საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის...

17
1 აააააა: აააა აააააააა ააააააა: 2014 ააააააააააა აააააააააააა ააააააააააა 1921 აააა 21 ააააააააა ააააააააააა

Transcript of საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის...

Page 1: საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია

1

: ავტორი

თედო სანიკიძე

: 2014თბილისი

საქართველოს დემოკრატიული 1921 21 რესპუბლიკის წლის

თებერვლის კონსტიტუცია

Page 2: საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია

2

შესავალი ნაწილი (მოკლე ისტორიული რაკურსი); საკონსტიტუციო კომისიის შექმნა და მისი შემუშავების

პროცესი; მიღება; ზოგადი დახასიათება; იურიდიული ბუნება; ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა; მმართველობის

ფორმა და სახელმწიფო ორგანოები; ადამიანის უფლებები; კონსტიტუციის ცალკეული თავების მოკლე განხილვა; 1921 წლის კონსტიტუცია 1990-იანების საქართველოში; შეჯამება.

საპრეზენტაციო პროგრამა

Page 3: საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია

3

პირველ კონსტიტუციური ხასიათის

დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.

დამოუკიდებლობის აქტი მიღებულ იქნა 1918 წლის 26 მაისს, რომლითაც საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საქართველო გახდა სუვერენული სახელმწიფო

მოკლე ისტორიული რაკურსი

Page 4: საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია

4

პირველი საკონსტიტუციო

კომისია1918 წლის 6 ივნისს 9 კაცის შემადგენლობით შექმნა საქართველოს ეროვნულმა საბჭომ.

1919 წლის 18 მარტს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა მეორე საკონსტიტუციო კომისია 15 წევრის შემადგენლობით.

საკონსტიტუციო კომისიის 1920 წლის 6 მარტის  სხდომაზე აირჩიეს ე.წ. „მცირე კომისია“,

საკონსტიტუციო კომისიის შექმნა

Page 5: საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია

5

პროცესში ჩართულები იყვნენ

სხვადასხვა დარგის ექსპერტები 1920 წლის 8 ივლისს ცენტრალური

კომიტეტის პრეზდიუმის სხდომებზე, დაადგინეს, რომ დამფუძნებელი კრება უნდა შედგომოდა კონსტიტუციის განხილვას.

პროექტის განხილვის დროს ცხარე კამათი გამოიწვია საკითხმა, თუ ვინ უნდა მიიღოს კონსტიტუცია.

კონსტიტუციის შემუშავების პროცესი

Page 6: საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია

6

გაიწელა დრო კონსტიტუციის

მომზადებაზე რუსეთის საბჭოთა ფედერაციული

სოციალისტური რესპუბლიკისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ომი.

პროექტის საჯარო განხილვა ვეღარ მოხერხდა.

1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ყველა თავი ბოლომდე არ ყოფილა განხილული, მაინც დაამტკიცა ის, ქვეყანამ შეიძინა კონსტიტუცია.

კონსტიტუციის მიღება

Page 7: საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია

7

იგი განეკუთვნება სამართლის ევოლუციის შედეგად შექმნილი

კონსტიტუციების პირველ ტალღას

მასში შეჯერებულია მსოფლიოს კონსტიტუციონალიზმის გამოცდილება და საერთო-ეროვნული საწყისები.

მის მიხედვით ადამიანი არის ძირითადი სოციალური ღირებულება

ეს მიმართულება პრაქტიკულად სრულყოფილია, აქ თითქმის ამომწურავი ჩამონათვალია იმ უფლება–თავისუფლებებისა, რომლებიც აღიარა და რომელთა რეალობაზე ზრუნვა იკისრა დღევანდელმა დემოკრატიულმა სამყარომ.

ზოგადი დახასიათება

Page 8: საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია

8

არ აქვს პრეამბულა -

გამონაკლისია ამ მხრივ იგი განეკუთვნება ხისტი

კონსტიტუციების რიგს მასში ცვლილების შესატანად

ჯერ აუცილებელი იყო პარლამენტის წევრთა 2/3-ის ხმის მეღება, შემდეგ კი ამ ცვლილების რეფერენდუმზე დამტკიცება.

იურიდიული ბუნება

Page 9: საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია

9

ტერიტორიული მოწყობის მხრივ, საქართველოს

დემოკრატიული რესპუბლიკა წარმოადგენდა დეცენტრალიზებულ უნიტარულ სახელმწიფოს

მის შემადგენლობაში შედიოდა სამი ავტონომიური მმართველობა და ადგლობრივი თვითმმართველობა — სოხუმის ოლქი, ბათუმის მხარე და ზაქათალას ოლქი

მათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა მიენიჭათ.

ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა

Page 10: საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია

10

კონსტიტუციაში მმართველობის ფორმად განისაზღვრა რესპუბლიკა. იგი

უცვლელად და მუდმივად არის გამოცხადებული. სახელმწიფო ორგანოთა სისტემა წარმოდგენილია პარლამენტის,

მთავრობისა და სასამართლო ორგანოების სახით. კონსტიტუცია გვთავაზობს საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს,

თუმცა ამ ფორმაში არ არსებობს ნეიტრალური ფიგურა - სახელმწიფოს მეთაური

მისი ფუნქციათა ნაწილი განაწილებულია ერთ წლით არჩეულ მთავრობის თავმჯდომარეზე.

რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე არსებობდა ერთი უმაღლესი სასამართლო — სენატი, რომელსაც ირჩევდა პარლამენტი.

კონსტიტუცია ითვალისწინებდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, რომელიც განიხილავდა მხოლოდ მძიმე სისხლის სამართლის, პოლიტიკურ და ბეჭდვით საქმეებს.

მმართველობის ფორმა

Page 11: საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია

11

1921 წლის კონსტიტუცია გამოირჩევა ადამიანის

უფლებებისა და თავისუფლებების განმტკიცებით. იგი ამ მხრივ პროგრესულია.

კონსტიტუცია აცხადებს კანონის წინაშე მოქალაქეთა თანასწორობას და კრძალავს წოდებრივ განსხვავებებს.

ორივე სქესის მოქალაქე თანასწორია, როგორც პოლიტიკურ, ისე სამოქალაქო, ეკონომიურ და საოჯახო უფლებით.

გარდა მოქალაქეთა უფლებებისა, კონსტიტუცია აღიარებს ეროვნულ უმცირესობათა უფლებებს.

ადამიანის უფლებები

Page 12: საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია

12

I. - ზოგადი დებულებანიII. - საქართველოს მოქალაქეობაIII. - მოქალაქის უფლებანიIV. - პარლამენტიV. - აღმასრულებელი ხელისუფლებაVI. - სასამართლოVII. - სახელმწიფო ფინანსებსVIII. - სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებიIX. სახელმწიფო თავდაცვას;

კონსტიტუციის ცალკეული თავების მოკლე განხილვა

Page 13: საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია

13

X. - ადგილობრივი თვითმმართველობას; XI. - ავტონომიური მმართველობის საკთხებიXII.- სწავლა-განათლება და სკოლაXIII.- სოციალ-ეკონომიკური უფლებანიXIV.- ეროვნულ უმცირესობათა უფლებებსXV.- სახელმწიფო მოხელენიXVI.- სახელმწიფო და ეკლესიაXVII.- კონსტიტუციის გადასინჯვა

კონსტიტუციის ცალკეული თავების მოკლე განხილვა

Page 14: საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია

14

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის XI

წითელი არმია თბილისში შემოვიდა. ამით დასრულდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის მოქმედება — მან მხოლოდ ოთხი დღე იმოქმედა. ;

კონსტიტუციის არსებობა

Page 15: საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია

15

 1992 წლის 21 თებერვალს სამხედრო საბჭოს

მიერ მიღებულ იქნა დეკლარაცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციის აღდგენის თაობაზე.

თუმცა იგი საქართველოს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი განვითარების მოცემულ ეტაპზე არსებული სინამდვილისთვის შეუსაბამო ნორმატიული აქტი იყო და ისეთივე ბედი ეწია, როგორიც მიღებისას — არც ერთი დღე რეალურად არ უმოქმედია.

1921 წლის კონსტიტუცია 1990-იანების საქართველოში;

Page 16: საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია

16

 საქართველოს მოქმედი

კონსტიტუცია პრეამბულაშივე აცხადებს, რომ იგი ეყრდნობა 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს. ამ მიზეზით, უნდა ითქვას რომ მან გავლენა იქონია მომავალზე.

აღნიშნული კი წარმოადგენს ერთგვარ პოლიტიკურ-სამართლებრივი მემკვიდრეობითი კავშირის აღიარებას იმდროინდელსა და თანამედროვე დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოებს შორის.

1921 წლის კონსტიტუცია 1990-იანების საქართველოში;

Page 17: საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია

17

გამოყენებული მასალა: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921

წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია; საქართველოს 1918 წლის 26 მაისის

დამოუკიდებლობის აქტი; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921

წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია - გიორგი პაპუაშვილი (ბათუმი - 2009);

ა. დემეტრაშვილი; ი. კობახიძე (2010). კონსტიტუციური სამართალი. თბილისი

დასასრული