, 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ...

31
1 კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დოქტორანტი ირაკლი ნადარეიშვილი პასუხისმგებლობა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილები ჩადენილი განზრახი მკვლელობისთვის თბილისი, 2018 წელი

Transcript of , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ...

Page 1: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

1

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დოქტორანტი

ირაკლი ნადარეიშვილი

პასუხისმგებლობა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილები

ჩადენილი განზრახი მკვლელობისთვის

თბილისი, 2018 წელი

Page 2: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

2

სარჩევი

თავფურცელი ............................................................................................................................................. 1

სარჩევი ........................................................................................................................................................ 2

შესავალი ..................................................................................................................................................... 3

თავი I აუცილებელი მოგერიების ზოგადი პირობები ........................................................................... 5

თავი II აუცილებელი მოგერიების ფარგლები ................................................................................... 13

თავი III აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით ჩადენილი მკვლელობა ............ 18

დასკვნა ...................................................................................................................................................... 26

ბიბლიოგრაფია ........................................................................................................................................ 29

Page 3: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

3

შესავალი

საქართველოს კონსტიტუციის მე- 7 მუხლის მიხედვით : „ სახელმწიფო ცნობს და

იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს,

როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს.“ ამ მუხლიდან ირკვევა ,

რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ნებისმიერი სამართლის

სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, თუმცა ამ ვალდებულების

შესრულებას სახელმწიფო მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით ვერ ახერხებს და

მოქალაქეებსაც ანიჭებს შესაძლებლობას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში

თავადვე დაიცვან საკუთარი უფლებები . თითოეული მოქალაქე ვალდებულია არ

ჩაიდინოს დანაშაული ანუ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული

ქმედება , მაგრამ საკმაოდ დიდი ნაწილი ამ ვალდებულებას არ ასრულებს და

დანაშაულის შედეგად არღვევს სხვა მოქალაქის ( მოქალაქეების ) უფლებებს . სსკ-ის

მე-8 თავით გათვალისწინებულია ისეთი შემთხვევები , როდესაც პირი მართალია

ჩადის ამ კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას , თუმცა მას ამის

გამო არ ეკისრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამ თავით

გათვალისწინებულ უფლებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია

აუცილებელი მოგერიების უფლება, რომელიც პირს საშუალებას აძლევს

არამართზლომიერი ხელმყოფელისგან თავის დასაცავად ჩაიდინოს სსკ-ით

გათვალისწინებული ქმედება , თუ პირი ამას მოახერხებს აუცილებელი მოგერიების

ფარგლების გადაუცილებლად მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ

დაეკისრება , წინააღმდეგ შემთხვევაში კი , იგი დამდგარი შედეგის მიხედვით პასუხს

აგებს სსკ-ის 113-ე ან 122-ე მუხლით. სსკ-ის 113-ე მუხლით გათვალისწინებული

დანაშაული საკმაოდ პრობლემატურია და მასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის

Page 4: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

4

თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ჩამოყალიბებას . ამ

დანაშაულის კვლევისათვის განვიხილავ შემდეგ ავტორთა სამეცნიერო ნაშრომებს მ.

ლეკვეიშვილი , ნ.თოდუა , გ. მამულაშვილი - სისხლის სამართლის კერძო ნაწილი; ო.

გამყრელიძე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება; სისხლის

სამართლის პრაქტიკის კომენტარი - დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ ; ზაურ წულაია

- სისხლის სამართლის კერძო ნაწილი , პირველი ტომი; თ. შავგულიძე ,ლ.სურგულაძე

- საზოგადოებრივი საშიშროების გამომრიცხველი გარემოებანი ; თ.დონჯაშვილი -

საქართველოს სისხლის სამართალი ; მერაბ ტურავა - სისხლის სამართალი.

მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლებშია ჩადენილი თუ ფარგლებს

გადაცილებით, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში თუ პირდაპირი

განრახვით, რთულად გადასაწყვეტი საკითხია რაიონული და სააპელაციო

სასამართლოს მოსამართლეების. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიც კი ,

ხშირად ვერ ახერხებენ თავიანთი გადაწყვეტილების მკაფიოდ დასაბუთებას , რადგან

ბუნდოვანია თუ სად გადის აუცილებელი მოგერიების უფლების ფარგლების ზღვარი

. სასამართლო თითოეულ საქმეზე მოწმეთა ჩვენებებისა და ექსპერტიზის დასკვნების

ანალიზის საფუძველზე აფასებს ჩადენილ ქმედებას , მაგრამ პრაქტიკაში არაერთი

საქმეა ისეთი , სადაც მოწმეები დანაშაულის ჩადენის ადგილზე არ იმყოფებოდნენ და

ექსპერტიზის დასკვნითაც შეუძლებელია საქმესთან დაკავშირებული ობიექტური

გარემოებების გამოკვლევა . ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებით რთულია ქმედების

სწორად დაკვალიფიცირება და სასამართლო პრაქტიკაში ვხვდებით არაერთ

არაარგუმენტირებულ განჩინებას . ნაშრომის მიზნიდან გამომდინარე გამოვიყენებ

სასამართლო პრაქტიკისა და საკანონმდებლო წყაროს ანალიზის მეთოდს ,

დანაშაულის კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ თეორიტიკოსთა ნაშრომების

შედარებით-სამართლებრივი ანალიზის მეთოდსა და კრიტიკული და ლოგიკური

Page 5: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

5

კვლევის მეთოდს , რომლის გამოყენებითაც კრიტიკულად გავაანალიზებ

სასამართლო პრაქტიკას .

თავი I

აუცილებელი მოგერიების ზოგადი პირობები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის მიხედვით : „1 .

მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ

ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც

მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი

სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. აუცილებელი მოგერიების უფლება გულისხმობს

ხელმყოფის დაზიანებას საკუთარი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით .

ხელყოფა - პირის მიერ განხორციელებული ქმედება შეიძლება იყოს

მართლსაწინააღმდეგო ან მართლზომიერი. აუცილებელი მოგერიება სახეზეა, როცა

პირი იგერიებს ხელმყოფს, რომელიც ცდილობს მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით

სამართლებრივი სიკეთის დაზიანებას. თუ ხელმყოფის მიერ განხორციელებული

ქმედება მართლზომიერია, აუცილებელი მოგერიების უფლებაც არ წარმოიშობა.

მაგალითად: როდესაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები ნორმატიული

აქტის საფუძველზე აკავებენ ბრალდებულს მათ მიერ განხორციელებული ქმედება

მართლზომიერია და ბრალდებულს არ წარმოეშობა აუცილებელი მოგერიების

Page 6: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

6

უფლება.1 აუცილებელი მოგერიებას, როგორც მართლწინააღმდეგობის

გამომრიცხველ გარემოებას ჯერ კიდევ ძველ რომში განიხილავდნენ. ძველი

რომაელი ორატორის, ფილოსოფოსისა და პოლიტიკური მოღვაწის მარკუს ტულიუს

ციცერონის აზრით :„ თუ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე , ძალადობა , ყაჩაღობა ან მტრის

იარაღი ემუქრება, მაშინ დაცვის ყველა საშუალება გამართლებულია. დაე , კანონი

დადუმდეს იარაღის ჟღარუნში და ნუ მოგვთხოვენ ველოდოთ მას, თუკი ის, ვინც

კანონს დაელოდება, უფრო ადრე გახდება უკანონობის მსხვერპლი, ვიდრე სხვას

კანონით დათრგუნავდეს “. მისი მოსაზრებიდან ნათლად სჩანს, რომ თავდაცვის

უფლება, ბუნებრივი, თანდაყოლილი უფლებაა , რომელიც სახელმწიფომ

აუცილებლად უნდა აღიაროს. სსკ-ი 28-ე მუხლით გათვალისწინებული აუცილებელი

მოგერიების უფლება შეიძლება განვიხილოთ თავდაცვის ისეთ საშუალებად ,

რომელიც ციცერონის აზრით გამართლებულია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ

უფლების ფარგლები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით

გაცილებით უფრო ფართოა და მასში იგულისხმება არა მხოლოდ საკუთარი , არამედ

სხვისი სამართლებრივი სიკეთის დაცვაც. აუცილებელი მოგერიება შეიძლება დავყოთ

ორ კატეგორიად : 1) აუცილებელი მოგერიებად - ისეთ შემთხვევაში , როცა ადამიანი

იცავს თავის სამართლებრივ სიკეთეს და 2) აუცილებელ დახმარებად - ქმედება ,

რომლითაც ადამიანი სხვის სამართლებრივ სიკეთეს იცავს.2 აუცილებელი მოგერიება

მოქალაქის უფლებაა და არა ვალდებულება, შესაბამისად მის სურვილზეა

დამოკიდებული გამოიყენებს თუ უარს იტყვის ამ უფლებაზე. თუ მოქალაქე, რომლის

წინააღმდეგაც მიმართულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, არ გამოიყენებს

აუცილებელი მოგერიების უფლებას, მას არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი

პასუხისმგებლობა. რაც შეეხება აუცილებელ დახმარებას, პირს გარკვეულ

შემთხვევებში ეკისრება ვალდებულება დაიცვას საფრთხის ქვეშ მყოფი პირის

1 გამყრელიძე. ო. სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება, თბილისი 2007 წელი, გვ. 213 2 იქვე. გვ.213

Page 7: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

7

სამართლებრივი სიკეთე. 3 ამგვარ ვალდებულებას აკისრებს პირს სსკ-ის 129-ე მუხლი ,

რომლის მიხედვით: „სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის

აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუ დამნაშავეს

შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის

გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შეუტყობინებლობა სათანადო

დაწესებულებისათვის ან პირისათვის-ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი

ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე .“ ამ

შემთხვევაში დანაშაულის ადგილზე მყოფ პირს არა აქვს სიცოცხლისათვის საშიშ

მდგომარეობაში მყოფისათვის დახმარების სპეციალური ვალდებულება , მაგრამ მას

წარმოეშობა დახმარების ზოგადი სამართლებრივი მოვალეობა თუ გვერდზე მყოფი

ხელმყოფის დაზიანება მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკვეთის მიზნით

სერიოზულ საფრთხეს არ უქმნის თავად ამ პირს. თუ ასეთ სიტუაციაში გვერდზე მყოფი

აუცილებელი დახმარების ვალდებულებას შეასრულებს და სხვისი სამართლებრივი

სიკეთის დაცვის მიზნით ხელმყოფს (თავდამსხმელს) დააზიანებს , იგი ბუნებრივია

გათავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან დამდგარი ზიანის

გამო . 4

რაც შეეხება აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების პირობებს , მუხლის

დისპოციზიიდან ლოგიკურად შეიძლება გამოვყოთ შემდეგი პირობები : ა ) ხელყოფა

უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო ბ ) ხელყოფა უნდა იყოს რეალური გ ) ხელყოფა

უნდა იყოს ამწუთიერი დ) ხელყოფა უნდა იყოს სოციალურად მნიშვნელოვანი.

როგორც უკვე ავღნიშნე, აუცილებელი მოგერიების უფლება მხოლოდ

მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას წარმოიშობა. საინტერესო საკითხია

მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის განხორციელებისას დროის რა მონაკვეთამდეა

3 იქვე. გვ. 214 4 იქვე გვ. 214-215

Page 8: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

8

შესაძლებელი აუცილებელი მოგერიების უფლების გამოყენება. აუცილებელი

მოგერიების უფლება წარმოიშობა მხოლოდ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის

პროცესში. თუ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა დამთავრებულია, მაშინ

აუცილებელი მოგერიების ნაცვლად სახეზეა დამნაშავის შეპყრობა. ობიექტური

თვალსაზრისით სწორედ დროის ფაქტორი განასხვავებს აუცილებელ მოგერიებასა

და დამნაშავის შეპყრობას. 5 გასათვალისწინებელია ის ფაქტი , რომ ხელყოფის

იურიდიული და ფაქტობრივი დამთავრება რიგ შემთხვევებში ერთმანეთს არ ემთხვევა

. მაგალითად, თავისუფლების უკანონო აღკვეთა დენადი დანაშაულია, რის გამოც ამ

დანაშაულის იურიდიული და ფაქტობრივი დამთავრების მომენტები ერთმანეთს არ

ემთხვევა . თავისუფლების უკანონო აღკვეთისას სამართლებრივი სიკეთე მანამდე

განიცდის ხელყოფას, ვიდრე ფაქტობრივად არ დამთავრდება აღნიშნული დანაშაული.

ამიტომაც აუცილებელი მოგერიების უფლება არსებობს დანაშაულის ფაქტობრივად

დამთავრების მომენტამდე. მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა ძირითადად აქტიური

მოქმედებით გამოიხატება, თუმცა არ არის გამორიცხული ხელყოფა უმოქმედობითაც

გამოიხატოს . მაგალითისთვის შეიძლება დავასახელოთ თავისუფლების უკანონო

აღკვეთის მოგერიება , როდესაც პირი შედის ოთახში თავისი ნებით, უკეტავენ კარს და

არ აძლევენ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას . 6 საინტერესო საკითხია აქვს

თუ არა აუცილებელი მოგერიების უფლება პირს სამართალდამცავების მიმართ.

ბუნებრივია, როცა პირი ბრალდებულია და მის დაკავებას სამართალდამცავი

ორგანოები ახორციელებენ შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე ,

სამართალდამცველების ქმედება მართლზომიერი ქმედებაა და ბრალდებულს

აუცილებელი მოგერიების უფლება არ აქვს. სისხლის სამართლის თეორიტიკოსთა

აზრით მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება სამართალდამცავის წინააღმდეგ

5იქვე, გვ. 221 6 თ.შავგულიძე, ლ.სურგულაძე . საზოგადოებრივი საშიშროების გამომრიცხავი გარემოაბანი, თბილისი,

2002 წელი გვ.52

Page 9: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

9

აუცილებელი მოგერიების უფლების გამოყენება - ვეთანხმები თ . შავგულიძის აზრს

და მიმაჩნია , რომ როდესაც წყდება საკითხი სამართალდამცავი პირის მიმართ

აუცილებელი მოგერიების უფლების გამოყენების თაობაზე , გასათვალისწინებელია

აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების პირობები - თუ თანამდებობის პირის

აშკარა დანაშაულებრივი მოქმედება სამართლით დაცულ ობიექტს არსებით ზიანს

უქადის , მაშინ მოქალაქეს შეუძლია გამოიყენოს თანამდებობის პირის მიმართ

აუცილებელი მოგერიების უფლება. აგრეთვე მნიშნველოვანი საკითხია აქვს თუ არა

პირს აუცილებელი მოგერიების უფლება შეურაცხადი პირის მიმართ . სისხლის

სამართლის თეორიტიკოსტთა შორის ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს

განსხვავებული შეხედულებები. ერთი ნაწილი, თვლის , რომ სამართლებრივი

თვალსაზრისით მნიშვნელობა არა აქვს ხელყოფას შერაცხადი პირი ახორციელებს თუ

შეურაცხადი - მოქალაქეს ყველა შემთხვევაში აქვს აუცილებელი მოგერიების უფლება.

ანუ მათი აზრით, საკმარისია ხელყოფა იყოს მართლსაწინააღმდეგო და არაა

სავალდებულო სამართლებრივი სიკეთის ხელმყოფი ბრალეულად მოქმედებდეს,

რადგან სამართლებრივ სიკეთეს ისეთივე საფრთხე ემუქრება მართლსაწინააღმდეგო,

მაგრამ არაბრალეული ხელყოფისას, როგორც დანაშაულებრივი სელყოფისას . 7

მეორე ნაწილი თვლის, რომ თუ პირი მიხვდა მომხდურის ფსიქიკურ მდგომარეობას და

მომგერიებელმა მომხდური აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაუმეტებლად

მაინც მოკლა, მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს

განზრახ მკვლელობისთვის , რადგან მას ჰქონდა გაცლის ვალდებულება

თავდამსხმელის შეურაცხადობის გამო . ჩემი აზრით , როდესაც პირმა არ იცის , რომ

თავდამსხმელი შეურაცხადია და ობიექტური მიზეზების გამო ამას ვერც შეამჩნევს, მას

აქვს აუცილებელი მოგერიების უფლება, ხოლო თუ მას აქვს შესაძლებლობა

გაერკვიოს მართლსაწინააღმდეგო ხელმყოფის შეურაცხადობაში, იგი უნდა გაეცალოს

7 გამყრელიძე. ო. სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება, თბილისი 2007 წელი, გვ. 216

Page 10: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

10

თავდამსხმელს, რადგან ვთვლი, რომ ამგვარ ვითარებაში არ წარმოიშობა

აუცილებელი მოგერიების უფლება . აუცილებელი მოგერიების დროს ზიანი ადგება

მხოლოდ საფრთხის წყაროს, ხოლო უკიდურესი აუცილებლობის დროს კი მესამე

პირს, რომელიც ასეთ საფრთხეს არ ქმნის. აუცილებელი მოგერიებისა და უკიდურესი

აუცილებლობის ერთმანეთისგან გამიჯვნას დიდი პრაქტიკულ - სამართლებრივი

მნიშვნელობა აქვს. იგულისხმება, რომ პირს აუცილებელი მოგერიების უფლება აქვს

იმის მიუხედავად , შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად

მოუხმოს სხვას. 8 რაც შეეხება უკიდურეს აუცილებლობას, მისი

მართლზომიერებისათვის აუცილებელია ორი პირობის დაცვა : პირველი -

დაზიანებული სიკეთე ნაკლებმნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე გადარჩენილი სიკეთე

და მეორე - ხელმყოფელისთვის ზიანის მიყენება უნდა იყოს ერთადერთი გზა

საფრთხის თავიდან ასაცილებლად. აუცილებელი მოგერიების უფლების

წარმოშობისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ხელყოფის ამწუთიერობა.

ხელყოფა ამწუთიერად ითვლება თუ იგი ობიექტურად დაწყებულია და

სამართლებრივ სიკეთეს საფრთხეს უქმნის დროის მოკლე მონაკვეთში, ხოლო თუ

სამართლებრივ სიკეთეს საფრთხე სამომავლოდ ემუქრება და არა დროის მოკლე

მონაკვეთში აუცილებელი მოგერიების უფლება არ წარმოიშობა. მაგალითად,

აუცილებელი მოგერიების უფლებას არ წარმოშობს სსკ-ის 181-ე მუხლით

გათვალისწინებული დანაშაული - გამოძალვა.9 გამოძალვის დროს არსებობს

სამართლებრივი სიკეთის დაზიანების მუქარა, მაგრამ აღნიშნული მუქარა ამწუთიერი

კი არ არის, არამედ მიმართულია მომავლისკენ . გამოძალვისას ხელმყოფი დროს

აძლევს მსხვერპლს ქონების გადასაცემად, ამიტომ ასეთ შემთხვევაში ქონების დაცვის

მიზნით ხელმყოფის დაზიანება აუცილებელ მოგერიებად არ ჩაითვლება. ხელყოფის

ამწუთიერობა პირდაპირ არის დაკავშირებული ხელყოფის რეალურობასთან .

8 იქვე გვ.214 9 იქვე გვ. 217

Page 11: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

11

ხელმყოფის ამწუთიერება არ ნიშნავს, რომ თავდამსხმელი აუცილებლად უნდა

დაელოდოს თუ როდის დაიწყებს მოქმედებას თავდამსხმელი . პეტრე პირველის „

სამხედრო არტიკულში“ ნათქვამია : „ თავდამცველი პირველ დარტყმას არ უნდა

ელოდოს, თორემ შეიძლება ისე მოხვდეს, რომ წინააღმდეგობის თავიც აღარ ექნესო .

“ 10 ოთარ გამყრელიძეს პრაქტიკიდან მოჰყავს მაგალითი , როდესაც

მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა დაწყებული არ იყო , მაგრამ არსებობდა ამგვარი

ქმედების განხორციელების საფრთხე , რაც გამოიხატებოდა რეალურ მუქარაში -

რამდენიმე კაცი ღამით შევიდა სახლში , სადაც იყვნენ ცოლი , ქმარი და ქმრის და.

მამაკაცებმა მოსთხოვეს ქმარს გაეტანებინა მათთვის და . როდესაც მამაკაცს შეატყვეს

ყოყმანი , ერთ-ერთმა მოსულთაგანმა ნაბიჯი გადადგა წინ და ჯიბეში ხელი ჩაიყო .

დამხვდურმა სწრაფად აიღო სანადირო თოფი და მოკლა წინმდგომი , დანარჩენები კი

გაიქცნენ . სასამართლომ ქმრის მიერ განხორციელებული მოქმედება აუცილებელ

მოგერიებად მიიჩნია და განმარტა , რომ მიუხედავად იმ ფაქტისა , რომ ხელყოფა არ

იყო დაწყებული და ის-ის იყო იწყებოდა , წუთით დაყოვნებასაც კი შეეძლო მძიმე

შედეგი მოჰყოლოდა ოჯახისთვის , რადგან არსებობდა ხელყოფის განხორციელების

რეალური მუქარა 11. შესაბამისად , თუ მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის მუქარა

რეალურია, თავისთავად წარმოიშობა აუცილებელი მოგერიების უფლება. ხელყოფის

რეალურობის საკითხი საინტერესოდ შეფასდა უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ

განჩინებაში : ზ. ი-მა ე-ს დაუწყო გინება და გაიწია მისკენ საცემად , თან ცხვრების

წართმევით ემუქრებოდა . იქ მყოფმა მწყემსებმა ისინი გააშველეს , რის შემდეგაც ე.

გაერიდა ზ-ს და თავისი ფერმისკენ წავიდა . განაწყენებულმა ე. ჩ. ო-მ შურისძიების

მიზნით ფერმაში აიღო თავისი კუთვნილი, 16 კალიბრიანი , ცალლულიანი სანადირო

თოფი , დამუხტა ¹0000 საფანტის ვაზნით და გაემართა იმ ადგილისაკენ, სადაც ზ.

ეგულებოდა . გზაში მან დაინახა მისკენ გინებითა და მუქარით მომავალი ზ. ი-ი,

10 თ. შავგულიძე , ლ.სურგულაძე , საზოგადოებრივი საშიშროების გამომრიცხველი გარემოებანი, გვ.74 11 გამყრელიძე. ო. სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება, თბილისი 2007 წელი, გვ. 217-2018

Page 12: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

12

რომელსაც დამიზნებით , მოკვლის განზრახვით , ერთხელ ესროლა გულმკერდის

არეში , რითაც მას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო , მძიმე ხარისხის დაზიანებები .

გულის მთლიანობის დარღვევისა და გულმკერდის ღრუს ორგანოების მრავლობითი

დაზიანებით განვითარებული მწვავე, ზოგადი სისხლნაკლებობის შედეგად ზ.ი-ი

ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო ე. ჩ. ო-ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პალატამ განმარტა , ზ. ი-ის მხრივ მუქარა გამოხატული იყო მხოლოდ სიტყვიერად,

რომლის განხორციელების შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ არსებობდა, ე.ი. არ იყო

რეალური და იმწუთიერი , რაც არ წარმოადგენდა მსჯავრდებულისათვის ძნელად

აღსაქმელ და გასარკვევ სიტუაციას ; ამასთან , თოფის გასროლის მომენტში საკმაო

მანძილი არსებობდა ე. ჩ. ო-სა დაზ. ი-ს შორის , ხოლო სანამ ზ. ი-ი ამ მანძილს

დაფარავდა , ე. ჩ. ო-ის ჰქონდა შესაძლებლობა , შეერჩია უფრო ნაკლებად საზიანო

საშუალება თავის დასაცავად , თუკი ამ უკანასკნელის აუცილებლობა და საჭიროება

წარმოიშობოდა . გარდა ამისა გასათვალისწინებელია ის გარემოებაც , რომ

შემთხვევას ესწრებოდა ე. ჩ. ო-ს მეწყვილე მწყემსი - შ. რ. ო-ი , რომელიც ცდილობდა

ზ. ი-ის შეჩერებას , ვისი დახმარებითაც მსჯავრდებული თავისუფლად შეძლებდა ნასვამ

მდგომარეობაში მყოფ ზ. ი-თან გამკლავებას თოფის გამოყენების გარეშეც , თუკი იგი

მას თავს დაესხმებოდა. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე , საკასაციო

პალატას დაადგინა : საქმეში მოიპოვება საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების

ერთობლიობა , რომლითაც დასტურდება , რომ მსჯავრდებულმა ე. ჩ. ო-მ ნამდვილად

ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით

გათვალისწინებული დანაშაული - ზ. ი-ს განზრახ მკვლელობა , რის გამოც არ

არსებობს სამართლებრივი საფუძველი მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 113-ე

მუხლით დაკვალიფიცირებისათვის , რადგან აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს

აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჩადენილ განზრახ

Page 13: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

13

მკვლელობას. 12 როგორც უკვე ავღნიშნე, აუცილებელი მოგერიების

მართლზომიერების ძირითადი პირობებს შორის ერთ-ერთია ხელყოფის

რეალურობა. პრაქტიკაში ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა საქმე გვაქვს

მოჩვენებით მოგერიებასთან , რომელიც სახეზეა ისეთი ვითარებისას , როცა პირი

სამართლებრივი სიკეთის დასაცავად ზიანს აყენებს ადამიანს , რომელიც

თავდამსხმელად ეჩვენება , თუმცა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფა ობიექტურად არ

ხორციელდება . საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით

მოჩვენებითი მოგერიება კვალიფიცირდება როგორც შეცდომა და პასუხისმგებლობის

საკითხი წყდება იმის მიხედვით , დაშვებული შეცდომა მისატევებელია თუ არა სსკ-ის

36-ე მუხლით გათვალისწინებული წესის მიხედვით . იმ შემხვევაში თუ შეცდომა არ

არის მისატევებელი , პირი პასუხს აგებს გაუფრთხილებლობისათვის , თუკი მის მიერ

განხორციელებული ქმედების გაუფრთხილებლობით ჩადენა ისჯება მოქმედი

კოდექსით. აუცილებელი მოგერიების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა აგრეთვე

ხელყოფის რელევანტურობა, რაც გულისხმობს, რომ მართლსაწინააღმდეგო

ხელყოფას განხორციელების შემთხვევაში უნდა მოჰყვეს მნიშვნელოვანი სოციალური

ზიანი . საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის

მიხედვით : „ დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება , რომელიც თუმცა

ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების

ნიშნებს , მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც

აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლის-სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან

არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე .“ ამ მუხლის მიხედვით ირკვევა , რომ პირი

თავისუფლდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თუ ჩაიდენს ისეთ

ქმედებას , რომელიც ფორმალურად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ მცირე

12 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 10

დეკემბრის განჩინება , საქმის ნომერი - 2კ-698აპ.-10

Page 14: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

14

მნიშვნელობის გამო არ იწვევს მნიშვნელოვან ზიანს , შესაბამისად ამგვარი ქმედება

არც აუცილებელი მოგერიების უფლებას წარმოშობს .

თავი II

აუცილებელი მოგერიების ფარგლები

აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების უმნიშვნელოვანეს ელემენტს

წარმოადგენს აუცილებელი მოგერიების ფარგლების დაცვა . თუ რა იგულისხმება

აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ამაზე მიუთითებს საქართველოს სისხლის

სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც აუცილებელი

მოგერიების ფარგლების გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა

შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან . როგორც უკვე

ავღნიშნე, უკიდურესი აუცილებლობისაგან განსხვავებით , აუცილებელი მოგერიების

მდგომარეობაში შესაძლებელია საფრთხეში მყოფ სამართლებრივ სიკეთეზე უფრო

მეტი ღირებულების მქონე სამართლებრივი სიკეთის დაზიანება , მაგრამ

მომგერიებელმა თავდამსხმელის დაზიანების დროს არ უნდა გადაამეტოს

აუცილებელი მოგერიების ფარგლებს , რაც გულისხმობს , რომ თავდამსხმელის

დაზიანება არ შეიძლება იმაზე მეტად , რაც აუცილებელია სამართლებრივი სიკეთის

დასაცავად . აუცილებელი მოგერიების ფარგლები გადამეტებულად ითვლება , როცა

სახეზეა აშკარა - მკვეთრად გამოხატული თავდაცვის შეუსაბამობა თავდასხმის

ხასიათთან და საშიშროებასთან მიმართებით . საქართველოს უზენაესმა სასამართლომ

აღნიშნულ საკითხზე საინტერესო განმარტება გააკეთა ერთ-ერთ საქმეში 13 : ა. ხ - ამ

ავტობუსში ორჯერ დაარტყა ხელი მ. ა-ეს , რის შემდეგაც სცადა გაქცევა . მ. ა-

13 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 12

თებერვლის განჩინება , საქმის ნომერი - 2კ-142აპ.-13

Page 15: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

15

ჩამოვიდა მიკროავტობუსიდან , გაეკიდა ა. ხ-ას და სკვერში, ავტობუსიდან მოშორებით

, გამეტებით ურტყამდა ე.წ. ტროსს . პალატის აზრით , აღნიშნული გარემოება

დაზარალებულ მ. ა-ის ფიზიკურ უპირატესობაზე მიუთითებს. მსჯავრდებულმა აღიქვა ,

რომ დაზარალებულისაგან სერიოზული საფრთხე ელოდა , პარკიდან ამოიღო დანა

და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება . საკასაციო

პალატამ მიიჩნია , რომ ა. ხ-ას ქმედებაში იკვეთება აუცილებელი მოგერიების

ფარგლების გადაცილება . მართალია, ა. ხ-ას დაზარალებულ მ. ა-ისაგან შეექმნა

აგრესიისაგან თავის დაცვის საჭიროება და მოგერიების ვითარება , მაგრამ

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მასზე თავდასხმა , მიუხედავად ინტენსივობისა , არ

ატარებდა ისეთ საშიშ ხასიათს (რეზინით იზოლირებული ველოსიპედის ე.წ. ტროსის

დარტყმა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის , რომ

მოსაგერიებლად დაზარალებულისათვის დანით მიეყენებინა მუცლის ღრუში შემავალი

, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება . შესაბამისად , პალატას დაადგინა , რომ

შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით , მსჯავრდებული აღმოჩნდა აშკარა

შეუსაბამობაში თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან , რაც წარმოადგენს

აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებას. საკასაციო პალატა მივიდა იმ

დასკვნამდე, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ

გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება და კვალიფიკაცია, როდესაც

მსჯავრდებულ ა. ხ-ას მიერ ჩადენილი ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის

19,108-ე მუხლით , როგორც განზრახ მკვლელობის მცდელობა , მაშინ , როდესაც ა. ხ-

ამ დაზარალებულ მ. ა-ეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა აუცილებელი

მოგერიების ფარგლების გადაცილებით , ე.ი. ა. ხ-ამ ჩაიდინა სსკ-ის 122-ე მუხლით

გათვალისწინებული დანაშაული. ქმედებას მსგავსი კვალიფიკაცია მიანიჭა უზენაესმა

სასამართლომ შემდეგ საქმეშიც 14:ე. ჩ-მა და ზ.ც-მ ერთმანეთს მიაყენეს სიტყვიერი

14 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 14

დეკემბრის განჩინება , საქმის ნომერი - 2კ-278აპ.-12

Page 16: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

16

შეურაცხყოფა , რის შემდეგაც ზ. ც-ი გადავიდა ფიზიკურ აგრესიაზე ე. ჩ-ის მიმართ ,

რასაც თვითონაც არ უარყოფს სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებაში . საკასაციო

პალატამ განმარტა, რომ ასეთ პირობებში ე. ჩ-სათვის , მართალია, შეიქმნა

აგრესიისაგან თავის დაცვის საჭიროება და მისი მოგერიების ვითარება , მაგრამ აქვე

ისიც უნდა აღინიშნოს , რომ მასზე თავდასხმა არ იყო ისეთი ინტენსივობის და არ

ატარებდა ისეთ საშიშ ხასიათს ე. ჩ-ის ჯანმრთელობის ან სიცოცხლისათვის , რაც

აუცილებელს გახდიდა მის მოსაგერიებლად ლითონის თხელი , მჭრელპირიანი ნიჩბის

გამოყენებასა და სიცოცხლისათვის საშიშ ადგილზე – თავის არეში მის დარტყმას ,

რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება

გამოიწვია . სასამართლომ აღნიშნული შეფასების დასადასტურებლად მოიყვანა

საქმეში არსებული მტკიცებულება , რომლის მიხედვითაც თავდაპირველად , როცა ზ.

ც-ი შეეცადა ხელი დაერტყა ე.ჩ-სთვის , ამ უკანასკნელმა შეძლო ხელის კვრით

წაექცია თავდამსხმელი . მართალია ამის შემდეგაც ზ. ც-მა მაინც გააგრძელა მის

მიმართ აგრესიული ქმედება , მაგრამ მისი მოგერიება ე. ჩ-ს თავისუფლად შეეძლო

უფრო ნაკლებად დამაზიანებელი საპასუხო თავდაცვითი მოქმედებით , მით უმეტეს ,

როცა შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმე რ. პ-იც ეხმარებოდა მას ზ. ც-ის აგრესიის

შეკავებაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , საკასაციო პალატა მივიდა იმ

დასკვნამდე , რომ სააპელაციო სასამართლომ სარწმუნოდ დადგენილ ფაქტობრივ

გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება და კვალიფიკაცია , როდესაც

მსჯავრდებულ ე. ჩ-ს მიერ ჩადენილი ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ–ის

118–ე მუხლის პირველი ნაწილით , როგორც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე

დაზიანება , მაშინ , როდესაც რეალურად ე. ჩ-მა აღნიშნული დაზიანება ჩაიდინა

აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით , ე.ი. დანაშაული ,

გათვალისწინებული სსკ–ის 122–ე მუხლით. ოთარ გამყრელიძე მიიჩნევს , რომ

„აშკარა შეუსაბამობა“ თავდაცვასა და თავდასხმას შორის ყოველთვის არ ნიშნავს

Page 17: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

17

უიარაღო თავდამსხმელის იარაღით მოგერიებას.15 ვიზიარებ აღნიშნულ საკითხზე მის

შეხედულებას და ვფიქრობ , რომ როდესაც თავდამსხმელი ბევრად ძლიერია და

შეუძლია ფიზიკური ძალის გამოყენებით მოკლას ან ჯანმრთელობა დაუზიანოს

მომგერიებელს , ამ უკანასკნელს უფლება აქვს გამოიყენოს იარაღი და თავდაცვისა და

თავდასხმის საშიშროებას აშკარა შეუსაბამობა იარაღის მეშვეობით გაათანაბროს .

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა აღნიშნულ საკითხზე

განსხვავებულია , რაც ირკვევა შემდეგი საქმიდან 16 : სასამართლო-სამედიცინო

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად , მ.შ-ს წინიდან არც ერთი დაზიანება არ

აღენიშნებოდა , ხოლო შ. წ-ს კი მრავალი სისხლნაჟღენთი . პალატის აზრით ,

აღნიშნული მ. შ-ს ფიზიკურ უპირატესობაზე მიუთითებს და ადასტურებს იმას , რომ შ.წ-

მ მ. შ-ს ჩხუბისას ვერ გაუწია წინააღმდეგობა . ჩხუბის დროს მ.შ-მ კუთხეში მიაგდო შ.წ

, რომელიც წაქცეულ მდგომარეობაში კედელზე ნახევრად იყო მიყუდებული და

ცდილობდა , თავი დაეცვა მ. შ-საგან , რომელიც მას ზემოდან დააჯდა და ხელებს

ურტყამდა . შ.წ-მ აღიქვა , რომ მ.შ-სგან სერიოზული საფრთხე ელოდა და იქვე

არსებული , გამოძიებით დაუდგენელი რკინის საგნით მიაყენა მას მრავლობითი

დაზიანებები - კისრის, ზურგის, მარცხენა იღლიისა და მხრის არეში. მ. შ-მ მიუხედავად

აღნიშნული დაზიანებებისა მოახერხა დამოუკიდებლად გადაადგილებაა , რის

შემდეგაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასამართლომ განმარტა , რომ

მიყენებული დაზიანებების გამო მ.შ არ იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში , რაზედაც

მიუთითებს საავადმყოფოდან მისი მეორე დღესვე გამოწერა. პალატამ აღნიშნა , რომ

შ-წ-ს ქმედება წარმოადგენს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებას .

მართალია , შ. წ-სათვის მ.შ-ს მიერ განხორციელებული არამართლზომიერი

მოქმედების შედეგად შეიქმნა აგრესიისაგან თავის დაცვის საჭიროება და მისი

15 ო.გამყრელიძე , სსკ-ის განმარტება , გვ.223 16 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 26

დეკემრის განჩინება , საქმის ნომერი - 2კ-349აპ.-12

Page 18: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

18

მოგერიების ვითარება, მაგრამ აქვე ისიც უნდა აღინიშნოს , რომ მასზე თავდასხმა არ

იყო ისეთი ინტენსივობის და არ ატარებდა საშიშ ხასიათს შ. წ-ს ჯანმრთელობისა და

სიცოცხლისათვის . აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილების

დასადასტურებლად პალატამ გამოიყენა ის ფაქტი, რომ მ. შ- იყო ძლიერი

სიმთვრალის მდგომარეობაში და ხელში არ ეჭირა არანაირი საგანი ჩხუბისას . ამ

ფაქტის გათვალისწინებით კი დაასკვნა, რომ ფხიზელი შ.წ-ს მიერ მ.შ-ს

მოსაგერიებლად ლითონის საგნის გამოყენება აშარად შეუსაბამოა თავდასხმის

ხასიათსა და საშიშროებასთან. საკასაციო პალატამ აღნიშნა , რომ სააპელაციო

სასამართლომ სარწმუნოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა არასწორი

სამართლებრივი შეფასება და კვალიფიკაცია , როდესაც მსჯავრდებულ შ. წ-ს მიერ

ჩადენილი ქმედება დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 19 ,108-ე მუხლით ,

როგორც განზრახ მკვლელობის მცდელობა . პალატის განმარტებით შ. წ-ს არ ჰქონდა

მ.შ-ს მოკვლის განრზახვა , რაზეც მეტყველებს ის ფაქტი , რომ მას ჰქონდა

შესაძლებლობა მიეყენებინა სასიკვდილო ჭრილობები სიცოცხლისათვის საშიშ

ადგილებში მ.შ-სათვის , მაგრამ ეს არ გააკეთა . შესაბამისად საკასაციო პალატამ შ.წ-ს

ქმედება დააკვალიფიცირა სსკ-ის 122-ე მუხლით . ჩემი აზრით , ამ განჩინებაში

არასწორი კვალიფიკაცია მიენიჭა შ.წ-ს მიერ განხორციელებულ ქმედებას .

ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე პალატამ დადგენილად მიიჩნია , რომ მ.შ-ს

გააჩნდა უპირატესობა და შ.წ მას წინააღმდეგობას უიარაღოდ ვერ უწევდა , ამიტომ

მიმაჩნია , რომ შ.წ -ს მიერ რკინის საგნის იარაღად გამოყენება არ წარმოადგენს

აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებას , იგი მოქმედებდა საკუთარი

სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით და რკინის გამოყენების გარეშე სავსებით

შესაძლებელი იყო , რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მ.შ-ს მისთვის ძლიერი

დარტყმების შედეგად მიეყენებინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან უარეს

შემთხვევაში გამოეწვია სასიკვდილო შედეგიც .

Page 19: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

19

თავი I I I

აუცილებელი მოგერიებს ფარგლებს გადაცილებით ჩადენილი

მკვლელობა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113-ე მუხლის მიხედვით:„ მკვლელობა

აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით , - ისჯება გამასწორებელი

სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე

ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე . “როგორც უკვე

ავღნიშნე , აუცილებელი მოგერიების ფარგლები გადამეტებულად ითვლება , როცა

სახეზეა აშკარა - მკვეთრად გამოხატული თავდაცვის შეუსაბამობა თავდასხმის

ხასიათთან და საშიშროებასთან მიმართებით . თუ მკვლელობა ჩადენილია

აუცილებელი მოგერიების ფარგლებში , იგი მართლსაწინააღმდეგობის

გამომრიცხველ გარემოებად ჩაითვლება და პირს სისხლის სამართლის

პასუხისმგებლობა არ დაეკისრება , ხოლო თუ მკვლელობა ჩადენილია აუცილებელი

მოგერიების ფარგლებს გადაცილებით დამნაშავეს სისხლის სამართლებრივი

პასუხისმგებლობა ეკისრება სსკ-ის 113-ე მუხლის შესაბამისად . ქმედება აღნიშნული

მუხლით დააკვალიფიცირა უზენაესმა სასამართლომ შემდეგ საქმეში 17 : ა. დ-ემ გ. თ-

ეს სთხოვა შესაძლებლობის ფარგლებში მისთვის ფულის სესხება, რაზედაც უარი

მიიღო . ამის გამო ისინი შელაპარაკდნენ . შეამჩნია რა, რომ დაწყებული კამათი ჩხუბში

გადაიზრდებოდა , ი. ჩ-ი შევიდა პოკერ-კლუბში, საიდანაც გარეთ გამოიხმო იქ მყოფი

გ. ბ-ე და მ. ზ-ე . მათი გარეთ გამოსვლის შემდეგ გ. თ-ე და ა.დ-ე კამათს

აგრძელებდნენ ა-ისა და გ. მ-ის ქუჩების გადაკვეთაზე . ი. ჩ-ი , გ. ბ-ე და მ. ზ-ე

17 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 9

თებერვლის განჩინება , საქმის ნომერი - 2კ-1067აპ.-10

Page 20: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

20

გაემართნენ მათი მიმართულებით . ამ დროს გ. თ-ემ მარჯვენა ხელით შარვლის

ჯიბიდან ამოიღო საკეცი დანა , გაშალა იგი და რამდენჯერმე მოუქნია ა.დ-ეს , რის

შედეგადაც მას მუცლის არეში, მარცხენა მხარეს, მიაყენა სხეულის მძიმე ,

სიცოცხლისათვის სახიფათო ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობა – შემავალი მუცლის ღრუში

, ელენთის დაზიანებით , აგრეთვე ნაკვეთი ჭრილობა - მარჯვენა ხელის მტევნის მე-

5თითზე , ხოლო მკვრივი , ბლაგვი საგნით ხელის მარჯვენა მტევნის მე-4 თითზე მიაყენა

დაზიანება ნაჭდევის სახით. ა. დ-ე გადაიყვანეს ქ. ბათუმის N 1 საავადმყოფოში , სადაც

მას ჩაუტარდა გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარება , მაგრამ ,

მიუხედავად ამისა, იგი მიყენებული დაზიანებების შედეგად 2008 წლის 19 ნოემბერს

საავადმყოფოში გარდაიცვალა . პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მსჯავრდებულ

გ. თ-ის ჩვენებას , რომელიც აღნიშნავს , რომ მან ჩხუბის დროს ნამდვილად გამოიყენა

დანა თავის დასაცავად , ასევე - იმ ფაქტს , რომ აწ გარდაცვილმა ა.დ-ემ გ. თ-ეს

ნამდვილად მოსთხოვა ფული , რაზეც უარის მიღების შემდეგ ა. დ-ემ სცემა მას .

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები პალატამ დადგენილად მიიჩნია სასამართლო

სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით . კერძოდ , იმ

გარემოებას , რომ ა. დ-ემ გ. თ-ეს მოსთხოვა ფული, ადასტურებენ როგორც დაცვის

მხარის მოწმეები - ბ. კ-ე და გ. მ-ე , ასევე ბრალდების მოწმე ი. ჩ-იც , მეტიც ,

აღნიშნული გარემოება გაზიარებულია საბრალდებო დასკვნასა და განაჩენშიც .

ხოლო საქმეში არსებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით

დადგენილია , რომ გ. თ-ეს აღენიშნებოდა კანქვეშა ჰემატომა თხემის არეში , თავის

ტვინის შერყევა , ასევე - სხეულისა და გულ-მკერდის დაჟეჟილობა , რაც

ერთობლიობაში მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე

მოშლით . ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე , პალატამ დადგენილად ცნო , რომ

შემთხვევის დროს აწ გარდაცვლილმა ა. დ-ემ მსჯავრდებულ გ. თ-ეზე განახორციელა

არამართლზომიერი ძალადობრივი ქმედება , რაც გამოიხატა ფულის მოთხოვნასა და

Page 21: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

21

ფიზიკურ შეურაცხყოფაში . ამასთან , აღნიშნული შეუიარაღებელი ძალადობის

აღსაკვეთად გ.თ-ის მიერ გამოყენებული თავდაცვითი ქმედება - მის ხელთ არსებული

დანის სიცოცხლისათვის საშიშ არეში მთელი ძალით დარტყმა , აშკარად შეუსაბამო

იყო ა. დ-ის მიერ მასზე განხორციელებული თავდასხმის ხასიათთან და მოსალოდნელ

საშიშროებასთან . ამიტომ პალატამ მიიჩნია , რომ სააპელაციო სასამართლომ

სწორად შეცვალა მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაცია და გ. თ-ის ქმედება ა. დ-ის

განზრახ მკვლელობის ნაწილში სსკ-ის 108-ე მუხლიდან გადააკვალიფიცირა იმავე

კოდექსის 113-ე მუხლზე, როგორც მკვლელობაზე აუცილებელი მოგერიების

ფარგლების გადაცილებით.სამართლებრივი სიკეთის დაცვა აუცილებელი მოგერიების

ფარგლების გადაცილებით მართალია დასჯადი ქმედებაა , მაგრამ იგი

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება ,

რადგან ეს ქმედება მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის წინააღმდეგ არის მიმართული

და მომგერიებელს სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზანი ამოძრავებს . შესაბამისად ,

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა

მკვლელობა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით , რომელიც

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით

ნაკლებად მძიმე დანაშაულია , რადგან მისი ჩადენისთვის გათვალისწინებული

მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას. თუ

არამართლზომიერი ხელყოფისას მსხვერპლის სამართლებრივი სიკეთე გაცილებით

უმნიშვნელოა ვიდრე ხელმყოფის სიცოცხლე , ხელმყოფის მოკვლა არ განიხილება

აუცილებელი მოგერიების ფარგლებში . შეიძლება ასეთ შემთხვევაში მსხვერპლის

სამართლებრივი სიკეთის დაცვის ერთადერთი საშუალება სწორედ ხელმყოფის

მოკვლა იყოს , მაგრამ მიუხედავად ამისა , ქმედება მაინც არ განიხილება

მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ გარემოებად და იგი კვალიფიცირდება

Page 22: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

22

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით . 18

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 113 მუხლით გათვალისწინებული

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება თავდამსხმელის მოკვლაში , თანაც თუ

იგი ჩადენილია აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ანუ როდესაც

მომგერიებელმა მიმართა თავდაცვისათვის ისეთ ხერხებსა და მეთოდეს , რომელთა

გამოყენება აშკარად არ იყო გამოწვეული არც ხელყოფის ხასიათითა და საშიშროებით

, არც რეალური გარემოებით და აუცილებლობის გარეშე მიაყენა დაზარალებულს

განსაკუთრებით მძიმე ვნება . ამ შემთხვევაში შეუსაბამობა არამარტო ობიექტური უნდა

იყოს , არამედ სუბიექტურიც, ანუ მომგერიებელსაც შეგნებული უნდა ჰქონდეს , რომ

მისი მხრიდან ადგილი აქვს შეუსაბამო მოქმედებას. თუ მოცემულ პირობებში

მომგერიებელმა ვერ შეიგნო და არც შეეძლო შეეგნო, რომ მისი მხრიდან ადგილი

ჰქონდა აშკარად შეუსაბამო მოქმედებას თავდამსხმელის მისამართით , მაშინ ასეთ

შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აუცილებელი მოგერიების

ფარგლების გადაცილებისათვის გამორიცხულია. 19 აუცილებელი მოგერიების

ფარგლების გადაცილებით ჩადენილ მკვლელობაზე საუბრისას, დაცვისა და

თავდასხმის საშუალებათა აშკარა შეუსაბამობის გარდა უნდა გავითვალისწინოთ

მომგერიებლის ძალები და შესაძლებლობები თავდასხმის მოგერიებისას, ანუ

თავდამსხმელთა და მომგერიებელთა რაოდენობა, მათი ასაკი, ფიზიკური

მდგომარეობა , შეიარაღება , ხელყოფის ადგილი, დრო და სხვა გარემოებები,

რომლებსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა თავდამსხმელისა და მომგერიებლის ძალთა

თანაფარდობაზე.აუცილებელი მოგერიების მართლზომიერებისათვის აუცილებელია

ქმედების ამწუთიერება . თუ მომგერიებელს შეცნობილი აქვს , რომ თავდასხმა უკვე

დამთავრებულია და შეუძლებელია სამართლებრივი სიკეთის დაუყონებლივ

დაბრუნება , ამ შემთხვევაში თავდამსხმელის მოკვლა დაკვალიფიცირდება როგორც

18 ზ. წულაია , სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, გვ. 96 19 ზ.წულაია , სისხლის სამართლის კერძო ნაწილი , გვ. 97

Page 23: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

23

განზრახ მკვლელობა . ბ . წულაია ამ წესიდან ერთადერთ გამონაკლისად მიიჩნევს

ისეთ სიტუაციას , როდესაც მომგერიებელი ძლიერი სულიერი აღელვების გამო , რაც

გამოწვეულია არამართლზომიერი ხელყოფის შედეგად , ვერ აცნობიერებს , რომ

თავდასხმა დამთავრებულია და აგრძელებს მოგერიებით მოქმედებას , ირჩევს

თავდაცვის ისეთ საშუალებას, რომელიც აშკარად სცილდება აუცილებელი

მოგერიების ფარგლებს და შედეგად მოჰყვება თავდამსხმელის მკვლელობა .20

აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით ჩადენილი მკვლელობის

სუბიექტური მხარეა განზრახი ბრალი . ზ . წულაია მიიჩნევს , რომ განზრახვა

მეტწილად არაპირდაპირია, არაკონკრეტიზებული . იგი აგრეთვე დასაშვებად მიიჩნევს

ამ დანაშაულის გაუფრთხილებლობით ჩადენასაც და მოჰყავს შემდეგი მაგალითი : „

უკეთუ მომგერიებელი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების შედეგად ხელყოფის

ხასიათსა და საშიშროებასთან აშკარად შეუსაბამო მძიმე ვნების მიყენების

შესაძლებლობას , მაგრამ ქარაფშუტულად ვარაუდობდა მის თავიდან აცილებას ,

საქმე გვექნება გაუფრთხილებელ ბრალთან თვითიმედოვნების სახით . ხოლო იმ

შემთხვევაში , როცა მომგერიებელი არ ითვალისწინებდა თავისი მოქმედების შედეგად

ხელყოფის ხასიათსა და საშიშროებასთან აშკარად შეუსაბამო მძიმე ვნების მიყენების

შესაძლებლობას , მაგრამ შეეძლო და ვალდებულიც იყო გაეთვალისწინებინა იგი - ამ

შემთხვევაში სახეზე გვაქვს გაუფრთხილებლობის მეორე ფორმა - დაუდევრობა .“ 21

როდესაც მომგერიებელი თავს იცავს დანაშაულებრივი ხელყოფისგან ისეთი

საშუალებით , რომელიც სცილდება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს ,

მნიშვნელობა არ აქვს სურს თუ არა მას თავდამსხმელის მოკვლა ანუ გააჩნია თუ არა

მას თავდამსხმელის მოკვლის განზრახვა . ამ შემთხვევაში მკვლელობა აუცილებელი

მოგერიების ფარგლებს გადაცილებით ჩადენილად ჩაითვლება თუ მომგერიებელი

აცნობიერებს , რომ შესაძლებელია მის ქმედებას თავდამსხმელის მოკვლა მოჰყვეს.

20 ზ.წულაია , სისხლის სამართლის კერძო ნაწილი , გვ. 98 21 ზ.წულაია , სისხლის სამართლის კერძო ნაწილი , გვ. 98 -99

Page 24: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

24

არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილ დანაშაულებს არ გააჩნიათ მცდელობის სტადია .

აგრეთვე გამორიცხულია მომზადების სტადიის არსებობაც , რადგან

მომგერიებლისათვის თავდასხმა ყოველთვის მოულოდნელია და ის თავს იცავს

ობიექტურად არსებული სიტუაციის პირობებში . იმ შემთხვევაში , როდესაც

აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით მოკლულია ორი ან მეტი პირი ,

ან ორსული ქალი , ან თუ მკვლელობა ჩადენილია განსაკუთრებული სისასტიკით ,

მომგერიებლის ქმედება დაკვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის

კოდექსის 113-ე მუხლი მიხედვით და არა ამავე კოდექსის 109-ე მუხლის შესაბამისად .

მნიშნველოვანი საკითხია აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით

ჩადენილი მკვლელობის განსხვავება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის

111-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის - ძლიერი სულიერი აღელვების

მდგომარეობაში ჩადენილი მკვლელობისაგან . ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა

სხვადასხვაობა არსებობს სისხლის სამართლის თეორიტიკოსებს შორის .

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 111-ე მუხლის მიხედვით : „განზრახ

მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში, რაც გამოიწვია

დამნაშავის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ მსხვერპლის მიერ

მართლსაწინააღმდეგო ძალადობამ , მძიმე შეურაცხყოფამ ან სხვა მძიმე ამორალურმა

ქმედებამ , აგრეთვე მსხვერპლის არაერთგზისი მართლსაწინააღმდეგო ან

ამორალური ქცევით განპირობებულმა ფსიქიკურმა ტრავმამ ,- ისჯება თავისუფლების

შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ

წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, -ისჯება

თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე . “

ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება უეცარი სულიერი აღელვების

მგომარეობაში ჩადენილ მკვლელობაში . ამგვარ მკვლელობას აფექტურ

მდგომარეობაში ჩადენილსაც უწოდებენ . სიტყვა „აფექტი“ ლათინური წარმოშობისაა

Page 25: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

25

და სულიერ აღელვებას ნიშნავს . აფექტი ინტენსიური , უეცრად წარმოქმნილი და

სწრაფმავალი ემოციაა , რომელიც განცდის მომენტში ეუფლება პიროვნებას და

წარმართავს მის ქცევას . აფექტი აძნელებს ადამიანის მიერ სიტუაციის რეალურად

გაცნობიერებას , რის გამოც იგი ქაოსურ რეაქციებს იძლევა . აფექტის ქვეშ მყოფი

ადამიანი კარგავს საკუთარი მოქმედების შეგნებული რეგულაციის უნარს , რაც ქცევის

დეზორგანიზაციას იწვევს . ჩვეულებრივ აფექტს ახლავს ძლიერი სხეულებრივი

გარემოვლინებები : ადამიანი ფითრდება ან წითლდება , უხშირდება გულისცემა და

სუნთქვა , მკვეთრად ეცვლება მიმიკები . აფექტი არსებობს ორი სახის სთენიკურ და

ასთენიკური . სთენიკური აფექტისათვის დამახასიათებელია თანმხლებ სხეულებრივ

პროცესთა გაძლიერება და ამასთან დაკავშირებულ წარმოდგენათა გაცხოველება .

სთენიკურად ითვლება რისხვის , აღფრთოვანების , სიხარულის, აღტაცების და სხვა

მსგავსი აფექტები. ასთენიკურ აფექტისათვის დამახასიათებელია სხეულებრივ

პროცესთა შესუსტება, შენელება და წარმოდგენათა მიმდინარეობის შეფერხება .

ასთენიკურ აფექტად ითვლება შიშის , განცვიფრების, დარდისა და სხვა მსგავსი

აფექტები . 22 არამართლზომიერი ხელმყოფის მკვლელობა აუცილებელი მოგერიების

ფარგლებს გადაცილებით არის ჩადენილი თუ უეცარი სულიერი აღელვების

მდგომარეობაში რთულად დასადგენი საკითხია და ასეთ ვითარებაში ქმედების

კვალიფიკაციისას გასათვალისწინებელია ამ დანაშაულთა სუბიექტურ -ობიექტური

მხარეები . საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე მუხლით

გათვალისწინებული დანაშაულის სავალდებულო ნიშანია ფიზიოლოგიური აფექტი .

ფიზიოლოგიურ აფექტურ მდგომარეობაშია თუ არა ჩადენილი არამართლზომიერი

ხელმყოფის მკვლელობა უნდა შეფასდეს როგორც მოწმეთა ჩვენებებით , ასევე

კომპლექსური ფსიქოლოგიურ - ფსიქიატრიული ექსპერტიზის შედეგად . ამ საკითხზე

პასუხის გაცემისას ექსპერტებმა უნდა დაასახელონ ის კრიტერიუმები , რომლითაც

22 ზ. წულაია , სისხლის სამართლის კერძო ნაწილი , გვ. 85

Page 26: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

26

ისინი ხელმძღვანელობდნენ დასკვნის გამოტანისას , ასევე უნდა დაახასიათონ

დიაგნოსტიკის მეთოდიკა და განსაზღვრონ აფექტის დროის განგრძლივობა - ანუ

დაწყებისა და დამთავრების პერიოდი .23 მკვლელობა ძლიერი სულიერი აღელვების

მდგომარეობაში იყო თუ არა ჩადენილი უზენაესმა სასამართლომ ზემოთ აღნიშნული

კრიტერიუმების - მოწმეთა ჩვენებებისა და კომპლექსური ფსიქოლოგიურ -

ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეაფასა შემდეგ საქმეში 24 : ა. კ-

ის ვაჟიშვილი - ი. კ-ე ბოლო წლების განმავლობაში ნარკოტიკული ნივთიერების

აქტიური მომხმარებელი იყო , რის გამოც ა. კ-ემ , არასასურველ მეგობართა წრისგან

ჩამოშორების მიზნით , შვილი სასწავლებლად კანადაში გააგზავნა. მიუხედავად ამისა,

ი.კ-ე არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ განაგრძობდა ნარკოტიკული

ნივთიერების მოხმარებას , ა. კ-ეს ხშირად სთხოვდა ფულს ნარკოტიკების შესაძენად ,

რასთან დაკავშირებითაც იგი სისტემატურად აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას .

2008 წლის 23 სექტემბერს , დილით , ი. კ-ე ოფისიდან გავიდა და უკან დაბრუნდა იმავე

დღეს , დაახლოებით 15.00 საათზე . მან დაბრუნებისთანავე აგრესიული ტონით

მოსთხოვა ა. კ-ეს ნარკოტიკების შესაძენი თანხა , რაზეც მისგან უარი მიიღო .

აღნიშნულით განაწყენებულმა ი.კ-ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

მამას . ვინაიდან ბოლო წლების განმავლობაში ა. კ-ე შვილის ქმედებებით

სისტემატურად განიცდიდა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ მორალურ და

ფიზიკურ შეურაცხყოფას , იგი ჩავარდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში ,

სამუშაო მაგიდის უჯრიდან ამოიღო მისსავე სახელზე რეგისტრირებული ,,-..»-ს

სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და ი. კ-ის მიმართულებით ორი გასროლა

მოახდინა , რითაც მას მიაყენა თავის ქალასა და მარჯვენა მხარის სარტყელის მიდამოს

ცეცხლნასროლი , გამჭოლი ჭრილობები , რის შედეგადაც ი. კ-ე საავადმყოფოში

23 ზ. წულაია , სისხლის სამართლის კერძო ნაწილი , გვ. 87 24 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 15

ივლისის განჩინება , საქმის ნომერი - 2კ-392აპ.-09

Page 27: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

27

მიყვანისთანავე გარადაიცვალა. აღნიშნულ საქმეში საკასაციო პალატა დაადგინა ,

რომ მსჯავრდებულ ა. კ-ეს მიერ თავისი შვილის - ი.კ-ის განზრახ მკვლელობა

განხორციელდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში და სასჯელის ზომად მას

განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით . აღნიშნული გადაწყვეტილების

მიღებისას პალატამ გამოიყენა საპროცესო ნორმების დაცვით მოპოვებული უტყუარი

მტკიცებულებების ერთობლიობა - - მოწმეთა ჩვენებები და კომპლექსური

ფსიქოლოგიურ - ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა რაც შეეხება საქართველოს

სისხლის სამართლის 113-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას იგი არ

ითვალისწინებს ქმედების ჩადენას ძლიერი სულიერი აღელვების გამო . ორივე

დანაშაულის შემთხვევაში ადგილი აქვს სულიერი აღელვების მდგომარეობას , მაგრამ

ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სულიერი აღელვების სიძლიერით . ზ. წულაიას

მიაჩნია , რომ აფექტის დროს ადგილი აქვს ძლიერ სულიერ აღელვებას , ხოლო

აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით მკვლელობისას მომგერიებელი

იმყოფება ჩვეულებრივი სულიერი აღელვების მდგომარეობაში .25 ამ შეხედულებას არ

იზიარებს ოთარ გამყრელიძე . მისი აზრით , მომგერიებელი შეუძლებელია იყოს

ჩვეულებრივ სულიერი აღელვების მდგომარეობაში მაშინ , როდესაც

თავდამსხმელთან სამკვდრო - სასიცოცხლო ბრძოლა აქვს გამართული . მას

ჩვეულებრივ სულიერი აღელვების მდგომარეობაში აუცილებელი მოგერიების

ფარგლების გადამეტებით ჩადენილი მკვლელობა განზრახ მკვლელობად მიაჩნია . 26

ჩემი აზრით , ოთარ გამყრელიძის მოსაზრება მართებულია იმ მხრივ , რომ

აუცილებელი მოგერიების უფლების განხორციელებისას მომგერიებელი არ იმყოფება

ჩვეულებრივ ფსიქიკურ მდგომარეობაში , მაგრამ მისი მღელვარების დონე არ

უტოლდება აფექტში მყოფი პირის სულიერი მდგომარეობას . შესაბამისად , სწორედ

25 ზ.წულაია, სისხლის სამართლის კერძო ნაწილი , გვ . 101

26 ო.გამყრელიძე , სსკ-ის განმარტება , გვ . 225

Page 28: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

28

სულიერი აღელვების სიძლიერის განსაზღვრით უნდა მოხდეს ამ ორი დანაშაულის

ერთმანეთისგან გამიჯვნა .

დასკვნა

მას შემდეგ რაც დეტალურად განვიხილეთ აუცილებელი მოგერიების

სამართლებრივი შინაარსი, მისი მართლზომიერების ფარგლები და კვალიფიკაციის

ძირითადი ტექნიკა, გვსურს წარმოვადგინოთ გარკვეული თეორიული და პრაქტიკული

მნიშვნელობის დასკვნები.

აუცილებელი მოგერიების მცირე ნიშნების არსებობისას აუცილებლად უნდა

შემოწმდეს ხომ არ გვაქვს სახეზე მოგერიება, შემოწმების ძირითადი კრიტერიუმები

გახლავთ მისი მართლზომიერების ზემოთ აღერილი კრიუტერიუმები. აუცილებელი

მოგერიების გამორიცხვის შემდეგ უნდა დადგინდეს ხომ არ გვაქვს სახეზე ქმედება

მოგერიების ფარგლებს გადაცილებით.

აუცილებელი მოგერიების ფარგლებს არ განსაზღვრავს მოქმედი სისხლის

სამართლის კოდექსი. ბუნებრივია ეს ის საკითხია რომელიც ყოველ კონკრეტულ

შემთხვევაში უნდა შეფასდეს სასამართლო პრაქტიკით. შესაბამისად, ფარგლების

ზუსტი ანალიზისთვის საჭიროა მიმოვიხილოთ სასმაართლო გადაწყვეტილებები.

წინამდებარე კვლევის ფარგლებში ჩვენ წარმოგიდგინეთ ამ საკითხზე არსებული

სასამართლო გადაწყვეტილებათა მოკლე მიმოხილვა და ქვემოთ გთავაზობთ იმ

კრიტერიუმებს რომლითაც სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში

ხელმძღვანელობს აუცილებელი მოგერიების ფარგლების განსაზღვრისას. ეს

კრიტერიუმებია:

თავდაცვის დროს გამოყენებული საშუალება. მაგალითად, თუ თავდაცვის

მდგომარეობაში მყოფ პირს აქვს რაიმე ტიპის იარაღი, დანა, ნიჩაბი იმ ფონზე

Page 29: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

29

როდესაც თავდამსხმელს ასეთი საშუალება არ აქვს, ასეთ დროს მოგერიების

ფარგლების შეფასების სტანდარტი გაცილებით უფრო მკაცრია და

სასამართლო მეტად იხრება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს

გადაცილებით კვალიფიკაციაზე;

მნიშვნელოვანია ასევე თავდამსხმელის მდგომარეობა. მაგალითად თუ

თავდამსხმელი არის ნასვამი, თავდაცვის მდგომარეობაში მყოფ პირს

მოეთხოვება გამოიყენოს მეტად დამზოგველი ზომები;

მნიშვნელოვანია ასევე გარემო სადაც მოხდა შემთხვევა. უზენაესი

სასამართლოს ერთ ერთ გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია რომ შემთხვევა

მოხდა ისეთ მდგომარეობაში სადაც სხვა ადამიანებიც იყვნენ და შესაძლებელი

იყო ჩარეულიყვნენ. თუმცა ჩვენ ვერ დავეთანხხმებით აღნიშნულ

არგუმენტაციას., რადგან აუცილებელი მოგერიება არის უფლება და სისხლის

სამართლის კოდექსის 28 მუხლში პირდაპირ არის მითითებული რომ მისი

გამოყენება შესაძლებელია მაშინაც როცა პირს აქვს საშუალება სხვაგვარად

დაიცვას თავი, თუნდაც მოუხმოს დასახმარებლად სხვას. სწორედ ამიტომ

მიგვაჩნია აღნიშნული გარემოებით აპელირება არ არის მართებული;

ექსტრემალური მდგომარეობის მიუხედავად სასამართლო ავალდებულებს

თავდაცვის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს გაიაზროს თავდასხმის საშიშროება

და ამის შესაბამისად წარმართოს თავდაცვა;

აუცილებელი მოგერიების უფლების გამოყენებისას მნიშვნელოვანია

თავდასხმის მოლოდინი. ცხადია აუცილებელი მოგერიება დროში

შეზღუდულია, ეს უფლება წარმოიშობა თავდასხმის დაწყებიდან და მთავრდება

მას მერე რაც საფრთხე ამოიწურა. თუმცა სრულებით არ არის აუცილებელი

თავდასხმა დაიწყოს, შესაძლებელია თავდასხმის დაწყებამდე ამ უფლების

გამოყენება იმ შემთხვევაში თუ ცხადია რომ თავდასხმა დიდი ალბათობით

Page 30: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

30

აუცილებლად დაიწყება. მაგალითად, თუ თავდასხმელს იარაღი წაართვეს

მაგრამ არსებობს რისკი რომ ის სხვა მეთოდით ეცდება კვლავ თავდასხმას,

აუცილებელი მოგერიება ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია.

ბიბლიოგრაფია

1. საქართველოს კონსტიტუცია, იურისტების სამყარო, თბილისი 2018 წელი,

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, იურისტების სამყარო, თბილისი

2018 წელი,

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, იურისტების

სამყარო, თბილისი 2018 წელი,

4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, იურისტების სამყარო, თბილისი 2018

წელი,

5. მ. ლეკვეიშვილი , ნ.თოდუა , გ. მამულაშვილი , სისხლის სამართლის კერძო

ნაწილი ( წიგნი I ) , მეოთხე გამოცემა , ქ.თბილისი , 2011 წელი

6. ო. გამყრელიძე , საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება ,

ზოგადი ნაწილი ( წიგნი I ) , ქ.თბილისი , 2005 წელი

7. სისხლის სამართლის პრაქტიკის კომენტარი , დანაშაული ადამიანის

წინააღმდეგ , ქ.თბილისი , 2002 წელი

8. ზაურ წულაია , სისხლის სამართლის კერძო ნაწილი , პირველი ტომი ( მეორე

გამოცემა ) , ქ.თბილისი , 2003 წელი

Page 31: , 2018 Nadareishvili.pdf · 4 თეორიტიკოსები ვერ ახერხებენ ერთგვაროვანი აზრის ...Author: ირაკლი

31

9. თ. შავგულიძე , ლ.სურგულაძე , საზოგადოებრივი საშიშროების გამომრიცხველი

გარემოებანი

10. თ.დონჯაშვილი , საქართველოს სისხლის სამართალი , ქ.თბილისი , 2002 წელი

11. მერაბ ტურავა , სისხლის სამართალი , ქ.თბილისი , 2002 წელი

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

2001 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება , ქ. თბილისი , საქმის N 2კ-8-I-2001

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

2003 წლის 2 დეკემბრის განჩინება , ქ. თბილისი , საქმის ნომერი 2კ-121კოლ.-03

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

2004 წლის 23 სექტემბრის განჩინება , საქმის ნომერი - 2კ-108კოლ.-04

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

2014 წლის 12 თებერვლის განჩინება , საქმის ნომერი - 2კ-142აპ.-13

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

2009 წლის 15 ივლისის განჩინება , საქმის ნომერი - 2კ-392აპ.-09

17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

2010 წლის 10 დეკემბრის განჩინება , საქმის ნომერი - 2კ-698აპ.-10

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

2012 წლის 26 დეკემრის განჩინება , საქმის ნომერი - 2კ-349აპ.-12

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

2011 წლის 9 თებერვლის განჩინება , საქმის ნომერი - 2კ-1067აპ.-10