geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების...

26
654013

Transcript of geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების...

Page 1: geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების ინსტრუქცია: ოთხი სავარაუდო პასუხიდან

654013

Page 2: geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების ინსტრუქცია: ოთხი სავარაუდო პასუხიდან

2 654013

1-25 დავალების ინსტრუქცია: ოთხი სავარაუდო პასუხიდან (ა, ბ, გ, დ) მონიშნეთ ერთი. პასუხების ფურცელზე სწორი პასუხის შესაბამისი უჯრა მონიშნეთ X ნიშნით. საილუსტრაციო მასალა დახურული კითხვებისთვის №№1-8 1. 2.

1. დააკვირდით საილუსტრაციო მასალას და აღნიშნეთ, რა დანიშნულების მქონე არქიტექტურული ნაგებობაა წარმოდგენილი სურათებზე? ა. საფორტიფიკაციო (თავდაცვითი); ბ. საკულტო (საეკლესიო); გ. მემორიალური; დ. საზოგადოებრივი.

Page 3: geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების ინსტრუქცია: ოთხი სავარაუდო პასუხიდან

3 654013

2. სურათებზე წარმოდგენილია ნაგებობის ა. ინტერიერი; ბ. ექსტერიერი; გ. ტრანსეპტი; დ. საკურთხეველი. 3. რა სტილის ნაგებობაა წარმოდგენილი პირველ სურათზე? ა. რომანული; ბ. გოთური; გ. კლასიცისტური; დ. ბაროკო. 4. რომელი ქვეყნის არქიტექტურული ნიმუშებია წარმოდგენილი საილუსტრაციო მასალაზე? ა. გერმანია ბ. ინგლისი გ. ესპანეთი დ. საფრანგეთი 5. რა არ არის დამახასიათებელი პირველ სურათზე წარმოდგენილი ნაგებობისათვის? ა. დეკორატიული მორთულობისა და შეისრული თაღების სიმსუბუქე; ბ. მასიური, მძიმე ფასადის კოშკები; გ. ნახევარწრიული ფორმის თაღების საშუალებით გაფორმებული მასიური კედელი; დ. პორტალის (შესასვლელი) თავშეკავებული, სადა დეკორატიული გაფორმება. 6. რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი (წამყვანი) მხატვრული ელემენტი მეორე სურათზე წარმოდგენილი ნაგებობის გაფორმების დეკორატიულ სისტემაში? ა. ნახევარწრიული ფორმის სარკმელები; ბ. შეისრული ფორმის ნიშები რელიეფებისათვის; გ. შეისრული ფორმის სარკმელები; დ. წრიული (ვარდული) ფორმის სარკმელები. 7. რა განასხვავებს მეორე სურათზე წარმოდგენილ ნაგებობას პირველ სურათზე წარმოდგენილი ნაგებობისგან? ა. ფასადის სამ იარუსად დაყოფა; ბ. პირველ იარუსზე 3 კარისაგან შემდგარი პორტალი; გ. ფასადის ზემოთ აზიდული შეისრული ფორმები; დ. ხელოვნების სხვადასხვა დარგის სინთეზი. 8 . რა აქვთ საერთო საილუსტრაციო მასალაზე გამოსახულ ნაგებობებს? ა. ფასადის არქიტექტურული გააზრება; ბ. არქიტექტურული მასების სიმსუბუქე; გ. დეკორატიული მორთულობის სიუხვე; დ. მასიური არქიტექტურული ფორმების სიმყარე.

Page 4: geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების ინსტრუქცია: ოთხი სავარაუდო პასუხიდან

4 654013

საილუსტრაციო მასალა დახურული კითხვებისთვის №№9-16

9. ხელოვნების რომელი დარგის ნიმუშია წარმოდგენილი ფოტოზე? ა. გამოყენებითი ხელოვნება; ბ. მხატვრობა; გ. არქიტექტურა; დ. ქანდაკება. 10. რა მასალაშია შესრულებული ფოტოზე წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუში? ა.მარმარილო; ბ. ხე; გ. ბრინჯაო; დ. თიხა.

Page 5: geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების ინსტრუქცია: ოთხი სავარაუდო პასუხიდან

5 654013

11. სტილური თვალსაზრისით რომელი მხატვრული თავისებურება არ არის დამახასიათებელი წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშისათვის? ა. დინამიკური კომპოზიცია, შექმნილი ფიგურათა პოზების, მოსასხამთა ნაკეცების მკვეთრი, ტეხილი, ფორმების საშუალებით; ბ. მძაფრი ემოციები, შექმნილი შუქ-ჩრდილის კონტრასტითა და ექსპრესიული ფორმებით; გ. ღრმა სულიერი განცდები, რომელიც მოკლებულია თეატრალურ პათეტიზმს; დ. ექსპრესიული კომპოზიციის „ფერწერულ“ - რეპრეზენტაციული ხასიათი. 12. ჩამოთვლილთაგან რომელი მხატვრული ეპოქის ხელოვნების ნიმუშია წარმოდგენილი ფოტოზე? ა. ბაროკო; ბ. რენესანსი; გ. კლასიციზმი; დ. რომანტიზმი. 13. წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშის ავტორია ა. მიქელანჯელო ბუონაროტი; ბ. დონატელო; გ. ლუკა დელა რობია; დ. ლორენცო ბერნინი. 14. რა თემაზეა შექმნილი წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუში? ა. წმინდა ტერეზას ექსტაზი; ბ. ხარება; გ. წმინდა ეკატერინეს წამება; დ. ქრისტეს დატირება. 15. სად მდებარეობს ხელოვნების წარმოდგენილი ნიმუში? ა. ფლორენციაში; ბ, პადუაში; გ. ვენეციაში; დ. რომში. 16. ილუზორულად რაზეა განთავსებული ადამიანთა ფიგურები? ა. მთის ფერდობზე; ბ. ღრუბელზე; გ. წყლის ზედაპირზე; დ. კლდის ქანობზე.

Page 6: geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების ინსტრუქცია: ოთხი სავარაუდო პასუხიდან

6 654013

საილუსტრაციო მასალა დახურული კითხვებისთვის №№17-25

17 ხელოვნების რომელი დარგის ნიმუშია წარმოდგენილი ფოტოზე? ა. დაზგური ფერწერის ნიმუში; ბ. მონუმენტური მხატვრობა (ფრესკა); გ. მინიატურა; დ. ხატწერა. 18. ხელოვნების რომელ ჟანრს განეკუთვნება მოცემული კომპოზიცია? ა. ყოფითი; ბ. პორტრეტი; გ. რელიგიური; დ. ისტორიული. 19. რა თემაზეა შექმნილი წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუში? ა. სამოთხიდან განდევნა; ბ. დავითი და გოლიათი; გ. მომაკვდავი მონა; დ. ადამის შექმნა. 20. სად მდებარეობს წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუში? ა. სან მარინოში; ბ. ვატიკანში; გ. ტურინში; დ. მილანში.

Page 7: geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების ინსტრუქცია: ოთხი სავარაუდო პასუხიდან

7 654013

21. რომელი მხატვრული ეპოქის ხელოვნების ნიმუშია წარმოდგენილი ფოტოზე? ა. ანტიკური ეპოქა; ბ. რენესანსი; გ. ბაროკო; დ. კლასიციზმი. 22. წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშის ავტორია ა. ლეონარდო და ვინჩი; ბ. ნიკოლა პუსენი; გ. მიქელანჯელო ბუონაროტი; დ. მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯო. 23. წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუში განთავსებულია ა. ინტერიერის აღმოსავლეთ კედელზე; ბ. ინტერიერის პლაფონზე (ჭერზე); გ. ინტერიერის დასავლეთ კედელზე; დ. ინტერიერის სამხრეთ კედელზე. 24. სტილური თვალსაზრისით, რომელი მხატვრული თავისებურება არ არის დამახასიათებელი წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშისათის? ა. მთავარია ადამიანთა ფიგურები, პეიზაჟი მხოლოდ ფონის ფუნქციას ასრულებს; ბ. შუქ-ჩრდილის თანაბარი მონაცვლეობა, რაც ფორმათა მოდელირების, მათი პლასტიკურობის გამოვლენას ეხმარება; გ.ფრონტალურად გაშლილი კომპოზიციის სადღესასწაულო ხასიათი; დ. ადამიანის ფიგურები და სივრცე გადმოცემული ინტუიტიურად, ანატომიისა და პერსპექტივის კანონების ცოდნის გარეშე. 25. რა მხატვრული საშუალებითაა გადმოცემული იდეა კომპოზიციაში? ა. მშვიდი და დინამიკური სხეულების დაპირიპირებით; ბ. ლოკალური ფერადოვანი ლაქების კონტრასტით; გ. შუქ-ჩრდილის საშუალებით შექმნილი სკულპტურული ფორმებით; დ. მკაფიო ნახატითა და ფერადოვანი გადაწყვეტის თავისებურებით.

Page 8: geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების ინსტრუქცია: ოთხი სავარაუდო პასუხიდან

8 654013

დავალება 26-29. წინადადების შევსება ინსტრუქცია: დავალებებში მოცემულია წინადადებები, რომლებშიც ერთი ან ორი სიტყვაა გამოტოვებული. ცარიელი ადგილები წინადადებაში ხაზებითაა აღნიშნული. წინადადება სიტყვებით ისე უნდა შეივსოს, რომ აზრობრივად გამართული, ჭეშმარიტი მტკიცებულება მივიღოთ. ნიმუში: ერთი ფერის თანდათანობით გაღიავებას და/ან გამუქებას ―gradacia— ეწოდება.

26. სახვითი ხელოვნების ელემენტს, რომელიც გამოსახულების ზედაპირის თავისებურებას გამოხატავს ეწოდება. 27. თუ ზედმეტად ბევრი მუქი ტონალობის მონაკვეთი კომპოზიციის მხოლოდ ერთ არეზეა გამოყენებული, შეიძლება ითქვას, რომ დარღვეულია. 28. ერთი და იგივე გამოსახულების რიტმული განმეორება ქმნის. 29. კუთხეს, საიდანაც მხატვარი ხედავს, აღიქვამს და გამოხატავს საგანს ან მოქმედების ადგილს ეწოდება. დავალება 30- 37. „ჭეშმარიტია-მცდარია“ ინსტრუქცია: შეაფასეთ ჭეშმარიტია თუ მცდარი მოცემული მტკიცებულება და მოინიშნეთ შესაბამისი უჯრა. თუ მიიჩნევთ, რომ მტკიცებულება მცდარია, საგანგებოდ გამოყოფილ არეში ჩაწერეთ მცდარად შეფასებული მტკიცებულების სწორი ფორმულირება. მხოლოდ მცდარის შესაბამისი უჯრის მონიშვნის შემთხვევაში პასუხი სწორად არ ჩაითვლება. შენიშვნა: თუ ფიქრობთ, რომ ფორმულირება მცდარია და თვლით, რომ მტკიცებულებაში მოცემული განმარტება თავისთავად სწორადაა ჩამოყალიბებული, თუმცა მოცემული ტერმინის ან/და სიტყვის ახსნას არ წარმოადგენს, მაშინ განმარტება უცვლელი დატოვეთ და იმავე განმარტებისთვის მოძებნეთ და მიუსადაგეთ შესაბამისი ტერმინი ან/და სიტყვა. 30. სიმეტრია კომპოზიციაში გამოსახულების იმგვარად განაწილებას ნიშნავს, როდესაც ერთი მხარე მეორეს ან იმეორებს, ან სარკისებურად ირეკლავს.

ჭეშმარიტია □ მცდარია □

31. სპექტრის ფერების ერთობლიობა თეთრ ფერს ქმნის.

ჭეშმარიტია □ მცდარია □

Page 9: geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების ინსტრუქცია: ოთხი სავარაუდო პასუხიდან

9 654013

32. გეგმაში ჯვრის ფორმისა და გუმბათიანი გადახურვის მქონე ნაგებობას ქართულ საკულტო არქიტექტურაში ბაზილიკა ეწოდება.

ჭეშმარიტია □ მცდარია □

33. ხაზის საშუალებით გრაფიკულ კომპოზიციაში ემოციის გადმოცემაა შესაძლებელი.

ჭეშმარიტია □ მცდარია □

34. ფერზე სინათლის ატმოსფერული ეფექტების ასახვა ექსპრესიონისტი მხატვრების ინტერესის უმთავრესი საგანია.

ჭეშმარიტია □ მცდარია □

35. ხაზი, ფერი, ფაქტურა და ფორმა სახვითი ხელოვნების ელემენტებია.

ჭეშმარიტია □ მცდარია □

36. წვრილი წერტილოვანი მონასმები პუანტილისტი მხატვრების ძირითადი სახვითი საშუალებაა.

ჭეშმარიტია □ მცდარია □

37. სიურეალიზმი გამოსახულებას შლის გეომეტრიულ ფორმებად.

ჭეშმარიტია □ მცდარია □

Page 10: geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების ინსტრუქცია: ოთხი სავარაუდო პასუხიდან

10 654013

დავალება 38. დაადგინეთ შესაბამისობა

ინსტრუქცია - სურათზე წარმოდგენილია მხატვარ მორის ეშერის მიერ შესრულებული გარფიკული სურათი “ხელები, რომელიც ხატავენ“. გრაფიკული სურათის შესაქმნელად გამოყენებულია სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები, რომელთა დასახელებები მოცემულია ჩამონათვალში:

ა. შუქი; ბ. ჯვარედინი დაშტრიხვა; გ. ათინათი (ბლიკი); დ. დაცემული ჩრდილი; ე. ჩრდილი; ვ. მონასმი;

ზ. კონტური.

თ. რეფლექსი

ჩამონათვალში სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების 8 დასახელებაა მოცემულია. 6 მათგანი მითითებულია ეშერის სურათზე. თითოეულს რიცხვების სახით თითო აღნიშვნა შეესაბამება. შეუსაბამეთ ჩამონათვალში მოცემულ ხელოვნების ელემენტებსა და პრინციპებს სურათზე მონიშნული ელემენტები და პრინციპები და შესაბამისი უჯრა პასუხების ცხრილში X-ით მონიშნეთ. პასუხები გადაიტანეთ პასუხების ფურცელზე.

აღნიშვნები სურათზე დავალე ბის №

ა ბ გ დ ე ვ ზ თ

38.1 38.2 38.3 38.4 38.5 38.6

1

2

3

4

5

6

Page 11: geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების ინსტრუქცია: ოთხი სავარაუდო პასუხიდან

11 654013

წერითი დავალებების ინსტრუქცია

ყურადღებით გაეცანით დავალებებს და გაიაზრეთ ისინი. ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს გასაგები ხელწერით. ის მონაკვეთები, რომელთა ამოკითხვაც გაძნელდება, არ გასწორდება და შეფასებისას მხედველობაში არ იქნება მიღებული. ოთხივე წერით დავალებას თან ახლავს მითითებები. ამ მითითებებს უნდა უპასუხოთ ისე, რომ ნაშრომი აზრობრივად ერთიანი, მთლიანი გამოვიდეს და არ იყოს კითხვებზე ცალ-ცალკე გაცემული პასუხების მექანიკური ჯამი. ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრი ნათლად, მკაფიოდ და დასაბუთებულად. ნაშრომი შეფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად ჩანს მასში არგუმენტირებისა (საკუთარი მოსაზრებების მაგალითებით დასაბუთების) და დამოუკიდებელი აზროვნების უნარი. მსჯელობა უნდა იყოს ლოგიკურად გამართული, აზრი გასაგებად გამოხატული. ტესტში დატოვებულია ადგილები შავი სამუშაოსათვის. ეს ნაწერი არ სწორდება. გადაიტანეთ ნაშრომი პასუხების ფურცელზე. პასუხების ფურცელში დაშვებული შეცდომა გადახაზეთ, ფრჩხილებში ნუ ჩასვამთ და ნურც დაჯღაბნით.

Page 12: geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების ინსტრუქცია: ოთხი სავარაუდო პასუხიდან

12 654013

დავალება 39 (4 ქულა). მიაკუთვნეთ წარმოდგენილი ფერწერული ნიმუში გარკვეულ მხატვრულ ეპოქას ან/და მიმდინარეობას. ხელოვნების ნიმუშისა და თქვენ მიერ დასახელებული პერიოდისათვის დამახასიათებელ მხატვრულ ნიშნებზე არგუმენტირებული მსჯელობით გაამყარეთ თქვენი მოსაზრება. შეასრულეთ წერითი დავალება შემდეგი მითითებების მიხედვით: 1. გააანალიზეთ წარმოდგენილი სურათის მხატვრული თავისებურებები ფორმისა და სახვითი საშუალებების მიხედვით; 2. თქვენ მიერ გაანალიზებული სახვითი საშუალებების მიხედვით მიაკუთვნეთ სურათი მხატვრულ სტილს/მიმდინარეობას; 3. განმარტეთ თქვენ მიერ დასახელებული მხატვრული სტილის/მიმდინარეობის ზოგადი თავისებურება; 4. იმსჯელეთ სტილის/მიმდინარეობისა და სურათის მხატვრულ-სტილურ შესაბამისობაზე.

შავი სამუშაოსთვის

Page 13: geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების ინსტრუქცია: ოთხი სავარაუდო პასუხიდან

13 654013

Page 14: geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების ინსტრუქცია: ოთხი სავარაუდო პასუხიდან

14 654013

დავალება 40 (4 ქულა). რომელ რელიგიასთან ასოცირდება წარმოდგენილი არქიტექტურული ნაგებობა? გააანალიზეთ ნაგებობის არქიტექტურული სტრუქტურა და გაფორმების დეკორატიული სისტემა რელიგიურ თავისებურებებთან მიმართებაში.

შავი სამუშაოსთვის

Page 15: geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების ინსტრუქცია: ოთხი სავარაუდო პასუხიდან

15 654013

Page 16: geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების ინსტრუქცია: ოთხი სავარაუდო პასუხიდან

16 654013

დავალება 41 (4 ქულა). მოახდინეთ ხელოვნების ნიმუშის იდენტიფიცირება. რაზე მოგვითხრობს წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუში? გააანალიზეთ ნამუშევარში გამოყენებული 3 სახვითი საშუალება და 4 გამოსახულება, რომელსაც სიმბოლოს დატვირთვა აქვს, რაც ნამუშევარში აზრისა და იდეის გადმოსაცემადაა გამოყენებული.

შავი სამუშაოსთვის

Page 17: geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების ინსტრუქცია: ოთხი სავარაუდო პასუხიდან

17 654013

Page 18: geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების ინსტრუქცია: ოთხი სავარაუდო პასუხიდან

18 654013

დავალება 42 (15 ქულა). გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული რეპროდუქციები და მითითებების 4 პუნქტის მიხედვით შეასრულეთ დავალება. მარცხნივ - წილკნის ღვთისმშობლის ხატი, IX ს. მარჯვნივ - რაფაელი. კაუპერის მცირე მადონა, 1505 წ.

შეადარეთ გამოსახულებები ერთმანეთს: 1. დაადგინეთ ხელოვნების ნიმუშების საერთო და განმასხვავებელი მხატვრული ნიშნები: რა თემაზეა შექმნილი ხელოვნების ნიმუშები? ხელოვნების რომელი დარგის ნიმუშებია წარმოდგენილი? რომელი სახვითი საშუალებები და სახვითი ხერხებია ავტორების მიერ გამოყენებული აზრისა და იდეის გამოსახატად და/ან ხასიათის შესაქმნელად? (5 ქულა) 2. ხელოვნების თითოეული ნიმუში სტილური მახასიათებლების მიხედვით მიაკუთვნეთ ხელოვნების ისტორიის გარკვეულ პერიოდს. დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება! (3 ქულა). 3. განიხილეთ წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშები ისტორიულ, რელიგიურ და კულტურულ კონტექსტში - იმსჯელეთ, ახდენს თუ არა გავლენას ისტორიის, რელიგიისა და კულტურის თავისებურებები ხელოვნების განვითარებაზე, რამდენადაა ეს გავლენები

Page 19: geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების ინსტრუქცია: ოთხი სავარაუდო პასუხიდან

19 654013

ასახული მოცემულ გამოსახულებებზე. თქვენი მოსაზრებები გაამყარეთ არგუმენტებით (4 ქულა). 4. გამოხატეთ საკუთარი დამოკიდებულება ხელოვნების ნიმუშების მიმართ, დაასაბუთეთ თქვენი მოსაზრება (3 ქულა).

შავი სამუშაოსთვის

Page 20: geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების ინსტრუქცია: ოთხი სავარაუდო პასუხიდან

20 654013

Page 21: geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების ინსტრუქცია: ოთხი სავარაუდო პასუხიდან

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

სწორი პასუხები და შეფასების კრიტერიუმები

I. საგნობრივი კომპეტენცია

1. ბ 2. ბ 3. ა 4. დ 5. ა 6. დ 7. გ 8. ა 9. დ 10. ა 11. გ 12. ა 13. დ 14. ა 15. დ 16. ბ 17. ბ 18. გ 19. დ 20. ბ 21. ბ 22. გ 23. ბ 24. დ 25. ა

თითოეული სწორი პასუხი 1 ქულა

26. ფაქტურა 28. ორნამენტი

27. ბალანსი ან წონასწორობა 29. ხედვის წერტილი ან რაკურსი

30. ჭეშმარიტია □

31. ჭეშმარიტია □

32. მცდარია □

გეგმაში ჯვრის ფორნისა და გუმბათიანი გადახურვის მქონე ნაგებობას ქართულ არქიტექტურაში ჯვარ-გუმბათოვანი ეწოდება

33. ჭეშმარიტია □

34. მცდარია □

ფერზე სინათლის ატმოსფერული ეფექტების ასახვა იმპრესიონისტი მხატვრების ინტერესის უმთავრესი საგანია

35. ჭეშმარიტია □

Page 22: geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების ინსტრუქცია: ოთხი სავარაუდო პასუხიდან

36. ჭეშმარიტია □

37. მცდარია □

კუბიზმი გამოსახულებას გეომეტრიულ ფორმებად შლის.

38.

ღნიშვნები სურათზე დავალე ბის №

ა ბ გ დ ე ვ ზ თ

38.1 Χ

38.2 Χ

38.3 Χ

38.4 Χ

38.5 Χ

38.6 Χ

Page 23: geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების ინსტრუქცია: ოთხი სავარაუდო პასუხიდან

39.

შეფასების სქემა მაქსიმალური ქულა 4

4 ქულა საკითხი სრულყოფილადაა გააზრებული _ პასუხი არის სრული, არგუმენტირებული, აპლიკანტი სრულყოფილად ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას და ყურადღებას ამახვილებს იმ მხატვრულ ნიშნებზე, რომელიც როგორც სურეალისტური ფერწერისათვის ზოგადად, ისე კონკრეტულად მოცემული სურათისთვისაა დამახასიათებელი. პასუხში ჩანს მოცემული საკითხის გააზრებული, დამაჯერებელი, სრულყოფილი ანალიზი. პასუხი გამყარებულია ლოგიკური არგუმენტებითა და დამაჯერებელი, ადეკვატური მსჯელობით.

3 ქულა პასუხში ჩანს საკითხის ცოდნა. აპლიკანტი ახდენს მხატვრულ მიმდინარეობასთან წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშის იდენტიფიცირებას, თუმცა მისი მსჯელობა სრულყოფილი არ არის - იგი ყურადღებას ამახვილებს ნიმუშისა და ეპოქისათვის დამახასიათებელ მხოლოდ რამდენიმე თავისებურებაზე, მსჯელობაში გარკვეული შეცდომები შეინიშნება. ან აპლიკანტი, მართალია, ვერ ახერხებს მხატვრული მიმდინარეობის იდენტიფიცირებას, თუმცა მხატვრული ნაწარმოების სრულყოფილ ანალიზს გვთავაზობს - ყურადღებას ამახვილებს სურათის დამახასიათებელ ყოველ თავისებურებაზე.

2 ქულა აპლიკანტი ახდენს მხატვრულ მიმდინარეობასთან წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშის იდენტიფიცირებას, თუმცა პასუხი ნაწილობრივ აცდენილია დასმულ პრობლემასთან. აპლიკანტის მსჯელობაში მნიშვნელოვანი შეცდომებია. თუმცა მსჯელობიდან ჩანს, რომ აპლიკანტს ესმის პირობაში დასმული საკითხის არსი. ან აპლიკანტი, მართალია, ვერ ახერხებს მხატვრული მიმდინარეობის იდენტიფიცირებას, თუმცა მხატვრული ნაწარმოების საინტერესო ანალიზს გვთავაზობს - ყურადღებას ამახვილებს სურათის დამახასიათებელ ზოგიერთ თავისებურებაზე.

1 ქულა აპლიკანტი ახდენს მხატვრულ მიმდინარეობასთან წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშის იდენტიფიცირებას, თუმცა ვერ ახერხებს საკითხის გაანალიზებას და მის მსჯელობაში მნიშვნელოვანი შეცდომებია. ან აპლიკანტი, მართალია, ვერ ახერხებს მხატვრული მიმდინარეობის იდენტიფიცირებას, თუმცა მხატვრული ნაწარმოების ანალიზის უნარს ავლენს.

0 ქულა პასუხი არაადეკვატურია. აპლიკანტი ვერ პასუხობს დავალების მოთხოვნებს. პასუხში არ ჩანს, რომ აპლიკანტს აქვს გარკვეული ცოდნა საკითხის გარშემო. პასუხი ბუნდოვანია, აპლიკანტის მსჯელობაში არაარგუმენტირებული და ბუნდოვანი განმარტებებია.

Page 24: geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების ინსტრუქცია: ოთხი სავარაუდო პასუხიდან

40.

შეფასების სქემა მაქსიმალური ქულა 4

4 ქულა აპლიკანტი ასახელებს რელიგიას, რომელთანაც ასოცირდება წარმოდგენილი არქიტექტურული ნაგებობა - ისლამს. აანალიზებს ნაგებობის არქიტექტურულ სტრუქტურას - გუმბათი, თაღების შეისრული ფორმები, მინარეთი. აანალიზებს გაფორმების დეკორატიულ სისტემას - ნაგებობის ფასადის ფერადოვანი გადაწყვეტა და მისი დეკორატიული მორთულობა - არაბესკა, დეკორატიული სისტემის ხალიჩისებური ხასიათი.

3 ქულა აპლიკანტი ასახელებს რელიგიას, რომელთანაც ასოცირდება წარმოდგენილი არქიტექტურული ნაგებობა და აანალიზებს დასახელებულთაგან 4 თვისებურებას ან ასახელებს არქიტექტურული ნაგებობის 6 თვისებურებას და ვერ ასახელებს რელიგიას

2 ქულა აპლიკანტი ასახელებს რელიგიას, რომელთანაც ასოცირდება წარმოდგენილი არქიტექტურული ნაგებობა და აანალიზებს დასახელებულთაგან 2 თვისებურებას ან ასახელებს არქიტექტურული ნაგებობის 4 თვისებურებას და ვერ ასახელებს რელიგიას

1 ქულა აპლიკანტი ასახელებს ან რელიგიას, ან აანალიზებს დასახელებულთაგან 2 თვისებურებას

0 ქულა აპლიკანტი ვერ ასრულებს დავალებას

Page 25: geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების ინსტრუქცია: ოთხი სავარაუდო პასუხიდან

41.

შეფასების სქემა მაქსიმალური ქულა 4

4 ქულა აპლიკანტი ახდენს ხელოვნების ნიმუშის იდენტიფიცირებას, ასახელებს რა ისტორიულ მოვლენას ასახავს წარმოდგენილი ძეგლი და ყურადღებას ამახვილებს იმ მხატვრულ და სიმბოლურ ნიშნებზე (მაგ. ადამიანის გამოსახვის პრინციპი, ხალიჩისებური წყობა, მთავარი ფიგურების ზომებით აქცენტირება, სტილიზერბული ცხოველები გადაჯვარედინებული კისრებით, ხარი ძლიერების სიმბოლო, ქუდი - ეგვიპტის გაერთიენაების სიმბოლო და ა. შ.), რომელიც ნარმერის ფილაზე ავტორის მიერ აზრისა და იდეის გადმოსაცემადაა გამოყენებული.

3 ქულა აპლიკანტი ახდენს ხელოვნების ნიმუშის იდენტიფიცირებას, ასახელებს რა ისტორიულ მოვლენას ასახავს წარმოდგენილი ნიმუში და ყურადღებას ამახვილებს 1 მხატვრულ და 2-3 სიმბოლურ ნიშანზე, რომელიც ნარმერის ფილაზე ავტორის მიერ აზრისა და იდეის გადმოსაცემადაა გამოყენებული. ან აპლიკანტი, მართალია, ვერ ახერხებს ძეგლის იდენტიფიცირებას, თუმცა მხატვრული ნაწარმოების სრულყოფილ ანალიზს გვთავაზობს - ყურადღებას ამახვილებს ყოველ თავისებურებაზე.

2 ქულა აპლიკანტი ახდენს ხელოვნების ნიმუშის იდენტიფიცირებას, ასახელებს რა ისტორიულ მოვლენას ასახავს წარმოდგენილი ნიმუში და ყურადღებას ამახვილებს 1 მხატვრულ და 1 სიმბოლურ ნიშანზე, რომელიც ნარმერის ფილაზე ავტორის მიერ აზრისა და იდეის გადმოსაცემადაა გამოყენებული. ან აპლიკანტი, მართალია, ვერ ახერხებს ძეგლის იდენტიფიცირებას, თუმცა ახერხებს 1 მხატვრული და 2-3 სიმბოლური ნიშნის ამოცნობას.

1 ქულა აპლიკანტი ახდენს წარმოდგენილი ხელოვნების ნიმუშის იდენტიფიცირებას ან აპლიკანტი, მართალია, ვერ ახერხებს ძეგლის იდენტიფიცირებას, თუმცა 1-2 მხატვრული და სიმბოლური ნიშნის ამოცნობის უნარი შესწევს.

0 ქულა პასუხი არაადეკვატურია. აპლიკანტი ვერ პასუხობს დავალების მოთხოვნებს. პასუხში არ ჩანს, რომ აპლიკანტს აქვს გარკვეული ცოდნა ან გააზრების უნარი.

Page 26: geotestsonline.files.wordpress.com...2 654013 1-25 დავალების ინსტრუქცია: ოთხი სავარაუდო პასუხიდან

42.

შეფასების სქემა

მაქსიმალური ქულა

I პუნქტისათვის 5 ქულა

II და IV პუნქტისათვის 3 ქულა

III პუნქტისათვის 4 ქულა

I 5 ქულა

II IV

3 ქულა

III 4ქულა

საკითხი სრულყოფილადაა გააზრებული _ პასუხი არის სრული, არგუმენტირებული, აპლიკანტი პასუხობს ყველა მითითებას, რომელსაც მოითხოვს დავალების პირობა. პასუხში ჩანს მოცემული საკითხის გააზრებული, დამაჯერებელი, სრულყოფილი ანალიზი. პასუხი გამყარებულია ლოგიკური არგუმენტებით და/ან დამაჯერებელი, ადეკვატური მსჯელობით.

I 4 ქულა

III 3 ქულა

აპლიკანტი ხელოვნების ნიმუშების მეტ-ნაკლებად სრულ შედარებით ანალიზს აკეთებს. მსჯელობა არ არის სრულყოფილი და გარკვეულ უზუსტობებს შეიცავს.

ყველა ქვეპუნკტისათვის

2 ქულა

პასუხში ჩანს საკითხის ნაწილობრივი გააზრება. აპლიკანტი არ პასუხობს პირობაში მოცემულ ყველა მითითებას, ან მისი პასუხი ნაწილობრივ აცდენილია დასმულ პრობლემასთან - აპლიკანტს ხელოვნების ნიმუშების შედარებითი ანალიზის გაკეთება უჭირს. პასუხი სუსტია და არათანმიმდევრული,თუმცა მსჯელობიდან ჩანს, რომ აპლიკანტს ესმის პირობაში დასმული საკითხის არსი.

1 ქულა აპლიკანტი ვერ ახერხებს მსჯელობის განვითარებას. მსჯელობს არათანმიმდევრულად, არაადეკვატურად და უშვებს მნიშვნელოვან შეცდომებს.

0 ქულა დავალების პირობა სწორად არ არის გააზრებული. პასუხში ჩანს, რომ აპლიკანტი არაადეკვატურად იყენებს ან არ გააჩნია შესაბამისი ცოდნა და შედარებითი ანალიზის უნარი;

პასუხი ბუნდოვანია, მასში მეორდება დავალების პირობაში მოცემული ინფორმაცია, ან მოყვანილია არაარგუმენტირებული და ბუნდოვანი განმარტებები.