის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას საკვებ ნივთიერებებზე, ვიტამინებზე, მინერალურ ნივთიერებებზე და ენერგიაზე. იგი ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

Page 13: ჰიპერტენზია და მისი გამომწვევი მიზეზები.

3. ეცადეთ, განთავისუფლდეთ მავნე ჩვევებისაგან

კარგადაა ცნობილი ორგანიზმზე თამბაქოსა და ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მავნე ზეგავლენის შესახებ. ნიკოტინი იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, ხელს უწყობს არტერიული წნევის მომატებას, ზრდის დატვირთვას გულზე. ალკოჰოლის ზეგავლენით იკარგება კონტროლი თვითგრძნობაზე, რის გამოც მომატებული წნევა უფრო სახიფათო ხდება.

Page 14: ჰიპერტენზია და მისი გამომწვევი მიზეზები.

4. გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა5. ეცადეთ, დაიკლოთ წონაში, თუ გაქვთ ჭარბი წონა.6. ეცადეთ, წინ აღუდგეთ სტრესულ სიტუაციებს. 7.ეცადეთ, სრულფასოვნად დაისვენოთ.8. გაითვალისწინეთ ექიმის ყველა რჩევა

Page 15: ჰიპერტენზია და მისი გამომწვევი მიზეზები.

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა „ ხელს უწყობს თუ არა მოწევა ჰიპერტენზიის განვითარებას?.” ამ კვლევიდან გამომდინარე დადგინდა, რომ მოწევა უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე და იწვევს ჰიპერტენზიას. ასევე დადგინდა, რომ მწეველებში არტერიული წნევა მეტია, ვიდრე არამწეველებში.არტერიული წნევის საშუალო მაჩვენებელი მწეველებში 145/93 მმ.ვწყ.სვ იყო,ხოლო არამწეველებში 124/83 მმ.ვწყ.სვ.

Page 16: ჰიპერტენზია და მისი გამომწვევი მიზეზები.

მე და ანიმ შევადგინეთ მწეველების და არამწეველი ადამიანების სია.ისინი ჩვენი თანაკლასელების და ასევე ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მშობლები არიან.ამ სიაში მამრობითი სქესის მწეველი და არამწეველი ადამიანები ჩავწერეთ,რომელთაც დაახლოებით სხეულის მსგავსი წონა და ასაკი აქვთ.შემდეგ მოსწავლეებს დავავალეთ წნევა გაეზომათ მშობლებისათვის და მონაცემები ჩვენთვის ეცნობებინათ.შედეგები გავაანალიზეთ და წარმოვადგინეთ ცხრილის და სვეტებიანი დიაგრამის სახით.

Page 17: ჰიპერტენზია და მისი გამომწვევი მიზეზები.

მწეველებისახელი გვარი ასაკი სქესი სხეულის მასა არტერიული წნევა

1)ბაზიერაშვილი გელა

37 მამ. 80კგ. 145/90

2)მამუკაშვილი გენადი

32 მამ. 90კგ. 140/100

3)ბაღათრიშვილი თემო

42 მამ. 70კგ. 150/100

4)ჯიღაური დავითი 34 მამ. 76კგ. 140/90

5)სიდამონიძე მამუკა 44 მამ. 60კგ. 150/90

6) შარვაშიძე გოგიტა 37 მამ. 77კგ. 145/90არამწეველები

სახელი გვარი ასაკი სქესი სხეულის მასა არტერიული წნევა

1)კირვალიძე ფირუზი

34 მამ 95კგ 120/80

2)ყაჭიაშვილი ზაზა 41 მამ. 95კგ 130/903)გერგეშელიძე

ილია42 მამ. 60კგ 120/80

4)ყაჭიური დავითი 45 მამ. 92კგ 120/805)კირვალიძე

მიხეილი42 მამ. 90კგ 125/90

6)კირვალიძე დემნა 50 მამ. 80კგ 130/80

Page 18: ჰიპერტენზია და მისი გამომწვევი მიზეზები.

სისტოლური წნევა.

დიასტოლური წნევა.

მწეველები 145+140+150+140++150+145=145

90+100+100+90+90+90=93

არამწეველები 120+130+120+120+125+130=124

80+90+80+80+90+80=83

0

20

40

60

80

100

120

140

160

სისტოლური წნევადიასტოლური წნევაSeries3

Page 19: ჰიპერტენზია და მისი გამომწვევი მიზეზები.

თამბაქოს შემადგენლობა, უარყოფითი მხარეები    სიგარეტის კვამლი შეიცავს 4,000-მდე ქიმიურ ნივთიერებას, რომელთაგან 50 კანცეროგენია (ანუ ნივთირება რომელიც იწვევს სიმსივნეს).     ნახშირჟანგს (სხვაგვარად მხუთავ აირს რომ უწოდებენ) ჰემოგლობინის შებოჭვის უნარი აქვს. წარმოქმნილ კარბოქსიჰემოგლობინს ჟანგბადი ვეღარ გადააქვს და უჯრედები უჰაერობით იხუთებიან. თუ დღეში ერთ კოლოფ სიგარეტს ეწევით, ორგანიზმში 400 მლ-ზე მეტი მხუთავი აირი ხვდება, კარბოქსიჰემოგლობინის დონე კი 7-10%-ს შეადგენს. მეტიც – იტალიელმა მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ დაადგინეს, რომ სიგარეტს ავტომობილის გამონაბოლქვის ჩასუნთქვაც კი სჯობია. მოწევა ასევე ჰიპერტენზიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია

Page 20: ჰიპერტენზია და მისი გამომწვევი მიზეზები.

როგორია ნიკოტინისადმი მიჩვევის მექანიზმი?თამბაქოს ძირითად მოქმედ საწყისს წარმოადგენს ნიკოტინი. ნიკოტინი – ფრანგი დიპლომატის ჟან ნიკოს გვარის მიხედვით, რომელმაც 1560 წელს პირველად შეიტანა თამბაქო საფრანგეთში, – წარმოადგენს ალკალოიდს, რომელიც არის თამბაქოს ფოთლებსა და თესლში. ერთი ცალი სიგარეტი ჩვეულებრივ შეიცავს 10-15 მგ ნიკოტინს. იგი მეტად ძლიერი შხამია, რომელიც უპირატესად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, საჭმლის მონელებაზე, სასუნთქ და გულსისხლძარღვთა სისტემებზე.ერთ სიგარეტსაც კი ორგანიზმისთვის ზიანი მოაქვს. გამოანგარიშებულია, რომ ადამიანის ორგანიზმში ნიკოტინის რამდენიმე წვეთის (100-200 მგ. ე.ი. იმ რაოდენობის, რომელსაც შეიცავს 200 გ. თამბაქო) შეყვანამ შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. ნიკოტინის სასიკვდილო დოზაა ერთი მილიგრამი ერთ კილოგრამ მასაზე, ე.ი. 50-70 მილიგრამი მოზარდისათვის ნიკოტინით მოწამვლის ნიშნებია: ნერწყვის გამოყოფა, გულის რევა, კანის საფარველის გაფერმკრთალება, სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ყურებში შუილი, მაჯის აჩქარება და სხვა.

Page 21: ჰიპერტენზია და მისი გამომწვევი მიზეზები.

ნიკოტინი, რომელიც შედის თამბაქოს შემადგენლობაში, მოწევისას ფილტვებიდან სისხლში გადადის , იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას. ხელს უწყობს არტერიული წნევის მომატებას, ზრდის დატვირთვას გულზე. ამიტომ მწეველებს ხშირად აწუხებთ ჰიპერტენზია. სისხლძარღვების შევიწროვებას იწვევს ზედმეტად ცხიმიანი და მარილიანი საკვების მიღებაც.

Page 22: ჰიპერტენზია და მისი გამომწვევი მიზეზები.
Page 23: ჰიპერტენზია და მისი გამომწვევი მიზეზები.

მოწევა კლავს, მოწევა სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის!

ამ პრეზენტაციისთვის ინფორმაცია მოძიებულ იქნა ინტერნეტ საიტებიდან:www.sites.google.com

www.tskhralsura.worldpress.comwww.medgeo.net

http://www.medportal.ge/