library.iliauni.edu.ge · Web viewილიას სახელმწიფო...

Post on 24-Feb-2020

5 views 0 download

Transcript of library.iliauni.edu.ge · Web viewილიას სახელმწიფო...

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა2012 წლის ანგარიში

ილიას სახელწიფო უნივერისტეტის ბიბლიოთეკა დამოუკიდებელი ერთეულია და მასში გასაქმებულია 65 თანამშრომელი. ბიბლიოთეკას აქვს 11 სამკითხველო დარბაზი, 1 კომპიუტერული რესურსცენტი და ერთი ჯგუფური მუშობის ოთახი.

ბიბლიოთეკა შედგება სამი განყოფილებისაგან, რომლებიც თავის მხრივ ინაწილებენ ბიბლიოთეკის ძირითად საქმიანობას და უზრუნველყოფენ მის ეფექტურ ფუნქციონირებას. ესენი განყოფილლებებია:

საბიბლიოთეკო ფონდების და მენეჯმენტის განყოფილება

კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის განყოფილება

მომსახურების განყოფილება

საბიბლიოთეკო ფონდების განყოფილებაგანყოფილებაში დასაქმებულია3 ადამიანი

2012 წლის განმავლობაში ბიბლიოთეკის ფონდების მენეჯმენტის განყოფილებამ რამდენიმე ძირითადი მიმართულებით იმუშავა უნივერსიტეტში სასწავლო და კვლევითი პროცესის ხელშეწყობის მიზნით. ეს მიმართულებებია:

1. წიგნადი ფონდის კოლექციების განვითარება და გამდიდრება2. წიგნადი ფონდის კოლექციების გამოხშირვა, ამოღება და შენახვა3. ღონისძიებები4. ხშირად მოხმარებადი და წიგნების დიგიტალიზაციის პროექტი5. ელექტორინული რესურსების, სამეცნიერო ბაზების შეძენა

1. კოლექციების განვითარება და გამდიდრება

2012 წლის განმავლობაში ბიბლიოთეკამ საინფორმაციო რესურსის შესყიდვის მიზნით სხვადასხვა ტიპის შესყიდვა განახორციელა. ბიბლიოთეკამ წიგნების არჩევისას იხელმძღვანელა უნივერსიტეტის ფაკულეტეტების ხელმძღვანელებისა და პროფესორ-მასწავლებლების წარდგინებისა და სტუდენტების მოთხოვნის საფუძველზე სასწავლო და კვლევით ლიტერატურის საჭიროებიდან გამომდინარე. დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა როგორც ბიბლიოთეკის, ასევე ცალკეული ფაკულტეტის/ფაკულტეტების ბიუჯეტი, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში გამოყოფილი ფულადი გრანტი, სუფსიდია.

2012 წლის განმავლობაში ბიბლიოთეკამ სულ შეისყიდა 99 564.02 ღირებულების ნაბეჭდი წიგნი.

1.1. ტენდერი2012 წელს ბიბლიოთეკის შუამდგომლობით უნივერსიტეტმა საინფორმაციო რესურსის შესყიდვის მიზნით ჩაატარა 2 ტენდერი: SPA120008133 (12.03.2012) – 11 113.77 ლარი,

93 დასახელების 106 ეგზემპლარი; SPA120013208 (10.05.2012) – 5797.25 ლარი, 95 დასახელების 249 ეგზემპლარი.

ტენდერების საერთო ღირებულება შეადგენს: 16 911.02 ლარს.

1.2. გრანტი2012 წელს ბიბლიოთეკამ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისგან მიღებული 6 გრანტის ფარგლებში შეისყიდა 89 დასახელების 89 ერთეული წიგნი, რომელთა ღირებულება შეადგენს 3789.68 დოლარსა და 77.24 ევროს.

გრანტების საერთო ღირებულება შეადგენს: 3789.68 დოლარსა და 77.24 ევროს.

1.3. უნივერსიტეტის სუფსიდიის ფარგლებში ფილოსოფიის ინსტიტუტისთვის გამოიყო 11050 ლარის ოდენობის თანხა სასწავლო და კვლევითი პროცესისთვის საინფორმაციო რესურსის შესყიდვის მიზნით. წლის ბოლომდე ბიბლიოთეკამ ამ შეკვეთიდან შეისყიდა 4583.95 დოლარისა და 316.39 ევროს ღირებულების წიგნები.

1.4. პრესა პროფესორ-მასწავლებლებისა და ბიბლიოთეკარების წარდგინების საფუძველზე ბიბლიოთეკამ 2012 წელს შპს „საქართველოს ფოსტასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად გამოიწერა 25 დასახელების ჟურნალ-გაზეთი. ერთი წლის განმავლობაში პრესაში გადახდილი თანხა შეადგენს დაახლოებით 2500 ლარს.

ნაჩუქარი საინფორმაციო რესურსი. სულ 2012 წლის განმავლობაში სხვადასხვა დონორისგან ბიბლიოთეკამ 948 დასახელების საინფორმაციო რესურსი მიიღო საჩუქრად.

1.5. 2012 წლის მარტში ეკონომიკური პოლიტიკისა და სამართლებრივი საკითხების ქართულ-ევროპულმა საკონსულტაციო ცენტრმა GEPLAC, მისი დირექტორის - კენეტ მუნთერის სახელით, ბიბლიოთეკას უსასყიდლოდ, საჩუქრად გადასცა 372 დასახელების ქართული და ინგლისურენოვანი ლიტერატურა საჯარო პოლიტიკის, სამართლებრივი და ეკონომიკის სფეროებიდან. კოლექცია ძირითადად განთავსდა ილიაუნის ბიბლიოთეკის კვლევით დარბაზში, ხოლო სამართლებრივი ნაწილი დაბინავდა სულხან-საბა ორბელიანის დარბაზში.

1.6. 2012 წლის ივნისში განათლების მართვის პროექტის „ქემონიკს-საქართველო“ სახელით ბიბლიოთეკას საჩუქრად 20 დასახელების ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო დარგის რესურსი გადაეცა, რომელიც ილია ჭავჭავაძის დარბაზში განლაგდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ სასწავლო რესურსების განვითარების პროექტის ფარგლებში, პროფესორ მასწავლებელთა დახმარებითა და მათი უშუალო მონაწილეობით უზრუნველყო სასწავლო ”რიდერების” ელექტრონული და ბეჭდური ვერსიების დამზადება.

2012 წელს ბიბლიოთეკამ დარბაზებსა და ვირტუალურ სივრცეში განათავსა 57 დასახელების რიდერი 225 ერთეულად.

საკითხავი მასალები დამზადდა სამივე საფეხურის კურსებისთვის. საერთო ჯამში ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის დამზადდა 21 კურსის რიდერი, მაგისტრატურის სტუდენტებისთვის - 31, დოქტორანტურის სტუდენტებისთვის - 1; 3 რიდერი იმ კურსებისთვის,

რომლებიც მაგისტრატურაზეც იკითხება და ბაკალავრიატზეც და 1 რიდერი მთარგმნელ–თარჯიმნის მოსამზადებელი სასერტიფიკატო პროგრამისთვის. რიდერები დამზადდა როგორც ბეჭდური ეგზემპლარების სახით, ასევე ელექტრონულადაც და აიტვირთა ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებ-სივრცეში.

რიდერების დასამზადებლად ჯამში გამოყენებული იქნა 104 მასალა სტატია, ამონარიდი წიგნიდან, სამეცნიერო შრომა), რომელთაგან 12 ელექტრონული სახით (pdf, word) მოგვაწოდეს, ხოლო 92 - ბეჭდური. რიდერებისთვის საჭირო მასალიდან დასკანერდა და დამუშავდა 12 936 გვერდი, რომელთაგან 2 282 გვერდი იყო ელექტრონული მასალა.

2. კოლექციების ამოღება, შენახვასულხან-საბა ორბელიანის დარბაზის საცავის ფონდი

როგორც ყველა ცოცხალი ბიბლიოთეკა, ჩვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაც ორიენტირებულია ფონდის განახლებასა და განვითარებაზე. ამისთვის აუცილებელია პერიოდულად როგორც ახალი წიგნების შეძენა, ასევე ფონდის გათავისუფლება დაზიანებული, მორალურად მოძველებული და სასწავლო ან კვლევითი პროცესისთვის

შეუსაბამო ლიტერატურისგან. სწორედ ამ მიზნით ბიბლიოთეკამ სულ სულხან-საბა ორბელიანის დარბაზის საცავის ფონდში გამოხშირვის მიზნით დაამუშავა 16 574 ერთეული წიგნი, რომლებიც მოთავსებულია 174 ყუთში.

2.1. საზაფხულო დასაქმების ფარგლებში სტუდენტების დახმარებით გამოხშირა და მოამზადა ჩამოსაწერად 10 673 ერთეული ბეჭდური წიგნი. საინფორმაციო რესურსმა თავი მოიყარა 149 ყუთში, რომელიც დასაწყობებულია ბიბლიოთეკის სპეციალურ საცავში და აღწერილია სხვადასხვა მონაცემის მიხედვით ელექტრონულად.

2.2. 15 ნოემბრიდან ბიბლიოთეკამ განაგრძო ფონდის გამოხშირვა და ჩამოსაწერი წიგნების აღწერა. დღემდე აღწერილია 1889 ერთეული ბეჭდური წიგნი. წიგნები მოთავსებულია 25 ყუთში.

2.3. წელს გაგრძელდა რარიტეტული ფონდის წიგნების აღწერა შემდგომში მათი ერთ სივრცეში განთავსების, შენახვისა და კვლევით საქმიანობაში გამოყენების მიზნით. აქამდე აღიწერა და დახარისხდა შემდეგი რაოდენობისა და სახის რარიტეტული წიგნები.

რარიტეტის ტიპი რაოდენობა

ქართული 963უცხოური 366ლექსიკონები 50რუსული 2478მცდარი საინვენტარო ნომრით 131საინვენტარო ნომრის გარეშე 7

სულ 3995სავარაუდოდ დაავადებული 17

სულ 4012

3. ღონისძიებები

ფონდების განვითარების სტრატეგიის შემუშავებისა და კოლექციების მენეჯმენტის გამართული ფუნქციონირებისთვის ბიბლიოთეკამ 2012 წელს დაგეგმა და ჩაატარა კვლევები და განახორციელა აქტივობები.

წინარე კვლევის შედეგად გამოიკვეთა ზოგიერთი სტრატეგიული მიმართულების დახვეწის საჭიროება:

არსებული ფონდის შეფასება, აუდიტი, მოვლა, შენახვა, გამდიდრება, ანალიზი, აღწერა ; რესურსების განახლება, შეცვლა ან სხვა ფორმატში გადაყვანა, კოლექციიდან ამოღება,

პრეზერვაცია, შერჩევა, შესყიდვა, გაზიარება, საჩუქრები; მომხმარებლის მოთხოვნილებების შეფასება და ადეკვატური შესყიდვის

დაგეგმვა/განხორციელება; ბიბლიოგრაფიული ჩანაწერების ხარისხი და მნიშვნელობა; ელექტრონული რესურსების განვითარება; საავტორო უფლებების დაცვა;

3.1. მაზერის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკისა და არგვეთის საჯარო ბიბლიოთეკის თხოვნის საფუძველზე, ილიაუნის ბიბლიოთეკის ინიციატივითა და შუამდგომლობით საუნივერსიტეტო საზოგადოების დახმარებით დონორებისგან შეგროვდა 373 წიგნი, ხოლო უნივერსიტეტის გამომცემლობიდან გამოთხოვილმა და გაჩუქებულმა წიგნების რაოდენობამ 69 დასახელების 103 ერთეული შეადგინა.

3.2. 2012 წლის შემოდგომაზე სულხან-საბა ორბელიანის დარბაზის ჯგუფური მუშაობის ოთახში განთავსდა ლიტერატურული ოთახისთვის განკუთვნილი ბეჭდური წიგნები. წიგნების რაოდენობა შეადგენს 952 ერთეულს.

4.წიგნების დიგიტიზაციის პროექტი

2012 წლის ივლისიდა აგვისტოს ჩათვლით, მიმდინარეობდა წიგნების აქტიური დიგიტიზაციის პროცესი. პროექტი მიზნად ისახავს ასლგამღები პუნქტების ეფექტური მუშაობისთვის ხელის შეწყობას. ჩატარდა კვლევა და დადგინდა ის სახელმძღვანელობი და საკითხავი მასალა, რომლებზეც დიდი მოთხოვნა ასლგადამღებ პუნქტებში. საერთო ჯამში განხორციელდა 39 წიგნის გაციფრულება, რამაც შეადგინა 14 639 გვერდი. ეს და სხვა ჩვენს ხელთ არსებული ელექტრონული წიგნები განთავსებულია მისთვის გამოყოფილ სპეციალურ ვებ-სივრცეში. ამ დროისთვის ატვირთულია 53 წიგნი. აღნიშნულ მასალაზე წვდომა შეზღუდულია, რათა არ მოხდეს საავტორო უფლებების დარღვევა.

5. ელექტორინული რესურსების, სამეცნიერო ბაზების შეძენა

2012 წელს, პირველად განახორციელდა ელექტრონული ბაზების შესყიდვა საუნივერსიტეტო საზოგადოების გამოკითხვაზე დაყრდნობით. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ფაკულტეტების დეკანებმა და კვლევითი ინსტიტუტების დირექტორებმა. შედაგად, წლის განმავლობაში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა უზრუნველყოფდა წვდომას შემდეგ ელექტრონულ ბაზებზე:

EBSCO

JSTOR Encyclopaedia Britannica Cambridge University Press Journals Project Muse Oxford University Press Journals Oxford Scholarship Online Ebrary Emerald BioOne Royal Society Journals Collection

წარმოდგენილი ბაზების შეძენა განხორციელდა სხვადასხვა გზით:

საუნივრსიტეტო თანხების დაზოგვის მიზნით, ბიბლიოთეკა თანამშრომლობს ”საჯარო ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამასთან”, რომელმაც გაწია მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ფინანსური თვალსაზრისით. აღნიშნულმა სამაგისტრო პროგრამამ, მისი კუთვნილი გრანტიდან ელქტრონული ბაზების შეძენის მიზნით, 2012 წელს, გამოყო 25621 ლარი.

საერთო ღირებულების მხოლოდ მიზერული ნაწილი იქნა გადახდილი უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან. თანხამ შეადგინა 200 ლარი.

წარმოდგენილი ბაზებიდან, TEMPUS-ის საგრანტო პროექტი, ფინანსურ მხარდაჭრას1

ახორციელებს შემდეგ ბაზებზე:

EBSCO (შემდეგი ქვებაზები: EconLit with Full Text; Environment Complete; Health Policy Reference Center; Humanities International Complete)

Oxford Scholarship Online Ebrary Emerald

2012 წლის განმავლობაში, საცდელ რეჟიმში, ჩართული იყო შემდეგი ელექტრონული ბაზები:

o ProQuest Research Libraryo Wiley Online Libraryo Thomson Reuters (Web of Knowledge and Journal Citation Reports)o Galeo OCLC FirstSearch

5.1 სამომავო გეგმები:ბიბლიოთეკა აწარმოებდა მოლაპარაკებებსა და მოსამზადებელ სამუშაოებს 2013 წლიდან შემდეგი ელექტრონული ბაზების შესყიდვასთან დაკავშირებით:

HINARI Thomson Reuters (Web of Knowledge and Journal Citation Reports) Wiley Online Library ProQuest Research Library

1 ქვემოთ ჩამოთვლილ ელექტრონულ ბაზებზე წვდომა უზრუნველყოფილი იქნება 2014 წლამდე

Springer

ამ უკანასკნელის გარდა, ყველა ბაზის შესყიდვა დაგეგმილია 2013 წლის იანვრიდან, რასთან დაკავშირებითაც შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება-თარგმნის მიზნით ბიბლიოთეკა აქტიურად თანამშრომლობს საფინანსო განყოფილებასა და უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურთან.

5.2 სტატისტიკური მაჩვენებლებიელექტრონული ბაზების შესყიდვისათვის ყოველწლიურად დამტკიცებული ბიუჯეტის მიზნობრივი გახარჯვისათვის, ბიბლიოთეკა აწარმოებს მომხმარებელთა სტატისტიკური მონაცემების მონიტორინგს. დაკვირვებაზე დაფუძნებული შესყიდვა საშუალებას იძლევა თავიდან ავირიდოთ საუნივერსიტეტო საზოგადოებისათვის ნაკლებად საჭირო და არა აქტუალური ელექტრონული რესურსების შესყიდვა.

სტატისტიკური მონაცემების კონტროლისათვის ბიბლიოთეკას თითოეულ ბაზასთან შეთანხმებით შექმნილი აქვს თავისი ადმინისტრატორის გვერდი, რომლიდანაც ამოწმებს ერთის მხრივ ბაზის სტატუსს (ჩართულია, გამორთულია თუ შეზღუდულია წვდომა), ხოლო მეორეს მხრივ მომხმარებელთა ყოველთვიურ აქტიურობას. ამის საფუძველზე დგება მომხმარებელთა წლიური სტატისტიკური მონაცემები და ხდება მათი შედარება წინა წლის მონაცემებთან .

ელექტრონული ბაზების მომხმარებელთა სტატისტიკების შედარებითი ანალიზის ნიმუშები

2011-2012 წწ

Ebrary

Encyclopedia Britannica

Cambridge Journals

EBSCO

Emerald

JSTOR

კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის განყოფილებაგანყოფილებაში დასაქმებულია 15 ადამიანი

კლასიფიკაცია და კატალოგიზაცია

2012 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის განყოფილებამ განახორციელა ილია ჭავჭავაძის დარბაზის წიგნადი ფონდის რეკლასიფიკაცია, ახალი ჩანაწერების შექმნა და ძველი საკატალოგო ჩანაწერების ჩასწორება. ასევე ერთიან ელექტრონულ კატალოგში (OPAC) მონიტორინგი. ამ მიმართულებით, იანვარ-ნოემბრის მდგომარეობით, განისაზრვრა ან შესწორდა 15 4952 საინფორმაციო რესურსის კლასიფიკაცია, მათ შორისაა სილაბუსის განვითარებისა და სხვადასხვა გრანტის ფარგლებში შეძენილი თუ ნაჩუქარი წიგნებიც (330 ერთეული), რომელთა მეტამონაცემებიც სასწავლო-სახელმძღვანელი კრებულებთან (რიდერები: სულ 160 ერთეული) ერთად დაემატა ელექტრონულ კატალოგს. რიდერები, შეძენილი და ნაჩუქარი წიგნები პრიორიტეტების და სასწავლო დარგების მიხედვით განაწილდა ი. ჭავჭავაძის, სულხან-საბა ორბელიანის, ი.ბერიტაშვილისა და კვლევით დარბაზებში.

ელექტრონული კატალოგის მომსახურების შეფერხების შემთხვევაში საბიბლიოთეკო მომსახურებაში ხარვეზების თავიდან აცილების მიზნით 2012 წლიდან განყოფილებამ დაიწყო ელექტრონულ საინვენტარო ჟურნალში საკლასიფიკაციო ინდექსის/შენახვის კოდის მითითება. ამ მიზნით ფორმატულ საინვენტრო ჟურნალში შესწორდა 16 022 ჩანაწერი. წლის განმავლობაში ტექნიკურად დამუშავდა სულ 16 566 საბიბლიოთეკო ერთეული.

გასულ 2011 წლის მონაცემებთან შედარებით ელექტრონულ კატალოგში შეყვანილ ჩანაწერთა რაოდენობის ზრდა განპირობებულია იმით, რომ 1 მარტიდან კატალოგიზაციის მიმართულებით მუშაობას შეუდგა 4 ახალი თანამშრომელი ნახევარ-განაკვეთიანი ხეკშეკრულებით. მუშაობის დაწყებამდე საინვენტარო ჟურნალების ელექტრონიზაციის პროექტის თანამშრომლებმა გაიარეს

2 დეკემბრის მეორე ნახევრის მონაცემები დაემატება წლის ბოლოს.

ტრენინგები კატალოგიზაციასა (3-დღიანი) და კლასიფიკაციაში (1-დღიანი), რის შემდეგაც მათ ჩაუტარდათ ტესტირება. გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ ოთხივე თანამშრომელი დასაქმდა განყოფილებაში. ახალი თანამშრომლების მიერ შეყვანილი ჩანაწერების მონიტორინგის მიზნით ხდება მათი გადახედვა და ჩანაწერთა გააქტიურება განყოფილების ხელმძღვანელისა და უფროსი სპეციალისტების მიერ.

ინფორმაციული რესურსების კატალოგიზაციის პროცესების დახვეწისა და საძიებო ინსტრუმენტების სრულყოფისა მიზნით, განყოფილება აგრძელებს ორენოვანი (ინგლისურ-ქართული) საგნობრივი რუბრიკატორების განვითარებასა და რედაქტირებას დიუის ათწილადი კლასიფიკატორის ათივე კლასის ქვეკლასებისათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც ბიბლიოთეკარს, ასევე მომხმარებელს საშუალება ექნება არა მხოლოდ ავტორისა, სათაურისა და სერიის, არამედ თემისა და გაფართოებული ძირითადი სიტყვის მიხედვითაც მოძებნოს ლიტერატურა ელექტრონულ კატალოგში. თემატური/საგნობრივი რუბრიკის დამატება ართულებს და ახანგრძლივებს კატალოგისტთა სამუშაოს, თუმცა მხოლოდ კარგად გამართული საგნობრივი ველების (MARC21 სტანდარტით ველი 600-650) დამატებით შეიძლება შეესატყვისებოდეს საკატალოგო ჩანაწერი საერთაშორისო სტანდარტებს. სამომავლოდ, საგნობრივი რუბრიკატორების ნუსხის რევიზიის მიზნით იგეგმება დარგობრივი სპეციალისტების ჩართვა მის გამრავალფეროვნებისა და დახვეწის პროცესში.

საინვენტარო ჟურნალების ელექტრონიზაცია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი ბიბლიოთეკების საინვენტარო ჟურნალების ელექტრონიზაციის პროექტი გაგრძელდა 2012 წელს. ამ დროისათვის დასრულებულია პოლიტოლოგიის, დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტების ბიბლიოთეკების საინვენტარო ჟურნალების ელექტრონიზაციის პროცესი. ამჟამად მიმდინარეობს იაკობ გოგებაშვილის ბიბლიოთეკის, აბასთუმნის ობსერვატორიის, ბოტანიკისა და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტების შემოერთებული ბიბლიოთეკების საინვენტარო ჟურნალების ელექტრონიზაცია და ამ პროცესის ყოველკვირეული მონიტორინგი.

თანამშრომელთა კომპეტენციების ამაღლების ხელშეწყობა

კლასიფიკაციისა და კატალოგიზაციის განყოფილების თანამშრომლები პერიოდულად იკრიბებიან კატალოგიზაციის წესებში სიახლეების გაზაირებისა და MARC-21 სტანდარტების განხილვის მიზნით. სიახლეების ოპტიმალური გაზიარების მიზნით განყოფილება იყენებს ისეთ ისეთ შესაძლებლობას, როგორიცაა dropbox. ზოგადად, ინფორმაციის მეცნიერებების ტენდენციებისა და სიახლეების გაცნობის მიზნით განყოფილების თანამშრომლები ერთმანეთისთვის აწყობენ პრეზენტაციებს. ასევე, მუდმივად ხდება დიუის ათწილადი კლასიფიკაციის სიახლეების განხილვა და დანერგვა კლასიფიცირებაში, განსაკუთრებით ეს ეხება საქართველოსთან დაკავშირებული კლასების განსაზღვრას გეოგრაფიული და ენობრივი ნიშნით.

2012 წლის განმავლობაში კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის განყოფილება ჩართული იყო ბიბლიოთეკის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა საქმიანობაში. მოხდა ფონდების გადატანა ერთი დარბაზიდან მეორეში. იმის გამო, რომ გაიზარდა ლიტერატურის ოთახის წიგნადი ფონდი და ი. ჭავჭავაძის დარბაზი ფონდის საერთო ზრდის ფონზე ვეღარ იტევდა ლიტერატურას, მოხდა მისი მიგრირება სულხან-საბა ორბელიანის ბიბლიოთეკაში. ლიტერატურის ოთახის სივრცეში/სიახლოვეს განთავსდა ასევე ხელოვნების კლასში შემავალი ლიტერატურაც. ამ სივრცეში, ისევე როგორც საბუნებიმეტყველო, ტექნიკური და სამედიცინო ლიტერატურის შემთხვევაში, გარდა სულხან-საბა ორბელიანის და ი.ჭავჭავაძის დარბაზების ძირითადი ფონდებისა, თავი მოიყარა ფილოსოფიის, დემოგრაფიის, ფსიქოლოგიის და სხვა

შემოერთებილი ინსტიტუტების ფონდის შესატყვისი კლასის ლიტერატურამ. გრძელდება ჩამოთვლილ ინსტიტუტთა ლიტერატურის საბიბლიოთეკო დამუშავება. შესაბამისად, 2013 წლის დასაწყისისათვის დაიწყება წიგნების გაცემა კვლევითი ბიბლიოთეკიდან, რომელშიც ძირითადად განთავსდება ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერების დარგების ლიტერატურა.

მომსახურების განყოფილებაგანყოფილებაში დასაქმებულია 43 ადამიანი.

მომახურების განყოფილება, მომხმარებლის ბიბლიოთეკაში უკეთ ინტეგრირების მიზნით ახორციელებს სხვასასხვა სახის სერვისებს.

2012 წლის 4 იანვრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით, ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სხვადასხვა სერვისზე (ელექტრონული შეკვეთა; ბიბლიოთეკათშორისი შეკვეთა; შეეკითხე ბიბლიოთეკარს, ამობეჭდვა; დაჯავშნა; სამეცნიერო სატიების მოძიება, ელ. ბაზების ტრენინგები) მონაცემთა შეგროვება მიზნად ისახავდა, მკითხველის მიერ მათზე მოთხოვნის რაოდენობისა დადგენას და აქტიურად მოთხოვნადი ლიტერატურის განსაზღვრას.

1. წიგნის ელექტრონული შეკვეთა - ელექტრონული შეკვეთის სერვისზე წარმოდგენილი მონაცემი ეყრდნობა მკითხველის მიერ ელექტრონულად შევსებულ ფორმას, რომელიც აისახება ელექტრონულ ბაზაში, რომელიც აისახება ელექტრონულ ბაზის შემდეგი მონაცემებში: მკითხველის სახელი და გვარი, ელ. ფოსტა, ტელეფონი, წიგნის ავტორი, სათაური, შეკვეთის ადგილი (დარბაზი, საიდანაც სურს მკითხველს წიგნის გატანა).აღნიშნულ პერიოდში ელექტრონულ შეკვეთაში შემოსულია 3342 მოთხოვნა. აქედან, ელექტრონულად მოძიებული იქნა 1304 ერთეული, საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის დააცვით, მკითხველს შეეთავაზა 521 დასახელების ელ. ვერსია.

2. ბიბლიოთეკათშორისი სერვისი - ბიბლიოთეკათშორისი სერვისის ფარგლებში შემოსულია 619 შეკვეთა, აქედან

491 დასახელების ეგზემპლარი მოტანილია მკითხველისთვის 26 წიგნი არ აღმოჩნდა არცერთი პარტნიორი ბიბლიოთეკის კოლექციაში 102 დასახელების ერთეული საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის

ხელუხლებელი ფონდშია, რის გამოც ვერ მოხერხდა მათით სარგებლობა.

3. შეეკითხე ბიბლიოთეკარს - “შეეკითხე ბიბლიოთეკარს“ სერვისის ფარგლებში შემოსულია 197 წერილი, საიდანაც

ლიტერატურაზე მოთხოვნა - 148 გატანილ წიგნზე ვადის გადადება - 44 სხვადასხვა საკითხები (მაგ: ბაზებთან დაკავშირებული პრობლემები, ბიბლიოთეკით

სარგებლობის წესები და სხვ.) – 6

4. წიგნის დაჯავშნის სერვისი - წიგნის დაჯავშნის სერვისით ისარგებლა 367 მკითხველმა

5. სამეცნიერო სტატიების მოძიება - აღნიშნული სერვისით, რაც გულისხმობს მკითხველისთვის საინტერესო თემაზე სხვადასხვა სამეცნიერო ბაზიდან სტატიების მოძიებას, ისარგებლა 81-მა მომხმარებელმა.

6. ელექტორნული ბაზების მოხმარების ტრეინიგი - ჩატ სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიასთან ( უნივერსიტეტის თანამშრომლები; სტუდენტები, როგორც დოქტორანტები და მაგისტრანტები,

ასევე, ბაკალავრები; არაქართულენოვანი სექტორის სტუდენტები და სხვ.) ეელექტრონულ ბაზების მიმართულებით ჩატარადა 10 ტრენინგი.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთა ინფორმირებას ბიბლიოთეკაში არსებული ელექტრონული ბაზების შესახებ; ასევე, მონაწილეთათვის სასურველი ინფორმაციის მოძიების უნარების გამომუშავებას;

7. ონლაინ შეკვეთის ამობეჭვდვა - წინასწარ, ონლაინ შეკვეთის საფუძველზე ამობეჭდვის სერვისით ისარგებლა 276-მა მკითხველმა.

მომსახურების განყოფილებაში მომუშავე პერსონალს, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ხშირად უტარდება ტრენინგები სხვადასხვა მიმართულებით.

ტრენინგები, რომლებიც 2012 წელს, ახლად აყვანილ 4 თანამშრომელს ჩაუტარდა ბიბლიოთეკის საქმიანობის ექვსი სხვადასხვა მიმართულებას მოიცავდა: 1. ბიბლიოთეკის სერვისები 2. ელექტრონული კატალოგი -http :// library . iliauni . edu . ge / opac . html ; 3. ელექტრონული ბიბლიოთეკა - http :// library . iliauni . edu . ge / ilib / 4. ეფექტური კომუნიკაცია და მომსახურება 5. საბიბლიოთეკო კლასიფიკაციები; 6. ელექტრონული სამეცნიერო ბაზები.

ზოგიერთ ტრენინგს ახალ თანამშრომლებთან ერთად ბიბლიოთეკის სხვ წარმომადგენლებიც ესწრებდნენ (მაგ: ეფექტური კომუნიკაცია და მომსახურება; სამეცნიერო ელ. ბაზები და სხვ.).

ასლგადამღები პუნქტების ხარჯთაღრიცხვა

ბიბლიოთეკასთან ფუქნციონირებს სამი ასლგადამღები პუნქტი, რომლეიბიც შემდეგ მისამართზე მდებარეობენ:

პუნქტი 1: ჩოლოყაშვილის 3-5, F101 პუნქტი 2: ილია ჭავჭავაძის გამზ. 32, A 409 პუნქტი 3: ილია ჭავჭავაზის გამზ. 32. A 208

ასლგადამღები პუქნტების ხარჯთაღრიცხვაში წამოდგენილი მონაცემები ითვალისწინებს აპარატების ტონერების შესყიდვას; ქაღალდის რაოდენობას; შეკეთების ხარჯებს; ხელფასებს.სამიდან ერთი (პუნქტი 3) პუნქტი გაიხსნა და მუშაობა დაიწყო 22 ნოემბრიდან. ამ პერიოდამდე ის პუნქტ 2 -თან ერთად ფუნქციონირებდა.რაც შეეხება, ხარჯებს, შემოსავლებსა და მოგებას ქვემოთ მოცემული პერიოდისთვის გვაქვს შემდეგი მონაცემები:

პერიოდი 01.01.12 – 13.12.12 22.11.12 – 13.12.12

# პუნქტი 1 პუნქტი 2 პუნქტი 3 ჯამი

ხარჯები 15618.5 15847.6 1061 32527.1

შემოსავლები

21832.67 18896.85 566.75 40729.52

მოგება 6214.17 3049.25 0 8202.42ზარალი 0 0 494.25 0

ღონისძიებები

2012 წლის განმავლობაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა აქტიურად მართავდა შიდა ღონისძებებს და ასე იყო ჩართული გარე ღონისძიებებში:

1 თანამედროვე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა2012 წლის, 24 აპრილს, საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ გამართა პრეზენტაცია თემაზე: „თანამედროვე საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა“.პრეზენტაცია მიზნად ისახავდა აუდიტორიის მიერ ბიბლიოთეკის როგორც თანამედროვე კუთხით დანახვას ელ. რესურსების პრეზენტირების საფუძველზე, ასევე ფონდში შემავალი რარიტეტული წიგნების დათვალიერებასა და მათი ისტორიული მნიშვნელობის გაცნობას.პრეზენტაციაზე განხილულ შემდეგ საკითხთა შორის იყო ილიაუნის ბიბლიოთეკაში არსებული რესურსები, სამეცნიერო ელექტრონული ბაზები; მომხმარებელთა სტატისტიკური მაჩვენებლები; ელექტრონული ბიბლიოთეკის შემადგენელი ტექსტური, ფოტო, ვიდეო და აუდიო საცავი. ასევე, შეთავაზებული იყო ახალი მომსახურება: ელექტრონულ კატალოგში ძიების ერთი ფანჯრის პრინციპი.

პრეზენტაციის პარალელურად გაიმართა რარიტეტული წიგნების გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ”ძველი წიგნების ახალი სიცოცხლე” პროექტის ფარგლეში XVI-XIX საუკუნეების პერიოდში დაბეჭდილი სხვადასხვაენოვანი იშვიათი გამოცემები და უნიკალური ხელნაწერები. ასევე, თითოეული წიგნის შესახებ წინასწარ მომზადებული ანოტაციები.

2 წიგნის მე-14 საერთაშორისო ფესტივალი

2012 წლის 24-27 მაისს გაიმართა თბილისის წიგნის XIV საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ მესამედ მიიღო მონაწილეობა და დამთვალიერებელს სხვადასხვა მიმართულების უახლესი სამეცნიერო და კვლევითი ლიტერატურა შესთავაზა. წარმოდგენილი იყო შემდეგი მიმართულებები: მედია-მეცნიერებები, ფილოსოფია და ფსიქოლოგია, რელიგია, სოციალური მეცნიერებები, ლინგვისტიკა, საბუნებისმეტყველო, მათემატიკა, გამოყენებითი მეცნიერებები, ხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა, გეოგრაფია და ისტორია.

გარდა ბეჭდური გამოცემებისა, საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით ბიბლიოთეკამ საზოგადოებას  გააცნო საკუთარი ელექტრონული რესურსები. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, ადგილზე ენახა და პრაქტიკაში გამოეცადა ელექტრონული ბაზების, კატალოგებისა და ელექტრონული ბიბლიოთეკის მოხმარების ძირითადი ინსტრუმენტები, მოეძია მისთვის საინტერესო წიგნები და პერიოდული გამოცემები.

3.ელექტრონული ბიბლიოთეკების გამოფენა

ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ბიბლიოთეკამ, 2012 წლის ზაფხულში, მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამართულ „ელექტრონული ბიბლიოთეკების“ გამოფენაში. გამოფენა წელს პირველად ჩატარდა. მონაწილეთა შორის ილიას

სახელმწიფო უნივერისტეტი იყო ერთადერთი უნივერსიტეტი. ჩვენმა ელექტრონულმა ბიბლიოთეკამ დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც თავის მხრივ განაპირობა ჩვენთან დაცულმა და თავმოყრილმა ელექტრონული რესურსების მრავალფეროვნებამ და ხელმისაწვდომობამ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც აუდიო, ვიდეო და ტექსტური, ასევე ფოტო ელ.რესურსები.

4. სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job”

2012 წელს (20.07 - 20.08), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პრეზიდენტის ინიციატივით განხორციელებულ საზაფხულო დასაქმების პროგრამა „Summer Job”-ის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში სტუდენტთა დასაქმება

მიზნად ისახავდა:

სტუდენტების ჩართულობას საბიბლიოთეკო საქმიანობაში; ბიბლიოთეკის შიდა სამუშაოების სპეციფიკის გაცნობასა და მასში მონაწილეობის მიღებას; გუნდურობის, ურთიერთთანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარების

ხელშეწყობას.სტუდენტების მიერ შესასრულებელ საქმიანობებს წარმოადგენდა :

საბიბლიოთეკო ფონდების გადაადგილებაში მონაწილეობა; საბიბლიოთეკო ერთეულების აღწერა და ელექტრონიზაცია; საბიბლიოთეკო მედიების ტექნიკური დამუშავება; ელექტრონულ ბაზებთან მუშაობა.

ბიბლიოთეკის მიერ გამოცხადებულ 10 ვაკანტურ ადგილზე დარეგისტრირდა ამავე რაოდენობის სტუდენტი. პროგრამის დაწყებისას ათიდან ერთი, მისივე კომპეტენციებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ გადასულიყო სტუდენტურ სერვის-ცენტრში. საბოლოო ჯამში, ილიაუნის ბიბლიოთეკაში დასაქმდა ცხრა სტუდენტი.პროგრამა განხორციელდა ხუთ ეტაპად: I. საინფორმაციო შეხვედრა; II. ტრენინგები; III. ფონდების გადაადგილება და აღწერა; IV. ბიბლიოთეკის განყოფილებების სამუშაო პროცესში ჩართვა; V. სტუდენტთა საქმიანობის შეფასება. სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ”Summer Job”-ს შესახებ სრული ანგარიში წარედგინა შესაბამის სამსახურს

4. სულხან-საბა ორბელიანის დარბაზის მოწყობა

2012 წელს, უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისთვის, სულხან-საბა ორბელიანის სამკითხველო დარბაზი არსებული სივრციდან (ილია ჭავჭავაძის გამზ. 32, A208) გადავიდა ამავე კორპუსის მეოთხე სართულზე (A 409), ბიბლიოთეკის ყოფილ ტერიტორიაზე.

სამკითხველო დარბაზის გადატანა მიზნად ისახავა, მკითხველებისთვის უფრო კომფორტული და სამუშაოდ მშვიდი გარემოს უზრუნველყოფას.

დარბაზის მოწყობაში მონაწილეობას იღებდა ბიბლიოთეკის ყველა განყოფილება: მომსახურების თანამშრომლები უზრუნველყოფდნენ სამკითხველო დარბაზის, სამუშაო ოთახისა და ლიტერატურის განლაგებისთვის სივრცის მოწყობას; ფონდების მენეჯმენტის განყოფილება მომსახურების თანამშრომლებთან ერთად ადგენდა აქტიურად მოხმარებადი წიგნების ნუსხას; კლასიფიკაციისა და კატალოგიზაციის განყოფილება კი, დიუს ათწილადი კლასიფიკაციის (DDC) მიხედვით ახდენდა საბიბლიოთეკო ერთეულების შესაბამის თაროებზე განლაგებას.

აღნიშნული პროცესი გრძელდებოდა 5 სამუშაო დღე და სწავლის დაწყებისთვის დარბაზი მზად იყო მკითხველის მისაღებად.

ურთიერთთანამშრომლობა

ბიბლიოთეკა აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და კონსორციუმში შემავალ საქართველოს სხვა ბიბლიოთეკებთან სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ღია წვდომის რეჟიმში კოლექციების განთავსებისა და საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებში. ასევე, აქტიურადაა ჩართული ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციის რესურსცენტრის მიერ ინიცირებულ სამუშაო და გაცნობით შეხვედრებისა ღონიძიებებში.

ასევე, ბიბლიოთეკის წარმომადგენლები რეგულარულად მონაწილეობენ კონსორციუმის შეხვედრებში მომხსენებლებისა და მონაწილეების სტატუსით; ესწრებიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ დაგეგმილ სემინარებში.

სამომავლო გეგმებიგარდა ყველა იმ აქტივობისა, რასაც ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ბიბლიოთეკა ახორციელებს ყოველწლიურად და რომლებიც ბიბლიოთეკის არსებობს თანმხლები პროცესებია, ჩვენი ბიბლიოთეკა, 2013 წლისათვის გეგმავს განაგრძოს 2012 წელს მიმდინარე შემდეგი პროექტები:

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა წიგნადი ფონდის კოლექციების გამოხშირვა, ამოღებსა და შენახვის პროექტს. იგეგმება სულხან-საბა ორბელიანის სახელობის დარბაზის საცავში დარჩენილი ფონდის კიდევ უფრო აქტიური დამუშავება, მორალურად გაცვეთილი, დაზიანებული და სასწავლო-კვლევითი პროცესისათვის გამუსადეგარი წიგნების აღწერა-ჩამოწერის მიზნით

სასწავლო რესურსების განვითარება, რომელიც გულისხმობს სასწავლო რიდერების როგორც დამხმარე მასალის დამზადებას, აუცილებლად იქნება მომავალი წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი

საინვენტარო ჟურნალების ელექტრონიზაციის პროექტი. ეს პროექტი მნიშვნელოვანია არსებული წიგნადი ფონდების აღწერა-დამუშავებისათვის.

ძველი წიგნების ახალი სიცოცხლე. ამ პროექტის ფარგლებში, გაგრძელდება რარიტეტული და იშვიათი წიგნების შესახებ ანოტაციების მომზადება და ბიბლიოთეკის ვებგვერდზე განთავსება

2013 წელს არსებულ პროექტებს დაემატება ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ირიდერების სერვისის დანერგვას. 2012 წლის ბოლოს უნივერისტეტის ბიბლიოთეკას სამაგისტრო პროგრამამ „ინფორმაციის მენეჯმნტი“, საჩუქრად გადასცა 30 ერთეული ნუკი. აღნიშნული ხელსაწყოები 2013 წლიდან აქტიურად იქნება ინტეგრირებული უნივერისტეტის საბიბლიოთეკო სერვისებში.

ანგარიში მომზადებულია ილიას სახელმწიფოუნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ადმინისტრაციის მიერ.

პატივისცემით,

ბიბლიოთეკის დირექტორი - თ. ყაველაშვილი