სპეციალური კატალოგი 2014

48
.ge კატალოგი წიგნი ერების წელი

description

გამომცემლობა "დიოგენეს" სპეციალური კატალოგი. 2014 წელი

Transcript of სპეციალური კატალოგი 2014

გ ა მ ო მ ც ე მ ლ ო ბ ა

.geკა

ტა

ლო

გი

სპ

ეც

ია

ლუ

რი

წიგნიერებისწელი

გამარჯობა,

თქვენ წინაშეა გამომცემლობა „დიოგენეს“ სპეციალური კატალოგი.

ჩვენი გამომცემლობა 1995 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ბევრი

დასამახსოვრებელი პროექტი განახორციელა. საგამომცემლო

პრიორიტეტების თვალსაზრისით, ქართველ პროზაიკოსებსა და

პოეტებთან ერთად, „დიოგენე“ უმნიშვნელოვანეს თანამედროვე

უცხოელ ავტორებს გამოსცემს. გარდა ამისა, მუდმივად ვზრუნავთ, რომ

შევავსოთ „თეთრი ლაქები“ ქართულ საგამომცემლო სივრცეში და

საუკეთესო მთარგმნელებთან თანამშრომლობით შევქმნათ წიგნები,

რომლებიც მსოფლიო ლიტერატურის აღიარებული შედევრებია, ჩვენს

მშობლიურ ენაზე კი პირველად გამოიცემა.

გამომცემლობა დიდ ყურადღებას უთმობს კლასიკური და

თანამედროვე საბავშვო ბესტსელერების გამოცემას. ამ კატალოგში

ნახავთ ლეგენდარულ პერსონაჟებსა და წიგნებს, რომლებიც საოჯახო

ბიბლიოთეკის „სავალდებულო“ ნაწილია და ნებისმიერი ჩვენგანის

ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი შეასრულეს.

„დიოგენეს“ საქმიანობა მხატვრული ლიტერატურით არ

შემოიფარგლება. ცნობილი სპეციალისტების მიერ მომზადებული

სასკოლო დამხმარე მასალა, სპეციალური გამოცემები საატესტატო

და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად,

საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები ასევე ჩვენი აქტივობის

სფეროა.

ახლა კი იმის შესახებ, რატომ და ვისთვის შეიქმნა ეს კატალოგი.

2014 წლის მაისიდან მუშაობას იწყებენ გამომცემლობა „დიოგენეს“

სპეციალური წარმომადგენლები საქართველოს რეგიონებში. ისინი

რეგულარულად მოგაწვდიან ინფორმაციას ჩვენი ახალი წიგნების,

ფასდაკლების აქციების, სხვა ღონისძიებების შესახებ. „დიოგენეს“

წარმომადგენლების მეშვეობით თქვენ შეგეძლებათ შეუკვეთოთ

და ადგილზე მიიღოთ სასურველი წიგნები, მონაწილეობა მიიღოთ

სპეციალურ გათამაშებებში.

ეს კატალოგი შეიცავს ინფორმაციას „დიოგენეს“ წიგნების შესახებ

2014 წლის მაისისთვის. კატალოგის ბოლოს დაანონსებულია ახლო

მომავლის სიახლეები. „დიოგენეს“ წარმომადგენლები მოგაწვდიან

წიგნებს იმ ფასად, რომელიც კატალოგშია მითითებული. მაგრამ,

რაც მთავარია, თქვენ ისარგებლებთ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით

კონკრეტულ გამოცემებზე, რომელთა ჩამონათვალი ყოველი თვის

დასაწყისში განახლდება.

იმედი გვაქვს, კმაყოფილი დარჩებით „დიოგენეს“ ამ ახალი

შემოთავაზებით და ჩვენი წარმომადგენლების მომსახურებით.

დაგვიკავშირდით და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები თუ

სურვილები ტელეფონით, ელფოსტით ან სოციალური ქსელით.

გმადლობთ და გისურვებთ წარმატებას !

გამომცემლობა „დიოგენე“ – თბილისი 0171, აფაქიძის ქ. 9

(სპორტის სასახლესთან)

ტელ. 221 33 21, 221 31 54

https://www.facebook.com/diogenepublishers

4

12ს

აბ

ავ

შვ

ო დ

სა

ყმ

აწ

ვილ

ლიტ

ერ

ატ

ურ

სე

რია

„დ

იო

გე

ნე

ბიბ

ლიო

თე

კა

.ge

18

20 22

24

2623

38

46

ორ

ჰა

ნ ფ

ამ

უქ

ის

იგ

ნე

ბი

სე

რია

„ამ

ერ

იკ

ელ

ებ

ი“

სტ

ივ

ენ

კინ

გის

იგ

ნე

ბი

ჯერ

ომ

სე

ლინ

ჯერ

ის

იგ

ნე

ბი

უც

ხო

ურ

პრ

ოზ

ქა

რთ

ვე

ლი

ვტ

ორ

ებ

სა

მე

ცნ

იე

რო

ა ს

ას

კო

ლო

ამ

ოც

ემ

ებ

მა

ლე

გა

მო

იც

ემ

ა. ა. მილნი ვინი ფუუჰი დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, სუპერი. 336 გვ.

„ვინი ფუუჰი“ საქვეყნოდ ცნობილი წიგნია. ეს წიგნი პირველად 1926 წელს გამოვიდა და გა-მოსვლისთანავე მოიპოვა ბავშვებისა და მათი მშობლების სიყვარული. წიგნის გამოცემიდან თითქმის 50 წლის შემდეგ ერნესტ შეპარდმა გააფერადა პირვანდელი შავ-თეთრი ნახატები, რათა ისინი კიდევ უფრო მიმზიდველი გაეხადა ბავშვებისათვის.

ძველი თარგმანისაგან განსხვავებით, რომელიც წიგნის არასრული რუსული ვარიანტიდან იყო შესრულებული, ახალი გამოცემა ორიგინალის ენიდან ითარგმნა და „ვინი ფუუჰის“ ორივე წიგნის სრულ ტექსტს შეიცავს.

სემ მაკბრეტნი, ანიტა ჯირემი აბა გამოიცანი, როგორ მიყვარხარ

დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 32 გვ. 4-7 წლის ბავშვებისთვის

ზოგჯერ, როცა ვინმე ძალიან, ძალიან გიყვარს, მთელი გულით გინდა გააგებინო, რა დიდია შენი სიყვარული. მაგრამ ციცქნა და დიდმა წაბლისფერმა ყურცქვიტებმა აღ-მოაჩინეს, რომ სიყვარულის გაზომვა არც ისე ადვილია.

ეს წიგნი თანამედროვე საბავშვო ლიტერატურაში მოვლენად იქცა. მსოფლიო მასშ-ტაბით წიგნის თვრამეტ მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა და უკვე თხუთმეტი წელია, რაც წაბლისფერი ყურცქვიტები მრავალი ქვეყნის ბავშვების საყვარელი გმირები არიან.

მარტა ალტესი არრა! დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, 32 გვ. 4-7 წლის ბავშვებისთვის

რაღას არ იგონებს პატარა ძაღლი, ოღონდ კი ოჯახის წევრებს თავი მოაწონოს! ცხადია, იმათაც გულით უნდა უყვარდეთ, მაგრამ ჩვენს ცუგას ერთი რამ მაინც ვერაფრით გაუგია...

„არრა!“ მარტა ალტესის პირველი წიგნია, რომელიც გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა. პატარა, მოუსვენარი ძაღლის ამბავი სკოლამდელი და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

.ge

ლარი29.90

ლარი9.90

ლარი4.90

4

საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა

გაბრიელ ვენსანი ერნესტი და სელესტინი პიკნიკზე მიდიან

დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ. 4-7 წლის ბავშვებისთვის

გაბრიელ ვენსანი ქუჩის მუსიკოსები

დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ. 4-7 წლის ბავშვებისთვის

„ერნესტი და სელესტინი პიკნიკზე მიდიან“ და „ქუჩის მუსიკოსები“ გაბრიელ ვენსანის სახელგანთქმული საბავშვო სერიის წიგნებია. მთავარი გმირები _ თაგუნია სელესტინი და დათვი ერნესტი მე-გობრები არიან. მათ თავს გადამხდარი მხიარული ამბები უკვე ათ-წლეულებია, სხვადასხვა ქვეყნის და თაობის ბავშვების საყვარელი საკითხავია. სერიის ილუსტრაციები კი საბავშვო წიგნის მხატვრობის კლასიკადაა აღიარებული. 2014 წელს ამ წიგნების მიხედვით გადაღე-ბული ანიმაციური ფილმი „ოსკარის“ ნომინანტი გახდა.

ბარბარა რაიდი კოტრიალა ლექსები დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაცი-ები, მაგარი ყდა, სუპერი, 32 გვ. 4-7 წლის ბავშვებისთვის

„კოტრიალა ლექსები“ ინგლისური საბავ-შვო პოეზიის კლასიკური ნიმუშების კრებულია. ქართულ ენაზე ნათარგმნი თოთხმეტი ლექსი დასურათებულია ცნობილი კანადელი მწერლისა და ილუსტრატორის _ ბარბარა რაიდის მიერ. ილუსტრირების მისეული მეთოდი უნიკალუ-რია: წიგნების დასასურათებლად იგი ფიგურებს პლასტილინისგან ძერწავს.

ვერნერ ჰოლცვართი, ვოლფ ერლბრუხი პატარა თხუნელას ამბავი, რომელსაც უნდოდა

გაეგო, ვინ უქნა თავზე დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ. 4-7 წლის

ბავშვებისთვის

„პატარა თხუნელას ამბავი“ მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული წიგნია. მასში მოთხრობილი უჩვეულო, ტრადიციული საბავშვო წიგნებისაგან განსხვავებული ისტო-რია და მოუსვენარი მთავარი გმირი ბავშვებს განსაკუთრებით ამხიარულებს.

ალის ბრიერ-აკე, სელია შოფრე პიერი და მთვარე დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 32 გვ. 4-7 წლის ბავშვებისთვის

„პიერი და მთვარე“ პატარა ბიჭის ამბავია, რომელსაც დედისთვის მსოფლიოში საუკეთესო საჩუქრის _ ნამგალა მთვარის მირთმევა განუზრახავს. ლექსის ფორმით მოთხრობილი ამბავი უჩვეულო ილუსტრაციებითაა გაფორმებული, რამაც განაპირობა წიგნის პოპულარობა როგორც პატარებში, ისე დიდებში.

ლარი9.90

ლარი9.90

ლარი10.90

ლარი7.90

ლარი10.90

5

სელმა მანდინი უთვალავი კოცნაფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ.

ეს საერთაშორისო ბესტსელერი ბევრ ქვეყანაში პატარების ერთ-ერ-თი ყველაზე საყვარელი წიგნია.

„როგორია კოცნა?“ _ კითხულობს ცნობისმოყვარე პატარა. „კოცნა ისეთი ნაზია, თითქოს ლოყაზე ბამბის ქულა გელამუნება“. „უთვალავი კოცნა“ კითხვებისა და პასუხებისგან შედგენილი წიგნია და განკუთვ-ნილია ბავშვებისთვის, რომლებიც დამოუკიდებლად კითხვას ჯერ ვერ ახერხებენ.

ბეკი ბლუმი, პასკალ ბიეი წიგნიერი მგელიდიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 28 გვ. 4-7 წლის ბავშვებისთვის

„ერთ პატარა, წყნარ დაბაში მგელი შეწანწალდა...“ საკბილოს ძებნაში მგელი ცხოველების ფერმას მიადგა და უცნაური რამ აღმოაჩინა: ცხოველებს მისი არა-თუ არ ეშინოდათ, აინუნშიც კი არ აგდებდნენ, რადგან ყველა წიგნის კითხვით იყო გართული. მგელმა გადაწყვიტა, რადაც უნდა დაჯდომოდა, კითხვა ესწავლა, რადგან არ უყვარდა, როცა ყურადღებას არავინ აქცევდა.

ეს არის მხიარული ისტორია იმის შესახებ, როგორ შეიყვარა ჯიუტმა მგელმა წიგ-ნი, გახდა ყველასთვის საყვარელი მეზღაპრე და ახალი მეგობრები შეიძინა.

თეა თოფურია გასაღვიძებელი ზღაპრებიია გიგოლაშვილის ილუსტრაციები, 168 გვ. 4-7 წლის ბავშვებისთვის

„ეს ზღაპრები იმათთვისაა, ვისაც ძილი უყვარს და ამის გამო სკოლაში უგ-ვიანდება. იკითხება დილაუთენია, ხმამაღლა და მკაფიოდ“. – ასე იწყება თეა თოფურიას ეს მხიარული კრებული, რომელიც 25 ზღაპრისაგან შედგება. თეა თოფურია 2012 წელს ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ნომინანტი იყო.

ლელა ცუცქირიძე გუდანდარას და გუდუ-გუდუს თავგადასავალითინა ჩხიკვიშვილის ილუსტრაციები, 44 გვ.

საინტერესო ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი სკოლამდელი და მცირე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი მხიარული ზღაპარია.

.ge

6

ლარი9.90

ლარი7.90

ლარი9.90

ლარი4.90

თეა თოფურია პარადიის არდადეგები დიდი ფორმატი, მაგარი ყდა, ია გიგოლაშვილის ილუსტრაციები, 76 გვ.

„პარადიის არდადეგები“ორი მოთხრობისგან შედგება. წიგნის სათაურად პირვე-ლი მოთხრობის სახელწოდებაა გამოტანილი. მეორე მოთხრობა _ „მოდრეიფე სოფელი“ _ პირველის გაგრძელებაა.

ეკი პატარა გოგონაა, რომლის მშობლებიც ბევრს მოგზაურობენ და მისთვის ვე-რასდროს იცლიან. მორიგი მოგზაურობისას ეკი დედ-მამასთან ერთად სასტუმ-რო „ჩექმებიან კატაში“ დაბინავდება, სადაც უცნაური ამბები ხდება. იმავე სასტუმ-როში ცხოვრობენ პარადიის მკვიდრები. ეს ქალაქი გეოგრაფიის არც ერთ წიგნში არ არის მოხსენიებული. გოგონას ახალი მეგობრები ჰყავს _ ნამცხვრების ცხობის დიდოსტატი მოლაპარაკე ძაღლი ფრედერიკი, გენერალი გაჩერდიარგაინძრე, კეთილი ორმოცფეხა და სხვა პარადიელები, რომლებთან ერთადაც თავს უჩვე-ულო ამბები გადახდება.

„მოდრეიფე სოფელში“ მოთხრობილია, როგორ აღმოაჩინეს გემ „წმინდა მარ-კოზის“ მეზღვაურებმა პარადია და როგორ დააარსეს მსოფლიოში ყველაზე უც-ნაური, გემებზე გაშენებული „მოდრეიფე სოფელი“. წიგნი სკოლამდელი და მცი-რე სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი.

მელაკუდას მაღაზია. ბარათების ნაკრები

თითოეული ბარათის ცალ მხარეს ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე საბავშვო პოეტის _ ვასილ გულეურის მხიარული ლექსია, მეორე მხარეს კი _ მხატვარ ია გი-გოლაშვილის მიერ შესრულებული ფერადი ილუსტრაცია. „მელაკუდას მაღაზია“ 3-6 წლის პატარებისთვისაა განკუთვნილი.

თეა ლომაძე წერილი ბოთლში ნანა სამანიშვილის ილუსტრაციები, 80 გვ. 7-12 წლის ბავშვებისთვის

მარიამი პატარა გოგონაა, რომელიც კოხტა ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს. ქალაქის მკვიდრთა ნაწილი მარიამის მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს, მეორე ნაწილი კი ენა-ზე, რომელიც გოგონამ არ იცის. ქალაქე-ლები ამაზე არ ნაღვლობენ და ერთმანეთ-თან საურთიერთოდ მესამე ენას იყენებენ, რომელიც ყველამ იცის. გოგონა მშვიდად ცხოვრობს მშობლებთან ერთად მანამ, სა-ნამ ქალაქში უცნაური ამბები არ დაიწყება…

თეა ლომაძე პალომა _ უცნაური მეფის ასულიფერადი, ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 152 გვ. 8-13 წლის ბავშვებისთვის

ბავშვობაში ყველა გოგონა ოცნებობს მეფის ასულობაზე, მაგრამ იციან მათ, რომ ყველა პრინცესა ერთნაირი არ არის? ზოგი მათგანი უცნაურია. უცნაურია იმიტომ, რომ ჩვეულებ-რივ გოგონას ჰგავს და სულ არ იქცევა ისე, მეფის ასულს რომ შეჰფერის. სწორედ ასეთია პატარა, ძალიან ლამაზი ქვეყნის მეფის ერთადერთი ასული _ პალომა. ჰოდა, ყველას რომ უკვირდა მისი საქციელი, მანაც სასახლიდან გაპარვა გადაწყვიტა. აი, ასე დაიწყო ყველაფე-რი. პალომას ბევრი რამ გადახდა თავს, მაგრამ კეთილი და მგრძნობიარე მეფის ასული არ შეცვლილა, პირიქით _ მან თავად შეცვალა ყველა, ვისაც შეხვდა. წიგნის ორენოვანი, ქარ-თულ-ინგლისური გამოცემა რუსუდან ფეტვიაშვილის ილუსტრაციებითაა გაფორმებული.

საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა

7

ლარი9.90

ლარი4.90

ლარი12.90

ლარი5.90

ასტრიდ ლინდგრენი პეპი გრძელწინდამაგარი ყდა, 340 გვ. 7-12 წლის ბავშვებისთვის. ინგრიდ ვანგ ნიმანის ილუსტრაციები

პეპი, ანუ პეპილოტა ვიქტუალია რულგარდინა _ კაპიტან ეფრაიმ გრძელწინდას, ზღვების ყოფილი რისხვისა და ზანგების ახლანდელი მეფის ქალიშვილი _ მთელი მსოფლიოს ბავშვების უსაყვარლესი გმირია. ავტორი დაუოკებელი ფანტაზიით მოგვითხრობს წითელ-თმიანი, ჭორფლიანი გოგონას და მისი მეგობრების ყოვლად უცნაური თავგადასავლების შესახებ.

ასტრიდ ლინდგრენი სახურავის ბინადარი კარლსონი მაგარი ყდა, 456 გვ. 7-12 წლის ბავშვებისთვის. ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები

„დიოგენე“ გთავაზობთ სახურავის ბინადარი კარლსონის _ ასტრიდ ლინდგრენის ამ განუმეორებელი გმირის მხიარულ ამბებს. ახალი გამოცემა ორიგინალის ილუსტრაციებითაა გაფორმებული, ტექსტი კი რედაქტირებულია წიგნის შვედურ დედანზე დაყრდნობით.

ასტრიდ ლინდგრენი ჩვენც სალტკროკელები ვართმაგარი ყდა, 272 გვ. 8-13 წლის ბავშვებისთვის. ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები

რამდენიმე წლის წინ, ივნისის ერთ მშვენიერ დღეს, კუნძულისკენ მო-აგარაკეების ოჯახი გაემგზავრა: მამა და ოთხი შვილი, გვარად მელ-კერსონები, სტოკჰოლმის მკვიდრნი. არც ერთი არ იყო სალტკროკაზე ნამყოფი და ამიტომაც მოუთმენლად ელოდნენ კუნძულის ნახვას. გა-ატარეს თუ არა მათ ზაფხული იმ ათასობით სტოკჰოლმელზე უფრო საინტერესოდ და მხიარულად, რომლებიც შხერებზე ისვენებენ ხოლ-მე? ძნელი სათქმელია, თუმცა მელკერსონების ოჯახი სწორედ ასე ფიქრობდა.

8

.ge

ლარი14.90

ლარი17.90

ლარი12.90

ასტრიდ ლინდგრენი ყაჩაღის ასული რონიამაგარი ყდა, 212 გვ. 7-12 წლის ბავშვებისთვის. ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები

ამ არაჩვეულებრივ საბავშვო წიგნში მოთხრობილია ყაჩაღის ასულ რონიას და ყაჩაღის ვაჟ ბირკის თავგა-დასავლებით აღსავსე ცხოვრება ტყეში, რასაც მოჰყვა მათი ოჯახების _ მანამდე მოსისხლე მტრების _ შერი-გება და დამეგობრება.

ასტრიდ ლინდგრენი ძმები ლომგულები

მაგარი ყდა, 232 გვ. 6-12 წლის ბავშვებისთვის.

ილონ ვიკლანდის ილუსტრაციები

საბავშვო ლიტერატურის კლასიკოსის ეს განსაკუთრე-ბული ზღაპარი ორი ძმის _ ჯონათანისა და სკორპას ურთიერთერთგულებისა და სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. წიგნში ყველაფერია, რაც საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებს უნდა ახასიათებდეს _ მეგობ-რობა და თავდადება, გმირები და საზარელი ურჩხუ-ლები, იდუმალი ჯადოსნური ქვეყნები და მარადიული ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის.

9

საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა

ლარი12.90

ლარი12.90

მიხაელ ენდე დაუსრულებელი ამბავი538 გვ. ორიგინალური გაფორმება, ფერადი შრიფტი, მაგარი ყდა, სუპერი

საბავშვო ლიტერატურის კლასიკოსის, მიხაელ ენდეს (1929-1995) „დაუსრულებელი ამბავი“ მწერლის ყველაზე ცნობი-ლი წიგნია. ფენტეზის ჟანრის ეს შედევრი ათობით ენაზეა ნათარგმნი, თუმცა ქართულად მხოლოდ ახლა გამოიცა. წიგნში ფანტასტიკური სახეების გასაოცარი მრავალფე-როვნების ფონზე განვითარებულია დრამატული სიუჟეტი, რომელიც სიმამაცეს, სიყვარულს, სიკეთეს ასწავლის ბავშ-ვებს და არა მხოლოდ მათ, – წიგნს არანაკლები ინტერესი-თა და ემოციით წაიკითხავენ უფროსებიც.

ჯინ ვებსტერი გრძელფეხება მამილო

416 გვ. ცნობილი ამერიკელი მწერლის, ჯინ ვებსტერის წიგნი „გრძელფეხება მამილო“ მოგვითხრობს ობოლი გოგონას ამბავს, რომელიც უცნობმა ქველმოქმედმა კოლეჯში გაგ-ზავნა. ამ კლასიკად ქცეულ ეპისტოლარულ რომანს დღემდე სიამოვნებით კითხულობენ სხვადასხვა ასაკის მკითხველები მთელ მსოფლიოში.

გამოცემა ორენოვანია – იგი ქართულ და ინგლისურ ტექს-ტებს აერთიანებს. წიგნს დართული აქვს ლექსიკონი, რომე-ლიც დაეხმარება მკითხველებს ინგლისური ტექსტის უკეთ გაგებასა და ენის სრულყოფაში.

10

.ge

ლარი25.00

ლარი9.90

სიუ ტაუნსენდი „ედრიან მოულის საიდუმლო

დღიური“ 292 გვ.

სიუ ტაუნსენდი 1946 წელს ინგლისში დაიბადა. 15 წლისამ სკოლა მიატოვა. მას მერე ბევრი საქმიანობა გამოიცვალა _ ხან ფაბრიკის მუშა იყო, ხანაც მაღაზიის გამყიდველი. 1982 წელს „ედრიან მოულის საიდუმლო დღიური“ გა-მოქვეყნდა და ავტორი მაშინვე ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მწერლად იქცა.

სიუ ტაუნსენდი არაერთი რომანისა და პიესის ავტორია, თუმცა კონან დოილისა და ა. ა. მილნის მსგავსად მისი მთელი შემოქმედება ერთმა პერსონაჟმა დაჩრდილა. ბრიტანეთში ედრიან მოული ისეთივე ცნობილი ვინმეა, როგორიც შერლოკ ჰოლმსი ან ვინი ფუუჰი.

მუსიკა _ საყმაწვილო ენციკლოპედია დიდი ფორმატი, ფერადი ილუსტრაციები, მაგარი ყდა, 96 გვ.

ამ ენციკლოპედიაში გაეცნობით მუსიკას, რო-გორც ხელოვნების უნივერსალურ დარგს; ბევრ რამეს შეიტყობთ კლასიკური, თანამედროვე და მსოფლიოს ხალხთა მუსიკის შესახებ; ნახავთ, რა ჟანრებად და მიმდინარეობებად იყოფა მუსიკა; ამო-იკითხავთ საინტერესო ცნობებს ინსტრუმენტული და საოპერო მუსიკის, საკრავებისა და მათი ისტორიის შესახებ.

მრავალფეროვანი ინფორმაციის შემცველი, ფოტო-ებითა და ნახატებით მდიდარი ეს ენციკლოპედია ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების მკითხველს და-აინტერესებს.

11

საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა

ლარი9.90

ლარი14.90

გამომცემლობა „დიოგენე“ წარმოგიდგენთ წიგნების სერიას სახელწოდებით „დიოგენეს ბიბლიოთეკა“. ამ სერიაში გაერთიანებულია მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურა. „დიოგენეს ბიბლიოთეკის“ ავტორთა და ნაწარ-მოებთა დიდი ნაწილი პირველად გამოიცემა ქართულ ენაზე. სერიაში ბევრ ისეთ წიგნს შეხვდებით, რომლებსაც კრიტიკოსები აღმატებითი ეპითეტებით ახასიათებენ: ლეგენდარული, ეპოქალური, უმნიშვნელოვანესი... ჩვენ კი ასე ვიტყოდით _ ძალიან კარგი წიგნები, რომლებსაც ნამდვილი მკითხველი დიდხანს ელოდა.

2012 წელს „დიოგენეს ბიბლიოთეკას“, როგორც წლის საუკეთესო სერიას, ლიტერატურული პრემია „გალა“ მიენიჭა.

სემუელ ბეკეტი „მოლოი“ 296 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ

სემუელ ბეკეტს (1906-1989) ხან უკანასკნელ მოდერნისტად მოიხსე-ნიებენ, ხანაც პირველ პოსტმოდერნისტად. ნებისმიერ შემთხვევაში, ბეკეტი _ ჯეიმზ ჯოისთან ერთად _ მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნე-ლოვანი ირლანდიელი მწერალია.

„მოლოი“ _ ბეკეტის ერთ-ერთი საუკეთესო რომანი _ ფრანგულად დაიწერა და 1951 წელს გამოიცა. რამდენიმე წლის შემდეგ პატრიკ ბოულზმა, ავტორთან ერთად, წიგნი ინგლისურად თარგმნა. რომანი ორ ნაწილადაა გაყოფილი და ორი პერსონაჟის, მოლოისა და ჟაკ მორანის მონათხრობისაგან შედგება.

რადიარდ კიპლინგი კიმი 442 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ პატარა, ობოლი კიმბოლ ო’ჰარა _ მეტსახელად „ქვეყნიერების ძმაბიჭი“ _ ინდოეთის ქალაქ ლაჰორში ცხოვრობს. იქაური ბაზრის ბიჭბუჭობაში არც გამოირჩევა, შავტუხაა და მეტწილად ადგილობრივ კილოკავზე უქცევს, თუმცა თეთრკანიანია _ ირლანდიელ ფეხოსანთა ლეგიონის მედროშის შვილი. კიმი ტიბეტელ ლამას უმეგობრდება და მასთან ერთად გასწევს სახეტიალოდ. მალე კი გამჭრიახი და ენამოს-წრებული პატარა ბიჭი „დიდი თამაშის“ მონაწილე ხდება, თამაშისა, რომელშიც ჩაბმულები არიან ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური და რუსეთის იმპერიის ჯაშუშები. „კიმი“ თაღლითური და ჯაშუშური რომანის ნაზავია. ეს წიგნი 1901 წელს გამოიცა და ლიტერატურის დარგში პირველი ინგლისელი ნო-ბელიანტის, რადიარდ კიპლინგის (1865-1936) საუკეთესო რომანად ითვლება.

.ge

12

ლარი9.90

ლარი11.90

ჯონ ბენვილი ზღვა 226 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ თანამედროვე ირლანდიურ ლიტერატურაში ჯონ ბენვილის (1945) სახელი გამორ-ჩეულია. მის დახვეწილ, სტილისტურად უნაკლო პროზას ხშირად ვლადიმირ ნა-ბოკოვისას ადარებენ. ბენვილი არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია, მათ შორის ბუკერის პრემიის, რომელიც მწერალს 2005 წელს მიენიჭა რომანის-თვის „ზღვა“. „ზღვა“ ხანში შესული მაქს მორდენის მონათხრობია, რომელიც მეუღლის გარ-დაცვალების შემდეგ ზღვისპირა სოფელში ჩადის. იგი იხსენებს ბავშვობაში ამ ადგილას გატარებულ ზაფხულს, როცა გრეისების ოჯახი გაიცნო _ ადამიანები, რომლებმაც მის მეხსიერებაში წარუშლელი კვალი დატოვეს.

გ. კ. ჩესტერტონი მოთხრობები მამა ბრაუნზე398 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ

ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსი გ. კ. ჩესტერტონი (1874-1936) უამრავი ლექსის, მოთხრობის, რომანისა და ესეს ავტორია, თუმცა, პირველ რიგში, მაინც მამა ბრაუნის შესახებ შექმნილი მოთხრობებითაა ცნობილი. ამ მოთხრობებში ყოველთვის არის დამნაშავე, რომლის მხილებასაც ჩია, მორიდებული კათოლიკე მღვდელი ცდილობს. ბრიტანეთში მამა ბრაუნი პოპულარობით ლეგენდარულ ბეიკერ- სტრიტელ დეტექტივსაც კი უწევს მეტოქეობას. ჩესტერტონი _ კლასიკად ქცეული სენტენციებისა და თხრობის ბრწყინვალე სტილის წყალობით _ არა მხო-ლოდ დეტექტიური ჟანრის მოყვარულებს იზიდავს.

რომენ გარი თეთრი ძაღლი 304 გვ. ფრანგულიდან თარგმნა მერაბ ფიფიამ რომენ გარი ცნობილი ფრანგი მწერლის, რეჟისორის, სამხედრო მფრინავისა და დიპლომატის, რომან კაცევის (1914-1980) ფსევდონიმია. გარი მეოცე საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში ყველაზე გახმაურებული და შთამბეჭდავი მისტიფი-კაციის ავტორია. იგი ერთადერთი მწერალია, ვისაც ორჯერ გადაეცა გონკურის პრემია, რომელიც _ წესის მიხედვით _ ავტორს მხოლოდ ერთხელ ენიჭება. მეორე გონკური მწერალს ემილ აჟარის ფსევდონიმით გამოცემული რომანისთვის ერგო. „თეთრი ძაღლი“ ავტობიოგრაფიული წიგნია. ეს არის ადამიანისა და ძაღლის ურთიერთობის ტრაგიკული ისტორია – რეალური ამბავი, როგორ ცდილობდა მწერალი ხელახლა გაეწვრთნა და ადამიანებისთვის უსაფრთხო არსებად ექცია პოლიციის მიერ საგანგებოდ შავკანიანებზე დაგეშილი ნაგაზი.

სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკა“

13

ლარი9.90

ლარი11.90

ლარი9.90

ჯულიან ბარნსი ფლობერის თუთიყუში 280 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ნინო ქაჯაიამ

„რატომ გვაქეზებს ნაწერი, რომ მწერალს ავედევნოთ? რატომ ვერ ვეშვებით? წიგნებს რატომ ვერ ვჯერდებით? ფლობერს უნდოდა, წიგნები გვეკმარა: სულ ერთი-ორი მწერალი თუ მოიძებნება, მასზე მეტად რომ სჯეროდეს ნაწერის ობიექტურობა და მწერლის პიროვნების უმნიშვ-ნელობა; თუმცა ჩვენ მაინც ვჯიუტობთ, თავს არ ვანებებთ.“ – ეს ჯეფრი ბრაითუეიტის, ხანში შესული ექიმისა და ფლო-ბერის შემოქმედების მოყვარული მკვლევრის სიტყვებია, რომელიც მთელი წიგნის მანძილზე გენიოსის ცხოვრების დეტალებს უღრმავდება და მათზე მსჯელობს.

პიტერ კერი ძარცვა

404 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ

ავსტრალიელმა მწერალმა პიტერ კერიმ (1943) იგივე მოახერხა, რაც თურქმა ორჰან ფამუქმა და სამხრეთაფ-რიკელმა ჯონ კუტზეემ _ თავისი ქვეყანა გეოგრაფიული პერიფერიიდან თანამედროვე ლიტერატურის ცენტრში გა-დაიტანა. ბუკერის პრემიის ორგზის ლაურეატი რომანისტის სახელს ნობელის პრემიის ყველაზე რეალურ და ღირსეულ კანდიდატებს შორის ხშირად ახსენებენ ხოლმე, რადგან, როგორც წესი, პიტერ კერის ყოველი ახალი წიგნი ინგლისუ-რენოვან ლიტერატურულ სამყაროში წლის მოვლენაა.

2006 წელს გამოქვეყნებული რომანი „ძარცვა“ ერთ დროს სახელგანთქმული ავ-სტრალიელი მხატვრის, მაიკლ ბო-უნის, მეტსახელად ბუჩერის, ამბავია. ყველასგან დავიწყებუ-ლი მაიკლი დღეებს მიყრუებულ სოფელში, აუტისტ ძმასთან ერთად ატარებს, სანამ მათ ცხოვრებაში ახალგაზრდა ქალი არ ჩნდება, რომელიც ყველაფერს ცვლის.

.ge

14

ლარი9.90

ლარი11.90

ჯონ ფაულზი კოლექციონერი 436 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ბერაძემ.

ჯონ ფაულზი 1926 წელს ინგლისში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემ-დეგ საზღვაო ქვეითად მსახურობდა, მოგვიანებით კი ოქსფორდში ფრან-გულს სწავლობდა. რამდენიმე წელი ფაულზმა საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე გაატარა, სადაც მასწავლებლად მუშაობდა. სწორედ ამ დროს დაიწყო წერაც.

„კოლექციონერი“ _ ახალგაზრდა მხატვრის, მირანდა გრეისა და მასზე შეყვარებული კლერკის, ფრედერიკ კლეგის შემზარავი ისტორია _ ფაულ-ზის პირველი გამოქვეყნებული რომანია. წიგნს დიდი წარმატება ხვდა. მწერალმა შეძლო, მასწავლებლობისთვის თავი გაენებებინა და მთელი დრო ლიტერატურისთვის დაეთმო. იგი ინგლისის სამხრეთით, პროვინ-ციულ ქალაქში დასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. ჯონ ფაულზი _ მეოცე საუკუნის ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსი _ 2005 წელს გარდაიცვალა.

პოლ ოსტერი, ჯ. მ. კუტზეე აქ და ახლა წერილები (2008-2011) 332 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ირმა ტაველიძემ და ქეთი ქანთარიამ

მართალია, ერთმანეთის ნაწერებს წლების განმავლობაში კითხულობდ-ნენ, ურთიერთობა კი 2005 წლიდან აქვთ, მაგრამ პოლ ოსტერი და ჯონ მაქსველ კუტზეე ერთმანეთს მხოლოდ 2008 წელს შეხვდნენ. შეხვედრიდან ძალიან მალე კუტზეემ ოსტერს წერილი მისწერა, რომელშიც თანამშრომ-ლობას სთავაზობდა. მისმა წინადადებამ ოსტერი დააინტერესა. საპასუხო წერილში მან კუტზეეს მათთვის საინტერესო თემებზე ხანგრძლივი დი-ალოგის წამოწყება შესთავაზა. ასე გაჩნდა ის მიმოწერა, რომელიც ამ წიგნ-შია წარმოდგენილი.

ჰენრი მილერი კირჩხიბის ტროპიკი 420 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ ჯაფარიძემ

„კირჩხიბის ტროპიკი“, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიკული და თამამი მწერლის, ჰენრი მილერის (1891 - 1980) სკანდალური რომანი, მისი სხვა წიგნების მსგავსად, დიდწილად ავტობიოგრაფიულია. რომანი გასული საუკუნის 30-იან წლებში პარიზში მცხოვრები, უფულობითა და შიმშილით გატანჯული ავტორის მონოლოგია.

წიგნი პირველად 1934 წელს პარიზში გამოიცა და მილერის თანამედროვეთა _ მათ შორის სემუელ ბეკეტისა და ჯორჯ ორუელის _ დიდი მოწონება დაიმსახუ-რა. პორნოგრაფიულობასა და ამორალურობაში ბრალდების გამო მწერლის რომანები მის სამშობლოში კარგა ხანს აკრძალული იყო.

სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკა“

15

ლარი11.90

ლარი9.90

ლარი11.90

ჯ. მ. კუტზეე სირცხვილი 300 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ბერაძემ

ჯონ მაქსველ კუტზეე (1940) თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი რომანისტია. მწერალი ბუკერის პრემიის ისტორიაში პირველი ავტორია, რომელსაც ეს ჯილდო ორჯერ გადასცეს. მეორე ბუკერი კუტზეეს სწორედ 1999 წელს გამოქვეყნებულ რომან „სირცხ-ვილისთვის“ მიენიჭა. 2003 წელს კი მწერალი ნობელის პრე-მიის ლაურეატი გახდა.

წიგნის მთავარი გმირი კეიპტაუნის უნივერსიტეტის პრო-ფესორი დევიდ ლურია, რომლის ცხოვრებაც თავდაყირა დგება მას შემდეგ, რაც სტუდენტ გოგონასთან მისი სასიყვა-რულო ურთიერთობის ამბავი მჟღავნდება.

ედით უორტონი უმანკოების ხანა 428 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა

ედით უორტონი დაიბადა 1862 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ უძველეს და უმდიდრეს ოჯახში. განათლება ჯერ აშშ-ში მიიღო, შემდეგ კი საზღვარგარეთ. არის მრავალი რომანისა და მოთხრობის ავტორი. გარდაიცვალა საფრანგეთში 1937 წელს.

ედით უორტონი პირველი მწერალი ქალია, რომელსაც პუ-ლიცერის პრემია მიანიჭეს რომან „უმანკოების ხანისათვის“.

„უმანკოების ხანა“ ძველი ნიუ-იორკის ცხოვრების ამსახ-ველი რომანია. მწერალი ხატოვნად აცოცხლებს გაზით გა-ნათებულ ქუჩებს, სასახლეებში გამართულ მეჯლისებსა და საზოგადოებას, რომლის წევრებიც „სკანდალს ავადმყოფო-ბაზე მეტად უფრთხიან“. ასეთია ნიულენდ არჩერისა და მისი საცოლის, მეი უელანდის სამყარო. მაგრამ უეცრად, დიდი ხნის შემდეგ, ნიუ-იორკში ბრუნდება უცნაური, ყველასგან განსხვავებული გრაფინია ელენ ოლენსკა და არჩერის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

.ge

16

ლარი9.90

ლარი11.90

უილიამ ფოლკნერი დროშები მტვერში 548 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ

„დროშები მტვერში“ უილიამ ფოლკნერის (1897-1962) რომანებიდან პირველია, რომლის მოქმედებაც მწერლის მიერ გამოგონილ „იოკნაპატოფას ოლქში“ ხდება. 1929 წელს გამოქვეყნებულ წიგნს _ გამომცემლის დაჟინებით _ „სარ-ტორისი“ დაერქვა, რომანის ტექსტი კი მნიშვნელოვნად შემოკლდა. „დროშები მტვერში“ _ ავტორისეული სახელწოდებით და სრულად _ მხოლოდ ფოლკნე-რის გარდაცვალებიდან 11 წლის შემდეგ _ 1973-ში გამოიცა.

ეს არის მდიდარი სამხრეთული ოჯახის დრამატული ისტორია, რომელიც პირ-ველი მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ვითარდება.

ამ თარგმანისათვის ზაზა ჭილაძეს 2013 წელს პრემია „საბა“ გადაეცა.

პ. გ. ვუდჰაუსი დაიკიდე, ჯივზ! 272 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

იუმორისტული ლიტერატურის კლასიკოსი პელემ გრენვილ ვუდჰაუსი (1881-1975) ინ-გლისის ქალაქ გილფორდში დაიბადა. კოლეჯში სწავლისას ადგილობრივ ჟურნალსაც რედაქტორობდა და ჩინებული მოკრივეც იყო. სწავლის დამთავრე-ბის მერე ბანკში მუშაობდა, თავისუფალ დროს კი წერდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ვუდჰაუსს _ უკვე სახელგანთქმულ მწერალს _ ბრალი კოლაბორაციონიზმ-ში დასდეს. ბრიტანულ პრესაში დღემდე ქვეყნდება სტატიები, რომლებშიც მწერ-ლის ბიოგრაფიის ამ საჩოთირო დეტალს უტრიალებენ. ომის შემდეგ ვუდჰაუსი შეერთებულ შტატებში გადასახლდა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.

ვუდჰაუსი ათობით წიგნის ავტორია, თუმცა რომანებისა და მოთხრობების სერია ჯივზისა და ვუსტერის შესახებ მათ შორის ყველაზე ცნობილია. ინგლისელი არის-ტოკრატი ბერტი ვუსტერი და მისი გამჭრიახი კამერდინერი ჯივზი მსოფლიო ლი-ტერატურაში ისევე ცნობილები არიან, როგორც ჰოლმსი და უოტსონი. „დაიკიდე, ჯივზ!“ ამ სერიის ერთ-ერთი წიგნია.

პოლ ოსტერი მისნის ღამე 324 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ

სიდნი ორი, ამ წიგნის პროტაგონისტი, სიკვდილს სასწაულით გადაურჩა. თვეების შემდეგ ახალ ცხოვრებას ისე იწყებს, თითქოს ბურანშია _ და აი აქ ხვდები, რომ რეალობის განცდადაკარგულს, ფიზიკურად სრულიად გამოფიტულს, ქუჩაში ექიმის რჩევით ჯიუტად მოლასლასე ადამიანს რეალობა სულ სხვანაირად წარ-მოუდგება. ყველაფერი, რაც ცხოვრებაში მყარი, თავისთავად მისაღები, მკვიდ-რად ფესვგად-გმული ჩანს, მისთვის აუტანლად მძიმე და დიდია, ყველა როლი ცხოვრებაში _ განსაკუთრებული, მწერლის ხელობა კი _ ერთადერთი გასაღები, რომლის მეშვეობითაც ხელახლა შეძლებს რეალობაში შესვლას.

სერია „დიოგენეს ბიბლიოთეკა“

17

ლარი13.90

ლარი9.90

ლარი11.90

ორჰან ფამუქი უმანკოების მუზეუმი 712 გვ. თურქულიდან თარგმნა ეკატერინე ახვლედიანმა ორჰან ფამუქი პირველი თურქი რომანისტია, რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა. მწერალი 1952 წელს დაიბადა სტამბოლში. „რობერტ კოლეჯის“ დამთავრების შემდეგ არ-ქიტექტურას სწავლობდა, თუმცა საბოლოოდ სწავლას თავი ანება და გადაწყვიტა, მწერალი გამხდარიყო.

„უმანკოების მუზეუმი“ _ ფამუქის მერვე რომანი _ 2008 წელს გამოვიდა. 30 წლის ქემალისა და 18 წლის ფუსუნის სიყვარუ-ლის ისტორია ძირითადად 1970-80-იან წლებში ვითარდება. როგორც მწერლის თითქმის ყველა წიგნში, აქაც ერთ-ერთი მთავარი გმირი სტამბოლია _ ევროპული ყაიდის პროსპექტე-ბით და აზიური ქალაქის ჩიხებით, დიდებული მეჩეთებითა და ღარიბთა უბადრუკი უბნებით.

„უმანკოების მუზეუმის“ წერისას ფამუქი რეალურ მუზეუმსაც ქმნიდა _ ადგილს, სადაც რომანში აღწერილ სიყვარულის ისტორიასა და, ზოგადად, ეპოქასთან დაკავშირებულ ნივ-თებს გამოფენდა. მუზეუმი 2012 წელს გაიხსნა წიგნში აღწე-რილ სტამბოლის ერთ-ერთ უბან ჩუქურჯუმაში.

ორჰან ფამუქი ახალი ცხოვრება 352 გვ. თურქულიდან თარგმნა

თამარ ალფენიძემ

„ერთხელ ერთი წიგნი წავიკითხე, რომელმაც მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. სრულიად ჩავიძირე წიგნში, რომელიც ჩემს ამბავს ყვებოდა, თან ვერც გავიგე _ როგორ. შეიძლება, გავიგე კიდეც, მაგრამ დამავიწყდა _ მე ხომ სიკვდილს, უბე-დურებას, გამქრალ ნიშნებს შორის საკუთარი გზის პოვნას ვცდილობდი...“

„ახალი ცხოვრება“ ორჰან ფამუქის 1994 წელს გამოცემული რომანია. მწერალი გვთავაზობს მოგზაურობას მისთვის დამახასიათებელ ლაბირინთებში, საიდანაც თითოეული მკითხველი სიყვარულთან, პოლიტიკურ შეთქმულებებთან, ვნებასთან, სიბეცესთან, ახალი ცხოვრების მაძიებლებთან შეხვედრების შემდეგ სხვა ადამიანად უნდა დაბრუნდეს.

.ge

18

ლარი

ლარი11.90

19.90

ორჰან ფამუქი სტამბოლი 540 გვ. თურქულიდან თარგმნა თამარ ალფენიძემ

ორჰან ფამუქის „სტამბოლი _ მოგონებები და ქალაქი“ 2003 წელს გამოქვეყნდა. ეს ავტობიოგრაფიული წიგნი ცნობილი რომანისტის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება.

„ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც სვამს კითხვას თავის არსებობასთან, არსებობის არსთან, დაბადე-ბის ადგილისა და დროის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. რა აზრი დევს ნეტავ მაინცდამაინც მსოფლიოს ამ წერტილ-ში, დროის ამ მონაკვეთში ჩვენს მოვლინებაში? სამარ-თლიანია თუ არა, რომ ლატარიის ბილეთივით შემხვდა ეს ოჯახი, ქვეყანა, ქალაქი, რომელიც უნდა შემყვარებოდა და გულწრფელად შემიყვარდა კიდეც. ხანდახან თავს უბედუ-რად ვგრძნობ, რომ დავიბადე დაქუცმაცებული იმპერიის ნანგრევებსა და მტვერში, სიღარიბის და სევდისგან გახუნე-ბულ და დანგრეულ სტამბოლში _ ამ დროს კი შინაგანი ხმა მეუბნება, რომ გამიმართლა“.

ორჰან ფამუქი გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი174 გვ. თარგმნა ია ბერსენაძემ „გულუბრყვილო და სენტიმენტალური რომანისტი“ ორჰან ფამუქის 2010 წელს გამოცემული ესეების კრებულია. წიგნის ეპილოგში ფამუქი წერს: „მინდოდა, მკითხველისთვის ჩემი მწერლური გამოცდილე-ბა გამეზიარებინა _ რა მასწავლა რომანის ხელოვნებამ და რა ამიკრძალა, რასაც ხან ვეჯაჭვებოდი, ხან კი, პირიქით, თავიდან ვიშორებდი... როგორც ამ წიგნის მოცულობითაც ჩანს, ეს არ არის რომანის ისტორია, თუმცა ამ ლიტერატუ-რული ჟანრის უკეთ გასაგებად ვეცადე, მისი განვითარების ეტაპებიც მიმომეხილა. მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი მაინც სხვა რამ იყო: რა შთაბეჭდილებას ახდენს რომანი მკითხ-ველზე? როგორ მუშაობენ რომანისტები? და როგორ იქმნე-ბა ნაწარმოები? ჩემი გამოცდილება რომანის მწერლისა და რომანის მკითხველისა გადაჯაჭვულია. რომანის შესწავლის საუკეთესო გზა დიდი რომანების წაკითხვა და მათი შთაგო-ნებით რაიმე მსგავსის დაწერაა. ვფიქრობ, ნიცშე მართალი იყო, როცა ამბობდა: „სანამ ხელოვნებაზე საუბარს დაი-წყებთ, სცადეთ ხელოვნების ნიმუშის შექმნა“.

ორჰან ფამუქის წიგნები

19

ლარილარი13.90 9.90

გამომცემლობა „დიოგენეს“ სერია „ამერიკელები“ მეოცე საუკუნის მეორე ნა-ხევრისა და ოცდამეერთე საუკუნის ამერიკული ლიტერატურის 20 მნიშვნელოვან ტექსტს აერთიანებს. ეს არის წიგნები, რომელთა გარეშე ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურა. სერიის ყველა წიგნი ქართულად პირვე-ლად გამოიცემა.

ჯონათან საფრან ფოერი სრული გასხივოსნება 408 გვ. მაგარი ყდა, ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

25 წლის ჯონათან საფრან ფოერის (1977) ამერიკულ ლიტერატურაში გამოჩენა იმდენად

შთამბეჭდავი იყო, რომ მის შესახებ არათუ რიგითი კრიტიკოსები, პროზის დინჯი და სიტყ-

ვაძუნწი ოსტატებიც კი აღფრთოვანებით წერდნენ. 2002 წელს გამოქვეყნებულ სადებიუტო

რომან „სრულ გასხივოსნებას“ ჯონ აპდაიკმა „გამაოგნებელი წიგნი“ უწოდა.

ეს არის გამქრალი ებრაული დასახლება ტრახიმბროდის, ამ დასახლების საძებნად უკრა-

ინაში ჩასული ამერიკელისა და უხეირო ინგლისურით მოლაპარაკე მისი ოდესელი თარჯიმ-

ნის ისტორია, მოთხრობილი მეტად უცნაური და სასაცილო ენით.

ფილიპ როთი პორტნოის სინდრომი 340 გვ. მაგარი ყდა, ინგლისურიდან თარგმნა ქეთი ქანთარიამ

ამერიკული ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსი _ ფილიპ როთი (1933) არაერთი ბრწყინვა-

ლე რომანის ავტორია, თუმცა „პორტნოის სინდრომი“ მათ შორის ყველაზე ცნობილია. 1969

წელს გამოცემულმა წიგნმა ამერიკაში ისეთივე ვნებათაღელვა გამოიწვია, როგორიც თავის

დროზე ვლადიმირ ნაბოკოვის „ლოლიტამ“ და ჰენრი მილერის „კირჩხიბის ტროპიკმა“.

მთელი რომანი ფსიქოთერაპიის სეანსზე მყოფი ალექს პორტნოის გაბმული მონოლოგია,

რომელიც ბავშვობის მოგონებებით იწყება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო და თა-

მამი წიგნი მეოცე საუკუნის ამერიკულ ლიტერატურაში.

ჰანტერ ს. თომპსონი ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში 216 გვ. მაგარი ყდა, ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

ჰანტერ ს. თომპსონი 1937 წელს კენტაკის შტატის ქალაქ ლუისვილში დაიბადა. ვიდრე ლე-

გენდარულ „ზაფრა და გულისრევას“ დაწერდა, მოასწრო ძარცვაში თანამონაწილეობის

ბრალდებით სასჯელი მოეხადა, სამხედრო-საჰაერო ძალებში ემსახურა და თავისი გიჟური

რეპორტაჟებით შეექმნა გონზო-ჟურნალისტიკა _ სტილი, რომელიც აღწერილ მოვლენებში

ავტორის უშუალო მონაწილეობას, ამბის მძაფრი ემოციებით გადმოცემას და, შიგადაშიგ, ამ

ემოციების სინაღდის დასტურად არანორმატიული ლექსიკის მოშველიებას გულისხმობს.

„ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში“ თომპსონის ყველაზე ცნობილი რომანია. ეს არის

სხვადასხვა ჯურის ნარკოტიკებით _ „ამყვანებით, დამყვანებით, ამჭყივლებლებით, ამგდებ-

დამგდებლებითა თუ მასხარების მთელი გროვით“ გაბრუებული მთავარი გმირის _ რაულ

დიუკისა და მისი ადვოკატის ლას-ვეგასში ამერიკული ოცნების საძიებლად გამგზავრების

ამბავი.

.ge

20

ლარი14.90

ლარი14.90

ლარი12.90

უილიამ ბეროუზი ჯანქი 216 გვ. მაგარი ყდა, ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ

უილიამ ბეროუზი (1914-1997),

ჯეკ კერუაკთან და ალენ

გინზბერგთან ერთად, ბიტ-

მოძრაობის ერთ-ერთი

მთავარი ფიგურა და მეოცე

საუკუნის ამერიკული ლი-

ტერატურის მნიშვნელოვანი

წარმომადგენელია.

„ჯანქი“ ბეროუზის პირველი

გამოქვეყნებული რომანია.

ეს არის ავტობიოგრაფიული

ტექსტი _ ერთგვარი რეპორ-

ტაჟი, რომელშიც ნარკო-

დამოკიდებული ადამიანის

გამოცდილებაა აღწერილი.

წიგნი პირველად 1953 წელს

უილიამ ლის ფსევდონიმით

გამოიცა.

თომას პინჩონილოტ 49-ის გამოცხადება 224 გვ. მაგარი ყდა, ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

ჯერომ სელინჯერის შემდეგ თანამედროვე ამერიკულ ლიტერატურაში თომას პინჩონი ყველაზე ცნობილი განდეგილია. პინჩონის არცერთ წიგნს – ავტორის ნების შესაბამისად – არ ახლავს მისი ფოტო. უკვე წლებია, ჟურნალისტები უშედეგოდ ცდილობენ მისგან ინტერვიუს აღებას ან მის პირად ცხოვრება-ზე მეტ-ნაკლებად სანდო ინფორმაციის მოპოვებას. მწერლის შესახებ დანამდ-ვილებით ცნობილია, რომ 1937 წელს დაიბადა, მსახუ-რობდა სამხედრო ფლოტში, სწავლობდა კორნელის უნივერსიტეტში, მუშაობდა კომპანია „ბოინგში“, არის შვიდი რომანის ავტორი. „ლოტ 49-ის გამოცხადე-ბა“ – რომანი, რომელიც პოსტმოდერნისტული ლი-ტერატურის შედევრად ითვ-ლება და კალიფორნიელი დიასახლისის თავს გადამხ-დარი უცნაური ამბავია _ პინჩონის მეორე, 1966 წელს გამოცემული წიგნია.

სოლ ბელოუ ჰენდერსონი წვიმის მეფე 562 გვ. მაგარი ყდა ინგლისურიდან თარგმნა ლელა დუმბაძემ

სოლ ბელოუ (1915-2005)

უილიამ ფოლკნერის შემდეგ

უმნიშვნელოვანეს ამერი-

კელ რომანისტად ითვლება.

„ჰენდერსონი, წვიმის მეფე“ _ ნობელიანტი მწერლის

მეხუთე რომანი _ 1959 წელს

გამოიცა. წიგნის მთავარი

გმირი, ჯინ ჰენდერსონი კო-

ნექტიკუტელი მილიონერია,

რომელიც ერთ დღესაც გა-

დაწყვეტს, რომ ცხოვრებაში

რაღაცების შეცვლის დრო

დამდგარა და აფრიკაში

მიემგზავრება.

სოლ ბელოუს ეს წიგნი

მეოცე საუკუნის ასი საუკე-

თესო ინგლისურენოვანი

რომანის სიაშია შესული.

სილვია პლათი ზარხუფი296 გვ. მაგარი ყდა ინგლისურიდან თარგმნა ლელა სამნიაშვილმა

„ზარხუფი“ ამერიკელი პო-ეტის, სილვია პლათის (1932-1963) ყველაზე ცნობილი პროზაული ტექსტია. რომანი, რომელიც დიდწილად ავტო-ბიოგრაფიულია, 1963 წელს, ავტორის თვითმკვლელო-ბამდე ერთი თვით ადრე და-იბეჭდა ვიქტორია ლუკასის ფსევდონიმით.

ეს „ზარხუფის“ მეორე ქართული გამოცემაა. მი-უხედავად იმისა, რომ სერია „ამერიკელებში“ გაერთიანე-ბული ყველა სხვა წიგნი ქარ-თულად პირველად ითარგ-მნა, მაინც გადავწყვიტეთ, ეს რომანი _ გამონაკლისის სა-ხით _ ამ სერიით გამოგვეცა. მთავარი მიზეზი ისაა, რომ წიგნის პირველი ქართული გამოცემა მცირე ტირაჟით დაიბეჭდა და მკითხველთა დიდი ნაწილისთვის შეუმ-ჩნეველი დარჩა.

სერია „ამერიკელები“

21

ლარი12.90

ლარი12.90

ლარი16.90

ლარი12.90

სტივენ კინგი მიზერი 436 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ლალი გოგაძემ

ავტოავარიაში მოხვედრილ ცნობილ მწერალ პოლ შელდონს ყოფილი მედდა, ენი უილკსი გადაარჩენს. ენი შელდონის თაყვანისმცემელია. მას გონებადაკარგული პოლი თავისთან, გარე სამყაროსაგან მოწყვეტილ სახლში მიჰყავს. შელდონი მალევე ხვდება, რომ ტყვეობაშია. ქალი მწერლისგან რომანის დაწერას მოითხოვს. პოლ შელდონი თავს გრძნობს „ათას ერთი ღამის“ პერსონაჟად, რომელმაც სიცოცხლის შესანარჩუნებ-ლად ისტორიები უნდა შეთხზას.

ამ რომანის სათაურს ორმაგი მნიშვნელობა აქვს: ერთი მხრივ, მიზერი პოლ შელდონის წიგნის გმირის სახელია, მეორე მხრივ, ეს სიტყვა ინგლი-სურად ტანჯვას, უბედურებას, განსაცდელს ნიშნავს.

სტივენ კინგი მწვანე გზა 468 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ

რომანი „მწვანე გზა“ მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები პოლ ეჯკუმის - ციხის სიკვდილმისჯილთა ბლოკის ყოფილი ზედამხედველის მონათხრო-ბია, რომელიც ორმოცდაათი წლის წინათ მომხდარ ამბებს იხსენებს.

წიგნი 1996 წელს გამოქვეყნდა. ამავე წელს „მწვანე გზას“ ბრემ სტოკერის სახელობის პრემია მიენიჭა, როგორც საუკეთესო რომანს. 1999-ში წიგნის მიხედვით ცნობილი ფილმი გადაიღეს, რომელშიც მთავარი გმირის როლს ტომ ჰენკსი ასრულებს.

სტივენ კინგი წელიწადის დრონი 712 გვ. ინგლისურიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის (1947) „წელიწადის დრონი“ ოთხი მცი-რე რომანისაგან შედგენილი კრებულია, რომელიც პირველად 1982 წელს გამოქვეყნდა.

წიგნის ბოლოსიტყვაობაში კინგი აღნიშნავს: „...ბოლო დროს მხოლოდ ამას მეკითხებიან: „საშინელებების გარდა კიდევ რამეს წერთ თუ არა?“ ეს კრებული სწორედ ამ შეკითხვის პასუხია _ „რიტა ჰეიუორთი და გაქცევა შოუშენკის საპატიმროდან“, „ნიჭიერი მოწაფე“, „გვამი“ და „სუნთქვის მეთოდი“ განსხვავდება კინგის სხვა წიგნებისგან და ერთი ჟანრის ფარ-გლებს სცილდება. „წელიწადის დრონის“ ოთხი რომანიდან სამის მიხედ-ვით ცნობილი ფილმებია გადაღებული.

.ge

ლარი11.90

22

ლარი11.90

ლარი14.90

სტივენ კინგი ბნელი კოშკი 1 _ მსროლელი 294 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ნიკა სამუშიამ

ამერიკელი მწერლის სტივენ კინგის რვა წიგნისაგან შემდ-გარი სერია „ბნელი კოშკი“ ფენტეზის, სამეცნიერო ფან-ტასტიკის, ჰორორისა და ვესტერნის მოყვარულებისთვის გამორჩეული საკითხავია. „ბნელ კოშკში“ მოთხრობილია მსროლელ როლანდ დისქეინის თავგადასავალი. მისი მიზანია, იპოვოს ბნელი კოშკი _ ყველა სამყაროს შემა-კავშირებელი ღერძი, რომელიც სამყაროებს ნგრევისა და ქაოსისგან იცავს. თავად ავტორი ამ სერიას თავისი შემოქ-მედების მწვერვალს უწოდებს.

„მსროლელი“ სერიის პირველი წიგნია. მასში მკითხველი ეცნობა მთავარ გმირს, რომელსაც მეტოქის, ძლევამოსი-ლი ჯადოქრის, შავსამოსიანი კაცის შეპყრობა განუზრა-ხავს, რათა მისი დახმარებით ბნელ კოშკამდე მიაღწიოს.

„ბნელი კოშკის“ სერია მრავალ ენაზე ითარგმნა და მის მიხედვით ფილმის გადაღებაც იგეგმება.

სტივენ კინგი უძილობა 924 გვ. ინგლისურიდან თარგმნა

ხათუნა ბასილაშვილმა სტივენ კინგის (1947) რომანი „უძილობა“ პირველად 1994 წელს გამოქვეყნდა. რომანის მოქმედება გამოგონილ ქალაქ დერიში ვითარდება. მთავარი გმირი, რალფ რობერტსი უძი-ლობით იტანჯება. იგი სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, რათა დაძინება შეძლოს, თუმცა ვერაფრით ახერხებს. საბო-ლოოდ, რალფს უცნაური ხილვები ეწყება. იგი ხედავს იმას, რასაც ჩვეულებრივი ადამიანები ვერ ამჩნევენ.

„უძილობა“ სტივენ კინგის თრილერებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია და დღემდე ამ ჟანრის ბესტსელერების სი-აშია.

სტივენ კინგის წიგნები

23

ლარი15.90

ლარი9.90

ფრენი და ზუი 184 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

ჯერომ სელინჯერის „ფრენი და ზუი“ გლასების ოჯახის შე-სახებ შექმნილი მოთხრობების ციკლის ნაწილია. წიგნი 1961 წელს გამოიცა და ორ მოზრდილ მოთხრობას აერთიანებს. ფრენი და ზუი (და-ძმა), მათი უფროსი ძმების მსგავსად და დიდწილად მათი მეცადინეობით, ბავშვობიდან გამორჩე-ულები იყვნენ. მათ ვუნდერკინდებად მოიხსენიებდნენ. რთული ოჯახური ურთიერთობები, კონფლიქტი გარე სამ-ყაროსთან და საკუთარ თავთან წიგნის მთავარი თემებია. ზედმეტად მგრძნობიარე და გაუწონასწორებელ მთავარ გმირებს მწერალი განსაკუთრებული იუმორითა და სითბო-თი აღწერს.

კლდის პირზე, ჭვავის ყანაში... 220 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

უცხოენოვან წიგნებს შორის ცოტაა ისეთი, ქართულად რამ-დენჯერმე რომ ეთარგმნოთ. სელინჯერის „კლდის პირზე, ჭვავის ყანაში...“ ასეთი ბედნიერი გამონაკლისია. 1951 წელს გამოქვეყნებული რომანი პირველად ვახტანგ ჭელიძემ თარგმნა 60-იან წლებში (წიგნს „თამაში ჭვავის ყანაში“ ერ-ქვა), ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში კი გია ჭუმბურიძის თარგმანი გამოიცა. ძველ ვარიანტთან შედარებით ახალ თარგმანში მთავარი გმირის _ 17 წლის ჰოლდენ კოლფილ-დის მეტყველება (40-იანი წლების ამერიკული სლენგი) მეტადაა დაახლოებული სასაუბრო ენას და დიდწილად თა-ვისუფალია ევფემიზმებისგან.

.ge

24

ლარი7.90

ლარი7.90

ცხრა მოთხრობა 268 გვ.

ინგლისურიდან თარგმნეს ვახტანგ ჭელიძემ, თამარ ჯაფარიძემ და გია ბერაძემ

კრებულში შესულია მოთხრობები: „ბანანა-თევზის ამინდი“, „კონექტიკუტელი კუტი ძია“, „ესკიმოსებთან შებრძოლებამ-დე“, „კაცი, რომელიც იცინოდა“, „კანჯოში“, „ძღვნად ესმეს“, „ჩემი მწვანე თვალები და ლამაზი ტუჩები“, „დე დომიე-სმი-თის ცისფერი პერიოდი“, „ტედი“.

ჭერი ასწიეთ, დურგლებოსიმორი _ შესავალი 262 გვ. ინგლისურიდან თარგმნეს ვახტანგ ჭელიძემ და ლელა დუმბაძემ

წიგნი პირველად 1963 წელს გამოქვეყნდა. „ჭერი ასწიეთ, დურგლებო“ და „სიმორი _ შესავალი“ მჭიდრო კავშირ-შია სელინჯერის სხვა ორ წიგნთან: „ცხრა მოთხრობა-სა“ და „ფრენი და ზუისთან“.

„ჭერი ასწიეთ, დურგლებო“ პირველ პირში მოთხრობილი ამბავია. მთხრობელი ბადი გლასია, რომელიც აღწერს თა-ვის უჩვეულო ოჯახს და რთულ, თუმცა თბილ ურთიერთობას და-ძმებს შორის.

„სიმორი, შესავალი“ ასევე გლასების ოჯახზე მოგვითხრობს, კერძოდ _ უფროსი ძმის, სიმორის შესახებ. სელინჯერის სხვა წიგნის „ფრენისა და ზუის“ მსგავსად ძენ ბუდიზმისა და ინდური ფილოსოფიის თემა აქაც ერთ-ერთი მთავარია.

ჯერომ სელინჯერის წიგნები

25

ლარი7.90

ლარი7.90

პ. გ. ვუდჰაუსი ვუსტერთა გვარის ღირსება 214 გვ. ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ „ვუსტერთა გვარის ღირსება“ ინგლისელი მწერლის პელემ გრენვილ ვუდჰაუსის (1881-1975) რომანებისა და მოთხრობების სახელგანთქმული სერიის ნაწილია. ამ ისტორიების მთავარი გმირები ინგლისელი ჭკუამ-ხიარული არისტოკრატი ბერტი ვუსტერი და მისი ყოვლისმცოდნე, მუდამ აუღელვებელი მსახური ჯივზია.

„ვუსტერთა გვარის ღირსება“ ვუდჰაუსის მეორე რომანია, რომელიც ქართულად ითარგმნა. პირველის („დაიკიდე, ჯივზ!“) მსგავსად, ამ წიგნშიც ბრწყინვალე ინგლისური იუმორითაა მოთხრობილი მორიგ ხათაბალას გადაყრილი ბერტი ვუსტერისა და მხსნელად მოვლენილი ჯივზის ამბავი.

ზოია ფირზადი შევეგუებით522 გვ. სპარსულიდან თარგმნეს მზია ბურჯანაძემ და თეა შურღაიამ თანამედროვე ირანელი მწერალი ქალის, ზოია ფირზადის წიგნში გაერთიანებუ-ლია რომანი „შევეგუებით“ და მოთხრობები. აღსანიშნავია, რომ რომანი „შევეგუ-ებით“ ირანში გამოსვლისთანავე არნახულად პოპულარული გახდა და რვა წლის განმავლობაში ოცდაექვსჯერ დაიბეჭდა. მწერლის შემოქმედებაში ორი საკითხია წამყვანი: გენდერული (რომლის საინტერესო და ორიგინალურ გააზრებას გვთა-ვაზობს რომანი „შევეგუებით“) და სხვადასხვა კონფესიის თანაარსებობა ისლამურ რესპუბლიკაში (რომლის ღრმა და დელიკატურ ასახვასაც წარმოადგენს სამი მოთ-ხრობა საერთო სათაურით „აღდგომამდე ერთი დღე რჩება“).

წიგნი დეტალურად ხატავს თეირანსა და თეირანელების ყოფა-ცხოვრებას, ამ სა-ზოგადოებაში დამკვიდრებულ ჩვევებსა და მიღებულ ქცევებს.

ერნესტო ჩე გევარა მოტოციკლისტის დღიური 340 გვ. თარგმნა თამარ ლომიძემ

1952 წელს ლექციებითა და გამოცდებით გაბეზრებული სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი ერნესტო გევარა მეგობარ ალბერტო გრანადოსთან ერთად ტოვებს ბუ-ენოს-აირესს და სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობას იწყებს.

„მოტოციკლისტის დღიური“ სწორედ ამ მოგზაურობას აღწერს. ამ ჩანაწერების ავ-ტორი 23 წლისაა. მისთვის ჯერ არ შეურქმევიათ მეტსახელი „ჩე“, ჯერ კიდევ წინაა კუბის რევოლუცია და ფათერაკებით სავსე, ლეგენდარული ცხოვრება, რომლის გამოც ჩე გევარას მეოცე საუკუნის დონ კიხოტს უწოდებენ. ეს წიგნი მეოცნებე, სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობის ჟინით შეპყრობილი ახალგაზრდა მოგ-ზაურის დღიურია. 2004 წელს უოლტერ სალესმა „მოტოციკლისტის დღიურის“

მიხედვით ამავე სახელწოდების ცნობილი ფილმი გადაიღო.

.ge

26

ლარი9.90

ლარი14.90

ლარი9.90

ყურბან საიდი ალი და ნინო 272 გვ. გერმანულიდან თარგმნა მაია მირიანაშვილმა

რომანში მოთხრობილია აზერბაიჯანელი არისტოკრატული ჩამომავლობის ჭაბუკის

ალი შირვანშირისა და ქართველი თავადის ასულის ნინო ყიფიანის სიყვარულის ის-

ტორია, რომელიც პირველი მსოფლიო ომისა და რევოლუციის ფონზე ვითარდება.

წიგნი პირველად 1937 წელს გამოიცა ვენაში, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ გა-

რემოებათა წყალობით კვლავ აღმოჩნდა ყურადღების ცენტრში და ახლა მსოფლიო

ბესტსელერების სიაშია.

რომენ გარი ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება

230 გვ. ფრანგულიდან თარგმნა ლია დარაშვილმა

ნიკოლას სპარკსი გზა საკურთხევლისაკენ 212 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ხათუნა ბასილაშვილმა

თანამედროვე ამერიკელი მწერლის, ნიკოლას სპარკსის რომანი „გზა სა-

კურთხევლისაკენ“ პირველად 1999 წელს გამოქვეყნდა და გამოსვლისთანავე

ბესტსელერად იქცა. „წიგნი, რომელსაც დიდხანს ვერ დაივიწყებ“ – ასე ახასი-

ათებდა ამერიკული პრესა რომანს. რამდენიმე წლის შემდეგ წიგნის მიხედ-

ვით ფილმი გადაიღეს, რომელიც რომანზე არანაკლებ პოპულარულია.

„გზა საკურთხევლისაკენ“ ხანში შესული ლენდონ კარტერის მიერ მოთხრო-

ბილი ისტორიაა. იგი იხსენებს ორმოცი წლის წინანდელ ამბავს, რომელმაც

პატარა სამხრეთულ ქალაქში მცხოვრები ჩვიდმეტი წლის ბიჭის ცხოვრება

სამუდამოდ შეცვალა.

უცხოური პროზა

27

ლარი6.90

9.90ლარი

ლარი9.90

რომენ გარი ცნობილი ფრანგი მწერლის, რეჟისორის, სამხედრო მფრინავისა და დიპლომატის, რომან კაცევის (1914-1980) ფსევდონიმია. გარი მეოცე საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში ყველაზე გახმაურებული და შთამბეჭდავი მისტიფი-კაციის ავტორია. იგი ერთადერთი მწერალია, ვისაც ორჯერ გადაეცა გონკურის პრემია, რომელიც, წესის მიხედვით, ავტორს მხოლოდ ერთხელ ენიჭება. მეორე გონკური მწერალმა ემილ აჟარის ფსევდონიმით გამოცემული რომანისთვის მიიღო. „ამის იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება“ ხანში შესული ფრანგი ბიზნესმე-ნის, ჟაკ რენიესა და ოცდაორი წლის ბრაზილიელი გოგოს სიყვარულის ამბავია – სიყვარულის, რომელსაც, ერთი შეხედვით, მომავალი არ აქვს.

კენ კიზი ...გუგულის ბუდეზე სხვა

გადაფრინდა 410 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ

XX საუკუნის ლეგენდარული რომანი, რომლის მიხედვით

სახელგანთქმულმა მილოშ ფორმანმა 5 მთავარი „ოსკარის“

მფლობელი ფილმი გადაიღო.

პატრიკ ზიუსკინდი სუნამო 336 გვ. გერმანულიდან თარგმნეს ნატალია ნადირაშვილმა და ეკა რაისნერმა

„სუნამო“ პირველად 1985 წელს შვეიცარიაში გამოიცა.

წიგნი რამდენიმე ათეულ ენაზეა ნათარგმნი და თანა-

მედროვე გერმანულენოვან ლიტერატურაში ერთ-ერთი

ყველაზე ცნობილი რომანია.

მოქმედება მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთში ვითარ-

დება. ჟან-ბატისტ გრენუი – რომანის მთავარი გმირი,

უცნაური, ყველასგან გამორჩეული ადამიანია. იგი გამ-

ძაფრებული ყნოსვითაა დაჯილდოებული. მას შეუძლია

ისეთი სურნელიც კი შეიგრძნოს, რომელიც ჩვეულებრი-

ვი ადამიანისთვის შეუმჩნეველია და, შესაბამისად, არც

სახელი აქვს. ნებისმიერი არომატი მისთვის თანაბრად

საინტერესოა და გრენუიც მძაფრი ვნებით შეისწავლის

მათ. ეს არის სრულყოფილი სუნამოს შექმნისა და ძა-

ლაუფლების ვნებით შეპყრობილი გენიალური პარფი-

უმერის ისტორია, რომელიც, საბოლოოდ, სწორედ ამ

სრულყოფილების მსხვერპლი ხდება.

.ge

28

11.90ლარი

ლარი7.90

ჟან ჟენე ნოტრ-დამ-დე-ფლერი

480 გვ. ფრანგულიდან თარგმნა გიორგი კახაბერმა

„ნოტრ-დამ-დე-ფლერი“ (ყვავილების ღვთისმშობელი) ფრანგი მწერლის, პოეტისა და

დრამატურგის ჟან ჟენეს სადებიუტო რომანია. იგი პირველად 1943 წელს გამოქვეყნდა.

მარგინალი, შეშლილი, გენიოსი – ეს ჟენეს მიმართ ყველაზე ხშირად გამოყენებული

ეპითეტებია. ჟენეს ავტობიოგრაფიული წიგნი საპყრობილეში, მორიგი სასჯელის მოხ-

დისას დაიწერა. პერსონაჟების უმრავლესობას რეალური პროტოტიპები ჰყავს. ავტორი

პარიზელი კრიმინალებისა და ჰომოსექსუალების ცხოვრებას აღწერს. აქ ჟარგონს

დახვეწილი პოეტური შედარებები ცვლის, ინტიმური სცენების დეტალურ აღწერას კი –

ღრმა ფილოსოფიური რეფლექსია. ჟან ჟენეს შემოქმედების პირველ დამფასებლებს

შორის იყვნენ ჟან კოქტო და ჟან პოლ სარტრი.

მილან კუნდერა შეუცნობელი

222 გვ. ფრანგულიდან თარგმნა ნანა იაშვილმა

მილან კუნდერა – თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩეხი რომა-

ნისტი 1929 წელს ბრნოში დაიბადა. უნივერსიტეტში ჯერ ფილოსოფიას სწავლობ-

და, მოგვიანებით კი სწავლა კინოს ფაკულტეტზე განაგრძო. 1968 წელს კუნდერა

საბჭოთა ჯარების ჩეხოსლოვაკიაში შესვლის საწინააღმდეგო გამოსვლებში

მონაწილეობდა, რის გამოც მისი წიგნები ბიბლიოთეკებიდან ამოიღეს, თავად

მწერალს კი პუბლიკაცია აეკრძალა. 1979 წელს მილან კუნდერას ჩეხოსლოვა-

კიის მოქალაქეობა ჩამოართვეს. მას შემდეგ მწერალი საფრანგეთში ცხოვრობს.

90-იანი წლებიდან კუნდერა ფრანგულად წერს. 2000 წელს გამოქვეყნებული

„შეუცნობელი“ მწერლის ბოლო რომანია. წიგნი ემიგრანტების ყოფას ასახავს.

უცხოური პროზა

29

ლარი9.90

ლარი6.90

ჯულიან ბარნსიდასასრულის განცდა 210 გვ. ინგლისურიდან თარგმნა ზაზა ჭილაძემ

„დასასრულის განცდა“ ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჯულიან ბარნსის 2011

წელს გამოცემული რომანია. ამავე წელს ბარნსს წიგნისთვის ბუკერის პრემია

მიენიჭა.

ლონდონის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც ამბის მთხრობელი, ტონი უებსტერი და

მისი ორი მეგობარი სწავლობენ, ახალი მოსწავლე გადმოდის. ბიჭები მალევე

უმეგობრდებიან ედრიენ ფინს, რომელიც ყველასგან გამორჩეულია. სკოლის

დამთავრების შემდეგ ოთხივე საუკუნო მეგობრობის ფიცს დებს და თავის გზას

ადგება. წლების შემდეგ უკვე ხანში შესული ტონი უებსტერი მოულოდნელ

წერილს იღებს. წარსული, რომელშიც თითქოს ყველაფერი ნათელი იყო, ბევრ

უცნაურობას მალავს.

ლარი9.90

დანიელ პენაკი რომანივით საკითხავი 238 გვ. ფრანგულიდან თარგმნა ია ბერსენაძემ

ნატიფი ლიტერატურული გემოვნებით და დახვეწილი ფრანგული იუმო-

რით დაწერილი ამბავი იმაზე, რომელ ასაკში როგორ უნდა მივუდგეთ

ჩვენს შვილებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, რათა ის „უკურნებელი სენი“

შევყაროთ, რასაც ლიტერატურის და ზოგადად კითხვის სიყვარული

ჰქვია. ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს მეცნიერული ენით დაწერილი

მეთოდოლოგიაა. ეს „რომანივით საკითხავია“, რომელშიც თითოეული

ჩვენგანი აუცილებლად იპოვის საკუთარ თავს.

უმბერტო ეკო ვარდის სახელი 840 გვ. იტალიურიდან თარგმნა

ხათუნა ცხადაძემ

„ვარდის სახელი“ ცნობილი იტალიელი მწერლის,

სემიოლოგისა და შუა საუკუნეების მკვლევრის

– უმბერტო ეკოს პირველი რომანია. წიგნი 1980

წელს გამოქვეყნდა და პოსტმოდერნისტული ლი-

ტერატურის კლასიკად ითვლება. ეს არის ტექსტი,

რომელიც ისტორიული რომანივით მასშტაბური,

გოთიკური რომანივით პირქუში და დეტექტივივით

მძაფრია.

მოქმედება 1327 წელს იტალიის ჩრდილო-დასავ-

ლეთით მდებარე ბენედიქტელთა მონასტერში

ხდება. ფრანცისკელი ბერი უილიამ ბასკერვილელი

და მისი ყმაწვილი თანამგზავრი ადსო მონასტერში

მომხდარი საზარელი მკვლელობების გამოძიებას

ცდილობენ.

წიგნის ბოლოთქმაში უმბერტო ეკო დაწვრილებით

აღწერს წიგნის შექმნის ისტორიას, რომელიც თა-

ვად რომანზე არანაკლებ საინტერესოა.

30

.ge

ლარი15.90

ლარი6.90

ბორის ვიანი გულსაგლეჯი 246 გვ. ფრანგულიდან თარგმნა პაატა ჯავახიშვილმა

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი და საინტერესო შემოქ-

მედის – ბორის ვიანის „გულსაგლეჯი“ 1953 წელს გამოქვეყნდა და ომისშემდ-

გომ ფრანგულ ლიტერატურაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

„მათთვის, ვინც ინტელექტუალურ თავგადასავალს ეძებს“; „უთვისებო კაცი“ მკითხველისგან ისეთსავე

გაბედულებას ითხოვს, როგორსაც „მოსალოდნელი ხიფათი და სიძნელეები მსოფლიოს გარშემო

მოგზაურისგან“; „უკიდურესად ირონიული და ამასთან უტოპიური...“ – ასე აფასებდნენ რობერტ მუზი-

ლის ამ რომანს ავტორის თანამედროვენი. მუზილი თითქმის მთელი ცხოვრება მუშაობდა „უთვისებო

კაცზე“, რომელიც დაუმთავრებელი დარჩა. 1930-1940-იან წლებში ტექსტი ნაწილ-ნაწილ გამოქვეყნდა.

1952 წელს რომანი ორ ტომად გამოიცა და ფართო საზოგადოების ყურადღებაც ამის შემდეგ მიიპყრო.

„უთვისებო კაცის“ თარგმანისათვის მაია ბადრიძეს ლიტერატურული პრემია „გალა“ მიენიჭა.

31

უცხოური პროზა

უთვისებო კაცი (პირველი ტომი) 660 გვ.

უთვისებო კაცი (მეორე ტომი) 494 გვ.

გერმანულიდან თარგმნა მაია ბადრიძემ

ლარი19.90

ლარი19.90

ლარი4.90

ვახუშტი კოტეტიშვილიმოუკრეფავნი – ქართული სკაბრეზული ფოლკლორის ნიმუშები 110 გვ.

წიგნში შესულია ვახუშტი კოტეტიშ-ვილისა და თედო სახოკიას მიერ შეგროვებული მასალა: ლექსები, შაირები, გამოცანები, ანდაზები, ხა-ტოვანი სიტყვა-თქმანი.

დავით წერედიანი სვანური სიმღერების კვალდაკვალ

108 გვ.

წიგნი სვანური ფოლკლორის ნიმუშებს აერთიანებს. ახალი გამოცემა წლე-ბის წინ გამოსული კრებულის საფუძვლიანად გადამუშავებული და შევ-სებული ვარიანტია. წიგნს უძღვის დავით წერედიანის შესავალი წერილი: „სვანური ტექსტების უმეტესობა ლიროეპიკურია. წინამდებარე კრებულში, ჩემი სუბიექტური მიდრეკილებისდა მიხედვით, იმგვარი ნიმუშები ჭარბო-ბენ, სადაც ლირიკის ხმა უფრო მკაფიოდ ისმის...“

ვაჟა-ფშაველა გოგოთურ და აფშინა (ორენოვანი) 80 გვ.

წიგნში წარმოდგენი-ლია ვაჟა-ფშაველას ცნობილი პოემა „გო-გოთურ და აფშინა“ ქართულ და აზერბა-იჯანულ ენებზე. წიგნს უძღვის ცნობილი აღმოსავლეთმცოდ-ნის – ზეზვა მედუ-ლაშვილის წინათქმა და პოემის მთარ-გმნელის – ოქტაი ქაზუმოვის შესავალი წერილი, რომელშიც იგი განიხილავს ვაჟა-ფშაველას პოეზიას და მის თარგმნასთან დაკავშირებულ სირ-თულეებს.

ბათუ დანელია სიყვარული ბალასტია 236 გვ.

ამ ახალ კრებულში პოეტის მიერ ბოლო წლებში დაწერილი ლექსებია შესული.

32

.ge

4.90ლარი

ლარი4.90

ლარი3.90

ლარი7.90

მალხაზ ხარბედია მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან

256 გვ.

„მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან“ რამდენიმე ნა-წილისგან შედგება, აქაა ავტობიოგრაფიული ესეები, ბლოგები ლიტერატურაზე, მწვავე გამოხმაურებები მედიის, კულტურისა თუ პოლიტიკის საკითხებზე, მიმოხილვები (2008 წლის ომისადმი მიძღვნილი ორი დიდი მიმოხილვა, რომლებზე მუშაობის დროსაც აუარება თემაში და პუბლიკაციაში გავიხლართე), ლიტერატურუ-ლი ენტომოლოგია, ქალაქი და ალტერნატიული ქალაქი, ეკოლო-გია და ყოფითი ცხოვრება. ბლოგების დიდი ნაწილი რადიო „თა-ვისუფლების“ საიტზე გამოქვეყნდა, დანარჩენები კი სხვადასხვა ელექტრონული თუ ბეჭდური გამოცემისთვის დავწერე“.

მალხაზ ხარბედია

33

ქართველი ავტორები

ლარი7.90

ლია სტურუა რჩეული 496 გვ.

„ლია სტურუას ლექსებში განუწყვეტლივ უკრავს ვიოლინო, ოღონდ ეს ვიოლინო რომელიმე კონკრეტულ მუსიკალურ მელოდიას კი არ გა-მოსცემს, არამედ – ბუნებაში სტიქიურად არსებულ ხმებს, ფარშევანგის ყივილი იქნება ეს, ძაღლის წკავწკავი თუ ცხენის ჭიხვინი. ეს ხმები ჩვენს ყურადღებას იპყრობენ არა მარტო შესრულების სიზუსტითა და პირ-ველყოფილი სიცხოველით, რაც, თავისთავად, უკვე დიდი დამსახურე-ბაა პოეტისა, არამედ ამასთანავე „ბგერით პეიზაჟს“ ქმნიან, რომელიც, შეიძლება ითქვას, საფუძველია ლია სტურუას, ერთი შეხედვით დარ-ღვეული რიტმისა, მისი თავისუფალი ლექსისა, მაგრამ, პირადად მე, ამ ლექსის შინაგანი თავისუფლება მიმაჩნია უფრო მნიშვნელოვნად, ანუ – ადამიანი, რომელიც ამ ლექსში ცხოვრობს, კი არ ცხოვრობს, ამ ლექ-სშია გამომწყვდეული, როგორც ხაფანგში და რომელსაც მისი კუთვნი-ლი მიწა ოთხი ჟანგიანი ლურსმნითა აქვს ზურგზე მიჭედებული“.

ოთარ ჭილაძე

4.90ლარი

ლარი15.90

ზაალ სამადაშვილიავტოპორტრეტი წიგნების ფონზე 200 გვ.

ეს წიგნი მწერლის ბოლო წლების ჩანაწერებისაგან შედგება.

„მე ხომ იმ ადამიანებს, იმ სურათებს და იმ ხმებს ვიხსენებ, რომლებმაც დიდი

როლი შეასრულეს პიროვნების, სახელად „ზაალ სამადაშვილის“ ჩამოყალი-

ბებაში. მე ხან ვიღაცასავით ვწერ, ხან ვიღაცასავით ვლაპარაკობ, ხან ვიღაცა-

სავით ვიქცევი და მერე გონებას ვძაბავ, რომ დავადგინო – ვინ არის ის ვიღაც?

ჯონ ლენონი, ტომას ვულფი თუ მამაჩემი...“

დავით გაბუნია პიესები 136 გვ.

კრებულში გაერთიანებულია ოთხი პიესა: „რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება“, “HOLLAND HOLLAND”, „ლავინიას ყურები“, „თურქი ბიჭის, სეფიდეხ ნესინის ცხოვრება და აღსასრული“.

ირმა ტაველიძე აღმოსავლეთის გამოგონება

138 გვ.

ეს წიგნი ირმა ტაველიძის – მწერლის, მთარგმნელისა და დრამატურგის – მოთხრობების მეორე კრებულია.

კოტე ჯანდიერი კონკიას ღამე 324 გვ.

კრებულში შესულია მწერლის მიერ ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე შექ-მნილი ცხრა მოთხრობა – „სიტყვა და წიგნი“, „მაყვლიანი“, „საოჯახო ქრონიკა“, „ხანმოკლე შვებულება“, „დაპატიჟება კინოში“, „კონკიას ღამე“, „მატარებლები გვირაბში შედიან“, „განსხვავებული კალიბრის ვაზნა“ და „გლობალიზაცია“.

ჟანრულად და ფორმის თვალსაზრისით კრებული ძალზე მრავალფეროვანია. მას წინ უძღვის ესე ზეპირი სიტყვისა და დაწერილი წიგნის შესახებ. 2011 წელს ამ კრებულისათვის კოტე ჯანდიერს ლიტერატურული პრემია „საბა“ მიენიჭა.

34

.ge

ლარი7.90

ლარი7.90

ლარი7.90

მარინა ელბაქიძე გაცვლა 180 გვ.

ხუთი მოთხრობისაგან შემდგარ ამ წიგნს 2013 წელს საუკეთესო დე-ბიუტისათვის პრემია „საბა“ მიენიჭა.

გურამ მეგრელიშვილი მოდელი18/12 220 გვ.

თანამედროვე ქართუ-ლი პროზის მკითხველ-თათვის გურამ მეგ-რელიშვილის სახელი უკვე კარგად ნაცნობია. რომანში „მოდელი 18/12“ მწერალი მისთ-ვის ჩვეული მსუბუქი სტილით ხლართავს ნახევრად დეტექტიურ, ნახევრად ფანტასტი-კურ ისტორიას.

35

ქართველი ავტორები

მიშა ბახსოლიანი ყველას უყვარს მარი 124 გვ.

ამ სადებიუტო კრებულში თერთმეტი მოთხრობაა თავმოყრილი. მოთხრობებს ახალგაზრდა ავტორი ქართულ ლიტერატურულ საიტებზე „არყის ბიჭის“ ფსევ-დონიმით აქვეყნებდა, რამდენიმე მოთხრობა კი ლიტერატურულ პერიოდიკაში დაიბეჭდა. „ყველას უყვარს მარი“ წიგნში შესული ერთ-ერთი მოთხრობის სათა-ურია. ფრაგმენტულობა, დეტალებზე ყურადღების გამახვილება და შავი იუმორი მიშა ბახსოლიანის სტილის თავისებურებებია.

ლარი6.90

ლარი6.90

ლარი4.90

„ოსმალური მარში“ არის საფათერაკო რომანი მეცხრამეტე საუკუნის ტფილისზე. პერსონაჟების ნაწილი ერთ დროს ნამდვილად არსებული ადამიანებია, წიგნში აღწერილი ზოგიერთი ფაქტი კი მართლაც მოხდა. სპარსეთის შაჰის პირველ ცოლს, ვენაში რომ თვალი იმკურნალა, მუსიკალური ზარდახშებით გატაცებულ კონსულ რეზა ხანს, სათავგადასავლო წიგნებისა და ღამის ტფილისში ხეტიალის მოყვარულ ვიცე-გუბერნატორ ჩაიკოვსკის, ბერლინსა და პარიზში ნასტუდენტარ მეთორმეტე ჩინის კანცლიარისტ გიორგი ვახვახოვს, სხვებისგან უჩუმრად სტივენსონსა და კიპლინგს რომ თარგმნის, ბევრიც არაფერი აკავშირებთ, ვიდრე სტამბოლიდან ტფილისში არ ჩამოდის ცნობილი ტერორისტი მუსტაფა, მეტსახელად „ბრმა“. მთავარი ამბავიც აქ იწყება...

აბო იაშაღაშვილი, ოსმალური მარში 156 გვ.

6.90ლარი

გელა ჩქვანავა ჭიანჭველები 260 გვ.

კრებულში ბოლო წლების განმავლობაში დაწერილი 13 მოთხრობა შევიდა, რომლებიც ავტორმა საგულდაგულოდ შეარჩია და წიგნად აქცია. მოთხრობების ნაწილი სხვადას-ხვა დროს ლიტერატურულ პერიოდიკაში დაიბეჭდა, ნაწილს კი მკითხველი პირველად გაეცნობა.

36

.ge

ლარი

გელა ჩქვანავა არაერთი რომანისა და მოთხრობათა კრებულის ავტორია, რომელთა უმეტესობა სხვადასხვა ლიტერატურული პრემიითა და ჯილდოთია აღნიშნული, თუმცა, ამის მიუხედავად, ქართველი მკითხველისთვის მწერლის სახელი დღემდე ნაკლებად ცნობილია.

ვახტანგ მშვილდაძე ქუთაისელის ჩანაწერები

146 გვ.

წიგნის ავტორი, რომელიც ახლა საქართველოდან შორს ცხოვ-რობს, იშვიათი იუმორითა და დიდი სითბოთი იხსენებს მშობ-ლიურ ქალაქს, მის მკვიდრებს, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში თავს გადამხდარ ისტორიებს.

ამ წიგნის გაყიდვით მიღებულ თანხას ავტორი და გამომცემლობა „დიოგენე“ მთლიანად გადასცემენ

ქუთაისელ ბავშვს, საბა ციბაძეს სამკურნალოდ.

ბესო სოლომანაშვილი რეისი ლონდონი-ზუზუმბო 232 გვ.

ბესო სოლომანაშვილმა ამ კრებულში ოთხი მოთხრობა გააერთიანა: „რეისი ლონდონი-ზუზუმბო“, „ოთხიდან ოთხამდე 24 საათია“, „ალლი...ოოო?!“ და „კონტრაბანდისტები“. ეს უკანასკნელი ავტორის სავიზიტო ბა-რათია – მოთხრობა, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ქართულ ლიტერატურაში და მკითხველს ნამდვილი მწერლის გამოჩენა აუწყა.

ლარი3.90

ლარი5.90

6.90

Gela Chkvanava Toreadors 154 გვ. ინგლისურად თარგმნა ფ. ჯ. ჰილერმა

თუ გინდათ, რომ უცხოელ მეგობრებს თანამედროვე ქართული პროზა და საქართველოს უახლესი ისტორიის დრამატული მოვლე-ნები გააცნოთ, ეს წიგნი საუკეთესო არჩევანია.

ომი და მშვიდობიანი მოსახლეობა, ბრძოლა გადარჩენისთვის და ბედისწერის ლოგიკურობა – ეს ის თემებია, რომლებსაც გელა ჩქვანავა ყველა თავის ნაწარმოებში ოსტატურად ავითარებს.

37

ქართველი ავტორები

გელა ჩქვანავა ასე 124 გვ. რომანი „ასე“ ადამიანისხელა ვირთხების – ვადორინელების ქვეყანაში მოხვედრილი ორი გლეხის ამბავია. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში აღწერილი ქვეყანა და ისტორია თავიდან ბოლომდე მწერლის ფანტაზიის ნაყოფია, მკითხველს მონათ-ხრობის რეალურობის განცდა რომანის ბოლომდე არ ტოვებს.

გელა ჩქვანავა სოდგარენელი შ

204 გვ.

კრებული ოთხი მოზრდილი მოთხრობისაგან შედგება. „მონადი-რე“, „სოდგარენელი შ“, „აგარაკზე“ და „ნიკო“ გელა ჩქვანავას ძველი მოთხრობებისგან საგრძნობლად განსხვავდება. მთელი წიგნი სასპენსის ეფექტზეა აგებული. ძნელია განსაზღვრო, სად ხდება მოქმედება – აქ ზღაპრული და რეალური სამყარო ბუნებ-რივად იკვეთება, დრამატულ ეპიზოდებს კი ხშირად კომიკური სცენები ცვლის.

ლარი9.90

ლარი5.90

ლარი6.90

კარლ გუსტავ იუნგი ფსიქოლოგია და რელიგია, პასუხი იობს

324 გვ. გერმანულიდან თარგმნა მაია ბადრიძემ

წიგნში წარმოდგენილია ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ინტელექტუალის, კარლ გუსტავ იუნგის (1875- 1961) ორი ფუნდამენტური ნაშრომი, რომლებშიც იგი რელიგიაზე მსჯელობს. „ფსიქოლოგია და რელიგია“ იუნგის მიერ 1937 წელს წაკითხულ სამ ლექციას აერთიანებს. „პასუხი იობს“ მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში, 1952 წელს დაწერილი წიგნია. მკვლევართა ნაწილი ამ მცირე ზომის ტექსტს იუნგის ყვე-ლაზე მნიშვნელოვან წიგნად თვლის.

ჯორჯ ბელჩი, მაიკლ ბელჩირეკლამა და პრომოციაინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები856 გვ.

ეს ცნობილი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო, რომელიც მრავალ ენაზეა ნათარგმნი და მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყენებენ სასწავლო პროცესში, ქართულად პირველად გამოიცა. ავტორები დარგის ცნობილი სპეციალისტები არიან, მოღვაწეობენ სან-დიეგოს უნივერსიტეტში და სხვადასხვა კომპანიას კონსულტაციებსაც უწევენ, რაც წიგნის აგებულებასა და შინაარსზეც აისახა.

წიგნში განხილულია ძირითადი მარკეტინგული საშუალებების – რეკლამის, პირდაპირი მარკეტინგის, ინტერაქტიული მედიის, გაყიდვის პრომოციის, სა-ზოგადოებასთან ურთიერთობის, პერსონალური გაყიდვის – წარმართვის უახლესი მეთოდები. ყოველი თავი შეიცავს ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ხედვის, IMC ტექნოლოგიების, გლობალური და ეთიკური ხედ-ვის ჩანართებს. ამ ნაწილებში აღწერილია როგორც ბიზნესის, ისე რეკლამისა და პრომოციის სფეროში მოქმედი მსხვილი, საშუალო თუ მცირე კომპანიების მუშაობა; შესაძლებელი ხდება თეორიული დებულებების პრაქტიკაში გამოყე-ნების (თუ არგამოყენების) შედეგების აღქმა და გაანალიზება.

დენის ლ. უილკოქსი, გლენ ტ. კამერონი საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა 612 გვ.

მრავალმხრივი და თანამედროვე „საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრა-ტეგია და ტაქტიკა“ ეხმარება სტუდენტებს, ჩასწვდნენ ძირითად ცნებებს და დაეუფლონ მეთოდებს, რომლებიც საზოგადოებასთან ურთიერთობაში იხმარება თანამედროვე მსოფლიოში. მეცნიერულ ხედვაზე დაფუძნებული ეს გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ახალი ტექნოლოგიებისა და მედიის შემოქმედებითად გამოყენებას. წიგნი უაღრესად სასარგებლოა პრაქტიკოსი PR-მენეჯერებისთვისაც.

38

.ge

ლარი

ლარი55.00

ლარი39.90

11.90

გრეგორი მენქიუეკონომიკის პრინციპები

836 გვ.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, ჰარ-ვარდის უნივერსიტეტის პროფესორის ამ სახელმძღვანელოს ბოლო წლებში აქტიურად იყენებენ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებშიც. წიგნი მდიდარია გრაფიკებითა და სქემებით, ილუსტრაციებით, სტატი-ებით, სავარჯიშოებით, ცნებებითა და ტერმინებით, ახლავს გამოკითხვის პასუხები, გლოსარიუმი.

ჰენრი მ. ლევინი, პატრიკ ჯ. მაკივანი დანახარჯები – ეფექტიანობის ანალიზი 388 გვ.

შეზღუდული რესურსების პირობებში მაქსიმალურად ეფექტიანი საგანმა-ნათლებლო პოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება ჩვენს ქვეყანაში საჭირბოროტო საკითხია. ეს ნაშრომი სწორედ ამ საჭიროებას ეხმიანება და განკუთვნილია განათლების სფეროს სპეციალისტების, გადაწყვეტილებების მიმღებების, მკვლევრების, სტუდენტებისა და, ზოგადად, საზოგადოებრივი სფეროს პროგრამებისა თუ პროექტების შეფასებით დაინტერესებული ადამი-ანებისთვის. წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს მათ შედეგზე ორიენტირებული და გონივრული საგანმანათლებლო ინიციატივების დაგეგმვასა და შეფასებაში.

ქართული ენის სასკოლო განმარტებითი ლექსიკონი (ორ ტომად)

პირველი ტომი (ა-მ) 204 გვ.

მეორე ტომი (მ-ჰ) 180 გვ. სამაგიდო წიგნი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის!

პროფესიონალთა მიერ მომზადებულ ამ აკადემიურ გამოცემაში ასახულია სკოლაში შესას-წავლი საპროგრამო ლიტერატურული ტექსტების ლექსიკა და ფრაზეოლოგია. ლექსიკონი დაეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვაგვარი ლიტერატურული ტექსტების აღქმასა და გაგე-ბაში, გაუმდიდრებს მათ ლექსიკურ მარაგს და განუვითარებს მშობლიური ენის გრძნობასა და სიყვარულს. ლექსიკონი შეადგინა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინ-სტიტუტის უფროსმა მეცნიერმა თანამშრომელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა თამარ ბეროზაშვილმა. ლექსიკონის სამეცნიერო რედაქტორია ფილოლოგიურ მეცნიერება-თა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ არაბული.

39

სამეცნიერო და სასკოლო გამოცემები

ლარი45.00

ლარი9.90

ლარი5.00

ლარი5.00

„ვეფხისტყაოსანი“. ტექსტი და კომენტარები კომენტარებისა და ანალიტიკური გზამკვლევის ავტორი თამაზ ვასაძე 376 გვ.

„ვეფხისტყაოსნის“ ამ გამოცემის თავისებურება უპირველესად ის არის, რომ აქ ყოველ სტროფს უშუალოდ მოსდევს დღევანდელი მკითხველისთვის ძნელად გასაგები სიტყ-ვების და გამოთქმების, ფრაზების, სახეების, ქვეტექსტების განმარტება. გარდა ამისა, წიგნში ნაწარმოების ტექსტს ერთვის მისი ანალიზი; დეტალურად არის განხილული ეპიზოდები, პერსონაჟთა სახეები, ნაწარმოებში გამოკვეთილი პრობლემები, პოემის იდეური საყრდენები და ლაიტმოტივები.

„ვეფხისტყაოსნის“ ეს გამოცემა უკვე გახდა განსაკუთრებით პოპულარული პედაგო-გებს, უფროსკლასელებსა და აბიტურიენტებს შორის.

თამაზ ვასაძე

ქართული აგიოგრაფიული პროზა ლიტერატურის შემსწავლელთათვისტექსტები თანმდევი განმარტებებით, ანალიტიკური

გზამკვლევი. 136 გვ.

წიგნში ქართული აგიოგრაფიული ნაწარმოებების ტექსტები წარმოდგე-ნილია ახლებური ფორმით – მათი ენობრივი განმარტებები სქოლიოში ან გამოცალკევებულ ლექსიკონში კი არ არის მოცემული, არამედ შერწყმუ-ლია, ინტეგრირებულია თვით ტექსტებთან. ეს ახალგაზრდა მკითხველებს უთუოდ გაუადვილებს ძველი ქართული პროზის ნიმუშების აღქმას და გაგებას. ამავე მიზანს ემსახურება ინფორმაციულ-ანალიტიკური მასალაც, რომელიც აგიოგრაფიულ ნაწარმოებებს ახლავს.

ნინო შარაშენიძე ქართული ენის გრამატიკა. მორფოლოგია, სასკოლო კურსი

მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის160 გვ.

ნინო შარაშენიძე ქართული ენის გრამატიკა. სინტაქსი, სასკოლო კურსიმოსწავლეებისა და აბიტურიენტებისათვის. 184 გვ.

ბოლო წლებში საქართველოს სკოლებში გრამატიკისა და ლიტერატურის ინტეგრირებულმა სწავლებამ გამოიწვია ის, რომ მოსწავლეებმა საფუძლიანად არ იციან მშობლიური ენის გრამატიკა. ეს კი სერიოზულ პრობლემას უქმნის მათ წერითი და ზეპირი მეტყველების თვალსაზრისით, ხელს უშ-ლის უცხო ენის ათვისების პროცესში.

თანამედროვე მოთხოვნებმა განაპირობა ახალი ტიპის სა-ხელმძღვანელოს შექმნა, რომელიც ორი წიგნისაგან შედგე-ბა: მორფოლოგია და სინტაქსი. წიგნები იმგვარი სქემითაა შედგენილი, რომელიც მაქსიმალურად უწყობს ხელს მასა-ლის გაგებას, გააზრებას, ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებასა და თვითშემოწმებას.

40

.ge

ლარი

4.00ლარი

5.00ლარი

6.00ლარი

10.00

ალექსანდრე წერეთელი მათემატიკის ცნობარი – აბიტურიენტებისა და სკოლის მოსწავლეთათვის184 გვ.

მათემატიკის ცნობარი სიახლეა სასკოლო წიგნების ბაზრისათვის, პირველ რიგში იმით, რომ ქართულ ენაზე დაწერილი მსგავსი რესურსი მათემატიკაში არ მოიპოვება. წიგნი მოიცავს ალგებრის, გეომეტრიისა და ტრიგონომეტრიის ყველა ძირითად საკითხს. იგი აბიტურიენტებს დაეხ-მარება ცოდნის მობილიზებასა და სრულყოფაში, სკოლის მოსწავლეებს – თეორიული მასალის მოძიებასა და მოცემული საკითხის შესაბამისი ტიპური ამოცანების ამოხსნაში, მასწავლებლებს კი საშუალებას მისცემს, მოკლე დროში გაამეორებინონ მოსწავლეებს განვლილი მასალა. ცნო-ბარი მნიშვნელოვანია ზოგადი უნარების გამოცდისთვის მომზადების თვალსაზრისითაც. წიგნი მცირე ფორმატისაა, ამიტომ შეგიძლიათ, მუდ-მივად თან იქონიოთ იგი და ნაყოფიერად გამოიყენოთ ყოველი თავისუ-ფალი წუთი.

მაია ბლიაძე, გია ჭანტურია გეოგრაფია – საატესტატო გამოცდებისთვის (თეორიული საკითხები და ტესტები) 180 გვ.

წიგნში მოკლედ და ამომწურავადაა განხილული გეოგრაფიის საატესტატო გამოცდის პროგრამით გათვალისწინებული ყველა საკითხი, რომლებიც 4 კლასის (VIII-XI) მასალიდანაა ამოკრებილი. ამიტომ გამოცდისთვის ამ წიგ-ნით მომზადებისას მოსწავლეებს მნიშვნელოვნად დაეზოგებათ დრო და ენერგია. აქვეა წარმოდგენილი ტესტური დავალებების ნიმუშები მოსწავლის ცოდნის შესამოწმებლად და საატესტატო გამოცდისთვის მოსამზადებლად.

ნატა ახმეტელი, ბესიკ ლორთქიფანიძე, ნიკო მურღულია ისტორია _ საატესტატო გამოცდებისთვის (თეორიული საკითხები და ტესტები) 146 გვ.

ეს გამოცემა მოიცავს საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის როგორც საატესტატო, ისე ეროვნული გამოცდების ყველა პროგრამულ საკითხს და, შესაბამისად, ეხმარება მოსწავლეებს არა მხოლოდ საატესტატო, არამედ ეროვ-ნული გამოცდისთვის მომზადებაშიც. წიგნში მასალა იმდენად ლაკონურადაა წარმოდგენილი, რომ მას შეიძლება კონსპექტი ვუწოდოთ. კონსპექტი 70 პარაგ-რაფისგან შედგება. ტესტები შედგენილია საქართველოსა და მსოფლიოს ისტო-რიის XI და XII კლასების მინიმალური სტანდარტის შესაბამისად და უშუალოდ საატესტატო გამოცდის პროგრამას ასახავს. ეს ტესტები მასწავლებლებსაც გამოადგებათ შემაჯამებელი სამუშაოების ჩატარებისას. ისინი იმგვარადაა შედ-გენილი, რომ პედაგოგმა შესაბამისი თემატიკის (ყოველი 7 პარაგრაფის) გავ-ლის შემდეგ შეძლოს მოსწავლის ცოდნის შემოწმება. გარდა ამისა, მოსწავლეს დამოუკიდებლადაც შეუძლია იმუშაოს. ტესტებს თან ერთვის სწორი პასუხები.

41

სამეცნიერო და სასკოლო გამოცემები

5.00ლარი

6.00ლარი

6.00ლარი

ნატა ახმეტელი, ბესიკ ლორთქიფანიძე, ნიკო მურღულია ისტორია – ტესტები ეროვნული გამოცდისთვის 186 გვ.

ტესტები შედგენილია ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის პროგრამის მიხედვით. კრებული შეიცავს ტესტებს, რომლებიც, როგორც დავალებათა ტიპების, ისე შესაბამისი ქულების დარიცხვის სისტემის მიხედვით, ისტორიის ეროვნული გამოცდის ფორმატის ანალოგიურია.

თითოეული ტესტი სხვადასხვა ტიპის დავალებებისგან შედგება: კითხვები პასუხების მრავლობითი არჩევანით, ქრონოლოგიის განსაზღვრა, შეცდო-მების გასწორება, ვიზუალური და წერილობითი წყაროების, რუკის ანალიზი თანდართული კითხვებით, არგუმენტაცია. ამ კრებულით აბიტურიენტი დამო-უკიდებლად შეძლებს ეროვნული გამოცდების წინ საკუთარი ცოდნის მაქსი-მალურად გააქტიურებას და მობილიზებას.

ქეთევან ტატიშვილი, ზურაბ ბერია ფიზიკა – საატესტატო გამოცდებისთვის

(თეორიული საკითხები და ტესტები) 204 გვ. ფიზიკის დამხმარე სახელმძღვანელო 2013/2014 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდების პროგრამის მიხედვითაა შედგენილი. თეორიული მასალა წიგნშიძალიან მოკლედ, კონსპექტების სახითაა გადმოცემული. ტექსტში დასმული მკაფიო აქცენტები მაქსიმალურად უწყობს ხელს საკითხების გაგებას და გან-ვლილი მასალის მოკლე დროში გამეორებას, ასევე, ამოცანებსა და ტესტებში დასახული პრობლემების გადაჭრას.

კრებულში მოცემულია სხვადასხვა დონის ტესტები – მარტივი, საშუალო სირთუ-ლის და შედარებით რთული, რაც მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლო-ბებს ესადაგება. ამ წიგნის გამოყენება თავისუფლად შეუძლიათ იმ აბიტურიენ-ტებსაც, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე ფიზიკის ჩაბარებას გადაწყვეტენ.

ლამარა ბურდილაძე, დოდო ბარამიძე, ქეთევან მაღრაძე, ნანა სიხარულიძე, მარინე ბაგალიშვილი ბიოლოგია – საატესტატო გამოცდებისთვის (ტესტები და თეორიული საკითხები) 108 გვ.

კრებული შედგენილია მათთვის, ვინც 2013/2014 სასწავლო წელს გამოსაშვებ გამოცდას აბარებს ბიოლოგიაში. წიგნში შედის ტესტური კითხვები და ამოცა-ნები, რომლებიც ემსახურება საატესტატო გამოცდის პროგრამული საკითხების გამეორებას. ტესტების შინაარსი, ხასიათი და რაოდენობა ისეა შერჩეული, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს არა მარტო წინა წლებში შეძენილი ცოდ-ნის გააქტიურება, არამედ მასალის დამახსოვრება და გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვა. ამასთან ერთად, კრებულში იხილავთ გენეტიკის რთული საკითხების (რომლებიც განსაკუთრებით უჭირთ მოსწავ-ლეებს) მოკლე განმარტებებს და ინსტრუქციებს გენეტიკური ამოცანების ამოხ-სნისათვის. აქვე მოცემულია ტიპური ამოცანის ამოხსნის ნიმუშები და მასალა დამოუკიდებელი მუშაობისათვის.

42

.ge

9.00ლარი

6.00ლარი

4.00ლარი

ლელა მეტრეველი ქიმია – საატესტატო გამოცდებისთვის (თეორიული საკითხები და ტესტები) 196 გვ.

დამხმარე სახელმძღვანელო შედგენილია ახალი, 2013-2014 სასწავლო წლის პროგრამის შესაბამისად. მასში მოცემული თეორიული მასალის შესწავლა უზრუნველყოფს იმ მოცულობის ცოდნის მიღებას, რაც აუცილებელია გამოსაშ-ვები გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად. თეორიული მასალა და სხვა-დასხვა სირთულის ტესტები საგნის მომზადებაში დაეხმარება იმათ, ვისაც ადრე ნასწავლი მასალის გამეორება ესაჭიროება და, რაც მთავარია, იმათ, ვისაც გარკვეული მიზეზების გამო ქიმიის სასკოლო კურსი არ გაუვლია და მოკლე დროში უნდა აითვისოს მასალა.

ტესტური ამოცანები მრავალფეროვანია. წიგნი მდიდარ ვიზუალურ მასალას შეიცავს, რაც აღქმასა და ცოდნის შეძენას უწყობს ხელს.

ჟუჟუნა პეტრიაშვილი, ნელი მაისურაძექიმია – დამხმარე სახელმძღვანელო

უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისათვის

152 გვ.

წიგნში ამომწურავად გადმოცემულ თეორიულ მასალას თან ერთვის ტიპური ამოცანების ამოხსნის ნიმუშები და დამოუკიდებლად ამოსახსნელი ამოცა-ნები, აგრეთვე ტესტური დავალები. სახელმძღვანელო მოიცავს დამატებით მასალასაც, რომელიც აუცილებელია საატესტატო პროგრამით გათვალისწი-ნებული საკითხების სრულყოფილად გაგებისთვის.

ლია თევზაძე ქიმია – საატესტატო საგამოცდო საკითხები და ტესტები106 გვ.

სახელმძღვანელოში მოკლედაა განხილული ყველა ძირითადი თემა, რო-მელთა ცოდნაც სავალდებულოა ქიმიაში საატესტატო გამოცდის ჩასაბარებ-ლად. ყოველი თემის განხილვის შემდეგ, შეძენილი ცოდნის განმტკიცებისა და თვითშემოწმების მიზნით, მოცემულია შესაბამისი შინაარსის ტესტურ და-ვალებათა ნაკრები. დავალებათა პასუხებს წიგნშივე ნახავთ.

სახელმძღვანელო საშუალებას მოგცემთ, უმოკლეს დროში გაიმეოროთ პროგრამული საკითხები და წარმატებით გადალახოთ ქულათა ბარიერი გამოცდაზე.

43

სამეცნიერო და სასკოლო გამოცემები

6.00ლარი

4.00ლარი3.00

ლარი

ლელა მეტრეველი ქიმია 9.

ამოცანები და სავარჯიშოები

84 გვ.

44

.ge

5.00ლარი

6.00ლარი

საბუნებისმეტყველო საგნების, განსაკუთრებით, ფიზიკისა და ქიმიის ხარისხიანი სწავლა-სწავლებისათვის ამოცა-

ნებზე მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ინფორმაციის გაგებას, ცოდნის განმტკიცებას, შემოწმებას და, საბო-

ლოო ჯამში, საკითხის შესწავლას ამოცანებისა და სავარჯიშოების კრებულებით მუშაობა უზრუნველყოფს. დღეს

სასკოლო წიგნების ბაზარზე ამგვარი გამოცემების უკიდურესად მწირი არჩევანია. სწორედ ამიტომ შევადგინეთ

ფიზიკისა და ქიმიის ამოცანათა კრებულების სერიები. უახლოეს მომავალში იხილავთ სერიის ბოლო წიგნებს –

ქიმიის სავარჯიშოებისა და ამოცანების კრებულებს X და XI კლასებისათვის.

ქეთევან ტატიშვილი, ზურაბ ბერიაფიზიკის ამოცანათა კრებული 728 გვ.

ქეთევან ტატიშვილი, ზურაბ ბერია

ფიზიკის ამოცანათა კრებული 8

52 გვ.

ქეთევან ტატიშვილი, დავით გარუჩავა,

ალექსანდრე ღონღაძე ფიზიკის ამოცანათა

კრებული 944 გვ.

4.00

3.00ლარი

4.00ლარი

ლელა მეტრეველი

ქიმია 7-8. ამოცანები და სავარჯიშოები

136 გვ.

ლარი

ლამარა ბურდილაძე, მარინე ბაგალიშვილი

ტესტების კრებული ბიოლოგიაში აბიტურიენტთათვის

172 გვ.

45

სამეცნიერო და სასკოლო გამოცემები

5.00ლარი

ქეთევან ტატიშვილი, ზურაბ ბერია, დავით გარუჩავა, ალექსანდრე ღონღაძე

ფიზიკის ამოცანათა კრებული 10 84 გვ.

ქეთევან ტატიშვილი, ზურაბ ბერია, დავით გარუჩავა, ალექსანდრე ღონღაძე ფიზიკის ამოცანათა კრებული 1164 გვ.

3.00ლარი

3.00ლარი

თეიმურაზ ერქომაიშვილი, ლელა მეტრეველი, ლამარა ბურდილაძე, მარინა ბაგალიშვილი საატესტატო საგამოცდო ტესტები (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია)

კრებული შეიცავს 1000 ტესტურ ამოცანას. წიგნში მრავლა-დაა გამოყენებული გრაფიკები, სურათები და სქემები, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებს, გამოამჟღავნონ თავიანთი ცოდნა და უნარები.

ალექსანდრე წერეთელი, თამარ ჭელიძე, მანანა ხორავა, ბესიკ ლორთქიფანიძე,

რუსუდან კვიკვინია, ნინო იმნაძე საატესტატო საგამოცდო ტესტები

(მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია)

ინა ბარათაშვილი, ეკა გოგილაშვილი, ირინა ლორთქიფანიძე საატესტატო საგამოცდო ტესტები (უცხოური ენები)

კრებული შეიცავს 800 ტესტურ ამოცანას ინგლისურ და რუსულ ენებში. ტესტებზე მუშაობა მოსწავლეს ამ ენების ძირითადი გრამატიკული კატეგორიების გამეორებასა და წერითი მეტყველების უნარების თვითშემოწმებაში დაეხმარება.

კრებული განკუთვნილია აბიტურიენტებისათვის, რომლებიც ბიოლოგიაში ერთიანი ეროვ-ნული გამოცდისთვის ემზადებიან. მასალა ორი ტიპის დავალებებისაგან შედგება: 1-ლიდან 21-ე ტესტამდე თითოეული დავალება ერთ კონკრეტულ თემას ეხება და მის ამომწურავად გამეორებას ემსახურება, ხოლო 22-25-ე ტესტები ეროვნული გამოცდის ფორმატის ანალო-გიურია და მთელ პროგრამას მოიცავს. კრებული საშუალებას მოგცემთ, მოკლე დროში დამოუკიდებლად გაიმეოროთ ყველა საკითხი.

კრებული შეიცავს 1200 ტესტურ ამოცანას. თითოეული თემა განხილულია სხვადასხვა ჭრილ-ში, რაც მოსწავლეს საშუალებას აძლევს, საფუძვლიანად გაერკვეს კონკრეტულ საკითხებში.

1.00ლარი

1.00ლარი

1.00ლარი

46

.ge

პ. გ. ვუდჰაუსი ეგრე გააგრძელე, ჯივზ! ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

მარკ ბელასენი, ოლგა შავერნე აუტისტი ბავშვი სახელმძღვანელო მშობლებისათვის

როგორ შევამჩნიოთ აუტიზმის პირველი ნიშნები? როგორ და როდის უნდა დაისვას დიაგნოზი? როგორ შევამსუბუქოთ ის ყოველდღიური სიძნელეები, რომლებიც ყველასთ-ვის თავისებურია? მკურნალობისა და სწავლების რომელი მეთოდი ავირჩიოთ? რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებას მივცეთ უპირატესობა? რაში გამოიხატება პროგრესი?

ეს წიგნი სახელმძღვანელოა მშობლებისთვის და ეხება ამ და სხვა პრობლემებს, რომლებ-საც მშობლები და პროფესიონალები ყოველდღიურად აწყდებიან ბავშვის მოვლის, მკურნა-ლობისა და სწავლების დროს.

„ეგრე გააგრძელე, ჯივზ!“ პელემ გრენვილ ვუდჰაუსის (1881-1975) მოთხრობების კრებულია. ეს მოთხრობები ინგლისელი მწერლის ყველაზე ცნობილი გმირების – ჯივზისა და ვუსტე-რის შესახებ შექმნილი სერიის ნაწილია და მეოცე საუკუნის იუმორისტული ლიტერატურის კლასიკად ითვლება. კრებული ათ მოთხრობას აერთიანებს. როგორც ზოგადად ამ სერიის წიგნებში, აქაც მთხრო-ბელი დარდიმანდი ბერტი ვუსტერია, რომელიც დაუზარებლად ჰყვება თავს გადამხდარ ამ-ბებს. ვუსტერი ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რა ადვილად შეიძლება გაიჩარხოს ერთი შეხედვით ყოვლად უიმედო საქმე, როცა მსახურად ისეთი ჭკუის კოლოფი გყავს, როგორიც ჯივზია. ამ კრებულშივე შედის მოთხრობა, რომელშიც ამბავს თავად ჯივზი ყვება.

ბოჰუმილ ჰრაბალი ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს ჩეხურიდან თარგმნა სულხან მუხიგულაშვილმა

„ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ მეოცე საუკუნის დიდი ჩეხი მწერლის, ბოჰუმილ ჰრაბა-ლის (1914-1997) ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია. 1971 წელს დაწერილი რომანი ცენზურის მიერ კარგა ხანს იყო აკრძალული და მხოლოდ 1989 წელს გამოქვეყნდა (თუმცა არაოფიციალური გამოცემები მანამდეც არსებობდა).

იან დიტე ძალიან დაბალია. ამის გამო ხან თავში წაუთაქებენ ხოლმე, ხანაც პატარასავით უყვავებენ. ოფიციანტად მსახურობს და ამქვეყნად ორი რამ აღელვებს – ფული და გოგო-ები... „ვემსახურებოდი ინგლისის მეფეს“ მის თავს გადამხდარი ამბებია, რომლებსაც თავად ყვება – მთლად შესაშური სიმწყობრით ვერა, თუმცაღა მთელი მონდომებით. ეს ბოჰუმილ ჰრაბალის რომანის პირველი ქართული გამოცემაა, რომელიც მწერლის დაბა-დებიდან ასი წლისთავს ეძღვნება.

ორჰან ფამუქი სხვა ფერები 720 გვ. თარგმნა ხათუნა ბასილაშვილმა

„სხვა ფერები“ ორჰან ფამუქის ჩანაწერების კრებულია. ეს ჩანაწერები წლების მანძილზე, მწერლის რომანების პარალელურად იქმნებოდა. ისევე, როგორც ტექსტების ფორმა (ესე, სტატია, საჯარო გამოსვლა, ინტერვიუ, მოთხრობა...), მათი თემატიკაც განსხვავებულია: კულტურათა დაპირისპირება, ისტორია, პოლიტიკა, რელიგია, თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურა... ამ მასშტაბურ თემებზე მსჯელობა წიგნის მხოლოდ ნაწილია. აქვეა ჩანაწე-რები, რომლებიც ყოფით და, შესაძლოა, მკითხველისთვის უფრო საინტერესო ამბებს ეხება. მაგალითად, როგორ დაანება მწერალმა თავი მოწევას, ან რა ახირებები აქვს მაჯის საათებ-თან დაკავშირებით.

ლარი15.90

47

მალე გამოიცემა

ეს სპეციალური საზაფხულო დამხმარე სახელმძღვანელოები გამოცდილმა პედაგოგებმა შეადგინეს. წიგნები უთუოდ დააინტერესებს დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლებსა და მასწავლებლებს. მხიარული, გონებამახვილური, საინტერესო, ლამაზად გაფორმებული წიგნები დაეხმარება ბავშვებს, რომ დიდი ძალისხმევისა და დროის დახარჯვის გარეშე გაიმეორონ ყველა საკვანძო პროგრამული საკითხი მშობლიურ ენაში, მათემატიკაში, ბუნებისმეტყველებასა და სახვით ხელოვნებაში. ამავე დროს ბავშვები გაერთობიან, გაიფართოვებენ თვალსაწიერს და ბევრ ახალ რამესაც გაიგებენ.

9.00ლარი

10.00ლარი

გადავდივართ IV კლასში საზაფხულო წიგნი, 204 გვ.

გადავდივართ V კლასშისაზაფხულო წიგნი, 164 გვ.

უმბერტო ე კ ო პრაღის სასაფლაოიტალიურიდან თარგმნა ხათუნა ცხადაძემ

ოკულტისტები, სატანისტები, მასონები, რესპუბლიკელები, იეზუიტები, რევოლუციონერები, საფრანგეთის, იტალიის, პრუსიისა თუ რუსეთის საიდუმლო სამსახურები, ანტისემიტიზმის აფეთქებისა და ფაშისტური ისტერიის ზღვარზე მყოფი ევროპა, კონსპირაციული თეორიები, მსოფლიო შეთქმულების შიში... სრულიად დაუჯერებელი და ამავე დროს რეალურად არსებული პერსონაჟებით სავსე, წარ-მოუდგენელი ინტრიგებით ნაქარგი სიუჟეტი მოდუნების საშუალებას არ გაძლევს. რომანის ერთადერთი გამოგონილი პერსონაჟი სიმონინო სიმონინია. გამოგონილი, მაგრამ სინამდ-ვილეში ყველაზე ნამდვილი და „მარად ჩვენ შორის მყოფი“.

ჯოის კეროლ ოუტსზე (1938) საუბრისას, პირველ რიგში, ამ მწერლის შემოქმედებით ნაყოფი-ერებას ახსენებენ ხოლმე. თუმცა ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა წიგნების ხარისხი თითქ-მის არასდროს არის მათი რაოდენობის უკუპროპორციული – ორმოცდაათზე მეტი რომანის, მოთხრობებისა და ესეების ათობით კრებულის ავტორის ლიტერატურული ჯილდოების ნუსხა, მისი ბიბლიოგრაფიის მსგავსად, გრძელი და შთამბეჭდავია. რომანი „შავი წყალი“ 1992 წელს გამოქვეყნდა. მომდევნო წელს ამ წიგნისთვის ოუტსი პულიცერის პრემიაზე წარადგინეს. ამ მცირე რომანში დატრიალებული ამბავი ე.წ. „ჩაპაკვი-დიკის ინციდენტს“ ეხმიანება – 1969 წელს მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, როცა კუნძულ ჩაპაკვიდიკთან სენატორ ტედ კენედის მანქანა წყალში გადავარდა, სენატორის თანამგზავ-რი ახალგაზრდა ქალი კი დაიღუპა.

ვუდი ალენი თანამდევი მოვლენები ინგლისურიდან თარგმნა გია ჭუმბურიძემ

„თანამდევი მოვლენები“ ცნობილი ამერიკელი რეჟისორის, სცენარისტისა და მწერლის, ვუდი ალენის (1935) იუმორისტული კრებულია, რომელიც განსხვავებული ფორმისა და თემატიკის ჩვიდმეტი ტექსტისაგან შედგება. პროფესორ ნიდელმანის მოსაგონარს, მსჯელო-ბას ამოუცნობ მფრინავ ობიექტებზე, პლატონის დიალოგების სტილში დაწერილ საკუთარი თავის აპოლოგიას თუ გამოსაშვებ საღამოზე წარმოთქმულ სიტყვას ერთი რამ აერთიანებს – ყველა მათგანი ძალიან სასაცილოა.

ჯოის კეროლ ოუტსი შავი წყალი ინგლისურიდან თარგმნა მაია გოგოლაძემ

წ ი გ ნ ი ს მ ა ღ ა ზ ი ა

4 000 დასახელებაზე მეტი ქართული და უცხოური წიგნი

იშვიათი გამოცემები

ორიგინალი ილუსტრაციები, ხელნაკეთი სუვენირები, მაისურები

ფასდაკლების რეგულარული აქციები

დაგროვების ბარათი, რომელიც პირველივე შენაძენზე გადმოგეცემათ

20, 50 და 100 ლარიანი სასაჩუქრე ბარათები

უფასო ინტერნეტი

პრეზენტაციები, შეხვედრები, ლექციები

ინტერიერის საავტორო დიზაინი

კვალიფიციური მომსახურება

გ ე ლ ი თ !

აფაქიძის 9 (სპორტის სასახლის გვერდით)ტელ. 2213321, 2183787

ღიაა ყოველდღე, კვირის გარდა, 11-დან 20 საათამდე

მობრძანდით ერთხელ

და დაბრუნდით მრავალჯერ!

www.facebook.com/diogenebookstore