დენის ძალა.

11
~ეეეეეეეეე ეეეე~ ეეეეეეეეე ეეეე ეეეეეეე ეეეეეეეეე ეეეეეეეეეეე ეეეეეეეე ეეეეეეეეე, ეეეეეეეეე ეეეეეეეეე ეეეეე ეეეეეეეე. ეეეეეეეეეე ეეეეეეეე ეეე ეეეეეეეე ეეეეეეე ეეეეეეეეეეე ეეეეე ეეეეე. ეეეეე ეეეეეეეეე ეეეეეეეეეე ეეეეეეეე ეეეეეე ეეეეეეეეეეე (ეეეეეეეეეე), ეეეეეე (ეეეეეეეეეეეეეე), ეეეეე ეეეეეეე (ეეეეეეეე) ეე ეეეეეეეეეეე ეე ე.ე. ეეეეეეეე (ეეეეეეეეეეეეეეეეე).

Transcript of დენის ძალა.

Page 1: დენის ძალა.

~ელექტრული დენი~ელექტრული დენი ეწოდება დამუხტული ნაწილაკების მიმართულ მოძრაობას, მაგალითად ელექტრული ველის გავლენით. კონტექსტის მიხედვით იგი შეიძლება აგრეთვე აღნიშნავდეს დენის ძალას. დენის გადამტანი ნაწილაკები შეიძლება იყვნენ ელექტრონები (გამტარებში), იონები (ელექტროლიტებში), ორივე მათგანი (პლაზმაში) ან ელექტრონები და ე.წ. ხვრელები (ნახევარგამტარებში).

Page 2: დენის ძალა.

~დენის მიმართულება~ ისტორიულად დენის მიმართულებად

გამტარებში მიღებულია დადებითად დამუხტული ნაწილაკების მიმართულება. ამასთან, თუ დენის გადამტანები არიან უარყოფითად დამუხტული ნაწილაკები (მაგალითად ელექტრონები მეტალებში), მაშინ დენის მიმართულება ნაწილაკების მოძრაობის საწინააღმდეგოა.

Page 3: დენის ძალა.

~დენის ძალა~ დენის ძალა არის ფიზიკური სიდიდე რომელიც გამტარის კვეთაში

დროის ერთეულში გასული მუხტის ტოლია. SI სისტემაში დენის ძალის ერთეული არის ამპერი.

ომის კანონის მიხედვით დენის ძალა (I) პროპორციულია გამტარზე მოდებული ძაბვისა (U) და უკუპროპორციულია მისი წინაღობისა (R):

I-დენის ძალაU-ძაბვაR-წინაღობა

Page 4: დენის ძალა.

~დენის ძალის ერთეული~ SI სისტემაში დენის ძალის ერთეულია ამპერი,

რომელიც ამ სისტემის საბაზისო ერთეულია. წარმოებულ ერთეულებში 1 ამპერი (ა) = 1 კულონი / წამი.

ელექტროენერგიის საზომი ერთეულს–ამპერი,ფრანგი ფიზიკოსის და მათემატიკოსის საპატივცემულოდ დაერქვა.

Page 5: დენის ძალა.

~ანდრე მარი ამპერი~

Page 6: დენის ძალა.

~მოღვაწეობა~ ანდრე მარი ამპერი–ფრანგი ფიზიკოსი და მათემატიკოსი ელექტრომაგნეტიზმის

ფუძემდებელი და აღმომჩენი. იყო სამეფო საზოგადოების წევრი. ელექტროენერგიის საზომი ერთეული ამპერი მის საპატივცემულოდ დაერქვა.ერსტედის აღმოჩენამ, კერძოდ კი დენიანი გამტარის მაგნიტურ ისარზე მოქმედებამ, ბევრი მეცნიერი დააინტერესა. მათ შორის იყო ფრანგი მეცნიერი ანდრე ამპერი. მან ცდებით აჩვენა, რომ ორი პარალელური დენიანი გამტარი ერთმანეთს მიიზიდავს, თუ მათში ერთი მიმართულების დენი გადის და განიზიდებიან, თუ მათში სხვადასხვა მიმართულების დენი გადის, ე.ი. დენიანი გამტარები ისევე იქცეოდნენ, როგორც მაგნიტები. ასევე მოქმედებდნენ ერთმანეთზე ორი წრიული დენი.

თავდაპირველად ამპერი ფიქრობდა, რომ თითოეული გამტარს თითო დენის წყარო სჭირდებოდა, მაგრამ შემდგომში მიხვდა, რომ ერთი დენის წყაროც საკმარისი იქნებოდა ამ ცდების ჩასატარებლად. მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ შეაერთებდნენ გამტარებს დენის წყაროსთან იმისათვის, რომ მათში ერთი მიმართულების ან საწინააღმდეგო მიმართულების დენი გასულიყო.

ამ დაკვირვებებმა ცხადჰყო, რომ ერთი ვოლტას ბოძის საშუალებით (რომელიც მაშინ შეუცვლელ დენის წყაროს წარმოადგენდა) შეიძლებოდა ძალიან გრძელი გამტარის გამოყენებით წყაროდან დიდ მანძილზე დაშორებულ მაგნიტურ ისარზე ზემოქმედება. ამპერი წერდა, რომ ამ ცდაზე მას მიუთითა დიდმა ფრანგმა მეცნიერმა ლაპლასმა, და რომ ცდა შედეგიანი და წარმატებული გამოდგა.

Page 7: დენის ძალა.

დენიანი გამტარების მაგნიტური ურთიერთქმედება.

სურათზე გამოსახულია ორი რბილი,წრფივი,ურთიერთპარალელური გამტარი.ორივე გამტარი დენის წყაროსთანაა შეერთებული.წრდის ჩართვისას გამტარებში გადის დენი,რის შედეგადაც ისინი ურთიერთქმედებენ–მიიზიდავენ ერთმანეთს,თუ დენები ერთი მიმართულებისაა (1 გამტარი) და განიზიდავენ,თუ დენები ურთიერთსაპირისპიროა(2 გამტარი).

Page 8: დენის ძალა.

~ამპერმეტრი~ ელექტრული დენის გასაზომ ხელსაწყოს ამპერმეტრი

ეწოდება.

მას რთავენ ელექტრულ წრედში,რათა ნათელი გახდეს წრედში გამავალი დენის სიმძლავრე

Page 9: დენის ძალა.

~დენის სითბური, ქიმიური და მაგნიტური მოქმედება~

დენის ამგვარ მოქმედებებს იყენებენ: მრეწველობაში ლითონების გამოსადნობად, სოფლის მეურნეობაში სათბურებისა და ინკუბატორების სათბობად , მარცვლეულის გასაშრობად, წარმოებაში სუფთა ალუმინის, სპილენძის მისაღებად, ლითონებში კოროზიისაგან დასაცავად.ყოფა–ცხოვრებაში

Page 10: დენის ძალა.

~საშიში და დასაშვები დენები~

ჩვეულებრივ ნათურებში გადის რამდენიმე მეათედიდან ერთ ამპერამდე დენი(ნათურის სიმძლავრის მიხედვით)

საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელექტრომოწყობილობებში(მაცივარი,მტვერსასრუტი,უთო და მსგავსი)დენის ძალა არ აღემატება 5ა–ს

ტრამვაის ძრავა მოიხმარს 100 ა,ხოლო მაგისტრალურ ელმავალთა ძრავები 1400–1500 ა დენს

ამპერის მემილიონედ ნაწილს უწოდებენ მიკროამპერს (მკა).ამ რიგის დენები ადვილად აღიძვრება ჩვენს სხეულში,თუმცა ჩვენ ასე მცირე დენს ვერ ვგრძნობთ.მაგალითად,მუშტის მოკუმვისას ხელის კანში გადის 2–3 მკა ძალის ხანმოკლე დენი

ამპერის მეათასედს უწოდებენ მილიამპერს (მა).ადამიანის მგრძნობელობა(უსიამოვნო ჯუილის შეგრძნება) მასში გამავალი დენებისადმი იწყება 3–5 მა–დან; 10 მა დენი უკვე მტკივნეულია, ხოლო 1ა–სასიკვდილო!

Page 11: დენის ძალა.

.

დასასრული